სიენენი და ბიბისი - პროფესიონალიზმის სათავეებთან

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 42

1

ტელეკომპანია სი ენ ენი (CNN) სამართლიანად არის გლობალური


მაუწყებლობის ლიდერი. სი-ენ-ენ-მა საერთაშორისო სიახლეების წყაროს
ავტორიტეტული რეპუტაცია მოიპოვა ისეთი მოვლენების გაშუქებისას,
როგორიცაა: დემონსტრაცია ტიანანმენის მოედანზე ჩინეთში 1989 წელს,
ომი სპარსეთის ყურეში 1991 წლის მაისში, პოლიტიკური გადატრიალება
მოსკოვში 1991 წლის აგვისტოში და 1993 წლის ოქტომბერში აშშ-ს
სამხედრო ოპერაციები ჰაიტსა, სომალსა, პანამასა და გრენადაში. მათ
შორის, შეიარაღებული კონფლიქტები ბოსნიასა და კოსოვოში,
აღმოსავლეთ ტიმორში, ჩეჩნეთში. CNN-ზე ამბობენ, რომ, თითქოს,
ერთგვარად მისი კორესპონდენტების ყოფნაც კი მოვლენის ადგილას
გავლენას ახდენს მის მსვლელობაზე.

CNN იყენებს თნამგზავრულ-საკაბელო კავშირის სისტემას, რომლის


საშუალებითაც ის მაუწყებლობს 6 კონტინენტზე, იგი მოიცავს 212 ქვეყანასა და ჰყავს
მილიონიანი მაყურებელი. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით,
ის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კომპანია მსოფლიოში. CNN-ის უცხოელი
კორესპონდენტები იყენებენ თანამგზავრულ ვიდეოფონებს, რომელთა მეშვეობითაც
გამოდიან ეთერში, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი_ ავღანეთის მთებსა თუ
მონღოლეთის სტეპებში. პირველად ჟურნალისტებმა ვიდეოფონები გამოიყენეს 2002
წლის აპრილში, ჩინეთის კუნძულიდან პირდაპირი რეპორტაჟისას, სადაც მოხდა
ამერიკული თვითმფრინავი-ჯაშუშის დაკავება.

CNN სტუდია და ბიურო ერთიანადაა აღჭურვილი ციფრული ტექნიკით. 1999


წელს მან დადო ხელშკრულება კომპანია SONY და IBM-თან 20 მილიონი დოლარის
ოდენობით, რაც ითვალისწინებდა კომპანიის მთელი ვიდეოარქივის
უზრუნველყოფას ციფრული უახლესი ტექნიკით. ციფრული არქივის შექმნა CNN-ს
1
2

საშუალებას აძლევს სწრაფად მოიპოვოს და დაამონტაჟოს ვიდეომასალები, ხოლო


სამომავლოდ კი მიჰყიდოს ციფრული კონტენტი საინფორმაციო ტელეკომპანიებს.

CNN ხელისმომწერთა რიცხვი შეადგენს 280 მილიონს, ხოლო რეალურად


მაყურებელი აუდიტორია უფრო დიდია, თვით იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ტექნიკური
ინფრასტრუქტურა არასათანადოდაა განვითარებული (რაც გამოიხატება უ. ყ.
საკაბელო და თანამგზავრული სისტემების შეზღუდულ შესაძლებლობებში), CNN
ინტერნაციონალი გადაიცემა სასტუმროებსა, სამთავრობო დაწესებულებებსა,
სამინისტროებსა და პრეზიდენტის რეზიდენციებში. CNN განკარგულებაში იმყოფება
42 ბიურო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: ვაშინგტონსა, პარიზსა, ლონდონსა,
პეკინსა, ნაირობოსა, დელისა, ფრანკფურტსა, მოსკოვსა და ა. შ. CNN სიახლეები
შეიძლება მივიღოთ მობილური ტელეფონით, პერსონალური პოტატული
კომპიუტერით, პეიჯერით, ელექტრონული ფოსტით, შეიძლება შევუკვეთოთ
„ინფორმაციები მოთხოვნილებისამებრ“, ანუ ინდივიდუალური ნაზავი საინტერესო
თემებით, დავაყენოთ CNN საკუთარი რედაქცია ინტერნეტ-ქსელში- my CNN.com.

„CNN ინფორმაციულ ჯგუფში“ შედიან: CNN USA, CNN Headline news, CNN
International, CNN Financial, CNN Sports Illustrated, CNN en Espanol-სპეციალურად
ლათინური ამერიკისათვის, CNN Airport Network- მაუწყებლობის სპეციალური
სამსახური ამერიკულ აეროპორტებში, CNN Radio, CNN Radio Noticias, CNN Interactive,
პოპულარული ვებ-არხი, რომელიც აერთიანებს 12 საიტს, ასევე საინფორმაციო
სამსახური CNN Newssource, რომელიც ჰყიდის თავის ვიდეოსიუჟეტებს 800 მეტ
ტელეარხზე.

1997 წლიდან ტელეარხმა CNN International-მა მოიცვა 5 დამოუკიდებელი


ტელე-არხი: „ევროპა-ახლო აღოსავლეთი-აფრიკა“, „აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი“,
„ლათინური ამერიკა“, „სამხრეთ აზია“, „ამერიკის შეერთებული შტატები“. CNN
გადადგა პირველი ნაბიჯები მაუწყებლობის დიფერენციაციისაკენ და რამდენიმე
ქვეყანაში ის უკვე ადგილობრივ ენებზე გადაიცემა, მაგალითად, ესპანეთში
მაუწყებლობს CNN+, თურქეთში - CNN Turk, გერმანიაში კი CNN პროგრამის ვერსიები
შეიძლება ნახოთ NTV-არხზე.

