Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 17

1

სარჩელი
(ადმინისტრაციულ საქმეზე)
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას
სასამართლოს დასახელება, სადაც შეაქვთ სარჩელი
მოსარჩელე:
1 გიორგი ქავთარაძე თბილისი ჭავჭავაძის გამზ. 50, ბ. 40
სახელი, გვარი (სახელწოდება) ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)
223050 857216950 gkavtaradze@gmail.com
ალტერნატიული მისამართი ტელ: ტელ: მობილური ელექტრონული
სამსახურის სახლის ფოსტის მისამართი
ივ. ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის
ინსტიტუტი, თბილისი, მელიქიშვილის ქ. 10 20-23 სთ
სამუშაო ადგილი და სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მისამართი ფაქსი უწყების ჩასაბარებლად
დღე-ღამის
ოპტიმალური დრო

მოსარჩელის წარმომადგენელი (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს):


1
სახელი, გვარი (სახელწოდება) ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)

ალტერნატიული მისამართი ტელ: ტელ: მობილური ელექტრონული


სამსახურის სახლის ფოსტის მისამართი
10-17 სთ
სამუშაო ადგილი და სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მისამართი ფაქსი უწყების ჩასაბარებლად
დღე-ღამის
ოპტიმალური დრო

მოპასუხე:
1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თბილისი წმ.ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის №2
სახელი, გვარი (სახელწოდება) ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)

ალტერნატიული მისამართი ტელ: ტელ: მობილური ელექტრონული


სამსახურის სახლის ფოსტის მისამართი
10-17 სთ
სამუშაო ადგილი და სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მისამართი ფაქსი უწყების ჩასაბარებლად
დღე-ღამის
ოპტიმალური დრო

მოპასუხე:
2 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო
სამსახური თბილისი დ. აღმაშენებლის გამზ. 89/24
სახელი, გვარი (სახელწოდება) ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)
941365
ალტერნატიული მისამართი ტელ: ტელ: მობილური ელექტრონული
სამსახურის სახლის ფოსტის მისამართი
10-17 სთ
სამუშაო ადგილი და სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მისამართი ფაქსი უწყების ჩასაბარებლად
დღე-ღამის
ოპტიმალური დრო

საკონტაქტო პირის მონაცემები:


1
სახელი, გვარი ტელ: ტელ: მობილური ფაქსი ელექტრონული
(სახელწოდება) სამსახურ სახლის ფოსტის მისამართი
ის
2
შენიშვნა: ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილი და სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი,
ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქსი მიეთითება მათი არსებობის შემთხვევაში, თუმცა, სწრაფი და ეფექტური
მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე რეკომენდირებულია ყველა რეკვიზიტის შევსება.
სარჩელში საკონტაქტო პირის მონაცემების მითითება სავალდებულო არ არის, თუმცა იგი დაეხმარება სასამართლოს
თქვენთან დაკავშირებასა და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაში.
მოსარჩელე, მისი წარმომადგენელი (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს) ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს ზუსტი
მონაცემები.
სარჩელი და თანდართული საბუთები სასამართლოს უნდა წარედგინოს იმდენი ასლით, რამდენი მოპასუხეცაა საქმეში.
თუ მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის აყვანილი ჰყავს წარმომადგენელი, სარჩელში მან უნდა მიუთითოს
როგორც საკუთარი და მოპასუხის, ასევე წარმომადგენლის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს, სარჩელში
მან უნდა მიუთითოს როგორც საკუთარი და მოპასუხის, ასევე მარწმუნებლის მონაცემები. ასეთ შემთხვევებში სარჩელს
უნდა ერთვოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასამართლოში დასაბარებელ პირთა სია


სასამართლოში შეიძლება დაიბარონ მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები.

1 სახით:
დასაბარებელი პირის სტატუსი

სახელი, გვარი (სახელწოდება) ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)

ალტერნატიული მისამართი ტელ: ტელ: მობილური ელექტრონული


სამსახურის სახლის ფოსტის მისამართი

სამუშაო ადგილი და სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მისამართი ფაქსი უწყების


ჩასაბარებლად
დღე-ღამის
ოპტიმალური დრო

შენიშვნა: თუ გსურთ მოწმის სახით სასამართლომ გამოიძახოს ესა თუ ის პირი, გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ
თქვენ ვალდებული ხართ, შუამდგომლობების გრაფაში მიუთითოთ ის, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა
გარემოების დადასტურება შეუძლია მას. მოსარჩელე, მისი წარმომადგენელი (თუ სარჩელი შეაქვს
წარმომადგენელს) ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს მოწმის, ასევე სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის მონაცემები..

დავის საგანი

სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს:


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა;
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის
ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;
აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა;
სხვა საქმეები, იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს
ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული აქტის ბათილობა და ცვლილების შეტანა ადმინისტრაციულ აქტში.

იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი


3
აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან
სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს
ამის კანონიერი ინტერესი. აღიარებითი სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვა დასაშვებია მანამ, ვიდრე
წამოწრილი დავის გამო მოსარჩელის უფლება დაირღვეოდეს. აღიარებითი სარჩელის აღძვრისას მოსარჩელემ უნდა
მიუთითოს იმის შესახებ, თუ რა კანონიერი ინტერესი აქვს დავის საგანთანთან მიმართებაში და აღიარებითი სარჩელის
დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ უზრუნველყოფს თავისი უფლების დაცვას.

აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი:


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით;
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით;
ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ
გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

დავის არსის მოკლე მიმოხილვა

ამ გრაფაში მოსარჩელემ მოკლედ უნდა გადმოსცეს სარჩელის არსი და ზოგადად ისაუბროს იმის შესახებ, თუ რამ
გამოიწვია სასამართლოსათვის მიმართვის აუცილებლობა და რა უფლება იქნა დარღვეული. აღნიშნული გრაფის
შევსება მიზნად ისახავს სასამართლოსათვის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, რამაც ხელი
უნდა შეუწყოს დავის არსის აღქმასა და მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს


თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა ამა წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით №882009269587-
03 (08.09.2009) რეგისტრაციაში გაატარა ჩვენი საკუთრების უფლება დაბა წყნეთში რუსთაველის ქ. №
44ა-ში მდებარე ჩვენსავე საკარმიდამო მიწაზე (დანართი №1) - მიწის საკადასტრო კოდი
№01.20.01.138.059; თუმცა ნაცვლად ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ნახაზით განსაზღვრული 1500.00
კვმ (№ 882009124418; იხ. დანართი №2), საკარმიდამო მიწის ფართი განისაზღვრა 1478.00 კვმ-ით
(დანართი №3).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15
ოქტომბრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ
(№225055, იხ. დანართი №24) უარი მეთქვა 2009 წლის 8 ოქტომბერს ჩემს მიერ სააგენტოში
შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის (#219513, იხ. დანართი №25) განხილვაზე და მეცნობა, რომ
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს


