Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 30

კვლევის ანგარიში

თბილისი, 2018

0|P a g e
შინაარსი
შემაჯამებელი მიმოხილვა.................................................................................................................................. 2
შესავალი .............................................................................................................................................................. 1
მეთოდოლოგია ................................................................................................................................................... 2
კვლევის შეზღუდვები..................................................................................................................................... 3
კვლევის შედეგები .............................................................................................................................................. 4
განათლებაზე ხელმისაწვდომობა .................................................................................................................. 4
დასაქმების შესაძლებლობა .......................................................................................................................... 13
პოლიტიკური მონაწილეობა ........................................................................................................................ 18
სოციალური ცხოვრება .................................................................................................................................. 22
დასკვნა ........................................................................................................................................................... 24
რეკომენდაციები ............................................................................................................................................... 25
კვლევა ჩატარდა ორგანიზაცია „We Research“-ის მიერ „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ დაკვეთით,
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA]
ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევითი ჯგუფი მადლობას უხდის დისკუსიების მონაწილეებს კვლევაში მონაწილეობისა და
დახარჯული დროის გამო. ჩვენ, ასევე, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ „ქართველ მუსლიმთა
კავშირის“ თანამშრომლებს კვლევის განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის.
კვლევაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის კვლევის ავტორს და არ უნდა
აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და
საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

კვლევის ავტორი: ლელა ჯავახიშვილი


შემაჯამებელი მიმოხილვა
საქართველოში მცხოვრები ქალები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მათთვის დღემდე არსებობს
ბარიერები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს პროგრესული ნაწილისთვის უკვე ნაკლებად არის
დამახასიათებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ნელ-ნელა იცვლება, მაინც გვხვდებიან
ჯგუფები, რომლებსაც ნაკლები წვდომა აქვთ მთელ რიგ შესაძლებლობებთან. გენდერული ნიშნით
ჩაგვრას, ხშირად სხვა, მაგალითად, რელიგიური თუ ეთნიკური, ასპექტებიც ერთვის თან.

წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა, აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების წინაშე


არსებული შესაძლებლობებისა და საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი. კვლევის ფარგლებში
გამოვიყენეთ თვისებრივი, კერძოდ ჯგუფური დისკუსიის მეთოდი.

კვლევის შედეგების მიხედვით, აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები, როგორც გენდერულ, ისე
რელიგიურ დისკრიმინაციას აწყდებიან, რაც მათ პიროვნული, თუ პროფესიული განვითარებისთვის
ხელის შემშლელია. ფორმალურ დონეზე, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სერვისები
ხელმისაწვდომია აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალებისთვის, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისინი
დისკრიმინაციას განიცდიან როგორც განათლების, ისე დასაქმებისა და პოლიტიკურ აქტივიზმში
ჩართვის დროს.

კვლევის მიხედვით, განათლების და დასაქმების პროცესში, დისკრიმინაცია ძირითადად მათი


რელიგიური კუთვნილების გამო ხდება, რაც განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ ქალებისთვის, ვინც
თავსაფარს ატარებს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივიზმს, აქ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს,
ძირითადად, საზოგადოების მხრიდან მათ სქესთან დაკავშირებით არსებული მოლოდინები
აბრკოლებთ. შედეგები აგრეთვე აჩვენებს, რომ ქალებისთვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი
გასართობი აქტივობები, რაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს მაღალმთიანი დასახლებების
შემთხვევაში. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ხშირად, ქალები თავს არიდებენ აღიარონ ამა თუ
იმ დაბრკოლების არსებობა მათ ცხოვრებაში, ახდენენ პრობლემებისგან დისტანცირებას და მათ
მოგვარებას სხვებს ანდობენ.

ყველა ადამიანისთვის განათლების მიღების, დასაქმების, პოლიტიკურ და სამოქალაქო ჩართულობისა


და სოციალური ცხოვრების სურვილისამებრ წარმართვა აუცილებელი პირობაა საზოგადოებაში
ინტეგრაციისთვის. თუმცა, კვლევის შედეგების მიხედვით, მუსლიმი ქალები ამ უფლების
რეალიზებას სრულყოფილად ვერ ახერხებენ საზოგადოებრივი აზრის, თვითდისკრიმინაციის,
გენდერული და რელიგიური ნიშნით არსებული სტერეოტიპების გამო. ამ და სხვა მიზეზების
გათვალისწინებით, აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები არაერთი პრობლემის წინაშე დგანან, რაც
მათ მოწყვლადობას განაპირობებს.
შესავალი
წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების საჭიროებების
გამოვლენა და შესწავლა.

ისლამს საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სიდიდით ქვეყნის მეორე რელიგიაა.


2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოს
1
მოსახლეობის 83.4% მართლმადიდებელია, 10.7% კი მუსლიმი. თუმცა მიუხედავად ამისა,
დღესდღეობით საქართველოში მაინც არსებობს გარკვეული შეზღუდვები, თუ წინააღმდეგობები,
რომლებსაც მისი მიმდევრები, განსაკუთრებით კი, ქალები აწყდებიან.

არაერთი კვლევა ცხადჰყოფს, რომ ისეთი უმცირესობები, როგორებიცაა რელიგიური, ეთნიკური,


რასობრივი და ა.შ გამოირჩევიან ნაკლები წვდომით განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვასა და
სოციალურ სერვისებზე2. ხშირად, ამა თუ იმ ჯგუფის წევრები, ადგილობრივ დონეზე უმრავლესობას
წარმოადგენენ, თუმცა რადგანაც მათი ხვედრითი წილი ქვეყნის საერთო ტერიტორიაზე შედარებით
მცირეა, ზემოთ ნახსენები ბარიერები მათზე ვრცელდება.

ადამიანების მხრიდან, რელიგიური უმცირესობებისადმი განწყობებს არაერთი ფაქტორი


განაპირობებს, მათ შორის ხაზი შეიძლება გაესვას, სასკოლო განათლებასა და მედიას, რომლებიც
საზოგადოების აზრის ფორმირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ადამიანის უფლებების
სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) კვლევის „რელიგია საჯარო სკოლებში“ მიხედვით,
სასკოლო სახელმძღვანელობის ავტორების მცდელობის მიუხედავად, რომ მოსწავლეებს
მიეწოდებოდეს დაბალანსებული, ნაციონალური და რელიგიური უპირატესობებისგან დაცლილი
ინფორმაცია, ვერ ხერხდება. არასაკმარისი ინფორმაცია და მათი ძირითადად უარყოფით კონტექსში
წარმოჩენა კვლავ პრობლემატურია.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის 2017 წლის კვლევის „სტუდენტების განწყობა


3
უმცირესობებისადმი და მედიის როლი“ შედეგად გამოვლინდა, რომ მედიაში რელიგიური
უმცირესობების საკითხების გაშუქება ძირითადად დანაშაულს, კონფლიქტს ან ტერორისტულ აქტებს
უკავშირდება. აღნიშნული ხელს უწყობს მთელი რიგი სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და
გამყარებას,ამავე კვლევის შედეგებში ვკითხულობთ, რომ რესპონდენტები ეთნიკურ უმცირესობებზე
საუბრისას ხშირად რელიგიურ ჯგუფებს გულისხმობდნენ და პირიქით, რელიგიურ უმცირესობებზე
საუბრისას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რაც ერთგვარად გამოხატავს ფაქტს, რომ საზოგადოების
ნაწილისთვის ქართველობა უდრის მართლმადიდებლობას, რაც დისკრიმინაციის ერთ-ერთი
საფუძველი ხდება4.

რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით საქართველოში არაერთი სამართალდარღვევა მოხდა 5 .


მიუხედავად არსებული იურიდიული ჩარჩოებისა, ქართველ მუსლიმებზე თავდასხმა, მათი საჯარო

1
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები, ხელმისაწვდომია ბმულზე
2
კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე.
3 კვლევა ხელმისაწვომია ბმულზე

4
კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე
5
დამატებითი მასალები იხილეთ ბმულზე

1|P a g e
შეურაცხყოფა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია ნაცადი პრაქტიკაა 6 . სწორედ მაშინ, როცა
ისლამის მიმდევრები მსგავს მოპყრობას განიცდიან, საინტერესოა, თუ რა მდგომარეობაა ისეთ
ცალკეულ ქვეჯგუფში, რომლებსაც მაგალითად, ქალები წარმოადგენენ. საქართველოში, სადაც
გენდერული როლების გადანაწილება, ჯერაც ტრადიციული ღირებულებების მიხედვით ხდება,
ქალები ხშირად ხდებიან გედერული უთანასწორობის მსხვერპლნი, როგორც პირად, ასევე საჯარო
7
სივრცეებში . შესაბამისად, მუსლიმი ქალების წინაშე, გარდა სარწმუნოებრივი ბარიერებისა,
გენდერული ბარიერებიც არსებობს, რომელთა გადალახვაც ადგილობრივ დონეზე რთულდება,
რადგან ხშირად, არსებული პრობლემა საზოგადოების, ან თვითონ შევიწროვებული პირის მხრიდან
არ არის აღიარებული, დაგმობილი და რაც მთავარია, მოგვარებული.

სწორედ აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების საგანმანათლებლო, დასაქმების, პოლიტიკური და


სამოქალაქო აქტივიზმის და სოციალური საჭიროებების გამოვლენა წარმოადგენს წინამდებარე
კვლევის მიზანს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, შემდეგი ამოცანები დავისახეთ:

1. კვლევის სამიზნე ჯგუფის პერსპექტივით საგანმანათლებლო (ფორმალურ და არაფორმალურ)


სფეროში არსებული შესაძლებლობების, ბარიერებისა და საჭიროებების გამოვლენა;
2. კვლევის სამიზნე ჯგუფის პერსპექტივით, დასაქმების კუთხით არსებული შესაძლებლობების,
ბარიერებისა და საჭიროებების გამოვლენა;
3. კვლევის სამიზნე ჯგუფის პერსპექტივით, პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით
არსებული შესაძლებლობების, ბარიერებისა და საჭიროებების გამოვლენა;
4. კვლევის სამიზნე ჯგუფის პერსპექტივით სოციალური ცხოვრებისთვის (დასვენებისა და
გართობის აქტივობების) სფეროში არსებული შესაძლებლობების, ბარიერებისა და
საჭიროებების გამოვლენა;
5. გამოვლენილი დამაბრკოლებელი ფაქტორების გადაჭრისთვის საჭირო ღონისძიებებისა და
აქტივობების განსაზღვრა სამიზნე ჯგუფის მიერ.

მეთოდოლოგია
წინამდებარე კვლევის ფარგლებში, აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების საჭიროებები ძირითადად
შესწავლილია კვლევის თვისებრივი მიდგომის გამოყენებით, კერძოდ ფოკუს ჯგუფის (ჯგუფური
დისკუსიის) მეთოდის მეშვეობით. აღნიშნული მეთოდი, მიზნობრივი ჯგუფის სოციალური
ცხოვრების შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა.

კვლევის ფარგლებში სულ 5 ჯგუფური დისკუსია ჩატარდა, რომელში მონაწილეთა შერჩევის


კრიტერიუმებიც, შემდეგი პარამეტრებით განისაზღვრა:

 სქესი - მდედრობითი;
 ასაკი - 18 წელს ზემოთ;
 რელიგია - მუსლიმი;
 საქმიანობა - დასაქმებული/თვითდასაქმებული/სტუდენტი/პენსიონერი და ა.შ;

6
კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე
7
მეტი ინფრორმაციისთვის იხილეთ კვლევა „საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე
პოლიტიკასა და ბიზნესში“

2|P a g e
 ფაქტობრივი საცხოვრებელი.

აღნიშნული ფოკუს-ჯგუფები 4 ტერიტორიულ ერთეულში: ხულოში, ქედაში, შუახევსა და ბათუმში


ჩატარდა. აღნიშნულ ლოკაციებზე გაიმართა თითო ფოკუს ჯგუფი, გარდა ბათუმისა, სადაც
ორგანიზებული იყო 2 შეხვედრა. კვლევაში სულ 44-მა მუსლიმმა ქალმა მიიღო მონაწილეობა
(დეტალებისთვის იხილეთ ცხრილი # 1). თითოეული ფოკუს ჯგუფი საშუალოდ 1.5 – 2 საათი
გრძელდებოდა. პროცესს უძღვებოდა ერთი მოდერატორი. კვლევის მონაწილეების
ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, ყველა ფოკუს ჯგუფის ჩაწერა მოხდა დიქტოფონზე და
მოგვიანებით დაიწერა თითოეული დისკუსიის დეტალური ტრანსკრიპტი.

ცხრილი # 1

N ადგილი ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა


რაოდენობა რაოდენობა
1 ხულო 1 7
2 ქედა 1 14
3 ბათუმი 2 16
4 შუახევი 1 7
სულ 5 44

ტერიტორიული მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი იყო, რათა მოცული ყოფილიყო მაღალმთიან


აჭარაში არსებული სპეციფიკური პრობლემები. აღნიშნულის უზრუნველყოფა მოხერხდა აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე ადმინისტრაციული ცენტრის დაფარვით. საბოლოოდ,
კვლევაში მონაწილეობდნენ როგორც სოფლად, ისე ქალაქში მცხოვრები ქალები, რომლებსაც მსგავსი
პრობლემები განსხვავებული სიმწვავით აწუხებთ.

