Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 138

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება
N 191 2008 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი

საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდების


დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-
2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული საქართველოს
სამხედრო ძალების სამწყობრო წესდება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის
2008 წლის 10 აპრილის
N 191 ბრძანებულების
დანართი
საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდება

თავი 1. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. წესდების მიზანი

1. სამწყობრო მომზადების მიზანია, მეთაურმა შეძლოს თავისი ქვედანაყოფის


მწყობრად გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე.
2. სამწყობრო წესდება განსაზღვრავს სამწყობრო ილეთებს, იარაღითა და
უიარაღოდ მოძრაობის წესებს; ქვეითად ყოფნისას ქვედანაყოფებისა და ნაწილების
მწყობრს; მხედრულად მისალმებისა და სამწყობრო დათვალიერების ჩატარების წესს;
მწყობრში სამხედრო ნაწილის საბრძოლო დროშის მდგომარეობას, მისი გამოტანისა
და შეტანის წესს; სამხედრო მოსამსახურეთა მოვალეობებს მწყობრში მოწყობამდე და
მწყობრში ყოფნისას და, აგრეთვე მოთხოვნებს სამწყობრო სწავლებისადმი.
3. ამ წესდებით ხელმძღვანელობს სამხედრო ძალები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. მწყობრი – სამხედრო მოსამსახურეების, ქვედანაყოფებისა და ნაწილების


ქვეითად და მანქანებით ერთობლივი მოქმედებისათვის წესდებით დადგენილი
განლაგება. მწყობრი შეიძლება იყოს მიჯრილი ან გაჯრილი.
2. მწკრივი – ერთმანეთის გვერდით ერთ ხაზზე ქვეითად განლაგებულ
სამხედრო მოსამსახურეთა და ქვედანაყოფთა მწყობრი.
3. მანქანების ხაზი – ერთმანეთის გვერდით ერთ ხაზზე განლაგებული
მანქანების მწყობრი.
4. ფლანგი – მწყობრის მარჯვენა (მარცხენა) დაბოლოება. მწყობრის
მობრუნებისას სახელწოდება არ იცვლება.
5. ფრონტი – მწყობრის ის მხარე, რომლისკენაც სამხედრო მოსამსახურეები
სახით (მანქანების წინხედით) არიან მიქცეული.
6. მწყობრის ზურგის მხარე – ფრონტის საპირისპირო მხარე.
7. ინტერვალი – მანძილი სამხედრო მოსამსახურეთა (მანქანათა),
ქვედანაყოფთა და ნაწილთა შორის ფრონტის მიხედვით.
8. დისტანცია – სამხედრო მოსამსახურეთა (მანქანათა), ქვედანაყოფთა და
ნაწილთა შორის მანძილი სიღრმეში.
9. მწყობრის სიგანე – მანძილი ფლანგებს შორის.
10. მწყობრის სიღრმე - მანძილი პირველი მწკრივიდან (წინ მდგომი სამხედრო
მოსამსახურიდან) ბოლო მწკრივამდე (ბოლოში მდგომ სამხედრო მოსამსახურემდე).
ხოლო მანქანებით მოქმედებების დროს - მანძილი მანქანების პირველი ხაზიდან (წინ
მდგომი მანქანიდან) მანქანების ბოლო ხაზამდე (ბოლოში მდგომ მანქანამდე).
11. მიჯრილი მწყობრი – ერთიმეორისაგან დოინჯის ინტერვალით
დაშორებული სამხედრო მოსამსახურეების ფრონტით განლაგებული მწკრივები.
12. გაჯრილი მწყობრი – ერთიმეორისაგან ნორმალური (განმკლავის) ან
მეთაურის მიერ მითითებული ინტერვალით დაშორებული სამხედრო
მოსამსახურეების ფრონტით განლაგებული მწკრივები.
13. კოლონა – მწყობრი, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთის
ზურგს უკან დგანან, ხოლო ქვედანაყოფები (მანქანები) წესდებით განსაზღვრულ ან
მეთაურის მიერ დადგენილ დისტანციაზე მიჰყვებიან ერთმანეთს. კოლონები
შეიძლება თითი-თითოდ, ორ-ორად, სამ-სამად, ოთხ-ოთხად და უფრო მეტად იყვნენ
მოწყობილი. კოლონა, რომელშიც ოთხი ან ოთხზე ნაკლები სამხედრო მოსამსახურეა,
ყოველთვის თითო-თითოდ მოეწყობა. ქვედანაყოფებისა და ნაწილების სალაშქრო ან
გაშლილ მწყობრს კოლონებად მოაწყობენ.
14. გაშლილი მწყობრი – ქვედანაყოფების ფრონტისკენ ერთ ხაზზე
ერთმწკრივად, ორმწკრივად ან სამმწკრივად (ოთხმწკრივად, მანქანების ხაზზე)
კოლონების ხაზზე წესდების შესაბამისად ან მეთაურის მიერ მითითებული
ინტერვალით განლაგება. გაშლილ მწყობრს შემოწმების, დათვალიერების,
აღლუმებისა და სხვა აუცილებელ ღონისძიებათა ჩასატარებლად იყენებენ.
15. სალაშქრო მწყობრი – ქვედანაყოფების კოლონებად მოწყობა, რომლებიც
ერთმანეთს მიჰყვებიან წესდებით განსაზღვრულ ან მეთაურის მიერ მითითებულ
დისტანციაზე.
16. მიმმართველი – თავში მდგომი სამხედრო მოსამსახურე (ქვედანაყოფი,
მანქანა), რომელიც მითითებული მიმართულებით მოძრაობს. დანარჩენმა სამხედრო
მოსამსახურეებმა (ქვედანაყოფებმა, მანაქანებმა) თავიანთი მოქმედება მიმმართველს
უნდა შეუსაბამონ.
17. ჩამკეტი – სამხედრო მოსამსახურე (ქვედანაყოფი, მანქანა), რომელიც
კოლონის ბოლოში მოძრაობს.
18. მწყობრის მართვა - კომანდებითა და ბრძანებებით განხორციელებული
მართვა, რომლებსაც მეთაური გასცემს ხმით, სიგნალებითა და პირადი მაგალითით,
აგრეთვე ტექნიკური და მოძრავი საშუალებებით. კომანდები და ბრძანებები
კოლონაში შეიძლება გადაიცეს მანქანების, ქვედანაყოფთა მეთაურების (უფროსების)
და დანიშნულ პირთა მეშვეობით.
ა) მანქანებში მართვა ხდება გაცემული კომანდებით, ბრძანებებითა და
შინაგანი კავშირის ხელსაწყოთა გამოყენებით.
ბ) მწყობრში უფროსი მეთაური იმყოფება იქ, საიდანაც უკეთესად შეიძლება
ქვედანაყოფს უხელმძღვანელოს. დანარჩენი მეთაურები კომანდებს იძლევიან იმ
ადგილიდან, რომელიც წესდებით ან უფროსი მეთაურის მიერ არის დადგენილი.
გ) ქვედანაყოფთა ასეულების მეთაურებსა და მათ ზემდგომთ, ბატალიონისა
და ბრიგადის სალაშქრო მწყობრში ყოფნისას, მწყობრიდან გამოსვლის უფლება აქვთ
მხოლოდ კომანდების გასაცემად და მათი შესრულების შესამოწმებლად.
19. კომანდები - წინასწარი და შესასრულებელი კომანდები. კომანდა შეიძლება
მხოლოდ შესასრულებელიც იყოს.
20. წინასწარი კომანდა - მკაფიოდ, ხმამაღლა და გაგრძელებულად გაცემული
კომანდა, რომლის მიზანია მწყობრში მდგომმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიგონ,
რას მოითხოვს მათგან მეთაური. ყოველი წინასწარი კომანდის გაცემისას სამხედრო
მოსამსახურეები, რომლებიც მწყობრში ან მწყობრს გარეთ ადგილზე იმყოფებიან,
“სმენაზე” დგებიან, ხოლო მოძრაობისას – სამწყობრო ნაბიჯზე გადადიან.
21. შესასრულებელი კომანდა - პაუზის შემდეგ, ხმამაღლა, დამარცვლითა და
მკაფიოდ გაცემული კომანდა. შესასრულებელი კომანდის გაცემისთანავე ხდება მისი
დაუყოვნებლივ და ზუსტად შესრულება. ქვედანაყოფის ან ცალკეული სამხედრო
მოსამსახურის ყურადღების მისაქცევად, კომანდაში, საჭიროების მიხედვით,
ასახელებენ ქვედანაყოფს ან სამხედრო მოსამსახურის წოდებასა და გვარს. მაგ:
“ოცეულო (მე-2 ოცეულო) სდექ.” “რიგითო ბეჟაშვილო, ზურგისა – კენ”.

თავი II
სამწყობრო მომზადების სწავლების მეთოდური მითითებები

მუხლი 3 . ინსტრუქტაჟის öმეთოდები

1. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეებისა და ქვედანაყოფების მიერ


სამწყობრო ილეთების შესრულების სიზუსტესა და ერთდროულობას განაპირობებს
შემდეგი ფაქტორები:
a) ინსტრუქტაჟის მეთოდები და მეთაურის დახელოვნება;
b) ჯარისკაცების ორგანიზება ქვედანაყოფებში ყველაზე ეფექტიანია
ინსტრუქტაჟის გამოყენებით.
გ) ჯარისკაცების სამწყობრო მომზადების დროს გამოიყენება ინსტრუქტაჟის
სამი მეთოდი: “ნაბიჯ-ნაბიჯ”, “ახსნა-განმარტებითი საუბარი” და “დათვლა”.
2. ყოველი ილეთისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თვისებების
შესწავლა იძლევა იმის საშუალებას, რომ შეირჩეს ყველაზე შედეგიანი მეთოდი.
ჩვეულებრივ, მარშირების მოძრაობები ისწავლება “ნაბიჯ-ნაბიჯ” მეთოდის
გამოყენებით. ის მოძრაობები, რომელთა შესასრულებლად საჭიროა სამხედრო
მოსამსახურის ან ქვედანაყოფის მრავალგზისი ან ერთდროული მოქმედებები,
ყველაზე კარგად ისწავლება “ახსნა-განმარტებითი საუბრის” მეთოდით, ხოლო
ის მოძრაობები, რომლებიც სრულდება ორ ან მეტ თვლაზე, ისწავლება “დათვლის”
მეთოდით.
3. თითოეული მოძრაობის შესასწავლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა: ახსნა-
განმარტება, დემონსტრირება და პრაქტიკული შესრულება.

მუხლი 4. ახსნა-განმარტება

1. ახსნა-განმარტების ეტაპზე მეთაურმა უნდა განახორციელოს შემდეგი


მოქმედებები:
ა) დაასახელოს სამწყობრო ილეთი;
ბ) პრაქტიკულად შეასრულოს ილეთი;
გ) გასცეს კომანდა ილეთის შესრულებისათვის და ახსნას მისი შემადგენელი
ნაწილები: წინასწარი და შესასრულებელი კომანდა. მან, ასევე უნდა განმარტოს, თუ
რა შემთხვევებშია საჭირო გადაადგილების შეწყვეტა (დამატებითი კომანდები
განიხილება განმარტებაში, საჭიროების მიხედვით).
2. პირველად გაიცემა კომანდა: “ოცეულო, სმენა, თავისუფლად”, მომდევნო
სამწყობრო ილეთს ჰქვია სრული ნაბიჯით (75 სმ) გადაადგილება შეჩერების
ადგილიდან. ეს ილეთი გამოიყენება ა ადგილიდან ბ ადგილისაკენ ქვედანაყოფის
გადასაადგილებლად, ამისათვის გაიცემა კომანდა: “წინ, ნაბიჯით – იარ”. ეს კომანდა
შედგება ორი ნაწილისაგან: “წინ, ნაბიჯით” წინასწარი კომანდისა და “იარ”
შესასრულებელი კომანდისაგან. გადაადგილების შესაწყვეტად გაიცემა კომანდა
“სდექ”. შეჩერების კომანდა შეიძლება შედგებოდეს ორი ნაწილისაგანაც, როცა
ვასახელებთ კომანდის შემსრულებელ ქვედანაყოფს, ეს კომანდები ერთად ასე
გაიცემა: “ოცეულო (ათეულო), სდექ”.

მუხლი 5. დემონსტრირება

1. დემონსტრირების ეტაპზე მეთაურს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი


მეთოდები:
ა) ნაბიჯ-ნაბიჯ;
ბ) ახსნა-განმარტებითი საუბარი;
გ) დათვლა.
2. მეთაურმა (ინსტრუქტორმა) პირადად უნდა აჩვენოს გადაადგილების
ილეთი და შეიცვალოს პოზიცია საჭიროებისდაგვარად, რათა შეინარჩუნოს პირად
შემადგენლობასთან უშუალო კონტაქტი.

მუხლი 6. ინსტრუქტაჟის მეთოდი – “ნაბიჯ-ნაბიჯ”

1. ამ მეთოდში გაერთიანებულია ახსნა-განმარტება და დემონსტრირება.


სამწყობრო ილეთები ერთდროულად ისწავლება.
შენიშვნა: შემსწავლელის მიერ სამწყობრო ილეთის უკეთესი აღქმისათვის
სამწყობრო ილეთის სწავლების პროცესი იყოფა ხუთ ეტაპად: 1. წინასწარი კომანდის
ეტაპი; 2. შუალედური ეტაპი; 3. შესასრულებელი კომანდის ეტაპი; 4. მოქმედების
ეტაპი; 5. დამატებითი ეტაპი.
2. მეთაური განმარტავს, რომ შესასრულებელ კომანდაზე სამხედრო
მოსამსახურე დგამს მხოლოდ ერთ ნაბიჯს და ჩერდება ახალი კომანდის –
“მოემზადეთ, ნაბიჯით - იარ” გაცემამდე, სანამ სამხედრო მოსამსახურე
გაჩერებულია, მეთაური აკეთებს შესწორებებს და განუმარტავს ჯარისკაცს შემდგომი
მოქმედების არსს.
3. “ნაბიჯ- ნაბიჯ” მეთოდის გამოყენება:
ა) “რიგითო, ადგილზე,” მე გამოვიყენებ ინსტრუქტაჟის მეთოდს “ნაბიჯ-
ნაბიჯ”. წინასწარ კომანდაზე – “პირდაპირ, ნაბიჯით” (“პირდაპირ, ნაბიჯით - იარ”)
მკვეთრი მოძრაობების გარეშე სხეულის სიმძიმე მარჯვენა ფეხზე გადაიტანეთ.”;
ბ) “შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” (“პირდაპირ, ნაბიჯით – იარ”) მარცხენა
ფეხით გადადგით სრული ნაბიჯი. თავი, თვალები და ტანი გეჭიროთ, როგორც
მდგომარეობაში “სმენა”. ხელები ამოძრავეთ ბუნებრივად, იდაყვის მოუხრელად,
შარვლის გვერდითა ნაკერებიდან წინ 23 სმ-ისა უკან 15 სმ-ის დაშორებით. თითები
ოდნავ ეხებოდნენ შარვალს, როგორც მდგომარეობაში “სმენა.”;
გ) “შესასრულებელ კომანდაზე – “ნაბიჯით” (“მოემზადეთ, ნაბიჯით”)
გადადგით სრული ნაბიჯი უკან მდგომი ფეხით. თავი, თვალები და ტანი გეჭიროთ
როგორც მდგომარეობაში “სმენა”. ხელები ამოძრავეთ ბუნებრივად, იდაყვში
მოუხრელად, შარვლის გვერდითა ნაკერებიდან წინ 23 სმ-ისა და უკან 15 სმ-ის
დაშორებით. თითები ოდნავ ეხებოდეს შარვალს, როგორც მდგომარეობაში “სმენა”.
დ) მოძრაობის შესაწყვეტად გაიცემა კომანდა “სდექ”. წინასწარი კომანდა –
“რიგითო” (“რიგითო, სდექ”) შეიძლება გაიცეს მიწაზე ნებისმიერი ფეხის
დადგმისთანავე. ხოლო შესასრულებელი კომანდა – “სდექ” – მიწაზე იმავე ფეხის
დადგმისთანავე. შეჩერება ხდება ორ თვლაზე.
ე) “შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” (“პირდაპირ, ნაბიჯით – იარ”)
გადადგით სრული ნაბიჯი მარცხენა ფეხით. მიწაზე ფეხის დადგმისთანავე გაიცემა
წინასწარი კომანდა: “რიგითო” (“რიგითო, სდექ”).
ვ) “კომანდაზე – “ნაბიჯით” (“მოემზადეთ, ნაბიჯით”) გადადგით სრული
ნაბიჯიş უკან მდგომი ფეხით. ეს არის შუალედური (მოფიქრების) ეტაპი წინასწარ და
შესასრულებელ კომანდებს შორის.”;
ზ) “შესასრულებელ კომანდაზე – “ნაბიჯით” (“მოემზადეთ, ნაბიჯით”)
გადადგით სრული ნაბიჯი უკან მდგომი ფეხით. მიწაზე ფეხის დადგმისთანავე
გაიცემა შესასრულებელი კომანდა: “სდექ” (კომანდებზე: “რიგითო, სდექ”,
“მოემზადეთ, ნაბიჯით”, “სდექ” – შეჩერება ხდება ორ თვლაზე”).
თ) ,,შესასრულებელ კომანდაზე – ,,ნაბიჯით” (,,მოემზადეთ ნაბიჯით”)
გადადგით სრული ნაბიჯი უკან მდგომი ფეხით. ეს არის დამატებითი ეტაპი
შესასრულებელი კომანდის შემდეგ”.
ი) ,,შესასრულებელ კომანდაზე – ,,ნაბიჯით” (,,მოემზადეთ, ნაბიჯით”)
მიადგით უკან მდგომი ფეხი წინ მდგომ ფეხს, მიიღეთ მდგომარეობა ,,სმენა” და
შეწყვიტეთ მოძრაობა. ამ მოძრაობას ჩვეულებრივი რიტმით ასეთი თანამიმდევრობა
ექნება: ,,პირდაპირ, ნაბიჯით – იარ”, ,,რიგითო – სდექ”, ,,თავისუფლად.”;
კ) “ოცეულო, რა შეკითხვები გაქვთ ამ მოძრაობის ჩვეულებრივი რიტმით
შესრულებასთან ან ინსტრუქტაჟის “ნაბიჯ-ნაბიჯ” მეთოდთან დაკავშირებით?”.
,,რიგითო, სმენა”. თქვენ იქნებით ჩემი დამხმარე ინსტრუქტორი. დაიშალეთ.”.
შენიშვნა: “ნაბიჯ-ნაბიჯ” ინსტრუქტაჟის მეთოდის თანახმად, მარშირების
პროცესი დაყოფილია 5 ეტაპად: 1. წინასწარი კომანდის ეტაპი; 2. შუალედური ეტაპი;
3. შესასრულებელი კომანდის ეტაპი; 4. მოქმედების ეტაპი; 5. დამატებითი ეტაპი.

მუხლი 7. ინსტრუქტაჟის მეთოდი – “ახსნა–განმარტებითი საუბარი”

1. ამ მეთოდში გაერთიანებულია ახსნა და დემონსტრირება. თითოეული


სამწყობრო ილეთი სრულდება მისი ზეპირი აღწერილობის შესაბამისად.
2. მეთაური უხსნის ჯარისკაცს, რა და როგორ უნდა გააკეთოს. ჯარისკაცი
ასრულებს მითითებებს; შემდეგ კი მეთაურის დახმარებით იმავე მოძრაობას
ასრულებს ჩვეულებრივი რიტმით.
3. ქვემოთ მოყვანილია მაგალითი, როგორ უნდა ასწავლოს მეთაურმა
ინსტრუქტაჟის მეთოდის – ,,ახსნა-განმარტებითი საუბრის” გამოყენებით:
ა) ,,რიგითო, ადგილზე”. მე გამოვიყენებ ინსტრუქტაჟის მეთოდს – ,,ახსნა -
განმარტებითი საუბარი”. კომანდაზე ,,სმენა” ან ,,მოეწყვეთ” მკვეთრად მიადგით
ფეხის ქუსლები ერთმანეთს 45 გრადუსიანი კუთხით. გადაიტანეთ სხეულის სიმძიმე
ორივე ფეხის ქუსლზე. ფეხები გაასწორეთ, მუხლები არ მოხაროთ. სხეული
გამართეთ, მხრები თანაბრად გაშალეთ, თავი ასწიეთ და ნიკაპი ისე დაიჭირეთ, რომ
თავ-კისერი ერთმანეთს ვერტიკალურად უსწორდებოდეს. თითები მოხარეთ ისე,
რომ ცერის წვერი ეხებოდეს საჩვენებელი თითის მოხრილ კუთხეს. დაიკავეთ
ხელები ისე, რომ ხელისგულები შარვლის ნაკერებს ეხებოდეს. იყავით ჩუმად და არ
გაინძრეთ მითითების გარეშე.”;
ბ) ,,თავისუფლად”. ამ სამწყობრო დგომის მიღება ხდება შემდეგი
თანამიმდევრობით: ,,რიგითო, სმენა”, ,,თავისუფლად”, ,,მოეწყვეთ”, ,,თავისუფლად”.
გ) ოცეულო, რა შეკითხვები გაქვთ მდგომარეობა ,,სმენასა” და ინსტრუქტაჟის
,,ახსნა-განმარტებითი საუბარის” მეთოდთან დაკავშირებით?”
დ) ,,რიგითო, სმენა”. თქვენ იქნებით ჩემი დამხმარე ინსტრუქტორი.
“დაიშალეთ.”.
შენიშვნა: ათეულის, ოცეულის ან ასეულის ამ მეთოდით სამწყობრო
მომზადებისას მეთაური მწყობრის წინ დგას.

მუხლი 8. ინსტრუქტაჟის მეთოდი – “დათვლა”

1. კომანდა – “დაითვალეთ” გაიცემა სამწყობრო ილეთის დათვლით


შესრულების დასაწყებად. კომანდა – “დათვლის გარეშე” გამოიყენება ერთთვლიანი
მოძრაობების შესაწყვეტად და ჩვეულებრივ რიტმზე გადასასვლელად. აქაც, როგორც
მეთოდში – “ახსნა-განმარტებითი საუბარი”, გაერთიანებულია ახსნა და
დემონსტრირება. მოძრაობების ახსნა და დემონსტრირება ხდება ერთდროულად,
ერთ თვლაზე.
2. მეთაური დამხმარე ინსტრუქტორს სამწყობრო ილეთს დათვლით
(ერთდროულად, ერთ თვლაზე) შეასრულებინებს, ხოლო შემდეგ – ჩვეულებრივი
რიტმით.
3. ამ პუნქტში მოცემულია, როგორ ასწავლის მეთაური სამწყობრო ილეთებს
ინსტრუქტაჟის “დათვლის” მეთოდის გამოყენებით.
ა) “რიგითო, ადგილზე.” მე გამოვიყენებ ინსტრუქტაჟის მეთოდს – “დათვლა”.
მდგომარეობიდან – “იარაღი – ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი – მკერდზე”
გადასვლა ორთვლიანი მოქმედებაა. შესასრულებელ კომანდაზე – “მკერდზე”,
თვლაზე “ერთი” მარჯვენა ხელი მოჰკიდეთ შაშხანის ლულას და დაიკავეთ
სხეულთან დიაგონალურად ისე, რომ მარჯვენა ხელის იდაყვი დარჩეს დაბლა,
მოხრილ მდგომარეობაში. იმავდროულად მარცხენა ხელი მოჰკიდეთ ავტომატის
სალულეს და დაიკავეთ ქამრიდან 10 სმ-ის დაშორებით. “დაითვალეთ, იარაღი –
მკერდზე”.
ბ) თვლაზე “ორი” გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და ახლა კონდახით
დაიკავეთ ავტომატი. იარაღი გეჭიროთ სხეულთან დიაგონალურად, ქამრიდან 10 სმ-
ის დაშორებით, იდაყვი მოხრილი, მარჯვენა მკლავი ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში. ამგვარად მიიღება მდგომარეობა “იარაღი – მკერდზე”. “მოემზადეთ
– ორი”.
გ) “მდგომარეობიდან – “იარაღი – მკერდზე” მდგომარეობაში – “იარაღი –
ფეხთან” გადასვლა ხდება სამ თვლაზე. შესასრულებელ კომანდაზე – “ფეხთან”
თვლაზე “ერთი” გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და წელში გასწორდით, თან
ახლოს და მტკიცედ დაიკავეთ ლულა ისე, რომ ავტომატი არ ირყეოდეს. მარჯვენა
ხელის იდაყვი დაბლა დახარეთ. “იარაღი - ფეხთან”.
დ) “თვლაზე “ორი” გაუშვით მარცხენა ხელი ავტომატს და მარჯვენა ხელით
დაბლა, მარჯვენა მხარეს დასწიეთ ისე, რომ იარაღი მიწიდან 3 სმ-ით იყოს
დაშორებული. ამავე დროს მიმართეთ ავტომატი ადგილზე მარცხენა ხელით,
თითები შეკუმშეთ, ხელისგული ზურგისკენ მიაქციეთ. “მოემზადეთ – ორი.”;
ე) “თვლაზე “სამი” მკვეთრად გადაიტანეთ მარცხენა ხელი მარცხნივ, როგორც
მდგომარეობაში “სმენა”, ხოლო მარჯვენა ხელით დასწიეთ ავტომატი მიწის
ზედაპირისაკენ და მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი – ფეხთან”. “მოემზადეთ – სამი.”;
ვ) “ეს კომანდები ჩვეულებრივი რიტმით სრულდება შემდეგნაირად: თვლის
გარეშე – “იარაღი – მკერდთან”, “იარაღი – ფეხთან”, “თავისუფლად”.
ზ) “ოცეულო, რა შეკითხვები გაქვთ ჩვეულებრივი რიტმით ან “დათვლის”
მეთოდით მდგომარეობიდან – “იარაღი – ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი –
მკერდზე” (ან პირიქით) გადასვლასთან დაკავშირებით?”
თ) “რიგითო, სმენა”. თქვენ იქნებით ჩემი დამხმარე ინსტრუქტორი.
“დაიშალეთ”. (შენიშვნა: აქ არ არის ნახსენები კომანდა – “მოემზადეთ – ერთი”).

მუხლი 9. პრაქტიკა

პრაქტიკის ეტაპზე სამწყობრო ილეთები იმავე სახით სრულდება, როგორც


დემონსტრირებისას, იმ განსხვავებით, რომ ინსტრუქტორი იყენებს ქვედანაყოფის
სიდიდის შესაბამის დასახელებას. იგი თავის ქვედანაყოფს არ აძლევს ჩვეულებრივი
ტემპით მოძრაობის უფლებას, მანამ, სანამ ეს უკანასკნელიşსამწყობრო ილეთს
(ინსტრუქციის შესაბამისად) დამაკმაყოფილებლად არ შეასრულებს.

თავი III. საინსტრუქციო მეთოდიკა

მუხლი 10. მწყობრი

1. სამწყობრო ილეთების დემონსტრირება და მათი პრაქტიკული შესრულება


საუკეთესოდ ხორციელდება მწკრივებში. ჯარისკაცებმა უნდა ისწავლონ რაც
შეიძლება მცირერიცხოვან ჯგუფებში, რათა თითოეულş მათგანს სათანადო
ყურადღება მიექცეს. ამრიგად, ათეულის მოწყობა, შეძლებისდაგვარად, უნდა
ისწავლებოდეს ათეულის სიდიდის ქვედანაყოფებში, ოცეულისა – მისი სიდიდის
შესაბამის საჯარისო ერთეულში, ხოლო ასეულისა – ასეულებში.
2. სწავლების დროს გამოიყენება მწკრივად მოწყობა ნორმალური (განმკლავის)
ინტერვალით. რეკომენდებულია, პირველმა მწკრივმა ჩაიმუხლოს მარჯვენა
მუხლზე, მეორე მწკრივი დგამს არასრულ ნაბიჯს მარცხნივ და იმუხლება, მესამე
მწკრივი ადგილზე რჩება, ხოლო მეოთხე მწკრივი დგამს არასრულ ნაბიჯს მარცხნივ.
ეს წყობა შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბდეს კომანდაზე: “საინსტრუქციო წყობით –
მოეწყვეთ”. ოცეულის მწკრივად გადაწყობისათვის გაიცემა კომანდა – “მოეწყვეთ”.
ოცეულის შემადგენლობა მოქმედებს ზემოთ აღწერილი მეთოდის
უკუთანამიმდევრობით.
3. მეთაურს, მეტი მოხერხებულობისათვის, შეუძლია ჯარისკაცები დააყენოს
მართკუთხედის ფორმით.
ა) მართკუთხედის ფორმით მოსაწყობად ინსტრუქტორი გასცემს კომანდას:
“გაიშალეთ მარცხნისაკენ, ნაბიჯით - იარ”. მარჯვენა ფლანგზე მდგომი ყველა
ჯარისკაცი ადგილზე რჩება და გაშლის მკლავებს მხრის დონეზე, ხელისგულებით
დაბლა; ყველა დანარჩენი ჯარისკაცი ბრუნდება მარცხნივ და აჩქარებული ნაბიჯით
მიდის წინ. საკმარისი რაოდენობის ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ჯარისკაცები
ჩერდებიან და შემობრუნდებიან მარჯვნივ, შლიან მკლავებს მარჯვენა ფლანგის
ჯარისკაცების მსგავსად ისე, რომ ერთმანეთისაგან 30 სმ-ით იყვნენ დაშორებულნი,
სწორება არის მარჯვნივ და იმყოფებიან მდგომარეობაში “სმენა.”;
ბ) შემდეგ ინსტრუქტორი გასცემს კომანდას: “ხელები დაბლა – დაუშვით”.
ჯარისკაცები მკვეთრად სწევენ ხელებს დაბლა (როგორც დგომში “სმენა”);
გ) ინსტრუქტორიğგასცემს კომანდას: “მარცხნისა-კენ”. კომანდაზე ყველა
ჯარისკაცი ბრუნდება მარცხნივ;
დ) შემდეგ ინსტრუქტორი გასცემს კომანდას: “გაიშალეთ მარცხნისაკენ,
ნაბიჯით - იარ”. ჯარისკაცები ასრულებენ მითითებას;
ე) შემდეგი კომანდაა – “ხელები დაბლა - დაუშვი”;
ვ) მომდევნო კომანდაა – “მარჯვნისა-კენ”;
ზ) ამის შემდეგ მეთაურის კომანდაზე – “ფრონტიდან სიღრმისაკენ –
გაითვალეთ” პირველი მწკრივის ჯარისკაცები აბრუნებენ თავს მარჯვნივ და იწყებენ
გათვლას “პირველი” და ა.შ. და თავს აბრუნებენ წინ. დანარჩენი მწკრივების
შემადგენლობაც იგივენაირად გაითვლის, ხოლო ბოლო მწკრივის ჯარისკაცები არ
აბრუნებენ თავს;
თ) შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას: “ლუწი ნომრები მარცხნისაკენ,
გამოდით რიგიდან”. ყველა ლუწი ნომრის მქონე ჯარისკაცი სწრაფად გამოდის
მწყობრიდან, ბრუნდება მარჯვნივ და იღებს დგომს “სმენა”. ამრიგად, მწყობრი მზად
არის ინსტრუქციის მისაღებად;
ი) საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად ინსტრუქტორი გასცემს კომანდას:
“მიიჯერით მარჯვნივ, ნაბიჯით – იარ”. ყველა ჯარისკაცი აჩქარებული ნაბიჯით
მიდის მწყობრში თავისი საწყისი პოზიციისაკენ.
4. უფრო თვალსაჩინო სწავლებისათვის ინსტრუქტორს შეუძლია ჯარისკაცები
წრეზე მოაწყოს.
ა) მეთაური დადგება პირველი ათეულის მიმმართველი ჯარისკაცის წინ და
გასცემს კომანდას: “წრიული ხაზით, მომყევით”. მეთაური აჩქარებული ნაბიჯით
მოძრაობს წრეზე. მიმმართველი ათეულის ჯარისკაცები მიჰყვებიან დაახლოებით 100
სმ-ის დაშორებით (ერთი ხელის გაწვდენას პლუს 15 სმ). დანარჩენი ათეულების
შემადგენლობაც აჩქარებული ნაბიჯით, კომანდის გარეშე მიჰყვება მიმმართველი
ათეულის ბოლო ჯარისკაცს, დადგენილი დისტანციით. წრის შეკვრის შემდეგ
მეთაური გაემართება წრის ცენტრისაკენ, იღებს დგომს “სმენა” და გასცემს კომანდას:
“სწრაფი ნაბიჯით – იარ”. ჯარისკაცები ასრულებენ კომანდას და მეთაურის მიერ
ინდივიდუალურად მიცემული მითითებებით დგებიან ნორმალური (განმკლავის)
ინტერვალით.
ბ) ამის შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას – “სდექ”.
გ) ამას მოჰყვება კომანდა: “მარცხნისა – კენ”, რომელზეც ყველა ჯარისკაცი
ბრუნდება პირით მეთაურისაკენ (ცენტრისაკენ). ამგვარად, მწყობრი უკვე მზად არის
ინსტრუქციის მისაღებად.
დ) მწყობრის საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად მეთაური გასცემს
კომანდებს: “სმენა”, “დაიშალეთ” და “მოეწყვეთ”. ბოლო კომანდაზე ყველა ჯარისკაცი
უბრუნდება საწყის პოზიციას.
შენიშვნა: როცა გარემო პირობები ხელს უშლის ამგვარი მწყობრის შექმნას,
ჯარისკაცებს მიუთითებენ, რომ ადგილზე გაჩერდნენ. ქვედანაყოფის მწყობრში
მოსაწყობად გაიცემა კომანდა – “მოეწყვეთ”.
5. მეთაური ან მეთაურის მოადგილე უზრუნველყოფს მწკრივებში ზუსტი
ინტერვალის დაცვას (ჯარისკაცებს შორის). როცა ჯარისკაცი სათანადოდ ვერ
ასრულებს მითითებულ მოძრაობებს და ვერ იკავებს საჭირო პოზიციას, მეთაურს
შეუძლია დაეხმაროს მას.
6. იმისათვის, რომ ჯარისკაცმა დაიცვას რიტმი, მეთაური მარშირების დროს
მათ რიტმულად ათვლევინებს.
ა) სწრაფი ნაბიჯით მარშირების დროს რიტმის დასაცავად, მარცხენა ფეხის
მიწაზე დადგმისთანავე, ინსტრუქტორი გასცემს წინასწარ კომანდას: “რიტმულად”,
ხოლო შესასრულებელი კომანდა – “დაითვალეთ” გაიცემა მეორე ნაბიჯის გადადგმის
შემდეგ. ამგვარად, ჯარისკაცი იწყებს თვლას მარცხენა ფეხის გადადგმიდან და
აგრძელებს თვლას ყოველ ნაბიჯზე – ერთი, ორი, სამი, ოთხი. აჩქარებული ნაბიჯით
მარშირებისას იგივე მოქმედებები სრულდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თვლა
მხოლოდ მარცხენა ფეხის დადგმისას ხდება. მარშირების დროს რიტმის
შესანარჩუნებლად ჯარისკაცებს უფლება აქვთ იმღერონ ან იარონ დოლის ცემის
ხმაზე;
ბ) ადგილზე სიარულისათვის ორ ან მეტ თვლაზე მეთაური გასცემს კომანდას:
“რიტმულად, მარჯვნისა-კენ.” შესასრულებელ კომანდაზე ჯარისკაცი
იმავდროულად ასრულებს პირველი თვლის მოქმედებას და ამბობს – “ერთი”. მეორე
თვლის მოქმედებაზე კი – “ორი”.
შენიშვნა: რიტმული მოძრაობების შესაწყვეტად მეთაური გასცემს კომანდას:
“რიტმის გარეშე” და მოწყობას აგრძელებს ჩვეულებრივი მეთოდით. მაგალითად,
რიტმული თვლის გარეშე მარშირების დროს გაიცემა კომანდა: “რიტმის გარეშე -
იარ”, ხოლო ადგილზე სიარულის დროს – კომანდა: “რიტმის გარეშე, მარცხნისა-კენ”. გ) სამწყობრო
მნიშვნელოვანია. ერთფეროვნებისა და მონოტონურობის თავიდან ასაცილებლად
მეთაურები აწყობენ შეჯიბრებებს სამწყობრო ილეთების შესრულებაში.
დ) მასობრივი კომანდები გაიცემა ჯარისკაცებს შორის ურთიერთნდობის
შექმნისა და მეტი სიხალისისათვის. ასეთი კომანდები მეტად შედეგიანია სამეთაურო
კურსის სწავლების დროს საკომანდო ხმის დასამუშავებლად.

თავი IV
კომანდები და საკომანდო ხმა

მუხლი 11. კომანდები

1. სამწყობრო კომანდა არის მეთაურის მიერ გაცემული ზეპირი ბრძანება.


მითითებული მოქმედების შესრულების სიზუსტეს მნიშვნელოვნად განაპირობებს
კომანდის გაცემის ფორმა (მანერა).
2. წესები – იმ შემთხვევაში, თუ ათეული ეწყობა, როგორც ცალკეული
ქვედანაყოფი და არა როგორც უფრო დიდი ერთეულის შემადგენელი ნაწილი,
მეთაური კომანდების გასაცემად იყენებს შემდეგ წესებს:
ა) როცა ქვედანაყოფი ერთ ადგილზეა გაჩერებული, მეთაური კომანდების
გაცემის დროს დგება ჯარისკაცების პირისპირ, ხოლო მარშირებისას იგი გვერდზე
მიჰყვება ათეულს, რათა შეინარჩუნოს თავისი პოზიცია ქვედანაყოფში;
ბ) მარშირებისას კომანდების გასაცემად მეთაური თავს ჯარისკაცებისაკენ
აბრუნებს;
გ) როცა ათეულები ეწყობიან, როგორც უფრო დიდი ქვედანაყოფის ნაწილები,
მაშინ კომანდების გასაცემად დამატებითი წესები გამოიყენება;
დ) წინასწარი კომანდის გასაუქმებლად მეთაური გასცემს კომანდას: “არ
ვარგა”, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს შესასრულებელ კომანდას. მეთაურს არ
შეუძლია შესასრულებელი კომანდის გაუქმება კომანდით “არ ვარგა“. თუ მცდარი
კომანდა არ გაუქმდა, ჯარისკაცები ასრულებენ მას შეძლებისდაგვარად.
3. ორნაწილიანი კომანდები – უმეტესი სამწყობრო კომანდები ორი
ნაწილისაგან – წინასწარი და შესასრულებელი კომანდებისაგან შედგება. არც ერთი
ნაწილი ცალკე კომანდას არ წარმოადგენს, ისინი გამოიყენება ერთად, სამწყობრო
ილეთების შესრულების გამარტივებისათვის.
ა) კომანდები: “მოემზადეთ, იარაღი – მკერდზე” და “მოემზადეთ, დაუმიზნეთ
– ცეცხლი” მიჩნეულია ორნაწილიან კომანდებად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი
მოიცავენ ორ წინასწარ კომანდას;
ბ) წინასწარ კომანდაზე ჯარისკაცი ემზადება მოქმედების შესასრულებლად.
კომანდაში – “პირდაპირ, ნაბიჯით - იარ”, წინასწარი კომანდაა “პირდაპირ, ნაბიჯით”;
გ) შესასრულებელი კომანდა უკვე მოქმედების დაწყებაზე მიუთითებს.
კომანდაში – “პირდაპირ, ნაბიჯით - იარ” შესასრულებელი კომანდაა “იარ”;
დ) მარშირების დროს ქვედანაყოფის მიმართულების შესაცვლელად წინასწარი
და შესასრულებელი კომანდები ისე გაიცემა, რომ ისინი მოძრაობაშივე
განხორციელდეს. მაგალითად: კომანდა – “მარჯვენა მხრით წინ, ნაბიჯით – იარ“,
გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე, ხოლო კომანდა – “მარცხენა მხრით
წინ, ნაბიჯით - იარ“, გაიცემა მიწაზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე. წინასწარ და
შესასრულებელ კომანდებს შორის ინტერვალი ყოველთვის არის ერთი ნაბიჯის
გადადგმა ან ერთი თვლა. წინასწარი და შესასრულებელი კომანდები გაიცემა მაშინ,
როცა ჯარისკაცი იმავე ფეხს დაადგამს მიწაზე.
4. გაერთიანებული კომანდები – ზოგიერთ კომანდაში წინასწარი და
შესასრულებელი კომანდები გაერთიანებულია. მაგალითად: “მოეწყვეთ -
თავისუფლად” და “თავისუფლად”. ეს კომანდები გაიცემა ერთნაირად, მაღალი
ტონით, ჩვეულებრივი შესასრულებელი კომანდის შესაფერისად.
5. დამატებითი კომანდები არის მეთაურების მიერ ზეპირად გაცემული
ბრძანებები, რომლებიც აძლიერებენ და ავსებენ ზემდგომი მეთაურების კომანდას,
უზრუნველყოფენ ჯარისკაცების მიერ მოქმედების არსის გაცნობიერებასა და მის
განუხრელ შესრულებას. დამატებითი კომანდები გაიცემა წოდებით ყველაზე დაბლა
მდგომი მეთაურების მიერ, რომლებიც აკონტროლებენ ცალკეულ მცირე
ქვედანაყოფებს, როგორც საერთო დიდი ქვედანაყოფის შემადგენელ ნაწილებს.
ა) დამატებითი კომანდა შეიძლება იყოს წინასწარი, ორნაწილიანი ან წინასწარი
კომანდის ნაწილი. ის, ჩვეულებრივ, გაიცემა წინასწარ და შესასრულებელ კომანდებს
შორის. როცა კომანდა ცალკეული ქვედანაყოფისაგან მოითხოვს განსხვავებულ
მოქმედებას (სხვა ქვედანაყოფებთან შედარებით) ან თვით ამ მოქმედების
შესრულების დროის გადავადებას, ქვემდგომი მეთაურები გასცემენ შესაბამის
დამატებით კომანდებს. კერძოდ: ოცეული მოწყობილია რიგებად და ოცეულის
მეთაური გასცემს კომანდას: “ორ რიგად მარცხნიდან (პაუზა), ნაბიჯით - იარ”.
პირველი და მეორე ათეულების მეთაურები გასცემენ კომანდას – “პირდაპირ”, ხოლო
მესამე და მეოთხე ათეულების მეთაურები კომანდას – “დარჩით – ადგილზე”.
შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” პირველი და მეორე ათეულები მიდიან წინ.
იმავდროულად, მესამე ათეულის მეთაური დანარჩენი ორივე ათეულისათვის
გასცემს კომანდას – “რიგო, ნახევრად მარცხნივ, ნაბიჯით - იარ”. როგორც კი მესამე
და მეოთხე ათეულების მეთაურები მიაღწევენ მარშირების ზღუდეს, ისინი
ავტომატურად შემობრუნდებიან ნახევრად მარჯვნივ და დგებიან პირველი და
მეორე ათეულების უკან, ნორმალური (განმკლავის) ინტერვალით;
ბ) ქვემდგომ მეთაურს დამატებითი კომანდების გაცემისას თავი მარჯვნივ აქვს
მიბრუნებული, გარდა იმ გამონაკლისისა, როცა ქვედანაყოფი მისგან მარცხნივ
მოძრაობს ან ასრულებს კომანდებს – “რიგო – მარცხნივ (ნახევრად - მარცხნივ)“ ან
“მარცხენა ფლანგისა-კენ”. მეთაური კომანდებს თავის მარცხნივ მიბრუნებით გასცემს
იმ შემთხვევაშიც, როცა ქვედანაყოფი იცვლის მწყობრის სახეობას, როგორიცაა
მწკრივად ან ოთხრიგად მოწყობა და გადაწყობა (იხ. მუხლები 36 და 42);
გ) მაგალითად: ოცეული მოწყობილია ერთ რიგად და აპირებს მწკრივად
გადაწყობას მარცხნისაკენ. მარცხენა ფლანგზე მდგომი ათეულის მეთაური,
რომელსაც თავი მარცხნივ აქვს მიბრუნებული, გასცემს კომანდას: “რიგო - მარცხნივ”.
სხვა ათეულების მეთაურებიც იმავე მეთოდით (მანერით) გასცემენ კომანდას:
“დარჩით – ადგილზე”;
შენიშვნა: როცა ქვედანაყოფი არის დგომში “მისალმება იარაღით”, წინასწარ
კომანდაზე – “იარაღი - ფეხთან” ქვემდგომი მეთაურები დამატებითი კომანდის
გაცემის წინ წყვეტენ მისალმებას.
დ) გაერთიანებული კომანდების დროს ქვემდგომი მეთაური არ გასცემს
დამატებით კომანდებს. მაგალითად: კომანდაზე – “მოეწყვე, თავისუფლად” ან
მასობრივი მოწყობისას, როცა მისი ქვედანაყოფი არის უფრო დიდი შენაერთის
შემადგენელი ნაწილი, ქვემდგომი მეთაური ასევე არ გასცემს დამატებით კომანდებს
(იხ. 11-ე მუხლის, მე-5 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შენიშვნა);
ე) საერთო მოწყობის დროს ოცეულის მეთაურები წინასწარი კომანდების
შემდგომ თავად გასცემენ დამატებით კომანდებს. როცა წინასწარი კომანდა ეხება
ასეულს, ოცეულების მეთაურები იმავდროულად იღებენ დგომს “სმენა” და გასცემენ
კომანდას – “ოცეულო”. ასეულის მეთაური ნებას რთავს ოცეულის მეთაურებს,
შესასრულებელი კომანდების წინ გასცენ დამატებითი კომანდები;
ვ) როცა მიმართულება არ არის მითითებული, ეს გულისხმობს წინ სვლას,
ხოლო როცა მარშირების ტემპზე არ გაიცემა კომანდა, მაშინ ჯარისკაცები მიდიან
აჩქარებული ნაბიჯით. ჩვეულებრივ, თუ მარშირების მიმართულება ან ტემპი უნდა
აღინიშნოს წინასწარ კომანდაში, მაშინ ისინი იღებენ დამატებითი კომანდის სახეს.
6. მითითებები – მეთაური ქვემდგომ მეთაურებს აძლევს მითითებებს:
ა) ქვემდგომი ქვედანაყოფების გადაადგილების ან მოძრაობის, ასევე მათ მიერ
დავალების დამოუკიდებლად შესრულების დროს მეთაური გასცემს მითითებებს;
ბ) მითითებები გაიცემა წინადადების ფორმით, ჩვეულებრივი ტერმინების
გამოყენებით. მაგალითად – “მოაწყვეთ თქვენი ქვედანაყოფები რიგში გაშლილი
მწყობრით და დააწყვეთ იარაღი.”;
გ) “ჩაიბარეთ თქვენი ქვედანაყოფები” – არის ერთადერთი მითითება,
რომელზეც ზემდგომი და ქვემდგომი მეთაურები ერთმანეთს ესალმებიან.

მუხლი 12. საკომანდო ხმა

1. სწორად გამოთქმული კომანდის გაგება ქვედანაყოფში ყველას შეუძლია.


ამგვარ კომანდებს ახასიათებთ ტონი, ტემპი და შეწყვეტა, რომელსაც სჭირდება
სიზუსტე და დროული პასუხი.
2. ხმის კონტროლი – საკომანდო ხმის სიმაღლე დამოკიდებულია
ქვედანაყოფში ჯარისკაცების რაოდენობაზე. ჩვეულებრივ, მეთაური დგება ათეულის
ცენტრის გასწვრივ, პირით ჯარისკაცებისაკენ და ლაპარაკობს ისე, რომ ყველას
ესმოდეს მისი ხმა:
ა) ხმა უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი, მაგრამ გადაჭარბებული დაძაბვა არ არის
საჭირო;
ბ) კომანდების გაცემისათვის საუკეთესო დგომია “სმენა”, ქვედანაყოფის
ჯარისკაცები აკვირდებიან თავიანთი მეთაურის დგომის მანერას და ჰბაძავენ მას.
3. გარკვევით წარმოთქმა – ყველა კომანდა უნდა წარმოითქვას მკვეთრად და
გარკვევით. მკაფიოდ წარმოთქმული კომანდები ეფექტიანია, ხოლო გაურკვევლად
წარმოთქმული – არეულობას იწვევს:
ა) კომანდების სწორად და გარკვევით გაცემის ჩვევა რომ გამოგიმუშავდეთ,
წარმოთქვით ისინი ნელა და ფრთხილად, მარცვლების გაგრძელებით;
ბ) შემდეგ თანდათანობით გაზარდეთ სიტყვების გამოთქმის ტემპი რიტმის
განსავითარებლად და ასე ივარჯიშეთ მანამ, სანამ ყველა მარცვალს გარკვევით არ
წარმოთქვამთ.
4. ხმის მოდულაცია – ხმის მოდულაცია გულისხმობს ხმის აწევ-დაწევასა და
ტონის შეცვლას:
ა) წინასწარი კომანდა მიუთითებს მოქმედებისაკენ. წარმოთქვით თითოეული
წინასწარი კომანდა მაღალი ხმით. დასაწყისში ხმის გამოცემის ყველაზე სასურველი
სიმაღლე ბუნებრივი სალაპარაკო ტემბრის დონეს უნდა შეესაბამებოდეს.
დამწყებების საერთო ნაკლია წინასწარი კომანდების იმდენად ხმამაღლა წარმოთქმა,
რომ შემდეგ მათ ძალა აღარ ჰყოფნით შესასრულებელი კომანდების მკაფიოდ და
დაუძაბავად წარმოსათქმელად. ამრიგად, ყველაზე კარგი წესია - დაიწყეთ კომანდის
წარმოთქმა ბუნებრივი, სალაპარაკო ხმით;
ბ) შესასრულებელი კომანდა მიუთითებს მოქმედების დაწყებაზე. გაეცით ის
მკვეთრი ტონითა და წინასწარი კომანდის ბოლო მარცვალზე ოდნავ მაღალი ხმით.
საკომანდო ხმის დასაყენებლად ყველაზე შედეგიანია ვარჯიში;
გ) გაერთიანებულ კომანდებში, როგორიცაა “მოეწყვეთ” და “დაიშალეთ” , წინასწარი დ
დამახასიათებელი ხმის სიმაღლით.
5. სიხშირე კომანდებში ნიშნავს სიტყვების სათანადო თანამიმდევრობით და
რიტმულად წარმოთქმას. კომანდებს შორის ინტერვალის ხანგრძლივობა ყველა
ქვედანაყოფისათვის საერთოა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ქვედანაყოფის
თითოეულმა ჯარისკაცმა შეძლოს წინასწარი კომანდის გაგება და დაელოდოს
შესასრულებელ კომანდას:
ა) ათეულის ან ოცეულის მარშირებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საჭიროა
დამატებითი კომანდების გაცემა, დროის ინტერვალი წინასწარ და შესასრულებელ
კომანდებს შორის არის ერთი ნაბიჯის ან “ერთი” თვლის ტოლი. იგივე ინტერვალი
გამოიყენება კომანდების გაცემის დროს, როცა ქვედანაყოფი გაჩერებულია. უფრო
გრძელი კომანდების წარმოთქმა, როგორიცაა – “მარჯვენა ფლანგისაკენ, ნაბიჯით –
იარ”, ისე უნდა დაიწყოს, რომ წინასწარი კომანდის გაცემა დამთავრდეს სათანადო
ფეხის გადადგმისთანავე და წინასწარსა და შესასრულებელ კომანდებს შორის
დარჩეს “ერთი” თვლის ტოლი ინტერვალი;
ბ) როცა საჭიროა დამატებითი კომანდების გაცემა, მეთაური ტოვებს “ერთი”
თვლის ინტერვალს წინასწარსა და ქვემდგომი მეთაურის დამატებით კომანდებს
შორის და კიდევ “ერთს” ამ უკანასკნელის შემდეგ, შესასრულებელი კომანდის
გაცემამდე.
თავი V
ინდივიდუალური სამწყობრო მომზადება

მუხლი 13. სამწყობრო ილეთების შესრულება ადგილზე

1. სამწყობრო ილეთების შესრულება იწყება დგომის – “სმენა” მიღების შემდეგ.


