Download as pdf
Download as pdf
You are on page 1of 12

I ლექცია

სარჩევი

1. ლექსიკოლოგიის საგანი და შესწავლის ობიექტი ........................................ 1


1.1 საგანი და შესწავლის ობიექტი...................................................................... 1
1.2 ლექსიკოლოგიის ტიპები ................................................................................ 3
1.2.1 ზოგადი ლექსიკოლოგია.......................................................................... 3
1.2.2 სპეციალური ლექსიკოლოგია ................................................................. 4
1.2.3 ისტორიული ლექსიკოლოგია ................................................................. 4
1.2.4 კოგნიტიური ლექსიკოლოგია................................................................. 5
1.2.5 კომპიუტერულ-ლინგვისტური ლექსიკოლოგია ................................ 5
1.3 ლექსიკოლოგიის როგორც მეცნიერული დისციპლინის ჩამოყალიბება5
1.4 ლექსიკოლოგიის ქვედისციპლინები............................................................ 7
1.4.1 ლექსიკა (Wortschatzkunde) ...................................................................... 7
1.4.2 ლექსიკური სემანტიკა .............................................................................. 7
1.4.3 სიტყვაწარმოება ......................................................................................... 9
1.4.4 ფრაზეოლოგია.......................................................................................... 10
1.5. მონათესავე დისციპლინები......................................................................... 11
1.5.1 ლექსიკოგრაფია ....................................................................................... 11
1.5.2 მორფოლოგია ........................................................................................... 11
1.5.3. სახელთმცოდნეობა (ონომასტიკა)....................................................... 11

1. ლექსიკოლოგიის საგანი და შესწავლის ობიექტი

1.1 საგანი და შესწავლის ობიექტი

ტერმინი ‘ლექსიკოლოგია’ ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით


აღნიშნავს სიტყვათმცოდნეობას, მეცნიერებას სიტყვათა შესახებ.
შესაბამისად, ლექსიკოლოგიის კვლევის ობიექტი არის სიტყვა, სიტყვები –
საბაზისო ერთეული ნებისმიერი ენისთვის (საბაზისო, რადგან
შეუძლებელია რომელიმე ენის შესწავლა/შესწავლის დაწყება სიტყვების
გარეშე). გრამატიკული თეორიის კურსიდან ალბათ იცით, რომ არსებობს
სხვა ენათმეცნიერული დისციპლინაც, რომლის შესწავლის სფეროს ასევე

1
სიტყვები წარმოადგენენ – მორფოლოგია. თუმცა სიტყვის
ლექსიკოლოგიური ცნება მორფოლოგიური ექვივალენტისგან
მნიშვნელოვნად განსხვავდება: მორფოლოგიას აინტერესებს სიტყვები
ისეთი ფორმით, როგორსაც ჩვენ (ყოველდღიური) მეტყველებისას
ვხვდებით, მაგ.: კაცმა, ანაწილებს, გადავარჩინოთ, განრისხებულისთვისაც –
კონკრეტული სიტყვა–ფორმები. ლექსიკოლოგიას საპირისპიროდ
აინტერესებს სიტყვა, როგორც აბსტრაქტული ენობრივი ერთეული,
რომელიც ყველა ამ ფორმას უდევს საფუძვლად. ასეთ ენობრივ ერთეულს
ლექსემა ეწოდება. ლექსემასთან თავისი ფუნქციით ყველაზე ახლოს არის
სალექსიკონო ერთეული (მიუხედავად იმისა, რომ ის მაინც კონკრეტული
გრამატიკული ფორმით არის წარმოდგენილი – მაგ. არსებითი სახელები
ლექსიკონებში ყოველთვის სახელობით ბრუნვაში გვხვდებიან).
ერთმანეთისგან განსხვავდება მორფოლოგიისა და ლექსიკოლოგიის
კვლევის სფეროებიც: მორფოლოგია სწავლობას სიტყვა–ფორმებისა და მათი
ერთობლიობის – პარადიგმის – აგებულებას, ხოლო ლექსიკოლოგია
იკვლევს ამა თუ იმ ენის ლექსიკური ფონდის სტურქტურას, სხვადასხვა
ლექსემების (შინაარსობრივ და ფორმალურ) ურთიერთმიმართებებს, ასევე
სხვადასხვა ენების ლექსიკური მარაგის მიმართებებს ერთმანეთთან (მაგ.,
ნასესხობებს), სიტყვების კლასიფიკაციას. ლექსიკოლოგიას აინტერესებს
ამის გარდა უნივერსალური წესები, რომელიც ყველა (ან რამდენიმე
სხვადასხვა) ენის ლექსიკური სისტემისთვის არის დამახასიათებელი.
სიტყვები.სიტყვების მარაგთან მიმართებაში ლუცაიერი (2002, გვ. 4)
განასხვავებს ლექსისს (სიტყვების მარაგი ცალკეულ ენებში), სიტყვების და
შესაბამისად მათი მახასიათებელი ნიშნების მენტლურ დამახსოვრება-
შენახვასა და ლექსიკონს/ლექსიკურ მარაგს შორის, რომელსაც გრამატიკა
იყენებს. სწორედ ენის ეს ლექსიკური მარაგი წარმოადგენს ლექსიკოლოგიის
კვლევის საგანს.