კვლევის შეზღუდვები

კვლევის ფარგლებში გამოყენებული იყო მხოლოდ ერთი მეთოდი. აღნიშნული მიდგომა


სიღრმისეულად შეისწავლის საკითხს, თუმცა, არ იძლევა კვლევის განზოგადების საშუალებას.
კვლევაში ძირითადად წარმოდგენილი და გაანალიზებულია ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა
სუბიექტური პერსპექტივა.

3|P a g e
კვლევის შედეგები

განათლებაზე ხელმისაწვდომობა
განათლების საკითხი ერთ-ერთი ცენტრალურია აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალებისთვის, რადგან
მათ ცოდნის მიღების დონეზე არაერთი პრობლემა ექმნებათ. კვლევის შედეგად ვლინდება, რომ
რეგიონში როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაზე წვდომა აქვს ყველას, განურჩევლად
სქესისა და აღმსარებლობისა, თუმცა განსხვავებულია წვდომის ხარისხი. დროის სვლასთან ერთად
იცვლება განათლების მოთხოვნის, მიღებისა და მიწოდების ტენდენციები, თუმცა უცვლელია
მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, ქალებს და საკუთრივ მდედრობითი სქესის მუსლიმ
წარმომადგენლებს ექმნებათ მთელი რიგი ბარიერები, რომელთა გადალახვაც ინდივიდუალური
კომპეტენციების დონეზე უწევთ და საზოგადოებრივ, სამთავრობო, ან საკანონმდებლო რგოლში
ნაკლებად წყდება. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების
დარღვევა ქართული განათლების სისტემის აპრობირებული პრაქტიკაა, რასაც აღნიშნული ანგარიშიც
ცხადჰყოფს8.

 სკოლამდელი განათლება - სკოლამდელი განათლება გოგონებისთვის და ბიჭებისთვის


თანაბრად ხელმისაწვდომია, თუმცა სწავლის ამ ეტაპზე, არა გენდერული რაკურსი, არამედ ქალაქისა
და სოფლის მიმართება იწევს წინ. აღსანიშნავია რომ საბავშვო ბაღი ყველა სოფელში არ
ფუნქციონირებს, რაც მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს დამატებით პრობლემებს უქმნით, რადგან
მათ უწევთ ბავშვების სოფლიდან სოფელში ტარება სკოლამდელი განათლება მისაღებად, ეს კი
ძირითადად დედების (მუსლიმი ქალების) ძალისხმევას მოითხოვს ხოლმე. აღნიშნული პრობლემა,
ერთი მხრივ, ქმნის დროის დეფიციტს, მეორე მხრივ, იწვევს მატერიალური დანახარჯების ზრდას, რაც
არსებულ სოციალურ ფონს, მეტად ამძიმებს. ბუნებრივია, რომ ბათუმში მცხოვრებთათვის აღნიშნული
საკითხი პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს, ხოლო რიგი სოფლებისთვის, საბავშვო ბაღი ფუფუნების
საგანია.

"უნდა გაიხსნას ბაღი. ჩვენს სოფელში არ არის საბავშვო ბაღი და ბევრი


ითხოვს და მეზობელ სოფელში დადიან. მთელი ნახევარი საათი მაინც
უნდათ, რომ ატარონ ბავშვი და ძვირი ფუფუნებაა. არასამთავრობომ
არ ვიცი, მაგრამ სამთავრობოს ხომ შეუძლია ამ შემთხვევაში, რომ
დააფინანსოს ბავშვი" (ბათუმი).

 სასკოლო განათლება - სასკოლო განათლება არის ეტაპი, რომლის დროსაც აჭარაში მცხოვრები
მუსლიმი ქალები პირველად აწყდებიან სისტემურ პრობლემებს ფორმალურ დაწესებულებაში.
რესპონდენტების თქმით, აღნიშნულ დონეზე ხდება მოსწავლეების გენდერული, თუ რელიგიური
ნიშნით გარჩევა. სასკოლო განათლების პერიოდი არის უმაღლესი განათლების წინაპირობა, თუმცა
იმის გამო, რომ ხშირად, გოგონები სრულად არ ამთავრებენ საშუალო სკოლას, ისინი შემდგომ ეტაპზე
ვეღარ გადადიან. ზოგიერთიი მათგანი ნებით, თუ იძულებით ადრეულ ასაკში ოჯახდება და სწავლას
აღარ აგრძელებს.

8 კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე

4|P a g e
“მუსლიმი გოგო იყო და თან ღრმადმორწმუნეები. ჩხაკაურის სოფლიდან
იყვნენ და სკოლა რომ დავამთავრე, მშობლებმა ბათუმშიც კი არ
გამომიშვესო სასწავლებლად და ეს გოგო მერე გამოთხოვდა ბათუმში“
(ბათუმი).

ის პრობლემა, რაც სოფლებში ბაღის არ არსებობას ეხება, საჯარო სკოლებსაც ეხებათ. ამ მხრივ,
მდგომარეობა თითქმის იდენტურია.

"ჩვენ სკოლა ახლოს გვაქვს და ვინც შორს არის, სხვა სოფლიდან


დადიან ‘’(ქედა).

ამას ემატება საზოგადოების მხრიდან სტერეოტიპული განწყობებიც, რომლებიც ფოკუს-ჯგუფის


მონაწილეთა თქმით, ვლინდება როგორ პირისპირ, ისე სოციალური ქსელების მეშვეობით. ქალების
აღქმით, სოციუმი თვლის, რომ სოფელს, რომელიც მუსლიმი თემითაა დასახლებული, სკოლა
ნაკლებად ესაჭიროება. ამგვარი მოსაზრება შესაძლოა აიხსნას იმით, რომ ქალაქისა და სოფლის
მკვიდრებს ერთმანეთთან ხშირი და მჭიდრო კონტაქტი არ აქვთ, რაც დისტანციურად ერთმანეთის
შესახებ არასწორი მოსაზრების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

"ამასწინათ, სოფელ ტუნაძეებში დაიწვა ორი სკოლა და მასთან ერთად


ორი სახლი. ფეისბუკზე დაედო ვიღაცას, ხულოს რათ უნდა სკოლაო,
ხულოს მეჩეთიც ეყოფათო. რა თქმა უნდა, მეჩეთიც გვინდა, მაგრამ
ხულოდან იმდენი სტუდენტია უკვე და იმხელა განვითარებას აღწევს
ხულო, სწავლის მხრივ, რომ ჩვენ მხოლოდ მეჩეთი კი არ გვწევს წინ,
ჩვენი რწმენა და სარწმუნოება. ღმერთის სიყვარული გვაძლევს ძალას
იმისთვის, რომ ის სკოლა დაგვეწვა, მაგრამ განათლებას მაინც ვეძებთ,
რომ საიდანმე მივიღოთ" (ხულო).

სასკოლო განათლების საფეხურზე, ე.წ რელიგიური ნიშით მჩაგვრელ ჯგუფად განიხილებიან არა
მასწავლებლები, არამედ თავად მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთზე ახდენენ გარკვეულ უარყოფით
ზემოქმედებას, რასაც დაპირისპირება მოჰყვება. ბულინგის მსხვერპლნი, ამ შემთხვევაში ისლამის
მიმდევარი ბავშვები არიან, რომელთაც რიგ შემთხვევებში მართლმადიდებელ მოსწავლეებთან
დაპირისპირება უწევთ. აღსანიშნავია ისიც, ხშირად, მასწავლებლების დამოკიდებულება
კრიტიკულად არ განიხილება. ეს საკითხი წინ იწევს მაშინ, როცა თემა გოგონების თავსაბურავით
სკოლაში სიარული ხდება განსჯის საგანი.

"რელიგიური კუთხით, თუ გაინტერესებთ, ჩვენთან, სოფელში გვაქვს


განათლება მიღებული და შეჩვეული ვიყავით გარემოს,
მასწავლებლებიც ორივე რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ და
პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ იკვეთება ხშირად რელიგიური
დაპირისპირებები ბავშვებში, ბულინგი, რამაც შეიძლება ხელი
შეუშალოს განათლების მიღებას. დაცინვის მსხვერპლი ხდება
მოსწავლე მისი რელიგიური მრწამსის გამო, სოციალური
მდგომარეობის გამო, კიდევ მრავალი რაღაცის გამო“ (ბათუმი).

5|P a g e
მიუხედავად ამგვარი ტენდენციისა, მშობლების ნაწილი თვლის, რომ არც მათ და არც მათი
ქალიშვილების განათლების მდგომარეობაზე, სასკოლო ეტაპს, ამ ეტაპის შემადგენელ კომპონენტებს,
თუ გარემოს, რაიმე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

"ის რომ ჩემი შვილი მუსლიმი ოჯახიდანაა, არ აისახება განათლებაზე".

განათლების მიღების ამ ეტაპზე გამოკვეთილი ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მდედრობითი და


მამრობითი სქესის მოსწავლეებს თანაბრად ეხებათ, არის სოფლის სკოლებში კვალიფიციური
კადრების არ არსებობა.

 ინკლუზიური განათლება - ინკლუზიური განათლების დანერგვის კუთხით შეინიშნება


როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ნიშნები. თავისთავად მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ამ ტიპის
განათლება სრულიად საქართველოში და მათ შორის, აჭარაშიც დაინერგა. სასკოლო ეტაპზე უკვე
ხდება ინკლუზიური განათლების მიცემა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის,
რასაც სახელმწიფო აფინანსებს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი მგონი ესაა და ძაან მიხარია, რომ ჩვენს


რაიონში და საერთოდ, უკვე დაინერგა სკოლებში ინკლუზიური
განათლება, დიდი ყურადღება ექცევა და ერთ-ერთი პრიორიტეტი ეგ
არის, რომ შემოვიდა და შეგვიძლია სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მივცეთ შესაბამისი განათლება და
იყო გადამზადება. ჯერ მე გადამამზადეს და მერე იმ განათლებით
შემიძლია, რომ მივაწოდო მათაც შესაბამისი განათლება“ (ხულო).

ინკლუზიური განათლება ხელმისაწვდომია როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისთვის, თუმცა სპეც.


მასწავლებლის ფუნქციას ძირითადად ქალები ითავსoებენ, რადგან ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა
თქმით, სკოლებში, მამაკაცებისთვის შეთავაზებული ხელფასი მცირეა. აღნიშნულის განხილვისას
იკვეთება სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ქალებისთვის სკოლებში
მასწავლებლად მუშაობა შემოსავლის წყაროზე მეტად, თვითრეალიზების საშუალება, ან დროის
გაყვანის მეთოდია.

"მე ვფიქრობ, პედაგოგს არ აქვს იმხელა ხელფასი, რომ მაგით


დაინტერესდნენ. სკოლებში დაბალ ხელფასზე მუშაობენ ქალები,
კაცები თითზე ჩამოსათვლელია, იმიტომ რომ 200 ლარზე მამაკაცი ვერ
მოცდება" (ბათუმი).

იმის გამო, რომ ინკლუზიური სწავლების პროგრამა ახალია და თანდათან ინერგება, პრობლემას
ჯერჯერობით სპეციალური მასწავლებლების ნაკლებობა წარმოადგენს.

"ეს ახალი პროგრამაა და სპეც. მასწალებლების დეფიციტს


განვიციდით, ყველა სკოლას არ აქვს ფუფუნება რომ ჰყავდეს და ვისაც
ჰყავს ეგ კარგია“(ბათუმი).

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ინკლუზიური განათლების მიღება რელიგიური, ან


გენდერული ნიშნით შეზღუდული არ არის და შემაფერხებელია მხოლოდ ის ბარიერები, რაც ზემოთაა
ნახსენები.

6|P a g e
 თეოლოგიური განათლება - მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილეების აზრით, ისლამი
კი არ კრძალავს, არამედ პირიქით, ქადაგებს განათლების მიღებას, პრობლემა იქმნება სწორედ
რელიგიური-თეოლოგიური განათლების დონეზე, რაც მათთვის საკმაოდ მწვავე პრობლემას
წარმოადგენს. იმის გამო, რომ ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა თქმით სახელმწიფო არ უშვებს, შეიქმნას
დაწესებულება, სადაც რელიგიურ განათლებას მიიღებენ და თარგმნიან თეოლოგიურ ლიტერატურას,
ახალგაზრდობის დიდ ნაწილს ისლამის მიმდევარ სახელმწიფოებში უწევთ სასწავლებლად წასვლა,
რის გამოც, აწყდებიან როგორც ენობრივ, ისე კულტურულ და ეკონომიკურ ბარიერებს.