2. დგომი “სმენა” – იმისათვის, რომ ქვედანაყოფმა მიიღოს დგომი “სმენა”,
საჭიროა გაიცეს ორი კომანდა:
ა) კომანდა – “მოეწყვეთ” გაიცემა ქვედანაყოფის მოსაწყობად ან საწყისი
მდგომარეობის მისაღებად;
ბ) თავისუფალ დგომში მყოფი ჯარისკაცებისთვის დგომის – “სმენა”
მისაღებად გაიცემა ორნაწილიანი კომანდა. დგომს – “სმენა” ჯარისკაცები იღებენ
კომანდაზე “მოეწყვეთ” და “ათეულო (ოცეულო), სმენა”;
გ) დგომის – “სმენა” მისაღებად ქუსლები მიადგით ერთმანეთს სწორ ხაზზე,
ფეხის წვერები ფრონტის ხაზზე მიმართეთ თანაბრად, ისე, რომ შეიქმნას 45-
გრადუსიანი კუთხე. სხეულის სიმძიმე გადაიტანეთ ორივე ფეხის ტერფსა და
ქუსლზე, მუხლები გამართეთ, ტანი გაუსწორეთ თეძოს დონეს, მაღლა აწეული
მკერდით მთელი სხეული ოდნავ წინ წამოსწიეთ და მხრები გაშალეთ;
დ) თავი მაღლა და გამართულად გეჭიროთ, სახით პირდაპირ, ნიკაპი წინ არ
წამოწიოთ;
ე) ხელები სწორად ჩამოუშვით და არ დაჭიმოთ. გაშლილი თითები შეართეთ
ერთმანეთთან ერთ სიბრტყეში და შარვლის გვერდითა ნაკერს მიადეთ (ნახ. 13. 1);
ვ) იყავით ჩუმად და გაუნძრევლად სხვა მითითებების მიღებამდე.
შენიშვნა: დგომი “სმენა” მიიღება, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მიმართავს
წოდებით უფროს სამხედრო მოსამსახურეს.
ნახ. 13. 2.
2. დგომი “თავისუფლად” – დგომის - “სმენა” მიღების შემდეგ თავისუფალი
დგომის მისაღებად გაიცემა სხვადასხვა სახის კომანდები:
ა) სააღლუმო თავისუფალი დგომი. დგომი მიიღება კომანდის – “სმენა”
შესრულების შემდეგ, კომანდით – “სააღლუმოდ – თავისუფლად”:
ა.ა) კომანდაზე – “თავისუფლად” – მარცხენა ფეხი გადადგით 25 სმ-ით განზე.
ფეხები გამართეთ სწორად, არ დაჭიმოთ, სხეულის სიმძიმე თანაბრად გაანაწილეთ
ორივე ფეხის ტერფსა და ქუსლზე;
ა.ბ) ორივე ხელი ერთდროულად დაილაგეთ უკან, შუაში, ქამრის დონეზე.
გაშალეთ ხელის თითები, მარჯვენა ხელი მარცხენა ხელის გულთან მიიტანეთ ისე,
რომ ხელისგულები გარეთ მოექცეს, ცერები ერთმანეთს გადააჯვარედინეთ (ნახ. 13.
2);

ნახ. 13. 2. საზეიმო (სააღლუმო) თავისუფალი დგომი

ა.გ) თვალები და თავი გეჭიროთ ისე, როგორც მდგომარეობაში “სმენა”. იყავით


ჩუმად და გაუნძრევლად სხვა მითითების მიღებამდე. ამ პოზიციიდან შესაძლებელია
კომანდების – “დადექით თავისუფლად”, “დაისვენეთ” და “თავისუფლად”
შესრულება;
შენიშვნა: რიგითები იღებენ ამ პოზიციას, როცა მიმართავენ ნებისმიერ სერჟანტს
ან როცა სერჟანტები მიმართავენ უფრო მაღალი წოდების სერჟანტებს (მეთაურებს);
ბ) “დადექით თავისუფლად” – სამწყობრო ილეთის შესასრულებლად გაიცემა
კომანდა: “დადექით თავისუფლად”. სამწყობრო დგომი სრულდება ისევე, როგორც
კომანდის “სააღლუმო თავისუფლად” შესრულებისას. განსხვავება არის მხოლოდ ის,
რომ “დადექით თავისუფლად” დგომის შესრულებისას თავი და თვალები
მიმართულია მეთაურისაკენ. კომანდის – “დადექით თავისუფლად” შესრულების
შემდეგ შეიძლება გაიცეს კომანდა – “თავისუფლად” ან “დაისვენეთ”;
გ) “თავისუფლად” – სამწყობრო ილეთის შესასრულებლად გაიცემა კომანდა
“თავისუფლად”. სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ იმოძრაონ მარჯვენა ფეხის
გაუნძრევლად და დაასვენონ ხელები ცერების გადაჯვარედინებით, საუბარი არ
შეიძლება. კომანდის – “თავისუფლად” შესრულების შემდეგ შეიძლება გაიცეს
კომანდა – “დაისვენეთ”;
დ) “დაისვენეთ” – სამწყობრო ილეთის შესასრულებლად გაიცემა კომანდა
“დაისვენეთ”. სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ იმოძრაონ, ისაუბრონ ან
დალიონ მათარიდან წყალი მარჯვენა ფეხის გაუნძრევლად;
ე) მეთაურის მიერ კომანდის – “სმენა” წინასწარი კომანდის გაცემისას
სამხედრო მოსამსახურეები დგომიდან “დადექით თავისუფლად”, “თავისუფლად” და
“დაისვენეთ” ასრულებენ კომანდას “სააღლუმოდ თავისუფლად”;
შენიშვნა: როდესაც ჯარისკაცი იმყოფება დგომში “დადექით თავისუფლად”,
“თავისუფლად” და “დაისვენეთ”, კომანდაზე “სმენა” მან დაუყონებლივ უნდა მიიღოს
საზეიმო თავისუფალი დგომი. თუ რაღაც მიზეზის გამო ჯარისკაცი უკვე იმყოფება
მდგომარეობაში “სმენა”, იგი ამ მდგომარეობაში რჩება და უშუალო მეთაურს აღარ
უწევს მის მოსამზადებლად დამატებითი კომანდის გაცემა;
ვ) “დაიშალეთ” – სამწობრო ილეთის შესასრულებლად გაიცემა კომანდა
“დაიშალეთ”. სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ იმოქმედონ შემდეგი
თანამიმდევრობით:
ვ.ა) ქვედანაყოფი დაშლის წინ დგება დგომში “სმენა”;
ვ.ბ) იარაღიანი სამხედრო მოსამსახურეებისათვის კომანდამდე “დაიშალეთ”
გაიცემა შემდეგი კომანდები: “შეამოწმეთ - იარაღი”, “მოემზადეთ, იარაღი –
მკერდზე”, “იარაღი ფეხთან”, “იარაღი ქამარზე”;
ვ.გ) უიარაღო ათეულებისათვის გაიცემა მხოლოდ კომანდა “დაიშალეთ”.
3. ბრუნები ადგილზე – დგომიდან – “სმენა” შესაძლებელია შესრულდეს 5
სახის ბრუნი კომანდებზე: “მარჯვნისა-კენ”, “მარცხნისა-კენ”, “ნახევარბრუნით
მარჯვნისა-კენ”, “ნახევარბრუნით მარცხნისა-კენ” და “ზურგისა-კენ”;
შენიშვნა: ბრუნები – “ნახევარბრუნით მარცხნისაკენ” და “ნახევარ-ბრუნით
მარჯვნისაკენ” გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა 90 გრადუსიანი ბრუნი ვერ
უზრუნველყოფს სასურველი მიმართულებით მოძრაობას.
ა) ადგილზე მარცხნივ ბრუნები სრულდება ორ თვლაში:
ა.ა) თვლაზე “ერთი” მარჯვენა ფეხის ქუსლი და მარცხენა ფეხის წვერი ასწიეთ
უმნიშვნელოდ, მარცხენა ფეხის ქუსლსა და მარჯვენა ფეხის წვერზე ოდნავი
დაწოლით 90 გრადუსით შებრუნდით მარცხნივ. ამ დროს მარცხენა ფეხი გაჭიმულია,
მარჯვენა კი იხრება ბუნებრივად;
ა.ბ) თვლაზე “ორი” მარჯვენა ფეხი მიადგით მარცხენას ისე, რომ მიიღოთ
დგომი “სმენა”. მთელი ამ მოძრაობების განმავლობაში ხელები რჩება ისევე, როგორც
მდგომარეობაში “სმენა” (ნახ. 13. 3).

ბ) ბრუნის – “ზურგისა – კენ” შესრულება ორ თვლაში:


ბ.ა) თვლაზე “ერთი” მარჯვენა ფეხი გადადგით უკან, ოდნავ მარცხნივ, ფეხის
წვერზე. სიმძიმის ცენტრი გადაიტანეთ მარცხენა ფეხის ქუსლზე და მარჯვენა მუხლი
ბუნებრივად მოხარეთ. მარცხენა ფეხის ქუსლზე და მარჯვენა ფეხის წვერზე
შეამობრუნდით 180 გრადუსით ზურგისაკენ მარჯვენა მხრიდან.
ბ.ბ) თვლაზე “ორი” მარჯვენა ფეხი მიადგით მარცხენას ისე, რომ მიიღოთ
დგომი “სმენა”. მთელი ამ მოძრაობის განმავლობაში ხელები რჩება ისევე, როგორც
მდგომარეობაში “სმენა”.
შენიშვნა: მთელი ამ მოძრაობების განმავლობაში სხეულის დგომარეობა
უცვლელი რჩება, ანუ შეესაბამება დგომს “სმენა”.
ნახ. 13. 4. ბრუნი ზურგისაკენ

4. მხედრული მისალმება – კომანდა – “მხედრული მისალმება” სრულდება


ერთ თვლაზე, ადგილზე და მარშირებისას. ხელით მისალმებას ასრულებს მხოლოდ
ის სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც უსწორდება მწყობრი. სირბილით სვლის
დროს თითოეული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მწობრზე პასუხისმგებელი
პირი ან მეთაურია, მხედრულ მისალმებამდე უნდა გადავიდეს აჩქარებული ნაბიჯით
სვლაზე:
ა) თუ სამხედრო მოსამსახურეს ახურავს კეპიანი ქუდი (ჩაფხუტი), კომანდის
გაცემისთანავე ასწევს მარჯვენა ხელს მკვეთრად, ისე, რომ თითები შეერთებული
იყოს ხელის გულით ქვემოთ, მტევანი გამართული. მარჯვენა ხელის საჩვენებელი
თითის წვერი ეხებოდეს ქუდის კეპს (ჩაფხუტს) მარჯვენა თვალთან ისე, რომ წინა
მხრიდან არ უნდა ჩანდეს ხელისგული და მტევნის ზედაპირი, ხოლო იდაყვი უნდა
იყოს მხრის სიმაღლეზე (ნახ. 13. 5-ის 1, 2);
ბ) თუ სამხედრო მოსამსახურე არის სათვალეების გარეშე და ახურავს ბერეტი,
მხედრულ მისალმებას ასრულებს იმავე მეთოდით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ,
მხოლოდ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის წვერს მიიტანს შუბლთან მარჯვენა
მხრიდან, მარჯვენა წარბთან ახლოს, ხოლო სათვალეების ტარების შემთხვევაში,
თითს მიიტანს სათვალის ჩარჩოსთან (ნახ. 13. 5-ის 3);
გ) მხედრული მისალმების (მოხსენების) შემდეგ სამხედრო მოსამსახურე
ჩამოუშვებს ხელს მკვეთრად ერთ თვლაზე და მიიღებს დგომს “სმენა”;
დ) როდესაც სამხედრო მოსამსახურე აბარებს პატაკს ან პატივს მიაგებს
უფროსს, მას სახეში უყურებს და ისე ესალმება. ამ დროს მოქმედებები სრულდება
კომანდის გაუცემლად. სამხედრო მოსამსახურე მეთაურთან ექვსი ნაბიჯით
მიახლოებისას მისალმებას იწყებს და წყვეტს მასთან გასწორებისთანავე (საპასუხო
მისალმებისთანავე);
ნახ.. 13. 5. მხედრული მისალმება.

ე) პატაკის ჩაბარების დროს სამხედრო მოსამსახურე მეთაურს დაუდგება წინ


ორი-სამი ნაბიჯის მოშორებით და უყურებს სახეში. პატაკის ჩაბარების შემდეგ
დამოუკიდებლად დაუშვებს ხელს და მიიღებს დგომს “სმენა”, ხოლო მოძრაობაში
მხედრული მისალმებისას, მეთაურამდე ხუთი-ექვსი ნაბიჯით მიახლოებისას, ფეხის
დადგმასთან ერთად წყვეტს ხელებით მოძრაობას, მიაბრუნებს თავს, მარჯვენა ხელს
საფეთქელთან მიიტანს და მეთაურისაკენ ცქერეით აგრძელებს მოძრაობას; როდესაც
მეთაურს ჩაუვლის, მარცხენა ფეხის მიწაზე დადგმისთანავე გაასწორებს თავს,
მეთაური იყურება პირდაპირ და მარჯვენა ხელს დაბლა დაუშვებს, ხოლო გასწრების
დროს მეთაურს პირველ ნაბიჯზევე ესალმება, მეორე ნაბიჯზე თავს პირდაპირ
მიაბრუნებს და მარჯვენა ხელს ჩამოუშვებს. სხვადასხვა პირობებში მხედრული
მისალმების წესები და ხერხები იხილეთ N 1 დანართში.

მუხლი 14. სამწყობრო ილეთები უიარაღოდ მოძრაობისას

1. ამ მუხლში განხილულია სამხედრო მოსამსახურეების ინდივიდუალური


სამწყობრო მომზადება, რომელიც შეისწავლება როგორც ინდივიდუალურად, ისე
ერთობლივად. მისი დასრულების შემდეგ ხორციელდება სამწყობრო მომზადების
შესწავლა ქვედანაყოფის შემადგენლობაში.
2. მარშირების ძირითადი საკითხები – სამხედრო მოსამსახურის
გადაადგილება მოიცავს სამწყობრო მომზადების ყველა სახის ელემენტს:
ა) სამწყობრო მომზადების დროს ყველა სახის გადაადგილება იწყება
დგომიდან “სმენა”;
ბ) სამხედრო მოსამსახურე, სალაშქრო და თავისუფალი ნაბიჯებით
გადაადგილების გარდა, ყველა სახის გადაადგილებას ასრულებს როგორც “სმენაზე”
მარშირების დროს. “სმენაზე” მარშირება არის დგომის – “სმენა” და ნაბიჯების
შესრულების კომბინაცია;
გ) მოძრაობა დგომიდან – “სმენა” მარცხენა ფეხით იწყება იმ შემთხვევაში, თუ
არ არის გაცემული კომანდა – “მარჯვენა ფეხით ნაბიჯით-იარ”;
დ) მოკლე მანძილზე სამხედრო მოსამსახურის გადაადგილებისათვის,
მეთაურმა უნდა გასცეს კომანდა და აღნიშნოს (მიუთითოს) ნაბიჯების რაოდენობა
და მოძრაობის მიმართულება. მაგალითად: წინ, ზურგისკენ ან რომელიმე მხრისაკენ,
შემდეგი კომანდების გაცემით: “ერთი ნაბიჯით მარჯვნივ – იარ” ან “ორი ნაბიჯით
უკან (წინ) – იარ”. კომანდაზე – “ნაბიჯით - იარ” გადადგით სათანადო ფეხი და
მეთაურის მიერ მითითებული ნაბიჯების გავლის შემდეგ ავტომატურად შეჩერდით.
წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს სრული (75 სმ), თუ რაიმე სხვა მითითება არ
არის გაცემული;
ე) სამწყობრო მომზადების დროს კომანდაზე – “ნაბიჯით იარ” გადაადგილება
სრულდება აჩქარებული (ზომიერი) ნაბიჯით სვლის რიტმში (120 ნაბიჯი/წუთში),
გარდა სრული ნაბიჯით სვლისას, რომელიც შესაძლოა შესრულდეს კომანდაზე –
“სირბილით იარ”, რიტმით 180 ნაბიჯი/წუთში;
ვ) სამწყობრო ნაბიჯის სიგრძე არის მანძილი ჯარისკაცის ერთი ფეხის
ქუსლიდან მეორე ფეხის ქუსლამდე;
ზ) სამხედრო მოსამსახურის სამწყობრო ნაბიჯი პატარა მანძილზე სრულდება
არასრული ნაბიჯით.
2. გადაადგილება სრული ნაბიჯით – ადგილიდან გადაადგილება სრული
ნაბიჯით სრულდება კომანდის – “პირდაპირ, ნაბიჯით - იარ” შემდეგ:
ა) სამწყობრო ილეთის შესასრულებლად გაიცემა წინასწარი კომანდა –
“პირდაპირ, ნაბიჯით”, ამ დროს სიმძიმის ცენტრი გადაიტანეთ მარჯვენა ფეხზე
ზედმეტი მოძრაობების გარეშე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მარცხენა ფეხით
გადადგით სრული ნაბიჯი და განაგრძეთ მარშირება ამავე ზომის თანაბარი
ნაბიჯებით, თავი მიაბრუნეთ წინ და პირდაპირ იყურეთ. ხელები ამოძრავეთ
ბუნებრივად, იდაყვებში მოუხრელად, შარვლის გვერდითი ნაკერიდან 23 სმ-ით წინ
და 15 სმ-ით უკან. ხელის თითები გქონდეთ ისე, როგორც დგომისას “სმენა”;
ბ) მარშირების შესაჩერებლად კომანდა ასე გაიცემა: “ათეულო (ოცეულო),
სდექ”. წინასწარი კომანდა “ათეულო (ოცეულო)”, გაიცემა მიწაზე ერთ-ერთი ფეხის
დადგმისას. მარშირება გრძელდება და შესასრულებელი კომანდა “სდექ” გაიცემა
იმავე ფეხის მიწაზე დადგმისას. შეჩერება სრულდება ორ თვლაზე. კომანდის –
“სდექ” შემდეგ დგამთ დამატებით ნაბიჯს და წინ გადადგმულ ფეხს მიადგამთ
მეორეს, იღებთ დგომს “სმენა” და წყვეტთ მოძრაობას.
3. ნაბიჯის შეცვლა – ქვედანაყოფის მწყობრით გადაადგილებისას (სრული
ნაბიჯით გადაადგილებისას) თუ სამხედრო მოსამსახურეს აერია ფეხი (ნაბიჯი)
მეთაური გასცემს კომანდას მარჯვენა ფეხის მიწაზე დადგმისთანავე: “რიგითო
პეტრიაშვილო, შეცვალეთ ფეხი (ნაბიჯი)”. კომანდაზე – “ფეხი (ნაბიჯი)” სამხედრო
მოსამსახურე დგამს დამატებით კიდევ ერთ ნაბიჯს ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა
ფეხით. მარჯვენა ფეხის ცერს დგამს მარცხენა ფეხის ქუსლთან ახლოს და განაგრძობს
სვლას მარჯვენა ფეხით, ხელების მოძრაობა ბუნებრივია.
4. ზურგისაკენ ბრუნი მოძრაობისას – სრულდება გადაადგილების
(მოძრაობის) მიმართულების 180 გრადუსით შესაცვლელად (სრული ნაბიჯებით
მარშირებისას). ზურგისაკენ მისაბრუნებელი კომანდა – “ზურგისა-კენ” გაიცემა
მიწაზე მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე. ამ კომანდაზე მარცხენა ფეხით დგამთ
კიდევ ერთ ნაბიჯს (თვლაზე “ერთი”). მარჯვენა ფეხი ნახევარი ნაბიჯით წინ და
ოდნავ მარცხნივ დაადგით, ორივე ფეხის წვერზე მკვეთრად შემობრუნდით მარცხნივ
(თვლაზე “ორი”) და განაგრძეთ სვლა მარცხენა ფეხით ახალი მიმართულებით
(თვლაზე “სამი” მობრუნების დროს ხელები არ მოძრაობს).
5. “თავისუფალი გადაადგილება სრული ნაბიჯით” მოიცავს “სალაშქრო
ნაბიჯით” სიარულსა და “თავისუფალი ნაბიჯით” სიარულს:
ა) კომანდა: “თავისუფალი ნაბიჯით - იარ” გაიცემა რომელიმე ფეხის მიწაზე
დადგმისთანავე. კომანდის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს აღარ მოეთხოვებათ
ფეხშეწყობილად სიარული. მაგრამ ინტერვალი და დისტანცია დაცული უნდა იყოს.
აგრეთვე შესაძლებელია გაიცეს კომანდები –”სირბილით - იარ” და “სალაშქრო
ნაბიჯით – იარ”;
ბ) კომანდა – “სალაშქრო ნაბიჯით – იარ” სრულდება წინა კომანდის მსგავსად,
იმ განსხვავებით, რომ სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ დალიონ წყალი
(მათარიდან) და ისაუბრონ.
შენიშვნა: თავისუფალი გადაადგილებისას მარშირების მიმართულების
შესაცვლელად მეთაური მიუთითებს მიმმართველ (მეწინავე) სამხედრო
მოსამსახურეებს გადაადგილების მიმართულებას. მოძრაობაში სხვა სამწყობრო
ილეთების შესასრულებლად ქვედანაყოფმა უნდა დაიწყოს ფეხშეწყობილი სვლა.
კომანდაზე – “აჩქარებული ნაბიჯით–იარ”, ქვედანაყოფი ავტომატურად გადადის
სვლაზე – “გადაადგილება სმენაზე”. მეთაური ახორციელებს დათვლას ან სამხედრო
მოსამსახურეები ინდივიდუალურად აწარმოებენ ფეხის შეცვლას.
6. არასრული ნაბიჯით (ნახევარი ნაბიჯით - 40 სმ) გადაადგილება ხედება
სხვადასხვა მდგომარეობიდან:
ა) არასრული ნაბიჯით ადგილიდან გადაადგილება სრულდება კომანდის:
“ნახევარი ნაბიჯით - იარ” გაცემის შემდეგ. წინასწარ კომანდაზე – “ნახევარი
ნაბიჯით” სიმძიმის ცენტრი გადაიტანეთ მარჯვენა ფეხზე, შესამჩნევი მოძრაობების
გარეშე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მარცხენა ფეხი გადადგით 40 სმ-ით წინ
და განაგრძეთ მარშირება ამ მანძილის დაცვით. ხელები ამოძრავეთ ისევე, როგორც
სრული ნაბიჯით სვლისას;
ბ) სრული ნაბიჯის არასრული ნაბიჯით შესაცვლელად რომელიმე ფეხის
მიწაზე დადგმისთანავე გაიცემა კომანდა – “ნახევარი ნაბიჯით - იარ”.
შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” გადადგით კიდევ ერთი სრული ნაბიჯი და
დაიწყეთ სვლა არასრული ნაბიჯებით. ხელები ამოძრავეთ ისევე, როგორც სრული
ნაბიჯით სვლისას;
გ) სრული ნაბიჯით სვლაზე დასაბრუნებლად, რომელიმე ფეხის მიწაზე
დადგმისთანავე გაიცემა კომანდა – “პირდაპირ, ნაბიჯით - იარ”. შესასრულებელ
კომანდაზე – “იარ” გადადგით კიდევ ერთი არასრული ნაბიჯი და დაიწყეთ სვლა
სრული ნაბიჯით;
დ) ნახევარი ნაბიჯით სვლის შეწყვეტა ხორციელდება ორ თვლაზე იმავე
წესით, როგორც სრული ნაბიჯით სვლისას;
ე) ნახევარი ნაბიჯით მარშირების დროს შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი
კომანდების გაცემა: “ადგილზე ნაბიჯით - იარ”, “პირდაპირ, ნაბიჯით - იარ”,
“ნორმალური (განმკლავის) ინტერვალით, ნაბიჯით - იარ” და “სდექ”.
7. ადგილზე ნაბიჯით სიარული:
ა) ადგილზე ნაბიჯით სიარულზე გადასვლისათვის, რომელიმე ფეხის მიწაზე
დადგმისთანავე გაიცემა კომანდა – “ადგილზე, ნაბიჯით – იარ”. სრული ან
არასრული ნაბიჯით გადაადგილებისას შესასრულებელ კომანდაზე – “იარ”
გადადგით კიდევ ერთი ნაბიჯი წინ და ფეხი ფეხს მიადგით, რის შემდეგაც დაიწყეთ
მარშირება ადგილზე. ამისათვის, თითოეული ფეხი უნდა ასწიოთ (მონაცვლეობით)
მიწიდან 5 სმ-ის სიმაღლეზე; ხელები ამოძრავეთ ისე, როგორც სრული ნაბიჯით
სვლისას.
შენიშვნა: მწყობრში ადგილზე ნაბიჯით სვლის დროს სამხედრო
მოსამსახურებმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი ადგილმდებარეობა და გაუსწორდნენ
მწყობრს. სამხედრო მოსამსახურეებს შორის ინტერვალი უნდა შეესაბამებოდეს ერთი
ხელის სიგრძეს პლუს 15 სმ (დაახლოებით 102 სმ).
ბ) სრული ნაბიჯით სვლაზე გადასასვლელად გაიცემა კომანდა: “პირდაპირ,
ნაბიჯით იარ”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” კიდევ ერთხელ ფეხი მიწაზე
დადგით და შემდეგ გადადგით სრული ნაბიჯი;
გ) ადგილზე ნაბიჯით სიარულის შეწყვეტა სრულდება ორ თვლაზე, ისევე,
როგორც სრული ნაბიჯით სვლის დროს.
8. არასრული ნაბიჯის მარჯვნივ (მარცხნივ) გადადგმა:
ა) სამწყობრო ილეთი სრულდება ადგილზე დგომის დროს, რისთვისაც
გაიცემა კომანდა – “მარჯვნივ (მარცხნივ), ნაბიჯით - იარ”. წინასწარ კომანდაზე –
“მარჯვნივ (მარცხნივ) ნაბიჯით” სიმძიმის ცენტრი გადაიტანეთ მარცხენა (მარჯვენა)
ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” ოდნავ მოხარეთ მარჯვენა (მარცხენა)
მუხლი და ასწიეთ მარჯვენა ფეხი მხოლოდ იმ სიმაღლეზე, რაც თავისუფლად
გადადგმისათვისაა საჭირო. დადგით მარჯვენა (მარცხენა) ფეხი მარცხენა (მარჯვენა)
ფეხიდან 40 სმ-ის დაშორებით და შემდეგ მარცხენა (მარჯვენა) მიადგით მარჯვენა
(მარცხენა) ფეხს, ამ დროს მარცხენა (მარჯვენა) ფეხი გაჭიმულია. მიიღეთ დგომი
“სმენა”. ამ გადაადგილების დროს ხელები გიჭირავთ დგომის – “სმენა” შესაბამისად.
ბ) მარჯვენა ან მარცხენა მხარეს ნაბიჯების გადადგმის შეწყვეტა სრულდება
კომანდაზე – “ათეულო (ოცეულო) - სდექ”. ეს მოძრაობა ხორციელდება ორ თვლაზე.
წინასწარი კომანდა გაიცემა მაშინ, როცა ფეხის ქუსლები ერთადაა. შესასრულებელი
კომანდა – “სდექ” გაიცემა მაშინ, როცა ქუსლები მე-2-ჯერ და ა.შ. არის ერთად.
შესასრულებელ კომანდაზე – “სდექ” გადადგით კიდევ ერთი ნაბიჯი წამყვანი ფეხით,
მეორე ფეხი მიადგით მას გვერდით და მიიღეთ დგომი “სმენა”.
9. ნახევარი ნაბიჯის უკან გადადგმა:
ა) ნახევარი ნაბიჯით უკან გადასაადგილებლად გაიცემა კომანდა: “უკან,
ნაბიჯით – იარ”. წინასწარ კომანდაზე – “უკან, ნაბიჯით” სიმძიმის ცენტრი გადაგაქვთ
მარჯვენა ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მარცხენა ფეხით უკან დგამთ
არასრულ ნაბიჯს და მარშირებთ უკან ამავე ზომის ნაბიჯებით. ხელებს ამოძრავებთ
ბუნებრივად;
ბ) უკან ნაბიჯით სვლის შეწყვეტა სრულდება ორ თვლაზე, ძირითადად, ისევე,
როგორც სრული ნაბიჯებით სვლისას.
10. მთლიანი სრული ნაბიჯებით სირბილი:
ა) ადგილზე დგომისას (შეჩერებისას) ან სრული აჩქარებული ნაბიჯებით
მარშირების დროს იწყებთ სირბილს ტემპით 180 ნაბიჯი/წუთში, კომანდის –
“სირბილით – იარ” გაცემის შემდეგ;
ბ) როდესაც დგახართ ადგილზე, წინასწარ კომანდაზე – “სირბილით” სიმძიმის
ცენტრი გადაიტანეთ მარჯვენა ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” ხელები
მოხარეთ იდაყვებში 90°-ით, თითები მოხარეთ სახსრებში, ტანი ოდნავ წინ
წამოსწიეთ და დაიწყეთ სირბილი მარცხენა ფეხით სრული ნაბიჯით, ტემპით 180
ნაბიჯი/წუთში. ხელები ამოძრავეთ წინ და უკან 90°-ით (როდესაც ჯარისკაცი
შეიარაღებულია, წინასწარ კომანდაზე – “სირბილით” იარაღს მიიტანს მკერდთან).
მითითებაზე – “დაიცავით მწკრივი” მიმმართველები, როდესაც მათ იარაღი აქვთ
ქამარზე, იწყებენ სირბილს ამავე მდგომარეობაში;
გ) სრული აჩქარებული ნაბიჯით (120 ნაბიჯი/წუთში) მარშირების დროს
კომანდა – “სირბილით – იარ” გაიცემა მაშინ, როცა ჯარისკაცი რომელიმე ფეხს
დაადგამს მიწაზე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” – გადადგამს კიდევ ერთი
აჩქარებულ ნაბიჯს და იწყებს სირბილს უკან მდგომი ფეხით;
დ) იმისათვის, რომ ჯარისკაცი დაუბრუნდეს სრული აჩქარებული ნაბიჯით
სვლას, გაიცემა კომანდა – “აჩქარებული ნაბიჯით – იარ” მაშინ, როცა რომელიმე ფეხი
შეეხება მიწას. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” უნდა გადადგას კიდევ ორი ნაბიჯი
სირბილით, დაუშვას ხელები და განაგრძოს მარშირება სრული აჩქარებული
ნაბიჯით.
შენიშვნა: სირბილით სვლის დროს შესაძლებელია კომანდების: “აჩქარებული
ნაბიჯით – იარ”, “ათეულო, ნახევრად მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)” და “ათეულო,
მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)” შესრულება. კომანდის –”სირბილით იარ” გაცემამდე
შეიარაღებული ჯარისკაცები უნდა იყვნენ დგომში – “იარაღი მკერდთან”.
11. ბრუნები მოძრაობის დროს ისეთი მოძრაობების მნიშვნელოვანი ნაწილია,
როგორიცაა: ხაზზე გასწორება, რიგთა გადაადგილება, ჯარისკაცთა შემოწმება
მწკრივში და ნორმალური (განმკლავის) ინტერვალის ორმაგი (ორი განმკლავის)
ინტერვალით შეცვლა ან პირიქით:
ა) კომანდა – “მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), ნაბიჯით – იარ”, შეიძლება გაიცეს
მხოლოდ ინსტრუქციის მიცემის მიზნით, რათა ჯარისკაცმა ინდივიდუალურად
ისწავლოს ამ კომანდის სათანადოდ შესრულება. წინასწარ კომანდაზე –
“მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), ნაბიჯით” სიმძიმის ცენტრი (ზედმეტი მოძრაობების
გარეშე) გადაიტანეთ მარჯვენა ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მარჯვენა
(მარცხენა) ფეხის ტერფზე 90 გრადუსით შებრუნდით მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ)
და გადადგით მარცხენა ფეხი მითითებული მიმართულებით. ბრუნი და ნაბიჯი
შეასრულეთ ერთ თვლაზე და დაიწყეთ მარშირება ახალი მიმართულებით;
ბ) მარშირების დროს შეჩერებიდან ნახევარბრუნით მარჯვნისაკენ
(მარცხნისაკენ) შებრუნება ხორციელდება იმავე მეთოდით, როგორც ბრუნება
მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), მხოლოდ ბრუნი უნდა ქმნიდეს 45 გრადუსიან კუთხეს
მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ);
გ) მარშირების დროს ბრუნების შეჩერება სრულდება ორ თვლაზე, ისევე,
როგორც სრული ნაბიჯით სვლისას.

მუხლი. 15 ინდივიდუალური სამწყობრო ვარჯიშები АКМ (АК-74)


კალაშნიკოვის ავტომატით

1. იარაღი ფეხთან – კომანდაზე – “მოეწყვეთ” მიიღეთ დგომი “იარაღი


ფეხთან”, ხოლო კომანდაზე – “სმენა” გადადით სააღლუმო დგომზე. მოაქციეთ
ავტომატის კონდახი მარჯვენა ხელის გულში ისე, რომ თითის წვერები ეხებოდეს
კონდახის ქვედა მხარეს. დაიკავეთ იარაღი ვერტიკალურად მჭიდით წინ, ხოლო
მარჯვენა ხელის შუა თითი უნდა გედოთ შარვლის ნაკერის გასწვრივ (ნახ.15. 1).

2. თავისუფალი დგომი – კომანდა “თავისუფლად” სრულდება იმავე


თანამიმდევრობით, როგორც ინდივიდუალური მოწყობისას, შემდეგი დამატებით:
ა) კომანდაზე – “აღლუმზე თავისუფლად” შესასრულებელ კომანდაზე –
“თავისუფლად”, იმოქმედეთ ისე, როგორც ინდივიდუალური მოწყობისას
ავტომატისა და მარჯვენა ხელის გაუნძრევლად;
ბ) შესასრულებელ კომანდაზე – “თავისუფლად” მიიღეთ “სააღლუმო
თავისუფალი” დგომი და მიაბრუნეთ თავი წინ მეთაურისკენ (ავტომატის
მიუბრუნებლად);
გ) შესასრულებელ კომანდაზე – “თავისუფლად” ავტომატი გეჭიროთ ისე,
როგორც ნახ. 15. 1-ზე.
3. დგომიდან – “იარაღი ფეხთან” დგომზე – “იარაღი მკერდთან” გადასვლა
სრულდება ორ თვლაში, კომანდაზე – “იარაღი მკერდზე”:
ა) შესასრულებელ კომანდაზე – “მკერდზე” თვლაზე “ერთი” მარცხენა ხელი
მოჰკიდეთ ლულის ზესადებს ზემოთ;
ბ) თვლაზე “ორი” გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და ასწიეთ ავტომატი
დიაგონალურად, წელიდან 10 სმ-ის დაშორებით. ამავე დროს, მოჰკიდეთ მარჯვენა
ხელი კონდახს, ხოლო იდაყვები დაიჭირეთ ფერდებთან ახლოს (ნახ. 15. 2).

ნახ. 15. 2. გადასვლა მდგომარეობიდან –”იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი


მკერდზე”.

ნახ. 15.3 გადასვლა მდგომარეობიდან – „იარაღი მკერდხზე“ მდგომარეობაში – „იარაღი ფეხთან“.


4. მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდზე” მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან”
გადასვლა სრულდება ორ თვლაში (ნახ 15. 3), კომანდაზე – “იარაღი ფეხთან”.
შესასრულებელ კომანდაზე – “ფეხთან” თვლაზე “ერთი” მოაცილეთ მარჯვენა ხელი
ავტომატს და გადაიტანეთ იარაღი გვერდზე, როგორც დგომში – “იარაღი ფეხთან”.
ამავე დროს, მიიდეთ მარჯვენა ხელი გვერდთან და ხელახლა მოჰკიდეთ ავტომატის
კონდახს (როგორც მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან”). თვლაზე “ორი”
გაითავისუფლეთ მარცხენა ხელი, მკვეთრად დაუშვით გვერდზე და მიიღეთ დგომი –
“სმენა”.
5. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობში – “იარაღი ყარაულზე”
გადასვლა სრულდება სამ თვლაზე, კომანდაზე – “იარაღი ყარაულზე”.
შესასრულებელ კომანდაზე – “ყარაულზე” მიიღეთ მდგომარეობა “იარაღი მკერდზე”
ორ თვლაში. თვლაზე “სამი” მოაბრუნეთ ავტომატი მარჯვენა ხელით ისე, რომ
ვერტიკალურად იყოს სხეულის ცენტრიდან 10 სმ-ით დაშორებით, მჭიდით წინ.
დასწიეთ ავტომატი დაბლა, სანამ მარცხენა წინა მკლავს ჰორიზონტალურად არ
დაიჭერთ და იდაყვებს გვერდებთან არ მიიტანთ;

ნახ. 15. 4. იარაღი ყარაულზე

6. მდგომარეობიდან – “იარაღი ყარაულზე” მდგომარეობში –”იარაღი ფეხთან”


გადასვლა სრულდება სამ თვლაში კომანდაზე – “იარაღი ფეხთან”. შესასრულებელ
კომანდაზე – “ფეხთან” თვლაზე “ერთი” შეაბრუნეთ ავტომატი და დაიკავეთ როგორც
მდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე”. თვლაზე “ორი” და “სამი” სრულდება იგივე
მოქმედებები, როგორც მდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე”.
7. იარაღის შემოწმება – იარაღის შესამოწმებელ კომანდაზე - “შეამოწმეთ
იარაღი” მდგომარეობიდან - “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში -”იარაღი
შემოწმებაზე” გადასვლა ხორციელდება ექვს თვლაში (ნახ. 15. 5):
ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” თვლაზე “ერთი” და “ორი” მიიღეთ
მდგომარეობა – “იარაღი მკერდზე”;
ბ) თვლაზე “სამი” გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი, ცერით გახსენით
ცეცხლის რეჟიმის გადამრთველი, საკეტის ჩარჩო გადატენის სახელურით გადასწიეთ
და გააჩერეთ უკანა მდგომარეობაში;
გ) თვლაზე “ოთხი” გადასწიეთ ავტომატი ისე, რომ მასრის გამოსაგდები
სარკმელი მაღლა იყოს მიმართული. შეამოწმეთ მიმღები მასრის გამოსაგდები
სარკმელიდან;
დ) თვლაზე “ხუთი” გაუშვით საკეტის ჩარჩოს გადატენის სახელურს ხელი,
გააკეთეთ საკონტროლო გასროლა და დააყენეთ მცველზე ცეცხლის რეჟიმის
გადამრთველი;
ე) თვლაზე “ექვსი” მიმართეთ ავტომატი ლულით ზემოთ და მიიღეთ
მდგომარეობა – “იარაღი მკერდზე”.

ნახ.15. 5. იარაღის შემოწმება

8. მდგომარეობის – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მისაღებად სრულდება შემდეგი


მოქმედებები:
ა) მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში –”იარაღი მარჯვენა
მხარზე” გადასვლა სრულდება ოთხ თვლაში კომანდაზე- “იარაღი მარჯვენა მხარზე”
(ნახ. 15. 6):
ა.ა) შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” შეასრულეთ მოქმედება “იარაღი
მკერდზე” ერთ თვლაში;
ა.ბ) თვლაზე “ორი” შეასრულეთ მოქმედებები ისევე, როგორც მდგომარეობაში
– “იარაღი მკერდზე”, იმ განსხვავებით, რომ აქ მარჯვენა ხელის ცერი და მომდევნო
ორი თითი უნდა მოჰკიდოთ კონდახის ზედა ნაწილს;
ა.გ) თვლაზე “სამი” (თავის მოუბრუნებლად) გაითავისუფლეთ მარცხენა ხელი
და ასწიეთ ავტომატი ისე, რომ სამიზნე ზემოთ იყოს მიმართული. შემდეგ მიიდეთ
იარაღი მარჯვენა მხარზე, მარცხენა ხელით დაიკავეთ სალულე. თითები გაშლილად
გეწყოთ იარაღზე, ხელის გულით სხეულისაკენ. მარცხენა იდაყვი დასწიეთ დაბლა,
ხოლო მარჯვენა წინამხარი ჰორიზონტალურად გეჭიროთ;
ა.დ) თვლაზე “ოთხი” მკვეთრად დაუშვით მარცხენა ხელი გვერდზე და
მიიღეთ დგომი – “სმენა”.