CNN აქვს ორი უმთავრესი შემოსავლის წყარო: სააბონენტო გადასახადი


ხელისმომწერლებისაგან- თანამგზავრული და საკაბელო ოპერატორები აღნუსხავენ
ტელეკომპანიის სახსრებს თითოეული აბონენტისაგან, რომელიც ღებულობს CNN
გადაცემებსა და რეკლამა. უმთავრესი და დიდი შემოსავალი რეკლამისაგან მოდის
CNN შიდა არხებზე აშშ-ში. CNN მოგება შეადგენდა 1998 წელს 676,5 მილიონ დოლარს,
1999 წელს კი- 713,4 მილიონს.

2
3

21-ე საუკუნის დასაწყისში CNN რჩება ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო


არხად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია
საინფორმაციო ბაზარზე დღითი-დღე მძაფრდება.

გლობალური მაუწყებლობის პიონერი

CNN იმპერია ვალშია ისეთი პიროვნებისადმი, როგორიც ტედ


ტერნერია. ტედ ტერნერი იქცა მსოფლიო სატელევიზიო ბიზნესის
სიმბოლურ ფიგურად. Broadcasting & cable დაასახელა100 ადამიანი,
რომლებმაც შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი ელექტრონული მასმედიის
განვითარებაში მე-20 საუკუნეში, მათ შორისაა ბილლ პეილი- CBS-ის
„ნათლიმამა“ და ტედ ტერნერი-CNN დამფუძნებელი.

ტედ ტერნერმა არამხოლოდ დააფუძნა CNN, არამედ ის გახლავთ


შემქმნელი (გენერატორი) საერთაშორისო საინფორმაციო არხების კონცეფციისა და
ერთ-ერთი ინიციატორი თანამგზავრულ-საკაბელო მაუწყებლობისა. 30 წლის წინ
არავის შეეძლო წარმოედგინა, რომ რობერტ ედუარდ ტერნერ III, რამდენიმე
სპორტული გუნდის მფლობელი, გახდებოდა მსოფლიო გლობალური ტელევიზიის
პირველი შემქმნელი.

3
4

1970 წელს ტედ ტერნერმა იყიდა ორი დამოუკიდებელი სატელევიზიო


სადგური: „მე-17 არხი“ (მოგვიანებით - WTBS TV) ქალაქ ატლანტაში და WRET TV-
შარლოტტაში. როდესაც ის იწყებდა ფიქრს სპეციალიზირებულ მაუწყებლობაზე,
ყოველთვის სჯეროდა „საკაბელო ტელევიზიის მომავლისა“. ტერნერის ძალისხმევით,
„მე-17 არხი“, რომელიც დიდი ხნის მანძილზე განიცდიდა ფინანსურ კრიზისს,
გადაიქცა „სუპერსადგურად“ (Superstation). ტერნერმა გადასცა თავისი არხის სიგნალი
თანამგზავრზე და ამით საფუძველი ჩაუყარა თანამგზავრულ საკაბელო ტელევიზიას.

1980 წლამდე საკაბელო ტელევიზია მკითხველს სთავაზობდა


ტელეპროგრამებსა და კინოს ისე, რომ არ ჰქონდა პრეტენზია სიახლესა და
ორიგინალურობაზე. ტერნერი გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი
სპეციალიზირებული საკაბელო მაუწყებლობისა. სწორედ საკაბელო ტელევიზიამ
განაპირობა აუდიტორიის ფრაგმენტაცია: მას მოუწია იმ ნიშის დაკავება, რომელიც
ჯერ არ იყო დაპყრობილი მაუწყებელთა მიერ, ასევე დამოუკიდებელი ზრუნვა
ხელისმომწერლებთან კავშირების მოპოვებისათვის. საკაბელო ტელევიზიამ განვლო
გზა „ფართო მაუწყებლობიდან“ მისამართულ მაუწყებლობამდე (narrowcasting).
თუმცა მხოლოდ საკაბელო სისტემები ვერ გაუმკლავდებოდნენ სპეციალიზირებული
პროგრამირების ამოცანას, რათა დაუფლებოდნენ ფართო აუდიტორიას, თავისი
მაღალი ღირებულებისა და ტექნიკური თავისებურებების გამო (მაგალითად, კაბელს
ვერ გადაჭიმავ ოკეანის ფსკერზე). სასწაული, რომელმაც შეძლო აუდიტორიის
დაპყრობა, აღმოჩნდა საკმაოდ მარტივი: თანამგზავრს + კაბელი= მთელს მსოფლიოს.
ერთ-ერთი პირველი სპეციალიზირებული თანამგზავრული არხებიდან
გახდა ტედ ტერნერის CNN-ის სატელევიზიო საინფორმაციო სამსახური.

როდესაც ტერნერი მოვიდა ტელევიზიაში, იდეა გლობალური


ტელევიზიისა, მხოლოდ მეცნიერთა განუხორციელებელ ოცნებებში იყო, ტედ
ტერნერმა „ტელეწინამორბედ“ მარშალ მაკლუენის თეორიული შრომების
რეალიზაცია მოახდინა. CNN ტელეარხმა გადააქცია მსოფლიო „გლობალურ
სოფლად“- თავი მოუყარა რა ეკრანებთან მრავალმილიონიან აუდიტორიას და
რეალობად აქცია ერთი მთავარი პრინციპი მაკლუენისა: „შეტყობინება არის
საშუალება“.

CNN შექმნის იდეა ტერნერს 1970 წლის ბოლოს დაებადა და იგი უნიკალური
იყო იმ დროისათვის: ტერნერმა ჩაიფიქრა 24-საათიანი საკაბელო საინფორმაციო არხი.
ბევრს ეს იდეა უიმედოდ მიაჩნდა („ახალი ამბები? მათ არავინ უყურებს“!), მხოლოდ
ტერნერი თვლიდა უპირატესად მეოთხე და მთავარი ტელეარხის შექმნას აშშ-ში
ისეთი კონკურენტების გვერდით, როგორიც იყო: ABC, CBC, NBC.

1979 წელს ტერნერმა გაყიდა WRET TV 20 მილიონ დოლარად და ეს თანხა


თავისი იდეის სრულყოფისათვის გამოიყენა. CNN შეიქმნა 374 დღეში. 1979 წლის 21

4
5

მაისს ტერნერი იტყობინებოდა, რომ საინფორმაციო არხი ეთერში გამოვიდოდა 1980


წლის 1 ივნისს. ასეც მოხდა, ტერნერმა CNN გახსნის ცერემონიალზე გამოფინა სამი
დროშა: აშშ-სი, ჯორჯიის შტატისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა.