"ჩემი შეხედულებით, როგორც ასეთი, მუსლიმანობის მხრივ,


რელიგიური განათლება საქართველოში მიიღოს, ეგ არ არის.
რელიგიურად რომ ჩამოყალიბდეს... როგორც ასეთი, ქრისტიანობა
საქართველოში თავიდან ბოლომდე შეუძლია რომ ისწავლოს, ასეთი
განათლება ჩვენ საქართველოში არ გვაქვს, ამიტომ მეც ორი შვილის
დედა ვარ და ჩემმა შვილმა საზღვარგარეთ მიიღო რელიგიური
განათლება“ (ხულო).

არსებობს პანსიონი, რომელიც სოციალური პრობლემების მქონე ახალგაზრდებს უფასოდ ამზადებს


უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი პანსიონები მხოლოდ
ვაჟებისთვისაა ხელმისაწვდომი და იქ არა მხოლოდ საერო, არამედ სასულიერო განათლებაც მიიღება.
პრობლემურია რომ, რაც უკვე არის, არასაკმარისია, დამატება კი, ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა თქმით
ვერ ხერხდება, რის მიზეზადაც სახელდება ამ ტიპის სასულიერო სასწავლებლების მიმართ არსებული
სტერეოტიპული დამოკიდებულება, როგორც ადგილობრივი მართლმადიდებლების, ისე
ხელისუფლების მხრიდან. სტერეოტიპული დამოკიდებულება კი, ვლინდება იმ წარმოდგენებში,
რომლის მიხედვითაც, ამგვარი სასწავლებლები ბავშვების „გონებას ურევენ“ და რელიგიური
დოგმატიკით ზრდიან. როგორც ზემოთ აღინიშნა, პანსიონებში თეოლოგიურ განათლებას მხოლოდ
მამრობითი სქესის მოსწავლეები ღებულობენ, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ამ
მიმართულების რელიგიური განათლება მდედრობითი სქესის წარმომადგენელებისთვის კიდევ
უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია. გოგონები, ერთი მხრივ, შევიწროვებულნი არიან საჯარო
სკოლების, ხოლო მეორე მხრივ, სასულიერო სასწავლებლების მიერ, რაც მართლმადიდებელ, ან
მამრობითი სქესის (როგორც მართლმადიდებელი, ისე მუსლიმი) წარმომადგენლებთან არათანაბარ
მდგომარეობაში ამყოფებთ.

"რამდენი პანსიონიც იყო აქ, ვაჟთა პანსიონია, იქიდან ყველამ, 40


მოსწავლედან 40-ვემ უმაღლესის კარებში შეაბიჯა ფეხი. ეს კარგი
ხელშეწყობაა“ (ხულო).

 უმაღლესი და პროფესიული განათლება - აჭარაში მუსლიმ ქალთა საჭიროებების კვლევის


შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლის შემდგომი განათლების მიღებისას, ქალები პროფესიულ
განათლებას ნაკლებად განიხილავენ, როგორც განათლების მიღების შესაძლებლობას და უმაღლესი
განათლება არის პრიორიტეტული.

შედეგები აჩვენებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მჭიდრო კავშირშია, უმაღლესი განათლების


მიღებასთან. ვისაც უკეთესი მატერიალური შესაძლებლობები აქვს, უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი

7|P a g e
უმაღლეს განათლებაზე, ხოლო დანარჩენებს - ნაკლებად, მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის
გამოსავლად სახელდება პროგრამა, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებ სტუდენტებს
სწავლის საფასურს სრულად უფინანსებს 9 . მიუხედავად მსგავსი პროგრამების არსებობისა, აჭარაში
მცხოვრები მუსლიმი ქალების აზრით, ეს საკმარისი არ არის და სოციალური ფონი იმდენად აისახება
განათლების მიღების ხარისხსა და ინტენსივობაზე, რომ ზოგიერთი მოსწავლე უმაღლესში არ
ირიცხება და უწევს თურქეთში წავიდეს სამუშაოდ.

მიუხედავად პრობლემების მრავალფეროვნებისა, კვლევაში მონაწილეები თვლიან, რომ ახლანდელ


დროში, განათლების მიღების შესაძლებლობები შედარებით გოგონებისთვის და ბიჭებისთვის
გათანაბრებულია, ვიდრე ადრე, როცა ამ მხრივ კორუფცია იყო გამეფებული. პრობლემის აღმოფხვრას
ხელი შეწუყო კომპიუტერისა და ინტერნეტის არსებობამ, რამაც განათლება უფრო ხელმისაწვდომი
გახადა.

უმაღლესი განათლების მიღების ძირითადი პრობლემა სოციალური მდგომარეობაა, თუმცა, იკვეთება


გენდერული ასპექტებიც და დასაწყისშივე აღნიშნული ფაქტი, რომ გოგონების ნაწილი სკოლას
ბოლომდე არ ამთავრებს და შესაბამისად უმაღლეს სასწავლებელში არ აბარებს, პრობლემად რჩება.
მეორე მხრივ, აღინიშნება, რომ უკვე დაოჯახებული ქალები უფრო აქტიურად ერთვებიან
საგანმანათლებლო აქტივობებში, ვიდრე ამას, მაგალითად, ქორწინებადე აკეთებდნენ. ეს უკანასკნელი
შეიძლება აიხსნას დამოკიდებულებების, ზოგადი მოცემულობისა და პირობების ცვლილებით.
დღესდღეისობით ინტერნეტი და სხვა საინფორმაციო საშუალებები, წინა წლებთან შედარებით უფრო
ხელმისაწვდომი გახდა, რამაც ხელი შეუწყო ამ მხრივ განვითარების პროცესს. აღნიშნული ცვლილება,
რაც მუსლიმმა ქალებმა განიცადეს აისახა როგორც მათ პიროვნულ, ისე კარიერულ გაძლიერებაზე.
ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა თქმით, თაობებს შორის დამოკიდებულებები იცვლება. მაგალითად,
ძველი თაობის მშობლები უფრო კონსერვატულად უდგებიან გოგოების განათლების საკითხს, მაშინ
როცა ახალგაზრდა ქმრები უფრო ხელს უწყობენ.

"სასიამოვნო მომენტია ეს, რომ მაგალითად გათხოვილია, სამი შვილი


ჰყავს და თავსაფრით სწავლობს ბიოლოგიის ფაკულტეტზე, მეორე
კურსზეა და ესეთი რამეები იშვიათია სახელმწიფო უნივერსიტეტებში
რომ ხედავდე, მარა ჩვენი თაობა უკვე 25 წელს მიღწეული და 25
წლამდე პერიოდის ქალბატონებისთვის უკვე ხელმისაწვდომია
მათთვის ყველაფერი. ღიაა სახელმწიფო განათლებაც, კერძოც და
პროფესიულიც“ (ბათუმი).

როგორც ციტატიდან ირკვევა, პროფესიული სასწავლებლები, ცოდნის მიღების ერთ-ერთ


შესაძლებლობად განიხილება, თუმცა პრიორიტეტს უფრო მეტად უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დიპლომი წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მონაწილეები ამბობენ,
რომ ეს არც თუ ისე იაფი მისაღები და მარტივად ხელმისაწვდომია მათთვის და მათი შვილებითვის.

"ბაღანა სასულიეროში მივიყვანე და მასწავლებლები დამესივნენ


ფუტკრებივით, იქ რა მიგაყვანინა, ჩვენ დავეხმარებოდითო. რა ვქნა, არ
მქონდა საშუალება. მერე გამოჩნდა რაღაც-რაღაც დაბალი

9
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე

8|P a g e
სასწავლებლები, კოლეჯი, ისა და რამდენი ფული დამეხარჯა, რომ
დიპლომი ამეღო და რაღაცა ბაღანას ნორმალურად ემუშავა“ (ხულო).

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ამ მხრივ რაიმე გენდერული ან რელიგიური ნიშნით შევიწროება


არ იკვეთება და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ამ ტიპის განათლების მიღება, მისი ყველა
მოსურნესთვის შესაძლებელია.

 არაფორმალური განათლება - ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი


დაგეგმილი პროგრამა, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და
10
რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას .
მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ნაწილიც, რომლის მიღებითაც აჭარაში მცხოვრები
მუსლიმი ქალები არიან დაკავებულნი. სოფელში მაცხოვრებელთათვის ტრენინგებზე დასწრება
შეიძლება როგორც ადგილობრივ, ისე ქალაქში გადაადგილებით. როგორც გამოცდილებიდან ჩანს,
ძირითადად ტარდება თემატური ტრენინგები, როგორებიცაა საგანგებო სიტუაციებთან გამკლავება,
სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მუშაობა, კულინარია და ა.შ, თუმცა ზოგან ხდება ისეთი
სოციალური საკითხების განხილვა, როგორიცაა ნაადრევი ქორწინება, შრომითი უფლებები და ა.შ

ბათუმში, არაფორმალური განათლების მიღების ხარისხი და ინტენსივობაც უფრო მაღალია, ვიდრე


მის გარშემო არსებულ სოფლებში. აქ სასკოლო, თუ შემდეგ დონეებზეც ნაკლებად განიცდიან
პროექტების დეფიციტს, რაც მეტწილად არასამთავრობო, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების
მეშვეობით ხერხდება.

"ჩემ სკოლაში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision


და ისინი აკეთებდნენ [ტრენინგებს] და ერთი წელი მეც ვიყავი, ჩვენი
სკოლის კლუბში და კლუბის ხელმძღვანელი ვიყავი, ვაკეთებდი
ტრენინგებს აქტუალურ თემაზე: არ მოწიო, აქტიური ცხოვრებისკენ
იყავი“ (ბათუმი).

როგორც აღმოჩნდა, ქალაქში მცხოვრები მუსლიმი ქალები უფრო მეტად გეგმავენ და ახორციელებენ
არაფორმალური განათლების მიღებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, ვიდრე სოფლად მცხოვრებლები.
ეს უკანასკნელნი ძირითადად მათთვის შეთავაზებულ ტრენინგ კურსებს გადიან.

 სქესი და განათლება - კვლევაში მონაწილეები ერთხმად თანხმდებიან, რომ ისლამი ხელს არ


უშლის სწავლას, უმაღლესში ჩაბარებას და ზოგადად, განათლების მიღებას. ეს კი თანაბრად
ვრცელდება როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესის წარმომადგენლებზე. ამგვარი
გამოთქმებით, ფოკუს-ჯგუფის წევრები გარკვეულწილად გაემიჯნენ აზრს, რომ რელიგია მათი
ცხოვრების, აქტივობის, ნებისმიერი ქცევის განმსაზღვრელია და რომ აღმსარებლობას ამ მხრივ,
შემზღუდველი ფუნქცია ნაკლებად აქვს. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის მხრიდან რაიმე აკრძალვა
არ ხორციელდება, არსებობს ერთგვარი თვითდისკრიმინაციული მიდგომა, რომლის მიხედვითაც,
ქალი სწავლობს არა კარიერის შესაქმნელად და შემოსავლების გზების ძიებისთვის, არამედ
ოჯახისთვის, რომ ცოდნა შვილებს გადასცეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ამგვარი მიდგომით

10 განმარტება ხელმისაწვდომია ბმულზე

9|P a g e
მხოლოდ აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები არ გამოირჩევიან და ამგვარი ტენდენცია, ზოგადად
ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებზეც ვლინდება11.

"პირიქით. დავამატებ, რომ ისლამი არ კრძალას, არ უშვებს ქალების


შეზღუდვას, განათლებასთან დაკავშირებით. პირიქით, ისლამი ქალს
უწყობს ხელს, რომ მან მიიღოს განათლება, რადგან ის არის დედა და
მას უფლება აქვს იმის, რომ შვილს მისცეს განათლება მუცლიდანვე,
მას ჩაუნერგოს, რომ ის უნდა იყოს განათლებული,
უმაღლესგანათლებული და არ უნდა ჰქონდეს მას ჩამორჩენა იმის
გამო, რომ ის მუსლიმანია. პირიქით, ისლამი ქალის განათლებას
ძალიან დიდად უწყობს ხელს და არ არის არანაირი შეზღუდვა“
(ხულო).

რადგანაც ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა აზრით, გენდერული სტერეოტიპები კვლავაც ძლიერია და


მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაოჯახებული ქალებიც აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და
სრულფასოვნად აგრძელებენ სწავლას, ჯერაც არსებობს ოჯახები, რომლებიც მდედრობითი სქესის
შვილებს განათლების მიღებაში ხელს არ უწყობენ.

"იმის თქმა მინდოდა, რომ მშობლები უწყობენ შვილებს ხელს, რა თქმა


უნდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არის კატეგორია მშობლების,
რომლებსაც არ სურთ შვილებმა განათლება მიიღონ. ძირითადად,
გოგოებთან მიმართებაში“ (ბათუმი).

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი პირიქით, სურვილს გამოთქვამს მისმა შვილმა ისწავლოს, არსებობს


გარკვეული ჯგუფები აჭარის მუსლიმ მოსახლეობაში, რომლებიც არ უჭერენ მხარს ახალგაზრდა
ქალების განათლებას და მათ სტიგმატიზაციას ახდენენ.