თავის მოთხოვნებს. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის
მიერ მითითებულ გარემოებებს
4
მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
წინამდებარე გრაფა წარმოადგენს “დავის არსის” ერთგვარ რეზიუმირებას, სადაც მოსარჩელე პუნქტობრივად
მიუთითებს იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რომლებიც მას მიაჩნია მნიშვნელოვნად მისი მოთხოვნის დასასაბუთებლად
და მიზნად ისახავს სასამართლოს ყურადღება მიაპყროს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უნდა გახდეს
სასამართლო მსჯელობის საგანი და რომელთა დადასტურების შემთხვევაში მისი მოთხოვნა დასაბუთებულად
ჩაითვლება.
გარემოებები უნდა მიეთითოს სათითაოდ, პუნქტების მიხედვით და დაინომროს არაბული ციფრებით. გარემოებები
უნდა ჩამოყალიბდეს მოკლედ და მკაფიოდ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები ისე არიან ერთმანეთთან
დაკავშირებული, რომ მათი ცალ-ცალკე მითითება შეუძლებელია ან გაართულებს რაიმე მოვლენის ან ფაქტის
აღქმას და მოვლენის არსის წვდომას შესაძლებელია, ერთ პუნქტად რამდენიმე გარემოების ერთდროულად
მითითება.
თითოეული გარემოების აღწერის დასრულების შემდეგ, მოსარჩელემ იქვე უნდა მიუთითოს იმ მტკიცებულებზე,
რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ ეს ფაქტობრივი გარემოება.
თითოეული გარემოება უნდა ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას და ადასტურებდეს მისი უფლებების დარღვევის
ფაქტს. ეს გარემოებები ერთობლიობაში შეადგენენ მტკიცების საგანს.
მოსარჩელემ თვითონ უნდა განსაზღვროს რომელი ფაქტები დაუდოს საფუძვლად თავის მოთხოვნას.
თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების,
ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების
ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

მოსარჩელემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ:


არ მიუთითოს ისეთ გარემოებებსა და ფაქტებზე, რომელთაც პირდაპირი შეხება არა აქვთ დავის საგანთან და არ
შეუძლიათ გავლენა მოახდინონ დავის გადაწყვეტაზე;
იგი ვალდებულია სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. იმ შემთხვევაში, თუ მას საპატიო
მიზეზის გამო არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულების წარდგენა, იგი ვალდებულია, შესაბამისი
ფაქტობრივი გარემოების ჩამოყალიბების შემდეგ მიუთითოს იმის თაობაზე, თუ რაში გამოიხატება საპატიო
მიზეზი.
მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მტკიცებულებათა გამოთხოვის მოთხოვნით,
ვისთანაც უნდა იყოს ისინი ან მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15


ოქტომბრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ
(№225055, იხ. დანართი №24) უარი მეთქვა 2009 წლის 8 ოქტომბერს ჩემს მიერ სააგენტოში
შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის (#219513, იხ. დანართი №25) განხილვაზე და მეცნობა, რომ
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

უფრო ადრე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს


თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა ამა წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით №882009269587-
03 (08.09.2009) რეგისტრაციაში გაატარა ჩვენი საკუთრების უფლება დაბა წყნეთში რუსთაველის ქ. №
44ა-ში მდებარე ჩვენსავე საკარმიდამო მიწაზე (დანართი №1) - მიწის საკადასტრო კოდი
№01.20.01.138.059; თუმცა ნაცვლად ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ნახაზით განსაზღვრული 1500.00
კვმ (№ 882009124418; იხ. დანართი №2), საკარმიდამო მიწის ფართი განისაზღვრა 1478.00 კვმ-ით
(დანართი №3).

რითი უნდა იყოს გამოწვეული ეს ცდომილება? თვალის ერთი გადავლებითაც კი ცხადი ხდება, რომ
განსხვავება გამოწვეულია მოქ. შოთა ნათენაძისადმი კუთვნილი მეორე ნაკვეთის (01.20.01.139.085)
წითელი ხაზების შემოჭრით ჩვენი საკარმიდამო ფართის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნაწილში
(შდრ. დანართი №4, დანართი №5 და დანართი №6). კერძოდ იქ, სადაც ჩვენი სახლისკენ
მისასვლელი გზა არის განლაგებული და რომელიც მოქ. შ. ნათენაძის ამ ნაკვეთის ქვემოთ, დაახლ.
5-6 მ უფრო დაბლა ბორცვის ფერდობთან მდებარეობს (იხ. ტოპოგრაფიული მონაცემები, დანართი
№7 და დანართი №8) (მოქ. შ. ნათენაძის ეს ნაკვეთი ბორცვის თხემზეა, ტყეში განლაგებული, ადრე
იქ არსებული ტყის ზოლის ადგილას).

ზემოაღნიშნული გზა 60-იანი წლების პირველ ნახევარში საკუთარი სახსრებით გაიყვანა ბაბუაჩემმა,
აკადემიკოსმა პეტრე ქავთარაძემ, რისთვისაც დასჭირდა ძალზე ღრმა ხევის ამოვსება ასამდე
თვითმცლელი ავტომანქანის მიერ მოზიდული მიწითა და ქვა-ღორღით;Eეს გარემოება ასახულია
ვაკის რაიონის სასამართლოს 1991 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე № 2/50) (იხ.
დანართი №9, გვ.1ა).

როგორც დ. წყნეთში მცხოვრები და ნათენაძეებთან დაახლოებული პირები ჩემთან საუბარში


აცხადებენ: ნათენაძეებს არავითარი ინტერესი არა აქვთ ჩვენი გზის მიმართ და რომ მათზე
დარეგისტრირებული ნაკვეთის მიერ არ არის დარღვეული ჩვენი ეზოს ადრეული მიჯნა. არ
შეგვიძლია მათ არ დავეთანხმოთ; მართლაც, სავსებით გაუგებარია თუ რა ინტერესი უნდა
5
ჰქონოდათ ნათენაძეებს მათი ნაკვეთიდან რამდენიმე მეტრით დაბლა მდებარე და ჩვენი სახლის
მისასვლელ გზაზე განლაგებულ რამდენიმე კვმ მომცველ მიწის ნაგლეჯზე, რომლიდანაც ვერც
მისასვლელ გზას გაიყვანენ სადმე, ვინაიდან თვით საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ
დარეგისტრირებული ჩვენი ნაკვეთის სამხრეთით მდებარე წითელი ხაზის დასავლეთით (ანუ
ნათენაძეების ნაკვეთის მიმართულებით) ისევ ფართოვდება (იხ. დანართი №5) და მთლიანად
თანხვდება ჩვენს ნაკვეთთან მისასვლელი გზის სიგანეს.

რითია გამოწვეული შექმნილი ვითარება?

როგორც ეს საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ნახაზებიდან ირკვევა, წყნეთში მდებარე
ჩვენი უბნის ამსახველ ნახაზებში შეინიშნება იქ მცხოვრები ადამიანის თვალისათვის ადვილად
შესამჩნევი ცდომილება: უბანში მდებარე საკარმიდამო ნაკვეთების ერთი ნაწილი ნახაზებში
რამდენადმე არის გადაადგილებული ნაკვეთების მეორე ნაწილის მიმართ, ამის შედეგად
ერთმანეთის მიმართ პარალელურად განლაგებული სამეზობლო ნაკვეთების ღობეების ამსახველი
ხაზები საჯარო რეესტრის სააგენტოს გეგმებზე უკვე ერთმანეთის მიმართ ირიბად არის
გამოსახული. ამასვე ადასტურებს ამ უბნისათვის არსებული ტოპოგადაღებები, რომელთაგან
ზოგიერთი ჩვენც მოგვეპოვება (შდრ., მაგ., ნიკურაძის, ქავთარაძის და ლეონიძის ღობეების
ერთმანეთთან მიმართება, იხ. დანართი №10 და შდრ. იგივე დანართ №11-თან) და რაც მთავარია ამ
უბნისათვის არსებული ის სატელიტური ფოტოგადაღებები, სადაც ასახულია საჯარო რეესტრის
სააგენტოს ნახაზებზე გამოსახული შენობა-ნაგებობების ურთიერთმიმართება; უფრო გასაგები ენით
რომ ვთქვათ, ამ ფოტოებზე გამოსახულია სახლები, რომლებიც რეალურად ერთმანეთის
პარალელურია, ხოლო საჯარო რეესტრის სააგენტოს გეგმებზე იგივე სახლები ერთმანეთის
მიმართ აცა-ბაცადაა გამოსახული (შდრ. დანართი №12 და დანართი №11).

