Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

შუა საუკუნეები,რომელსაც სხვაგვარად ხელოვნების ისტორიის ბნელ საუკუნესაც არქმევენ

ანუ პერიოდი რომანული და გუთური ხელოვნებისა.თუმცა მე სხვანაირად ვიტყოდი


პერიოდი ეკლესიის მმართველობისა,კერძოდ კათოლიკებზეა საუბარი.საინტერესოა თუ
როგორ იცვლება ხელოვნება დროსთან ერთად,მას ადამიანები ცვლიან რომლებსაც არანაირი
შიში არ აქვთ საუკუნეების განმალობაში დამკვიდრებული შეხედულებების დარღვევისა.
დავუბრუნდები ისევ რომანულ და გუთურ კულტურას და შევეცდები აღვწერო
მოკლედ.რომანულ სტილს ახასიათებს სიმკაცრე ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშები
კი არქიტექტურაში გვაქვს, მაგალითად ტურნეს ღვთისმშობლის ტაძარი.ამ არქიტექტურულ
ნიმუშში კარგად ჩანს რომანული სტილის თავისებურებები.დამახასიათებელი სიმკაცრე
რომელსაც ხაზს უსვამს ქვის მასალა და სიდიდე.არ გამოირჩევა მოპირკეთებით იგი უხეშია
და არანაირი ჰაეროვნების შეგრძნებას არ გვანიჭებს და პირიქით მნახველს უფრო
ამძიმებს.შემდეგ კი შემოვიდა ახალი სტილი - გოთური(გუთური).იგი განსხვავდება
რომანული სტილის ციხე-სიმაგრისეული ნაგებობებისგან,გოთური არქიტექტურა უფრო
მსუბუქი და ზეატყორცნილი ფორმებით გამოირჩევა.მაგალითად რუანის ტაძარი
საფრანგეთში.გოთური ნაკლებად მიეკუთვნება შუა საუკუნეების სტილს,ის უფრო
რენესანსის პერიოდიკაში ჯდება.გოთიკა (XII ს. დასასრული XVI ს. დასაწყისი)
რენესანსი (XIV-XVI ს.).რა თქმა უნდა ეს სადაო საკითხია,რადგან ბევრი ხელოვნებათმცოდნე
მიიჩნევს გოთიკას შუა საუკუნეების გადმონაშთად.თუმცა შესამჩნევია თუ რატომ ვამბობ
რომ ის უფრო რენესანსისკენ არის.
ყველაფერი იწყება მსოფლმხედველობისგან, ყოველ კუტურას აქვს თავისი
დამახსიათებელი ფილოსოფია რის მიხედვითაც შემდეგ ყალიბდება ესთეტიკური ნორმები
და ა.შ..ესთეტიკაზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტირებას რომ ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო
მიზეზი.გავიხსენოთ ანტიკა რომელიც ხასიათდება თავისი დამოუკიდებლობით,
ანთროპომორფიზმით და ესთეტიკით.შემდეგ მოდის შუა საუკუნეები სიმკაცრით აღსავსე,
რომელიც ხელოვანს ინდივიდუალიზმს აკარგვინებს და ისინი ძალიან გვანან რომანული
ტაძრის ციხე-სიმაგრისეულ სახეს.მაგალითად ვორმსის ტაძარი - ტიპური რომანული ტაძარი
რომელიც არანაირ ღვთაებრივ შეგრძნებას არ გვიღვივებს არამედ პირიქით უფრო
ადამიანური და მკაცრი სახე აქვს რომელიც გვამძიმებს.რომანული არქიტექტურა უფრო
მაგონებს პიკასოს ეგრედ წოდებულ ცისფერ პერიოდს,რომელიც ერთფეროვნებით და
სიცივით გამოირჩევა თუმცა ეს მის მხატვრულ ღირებულებას არ ამდაბლებს და გოთური
ტაძრები კი უფრო პიკასოს კუბიზმს ჰგავს,რადგან სანამ პიკასო ფიგურებს დაშლიდა მანამდე
გრაფიკულად ფანტასტიკურად ხატავდა.რომანული უხეში ფუგურების დაშლით კი ააწყვეს
ულამაზესი ჰაეროვანი ტაძრები. მაგალითად შეიძლება გავიხსენოთ სენტ-უენის ტაძარი
(church of St. Ouen) ეს ყველაფერი კი უფრო რენესანსის გამბედაობაა,რადგან შუა
საუკუნეებში საკმაოდ სახიფათო იყო ამა თუ იმ ჩარჩოდან გამოსვლა,ეს კი დიდი წინ სვლა
იყო ადამიანისთვის.რომ არა თუნდაც ეს ბნელი პერიოდი არ იქნებოდა დღეს ხელოვნება იმ
დონემდე სადამდეც ავიდა. არ იარსებებდა მრავალი შედევრი,რადგან მუდმივი
დაბრკოლებების შეეშინდებოდათ.აუცილებელი იყო რომანული ტაძრების მშენებლობა, რომ
შემდეგ გოთური სტილი შექმნილიყო. ეს არქიტექტურული ნაბიჯები ქმნიან სტილებს და
რაც მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ხეოვნებაში არ არსებობს არანაირი
ჩარჩო.ესთეტიკაც მუდმივად სადაო თემაა.შეიძლება ზოგი ადამიანისთვის რომანული
სტილი იყოს ესთეტიური იდეალი,ზოგი შეიძლება ფიქრობდეს რომ დუშანის პისუარი
(ინსტალაცია) არანაირად არ არღვევს ესთეტიკის კანონებს.ამით კი იმის თქმა მინდა რომ
ყველა ეპოქა თავისებურად გამორჩეულია, თავისი მსოფლმხედველობით რაც აყალიბებს
ახალ სტანდარტებს,ხოლო ეს სტანდერტები კი მუდმივად ცვალებადია.

You might also like