"მან თქვა, რომ ჩემს სოფელში რომ ვთქვი მე სწავლა მინდა, მხოლოდ
ოჯახმა შემიწყო ხელიო და იმის გარდა, სამეზობლო ჭორაობდაო“
(ბათუმი).

როგორც აღმოჩნდა, ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად


არსებული ბარიერებისა, განათლების მიღების შესაძლებლობა მაინც არსებობს, თუმცა აღსანიშნავია,
რომ წარმატების მიღწევა ინდივიდუალიზებულია.

"მე ვთვლი, რომ ადამიანს ვისაც განათლება უნდა, არ აქვს


სარწმუნოებას მნიშვნელობა. არ ვართ ამ საკითხში შეზღუდული
აჭარაში. არ მქონია პრობლემა არც უმაღლეს განათლებასთან
დაკავშირებით, არც რომელიმე პროფესიულ განათლებასთან
დაკავშირებით. არ მქონია მსგავსი შეზღუდვა. ანუ, ყველას აქვს
უფლება, მიიღოს როგორც უმაღლესი განათლება, ისე რა
მიმართულებითაც მათ უნდათ“ (ხულო).

11 კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე

10 | P a g e
შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განათლების მიღების შესაძლებლობა დამოკიდებულია
ინდივიდის მოტივაციზე და არ არის მხარდაჭერილი არსებული სოციალური გარემოსა და სისტემის
მხრიდან.

 სივრცე/ინფრასტრუქტურა და განათლება - განათლების მიღებას ხელს უშლის კლიმატური


პირობებიც, მაღალმთიან აჭარაში მკაცრი ზამთარია, რის გამოც, ბავშვები, წელიწადის ამ დროს, ზოგ
სოფელში სკოლისკენ გადაადგილებას თითქმის ვერ ახერხებენ და გაკვეთილების გაცდენა უწევთ.

"წარმოიდგინე შენ, მოსწავლე 17 დღის განმავლობაში სკოლაში ვერ


მივა და სკოლში გაკვეთილს ვერ დაესწრება, გზა იმ დონეზე ვერ
გაიწმინდება. ვერ ხერხდება, ფაქტიურად, დიდთოვლობის გამო. სად
მიიღოს ამან განათლება?“ (ხულო“.

მდებარეობა ხელისშემშლელია იმ მხრივაც, რომ სოფლების ნაწილი დასახლებულია ფართო


ტერიტორიულ ერთეულზე, ერთგვარი გაბნეულობით და ზოგიერთ ოჯახს სკოლისგან მოშორებით,
ერთი კილომეტრის მანძილზე უწევს ცხოვრება, რაც ხელს უშლის მოსწავლეებს გადაადგილებაში.

"ჩვენ სკოლა ახლოს გვაქვს და ვინც შორს არის, სხვა სოფლიდან


დადიან“ (ქედა).

განათლების მიღების შესაძლებლობებს განსაზღვრავს ადგილმდებარეობა იმ მხრივაც, რომ ის ვინც


განაპირა ნაწილში ცხოვრობს, მეტად მოწყვეტილია საგანმანათლებლო საშუალებებს, ვიდრე
მოსწავლე, რომლიც ცენტრშია დასახლებული. ეს ყოველივე ეხება როგორც ფორმალურ, ისე
არაფორმალურ განათლებას. ტრენინგები და სხვადასხვა პროექტები უფრო ქალაქშია
აკუმულირებული, ვიდრე სოფლად.

 თავსაბურავი და განათლება - მიუხედავად იმისა, რომ ქალების აქტიურობის დონე


გაზრდილია, მაინც არსებობს პრობლემები, რომლებიც განათლების მიღებისას მათ ხვდებთ, ერთ-
ერთი ასეთი უმთავრესი წინაღობა თავსაფარია. მოკვლევისას რესპონდენტებმა დაასახელეს არაერთი
შემთხვევა, რომელიც საშუალო სკოლებში თავსაფრის გამო გოგონების დისკრიმინაციას ასახავს.

ვინც სასწავლო დაწესებულებაში თავსაფრით დადის, თუნდაც სხვების მათ მიმართ


დამოკიდებულების გამო, მეტი ბარიერი აქვს, ვიდრე მას, ვისაც ვიზუალზე არ ეტყობა რომ მუსლიმია.
ისინი თვლიან, რომ ყველაფრის თავი და თავი ადამიანების ცნობიერებაა, რომლის შესაცვლელადაც
აუცილებელია, თავსაფრიანი ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპების ნგრევა და ღიაობის
გაზრდა. როგორც გაირკვა, ეს პრობლემა მაღალმთიან ნაწილში მცხოვრებ ქალებს მეტად ეხებათ.
ხშირად, თავსაფრის ტარება გარემოს მხრიდან, სასირცხვილოდ ითვლება და სტიგმატიზაციის
მიზეზად იქცევა. აღნიშნული, კი გოგონებს, რომლებსაც თავსაფრის ტარების სურვილი აქვთ,
ერთგავარად აბრკოლებთ და ამ ქცევის განხორციელებაში ხელს უშლით.

"ბევრი იყო, თუნდაც თავსაფრიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ


თავსაფრით ვერ ივლიდა უნივერსიტეტში, მაგრამ ამის შემყურე,
კიდევ ჩემი მამიდაშვილის და კიდევ ბევრი დაემატა. ჩემმა
მამიდაშვილმა პირველად დაიფარა თავზე და აჩვენა ყველას, რომ ასე
სწავლა შეიძლება, ამით ბევრს მისცა მაგალითი” (ბათუმი).

11 | P a g e
-ბევრი თავსაფრიანი ქალი იკავებდა თავს, ბარიერი ეგეც იყო”
(ბათუმი).

-მეც პირველ კურსზე მაგიტომ ვერ დავიფარე, მრცხვენოდა და ვერ


გადავდგი ეგ ნაბიჯი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეიძლება. ჯერ ჩემმა
მამიდაშვილმა გააკეთა პირველად და არაფერი პრობლემა არ შექმნია
არც ლექტორების მხრიდან, არც არაფერი. პირიქით, იმას მეტი
დაფასება ჰქონდა” (ბათუმი).

დროის სვლასთან ერთად, თავსაფარი ბარიერის ნაცვლად სიამაყისა და გამბედაობის სიმბოლო ხდება.
ხოლო ისინი, ვინც ამ ბარიერს გადალახავენ, თავიანთ თემში სამაგალითოები ხდებიან მათთვის, ვისაც
ჯერ ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს.

"თავს კი არ ვიქებ, მაგრამ მეამაყება, რომ მეორე კურსიდან თავსაფარი


დავიფარე და ჩემ მაგალითზე ბევრმა გააკეთა ასე და მეუბნებიან, შენ
იყავი მაგალითიო. გავიზარდეთ, გავმრავლდით, გავბევრდით”
(ბათუმი).

თუ კვლევის მონაწილეთა ერთ ნაწილს მიაჩნია რომ თავსაფარი ადრე უფრო წარმოადგენდა ბარიერს,
ვიდრე ახლა, მეორე უფრო ასაკოვანი ჯგუფისთვის, ეს საკითხი დღეს უფრო პრობლემურია.

"ჩემს დროს, თავსაფრიანები არ მყოლია. მაშინ, ჯერ ერთი, მე ისეთ


ეპოქაში მომიწია ბავშვობა, რომ ათეიზმი იყო გამეფებული, მაგრამ რაც
არ უნდა ის დრო დადგეს, თუ ადამიანი პრინციპული და
მიზანდასახულია, მას ვერაფერი შეაჩერებს. მე მეათე-მეცხრე
კლასელებს ვასწავლიდი და იქ თავსაფარზე საერთოდ ლაპარაკიც არ
იყო. არც არავინ კრძალავდა, არც არავინ დადიოდა. რელიგიური ან
ეთნიკური კუთვნილების მიხედვით განსხვავება ახლა შეიმჩნევა
რატომღაც, ადრე არ იყო” (ბათუმი).

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, საჯარო სკოლებში რელიგიური თანასწორობისა და


ნეიტრალიტეტის დაცვა აუცილებელია, ეს კი გამოიხატება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე
რელიგიური სიმბოლოების განთავსებისა და ინდოქტრინაციის აკრძალვაში კანონი ამავდროულად
მხარს უჭერს ინდივიდუალურ რელიგიურ გამოხატვას12 (მუხლი 18. რწმენის თავისუფლება).

მიუხედავად ყველაფრისა, განათლების საკითხის განხილვისას, ცენტრალურ პრობლემურ თემატიკად


სწორედ თავსაფრის ტარება განიხილება, რადგან აჭარის ტერიტორიაზე მრავლადაა იმის მაგალითები,
თუ როგორ ავიწროვებენ მოსწავლეებს მათი გარეგნული იერის, კონკრეტულად კი თავსაბურავის
გამო.

12
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე

12 | P a g e
დასაქმების შესაძლებლობა

დასაქმების საკითხი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. დროთა


განმავლობაში, იმართება დასაქმების ფორუმები, აქციები, ინერგება პროგრამები და სახელმწიფოს მხრიდან
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ტარდება მთელი რიგი რეფორმები, თუ ღონისძიებები, თუმცა ვითარება
თითქმის უცვლელი და რთულად პროგრესირებადია. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებულ
კვლევაში, "თაობა გარდამავალ პერიოდში - ახალგაზრდობის კვლევა 2016 - საქართველო"13 ვკითხულობთ:
„ახალგაზრდობის 85% ფიქრობს, რომ დასაქმების კუთხით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა“. ამ მხრივ,
არც აჭარის რეგიონია გამონაკლისი. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა თქმით, მაღალმთიანი ნაწილის
შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობა, ხოლო ცენტრისთვის ტურიზმი და უცხოური
ინვესტიციებია. აქაც, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, იკვეთება ქალებისა და მამაკაცების
პროფესიები, რომლებიც მკაცრად გამიჯნულია, თუმცა ამ ორს შორის საზღვარი მაღალმთიან აჭარაში
იშლება იქ, სადაც მაგალითად, თამბაქოს, სიმინდის და ა.შ მოყვანაში ორივე სქესის წარმომადგენლები
იღებენ მონაწილეობას. კვლევის პროცესში გამოვლინდა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, ქალების
ძირითად საქმიანობად ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ასახელებენ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა პედაგოგიკა
და მედიცინა, ხოლო ყველა დანარჩენს ძირითადად კაცები ითავსებენ.

იმის გამო, რომ რეგიონში დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას, მოსახლეობის ნაწილი თურქეთში მიდის
სამუშაოდ. შრომით მიგრაციას ძირითადად არა ქალები, არამედ მამაკაცები ეწევიან.

"ახლა ხო ბევრი ქალი ვართ, ასე რომ დაუყვე, ამდენ კაცს ვერ [აათავებ]
შეაგროვებ სოფელში, იმიტომ რომ კაცები მუშაობენ. თურქეთში არიან
კაცები” (შუახევი).

 დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობები - კვლევის შედეგად დგინდება, რომ აჭარაში,


დასაქმების ყველაზე მეტი შანსი, რელიგიური უმრავლესობის წარმომადგენელ მამაკაცებს აქვთ.
ყველაფერთან ერთად, იკვეთება რელიგიური ნიშნით სხვადასხვაობის ფაქტორი, რაც გულისხმობს, რომ
ზოგადად მამაკაცების შემდეგი კატეგორია, ან ქვეკატეგორია, რომელიც დასაქმების შესაძლებლობების
ვერტიკალზე მეორე ადგილს იკავებს, მუსლიმი კაცები არიან. ბოლო საფეხურზე განიხილებიან ქალები, რაც
გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ისინი შრომით ბაზარზე ორმაგი ბარიერის პირობებში იმყოფებიან,
იმის გამო, რომ ერთი მხრივ, წარმოადგენენ მდედრობით სქესს, ხოლო მეორე მხრივ, არიან ისლამის
მიმდევრები, რომლებიც თავსაბურავს ატარებენ.

პრობლემის ერთ-ერთი საფუძველი, გარდა სტერეოტიპული გარემოსი, არის ერთგვარი


თვითდისკრიმინაცია, რომელსაც ქალები, სხვა შემთხვევების მსგავსად, აქაც ეწევიან, რომელსაც ისევ
აღნიშნული გარემო განსაზღვრავს. შეინიშნება ტენდენცია, რომ დასაქმების საკითხზე მსჯელობისას,
კვლევის მონაწილეებს საუბარი ძირითადად მამაკაცებზე გადააქვთ და მათ კონკრეტულ შემთხვევებს
განიხილავენ, რაც შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ამ მხრივ დომინანტები მათთვის მაინც მამრობითი სქესის
წარმომადგენლები არიან. ფოკუს-ჯგუფის წევრებს, მაგალითადად, მამაკაცის შემთხვევები მოჰყავთ და
მათივე მსჯელობიდან იკვეთება, რომ სიმძიმის ცენტრი, ამ საკითხის განხილვისას, მათთვის მამრობითი
სქესს წარმომადგენლები არიან, რადგან გარემო მათი დასაქმების შესაძლებლობას მეტად იძლევა.