თანამგზავრებმა გადასცეს CNN პროგრამები საკაბელო სამსახურებს და ამ


გზით, თავიდან იქნა აცილებული პროგრამების ტრანსლიაციისათვის მაუწყებლობის
ფილიალების შექმნა. 1980-იან წლებში 20% აშშ-ში ღებულობს საკაბელო ტელევიზიას.
CNN უყურებს სულ 1.7 მილიონი ხელისმომწერი - გაცილებით უფრო მცირე, ვიდრე
საჭირო იყო შემოსავლის მისაღებად. იმისათვის, რომ დაეფარათ 50% დანახარჯებისა,
სამაყურებლო აუდიტორიას უნდა შეედგინა 7,5 მილიონი.

მაუწყებლობის დასაწყისში, ტელეარხი ითვლებოდა აუტსაიდერად


ამერიკულ ბაზარზე, მას ეძახდნენ „ქათმის ატრიის არხს“, აბრევიატურის პირველი
ასოების მიხედვით, CNN - ChickenHoodie Network. თუმცა ალტრუისტულმა
დამოკიდებულებამ საქმისადმი ტელეკომპანიის თანამშრომლების მხრიდან და
სტრატეგიამ ტერნერისა თავისი ნაყოფი გამოიღო: დაეხმარა CNN მთელი რიგი
პრობლემების გადალახვაში.

მაუწყებლობის 18 თვის შემდგომ ტედ ტერნერმა გახსნა ახალი არხი-


Headline news, „ახალი ამბები სათაურებში“, 24-საათიანი საინფორმაციო სამსახური.
ბევრი მედიაანალიტიკოსი აფრთხილებდა წინასწარ ტედ ტერნერს დანაკარგების
თაობაზე, რაც ნაწილობრივ გამართლდა კიდეც: 1980-იან წლებში მან დახარჯა 70
მილიონ დოლარზე მეტი, რათა შეენარჩუნებინა CNN და Headline News
გაკოტრებისაგან. და მაინც, CNN თანდათან ხდებოდა შემოსავლიანი.

1985 წ. CNN უყურებდა 33 მლნ. სახლი აშშ-ში, Headline News-ს ჰყავდა 18


მილიონი ხელისმომწერი, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ ეს, არცთუ
ისე, მაღალი მაჩვენებლები უფრო მნიშვნელოვანი გახდა ტელეარხისათვის. ცხადია,
რაც უფრო მეტია აუდიტორია, მით უფრო მეტია შემოსავლები რეკლამისაგან. ამ
წელსვე შემოსავლები რეკლამისაგან გაიზარდა 23, 3%-ით და შეადგინა 56,5 მლნ
დოლარი.

მოვლენები ისე განვითარდა, რომ ტერნერის საინფორმაციო არხები


გახდნენ შემოსავლიანნი აშშ-ს ბაზარზე: პოლიტიკურმა ცვლილებებმა,
გაფართოებულმა საერთაშორისო ვაჭრობამ, კომპიუტერული ტექნოლოგიების
განვითარების პარალელურად, შექმნა იშვიათი საშუალებები გლობალური
სატელევიზიო ბიზნესისათვის. საერთაშორისო პროგრამებისადმი მზარდი ინტერესი
წარმოიშვა ინდოეთსა, იაპონიასა, პოლონეთსა, სსრკ-სა, სამხრეთ აფრიკასა და სხვა
ქვეყნებში. იქ, სადაც ხალხი არ იყო კმაყოფილი ადგილობრივი სახელმწიფო
ტელეკომპანიების მაუწყებლობით, დაიწყო გაფართოება საერთაშორისო ბაზრისა

5
6

ყველა მიმართულებით: აზია, აფრიკა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა,


ლათინური ამერიკა.

CNN და Headline News-ის წაარმატებულმა სვლამ აშშ-ში შთააგონა ტერნერს


ახალი პროექტები. მან გადაწყვიტა გასულიყო საერთაშორისო ბაზარზე. 1982 წ CNN -
ის ტრანსლაცია ხდებოდა იაპონიაში, ხოლო შემდგომ ტერნერმა შეაერთა CNN და
Headline News და ამ გზით მიიღო CNN International.

CNN წარმატება, როგორც შიდა, ასევე საგარეო ბაზარზე აიხსნება იმით, რომ მას
პრაქტიკულად არ ჰყავდა კონკურენტები და დიდი ხნის მანძილზე ტელეკომპანია იყო
მონოპოლისტი გლობალური ტელეარხების ბაზარზე. იმ დროისათვის, როცა CNN
ფართოვდებოდა, ზრდიდა უცხოური ბიუროების რიცხვს, აშშ-ს ნაციონალურმა
საეთერო ტელეარხებმა: USA ABC, NBC, CBS-მა შეამცირეს თავისი წარმომადგენლობა
უცხოეთში ფინანსური მიზეზებით, რამდენადაც ბიუროს შენახვა აღმოჩნდა ძნელი.
საერთაშორისო სიახლეების მიმოხილვისათვის ტელეარხების „დიდი“ სამეული
იყენებდა ვიდეოსაშუალებებს ორი საინფორმაციო სააგენტოდან - WTN და VISNEWS,
რათა შენარჩუნებინა თავისი რეიტინგი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც,
რომ ABC, CBS და NBC-ის აუდიტორიას შეადგენდნენ მხოლოდ ამერიკელები, ხოლო
CNN უყურებდა მთელი მსოფლიო.