2
1.2 ლექსიკოლოგიის ტიპები

ბუნებრივი ენის ლექსიკური ფონდის შესწავლა სხვადასხვა ასპექტებს


მოიცავს, რის მიხედვითაც ლექსიკოლოგიის რამდენიმე (ერთმანეთისგან
მეტ–ნაკლებად განსხვავებულ) ტიპს გამოყოფენ:

1.2.1 ზოგადი ლექსიკოლოგია


სწავლობს ენების ლექსიკური ფონდის აღწერის თეორიულ საფუძვლებს.
კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს ის კანონზომიერები, რომლებიც
ყველა ან რამდენიმე ენის ლექსიკისთვის არის დამახასიათებელი. ის
ეყრდნობა მოსაზრებას, რომ ლექსიკონი არის არა სიტყვათა ერთფეროვანი
ჩამონათვალი, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით ზეპირად უნდა
ისწავლებოდეს, არამედ ერთიანი მოსწესრიგებული სისტემა, ამასთან
წესები, რომელიც ლექსიკური სისტემის ფუნქციონირებას განაპირობებს,
შესაძლებელია იყოს არა მხოლოდ ენობრივად სპეციფიკური, არამედ
ერთნაირად დამახასიათებელი იყოს ყველა ენისთვის, ანუ შესაძლებელია
ვიწინასწარმეტყველოთ გარკვეული ფაქტები, რომლებიც ყველა ენის
უნივერსალურ თვისებებს გამოხატავენ:

ყველა ენა ფლობს მორფემების (მნიშვნელობის მქონე უმცირესი ენობრივი


ერთეულების) გარკვეულ სიმრავლეს და ასევე კონვენციების გარკვეულ რაოდენობას,
რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ შეიძლება ეს მორფემები აეწყოს აზრობრივ
კომბინაციებად, როგორიცაა კომპლექსური სიტყვები, ფრაზები და წინადადებები.

(პინკერი, 2000, გვ. 251)

უნივერსალიაა ასევე ის, რომ შედგენილი სიტყვები ბინარულად იგება და


მათი ინტერპრეტაციაც ბინარულად ხდება (მაგ. (2)).

(1) Hochschul Lehrerin = Hochschullehrerin

3
Hoch Schule = Hochschule

Lehrer in = Lehrerin
Lehr er = Lehrer

ზოგადი ლექსიკოლოგიის მთავარი ამოცანაა ასევე

1.2.2 სპეციალური ლექსიკოლოგია


სპეციალური ლექსიკოლოგია იკვლევს ცალკეული ენების ლექსიკურ
თავისებურებებს. ის, როგორც წესი, სინქრონულად ორიენტირებულია
რომელიმე კონკრეტულ (თანამედროვე) ენაზე, ხოლო მისი კვლევის
ობიექტია ერთი ცალკეული ენის სიტყვათა მარაგი. ჩვენი სალექციო კურსიც
ლექსიკოლოგიის ამ ტიპს უნდა მივაკუთვნოთ: ის მთლიანად ეთმობა
მხოლოდდამხოლოდ გერმანული ენის ლექსიკური ფონდის შესწავლას.

