Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

პ რ ე ფ ე რ ა ნ ს ი

იმ ხანათ სატუმბ სადგურების ძალოვანი დანადგარების მართვა სრულ ავტომატიზაციაზე გადაგვყავდა, და მე როგორც სამმართველოს მთავარ ენერგეტიკოსს, დამევალა ჩვენი ხელმძღვანელობისაგან, ერთი კვირა აქტიური მონაწილეობა მიმეღო საპროექტოში დოკუმენტაციის შედგენაში. საპროექტო ინსტიტუტი ”საქსახწყალპროექტი” დაკომპლექტებული იყო ისეთი დონის მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებით, მე მხოლოდ ხელისშემშლელად თუ გამოვდგებოდი, მაგრამ ვინაიდან ასეთი შტატი არ ჰქონდათ, ტყუილა რომ არ მეყიალა, განყოფილების უფროსს შევუთანხმე და შესვენების მერე, გავუყევი კუდიგორის გზას. საპროექტო ვაკის პარკთან მდებარეობს. ჩემი სახლიდან იქ რომ მისულიყავი, გინდა არ გინდა საჯაიას იმდროინდელი საცხოვრებელი უნდა გაგევლო. მეცხრე საავადმყოფოს მოედანზე, ხილბოსტნეულის მაღაზიაში, წითელ- წითელმა დიდმა პამიდვრებმა მიმიზიდა. ვინაიდან პამიდვრის გიჟია, აქვეა, ავუტან, გავახარებ და ეგრევე წამოვალ-მეთქი. ზის და საოცრად დინჯ, ყოველგვარი ემოციის არგამომხატველ ახალგაზრდას ეთამაშება ერთი-ერთზე პრეფერანსს. გამაცნო. მე ხელს ხომ არ შეგიშლით ცოტა ხანს გიყუროთ, მალე უნდა წავიდე-თქო. ნუ წახვალ, ბოლო პარტიაა, სულ ცოტაღა დაგვრჩა, შენ სახლთან რომ აფთიაქია, ორზე იქ უნდა ვიყო, კაცი მელოდებაო. მართლაც ათიოდე ხელში მორჩნენ. სამი პულკა უკვე ნათამაშები ჰქონდათ. ეს მეოთხე იყო. პირველსავე გათამაშებაზე შევატყვე ძალზე სუსტი მოთამაშე იყო. ერთიც ხომ არ გვეთამაშა? თითქოს საკუთარ თავს სთავაზობსო, იმ ტონით იკითხა არჩილის მოწინააღმდეგემ. რომ გაახსენეს, ორ საათზე შეხვედრა მაქვს დანიშნულიო, წყნარათ გადაიხადა წაგებული, ხვალ ამავე დროს მოვალო, დაგვემშვიდობა და წავიდა. -როდის აქეთ დაიწყე ნახევარ კაპიკიან ვისტზე თამაში? -ნახევარ კაპიკიანი საბავშვო ბაღშიც არ მითამაშია, ეს ორი კვირაა რაც დავიწყე. შენმა ძმამ გამაცნო. დასაწყისში მინიმუმის მინიმუმად იმიტომ შევაფასე, შემეშინდა, მაინც ებრაელია, ხომ იცი კომერციულ თამაშებში ბადალი არ ჰყავთ. მერე ვიფიქრე ბილიარდისტების ილეთს ხომ არ მიტარებს, არიფად მოგაჩვენოს თავი და ბოლოს გამოამჟღავნოს თავისი ძალა. მაგრამ მე რა უნდა მომიგოს, რა მაქვს რო? მივხვდი, რომ ძალიან სუსტია, უბრალოდ პროცესისტია, თამაში ევასება. თამაშს აღარც ვადიდებ. ისე მოხდა, ორივეს დღის პირველ ნახევარში გვცალია. იცი რა ძნელია მაგ დონის მოთამაშის გაძლება? უკვე მართლა მომწყინდა, მაგრამ მე რომ აღარ ვეთამაშო, შეყოფს სადმე ცხვირს და იმდენს მოუგებენ,

რამდენსაც წააგებს. ვატყობ, სულ ახალი ნასწავლი აქვს და მიუხედავათ იმისა, საოცრად თავშეკავებულია, მუხრუჭები არ აქვს წესრიგში.

-მოკლედ, ერაზმი ხარ როტერდამელი. მხოლოდ ზემაღალი ჰუმანისტური მოსაზრებებით ხელმძღვანელობ და მოყვასზე ზრუნვით ფრცქვნი ამ საწყალს. მოგვიანებით დავურეკე უფროსს და ვუთხარი: - ჩემი გასაკეთებელი დანამდვილებით არაფერი აქვთ, ტყვილა ვარ, დღეს მეორე ნახევარში უკვე წამოვედი. -იყავი მანდ, რომ დაგინახავენ, დროს მაინც აღარ გააცდენენ უაზროდ პაპიროსის წევაში. ორმაგად სასიკეთო საქმეს გააკეთებ, მათ ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდები და ჩვენ დავალებასაც დროულად შეასრულებენ. რა გინდა, დღის მეორე ნახევარში წამოდი ხოლმე. -მეორე ნახევარში რომ ატეხონ ინტენსიურად ბოლის გაშვება ატმოსფეროში, გარემოს დაცვის კომიტეტს რა პასუხი უნდა გავცეთ? - ა, ელაპარაკე ახლა ამ აბდალს მაღალ მატერიებზე. ბიჭო, რა იციან იმათ რომ წამოხვედი, შენი სული მანდ იტრიალებს და თავის საქმეს უშენოთაც გააკეთებს. რა უნდა მექნა, დილით საპროექტოში ვიყავი, მერე ერთი-ორჯერ საჯაიას შევუარე. მეექვსე დღეს შევატყე, მისი მოწინააღმდეგისგან ახლო მომავალში პრეფერანსის ასი დანამდვილებით არ დადგებოდა და ვუთხარი: -ნაღდად გააფრენს ადამიანი, ზოგ-ზოგს როგორ უმართლებს ცხოვრებაში, შე კაცო, ერთად-ერთი ებრაელია მთელ დუნიაზე, ვინც პრეფერანსის გაგებაში არ არის - ისიც შენ გერგო.

You might also like