Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ო მ ა რ

ჰ ა ი ა მ ი

დ ა

ე რ ო ტ ი კ ა

ვინმე ნაღდად იტყვის, დაბერდა და გამოჩერჩეტდა, რაღა დროის მაგის ეროტიკაა, ან წერაო. რა ვქნა კაცო, გული და თვალი არ ბერდება. ფიზიკურად...რასაკვირველია, მაგრამ მორალურად?... არამც და არამც. რაზეც შემტკიოდა, ისევ იმაზე შემტკივა გული, რაც მომწონდა, თვალით, ისევ ის მომწონს, ორთავე მცირედი, არა არსებითი განსხვავებით. ჩამოყალიბების შემდეგ, დიდი ცვლილება ჩემს ლიტერატურულ გემოვნებაშიც არ მომხდარა, უბრალოდ გავიარე ის გზა, რაც თითქმის ყველა ირგვლივმყოფმა გაიარა, წიქარადან, დიუმებამდე, იქედან ჯეკ ლონდონის და ოჰენრის გავლით, ვაჟა, გამსახურდია, შექსპირ, ჰემენგუეი, ფოლკნერ, რემარკის ჩათვლით-- ზარატუსტრა-ბუდამდე. შემდეგ მოხდა ვიწრო სპეციალიზაცია: ზოგმა გალაქტიონი და შოთა არჩია, ზოგმა კანტფრეიდი,ზოგმა ჯოის-დოსტოევსკი, ზოგმაც თავისი სპეციალობა. მე შუაში ვიწყე ტივტივტი და ბევრს ამათ, ომარ ჰაიამიც მივამატე. ვიდრე ძირითადზე გადავალ, ჰაიამის ერთ რობაიას მოვიყვან, რაც ამ თემის სავიზიტო ბარათია, ერთგვარი შესავალი:

საცოდავია, ვისაც ტრფობის ჭირი და სნება არ განუცდია, არ ჰქონია ამისგან ვნება, ვისაც ამ ქვეყნად უცხოვრია უსიყვარულოდ --მე ვცხოვრობდიო,--მას ამის თქმის არა აქვს ნება.

ვინაიდან საშვი გვაქვს, შევიდეთ და უფრო ღრმად ჩავწვდეთ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩემი კომენტარებით, მეტი რა საქმე მაქვს, რა. ორ რობაიას შეგახსენებთ, რაც პოეტმა და მოაზროვნემ, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში შექმნა:

თავს ვიმტვრევდი, ამოცანა ვერ ამეხსნა ძნელზე ძნელი: სუყველაფერს რა სჯობს ქვეყნად: ახალია ის თუ ძველი?

თენდება და მამალი ყივის, როგორც რიგია. რა ატირებს? მწუხარე განა უფრო ი გია!

ბრძენმა ყურში მითხრა: „რა და, ხელით გეპყრას ქალის წელი და გაგრძელდეს ერთი ღამე ისე,როგორც ერთი წელი„ .

ვაი, როგორ გარბიან ჩვენი ყოფნის დღეები, მთელი ღამე წასულა, ჩვენ კი არც გაგვიგია!

როდესაც რობაიებს შევეხე, გავაკეთე დიდი სამეცნიერო აღმოჩენა, რაც გადატრიალებას მოახდენს ირანოლოგიაში და რაშიც, უდავოდ, ყველა ირანისტი დამეთანხმება---ომარ ჰაიამი, რობაიებს წერდა ქართულად, მხოლოდ შემდეგ თარგმნიდა, სპარსულად. ერთად-ერთი, იმის აღმოჩენაღა დამრჩა გასაკეთებელი, იცოდა თუ არა ქართული? ბატონმა მაგალი თოდუამ, მიაგნო რა ბუდეს, თავის ნათარგმნებათ შემოგვაპარა. პირველ რობაიას, ბევრი კომენტარები არ სჭირდება, ძალიან-ძალიან-ძალიან უყვარდა ქალები და, საბრალოს, რა უნდა ექნა? მეორეზე, ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, თქვენის ნებართვით. ნანატრთან ერთად ყოფნისას, შემთხვევით, ფანჯარას რომ გახედავდი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ჩაბნელებული დასტოვე და ეხლა კი მტრედისფრად შემოგანათა, თვალს არ უჯერებდი, წამოხტებოდი, გარეთ გაიხედავდი, შეუძლებელია, დრო ასე ჩქარად არ მიჰქრის,

რაღაცაშია საქმე, უნდა გავარკვიო, რა ჯადოშია-თქო. მარტო მაღვიძარას არ ენდობოდი, მონახავდი, სადღაც ნაჩქარევად შეჩურთნულ მაჯის საათს. როცა აღითქვამდი, რომ შვიდი საათი გავიდა, თავი შეგეცოდებოდა....როგორ??? ასე უცებ, კაცოოოოოოო!!!

You might also like