1.2.3 ისტორიული ლექსიკოლოგია


ისტორიული ლექსიკოლოგია, რომელსაც ასევე ეტიმოლოგიასაც
უწოდებენ, განიხილავს სიტყვათა მარაგის ისტორიულ განზომილებას. მას
შეუძლია ერთის მხრივ წარსულში გარკვეული დროის მონაკვეთის
სიტყვათა მარაგის აღწერა (მაგ. 1500 წლის) ან ცალკეული სიტყვების
ცვალებადობის აღწერა ისტორიული დროის მონაკვეთის მიღმა. ასე
მაგალითად სიტყვას Weinbrand (თავდაპირველად კონიაკი) აქვს
საინტერესო ისტორია. ეს არის ენათმეცნიერულად ნათლად/მკაფიოდ
მოტივირებული ნეოლოგიზმი (Prägung) (Weinbrand - გამოხდილი ღვინო),
რომელიც წარმოიშვა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი შეზღუდვების
შედეგად, როდესაც “კონიაკი” იქცა (ფრანგული ღვინის წარმოების მხარე)
გამოხდილი ღვინის აღმნიშვნელ სამარკო სახელწოდებად.
ისტორიული ლექსიკოლოგია სიტყვებს განიხილავს როგორც მათ
ფორმალურ, ასევე მათ შინაარსობრივი ცვალებადობის მიხედვით. ამ მხრივ
ტიპიურია ლექსიკური ერთეულების აღწერა ეტიმოლოგიურ ლექსიკონებში.
მაგალითად სიტყვის Ding ძველი ზემოგერმანული შესატყვისი იყო thing,
4
რომელიც აღნიშნავდა სასამართლო კრებას, მოგვიანებით ასევე
სასამართლო პროცესს. სავარაუდოდ ის ნაწარმოებია ზმნისგან dennen და
თავდაპირველად აღნიშნავდა ან „ადამიანთა თავშეყრას“ ან ამ
თავშეყრისთვის „შემოღობილ, შემოსაზღვრულ ადგილს“.

1.2.4 კოგნიტიური ლექსიკოლოგია


კოგნიტიური ლექსიკოლოგია იკვლევს, თუ როგორ არის წარმოდგენილი
ლექსიკური ცოდნა ადამიანის გონებაში (ლექსიკური ცოდნის მენტალურ
რეპრეზენტაციას). კოგნიტიურ ლექსიკოლოგიას კვლევის სფეროს
მიეკუთვნება ასევე პროცესები, რომლებიც ლექსიკური ინფორმაციის აღქმას,
გადამუშავებას ან პროდუქციას (წარმოქმნას) უდევს საფუძვლად.
კოგნიტიურ ლექსიკოლოგიას ასევე აინტერესებს, თუ რა მახასიათებლები
აქვს მენტალურ ლექსიკონს და რომელი მოდულებისაგან შედგება იგი.
მნმიშვნელოვანი ასპექტია სიტყვების მნიშვნელობის რეპრეზენტაცია
კონცეპტუალურ (ცნებით) სისტემაში.

1.2.5 კომპიუტერულ-ლინგვისტური ლექსიკოლოგია


კომპიუტერული ლექსიკოლოგია იკვლევს მეთოდებს ენის ლექსიკური
კანონზომიერებების ფორმალიზაციისა და პროგრამული
იმპლემენტაციისთვის (ე.ი. მისი მიზანია კომპიუტერული პროგრამების
შექმნა ენის ლექსიკური ფონდის აღწერისთვის, ასევე სხვადასხვა
ლექსიკონების, ლექსიკური მონაცემთა ბაზების კომპიუტერული
დამუშავებისთვის).