ამას გარდა, ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთი (რუსთაველის
ქ. № 44ა) ისეა ჩამოჭრილი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, რომ თვით ჩვენი ავტოფარეხის
კედლის გარენახევარიც კი აღარ არის მოქცეული ჩვენს ნაკვეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ
ავტოფარეხის გადაღმა მდებარე საწვეთეზე, გარდა ამისა შემცირებულია მანძილი ჩვენს
ავტოფარეხსა და სახლსა და ნაკვეთზე შემოსასვლელ ალაყაფის კარს შორის (იხ. დანართი №5) და
ეს მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ არასოდეს ადგილი არ ჰქონია ავტოფარეხის თავდაპირველი
ზომების ზრდას რომელიმე მიმართულებით; აღნიშნული მანძილი, ისევე როგორც ავტოფარეხი და
მისი საწვეთე თავისი რეალური პარამეტრებით ასახულია ტექნიკური ბიუროს მიერ გაცემულ
ნახაზზე (დანართი №2). ჩემი აზრით, საქმე ძირითადად იმაშია, რომ ჩვენს მეზობლად მცხოვრებმა
მოქ.Gგიორგი კუჭავამ და დედამისმა ეთერ (მზია) კვინიკაძემ ჩვენი ავტოფარეხისა და მისი
მისასვლელის თავზე რამდენიმე წლის წინ მოიწყვეს ორი ვრცელი თეატრალური ლოჟის მსგავსი
პლატფორმა თუ ვერანდა და ეზო ფაქტიურად სათეატრო სცენად გადაგვიქციეს (იხ. დანართი №26).
ამასთან არ დაუცვიათ ჩვენი სახლიდან, თუ ნაკვეთიდან რაიმე დისტანცია, უფრო მეტიც, ერთ-ერთი
ნაგებობა უშუალოდ შემოჭრილია ჩვენი ავტოფარეხის საწვეთე არხის ფართზე და ავტოფარეხის
თავზეა განლაგებული, რაც საკუთარი ავტოფარეხის სახურავის გამოყენების ყოველგვარ
პერსპექტივას გვიკარგავს. საყურადღებოა, რომ 2004 წ. 2 მარტს მოქ. გიორგი კუჭავას სახელზე
გაცემულ საკადასტრო რუკაზე, ჩვენი ავტოფარეხისა და ავტოფარეხის საწვეთე-სავენტილაციო
არხის ფართი ერთიანად არის დაშტრიხული ნაგებობის აღმნიშვნელი ირიბი ხაზებით, ხოლო
ავტოფარეხის შესასვლელი მხარის ბოლომდე არ მიყვანილი ხაზით თუ ”გამოიცნობა”
ავტოფარეხის უკან მდებარე აღნიშნული არხის ზოლი (იხ. დანართი 27: სექტორი 139/17-ის ზემო
მარცხენა კუთხესთან და შდრ. დანართი 2: ავტოფარეხის გადაღმა მდებარე არხის გასწვრივი
ზოლი), რომლის თავზეც ამჟამად არის უშუალოდ აგებული კუჭავების ერთ-ერთი ”ლოჟა”.

მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მცდელობისა, მივმართეთ წყნეთის გამგებელს გ. ოძელაშვილს,


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ბეგაშვილს, თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერს
თ. ქურხულს, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს ლ. მაქაცარიას,
თბილისის მერიის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსს დ. საყვარელიძეს,
მათგან მიღებული პასუხი თითქმის იდენტური იყო: “თქვენს მიერ აღნიშნული დარღვევები
ადგილზე შემოწმებით დადასტურდა, მაგრამ საკითხი სასამართლოს მსჯელობის საგანს
წარმოადგენს” (იხ., მაგ., დანართი №28). თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სასამართლო ადრეც
უძლური იყო აღნიშნული ოჯახის მიმართ; ჯერ კიდევ თბილისის ვაკის რაიონის 1991 წლის 19
თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 2/50), კვინიკაძე-კუჭავას დაევალა ჩვენს სახლთან
მოწყობილი საკანალიზაციო ჭის, ჩვენს ეზოში გამავალი უნებართვოდ მოწყობილი კიბისა და კარის
გაუქმება, აგრეთვე ჩვენი სახლის უკანა კედელთან არსებული საწვეთე-სავენტილაციო არხის
6
გაწმენდა სამშენებლო მასალებისაგან. გაწეული სამუშაოების ხარჯების ანაზღაურება მასვე, ეთერ
კვინიკაძე-კუჭავას, დაეკისრა (იხ. დანართი №9). მიუხედავად ვაკის სასამართლოს
აღმსრულებლების მიერ მისი წინასწარი გაფრთხილებისა, იგი 1992 წლის 31 ივლისს წყნეთში
გამოცხადებულ აღმასრულებლებს ადგილზე არ დახვდა და გაწეული სამუშაოების (საკანალიზაციო
ჭის, კიბისა და კარის გაუქმება) შესრულების შემდეგ მათი გასტუმრება მე მომიწია (იხ. დანართი
№29). უკანასკნელ ხანებში, ისარგებლა რა საქართველოში ჩემი არ ყოფნით, კვინიკაძე-კუჭავამ
თვითნებურად აღიდგინა გაუქმებული საკანალიზაციო ჭა, კიბე და ჩვენს ეზოში გამავალი კარი და
ისევ დაიწყო ჩვენი მისასვლელი გზისა და ეზოს ნაწილის სათავისოდ გამოყენება. აღსანიშნავია,
რომ მათი საკანალიზაციო ჭა ჩვენი სახლის საძირკვლის აღმა ათიოდე მეტრზე განლაგებული,
მაშინ როდესაც უკვე ოცი წლის განმავლობაში მომქმედი სადაბო საკანალიზაციო კოლექტორი
თითქმის იმავე მანძილით არის დაშორებული იმავე ჭიდან; კოლექტორისადმი არ მიერთებით,
როგორც ჩანს, მიზნად არის დასახული ზიანი მიადგეს ჩვენს სახლს, სხვაგვარად ასეთი საქციელი
ძნელი ასახსნელია.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება, წესით და რიგით მოქ. კუჭავას საკარმიდამო


ნაკვეთი არ უნდა იყოს ჩვენი ნაკვეთის მომიჯნავე, საქმე იმაშია, რომ მათი ნაკვეთი ჩვენისაგან
განსხვავებით ბევრად უფრო მაღლა მდებარეობს და ჩვენს ეზოში ჩამოსასვლელად მათ 30-მდე
საფეხურიანი უკანონოდ მოწყობილი კიბე ჩამოიყვანეს (იხ. დანართი №30), რისთვისაც დასჭირდათ
ჩვენი ნაკვეთების გამმიჯნავი ტყის ზოლის გაჩეხვა (იხ. დანართი №31) და ჩვენსკენ ჩამომავალი
ფერდობის მითვისება, სადაც აქვთ მოწყობილი ზემოთ აღნიშნული “ლოჟები” თუ ვერანდები.