1982 წლიდან CNN აქტიურად ავრცელებდა საინფორმაციო არხებსა და


პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. სტრატეგიულმა დისტრიბუციამ მისცა
საშუალება CNN-ს მიეღწია მრავალჯერადი შეთანხმებისათვის ევროპის მსხვილ
ქვეყნებთან (საფრანგეთსა, იტალიასა და სკანდინავიის სახელმწიფოსთან) და მთელ
კონტინენტზე (აფრიკასა და ავსტრალიაში). 1995 წელს CNN-მა მოაწერა ხელი
შეთანხმებას სახელმწიფო ტელერადიოკომპანიასთან Doordarshan ინდოეთში და
უმალვე მიიღო 16 მლნ აბონენტი ამ ქვეყანაში. მას მოუწია შეთანხმების გაფორმება იმ
სასტუმროებთანაც, მათ შორის უცხოური მასობრივი საინფორმაციო
6
7

საშუალებებისათვის „დახურულ„ სახელმწიფოებში, (მაგალითად, ჩინეთში). ამან


მისცა საშუალება CNN მიეღო შემოსავალი ერთდროულად რეკლამისგანაც და
პარალელურად გაფართოებულიყო საერთაშორისო ბაზარზეც.

1990 წლის მეორე ნახევარში CNN ტელეარხი გადაიქცა ძლევამოსილ


იმპერიად. CNN მნიშვნელოვნად გააფართოვა ქსელური ორგანიზაცია, რის შედეგადაც
გამოჩნდა მთელი კოლექცია საინფორმაციო არხებისა. ამასთან, არც ერთი
საინფორმაციო ტელეკომპანია არ გამოიმუშავებდა იმდენს, რამდენსაც „ტერნერის
გუნდი“. 1996 წლამდე CNN ექვემდებარებოდა ტედ ტერნერს და იყო ნაწილი
კომპანიისა Terner Broadcasting System.

თანამედროვე დროისათვის CNN ეკუთვნის უმსხვილეს მედიაკომპანიას


America Online (AOL) – Time Warner. გზა ახალ იმპერიამდე გადის მის ერთ-ერთ
ხმაურიან შეთანხმებაზე, რომელიც ტედ ტერნერმა დადო 1996 წელს, როდესაც მან
Terner Broadcasing System მიჰყიდა Time Warner -ის კომპანიას.

იმ დროისათვის ბევრისათვის მისი ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა მოულოდნელი,


რამდენადაც 1995 წლის მაისში ის გაურიგდა მიკროსოფთის კომპიუტერულ მაგნატს -
ბილლ გეითსს. ეს უკანასკლნელი აბანდებს TBS -ში 1 მლრდ დოლარს, ღებულობს
წვდომას CNN სიახლეებზე და ნახევარს შემოსავლებისა, რომელიც შემოდის
„გასართობ, ინტერაქტიულ სიახლეებზე“. პრესაში ვარაუდობდნენ, რომ ტერნერს
შესაძლოა გამოეყენებინა ეს თანხა მისი ოცნებადქცეული ტელეკომპანია CBS-ის

7
8

შესაძენად, თუმცა მათი ეს პროგნოზები არ გამართლდა. რაღაც დროის შემდგომ


ტერნერმა მოულოდნელად გადაიფიქრა T. W. -თან გარიგება და გახდა ვიცე-
პრეზიდენტი ამ კომპანიისა. T. W. მიიღო ყველა მილოცვა შემდეგი კომპანიებისაგან:
TBS, CNN, CNN Headline News, Cartoon Networks, TBS supervision, Turner Classic Movies,
Turner Network Television, Home Box Office, Cinemax, Warner Bros., International
Network, New Line Cinema და სხვ.

2001 წლის ნოემბერში ტერნერმა აღიარა, რომ ნანობს TBS-ის შეერთებას


„ტაიმ უორნერზე“.

8
9

ინფორმაციული პოლიტიკა და მაუწყებლობის კონცეფციის გასაღები

სი-ენ-ენ-ის მაუწყებლობის პრინციპი გახდა მოდელი სხვა მისი


მიმდევრებისათვის: 24-საათიანი საერთაშორისო სიახლეები რეალური დროის
რეჟიმში, რომელშიც მაქსიმალურადაა ჩართული რეპორტაჟები მოვლენის
ადგილიდან.

საინფორმაციო ტელეარხის სამაუწყებლო პარადიგმა ასე გამოიყურება:

 24-საათიანი მაუწყებლობა
 სამუშაოს პრიორიტეტულობა რეალურ დროში ინფორმაციული სააგენტოს
პრინციპის მიხედვით: ინფორმაციულ სათაურებში აყალიბებს დღის განაწესს.
 მთავარი მოვლენების ექსკლუზიური გაშუქება, სადაც და როდესაც არ უნდა
ხდებოდეს ის
 მსოფლიოს საინფორმაციო ცენტრებს შორის ტელეხიდების დადგმა
 მოქნილი პროგრამირება მაუწყებლობის ხაზებისა: ნებისმიერი პროგრამა
წყდება, ადგილს უთმობს რა სიახლეთა ექსტერნულ გამოცემებს.
 მოვლენის ახსნა მიმდინარეობს გლობალურ ასპექტში

CNN-ის მაუწყებლობას საფუძვლად უდევს ინფორმაციის ამომწურაობის


კონცეფცია: ინფორმაცია, ესაა CNN-ის მთავარი პროდუქტი, სი-ენ-ენი - ესაა სიახლე.
მან დადო ფსონი ექსტერნული გამოცემების შექმნაზე, უმთავრესი მოვლენის
გაშუქებაზე, ცდილობდა, რომ ყოფილიყო პირველი და ყველაზე კომპეტენტური
მიმწოდებელი ინფორმაციისა, რომელსაც შესწევს ძალა მყისიერად მოახდინოს
რეაგირება მსოფლიოსათვის კრიზისულ პერიოდებში, მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში საერთაშორისო მდგომარეობის გართულების ჟამს. „იყავით პირველები, ვინ
იცის“- ეს სლოგანი მუდმივად თან სდევს CNN-ის ტრანსლიაციას, მას არცთუ
იშვიათად, უწოდებენ ინფორმაციის მანქანას, ლოკომოტივს, საზოგადოებრივ
მოღვაწეს იმ აუდიტორიისა, რომელიც თვალყურს ადევნებს მოვლენებს რეალურ
დროში. აქედან მომდინარეობს მოთხოვნილება ინფორმაციის გაშუქებისა:
რეპორტაჟები მოვლენის ადგილიდან უნდა იყონ შთამბეჭდავნი, რათა საშუალება არ
მისცეს მაყურებელს მოსწყდეს ტელეეკრანს.