1.3 ლექსიკოლოგიის როგორც მეცნიერული დისციპლინის ჩამოყალიბება

როგორც წესი ლექსიკოლოგია ხასიათდება როგორც ”შედარებით


ახალგაზრდა ენათმეცნიერული დისციპლინა” (შიპანი, 1992: 1) ანდა
როგორც განვითარებაში მყოფი დისციპლინა. ლუცაიერის მიხედვით (2001:
7). ”ენათმეცნიერების ერთ-ერთი დარგის, ლექსიკოლოგიის სახელწოდება
გერმანისტულ ლინგვისტიკაში გვხვდება დაახლოებით 1960 წლიდან [...],

5
რომელმაც შეცვალა მანამდე არსებული სახელწოდება ”სიტყვების კვლევა”.
თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენის ლექსიკური ფონდის
მეცნიერულ კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს. ის ძირითად
ხორცილდებოდა ლექსიკოგრაფიის (მოძღვრება ლექსიკონების შესახებ),
ორთოგრაფიის და რიტორიკის, ასევე სტილისტიკის ფარგლებში. რადგან
სიტყვები უმნიშვნელოვანეს (ან უფრო ზუსტად არსებით) როლს ასრულებენ
ენის და საერთოდ ნებისმიერი ფენომენის შესწავლისას, ლექსიკოლოგიურ
კვლევებს ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვთ. არენსი (1980: 99) წერს:
”ლინგვისტური ძიებების უძველესი შემორჩენილი დადასტურებული
ძეგლებია მე-3 ათასწლეულის შუმერულ-აქადური სიტყვათა სიები,
დალაგებული საგანთა ჯგუფების მიხედვით.”
გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ სიტყვა თავისი ფორმალური
მახასიათებლების თვალსაზრისით იყო და იქნება მორფოლოგიის საგანი,
რომელიც ვიწრო გაგებით გრამატიკის შემადგენელი ნაწილია.

შვარცე და ვუნდერლიხი (1985: 7) ნათქვამს ასე აჯამებენ:

ტრადიციულად იმიტომ იკვლევდნენ ერთი ენის სიტყვებს, რომ ენის


ლექსიკური მარაგი სოციალურ და კულტურულ ფაქტს წარმოადგენს:
სიტყვებში კოდირებულია ენობრივი ერთობის კომუნიკაციისათვის
აუცილებელი გამოცდილებები. ენის სიტყვების მარაგის შესწავლა
შესაძლებელია განიხილებოდეს როგორც კულტუროლოგიის და სულიერი
განვითარების ისტორიის მეთოდი.

ამის გარდა მნიშვნელოვანია, რომ ლექსიკურ სემანტიკას (როგორც


სემასიოლოგიას) ტრადიციულად შეისწავლება სტრუქტურული
ლინგვისტიკის ფარგლებში. ”სემასიოლოგია როგორც მეცნიერება და
როგორც გრამატიკის განსაკუთრებული დარგი, პირველად შემოტანილ იქნა
ქ. კ. რაიზიგის მიერ 1839 წელს გამოქვეყნებულ ”ლექციებში ლათინური
ენათმეცნიერების შესახებ” (შიპანი, 1975: 16).

6
1.4 ლექსიკოლოგიის ქვედისციპლინები

ცალკეული ენის ლექსიკა შესაძლებელია ასევე სხვადასხვა


თვალსაზრისით იქნას შესწავლილი, ვთქვათ სიტყვების პარადიგმატული
ურთიერთმიმართების თვალსაზრისით, ფორმალური ან შინაარსობრივი
თავისებურებების, ასევე სიტყვების და ფრაზების სინტაგმატური
სტრუქტურების მიხედვით. შესაბამისად ლექსიკოლოგიაში გამოყოფენ
სხვადასხვა დისციპლინებს, რომლებიც მეტ–ნაკლებად მჭიდროდ არიან
დაკავშირებული ერთმანეთთან.