ნახ. 15. 6. იარაღი მარჯვენა მხარზე


ბ) მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში – “იარაღი
ფეხთან” გადასვლა სრულდება სამ თვლაში კომანდაზე – “იარაღი ფეხთან” (ნახ. 15. 7):
ბ.ა) შესასრულებელ კომანდაზე – “ფეხთან” თვლაზე “ერთი” თავის
დაუხრელად მარჯვენა ხელით (ისე, რომ არ გადააადგილოთ) ასწიეთ იარაღი ოდნავ
მაღლა და დაიკავეთ სხეულისადმი დიაგონალურად, წელიდან 10 სმ-ით ზევით.
მარცხენა ხელი მოჰკიდეთ ავტომატის ლულის ზესადებს;
ბ.ბ) თვლაზე “ორი” გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი, მიიტანეთ იარაღი
გვერდთან, როგორც მდგომარეობაშიİ – “იარაღი ფეხთან” და მარჯვენა ხელით
დაიჭირეთ კონდახი;
ბ.გ) თვლაზე “სამი” მოაცილეთ მარცხენა ხელი ავტომატს, მკვეთრი
მოძრაობით დაუშვით გვერდზე და მიიღეთ დგომი – “სმენა”.
9. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი მარცხენა
მხარზე” გადასვლა სრულდება ოთხ თვლაზე კომანდაზე – “იარაღი მარცხენა მხარზე”
(ნახ. 15. 8).
ა) შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” ორ თვლაში მიიღეთ მდგომარეობა –
“იარაღი მკერდთან”;
ბ) თვლაზე “სამი” გაითავისუფლეთ მარცხენა ხელი და თავის დაუხრელად,
მარჯვენა ხელით მიიტანეთ ავტომატი მარცხენა მხართან, ისე, რომ იდაყვი დაბლა
დარჩეს დახრილი. ამავე დროს მოჰკიდეთ მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელი
თითი კონდახის ზედა ნაწილს, ხოლო მარცხენა წინამხარი ჰორიზონტალურად
დაიკავეთ;
ა.გ) თვლაზე “ოთხი” მარჯვენა ხელი მკვეთრად დაუშვით გვერდზე და
მიიღეთ დგომი – “სმენა”.
ნახ. 15. 8. მდგომარეობა “ იარაღი მარცხენა მხარზე”
ბ) მდგომარეობიდან – “იარაღი მარცხენა მხარზე”, მდგომარეობაში – “იარაღი
ფეხთან” გადასვლა სრულდება ოთხ თვლაზე კომანდაზე – “იარაღი ფეხთან” (ნახ. 15.
9):

ბ.ა) შესასრულებელ კომანდაზე – “ფეხთან” თვლაზე “ერთი” ასწიეთ მარჯვენა


ხელი მაღლა, სხეულისადმი დიაგონალურად და ჩაავლეთ კონდახის ვიწრო ყელს
ისე, რომ იდაყვი დაბლა დარჩეს დახრილი;
ბ.ბ) თვლაზე “ორი” (თავის გაუნძრევლად) გაითავისუფლეთ მარცხენა ხელი
და მარჯვენა ხელით გადასწიეთ ავტომატი დიაგონალურად, წელიდან 10 სმ-ით
მაღლა. ამავე დროს მოჰკიდეთ მარცხენა ხელი ლულის ზესადებს და დაუბრუნდით
მდგომარეობას – “იარაღი მკერდთან”. თვლაზე “სამი” და “ოთხი”, მოქმედებები ისევე
სრულდება, როგორც მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდთან” მდგომარეობაში –
“იარაღი ფეხთან” გადასვლის დროს. მარშირებისას კომანდა გაიცემა მიწაზე
ნებისმიერი ფეხის დადგმისთანავე.
8. მდგომარეობის შეცვლა – კალაშნიკოვის სისტემის ავტომატის ერთი
მდგომარეობიდან მეორეში გადატანისთვის გამოიყენება შემდეგი ხერხები:
ა) მდგომარეობა – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მიიღება მდგომარეობიდან
“იარაღი მკერდზე” სამ თვლაში, კომანდაზე – “იარაღი მარჯვენა მხარზე”.
შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” ჩამოსწიეთ მარჯვენა ხელი კარაბინის
კონდახის ბოლოში და მოაქციეთ კონდახის ბოლოს ზედა ნაწილი პირველ ორ თითს
შორის, ისე, რომ ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ეხებოდეს. თვლაზე “ორი”
და “სამი” მოქმედებები სრულდება იგივე თანმიმდევრობით, როგორც თვლაზე
“სამი” და “ოთხი” მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მოცემულ მდგომარეობაზე
გადასასვლელად. მარშირების დროს შესასრულებელი კომანდა გაიცემა მიწაზე
მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე;
ბ) მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში – “იარაღი
მკერდთან” გადასვლა სრულდება ორ თვლაში კომანდაზე- – “იარაღი მკერდზე”.
შესასრულებელ კომანდაზე – “მკერდზე” თვლაზე “ერთი” მოქმედება შეასრულეთ
ისევე, როგორც მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში –
“იარაღი ფეხთან” გადასვლის დროს. თვლაზე “ორი” გაითავისუფლეთ მარჯვენა
ხელი, მოჰკიდეთ კონდახის ვიწრო ყელს და მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი
მკერდთან”. მარშირების დროს შესასრულებელი კომანდა გაიცემა მიწაზე მარჯვენა
ფეხის დადგმისთანავე;
გ) მდგომარეობის – “იარაღი მკერდთან” მდგომარეობით – “იარაღი მარცხენა
მხარზე” შეცვლა სრულდება ორ თვლაში კომანდაზე – “იარაღი მარცხენა მხარზე”.
შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი მარცხენა
მხარზე” ისე, როგორც თვლაზე “სამი” და “ოთხი” მდგომარეობის – “იარაღი ფეხთან”
მიღებისას. მარშირების დროს შესასრულებელი კომანდა გაიცემა მიწაზე მარცხენა
ფეხის დადგმისთანავე;
დ) მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდთან” მდგომარეობაში “იარაღი მარცხენა
მხარზე” გადასვლა სრულდება ორ თვლაზე კომანდაზე – “იარაღი მკერდზე”.
შესასრულებელ კომანდაზე – “მკერდზე” პირველ ორ თვლაზე შეასრულეთ იგივე
მოქმედებები, როგორც მდგომარეობიდან – “იარაღი მარცხენა მხარზე”
მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან” გადასვლისას. მარშირებისას კომანდა გაიცემა
მიწაზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე;
ე) მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში – “იარაღი
მარცხენა მხარზე” გადასვლა სრულდება ოთხ თვლაში კომანდაზე – “იარაღი
მარცხენა მხარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” თვლაზე “ერთი”
შეასრულეთ მოქმედება ისევე, როგორც მდგომარეობის – “იარაღი ფეხთან”
მიღებისას. თვლაზე “ორი” გადაიტანეთ ხელი ავტომატის კონდახის ვიწრო ყელზე
(“იარაღი მკერდთან”). თვლაზე “სამი” და “ოთხი” სრულდება იგივე მოქმედებები,
რაც მდგომარეობის – “იარაღი მკერდთან” მიღებისას. მარშირების დროს კომანდა
გაიცემა მარშირების ადგილზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე;
ვ) მდგომარეობიდან – “იარაღი მარცხენა მხარზე” მდგომარეობაში – “იარაღი
მარჯვენა მხარზე” გადასვლა სრულდება ხუთ თვლაში კომანდაზე “იარაღი მარჯვენა
მხარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” ორ თვლაში მიიღეთ მდგომარეობა –
“იარაღი მკერდთან”, თვლაზე “სამი”, “ოთხი” და “ხუთი” მოქმედებები სრულდება
ზემოთ აღწერილი თანამიმდევრობით (ამ პოზიციიდან იარაღის მხარზე გადატანის
შემთხვევაში). მარშირებისას შესასრულებელი კომანდა გაიცემა მიწაზე მარჯვენა
ფეხის დადგმისთანავე;
ზ) მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში “იარაღიş
მარცხენა მხარზე” გადასვლა სრულდება ხუთ თვლაში კომანდაზე – “იარაღი
მარჯვენა მხარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” ორ თვლაში მიიღეთ
მდგომარეობა “იარაღი მკერდთან”. თვლაზე “სამი”, “ოთხი” და “ხუთი” სრულდება
იგივე მოქმედებები, როგორც მდგომარეობის “იარაღი მკერდთან“ მიღებისას.
მარშირებისას შესასრულებელი კომანდა გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხის
დადგმისთანავე;
თ) მდგომარეობის – “იარაღი ყარაულზე” შესაცვლელად მდგომარეობით –
“იარაღი მარჯვენა (მარცხენა) მხარზე”, გაიცემა კომანდა – “იარაღი მარჯვენა
(მარცხენა) მხარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” თვლაზე “ერთი” მიიღეთ
მდგომარეობა “იარაღიş მკერდთან” და შემდეგ ჩვეული თანამიმდევრობით
დაუბრუნდით დგომს მითითებულ მდგომარეობაში.
შენიშვნა: გამოცდილმა ჯარისკაცმა უნდა შესძლოს 15-თვლიანი
მოქმედებების შესრულება იარაღით შემდეგ მდგომარეობებში: “იარაღი ფეხთან”,
“იარაღი მარჯვენა მხარზე”, “იარაღი მარცხენა მხარზე” და “მისალმება იარაღით”,
რისთვისაც გაიცემა კომანდა: “15 - თვლიანი მოქმედებები იარაღით”.
9. მდგომარეობა “იარაღი ქამარზე” კალაშნიკოვის სისტემის ავტომატით.
მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” დგომის მისაღებად ძირითადი ილეთები
სრულდება ისევე, როგორც კალაშნიკოვის სისტემის ხელის ტყვიამფრქვევით (მუხლი
16. პუნქტი 35, 46.).
ა) ყველა შემდგომი მოქმედების შესრულებისას შეინარჩუნეთ მდგომარეობა
“იარაღი ქამარზე”;
ბ) მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” ყოფნისას, შეიძლება შესრულდეს
ყველა ინდივიდუალური და ქვედანაყოფის სამწყობრო მოქმედება, გარდა იარაღის
დაწყობისა, რომელიც ხორციელდება მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან”;
გ) მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” (მოშვებული ქამრებით)
მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” გადასასვლელად გაიცემა კომანდა – “იარაღი
ქამარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “ქამარზე” მარცხენა ხელი მოჰკიდეთ ქამარს
ლულის სამაგრთან და გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი. შემდეგ გაუყარეთ მარჯვენა
ხელი ქამარშიş და ავტომატი მარჯვენა მხარზე გადაიკიდეთ. ქამარი დაიკავეთ ისე,
რომ მაჯა სწორად გეჭიროთ, იდაყვი ფერდზე მიდებული გქონდეთ, მარჯვენა
წინამხარი ჰორიზონტალურად უნდა იყოს გაშლილი, ავტომატი კი ვერტიკალურად.
იმავდროულად გაითავისუფლეთ მარცხენა ხელი, მკვეთრად დაუშვით გვერდზე და
დაიკავეთ როგორც დგომში – “სმენა”;
დ) მდგომარეობის – “იარაღი ფეხთან” მისაღებად (დაჭიმული ქამრებით)
გაიცემა კომანდა – “მოირგეთ ქამრები”. შესასრულებელ კომანდაზე – “ქამრები”,
მოიხსენით ავტომატი მხრიდან, შემდეგ, მარჯვენა ხელი მოჰკიდეთ ლულას და
იარაღი ვერტიკალურად მაღლა ასწიეთ, მარცხენა ხელით მიიდეთ ავტომატის
კონდახი მარჯვენა თეძოზე და ჩადეთ მარჯვენა მოხრილ მკლავში, ორივე ხელით
დაჭიმეთ ქამარი, მარცხენა ხელი მოჰკიდეთ ლულის ზესადებს და გადაიტანეთ
ავტომატი პოზიციაში – “იარაღი ფეხთან”. ამავე დროს, მიიდეთ მარჯვენა ხელი
გვერდზე და მოჰკიდეთ ავტომატის კონდახს. ამის შემდეგ, გაითავისუფლეთ
მარცხენა ხელი, მკვეთრი მოძრაობით დაუშვით გვერდზე და დაიკავეთ როგორც
დგომში – “სმენა”.
ე) მდგომარეობის – “იარაღი ფეხთან” (დაჭიმული ქამრებით) შესაცვლელად
მდგომარეობით “იარაღი ქამარზე” გაიცემა კომანდა – “იარაღი ქამარზე”.
შესასრულებელ კომანდაზე – “ქამარზე” მარცხენა ხელით (დიაგონალურად)
მისწვდით ლულის ზესადებს, ხოლო მარჯვენა ხელით მიიდეთ კონდახი მარჯვენა
თეძოზე და ავტომატი ჩადეთ მარჯვენა მოხრილ მკლავში. ორივე ხელით დაჭიმეთ
ქამარი, შემდეგ მოჰკიდეთ მარცხენა ხელი ქამრის სამაგრს ლულასთან და მიიღეთ
მდგომარეობა – “იარაღი ქამარზე” (როგორც ზემოთ არის აღწერილი);
ვ) თუ ქვედანაყოფი დგას პოზიციაში – “იარაღი ფეხთან” (მოშვებული
ქამრებით) და მეთაურს სურს, რომ ჯარისკაცებმა ქამრები დაჭიმონ, ამისათვის ის
გასცემს კომანდას – “გაისწორეთ ქამრები”. შესასრულებელ კომანდაზე – “ქამრები”
დაჭიმეთ ქამარი და ისევ გადადით მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან”.
შენიშვნა: გარდა სპეციფიკური შემთხვევებისა, შეიარაღებული ჯარისკაცები
ეწყობიან მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან” (მოშვებული ქამრებით).
ზ) ავტომატის საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად (იარაღი ფეხთან)
გაიცემა კომანდა – “მოუშვით ქამრები”. შესასრულებელ კომანდაზე –”ქამრები”,
მარცხენა ხელით მისწვდით მარჯვენა მხარზე გადაკიდებულ ქამარს,
გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და მოიხსენით იარაღი მხრიდან. შემდეგ, მარჯვენა
ხელი მოჰკიდეთ ლულას და მარცხენა ხელი გადაიტანეთ ლულის ზესადებზე,
შემდეგ ისევ გაუშვით მარჯვენა ხელი იარაღს და დაუბრუნდით საწყის
მდგომარეობას (როგორც ზემოთ არის აღწერილი). როგორც კი მიიღებთ
მდგომარეობას – “იარაღი ფეხთან”, ხელახლა მოჰკიდეთ მარჯვენა ხელი კონდახს,
ხოლო მარცხენა ხელი მკვეთრი მოძრაობით მიიდეთ ბარძაყზე, როგორც დგომში
“სმენა”.

მუხლი 16. ინდივიდუალური სამწყობრო ვარჯიშები კალაშნიკოვის ხელის


ტყვიამფრქვევით (РПК, РПК-74)

1. კომანდაზე – “ადგილზე” – ყველა მოძრაობა სრულდება “იარაღი ფეხთან” ან


“იარაღი ქამარზე” მდგომარეობით, რომელსაც ეწოდება “სმენა იარაღით”.
2. ყველა გადაადგილება სრულდება სირბილით.
3. წვრთნის დროს ხელის ტყვიამფრქვევი ძირითადად გამოიყენება სავაზნე
კოლოფის გარეშე, ხოლო როცა საჭიროება სავაზნე კოლოფის გამოყენებას მოითხოვს,,
იარაღი გადაადგილებისას გადაიტანება ქამარზე.
4. სირბილით მოძრაობის დაწყებისათვის კომანდის – “იარაღი მკერდთან”
შემდეგ გაიცემა კომანდა “სირბილით”.
5. მოძრაობებს, მწყობრის გასწორებას, მოკლე დისტანციაზე მარშირებას
ქვედანაყოფი ასრულებს კომანდაზე “იარაღი ფეხთან” ან “იარაღი ქამარზე”
მდგომარეობაში. როდესაც ზემოთ ხსენებული მოძრაობები “იარაღი ფეხთან”
კომანდის დროს სრულდება, ჯარისკაცმა ხელის ტყვიამფრქვევი უნდა ასწიოს
მიწიდან 5-სმ–ით მაღლა, მოძრაობების შესრულების შემდეგ ჯარისკაცი ხელის
ტყვიამფრქვევს აბრუნებს საწყის მდგომარეობაში.
6. კომანდას – “მოემზადეთ, იარაღი მკერდთან” უნდა მოჰყვეს იარაღის
შემოწმება და შემდეგ შესრულდეს სხვა დანარჩენი კომანდები.
7. მდგომარეობა “იარაღი მკერდთან” მთავარი პოზიციაა იარაღით წვრთნისას,
ამ დროს ჯარისკაცი გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში. გამონაკლისია
მდგომარეობიდან “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში “იარაღი მარჯვენა მხარზე”
გადასვლა და პირიქით.
8. იარაღის გამოყენების ხერხები ხორციელდება “სმენაზე” დგომის დროს,
რადგან უმეტეს შემთხვევაში, იარაღის გამოყენების ხერხები სრულდება თავის,
თვალებისა და ტანის მოძრაობებით.
9. მდგომარეობა “იარაღი ქამარზე” შესაფერისია იმისათვის, რომ ჯარისკაცმა
მარშირების დროს შესძლოს იარაღის ტარება. “იარაღი მკერდთან” კი მხოლოდ მაშინ
გამოიყენება, როცა იარაღს ქამარი არ აქვს.
10. “იარაღი ფეხთან” კომანდის შესასრულებლად ჯერ გაიცემა კომანდა –
“მოეწყვეთ”, რომელიც უნდა შესრულდეს დგომიდან – “სმენა” ან “საზეიმო
თავისუფალი” (ნახ. 16. 1).
11. კომანდაზე – “იარაღი ფეხთან” შეინარჩუნეთ ხელის ტყვიამფრქვევით
“სმენაზე” დგომი. დადეთ ხელის ტყვიამფრქვევის კონდახი მარჯვენა ფეხთან ისე,
რომ სამიზნე უკანა მხარეს აღმოჩნდეს. კონდახის ქვედა კუთხე უნდა ეხებოდეს ფეხს
ისე, რომ ხელის ტყვიამფრქვევის უკანა მხარემ და მისმა ტარმა წინ სწორი ხაზი
შექმნას. ხელის ტყვიამფრქვევი უნდა გეჭიროთ მარჯვენა ხელში ისე, რომ თითებით
გამოხატული იყოს “U” (თითები უნდა იყოს მჭიდროდ შეერთებული და გაჭიმული).
დაიჭირეთ ხელის ტყვიამფრქვევი ისე, რომ მარჯვენა ხელის თითები მიმართული
იყოს ქვემოთ და გასწორებული იყოს ლულის ზესადებზე. მარჯვენა ხელი და მკლავი
დაიჭირეთ ხელის ტყვიამფრქვევის უკან ისე, რომ ცერი გასწორებული იყოს ფეხთან.
12. კომანდა – “ტყვიამფრქვევით თავისუფალი დგომი” გაიცემა და
შესრულდება იგივე ფორმით, როგორც ინდივიდუალური წვრთნის დროს. გარდა
ამისა, სრულდება შემდეგი დამატებითი მოქმედებები:
ა) კომანდაზე – “საზეიმო თავისუფლად” ტყვიამფრქვევის ლულის ტუჩი უნდა
გასწიოთ წინ, იმავდროულად აბრუნეთ ტარი, რათა ხელი ჩასჭიდოთ ლულას,
ავტომატის კონდახის კუთხე დაიჭირეთ მიწის ზედაპირზე ისე, რომ მარჯვენა ხელი
იყოს გაჭიმული;
ბ) კომანდა – “თავისუფლად” შეასრულეთ იგივე თანამიმდევრობით, როგორც
კომანდა “საზეიმო თავისუფალად”, იმ განსხვავებით, რომ თავი და თვალები
მეთაურისაკენ მიაბრუნეთ;
გ) კომანდაზე – “თავისუფლად” ან “გაისწორეთ” ტყვიამფრქვევის კონდახი
რჩება იმავე მდგომარეობაში, როგორც “საზეიმო თავისუფალი” დგომის დროს.
13. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე”
გადასვლა სრულდება ორ თვლაზე კომანდით – “იარაღი მკერდზე”
(ნახ. 16. 2.).
ნახ. 16. 2. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი
მკერდზე” გადასვლა

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” (თვლაზე ,,ერთი”) ჯარისკაცმა უნდა


ასწიოს ხელის ტყვიამფრქვევი ისე, რომ იარაღმა დიაგონალურად გადაკვეთოს ტანი,
მარჯვენა იდაყვი მიმართული უნდა იყოს ქვემოთ (კორპუსის დაძაბვის გარეშე).
მარცხენა ხელი უნდა ჩასჭიდოს ლულის ზესადებს, ზუსტად სამიზნის წინ ისე, რომ
ხელის ტყვიამფრქვევი ზუსტად 10 სმ-ით იყოს დაცილებული წელს;
ბ) თვლაზე “ორი” ჩასჭიდეთ მარჯვენა ხელი კონდახს და დაიჭირეთ ხელის
ტყვიამფრქვევი ისე, რომ დიაგონალურად კვეთდეს ტანს. ხელის ტყვიამფრქვევი
წელიდან დაახლოებით 10 სმ–ით უნდა იყოს დაცილებული, მარჯვენა მკლავი უნდა
გეჭიროთ ჰორიზონტალურად. იდაყვები მჭიდროდ უნდა გქონდეთ მიბჯენილი
გვერდებზე.
14. მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდზე” მდგომარეობაში “იარაღი ფეხთან”
გადასვლა სრულდება სამ თვლაზე კომანდით – “იარაღი ფეხთან” (ნახ. 16. 3.):

ნახ. 16. 3. მდგომარეობიდან –”იარაღი მკერდზე” მდგომარეობაში – “იარაღი ფეხზე”


გადასვლა

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” გაუშვით მარჯვენა ხელი კონდახს და


მოჰკიდეთ ლულას ისე, რომ მარჯვენა ხელი ტანს კვეთდეს. ლულას ისე მაგრად
ჩასჭიდეთ ხელი, რომ ტყვიამფრქვევი არ მოძრაობდეს, დაბლა დახრილი იდაყვი
თავისუფლად დაიჭირეთ;
ბ) თვლაზე “ორი” მარცხენა ხელი აიღეთ ლულის ზესადებიდან და დაუშვით
შაშხანა მარჯვენა მხარეს ისე, რომ ტყვიამფრქვევის კონდახი მიწის ზედაპირიდან
დაცილებული იყოს 5 სმ-ით. მარცხენა ხელის გაჭიმული თითები უნდა ეხებოდეს
ლულას;
გ) თვლაზე “სამი” მარცხენა ხელი მკვეთრად დაუშვით მარცხენა გვერდზე.
შაშხანა დადეთ მიწის ზედაპირზე და მიიღეთ დგომი “იარაღი ფეხთან”.
15. დგომიდან – “იარაღი ფეხთან” დგომში – “იარაღი ყარაულზე” გადასვლა
სრულდება სამ თვლაზე კომანდაზე – “იარაღი ყარაულზე”. წინასწარ კომანდაზე –
“იარაღი” დგომში – “იარაღი მკერდზე” გადასვლა სრულდება ორ თვლაზე. თვლაზე
“სამი” მარჯვენა ხელით შემოაბრუნეთ იარაღი ისე, რომ სავაზნე კოლოფი პირით წინ
იყოს, დაიჭირეთ ხელის ტყვიამფრქვევი ვერტიკალურად, 10 სმ-ით წინ გაწეული.
დაუშვით ხელის ტყვიამფრქვევი მანამ, სანამ მარცხენა ხელი ჰორიზონტალურ
მდგომარეობაშია, იდაყვები უნდა გეჭიროთ გვერდზე გაწეული (ნახ. 16. 4).

ნახ. 16. 4. იარაღი ყარაულზე

16. დგომიდან – “იარაღი ყარაულზე” დგომში – “იარაღი ფეხთან” გადასვლა


ხორციელდება ოთხ თვლაზე. კომანდაზე – “იარაღი” ხელის ტყვიამფრქვევი
მდგომარეობიდან – “იარაღი ყარაულზე” უნდა დაბრუნდეს მდგომარეობაში –
“იარაღი მკერდზე”. თვლაზე ორი, სამი და ოთხი ხელის ტყვიამფრქვევი
მდგომარეობიდან “იარაღი მკერდზე” გადაიტანეთ მდგომარეობაში – “იარაღი
ფეხთან” იგივე თანამიმდევრობით, როგორც მოცემულია მე-16 მუხლის მე-14
პუნქტში.
17. დგომიდან – “იარაღი ყარაულზე” დგომში – “იარაღი მკერდზე” გადასვლა
ერთ თვლაზე სრულდება.
18. სამხედრო მოსამსახურე იარაღით მხედრული მისალმებისას
მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” უნდა გადავიდეს მდგომარეობაში “იარაღი
ყარაულზე”. შემდეგ მიაბრუნებს თავს და მზერით აცილებს უფროსს. “იარაღი
ფეხთან” დგომისას სამხედრო მოსამსახურე დამატებითი კომანდის გარეშე
ავტომატურად ასრულებს მხედრულ მისალმებას.
19. როდესაც სამხედრო მოსამსახურე (ხელის ტყვიამფრქვევით მარჯვენა ან
მარცხენა მხარზე) დგას მარტო, დამოუკიდებლად დგება “ყარაულზე”. იგი სამხედრო
მისალმების შემდეგ უბრუნდება საწყის მდგომარეობას.
20. სირბილის დროს მხედრული მისალმებისათვის სამხედრო მოსამსახურე
უნდა გადავიდეს აჩქარებული ნაბიჯით სიარულზე.
21. დგომიდან – “იარაღი ფეხთან” დგომში – “იარაღი შემოწმებაზე” გადასვლა
სრულდება ოთხ თვლაზე კომანდით – “იარაღი შემოწმებაზე”:
ა) წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” ტყვიამფრქვევი გადაიტანეთ
მდგომარეობაში “იარაღი მკერდთან” ორ თვლაზე;
ბ) თვლაზე “სამი” მარჯვენა ხელი გაითავისუფლეთ, გახსენით ხელის
ტყვიამფრქვევის საკეტის მცველი ცერით, მოქაჩეთ გადასატენი უკან ცერითა და
საჩვენებელი თითით და დაიკავეთ საკეტის ჩარჩო უკანა მდგომარეობაში;
გ) თვლაზე “ოთხი” მოაბრუნეთ ხელის ტყვიამფრქვევი ისე, რომ მცველი
ზემოთ იყოს მიმართული და შეამოწმეთ იარაღი (ნახ. 16. 5).

22. “მოემზადეთ, იარაღი მკერდზე” ერთადერთი კომანდაა, რომელიც იარაღის


შემოწმებისას გაიცემა:
ა) კომანდაზე “მოემზადეთ” სავაზნე კოლოფთან და სასხლეტთან ჩასჭიდეთ
მარცხენა ხელი;
ბ) კომანდაზე – “იარაღი” გაუშვით გადასატენის სახელურს ხელი და ცერი
დაადეთ სასხლეტზე. კომანდაზე – “მკერდზე” გამოკარით სასხლეტს, დაკეტეთ
მცველი და დადექით დგომში “იარაღი მკერდზე”.
23. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში –
“იარაღი მარჯვენა მხარზე” სრულდება ოთხ თვლაში კომანდით – “იარაღი მარჯვენა
მხარზე” (ნახ 16. 6).
ა) წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” ჩასჭიდეთ მარჯვენა ხელი ხელის
ტყვიამფრქვევის ლულას და დაიჭირეთ მარცხენა მხრის დიაგონალურად, იდაყვი
უნდა იყოს ქვემოთ მიმართული, თავისუფალ მდგომარეობაში. მარცხენა ხელი
ჩასჭიდეთ ლულის ზესადებს ძირში, იარაღი წელიდან 10 სმ-ით უნდა იყოს
დაშორებული;

ნახ. 16. 6. იარაღი მარჯვენა მხარზე

ბ) თვლაზე “ორი” მარჯვენა ხელი ჩამოსწიეთ და კონდახის ზედა კუთხე


მოაქციეთ ორ თითს შორის (ზემოდან ცერით). კონდახი უნდა დაიჭიროთ მოხრილი
თითებით;
გ) თვლაზე “სამი” (თავის მოძრაობის გარეშე) გაითავისუფლეთ მარცხენა ხელი
(მარჯვენა ხელი რჩება ადგილზე), შემოაბრუნეთ ხელის ტყვიამფრქვევი ისე, რომ
ლულა ზევით იყოს მიმართული, დაიდეთ იარაღი მარჯვენა მხარეზე, მარცხენა
ხელით გააწონასწორეთ ხელის ტყვიამფრქვევი ისე, რომ მიმართული იყოს
ვერტიკალურად. მარცხენა ხელის თითები და ცერი შეინარჩუნეთ გაჭიმულ და
შეერთებულ მდგომარეობაში, ხელის გული კი სხეულისაკენ უნდა იყოს
შებრუნებული. თითების ზედა სახსარი ეხება სალულეს. მარცხენა იდაყვი
შეინარჩუნეთ დაბლა დახრილი, სხეულის სიბრტყეში;
დ) თვლაზე “ოთხი” მკვეთრად ჩამოსწიეთ მარცხენა ხელი გვერდზე, იმ
მდგომარეობაში, როგორც “სმენაზე” დგომის დროს.
24. დგომიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” დგომში – “იარაღი ფეხთან”
გადასვლა სრულდება ოთხ თვლაზე კომანდაზე – “იარაღი ფეხთან”:
ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” თავის მოძრაობებისა და მარჯვენა
ხელის მდგომარეობის შეცვლის გარეშე, ხელის სწრაფი და მკვეთრი მოძრაობით
ხელის ტყვიამფრქვევი კონდახზე ხელმოჭიდებული მოაბრუნეთ (სახით ზემოთ) და
დაიჭირეთ დიაგონალურად ისე, რომ დაახლოებით 10 სმ-ით იყოს დაცილებული
წელიდან, შემდეგ მარცხენა ხელი ჩასჭიდეთ ლულის ზესადებს სალულის წინა
ნაწილში;
ბ) თვლაზე “ორი” წაიღეთ მარჯვენა ხელი ზემოთ, ტანის გადაკვეთაზე და
დაადეთ ხელი ლულას სამიზნის მარჯვენა მხრიდან. მტკიცედ ჩასჭიდეთ ხელი ისე,
რომ ხელის ტყვიამფრქვევი არ მოძრაობდეს. მარჯვენა იდაყვი შეინარჩუნეთ დაბლა
თავისუფლად დახრილი.
გ) თვლაზე “სამი” და “ოთხი” სრულდება იგივე მოძრაობები, რაც დგომიდან
“იარაღი მკერდთან” დგომში – “იარაღი ფეხთან” გადასვლის დროს. (იხ. ნახ. 16. 3.)
25. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში –
“იარაღი – მარცხენა მხარზე” სრულდება ოთხ თვლაში კომანდით – “იარაღი მარცხენა
მხარზე”:
ა) წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” შეასრულეთ ილეთი – “იარაღი მკერდთან”
ორ თვლაში;
ბ) თვლაზე “სამი” გაითავისუფლეთ ხელის ტყვიამფრქვევის სალულეზე
ჩაჭიდებული მარცხენა ხელი (თავის გაუნძრევლად), ხელის ტყვიამფრქვევი მიიდეთ
მარჯვენა ხელით მარცხენა მხარზე (სამიზნით ზევით) და იდაყვი დაუშვით ქვევით.
ამავე დროს ჩასჭიდეთ მარცხენა ხელი ხელის ტყვიამფრქვევის კონდახის ძირს ისე,
რომ ის მოექცეს ცერსა და საჩვენებელ თითებს შორის, ხოლო დანარჩენი თითები
შემოეჭდოს ქვევიდან. მარცხენა მკლავის წინამხარი უნდა იყოს ჰორიზონტალურად,
ხოლო მარცხენა მკლავის ზედა მხარე – ვერტიკალურად და გვერდზე მჭიდროდ
მიბჯენილი;

ნახ. 16. 7. იარაღი მარცხენა მხარზე

გ) თვლაზე “ოთხი” მარჯვენა ხელი მკვეთრად დაუშვით და დაიკავეთ იგივე


მდგომარეობაში როგორც “სმენაზე” დგომის დროს (ნახ. 16. 7.).
26. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “მარცხენა მხარზე” მდგომარეობაში
– “იარაღი ფეხთან” სრულდება ხუთ თვლაში:
ა) წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” ასწიეთ მარჯვენა ხელი, მიიდეთ
ჯვარედინად მკერდზე და ჩასჭიდეთ კონდახის ვიწრო ყელს, ხოლო იდაყვი ქვევით
დაუშვით;
ბ) თვლაზე “ორი” (თავის მოძრაობის გარეშე) გაითავისუფლეთ კონდახზე
ჩაჭიდებული მარცხენა ხელი და მარჯვენა ხელით გადმოიტანეთ ხელის
ტყვიამფრქვევი სხეულის დიაგონალურად (სამიზნე ზევით) წელიდან დაახლოებით
10 სმ სიმაღლეზე. ამავე დროს, მარცხენა ხელი ჩასჭიდეთ ლულის ზესადების
(სალულე) ზევით და მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი მკერდთან”;
გ) თვლაზე “სამი”, “ოთხი” და “ხუთი” მეორდება იგივე ილეთები, რაც
სრულდება მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდთან” მდგომარეობაში – “იარაღი
ფეხთან” გადასვლის დროს (იხ. ნახ. 16. 3.).
27. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდთან” მდგომარეობაში
– “იარაღი მარჯვენა მხარზე” სრულდება სამ თვლაში კომანდით – “იარაღი მარჯვენა
მხარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” გაითავისუფლეთ ჩაჭიდებული
მარჯვენა ხელი და ჩასჭიდეთ ხელის ტყვიამფრქვევის კონდახის ძირს ისე, რომ ის
მოექცეს ცერსა და საჩვენებელ თითს შორის, ხოლო დანარჩენი თითები შემოეჭდოს
ქვევიდან. თვლზე “ორი” და “სამი” მოქმედებები სრულდება იგივე
თანამიმდევრობით, როგორც თვლაზე “სამი” და “ოთხი” მდგომარეობიდან –
“იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი მარჯვენა მხარზე” გადატანისას.
28. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში
– “იარაღი მკერდთან” ორ თვლაში სრულდება კომანდით – “იარაღი მკერდთან”.
წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” თვლაზე “ერთი” იარაღი მდგომარეობიდან –
“მარჯვენა მხარზე” გადაიტანეთ მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან”. თვლაზე “ორი”
გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და ჩასჭიდეთ ის ხელის ტყვიამფრქვევის კონდახის
ვიწრო ყელს, მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი მკერდთან”. მარშით სვლის დროს
კომანდა გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე.
29. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდთან”
მდგომარეობაში – “იარაღი მარცხენა მხარზე” სრულდება ორ თვლაში კომანდით –
“იარაღი მარცხენა მხარზე”. წინასწარ კომანდაზე “იარაღი~ – ხელის ტყვიამფრქვევი
მდგომარეობაში – “მარცხენა მხარზე” გადაიტანეთ იგმავე მოქმედებებით, რა
მოქმედებებიც სრულდება თვლაზე “სამი” და “ოთხი” მდგომარეობიდან – “ფეხთან”
მდგომარეობაში – “მხარზე” იარაღის გადატანის დროს. მარშით სვლისას კომანდა
გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე.
30. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “მარცხენა მხარზე” მდგომარეობაში
– “იარაღი მკერდთან” სრულდება ორ თვლაში კომანდით – “იარაღი მკერდთან”.
წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” თვლაზე “ერთი”, “ორი” იარაღი მდგომარეობიდან –
“მარცხენა მხართან” გადაიტანეთ მდგომარეობაში – “იარაღის ფეხთან”. მარშით
სვლის დროს შესასრულებელი კომანდა გაიცემა მიწაზე მარცხენა ფეხის
დადგმისთანავე.
31. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “მარჯვენა მხარზე”, მდგომარეობაში
– “მარცხენა მხარზე” სრულდება ორ თვლაში კომანდით – “იარაღი მარცხენა მხარზე”.
წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” სრულდება იგივე ილეთი, რაც თვლაზე “ერთი”
მდგომარეობაში – “ფეხთან” იარაღის გადატანის დროს. თვლაზე “ორი” გაუშვით
მარჯვენა ხელი ხელის ტყვიამფრქვევის კონდახის ძირს და ჩასჭიდეთ კონდახის
ვიწრო ყელს (მდგომარეობა “იარაღი მკერდთან”). თვლაზე “სამი”, “ოთხი” სრულდება
იგივე ილეთები, რაც იარაღის მდგომარეობიდან – “მკერდთან” მდგომარეობაში –
“იარაღი მხარზე” გადატანის დროს. მარშით სვლის დროს კომანდა გაიცემა მიწაზე
მარცხენა ფეხის დადგმისთანავე.
32. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “მარცხენა მხარზე” მდგომარეობაში
– “იარაღი მარჯვენა მხარზე” სრულდება ხუთ თვლაში კომანდით – “იარაღი
მარჯვენა მხარზე”. წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” შეასრულეთ ილეთი – “იარაღი
მკერდთან” ორ თვლაში. თვლაზე “სამი”, “ოთხი” და “ხუთი” – სრულდება იგივე
ილეთები, რაც იარაღის მდგომარეობიდან – “მკერდთან” მდგომარეობაში “მხარზე”
გადატანის დროს. მარშით სვლის დროს კომანდა გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხის
დადგმისთანავე.
33. მდგომარეობიდან – “იარაღი მარცხენა/მარჯვენა მხარზე” “საზეიმო
დგომზე” გადასვლა სრულდება მხოლოდ ადგილზე დგომისას. წინასწარ კომანდაზე
– “იარაღი” იარაღი მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე”
გადაიტანეთ მდგომარეობაში – “იარაღი მკერდთან”. შემდეგ მდგომარეობიდან –
“იარაღი მკერდთან” ერთ თვლაში მიიღეთ “საზეიმო დგომი”.
34. დგომიდან – “საზეიმო დგომი” მდგომარეობის – “იარაღი
მარჯვენა/მარცხენა მხართან” მისაღებად გაიცემა კომანდა – “იარაღი
მარჯვენა/მარცხენა მხართან”. წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” ერთ თვლაში მიიღეთ
დგომი – “იარაღი მკერდთან” და შემდეგ შეასრულეთ ის ილეთები, რომლებიც
იარაღის მდგომარეობიდან – “მკერდთან” მდგომარეობაში – “იარაღი მხარზე”
გადატანის დროს სრულდება.
შენიშვნა: გამოცდილ სამხედრო მოსამსახურეს უნდა შეეძლოს იარაღის
მდგომარეობიდან – “ფეხთან” მდგომარეობებში: “მარჯვენა მხარზე”, “მარცხენა
მხარზე” “საზეიმოდ” და “ფეხთან” თანამიმდევრობით გადატანა 15 თვლაში
კომანდით – “იარაღი”.
35. კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევისთვის მდგომარეობის – “იარაღი
ქამარზე” ძირითადი მოძრაობების (მოქმედებების) შესრულებისას საყურადღებოა:
ა) მდგომარეობა – “იარაღი ქამარზე” შენარჩუნდება ყველა დანარჩენი
მოძრაობის დროს;
ბ) სამხედრო მოსამსახურეებისა და ქვედანაყოფის სასწავლო მოქმედებები
შეიძლება შესრულდეს მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე”, ხოლო “დაჩქარებული
მარში” სრულდება მდგომარეობიდან “იარაღი ფეხთან”;
გ) მწყობრში მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” ყოფნის დროს მხედრული
მისალმება შეასრულეთ კომანდაზე – “საზეიმო დგომი”;
დ) ოცეულების მეთაურებსა და სერჟანტებს ყველა სამწყობრო სწავლებისა და
ცერემონიების დროს თავიანთი იარაღი აქვთ მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” და
ამ პოზიციიდან ისინი ასრულებენ მხოლოდ “საზეიმო დგომს”. ასევე მოქმედებენ
ათეულების უფროსები, როდესაც მათი ქვედანაყოფები გადიან სამწყობრო
სწავლებას, როგორც ცალკეული ერთეულები.
36. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მოშვებული ქამრით მდგომარებაში –
“იარაღი ქამარზე” გადასასვლელად გაიცემა კომანდა – “იარაღი ქამარზე” (იხ. ნახ. 16.
8.). წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” ჩასჭიდეთ კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევის
ლულას მარჯვენა ხელი და ასწიეთ ის ვერტიკალურად. ჩასჭიდეთ ქამარს ლულაზე
მისამაგრებელთან ახლოს მარცხენა ხელი და გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი.
მარჯვენა ხელი და მკლავი გაატარეთ ქამარსა და ხელის ტყვიამფრქვევს შორის და
გადაიტანეთ ქამარი მარჯვენა მხარზე. ჩასჭიდეთ ქამარს მარჯვენა ხელი ისე, რომ
მაჯა იყოს პირდაპირ, მარჯვენა მკლავი – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, იდაყვი
– მჭიდროდ მიბჯენილი გვერდზე და ხელის ტყვიამფრქვევი კი ვერტიკალურ
მდგომარეობაში. გაითავისუფლეთ ჩაჭიდებული მარცხენა ხელი, მკვეთრად
დაუშვით და დაიკავეთ მდგომარეობაში – “სმენა”.

ნახ. 16. 8. იარაღი ქამარზე

37. ხელის ტყვიამფრქვევის დაბრუნება მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან”


დაჭიმული ქამრით, სრულდება კომანდაზე – “ქამარი” (ნახ. 16. 9.). კომანდაზე –
“ქამარი” მოიხსენით ხელის ტყვიამფრქვევი მხრიდან. შემდეგ ჩასჭიდეთ ხელის
ტყვიამფრქვევის ლულას მარჯვენა ხელი და დაიჭირეთ ვერტიკალურად, ჩასჭიდეთ
მარცხენა ხელი იარაღს კონდახის ვიწრო ყელში და მიიდეთ იარაღის კონდახი
მარჯვენა თეძოზე. მოხრილი მარჯვენა ხელი ჩამოაცურეთ სალულესთან და დაიდეთ
იარაღი მარჯვენა ხელის მაჯაზე. ორივე ხელით დაჭიმეთ ქამარი. ჩასჭიდეთ ლულას
მარჯვენა ხელი და იარაღი დააბრუნეთ მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან”.
38. მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან” დაჭიმული ქამრის მოსაშვებად გაიცემა
კომანდა – “იარაღი ქამარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “ქამარზე” ხელის
ტყვიამფრქვევის ლულას ჩასჭიდეთ მარჯვენა ხელი და დაიკავეთ ის
ვერტიკალურად. ჩასჭიდეთ მარცხენა ხელი იარაღს კონდახის ვიწრო ყელში და
მიიდეთ იარაღის კონდახი მარჯვენა თეძოზე. მოხრილი მარჯვენა ხელი ჩამოაცურეთ
სალულესთან და დაიდეთ იარაღი მარჯვენა ხელის მაჯაზე. ორივე ხელით დაჭიმეთ
ქამარი. ჩასჭიდეთ ქამარს მარცხენა ხელი ლულის სამაგრთან ახლოს და შეასრულეთ
ილეთი – “იარაღი ქამარზე” (როგორც ეს მოცემულია მე-16 მუხლის 36-ე პუნქტში).
39. როცა სამხედრო მოსამსახურე იმყოფება მდგომარეობაში – “იარაღი
ფეხთან” მოშვებული ქამრით, კომანდაზე – “ქამარი” მოჭიმეთ ქამარი და ხელის
ტყვიამფრქვევი დააბრუნეთ მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან” იმ
თანამიმდევრობით, როგორც ეს აღწერილია მე-16 მუხლის 36-ე პუნქტში.
შენიშვნა: თუ არ არის მითითებული მწყობრში იარაღით ილეთების
შესრულება, “იარაღი ფეხთან” ილეთის ელემენტები ემთხვევა მოქმედებას, რომელიც
სრულდება “იარაღი ქამარზე” მდგომარეობის მისაღებად.
40. ხელის ტყვიამფრქვევის დასაბრუნებლად მდგომარეობაში – “იარაღი
ფეხთან” მოშვებული ქამრით, გაიცემა კომანდა – “მოიხსენი იარაღი”. შესასრულებელ
კომანდაზე – “იარაღი”, მარცხენა ხელი ჩასჭიდეთ მარჯვენა მხარზე გადადებულ
ქამარს, გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და მოიხსენით ხელის ტყვიამფრქვევი.
მარჯვენა მხრიდან ჩასჭიდეთ იარაღის ლულას მარჯვენა ხელი, გაითავისუფლეთ
ღვედს ჩაჭიდებული მარცხენა ხელი და მიიღეთ დგომი – “იარაღი ფეხთან” (როგორც
ზემოთ იყო აღწერილი).
41. დგომიდან – “იარაღი ქამარზე” მხედრული მისალმებისთვის გაიცემა
კომანდა – “სააღლუმოდ თავისუფლად” და შემდეგ კომანდა – “სმენა”. სამხედრო
მოსამსახურე კომანდაზე – “სმენა” გადადის დგომში – “იარაღი ქამარზე”, იმ
განსხვავებით, რომ ნიკაპს წევს მაღლა და თავს აბრუნებს მეთაურისკენ (ნახ. 16. 10.).
ნახ. 16. 10. მხედრული მისალმება მდგომარეობიდან – “იარაღი ქამარზე”

42. მდგომარეობიდან – “იარაღი ქამარზე” გადასვლა მდგომარეობაში – “იარაღი


მკერდთან” სამწყობრო ილეთის შესრულებისას კომანდაზე – “იარაღი მკერდთან”
მოქმედება სრულდება შესასრულებელ კომანდაზე – “მკერდთან”. სხეულის
ჯვარედინად გაიწვდინეთ მარცხენა ხელი და ჩასჭიდეთ მარჯვენა მხარზე
გადადებულ ქამარს. ჩამოიღეთ იარაღი მხრიდან და დაიჭირეთ სხეულის წინ
დიაგონალურად, ჩასჭიდეთ კონდახის ვიწრო ყელს მარჯვენა ხელი, ხელის
ტყვიამფრქვევი დაიჭირეთ ტანის ჯვარედინად (ნახ. 16. 11).

43. იარაღის დასაბრუნებლად მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” გაიცემა


კომანდა – “იარაღი ქამარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “ქამარზე” მარცხენა ხელი
ჩასჭიდეთ ქამარს ლულის სამაგრთან ახლოს. გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და
გადაიტანეთ ხელის ტყვიამფრქვევი უკან მხარზე ისე, რომ მარჯვენა მკლავი იყოს
იარაღსა და ქამარს შორის და დაუყოვნებლივ მიიღეთ დგომი – “იარაღი ქამარზე”.
44. იარაღის შემოწმება მდგომარეობიდან – “იარაღი ქამარზე” სრულდება
კომანდაზე – “შეამოწმეთ იარაღი”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” მიიღეთ
მდგომარეობა “იარაღი მკერდზე” და შემდეგ შეასრულეთ მოქმედებები ,,სამ”, ,,ოთხ”
თვლაზე იმავე თანამიმდევრობით, რა თანამიმდევრობითაც სრულდება იარაღის
შემოწმება მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან”.
45. კომანდაზე – “მოემზადეთ, იარაღი მკერდზე” ილეთები სრულდება
წესდებაში მოცემული თანამიმდევრობით.
46. მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” დასაბრუნებლად სრულდება ისეთივე
მოქმედებები, როგორიც მდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე”.
47. როდესაც ხელის ტყვიამფრქვევზე მჭიდია მიმაგრებული, კომანდაზე –
“შეამოწმეთ იარაღი” მოხსენით მჭიდი მარცხენა ხელით და მოათავსეთ ფორმის
ქურთუკის მარცხენა ჯიბეში. სასხლეტი კაუჭის გადაწევის შემდეგ სანამ დააბრუნებთ
მდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე”, ხელის ტყვიამფრქვევს აუცილებლად
გაუკეთეთ მჭიდი. თუ გიკეთიათ რევოლვერის ქამარი, მჭიდი მოთავსდება ქამარსა
და ტანსაცმელს შორის (მარცხნივ).

მუხლი 17. სამწყობრო ილეთების შესრულება 7, 62 მმ-იანი СКС სერიის


კარაბინით
1. მდგომარეობა – ,,იარაღი ფეხთან” მიიღება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) კომანდაზე – ,,მოეწყვეთ” მიიღება მდგომარეობა – ,,იარაღი ფეხთან” ან
კომანდაზე – ,,სმენა” მდგომარეობიდან – ,,თავისუფალი სააღლუმო” გადადით
მდგომარეობაში – ,,იარაღი ფეხთან”;
ბ) მდგომარეობისას – ,,იარაღი ფეხთან” შეინარჩუნეთ დგომი – ,,სმენა”.
კარაბინის კონდახი დადეთ მიწაზე, სამიზნე მოქცეული უნდა იყოს უკან და
ეხებოდეს მარჯვენა ფეხს. კარაბინი დაიჭირეთ მარჯვენა ხელით ისე, რომ ცერით და
დანარჩენი გამართული თითებით გამოსახულიı იყოს U”. მარცხენა ხელი გეჭიროთ
როგორც დგომზე ,,სმენა”, კარაბინი დაიჭირეთ მარჯვენა ხელის თითებით, თითები
მიმართული უნდა იყოს ქვემოთ და უნდა ეხებოდეს ლულის ზესადების გვერდებს.
მარჯვენა ხელი კარაბინს მოჰკიდეთ უკანა მხრიდან (ნახ. 17. 1. 1).
იარაღით მისალმება

ნახ. 17. 1. 1. დგომი - ,,სმენა” ნახ. 17. 1. 2. დგომი - “სააღლუმო თავისუფალი”

2. კარაბინით ,,თავისუფალი დგომის” მისაღებად სრულდება ისეთივე


მოქმედებები, როგორც ინდივიდუალური წვრთნისას, შემდეგი დამატებებით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე – ,,თავისუფლად” ლულა გადახარეთ წინ,
კონდახის ქვედა კუთხე დადეთ მარჯვენა ფეხის წინ, ხაზზე. მარჯვენა ხელი
გაშლილად გეჭიროთ;
ბ) თავისუფალი დგომი კარაბინით მიიღეთ იგივე თანამიმდევრობით, როგორც
,,სააღლუმო თავისუფალი” დგომი, იმ განსხვავებით, რომ თავს მეთაურისაკენ
აბრუნებთ (ნახ. 17. 1. 2);
გ) კომანდაზე – ,,თავისუფლად” კარაბინის კონდახი დადეთ იმ ადგილას,
სადაც იყო ,,სააღლუმო თავისუფალი” დგომისას.
3. მდგომარეობიდან – ,,იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – ,,იარაღი მკერდთან”
გადასვლა სრულდება ორ თვლაში კომანდაზე – ,,იარაღი მკერდზე”. შესასრულებელ
კომანდაზე – ,,მკერდზე” კარაბინს იჭერთ მარჯვენა ხელით სხეულის
დიაგონალურად, იდაყვი დაიჭირეთ თავისუფლად, ქვემოთ მიმართული. ამავე
დროს მარცხენა ხელი ჩასჭიდეთ იარაღს (გააწონასწორეთ) და გეჭიროთ წელიდან 10
სმ-ით ზევით. თვლაზე “ორი” მარჯვენა ხელი მოჰკიდეთ კარაბინის კონდახის ვიწრო
ყელს. იარაღი გეჭიროთ ვერტიკალურად, მარჯვენა მკლავი იქონიეთ გაშლილ
მდგომარეობაში, იდაყვები უნდა ეხებოდეს გვერდებს (ნახ. 17. 2).
4. მდგომარეობიდან – ,,იარაღი მკერდთან” მდგომარეობაში – ,,იარაღი ფეხთან”
გადასვლა სრულდება სამ თვლაში კომანდაზე – ,,იარაღი ფეხთან”. შესასრულებელ
კომანდაზე – ,,ფეხთან” მარჯვენა ხელი ასწიეთ მაღლა სხეულის დიაგონალურად და
ჩასჭიდეთ ხელი კარაბინის ზუსტად ქამრის ქვედა მხარეზე, იდაყვი კი დაიჭირეთ
დაბლა დახრილი. თვლაზე “ორი” გაუშვით მარცხენა ხელი კარაბინს და დაუშვით
მარჯვენა მხრისკენ მიწიდან 3 სმ-ის დაშორებით. კარაბინი მიმართეთ გვერდისკენ.
მარცხენა ხელი დაიკავეთ შაშხანის ქამრის ზედა ნაწილის კუთხეზე, თითები
მჭიდროდ შეერთებული და გამართულია, ხელის გული კი მიმართულია ტანისკენ.
თვლაზე “სამი” მარცხენა ხელი დაუშვით და დაიკავეთ როგორც დგომში “სმენა”.
კარაბინი კი ფრთხილად დადეთ მიწაზე და მიიღეთ მდგომარეობა – ,,იარაღი
ფეხთან” (ნახ. 17. 2).

ნახ. 17. 2 გადასვლა მდგომარეობიდან - “იარაღი მკერდთან”


მდგომარეობაში – ,,იარაღი ფეხთან”

5. მდგომარეობიდან – ,,იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი


ყარაულზე” გადასვლა სრულდება სამ თვლაში კომანდაზე – “იარაღი ყარაულზე”.
შესასრულებელ კომანდაზე – ,,ყარაულზე” ორ თვლაში მიიღეთ მდგომარეობა
“იარაღი მკერდთან”. თვლაზე “სამი” – კარაბინი შემოაბრუნეთ ისე, რომ სამიზნე უკან
მოექცეს, იარაღი დაიჭირეთ ვერტიკალურად, ტანიდან 10 სმ-ის დაშორებით;
დაუშვით კარაბინი ისე, რომ წინამხარი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დარჩეს.
იდაყვები გვერდებთან ახლოს დაიჭირეთ. გაშლილი ცერი დაიჭირეთ ლულის
ზესადებზე.
შენიშვნა: შემოაბრუნეთ ლულა უკან, რათა დარწმუნდეთ, რომ იარაღი
ვერტიკალურ მდგომარეობაშია.
ნახ 17. 3. გადასვლა დგომიდან – ,,იარაღით მისალმება” დგომში – ,,იარაღი ფეხთან”

6. მდგომარეობიდან – “იარაღი ყარაულზე” მდგომარეობაში – ,,იარაღი ფეხთან”


გადასვლა სრულდება სამ თვლაში კომანდაზე – ,,იარაღი ფეხთან”. შესასრულებელ
კომანდაზე – “ფეხთან” დააბრუნეთ კარაბინი მდგომარეობაში ,,იარაღი მკერდთან”.
თვლაზე “ორი”, “სამი” და “ოთხი”– მოძრაობები იმავე თანმიმდევრობით სრულდება,
როგორც ,,იარაღი მკერდთან” მდგომარეობიდან ,,იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში
გადასვლისას (ნახ. 17. 3).
7. მდგომარეობა – ,,იარაღი მკერდთან” მიიღება, როცა ხდება მდგომარეობიდან
– ,,იარაღი ყარაულზე” მდგომარეობაში – “იარაღი მარჯვენა (მარცხენა) მხარზე”,
“იარაღი ფეხთან” გადასვლა ან პირიქით. მდგომარეობიდან – ,,იარაღი ყარაულზე”
მდგომარეობაში – ,,იარაღი მკერდთან” გადასვლა ერთ თვლაში სრულდება.
8. მხედრული მისალმების ან პატაკის ჩაბარების დროს მდგომარეობიდან –
,,იარაღი მკერდთან” უნდა გადახვიდეთ მდგომარეობაში – ,,მისალმება იარაღით” და
მზერა მიმართოთ იმ პირისაკენ, ვისაც ესალმებით ან პატაკს აბარებთ. საპასუხო
მისალმებისას მიიღეთ მდგომარეობა – ,,იარაღი ფეხთან”.
9. ილეთი – ,,იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობიდან – ,,იარაღი ფეხთან”
გადასვლა სრულდება ოთხ თვლაში კომანდაზე – ,,იარაღი მარჯვენა მხარზე”.
წინასწარ კომანდაზე – ,,იარაღი” თვლაზე “ერთი” შეასრულეთ იგივე მოქმედებები,
როგორც მდგომარეობისას – ,,იარაღი მკერდზე”. თვლაზე “ორი” გაუშვით მარჯვენა
ხელი კარაბინს და კონდახის ზედა ნაწილი მოიქციეთ საჩვენებელ და შუა თითებს
შორის. თვლაზე “სამი” თავი გაუნძრევლად გეჭიროთ, მარცხენა ხელი გაუშვით
კარაბინს (მარჯვენა ხელი დარჩება იმავე მდგომარეობაში) და შემოაბრუნეთ ისე, რომ
სამიზნე ზემოთ იყოს მიმართული და დაიდეთ კარაბინი მარჯვენა მხარზე, მარცხენა
ხელი გადაიტანეთ კონდახის ვიწრო ყელზე და მიმართეთ ლულით მხრისაკენ.
თითები გქონდეთ მჭიდროდ შეერთებული და გამართული (მარცხენა ხელის),
ხელისგული კი ტანისაკენ შებრუნებული. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი უნდა
ეხებოდეს სამიზნეს. მარცხენა იდაყვი დაბლა დახრილი დაიჭირეთ, მარჯვენა
წინამხარი კი ჰორიზონტალურად. თვლაზე “ოთხი” – მარცხენა ხელი მკვეთრი
მოძრაობით დაიდეთ ბარძაყზე იმავენაირად, როგორც “სმენაზე” დგომისას (ნახ 17. 4).
10. მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში – “იარაღი
ფეხთან” გადასვლა სრულდება ოთხ თვლაში კომანდაზე “იარაღი ფეხთან”. წინასწარ
კომანდაზე – “იარაღი”, თვლაზე “ერთი” ჯარისკაცი თავის გაუნძრევლად კონდახს
სწრაფად ჰკიდებს მარცხენა ხელს და იკავებს მას დიაგონალურად ისე, რომ კვეთდეს
ტანს წელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე. კარაბინი დაიჭირეთ მარცხენა ხელით
გაწონასწორებულ მდგომარეობაში. თვლაზე “ორი” მარჯვენა ხელი მოხრილად
ასწიეთ მაღლა და მაგრად ჩასჭიდეთ კარაბინს ლულასთან; მარჯვენა იდაყვი
თავისუფლად გეჭიროთ, ქვემოთ მიმართული. თვლაზე “სამი” და “ოთხი” იგივე
მოძრაობები სრულდება, რაც მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში –
“იარაღი მკერდთან” გადასვლისას (ნახ. 17. 4).

