Professional Documents
Culture Documents
Sas Sarcheli Dziritadi -თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გ. ქავთარაძის სარჩელი
Sas Sarcheli Dziritadi -თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გ. ქავთარაძის სარჩელი
Sas Sarcheli Dziritadi -თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გ. ქავთარაძის სარჩელი
სარჩელი
(ადმინისტრაციულ საქმეზე)
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას
სასამართლოს დასახელება, სადაც შეაქვთ სარჩელი
მოსარჩელე:
1 გიორგი ქავთარაძე თბილისი ჭავჭავაძის გამზ. 50, ბ. 40
სახელი, გვარი (სახელწოდება) ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)
223050 857216950 gkavtaradze@gmail.com
ალტერნატიული მისამართი ტელ: ტელ: მობილური ელექტრონული
სამსახურის სახლის ფოსტის მისამართი
ივ. ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის
ინსტიტუტი, თბილისი, მელიქიშვილის ქ. 10 20-23 სთ
სამუშაო ადგილი და სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მისამართი ფაქსი უწყების ჩასაბარებლად
დღე-ღამის
ოპტიმალური დრო
მოპასუხე:
1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თბილისი წმ.ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის №2
სახელი, გვარი (სახელწოდება) ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)
მოპასუხე:
2 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო
სამსახური თბილისი დ. აღმაშენებლის გამზ. 89/24
სახელი, გვარი (სახელწოდება) ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)
941365
ალტერნატიული მისამართი ტელ: ტელ: მობილური ელექტრონული
სამსახურის სახლის ფოსტის მისამართი
10-17 სთ
სამუშაო ადგილი და სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მისამართი ფაქსი უწყების ჩასაბარებლად
დღე-ღამის
ოპტიმალური დრო
1 სახით:
დასაბარებელი პირის სტატუსი
შენიშვნა: თუ გსურთ მოწმის სახით სასამართლომ გამოიძახოს ესა თუ ის პირი, გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ
თქვენ ვალდებული ხართ, შუამდგომლობების გრაფაში მიუთითოთ ის, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა
გარემოების დადასტურება შეუძლია მას. მოსარჩელე, მისი წარმომადგენელი (თუ სარჩელი შეაქვს
წარმომადგენელს) ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს მოწმის, ასევე სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის მონაცემები..
დავის საგანი
ამ გრაფაში მოსარჩელემ მოკლედ უნდა გადმოსცეს სარჩელის არსი და ზოგადად ისაუბროს იმის შესახებ, თუ რამ
გამოიწვია სასამართლოსათვის მიმართვის აუცილებლობა და რა უფლება იქნა დარღვეული. აღნიშნული გრაფის
შევსება მიზნად ისახავს სასამართლოსათვის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, რამაც ხელი
უნდა შეუწყოს დავის არსის აღქმასა და მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას.
რითი უნდა იყოს გამოწვეული ეს ცდომილება? თვალის ერთი გადავლებითაც კი ცხადი ხდება, რომ
განსხვავება გამოწვეულია მოქ. შოთა ნათენაძისადმი კუთვნილი მეორე ნაკვეთის (01.20.01.139.085)
წითელი ხაზების შემოჭრით ჩვენი საკარმიდამო ფართის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნაწილში
(შდრ. დანართი №4, დანართი №5 და დანართი №6). კერძოდ იქ, სადაც ჩვენი სახლისკენ
მისასვლელი გზა არის განლაგებული და რომელიც მოქ. შ. ნათენაძის ამ ნაკვეთის ქვემოთ, დაახლ.
5-6 მ უფრო დაბლა ბორცვის ფერდობთან მდებარეობს (იხ. ტოპოგრაფიული მონაცემები, დანართი
№7 და დანართი №8) (მოქ. შ. ნათენაძის ეს ნაკვეთი ბორცვის თხემზეა, ტყეში განლაგებული, ადრე
იქ არსებული ტყის ზოლის ადგილას).