13
კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე

13 | P a g e
"კაცებიც კი ვერ მუშაობენ, თუ მუშაობენ რაიონში ისევ, ქალაქში. სოფელში
სკოლის გარდა, ერთი პოლიციის შენობაა და იქ არ მუშაობს არც ერთი ქალი”
(ბათუმი).

მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში უცხოელი ინვესტორების რაოდენობა საკმაოდ დიდია, დასაქმების
პრობლემა მაინც მწვავედ დგას, რადგან კვლევაში მონაწილეთა აზრით, ყველა ინვესტორი ეძებს იაფ მუშა-
ხელს და ამავდროულად ცუდ პირობებს სთავაზობს ადგილობრივებს, რის გამოც, მოსახლეობის დიდ
ნაწილს ემიგრაციაში უწევს წასვლა. ჯგუფი, რომელსაც დასაქმების მეტი შესაძლებლობა აქვთ არიან ისინი,
ვისაც გავლენიანი სანაცნობო/სანათესაო წრე აქვთ, უკეთესი განათლების მიღება შეძლეს და ჩართული
არიან არა სოფლის მეურნეობის, არამედ მომსახურების სფეროში. ფოკუს-ჯგუფის მონაწილე ქალების
თქმით, კი ის რომ აღნიშნულ პუნქტებს სათანადოდ ვერ აკმაყოფილებენ, მათთვის დამატებითი ბარიერი
ხდება, ისეც პრობლემურ დასაქმების არეალში.

აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალებისთვის დასაქმებასთან შედარებით, თვითდასაქმების შესაძლებლობები


უფრო ფართოა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი ჩაბმული არიან სოფლის მეურნეობაში, როგორც
პროდუქციის მოყვანის, ისე მისი რეალიზების დონეზე. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ კვლევის
მონაწილეების თქმით, შრომა შესაბამისად არ ფასდება. ის, რაც მათ ადგილობრივად მოჰყავთ, საკმარისად
მაღალ ფასში არ იყიდება და ხშირად, უხდებათ პროდუქცია მთელი ზამთრის განმავლობაში სახლში
შეინახონ იმ იმედით, რომ ოდესმე, კერძო კომპანია, ან სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საწარმო
ნორმალურ ფასად ჩაიბარებს.

"სოფლის მეურნეობაში, ერთ-ერთი ჩვენთან არის თამბაქო. ეს შეიძლება რომ


ჩვენთან მოიყვანო. ამას რომ ყურადღება მიექცეოდეს და ნორმალური ფასით
ჩაბარდებოდეს, ეს იქნება კაი შეღავათი სოფლისთვის” (ქედა).

აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების დასაქმების ან/და თვითდასაქმების შესაძლებლობებს ზოგჯერ


ოჯახური მდგომარეობაც განსაზღვრავს და ოჯახი ქალისათვის, შესაძლოა, დამაბრკოლებელ ფაქტორად
იქცეს დასაქმებისა და მუშაობის პროცესში. ერთი მხრივ, აქ საქმე გვაქვს ოჯახის მხრიდან წამოყენებული
კონკრეტულ შეზღუდვებსა თუ აკრძალვებთან, ხოლო მეორე მხრივ დამსაქმებლის მიერ შევიწროვების
შემთხვევებთან, რომლებიც ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა თქმით, საკმაოდ ხშირია..

"დასაქმების არეალი უფრო მოკლეა, როცა სამი და ოთხი შვილის დედა ხარ.
ოთხი შვილის დედა ვერ ივლის ყოველ დღე სამსახურში” (ბათუმი).

 განათლება და სოციალური კაპიტალი, როგორც დასაქმების გარანტი - პირველი უმთავრესი


ინდიკატორი, რომელიც, აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების აზრით, დასაქმებისას მათ, ან სხვების
წარმატებას განაპირობებს, არის განათლება, რაც გულისხმობს, რომ მათთვის, რიგ შემთხვევებში,
განათლებულად ითვლება ადამიანი, რომელსაც აუცილებლად აქვს უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დიპლომი.

"რა თქმა უნდა, ვინმეს თუ მეტი განათლება აქვს, მეტად ეცდება რომ
დასაქმდეს” (ხულო).

მიუხედავად იმისა, რომ დიპლომიანები, დასაქმებისას პრივილეგირებულ ჯგუფებად მოიაზრებიან,


პრობლემა იმდენად ფართოა, რომ შრომით ბაზარზე ხშირად მათი ინტეგრირებაც ჭირს.

14 | P a g e
"არის უმაღლესდამთავრებული იმდენი, რომ ვერ ახერხებს დასაქმებას. რომ
გავივლი, გული მწყდება, რამდენი უმაღლესდამთავრებულია და ვერ
მუშაობს. დამდგარია და 10 ლარზე, 20 ლარზე მუშაობს” (ხულო).

ქალებმა, რომლებმაც მოახერხეს განათლების მიღება, სოფელში ძირითადად სკოლებში, ან სამედიცინო


პუნქტებში მუშაობენ, რადგან დასაქმების სხვა არეალი ფაქტობრივად არ მოიძებნება.

"უფრო მეტად სოფელში, ვინც ნასწავლია, სკოლაში ის მუშაობს


მასწავლებლად. სხვაგან სად უნდა დასაქმდნენ?“ (შუახევი).

თითქმის იგივე ვითარებაა ქალაქშიც, თუმცა ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინების მიუხედავად, ქალები
მაინც ფიქრობენ, რომ ცოდნა, დასაქმების მთავარი გარანტორია.

"უნდა შეიარაღდე ცოდნით და იბრძოლო”(ბათუმი).

მეორე, ასევე პრივილეგირებული ჯგუფი, რომელსაც დასაქმების შედარებით მეტი შესაძლებლობა აქვს,
ძლიერი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებისგან შედგება. გავლენიანი სანაცნობო წრე, ხშირად
კარიერული მდგომარეობის განმსაზღვრელია, რაც, ფოკუს ჯგუფების მონაწილეების ნათქვამის მიხედვით,
არა მხოლოდ აჭარის, არამედ, ზოგადად საქართველოს რეალობისთვისაც არის დამახასიათებელი.
ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი სახელდება, როგორც დასაქმებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

"-ყველას თავისი ჰყავს დასაქმებული” (ხულო).

"-თუ დიდი კაცი გყავს სადმე სათავეში (იცინიან)... თუ სათავეში გყავს ვინმე
ისეთი, რომ აქვს შენი დასაქმების საშუალება” (ხულო).

"-ვისაც სანაცნობო ჰყავს, ვინც დაასაქმებს, იმათ მეტი აქვთ შანსი. მე თუ


ნაცნობი მყავს, მუშაობას უფრო მარტივად დავიწყებ, ვიდრე თქვენ. ეს ასეა
(იცინის). შეიძლება საერთოდ სხვა ფაკულტეტის სტუდენტს უფრო მეტი
შანსი ჰქონდეს მაგ მიზეზით, ვიდრე მე რომელიც ზუსტად ამ პროფესიაზე
ვსწავლობ” (ბათუმი).

 დასაქმება და ამ მხრივ გამოჩენილი ინიციატივები - ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხში, აქაც
იკვეთება ტენდენცია, რომ აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები, პრობლემების გადაჭრის საქმეში,
ძირითადად მთავრობის იმედად არიან. ისინი პასიურ მდგომარეობაში არიან, რაც შესაბამისი რესურსების
არ არსებობას მიეწერება. ერთადერთი, რაც დასაქმების ხელმისაწვდომობისთვის კვლევის მონაწილეების
მხრიდან კეთდება, არის ერთმანეთის ინფორმირება გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ.

"ინფორმაციის გადაცემა, რომ ვაკანსიაა, თორე სხვა არაფერი. შესაძლებლობა


არ გვაქვს, რომ საწარმო ან რაღაც გავხსნათ და დავასაქმოთ ვინმე” (ხულო).

მოსახლეობის აქტივიზმი გამოვლინდა კერძო შემთხვევებში, როცა უკვე არსებულ სამუშაოებში (ჰესის
მშენებლობა) მოსახლეობა მონაწილეობის მიღებას ეცადა, თუმცა შედეგად, ძირითადად, მაინც მამაკაცები და
არა ქალები დასაქმდნენ.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ ქალაქში მცხოვრები მუსლიმი ქალები, სოფლად მაცხოვრებლებთან შედარებით,
მეტ აქტიურობას იჩენენ, რაც უმეტესად იმის დამსახურებაა, რომ პროექტები, რომლებშიც ისინი

15 | P a g e
მონაწილეობენ, ძირითადად ქალაქში ტარდება. ამგვარად, ბათუმში მყოფი მუსლიმი ქალები, ცდილობენ,
სოფლებში მაცხოვრებლები თავიანთ საქმიანობაში ჩართონ და შედეგად, მატერიალურადაც დაეხმარონ.

"ჩვენ ვცდილობთ, თუ პატარა პროექტებს მოვიგებთ, იქ დავასაქმოთ..”


(ხულო).

საკუთარი როლის ნაცვლად, დასაქმების პერსპექტივის გაზრდაში, აჭარაში მცხოვრები ქალების ნაწილი
მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, აუცილებელია მამაკაცი, რომელიც დანარჩენებისთვის გზას გაკვალავს და
სტერეოტიპებსაც აღმოფხვრის. ამგვარი მსჯელობა უკვე არსებულ სტერეოტიპებს, რომ მათი წინსვლა
მამაკაცზეა დამოკიდებული, აძლიერებს.

"ჯერ მამაკაცი მუსლიმანი უნდა მოხვდეს სადღაც თანამდებობაზე, რომ


აგიტაცია გააკეთოს, მუსლიმანი ქალიც რომ დასაქმდეს და საზოგადოებამ
მიიღოს. შეიძლება პარლამენტში იყოს, ან სადმე” (ბათუმი).

აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ ქალები საკუთარი პრობლემების მოგვარებაში საკუთარ როლს ნაკლებად
ხედავენ და თვლიან, რომ მამაკაცის დახმარება სჭირდებათ.

 თავსაფარი, როგორც დასაქმების უმთავრესი ბარიერი - დასაქმების კუთხით, კვლევის მონაწილეები


თვლიან, რომ რელიგიური, ან სქესობრივი ნიშნით რაიმე ბარიერი ხშირად არ არსებობს, მაგრამ პრობლემა
აუცილებლად იქმნება მაშინ, როცა ქალი თავსაბურავს ატარებს. მათ, ვისაც თავსაბურავი არ ახურავთ,
მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ისლამის მიმდევრები არიან, უფრო მეტი შანსი აქვთ დასაქმების, ვიდრე
მათივე აღმსარებლობის თავსაბურავიან ქალებს.

რელიგიური ნიშნით, თანამშრომლებს აჭარაში მხოლოდ სასულიერო სასწავლებელში არჩევენ, სადაც,


ძირითადად მართლმადიდებლურად მონათლული ადამიანები მიიღებიან, თუმცა სხვა სტრუქტურაში ეს
ნაკლებად შეინიშნება, რადგან როგორც წესი, რეზიუმეში მოქალაქეები რელიგიას არ უთითებენ და
აღმსარებლობა ძირითადად გარეგნული იერით შეიძლება (თავსაბურავით) გამოიხატოს. კვლევის
მსვლელობისას, წარმოიშვა აზრთა სხვადასხვაობა, რომლის მიხედვითაც, უკვე დასაქმებული ნაწილი
თვლიდა, რომ რელიგია ბარიერი არაა, ხოლო ისინი, ვინც დიასახლისობით არიან დაკავებულები და ამავე
დროს თავსაბურავს ატარებენ, ამბობენ, რომ მათ, სწორედაც რომ რელიგიური ნიშნით, ყოველ ნაბიჯზე
ხვდებათ დისკრიმინაციის ფაქტები, რაც ძირითადად სამსახურებში მათი არ მიღებით გამოიხატება.

დასაქმება ბათუმში შედარებით ნალებ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ქალაქში, სოფელთან შედარებით
დასაქმების მეტი ადგილია, თუმცა თავსაფრის სახით ბარიერს აქაც ვხვდებით. საჯარო სამსახურში
თავსაბურავიანი ქალების წარმომადგენლობა იმდენად მცირეა, რომ დანარჩენებსაც ეკარგებათ იმედი, რომ
ოდესმე დასაქმდებან. იმის გამო, რომ ქალების ძირითად დასასაქმებელ არეალებად სკოლები და
მომსახურების სფერო განიხილება, აქცენტი სწორედ ამ სფეროებზე ისმევა და იკვეთება, რომ თავსაფრიანი
ქალების დასაქმება განსაკუთრებით კერძო სკოლებში ჭირს, რადგან კომერციული მიზნების გამო,
მფლობელები არ უშვებენ ამგვარი ვიზუალის მქონე მასწავლებლებს, ცდილობენ შეინარჩუნონ არსებული
რეპუტაცია და თავი აარიდონ მშობლების უკმაყოფილებას.