მიწის აღნიშნული ზოლი დღესაც რომ უკანონოდ აქვს დაკავებული მოქ. კუჭავას კარგად ჩანს თვით
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გეგმებიდან, კერძოდ, იხ. საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2009 წლის 11 ივნისს, წყნეთში, რუსთაველის ქ. №44ა-ში
მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების
შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი, სადაც ჩვენს - განსხვავებული ფონით
შეფერადებულ - ნაკვეთსა და მოქ.Gგ. კუჭავას ნაკვეთს შორის დატოვებულია საშუალედო ზოლი
(იხ. დანართი №11), რომელიც ზუსტად თანხვდება კუჭავების მიერ გაჩეხილ და ჩვენი ნაკვეთების
გამყოფ ტყის ზოლს და სადაც, როგორც უკვე ითქვა, არის მოწყობილი ზემოაღნიშნული კიბე და
«ლოჟები». ეს საშუალედო ზოლი, როგორც აღნიშნული ნახაზის, ასევე რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში
მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების
შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზის (დანართი №22) მიხედვით ამა წლის 11
ივნისისათვის განეკუთვნებოდა ქალაქის ქონების მართვის სამსახურს (01.20.01.138.056).
მხედველობაშია მისაღებია ისიც, რომ 1990 წელს ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს
მონაცემებით ეს საშუალედო ზოლი არ შედიოდა კვინიკაძე-კუჭავას კანონიერად განსაზღვრულ
ნაკვეთში და აღნიშნულ 30მდე საფეხურიან კიბესთან ერთად მდებარეობდა მათი ნაკვეთის წითელი
ხაზით მონიშნულ სექტორში (დანართი №32). აქედან გამომდინარე გაუგებარი ხდება, თუ ვის და რა
ძალით უნდა მიეკუთვნებინა კუჭავებისათვის ჩვენი ავტოფარეხის საწვეთე და მარცხენა კედლის
ნაწილი, სადაც მათ აღნიშნული “ლოჟები” აქვთ მოწყობილი.

ასევე ძნელად წარმოსადგენია ის გარემოება, რომ ჩვენს საკარმიდამო მიწაზე (რუსთაველის ქ. №


44ა) მიმავალი ერთადერთი გზის, ჩვენი ეზოს გარეთ მდებარე და რუსთაველის ქუჩის მიმდებარე
სექტორი, ისევე როგორც მის დასავლეთით მდებარე ტყის ზოლი, როგორც ეს საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გეგმიდან ირკვევა (იხ. დანართი №11, სადაც არაერთი სხვა
უზუსტობა თუ გადაცდომაც შეინიშნება, თუმცა მათ არა აქვთ უშუალო კავშირი ჩვენს
სახლთმფლობელობასთან), საჯარო რეესტრის სააგენტოს თურმე დაურეგისტრირებია
სუბიექტისთვის (01.20.01.139.055), რომლის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიება საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე სამწუხაროდ შეუძლებელია, პასუხია: “ჩანაწერები არ
მოიძებნა!“ ასეთი პასუხის მიღმა, რომელიც შედარებით უფრო ადრე და განსხვავებული
ფორმალური ნორმებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გაიცემა ხოლმე,
როგორც ჩანს, ბევრი უზუსტობა თუ სულაც მიზანმიმართული დარღვევა იმალება.

ამასთანავე მოგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის


ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა ამა წლის 10 სექტემბრის
გადაწყვეტილებით №882009269612-05 (10.09.2009) რეგისტრაციაში გაატარა ჩვენი საკუთრების
უფლება დაბა წყნეთში რუსთაველის ქ. III ჩიხი №10-ში მდებარე ჩვენ მეორე საკარმიდამო მიწაზე
(დანართი №13) _ მიწის საკადასტრო კოდი №01.20.01.138.060; თუმცა ნაცვლად ვაკე-საბურთალოს
სასამართლოს მიერ 2003 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი 2175.00 კვმ (საქმე
7
№2/306, იხ. დანართი №14), საკარმიდამო მიწის ფართი განისაზღვრა 2152.00 კვმ-ით (დანართი №15
და დანართი №16).

რითია ეს გამოწვეული? როგორც ჩანს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მხედველობაში


არ მიიღო ის გარემოება, რომ ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 1 ივლისის
გადაწყვეტილებით (საქმე №2/306) გაცემული იყო ნახაზი (იხ. დანართი №14-ის დანართი ანუ ნახაზი
№2) რუსთაველის 3 ჩიხი №10-ში მდებარე სახლისა და მიწის ნაკვეთის პარამეტრებისა და ორად
გაყოფის შესახებ (საქმე №2/306, იხ. დანართი №14) და აღნიშნა გადაფარვა რუსთაველის ქ. № 44-ში
მდებარე მოქ. შ. ნათენაძის მიწის ნაკვეთთან (01.20.01.139.021). მაგრამ ვაკე-საბურთალოს
სასამართლოს 2003 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით გაცემული ზემოაღნიშნული ნახაზი
(დანართ №14-თან თანდართული ნახაზი) არავითარ წინააღმდეგობაში არ მოდის მოქ. შ. ნათენაძის
ნაკვეთის საკადასტრო რუკისა (სარეგისტრაციო № 20743/2001) (დანართი №17) და ქ. თბილისის
მთავარი არქიტექტორის № 20/217 ბრძანებით 2001 წლის 21 იანვარს გაცემული გენგეგმის (დანართი
№7) ერთობლივ მონაცემებთან; ამაში დარწმუნება ადვილად შეიძლება თუ სასამართლოს
გადაწყვეტილებისთვის თანდართულ ნახაზს ზემოაღნიშნულ საკადასტრო რუკასა და გენგეგმას
შევადარებთ (შდრ. დანართები №№ 14, 17 და 7). სამწუხაროდ მოქ. შ. ნათენაძის ამ ნაკვეთის
(01.20.01.139.021) შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ინფორმაციის
მიღება შეუძლებელია - პასუხი აქაც იგივეა: “ჩანაწერები არ მოიძებნა!“ და ალბათ არცთუ
შემთხვევით. ასეთი ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობას იძლევა მოქ. შ. ნათენაძის მეორე
ნაკვეთის (01.20.01.139.085) საოცარი მოყვანილობა, რომლის მსგავსი ძნელად თუ სადმე მოიძებნება
(იხ. დანართი №4).

მოქ. შ. ნათენაძის ეს მეორე მიწის ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა
სააგენტომ გასული წლის 19 ნოემბერს დაასრულა და რომელიც მანამდე იქ არსებული ტყის ზოლის
ადგილას არის განლაგებული, თავისი ჩრდილოეთი წვერით ვიწრო (სანტიმეტრებისა და არა
მეტრების შემცველი!) და გრძელი სოლივით არის შეჭრილი ჩვენი (რუსთაველის 3 ჩიხი №10) და
მოქ. შ. ნათენაძის პირველ ნაკვეთებს (01.20.01.139.021) შორის (შდრ. დანართი №4 და დანართი №18)
და მისი დანიშნულება, როგორც ჩანს, მხოლოდ ამ უკანასკნელი ნაკვეთის ფარგლებში ჩვენგან
სავარაუდოდ მიტაცებული ფართის ჩვენი ნაკვეთისაგან იზოლირება უნდა წარმოადგენდეს. ამ
ნაკვეთის “გინესის წიგნში” საკონკურსოდ დამსახურებულად წარსადგენი კონფიგურაციის
თავისებურების სხვაგვარი ახსნა ძალზე ძნელი იქნებოდა.