1.4.1 ლექსიკა (Wortschatzkunde)

ლექსიკა სწავლობს ცალკეული ენის სიტყვების სისტემურ თავისებურებებს:


სხვადასხვა ლექსემების შინაარსობრივ ან ფორმალურ
ურთიერთმიმართებებს (სინონიმიას, ომონიმიას, ასევე სიტყვათა ოჯახებს
და სემანტიკურ ველებს), ლექსიკის კვლევის სფეროს მიეკუთვნება ასევე
ცალკეული სოციალური ჯგუფის სიტყვათა მარაგი, ან ლექსიკური ფონდის
რეგიონალური ვარიანტები. ლექსიკა ასევე იკვლევს რომელიმე ენის
სიტყვათა მარაგის გრამატიკულ, სტრუქტურულ, სემიოტიკურ,
სოციოლინგვისტურ და კოგნიტიურ ასპექტებს. ლექსიკის შესწავლას ჩვენ
უკვე მეორე ლექციიდან დავიწყებთ.

1.4.2 ლექსიკური სემანტიკა

გერმანული ენის ლექსიკური სემანტიკა დაკავებულია ლექსემების


მნიშვნელობების კვლევით. მისი ინტერესის სფეროა ასევე ლექსემების
ენობივად სპეციფიკური შინაარსი და ამ შინაარსის კვლევის მეთოდიკა. ის

7
მხოლოდ თეორიული მიზეზების გამო გამოეყოფა წინადადების და
ტექსტის სემანტიკას. კავშირი წინადადებასთან და ტექსტთან აუცილებლად
გასათვალისწინებელია, ამის გარეშე სრულიად შეუძლებელია გარკვეული
ფენომენების ახსნა. მაგ. ის რომ trinken (დალევა, სმა) პოლისემიური
სიტყვაა, ჩანს მხოლოდ წინადადების კონტექსტში.

(4) ა) trinken 1: ‘(კონკრეტული სასმელის) დალევა’


Stefan trinkt meistens Apfelsaftschrole.
ბ) trinken 2: ‘(რეგულარული) სმა, ალკოჰოლზე დამოკიდებულება’
Clara trinkt.
სიტყვები ხშირად თავიანთ ტექსტის რეფერენციაში წინადადების
საზღვრებს სცდებიან, როგორც das შემდეგ მაგალითში (5).

(5) Es war einmal eine Zeit, da gab der Kaiser Franz auf der Bühne des FC
Bayern
München nicht nur die strahlende Leitfigur, … Das ist länger her.5
Süddeutsche Zeitung, 14./15.08.2002

მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ლექსიკური სემანტიკის ფარგლებში


სემასიოლოგიური და ონომასიოლოგიური თვალსაზრისები
ერთმანეთისაგან მკაცრად გამიჯნულია. მე-4 თავში უფრო ზუსტად
განვიხილავთ ლექსიკურ სემანტიკას.

სემასიოლოგიური მეთოდთან (Vorgehen) საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც


ამოსავალი წერტილი ენობრივი ნიშანია და მის მნიშვნელობას ვიკვლევთ.
სემასიოლოგიურ მეთოდს ვიყენებთ მაშინ როცა მაგალითად ვსვამთ
კითხვას, რას ნიშნავს მაგალითში (მაგ. (6)) მოყვანილი სიტყვები Pannenhilfe
(დახმარება ავარიის/უბედური შემთხვევის დროს) და Notruf
(ექსტრემალური გამოძახება) გერმანულში.

(6) Pannenhilfe mit Notruf verwechselt


Erfurt (dpa/tlz) Ein angertunkener Autofahrer hat am Samstagmorgen in
Erfurt
die Pannenhilfe mit dem Polizeinotruf verwechselt.
Thüringer Landeszeitung, 09.09.2002

ონომასიოლოგიური მეთოდის დროს ამოსავალია დენოტატები (აღსანიშნი


ფაქტები, საგნები, მოვლენები) და ხოლო მთავარი მიზანია იმის გამოკვლევა
თუ რა ნიშნებით არიან ისინი წარმოდგენილი ცალკეულ ენაში.
ონომოსიოლოგური მიდგომისთვის ტიპიური შეიძლება იყოს ისეთი
შეკითხვა, როგორიცაა მაგალითად რა სიტყვებით აღინიშნება გერმანულში
‘პოლიცია’? სინონიმები მოყვანილია მაგალითში (მაგ. (7)).