ზემოაღნიშნული გზა 60-იანი წლების პირველ ნახევარში საკუთარი სახსრებით გაიყვანა ბაბუაჩემმა,
აკადემიკოსმა პეტრე ქავთარაძემ, რისთვისაც დასჭირდა ძალზე ღრმა ხევის ამოვსება ასამდე
თვითმცლელი ავტომანქანის მიერ მოზიდული მიწითა და ქვა-ღორღით;Eეს გარემოება ასახულია
ვაკის რაიონის სასამართლოს 1991 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე № 2/50) (იხ.
დანართი №9, გვ.1ა).
როგორც ეს საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ნახაზებიდან ირკვევა, წყნეთში მდებარე
ჩვენი უბნის ამსახველ ნახაზებში შეინიშნება იქ მცხოვრები ადამიანის თვალისათვის ადვილად
შესამჩნევი ცდომილება: უბანში მდებარე საკარმიდამო ნაკვეთების ერთი ნაწილი ნახაზებში
რამდენადმე არის გადაადგილებული ნაკვეთების მეორე ნაწილის მიმართ, ამის შედეგად
ერთმანეთის მიმართ პარალელურად განლაგებული სამეზობლო ნაკვეთების ღობეების ამსახველი
ხაზები საჯარო რეესტრის სააგენტოს გეგმებზე უკვე ერთმანეთის მიმართ ირიბად არის
გამოსახული. ამასვე ადასტურებს ამ უბნისათვის არსებული ტოპოგადაღებები, რომელთაგან
ზოგიერთი ჩვენც მოგვეპოვება (შდრ., მაგ., ნიკურაძის, ქავთარაძის და ლეონიძის ღობეების
ერთმანეთთან მიმართება, იხ. დანართი №10 და შდრ. იგივე დანართ №11-თან) და რაც მთავარია ამ
უბნისათვის არსებული ის სატელიტური ფოტოგადაღებები, სადაც ასახულია საჯარო რეესტრის
სააგენტოს ნახაზებზე გამოსახული შენობა-ნაგებობების ურთიერთმიმართება; უფრო გასაგები ენით
რომ ვთქვათ, ამ ფოტოებზე გამოსახულია სახლები, რომლებიც რეალურად ერთმანეთის
პარალელურია, ხოლო საჯარო რეესტრის სააგენტოს გეგმებზე იგივე სახლები ერთმანეთის
მიმართ აცა-ბაცადაა გამოსახული (შდრ. დანართი №12 და დანართი №11).
ამას გარდა, ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთი (რუსთაველის
ქ. № 44ა) ისეა ჩამოჭრილი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, რომ თვით ჩვენი ავტოფარეხის
კედლის გარენახევარიც კი აღარ არის მოქცეული ჩვენს ნაკვეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ
ავტოფარეხის გადაღმა მდებარე საწვეთეზე, გარდა ამისა შემცირებულია მანძილი ჩვენს
ავტოფარეხსა და სახლსა და ნაკვეთზე შემოსასვლელ ალაყაფის კარს შორის (იხ. დანართი №5) და
ეს მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ არასოდეს ადგილი არ ჰქონია ავტოფარეხის თავდაპირველი
ზომების ზრდას რომელიმე მიმართულებით; აღნიშნული მანძილი, ისევე როგორც ავტოფარეხი და
მისი საწვეთე თავისი რეალური პარამეტრებით ასახულია ტექნიკური ბიუროს მიერ გაცემულ
ნახაზზე (დანართი №2). ჩემი აზრით, საქმე ძირითადად იმაშია, რომ ჩვენს მეზობლად მცხოვრებმა
მოქ.Gგიორგი კუჭავამ და დედამისმა ეთერ (მზია) კვინიკაძემ ჩვენი ავტოფარეხისა და მისი
მისასვლელის თავზე რამდენიმე წლის წინ მოიწყვეს ორი ვრცელი თეატრალური ლოჟის მსგავსი
პლატფორმა თუ ვერანდა და ეზო ფაქტიურად სათეატრო სცენად გადაგვიქციეს (იხ. დანართი №26).
