Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

სერგო ნადარეიშვილი 2011

ინსბრუკი

ინსბრუკი - ავსტრიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ფედერალური მხარის


ტიროლის დედაქალაქია. ეს არის ულამაზესი ქალაქი, სადაც თანამედროვე
შენობები ჰარმონიულად არიან შერწყმულნი გოთურ, რენესანსულ და ბაროკოს
სტილის არქიტექტურასთან. ქალაქი გაშენებულია ავსტრიის ალპებში, მდინარე
ინის ხეობაში. მისი სახელწოდებაც ამავე მდინარეს უკავშირდება და ქართულად
ითარგმნება როგორც "ხიდი მდინარე ინ-ზე". ინსბრუკი დაარსდა XIII სუკუნეში
და ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში წარმოადგენდა ავსტრიის პოლიტიკურ
ცენტრს და ჰაბსბურგების დინასტიის რეზიდენციას. შთამბეჭდავი
არქიტექტურის, ისტორიული ტაძრების, უამრავი მონუმენტისა და ულამაზესი
ბუნების გამო ინსბრუკი ცნობილია მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი გამორჩეული
დასასვენებელი კურორტი.

ინსბრუკი არის სამთო-სათხილამურო სპორტის ცნობილი ცენტრი ევროპაში.


ქალაქის პოპულარობას ხელი შეუწყო ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა,
რომელიც ორჯერ 1964 და 1976 წლებში ჩატარდა ინსბრუკში. ზომიერი
კონტინენტური კლიმატი, ზამთრის პერიოდში ხელს უწყობს თოვლის საფარის
დიდი ხნით შენარჩუნებას. სათხილამურო სეზონი ინსბრუკში დეკემბერში იწყება
და აპრილის დასაწყისამდე გრძელდება.

ძველი ქალაქი. ანას სვეტი | Alt Stadt. Annasäule

1
სერგო ნადარეიშვილი 2011

ქალაქში კარგად არის განვითარებული სპორტული ინფრასტრუქტურა


საფეხბურთო მოედნები, ღია და დახურული საცურაო აუზები, გრანდიოზული
სათხილამურო ტრამპლინი (Bergisel), ჰოკეის დარბაზი (Olympiahalle Innsbruck) და ა.შ.

ინსბრუკი ყოველწლიურად 5 მილიონამდე ტურისტს იზიდავს. ყველაფერ ამას


ხელს უწყობს გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა, უმაღლესი დონის
სასტუმროები და სერვისი. გარდა ტურისტული ცენტრისა ინსბრუკი ასევე
წარმოადგენს სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრს. ქალაქის ხელსაყრელი
მდებარეობა ხელს უწყობს მის ეკონომკურ ზრდას. სწორედ ინსბრუკის გავლით
ხდება იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის და აღმოსავლეთ ავსტრიის დაკავშირება
ერთმანეთთან. ინსბრუკს გააჩნია აეროპორტი (Kranebitten) რომლიდანაც
სრულდება რეისები ევროპის დიდ ქალაქებში.

ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს ქალაქის ძველი ნაწილი (Alt Stadt)


სადაც კარგად არის შემონახული ძველი შენობების იერსახე. ძველი ქალაქის
ცენტრალური ქუჩა არის მარია ტერეზას ქუჩა, სადაც არის უამრავი კაფე,
რესტორანი და სავაჭრო ცენტრი. ქუჩის ცენტრალურ ნაწილში აღმართულია ანას
სვეტი (Annasäule), რომელიც ბავარიელებისგან განთავისუფლების დღეს (26
ივლისი) ეძღვნება.

ძველ ქალაქში მდებარეობს ინსბრუკის სიმბოლო - ჰაბსბურგების სასახლის აივნის


ოქროს სახურავი (Goldenes Dachl), რომელიც შედგება 2657 მოოქროვილი
კრამიტისაგან. მისი მოოქროვება მოხდა მეფე მაქსიმილიანე I-ს დროს. სამეფო
აივანი გამოიყენებოდა, როგორც სხვადასხვა სანახაობების და ცერემონიების
საყურებლად, ასევე ჰაბსბურგების დინასტიის სიძლიერის საჩვენებლად.

ოქროს სახურავი | Goldenes Dachl

2
სერგო ნადარეიშვილი 2011

ქალაქის ცენტრში აღმართულია


შთაბმეჭდავი ტრიუმფალური
თაღი, რომელიც აგებულია 1765
წელს დედოფალ მარია ტერეზას
დავალებით. თაღის მშენებლობას
ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა,
რაც ასახულია მის ფასადებზე.
თაღის სამხრეთ ფასადზე
გამოსახულია დედოფალ მარია
ტერეზას ვაჟის ლეოპოლდის
ქორწინება. ხოლო ჩრდილოთ
ფასადი ეძღვნება გარდაცვლილი
იმპერატორის ფრენსის I-ს
ხსოვნას.

გარდა ამისა ქალაქს გააჩნია


დასასვენებლი პარკი (Hofgarten)
უნიკალური ფლორით. ალპური ტრიუმფალური თაღი | Triumphpforte
ზოოპარკი (Alpine Zoo), თეატრი (Landestheater), ტიროლის ნაციონალური მუზეუმი
(Ferdinandeum) და (Tiroler Volkskunstmuseum). ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სასახლე ამბრას. მისი კულტურული და
ისტორიული მნიშვნელობა დიდად არის დაკავშირებული ჰერცოგ ფერდინანდ II-
ის სახელთან, რომელიც XVI საუკუნის მიწურულს ცხოვრობდა სასახლეში.

სასახლე ამბრას | Schloss Ambras

3
სერგო ნადარეიშვილი 2011

ძველი ქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს


ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს წმინდა
მოციქული იაკობის სახელობის
ორგუმბათიანი ტაძარი (Dom zu St. Jacob).
ტაძარი მოხსენიებულია ჯერ კიდევ XII
საუკუნის დოკუმენტებში. 1689 წელს
ტიროლში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის
გამო ტაძარი დაზიანდა და ტაძრის
სარესტავრაციო სამუშაებისას მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება რომ იგი ბაროკოს სტილში
გადაეკეთებინად, რამაც გაამდიდრა და
გაალამაზა ტაძრის იერსახე. მის უმთავრეს
სიმდიდრეს წარმოადგენს XVI საუკუნეში,
ლუკას კრანახის მიერ დაწერილი
ღვთისმშობლის ხატი (Mariahilf), რომელიც
ტაძრის კანკელზეა დაბრძანებული.
Mariahilf
აღსანიშნავია, რომ ინსბრუკი წარმოადგენს თბილისის დაძმობილებულ ქალაქს.
შეთანხმებას ხელი მოეწერა 1982 წელს და გულისხმობს თანამშრომლობას
სპორტის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და ეკონომოკის სფეროებში.

ინსბრუკი სთავაზობს დამსვენებლებს სტუმართმოყვარე გარემოს, მაღალი დონის


სერვისს, მრავალ ღირსშესანიშნაობას, ულამაზეს არქიტექტურას და რათქმაუნდა
ალპების ულამაზეს პანორამას. ასე რომ თუ ავსტრიაში მოხვდებით არ
გამოტოვოთ შანსი ესტუმროთ ალპების მშვენებას - ქალაქ ინსბრუკს.

გამოყენებული ლიტერატურა

Innsbruck guide to the city. Alpina printers and publishers.

http://innsbruck.com

http://innsbruck.info

http://austria.destinations.ru/innsbruck

http://wikipedia.org

You might also like