8
(7) Bullerei (derb), Freund und Helfer (ugs.), Herren in Grün (ugs.),
Ordnungshüter , Grün-Weiß, die Grünen, Polente (ugs.), Blaumänner,
Plempe, (wienerisch), Kieberei
წყარო: http://www.openthesaurus.de/synset/search?q=Polizei [11.12.2009]

1.4.3 სიტყვაწარმოება
სიტყვაწარმოება იკვლევს კომპლექსური/რთული სიტყვების წარმოებას და
სტრუქტურირებას. ის იკვლევს სიტყვის შემადგენელ
ელემენტებს/კომპონენტებს (Wortbausteine) და მათი შეერთების წესებს. მას
შეიძლება სიტყვის სინტაქსიც კი ეწოდოს. წინადადების მსგავსად
შედგენილი სიტყვებიც შეიცავენ მთავარი/ძირითადი კომპონენტებს
(Kopfkonstituenten), რომლებიც მათ კატეგორიულ ხასიათს განსაზღვრავენ.
თუ ჩვენ წინადადებაში (მაგ. (3)) წინდებულიან ჯგუფს/ფრაზას
(Präpositionalphrase) beim Drittligisten Unterhaching ამ თვალსაზრისით
დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ beim არის ფრაზის/ჯგუფის მთავარი
სიტყვა, რომელიც განსაზღვრავს შემდგომი სახელადი ჯგუფის
(Nominalphrase) ბრუნვას. Haching არის მთავარი სიტყვა
რთული/კომპლექსური სიტყვისა Unterhaching, რომელიც განსაზღვრავს
სუბსტანტივურ სტატუსს. მეორეს მხრივ ასევე თვალშისაცემი განსხვავებაა
სიტყვისა და წინადადების გრამატიკას შორის. ჩვენს მიერ არჩეულ
მაგალითში ეს ეხება ძირითადი კომპონენტების ადგილმდებარეობას.
კომპლექსურ/რთულ გერმანულ სიტყვაში მთავარი სიტყვა დგას როგორც
წესი მარჯვენა მხარეს, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით წინადადების
შემთხვევაში.

(2) Der in der Bundesliga bislang so enttäuschende Vizemeister setzte sich im


Pokal-Viertelfinale beim Drittligisten Unterhaching durch.
Spiegel. Online 06.01.2003

ამას გარდა, რადგან საქმე სიტყვის აგებულებას ეხება, სიტყვაწარმოება


შეისწავლება მორფოლოგიაშიც. მორფოლოგიის სახელმძღვანელოების დიდ
უმრავლესობაში მისთვის ცალკე თავია გამოყოფილი. (სინტაქსის
9
სახელმძღვანელოებში საპირისპიროდ სიტყვაწარმოება არ განიხილება,
რადგან საქმე ერთმნიშვნელოვნად ცალკეულ სიტყვებთან და არა სიტყვათა
კომპლექსთან გვაქვს).
რამდენად შეიძლება ჩაითვალოს სიტყვაწარმოება ლექსიკოლოგიურ და
არა მორფოლოგიურ ან სინტაქსურ ქვედისციპლინად, სადაო საკითხია.
ერთი მხრივ, ის სწავლობს შედგენილი სიტყვა–ფორმების სტრუქტურას, რაც
მორფოლოგიის საკითხია, ხოლო მისი და სინტაქსის მსგავსებაზე უკვე
ვისაუბრეთ, მეორე მხრივ სიტყვაწარმოება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
ამა თუ იმ ენის ლექსიკური ფონდის მოცულობაზე (ტრივიალურად რომ
ვთქვათ, სიტყვაწარმოება ლექსიკის „გამდიდრების“ ერთ–ერთი ძირითადი
საშუალებაა), რაც ლექსიკოლოგიური კვლევის სფეროს მიეკუთვნება.
ამიტომ ამ დისციპლინას ჩვენი სალექციო კურსის გარკვეული ნაწილი
აუცილებლად დაეთმობა – 10 და 11 ლექციაში ჩვენ სიტყვაწარმოებაზე
ვისაუბრებთ.