"კერძო სკოლაში ეს შემთხვევები ხშირია, იმიტომ რომ ის ორიენტირებულია


მოსწავლეებზე და შენით ვერ მოიზიდავენ, პიარი არ იქნება კარგი, მაგის
გამო, პრობლემა შეექმნებათ. არც ერთ დედას, არ მოეწონება
თავდაფარებული მასწავლებელი” (ბათუმი).

16 | P a g e
"სადმე რომ წახვიდე და იმუშაო, ყველაზე დიდი ბარიერი არის თავსაფარი,
თუნდაც საჯარო დაწესებულებებში. ვერანაირად ვერ შეხვალ, რაც არ უნდა
განათლებული იყო” (ბათუმი).

ისინიც კი, ვინც შეძლო არსებული პრობლემის დაძლევა და დაიწყო მუშაობა თავსაფრით, მუდმივად
აწყდებიან პრობლემებს მათ სამუშაო ადგილებზე. წინააღმდეგობები გამოხატულია თანამშრომლების
მხრიდან, მათ მიმართ, სტერეოტიპული დამოკიდებულებების გამოვლენაში, მაგალითად სიტყვიერი გზით,
ირიბი ნათქვამებით, ქილიკით, ზურს უკან მათ რელიგიურობაზე საუბრით და ა.შ. სხვა მხრივ, კი
აღსანიშნავია წნეხი, რომელიც სამსახურის დაკარგვის მუდმივი შიშითაა გამოწვეული, ფოკუს-ჯგუფის
მონაწილეების თქმით, ხშირია ფაქტები, როცა თავსაფრიან მუსლიმ ქალებს სამსახურებიდან
ათავისუფლებენ სხვა, რაიმე მოგონილი მიზეზით, ქმედების რეალური საფუძველი კი, სწორედ მათი
რელიგია და ის ატრიბუტია, რომლითაც აღმსარებლობის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

"ონკოლოგიურში ერთი გოგო ექთნად მუშაობს, თავდაფარებული, მაგრამ


ისევ თანამშრომლების მხრიდან ჰქონდა რაღაც ზეწოლა, რახან ქრისტიანი
ქვეყანაა” (ბათუმი).

მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს წარმატებული მაგალითებიც, რომლებიც სხვებისთვის ხშირად


მოტივატორი ხდება.

„არის ერთი გოგო, რიზეში დაამთავრა, ჩამოვიდა, შევიდა თავდაფარებული


და რომ დაიწყო მუშაობა თავსაფრით, ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. შემდეგ,
რომ აჩვენა, რომ ექიმებზე ბევრი რამე იცოდა, შემდეგ უკვე შეხედულებები
შეეცვალათ. პროფესიონალიზმი სადღაც შველის, მაგრამ მაინც თავსაფარი
არის ყველაზე დიდი ბარიერი” (ბათუმი).

რაც არ უნდა იყოს, პრობლემას სისტემური ხასიათი აქვს და დღემდე სრულყოფილად არ არის
გადალახული. თითოეული წარმატებული შემთხვევა, არის ის იშვიათი პრეცენდენტი, რომელიც მიღწეულია
ამა თუ იმ ცაკლეული ადამიანის უშუალო ძალისხმევის შედეგად. თავსაფრის მატარებელი ქალებიდან
ერთეულებმა შეძლეს და გაარღვიეს საზოგადოების, დამსაქმებლების, ოჯახის წევრების, თუ საკუთარი
თავის მხრიდან აღმართული ბარიერი, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება და ის ასეულობით მუსლიმ
ქალს განსაკუთრებულად აწუხებს, ნაწილისთვის კი ეს პრობლემად არ აღიქმება.

17 | P a g e
პოლიტიკური მონაწილეობა

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მონაწილეთა აზრით, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში


აჭარელი ქალების ჩართულობა შედარებით დაბალ დონეზეა. მონაწილეობის ამგვარი ხარისხის მიზეზად
არაერთი ფაქტორი სახელდება. აღსანიშნავია, ზოგადად, საქართველოში არსებულ მდგომარეობა, რომლის
მიხედვითაც, ქალები არც ისე აქტიურად არიან პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულნი, რის გამოც, არაერთი
ღინისძიება ტარდება.

"პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების ჩართულობა ძალიან ნაკლებია, აჭარაში


მით უმეტეს."

 ქალების პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობა - პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება


ქალებისთვის, მათივე გადმოსახედიდან, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი დადებითად აფასებენ
ცვლილებებს, რომლებიც ბოლო დროს განხორციელდა (პარტიებს, რომლებსაც ქალები ჰყავთ რიგებში,
დაფინანსება ეზრდებათ, ორგანიზაციებშიც გენდერული ბალანსი უკვე მოთხოვნაა). პოლიტიკური და
სამოქალაქო აქტივიზმი მათი აზრით, გადამწყვეტია, რადგან თვლიან, რომ ქალი უფრო კარგად გაართმევს
თავს რიგ საკითხებს და ამავდროულად საჭიროა მუსლიმთა წარმომადგენლობა საჯარო და სახელმწიფო
ორგანოებში, რათა მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც ამ თემის წინაშე ჯერ კიდევ მწვავედ დგას.

"მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ უკეთესად წარმართავს საქმეს,


პარლამენტი იქნება, მერია იქნება, თუ საკრებულო. უფრო კარგად
წარმოაჩენს თავს. ქალის ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია” (ბათუმი).

"ჩვენ შეზღუდვა არ გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი აუცილებლადაა ქალების


მონაწილეობა, იმიტომ კი არა რომ გენდერული თანასწორობა იყოს, არამედ
იმიტომ რომ სამსახურია ჩვეულებრივი. ნაკლებად იღებენ პოლიტიკურ
განათლებას ქალები. ჩვენთან არა საერთოდ” (ხულო).

მიუხედავად ამისა, ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა საუბარზე დაკვირვებით, შეინიშნება ნაკლები ინტერესი


პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მიმართ. ქალები მიიჩნევენ, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა
ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვანია, თუმცა საკუთარ თავს მათ რიგებში არ განიხილავენ და
პასუხისმგებლობა სხვა ქალებზე გადააქვთ.

აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ ქალებს, პოლიტიკაში ჩართულობის თვალსაზრისით წინა წლებში უფრო მეტი
ბარიერი ექმნებოდათ. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი, ამ დროისთვის შედარებით გამარტივებულია. უკვე
არსებობს პრეცედენტები, როცა მუსლიმი ქალები მუშაობენ პოლიტიკურ პარტიებსა და სამთავრობო
სტრუქტურებში, თუმცა ამაზე საუბრისას საქმე გვაქვს ერთეულ შემთხვევებთან, მაშინ როცა პრობლემა
სისტემურია. მიუხედავად იმისა, რომ რელიგია ამ მხრივ არაფერს კრძალავს, ქალები ნაკლებად არიან
ჩართულნი პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამაში გარკვეულწილად საკუთარ თავსაც ადანაშაულებენ. მათივე
თქმით, ხშირად იციან, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, თუმცა ამ ცოდნის ქცევაში გადმოტანა არ
ხდება, რადგან ერთი მხრივ, არ არსებობს ნება, მეორე მხრივ კი - შესაძლებლობა.

"- ეს 94 წლის შემდეგ რომ გამოვიდა ქართული თარგმანები, შევისწავლეთ,


რომ ქალი და კაცი არიან თანასწორი.

- მასე ვლაპარაკობთ და არ ვაკეთებთ” (ხულო).

18 | P a g e
 არჩევნებზე სიარული, როგორც პოლიტიკური ჩართულობის გამოხატულება - პოლიტიკური
თვალსაზრისით ჩართულობა, კვლევაში მონაწილეთა გარკვეული კატეგორიისთვის მხოლოდ არჩევნებზე
სიარულით შემოიფარგლება, თუმცა ქალები ამბობენ, რომ ისლამი მათ ხელს არ უშლით, ამ სფეროში
დასაქმდნენ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღმოჩნდა, არჩევნებში მონაწილეობა ამ ჯგუფისთვის
მნიშვნელოვანია, მაინც არსებობს ნაწილი, რომელიც ამ უკანასკნელის მიმართაც კი სკეპტიკურადაა
განწყობილი და საკუთარ როლს მეორეხარისხოვნად აღიქვამს, რაც შეიძლება არა რაიმე გენდერული
ნიშნით, არამედ ზოგადად, ქვეყანაში არსებული ვითარებით აიხსნას, რადგან აღნიშნული, შეიძლება
ნებისმიერმა მოქალაქემ გაიზიაროს.

"არჩევნებზეც, სიმართლე გითხრათ, ისე წავედი, სოფელი მომენატრა და


რახან უფასოდ წაგვიყვანეს ტრანსპორტით, იმიტომ წავედი, თორე ისე არ
წავიდოდი, რადგან აშკარად ვიცოდი ვინც გაიმარჯვებდა და იმას ჩემთვის
არაფერი კარგი არ უნდოდა. მივიდი იმისთვის, რომ ჩემი ბარათი არ
გაეყალბებინათ” (ბათუმი).

ფოკუს ჯგუფის მონაწილეების მიხედვით, პოლიტიკური ჩართულობა, ამ უკანასკნელის გარდა,


ტელევიზორით ახალი ამბების გაცნობაშიც გამოიხატება. უკიდურეს შემთხვევები, პოლიტიკაში
ჩართულობა კვლევაში მონაწილეთათვის პოლიტიკური სიახლეების ცოდნასაც კი უდრის, რადგან მეტი
საშუალება, ან პერსპექტივა არ ჩანს. ხშირია შემთხვევები, როცა ქალები არც კი ფიქრობენ, რომ შეიძლება არა
მხოლოდ ამომრჩევლები, არამედ საარჩევნო კანდიდატები იყვნენ. იმ შემთხვევაში, თუ თემში რომელიმე
ქალი გადაწყვეტს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას, ნაწილის აზრით, მას რაიმე ბარიერი არ შეექმნება,
რადგან ქალებს უფრო მეტი გაეგებათ მართვისა და რესურსების განაწილების საკითხში, თუმცა აქვე
არსებობს მეორე ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ მოსაზრებას სრულიად არ ეთანხმება.

"ძალიანაც კაი. მე, მაგალითად, იმ პოლიტიკას, კურიერია თუ რა არის, არ


გამოვტოვებ ხოლმე არაფრით. დიასახლისი ვარ, მარა მე იმას არ ვტოვებ.
იმის დროსაც ვნახულობ, რომ ვუყურო პოლიტიკას, სერიალი არ
მაინტერესებს. ქალები, რა თქმა უნდა, უნდა იყვნენ ჩართული პოლიტიკურ
ცხოვრებაში” (ქედა).

დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების მსგავსი მრავალფეროვნება გვაფიქრებინებს, რომ ქალებს,


სრულყოფილად არ აქვთ გააზრებული, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური ჩართულობა.

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა უმეტესობას არასდროს უფიქრიათ არჩევნებში კენჭისყრაზე, თუმცა თუ ასეთ


რამეს გადაწყვეტენ, თვლიან, რომ მათთვის ბარიერი სქესი, აღმსარებლობა, მატრიალური მდგომარეობა და
ნაკლებად გავლენიანი სანაცნობოს ყოლა იქნება.

"-თავსაფარი შეიძლება ბარიერი გახდეს და მეტოქემ ეს გამოიყენოს.

-სქესი შეიძლება იყოს ბარიერი, იმიტომ რომ ჯერაც ბევრი ფიქრობს, რომ
გათხოვილი ქალია და დაჯდეს სახლში. რაიონშიც, თუ სახლის გვერდით არ
აქვს სამსახური, ვერ გავა შორს. ოჯახური მდგომარეობაც ბარიერია 90%-
სთვის” (ბათუმი).

19 | P a g e
ბუნებრივია, რომ თავსაფრის თემატიკა, განათლებისა და დასაქმების მსგავსად აქაც აქტუალურია. როგორც
აღმოჩნდა, აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალებისთვის თავსაფარი არა მხოლოდ განათლების მიღებასა და
დასაქმებაში, არამედ პოლიტიკურ ჩართულობაშიც ქმნის გარკვეულ ბარიერს, რადგან, როგორც ისინი
აღნიშნავენ, ამგვარად შემოსილი ქალი, ვერ დაიმსახურებს საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმაციას, რაც იმ
თავითვე განაპირობებს არჩევნებში წაგებას. პრობლემა იქნება საზოგადოებრივი აზრი, რომელიც
ძირითადად ნეგატივითა და ცნობისმოყვარეობით იქნება გაჯერებული. პრობლემაა ოჯახიც, რადგან არიან
ქალები, რომლებსაც ოჯახის წევრები არ შეუწყობენ ხელს და პირიქით, შეუშლიან. კვლევის მონაწილეები
თვლიან, რომ არჩევნებში მუსლიმ კაცებს უფრო ნაკლები ბარიერები შეექმნებათ, ვიდრე ქალებს.