9
10

ყველა გადაცემა სი-ენ-ენი-სა, იქნება ეს ფინანსური პროგრამები თუ თოქ-


შოუ, ორიენტირებულია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ანალიტიკური
პროგრამები ეძღვნება როგორც გლობალურ, ასევე რეგიონალურ პროგრამებს
მსოფლიოში, მათში წარმოდგენილია ფართო სპექტრი შეხედულებებისა ამა თუ იმ
აქტუალურ საკითხზე. ყურადღების ცენტრშია პოლიტიკა, ეკონომიკა და ეკოლოგია,
სოციალური საკითხები და კულტურა. ისეთი გადაცემები, როგორიცაა: „თქვენი
მსოფლიო დღეს“, „დიპლომატიური ლიცენზია“, „ჟურნალისტები-
ინტერნაციონალისტები“, „ინსაიტი“ და, რასაკვირველია, ცნობილი თოქ-შოუ ლარი
კინგისა „ლარი კინგი პირდაპირ ეთერში“ და „უიკენდი ლარი კინგთან ერთად“,
სარგებლობენ დიდი პოპულარობით მთელს მსოფლიოში.

CNN ერთ-ერთი პირველი ტელეკომპანიაა, რომელმაც პოპულარიზაცია გაუწია


ფინანსურ-ეკონომიკურ სიახლეებს. CNN-ზე გადის ბევრი პროგრამა, რომელიც ეძღვნება
ბიზნესის თემას („საერთაშორისო ბიზნესი“, „მოგზაური ბიზნესმენი“ და ა. შ. ), ასევე,
უახლეს ტექნოლოგიებსა და საინფორმაციო ტენდენციებს (Next & CNN),
„ინფორმაციული ინდუსტრია“, „ხალხი ნიუსებში“), გადაცემები სპორტსა, მუსიკასა და
მოდაზე.

გლობალური საინფორმაციო ტელეკომპანიის ორგანიზაცია მოითხოვს მოქნილ


და შეთანხმებულ მუშაობას ყველა დონეზე: რიგითი ტექნიკური თანამშრომლით
დაწყებული და მთავარი მენეჯერით დამთავრებული. მაუწყებლობის
დაწყებისთანავე კომპანიაში დაინერგა CNN სარედაქციო კოლექტივის მაღალი
სულისკვეთება, საპასუხისმგებლო საქმის კეთებისას სერიოზული მოტივაცია,
ტელეარხის მისიის შეგნება, რომლის ინფორმაციებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ
მსოფლიო ძალების განაწილებასა და უმთავრესი გადაწყვეტილებების მიღებაზე.
საინფორმაციო არენაზე ისეთი სერიოზული კონკურენტების გამოჩენამდე,
როგორებიც იყო BBC World და Euronews, CNN-ს მიაწერენ როლს ერთადერთი
საინფორმაციო საშუალებისა, რომელიც ნამდვილად აერთიანებდა ფრაგმენტირებულ
მსოფლიოს.
10
11

“თუკი პლანეტაზე ხდება რაღაც მნიშვნელოვანი, ეს უთუოდ გამოჩნდება CNN-


ის ეთერში. CNN-სეული განცდა ისტორიული მისიისა და მაღალი დანიშნულებისა
დიდი ხნის მანძილზე იკვებებოდა ტერნერის იდეებით. „მე რეალურად ვვარაუდობ,
რომ ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა,- აღნიშნა ტერნერმა 1989 წელს, - რადგანაც
სატელევიზიო ინფორმაციები ფლობენ დიდ ძალაუფლებას და იმის უნარს, რომ არ
აკეთონ ფული და მაინც გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე... უმრავლესობა ჩვენი
პრობლემებისა გლობალურია და მათი გადაწყვეტა ჩვენ მხოლოდ შეტყობინებით
შეგვიძლია“.

ტერნერი დარწმუნებული იყო, რომ CNN მაუწყებლობა ხელს შეუწყობდა


გლობალურ ურთიერთგაგებას მსოფლიოშიც. ასევე, ის თვლიდა, რომ მისმა
ტელესამსახურმა გავლენა იქონია თანამედროვე ისტორიის უმთავრეს ეტაპებზე: „ის,
რომ ჩვენ ვაჩვენებთ განურჩევლად და დამოუკიდებლად სხვადასხვა ქვეყნის
ეროვნული ინტერესებისაგან ომსა და გენოციდს, აღვიძებს ხალხში იმის გრძნობას,
რომ შეეწინააღმდეგონ საომარ მოქმედებებში საკუთარი ქვეყნის ჩარევის მცდელობას.
მე ვთვლი, რომ ჩვენ გავლენა ვიქონიეთ მსოფლიო პროცესებზე. მე მსურს მშვიდობა
მთელს მსოფლიოში. მე მსურს ბირთვული განიარაღება, მე მსურს დაესვას წერტილი
სიძულვილსა და ცრურწმენებს, გენოციდსა და დამცირებას, დაუნდობლობას. მე
მსურს ვიხილო ხალხი განათლებულები, ჭკვიანები, ცივილიზებული ადამიანური
არსებები“.

მაუწყებლობის პირველ ხანებში ტედ ტერნერმა აკრძალა სიტყვა „უცხოურის“


ხმარება ეთერში და ვინც კი ამ შეცდომას დაუშვებდა, ელოდა ჯარიმა 100 $-ის
ოდენობით, ერთხელ შეემთხვათ კურიოზული ისტორია: CNN-ის პირდაპირ ეთერში
გადაიცემოდა რუსეთის უცხოურ (საგარეო) საქმეთა მინისტრის ინტერვიუ. მან
უმალვე დაურეკა ისონ ჯორდანს და შეძრწუნებულმა უთხრა:“ისონ, მე ხომ
გაგაფრთხილე, რომ ეს სიტყვა არასოდეს განმეორებულიყო CNN-ის ეთერში!“
ჯორდანი ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა ტერნერი, რომე ეს იყო ასეთი წოდება-
უცხოურ საქმეთა მინისტრი, მაგრამ CNN-ის დამფუძნებელს უბრალოდ არ სურდა
ამასთან შეგუება: „უთხარი მას, რომ შეიცვალოს წოდება“, - რუსეთის მინისტრმა კი
უარი განაცხადა“- იხსენებს ჯორდანი.

