Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

PCSHOP.

GE - დაარსებიდან დღემდე…

პისიშოპის ისტორია დაიწყო 2005 წლის ბოლოს. მაშინ, როდესაც იუჯითის საცალო
გაყიდვების განყოფილება ცალკე მაღაზიაში, რუსთაველის 37-ში გადმოვიდა და
დაიწყო კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვა საცალო ბაზარზე. ძირითადად ეს იყო
ჰიულეტ პაკარდის (HP) და აიბიემის (IBM) ბრენდების ტექნიკა.

2007 წლის 1 აპრილს კი იუჯითიმ დააფუძნა შპს ”პისიშოპ.ჯი”. იმ დროიდან ის


მოქმედებს ბაზარზე როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი.

3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, PCSHOP.GE გაიზარდა და გაიზარდა მასში


წარმოდგენილი ბრენდების და პროდუქციის სახეობები, რაოდენობა და ბრუნვა.
გაიზარდა ჩვენი ფირმის ცნობადობაც, ამიტომ კმაყოფილი კლიენტების მხარდაჭერითა
და მომრავლებით, ვაჟა ფშაველას 16-ში გავხსენით თბილისში მეორე, ყველაზე დიდი
კომპიუტერული მაღაზია.

აქ წარმოდგენილია საუკეთესო ბრენდების პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანი –


კომპიუტერები, სერვერები, მონიტორები, ტელევიზორები, ნოუთბუქები, სხვადასხვა
პერიფერიული მოწყობილობები – პრინტერები, სკანერები, ასლგადამღები აპარატები,
ტელეფონები, ფაქსები, ქსელის მოწყობილობები, უწყვეტი კვების წყაროები,
მრავალნაირი ასქსუარები, სახარჯი მასალები, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ.
ორივე მაღაზიაში გვაქვს საკუთარი სერვის ცენტრიც, რომლებიც ეხმარება კლიენტებს
პრობლემების დროულად მოგვარებაში, რაც არც თუ ისე იშვიათად ხდება საჭირო
რთულ ტექნიკასთან მუშაობისას.

ჩვენი მიზანია – დავაკმაყოფილოთ ჩვენი კლიენტების გაზრდილი მოთხოვნები


საუკეთესო ბრენდების პროდუქციის შეთავაზებით, მაღალი დონის მომსახურებისა და
კონსულტაციის ფონზე, ვიყოთ ყოველთვის კეთილგანწყობილი კლიენტებისადმი და
მივცეთ მათ რჩევები, რომლებიც დაეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

საუკეთესო ფასებთან ერთად ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო მომსახურებასა და სრულ


საგარანტიო თუ პოსტსაგარანიო სერვისებს. ჩვენ გავამართლებთ თქვენს იმედებს და
გადავაჭარბებთ თქვენს მოლოდინს. ჩვენთან ადვილია კომპიუტერის ყიდვა!

PCSHOP.GE – შენი კომპიუტერული მაღაზია!

You might also like