 პოლიტიკა და გენდერული სტერეოტიპები - საზოგადოების მხრიდან ჩამოყალიბებული


სტერეოტიპები, ისევე როგორც ნებისმიერ შემთხვევაში, აქაც პრობლემურია. მიუხედავად იმისა, უნდათ თუ
არა ქალებს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონწილეობა, არსებობს წინასწარი განწყობები, რომლებიც
ხშირად მათ შემდგომ ქმედებას განაპირობებს. გენდერული სტერეოტიპები ყველაზე ცხადად სწორედ
პოლიტიკასთან მიმართებით ვლიდნება, რაც გულისხმობს რომ საზოგადოების აზრით, ეს ქალის საქმედ არ
არის მიჩნეული. მდედრობითი სქესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ პოლიტიკურ ჩართულობას,
საზოგადოების, კერძოდ კი კაცების მხრიდან წამოსული სკეპტიციზმი უშლის ხელს.

"-მოდერატორი: ოდესმე გიფიქრიათ კენჭი გეყარათ არჩევნებში?

კვლევის მონაწილე: სასაცილოდ არ ეყოფოდათ კაცებს ეგ” (ხულო).

კვლევის პროცესში, მოხერხდა იმის აღიარებაც, რომ ქალები ამ შემთხვევაშიც ეწევიან თვითდისკრიმინაციას
და მაშინაც კი, როცა სტერეოტიპული დამოკიდებულება მამაკაცების მხრიდან არც ისე თვალშისაცემია,
ისინი თავად უქმნიან ბარიერს საკუთარ თავს ან სხვა ქალებს.

მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებენ, რელიგიის მხრიდან შევიწროების დაბალ ხარისხს, მაინც უჩნდებათ
ერთგვარი თვითცენზურა, რომელიც აიძულებს მათ მოიქცნენ ასე და არა სხვაგვარად. ანუ, ისინი ერიდებიან
ისეთ მოქმედებებსაც კი, რაც შესაძლოა მათი რელიგიის მიერ არ იყოს აკრძალული, მაგალითად,
პოლიტიკური ჩართულობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ა.შ.

"იმიტომ, რომ ქალები, ასე შევიწროვებულად ჩვენ თითონ ვაყენებთ ჩვენს


თავს” (ხულო).

მაშინაც კი, როდესაც აღიარებენ, რომ ქალები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში,
საუბრისას თავადვე გამოხატავენ გარკვეულ სტერეოტიპულ მიდგომებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა
ქალის, როგორც ოჯახის მომვლელის ფუნქციას:

"ქალები აუცილებლად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ქალმა უფრო იცის


ანგარიში, ოჯახში რაც საჭიროა და ქალს რა სჭირდება, ოჯახს, ბავშვს”
(ბათუმი).

 აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების სამოქალაქო ჩართულობა - პოლიტიკაში ჩართულობის


მსგავსად, სამოქალაქო აქტივობებში ქალები მონაწილეობას ნაკლებად იღებენ, მაგალითად, ისინი არ
მონაწილეობენ დასახლების საერთო კრებებში, რადგან თვლიან, რომ იქ მათი ადგილი არაა.

20 | P a g e
"არის თემის პრობლემა. საკრებულოები არის შექმნილი, სადაც ტარდება
კრებები. ვთქვათ, ჩვენს სოფელში ტარდება კრება, რა გავაკეთოთო და მიდის
იქ უმეტესობა კაცები. ქალები იქ ნაკლებად მიდიან” (ხულო).

აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ საზოგადოების წევრი მამაკაცების მიერ ქალები არ აღიქმებიან
საკმარისად კომპეტენტურად ამ საქმისთვის, მიუხედავად ამისა, ქალების მხრიდან არსებობს მზაობა და იმ
შემთხვევაში, თუ ინიციატივას კაცები გამოიჩენენ და სოფლის საერთო კრებებზე მიიწვევენ, აუცილებლად
დაესწრებიან.

"-იშვიათია, რომ ქალები მივიდეთ მანდ. აი, მაგალითად, იგერ ეზოში ვარ და
იკრიბებიან [კაცები}, არ მივდივარ. ძირითადად კაცები დადიან. როცა
გვეუბნებიან, მივდივართ.

-კაცები არიან ძირითადად, მაგრამ თუ იტყვიან ხოლმე, მოდითო, მოვალთ.


ისე არავის დაუძალებია” (ქედა).

აღნიშნულ თემასთან მიმართებით გამოიკვეთა, რომ შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა, აჭარაში


მცხოვრები მუსლიმი ქალებისთვის იმ შემთხვევაშია მისაღები და სასურველი, თუ თემატიკა ქალებისთვის
აქტუალურია.

"თუ ქალებს ეხება ეს საკითხი და საჭიროა, რატომ არ მივალთ და თუ არა,


არა” (ქედა).

ბუნებრივია, თვითცენზურის საკითხი მხოლოდ განათლების და დასაქმების საკითხებისთვის არ არის


დამახასიათებელი და ქალების სამოქალაქო ჩართულობის განხილვისასაც იჩენს თავს. მიუხედავად იმისა,
რომ ბევრი მუსლიმი ქალი მზადაა, მიიღოს კრებებში მონაწილეობა და იყოს სოციალურად აქტიური, არიან
ისეთებიც, რომლებიც ასეთ ღონისძიებებზე თავიანთი დასწრების საჭიროებას ვერ ხედავენ. ეს კი შეიძლება
ავხსნათ ტრადიციული ღირებულებებით, რომლებითაც ისინი იზრდებიან და გადაწყვეტილებების მიმღებ
პირებად საკუთარ თავს ვეღარ მოიაზრებენ.

„ისე, მე სულ არ მინდა, წავიდე და იმ მამაკაცებში დავჯდე. უმეტესად ასეა


ყველა და მე არ მექნება სურვილი, ჩემი ქმარი იქ ზის, მეც იქ ვზივარ, ყველას
აქვს უფლება, მაგრამ რომ შეიქმნება ისეთი სიტუაცია, არ არის ჩემი
სალაპარაკო იქ, ქალების, თუ გადასაწყვეტია ოჯახში რაღაც, ოჯახში
გადაწყვეტთ და იქ იმხელა საზოგადოებაში, ორი სოფელია, თუ სამი, მე არ
მიმაჩნია სწორად“ (ხულო).

სამოქალაქო ცხოვრება, კონფერენციებზე, ტრენინგებზე სიარული აქტუალურია ძირითადად ქალაქში


მცხოვრები ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან როგორც გაირკვა, უფროსი თაობის ადამიანებს ინფორმაცია
ამის შესახებ ნაკლებად მიეწოდებათ.

21 | P a g e
სოციალური ცხოვრება
ისევე, როგორც ყოველდღიურობის შემადგენელი სხვა ნიუანსები, სოციალური ცხოვრება აჭარელი მუსლიმი
ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თავის მხრივ, სოციალურ ცხოვრებაში
მოიაზრება, თავისუფალი დროის ეფექტურად გატარება, გასართობ აქტივობებში ჩართვა, ან მათი დაგეგმვა
სოციალურ მდგომარეობასთან, საცხოვრებელი ტერიტორიის ცვალებადობასთან და სხვა ფაქტორებთან
პირდაპირ კავშირშია გართობის ინტენსივობა და საშუალებები. ძირითადი გასართობი, აჭარაში მცხოვრები
მუსლიმი ქალებისთვის ხელსაქმე, წიგნის კითხვა, ერთმანეთთან კონტაქტი და გასართობად ბათუმის
სხვადასხვა ადგილებში სიარულია. ბუნებრივია, რომ ქალაქში მცხოვრებ ქალებს გართობის უფრო მეტი და
ხელმისაწვდომი საშუალებები აქვთ, თუმცა პრობლემები აქაც იკვეთება. ძირითადი წინააღმდეგობები არა
რელიგიისა და გენდერის ფაქტორი, არამედ ზოგადად არსებული ვითარებაა, რომელიც ადგილობრივებს
სოციალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობებს ნაკლებად სთავაზობს, იქნება ეს
სოციალური ფონი, თუ გასართობი დაწესებულებების მიზნობრიობა, რომლებიც ძირითადად ტურისტებზეა
მორგებული.

კითხვაზე, თუ რა გაუკეთებიათ ქალებს იმისთვის, რათა გართობა უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო,


კვლევის დროს არაერთი პასუხი გაჟღერდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყოველი ინიციატივა მიმართულია
მათი შვილებისკენ და არა თავად ქალების გასართობად.

 ურთიერთობა, როგორც გართობის ძირითადი საშუალება - სოციალური ცხოვრება და გართობა


შემოიფარგლება ერთმანეთთან სტუმრობით, ხელსაქმითა და გასართობის მათივე სახსრებით გამოძებნით.
ერთანეთთან ყავის დასალევად გამართულ შეკრებებზე ურთიერთობა არის ერთ-ერთი ის გასართობი
საშუალება, რომლებსაც ქალები ყველაზე ხშირად მიმართავენ. მათი თქმით, მოუცლელობის გამო, ხშირად
ვერაფერს ახერხებენ, ამიტომ უადვილდებათ მეზობლად მცხოვრებ ქალებთან გაატარონ დრო და ასე
გაერთონ დღის იმ ნაწილში, როცა საქმეებს დროებით გვერდით გადადებენ.
”ყავაზე ერთმანეთს დავუძახებთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მივიდეთ.
იმისთვის მივიდეთ, რომ განტვირთვა მოვახერხოთ“ (შუახევი).

 განსხვავება ქალაქისა და სოფლის გასართობ საშუალებებს შორის აჭარაში - სოფლად მცხოვრები


ქალების ძირითადი გასართობი ტელევიზორია, რადგან აქ სხვა საშუალება არ არსებობს. ადრე, ზოგიერთ
სოფელში ფუნქციონირებდა კინოთეატრი, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს. სოფელში მცხოვრები
ქალების თქმით, ბათუმში, ბევრი გასართობი საშუალებაა, რასაც ისინი პირადად მოკლებულნი არიან.
ამისგან განსხვავებით, თავად ბათუმში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ
ქალაქში ბევრი გასართობი დაწესებულებაა, მათ მაინც არ მიუწვდებათ ხელი ამ ყველაფრის გამოყენებაზე,
რადგან თითოეული მსგავსი ადგილი ტურისტებზეა გათვლილი და ადგილობრივების ბიუჯეტს ნაკლებად
ერგება. მიუხედავად ყველაფრისა, გართობის მრავალგვარი შესაძლებლობებია და ერთ-ერთი მთავარია
პარკებში სეირნობა, რასაც ახალგაზრდები ხშირად აკეთებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ უკეთესი გართობისთვის,
კარგი იქნება თუ ადგილობრივი ტურისტული ცენტრები იქ მაცხოვრებლებისთვის შედარებით იაფი იყოს
და არ უტოლდებოდეს ტურისტებისთვის გადასახდელ თანხას.

„არის საშუალებები, მაგრამ ისეთი ძვირია, რომ მე მაგალითად, ხანდახან


მეძვირება ის კინო და შვილიშვილი ვერ მიმყავს. დაკავშირებულია
ყველაფერი ფასებთან. ის გასართობი და ისიც, მინდა გავიყვანო შვილი და

22 | P a g e
შვილიშვილი, მაგრამ მე კი არ მიჭირს, მაგრამ არის ის შეზღუდვა, ისე
ძვირია, რომ ვერ მიდის ადამიანი. დღეს იმ რვა ლარით ურჩევნია საჭმელი
უყიდოს, ვიდრე წაიყვანოს კინოში და თეატრში. არა აქვს შესაძლებლობა“
(ბათუმი).

 თავისუფალი დროის გამოყენება – იმის გამო, რომ გასართობი საშუალებები ხშირად არ არსებობს, ან
თუ არსებობს ნაკლებად ხელმისაწვდომია, ქალები თავადვე იწყობენ გართობის დღეებს, ან საათებს,
რომელშიც განსაკუთრებულ მატერიალურ რესურსებს არ ხარჯავენ. ამაში იგულისხმება, მაგალითად,
ფრენბურთის თამაში, ქსოვა, ქარგვა და ა.შ. ისინი თავად გეგმავენ საახალწლო ღონისძიებებს, რომლებშიც
მოსწავლეებსაც აკავებენ. თავისუფალ დროს დადიან სასეირნოდ, კითხულობენ, ერთობიან მეგობრებთან.
სოციალური ცხოვრება მათთვის თვითგართობაა, ეს კი გულისხმობს, რომ იკრიბებიან ერთად, ესწრებიან
წიგნის კითხვის წრეებს, სეირნობენ და ხანდახან დადიან პიკნიკზეც. დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა
სასულიერო ლიტერატურის კითხვასა და შესწავლას.

„რამე ღონისძიება თუ ტარდება ცენტრში, ვცდილობთ, ყველაფერს


დავესწროთ. ჰობი ის გვაქვს, ფრენბურთის თამაში“ (ხულო).

გარდა თვითგართობის ამ საშუალებებისა, ქალები ხშირად აწყობენ შეკრებებს მათი საცხოვრებლის გარეთაც.
სოფლად მცხოვრებლები ხშირად მიდიან ქალაქში, ესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებებს და ცდილობენ დრო
საინტერესოდ გაატარონ.