გადასვლა “იარაღი ფეხთან” დგომში


“იარაღი მარჯვენა მხარზე”
ნახ. 17. 4. მდგომარეობიდან – ` “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში –”იარაღი
მარჯვენა მხარზე” და მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე”
მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან” გადასვლა

11. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი მარცხენა


მხარზე” გადასვლა სრულდება ოთხ თვლაში კომანდაზე – “იარაღი მარცხენა მხარზე”.
წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი მკერდთან” ორ
თვლაში. თვლაზე “სამი” მარჯვენა ხელი გაუშვით კარაბინს და მარცხენა ხელით
იარაღი მარცხენა მხარზე დაიდეთ, ლულა მიმართული უნდა იყოს მაღლა, იდაყვი კი
დაბლა დახრილი. ამავე დროს, მარცხენა ხელის საჩვენებელ და შუა თითებს შორის
მოაქციეთ კონდახის ზედა კუთხე ისე, რომ ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს
ეხებოდეს. მარცხენა წინამხარი ჰორიზონტალურად უნდა გეჭიროთ. თვლაზე “ოთხი”
– მარჯვენა ხელი მკვეთრად დაუშვით მარჯვენა ბარძაყზე ისე, როგორც “სმენაზე”
დგომისას (ნახ. 17. 5).
ნახ. 17. 5. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი
მარცხენა მხარზე” და მდგომარეობიდან – “იარაღი მარცხენა მხარზე”
მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან” გადასვლა
12. მდგომარეობიდან – “იარაღი მარცხენა მხარზე” მდგომარეობაში – “იარაღი
ფეხთან” გადასვლა სრულდება ხუთ თვლაში კომანდაზე “იარაღი ფეხთან”. წინასწარ
კომანდაზე – “იარაღი” თვლაზე “ერთი” – ასწიეთ მარჯვენა ხელი მაღლა ისე, რომ
გადაკვეთოს ტანი და მოჰკიდეთ ხელი კონდახის ვიწრო ყელს, იდაყვი დაბლა
გქონდეთ დახრილი. თვლაზე “ორი” (თავის გაუნძრევლად) გაითავისუფლეთ
მარცხენა ხელი და მარჯვენა ხელით კარაბინი დაიჭირეთ დიაგონალურად ისე, რომ
გადაკვეთოს ტანი და 10 სმ-ით იყოს დაცილებული წელიდან. ამავე დროს მარცხენა
ხელი მოჰკიდეთ კარაბინს შუა ნაწილში და მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი
მკერდთან” (ნახ. 17. 5). თვლაზე “სამი”, “ოთხი” და “ხუთი” იგივე მოქმედებები
სრულდება, როგორიც მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდთან” მდგომარეობაში –
“იარაღი ფეხთან” გადასვლისას.
13. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “შეამოწმეთ
იარაღი” გადასვლა სრულდება ხუთ თვლაში კომანდაზე “შეამოწმეთ იარაღი”.
შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” უნდა მიიღოთ მდგომარეობა “იარაღი
ფეხთან” ორ თვლაში. თვლაზე “სამი” მარჯვენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითი
მოჰკიდეთ საკეტის ჩარჩოს გადატენის სახელურს, გადასწიეთ უკან. თვლაზე “ოთხი”
დახარეთ თავი და ვიზუალურად შეამოწმეთ სალულე. თვლაზე “ხუთი” თავი
გაასწორეთ ისევე, როგორც “სმენაზე” და დაბრუნდით მდგომარეობაში – “შეამოწმეთ
იარაღი” (ნახ. 17. 6).
ნახ. 17. 6. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში– “იარაღის
შემოწმება” და მდგომარეობიდან – “იარაღის შემოწმება” მდგომარეობაში
– “იარაღი მკერდთან” გადასვლა
14. ერთადერთი კომანდა, რომელიც გაიცემა “იარაღის შემოწმების” შემდეგ
არის “იარაღი მკერდზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” საკეტის ჩარჩოს
გადატენის სახელურს გაუშვით ხელი, კონდახის ვიწრო ყელს მარჯვენა ხელის ცერი
და საჩვენებელი თითი ისე მოჰკიდეთ, რომ ჩახმახსაც ეხებოდეს. კომანდაზე –
“მკერდთან” გამოსწიეთ ჩახმახი, დაკეტეთ მცველი და გადადით დგომში – “იარაღი
მკერდთან” (ნახ. 17. 6).

მუხლი 18. სამწყობრო ილეთების შესრულება კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი


ПКМ-ით

1. ПКМ კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევის მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე”


გადასატანად ჯარისკაცებს ტყვიამფრქვევი ისევე უჭირავთ, როგორც ხელის
ტყვიამფრქვევი. ვარჯიშის დროს ყოველი ინდივიდუალური მოძრაობა სრულდება
იარაღით ქამარზე. კომანდებზე (სააღლუმო თავისუფალი დგომის დროს) –
“თავისუფლად” და “მოეშვი” ჯარისკაცი მოიხსნის იარაღს მდგომარეობიდან –
“იარაღი ქამარზე” და მარჯვენა ფეხის გვერდით კონდახით დადებს მიწაზე, ამ
მდგომარეობიდან იარაღის გადატანა შესაძლებელია მდგომარეობებში – “იარაღი
ყარაულზე”, “მოუშვით ქამარი”, “შეამოწმეთ იარაღი” და “მოემზადეთ, იარაღი
მკერდზე” (კომანდები: “შეამოწმეთ იარაღი” და “მოემზადეთ, იარაღი მკერდზე”
შეიძლება შესრულდეს მხოლოდ მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან”). იარაღით
სხვა ილეთების შესრულებისას ჯარისკაცი რჩება მდგომარეობაში – “იარაღი
ქამარზე”.
2. კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევ ПКМ-ის შემოწმება სრულდება კომანდაზე –
“შეამოწმეთ იარაღი”:
ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან”
მდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე” გადადით ორ თვლაში;
ბ) თვლაზე “სამი” მარჯვენა ხელი მოჰკიდეთ პისტოლეტის სახელურს, ხოლო
მარცხენა ხელი – გადასატენს;
გ) თვლაზე “ოთხი” მკვეთრი მოძრაობით მოქაჩეთ გადასატენი უკან ისე, რომ
იარაღი გადაიტენოს;
დ) თვლაზე “ხუთი” მკვეთრი მოძრაობით დააბრუნეთ გადატენის სახელური
საწყის მდგომარეობაში;
ე) თვლაზე “ექვსი” მარცხენა ხელი მოაქციეთ იარაღსა და სხეულს შორის,
ცერით და საჩვენებელი თითით გახსენით ლულის კოლოფის სარქველი;
ვ) თვლაზე “შვიდი” მარცხენა ხელი მოჰკიდეთ კოლოფის სახურავს, ასწიეთ
მიმღების საფუძველი, ასწიეთ იარაღი მაღლა, მიიდეთ მხარზე კონდახით და
დაათვალიერეთ სავაზნე;
ზ) თვლაზე “რვა” მარცხენა ხელით დაიკავეთ დასაკეცი ფეხები, მარჯვენა
ხელით – კონდახის ყელი და მიიღეთ მდგომარეობა – “შეამოწმეთ იარაღი” (ნახ. 18).
ნახ. 18. კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევის (ПКМ ) შემოწმება (გაგრძელება)
3. კომანდა – “მოემზადეთ, იარაღი მკერდზე” არის ერთადერთი, რომელიც
გაიცემა იარაღის შემოწმების შემდეგ. კომანდაზე – “მოემზადეთ” მარჯვენა ხელი
პისტოლეტის სახელურს მოჰკიდეთ, მარცხენა ხელი – სავაზნეს სარქველს და
დაკეტეთ. კომანდაზე – “იარაღი-მკერდზე” (იარაღი) მარჯვენა ხელის საჩვენებელი
თითი გამოსდეთ სასხლეტ კაუჭს, დასხლიტეთ იარაღი და მიიღეთ მდგომარეობა –
“იარაღი მკერდთან” (ნახ. 18).

მუხლი 19. სამწყობრო ილეთების შესრულება სნაიპერული შაშხანით

1. სნაიპერული შაშხანით მოძრაობები, გარდა იარაღის შემოწმებისა, იგივე


თანამიმდევრობით ხორციელდება, როგორც ხელის ტყვიამფრქვევით მოძრაობისას.
პატიმრების მცველის მოვალეობის შესრულებისას იარაღი დაიკავეთ მზადყოფნის
მდგომარეობაში (ნახ. 19). ამ დროს ბადრაგზე არ ვრცელდება მისალმების კომანდა,
მაგრამ ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს უბრძანეთ პატიმრებს მიიღონ დგომი –
“სმენა”, დარჩით მათკენ მიბრუნებული და მზადყოფნის მდგომარეობიდან გადადით
მდგომარეობაში – “იარაღით ყარაულზე”.

ნახ. 19. მზადყოფნის მდგომარეობა

2. მზადყოფნის მდგომარეობა. მიიღეთ მზადყოფნის მდგომარეობა ყველაზე


მოხერხებული მეთოდით. მიიდეთ შაშხანის კონდახი მარჯვენა თეძოზე და
გაშლილი საჩვენებელი თითი დაადეთ ლულის კოლოფზე სასხლეტი კაუჭის მაღლა.
შემდეგ მოხარეთ მარჯვენა მკლავი, იარაღი მოხერხებულად დაიკავეთ დახრილ
მდგომარეობაში ისე, რომ ლულა ზემოთ იყოს მიმართული. როცა დაიღლებით,
შეგიძლიათ შაშხანა გადაიტანოთ მარცხენა მხარეს.
3. სნაიპერული შაშხანის შემოწმება. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან”
მდგომარეობაში – “იარაღი ყარაულზე” გადასვლა სამ თვლაში სრულდება. ამისათვის
გაიცემა კომანდა – “შეამოწმეთ იარაღი”. ეს მოქმედება სრულდება შემდეგი
თანმიმდევრობით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” ორ თვლაში მიიღეთ მდგომარეობა –
“იარაღი მკერდთან”. თვლაზე “სამი” მარცხენა ხელით გადასწიეთ მცველი მარჯვნივ
და მოატრიალეთ შაშხანა ისე, რომ შეძლოთ მიმღებისა და მასრის გამოსაგდების
დათვალიერება. შემდეგ მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი შემოწმებაზე”;
ბ) კომანდა – “მოემზადეთ, იარაღი მკერდზე” არის ერთადერთი კომანდა,
რომელიც გაიცემა კომანდის – “შეამოწმეთ იარაღი” შემდეგ. წინასწარ კომანდაზე –
“მოემზადეთ იარაღი” გადასწიეთ მცველი მარცხნივ და მარჯვენა ხელის საჩვენებელი
თითი მოჰკიდეთ სასხლეტ კაუჭს. შესასრულებელ კომანდაზე – “მკერდზე” მოქაჩეთ
სასხლეტი კაუჭი და მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი მკერდთან”.

მუხლი 20. სამწყობრო ილეთების შესრულება პისტოლეტით (ПМ)


1.İინდივიდუალური მოწყობისას ჯარისკაცი ყველა მოქმედებას ასრულებს
ბუდეში ჩადებული პისტოლეტით. პისტოლეტით შეიძლება შესრულდეს მხოლოდ
მოქმედებები – “იარაღი ყარაულზე” და “იარაღის შემოწმება”. სხვა მოქმედებების
დროს ინარჩუნებს დგომს – “სმენა”. გუშაგის მოვალეობის შესრულებისას
მდგომარეობა – “აწეული პისტოლეტი” იგივეა, რაც მდგომარეობა – “იარაღი
მკერდთან” (შაშხანით).
2. აწეული პისტოლეტი. ინსტრუქციის მიხედვით კომანდა – “ასწიეთ
პისტოლეტი” გამოიყენება ჯარისკაცებისათვის პისტოლეტის შემოწმებისას:
ა) შესასრულებელ კომანდაზე – “პისტოლეტი” მარჯვენა ხელით გახსენით
იარაღის ბუდე, სახელურით ამოიღეთ პისტოლეტი ბუდიდან და დაიკავეთ მარჯვენა
მხრის წინ 20 სმ-ის მანძილზე (იდაყვი მოხრილია). პისტოლეტი გეჭიროთ ისე, რომ
ცერი და ბოლო სამი თითი ქმნიდეს “U”-ს, გაშალეთ საჩვენებელი თითი სასხლეტი
კაუჭის მცველის სიგრძეზე და ლულა მიმართეთ ზემოთ 30 გრადუსიანი კუთხით
(ნახ. 20);
ბ) კომანდაზე – “პისტოლეტი ბუდეში” სხარტი მოძრაობით დააბრუნეთ
იარაღი ბუდეში, შეკარით და მიიღეთ დგომი – “სმენა”.
3. იარაღის შემოწმება. ამ მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა –
“შეამოწმეთ იარაღი”:
ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” ასწიეთ პისტოლეტი მაღლა და
მარჯვენა ხელის დაუწევლად მარცხენა ხელის ცერი მოჰკიდეთ საკეტს, ხოლო
პირველი ორი თითი – მის მარჯვნივ. შემდეგ გადასწიეთ საკეტი უკან და მარჯვენა
ხელის ცერით შეაკავეთ ამ მდგომარეობაში საკეტის შემფერხებლით. ბოლოს
მარცხენა ხელი მკვეთრად მარცხენა მხარეს დაუშვით და დარჩით მდგომარეობაში –
“აწეული პისტოლეტი”;
ბ) კომანდა – “მოემზადეთ, იარაღი მკერდთან” არის ერთადერთი კომანდა,
რომელიც გაიცემა იარაღის შემოწმების შემდეგ. კომანდაზე –”მოემზადეთ” მარჯვენა
ხელის ცერი მოჰკიდეთ საკეტს და კომანდაზე –”იარაღი” გასწიეთ საკეტი წინ, ხოლო
საჩვენებელი თითი გამოსდეთ სასხლეტ კაუჭს. კომანდაზე – “მკერდთან” გამოსწიეთ
სასხლეტი კაუჭი, დააბრუნეთ პისტოლეტი ბუდეში და მიიღეთ დგომი – “სმენა”;
გ) იარაღის შემოწმებისას ლულის დასათვალიერებლად ასწიეთ პისტოლეტი
მაღლა, მოხსენით საკეტი და ქამრის შიგნით ჩაიდეთ. ლულის დათვალიერების
შემდეგ, ბუდეში დაბრუნების წინ, საკეტი ისევ გაუკეთეთ პისტოლეტს;
დ) თუ შემმოწმებელი ოფიცერი პისტოლეტებს ამოწმებს მწკრივში და აიღებს
პისტოლეტს, სწრაფად დაუშვით მარჯვენა ხელი. როცა შემმოწმებელი ოფიცერი
მზად იქნება იარაღის დასაბრუნებლად, ისევ ასწიეთ მარჯვენა ხელი მაღლა და
გამოართვით პისტოლეტი. შემდეგ გადასწეთ საკეტი წინ, მოქაჩეთ სასხლეტი, ჩადეთ
იარაღი ბუდეში და მიიღეთ დგომი – “სმენა”.
ნახ. 20 . მაკაროვის პისტოლეტით შესრულებული ილეთები

მუხლი 21. სამწყობრო ილეთების შესრულება ხმლით

1. ხმლის აღწერილობა – ქვემოთ წარმოდგენილია 1902 წლის ხმლის მოდელი


(ნახ. 21. 1) და ნაჩვენებია ხმლის ცალკეული ნაწილების დასახელება.

2. დგომი – ,,სმენა” მიიღება კომანდამდე – ,,ამოიღე ხმალი” და კომანდის – ,,ჩააგე


ხმალი” – შემდეგ. დგომში – ,,სმენა” ხელები მოთავსებულია შარვლის ნაკერის უკან, ხელის
თითები მოხრილია და ცერი გარედან ეხება საჩვენებელ თითს (ნახ. 21. 2.).
3. ხმლის ამოღება. ნახ. 21. 3-ზე ნაჩვენებია ხმლის ამოღების პროცესი.

ნახ. 21. 3. ხმლის ამოღება


ა) წინასწარ კომანდაზე – ,,ამოიღეთ” მარცხენა ხელი ჩასჭიდეთ ქარქაშს,
შეაბრუნეთ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით 180 გრადუსით, დახარეთ წინ
ისე, რომ შეიქმნას 45 გრადუსიანი კუთხე მიწის ზედაპირთან. მარჯვენა ხელი
მოჰკიდეთ ხმლის ტარს და ამოსწიეთ ქარქაშიდან 15 სმ-ით. ამ დროს მარჯვენა
წინმკლავი უნდა იყოს მიწის ზედაპირის პარალელური;
ბ) შესასრულებელ კომანდაზე – ,,ხმალი” იღებთ ხმალს ქარქაშიდან და
გიჭირავთ მდგომარეობაში – ,,ხმალი მხართან”. ხმლის პირი მარჯვენა მხრის
ვერტიკალურად უნდა იყოს (ნახ. 21. 4).
4. დგომი – “ხმალი მხართან” მიიღება ıისეთ სიტუაციებში, როგორიცაა:
ა) ბრძანების გაცემა;
ბ) მდგომარეობის შეცვლა;
გ) როდესაც ოფიცრები ოფიციალურად მიმართავენ ერთმანეთს და ხმალი
ამოღებულია;
დ) როდესაც სერჟანტები ოფიციალურად მიმართავენ ჯარისკაცს (ან როცა
ოფიცერი მიმართავს სერჟანტებს) და ხმალი ამოღებულია;
ქარქაშში ხმლის ჩადებამდე;
ე) აჩქარებული ნაბიჯით სვლისთვის გაცემულ მოსამზადებელ კომანდაზე (და
ამავე ტემპით მარშირების დროს);
5. მდგომარეობის – ,,ხმალი მხართან” მიღებისას (ნახ. 21. 4) ოფიცერი
(სერჟანტი) რჩება დგომში ,,სმენა”:
ა) ამ დროს ხმალი გიჭირავთ მარჯვენა ხელში; მაჯა გამართულია, ხოლო ცერი
მიდებულია შარვლის ნაკერის გასწვრივ. ხმლის წვერი მიდებულია ბეჭთან და არა
მკლავზე. ხმლის ამ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად ცერით და საჩვენებელი
თითით გიჭირავთ ტარი, ხოლო შუა თითი მოქცეულია ტარის უკან;
ბ) მდგომარეობა – “ხმალი ყარაულზე” მიიღება მდგომარეობიდან – ,,ხმალი
მხართან”, როდესაც ოფიცერს ან სერჟანტს მინიჭებული აქვს მეთაურის უფლებები ან
ხელმძღვანელობს ქვედანაყოფს, რომელიც არ წარმოადგენს უფრო დიდი
ქვედანაყოფის ნაწილს. წინასწარ კომანდაზე – ,,ხმალი” ხმალს (ორ თვლაში)
დაახლოებით 10 სმ-ის დაშორებით სახელურით ცხვირთან მიიტანთ ისე, რომ ხმლის
წვერი ზემოთ მოექცეს (ნახ. 21. 5). შესასრულებელ კომანდაზე – ,,ყარაულზე”
მარჯვენა ხელს დასწევთ ქვემოთ (თვლაზე ორი). ამ დროს ხმლის პირი მოქცეულია
წინ, გამართული ცერი კი ტარის მარცხენა მხარეს და ხმლის წვერი მიწის
ზედაპირიდან დაახლოებით 15 სმ-ით არის დაშორებული (ნახ. 21. 5);
გ) კომანდაზე – ,,სწორდით” უბრუნდებით მდგომარეობას – ,,ხმალი მხართან”.
ნახ. 21. 5. ხმლით მისალმება

6. დგომი – ,,აღლუმზე თავისუფალად” მიიღება ხმლის მოძრაობის გარეშე


მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან”. შესასრულებელ კომანდაზე მარცხენა ფეხს
დგამთ 30 სმ-ით განზე (მარჯვნიდან მარცხნივ), მარცხენა ხელი ოდნავ მოხრილია და
მაჯა მოთავსებულია ტანის უკანა მხარეს (დაახლოებით) ქამრის დონეზე, თითები
გამართული და მჭიდროდ შეერთებულია, ხელისგული მიმართულია უკან (ნახ. 21.
6). კომანდაზე – ,,სმენა” მარცხენა ფეხი მიადგით მარჯვენა ფეხთან, მარცხენა ხელი
დაიკავეთ როგორც დგომში – ,,სმენა”.

ნახ. 21. 6. ,,სააღლუმო თავისუფალი” დგომი.

შენიშვნა: როდესაც ხმალი გიჭირავთ მდგომარეობში – ,,იარაღი ფეხთან”,ıის უნდა


იყოს გამართული ისე, რომ არანაირ კუთხეს არ ქმნიდეს ტანის მიმართ.
7. ხმლის ჩადება სრულდება მდგომარეობის – ,,ხმალი მხართან” მიღების
შემდეგ სამ თვლაში:
ა) წინასწარ კომანდაზე – ,,ჩადე” რომელიც გაიცემა ოფიცრებისა და
სერჟანტებისთვის, ხმალი გიჭირავთ ვერტიკალურ მდგომარეობაში (ნახ 21. 7).
ხელის წინამხარი, მაჯის ჩათვლით, ტანიდან დაშორებული უნდა იყოს 8 სმ-ით,
მარშირების ადგილის ზედაპირის პარალელურად. მცველი მიმართულია
მარცხნისაკენ;
ბ) შესასრულებელ კომანდაზე ,,ხმალი” ერთდროულად ხდება სამი
მოქმედების შესრულება: ხმალს ამოაბრუნებთ, მარცხენა ხელს ჩასჭიდებთ ქარქაშს
ზუსტად ზედა თითბერის რგოლს ზემოთ, დახრით წინ და შემოაბრუნებთ საათის
ისრის მოძრაობის მიმართულებით 180 გრადუსით. ქარქაშმა უნდა შექმნას 45
გრადუსიანი კუთხე მიწის ზედაპის მიმართ, ილეთის შემსრულებელი თავს
მიაბრუნებს მარცხნისაკენ, დახედავს და შეამოწმებს ქარქაშის სატუჩარს (მხრები
თანაბრად და სწორად უნდა იყოს გაშლილი), სწრაფად ჩადებს ხმალს ქარქაშში ისე,
რომ ხმლის პირი დაახლოებით 12 სმ-ით იყოს ამოწეული; მარჯვენა წინამხარი
უნდა ეჭიროს ჰორიზონტალურად, ტანიდან 10 სმ-ის დაშორებით (ნახ 21. 7);
ნახ. 21. 7. ხმლის ჩადება

გ) კომანდაზე – ,,შეწყვიტე” ხმალს მკვეთრი მოძრაობით ჩადებთ ქარქაშში,


ქარქაშს აბრუნებთ ისე, რომ მისი წვერი მოექცეს წინ, ილეთის შემსრულებელი კი
დგება ,,სმენაზე”.
8. მარშირების დროს ხმალი მიდებულია მარჯვენა ბეჭთან პირის კიდით
ვერტიკალურ მდგომარეობაში (ნახ. 21. 8).

ნახ. 21. 8. მარშირება ხმლით

ნახატი 21. 8.

9. კომანდა – ,,მზერა მარჯვნივ” სრულდება მარშირების დროს მდგომარეობაში


– ,,ხმალი მხართან”. კომანდის – “მზერა მარჯვნივ” გაცემამდე, წინასწარი კომანდა –
,,მოემზადეთ” გაიცემა მარჯვენა ფეხის მიწაზე დადგმისას (ამ დროს მოქმედება არ
იცვლება). მარჯვენა ფეხის ხელახლა დადგმისას გაიცემა წინასწარი კომანდა –
,,მზერა”. ამ დროს ხმალს (თვლაზე ერთი) დაიჭერთ მდგომარეობაში ,,იარაღი
ყარაულზე”. ერთი ნაბიჯის გამოტოვების შემდეგ მიწაზე მარცხენა ფეხის მეოთხედ
დადგმისას გაიცემა შესასრულებელი კომანდა – ,,მარჯვნივ”. როგორც კი ფეხით
შეეხებით მიწას, თავს მკვეთრად, 45 გრადუსით მიაბრუნებთ მარჯვნივ, ხოლო ხმალს
დაუშვებთ ქვემოთ (ნახ. 21. 9).
შენიშვნა: გამაფრთხილებელი კომანდა – ,,მოემზადეთ” გაიცემა მხოლოდ
მედროშესთან ერთად მარშირების დროს.
ა) მდგომარეობის – “იარაღით ყარაულზე” შესაბამისად მარშირების დროს
მარჯვენა ხელს ბუნებრივად იქნევთ (20 სმ-ით წინ და 15 სმ უკან), მაჯას
საჭიროებისამებრ მოხრით ისე, რომ შეგეძლოთ დაიცვათ 15 სმ-იანი მანძილი
მარშირების ადგილის ზედაპირიდან ხმლის წვერამდე. ხელის წინ გაწევისას მაჯას
გაშლით, უკან გაწევისას კი მოხრით;

ნახატი 21. 9. მარჯვნივ მზერა მარშირებისას

ბ) კომანდა – ,,მოემზადეთ, პირდაპირ” სრულდება შემდეგნაირად: კომანდა –


,,მოემზადეთ” გაიცემა მარშირების ადგილის ზედაპირზე მარჯვენა ფეხის
დადგმისთანავე (ამ დროს არაფერს ცვლით), შემდგომი კომანდა – ,,მოემზადეთ”
გაიცემა მარჯვენა ფეხის მარშირების ადგილის ზედაპირზე მეორედ დადგმისთანავე
(კვლავაც არ იცვლება მოქმედება). მიწაზე მარჯვენა ფეხის მესამედ დადგმისას ხმალს
დაიჭერთ მდგომარეობაში – ,,იარაღი ფეხთან” და არ წყვეტთ ხელის ქნევას წინ და
უკან. კომანდა – ,,პირდაპირ” გაიცემა მარშირების ადგილის ზედაპირზე მარჯვენა
ფეხის მეოთხეჯერ დადგმისთანავე. მარჯვენა ფეხის კვლავ მიწაზე შეხებისას თავს
მკვეთრად აბრუნებთ წინ, ხოლო მიწაზე მარცხენა ფეხის დადგმისას ხმალს დაიჭერთ
მდგომარეობაში – ,,ხმალი მხართან”.
10. დგომი – “იარაღი მკერდთან” სრულდება კომანდზე – ,,იარაღი მკერდზე”.
წინასწარ კომანდაზე – ,,სირბილით” მიიღება დგომი “იარაღი მკერდთან”. ამ დროს
მარჯვენა მკლავი გიჭირავთ დგომის – ,,ხმალი მხართან” შესაბამისად, ოღონდ
ტანიდან დაშორებულია 15 სმ-ით. ხმალი გადახრილია ვერტიკალური
მდგომარეობიდან მარცხნივ 45 გრადუსით, მცველი მიმართულია მარცხნივ, მარცხენა
ხელით გიჭირავთ ქარქაში.

ნახ. 21. 10. დგომი ,,იარაღი მკერდთან”

მუხლი 22. სამწყობრო ილეთების შესრულება დროშით

1. ყველა ქვედანაყოფს თავისი დროშა აქვს. ის აღმართული უნდა იყოს


ქვედანაყოფის ყოველ მოწყობაზე ან მეთაურის მიერ მითითებულ დროს. როდესაც
მედროშე შეიარაღებულია შაშხანით (ავტომატით), ის მას ზურგზე იკიდებს ისე, რომ
ქამარი დიაგონალურად კვეთდეს მკერდს, ლულა კი მიმართული იყოს ზემოთ,
მარჯვენა მხარეს.
2. ქვედანაყოფის მოწყობის შემდეგ მედროშემ უნდა გადადგას ერთი ნაბიჯი
წინ და ორი 45 სმ-იანი ნაბიჯი მარცხნივ ისე, რომ იმ ჯარისკაცისაგან, რომელიც
თავში დგას (პირით ქვედანაყოფისკენ) და ხელმძღვანელობს ქვედანაყოფს, მარჯვნივ
აღმოჩნდეს:
ა) თუ უფროსი სერჟანტი ხელმძღვანელობს ქვედანაყოფის მოწყობას, მედროშე მის
კომანდაზე – “ადგილებზე” წინ დგამს სამ ნაბიჯს;
ბ) მედროშეს დროშა წინა პირით თავისკენ აქვს მოქცეული, შემდეგ 3 სმ-ით
წასწევს წინ ისე, რომ მარჯვენა ხელის იდაყვი მოხრილი ჰქონდეს. ამ მოქმედების
შესრულების შემდეგ ავტომატურად უშვებს დროშას და უბრუნდება საწყის
მდგომარეობას;
გ) მედროშე ბრუნდება, გადაადგილდება, ისვენებს და გადადის
მდგომარეობაში – “იარაღი ყარაულზე” ქვედანაყოფთან ერთად. იარაღის გამოყენების
ილეთების შესრულების დროს დროშა რჩება “სააღლუმოდ თავისუფლად”
მდგომარეობაში (ნახ. 22. 2).
3. როდესაც ასეული დგას მწკრივში და სწორდება მარჯვნივ
გადასაადგილებლად, მედროშეც იღებს მარჯვნივ სწორებას, დროშა კი საწყის
მდგომარეობაში უჭირავს (ნახ. 22. 1) ამ მდგომარეობიდან იგი გადაადგილდება
ასეულიდან 5 ნაბიჯით წინ, პირველი ოცეულის ათეულის მეთაურებისაკენ. თუ
ასმეთაური რიგის თავში უნდა ჩადგეს, მედროშე დგამს ორ ნაბიჯს მარცხნივ.
4. თუ ოცეულს აქვს უფლება ატაროს დროშა (მაგალითად, ქვედანაყოფების
წვრთნის დროს), მედროშემ თავისი ადგილის დასაკავებლად უნდა გადადგას ერთი
ნაბიჯი წინ, ორი 45 სმ-იანი ნაბიჯი კი მარჯვნივ ისე, რომ პირით იმ ჯარისკაცისაკენ
დადგეს, რომელსაც ოცეული უსწორდება. როდესაც ქვედანაყოფი მარჯვნივ
სწორებით მარშირებს, მედროშე იმავე მოძრაობებს აკეთებს, რომლებიც ზემოთ არის
აღწერილი, იმ განსხვავებით, რომ მისი ადგილი სამი ნაბიჯით წინ იქნება, ათეულის
მეთაურებთან ახლოს. თუ ოცმეთაური თავის ადგილზე დგას, მედროშემ თავისი
ადგილის დასაკავებლად უნდა გადადგას ერთი ნაბიჯი უკან, ორი 45 სმ-იანი ნაბიჯი
კი ოცმეთაურისაგან მარცხნივ.

ნახ. 22. 1. დროშა ფეხთან

როდესაც რიგებად მოწყობილი ქვედანაყოფი ასრულებს ბრუნებს მარცხნივ


(მარჯვნივ), მედროშე შესასრულებელ კომანდაზე ბრუნდება ნახევრად მარცხნივ
(მარჯვნივ) და ამგვარად ინარჩუნებს თავის ადგილს ქვედანაყოფში.
შენიშვნა: მედროშე დროშას მაღლა სწევს შემდეგი კომანდების წინასწარ
კომანდებზე: “იარაღი ყარაულზე”, “სწორება მარჯვნივ” და “იარაღი ფეხთან”
(რომელიც სრულდება მდგომარეობის – “იარაღი ყარაულზე” და “სწორება მარჯვნივ”
მიღების შემდეგ), ასევე გამაფრთხილებელ კომანდაზე – “მოემზადეთ” (“მოემზადეთ
– პირდაპირ”).
5. მდგომარეობაში – “დროშა ფეხთან” დროშის ტარის ბოლო უნდა ეხებოდეს
მედროშის მარჯვენა ფეხის წვერს, ტარი უნდა ეჭიროს მარჯვენა გაჭიმული ხელით,
დროშის ტარი მოქცეული უნდა იყოს ცერსა და დანარჩენ გამართულ თითებს შორის
ისე, რომ გამოსახავდეს “U”-ს (ნახ. 22. 1).
6. “თავისუფალი დგომის” მისაღებად წინასწარ კომანდაზე – “აღლუმზე”
მედროშე იდაყვში მოხრილ მარჯვენა ხელს დროშის ტარზე ააცურებს მაღლა
იქამდის, ვიდრე ხელი წინმკლავით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაჩერდება
(ნახ. 22. 2). “თავისუფალი დგომის” შესრულების შემდეგ მედროშემ გაშლილი
მკლავით უნდა გასწიოს დროშის ტარი წინ და ამავე დროს შეასრულოს “სააღლუმო
თავისუფალი დგომი”.

ნახ. 22. 2. დგომი “აღლუმზე თავისუფლად”

7. მედროშე “თავისუფალ დგომში” დადგება იმავე თანამიმდევრობით,


როგორც “სააღლუმო თავისუფალ დგომში”, იმ განსხვავებით, რომ მედროშეს თავი
და მზერა მეთაურისკენ აქვს მიმართული.
8. მედროშე თავისუფალ დგომში გადადის მდგომარეობიდან – “დროშა
ფეხთან”.
9. იმისათვის, რომ მედროშემ მიიღოს დგომი – “დროშა მხართან”,
გადაადგილებისთვის გაცემულ წინასწარ კომანდაზე ის მდგომარეობიდან – “დროშა
ფეხთან” მდგომარეობაში – “დროშა მხართან” გადადის მარცხენა ხელის დახმარებით
(ნახ 22. 3). მარცხენა ხელით სწვდება დროშის ტარს და სწევს 15 სმ-ით მაღლა, ხოლო
მარჯვენა ხელის ცერს მოაქცევს ტარის წინ, დაბლა დახრილს. შესასრულებელ
კომანდაზე – “იარ” სწრაფი მოძრაობით დაუშვებს მარცხენა ხელს გვერდზე და იწყებს
მარშირებას.
10. დროშის საწყის მდგომარეობაში (,,დროშა ფეხთან”) დასაბრუნებლად
მედროშე მარცხენა ხელით სწვდება დროშის ტარს და სწევს დაბლა, შემდეგ
გადაიტანს დროშას მარჯვენა ხელში, ხოლო მარცხენა ხელს მკვეთრი მოძრაობით
დაუშვებს მარცხენა გვერდზე, როგორც დგომში “სმენა.”
ნახ. 22. 3. დროშა ტარების მდგომარეობაში
11. სირბილის დროს მედროშე დროშას დიაგონალურად იჭერს ისევე, როგორც
იარაღს მდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე”.
12. აწეული დროშა – წინასწარ კომანდაზე “იარაღი (იარაღი ყარაულზე)
მოამზადე (სწორება მარჯვნივ (მარცხნივ)” მედროშე მარჯვენა ხელით სწევს დროშას
ვერტიკალურ მდგომარეობაში, მარცხენა ხელს კი ჩასჭიდებს ტარს და
გააწონასწორებს დროშას ისე, რომ მარჯვენა ხელი იყოს მარჯვენა მხრის სიმაღლეზე.
დროშა ამ მდგომარეობაში რჩება შესასრულებელი კომანდის გაცემამდე (ნახ. 22. 4).
შენიშვნა: როდესაც მედროშეს დროშა მდგომარეობიდან – “დროშა მხართან”
გადააქვს მდგომარეობაში – “აწეული დროშა”, ჯერ იღებს მდგომარეობას – “დროშა
ფეხთან”, შემდეგ მარცხენა ხელს ჰკიდებს დროშის ტარს და ასწევს დროშას ისე,
როგორც ზემოთ არის აღწერილი. მდგომარეობიდან – “აწეული დროშა” გადასვლა
მდგომარეობაში – “დროშა მხართან” ხდება ისე, როგორც აღწერილია მე-9 პუნქტში.

ნახ. 22. 4. დროშის აწევა მაღლა


13. დროშა ყარაულზე --– კომანდების - “იარაღი ყარაულზე”, “სწორება
მარჯვნივ (მარცხნივ)” წინასწარ კომანდებზე მედროშე სწევს დროშას მაღლა.
შესასრულებელ კომანდაზე მედროშე მარჯვენა ხელით დროშას წინ გადახრის,
მოიქცევს დროშის ტარს იღლიაში და დაიკავებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
შემდეგ მარცხენა ხელს მკვეთრი მოძრაობით მარცხენა გვერდზე დაუშვებს (ნახ. 22.
5).

ნახ. 22 5. დროშა ყარაულზე

14. ქვედანაყოფის დათვალიერების დროს კომანდაზე – “მარჯვნივ” მედროშე


მზერას მარჯვნივ მიმართავს. ხოლო როცა მედროშე დროშას ასწევს კომანდაზე –
“მოემზადეთ”, “წინ”, თავი და თვალები ფრონტისკენ მიაბრუნეთ.
15. კომანდაზე – “იარაღი მოაწესრიგეთ” ან “მოემზადეთ, წინ” მედროშემ
მარცხენა ხელი უნდა მოჰკიდოს ტარს ისევე, როგორც საწყის მდგომარეობაში და
დროშა მაღლა ასწიოს. კომანდაზე – “ფეხთან” ან “პირდაპირ” მედროშე დროშას
აბრუნებს მდგომარეობაში – “დროშა მხართან” ან “დროშა ფეხთან.”
16. მედროშის მიერ მხედრული მისალმება – როდესაც მედროშეს (არა
მოწყობის დროს) უწევს მისალმება მდგომარეობიდან – “დროშა მხართან” ან “დროშა
ფეხთან”, იგი მისალმებას ასრულებს მარცხენა ხელით. ამ მდგომარეობის მისაღებად
მედროშემ უნდა შეასრულოს შემდეგი მოქმედებები:
ა) მედროშემ მკვეთრი მოძრაობით უნდა მიიტანოს მარცხენა ხელი დროშის
ტართან ისე, რომ საჩვენებელი თითით ეხებოდეს მას. თითები უნდა იყოს
გამართული და ერთმანეთთან მჭიდროდ შეერთებული, ხელისგული ქვემოთ
მიმართული, მაჯა გასწორებული, მკლავი კი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (ნახ.
22. 6);
ბ) მედროშემ მისალმების შემდეგ მარცხენა ხელი მკვეთრი მოძრაობით უნდა
მიიდოს მარცხენა გვერდზე.
ნახ. 22. 6. დროშის მდგომარეობა მისალმებისას

17. სირბილის დროს (არა მწყობრში) მედროშემ დროშა უნდა დაიჭიროს


ტარების მდგომარეობაში და შეასრულოს მისალმება ისევე, როგორც ზემოთ არის
აღწერილი.
18. ამ მოქმედების შესრულების შემდეგ, მედროშე უბრუნდება “დროშის
ტარების” პოზიციას და გადადის სირბილზე (ნახ. 22. 7)

ნახ. 22. 7. დროშის მდგომარეობა სირბილის დროს

თავი VI ათეულის მწყობრი

მუხლი 23. ზოგადი დებულებანი

1. ათეულის მწყობრი არის ორი სახის – გაშლილი ერთმწკრივიანი და


სალაშქრო – კოლონაში ერთ ან ორ რიგად.
2. ათეულის გაშლილ მწყობრში მოწყობისას ათეულის ათვლა ხდება
მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო სალაშქრო მწყობრში – ფრონტიდან სიღრმეში.
3. სწავლებისას ათეულის მოწყობის ძირითადი ფორმა არის გაშლილი
მწყობრი.
4. ათეულის გადაადგილებისათვის მოწყობის ძირითადი ფორმა არის
სალაშქრო მწყობრი. მცირე მანძილებზე ათეული შეიძლება გაშლილი მწყობრითაც
გადაადგილდეს.
5. გაშლილი ერთმწკრივიანი მწყობრის კოლონაში ერთ რიგად გადაწყობა
ხდება ათეულის მარჯვნივ მობრუნებით.
6. ათეულის მიერ ბრუნები ადგილზე და მოძრაობაში სრულდება ისევე,
როგორც ინდივიდუალური ილეთების შესრულების დროს.
7. ათეულის ერთ მწკრივად მოწყობისას მისი მეთაური დგება ქვედანაყოფის
ცენტრიდან სამი ნაბიჯით წინ, ხოლო, როცა ათეული მოწყობილია კოლონაში ერთ ან
ორ რიგად, მეთაური იკავებს ğპოზიციას ქვედანაყოფის ცენტრიდან სამი ნაბიჯით
მარცხნივ; როცა ათეული მოწყობილია უფრო დიდი ქვედანაყოფის შემადგენლობაში,
მისი მეთაური ათეულში იკავებს ნომერ პირველ პოზიციას.

მუხლი 24. ათეულის მოწყობა

1. ათეული, ძირითადად, მოეწყობა ერთ მწკრივში, საჭიროების შემთხვევაში კი


შეიძლება გადაეწყოს რიგებად ისე, რომ თითოეულ წევრს მწყობრში თავისი ადგილი
ჰქონდეს მიკუთვნებული (იხ. ნახ. 24).
2. ჩვეულებრივი ინტერვალით მოწყობისას ათეულის მეთაური დგება დგომში
“სმენა” და გასცემს კომანდას – “მოეწყვეთ”, ამას მოსდევს ათეულის პირადი
შემადგენლობის მიერ შემდეგი ერთდროული მოქმედებები:
ა) თითოეული წევრი სირბილით მიემართება თავისი პოზიციისაკენ;
ბ) მარჯვენა ფლანგზე მყოფი ჯარისკაცი დგება ისე, რომ ათეული იყოს
ათეულის მეთაურისაგან სამი ნაბიჯით წინ და მწყობრის ცენტრი უსწორდებოდეს
ათეულის მეთაურს;
გ) მარჯვენა ფლანგზე მდგომი ჯარისკაცი იღებს დგომს “სმენა”, მაღლა სწევს
მარცხენა ხელს მხრის დონეზე, იდაყვში მოუხრელად, თითები აქვს გამართული და
მჭიდროდ შეერთებული, ხელისგული ქვემოთ არის მიმართული;
დ) მარჯვენა ფლანგის ჯარისკაციდან öმარცხნივ, ყველაზე ახლოს მდგომი
ჯარისკაცი იღებს დგომს “სმენა”, აბრუნებს თავს მარჯვნივ და იკავებს ხელს
იმავენაირად, როგორც მის მარჯვნივ მდგომი. მოძრაობს წინ და უკან მოკლე
ნაბიჯებით, სანამ ზუსტად არ გაუსწორდება მარჯვენა ფლანგის ჯარისკაცს. შემდეგ
ის მარცხნივ და მარჯვნივ მოკლე ნაბიჯების გადადგმით იკავებს ზუსტ ინტერვალს,
სანამ მისი მხარი არ შეეხება მარჯვენა ფლანგის ჯარისკაცის თითებს. ამის შემდეგ
დანარჩენები დაუშვებენ ხელებს, მკვეთრად მიაბრუნებენ თავს წინ და იღებენ დგომს
,,სმენა”;
ე) მარჯვენა ფლანგზე მდგომი ჯარისკაცი მყისვე იღებს დგომს ,,სმენა”;
ვ) ათეულის ყველა დანარჩენი წევრი დგება იმავე მდგომარეობაში, გარდა
მარცხენა ფლანგის ჯარისკაცისა, რომელიც მაღლა არ სწევს მარცხენა ხელს.
ნახ. 24. ათეულის მოწყობა

შენიშვნა: მარჯვენა ფლანგის ჯარისკაცი მაღლა სწევს ხელს და იყურება


პირდაპირ, სანამ ათეული არ გაუსწორდება მას. თუ ჯარისკაცი (მარჯვენა ფლანგი)
თვითონ უნდა გაუსწორდეს მის მარჯვნივ მდგომ ათეულს, მაშინ ის აბრუნებს თავს
მარჯვნივ და დგება მის გასწვრივ.
3. მოწყობა ,,ახლო ინტერვალით” (მიჯრილი ინტერვალით) სრულდება ისევე,
როგორც “ნორმალური ინტერვალით” (განმკლავით გაჯრილი ინტერვალი), იმ
განსხვავებით, რომ ამჯერად გაიცემა კომანდა – ,,ახლო ინტერვალით, მოეწყვეთ”.
ათეულის შემადგენლობა განლაგდება ახლო ინტერვალით, მარცხენა ხელის
შეკუმშული მუშტი მიდებული აქვთ ბარძაყზე ისე, რომ იდაყვი სხეულს სიგრძეზე
უსწორდებოდეს და ეხებოდეს მარცხნივ მდგომი ჯარისკაცის მკლავს.
4. ათეულის მეთაური მოსაწყობად დგება მითითებული ფლანგის პირისპირ
და გასცემს კომანდას – “ათეულო, ორ რიგად, მოეწყვეთ”é. ამ კომანდის
შესრულებისას ათეულის ჯარისკაცები ეწყობიან ორ რიგად ისე, რომ უკანა
პოზიციაზე მდგომი ჯარისკაცი უსწორდება მის წინ მდგომს;
შენიშვნა: რიგებში ჯარისკაცებს შორის სრული მანძილი დაახლოებით 90 სმ-
ია, რაც უტოლდება ერთი ხელის გაწვდენას პლუს 15 სმ.
5. სამხედრო მოსამსახურეების მოწყობის დაწყებამდე (უსაფრთხოების
მიზნით) გაიცემა კომანდა – “შეამოწმეთ იარაღი” და შემდეგ იწყება ილეთების
შესრულება “მოემზადეთ, იარაღი მკერდზე”; “იარაღი ქამარზე”. იარაღის შემოწმება
კომანდის – “დაიშალეთ” გაცემამდეც სრულდება.

მუხლი 25. გათვლა


1. ათეულის გათვლა წარმოებს როგორც გაშლილ მწყობრში, ასევე სალაშქრო
კოლონაში. ათეულის გათვლისათვის გაიცემა კომანდა – “ათეულო-გაითვალე”.
კომანდის – “გაითვალე” გაცემამდე გაიცემა კომანდა – “თავისუფლად”:
2. ათეულის გაშლილ მწყობრში გათვლა ხდება მარჯვნიდან მარცხნივ.
ათეულის თითოეული სამხედრო მოსამსახურე, გარდა მარჯვენა ფლანგზე
მდგომისა, აბრუნებს თავს მარჯვნივ. მარჯვნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურე
ამბობს “ერთი”. ათეულის დანარჩენი პირადი შემადგენლობა გაითვლის რიგითობის
მიხედვით. სამხედრო მოსამსახურე რიცხვის დასახელებისთანავე აბრუნებს თავს
პირდაპირ;
3. სალაშქრო კოლონაში გათვლა ხდება ფრონტიდან სიღრმეში. პირველი
სამხედრო მოსამსახურე რიცხვის დასახელებისას აბრუნებს თავს მარჯვნივ, მხრის
ზემოდან ამბობს “ერთი” და სწრაფად აბრუნებს თავს პირდაპირ. ათეულის
დანარჩენი პირადი შემადგენლობა იგივე თანამიმდევრობით ასახელებს თავის
ნომერს. მხოლოდ რიგის ბოლოს მდგომი სამხედრო მოსამსახურე არ აბრუნებს თავს
მარჯვნივ.