11
12

CNN რეალურად გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტელეკომპანია


მსოფლიოში. სპარსეთის ყურეში ომის გაშუქების შემდგომ მედიაანალიტიკოსები
პირველად ალაპარაკდნენ “CNN-ის ეფექტურობაზე“, რომელიც შემდეგში
მდგომარეობდა: თითქოსდა, პირდაპირი ეთერის „აგრესული“ ზემოქმედებით, ისინი
ხელს უწყობდნენ ამ მოვლენის გარდაქმნას, შეცვლას. პოლიტიკოსებსა და
დიპლომატებს, რომლებიც კომენტარს აკეთებდნენ საბრძოლო მოქმედებებზე
პირდაპირ ეთერში, შეეძლოთ გაეანალიზებინათ მათთვის შეთავაზებული ზომების
ეფექტურობა და იმავდროულად თვალყური ედევნებინათ საზოგადოების
რეაქციებისათვის. ამან გავლენა მოახდინა პოლიტიკურ პროცესებსა და
ტრადიციული დიპლომატიის მსვლელობაზე. თუკი ამერიკული ტელეარხების
„დიდი სამეული“ შემოიფარგლებოდა სიახლეებით მხოლოდ განსაზღვრულ დროში,
CNN უჩვენებდა ომის განვითარებას შეუწყვეტლივ, ანუ „აწარმოებდა მას“ მისი
დასაწყისიდან ბოლომდე. CNN-ის რეიტინგი გაიზარდა ათჯერ „ომამდელ დონესთან“
შედარებით.

CNN ხედავს თავის თავს, როგორც საინფორმაციო მისიონერს, რომელიც


უზრუნველყოფს ხალხს ინფორმაციით ჩვენი მსოფლიოს ყველაზე მიუვალ
რეგიონებში. „CNN ინფორმაციები, ესაა გლობალური პროდუქტი მსოფლიო
ბაზრისათვის, ისინი იძლევიან იმის საშუალებას, რომ სხვა კუთხით შევხედოთ
მსოფლიოს, ემსახურებიან სიკეთეს, აერთიანებენ მსოფლიოს ქვეყნებს. სი-ენ-ენ-მა
ხელახლა გამოიგონა სიახლე.“ მილიონობით მაყურებელი გახდა „მოწმე“
მნიშვნელოვანი მოვლენებისა, რომელთა შორის ზოგიერთებმა მართლაც რომ
შესცვალეს მსოფლიო.

12
13

CNN-ის ზოგიერთი ექსკლუზივი

1986 წლის იანვარი- კოსმოსური ხომალდის „ჩელენჯერის“ კატასტროფა


პირდაპირ ეთერში.

1986 წლის აპრილი- ლიბიაში აშშ-ს საომარო მოქმედება- დაბომბვა.

1989 წელი - სტუდენტთა დემონსტრაცია პეკინში (ჩინეთის) ტიანიანმენის


მოედანზე, რომელიც სისხლისღვრაში გადაიზარდა. კომუნისტური
რეჟიმების კრახი აღოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ბერლინის კედლის
დაცემა.

1991 წლის იანვარი- „ქარიშხალი უდაბნოში“- პირდაპირი რეპორტაჟი


ბაღდადიდან სპარსეთის ყურის ომის დროს.

1991 წლის აგვისტო- მოსკოვის პუტჩი, CNN-ის ექსკლუზიური ინტერვიუ


მიხეილ გორბაჩოვთან და ბორის ელცინთან, კგბ-ს შეფთან იგორ
ბაკატინთან.

1993 წელი, სექტემბერი - სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულება


პალესტინასა და სირიას შორის.

1993 წლის ოქტომბერი- პოლიტიკური ძვრების გაშუქება მოსკოვში.

1994 წლის იანვარი- არჩევნების გაშუქება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში:


მათი გაშუქებისათვის ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ხსნის ახალ
ბიუროს იოჰანნესბურგში.

13
14

1994 წლის ივლისი- CNN ხდება ერთადერთი დასავლური ტელეკომპანია


ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯ. კარტერის ვიზიტის
დროს.

1994 წელი-სექტემბერი- აშშ-ს საომარი ოპერაცია ჰაიტში.

1994 წლის ოქტომბერი-ლარი კინგი აწყობს დებატებს ლიდერთან შინნ


ფეინ ჯერრი ადამსსა და გაერთიანებული პარტიის წევრთან- ოლსტერ კენნ
მაკგინნისთან.

1991-1994- მოვლენების გაშუქება ბოსნიაში.

1995 წლის იანვარი - მიწისძვრა კობაში (იაპონია). CNN ერთადერთი


არაიაპონური ტელეკომპანიაა, რომელმაც მიიღო უფლება გაეშუქებინა
მიწისძვრა, რომელიც იყო ამ ქვეყანაში ერთ-ერთი უძლიერესი ბოლო 72
წლის განმავლობაში.

1984 წლის აპრილი, 1995- რეპორტაჟები რუანდადან პოლიტიკურ


გადატრიალებასა და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.

1996 წელი - რუსეთის არჩევნების გაშუქება, ერაყის დაბომბვა


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ.

1998წელი- საომარი ოპერაცია ერაყში - „მელა უდაბნოში“;

2000- აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების არჩევნები.

2001- ტერაქტები აშშ-ში.