„თავისუფალი დრო თუ არ გამოვნახეთ, მასე ჩვენც არ გვექნება.


გამოვდივართ, არის აქ ხინკლის სახლები, არის თეატრი, მაქსიმალურად
ვცდილობთ, რომ არ ჩავაგდოთ. გოდერძის საცურაო ბაზაზე ავდივართ,
დარბაზში ჩავდივართ“ (ხულო).

 გართობის ხელშემშლელი ფაქტორები - მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში მცხოვრები ქალები


ესწრებიან კონცერტებს, რომლებიც ქალაქში უფრო ხშირად ტარდება, ვიდრე სოფლად, ცდილობენ ამ მხრივ,
აქტიურობა გამოიჩინონ, რესურსების სიმცირე მათ ძირითად პრობლემად არის ქცეული. ქალები აცხადებენ,
რომ მათთვის ისლამი ხელის შემშლელი ფაქტორი არ არის და რომ რელიგია არაფერს კრძალავს, რაც მათ
გართობას უკავშირდება.

„რელიგიური შეზღუდვები გართობასთან დაკავშირებით არაა, მთავარია,


ჩვენ უნდა მოვინდომოთ, რომ დავისვენოთ და თავისუფალი დრო ვნახოთ“
(ხულო).

23 | P a g e
დასკვნა
როგორც კვლევის ანგარიშიდან ირკვევა, აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები არაერთი პრობლემისა, თუ
საჭიროების წინაშე დგანან. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობამ მათთვის მეტი თავისუფლება და
შესაძლებლობები მოიტანა, დღემდე არსებობს ბარიერები, რომლებიც შეუსაბამოა ცხოვრების ახლანდელ
წესთან. მუსლიმი ქალები დისკრმინაციას აწყდებიან როგორც ფორმალურ გარემოში, მაგალითად როგორიც
არის საგანმანათლებლო ინსტიტუციები ან საჯარო დაწესებულები, ასევე, არაფორმალურ გარემოში, კერძოდ
მათივე ოჯახებსა თუ თემში.

დიდი ნაწილი სირთულეებისა უკავშირდება არსებულ სოციო-ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებსაც


საზოგადოების სხვა წევრებიც იზიარებენ, თუმცა არის გარკვეული შეზღუდვები, რომლებსაც ფოკუს
ჯგუფის მონაწილეები რელიგიური აღმსარებლობისა თუ სქესის ნიშნის გამო აწყდებიან. ეს მუსლიმ ქალებს
ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლებად აქცევს. კერძოდ, რელიგიური აღმსარებლობის გამო დისკრიმინაცია
იკვეთება საგანმანათლებლო სივრცეებში და დასაქმების დროს, ხოლო სქესის ნიშნით დისკრიმინაცია,
მეტად აქტუალურია პოლიტიკურ აქტივიზმში ჩართულობისას.

აქვე აღსანიშნავია, რომ ქალებს ხშირად უჭირთ პრობლემების სახელდება. ისინი დისტანცირებას ახდენენ
პრობლემისგან და არ მიიჩნევენ, რომ თავად შეუძლიათ პრობლემის გადაჭრა.

რელიგიურ დისკრიმინაციაზე საუბრისას ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა აზრით, შემზღუდველი არა მათი


რეალიგია, არამედ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებებია. როგორც ამას ქალები ხსნიან,
რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული ჩაგვრა, ძირითადად იმითაა გამოხატული, რომ მათ ეზღუდებათ
ისეთი თავისუფლებები, როგორებიცაა სასურველი სამოსელის ტარება (აქ ძირითადად იგულისხმება
თავსაფარი, როგორც რელიგიური ატრიბუტი), სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა და ა.შ.
ფოკუს-ჯგუფის მონაწილეების აზრით, ისლამი არ უწესებს მათ შეზღუდვებს და სტერეოტიპულია გარემო,
რომელშიც ისინი ცხოვრობენ, რადგან სურვილი, იყვნენ უფრო აქტიურები, წარმატებულები,
რეალიზებულები, სოციუმის მხრიდან წამოსული წინააღმდეგობებით არის გაჯერებული. დისკრიმინაცია
ხშირად არა მხოლოდ გარემოდან, არამედ საკუთარი თავიდანაც მომდინარეობს. აჭარაში მცხოვრები
მუსლიმი ქალები ამბობენ, რომ ზოგჯერ ისინი თავად უწესებენ საკუთარ თავს საზღვრებს, რათა არ
გამოიწვიონ სხვების უკმაყოფილება.

საგანმანათლებლო სივრცეები სრულად არ არის დაცლილი რელიგიური ნიშნის სტერეოტიპებისგან, რაც


ვლინდება არაერთ მაგალითში, რომელიც სასწავლო პროცესში, მუსლიმი გოგონების შევიწროებით
გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სკოლები, უნივერსიტეტი და
პროფესიული სასწავლებლები, სადაც ყველას შეუძლია განათლების მიღება, დღემდე ბარიერად რჩება
ამგვარ დაწესებულებებში თავსაბურავით სწავლა, ან/და მუშაობა. არსებობს წარმატებული შემთხვევები,
როცა ცალკეულმა ადამიანებმა ამ წინააღმდეგობების გადალახვა საკუთარი ძალებით და
მიზანსწრაფულობით მოახერხეს, თუმცა პრობლემა მეტად სისტემურია და ხანგრძლივ პერსპექტივაში
მოგვარებას საჭიროებს.

გარდა განათლების სისტემაში არსებული ხარვეზებისა, პრობლემები დასაქმების მხრივაც არსებობს. ესა თუ
ის სტრუქტურები, მუსლიმი ქალებისთვის, ხშირად დაკეტილია, ან იმ დონეზეა ღია, რა დონეზეც მათ ამ
დაწესებულებების სტანდარტებზე მორგება შეუძლიათ, რადგან გარეგნული იერი (თავსაბარი), აქაც
გადამწყვეტ ფაქტორად რჩება.

24 | P a g e
როგორც გამოვლინდა, აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები იჩენენ პასიურობას საზოგადოებრივ და
პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამოქალაქო აქტივობა ძირითადად მამაკაცების სფეროდ აღიქმება, რომელში
ჩართვისგანაც ქალები ხშირად თავს იკავებენ. ზევით აღნიშნულის მიზეზებზე მსჯელობისას, ერთი ნაწილის
მოსაზრებით, რელიგიურობა, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი სრულებით გამოსარიცხია, მეორე
ნაწილის თქმით კი, ყველაფრის თავი და თავი ის განწყობებია, რომლებიც მათი აღმსარებლობის გამო
საზოგადოების დანარჩენ წევრებს უჩნდებათ.

სოციალური ცხოვრება მათთვის იმ დონეზეა ხელმისაწვდომი, რამდენადაც ამას ეკონომიკური


მდგომარეობა და ადგილმდებარეობა განსაზღვრავს. აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები, ამ მხრივ,
მხოლოდ იმგვარ პრობლემებს აწყდებიან, რომლებიც დაკავშირებულია მატერიალურ უსახსრობასთან, რის
გამოც შეიძლება გასართობ საშუალებებზე თქვან უარი. სოფლად მცხოვრებ ქალებს, გართობის უფრო
ნაკლები საშუალება აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ცდილობენ სოციალურ ცხოვრებაში
სრულყოფილად ჩართვას და დროის ნაყოფიერად გამოყენებას, რაც ძირითადად ერთმანეთთან კონტაქტით
გამოიხატება. აღნიშნულთან მიმართებით, რელიგიური ნიშნით არსებული წინაღობები თითქმის არ
არსებობს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები, არ ერიდებიან საუბარს მთელ რიგ
დაბრკოლებებზე, თუმცა თავიანთ თავს პრობლემის მომგვარებლად არ განიხილავენ და პასუხისმგებლობა
გარე აქტორებზე გადააქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ზემოთ ნახსენები საკითხი
პროგრესირებადია და თუ მაგალითად, რომელიმე მათგანი, რამდენიმე ათეული წლის წინ საკმაოდ მწვავედ
იდგა, დღეს ის იმდენად მნიშვნელოვან წინააღმდეგობას აღარ წარმოადგენს. აღნიშნული გვაფიქრებინებს,
რომ ხელშეწყობის შემთხვევაში, ყველა ის პრობლემა, რაც კვლევის ანგარიშშია წარმოდგენილი, ხანმოკლე
პერსპექტივაში, შეიძლება მოგვარდეს.

რეკომენდაციები
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პრობლემებისა თუ გამოწვევების ნაწილი საერთოა ზოგადად მუსლიმი
თემისთვის და სოციო-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარეობს, ხოლო ნაწილი კი კონკრეტულად
ქალებისთვის არის დამახასიათებელი და მათში სწორედ რელიგიური და გენდერული ნიშნების
ურთიერთკვეთა იჩენს თავს. კვლევის მონაწილეების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და პრობლემების
ანალიზის შედეგად შემუშავდა შემდეგი სახის თემატური რეკომენდაციები:

 განათლება
 იმისათვის რომ მოხდეს თანასწორუფლებიანი სასწავლო (სასკოლო, საუნივერსიტეტო) გარემოს
უზრუნველყოფა, სადაც მუსლიმი ქალები შეძლებენ ადაპტირებას და ასევე, სისტემური
ცვლილებისთვის, აუცილებელია, არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულების შეცვლა როგორც
სკოლის/უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის (მასწავლებლები, მოსწავლეები
სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაცია) ისე, დანარჩენი საზოგადოებისა და სამთავრობო
სტრუქტურებისთვის. ცნობიერების ამაღლება შესაძლოა არაფორმალური განათლების, სოციალური
კამპანიის ან სხვა გზებით. აღნიშნული ცვლილების გატარება განსაკუთრებით ეფექტური იქნება,
თუ იგი განხორციელდება, ერთი მხრივ, ცენტრალურ დონეზე, განათლებისა და მეცნიერების

25 | P a g e
სამინისტროს მიერ, ხოლო მეორე მხრივ, აჭარაში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ.
 სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი მთავრობის მხრიდან, უნდა
დაფინანსდეს ბაღების მშენებლობის პროექტები, რადგან არაერთი მაღალმთიანი სოფელი დგას
ბაღების არ არსებობის პრობლემის წინაშე, რის გამოც, სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებს
(ძირითადად ქალებს) უწევთ ათეულობით კილომეტრის გავლა მიმდებარე სოფლების ბაღებში;
 იმის გამო, რომ სოფლებში, და ქალაქშიც (ბათუმი), სამოქალაქო განათლებაზე ტრენინგების, თუ
პროექტების სიმცირეა, რეკომენდებული იქნება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არაფორმალური განათლებისთვის მეტი ფულადი
რესურსის გამოყოფა, იმისათვის რომ მუსლიმ ქალებს ჰქონდეთ წვდომა არაფორმალური
განათლების შესაძლებლობებზეც.
 დასაქმება
 დასაქმების პროცესში მუსლიმ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად,
მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლება, რაც
შესაძლებელია განხორციელდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ან არასამთავრობო
ორგანიზაციების ინიცირებით.
 მუსლიმი ქალებისთვის დასაქმების პრობლემის მოგვარებას, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს
ადგილობრივი დამსაქმებლების/ორგანიზაციების ან/და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ
უმაღლესი სასწავლებლების მიერ, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის დანერგვა/ხელშეწყობა,
რადგან ეს უკანასკნელი, მათთვის შემდგომ დასაქმებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
 პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივიზმი
 იმისათვის რომ ამაღლდეს ქალთა ცნობიერება პოლიტიკური საკითხების შესახებ, და ქალებმა უკეთ
გაიაზრონ თუ რა იგულისხმება პოლიტიკურ აქტივიზმში და მიიღონ ინფორმაცია საკუთარი
პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლება მოვალეობების შესახებ, აუცილებელია საინფორმაციო
შეხვედრები/ტრენინგები სამიზნე ჯგუფთან;
 მუსლიმ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გასაზრდელად, აუცილებელია ქალთა გაძლიერება და
გენდერული როლების ტრადიციული განაწილების გადააზრება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი
შეიძლება შეასრულოს ქალთა საკითხებზე მომუშავე, ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულმა ცნობიერების ამაღლების კამპანიებმა.
 სოციალური ცხოვრება
 იმისათვის რომ სოციალური ცხოვრება აჭარაში მცხოვრები ქალებისათვის თვითრეალიზაციის
ერთ-ერთ შესაძლებლობად იქცეს, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან
გარკვეული აქტივობების განხორციელება. კინოთეატრი, ბიბლიოთეკა და საბავშვო სათამაშო
მოედნები, ფოკუს ჯგუფის წევრების მიერ დასახელდა როგორც პრიორიტეტული. ზემოთ
აღნიშნულის ადგილობრივ დონეზე განვითარება, ხელს შეუწყობს, მოსახლეობის და მათ შორის
ქალების სოციალური ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და მათ გააქტიურებას.

26 | P a g e

You might also like