მუხლი 26. მწკრივში ინტერვალის შეცვლა

1. მწკრივში ინტერვალის შესაცვლელად თითოეულმა ჯარისკაცმა


გადასადგმელი ნაბიჯების რაოდენობა რომ გაარკვიოს, ათეულის მეთაურმა
ინტერვალის შეცვლაზე კომანდის გაცემამდე უნდა გასცეს კომანდა: “გაითვალეთ,
თავისუფლად”. ჯარისკაცებმა ინტერვალის შეცვლისას არ უნდა ასწიონ მკლავები.
2. ნორმალური ინტერვალიდან (განმკლავით გაჯრილი ინტერვალიდან) ახლო
ინტერვალზე (მიჯრილ ინტერვალზე) გადასასვლელად გაიცემა კომანდა: “ახლო
ინტერვალით, ნაბიჯით – იარ”.é კომანდაზე – “იარ” მარჯვენა ფლანგზე მდგომი
პირველი ჯარისკაცი ადგილზე რჩება, ხოლო მის მარცხნივ მდგომი ჯარისკაცები
მარჯვნივ, განზე დგამენ სათანადო (თავიანთ ნომრებზე ერთით ნაკლებ) ნაბიჯებს და
ჩერდებიან.
შენიშვნა: ათეულის მეთაური დგამს შესაბამისი რაოდენობის ნაბიჯებს, რათა
შეინარჩუნოს პოზიცია (სამი ნაბიჯით წინ, სახით ათეულის ცენტრისაკენ).
3. ახლო ინტერვალიდან (მიჯრილი ინტერვალიდან) ნორმალურ ინტერვალზე
გადასასვლელად გაიცემა კომანდა: “ნორმალური (განმკლავით გაჯრილი)
ინტერვალით, ნაბიჯით – იარ”. კომანდაზე – “იარ” მარჯვენა ფლანგზე მდგომი
ჯარისკაცი ადგილზე რჩება, ხოლო მის მარცხნივ მდგომი ჯარისკაცები მარცხნივ,
განზე დგამენ ნაბიჯებს (თავიანთ ნომრებზე ერთით ნაკლებს) და ჩერდებიან.
4. ნორმალური ინტერვალიდან (განმკლავით გაჯრილ ინტერვალიდან) ორმაგ
ინტერვალზე (ორმაგი განმკლავით გაჯრილ ინტერვალზე) გადასასვლელად გაიცემა
კომანდა: “განმკლავით (გაჯრილი) მწყობრით, ნაბიჯით – იარ”. კომანდაზე – “იარ”
მარჯვენა ფლანგზე მდგომი ჯარისკაცი ადგილზე რჩება, ხოლო მის მარცხნივ
მდგომი ჯარისკაცები, რომლებსაც პირი მიბრუნებული აქვთ მარცხნივ, დგამენ
დაახლოებით სრულ ნაბიჯებს (თავიანთ ნომერზე ერთით ნაკლები რაოდენობის),
ჩერდებიან და იღებენ დგომს – “სწორება მარჯვნივ”.
5. ორმაგი ინტერვალიდან (ორმაგი განმკლავით გაჯრილი ინტერვალიდან)
ნორმალურ ინტერვალზე (განმკლავით გაჯრილ ინტერვალზე) გადასასვლელად
გაიცემა კომანდა: “ნორმალური ინტერვალით, ნაბიჯით – იარ”. კომანდაზე – “იარ”
მარჯვენა ფლანგზე მდგომი ჯარისკაცი ადგილზე რჩება, ხოლო მის მარცხნივ
მდგომი ჯარისკაცები მიბრუნებული პირით მარჯვნივ (როგორც მარშის დროს)
დგამენ სრულ ნაბიჯებს (თავიანთ ნომრებზე ერთით ნაკლებს), ჩერდებიან და იღებენ
მდგომარეობას “სწორება მარცხნივ”.

მუხლი 27. ათეულის ერთ ხაზზე გასწორება

1. ერთ ხაზზე ათეულის გასწორების კომანდის გაცემამდე ათეულის მეთაური


აწყობს ათეულს შესაბამის მწყობრში.
2. ნორმალურ ინტერვალზე (განმკლავით გაჯრილ ინტერვალზე) ათეულის
ერთ ხაზზე მოსაწყობად გაიცემა კომანდები: “სწორება მარჯვნივ”, “სწორდი” და
“მოემზადეთ, პირდაპირ”. სამხედრო მოსამსახურეების იარაღით მოწყობის
შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული კომანდები გაიცემა მხოლოდ მდგომარეობაში –
“იარაღი ფეხთან” ან “იარაღი ქამარზე”. კომანდაზე – “სწორდი” მარჯვენა ფლანგზე
მდგომი ჯარისკაცი ადგილზე რჩება. დანარჩენები აბრუნებენ თავს მარჯვნივ და
უსწორდებიან მარჯვნივ მდგომს. თითოეული ჯარისკაცი, მარცხენა ფლანგზე
მდგომის გარდა, იდაყვში გაშლილ მარჯვენა ხელს გაიწვდის გვერდზე, ზუსტად
მხრის სიმაღლეზე (ხელის მტევანი შეკრულია, ხელისგული მიმართულია ქვემოთ),
მარჯვნივ და მარცხნივ მოკლე-მოკლე ნაბიჯების გადადგმით საბოლოოდ იკავებს
ისეთ პოზიციას, რომ მისი მარჯვენა მხარი ეხებოდეს მარჯვნივ მდგომი ჯარისკაცის
თითის წვერებს. კომანდაზე – “პირდაპირ” ათეულის მთლიანი შემადგენლობა
მკვეთრად იღებს დგომს – “სმენა” (ნახ. 27. 1).

შენიშვნა: ერთ ხაზზე ათეულის უფრო ზუსტად გასწორების მიზნით, კომანდაზე –


“სწორდით” ათეულის მეთაური თავს აბრუნებს ნახევრად მარცხნივ, მიდის
პირდაპირ, უსწორდება იმ ხაზს, სადაც ათეული დგას და ჩერდება მარჯვენა ფლანგის
ჯარისკაციდან ერთი ნაბიჯის სიშორეზე. თავისი პოზიციიდან ის ამოწმებს ათეულის
განლაგებას სწორ ხაზზე, მიმართავს მათ სახელებით ან ნომრების მიხედვით წინ
წასაწევად ან უკან დასახევად. მაგალითად: – “რიგითო სვანიძევ, 5 სმ-ით - წინ”,
“ნომერო მერვევ, 10 სმ-ით – უკან”. ხაზზე ათეულის მოწყობის შემდეგ, მეთაური
მარცხნივ ან მარჯვნივ მოკლე-მოკლე ნაბიჯების გადადგმით გაუსწორდება მარჯვენა
ფლანგზე მდგომ ჯარისკაცს (სახით მისკენ). შემდეგ ნახევრად მიაბრუნებს თავს
მარჯვნივ და უბრუნდება საწყის მდგომარეობას (ათეულის ცენტრს), ჩერდება
ათეულისადმი პერპენდიკულარულად სახით მარცხნივ და გასცემს კომანდას:
“მოემზადეთ - წინ”. ეს მოქმედებები სრულდება ათეულის მიჯრილი ან განმკლავით
გაჯრილი მწყობრით ხაზზე განლაგებისათვის;
3. ხაზზე ახლო ინტერვალით (მიჯრილი ინტერვალით) ათეულის
გასასწორებლად გაიცემა კომანდა: “ახლო ინტერვალით სწორება მარჯვნივ –
სწორდით” და “მოემზადეთ – წინ”. ხაზზე ნორმალური ინტერვალით (განმკლავით
გაჯრილი ინტერვალით) განლაგებისას იგივე მოძრაობები სრულდება (თუ ისინი არ
გადადიან ახლო ინტერვალით მწყობრზე) (ნახ. 27. 2).

ნახ. 27. 2 ხაზზე მოწყობა (მიჯრილ მწყობრში)

4. ხაზზე ორმაგი ინტერვალით (ორმაგი განმკლავის ინტერვალით) ათეულის


განლაგებისათვის გაიცემა კომანდები: “ორმაგი ინტერვალით, სწორება მარჯვნივ –
სწორდით” და “მოემზადეთ – წინ”. ეს კომანდები გაიცემა მხოლოდ მაშინ, როცა
ჯარისკაცები უიარაღოდ არიან ან იმყოფებიან დგომში “იარაღი ქამარზე”. კომანდაზე
– “სწორება მარჯვნივ” თითოეული ჯარისკაცი (მარჯვენა ფლანგზე მდგომის გარდა)
თავს აბრუნებს მარჯვნივ და გაუსწორდება მარჯვნივ მდგომ ჯარისკაცს. ამავე დროს
ჯარისკაცები (გარდა მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე მდგომებისა) განზე სწევენ
ორივე ხელს და (წინ და უკან მოკლე ნაბიჯების გადადგმით) გაუსწორდნენ მარჯვნივ
და მარცხნივ მდგომ ჯარისკაცებს ისე, რომ ხელის თითების წვერებით ერთმანეთს
ეხებოდნენ (მარჯვენა ფლანგზე მდგომი ჯარისკაცი სწევს მარცხენა ხელს, ხოლო
მარცხენა ფლანგზე მდგომი – მარჯვენას).
5. ერთ რიგში ათეულის გასასწორებლად გაიცემა კომანდა: “გაუსწორდით” და
“შეწყვიტეთ გასწორება”. კომანდაზე – “გაუსწორდით” თითოეული ჯარისკაცი
(გარდა პირველისა) წინ გაწეულ, იდაყვში გაშლილ მარცხენა ხელს სწევს მხრის
სიმაღლეზე (ხელის მტევანი შეკრულია, ხელისგული კი მიმართულია ქვემოთ) და
დგება მის წინ მდგომი ჯარისკაცისაგან ერთი ხელის გაწვდენას პლუს 15 სმ
დაშორებით. ამავე დროს უკან მდგომი თითოეული ჯარისკაცი უსწორდება მის წინ
მდგომს. კომანდაზე – “შეწყვიტეთ გასწორება” დაუყოვნებლივ მიიღება დგომი
“სმენა”.
მუხლი 28. გადაადგილება ათეულის შემადგენლობაში

1. მწკრივში მოწყობილ ათეულს გადაადგილება შეუძლია მხოლოდ მოკლე


მანძილზე.
2. დიდ მანძილზე ათეული რიგში მოწყობილი გადაადგილდება.
3. მწკრივიდან რიგში მწყობრზე გადასვლისათვის გაიცემა კომანდა –
“მარჯვნისა-კენ”.
4. მწკრივში ახლო ინტერვალით (მიჯრილი ინტერვალით) დგომიდან რიგში
გადასასვლელად ათეულის ჯარისკაცებმა მოკლე მანძილზე უნდა გაიარონ ნახევარ-
ნახევარი ნაბიჯებით, რაც მათ შორის დადგენილ დისტანციას ამცირებს. დადგენილი
დისტანციის აღსადგენად გაიცემა კომანდა: “გაიშალეთ, ნაბიჯით - იარ”.
შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” პირველი ჯარისკაცი დგამს კიდევ ერთ არასრულ
ნაბიჯს და შემდეგ სვლას აგრძელებს სრული ნაბიჯებით. ათეულის ყოველი
ჯარისკაცი იწყებს სიარულს სრული ნაბიჯებით, დაახლოებით იმ ადგილიდან,
სადაც პირველმა ჯარისკაცმა გადადგა პირველი ნაბიჯი ან დადგენილი დისტანციის
აღდგენისთანავე.

მუხლი 29. მიმართულების შეცვლა რიგის შიგნით გადაადგილებისას

1. ადგილიდან 45 ან 90 გრადუსით შეცვლილი მიმართულებით მოძრაობის


გასაგრძელებლად გაიცემა კომანდა: “რიგო, მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), ნაბიჯით -
იარ” ან “რიგო, ნახევრად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), ნაბიჯით - იარ”. კომანდაზე –
“ნაბიჯით - იარ” თავში მდგომი ჯარისკაცი მითითებული მხარის შესაბამისი ფეხის
ქუსლზე ბრუნდება, დგამს სრულ ნაბიჯს მითითებული მიმართულებით და
განაგრძობს სვლას. მეორე ჯარისკაცი დგამს უფრო მოკლე ან გრძელ ნაბიჯს პირველი
ჯარისკაცის მიმართულების შეცვლის წერტილამდე. როცა ის (მეორე ჯარისკაცი)
მიაღწევს პირველი ჯარისკაცის მიმართულების შეცვლის წერტილს, ბრუნდება ფეხის
ქუსლზე და უკან მდგომი ფეხით დგამს სრულ ნაბიჯს ახალი მიმართულებით.
ათეულის დანარჩენი წევრები პირველ ნაბიჯს დგამენ მარცხენა ფეხით და
განაგრძობენ სვლას სრული ნაბიჯებით, როგორც მეორე ჯარისკაცი.
2. მარშირებისას მიმართულების 45 ან 90 გრადუსით შესაცვლელად გაიცემა
კომანდა: “რიგო, მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ნაბიჯით – იარ” ან “რიგო, ნახევრად
მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ნაბიჯით – იარ”. შესასრულებელი კომანდა – “იარ”
გაიცემა მიწაზე მობრუნების მიმართულების შესაბამისი ფეხის დადგმისთანავე,
რასაც მოჰყვება შემდეგი მოქმედებები: პირველი ჯარისკაცი დგამს დამატებით კიდევ
ერთ ნაბიჯს, ბრუნდება და განაგრძობს სვლას ნაბრძანები მიმართულებით,
დანარჩენები განაგრძობენ მწყობრით სიარულს წინ და ბრუნდებიან ისე, როგორც
პირველ პუნქტშია მითითებული.
3. მწკრივში მარშირებისას დაბრკოლების გვერდის ასავლელად მეთაური
მიუთითებს: “შემოუარეთ მარცხნიდან (მარჯვნიდან)”. პირველი ჯარისკაცი
შემოუვლის მარცხნიდან (მარჯვნიდან) დაბრკოლებას და განაგრძობს სვლას საწყისი
მიმართულებით. დანარჩენები მიჰყვებიან პირველ ჯარისკაცს.

მუხლი 30. გადაადგილება ფლანგისაკენ

ფლანგისაკენ ათეული გადაადგილდება (ისიც მცირე მანძილზე) მაშინ,


როდესაც მოწყობილია რიგში. ამ მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა:
“მარჯვენა (მარცხენა) ფლანგისაკენ, ნაბიჯით - იარ”. შესასრულებელი კომანდა –
“იარ” გაიცემა მობრუნების მიმართულების შესაბამისი ფეხის მიწაზე
დადგმისთანავე, კომანდაზე ათეულის ყველა ჯარისკაცი დგამს კიდევ ერთ ნაბიჯს,
ბრუნდება წინ გადადგმული ფეხის ქუსლზე 90 გრადუსით (ნაბრძანები
მიმართულებით) და განაგრძობს სვლას მეორე (უკან მდგომი) ფეხით. ფლანგისაკენ
მარშირებისას ჯარისკაცებს მიღებული უნდა ჰქოდეთ დგომი – “სწორება მარჯვნივ”.

მუხლი 31. ათეულის ორ რიგად მოწყობა და გადაწყობა

1. მწკრივიდან ორ რიგად ათეული გადაეწყობა მისი შეჩერების შემდეგ.


ამისათვის გაიცემა კომანდა: “ორ რიგად მარჯვნივ (მარცხნივ), ნაბიჯით - იარ”.
წინასწარ კომანდაზე წინ მდგომი ჯგუფის წინამძღოლი თავისი ჯარისკაცებისათვის
გასცემს კომანდას: “ადგილზე - დარჩით”, მისი მომდევნო ჯგუფის წინამძღოლი კი
ხელქვეითებს მიმართავს: “რიგო, ნახევრად მარჯვნივ (მარცხნივ), ნაბიჯით”.
შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მომდევნო ჯგუფის ხელმძღვანელი თავად
წაუძღვება თავის რიგს, შემობრუნდება მარცხნივ (მარჯვნივ), ვიდრე დადგენილი
ინტერვალი (ჯარისკაცებს შორის) არ აღდგება გასცემს კომანდას: ,,ადგილზე
ნაბიჯით - იარ” და “ჯგუფო - სდექ”, თვითონ კი ხაზზე უსწორდება წინა ჯგუფის
ხელმძღვანელს;
2. ორრიგიანი მწყობრიდან ერთმწკრივიან მწყობრზე გადასვლა შესაძლებელია
მხოლოდ შეჩერების შემდეგ:
ა) ამ მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა: “მწკრივო, მარცხნიდან
(მარჯვნიდან), ნაბიჯით - იარ”. წინასწარ კომანდაზე წინ მდგომი ჯგუფის
ხელმძღვანელი მიმართავს თავის ჯარისკაცებს: “პირდაპირ”, ხოლო მომდევნო
ჯგუფის ხელმძღვანელი – “დარჩით - ადგილზე”;
ბ) შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” წინა ჯგუფი მიდის პირდაპირ. როგორც
კი მეწინავე ჯგუფის ბოლოდან მეორე ჯარისკაცი გაუსწორდება მომდევნო ჯგუფის
ხელმძღვანელს, ეს უკანასკნელი გასცემს წინასწარ კომანდას: “რიგო, ნახევრად
მარცხნივ, ნაბიჯით”;
გ) როდესაც მეწინავე ჯგუფის ბოლო ჯარისკაცი გაუსწორდება მომდევნო
ჯგუფის ხელმძღვანელს და მიწაზე დაადგამს მარჯვენა ფეხს, მომდევნო ჯგუფს
ეძლევა კომანდა “იარ”. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ბრუნდება მარცხნივ (მარჯვნივ),
რათა მიჰყვეს მეწინავე ჯგუფს დადგენილ დისტანციაზე.
შენიშვნა: თუ ჯგუფი მარჯვნისაკენ გადაადგილდება ან მეორე ჯგუფი
მარჯვნივ მიჰყვება, მისი ხელმძღვანელი კომანდებს გასცემს მარჯვენა მხრიდან,
ხოლო თუ მარცხნისაკენ მიდის (ან მეორე ჯგუფი მარცხენა მხრიდან მიჰყვება) –
მარცხნიდან.

მუხლი 32. ათეულის დაშლა

ათეული დაშლის წინ დგება დგომში – “სმენა”. იარაღიანი სამხედრო


მოსამსახურეებისათვის კომანდამდე – “დაიშალეთ”, გაიცემა შემდეგი კომანდები:
“შეამოწმეთ - იარაღი”, “მოემზადეთ, იარაღი - მკერდზე”, “იარაღი ფეხთან”, “იარაღი
ქამარზე”. უიარაღო ათეულებისათვის გაიცემა მხოლოდ კომანდა “დაიშალეთ”.

მუხლი 33. იარაღის აღება და დაწყობა

1. ათეულის წევრები იარაღს აწყობენ მწკრივში (გაჯრილ მწყობრში) დგომისას


პოზიციიდან – “იარაღი - ფეხთან”. როცა ათეული მწკრივში დგას, ათეულის
მეთაური გასცემს კომანდას: “გაითვალეთ” და დანიშნავს ჯარისკაცებს, რომლებიც
ავტომატებს დააწყობენ ნუმერაციის მიხედვით.
შენიშვნა: სხვადასხვა სერიის შაშხანების ერთად დაწყობა მიზანშეწონილი არ
არის. ორი სხვადასხვა სერიის შაშხანები უნდა დაეწყოს (ჯგუფურად) ცალ-ცალკე
მიწაზე ისე, რომ ჯარისკაცებს მათი დანახვა არ გაუძნელდეთ.
2. როცა ათეული არის უფრო დიდი ქვედანაყოფის შემადგენელი ნაწილი,
ჯგუფურად იარაღის დაწყობა შეიძლება რიგში მოწყობის დროსაც. თუ ქვედანაყოფი
შედგება სამი ან მეტი მწკრივისაგან და ათეულები დგანან ნორმალური ინტერვალით
(განმკლავით გაჯრილი ინტერვალით), მწყობრში მეორე ან მესამე ათეულს
დაევალებათ იარაღის დაწყობა ჯგუფურად.

მუხლი 34. ქამრების მომზადება

იარაღის დამწყობი პირადი შემადგენლობის განსაზღვრის შემდეგ ათეულის


მეთაური გასცემს კომანდას – “მოამზადეთ – ქამრები”. შესასრულებელ კომანდაზე –
“ქამრები” იარაღის დამწყობი თითოეული ჯარისკაცი მარჯვენა ხელს ჰკიდებს
თავისი შაშხანის ლულას და სწევს იარაღს ვერტიკალურად, მარცხენა ხელით
მიიდებს შაშხანის კონდახს მარჯვენა თეძოზე, მოიმარჯვებს იარაღს მარჯვენა
მოხრილი იდაყვით და ორივე ხელით არეგულირებს საქამრეს. ამის შემდეგ
უბრუნდება დგომს “იარაღი ფეხთან”.

მუხლი 35. იარაღის აღება

იარაღის ასაღებად გაიცემა კომანდა “აიღეთ იარაღი”. შესასრულებელ


კომანდაზე – “იარაღი” ჯარისკაცები იღებენ თავიანთ ავტომატებს იმავე წესით,
როგორც დააწყეს. იარაღის დამდებ ჯარისკაცს ისევე უჭირავს ყულფი, როგორც
ავტომატების დაწყობისას, მის მარცხნივ და მარჯვნივ მდგომი ჯარისკაცები დგებიან
მის წინ, იხრებიან, იღებენ თავიანთ ავტომატებს და იჭერენ ჰორიზონტალურად
ერთი ხელის – კონდახის ვიწრო ყელზე, ხოლო მეორის – ლულის ზესადებზე
ჩავლებით. მარჯვნივ მდგომი ჯარისკაცი პირველი დაუშვებს თავის ავტომატს და
იღებს მდგომარეობას “იარაღი ფეხთან”. მარცხნივ მდგომი ჯარისკაციც ჰბაძავს მას.
იარაღის დამწყობი ჯარისკაცი ფრთხილად დასწევს ავტომატს, მოიყვანს ქამარსა და
საქამრეს საწყის მდგომარეობაში და მიიღებს პოზიციას “იარაღი ფეხთან”.

თავი VII
ოცეულის მწყობრი

მუხლი 36. ზოგადი დებულებანი

1. ოცეული შეიძლება განლაგდეს მწკრივში ან რიგში (ნახ. 36). რიგში


განლაგებისას ოცეულში შემავალი ათეულები ნომრების მიხედვით ფრონტიდან
ზურგისაკენ დაეწყობიან, ხოლო მწკრივში მოწყობისას – მარცხნიდან მარჯვნივ.
2. ოცეულის სამწყობრო მომზადება, უმეტეს შემთხვევაში, უზრუნველყოფს
ათეულების შერწყმულ მოქმედებას ქვედანაყოფის შემადგენლობაში.
ინდივიდუალური მომზადება და იარაღის ხმარება ათეულის მომზადებისას
აღწერილი მოქმედებების მსგავსად ხდება:
ა) ოცეულის მოწყობისა და გადაადგილების დროს ოცეულის მეთაურსა და
ოცეულის სერჟანტს იარაღი აქვთ მდგომარეობაში – “ქამარზე”. ასეულის
შემადგენლობაში ოცეულის მოწყობისას ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი
რჩებიან იმავე მდგომარეობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისალმება ხელით
ხდება;
ბ) ოცეულის სერჟანტის მიერ ოფიცრის გარეშე ოცეულის რიგში ან მწკრივში
მოწყობისას ოცეულის სერჟანტი იკავებს პოზიციას ოცეულის ცენტრიდან სამი
ნაბიჯით წინ;
გ) ოცეულის მეთაურის თანხლებით ოცეულის რიგში ან მწკრივში მოწყობისას
ოცეულის სერჟანტი დგება ოცეულის მწყობრის ცენტრიდან ერთი ნაბიჯით
უკან;
დ) ოცეულის მეთაურის თანხლებით მარშირებისას, მწკრივის მწყობრიდან
რიგის მწყობრზე გადასვლის დროს, ოცეულის სერჟანტი ბრუნდება მარცხნივ და
მიემართება თავისი ადგილისაკენ. შემდეგ იგი ჩერდება და ბრუნდება მარჯვნივ,
ხოლო რიგის მწყობრიდან მწკრივის მწყობრზე გადასვლისას, ოცეულის სერჟანტი
ბრუნდება მარჯვნივ და მიემართება პირდაპირ თავისი ადგილისაკენ, ჩერდება
ოცეულის ცენტრში და ბრუნდება მარცხნივ;
შენიშვნა: როდესაც რიგები არ არის შევსებული, ოცეულის სერჟანტს,
სისწორის დასაცავად, ჯარისკაცები უფრო გრძელი რიგიდან არასრულ რიგში
გადაჰყავს ან მას შეუძლია თვითონ შეავსოს ცარიელი ადგილი, როგორც მარჯვენა
ფლანგის ბოლო ჯარისკაცმა.
ე) მარშირების დროს ოცეულის მეთაურის მიერ მწყობრის მართვის ოცეულის
სერჟანტისათვის გადასაცემად ოცეულის სერჟანტი მარჯვენა ფლანგის შემოვლით
იკავებს ოცეულის მეთაურის ადგილს, ხოლო ოცეულის მეთაური მარცხენა ფლანგის
შემოვლით – სერჟანტის ადგილს;
ვ) კომანდების: “გაშლილი მწყობრით - იარ”; “ზურგისა - კენ”; “მარჯვენა
(მარცხენა) ფეხით - იარ”; “პირდაპირ - იარ” და იმ კომანდების შესრულების დროს,
რომლებიც იწვევს ოცეულის მწყობრში ინტერვალის შეცვლას, ოცეულის მეთაური
შესასრულებელი კომანდის გაცემისთანავე (შესაბამისი ნაბიჯით) მიემართება
შესაბამისი პოზიციის დასაკავებლად;
ზ) ოცეულის მწკრივში მოწყობისას საწყისი წერტილი პირველი ათეულის
მეთაურია, ხოლო რიგში მოწყობისას - მეოთხე ათეულის მეთაური;
თ) საწვრთნელი მეცადინეობების დროს, ქვედანაყოფებში მოწინავე ოცეულის
მედროშის დგომის ადგილია ოცეულიდან სრული ნაბიჯით წინ და სრული ნაბიჯით
მარჯვნივ, ოცეულის მეთაურის პირდაპირ. მარშირებისას, როცა მწყობრი მარჯვნივ
ბრუნდება, მედროშე მოქმედებს ისევე, როგორც ნაჩვენებია 22-ე მუხლში, იმ
განსხვავებით, რომ იგი დგას ათეულის მეთაურთა ცენტრიდან სამი ნაბიჯით წინ.
თუ ოცეულის მეთაურს თავისი ადგილი უკავია, მაშინ მედროშე დგება ერთი
ნაბიჯით უკან და ოცეულის მეთაურისაგან სრული ნაბიჯით მარცხნივ;
ი) ოცეულის, როგორც ცალკეული ქვედანაყოფის, მწკრივში მოწყობისას
ოცეულის მეთაური დგას ოცეულის ცენტრიდან ექვსი ნაბიჯით წინ. რიგში
მოწყობისას ოცეულის მეთაური დგას ოცეულის ცენტრიდან ექვსი ნაბიჯით მარცხენა
ფლანგისაკენ. ოცეულის, როგორც უფრო დიდი ქვედანაყოფის შემადგენლობის,
მარშირებისას ოცეულის მეთაური დგას ათეულის მეთაურთა ცენტრიდან ერთი
ნაბიჯით წინ;
კ) როდესაც ოცეულის მეთაური გასცემს კომანდებს: ,,გაშლილი მწყობრით –
იარ“ , ,,ზურგისა- კენ” , ,,მარჯვენა (მარცხენა) ფეხით – იარ”, ,,პირდაპირ – იარ” ან
ახდენს ინტერვალის ცვლილებას ოცეულში, იგი მიემართება შესაბამისი პოზიციის
დასაკავებლად;
კ.ა) მარშირებისას მწკრივის მწყობრიდან რიგის მწყობრზე გადასასვლელად
ოცეულის მეთაური ბრუნდება მარჯვნივ და მიემართება პირდაპირ თავისი
პოზიციისაკენ, ჩერდება და ბრუნდება მარცხნივ;
კ.ბ) მარშირებისას რიგის მწყობრიდან მწკრივის მწყობრზე გადასასვლელად
ოცეულის მეთაური ბრუნდება მარცხნივ, მიემართება თავისი ადგილისაკენ, შემდეგ
ჩერდება ქვედანაყოფის პერპენდიკულარულად და ბრუნდება მარჯვნივ.

მუხლი 37. ოცეულის მოწყობა

1. ოცეული, ჩვეულებრივ, ეწყობა მწკრივში, თუმცა იგი შეიძლება გადაეწყოს


რიგში, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია განსაზღვროს ზუსტი ადგილი
მწყობრში.
2. ოცეულისა და ათეულის მოწყობა არსებითად ერთნაირად ხდება. ოცეულის
სერჟანტი იღებს დგომს – “სმენა” და იძლევა კომანდას – “მოეწყვეთ” (“ახლო
ინტერვალით – მოეწყვეთ” ან “კოლონაში – მოეწყვეთ”). კომანდაზე – “მოეწყვეთ”
(ახლო ინტერვალით მოეწყვეთ) პირველი ათეული და მისი მეთაური დგას ოცეულის
სერჟანტის დგომის ადგილიდან სამი ნაბიჯით წინ. სხვა ათეულის მეთაურები
შესაბამისი დისტანციის დაცვით უსწორდებიან პირველი ათეულის მეთაურს. ყველა
ათეულის პირადი შემადგენლობა ეწყობა თავიანთი ათეულის მეთაურების
კომანდაზე. იღებენ დგომს – “სმენა” და აბრუნებენ თავებს მარჯვნივ. პატარა
ნაბიჯებით წინ ან უკან გადაადგილებით ისინი იცავენ შესაბამის დისტანციას და
უსწორდებიან მარჯვნივ მდგომ ჯარისკაცს. შემდეგ მკვეთრად მიატრიალებენ თავს
წინ, როგორც დგომისას – “სმენა” და შესაბამისი ინტერვალის დაცვით
გადაადგილდებიან მარცხნივ და მარჯვნივ, რათა ზურგში გაუსწორდნენ წინ მდგომ
ჯარისკაცს.
3. როცა ოცეული შეიარაღებულია, მისი წევრები იღებენ დგომს – “იარაღი –
ფეხთან” ან “იარაღი - ქამარზე”. უსაფრთხოების მიზნით კომანდები: “შეამოწმეთ
იარაღი”, “მოემზადეთ, იარაღი - მკერდზე” და “იარაღი - ქამარზე” გაიცემა
მოწყობამდე და ბოლო კომანდის (“დაიშალეთ”) წინ.
4. პატაკების მისაღებად ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას “მომახსენეთ”.
ათეულის მეთაურები ფრონტიდან ზურგისაკენ ერთიმეორეზე მიყოლებით
აბრუნებენ თავებს ოცეულის სერჟანტისაკენ, ესალმებიან და აბარებენ პატაკს.
ათეულის მეთაურები არ აწყობენ ქვედანაყოფს, მაგალითად:
ა) როდესაც ათეულის ყველა ჯარისკაცი მოწყობილია, ათეულის მეთაური
აბარებს პატაკს – “ყველა ადგილზეა”;
ბ) როდესაც ათეულის პირადი შემადგენლობა არასრულადაა მოწყობილი,
ათეულის მეთაური აბარებს პატაკს ჯარისკაცების არყოფნის მიზეზების შესახებ.
5. ოცეულის სერჟანტი İ აბრუნებს თავს მომხსენებელი ათეულის
მეთაურისაკენ, იღებს პატაკს და პასუხობს მისალმებაზე. ათეულის მეთაურებისაგან
პატაკების მიღების შემდეგ ოცეულის სერჟანტი უცდის ოცეულის მეთაურის ან
უფროსი სერჟანტის განკარგულებას პატაკის ჩაბარების შესახებ. ოცეულის მეთაური
იკავებს თავის ადგილს, ოცეულის სერჟანტი ესალმება და აბარებს პატაკს: “ბატონო
ლეიტენანტო, ყველა ადგილზეა” ან “ბატონო ლეიტენანტო, ჯარისკაცი არ იმყოფება
ადგილზე”. ოცეულის მეთაური პასუხობს მისალმებაზე. ოცეულის სერჟანტი
მისალმების შემდეგ ბრუნდება მარჯვნივ, შემოუვლის ათეულების მეთაურებს,
ჩერდება თავის ადგილზე და ბრუნდება მარჯვნივ.
6. თუ ოცეულის მეთაური მოწყობის დროს არ იმყოფება ადგილზე, ოცეულის
სერჟანტი წინ დგამს სამ ნაბიჯს (ათეულების მეთაურებისაგან პატაკების მიღების
შემდეგ), გასცემს კომანდას – “ადგილებზე” და ასრულებს ოცეულის მეთაურის
ფუნქციებს.
7. ოცეულის მეთაურის მიერ ოცეულის მოწყობისას ოცეულის მოწყობა
ხორციელდება ზემოთ აღწერილი თანამიმდევრობით, მხოლოდ იმ განსხვავებით,
რომ პირველი ათეული ეწყობა ოცეულის მეთაურიდან ექვსი ნაბიჯის დაშორებით,
ხოლო ოცეულის სერჟანტი იკავებს თავის ადგილს ოცეულის უკან.

მუხლი 38. მწყობრიდან გამოსვლა

სიტუაციიდან გამომდინარე, თუ ერთი ან მეტი ჯარისკაცი ტოვებს მწყობრს,


ოცეულის სერჟანტი მიუთითებს მას: “რიგითო ბარამიძევ, (პაუზა) პირდაპირ,
ცენტრისა-კენ”. როდესაც ჯარისკაცის გვარი გამოცხადდება, იგი იღებს დგომს “სმენა”
და პასუხობს “ვარ”. შესასრულებელ კომანდაზე დგამს ნახევარ ნაბიჯს უკან,
ჩერდება, ბრუნდება მარჯვნივ (მარცხნივ), ტოვებს მწყობრს და მიემართება
უახლოესი ფლანგისაკენ, ამ დროს სამხედრო მოსამსახურე არ იყურება მარჯვნივ ან
მარცხნივ. მწყობრის დატოვების შემდეგ იგი გადადის აჩქარებული ნაბიჯით
გადაადგილებაზე (სირბილზე) და ჩერდება ოცეულის სერჟანტისაგან ორი ნაბიჯით
წინ.
შენიშვნა: მწყობრიდან გამოსული სამხედრო მოსამსახურეები ეწყობიან ისე,
რომ ოცეულის სერჟანტი ცენტრში იდგეს. ოცეულის სერჟანტმა პირველი ჯარისკაცი
ისე უნდა დააყენოს, რომ ბოლო ჯარისკაცის რიგში ჩადგომისას ცენტრი არ
დაირღვეს.

მუხლი 39. გათვლა

გათვლა ოცეულსა და ათეულში ერთნაირად ხორციელდება. მწკრივში


მოწყობისას ათეულები გაითვლიან მარჯვნიდან მარცხნივ; თითოეული ათეულის
მეთაური წარმოთქვამს “ერთი”, დანარჩენი ათეულის წევრები კი ნუმერაციის
შესაბამისად. რიგში მოწყობისას გაითვლიან ფრონტიდან ზურგისაკენ; თითოეული
ათეულის მეთაური წარმოთქვამს – “ერთი”.

მუხლი 40. ინტერვალის შეცვლა

1. ოცეულის მწკრივში მოწყობისას ინტერვალის შეცვლა ხდება იმავე


თანამიმდევრობით, როგორც ათეულის შემადგენლობით მოწყობის დროს.
2. რიგში მოწყობილ ოცეულში ინტერვალის შეცვლისას მარჯვენა მწკრივი
ადგილზე რჩება და ასრულებს ათვლის წერტილის ფუნქციას. დანარჩენი
ჯარისკაცები (გვერდიგვერდ) გადაადგილდებიან ისე, როგორც ზემოთაა აღწერილი.
ნორმალური იტერვალიდან (განმკლავით გაჯრილი ინტერვალიდან) ახლო
ინტერვალზე (მიჯრილ ინტერვალზე) გადასვლისას, მესამე ათეული დგამს ერთ
ნაბიჯს მარჯვნივ, მეორე ათეული – ორ ნაბიჯს მარჯვნივ, ხოლო პირველი ათეული –
სამ ნაბიჯს მარჯვნივ. ნორმალურ ინტერვალზე გადასვლა სრულდება
უკუთანამიმდევრობით (ათეულები იმავე რაოდენობის ნაბიჯებით
გადაადგილდებიან მარცხნივ).
3. რიგებად მოწყობილი ოცეულის მარშირებისას ინტერვალის შეცვლისათვის
გაიცემა კომანდა – “ახლო ინტერვალით - იარ”. წინასწარი კომანდა – “ახლო
ინტერვალით”, გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხის დადგმისას, შესასრულებელი
კომანდა – “იარ” გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხის შემდეგი დადგმისთანავე:
ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მარჯვენა ათეული დგამს კიდევ ერთ
სრულ ნაბიჯს და შემდეგ აგრძელებს მოძრაობას ნახევარი ნაბიჯით. ყველა
დანარჩენი ათეული დგამს კიდევ ერთ ნაბიჯს, შემდეგ ერთდროულად ბრუნდება
ნახევრად მარჯვნივ, განაგრძობს მარშირებას ახლო ინტერვალის დამყარებამდე,
ბრუნდება ნახევრად მარცხნივ და აგრძელებს მარშირებას;
ბ) კომანდაზე – “პირდაპირ - იარ” ყველა ჯარისკაცი აგრძელებს მარშირებას
სრული ნაბიჯებით. აგრეთვე შეიძლება გაიცეს კომანდა “ადგილზე – იარ” ან
“ოცეულო - სდექ”.
4. მარშირებისას გაჯრილ ინტერვალზე გადასასვლელად წინასწარი კომანდა –
“ნორმალური ინტერვალით” გაიცემა მიწაზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე.
შესასრულებელი კომანდა – “იარ” გაიცემა მიწაზე მარცხენა ფეხის შემდეგი
დადგმისას. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” ოცეულის პირადი შემადგენლობა
მოეწყობა ნორმალური ინტერვალით, ისევე, როგორც ახლო ინტერვალით
მოწყობისას, იმ განსხვავებით, რომ თითოეული ათეული ასრულებს კომანდებს:
“რიგო, ნახევრად მარცხნივ” და შემდეგ – “რიგო, ნახევრად მარჯვნივ“.
5. ნორმალური ინტერვალიდან ორმაგ ინტერვალზე (ორი განმკლავით
გაჯრილ ინტერვალზე) გადასვლისას მოქმედებები იმავე თანამიმდევრობით
ხორციელდება, როგორც ახლო ინტერვალიდან ნორმალურ ინტერვალზე გადასვლის
დროს.
6. ორმაგი ინტერვალიდან (ორი განმკლავით გაჯრილი ინტერვალიდან)
ნორმალურ ინტერვალზე (განმკლავით გაჯრილ ინტერვალზე) გადასვლა სრულდება
იმავე თანამიმდევრობით, როგორც ნორმალური ინტერვალიდან ახლო ინტერვალზე
გადასვლის დროს.

მუხლი 41. ოცეულის ერთ ხაზზე მოწყობა

1. ოცეული ერთ ხაზზე ათეულის მსგავსად ეწყობა.


2. კომანდის – “სწორდით” შესრულებისათვის პირველი ათეულის მეთაური
რჩება ადგილზე და ყველა დანარჩენი უსწორდება მას. დანარჩენი ათეულების
მეთაურები რიგების მიხედვით იცავენ დადგენილ დისტანციას. ზუსტი ინტერვალის
დასაცავად პირველი ათეულის ჯარისკაცები მოქმედებენ ისევე, როგორც ათეულის
სამწყობრო სწავლებისას. ყველა დანარჩენი ათეულები პირველი ათეულის მსგავსად
ასრულებენ იმავე მოქმედებებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ათეულის ყველა
წევრი სწევს მარცხენა ხელს, ისე, რომ შუა თითი ოდნავ ეხებოდეს წინ მდგომი
ჯარისკაცის მხარს.
3. თუ ოცეულის სერჟანტს უნდა მწყობრის ერთ ხაზზე ზუსტი მოწყობა, იგი
მიბრუნდება ნახევრი ბრუნით მარცხნივ ან მარჯვნივ, მიემართება პირველი
ათეულისაკენ თავისი პოზიციის დასაკავებლად. ამ პოზიციიდან იგი ასწორებს
პირველი ათეულის მწყობრის რიგს, საჭიროების შემთხვევაში, ჯარისკაცებს
მიმართავს გვარით ან ნომრით: “რიგითო ბარამიძევ, 5 სმ-ით წინ”; “მერვე ნომერო, 10
სმ-ით უკან”. ოცეულის მეთაური ინარჩუნებს დგომს – “სმენა”, საჭიროებისამებრ
დგამს მოკლე ნაბიჯს მარჯვნივ ან მარცხნივ, რათა შეხედოს ათეულს:
ა) პირველი ათეულის ერთ ხაზზე მოწყობის შემდეგ ოცეულის სერჟანტი
იკავებს პოზიციას ათეულის წინ და ცენტრში, ბრუნდება მარცხნივ (მარჯვნივ), დგამს
ორ ან სამ მოკლე ნაბიჯს შემდეგი ათეულისაკენ, ჩერდება, უსწორდება ხაზს და
მეორე ათეულს აწყობს ისევე, როგორც პირველ ათეულს;
ბ) ოცეულის სერჟანტი ბოლო ათეულის ერთ ხაზზე მოწყობის შემდეგ დგამს
მოკლე ნაბიჯებს მარჯვნივ ან მარცხნივ და უსწორდება ათეულის მეთაურს, შემდეგ
ბრუნდება მარჯვნივ (მარცხნივ) და მიემართება თავისი პოზიციისაკენ (ოცეულის
ცენტრში), ჩერდება ქვედანაყოფის პერპენდიკულარულად, ბრუნდება მარცხნივ
(მარჯვნივ) და იძლევა კომანდას – “მოემზადეთ - პირდაპირ”.
შენიშვნა: როცა ოცეული ერთ ხაზზე სწორდება როგორც უფრო დიდი
ქვედანაყოფის ნაწილი, ათეულის მეთაურები აბრუნებენ თავს მარჯვნივ და
უსწორდებიან მათგან მარჯვნივ მდგომ ქვედანაყოფებს. როცა ოცეული არ ეწყობა
როგორც მარჯვენა ფლანგის ოცეული,ıოცეულის სერჟანტი ოცეულს ერთ ხაზზე
აწყობს მარცხენა ფლანგიდან.
4. ოცეულის რიგში გასასწორებლად გაიცემა კომანდა – ,,რიგში სწორდით” და
,,შეწყვიტეთ - სწორება”. კომანდაზე – ,,სწორდით” მეოთხე ათეულის მეთაური რჩება
ადგილზე და მას უსწორდებიან დანარჩენი ათეულის მეთაურები. მარცხენა ფლანგის
მეთაურის გარდა, ყოველი ათეულის მეთაური გვერდზე შლის ხელს და თავს
აბრუნებს მარჯვნივ, მეოთხე ათეულის ჯარისკაცები ჰორიზონტალურად, წინ სწევენ
მარცხენა ხელს და იკავებენ საჭირო დისტანციას (მკლავის სიგრძეს პლუს 15 სმ).
პირველი, მეორე და მესამე ათეულის ჯარისკაცები მარცხენა ხელს გასწევენ წინ
ჰორიზონტალურად და ამოუდგებიან მათ წინ მდგომ ჯარისკაცებს. ამავდროულად,
თავის გაუნძრევლად იყურებიან მარჯვნივ და უსწორდებიან მათ მარჯვნივ მდგომ
ჯარისკაცს. დგომის – ,,სმენა” დასაკავებლად გაიცემა კომანდა – ,,შეწყვიტეთ -
სწორება”. ამ კომანდის გაცემისას თითოეული ჯარისკაცი მკვეთრად უბრუნდება
დგომს – ,,სმენა”.
შენიშვნა: ოცეულის, როგორც უფრო დიდი ქვედანაყოფის ნაწილის, რიგში
მოწყობისას ათეულის მეთაურები არც ხელს სწევენ და არც თავს აბრუნებენ. ისინი
ათეულის წინ დგებიან. ოცეულის სერჟანტმა უნდა დაუცადოს მის წინ მდგომი
ოცეულის სერჟანტის მიერ კომანდის – ,,შეწყვიტეთ - სწორება“ გაცემას, სანამ
თვითონ გასცემდეს კომანდას – ,,რიგში სწორდით”.

მუხლი 42. მიჯრილი და გაჯრილი მწყობრი

1. ქვედანაყოფის მწკრივში მოწყობის შემდეგ სრულდება კომანდა –


,,გაჯრილი მწყობრით - იარ”. ეს კომანდა შეიძლება შესრულდეს ყველა აღწერილი
ინტერვალის დაცვის შემთხვევაში. შესასრულებელ კომანდაზე – ,,იარ” წინა რიგი
ორი ნაბიჯით იწევს წინ, მეორე რიგი - ერთი ნაბიჯით, მესამე რიგი კი რჩება
ადგილზე, ხოლო მეოთხე რიგი ორი ნაბიჯით უკან გადაადგილდება. დამატებითი
რიგების შემთხვევაში მეხუთე რიგი ოთხი ნაბიჯით იწევს უკან, ხოლო მეექვსე რიგი
– ექვსიş ნაბიჯით.
შენიშვნა: საჭირო რაოდენობის ნაბიჯებით გადაადგილების შემდეგ
ჯარისკაცები არ სწევენ ხელებს. ზუსტი ინტერვალის დასაცავად ან მწყობრის
სისწორისათვის ოცეულის მეთაური გასცემს კომანდას – “ახლო ინტერვალი (ორმაგი
ინტერვალი), სწორება მარჯვნივ - სწორდით”. თუ ოცეული უსწორდება მის
მარჯვნივ მდგომ ქვედანაყოფს, ათეულების მეთაურები აბრუნებენ თავს და
თვითონაც უსწორდებიან იმ ქვედანაყოფს.
2. ახლო ინტერვალის მისაღებად გაიცემა კომანდა – ,,ახლო ინტერვალით
ნაბიჯით - იარ”. შესასრულებელ კომანდაზე “იარ” პირველი რიგი ოთხი ნაბიჯით
იწევს უკან, მეორე რიგი - ორი ნაბიჯით, მესამე რიგი კი რჩება ადგილზე, ხოლო
მეოთხე რიგი ორი ნაბიჯით წინ გადაადგილდება. შესასრულებელი კომანდის – “იარ”
შესასრულებლად ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი თავიანთი პოზიციების
დასაკავებლად შესაბამისიşრაოდენობის ნაბიჯებს დგამენ.

მუხლი 43. ოცეულის თავისუფალი დგომი

ოცეულის თავისუფალი დგომი ხორციელდება ისევე, როგორც ათეულის


თავისუფალი დგომი, ზემოთ აღწერილი ინსტრუქციების თანახმად.

მუხლი 44. ოცეულის დაშლა

1. ოცეულისა და ათეულის დაშლა ფაქტობრივად ერთნაირად ხორციელდება.


2. თუ ოცეულის სერჟანტი გადაწყვეტს, ათეულების კონტროლი შეიძლება
გადაეცეს ათეულის მეთაურებს.çოცეულის სერჟანტი ათეულის მეთაურებს აძლევს
კომანდას – “უმეთვალყურეთ თქვენს - ათეულებს” და ესალმებიან ერთმანეთს. ამის
შემდეგ ოცეულის სერჟანტი უკვე აღარ შედის მწყობრის შემადგენლობაში.
შენიშვნა: ათეულის მეთაურები პოზიციების დატოვების გარეშე აბრუნებენ
თავს მარცხნივ და გასცემენ კომანდას “დაიშალეთ”.
3. ზოგჯერ ოცეულის სერჟანტმა შეიძლება გადააბაროს თავისი ქვედანაყოფი
მასზე დაქვემდებარებულ პირს. მაგალითად:
ა) ოცეულის სერჟანტი გამოიძახებს ჯარისკაცს, რომელიც გამოდის
მწკრივიდან (38-ე მუხლის მიხედვით). ჯარისკაცი გადადგამს ორ ნაბიჯს წინ და
დგება ოცეულის სერჟანტის პირისპირ. ოცეულის სერჟანტი აძლევს დამატებით
ინსტრუქციას და ესალმებიან ერთმანეთს. ამის შემდეგ ოცეულის სერჟანტი იკავებს
დაკვირვებისათვის ხელსაყრელ პოზიციას, მას აგრეთვე შეუძლია დაიკავოს
პოზიცია მწყობრის ზურგშიც;
ბ) დაქვემდებარებული პირი ორ ნაბიჯს დგამს წინ და იკავებს ოცეულის
სერჟანტის პოზიციას. რადგან ოცეულის სერჟანტი აღარ შედის მწყობრის
შემადგენლობაში, მას შეუძლია მწყობრს გვერდზე ან უკან მიჰყვეს, რათა საჭიროების
შემთხვევაში, კორექტივები შეიტანოს ან დამატებითი მითითებები გასცეს.
4. თუ ოცეულის მეთაური თავის ადგილზეა, იგი გასცემს კომანდას –
“ოცეულის სერჟანტო”. ოცეულის სერჟანტი ბრუნდება მარცხნივ, შემოუვლის
ათეულების მეთაურებს მარცხნიდან, ჩერდება ოცეულის ცენტრიდან სამი ნაბიჯით
წინ და ბრუნდება მარჯვნივ. ოცეულის მეთაურისაგან იღებს კომანდას –
“უმეთვალყურეთ - ოცეულს” და ესალმებიან ერთმანეთს. ამის შემდეგ ოცეულის
მეთაური აღარ არის მწყობრის ნაწილი, ოცეულის სერჟანტი რჩება თავის ადგილზე
და ასრულებს ოცეულის მეთაურის ინსტრუქციებს.