14
15

1990 წლებიდან CNN კარგავს მონოპოლიას გლობალური ტელეგადაცემების


ტრანსლირებისას, რადგან ხვდება კონკურენციას BBC-ის მხრიდან, Euronews-თან, Sky
News-თან, ალ ჯაზირასთან, თუმცა მისი რეიტინგი დღემდე ყველაზე მაღალია
საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მოვლენების აღწერისას, ხოლო ტელეარხის
ბრენდი კვლავინდებურად პოპულარულია საინფორმაციო ტელეარხების მარკებს
შორის.

სი-ენ-ენ-ის მიღწევებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციების


ინტერნაციონალიზაცია. ტელეკომპანიამ გაუხსნა მსოფლიოს მსოფლიო, მისცა რა
შესაძლებლობა ხალხს სხვადასხვა ქვეყანაში, გაეგო იმის შესახებ, თუ რა ხდება
მსოფლიოს სხვა მხარეს. CNN გახდა ინიციატორი უნიკალური პროექტისა - ესაა
პროგრამა „საერთაშორისო რეპორტაჟი“ CNN ინტერნაციონალზე, რომელიც პირველად
გამოვიდა 1987 წელს. მას შემდგომ, ნებისმიერ სამაუწყებლო ორგანიზაციას,
დამოუკიდებლად პოლიტიკური მოსაზრებებისა (მხოლოდ თუკი ის არ
პროპაგანდირებს ექსტრემისტულ ან რასისტულ შეხედულებებს), შეუძლია წარსდგეს
ამ გლობალური საინფორმაციო არხის ეთერში და გამოხატოს თავისი შეხედულებები
თავისი ქვეყნის მიმდინარე მოვლენებზე. არსებობიდან 10 წლისთავზე, 1997 წელს
პროგრამაში - „საერთაშორისო რეპორტაჟი“, მონაწილეობა მიიღო 160 ქვეყანაზე მეტმა
200 ტელეარხიდან- „ინფორმაცია ცენზურის გარეშე, ინფორმაცია- დამოუკიდებელი
სარედაქციო პოლიტიკისაგან„- ეს კონცეფცია იზიდავს მსოფლიოს მაუწყებლებს,
რომლებიც დგამენ სიუჟეტებს „საერთაშორისო რეპორტაჟში“ CNN-სათვის.
მკვლევარებმა დათვალეს, რომ 10 წლის მანძილზე გაშუქებული იყო (1987-1997) 20 000
მოვლენა. „საერთაშორისო რეპორტაჟის“ მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთი
ტელეკომპანიები, როგორებიც არიან: CCTV (ჩინეთი), Cubavision(კუბა) CyBC
TV(კვიპროსი), MTV- Muttivision Mexico (მექსიკა), TV Asahi(იაპონია), Doordarshan
(ინდოეთი), CMT (ვენესუელა), SABC (სამხრეთ აფრიკა), ZBC (ზიმბაბვე) და ა. შ..
ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორმა დ. ფლორნიმ აღიარა, რომ მართალია,
„საერთაშორისო რეპორტაჟებმა“ ვერ წარმოადგინა ეთერში „მსოფლიოს ყველა

15
16

რეგიონი“, თუმცა ქვეყნებს შორის ინფორმაციების გაცვლა უფრო „სამართლიანი“


გახდა.

CNN მიისწრაფვის იმისკენ, რომ თავი დააღწიოს ეგოცენტრიზმს, რომელზედაც


ასე ხშირად ლაპარაკობენ მისი კონკურენტები და მასობრივი საინფორმაციო
საშუალებების მკვლევარები („პროამერიკული არხი“) ცდილობენ მინიმუმამდე
დაიყვანონ „შეხედულება ატლანტიდან“. თავისი სტრუქტურით CNN ერთროულად
ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული არხია, მისი შტაბ-ბინა მდებარეობს
ატლანტაში, აქვე ღებულობენ ძირითად გადაწყვეტილებებს ტელეკომპანიის
ხელმძღვანელები, მაგრამ ტელეკომპანიის მმართველობა იმდენად მოქნილია და
სწრაფი, რომ ბიუროს შეფებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეუძლიათ აქტიურად
ჩერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. СNN-ის შტატში მუშაობს
სხვადასხვა ეროვნების ხალხი, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან განსაზღვრული
რეგონების გაშუქებაზე, მაგალითaდ, მოვლენები ჩინეთში შეიძლება გააშუქოს და
კომენტირება გაუკეთოს ჩინელი წარმოშობის რეპორტიორმა.

CNN ინტერნაციონალის პროგრამის წამყვანებს შორის 20 ადამიანი სხვადასხვა


ეროვნული კუთვნილებისაა. და მაინც, უმრავლესობა მასმედიის ანალიტიკოსებისა
თვლის, რომ CNN ესაა „ტელეხმა“ ამერიკისა, ხოლო პოპულარობას აქვს პირდაპირი
კავშირი ამერიკანიზაციასთან, ამერიკული ცხოვრების სტილის, ამერიკული
პოლიტიკისა და ეკონომიკის კულტივიზაციასთან. ზოგიერთი კრიტიკოსი ასევე
მიიჩნევს, რომ CNN უცილობლად ახდენს გავლენას სხვა ქვეყნის შიდა პრობლემების
მოგვარებისას ამერიკული მიდგომის ჩამოყალიბებაში.

16
17

პარადიგმების ცვლა: ალტრუიზმიდან პრაგმატიზმამდე

CNN ყოველთვის გამოდიოდა სამუშაოსადმი პრაგმატიკული მიდგომით,


ცდილობდა ერთმანეთისათვის შეეთავსებინა ორი რამ: მკითხველისა და რეკლამის
დამკვეთის ბრძოლა და მკაცრი მეთვალყურეობა თავისი საინფორმაციო პოლიტიკისა.
იმ დროს, როცა ინფორმაციის მოპოვება ითვლებოდა გამანადგურებელ სამუშაოდ,
ხოლო რეკლამის დამკვეთნი ამჯობინებდნენ ანალიტიკურ და გასართობ პროგრამებს
(რასაც მოჰყვა შემდგომ დილისა და საღამოს გასართობი გამოშვებები), CNN 24 საათის
განმავლობაში იტყობინებოდა იმ მოვლენებზე, რომლებიც განვითარდა
საინფორმაციო მაუწყებლობის, როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ პირობებში.
ამით ტელეარხმა შესძლო შეემუშავებინა კომერციული სტრატეგია. კომერციალიზმი
გასაოცარი სახით შეესისხლხორცა ალტრუიზმს და როგორც არასდროს, ისე
განსაზღვრა ეს ტედ ტერნერმა: „ჩვენი კომპანია დაკავებულია ბიზნესით, მაგრამ ჩვენ
იმავდროულად, როგორც პიონერები, ვაკეთებთ რაღაც

სასარგებლოს, იმას, რაც საჭიროა სხვისთვის“.