ასეთი ვარაუდის გამოტანის საფუძველს გვაძლევს სასამართლოს მიერ დაწუნებული ნახაზი (იხ.
დანართი №19), სადაც ჩვენი ნაკვეთისათვის ჩამოჭრილია მიწის ის სექტორი, სადაც საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვით ადგილი აქვს ნაკვეთების გადაფარვას.
საინტერესოა, რომ ამ სექტორის შემომზღუდავი ღობე ფიქსირდება ქ. თბილისის ურბანული
დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ, როგორც ყოველგვარი გამმიჯნავი ფუნქციის არმქონე,
თუმცა ფაქტიურად არსებული, ჩვენი საერთო ნაკვეთის ყოფილი მოზიარის, თინა ლეონიძის
სახელზე გაცემულ გეგმაზე, ოღონდ იგი ჩვენი ნაკვეთის ფართობზე იყო განლაგებული (იხ.
დანართი №20) და როგორც ჩანს, უნდა ემთხვეოდეს ზემოთ მოხსენიებულ ნათენაძეების მეორე
ნაკვეთის სოლისებურ წვერს. აღნიშნული საკითხის წინაისტორიასთან დაკავშირებით ყურადღებას
არ უნდა იყოს მოკლებული აგრეთვე ვაკე-საბურთალოს შსს მე-6 განყოფილების უფროსის მ.
რამიშვილის 2003 წლის 31 იანვრით დათარიღებული წერილი (ქ/3) (იხ. დანართი №21).

ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის ზემოხსენებული გადაწყვეტილების


გათვალისწინების გარეშე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ეს “გადაფარვა”
არაერთხელ იყო გამოყენებული ჩვენთვის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივ
საფუძვლად, რის გამოც იძულებული გავხვდით ჩამოგვეჭრა ნათენაძის ნაკვეთთან ე.წ.
გადაფარული მიწის ნაწილი (დანართი №22).

თუმცა, როგორც ეს ბოლო ხანებში საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული ნახაზებიდან
ირკვევა, წყნეთში მდებარე ჩვენი უბნის ამსახველ ნახაზებში შეინიშნება იქ მცხოვრები ადამიანის
თვალისათვის ადვილად შესამჩნევი ცდომილება: უბანში მდებარე საკარმიდამო ნაკვეთების ერთი
ნაწილი რამდენადმე არის გადაადგილებული ნაკვეთების მეორე ნაწილის მიმართ, ამის შედეგად
ერთმანეთის მიმართ პარალელურად განლაგებული სამეზობლო ნაკვეთების ღობეების ამსახველი
ხაზები საჯარო რეესტრის სააგენტოს გეგმებზე უკვე ერთმანეთის მიმართ ირიბად არის
გამოსახული. ამასვე ადასტურებს ამ უბნისათვის არსებული ტოპოგადაღებები, რომელთაგან
ზოგიერთი ჩვენც მოგვეპოვება (შდრ., მაგ., ნიკურაძის, ქავთარაძის და ლეონიძის ღობეების
8
მიმართება ერთმანეთთან, იხ. დანართი №10 და შდრ. დანართ №23-თან). გარდა ამისა თუ
ერთმანეთს შევადარებთ, ერთი მხრივ, რუსთაველის ქ. №44ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და
მასთან მიმავალი გზის გეგმას (კოორდინატთა სისტემა, 1980 წ.) (დანართი №8), მოქ. შ. ნათენაძის
მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის № 20/217 ბრძანებით 2001 წლის 21 იანვარს
გაცემულ გენგეგმას (დანართი №7) და ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 1 ივლისის
გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ნახაზს - სასამართლოს გადაწყვეტილებას თანდართულ ე.წ. № 2
ნახაზს (იხ. დანართი №14), ხოლო მეორე მხრივ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ
დამზადებულ და ჩვენთვის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების
ამსახველი ნახაზებს (იხ., მაგ., დანართი №23), აშკარა გახდება, ამ უკანასკნელთა მონაცემთა
მცდარობა.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, განსაკუთრებით საყურადღებოა წყნეთის ამ უბნისათვის არსებული


ის სატელიტური ფოტოგადაღებები, სადაც ასახულია (და სადაც ყოველგვარი ცდომილება
გამოირიცხება) საჯარო რეესტრის სამსახურის ნახაზებზე გამოსახული შენობა-ნაგებობების
ურთიერთმიმართება; ამ ფოტოებზე გამოსახულია სახლები, რომლებიც რეალურად ერთმანეთის
პარალელურია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეგმებზე კი იგივე სახლები ერთმანეთის
მიმართ ირიბად არიან განლაგებული (ეს შეიძლება ითქვას, მაგ., ლეონიძისა და ნათენაძის,
სინამდვილეში ერთმანეთის პარალელურად განლაგებული, სახლების შემთხვევაში, შდრ.
დანართი №12 და დანართი №18). ჩვენი ნათქვამის სისწორე ნებისმიერ მსურველს ადგილზე
მისვლითა და თუნდაც მხოლოდ ვიზუალური დაკვირვებით შეუძლია.

და ბოლოს კიდევ ერთი სიახლე, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე ჩვენი საკარმიდამო
ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გეგმის მიხედვით ერთ ადრე
შეუმჩნეველ, დამატებით უცნაურობას ავლენს (იხ. დანართები №№6, 11, 16, 18, 22, 23, 33), იგი
ჩრდილოეთის მიმართულებით თანდათანობით მცირდება დასავლეთიდან ჩვენი მომიჯნავე და
ამავე მისამართის მოზიარე მოქ. გ. გვინჩიძის ნაკვეთების სასარგებლოდ (01.20.01.138.150 და
01.20.01.138.149), მაშინ როდესაც სასამართლოს მიერ მიღებულ ნახაზში ეს თავისებურება არ
შეინიშნებოდა (იხ. დანართი №14, ფურცელი 5, ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების დანართი №2)

დასასრულს უმორჩილესად გთხოვთ, განიხილოთ ჩემი სასარჩელო განცხადება და ყოველივე


ზემოთქმილიდან გამომდინარე 1. აღადგინოთ ჩემი საკარმიდამო ნაკვეთი (წყნეთი, რუსთაველის 3
ჩიხი №10) იმ ზომებში, რომლებიც განსაზღვრულია ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 1
ივლისის გადაწყვეტილებით, განჩინებით და გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული დანართი
№ 2-ით (იხ. დანართი № 14, ფურც. 5) ანუ მოახდინოთ ამ უკანასკნელში მოცემული პარამეტრების
კორელაცია მოქ. ნათენაძისა და მოქ. გვინჩიძის მიწის ნაკვეთების მონაცემების მიმართ, რომელთა
საკადასტრო კოდია: №№01.20.01.139.021, 01.20.01.139.085, 01.20.01.138.150 და 01.20.01.138.149; 2.
აღადგინოთ ჩემი საკარმიდამო ნაკვეთის (წყნეთი, რუსთაველის ქ. №44ა) სამხრეთი ნაწილი -
შემოსასვლელი კარიბჭიდან სახლამდე - იმ ზომებში, რომლებიც განსაზღვრულია თბილისის
სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ წყნეთში, რუსთაველის №44ა-ში
მდებარე მიწის ნაკვეთისათვის ამა წლის 18 მარტს მომზადებული საინვენტარიზაციო გეგმით ანუ
მოახდინოთ ამ უკანასკნელში მოცემული პარამეტრების კორელაცია მოქ. ნათენაძისა და მოქ.
კუჭავას მიწის ნაკვეთების მონაცემების მიმართ, რომელთა საკადასტრო კოდია: №№01.20.01.139.085
და 01/20/01/139/017 და განიხილოთ მოქ. კუჭავას მიერ ვაკის რაიონის სასამართლოს 1991 წლის 19
თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე № 2/50) შედეგად სასამართლო აღმასრულებლების მიერ
განხორციელებული ქმედების დარღვევის საკითხი, რაც გამოიხატება მათ მიერ გაუქმებული
საკანალიზაციო ჭის, კიბისა და კარის ფუნქციერების აღდგენასა (იხ. დანართები №№9 და 29) და
ამასთანავე ჩვენი ავტოფარეხისა და ჩვენი ეზოს ფარგლებში მდებარე საწვეთურის თავზე
უნებართვო ვერანდების მოწყობაში. იმედია სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ
ფაქტს; 3. გააუქმოთ ჩვენი ნაკვეთის ერთადერთი მისასვლელი გზის საკუთრების უფლება,
რომელიც უკანონოდ არის გაცემული მფლობელზე, რომლის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია
№01.20.01.139.055.