მუხლი 45. გადააგილებები

ოცეული მარშირებს ისევე, როგორც ათეული. ოცეულის მწკრივში


მარშირებისას პირველი ათეულის მეთაური მიმმართველის მოვალეობას ასრულებს,
ხოლო ოცეულის რიგში მარშირებისას წინამძღოლის ადგილს მეოთხე ათეულის
მეთაური იკავებს. მწკრივში მარშირებისას თითოეული ათეულის ყოველი წევრი
ინარჩუნებს ხაზში სწორებას მის მარჯვნივ მდგომი ჯარისკაცის მიხედვით. მწკრივში
მარშირებისას პირველი, მეორე და მესამე ათეულის თითოეული წევრი ხაზში
სწორებას ინარჩუნებს მარჯვნივ მდგომი ჯარისკაცების მიხედვით.

მუხლი 46. სწორება მარჯვნივ

1. ოცეული ცერემონიების დროს და დროშების ჩატარებისას მარჯვნივ


(მარცხნივ) მიმართული მზერით თავაზიანობას გამოხატავს. მოქმედებების
შესასრულებლად გაიცემა კომანდები: “სწორება - მარჯვნივ” და “მოემზადეთ - წინ”.
2. ადგილზე დგომისას თითოეული ჯარისკაცი ინარჩუნებს მხრებს
პარალელურად და ატრიალებს თავს 45 გრადუსით მარჯვნივ. İის თვალს ადევნებს
იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც მის წინ გადაადგილდება. ამ დროისათვის
თავი და მზერა მიმართულია მეთაურისაკენ. მხოლოდ ოცეულის მეთაური აძლევს
მხედრულ სალამს.
3. მარშირებისას წინასწარი კომანდა – “სწორება” გაიცემა მარჯვენა ფეხის
დადგმისთანავე, ხოლო შესასრულებელი კომანდა– “მარჯვნივ” გაიცემა მაშინ, როცა
მარჯვენა ფეხი მეორედ შეეხება მიწის ზედაპირს. შესასრულებელი კომანდის –
“მარჯვნივ” გაცემის დროს ყველა ჯარისკაცი, მარჯვენა მწკრივის ჯარისკაცების
გარდა, ატრიალებს თავს მარჯვნივ და უსწორდება მარჯვენა მწკრივს. მარჯვენა
მწკრივის ჯარისკაცები არ ატრიალებენ თავებს, არამედ განაგრძობენ წინ ყურებას და
ინარჩუნებენ დადგენილ დისტანციას. მხოლოდ ოცეულის მეთაური აძლევს
მხედრულ სალამს.

მუხლი 47. რიგის მიმართულების შეცვლა

1. ოცეული ათეულის მსგავსად იცვლის მარშირების მიმართულებას.


2. რიგში გადაადგილებისას ძირითადი ქვედანაყოფი არის ის ათეული,
რომელიც იმყოფება შემობრუნების მხარეს.
3. 90 გრადუსით მიმართულების შესაცვლელად გაიცემა კომანდა – “რიგო,
მარჯვნისაკენ – იარ”. შესასრულებელი კომანდის - “იარ” გაცემისას, საყრდენი
ათეული ასრულებს მოქმედებას ისევე, როგორც ათეულის მოწყობისას, იმ
განსხვავებით, რომ ათეულის მეთაური დგამს ერთ სრულ ნაბიჯს და შემდეგ კი
ნახევარ ნაბიჯს. დანარჩენი ათეულების მეთაურების რიგში ჩადგომამდე ათეულის
მეთაური აგრძელებს ნახევარი ნაბიჯით მარშირებას. დანარჩენი ათეულების
მეთაურები საჭირო ინტერვალის დაკავებისას ასრულებენ 45 გრადუსიან ბრუნს და
აგრძელებენ მარშირებას რკალურად. მიმმართველი ათეულის მეთაურთან ხაზზე
გასწორების შემდეგ ისინი დგამენ ნახევარ ნაბიჯს. შესასრულებელი კომანდის
შესაბამისად, ოცეულის ჯარისკაცები მარშირებენ პირდაპირ და გადაადგილდებიან
იმავე მეთოდით, როგორც ათეულის მეთაურები.
შენიშვნა: როცა ოცეულის სერჟანტი გადააადგილებს თავის ოცეულს, როგორც
გამოყოფილ ქვედანაყოფს, ან ასეული მარშირებს ოფიცრების მეთვალყურეობის
გარეშე, ოცეულის სერჟანტი რჩება თავისი ოცეულის ცენტრში, როცა ოცეულის
მეთაური და ოცეულის სერჟანტი მარშირებენ რიგში საკუთარ ადგილზე, ისინი
ასრულებენ “ნახევრად მარჯვნივ (მარცხნივ)” ბრუნით მოქმედებებს უფრო ხშირად,
ვიდრე 90 გრადუსიანი კუთხით შემობრუნებას. “რიგოşნახევრად მარჯვნივ” ბრუნის
შესრულების შემდეგ ისინი აგრძელებენ გადაადგილებას რკალურად და იკავებენ
საჭირო პოზიციებს. ზოგჯერ ოცეულის მეთაური საჭიროდ თვლის ნაბიჯის ზომის
გაზრდას ან შემცირებას მის წინ მდგომ ქვედანაყოფთან საჭირო დისტანციის
შესანარჩუნებლად.
4. მიმართულების 45 გრადუსით შესაცვლელად გაიცემა კომანდა – “რიგო,
ნახევრად მარჯვნივ - იარ”. შესასრულებელი კომანდის - “იარ” გაცემისთანავე
ოცეული გადაადგილდება ისევე, როგორც 90 გრადუსით შეტრიალებისას, იმ
განსხვავებით, რომ ძირითადი ათეულის მეთაური, ასევე სხვა ათეულების
მეთაურებიც ასრულებენ მოქმედებას – “რიგო, ნახევრად მარჯვნივ (მარცხნივ)”.
შენიშვნა: სირბილით მწყობრის გადაადგილებისას, ქვედანაყოფები ნაბიჯის
ზომას არეგულირებენ ისე, რომ ინტერვალი და დისტანცია ცენტრალური წერტილის
(ნიშნის) შიგნითაც და გარეთაც შენარჩუნებულია.
5. ოცეული საპირისპირო მიმართულებით ათეულის მსგავსად მარშირებს.
6. ოცეული მიმართულებას იცვლის ათეულის მსგავსად. მიმართულების
შეცვლის ადგილთან ყველაზე ახლოს მდგომი ათეული ასრულებს მიმმართველის
როლს. მარშირებისას დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად ოცეულის მეთაური
იძლევა კომანდას – “შემოუარეთ მარცხნიდან (მარჯვნიდან)”.
7. როცა სივრცე შეზღუდულია და ოცეულის სერჟანტს სურს თავისი
ოცეულის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება, იგი იძლევა კომანდას –
“რიგო, საპირისპირო მიმართულებით - იარ”. შესასრულებელ კომანდაზე - “იარ”
პირველი ათეული დგამს სამ ნაბიჯს წინ, ასრულებს მოქმედებას “რიგო,
მარჯვნისაკენ”, გადაადგილდება ოცეულის წინ და ზუსტად მეოთხე ათეულის
პირდაპირ ასრულებს მოქმედებას “რიგო, მარჯვნისაკენ”. მეორე ათეული დგამს ერთ
ნაბიჯს წინ, ასრულებს მოქმედებას “რიგო, მარჯვნისაკენ”, გადაადგილდება
პირდაპირ და მესამე და მეოთხე ათეულებს შორის ბრუნდება ისევ მარჯვნივ. მესამე
ათეული ასრულებს ორ მოკლე ბრუნს მარცხნივ და მარშირებს მესამე და მეორე
ათეულებს შორის. მეოთხე ათეული გადაადგილდება ორი ნაბიჯით წინ, ბრუნდება
მარცხნივ, მარშირებს ოცეულის წინ და პირველ და მეორე ათეულებს შორის
ბრუნდება მარცხნივ (ნახ. 47).

8. როგორც კი მესამე ათეულის მეთაური ჩაუვლის თავისი ათეულის ბოლო


ჯარისკაცს, ის და მისი ათეული გადადიან ნახევარი ნაბიჯით მარშირებაზე. ყველა
მწკრივის შემოწმების შემდეგ დანარჩენი ათეულები საჭიროებისამებრ ბრუნდებიან
მარჯვნივ ან მარცხნივ, მესამე ათეულთან იცავენ ნორმალურ ინტერვალს და იწყებენ
ნახევარი ნაბიჯით მარშირებას.
9. ყველა ათეულის გვერდიგვერდ მოწყობის შემდეგ ისინი კომანდის გარეშე
სრული ნაბიჯით იწყებენ მარშირებას.
10. მწყობრის ოცეულის მეთაურის არყოფნის შემთხვევაში გადაადგილებისას,
ოცეულის სერჟანტი პირველი ათეულის გასწვრივ მარშირებს. ოცეულის მეთაურის
ყოფნის შემთხვევაში, ოცეულის სერჟანტი დგამს ერთ ნაბიჯს სიღრმისაკენ და
სწორდება ცენტრში მეორე და მესამე ათეულებს შორის, ხოლო ოცეულის მეთაური
პირველი ათეულის გასწვრივ მარშირებს.
11. მარშირების დროს წინასწარი კომანდა (“რიგო, საპირისპირო
მიმართულებით”) გაიცემა მიწაზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე, ხოლო
შესასრულებელი კომანდა – “იარ” – მარცხენა ფეხის მიწაზე მეორედ დადგმისას.
შესასრულებელი კომანდის – “იარ” გაცემისას ოცეული ასრულებს მოქმედებას ისევე,
როგორც კომანდის – “ადგილზე” გაცემისას, იმ განსხვავებით, რომ ათეული დგამს
ერთ დამატებით ნაბიჯს, რათა დარწმუნებული იყოს, რომ საყრდენი ფეხი საჭირო
მდგომარეობაშია.
შენიშვნა: 1. როცა რიგში მხოლოდ სამი ათეული დგას, პირველი ათეული
მოქმედების შესრულებამდე დგამს ორ ნაბიჯს. 2. ოცეულის მეთაური და ოცეულის
სერჟანტი, თავიანთ ადგილებზე მარშირებენ, ოცეულის მეთაური სამ ნაბიჯს დგამს
წინ, ბრუნდება მარჯვნისაკენ, მარშირებს ოცეულის წინ, ტრიალდება ისევ მარჯვნივ
(ზუსტად მეოთხე ათეულის წინ) პირდაპირ თავის ადგილას მიდის, დგამს ნახევარ
ნაბიჯს და ათეულის მეთაურების მწკრივში დადგომის შემდეგ დგამს სრულ ნაბიჯს.
ოცეულის სერჟანტი ბრუნდება მარჯვნისაკენ, უკან მიჰყვება მესამე ათეულს
გადაადგილების დასრულებამდე და ამის შემდეგ უბრუნდება თავის ადგილს.

მუხლი 48. ფლანგებისაკენ მარშირება

ოცეული ფლანგების მიმართულებით გადაადგილდება ათეულის მსგავსად.

მუხლი 49. მწკრივის მოწყობა და გადაწყობა

1. ოცეულის ერთ მწკრივად მოწყობა (მარჯვნიდან ან მარცხნიდან) ხდება


მხოლოდ მაშინ, როცა ის მოწყობილია რიგში და დგას ადგილზე:
ა) ამ შემთხვევაში გაიცემა კომანდა – ,,მწკრივო, მარცხნიდან (მარჯვნიდან),
ნაბიჯით – იარ” ან ,,მწკრივო, თანმიმდევრობით, მესამე, მეორე, მეოთხე, პირველი,
ნაბიჯით – იარ”;
შენიშვნა: თუ ათეული გადაადგილდება მარცხნივ ან მიჰყვება სხვა
ქვედანაყოფს მარცხნიდან, მაშინ ყველა დამატებით კომანდას ათეულის მეთაური
გასცემს თავის მარცხნივ მიბრუნებით. თუ ათეული გადაადგილება წინ ან მარჯვნივ
ან მარჯვენა მხარეს მიჰყვება ქვედანაყოფს, ყველა დამატებით კომანდას ათეულის
მეთაური გასცემს თავის მარჯვნივ მიბრუნებით. ათეულის მეთაურები შესაბამისი
კომანდების გაცემისას უკან მიჰყვებიან ათეულის ბოლო ჯარისკაცს საჭირო
დისტანციის დაცვით:
ბ) წინასწარი კომანდის გაცემის შემდეგ განსაზღვრული ათეულის მეთაური
გასცემს დამატებით კომანდას – ,,პირდაპირ”, ხოლო დანარჩენი ათეულების
მეთაურები – კომანდას ,,ადგილზე”. ოცეულის სერჟანტის მიერ გაცემულ
შესასრულებელ კომანდაზე – ,,იარ” მიმმართველი ათეული მარშირებს პირდაპირ.
მომდევნო ათეულის მეთაური თავის მიბრუნებით თვალყურს ადევნებს უახლოეს
ქვედანაყოფს და როცა ბოლოს წინა ჯარისკაცი გაუსწორდება მას და მარჯვენა ფეხს
დაადგამს მიწაზე, ათეულის მეთაური გასცემს წინასწარ კომანდას – ,,რიგო, ნახევარი
ბრუნით, მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ).” შესასრულებელ კომანდას – ,,იარ” ათეულის
მეთაური გასცემს მაშინ, როცა ბოლო ჯარისკაცი გაუსწორდება მას და მარჯვენა ფეხს
დაადგამს მიწაზე, ბრუნდება მარცხნივ (მარჯვნივ) და წინამძღოლი ათეულის ბოლო
ჯარისკაცს საჭირო დისტანციის დაცვით მიჰყვება. ათეულის დანარჩენი
ჯარისკაცები მარშირებენ პირდაპირ და იმეორებენ ათეულის მეთაურის მიერ
შესრულებულ მოქმედებებს. დარჩენილი ათეულები, წინამძღოლი ქვედანაყოფის
უკან მდგომი ათეულის მსგავსად, ეწყობიან რიგებად.
2. ოცეულს შეუძლია რიგიდან მწკრივში გადაწყობა:
ა) ამ მოქმედებების შესასრულებლად გაიცემა კომანდები: “მწკრივო,
მარჯვნიდან (მარცხნიდან) ნაბიჯით - იარ”, “რიგო, მარცხნიდან (მარჯვნიდან)
ნაბიჯით - იარ”. ოცეულის სერჟანტის მიერ გაცემული წინასწარი კომანდის შემდეგ
მიმმართველი ქვედანაყოფის ათეულის მეთაური გასცემს კომანდას – “რიგო,
მარჯვნისა - კენ (მარცხნისა - კენ)” (კომანდის – “პირდაპირ” ნაცვლად), დანარჩენი
ათეულების მეთაურები გასცემენ კომანდას – “დარჩით – ადგილებზე”;
ბ) ოცეულის მეთაურის მიერ გაცემულ შესასრულებელ კომანდაზე –”იარ”
მიმმართველი ათეული ასრულებს მოქმედებას – “რიგო, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-
კენ)”. დანარჩენი ათეულების მეთაურები შესაფერის დროს გასცემენ კომანდას –
“რიგო, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ) იარ”.
შენიშვნები: 1. ოცეულის სერჟანტი ათეულის მეთაურებს არ ათავისუფლებს
ათეულთა კონტროლისაგან. ათავისუფლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა
ოცეულის მწკრივებად მოწყობა ხდება შენობაში. 2. ათეულის მეთაურები
შესასრულებელş კომანდას – “იარ” გასცემენ მაშინ, როცა ბოლო ჯარისკაცი
შემოტრიალებისას (რიგი მარცხნიდან) მარჯვენა ფეხს დადგამს მიწაზე.
3. ოცეულის მწკრივიდან რიგში გადაწყობა ხდება მხოლოდ შეჩერების შემდეგ.
ამისათვის გაიცემა კომანდა – “ოთხრიგად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), ნაბიჯით –
იარ”:
შენიშვნა: ოცეულის მწკრივიდან რიგში გადასაწყობად უნდა გაიცეს
კომანდები: “დაიშალეთ” და “მოეწყვეთ”.
ა) წინასწარ კომანდაზე მიმმართველი ათეულის მეთაური გასცემს კომანდას –
“დარჩით – ადგილებზე”. დანარჩენი ათეულის მეთაურები გასცემენ კომანდას –
,,რიგო, ნახევარი ბრუნით, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)”. ოცეულის სერჟანტის
მიერ შესასრულებული კომანდის – “იარ” გაცემისას მიმმართველი ათეული რჩება
ადგილზე, ხოლო დანარჩენი ათეულები ასრულებენ მიღებულ კომანდას;
ბ) როცა თითოეული მოძრავი ათეულის მეთაური მიაღწევს დანიშნულების
ადგილს, რომელიც დადგენილი ინტერვალით აშორებს მის მარჯვნივ (მარცხნივ)
მდგომი ქვედანაყოფებისაგან, ის ავტომატურად ბრუნდება მარცხნივ (მარჯვნივ) და
გასცემს კომანდას – “ადგილზე, ნაბიჯით – იარ”, და როცა მათი ათეულები
გაუსწორდებიან მიმმართველ ათეულს, გასცემს კომანდას – “ათეულო – სდექ”.

მუხლი 50. ორ რიგად მოწყობა და გადაწყობა

1. ოცეულის ორ რიგად მოწყობა ხდება მარჯვნიდან ან მარცხნიდან, როცა ის


ოთხ რიგად არის მოწყობილი და გაჩერებულია. ამისათვის გაიცემა კომანდა
“მარჯვნიდან (მარცხნიდან) ორ რიგად ნაბიჯით – იარ”:
ა) წინასწარი კომანდის შემდეგ ორი მიმმართველი ათეულის მეთაური
გასცემს კომანდას “პირდაპირ”, ხოლო დანარჩენი ათეულების მეთაურები გასცემენ
კომანდას – “ადგილებზე”;
ბ) ოცეულის სერჟანტის მიერ შესასრულებელი კომანდის – “იარ”
გაცემისთანავე, ორი მიმმართველი ათეული öმარშირებს პირდაპირ. მიმმართველი
ათეულების უკან მდგომი ათეულის მეთაური (მეორე ან მესამე) გასცემს კომანდას,
რათა დარჩენილი ორივე ათეული მოიყვანოს მოძრაობაში. ათეულის მეთაური
გასცემს წინასწარ კომანდას – ,,რიგო, ნახევარი ბრუნით, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-
კენ)” მაშინ, როცა ბოლოდან მეორე ჯარისკაცი გაუსწორდება მას, ხოლო
შესასრულებელ კომანდას – “იარ” – ბოლო ჯარისკაცის მარჯვენა ფეხის (მის
გვერდით) მიწაზე დადგმისთანავე;
გ) ოცეულის სერჟანტის მიერ კომანდის – ,,რიგო, ნახევარი ბრუნით,
მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)” შესრულების შემდეგ ორივე ათეულის მეთაური
კომანდის გარეშე ბრუნდება მარჯვნივ (მარცხნივ) და მიჰყვება მიმმართველი
ათეულების ბოლო ჯარისკაცებს საჭირო დისტანციის დაცვით. ათეულების
დანარჩენი ჯარისკაცები მარშირებენ პირდაპირ და იმეორებენ თავიანთი
მეთაურების მოქმედებებს.
2. ერთ რიგად მოწყობილ ოცეულს შეუძლია ორ რიგად გადაწყობა. ამ
მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა: “მარცხნიდან (მარჯვნიდან) ორ
რიგად – იარ”:
ა) მიმმართველი ათეულების მეთაურები გასცემენ კომანდას – ,,რიგო, ნახევარი
ბრუნით, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)” (კომანდის – “პირდაპირ” მაგივრად). მეორე
(მესამე) ათეულის მეთაური გასცემს კომანდას ორივე ათეულისათვის – “რიგო,
მარცხნისა–კენ (მარჯვნისა–კენ)”, თვითონ კი ბრუნდება ნახევრად მარცხნივ
(მარჯვნივ). დანარჩენი ორი ათეულის მეთაური გასცემს კომანდას – “დარჩით –
ადგილებზე”;
ბ) ოცეულის სერჟანტის შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მიმმართველი
ათეულების მეთაურები ბრუნდებიან მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ). მომდევნო
(მეორე ან მესამე) ათეულის მეთაური გასცემს კომანდას ორივე ათეულის
მოქმედებაში მოსაყვანად. ათეულის მეთაური, როცა ბოლოდან მეორე ჯარისკაცი
გაუსწორდება მას, გასცემს წინასწარ კომანდას – “რიგო, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-
კენ)”. როგორც კი ბოლო ჯარისკაცი მარცხნივ შემოტრიალებისას მარჯვენა ფეხს
დადგამს მიწაზე ან როცა მარჯვნივ შემოტრიალების შემდეგ პირველად შეახებს
მიწას მარჯვენა ფეხს, ათეულის მეთაური გასცემს შესასრულებელ კომანდას – “იარ”.
თუმცა კომანდაზე – “რიგო, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)”, განაპირა ათეულები
(მეოთხე ან პირველი) ასრულებენ კომანდას – “რიგო, ნახევარი ბრუნით, მარცხნისა-
კენ (მარჯვნისა-კენ)”.
3. ოცეული ერთ რიგად ეწყობა მხოლოდ შეჩერების შემდეგ. ამისთვის გაიცემა
კომანდა: “ოთხ რიგად, მარჯვნისა-კენ (მარცხნისა-კენ), ნაბიჯით – იარ”:
ა) ოცეულის მეთაურის გარეშე ოცეულის ოთხ რიგად გადაწყობისას ოცეულის
სერჟანტი იკავებს პოზიციას ოცეულის ცენტრში, ხოლო ოცეულის მეთაურის
ყოფნისას, ოცეულის მეთაური ბრუნდება ისე, როგორც მარშირებისას და იკავებს
თავის საწყის ადგილს რიგში. ოცეულის სერჟანტი მიჰყვება უკანა ქვედანაყოფს და
მისი გაჩერების შემდეგ იკავებს თავის ადგილს მწყობრში;
ბ) წინასწარი კომანდის შემდეგ მიმმართველი ათეულების მეთაურები
გასცემენ კომანდას – “დარჩით – ადგილებზე”, ხოლო მომდევნო ათეულების
მეთაურები გასცემენ კომანდას – “რიგო, ნახევარი ბრუნით, მარჯვნისა-კენ
(მარცხნისა-კენ)”. ოცეულის სერჟანტის შესასრულებელ კომანდაზე – “იარ”
მიმმართველი ათეულები რჩებიან ადგილებზე, ხოლო მომდევნო ათეულების
მეთაურები ნახევარზე მეტი ბრუნით ტრიალდებიან მარჯვნივ (მარცხნივ). როგორც
კი მომდევნო ათეულების მეთაურები მიაღწევენ დანიშნულების ადგილს (მწკრივში),
რომელიც უზრუნველყოფს მარცხნივ (მარჯვნივ) მდგომი ქვედანაყოფიდან
დადგენილი ინტერვალით დაშორებას, İისინი ავტომატურად ბრუნდებიან მარცხნივ
(მარჯვნივ). ადგილზე დარჩენილ ათეულებთან ყველაზე ახლოს მდგომი ათეულის
მეთაური (მეორე ან მესამე) გასცემს კომანდას –”ადგილზე, ნაბიჯით – იარ” და
“ათეულებო – სდექ”.

თავი VIII
ოცეულის შემოწმება

მუხლი 51. ოცეულის შემოწმების ძირითადი დებულებანი

1. ოცეული პირადი შემადგენლობისა და აღჭურვილობის შესამოწმებლად


ეწყობა მწკრივში. ეკიპაჟის იარაღისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას
პირადი შემადგენლობა ეწყობა უკანა მხარეს. თითოეული ოპერატორი (მსროლელი)
დგება თავისი სატრანსპორტო საშუალების (იარაღის) უკან.
2. ოცეულის მეთაურმა ან ოცეულის სერჟანტმა შეიძლება შეამოწმოს
ყაზარმებში ოცეულის განლაგების მდგომარეობა, პირადი შემადგენლობის
გარეგნული იერ-სახე, ინდივიდუალური იარაღი, საველე აღჭურვილობა და
სანიტარული მდგომარეობა.
3. საველე აღჭურვილობის შემოწმებისას ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც
შესაბამის თავშია აღწერილი (ნახ. 73).

მუხლი 52. მწკრივების შემოწმება

1. მწკრივში მოწყობილ ოცეულს ოცეულის სერჟანტი აძლევს კომანდას –


“ოცეულო – გაითვალეთ”. შესასრულებელ კომანდზე – “გაითვალეთ” – მთელი
პირადი შემადგენლობა, მარჯვენა ფლანგის ჯარისკაცების გარდა, აბრუნებს თავს
მარჯვნივ, ხოლო მარჯვენა ფლანგის ჯარისკაცები იწყებენ გათვლას ერთიდან.
შემდეგ, მარცხნივ მდგომი ჯარისკაცები აგრძელებენ გათვლას და ამავდროულად
ატრიალებენ თავს წინ. მთლიანი ქვედანაყოფის ჯარისკაცები იგივე პრინციპით
ახორციელებენ გათვლას.
2. გათვლის შემდეგ ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას – “გაშლილი
მწკრივით, ნაბიჯით – იარ”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” წინა მწკრივი დგამს
ორ ნაბიჯს წინ, მეორე მწკრივი ერთ ნაბიჯს, მესამე მწკრივი რჩება ადგილზე, ხოლო
მეოთხე მწკრივი – ორ ნაბიჯს უკან. დამატებითი მწკრივების შემთხვევაში, მეხუთე
მწკრივი დგამს ოთხ ნაბიჯს უკან, ხოლო მეექვსე მწკრივი – ექვს ნაბიჯს უკან.
შენიშვნა: დადგენილი რაოდენობის ნაბიჯების გადადგმის შემდეგ
ჯარისკაცები არ ამოძრავებენ ხელებს. თუ ოცეულის მეთაურს უნდა ზუსტი
ინტერვალის დაცვა, იგი გასცემს კომანდას – “ახლო ინტერვალით (ნორმალური
ინტერვალით), სწორება მარჯვნივ (იხ. მუხლი 53 და 54).
3. ამის შემდეგ ოცეული მზად არის შესამოწმებლად. ჩვეულებრივ, ათეულების
შემოწმებას ახორცელებენ ათეულის მეთაურები, თუმცა ისინი შეიძლება შემოწმდნენ
ოცეულის სერჟანტის ან ოცეულის მეთაურის მიერ.

მუხლი 53. ათეულის შემოწმება ათეულის მეთაურის მიერ

1. თუ ოცეულის სერჟანტს სურს, რომ ათეულების შემოწმება ჩაატარონ


ათეულების მეთაურებმა, ის მიმართავს მათ: “თქვენი ათეულები – შეამოწმეთ”.
2. ათეულის მეთაური მარშირებს პირდაპირ და საჭიროებისამებრ ბრუნდება
მარცხნივ მანამ, სანამ 40 სმ-ის დაშორებით არ გაუსწორდება პირველ ჯარისკაცს.
შენიშვნა: თუ ოცეულის პირადი შემადგენლობა არის შეიარაღებული,
ათეულის მეთაურებს იარაღი გადააქვთ ზურგზე, დიაგონალურად, ლულით დაბლა
და მარჯვნივ. მოქმედება სრულდება კომანდის გარეშე ათეულების მეთაურის მიერ
ნაბიჯის გადადგმამდე.
3. ათეულის მეთაური ინაჩუნებს დგომს – “სმენა”. ამოძრავებს მხოლოდ თავს
და თვალებს. ცენტრალურ ადგილზე ათეულის შემოწმების შემდეგ მეთაური დგამს
მოკლე ნაბიჯს წინ და მარცხნივ და აგრძელებს შემოწმებას; შემდეგ კვლავ
შემობრუნდება ცენტრისაკენ, დგამს ნაბიჯს წინ და მარჯვნივ და ისევ ამოწმებს,
ხოლო შემდეგ უბრუნდება ცენტრალურ პოზიციას.
4. პირველი ჯარისკაცის შემოწმების შემდეგ ათეულის მეთაური ბრუნდება
მარჯვნივ, როგორც მარშირებისას და დგამს ერთ ნაბიჯს (ნორმალურიşინტერვალის
შემთხვევაში – ორ ნაბიჯს), ჩერდება და დადგენილი დისტანციის დაცვით
უსწორდება შემდეგ ჯარისკაცს. ათეულის მეთაური ამოწმებს ათეულის დანარჩენ
ჯარისკაცებსაც.
5. ათეულში შემავალი ბოლო ჯარისკაცის შემოწმების შემდეგ ათეულის
მეთაური ბრუნდება მარჯვნივ, შემოუვლის ათეულს ზურგიდან და ამოწმებს.
6. ათეულის მეთაური თავისი ადგილის დაკავების შემდეგ მიაბრუნებს თავს
მარცხნივ და გასცემს კომანდას – “თავისუფლად”.
7. ოცეულის სერჟანტი რჩება თავის ადგილზე. ბოლო ათეულის შემოწმებისა
და მის მიერ თავისუფალი დგომის მიღების შემდეგ ოცეულის სერჟანტი ıოცეულს
აძლევს კომანდას – “სმენა”.
8. ოცეულის სერჟანტი კომანდის – “სმენა” გაცემის შემდეგ გასცემს კომანდას –
“ახლო ინტერვალით, ნაბიჯით–იარ”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ”, პირველი
მწკრივი დგამს ოთხ ნაბიჯს უკან, მეორე მწკრივი – ორ ნაბიჯს, მესამე მწკრივი რჩება
ადგილზე, ხოლო მეოთხე მწკრივი – ერთ ნაბიჯს წინ. შესასრულებელ კომანდაზე –
“იარ” ოცეულის მეთაურიş და ოცეულის სერჟანტი თავისიş ადგილების
დასაკავებლად დგამენ საჭირო რაოდენობის ნაბიჯებს.
9. თუ ოცეულის შემოწმება ხდება უფრო დიდი ქვედანაყოფის
შემადგენლობაში და ოცეულის კონტროლის უფლება არ გადაეცემა ოცეულის
სერჟანტს, იგი იღებს თავისუფალ დგომს და ელოდება უფროსი სერჟანტისაგან
ინსტრუქციის მიღებას.

მუხლი 54. ოცეულის შემოწმება ოცეულის სერჟანტის


(ათეულის მეთაურების) მიერ

1. თუ ოცეულის სერჟანტი არ აპირებს მთლიანი ıოცეულის შემოწმებას, იგი


ათეულის მეთაურებს აძლევს მითითებებს შეამოწმონ თავიანთი ათეულები, ყველა
დანარჩენს ოცეულის სერჟანტი ამოწმებს. იარაღით მოწყობის დროს ოცეულის
სერჟანტს, ათეულის მეთაურების მსგავსად, იარაღი გადააქვს ზურგზე.
2. ოცეულის სერჟანტი ბრუნდება ნახევრად მარცხნივ და მარშირებს პირველი
ათეულის მეთაურისაკენ, იგი ჩერდება 40 სმ-ის დაშორებით ათეულის მეთაურის
პირდაპირ, გაჩერების შემდეგ დანარჩენ ათეულებს აძლევს კომანდას –
“თავისუფლად” და ამოწმებს ათეულის მეთაურს.
3. ოცეულის სერჟანტს მიღებული აქვს დგომი – “სმენა” და მხოლოდ თავს
აბრუნებს. ცენტრიდან შემოწმების შემდეგ იგი დგამს მოკლე ნაბიჯს წინ და
მარცხნივ და ამოწმებს ჯარისკაცებს, შემდეგ ბრუნდება ცენტრისაკენ, დგამს ნაბიჯს
წინ და მარჯვნივ და ისევ ამოწმებს, შემოწმების დამთავრების შემდეგ ბრუნდება
საწყის მდგომარეობაში.
4. ათეულის მეთაურის შემოწმების შემდეგ ოცეულის სერჟანტი ბრუნდება
მარჯვნივ, როგორც მარშირებისას და დგამს ერთ ნაბიჯს (ნორმალური ინტერვალის
დროს – ორ ნაბიჯს), ჩერდება და დადგენილი დისტანციის დაცვით უსწორდება
შემდეგ ჯარისკაცს. ოცეულის სერჟანტის შეჩერების შემდეგ ათეულის მეთაური
დგამს ნახევარ ნაბიჯს წინ. ერთი ჯარისკაცის შემოწმებიდან მეორე ჯარისკაცზე
გადასვლისას ათეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი ერთდროულად
მოძრაობენ.
5. ათეულის ბოლო ჯარისკაცის შემოწმების შემდეგ ოცეულის სერჟანტი
ბრუნდება მარჯვნივ, შემოუვლის ათეულს ზურგიდან და ამოწმებს.
6. ზურგიდან პირველი ათეულის შემოწმების დაწყებისას ოცეულის სერჟანტი
მომდევნო ათეულს აძლევს კომანდას – “სმენა”. ათეულის მეთაური უბრუნდება
თავის ადგილს. ოცეულის სერჟანტი დადგება მომდევნო ათეულის მეთაურის წინ
და თავის მარჯვნივ მიბრუნებით პირველ ათეულს აძლევს კომანდას –
“თავისუფლად”.
7. ოცეულის სერჟანტი და ათეულის მეთაური ამგვარი წესით ამოწმებენ
მთლიან ოცეულს. ამის შემდეგ ოცეულის სერჟანტი მარშირებს თავისი ადგილისაკენ,
ჩერდება, ბრუნდება მარცხნივ და ოცეულს აძლევს კომანდას – “სმენა”.
8. კომანდის – “სმენა” გაცემის შემდეგ ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას –
“ახლო ინტერვალით, ნაბიჯით – იარ”. შესასრულებელ კომანდაზე “იარ” პირველი
მწკრივი დგამს ოთხ ნაბიჯს უკან, მეორე მწკრივი – ორს, მესამე მწკრივი რჩება
ადგილზე, ხოლო მეოთხე მწკრივი – ერთ ნაბიჯს წინ. შესასრულებელ კომანდაზე –
“იარ” ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი დგამენ საჭირო რაოდენობის
ნაბიჯებს საკუთარი პოზიციების დასაკავებლად.
9. თუ ოცეულის შემოწმება ხდება უფრო დიდი ქვედანაყოფის
შემადგენლობაში და ოცეულის კონტროლის უფლება არ გადაეცემა ოცეულის
სერჟანტს, იგი იღებს თავისუფალ დგომს და ელოდება უფროსი სერჟანტისაგან
ინსტრუქციის მიღებას.

მუხლი 55. ყაზარმაში ოცეულის განლაგების შემოწმება

1. ოცეულის სერჟანტის მიერ ყაზარმაში ოცეულის განლაგების შემოწმებისას


ათეულის ჯარისკაცები დგანან მწკრივში თავიანთ აღჭურვილობასთან ერთად ან,
შეძლებისდაგვარად, მასთან ახლოს. ათეულის მეთაური შემმოწმებელთან ახლოს
იკავებს პოზიციას. ათეულის მეთაური გასცემს კომანდას – “ათეულო – სმენა” და
უპატაკებს: “სერჟანტო, ოცეული მზად არის შესამოწმებლად”.
შენიშვნა: როცა სიტუაცია საშუალებას იძლევა, ათეულის მეთაური
უპატაკებს შემმოწმებელს განლაგების გარეთ. შემმოწმებელის გამოჩენისთანავე
დანიშნული პირი გასცემს კომანდას – “სმენა”.
2. ათეულის მეთაური გაუძღვება შემმოწმებელს ყაზარმაში პირადი
შემადგენლობისა და აღჭურვილობის შესამოწმებლად. ყაზარმაში მათ შესვლამდე
ყველაზე მაღალი წოდების სამხედრო მოსამსახურე გასცემს კომანდას –
“თავისუფლად”. ჯარისკაცთან ან მის აღჭურვილობასთან შემმოწმებელის
მიახლოებისას ჯარისკაცი ავტომატურად იღებს დგომს – “სმენა”, ხოლო შემოწმების
დასრულების შემდეგ – დგომს “თავისუფლად”.
შენიშვნა: ჯარისკაცების ოთახების შემოწმებისას კომანდა – “სმენა” არ
გაიცემა. შემმოწმებლის ოთახში შესვლისთანავე ჯარისკაცები ავტომატურად იღებენ
დგომს – “სმენა”. შემდეგ შემმოწმებელი გასცემს კომანდას – “თავისუფლად”.
თითოეული ჯარისკაცი შემმოწმებლის მიახლოებისას იღებს დგომს “სმენა”, ხოლო
შემოწმების შემდეგ იღებს დგომს – “თავისუფლად”.

თავი IX
ასეულის მწყობრი

მუხლი 56. ასეულის მწყობრის ძირითადი დებულებანი (სიმბოლოებისა და


ციფრების ახსნა მოცემულია “დანართი 2” -ში).
1. ასეულის მოწყობისას ინდივიდუალური სამწყობრო მოქმედებები, იარაღით
ილეთების შესრულება, ათეულისა და ოცეულის მოწყობა ისევე ხორციელდება,
როგორც ზემოთ არის აღწერილი (იხ. წინა თავები).
2. ასეულის მოწყობისას ხორციელდება იგივე მოქმედებები, როგორც
ოცეულის მოწყობისას, სხვა ოცეულებთან კავშირში.
3. მოწყობისას ასეულის მწყობრი შეიძლება შედგებოდეს ასეულის შტაბისა და
ორი ან მეტი ოცეულისაგან. მეთაურს შეუძლია გამოყოს შტაბის პირადი
შემადგენლობა, როგორც ცალკეული ოცეული, და დააყენოს ასეულის ნებისმიერ
ფლანგზე. ამ შემთხვევაში, უფროსი სერჟანტი მოქმედებს, როგორც ოცეულის
სერჟანტი, ხოლო ასეულის მეთაურის მოადგილე – როგორც ოცეულის მეთაური.
4. მწკრივში ან მთლიანი მოწყობის დროს მიმმართველია მარჯვენა ოცეული,
ხოლო რიგში მოწყობისას - პირველი ოცეული.
5. ასეული შეიძლება მოაწყოს მისმა მეთაურმა და ოცეულის მეთაურებმა, ან
უფროსმა სერჟანტმა და ოცეულის სერჟანტებმა. თუ მეთაური არ ამოწმებს ასეულს,
უფროსი სერჟანტი და ოცეულის სერჟანტები რჩებიან თავიანთ ადგილებზე და
იქიდან უძღვებიან ასეულის სამწყობრო მომზადებას. როდესაც უფროსი სერჟანტი და
ოცეულის სერჟანტი წარმართავენ ასეულის სამწყობრო მომზადებას თავიანთი
ადგილებიდან, ტერმინი ,,უფროსი სერჟანტი” შეიძლება გამოვიყენოთ ,,მეთაურის”
მნიშვნელობით, ხოლო ,,ოცეულის სერჟანტი” – ,,ოცეულის მეთაურის”
მნიშვნელობით.
6. როდესაც უფროსი სერჟანტი უბრძანებს ასეულს გაჯრილი ან მიჯრილი
მწყობრით მოწყობას, ერთ ხაზზე გასწორებას, იარაღის დაწყობასა და აღებას,
მარშირებას ან შემოწმებისთვის მომზადებას, მოქმედებები სრულდება ოცეულის
სერჟანტების კომანდებით და არა უფროსი სერჟანტის მითითებებით. ოცეულის
სერჟანტები გასცემენ კომანდებს თანამიმდევრობით, დაწყებული მიმმართველი
ოცეულიდან.
7. ყველა სახის მოწყობისა და ცერემონიის დროს უფროს სერჟანტსა და
ასეულის მეთაურის მოადგილეს იარაღი ქამარზე უკავიათ.
8. ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მწყობრიდან გამოდიან ისეთივე წესით,
როგორც ოცეულის სამწყობრო მომზადებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მწყობრიდან გამოძახებულები აძლევენ მხედრულ სალამს.
9. ასეული გადაადგილდება მწყობრით, ისვენებს და იღებს დგომს – “სწორება
მარჯვნივ” ისეთივე წესით, როგორც ოცეული.
10. ასეულს აქვს ოთხი სახის წყობა: ასეული მწკრივში – ოცეულებით
მწკრივებად, ასეული რიგში - ოცეულებით რიგებად; ასეული რიგში – ოცეულებით
მწკრივებად (განსაკუთრებით ცერემონიების დროს) და ასეულის მწყობრი მწკრივში
მიჯრილ რიგებად. ასეულის ორ რიგად მოწყობა ხდება ისევე, როგორც ოცეულისა.

მუხლი 57. ძირითადი პირადი შემადგენლობის ადგილი მწყობრში

1. ასეულის მეთაური მწყობრის პირველი რიგიდან 12 ნაბიჯით წინ ასეულის


ცენტრში დგება. როდესაც ასეული მოწყობილია რიგში, როგორც უფრო დიდი
ქვედანაყოფის ნაწილი, ან როდესაც ხდება ასეულის მწკრივში მიჯრილ რიგებად
მოწყობა, ასეულის მეთაური იკავებს ადგილს თავისი ქვედანაყოფის ცენტრიდან 6
ნაბიჯით წინ და წინმდგომი ქვედანაყოფიდან 12 ნაბიჯით უკან.
2. მედროშის ადგილია ასეულის მეთაურისაგან სრული ნაბიჯით უკან და
სრული ნაბიჯით მარცხნივ (ნახ. 57. 1) (ინსტრუქციები დროშის შესახებ დეტალურად
განხილულია 22-ე მუხლში).
შენიშვნა: როდესაც ასეული მარჯვნისაკენ ბრუნდება და გადაადგილდება
მოკლე დისტანციაზე, ასეულის მეთაურმა უხმაუროდ უნდა ანიშნოს მედროშეს, რომ
დარჩეს ადგილზე და გადაადგილდეს მეთაურთან ერთად.
3. ასეულის მეთაურის მოადგილე, როდესაც ასეული მოწყობილია მწკრივში,
იკავებს ადგილს უფროსი სერჟანტისაგან ორი ნაბიჯით უკან, ხოლო კოლონაში ან
მწკრივში მიჯრილ რიგებად მოწყობის დროს ის დგება ბოლო მწკრივიდან ასეულის
ცენტრში 3 ნაბიჯით უკან.
4. ოცეულის მეთაურები, როცა ასეული მწკრივშია მოწყობილი, (ოცეულებით
მწკრივში) იკავებენ ადგილებს თავისი ოცეულის ცენტრიდან ექვსი ნაბიჯით წინ;
როცა ასეული და ოცეულები კოლონებად არიან მოწყობილი ან ასეული რიგშია
მოწყობილი ოცეულებით მწკრივად, ოცეულების მეთაურების ადგილია ოცეულის
ცენტრიდან ერთი ნაბიჯით წინ. როცა ასეული მწკრივში მიჯრილ რიგებადაა
მოწყობილი, ოცეულების მეთაურები განლაგდებიან თავიანთი ქვედანაყოფებისაგან
ერთი ნაბიჯით წინ, თანაბარი შუალედებით მთელი ფრონტის გასწვრივ. თუ
ასეულის მეთაური არ ესწრება მოწყობას, ოცეულების მეთაურები არ შედიან
მწყობრის შემადგენლობაში.

4. ოცეულის მეთაურები, როცა ასეული მწკრივშია მოწყობილი, (ოცეულებით


მწკრივში) იკავებენ ადგილებს თავისი ოცეულის ცენტრიდან ექვსი ნაბიჯით წინ;
როცა ასეული და ოცეულები კოლონებად არიან მოწყობილი ან ასეული რიგშია
მოწყობილი ოცეულებით მწკრივად, ოცეულების მეთაურების ადგილია ოცეულის
ცენტრიდან ერთი ნაბიჯით წინ. როცა ასეული მწკრივში მიჯრილ რიგებადაა
მოწყობილი, ოცეულების მეთაურები განლაგდებიან თავიანთი ქვედანაყოფებისაგან
ერთი ნაბიჯით წინ, თანაბარი შუალედებით მთელი ფრონტის გასწვრივ. თუ
ასეულის მეთაური არ ესწრება მოწყობას, ოცეულების მეთაურები არ შედიან
მწყობრის შემადგენლობაში.
5. უფროსი სერჟანტი, როცა ასეული მწკრივშია მოწყობილი, იკავებს ადგილს
ბოლო მწკრივის ცენტრიდან 3 ნაბიჯით უკან. რიგში ან რიგების მიჯრილ მწკრივად
მოწყობის დროს იგი დგას ასეულის ბოლო მწკრივის ცენტრიდან 3 ნაბიჯით უკან
(ნახევარი ნაბიჯით მარცხნივ, ნახ. 57. 2).

ნახ. 57. 2. ასეული კოლონებად ოცეული კოლონებად

ა) როცა ასეული მწკრივში მიჯრილ რიგებადაა მოწყობილი, მეთაურის


არყოფნის შემთხვევაში, უფროსი სერჟანტის ადგილი არის პირველი რიგის
ცენტრიდან 5 ნაბიჯით წინ. თუ ასეული მწკრივშია მოწყობილი (ოცეულებით
მწკრივში), მეთაურის არყოფნის შემთხვევაში, უფროსი სერჟანტის ადგილი არის
ასეულის რიგის ცენტრიდან 9 ნაბიჯით წინ. როცა ასეული რიგშია (ოცეულებით
რიგში) მოწყობილი მეთაურის არყოფნის შემთხვევაში, უფროსი სერჟანტის ადგილი
არის მარცხენა ფლანგის ცენტრიდან ცხრა ნაბიჯით წინ;
ბ) მარშირების დროს, როცა ასეული მოწყობილია მწკრივში ახლო
ინტერვალით და მეთაური ადგილზეა, უფროსი სერჟანტი რჩება ადგილზე, რათა
უზრუნველყოს მსვლელობის რიტმი და კონტროლი.
6. ოცეულის სერჟანტი, როცა ასეული ზემოთ აღნიშნული ოთხიდან ერთ-ერთ
წყობაშია მოწყობილი და მეთაურები ადგილზე არიან, იკავებს ადგილს ოცეულის
ბოლო რიგის ცენტრიდან ერთი ნაბიჯით უკან:
ა) როცა ასეული მწკრივში ახლო ინტერვალითაა მოწყობილი, ოცეულის
სერჟანტები ბოლო მწკრივიდან ერთი ნაბიჯით უკან განლაგდებიან ერთმანეთისაგან
თანაბარი შუალედებით ფრონტის გასწვრივ. როცა ასეული ისეთივე მწყობრით არის
მოწყობილი, ოფიცრების არყოფნის შემთხვევაში, ოცეულის სერჟანტები
განლაგდებიან თავიანთი ქვედანაყოფებიდან ერთი ნაბიჯით წინ, ერთმანეთისაგან
თანაბარი შუალედებით, პირველი მწკრივის გასწვრივ;
ბ) როცა ასეული მწკრივებადაა მოწყობილი (ოცეულები მწკრივში), ოფიცრების
არყოფნის შემთხვევაში, ოცეულების სერჟანტები განლაგდებიან ოცეულის პირველი
მწკრივის ცენტრიდან 3 ნაბიჯით წინ. როცა ასეული კოლონაშია მოწყობილი
(ოცეულების კოლონებად), ოფიცრების არყოფნის შემთხვევაში, ოცეულების
სერჟანტების ადგილია მარცხენა ფლანგის ცენტრიდან 3 ნაბიჯით გვერდზე;
გ) ოფიცრების გარეშე სამწყობრო სვლის დროს, როცა ასეული კოლონაშია
მოწყობილი (ოცეულების კოლონებად), ოცეულის სერჟანტები რჩებიან თავიანთ
ადგილებზე და უზრუნველყოფენ სვლის რიტმსა და კონტროლს თავიანთ
ოცეულებში.
შენიშვნა: ადგილების შეცვლისას ასეულის მეთაურის მოადგილე გასცემს
კომანდებს: ,,ნაბიჯით იარ”, “ნახევარი ბრუნით, მარცხნისა-კენ”, “სდექ”, “სწორდით”.
მოძრაობის დროს ისინი ბრუნდებიან ჩვეულებისამებრ და მიდიან მითითებულ
ადგილზე. როცა ასეული მწკრივებიდან რიგებად გადაეწყობა, უფროსი სერჟანტი და
ასეულის მეთაურის მოადგილე დგანან სახით ასეულისაკენ და ამ მდგომარეობაში
რჩებიან ბოლო ოცეულის ჩავლამდე. თუ ასეულის რიგი მოძრაობს პირდაპირ მოკლე
დისტანციაზე ან უახლოვდება მიმმართველ ოცეულს (მწკრივის წყობა) ახლო
ინტერვალით, უფროსი სერჟანტი და ასეულის მეთაურის მოადგილე მიდიან
პირდაპირ ან ბრუნდებიან მარჯვნივ და იკავებენ თავიანთ ადგილებს. როცა
კოლონაში მწყობრიდან ასეული მწკრივებად გადაეწყობა, ასეულის მეთაურის
მოადგილე და უფროსი სერჟანტი მარჯვნივ სწორებით იკავებენ თავიანთ ადგილებს
მწკრივში. როცა ასეული მოწყობილია რიგში (ოცეულები მწკრივებად), ასეულის
მეთაურის მოადგილე და უფროსი სერჟანტი მარშირებენ მარჯვნივ სწორებით და
იკავებენ თავიანთ ადგილებს ბოლო ოცეულის უკან. როდესაც ასეული მოწყობილია
რიგებში ახლო ინტერვალით მწკრივებად, ასეულის მეთაური და უფროსი სერჟანტი
მარშირებენ მარჯვნივ სწორებით და ჩერდებიან ასეულის ცენტრში, როგორც კი
ბოლო ოცეული გაჩერდება (ნახ. 57. 3). უფროსი სერჟანტი ან ასეულის მეთაურის
მოადგილე ერთ ხაზზე ერთმანეთისაგან ნორმალური ინტერვალის დაშორებით
დგებიან. თუ რომელიმე მათგანი არ ესწრება მოწყობას, ის რომელიც ესწრება, იცვლის
ადგილს კომანდის გარეშე და დგება ასეულის ცენტრში.
ნახ. 57. 3 ასეულები მწკრივში მიჯრილ რიგებად
7. როდესაც ასეული მოწყობილია მწკრივში, ქვედანაყოფზე მიმაგრებული
დამატებითი ოფიცრები, რომლებსაც არა აქვთ მიკუთვნებული ადგილი მწყობრში,
თანაბარი შუალედებით ასეულის მეთაურის მოადგილის მარჯვნივ ან მარცხნივ
დგებიან, ხოლო ასეულის რიგში მოწყობის შემთხვევაში, ერთ ან ორ რიგად, უფროსი
სერჟანტისა და ასეულის მეთაურის მოადგილის უკან ეწყობიან (ნახ. 57. 4).