ამასთან არ დაუცვიათ ჩვენი სახლიდან, თუ ნაკვეთიდან რაიმე დისტანცია, უფრო მეტიც, ერთ-ერთი
ნაგებობა უშუალოდ შემოჭრილია ჩვენი ავტოფარეხის საწვეთე არხის ფართზე და ავტოფარეხის
თავზეა განლაგებული, რაც საკუთარი ავტოფარეხის სახურავის გამოყენების ყოველგვარ
პერსპექტივას გვიკარგავს. საყურადღებოა, რომ 2004 წ. 2 მარტს მოქ. გიორგი კუჭავას სახელზე
გაცემულ საკადასტრო რუკაზე, ჩვენი ავტოფარეხისა და ავტოფარეხის საწვეთე-სავენტილაციო
არხის ფართი ერთიანად არის დაშტრიხული ნაგებობის აღმნიშვნელი ირიბი ხაზებით, ხოლო
ავტოფარეხის შესასვლელი მხარის ბოლომდე არ მიყვანილი ხაზით თუ ”გამოიცნობა”
ავტოფარეხის უკან მდებარე აღნიშნული არხის ზოლი (იხ. დანართი 27: სექტორი 139/17-ის ზემო
მარცხენა კუთხესთან და შდრ. დანართი 2: ავტოფარეხის გადაღმა მდებარე არხის გასწვრივი
ზოლი), რომლის თავზეც ამჟამად არის უშუალოდ აგებული კუჭავების ერთ-ერთი ”ლოჟა”.
მიწის აღნიშნული ზოლი დღესაც რომ უკანონოდ აქვს დაკავებული მოქ. კუჭავას კარგად ჩანს თვით
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გეგმებიდან, კერძოდ, იხ. საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2009 წლის 11 ივნისს, წყნეთში, რუსთაველის ქ. №44ა-ში
მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების
შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი, სადაც ჩვენს - განსხვავებული ფონით
შეფერადებულ - ნაკვეთსა და მოქ.Gგ. კუჭავას ნაკვეთს შორის დატოვებულია საშუალედო ზოლი
(იხ. დანართი №11), რომელიც ზუსტად თანხვდება კუჭავების მიერ გაჩეხილ და ჩვენი ნაკვეთების
გამყოფ ტყის ზოლს და სადაც, როგორც უკვე ითქვა, არის მოწყობილი ზემოაღნიშნული კიბე და
«ლოჟები». ეს საშუალედო ზოლი, როგორც აღნიშნული ნახაზის, ასევე რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში
მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების
შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზის (დანართი №22) მიხედვით ამა წლის 11
ივნისისათვის განეკუთვნებოდა ქალაქის ქონების მართვის სამსახურს (01.20.01.138.056).
მხედველობაშია მისაღებია ისიც, რომ 1990 წელს ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს
მონაცემებით ეს საშუალედო ზოლი არ შედიოდა კვინიკაძე-კუჭავას კანონიერად განსაზღვრულ
ნაკვეთში და აღნიშნულ 30მდე საფეხურიან კიბესთან ერთად მდებარეობდა მათი ნაკვეთის წითელი
ხაზით მონიშნულ სექტორში (დანართი №32). აქედან გამომდინარე გაუგებარი ხდება, თუ ვის და რა
ძალით უნდა მიეკუთვნებინა კუჭავებისათვის ჩვენი ავტოფარეხის საწვეთე და მარცხენა კედლის
ნაწილი, სადაც მათ აღნიშნული “ლოჟები” აქვთ მოწყობილი.
მოქ. შ. ნათენაძის ეს მეორე მიწის ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა
სააგენტომ გასული წლის 19 ნოემბერს დაასრულა და რომელიც მანამდე იქ არსებული ტყის ზოლის
ადგილას არის განლაგებული, თავისი ჩრდილოეთი წვერით ვიწრო (სანტიმეტრებისა და არა
მეტრების შემცველი!) და გრძელი სოლივით არის შეჭრილი ჩვენი (რუსთაველის 3 ჩიხი №10) და
მოქ. შ. ნათენაძის პირველ ნაკვეთებს (01.20.01.139.021) შორის (შდრ. დანართი №4 და დანართი №18)
და მისი დანიშნულება, როგორც ჩანს, მხოლოდ ამ უკანასკნელი ნაკვეთის ფარგლებში ჩვენგან
სავარაუდოდ მიტაცებული ფართის ჩვენი ნაკვეთისაგან იზოლირება უნდა წარმოადგენდეს. ამ
ნაკვეთის “გინესის წიგნში” საკონკურსოდ დამსახურებულად წარსადგენი კონფიგურაციის
თავისებურების სხვაგვარი ახსნა ძალზე ძნელი იქნებოდა.