მოსარჩელის მოთხოვნა
9
ამ გრაფაში ნათლად, გარკვევით და ამომწურავად უნდა მიეთითოს, თუ კონკრეტულად რას ითხოვს მოსარჩელე.
სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოწილი
სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს
მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
სარჩელი შეიძლება აღიძრას: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად
გამოცხადების მოთხოვნით; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით; ისეთი მოქმედების
განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოთხოვნის მიუთითებლობა წარმოადგენს სარჩელის ხარვეზს.
რამდენიმე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში თითოეული მოთხოვნა უნდა მიეთითოს ცალ-ცალკე პუნქტების
მიხედვით და დაინომროს არაბული ციფრებით.

1. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის


სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 ოქტომბრის №225055
გადაწყვეტილები ბათილად ცნობა;

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის


სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 8 სექტემბრის №882009269587-03 გადაწყვეტილებაში
ცვლილების შეტანა.

სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის


მოთხოვნას

ამ გრაფაში მოსარჩელემ ნათლად, გარკვევით და ამომწურავად უნდა ჩამოაყალიბოს ის სამართლებრივი


არგუმენტაცია, შესაბამისი კანონის შესაბამის ნორმაზე მითითებით, რომელიც იურიდიულად ამართლებს სასარჩელო
მოთხოვნას. ნორმის მითითებისას უნდა აღინიშნოს კანონის შესაბამისი მუხლი, პუნქტი (ნაწილი), ქვეპუნქტი.
მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების მითითება სავალდებულო არ არის, თუმცა იგი დაეხმარება
სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბებაში.

„ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 17-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 22-ე და 23-ე


მუხლები ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 58-ე, 601-ე მუხლები.

მოსარჩელის შუამდგომლობები
სარჩელში შეიძლება ჩამოყალიბდეს მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ:
სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და
რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნებს;
სასამართლომ მისცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის
წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ, დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული
გარემოებები და რომელთა გაცემაზე არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს;
სასამართლომ დროულად შეატყობინოს და სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, რომლებსაც
შეუძლიათ, დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები;
სასამართლომ პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად ჩააბას ესა თუ ის პირი;
სარჩელში შესაძლოა ასევე მიეთითოს სხვა სახის შუამდგომლობები;
შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი
არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ
შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება;
თუ მოსარჩელეს აქვს რამდენიმე სახის შუამდგომლობა, ისინი უნდა დაინომროს პუნქტების მიხედვით, არაბული
ციფრებით.

სარჩელის ფასი 100 (ასი) ლარი


ციფრებით და სიტყვიერად

სასარჩელო მოთხოვნაზე გადახდილი


სახელმწიფო ბაჟის ოდენობა: ლარი
10
ციფრებით და სიტყვიერად
შენიშვნა: სახელმწიფო ბაჟის ოდენობები დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით და
`სახელმწიფო ბაჟის შესახებ~ საქართველოს კანონით. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის
სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის 3000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის 5000
ლარს. აღნიშნული გრაფის შევსებისას მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს სახელმწიფო ბაჟის
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა წარმოადგენს სარჩელის
ხარვეზს, რაც შეაფერხებს სარჩელის წარმოებაში მიღებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი
ათავისუფლებს მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ან როდესაც მოსარჩელე შუამდგომლობს სახელმწიფო
ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების, გადახდის გადავადების ან მისი
ოდენობის შემცირების შესახებ. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე
ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ
სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები
მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა
დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი
ნაწილის შესაბამისად.

შუამდგომლობები სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით

შენიშვნა: სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების, გადახდის


გადავადების ან მათი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობის აღძვრისას მოსარჩელემ სარჩელს უნდა
დაურთოს უტყუარი მტკიცებულებები. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული.

სარჩელისათვის თანდართული საბუთების ნუსხა


თითოეული საბუთის გასწვრივ მიუთითეთ ფურცლების რაოდენობა, ხოლო ნუსხის დასრულების შემდეგ -
ფურცლების საერთო რაოდენობა. თანდართული საბუთების ნუსხა უნდა დაინომროს არაბული ციფრებით.
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის
სარეგისტრაციო სამსახურის ამა წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილება №882009269587-03
(08.09.2009) რეგისტრაციის შესახებ – 1 ფურცელი.

2. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ წყნეთში, რუსთაველის


№44ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის 18/03/2009 მომზადებული საინვენტარიზაციო გეგმა – 1 ფურცელი.

3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან _ მიწის საკადასტრო კოდი №01.20.01.138.059 – 1 ფურცელი.

4. წყნეთში, რუსთაველის ქ. № 44-ში მდებარე მოქ. შ. ნათენაძის მეორე მიწის ნაკვეთის


(01.20.01.139.085) საკადასტრო რუკა (მომზადებული 20.11.08) – 1 ფურცელი.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო გეგმა;


მიწის საკადასტრო კოდი №01.20.01.138.059 – 1 ფურცელი.

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 1
ივნისს, წყნეთში, რუსთაველის ქ. №44ა-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით
დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი – 1
ფურცელი.

7. წყნეთში, რუსთაველის ქ. № 44-ში მდებარე მოქ. შ. ნათენაძის მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის მთავარი
არქიტექტორის № 20/217 ბრძანებით 2001 წლის 21 იანვარს გაცემული გენგეგმა – 1 ფურცელი.

8. წყნეთში, რუსთაველის ქ. №44ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასთან მიმავალი გზის გეგმა
(კოორდინატთა სისტემა), 1980 წ. – 1 ფურცელი.

9. ვაკის რაიონის სასამართლოს 1991 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე № 2/50) (სულ 2
ფურცელი) – 2 ფურცელი.

10. თბილისის საქალაქო საბჭოს მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილების მიერ წყნეთში
პროფ. პ. ქავთარაძის მიწის ნაკვეთის 1960 წლის 11 მაისს დამზადებული გეგმა (ქ. თბილისის მთავარი
არქიტექტორი ი. ჩხენკელი) – 1 ფურცელი.

11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 11
ივნისს, წყნეთში, რუსთაველის ქ. №44ა-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით
დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი – 1
11
ფურცელი.

12. დ. წყნეთის განხილული უბნის სატელიტური ფოტოგადაღება – 1 ფურცელი = იხ., ვებგვერდი:


http://maps.google.com/maps?
f=q&source=s_q&hl=en&geocode=&q=Tskneti+Georgia&sll=41.714443,44.770317&sspn=0.060867,0.110378&g=Tbilisi,
+Georgia&ie=UTF8&ll=41.682784,44.693198&spn=0.001903,0.003449&t=h&z=18

13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის


სარეგისტრაციო სამსახურის ამა წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება №882009269612-05
(10.09.2009) რეგისტრაციის შესახებ – 1 ფურცელი.

14. ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება, განჩინება და


გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული დანართი № 2 – 5 ფურცელი.

15. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან _ მიწის საკადასტრო კოდი №01.20.01.138.060 – 1 ფურცელი.

16. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო გეგმა;
მიწის საკადასტრო კოდი №01.20.01.138.060 – 1 ფურცელი.

17. წყნეთში, რუსთაველის ქ. № 44-ში მდებარე მოქ. შ. ნათენაძის მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა
(სარეგისტრაციო № 20743/2001). (მომზადებული 15.08.2001) – 1 ფურცელი.

18. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 08
მაისს, წყნეთში, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით
დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი – 1
ფურცელი.

19. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის


სახელით გ. წურწუმიას, გ. ინაშვილის და დ. ჩხეიძის მიერ 2003 წლის 12 თებერვალს შედგენილი ნახაზი –
1 ფურცელი.

20. ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ, ჩვენი საერთო ნაკვეთის ყოფილი
მოზიარის, თინა ლეონიძის სახელზე 2007 წ. გაცემული გეგმა – 1 ფურცელი.

21. ვაკე-საბურთალოს შსს მე-6 განყოფილების უფროსის მ. რამიშვილის 2003 წლის 31 იანვრით
დათარიღებული წერილი (ქ/3) – 1 ფურცელი.

22. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 11
ივნისს, წყნეთში, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით
დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი – 1
ფურცელი.

23. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 01
ივნისს, წყნეთში, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით
დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი – 1
ფურცელი.

24. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15
ოქტომბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ №225055 – 2
ფურცელი.

25. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ჩემს მიერ 2009
წლის 8 ოქტომბერს შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი #219513 – 6 ფურცელი.

26. დაბა წყნეთში რუსთაველის ქ. №44ა-სა და №46 შორის მდებარე გამყოფი ზოლი (გადაღებულია
ჩრდილო-დასავლეთიდან) – 1 ფურცელი.

27. დაბა წყნეთში, რუსთაველის ქუჩა № 46 ბ-ში მდებარე მოქ. გ. კუჭავას მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა
(მასშტაბი 1:500), სარეგისტრაციო № 7521/2004, საკადასტრო № 1/20/1/139/17, თარიღი: 02.03.04 წ. –
1 ფურცელი.

28. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ლ. მაქაცარიას 2005 წ. 24


ოქტომბრის წერილი (№ 09-1/02-20) ჩემს სახელზე – 1 ფურცელი.
12
29. სასამართლოს აღმასრულებლისა და ადგილობრივი მილიციის წარმომადგენელთა მონაწილეობით
შედგენილი 1992 წლის 31 ივლისის აქტი – 1 ფურცელი.

30. დაბა წყნეთში, რუსთაველის ქ. №44ა-სა და №46 შორის მდებარე გამყოფი ზოლი ჩვენს ეზოში
კუჭავების ჩამოსასვლელი კიბით (გადაღებულია ჩრდილო-დასავლეთიდან) – 1 ფურცელი.

31. დაბა წყნეთში, რუსთაველის ქ. №44ა-სა და №46 შორის მდებარე ტყის ზოლი 1959 წ. მდგომარეობით –
ტყის გაჩეხვამდე (გადაღებულია სამხრეთ-დასავლეთიდან) – 1 ფურცელი.

32. ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1990 წლის 08
ოქტომბერს დაბა წყნეთში, რუსთაველის ქ. №46-ზე გაცემული გენ.-გეგმა – 1 ფურცელი.

33. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 03
სექტემბერს, წყნეთში, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით
დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი – 1
ფურცელი.

ფურცლების საერთო რაოდენობაა 44.

ხართ თუ არა თანახმა, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი


მოსმენის გარეშე?

ამ გრაფაში მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.
სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმე
განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად, რაც ხელს შეუწყობს დავის სწრაფად გადაწყვეტას.

დიახ არა *

ხართ თუ არა თანახმა, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს


დაჩქარებული წესით?

დაჩქარებული წესით საქმის განხილვის დროს სასამართლო უფლებამოსილია:


შეამოკლოს მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) ან შეგებებული სარჩელის წარდგენის ვადა;
მესამე პირს არ განუსაზღვროს ვადა სარჩელზე საკუთარი მოსაზრების წარდგენისათვის;
არ დაადგინოს მხარეების მიერ ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა;
შეუმოკლოს მხარეებს ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.

დიახ * არა

ხართ თუ არა თანახმა, რომ წერილობითი მასალები მიიღოთ


ელექტრონული ფოსტის მეშვეობით?

ამ გრაფაში მოსარჩელეს შეუძლია განაცხადოს თანხმობა, რომ წერილობითი მასალები მიიღოს ელექტრონული
ფოსტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, როგორც წესი, მოსარჩელეს მასალებს უგზავნის ელექტრონული
ფოსტის მეშვეობით.

დიახ * არა
13
ყურადღებით გავეცანი სარჩელის შევსების ინსტრუქციას და სარჩელზე ხელმოწერით
ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ სარჩელში მითითებული ინფორმაცია მოცემულია სრული სახით და
შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, ვაცნობიერებ კანონით მოსარჩელისა და მისი
წარმომადგენლისათვის დაკისრებულ მოვალეობებს იმის შესახებ, რომ: საქმის წარმოების
განმავლობაში მისამართის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობო სასამართლოს,
ვინაიდან ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ
უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუნდაც ამ მისამართზე აღარ
ვცხოვრობდე; ვალდებული ვარ ხელი შევუწყო სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში
განხილვას. ვითვალისწინებ იმ გარემოებას, რომ სასამართლო უწყება შეიძლება ჩამბარდეს
ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, ხოლო
სასამართლო უწყების ჩაბარების შემდეგ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჩემი არასაპატიო
მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია,
ჩემ დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე
და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა
გათვალისწინებით.

გიორგი ქავთარაძე
მოსარჩელის ხელმოწერა
“ 19 “ ნოემბერი “ 2009 წ.
მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერა
14
სარჩელის შევსების ინსტრუქცია

სარჩელის ფორმა დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბწოს მიერ,


საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის საფუძველზე. იგი შეიცავს
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით დადგენილი სარჩელის შინაარსის
ყველა რეკვიზიტს. აქედან გამომდინარე, ამ ფორმის სრულად და სწორად შევსება კანონის
მოთხოვნაა და იგი არ არის დამოკიდებული მოსარჩელის მიხედულებაზე.