ნახ. 57. 4. ასეული კოლონაში ოცეულებით მწკრივში

მუხლი 58. ასეულის მოწყობისა და გადაადგილების ძირითადი დებულებანი

1. ასეული, ჩვეულებრივ, ეწყობა მწკრივებად, თუმცა შეიძლება გადაეწყოს


კოლონებად, სადაც თითოეული უიარაღო ჯარისკაცისათვის განსაზღვრულია
პოზიცია.
2. ძირითადად, ასეული ეწყობა ისევე, როგორც ოცეული. კომანდაზე –
,,მოეწყვეთ” (ახლო ინტერვალით), ოცეულები ეწყობიან მწკრივებად სახით იმ
მეთაურისაკენ, რომელიც აწყობს ქვედანაყოფს. ოცეულებს შორის დაცულია
ხუთნაბიჯიანი ინტერვალი.
შენიშვნა: მწკრივში მიჯრილ რიგებად ასეულის მოსაწყობად გაიცემა კომანდა -
,,მწკრივში მიჯრილ რიგებად - მოეწყვეთ”. კომანდის გაცემამდე მეთაური, რომელიც
აწყობს ქვედანაყოფს, მიუთითებს ინტერვალს, მწყობრის ფრონტზე მდგომი
ჯარისკაცების რაოდენობას და ნიშნავს მიმმართველ ჯარისკაცს, რომელსაც უნდა
გაუსწორდნენ. ამ დროს ასეულის სერჟანტი და ოცეულის სერჟანტები მწყობრს
მიჰყვებიან მარჯვენა ფლანგზე, ხოლო ასეულის მეთაური და ოცეულის მეთაურები
მოძრაობენ მარცხენა ფლანგზე.
3. თუ ასეული შეიარაღებულია, ჯარისკაცები ეწყობიან კომანდაზე – ,,იარაღი -
ქამარზე”. უსაფრთხოების მიზნით მეთაური, რომელიც აწყობს ქვედანაყოფს,
კომანდების – “იარაღი მკერდზე,” “იარაღი ქამარზე” გაცემამდე გასცემს კომანდას –
“შეამოწმეთ იარაღი.” მოცემული კომანდა გაიცემა, ასევე კომანდამდე – “დაიშალეთ”.
4. როცა ოცეულები იკრიბებიან მოწყობის ადგილას, უფროსი სერჟანტის ან
ასეულის მეთაურის მოსვლამდე ასეული შეიძლება მოაწყოს უფროსმა სერჟანტმა და
ოცეულის სერჟანტებმა, ან ასეულის მეთაურმა და ოცეულის მეთაურებმა. თუ
ასეულს აწყობენ სერჟანტები, ოცეულების მეთაურები, ჩვეულებრივ, აკვირდებიან
საკუთარი ოცეულების მოწყობას ზურგის მხრიდან:
ა) როდესაც ასეულს აწყობენ სერჟანტები, სრულდება შემდეგი მოქმედებები:
ა.ა)უფროსი სერჟანტი დგება ოცეულების ფრონტიდან ცენტრში 9 ნაბიჯით
წინ, შემდეგ ის გასცემს კომანდას: ,,ახლო ინტერვალით - მოეწყვეთ”;
ა.ბ) კომანდის შესრულებისას ოცეულები ეწყობიან ისეთივე წესით, როგორც
ოცეულის სამწყობრო სწავლებისას. ოცეულის სერჟანტი თავის ოცეულს უბრძანებს,
რომ მოწესრიგდეს (თუ აუცილებელია) და გაუსწორდეს თავის მარჯვნივ მდგომ
ოცეულს დადგენილი ინტერვალით (როგორც აღწერილია 59-ე მუხლში). როდესაც
ოცეულები მოეწყობიან, ოცეულის სერჟანტები სახით ფრონტისაკენ
შემობრუნდებიან;
შენიშვნა: თუ გაცემულია კომანდა – ,,ახლო ინტერვალით - მოეწყვეთ”,
ოცეულის ჯარისკაცები ეწყობიან ახლო ინტერვალით, ოცეულებს შორის კი
შენარჩუნებულია ხუთნაბიჯიანი ინტერვალი.
ა.გ) როცა ოცეულის სერჟანტები შებრუნდებიან სახით ფრონტისაკენ (თუ
პირადი შემადგენლობა იარაღით დგას მწყობრში), უფროსი სერჟანტი ჯერ გასცემს
კომანდას: ,,შეამოწმეთ - იარაღი” და შემდეგ – ,,მოემზადეთ, იარაღი მკერდზე-
ქამარზე (ფეხთან)”, ამის შემდეგ გასცემს კომანდას – ,,პატაკები ჩაიბარეთ”. ამ
კომანდაზე ოცეულების სერჟანტები შემობრუნდებიან და იძლევიან კომანდას –
,,მომახსენეთ”. ათეულის მეთაურები აბარებენ მათ პატაკს, როგორც აღწერილია VII
თავში. პატაკის მიღების შემდეგ ოცეულის სერჟანტები შემობრუნდებიან სახით
ფრონტისაკენ, ამ დროს უფროსი სერჟანტი იძლევა კომანდას – ,,მომახსენეთ”.
ოცეულების სერჟანტები აბრუნებენ თავს ასეულის სერჟანტისაკენ, აძლევენ
მხედრულ სალამს და აბარებენ პატაკს თანამიმდევრულად, მარჯვნიდან მარცხნივ.
ასეულის სერჟანტი აბრუნებს თავს იმ ოცეულის სერჟანტისაკენ, რომელიც პატაკს
აბარებს. როცა ასეულის სერჟანტი ჩაიბარებს პატაკებს ოცეულების სერჟანტებისაგან,
შემობრუნდება და ელოდება ასეულის მეთაურს იმ შემთხვევაში, როცაı განრიგით მან
უნდა ჩაიბაროს ასეული;
შენიშვნა: თუ ასეულის მეთაურს განრიგით არა აქვს გათვალისწინებული
ასეულის მიღება და შემოწმება, ასეულის სერჟანტი და ოცეულების სერჟანტები
რჩებიან თავიანთ ადგილებზე და ატარებენ სამწყობრო მომზადებას.
ა.დ) როდესაც ასეულის მეთაური შეჩერდება თავის ადგილას, უფროსი
სერჟანტი მიესალმება და აბარებს პატაკს: ,,ბატონო . . . ყველა ესწრება” ან ,,ბატონო . . .
ამდენი კაცი არ ესწრება”. ასეულის მეთაური, თავის მხრივ, მიესალმება და გასცემს
კომანდას – ,,ადგილებზე”, უფროსი სერჟანტი შემობრუნდება და მიდის თავისი
ადგილისაკენ, ასეულის ბოლო რიგის ცენტრიდან სამი ნაბიჯით უკან შეჩერდება და
შემობრუნდება, მედროშე გადადგამს სამ ნაბიჯს წინ. მარშირების დროს ოცეულის
სერჟანტები ბრუნდებიან მარჯვნივ და იკავებენ ადგილებს თავიანთი ოცეულების
ზურგში (თუ ოცეულის მეთაური არ ესწრება, ისინი წინ გადადგამენ სამ ნაბიჯს).
ოცეულის მეთაურები თავისი ოცეულის მარცხენა ფლანგზე სამწყობრო ნაბიჯით
მიდიან და იკავებენ თავიანთ ადგილებს სახით მწყობრისაკენ. ასეულის მეთაურის
მოადგილე იკავებს თავის ადგილს უფროსი სერჟანტისაგან ორი ნაბიჯით უკან;
ბ) როდესაც ასეულს აწყობს ასეულის მეთაური, სრულდება იგივე
მოქმედებები, როგორც სერჟანტების მიერ ასეულის მოწყობისას, გამონაკლისია ის,
რომ ოცეულის მეთაურები აწყობენ თავიანთ ოცეულებს. უფროსი სერჟანტი,
ოცეულის სერჟანტები და მედროშეები ეწყობიან თავიანთ ადგილებზე (ნახ.
57. 1), ამ დროს კომანდის – ,,ადგილზე” გაცემა არ არის აუცილებელი. თუ ოცეულის
სერჟანტი იკავებს ოცეულის მეთაურის ადგილს, ის დგება ოცეულის ცენტრიდან 6
ნაბიჯით წინ.

მუხლი 59. ინტერვალის შეცვლა

1. ასეული ინტერვალს ცვლის ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც ოცეული.


2. როდესაც უფროს სერჟანტს უნდა, რომ დაიცვას ახლო ინტერვალი მწკრივში
და ამავე დროს შეინარჩუნოს ხუთნაბიჯიანი ინტერვალი ოცეულებს შორის, ის
გასცემს კომანდას – ,,მიმმართველ ოცეულთან – მიიჯერ”. კომანდის მიღების შემდეგ
ოცეულის სერჟანტები შემობრუნდებიან და გასცემენ კომანდას – ,,პირველ-მეორეზე
გაითვალეთ.” ამ კომანდის შესრულების შემდეგ ოცეულის სერჟანტები გასცემენ
მომდევნო კომანდას – ,,ახლო ინტერვალით, ნაბიჯით - იარ”. მეორე, მესამე და
მეოთხე ოცეულების სერჟანტები გასცემენ კომანდას – ,,სწორება - მარჯვნივ”, შემდეგ
კი კომანდას – ,,ნახევარი ნაბიჯით – იარ.” ისინი გაჩერდებიან ხუთნაბიჯიანი
ინტერვალით და უსწორდებიან მარცხნივ მყოფ ოცეულს. თუ გაიცემა კომანდა –
,,მესამე ოცეულთან მიიჯერ”, აღნიშნული ოცეულის მარჯვნივ მყოფი ოცეულების
სერჟანტები ტოვებენ თავიანთ ოცეულებს ახლო ინტერვალით მწყობრში, სწორებით
მარცხნივ. ოცეულები განაგრძობენ მარშირებას ნახევარი ნაბიჯით ხუთნაბიჯიანი
ინტერვალის დაცვით, შეჩერდებიან და დგებიან დგომში – “სწორება მარჯვნივ”.
შენიშვნა: ასეულის ახლო ინტერვალით მოწყობის (მწკრივებად) შემთხვევაში,
უფროს სერჟანტს შეუძლია ატაროს ასეული ნახევარი ნაბიჯით მოკლე დისტანციაზე
(კოლონებად მოწყობისას – უფრო ნაკლებ დისტანციაზე). თუ მას სურს მარშირებისას
მწყობრის გატარება სრული ნაბიჯით ახლო დისტანციაზე, ის გასცემს კომანდას –
,,სრული ნაბიჯით – იარ”. ამ კომანდაზე პირველი ოცეულის სერჟანტი იძლევა
კომანდას – “ოცეულო სრული ნაბიჯით – იარ”, დანარჩენი ოცეულების მეთაურები
კი კომანდას – ,,გააგრძელეთ სვლა”. როგორც კი პირველი ოცეული იწყებს სიარულს
სრული ნაბიჯით, მეორე ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,სრული ნაბიჯით –
იარ”. დანარჩენი ოცეულები ასრულებენ კომანდას ისევე, როგორც მეორე ოცეული.
3. როდესაც უფროს სერჟანტს სურს, რომ ასეულმა დაიკავოს ნორმალური
ინტერვალი ახლო ინტერვალიდან მწკრივში დგომისას ხუთნაბიჯიანი ინტერვალის
შენარჩუნებით, ის მიუთითებს: ,,ძირითადი ოცეულისგან ნორმალური ინტერვალით
– გაიშალეთ”. ოცეულების სერჟანტები შემობრუნდებიან და გაატარებენ თავიანთ
ოცეულებს (ნახევარი ნაბიჯით). ოცეულებს შორის ხუთნაბიჯიანი ინტერვალისა და
მარცხენა ოცეულზე სწორების შენარჩუნებით, სერჟანტები იძლევიან კომანდას –
,,პირველ-მეორეზე - გაითვალეთ”. შემდეგ კი გასცემს კომანდას – ,,ნორმალური
ინტერვალით ნაბიჯით – იარ.” საჭიროების შემთხვევაში, ოცეულის სერჟანტს
შეუძლია შეცვალოს ინტერვალი, როგორც ეს აღწერილია 61-ე მუხლში.

მუხლი 60. დისტანციის შეცვლა

1. ასეულის (ან უფრო დიდი ქვედანაყოფების) ქვედანაყოფების რიგებში


მარშირებისას დისტანციის გასაზრდელად გამოიყენეთ შემდეგი ხერხები:
შენიშვნა: ეს მოქმედება სრულდება მხოლოდ ნახევარი ნაბიჯით მარშირებისას,
როდესაც ასეული მოძრაობს რიგებში მოწყობილი, ნორმალურ ინტერვალზე ნაკლებ
დისტანციაზე.
2. იმისათვის, რომ გაიზარდოს დისტანცია რიგებად მოწყობილი ასეულის
ქვედანაყოფებს შორის, ნახევარი ნაბიჯით მარშირებისას ჩვეულებრივი დისტანციის
მიღებამდე, გაიცემა კომანდა – ,,სრული ნაბიჯით - იარ”. წინასწარ კომანდაზე –
,,სრული ნაბიჯით” პირველი ოცეულის სერჟანტი იმეორებს შესასრულებელ
კომანდას, ხოლო ყველა მომდენო ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას –
,,გააგრძელეთ სვლა”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მიმართველი ოცეულის
წინა რიგი აკეთებს კიდევ ერთ არასრულ ნაბიჯს და აგრძელებს სვლას სრული
ნაბიჯით. ყველა დანარჩენი რიგი აგრძელებს სვლას არასრული ნაბიჯით, ვიდრე მის
წინ მდგომი გაივლის სრული ნაბიჯით და 100 სმ-იანი დისტანციით დაშორდება.
3. მომდევნო ოცეულების სერჟანტები, მას შემდეგ, რაც მათ წინ მყოფი
ოცეულები დაიკავებენ ჩვეულებრივ დისტანციას და დაიწყებენ სიარულს სრული
ნაბიჯით, გასცემენ კომანდას: ,,სრული ნაბიჯით - იარ”.
შენიშვნა: შეჩერების შემდეგ უფროსი სერჟანტი გასცემს კომანდას –
“ოცეულებო გაშალეთ”. ამ კომანდაზე მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს
კომანდას – ,,სრული ნაბიჯით – იარ”, ხოლო ყველა მომდევნო ოცეულის სერჟანტები
– კომანდას – ,,ნახევარი ნაბიჯით – იარ”. კომანდის ,,ნაბიჯით - იარ” შესრულებისას
პირველი მწკრივი მიდის სრული ნაბიჯით, ყველა დანარჩენი მწკრივები არასრული
ნაბიჯით და ასრულებენ მოძრაობებს ისე, როგორც 2-ე პუნქტშია აღწერილი.

მუხლი 61. ასეულის მოწყობა ერთ ხაზზე


1. ასეულის ერთ ხაზზე მოსაწყობად უფროსი სერჟანტი მიუთითებს ოცეულის
სერჟანტებს: ,,უბრძანეთ თქვენს ოცეულებს მიიღონ მდგომარეობა – სწორება
მარჯვნივ”:
ა) ამ მითითებაზე ოცეულის ყველა სერჟანტი შემობრუნდება. მარჯვენა ფლანგის
ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,სრული ნაბიჯით – იარ”, შემდეგ კი
“სწორება – მარჯვნივ”. როდესაც მარჯვენა ფლანგის პირველი რიგის მოწყობა
დამთავრდება, ოცეულის სერჟანტი მარცხენა ფლანგზე გასცემს კომანდას – ,,სრული
ნაბიჯით – იარ”, შემდეგ კომანდას – “სწორება – მარჯვნივ” და ასწორებს ოცეულს
ერთ ხაზზე, როგორც ოცეულის მოწყობისას. შემდეგ ბრუნდება ნახევრად მარჯვნივ,
მიდის თავისი ადგილისაკენ და დგება მწკრივის მარცხენა ფლანგზე მდგომი
სერჟანტისაგან ერთი ნაბიჯით მარცხნივ და უსწორდება ხაზს;
ბ) პირველი მწკრივის მოწყობის შემდეგ ოცეულის სერჟანტი დგება პირველი
მწკრივის ცენტრში, ბრუნდება ნახევრად მარჯვნივ, დგამს ორ მოკლე ნაბიჯს,
შეჩერდება, უსწორდება მეორე მწკრივის ხაზს და აწყობს მეორე მწკრივს. მესამე და
მეოთხე მწკრივის მოწყობა ხდება იმავე მეთოდით, როგორც მეორე მწკრივისა;
გ) მეოთხე მწკრივის ერთ ხაზზე გასწორების შემდეგ ოცეულის სერჟანტი
მარშირებისას თავს აბრუნებს მარცხნივ, უბრუნდება თავის ადგილს, შეჩერდება
ოცეულის ცენტრში წყობის პერპენდიკულარულად, მიიღებს მდგომარეობას –
“სწორება მარჯვნივ”, გასცემს კომანდას – “მოემზადეთ - პირდაპირ” და
შემობრუნდება. მეორე ოცეულის მარცხნივ მდგომი ყველა ოცეულის სერჟანტი
ასრულებს იმავე მოძრაობას, როგორც მეორე ოცეულის სერჟანტი;
შენიშვნა: კომანდის – “სწორება მარჯვნივ” გაცემის წინ, თუ საჭიროა,
მიმმართველი ოცეულის მარცხნივ მდგომი ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას
– “დაიცავით ინტერვალი”. მიმართველი ათეულის (I ათეულის) მეთაური
მარშირებისას იყურება მარჯვნივ და გადაადგილდება თავისგან მარჯვნივ მყოფი
ოცეულის მარცხენა ფლანგისაკენ (პირველი ათეულისაკენ), შეჩერდება,
შემობრუნდება, გადადგამს 5 ნაბიჯს წინ, შეჩერდება და პირით მარჯვნივ
გაუსწორდება მარჯვნივ მყოფ ათეულს.
2. რიგებში ასეულის ერთ ხაზზე მოსაწყობად უფროსი სერჟანტი ოცეულების
სერჟანტებს მიუთითებს: ,,უბრძანეთ თქვენს ოცეულებს გაუსწორდნენ ერთმანეთს”.
ამ მითითებაზე პირველი ოცეულის სერჟანტი შემობრუნდება და გასცემს კომანდას –
,,გაუსწორდით”. სხვა ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას – ,,ადგილებზე”.
პირველი ოცეული გასწორდება ისე, როგორც ოცეულის მოწყობისას არის
მითითებული. დანარჩენი ოცეულები ასრულებენ მოქმედებებს თანამიმდევრობით.

მუხლი 62. გაჯრილი და მიჯრილი მწკრივი

1. მწკრივის გაჯრისათვის უფროსი სერჟანტი მიუთითებს ოცეულის


სერჟანტებს: ,,თქვენმა ოცეულებმა გაჯრილ მწკრივში მიიღონ მდგომარეობა –
სწორება მარჯვნივ”. ამ მითითებაზე ოცეულის ყველა სერჟანტი შემობრუნდება.
მარჯვენა ფლანგის ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,გაჯრილ მწკრივში,
ნაბიჯით – იარ”. როდესაც ოცეული გაიჯრება, სერჟანტი დაუყოვნებლივ გასცემს
კომანდას – ,,სწორება - მარჯვნივ” და ერთ ხაზზე აწყობს ოცეულს ისე, როგორც
ოცეულის მოწყობაშია აღწერილი. როდესაც მარჯვენა ოცეულის პირველი მწკრივი
გასწორდება ხაზზე, მარცხენა ფლანგის ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას –
,,გაჯრილ მწკრივში, ნაბიჯით - იარ”, შემდეგ ,,სწორება - მარჯვნივ” და აწყობს თავის
ოცეულს. იმავე თანამიმდევრობით მოქმედებებს ასრულებენ დანარჩენი ოცეულის
სერჟანტებიც.
შენიშვნა: როდესაც იარაღი მიწაზეა დაწყობილი, ასეულმა შეიძლება იაროს
მწყობრში რიგებად (სწორებით მარჯვნივ) ნორმალური ინტერვალით გაჯრილ
მწკრივებში მოკლე დისტანციაზე. მას შემდეგ, რაც მოიხსნიან იარაღს, ასეულის
სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,ნორმალური ინტერვალით – იარ”, როდესაც მიწაზე
დაწყობილ იარაღთან ბრუნდებიან, გაიცემა კომანდა – ,,ორმაგი ინტერვალით – იარ”.
ასეულის ზურგისაკენ მოძრაობისათვის უნდა გაიცეს კომანდები: ,,დაიშალეთ” და
,,მოეწყვეთ”.
2. მწკრივის მიჯრისათვის უფროსი სერჟანტი მიუთითებს ოცეულის
სერჟანტებს: “უბრძანეთ თქვენს ოცეულებს დადგნენ ახლო ინტერვალით მწკრივში”.
ამ მითითებაზე ოცეულის ყველა სერჟანტი შემობრუნდება ზურგისაკენ და
თანამიმდევრობით, მარჯვნიდან მარცხნივ გასცემენ კომანდას – ,,ახლო ინტერვალით
მწკრივში, ნაბიჯით - იარ”. ოცეულები ასრულებენ იმავე მოქმედებებს, რაც
აღწერილია ოცეულის მოწყობაში. მას შემდეგ, რაც მოქმედებები დასრულდება,
ოცეულის სერჟანტები შემობრუნდებიან სახით ფრონტისაკენ.

მუხლი 63. კოლონის მარშირების მიმართულების შეცვლა

1. ასეული მოძრაობის მიმართულებას იცვლის ძირითადად ისევე, როგორც


ათეული და ოცეული. ამ დროს გაიცემა კომანდა – ,,რიგო, მარჯვენა მხრით წინ
(მარცხენა მხრით წინ), რიგო, ნახევარი ბრუნით მარჯვნივ (მარცხნივ), ნაბიჯით -
იარ”.
2. კოლონის მარშირებისას მიმმართველი ოცეული ან ათეული არის ის
ქვედანაყოფი, რომელიც დგას ფლანგზე მოხვევის მიმართულებით.
3. როდესაც ასეული გაჩერებულია, ოცეულის სერჟანტი იმეორებს უფროსი
სერჟანტის მოსამზადებელ კომანდას, მიმმართველი ოცეულების სერჟანტები კი
გასცემენ დამატებით კომანდას – ,,წინ”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ”
მიმმართველი ოცეული ასრულებს მოქმედებებს, რაც აღწერილია ოცეულის
მოწყობაში; მომდევნო ოცეულები ასრულებენ მოქმედებებს ოცეულის სერჟანტების
კომანდებზე დაახლოებით იმავე ადგილზე.
4. მარშირების დროს მოქმედებები სრულდება ისევე, როგორც შეჩერების
დროს, იმ განსხვავებით, რომ მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს დამატებით
კომანდას – ,,გააგრძელეთ სვლა”, ნაცვლად კომანდისა – ,,წინ”.
5. ასეული კომანდას – ,,ზურგისა-კენ” ასრულებს იმავე თანამიმდევრობით,
როგორც ოცეული.
6. შეჩერების შემდეგ, როდესაც ასრულებენ კომანდას – ,,მოპირდაპირე რიგო –
იარ”, მიმმართველი ოცეულის სერჟანტი იმეორებს წინასწარ კომანდას, მომდევნო
ოცეულების სერჟანტები გასცემენ დამატებით კომანდას – ,,წინ”:
ა) შესასრულებელ კომანდაზე – ,,იარ” მიმმართველი ოცეული მოქმედებს ისე,
როგორც აღწერილია ოცეულის მოწყობაში. მომდევნო ოცეულები ასრულებენ
მოქმედებებს ოცეულის სერჟანტის კომანდაზე დაახლოებით იმავე ადგილას;
ბ) როდესაც მოქმედება სრულდება მარშირებისას, შესასრულებელი კომანდა
გაიცემა მაშინ, როდესაც მარცხენა ფეხი შეეხება მიწას. მოქმედება სრულდება
ძირითადად ისევე, როგორც შეჩერების შემდეგ, ამასთან, მომდევნო ოცეულების
სერჟანტები გასცემენ დამატებით კომანდას – ,,გააგრძელეთ სვლა” და არა ,,წინ”;
გ) შეჩერების შემდეგ მედროშე იღებს სწორებას მარცხნივ ან ბრუნდება
მარცხნივ, გამოდის მწყობრიდან და გადაინაცვლებს მიმმართველი ოცეულის წინ,
რითაც ათავისუფლებს ასეულის ზურგს;
დ) თუ უფროსი სერჟანტი გასცემს კომანდას ცალკეულ ქვედანაყოფებში
თავისი ადგილიდან, კომანდის გაცემის შემდეგ ის გაემართება თავისი ახალი
ადგილისაკენ ქვედანაყოფის მარცხენა ფლანგზე. თუ ის ასეულის თავშია და იქიდან
გასცემს კომანდას, ის გადაადგილდება იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც
გადაადგილდება მედროშე.

მუხლი 64. ოცეულებს შორის ინტერვალის შემცირება

1. ოცეულებს შორის ინტერვალი მცირდება მხოლოდ მაშინ, როცა ასეული


მოწყობილია კოლონაში ოცეულებით რიგებში და მიღებული აქვთ დგომი – “სწორება
მარჯვნივ”, უფროსი სერჟანტი და ოცეულის სერჟანტები დგანან თავიანთ
ადგილებზე.
2. უფროსი სერჟანტი ოცეულის სერჟანტებს მიუთითებს: ,,მიიჯერით
მიმმართველ ოცეულთან”. მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას –
,,დარჩით ადგილებზე”. ამის შემდეგ მიმმართველი ოცეულის სერჟანტი სწორებით
მარცხნივ სამწყობრო ნაბიჯით მიდის ასეულის მწყობრის ზურგისაკენ.
3. მომდევნო ოცეულის სერჟანტს მიჰყავს თავისი ოცეული წინ და გასცემს
კომანდას – ,,ადგილზე ნაბიჯით – იარ”. მან შესასრულებელი კომანდა ,,იარ” უნდა
გასცეს მაშინ, როცა ათეულების მეთაურები სამი ნაბიჯით არიან დაშორებული
წამყვანი ოცეულის ბოლო ჯარისკაცს, რათა მომდევნო ოცეულის ჯარისკაცებმა
დაიწყონ ადგილზე სვლა სწორი დისტანციიდან.
4. ჯარისკაცები ადგილზე დადიან და უსწორდებიან ერთმანეთს, რათა
უზრუნველყონ ხაზზე სათანადო სწორება. მარშირებისას ჯარისკაცებს შორის
ჩვეულებრივი მანძილი არის 1 მკლავის სიგრძეს პლუს 15-სმ. იმისათვის, რომ წყობა
თანაბარი იყოს და არ დარჩეს ცარიელი ადგილები, ათეულების მეთაურები
გადადგამენ რამოდენიმე ნაბიჯს.
5. როცა ოცეულის სერჟანტი დარწმუნდება, რომ ოცეულის ერთ ხაზზე
მოწყობა სწორად განხორციელდა, ის გასცემს კომანდას - ,,ოცეულო - სდექ”. ამის
შემდეგ იგი, სწორებით მარცხნივ, მიდის ასეულის ზურგისაკენ.
6. დანარჩენი ოცეულები მოქმედებენ ისევე, როგორც მიმმართველი ოცეული –
თანამიმდევრობით ფრონტიდან ზურგისკენ. ოცეულის სერჟანტები ელოდებიან,
ვიდრე მათ წინ მყოფი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდებს: ,,ადგილზე ნაბიჯით –
იარ” და ,,პირდაპირ – იარ”.
7. ოცეულების სერჟანტები დგებიან ასეულის მწყობრის ზურგიდან ერთი
ნაბიჯით უკან და ამგვარად შედიან ისინი მწყობრის შემადგენლობაში. თუ უფროს
სერჟანტს სურს მწკრივის ზუსტად ერთ ხაზზე გასწორება, ის გასცემს კომანდას –
,,გაუსწორდით ერთმანეთს”. ამ დროს უფროსი სერჟანტი რჩება თავის ადგილზე და
იქიდან ხელმძღვანელობს ასეულის მარშირებას.

მუხლი 65. ოცეულებს შორის მანძილის გასწორება

1. ასეულის კოლონებად მარშირებისას ან კოლონებში დგომის დროს სწორი


მანძილის დასაცავად უფროსი სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,გაუსწორდით წამყვან
ოცეულს”.
2. ასეულის გაჩერების შემთხვევაში, მიმმართველი ოცეულის სერჟანტი
გასცემს კომანდას – ,,დარჩით – ადგილებზე”, მომდევნო ოცეულების სერჟანტები კი
კომანდას – ,,პირდაპირ, ნაბიჯით - იარ”,é ამის შემდეგ გაიცემა კომანდა – ,,ადგილზე,
ნაბიჯით - იარ”, ხოლო როცა უკვე სწორი დისტანციაა დაკავებული, კომანდას –
,,ოცეულო – სდექ”.
3. მარშირებისას, მითითებაზე: ,,გაუსწორდით მიმმართველ ოცეულს”,
მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,ნახევარი ნაბიჯით – იარ”,
მომდევნო ოცეულების სერჟანტები გასცემენ კომანდას – ,,გააგრძელეთ სვლა” და,
როგორც კი დაიკავებენ სწორ დისტანციას, კომანდას – ,,ნახევარი ნაბიჯით იარ.”
4. უფროსი სერჟანტი კომანდებს: ,,პირდაპირ ნაბიჯით -- იარ” და “სდექ”
გასცემს მას შემდეგ, რაც ყველა ოცეული აღიდგენს სწორ დისტანციას და გადავა
ნახევარი ნაბიჯით მარშირებაზე.

მუხლი 66. ორ რიგად მოწყობა და გადაწყობა

1. ასეული ეწყობა ორ რიგად ისევე, როგორც ოცეული. ასეულის სერჟანტმა


უნდა მისცეს საკმარისი დრო ოცეულის სერჟანტებსა და მიმმართველი ოცეულის
ათეულების მეთაურებს, რათა შესასრულებელი კომანდის გაცემამდე გასცენ
დამატებითი კომანდები:
ა) ამ მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა – “მარჯვნიდან
(მარცხნიდან) ორ რიგად, ნაბიჯით – იარ”. მიმმართველი ოცეულის სერჟანტი
იმეორებს წინასწარ კომანდას, ხოლო დანარჩენი ოცეულების სერჟანტები გასცემენ
დამატებით კომანდას – ,,დარჩით - ადგილებზე”;
ბ) უფროსი სერჟანტის კომანდაზე – ,,იარ” მიმმართველი ოცეული ასრულებს
მოქმედებას ისე, როგორც ოცეულის მოწყობაშია მითითებული. დანარჩენი
ოცეულები ასრულებენ მოქმედებას თავიანთი სერჟანტის კომანდაზე. მომდევნო
ოცეულების სერჟანტები გასცემენ კომანდას იმის გათვალისწინებით, რომ დაცულ
იქნეს დადგენილი ხუთნაბიჯიანი დისტანცია ოცეულებს შორის.
2. ოთხ რიგად გადაწყობა ხდება მხოლოდ შეჩერების დროს. ამისათვის გაიცემა
კომანდა – ,,მარცხნიდან ოთხ რიგად, ნაბიჯით - იარ”. უფროსი სერჟანტის
შესასრულებელ კომანდაზე ყველა ოცეული ასრულებს მოქმედებას ერთდროულად,
როგორც ეს ოცეულის მოწყობისას არის აღწერილი. როგორც კი ოცეულები
გადაეწყობიან, ოცეულის სერჟანტები მაშინვე ავტომატურად წაიყვანენ ოცეულებს
წინ და ოცეულებს შორის დაიცავენ დადგენილ ხუთნაბიჯიან დისტანციას.

მუხლი 67. ასეულის მოწყობა მწკრივებად ახლო ინტერვალით (მთლიანი


მოწყობა)

1. ასეული, ასეულის კოლონაში მოწყობიდან (ოცეულები კოლონებად) ან


მარშირებისას, შეიძლება გადაეწყოს მწკრივებში ახლო ინტერვალით. ასეული უნდა
იდგეს ახლო ინტერვალით მანამ, სანამ გაიცემა კომანდა – ,,ასეულო, ახლო
ინტერვალით მთლიან მწყობრში მარცხნივ – მიიჯერ.”
2. შეჩერებისას, წინასწარ კომანდაზე – ,,ასეულო, ახლო ინტერვალით მთლიან
მწყობრში მარცხნივ”, მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას –
,,დარჩით – ადგილებზე,” ხოლო მომდევნო ოცეულების სერჟანტები გასცემენ
კომანდას – ,,რიგო, ნახევარი ბრუნით მარცხნისა-კენ”. შესასრულებელ კომანდაზე –
,,მიიჯერ”, მიმმართველი ოცეული რჩება ადგილზე, ხოლო დანარჩენი ოცეულები
ასრულებენ სერჟანტის კომანდას – ,,რიგო, ნახევრი ბრუნით – მარცხნისა-კენ” და
შემდეგ – ,,რიგო, ნახევრი ბრუნით მარჯვნისა-კენ” ისე, რომ როდესაც შეჩერდებიან,
თითოეული ოცეული მიჯრილი იქნება მარჯვნივ მყოფ ოცეულთან. როდესაც
ოცეულები გაუსწორდებიან მიმმართველ ოცეულს, ოცეულების სერჟანტები გასცემენ
კომანდას – ,,ადგილზე, ნაბიჯით - იარ”. სანამ ოცეული ადგილზე მარშირებს,
ოცეულის შემადგენლობაში მყოფი ჯარისკაცები მათ მარჯვნივ მდგომ ჯარისკაცებს
ერთ ხაზზე უსწორდებიან. ოცეულის მეთაურები ჯარისკაცებს ადგილზე ნაბიჯით
სიარულს რვა თვლამდე ადროვებენ და შემდეგ გასცემენ კომანდას – ,,ოცეულო -
სდექ”.
3. მარშირებისას წინასწარი კომანდა – ,,ასეულო, ახლო ინტერვალით მთლიან
მწყობრში მარცხნივ – მიიჯერ” გაიცემა მარცხენა ფეხის მიწაზე დადგმისთანავე,
შემდეგ მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს დამატებით კომანდას –
,,ადგილზე, ნაბიჯით – იარ”, მომდევნო ოცეულების სერჟანტები კი კომანდას –
,,რიგო, ნახევარი ბრუნით მარცხნისა-კენ”. კომანდაზე – ,,იარ” მიმმართველი ოცეული
იწყებს ადგილზე სიარულს, დაახლოებით 8 თვლის შემდეგ მიმმართველი ოცეულის
სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,ოცეულო – სდექ”, დანარჩენი ოცეულები ეწყობიან
ისევე, როგორც ადგილზე დგომისას.
შენიშვნა: 1. თუ ასეულის მეთაური ხელმძღვანელობს მოწყობას, კომანდაზე
– ,,იარ” უფროსი სერჟანტი და მედროშე შეჩერდებიან და მაშინვე სამწყობრო
ნაბიჯით გაემართებიან ასეულის ცენტრისკენ და დაიკავებენ თავიანთ ადგილებს. 2.
თუ ოცეულის სერჟანტები მოძრაობენ მწყობრში თავიანთი ოცეულების მარცხენა
ფლანგზე, მათ უნდა დაიცადონ სანამ მათ წინ მიმავალი ოცეულის სერჟანტები არ
გასცემენ კომანდას – ,,სდექ” და არ გადაადგილდებიან ასეულის წინ და მხოლოდ
ამის შემდეგ იკავებენ თავიანთ ადგილებს.

მუხლი 68. ასეულის გასწორება მწკრივში ახლო ინტერვალით

1. ასეულის მწკრივში ახლო ინტერვალით გასასწორებლად, როგორც კი


ასეული მოეწყობა მწკრივში ახლო ინტერვალით, უფროსი სერჟანტი გასცემს
კომანდას – ,,იარაღი – ფეხთან” და შემდეგ კომანდას – ,,ახლო ინტერვალით, სწორება
მარჯვნივ”.
2. კომანდაზე – “სწორება მარჯვნივ” მარჯვენა ფლანგზე მდგომი ოცეულის
სერჟანტი მიდის მარჯვენა ფლანგისაკენ და ამოწმებს იმდენ მწკრივს, რამდენიც
საჭიროა, რათა უზრუნველყოს მწყობრის სწორად მოწყობა ისეთივე წესით, როგორც
ოცეულში. როდესაც დაამთავრებს შემოწმებას, ის უბრუნდება თავის ადგილს მესამე
ათეულის ცენტრიდან ერთი ნაბიჯით წინ, შეჩერდება და მიიღებს დგომს – “სწორება
მარჯვნივ”. ოცეულის სერჟანტები უსწორდებიან ერთმანეთს მარჯვნივ თანაბარი
ინტერვალებით. ამის შემდეგ უფროსი სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,მოემზადეთ –
პირდაპირ”.
მუხლი 69. მარშირების მიმართულების შეცვლა ასეულის მწკრივში ახლო
ინტერვალით რიგებად მოწყობის დროს

1. ასეული მარშირების მიმართულებას იცვლის ძირითადად ისევე, როგორც


ოცეული კოლონაში გადაადგილებისას.
2. როდესაც შესრულდება კომანდა – ,,სდექ”, მეთაური გასცემს კომანდას –
,,იარაღი მარჯვენა მხარზე” (თუ შეესაბამება), შემდეგ მიბრუნდება სასურველი
მიმართულებით, თავს მიაბრუნებს მწყობრისაკენ და გასცემს კომანდას – ,,მარჯვენა
(მარცხენა) მხრით, წინ ნაბიჯით – იარ”:
ა) შესასრულებელ კომანდაზე ,,იარ” ოცეულის მეთაურები აბრუნებენ თავს
ნახევრად მარჯვნივ (მარცხნივ) და აგრძელებენ გადაადგილებას “მარჯვენა
(მარცხენა) მხრით წინ”, სანამ სასურველი მიმართულების პარალელურად არ
დადგებიან, შემდეგ გადადიან ნახევარი ნაბიჯით მარშირებაზე, სწორებით მარჯვენა
ფლანგისაკენ, სანამ გაიცემა კომანდა – ,,პირდაპირ”;
ბ) მარჯვენა (მარცხენა) მიმმართველი (მიმმართველი ათეულის მეთაური
ბრუნვის მიმართულებით) სწორებით მარჯვნივ (მარცხნივ) სვლისას გადადგამს ერთ
სრულ ნაბიჯს მითითებული მიმართულებით და გადადის ნახევარი ნაბიჯით
მარშირებაზე. დანარჩენი ათეულების მეთაურები (წინა მწკრივში) თავს ნახევრად
მარჯვნივ (მარცხნივ) აბრუნებენ და აგრძელებენ სვლას “მარჯვენა (მარცხენა) მხრით,
წინ”, სანამ მიმმართველს ერთ ხაზზე გაუსწორდებიან;
გ) ამ დროს ისინი იწყებენ მარშირებას ნახევარი ნაბიჯით და სწორდებიან
ბრუნვის მიმართულებით, ვიდრე მიიღებენ კომანდას – ,,პირდაპირ”, ამ დროს
სწორება ავტომატურად ხდება მარჯვნივ, ყველა სხვა ჯარისკაცი მიდის წინ და
ასრულებს მოძრაობას ისევე, როგორც მათი ათეულის მეთაურები.
3. მარშირებისას მიმართულების შეცვლა სრულდება ისეთივე მოქმედებებით,
როგორც ადგილზე დგომისას, იმ განსხვავებით, რომ ასეულის მეთაური
შემობრუნდება და უკან სვლით გასცემს კომანდას – ,,მარჯვენა (მარცხენა) მხრით, წინ
– იარ”, შემდეგ ის მობრუნდება მარჯვნივ და თვითონაც ამთავრებს მოძრაობას. მას
შემდეგ, რაც ასეული დაამთავრებს ბრუნს, შემობრუნდება, გასცემს კომანდას –
,,პირდაპირ” და ისევ მიბრუნდება.

მუხლი 70. ასეულის გადაწყობა მწკრივში ახლო ინტერვალით მიჯრილი


რიგებიდან კოლონაში

1. ასეულის გადაწყობა მწკრივში ახლო ინტერვალით მიჯრილი რიგებიდან


კოლონაში სრულდება კომანდაზე – ,,ოცეულების რიგებში, მარჯვენა ოცეულის
რიგო, მარჯვნივ (ნახევრად მარჯვნივ) ნაბიჯით – იარ”, მარჯვენა ოცეულის მეთაური
გასცემს დამატებით კომანდას – ,,პირდაპირ” (კოლონა მარჯვნივ ან კოლონა
ნახევრად მარჯვნივ), ხოლო დანარჩენი ოცეულების მეთაურები გასცემენ კომანდას –
,,დარჩით ადგილებზე”.
2. შესასრულებელ კომანდაზე – ,,იარ” მარჯვენა ოცეული მიდის მითითებული
მიმართულებით, სხვა ოცეულები თანამიმდევრობით მიჰყვებიან მას კომანდაზე –
,,რიგო, ნახევრად მარჯვნივ” ან ,,რიგო, ნახევრად მარცხნივ”.
3. მარშირებისას ასეულის მეთაური გასცემს კომანდას – ,,იარაღი მკერდზე” და
შემდეგ კი კომანდას – ,,ოცეულების რიგში, მარჯვენა ოცეულო, სირბილით იარ”.
წინასწარი კომანდის შემდეგ მარჯვენა ოცეულის მეთაური გასცემს დამატებით
კომანდას – ,,სირბილით”. დანარჩენი ოცეულების მეთაურები გასცემენ კომანდას –
,,განაგრძეთ სვლა”, ხოლო შესასრულებელ კომანდაზე – ,,იარ”, მარჯვენა ოცეული
მიდის სირბილით, დანარჩენი ოცეულების მეთაურები გასცემენ კომანდას –,,რიგო,
ნახევრად მარჯვნივ, სირბილით – იარ”. ამ კომანდაზე ოცეულები მიმმართველი
ოცეულის კოლონასთან მიჰყავთ.
4. ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი იცვლიან ადგილებს
დამატებითი კომანდის შემდეგ, შესასრულებელ კომანდამდე.

მუხლი 71. ასეულის მოწყობა კოლონებში ოცეულების მწკრივებად და


გადაწყობა

1. ასეულის მოწყობა კოლონაში ოცეულების მწკრივებად და გადაწყობა


სრულდება კომანდაზე – ,,ოცეულების რიგო, მწკრივში ნაბიჯით – იარ”.
მიმმართველი ოცეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას –,,დარჩით
ადგილებზე”, მეორე ოცეულის მეთაური – დამატებით კომანდას –,,რიგო, მარჯვნივ”,
ხოლო დანარჩენი ოცეულების მეთაურები კი გასცემენ დამატებით კომანდას –
,,პირდაპირ”.
2. შესასრულებელ კომანდაზე – ,,იარ” მიმმართველი ოცეული დგას ადგილზე,
მეორე ოცეული ასრულებს კომანდას –,,რიგო, მარჯვნივ”, გადადგამს 12 ნაბიჯს,
ჩაუვლის პირველ ოცეულს მარჯვენა მხრიდან და ასრულებს კომანდას – “რიგო,
მარცხნივ”, როგორც კი ისინი გაუსწორდებიან მიმმართველ ოცეულს ხაზზე,
ოცეულის მეთაური გასცემს კომანდას – “ადგილზე, ნაბიჯით – იარ”. ამ დროს
ოცეული ადგილზე დადის, 8 თვლის შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას – “ოცეულო
სდექ”. მომდევნო ოცეულები კომანდაზე –”რიგო, მარჯვნივ” ბრუნდებიან
დაახლოებით იმავე ადგილას, სადაც მათ წინ მყოფმა ოცეულმა შეასრულა იგივე
კომანდა, შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას – “რიგო, მარცხნივ” და შეჩერდებიან
ისევე, როგორც მეორე ოცეული. როდესაც ოცეულები გაჩერდებიან ადგილებზე,
ასეულის მეთაური გასცემს კომანდას – “მარცხნივ, სწორდით”. ამ კომანდაზე
ოცეულების მეთაურები და სერჟანტები სიარულის დროს სწორდებიან და იკავებენ
თავიანთ ადგილებს.
3. მარშირებისას გადაწყობა სრულდება ისევე, როგორც ადგილზე დგომისას,
ოღონდ მეთაური გასცემს შესასრულებელ კომანდას მიწაზე მარჯვენა ფეხის
დადგმისთანავე. მიმმართველი ოცეულის მეთაური გასცემს კომანდას – “ადგილზე
ნაბიჯით – იარ”, მეორე ოცეულის მეთაური – წინასწარ კომანდას –”რიგო, მარჯვნივ”,
ხოლო მომდევნო ოცეულების მეთაურები გასცემენ კომანდას – “განაგრძეთ სვლა”.
შესასრულებელ კომანდაზე -– -“იარ” მიმმართველი ოცეული იწყებს ადგილზე
სიარულს (დაახლოებით 8 თვლამდე), ამის შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას –
“ოცეულო, სდექ”. დანარჩენი ოცეულები მოქმედებებს ასრულებენ ისევე, როგორც
ადგილზე დგომისას (იხ.მე-2 პუნქტი).
4. იმისათვის, რომ ოცეულები ისევ გადაეწყონ რიგებად, ასეულის მეთაური
გასცემს კომანდებს – “სწორება მარჯვნივ” და “მარცხენა ოცეულო ოცეულების
რიგებად, ნაბიჯით – იარ”:
ა) კომანდაზე – “სწორება მარჯვნივ” ოცეულების მეთაურები და ოცეულების
სერჟანტები მარჯვნივ სწორებით მიდიან და იკავებენ თავიანთ ადგილებს კოლონაში;
ბ) წინასწარ კომანდაზე – “ოცეულების მარცხენა კოლონა” მარცხენა ოცეულის
მეთაური გასცემს კომანდას – “წინ” (რიგო მარცხნივ, ნახევრად მარცხნივ). დანარჩენი
ოცეულების მეთაურები გასცემენ კომანდას – “კოლონა, ნახევრად მარცხნისაკენ
ნაბიჯით – იარ”;
გ) შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მარცხენა ოცეული ასრულებს მოძრაობას
მითითებული მიმართულებით. სხვა ოცეულების მეთაურები გასცემენ შესაბამის
ბრძანებებს ისე, რომ მიჰყვნენ მიმმართველ ოცეულს დადგენილ დისტანციაზე.
შენიშვნა: მეორე ოცეულის მომდევნო ოცეულები არეგულირებენ ნაბიჯის
სიგრძეს საჭიროების მიხედვით, რათა დაიცვან სწორი დისტანცია წინა ოცეულის
მიმართ.

მუხლი 72. ასეულის დაშლა


1. ასეულის დაშლა ხორციელდება დგომიდან – “სმენა”. მას, ჩვეულებრივ,
შლის უფროსი სერჟანტი.
2. უფროსი სერჟანტი გასცემს კომანდას: “უხელმძღვანელეთ ოცეულებს.”
კომანდაზე ოცეულის სერჟანტები მხედრულად ესალმებიან უფროს სერჟანტს,
რომელიც მხედრული მისალმებითვე პასუხობს. შემდეგ მედროშესთან ერთად
ტოვებს მწყობრს, ოცეულის სერჟანტები შლიან თავიანთ ოცეულებს ისევე, როგორც
ოცეულის სამწყობრო მომზადებისას.
3. როდესაც ასეულის მეთაური შლის ასეულს, იძლევა კომანდას – “ჩაიბარეთ
ოცეულები.” ოცეულის მეთაურები რიგრიგობით მხედრულად ესალმებიან ასეულის
მეთაურს, რომელიც მხედრული მისალმებითვე პასუხობს. შემდეგ ასეულის
მეთაური, მედროშე, უფროსი სერჟანტი და ასეულის მეთაურის მოადგილე ერთად
ტოვებენ მწყობრს:
ა) ოცეულის მეთაური მობრუნდება და იძლევა კომანდას – “ოცეულის
სერჟანტებო”, ოცეულის სერჟანტი სწორებით მარჯვნივ ჩაუვლის ათეულის
მეთაურებს, გაჩერდება სამი ნაბიჯით წინ, ოცეულის მეთაურთან სწორებით
მარჯვნივ. შემდეგ ოცეულის მეთაური მიმართავს მას: “ჩაიბარეთ ოცეული”,
მიესალმებიან და ტოვებენ მწყობრს;
ბ) ოცეულის სერჟანტები გამოდიან სამი ნაბიჯით წინ, შებრუნდებიან
ზურგისაკენ და დაშლიან ოცეულს, როგორც ეს ოცეულის სამწყობრო მომზადებისას
იყო ნაჩვენები.