ასეთი ვარაუდის გამოტანის საფუძველს გვაძლევს სასამართლოს მიერ დაწუნებული ნახაზი (იხ.
დანართი №19), სადაც ჩვენი ნაკვეთისათვის ჩამოჭრილია მიწის ის სექტორი, სადაც საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვით ადგილი აქვს ნაკვეთების გადაფარვას.
საინტერესოა, რომ ამ სექტორის შემომზღუდავი ღობე ფიქსირდება ქ. თბილისის ურბანული
დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ, როგორც ყოველგვარი გამმიჯნავი ფუნქციის არმქონე,
თუმცა ფაქტიურად არსებული, ჩვენი საერთო ნაკვეთის ყოფილი მოზიარის, თინა ლეონიძის
სახელზე გაცემულ გეგმაზე, ოღონდ იგი ჩვენი ნაკვეთის ფართობზე იყო განლაგებული (იხ.
დანართი №20) და როგორც ჩანს, უნდა ემთხვეოდეს ზემოთ მოხსენიებულ ნათენაძეების მეორე
ნაკვეთის სოლისებურ წვერს. აღნიშნული საკითხის წინაისტორიასთან დაკავშირებით ყურადღებას
არ უნდა იყოს მოკლებული აგრეთვე ვაკე-საბურთალოს შსს მე-6 განყოფილების უფროსის მ.
რამიშვილის 2003 წლის 31 იანვრით დათარიღებული წერილი (ქ/3) (იხ. დანართი №21).
თუმცა, როგორც ეს ბოლო ხანებში საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული ნახაზებიდან
ირკვევა, წყნეთში მდებარე ჩვენი უბნის ამსახველ ნახაზებში შეინიშნება იქ მცხოვრები ადამიანის
თვალისათვის ადვილად შესამჩნევი ცდომილება: უბანში მდებარე საკარმიდამო ნაკვეთების ერთი
ნაწილი რამდენადმე არის გადაადგილებული ნაკვეთების მეორე ნაწილის მიმართ, ამის შედეგად
ერთმანეთის მიმართ პარალელურად განლაგებული სამეზობლო ნაკვეთების ღობეების ამსახველი
ხაზები საჯარო რეესტრის სააგენტოს გეგმებზე უკვე ერთმანეთის მიმართ ირიბად არის
გამოსახული. ამასვე ადასტურებს ამ უბნისათვის არსებული ტოპოგადაღებები, რომელთაგან
ზოგიერთი ჩვენც მოგვეპოვება (შდრ., მაგ., ნიკურაძის, ქავთარაძის და ლეონიძის ღობეების
8
მიმართება ერთმანეთთან, იხ. დანართი №10 და შდრ. დანართ №23-თან). გარდა ამისა თუ
ერთმანეთს შევადარებთ, ერთი მხრივ, რუსთაველის ქ. №44ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და
მასთან მიმავალი გზის გეგმას (კოორდინატთა სისტემა, 1980 წ.) (დანართი №8), მოქ. შ. ნათენაძის
მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის № 20/217 ბრძანებით 2001 წლის 21 იანვარს
გაცემულ გენგეგმას (დანართი №7) და ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 1 ივლისის
გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ნახაზს - სასამართლოს გადაწყვეტილებას თანდართულ ე.წ. № 2
ნახაზს (იხ. დანართი №14), ხოლო მეორე მხრივ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ
დამზადებულ და ჩვენთვის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების
ამსახველი ნახაზებს (იხ., მაგ., დანართი №23), აშკარა გახდება, ამ უკანასკნელთა მონაცემთა
მცდარობა.
