Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 61

ქალაქი

გითქვამს: „წავალო სხვა ქვეყნად, გავცურავ სხვა ოკეანეთ,


სადმე იქნება ქალაქი, სამჯობი ამის.
ყოველი ჩემი მცდელობა წყალია, სიპით ნაყული,
ჩემი გული კი - როგორც მკვდარი - ისე დაფლული.
განა, გონება ამ სიმდოვრეში როდემდე გასძლებს?
მზერა საითაც მივაქციო, რაც უნდა ვნახო,
ჩემი ცხოვრების შავ ნამუსრევს ვიხილავ მარტო.
აქ, სადაც ამდენი წელი ვაგლახით და წვალებით განვვლე.“

ახალ ალაგებს ვერ ნახავ, ვერ პოვებ სხვა ოკეანეთ,


ქალაქი არ მოგშორდება, დასერავ იმავე ქუჩებს,
და იმავე მეზობელთ შორის მოხუცდები,
იმავ სახლთ შორის დაგრევს ხელს ჭაღარა.
მუდამ ამ ქალაქს მოადგები, სხვის კი იმედიც ნუ გაქვს -
გავიდა ხომალდი შენი, არაა არც გზა.
შენი ცხოვრება აქ შეალეწე
მიწის ერთ კუთხეს, და მთელს ქვეყანაზე ევნე.
1910

You might also like