თავი X. ასეულის სამწყობრო დათვალიერება

მუხლი 73. ასეულის სამწყობრო დათვალიერების ჩატარების ძირითადი


დებულებანი

1. ასეულს აქვს ერთი განსაზღვრული წყობა პირადი შემადგენლობისა და


აღჭურვილობის შესამოწმებლად – ასეული მწკრივში (ოცეულებით მწკრივში).
ეკიპაჟების შეიარაღებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას პირადი
შემადგენლობა ეწყობა უკანა მხარეს, ხოლო ოპერატორი (არტილერისტი) დგას
სატრანსპორტო საშუალებასთან (იარაღთან).
შენიშვნა: თუ ასეულის მეთაურს არ აქვს დაგეგმილი ასეულის მიღება და
შემოწმება, უფროსი სერჟანტი და ოცეულების სერჟანტები რჩებიან თავიანთ
ადგილებზე და ასეულს აწყობენ ამ ადგილებიდან. ტერმინი “უფროსი სერჟანტი”
შეიძლება გამოვიყენოთ ასეულის მეთაურის აღსანიშნად, ისევე, როგორც “ოცეულის
სერჟანტი” – ოცეულის მეთაურის აღსანიშნად, როდესაც ისინი ხელმძღვანელობენ
სამწყობრო დათვალიერებას. თუ ასეულის მეთაური ატარებს შემოწმებას, ის და
ოცეულის მეთაურები ასრულებენ ყველა ზემოთ აღნიშნულ მოქმედებას.
2. უფროს სერჟანტს შეუძლია შეამოწმოს ყაზარმებში ოცეულის პირადი
შემადგენლობის განლაგება, რაც გულისხმობს მათი გარეგნული იერის,
ინდივიდუალური იარაღისა და საველე აღჭურვილობის შენახვისა და სანიტარული
პირობების დათვალიერებას.
3. საველე აღჭურვილობის შემოწმებისას აღჭურვილობა ისე უნდა იყოს
დაწყობილი, როგორც 73-ე ნახატზეა მოცემული; დამატებითი აღჭურვილობა არ არის
ნაჩვენები. განსხვავებულ აღჭურვილობას აწყობენ იმ ფორმით, როგორც ამას
ადგილობრივი მეთაური დააწესებს.
1. ქამარი 10. ზურგჩანთა
2. მჭიდების ჩანთა 11. ჩაფხუტი
3. მათარის ჩასადები 12. ხიშტდანა ქარქაშით
4. საბრძოლო მასალების ჩანთა 13. აირწინაღი
5. სასანგრე ნიჩაბი 14. კარვის დასამაგრებელი თოკები და
სვეტი
6. საველე აჭიმი 15. ავტომატი
7. მათარა ჭიქით
8. ღვედი
9. ლაბადა

მუხლი 74. ასეულის შემოწმება მწკრივებში (მწკრივში მოწყობა)

1. ასეულის მწკრივებში შესამოწმებლად ასეული გადაეწყობა მწკრივში.


2. ასეულის მწკრივად მოწყობისას უფროსი სერჟანტი ოცეულის სერჟანტებს
აძლევს მითითებას:
ა) მითითებაზე – “მოემზადეთ შემოწმებისათვის” ოცეულის სერჟანტები
შემობრუნდებიან, გაჯრიან მწკრივს და ერთ ხაზზე აწყობენ ასეულს ისე, როგორც მე-
60 და 61-ე მუხლებშია ნაჩვენები;
ბ) როცა თითოეული ოცეულის სერჟანტი დადგება პირით ასეულისაკენ,
უფროსი სერჟანტი გასცემს კომანდას – “თავისუფლად”.
შენიშვნა: ასეულის შემოწმების დროს მედროშე, ოფიცრები და სერჟანტები არ
დგანან მწყობრში და, როდესაც შემმოწმებელი ოფიცერი უახლოვდება მათ, დგებიან
“სმენაზე”, შემოწმების შემდეგ კი უბრუნდებიან თავისუფალ მდგომარეობას (იარაღს
არ ამოწმებენ). ასეულის მეთაურს შეუძლია მიუთითოს ასეულის სერჟანტს და თავის
მოადგილეს, რომ თან ახლდნენ მას შემოწმების დროს. ამ მითითებაზე ასეულის
მეთაურის მოადგილე და უფროსი სერჟანტი დგებიან ნორმალური ინტერვალით
გაჯრილ მდგომარეობაში (თუ ასეული ახლო ინტერვალით მიჯრილი წყობითაა,
მაშინ ახლო ინტერვალით – ასეულის მეთაურის მარცხნივ).
3. უფროსი სერჟანტი შემოწმებას იწყებს ერთი ნაბიჯის წინ გადადგმით და
ამოწმებს მედროშეს, შემდეგ ის მარცხნივ სწორებით მიემართება მწკრივის მარჯვენა
მხარეს, როცა მიუახლოვდება მარჯვენა ფლანგის ოცეულს, ოცეულის სერჟანტი
გასცემს კომანდას – “ოცეულო, სმენა”. როდესაც უფროსი სერჟანტი შეჩერდება
ოცეულის პირდაპირ, ოცეულის სერჟანტი უფროს სერჟანტს მოახსენებს: “ბატონო
უფროსო სერჟანტო, ოცეული მზად არის შესამოწმებლად” (თუ ასეულის მეთაური
ამოწმებს, ოცეულის სერჟანტი და მეთაური მხედრულად ესალმებიან). უფროსი
სერჟანტი ამოწმებს ოცეულის სერჟანტს და შემდეგ მიმართავს მას გაუძღვეს
შემოწმების დროს, მიდის სწორებით ნახევრად მარცხნივ და ჩერდება პირველი
ათეულის მეთაურის წინ. როცა უფროს სერჟანტს მარშირებისას მიღებული აქვს
სწორება ნახევრად მარცხნივ, ოცეულის სერჟანტს მიღებული აქვს სწორება მარჯვნივ
და ჩერდება პირველი ათეულის მეორე ჯარისკაცის წინ, ერთ ხაზზე, ნორმალური ან
ახლო ინტერვალით უფროსი სერჟანტის მიმართ. დანარჩენი ოცეულების
სერჟანტები, როდესაც უფროსი სერჟანტი უახლოვდება მათ ოცეულებს, ასრულებენ
იმავე მოქმედებებს.
შენიშვნა: როგორც კი ოცეულის სერჟანტი და უფროსი სერჟანტი გაჩერდებიან
პირველი ორი ჯარისკაცის წინ, ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას – “მეორე,
მესამე და მეოთხე ათეულებო, თავისუფლად”. როდესაც უფროსი სერჟანტი და
ოცეულის სერჟანტი შემოწმების დროს გადაადგილდებიან ერთიდან მეორე
ჯარისკაცთან, მათ მიღებული აქვთ სწორება მარჯვნივ, გადადგამენ ორ მოკლე
ნაბიჯს (თუ ასეული ახლო ინტერვალით არის მოწყობილი), შეჩერდებიან და
მიიღებენ სწორებას მარცხნივ. მას შემდეგ, რაც უფროსი სერჟანტი შეამოწმებს
პირველი რიგის ბოლო ჯარისკაცს, ოცეულის სერჟანტი უფროს სერჟანტს
საშუალებას აძლევს დაწინაურდეს და ამის შემდეგ ზურგიდან ამოწმებს პირველ
რიგს. როგორც კი უფროსი სერჟანტი იწყებს თითოეული რიგის ზურგიდან
შემოწმებას, ოცეულის სერჟანტი მომდევნო ათეულს მიმართ გასცემს კომანდას –
“სმენა”. როდესაც ისინი დაიწყებენ შემდეგი რიგის შემოწმებას, ოცეულის სერჟანტი
შემოწმებული რიგისათვის გასცემს კომანდას – “თავისუფლად”. ჩვეულებრივ,
როდესაც ამოწმებენ თითოეული რიგის ზურგს, უფროსი სერჟანტი ამოწმებს
ჩამოვლით. როდესაც უფროსი სერჟანტი შეამოწმებს ამა თუ იმ რიგის ბოლო
ჯარისკაცს, ის შემობრუნდება და შეჩერდება მეორე ათეულის მეთაურის წინ. თუ
შემოწმებას ატარებს ასეულის მეთაური, მისი მოადგილე და უფროსი სერჟანტი
მარცხენა მხრიდან უკან მიჰყვებიან მას.
4. როდესაც უფროსი სერჟანტი შეჩერდება შესამოწმებელი ჯარისკაცის
პირისპირ, ჯარისკაცი ამოწმებს თავის იარაღს. თუ უფროს სერჟანტს სურს პირადად
შეამოწმოს იარაღი, ის ჯერ ამოწმებს იარაღს, შემდეგ ჯარისკაცის ფორმას და
გარეგნობას. როდესაც უფროსი სერჟანტი ხელს მოჰკიდებს იარაღს, ჯარისკაცი ხელს
უშვებს მას და დგება “სმენაზე”. როდესაც უფროსი სერჟანტი დაამთავრებს
შემოწმებას, იგი იარაღს აბრუნებს იმავე წესით, როგორითაც მიიღო, ხოლო
ჯარისკაცი თავისი იარაღის მიღებისას მოჰკიდებს მარცხენა ხელს საკეტის ცოტა
ზემოთ, მარჯვენა ხელს კი კონდახის ქვედა მხარეს. ამის შემდეგ ასრულებს
კომანდებს: “მოემზადეთ”, “იარაღი მკერდთან”, “იარაღი ფეხთან”.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ უფროს სერჟანტს არ სურს იარაღის შემოწმება,
ჯარისკაცი განაგრძობს იარაღის შემოწმებას öმანამ, სანამ უფროსი სერჟანტი მის წინ
დგას, ამის შემდეგ ის ასრულებს მოქმედებას – “მოემზადეთ, იარაღი მკერდთან” და
“იარაღი ფეხთან”, როდესაც უფროსი სერჟანტი გადადის შემოწმებული რიგის უკან,
თითოეული ჯარისკაცი, რომელსაც მიუახლოვდება უფროსი სერჟანტი, ხსნის თავისი
ხიშტდანის საკეტს, წვერით დაიჭერს მარცხენა ხელით და ნელა გასწევს წინ. ამ
მდგომარეობაში უჭირავს ქარქაშის მოხსნამდე, ხოლო თუ ქარქაშს არ ამოწმებენ,
მაშინ უჭირავს შემდგომ ჯარისკაცთან უფროსი სერჟანტის გადანაცვლებამდე. ამ
დროს უსაფრთხოების ღვედი შეკრულია და ჯარისკაცს მიღებული აქვს
მდგომარეობა – “სმენა”.
5. იარაღის შემოწმების სწორი მეთოდი ასეთია:
ა) როდესაც მიიღებთ შაშხანას შესამოწმებლად, მარჯვენა ხელი მოჰკიდეთ
სალულის ზედა ნაწილს, გადასწიეთ შაშხანა დიაგონალურად მარცხნივ, ცოტათი
მოაბრუნეთ, მიადეთ მარცხენა ხელის ნეკი საკეტის ჩარჩოს და ჩაიხედეთ ლულაში;
ბ) ჩასჭიდეთ მარცხენა ხელი კონდახის ქვედა მხარეს, ასწიეთ შაშხანა
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ლულის ტუჩით მარჯვნივ. იარაღი მოათავსეთ
სხეულის ცენტრში, მკლავები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხელისგულები
ზევით. გადასწიეთ შაშხანა ჰორიზონტალურად მარცხნივ და შეამოწმეთ ზედა
ნაწილი, ალჩამქრობის ჩათვლით;
გ) გეჭიროთ შაშხანა ჰორიზონტალურად, შემოატრიალეთ 180 გრადუსით
სამიზნით მიწის ზედაპირისაკენ. გადასწიეთ შაშხანა ჰორიზონტალურად მარცხნივ
და შეამოწმეთ ლულა, შემდეგ გადასწიეთ მარჯვნივ და შეამოწმეთ კონდახი.
როდესაც გადაიტანთ შაშხანას სხეულის გასწვრივ, გადააბრუნეთ შაშხანა და
შეამოწმეთ მოძრავი ნაწილები მიმღებზე. როდესაც დაამთავრებთ ქვედა ნაწილის
შემოწმებას, დააბრუნეთ შაშხანა სხეულის ცენტრთან;
დ) დაიკავეთ შაშხანა ჰორიზონტალურად, შეატრიალეთ 180 გრადუსით,
(სამიზნე სხეულიდან შორს) სამიზნით ზევით, გაუშვით მარცხენა ხელი და
დააბრუნეთ იარაღი იმავე წესით, როგორც მიიღეთ;
ე) შაშხანის გარდა, სხვა იარაღის შემოწმებისას შემმოწმებელი იღებს იარაღს
მარჯვენა ხელით და ამოწმებს ყველაზე მოხერხებული წესით. შემოწმების შემდეგ
იარაღი უნდა გადაეცეთ მფლობელს მარჯვენა ხელში იმავე წესით, როგორითაც
მიიღეთ.
6. როდესაც უფროსი სერჟანტი ამთავრებს ოცეულის შემოწმებას, ოცეულის
სერჟანტი ოცეულის მისამართით გასცემს კომანდას – “სმენა” და უკან მიჰყვება
უფროს სერჟანტს ოცეულის წინ; შემდეგ იკავებს თავის ადგილს სახით მწყობრისკენ,
უფროსი სერჟანტს (თანმხლებ პირებთან ერთად ან მათ გარეშე) მარშირებისას
მიღებული აქვს სწორება მარჯვნივ და მიდის შემდგომ ოცეულთან. როგორც კი
უფროსი სერჟანტი დატოვებს პირველ ოცეულს, ოცეულის სერჟანტი შემობრუნდება
და გასცემს კომანდებს: “ახლო ინტერვალით მიჯრილ რიგებად ნაბიჯით – იარ” და
“თავისუფლად”. ამის შემდეგ თვითონაც შემობრუნდება და მიიღებს დგომს –
“თავისუფლად”. როდესაც უფროსი სერჟანტი დაასრულებს ბოლო ოცეულის
შემოწმებას, მხედრულად მიესალმება ოცეულის სერჟანტს, უბრუნდება თავის
ადგილს ასეულის ცენტრში და გასცემს კომანდას – “სმენა”; ამის შემდეგ ის დაშლის
ასეულს.
7. ზემდგომი ოფიცრის მიერ ასეულის შემოწმებისას ასეულის მეთაური მისი
მიახლოებისას გასცემს კომანდას – “ასეულო სმენა”. ამის შემდეგ იგი მიბრუნდება
ზურგისაკენ, მიესალმება შემმოწმებელს და მოახსენებს – “ბატონო . . . ასეული მზად
არის შემოწმებისათვის”. შემოწმება ხდება ისევე, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი,
გარდა იმისა, რომ ასეულის მეთაური იკავებს ადგილს შემმოწმებელი ოფიცრის
მარცხნივ. ასეულის მეთაური შემოწმებას დაამთავრებს ისევე, როგორც ეს
მითითებულია ოცეულის სერჟანტისათვის.

მუხლი 75. ყაზარმების შემოწმება (სარეზერვო)

1. უფროსი სერჟანტის მიერ ყაზარმის შემოწმებისას იქ მყოფი ჯარისკაცები


თავიანთი აღჭურვილობით მოეწყობიან ერთ მწკრივად.
2. ოცეულის სერჟანტი მიჰყვება შემმოწმებელ ოფიცერს თავისი ქვედანაყოფის
შესამოწმებლად. შემმოწმებელი ოფიცრის ოცეულთან მიახლოებისას ოცეულის
სერჟანტი გასცემს კომანდას – “ოცეულო, სმენა”, მიესალმება შემმოწმებელს და
მოახსენებს: “ბატონო . . . ოცეული მზად არის შემოწმებისათვის”.
შენიშვნა: სიტუაციის შესაბამისად, ოცეულის სერჟანტი აბარებს პატაკს
შემმოწმებელს ყაზარმის გარეთ. თუ შემმოწმებელი პირი შედის ყაზარმაში, ოცეულის
სერჟანტი გასცემს კომანდას – “სმენა.”
3. ოცეულის სერჟანტს მიჰყავს შემმოწმებელი ყაზარმის შენობისკენ და პირადი
შემადგენლობის განლაგების ტერიტორიაზე შესვლის დროს ყველაზე მაღალი
წოდების მქონე ჯარისკაცი გასცემს კომანდას – “თავისუფლად”. როდესაც
შემმოწმებელი მიუახლოვდება თითოეულ ჯარისკაცს ან მის აღჭურვილობას, ეს
უკანასკნელი ავტომატურად იღებს მდგომარეობას – “სმენა”. როდესაც შემმოწმებელი
გადადის შემდგომ ჯარისკაცთან, შემოწმებული ჯარისკაცი იღებს თავისუფალ
დგომს. ტერიტორიიდან შემმოწმებლის გასვლისას პირველად გაიცემა კომანდა –
“სმენა” და შემდეგ – “განაგრძეთ”.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როცა ჯარისკაცების ოთახების შემოწმებისას
კომანდა – “სმენა” არ არის გაცემული, ჯარისკაცები, შემმოწმებლის ყაზარმაში
შესვლისთანავე, ავტომატურად დგებიან “სმენაზე”. შემდეგ იგი გასცემს კომანდას –
“თავისუფლად”, როცა შემმოწმებელი მიუახლოვდება ჯარისკაცს, იგი დგება
“სმენაზე” და უბრუნდება თავისუფალ მდგომარეობას შემოწმების შემდეგ.

თავი XI
ბატალიონისა და ბრიგადის მწყობრი

მუხლი 76. ბატალიონის მწყობრი


1. ბატალიონს აქვს მწყობრის ორი ძირითადი ფორმა – მწკრივში და რიგში.
სხვადასხვა ქვედანაყოფები შეიძლება შეთანხმდნენ ამ ორი ფორმიდან ერთ-ერთის
გამოყენებაზე.ü
2. ბატალიონი შეიძლება მოეწყოს მწკრივში ასეულებით და ოცეულებით რგში
ან ასეულები რიგში და ოცეულებით მწკრივებში (ნახ. 76. 1).

3. ბატალიონი შეიძლება მოეწყოს კოლონაში ახლო ინტერვალით მიჯრილი


ასეულების რიგებად ან ასეული მოეწყოს ერთიან კოლოფად (მასიური მოწყობა),
ასევე ასეული ეწყობა რიგებად ოცეულების მწკრივებში მოწყობით (ნახ. 76. 2).
4. ბატალიონის მოწყობა – იმისათვის, რომ გაადვილდეს უფრო დიდი
ქვედანაყოფის მოწყობა, ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მეთაური
აფრთხილებს მისთვის სასურველი მწყობრის შესახებ და განუსაზღვრავს: დროს,
ადგილმდებარეობას, მარშრუტს, ჩაცმულობის ფორმასა და ქვედანაყოფების
მოწყობის თანამიმდევრობას. ქვედანაყოფის მოწყობის შემდეგ ხელმძღვანელები
უპატაკებენ მოწყობის ადგილის შესახებ და მიიღებენ ინსტრუქციას (მითითებებს):
ა) შტაბის ოფიცრები ეწყობიან ერთ მწკრივში გაჯრილი ნორმალური
ინტერვალით. შტაბის წევრები ეწყობიან ნუმერაციული თანამიმდევრობით
მარჯვნიდან მარცხნივ. შტაბის რიგითები და სერჟანტები ეწყობიან, როგორც შტაბის
ოფიცრების პირადი შემადგენლობის ნაწილი, ისინი დგებიან თავიანთი შტაბის
ოფიცრებისაგან ორი ნაბიჯით უკან. ბატალიონის სერჟანტი დგება ერთი ნაბიჯით
უკან და უსწორდება დროშას;
ბ) ბატალიონის, როგორც უფრო დიდი ქვედანაყოფის ცალკეული ელემენტის
მოწყობისას ან შეზღუდული სივრცის შემთხვევაში, ბატალიონი უნდა მოეწყოს
მწკრივში მიჯრილ რიგებად ისე, როგორც ასეულის მოწყობაშია აღწერილი (ნახ. 76.
3).
გ) თანაშემწე ვალდებულია მოაწყოს პირადი შემადგენლობა. დგება მწკრივის
მარჯვენა მხარეს, სადაც ქვედანაყოფი უნდა მოეწყოს და უსწორდება მწკრივს
მარცხნივ, ინარჩუნებს ამ მდგომარეობას მანამ, სანამ ყველა ქვედანაყოფი არ
მოეწყობა. შემდეგ მიდის პოსტისკენ და დგება ქვედანაყოფის მწკრივთან მეთაურის
მიერ მიჩენილ ადგილას. როგორც კი მეთაური და მისი შტაბი მიუახლოვდებაიან
ადგილს, ადიუტანტი გასცემს კომანდას – “სმენა”, შეტრიალდება მეთაურისკენ,
მიესალმება და უპატაკებს: “ბატონო მეთაურო, ბატალიონი მოწყობილია”;
შენიშვნა: მიმმართველის გამოყენების შემთხვევაში, თანაშემწე იკავებს თავის
ადგილს მას შემდეგ, რაც მიმმართველები ჩადგებიან და გასწორდებიან მწყობრში.
დ) მეთაური ესალმება და გასცემს კომანდას – “ადგილებზე”. თანაშემწე მიდის
პირდაპირ, ჩაუვლის მეთაურს და დაიკავებს ადგილს მეთაურის მარჯვნივ. მეთაური
განკარგულებას აძლევს ქვედანაყოფს, რათა მათ შეასრულონ მეთაურის მიერ
მოთხოვნილი მოქმედებები;
ე) როდესაც ბატალიონი ეწყობა მწკრივში ან რიგში, დროშები უნდა იყოს
(ბატალიონის) ცენტრში, ხოლო მწკრივში მიჯრილ რიგებად მოწყობისას – შტაბიდან
ოთხი ნაბიჯით უკან.
5. ბატალიონის დაშლა – ბატალიონის დასაშლელად მეთაური გასცემს
კომანდას – “ქვედანაყოფები თქვენს განკარგულებაში”. ასეულის მეთაურები აძლევენ
მხედრულ სალამს ბატალიონის მეთაურს და შემდეგ შლიან ასეულის პირად
შემადგენლობას.
შენიშვნა: ბატალიონის მწკრივში მიჯრილ რიგებად მოწყობისას ოცეულის
მეთაურები დგებიან პირველ მწკრივში. მარჯვენა ფლანგის ოცეულის მეთაური
მოქმედებს როგორც მიმმართველი.
6. ბატალიონის დათვალიერება. ბატალიონის შემოწმებისას თანაშემწე აწყობს
ბატალიონს მწკრივში, ასეულებით და ოცეულებით მწკრივში:
ა) თანაშემწე აწყობს პირად შემადგენლობას, აბარებს პატაკს და იკავებს თავის
ადგილს შტაბთან (ისე, როგორც ზემოთ არის აღწერილი). როდესაც თანაშემწე
შეუერთდება შტაბს, ბატალიონის მეთაური იძლევა მითითებას – “მოემზადეთ
შემოწმებისთვის”. ასეულის მეთაურები შებრუნდებიან და ოცეულის მეთაურებს
აძლევენ იმავე მითითებას. ოცეულის მეთაურები თავიანთ ოცეულებს
შემოწმებისათვის ამზადებენ იმავე თანამიმდევრობით, როგორც ასეულის
დათვალიერების დროს. როდესაც ქვედანაყოფები დაასრულებენ ასეულებად
მწკრივში გაშლას, მიიღებენ დგომს – “სწორება მარჯვნივ”. ასეულის მეთაური დგება
სახით ბატალიონის მეთაურისაკენ, ამის შემდეგ ბატალიონის მეთაური მათი
მისამართით გასცემს კომანდას – “თავისუფლად”;
შენიშვნა: დროის დაზოგვის მიზნით ბატალიონის მეთაური აძლევს ბრძანებას
შტაბის პირად შემადგენლობას შეამოწმონ ასეულები. სანამ ის ამოწმებს მედროშეებს
და ატარებს ბატალიონის ზოგად დათვალიერებას, მედროშეები არ რეაგირებენ
კომანდაზე – “შეამოწმეთ იარაღი”.
ბ) როგორც კი ბატალიონის მეთაური (ან მის მიერ დანიშნული შტაბის
ოფიცერი) მიუახლოვდება ასეულს, ასეულის მეთაური ბრუნდება სახით მისკენ,
ესალმება და უპატაკებს: “ბატონო ......., ასეული მზად არის შესამოწმებლად”.
შემმოწმებელი ოფიცერი შესამოწმებლად მიდის პირველ ოცეულთან. ასეულის
მეთაური შემმოწმებელი ოფიცრის მარცხნივ იკავებს ადგილს. ოცეულებიც იმავე
თანამიმდევრობით მოწმდება, როგორც ასეული. იმ შემთხვევაში, თუ ოცეული უკვე
შემოწმებულია ან ელოდება შემოწმებას და ამ დროს ბატალიონის მეთაური
უახლოვდება ოცეულს, მაშინ მას მიიწვევენ ოცეულის შესამოწმებლად;
გ) როდესაც შემოწმება დასრულდება და ბატალიონის მეთაური დაუბრუნდება
თავის ადგილს, ასეულის მეთაურები გასცემენ თავიანთი ქვედანაყოფების
მისამართით კომანდებს: “სმენა” და “ახლო ინტერვალით მიიჯერ”, შემდეგ კი –
“თავისუფლად”. როცა ბატალიონის მეთაური დადგება ბატალიონის წინ და შტაბის
ოფიცრებსაც უკვე დასრულებული აქვთ შემოწმება, ბატალიონის მეთაური გასცემს
კომანდას: “ბატალიონო, სმენა” და შლის ბატალიონს (ისე, როგორც წინა პუნქტებშია
აღწერილი);
დ) თუ ბატალიონი მოწმდება ზემდგომი მეთაურის და მისი შტაბის მიერ,
ბატალიონის მეთაური პატაკს აბარებს შემმოწმებელ ოფიცერს იმავე
თანამიმდევრობით, როგორც ასეულის მეთაურები. ბატალიონის მეთაურის შტაბი
დგება დამთვალიერებელი ზემდგომი შტაბის მარცხნივ და აცილებს მათ
ქვედანაყოფისაკენ. ბატალიონის მეთაური კი აცილებს ზემდგომ მეთაურს.
მუხლი 77. ბრიგადის მოწყობა
1. ბრიგადას ბატალიონის მსგავსად აქვს მოწყობის ორი ძირითადი ფორმა –
მწკრივში და რიგში. ბატალიონი შეიძლება მოეწყოს სხვადასხვანაირად ორივე
ფორმის გამოყენებით. ბრიგადა შეიძლება მოეწყოს ბატალიონებად ახლო
ინტერვალით მიჯრილ მწყობრში (ბატალიონების კოლოფებად) ან ბატალიონები
მოეწყონ მწკრივში ასეულებად ახლო ინტერვალით მიჯრილ მწყობრში. ამ ფორმების
გამოყენების მიხედვით ბრიგადამ შეიძლება დაიკავოს ადგილი კოლონაში
ბატალიონებით, ახლო ინტერვალით მიჯრილ მწყობრში (კოლოფში) ან
ბატალიონები ასეულებად რიგში. მოწყობის ფორმის შერჩევა ხდება მეთაურის
სურვილისა და მოწყობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის ფართობის მიხედვით
(ნახ. 77. 1).

ნახ. 77. 1. ბრიგადის გაშლილი მწყობრი ბატალიონების ხაზზე ბატალიონების


გაშლილ ან ერთიან მწყობრში

2. ბრიგადა ეწყობა და იშლება იმავენაირად, როგორც ბატალიონი.


3. ბრიგადის დროშა ბრიგადის მწკრივებად და რიგებად მოწყობის დროს
მოთავსებულია ბრიგადის ცენტრში. როდესაც ბრიგადა მოწყობილია მწკრივში ახლო
ინტერვალით მიჯრილ რიგებად (ნახ. 77. 2), დაქვემდებარებულ მედროშეთა ჯგუფი
ათავსებს დროშებს საკუთარი ქვედანაყოფის ცენტრში ან ოთხი ნაბიჯით უკან
თავიანთი შტაბიდან.
თავი XII

საქართველოს სამხედრო ძალების აღლუმის ჩატარების ინსტრუქცია

მუხლი 78. აღლუმში მონაწილე საქართველოს სამხედრო ძალების ასეულების


კოლონების დაწყობა

1. აღლუმში მონაწილე საქართველოს სამხედრო ძალების ასეულების


კოლონების დაწყობა ხორციელდება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული
შტაბის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული დაწყობის სქემის თანახმად:

ა)გაერთიანებული შტაბის ოფიცერთა ასეულის წყობა და შემადგენლობა:


(ნიმუში)
გ)ტანსაცმლის ფორმა – კომუფლირებული;
დ) ინტერვალი და დისტანცია:
დ.ა) ჯარების სახეობებს შორის – 3 ნაბიჯი;
დ.ბ) კოლონებს შორის – 2 ნაბიჯი;
დ.გ) რიგებს შორის – 1 დოინჯი;
დ.დ) დისტანცია მწკრივებს შორის – გაშლილი ხელი.

ე) სამხედრო ორკესტრისა და მეხაზეების განლაგება:


ე.ა) სამხედრო ორკესტრის დაწყობა ხდება ტრიბუნის პირდაპირ, მწყობრის
უკან 10 მეტრში (წინასწარ მომზადებულ ადგილზე);
ე.ბ) მეხაზეების დაწყობა ხდება ტრიბუნის გასწვრივ მარჯვნივ და მარცხნივ 15-
20 მეტრის ინტერვალით, მათი დაწყობა ჯარების დაწყობის ადგილზე მთავრდება
ჯარების მოსვლის დროისთვის.

მუხლი 79. სამხედრო აღლუმზე შესასრულებელი კომანდები

1. კომანდა ,,სააღლუმოდ თავისუფლად”


ა) ოფიცერთათვის
მუხლი 80. აღლუმის მსვლელობის სცენარი

1. აღლუმის სარდალი აღლუმის მიმღების შესახვედრად იძლევა კომანდას –


,,აღლუმო სმენა”, ,,სწორება მარჯვნივ (მარცხნივ, შუაში)”.
2. ყველა მეთაური მიიტანს ხელს საფეთქელთან, ორკესტრი ასრულებს ,,შემხვედრ
მარშს”.
3. აღლუმის სარდალი ხელს საფეთქელთან მიიტანს, მანქანით მივა აღლუმის
მიმღებთან და აბარებს პატაკს: ,,ბატონო საქართველოს სამხედრო ძალების
უმაღლესო მთავარსარდალო, საქართველოს სამხედრო ძალების პირადი
შემადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაწყობილია.
აღლუმის სარდალი ------------------------”.

შენიშვნა: 1. ,,ამ“ - აღლუმის მიმღები; 2. ,,ას“ – აღლუმის სარდალი.


4. როდესაც აღლუმის სარდალი საპატაკოდ გაჩერდება, ორკესტრი დაკვრას
წყვეტს, პატაკის დამთავრების შემდეგ აღლუმის სარდალი საფეთქლიდან
ხელჩამოუღებლად თან ახლავს აღლლუმის მიმღებს, მწყობრის გარე მხრიდან და
რამდენადმე უკან (ნახ. 80. 2).
5. პატაკის ჩაბარების შემდეგ აღლუმის მიმღები მანქანით ჩამოუვლის ჯარს,
მიესალმება და მიულოცავს მათ: ,,გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის
დღეს!”
6. ორკესტრი ასრულებს ,,შემხვედრ მარშს”; აღლუმის მიმღების
მისასალმებლად და მისალოცად გაჩერებისას ორკესტრი წყვეტს დაკვრას.
7. მისალმებაზე ჯარები პასუხობენ ,,გაუ-მარ-ჯოს”, მილოცვაზე - სამჯერადი
,,ვაშა”.
8. ჯარების შემოვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ტრიბუნაზე
დაბრუნებისას სამხედრო ძალების კოლონები განაახლებენ ,,ვაშას” გაბმულად,
ტალღისებურად, ორკესტრი ასრულებს სახელმწიფო ჰიმნს.
9. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით აღლუმის სარდალი იძლევა
კომანდას – ,,აღლუმო თავისუფლად!”.
10. ორკესტრი ასრულებს სიგნალს – ,,ისმინეთ ყველამ!” სიგნალის – ,,ისმინეთ
ყველამ” შესრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას.
სიტყვის დამთავრების შემდეგ კოლონები სამჯერ ,,ვაშას” შესძახებენ, ორკესტრი
ასრულებს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, ერთდროულად წარმოებს
საარტილერიო სალუტი. ჰიმნის შესრულების დაწყებისას ყველა მეთაური (ოფიცერი)
მიიტანს ხელს საფეთქელთან, ხოლო კოლონები კომანდის გარეშე ღებულობენ
მდგომარეობა ,,სმენას”.
11. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დამთავრების შემდეგ
ორკესტრი უკრავს – “გასაყრისს”, ყველა მეთაური (ოფიცერი) ჩამოიღებს ხელს,
კოლონები ღებულობენ მდგომარეობას – ,,თავისუფლად”.
12. საზეიმო მარშით გავლისათვის აღლუმის სარდალი გასცემს კომანდებს:
ა) ,,აღლუმო სმენა”;
ბ) ,,საზეიმო მარშისათვის”:
13. მწყობრიდან გამოდიან მეთაურები, მეთაურის მოადგილეები, მედროშეები და
მედროშის ასისტენტები:
ა) მედროშე და მედროშეს ასისტენტები – 4 ნაბიჯით;
ბ) მეთაურის მოადგილეები – 6 ნაბიჯით;
გ) მეთაურები – 9 ნაბიჯით.
14. აღლუმის სარდალი გასცემს კომანდას – ,,ასეულებად”
15. მეთაურები, მეთაურის მოადგილეები, მედროშეები და მედროშის
ასისტენტები ასრულებენ კომანდას – ,,მარჯვნისა-კენ”.
16. ჯარების სახეობების, ბრიგადების, ბატალიონების საბრძოლო დროშები
არის აწეულ მდგომარეობაში (ნახ. 80. 3).

17. აღლუმის სარდალი გასცემს კომანდას - ,,ერთი მეხაზის დისტანციით”:


ა) მწყობრი დგას უძრავად;
ბ) მეხაზეები იკავებენ წინასწარ მონიშნულ ადგილს 10–20 ნაბიჯის
დაშორებით.
18. აღლუმის სარდალი გასცემს კომანდას – ,,მედროშეები პირდაპირ,
დანარჩენები მარჯვნისა-კენ”:
ა) მეხაზეები და გართიანებული შტაბის ოფიცერთა ასეული ადგილზე რჩება;
ბ) ასეულების კოლონები ასრულებენ კომანდას ,,მარჯვნისა-კენ”;
19. სარდალი გასცემს კომანდას – ,,სწორება მარჯვნივ, ნაბიჯით – იარ”:
ა) ორკესტრი იწყებს ,,მარშის” შესრულებას, კოლონები გადაადგილდებიან და
იკავებენ 1 მეხაზის დისტანციას;
ბ) საზეიმო მარშით გავლისას აღლუმის მიმღებამდე 2 მეხაზის მანძილზე
მიახლოებისას ასეულის კოლონიდან 5 სამხედრო მოსამსახურე (ან მთლიანი
ასეული) ხმამაღლა იძლევა კომანდას: ,,ერთი და ორი!”;
გ) კომანდა ,,ერთის” დროს ჩერდება ხელების მოძრაობა;
დ) კომანდა ,,ორის” დროს ოფიცრები ხელს მიიტანენ საფეთქელთან თავის
ერთდროული მიტრიალებით, პირადი შემადგენლობა ატრიალებს მხოლოდ თავს
(პირველი რიგის გარდა);
ე) როდესაც ასეულის კოლონის უკანასკნელი მწკრივი ჩაუვლის აღლუმის
მიმღებს, ასეულის კოლონიდან 5 სამხედრო მოსამსახურე (ან მთლიანი ასეული)
ხმამაღლა იძლევა კომანდას: ,,სამი და ოთხი!”;
ე.ა) მეთაურები ჩამოუშვებენ ხელს და მიაბრუნებენ თავს პირდაპირ;
ე.ბ) პირადი შემადგენლობა აბრუნებს თავს პირდაპირ.
20. მედროშეები და ასისტენტები, საზეიმო მარშით მსვლელობის დროს თავს
აღლუმის მიმღებისაკენ არ მიაბრუნებენ.
21. ჯარების სახეობების და ბრიგადის მეთაურები, როდესაც გასცდებიან
აღლუმის მიმღებს, გამოდიან მწყობრიდან და დგებიან აღლუმის მიმღებიდან
მარჯვნივ, ხუთი ნაბიჯის დაშორებით.
22. ჯარების სახეობებისა და სამხედრო ნაწილების მეთაურები საზეიმო
მარშით მანქანებით გავლის დროს თავიანთ ჯარებს და ნაწილებს მანქანებით
მიუძღვებიან წინ (ტანკებში – ღია ზედა ლიუქებით ან თვითმავალ საარტილერიო
დანადგარებზე – კოშკში ფეხზე დგომით) და აღლუმის მიმღებამდე 3 მეხაზის
მანძილზე მხედრულად მიესალმებიან, მიიტანენ ხელს საფეთქელთან აღლუმის
მიმღების მხარეს თავის ერთდროული მიბრუნებით.
23. დანარჩენი ტანკების (თვითმავალ-საარტილერიო დანადგარების) ლიუქები
უნდა იყოს ღია და ტანკების (თვითმავალ-საარტილერიო დანადგარების)
მეთაურები აღლუმის მიმღებამდე 3 მეხაზის მანძილზე მიახლოებისას მიიტანენ
ხელს საფეთქელთან აღლუმის მიმღების მხარეს თავის მიბრუნებით.
24. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ავტომანქანის (საწევარების)
კაბინებში იმყოფებიან, საზეიმო მარშით გავლისას მხედრულად არ ესალმებიან.
25. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მანქანების ღია ძარებზე
იმყოფებიან, 3 მეხაზის მანძილზე თავის შემობრუნებით მხედრულად მიესალმებიან.
26. ასეულების კოლონები აღლუმის მიმღების გასწვრივ გავლის შემდეგ იმავე
მწყობრით მიემართებიან მითითებულ ადგილამდე, საიდანაც საჭირო გადაწყობის
შემდეგ მიემართებიან თავისი დაბინავების ადგილისაკენ.
28. როდესაც ბოლო ასეულის კოლონა აღლუმის მიმღებს ჩაუვლის, ორკესტრი
წყვეტს დაკვრას, შემობრუნდება მარჯვნივ და უბრუნდება საწყის მდგომარეობას,
საიდანაც გაივლის საზეიმო მარშით, თან მსვლელობისას მარშს ასრულებს.

სამწყობრო წესდების
დანართი 1

მხედრული მისალმება

მუხლი 1. მხედრული მისალმების წესი


1. არმიის უნიფორმიანი პირადი შემადგენლობა მასთან მიახლოვებულ
სამხედრო პირს მხედრული წესით მიესალმება. გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა
მისალმებისთვის გარემო შეუფერებელი ან არაპრაქტიკულია (საზოგადოებრივ
ტრანსპორტში, როგორიცაა თვითმფრინავი და ავტობუსი, საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში – თეატრში ან ტრანსპორტის მართვის დროს).
2. მხედრულ მისალმებას ასრულებენ:
ა) საქართველოს ან სხვა ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულების დროს;
ბ) ღია ცის ქვეშ ეროვნული დროშის გაშლისას;
გ) ცერემონიალის ჩატარებისას;
დ) ადგომისა და გასაყრისის ცერემონიებზე, დროშის აღმართვა-დაშვებისას;
ე) პატივმისაგები სიგნალის გაცემისას;
ვ) საქართველოსადმი ერთგულების ფიცის დადებისას;
ზ) ქვედანაყოფებისათვის კონტროლის უფლების მინიჭების დროს;
თ) პატაკების ჩაბარებისას;
ი) მეგობარი უცხო ქვეყნების ოფიცრებთან შეხვედრის დროს.
3. მხედრული მისალმება არ არის საჭირო:
ა) შენობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პატაკს აბარებენ ოფიცერს,
აგრეთვე მორიგეობის დროს;
ბ) სამხედრო პატიმრისადმი სიტყვით მიმართვისას;
გ) როდესაც მხედრული წესით მისალმებისათვის გარემოება აშკარად
შეუფერებელია, სამხედრო პირები ერთმანეთს თავის დაკვრით ან სიტყვიერად
მიესალმებიან;
დ) როდესაც სამხედრო პირებს აცვიათ სამოქალაქო ტანსაცმელი.
4. მხედრული მისალმება სხვა რომელიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში
განსაზღვრული არ არის სპეციფიკური ინსტრუქციებით.

მუხლი 2. შენობაში პატაკის ჩაბარება

1. როდესაც ჯარისკაცი აბარებს პატაკს ოფიცერს მის ოთახში, იგი მოიხდის


ქუდს, კარზე აკაკუნებს და შედის. უახლოვდება ორ ნაბიჯზე ოფიცრის მაგიდას,
ჩერდება, მიესალმება და აბარებს პატაკს. ჯარისკაცს მარჯვენა ხელი მიდებული აქვს
მარჯვენა საფეთქელზე (ასრულებს მხედრულ მისალმებას) პატაკის დამთავრებამდე.
თავის მხრივ, ოფიცერი პასუხობს მხედრული მისალმებით.
2. ჯარისკაცი ოფიცრის მხედრული სალმების შემდეგ ტრიალდება შესაბამის
მხარეს და გადის. ამგვარი მოქმედება სრულდება მაშინაც, როდესაც შენობაში პატაკს
აბარებს სამხედრო მოსამსახურე იარაღქვეშ, გარდა იმ სამხედრო მოსამსახურეებისა,
რომლებსაც ქუდი არ ახურავთ.
შენიშვნა: 1. გამონათქვამი “იარაღქვეშ” ნიშნავს იარაღის (რევოლვერის)
დაკავებას (მოთავსებას) ქამარზე ან ბუდეში. 2. როდესაც სამხედრო მოსამსახურე
სერჟანტთა შემადგენლობიდან აბარებს პატაკს, მოქმედებები იგივეა, გარდა
მხედრული მისალმების ურთიერთგაცვლისა.
მუხლი 3. პატაკის ჩაბარება ღია ცის ქვეშ

ღია ცის ქვეშ პატაკის ჩაბარების დროს ჯარისკაცი ოფიცრისკენ მიდის


სწრაფად, ჩერდება ოფიცრიდან დაახლოებით სამი ნაბიჯის დაშორებით, მიესალმება
მხედრული წესით და აბარებს პატაკს. როდესაც ჯარისკაცს ათავისუფლებს ოფიცერი,
კვლავ ხდება მხედრული მისალმების ურთიერთგაცვლა. თუ ჯარისკაცი იარაღიანია,
მისალმებას ასრულებს დადგენილი წესით (როგორც აღწერილია იარაღით ილეთების
შესრულების წესებში).

მუხლი 4. სამხედრო პირთა მისალმება ტრანსპორტში

სამსახურებრივ ტრანსპორტში მყოფ ოფიცერთა მისალმების პრაქტიკა,


ჩვეულებრივ, თავაზიანად მიიჩნევა. არ არის აუცილებელი, სამხედრო პირები
მიესალმონ ერთმანეთს მხედრული წესით, თუ რომელიმე მათგანი ჩაივლის
საკუთარი ტრანსპორტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესასვლელში მდგომი
მორიგე მხედრული წესით მიესალმება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაში მყოფ
ოფიცერს. მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სამხედრო პირები
მხედრულ სალამს არ ასრულებენ.

მუხლი 5. მხედრული მისალმება სხვადასხვა ვითარებაში

1. მისალმება მწყობრში – ცალკეული სამხედრო პირები არ ესალმებიან


ერთმანეთს მხედრული წესით, გამონაკლისია “საზეიმო დგომი”. ცალკეული
öმეთაური მიესალმება მთელ მწყობრს. საკუთარი ან მიკუთვნებული ქვედანაყოფის
მეთაურები, რომლებიც წარმოადგენენ მთელი მწყობრის ნაწილს, მათთან
მიახლოებული ცალკეული სტრუქტურების ან ცალკეული ქვედანაყოფის (რაზმის)
მაღალი წოდების ოფიცრებს მიესალმებიან დგომის – “სმენა” მიღების შემდეგ.
საბრძოლო ველზე ნამდვილი ბრძოლის ან ბრძოლის ინსცენირების დროს,
სტრუქტურული ან ცალკეული რაზმები არ მიიღებენ დგომს – “სმენა”. მწყობრში
“თავისუფლად” ან “სრულიად თავისუფლად” მდგარი ჯარისკაცი დგება “სმენაზე”,
როდესაც მას მიმართავს ოფიცერი.
2. მისალმება მწყობრის გარეთ – ოფიცრის მიახლოებისას იმ ჯარისკაცთა
ჯგუფი, რომლებიც არ დგანან მწყობრში, თავიანთი მეთაურის კომანდაზე სწრაფად
იღებენ დგომს – “სმენა” და ესალმებიან მხედრული წესით. ეს მოქმედება უნდა
დაიწყოს მაშინ, როცა მათ ოფიცერი 6 ნაბიჯზე მიუახლოვდება. ცალკეული
სამხედრო პირები, რომლებიც მონაწილეობენ გასართობ ღონისძიებებში ან სამუშაო
რაზმის წევრები არიან, არ ასრულებენ მხედრულ მისალმებას. სამუშაო რაზმის
უფროსი, თუ არ არის აქტიურად ჩაბმული საქმეში, ასრულებს მხედრულ მისალმებას
მთელი რაზმის სახელით. ქვედანაყოფი, რომელიც ისვენებს გზის გასწვრივ,
ოფიცრის მიახლოებისას არ დგება “სმენაზე”, თუმცა, თუ ოფიცერი მიმართავს
რომელიმე სამხედრო პირს, (ან ჯგუფს), სამხედრო პირი (ან ჯგუფი) დგება “სმენაზე”,
მიესალმება ოფიცერს და რჩება ამ მდგომარეობაში (“სმენაზე”) საუბრის
დამთავრებამდე.

3. მისალმება ღია ცის ქვეშ – როდესაც ასრულებენ ეროვნულ ჰიმნს,


უნიფორმიანი ყველა სამხედრო პირი პირველივე ნოტზე ტრიალდება დროშისაკენ,
მაგრამ არა მწყობრში (თუ დროშის დანახვა შესაძლებელია), დგება “სმენაზე” და
ასრულებს მხედრულ მისალმებას. ისინი ინარჩუნებენ სამხედრო მისალმების დგომს
მუსიკის დამთავრებამდე. სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც უნიფორმა არ აცვია,
მიიღებს დგომს – “სმენა” და მარჯვენა ხელს იდებს გულზე. პირები, რომლებიც
მოძრავ მსუბუქ და მოტოტრანსპორტს მართავენ, აჩერებენ მანქანებს, იქიდან
ჩამოდიან ან გადმოდიან და ასრულებენ მხედრულ მისალმებას. სხვა სახის სამხედრო
ტრანსპორტის მგზავრები რჩებიან მანქანებში და სხედან სმენაზე. თითოეული
ტრანსპორტის მეთაური ჩამოდის მანქანიდან და ასრულებს მხედრულ მისალმებას.
ტანკებისა და სხვა შეიარაღებული მანქანების მეთაურები მხედრულ მისალმებას
ასრულებენ ადგილებზე.
4. მისალმება შენობაში – როდესაც ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ შენობაში,
ოფიცრები და სხვა სამხედრო მოსამსახურეები დგებიან სმენაზე პირით დროშისკენ
ან იქითკენ, საიდანაც მუსიკის ხმა ისმის.

მუხლი 6. მხედრული მისალმება დროშებთან

ეროვნულ და უწყებათა ალმებს, რომლებიც მათ აღსამართავ ანძაზეა


დამაგრებული, უწოდებენ დროშებს. როდესაც სამხედრო მოსამსახურე ჩაუვლის
გაშლილ ეროვნულ დროშას, ექვსი ნაბიჯის დისტანციაზე ასრულებს მხედრულ
მისალმებას და შესაბამის მდგომარეობაშია მანამ, სანამ ექვსი ნაბიჯით არ
დაშორდება მას, ან კიდევ, როდესაც დროშას ჩაატარებენ მათ წინ ექვს ნაბიჯზე, ისინი
ასრულებენ მხედრულ მისალმებას და ინარჩუნებენ შესაბამის მდგომარეობას მანამ,
სანამ დროშა მათ ექვსი ნაბიჯით არ დაშორდება.
შენიშვნა: პატარა ალმებს, რომლებიც მიაქვთ ცალკეულ პირებს, არ
მიესალმებიან მხედრული წესით. შეუფერებელია მისალმება მაშინ, როცა მარჯვენა
ხელში რაიმე საგანი გიჭირავთ.

მუხლი 7. ქუდის მოხდა

1. სამხედრო მოსამსახურეები ქუდს იხდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც:


ა) სხედან სასამართლოში, თეატრში და ა.შ;
ბ) ესწრებიან ოფიციალურ მიღებას;
გ) შედიან შენობაში.
2. გარეთ (ღია ცის ქვეშ) სამხედრო მოსამსახურეები ქუდს არასოდეს იხდიან.

მუხლი 8. მისალმება საზღვაო გემზე


1. საზღვაო ძალების გემზე ასული ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა,
ცალკეული სამხედრო პირი ან მეთაური, მხედრულ მისალმებას ასრულებს საზღვაო
პროცედურების შესაბამისად.
2. გემზე ასული სამხედრო მოსამსახურეები საბიჯელას წვერთან
მიახლოებისას შეტრიალდებიან და მიესალმებიან ეროვნულ დროშას, სამწყობრო
მისალმების შემდეგ კი ოფიცერს, რომელიც დგას საბიჯელას თავთან, სთხოვენ გემში
ჩაჯდომის ნებართვას.
3. გემის დატოვების დროს სრულდება იგივე მისალმებები და მასპინძელ
ოფიცერს სთხოვენ გემის დატოვების ნებართვას.

საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდების


დანართი 2

You might also like