და ბოლოს კიდევ ერთი სიახლე, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე ჩვენი საკარმიდამო
ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გეგმის მიხედვით ერთ ადრე
შეუმჩნეველ, დამატებით უცნაურობას ავლენს (იხ. დანართები №№6, 11, 16, 18, 22, 23, 33), იგი
ჩრდილოეთის მიმართულებით თანდათანობით მცირდება დასავლეთიდან ჩვენი მომიჯნავე და
ამავე მისამართის მოზიარე მოქ. გ. გვინჩიძის ნაკვეთების სასარგებლოდ (01.20.01.138.150 და
01.20.01.138.149), მაშინ როდესაც სასამართლოს მიერ მიღებულ ნახაზში ეს თავისებურება არ
შეინიშნებოდა (იხ. დანართი №14, ფურცელი 5, ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების დანართი №2)
მოსარჩელის მოთხოვნა
9
ამ გრაფაში ნათლად, გარკვევით და ამომწურავად უნდა მიეთითოს, თუ კონკრეტულად რას ითხოვს მოსარჩელე.
სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოწილი
სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს
მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
სარჩელი შეიძლება აღიძრას: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად
გამოცხადების მოთხოვნით; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით; ისეთი მოქმედების
განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოთხოვნის მიუთითებლობა წარმოადგენს სარჩელის ხარვეზს.
რამდენიმე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში თითოეული მოთხოვნა უნდა მიეთითოს ცალ-ცალკე პუნქტების
მიხედვით და დაინომროს არაბული ციფრებით.
მოსარჩელის შუამდგომლობები
სარჩელში შეიძლება ჩამოყალიბდეს მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ:
სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და
რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნებს;
სასამართლომ მისცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის
წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ, დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული
გარემოებები და რომელთა გაცემაზე არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს;
სასამართლომ დროულად შეატყობინოს და სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, რომლებსაც
შეუძლიათ, დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები;
სასამართლომ პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად ჩააბას ესა თუ ის პირი;
სარჩელში შესაძლოა ასევე მიეთითოს სხვა სახის შუამდგომლობები;
შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი
არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ
შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება;
თუ მოსარჩელეს აქვს რამდენიმე სახის შუამდგომლობა, ისინი უნდა დაინომროს პუნქტების მიხედვით, არაბული
ციფრებით.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 1
ივნისს, წყნეთში, რუსთაველის ქ. №44ა-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით
დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი – 1
ფურცელი.
7. წყნეთში, რუსთაველის ქ. № 44-ში მდებარე მოქ. შ. ნათენაძის მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის მთავარი
არქიტექტორის № 20/217 ბრძანებით 2001 წლის 21 იანვარს გაცემული გენგეგმა – 1 ფურცელი.
8. წყნეთში, რუსთაველის ქ. №44ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასთან მიმავალი გზის გეგმა
(კოორდინატთა სისტემა), 1980 წ. – 1 ფურცელი.
9. ვაკის რაიონის სასამართლოს 1991 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე № 2/50) (სულ 2
ფურცელი) – 2 ფურცელი.
10. თბილისის საქალაქო საბჭოს მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილების მიერ წყნეთში
პროფ. პ. ქავთარაძის მიწის ნაკვეთის 1960 წლის 11 მაისს დამზადებული გეგმა (ქ. თბილისის მთავარი
არქიტექტორი ი. ჩხენკელი) – 1 ფურცელი.
11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 11
ივნისს, წყნეთში, რუსთაველის ქ. №44ა-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით
დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი – 1
11
ფურცელი.
16. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო გეგმა;
მიწის საკადასტრო კოდი №01.20.01.138.060 – 1 ფურცელი.
17. წყნეთში, რუსთაველის ქ. № 44-ში მდებარე მოქ. შ. ნათენაძის მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა
(სარეგისტრაციო № 20743/2001). (მომზადებული 15.08.2001) – 1 ფურცელი.
18. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 08
მაისს, წყნეთში, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით
დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი – 1
ფურცელი.
20. ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ, ჩვენი საერთო ნაკვეთის ყოფილი
მოზიარის, თინა ლეონიძის სახელზე 2007 წ. გაცემული გეგმა – 1 ფურცელი.
21. ვაკე-საბურთალოს შსს მე-6 განყოფილების უფროსის მ. რამიშვილის 2003 წლის 31 იანვრით
დათარიღებული წერილი (ქ/3) – 1 ფურცელი.
22. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 11
ივნისს, წყნეთში, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით
დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი – 1
ფურცელი.
23. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 01
ივნისს, წყნეთში, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით
დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი – 1
ფურცელი.
24. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15
ოქტომბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ №225055 – 2
ფურცელი.
25. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ჩემს მიერ 2009
წლის 8 ოქტომბერს შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი #219513 – 6 ფურცელი.
26. დაბა წყნეთში რუსთაველის ქ. №44ა-სა და №46 შორის მდებარე გამყოფი ზოლი (გადაღებულია
ჩრდილო-დასავლეთიდან) – 1 ფურცელი.
27. დაბა წყნეთში, რუსთაველის ქუჩა № 46 ბ-ში მდებარე მოქ. გ. კუჭავას მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა
(მასშტაბი 1:500), სარეგისტრაციო № 7521/2004, საკადასტრო № 1/20/1/139/17, თარიღი: 02.03.04 წ. –
1 ფურცელი.
30. დაბა წყნეთში, რუსთაველის ქ. №44ა-სა და №46 შორის მდებარე გამყოფი ზოლი ჩვენს ეზოში
კუჭავების ჩამოსასვლელი კიბით (გადაღებულია ჩრდილო-დასავლეთიდან) – 1 ფურცელი.
31. დაბა წყნეთში, რუსთაველის ქ. №44ა-სა და №46 შორის მდებარე ტყის ზოლი 1959 წ. მდგომარეობით –
ტყის გაჩეხვამდე (გადაღებულია სამხრეთ-დასავლეთიდან) – 1 ფურცელი.
32. ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1990 წლის 08
ოქტომბერს დაბა წყნეთში, რუსთაველის ქ. №46-ზე გაცემული გენ.-გეგმა – 1 ფურცელი.
33. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 03
სექტემბერს, წყნეთში, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით
დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი – 1
ფურცელი.
ამ გრაფაში მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.
სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმე
განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად, რაც ხელს შეუწყობს დავის სწრაფად გადაწყვეტას.
დიახ არა *
დიახ * არა
ამ გრაფაში მოსარჩელეს შეუძლია განაცხადოს თანხმობა, რომ წერილობითი მასალები მიიღოს ელექტრონული
ფოსტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, როგორც წესი, მოსარჩელეს მასალებს უგზავნის ელექტრონული
ფოსტის მეშვეობით.
დიახ * არა
13
ყურადღებით გავეცანი სარჩელის შევსების ინსტრუქციას და სარჩელზე ხელმოწერით
ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ სარჩელში მითითებული ინფორმაცია მოცემულია სრული სახით და
შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, ვაცნობიერებ კანონით მოსარჩელისა და მისი
წარმომადგენლისათვის დაკისრებულ მოვალეობებს იმის შესახებ, რომ: საქმის წარმოების
განმავლობაში მისამართის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობო სასამართლოს,
ვინაიდან ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ
უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუნდაც ამ მისამართზე აღარ
ვცხოვრობდე; ვალდებული ვარ ხელი შევუწყო სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში
განხილვას. ვითვალისწინებ იმ გარემოებას, რომ სასამართლო უწყება შეიძლება ჩამბარდეს
ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, ხოლო
სასამართლო უწყების ჩაბარების შემდეგ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჩემი არასაპატიო
მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია,
ჩემ დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე
და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა
გათვალისწინებით.
გიორგი ქავთარაძე
მოსარჩელის ხელმოწერა
“ 19 “ ნოემბერი “ 2009 წ.
მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერა
14
სარჩელის შევსების ინსტრუქცია
და კერძო საჩივარი:
http://www.scribd.com/doc/28230461/kavtaradze-kerdzo-sachivari