სარჩელი უნდა პასუხობდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციული საპროცესო


კოდექსებით დადგენილ მოთხოვნებს და ამ ფორმას.
სარჩელში რომელიმე მონაცემის მიუთითებლობა შეიძლება, გახდეს სასამართლოს მიერ მისი
წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის მიზეზი ან აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა, დააბრკოლოს
საპროცესო კანონმდებლობით თქვენთვის მონიწებული უფლებების სრულად რეალიზაცია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის შენიშვნები და მინაწერები, რომლებიც ახლავს თითოეულ რეკვიზიტს.
სარჩელი უნდა შედგეს წერილობით, როგორც წესი, ნაბეწდი სახით.
მხარეები და მათი წარმომადგენლები ვალდებული არიან, სარჩელი შეავსონ სრულად და მასში მიუთითონ
ზუსტი მონაცემები. არასწორი მონაცემების მითითების შემთხვევაში, სასამართლო არ არის ვალდებული
დაადგინოს სწორი მონაცემები.
უწყების ჩასაბარებლად დღე-ღამის ოპტიმალური დროის მითითებას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს
სასამართლოში მხარისა და მისი წარმომადგენლის ოპერატიულად დაბარებისათვის.
სარჩელი და თანდართული საბუთები სასამართლოს უნდა წარედგინოს იმდენი ასლით, რამდენი
მოპასუხეცაა საქმეში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სარჩელის ხარვეზს.
დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც
მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
სასამართლო არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის
ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
თუ მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის აყვანილი ჰყავს წარმომადგენელი, სარჩელში მან
უნდა მიუთითოს როგორც საკუთარი და მოპასუხის, ასევე წარმომადგენლის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს
წარმომადგენელს, სარჩელში მან უნდა მიუთითოს როგორც საკუთარი და მოპასუხის, ასევე მარწმუნებლის
მონაცემები. ასეთ შემთხვევებში სარჩელს უნდა ერთვოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ მხარე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოა, სასამართლოში
მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც კანონმდებლობით მინიწებული
აქვს წარმომადგენლობის უფლება.
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო უფლებამოსილია
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად, დადგენილი წესით, დანიშნოს ის
თანამდებობის პირი ან სახელმწიფო მოსამსახურე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს.
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო უფლებამოსილია თავის
წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი.
მოსარჩელეს შეუძლია საქმის წარმოება მორიგებით დაამთავროს, ასევე უარი თქვას სარჩელზე.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული უფლებების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
15

სასამართლოში სარჩელის წარდგენისას (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სარჩელი სასამართლოს


ეგზავნება ფოსტით) სასამართლოს კანცელარია ამოწმებს სარჩელის ფორმალურ მხარეს.
ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლოს კანცელარიის უფლებამოსილი
მოხელე თქვენ მიგითითებთ უზუსტობათა აღმოფხვრის შესახებ, რომელთა გათვალისწინება
სავალდებულოა, ვინაიდან აღნიშნული ხელს შეუწყობს თქვენი სარჩელის სწრაფად განხილვას.
თქვენ გამოგეგზავნებათ მოპასუხის წერილობითი პასუხი და მასზე დართული საბუთების ასლები. თქვენ
უფლება გაქვთ, წარუდგინოთ მოსამართლეს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე წერილობით აცნობოთ
მას თქვენი მოსაზრებები მოპასუხის წერილობითი პასუხის თაობაზე მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.
ფაქტების მითითების (გადმოცემის) ტვირთი ეკისრებათ მხარეებს. მათ თვითონვე უნდა განსაზღვრონ, თუ
რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს.
მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი
ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
მტკიცებულება შეიძლება იყოს ნივთიერი ან წერილობითი. ნივთიერი მტკიცებულებებია ის ნივთები,
რომლებიც თავისი ხარისხით, თვისებით ან თავისი არსებობით წარმოადგენენ საქმისათვის მნიშვნელობის
მქონე გარემოებების დადგენის საშუალებას. წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები,
საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან
გარემოებათა შესახებ. წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით.
კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.
თუ მოსარჩელე საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს მტკიცებულებათა უშუალოდ მიღებას და მათ სასამართლოში
წარდგენას, მან ამის შესახებ სასამართლოს უნდა აცნობოს არა უგვიანეს სხდომის დაწყების წინა სამუშაო
დღისა.
თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასაპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარდგენა,
სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს 200 ლარით, რაც არ
ათავისუფლებს მას მტკიცებულებათა შემდგომში წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში
სასამართლო უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს ან ზემდგომ ადმინისტრაციულ
ორგანოს მიმართოს წარდგინებით სასამართლოში მტკიცებულებათა წარუდგენლობის მიზეზების დადგენისა
და შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების თაობაზე.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სასამართლოს მოთხოვნით წარუდგინოს მას საქმის განხილვისა
და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია.
სარჩელის აღმძვრელ პირს შეუძლია სარჩელის შეტანისას განაცხადოს, რომ თანახმაა წერილობითი
მასალები მიიღოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, როგორც წესი,
მასალებს გადმოგიგზავნით ელექტრონული ფოსტით.
სარჩელის ფასი არის დავის საგნის (სარჩელის საგნის) ღირებულება, რომლის განსაზღვრის ტვირთი
ეკისრება მოსარჩელეს. მოსარჩელის მიერ სარჩელში დავის საგნის ფასის დაფიქსირებას არსებითი
მნიშვნელობა აქვს მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრისათვის.
დავის საგნის ღირებულება უნდა განსაზღვროს მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის მე-40-42-ე მუხლების საფუძველზე.
თქვენ უფლება გაქვთ, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე
გაადიდოთ ან შეამციროთ სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა.
16
თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 178-ე (გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის ”თ” და ”ი” ქვეპუნქტებისა, ასევე მე-3 ნაწილისა, თუ
მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი) და 179-ე მუხლებში
მითითებული პირობების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის
წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის
შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში
შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში
მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, რაზეც შეიძლება კერძო საჩივრის
შეტანა. ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად
დაბრუნებას.
სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ
დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეწვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა
იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას.
მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საკითხის განხილვას.
თუ სარჩელში არ არის მითითებული მოსარჩელის მისამართი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება
სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში
არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორივე მხარის არასაპატიო მიზეზით
გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად
დატოვოს.

დანართების გაცნობამდე ქვემოთ მოცემულ საილიუსტრაციო მასალაში შეადარეთ შენობების


ერთმანეთთან მიმართება ფერადი აერო გადაღებისა და სააგენტოს გაცემული ნახაზების
მიხედვით, ჩრდილოეთითაა (ზემოთ) ჩვენი სახლი (უფრო ზუსტად სახლის აღმოსავლეთით
მდებარე ნახევარი), სამხრეთით (ქვემოთ) ახალმოსული მეზობლის მოქ. ნათენაძის სახლი.
აეროგადაღებაზე შენობები ერთმანეთის პარალელურია, ნახაზზე კი არა. ამ მანიპულაციის
შედეგად საერთოდ ამოვარდნილია დაახლ. 100 კვმ ფართობის მომცველი მიწის ნაკვეთი,
რომელიც ყოველთვის (დაახლ. 60 წლის მანძილზე) ჩვენი ეზოს ნაწილი იყო და ეს დაადასტურა
2003 წლის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 3 ივლისის გადაწყვეტილებამ და რომელიც
ფორმალურად რეესტრის მიერ გაცემული ნახაზების მიხედვით ბუნებაში აღარ არსებობს, ხოლო
ფაქტობრივად მოქცეულია ნათენაძის ეზოში ისე, რომ არც მის სახელზე გაცემულ ნახაზებში არ
ფიქსირდება.
რა არის ეს მისტიკა თუ ბანალური გაყალბება, სავარაუდოდ არცთუ უანგარო!

დანართები იხ. ცალკე:


http://www.scribd.com/doc/28321592/kavtaradzis-dziritadi-sarchlis-danartebi
17
იხ., აგრეთვე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებანი:
http://www.scribd.com/doc/28342357/Sas-onianis-ganchinebani-kavtaradzis-
sarchelze

და კერძო საჩივარი:
http://www.scribd.com/doc/28230461/kavtaradze-kerdzo-sachivari

You might also like