1.4.4 ფრაზეოლოგია
ფრაზეოლოგია სწავლობს მყარ შესიტყვებებს, სიტყვათა ჯგუფებს,
რომელთა მნიშვნელობა მხოლოდ მისი კომპონენტების მნიშვნელობათა
საფუძველზე არ გამოითვლება (მაგ. გერმ. Tote Hose – უმოქმედობა,
უინტერესო, მოსაწყენი სიტუაცია; Einen Bocken schießen – შეცდომის
დაშვება და სხვ.). ფრაზეოლოგიზმებს განიხილავდნენ როგორც
გამონაკლისს, როგორც რაღაც ისეთს, რაც არანაირ წესებს არ ემორჩილება,
ბოლო პერიოდში შეიცვალა. მეორეს მხრივ ფრაზეოლოგიის კვლევის
ობიექტივში მოექცა ასევე კოლოკაციებიც (ჩვეულებრივი
სიტყვათშენაერთები). ფრაზეოლოგიას ბოლო სამ ლექციას დავუთმობთ.

10
1.5. მონათესავე დისციპლინები

1.5.1 ლექსიკოგრაფია
ლექსიკოგრაფია არის დისციპლინა, რომელიც მჭიდროდ არის
დაკავშირებული ლექსიკოლოგიასთან, რადგანაც ის ნაწილობრივ ემყარება
მის შედეგებს და მეორეს მხრივ ლექსიკოლოგიის მეცნიერულ
დისციპლინად ჩამოყალიბება სხვებთან ერთად ენის ლექსიკოგრაფიული
აღწერის საჭიროებამაც განსაზღვრა. ლექსიკოგრაფია ვიწრო გაგებით
ნიშნავს ლექსიკონების შექმნას, ხოლო ფართო გაგებით გულისხმობს
ლექსიკონების კვლევის თეორიასა და პრაქტიკას; ამ უკანასკნელს
მეტალექსიკოგრაფიას უწოდებენ (შდრ. ჰერბსტი და კლოცი 2003)).

1.5.2 მორფოლოგია
ტერმინი ”მორფოლოგია” რამოდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება: ერთის
მხრივ როგორც სიტყვაწარმოების სინონიმი და მეორეს მხრივ როგორც
გრამატიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღწერს სიტყვის გრამატიკულ
ფორმებს. აიზენბერგთან (1998) მორფოლოგია ფონოლოგიასთან და
ორთოგრაფიასთან ერთად ”სიტყვის გრამატიკის” (Wortgrammatik) ნაწილია.
გონივრული იქნება, თუ განვასხვავებთ ფლექსიის მორფოლოგიასა
სიტყვათწარმოების მორფოლოგიას შორის. აიზენბერგი თავის სიტყვის
გრამატიკაში ფლექსიის მორფოლოგიასთან ერთად სიტყვათწარმოების
მორფოლოგიასაც განიხილავს.

1.5.3. სახელთმცოდნეობა (ონომასტიკა)


”ენის ლექსიკური ფონდის დიდი ნაწილი სახელებისაგან შედგება” (კუნცე,
1999: 0). მათი კვლევით დაკავებულია სახელთმცოდნეობა (ონომასტიკა). ის
კვლევის იმ სფეროს წარმოადგენს, რომელიც დიაქრონული და
სინქრონული ჭრილიდან განიხილავს და შეისწავლის საკუთარ სახელებს
(პიროვნებების და გეოგრაფიულ სახელებს) ”როგორც თეორიული ასევე

11
ენობრივი, გეოგრაფიული, კულტურული და მენტალური და ისტორიული
ასპექტების გათვალისწინებით” (იხ. იქვე).

12

You might also like