CNN-ის თანამშრომელთა წარმოდგენით, პრაგმატიკული მიდგომა იმაში


გამოიხატება, თუ როგორ შეიმეცნებს CNN-ის კოლექტივი თავისი მრავალმინიონიანი
აუდიტორიის ხასიათსა და ცხოვრებისეულ რეალიებს. აუდიტორიისა და რეკლამის
დამკვეთთა მიზიდვა - ეს არის ტელეარხის ამოცანა. „მაყურებელი იხდის ანგარიშის
მიხედვით, თუკი ისინი არ გვიყურებენ, ე. ი. ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ“.

„ჩვენ, რასაკვირველია, ვსურს ვიყოთ კარგი ჟურნალისტები, მაგრამ


რეკლამის დამკვეთთა და მაყურებელთა მოზიდვა- ასევე ნაწილია ჩვენი სამუშაოსი.

17
18

ერთი მეორეს მოსდევს: რაც უფრო მეტია აუდიტორია, მით უფრო მეტია რეკლამის
დამკვეთი. როცა ჩვენ ვართ დაკავებულნი პროგრამირებით და ვადგენთ ქსელებს
მაუწყებლობისა, სი-ენ-ენ-ის რედაქტორები ითვალისწინებენ აუდიტორიის ხასიათს,
ეძებენ რეკლამისათვის ამა თუ იმ სახის მიზნობრივ აუდიტორიას.

„კონკურენტულ გარემოში თვითშენარჩუნებისათვის მთავარია არამარტო


მაყურებლის ინფორმაციით უზრუნველყოფა, არამედ იმის გაკეთება, როგორც მათ ეს
სჭირდებათ“. იმისათვის, რომ ემსახურო საზოგადოებას, CNN-ის აზრით, სრულებით
არაა აუცილებელი, რომ იარო მაღალი თანამდებობის პირების სურვილით: CNN-ს
კარნახობენ მაყურებლები და არა პროდიუსერები, ესაა ამ ტელეარხის ერთ-ერთი
უმთავრესი ოქროს წესი. იგი ხაზს უსვამს პატივისცემას აუდიტორიისადმი, რომელიც
ძალიან ჭკვიანია, რომელსაც შესწევს უნარი თავად გააკეთოს დასკვნები და
გააანალიზოს მიღებული ინფორმაცია. მრავალი წლის მანძილზე, მაყურებლებს
თავად შეუძლიათ გაუკეთონ კომენტარი მოვლენას CNN-ის ეთერში, საამისოდ,
სრულიად საკმარისია დარეკო სტუდიაში, გადასცე შენი აზრი და ტელეკომპანია
აუდიოჩანაწერს ეთერში გაუშვებს,

CNN არ ისახავს მიზნად მაყურებლის სრულყოფას, მათ სწავლებას: „ჩვენ


ვაწვდით მათ ინფორმაციას, ჩვენ არ ვიძლევით აუცილებლად ბრძნულ რჩევებს, ის,
რასაც ხალხი ამ ინფორმაციას უზამს, ეს ჩვენი კომპეტენციის მიღმაა“.

ერთ-ერთი მაგალითი მაყურებლისა და რეკლამის დამკვეთთა


სტრატეგიული მოპოვებისა- ესაა შეთანხმებების გაფორმება „ლუქსის“ კლასის
სასტუმროებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათი რეკლამა არხის ეთერში.
ტელეკომპანია ამ სახით აღწევს რამდენიმე მიზანს: ღებულობს წვდომას რეკლამის
დამკვეთებზე და მიზნობრივ აუდიტორიაზე - გავლენიან ბიზნესმენებსა,
პოლიტიკოსებსა და საზოგადოებრივ მოღვაწეებზე.

პრაგმატიკული დამოკიდებულება საინფორმაციო მაუწყებლობისადმი


გახდა შეუქცევადი გაზრდილი კონკურენციის პირობებში. „ჩვენთან ვარსკვლავები-
თავად ინფორმაციაა“-როდესღაც თქვა ტერნერმა, რითაც წინა პლანზე დააყენა
მოვლენის მნიშვნელობა და არა_ ცნობილი წამყვანების მომხიბლველობა. პოზიცია
ახალი ხელმძღვანელობისა კი აღმოჩნდა სრულიად განსხვავებული. 2001-2002 წელში
CNN-ში მოვიდნენ ამერიკული ტელევიზიის ვარსკვლავები: კონნი ჩანგი, პოლა ზანნი,
აარონ ბრაუნი, ხოლო ლარი კინგთან ტელეკომპანიამ დადო ახალი კონტრაქტი 30
მილიონი დოლარის ოდენობით. იმისათვის, რომ „განაზავონ“ CNN-ის ლიბერალური
პოზიცია USA Fox News-თან, რომელმაც რეიტინგით გადაუსწრო CNN-ს,
საინფორმაციო პროგრამების წამყვანის ხარისხში მოიწვიეს რეიგანის კაბინეტის
ყოფილი წევრი - უ. ბენნეტი.

18
19

კრიტიკული ხედვა CNN-ზე

CNN-ის ზეპოპულარობა აიძულებდა მასმედიის მკვლევარებს, მუდმივად


ჰყოლოდათ ტელეარხი კრიტიკის „სამიზნეში“. კრიტიკული შეფასებები
მომდინარეობდა იმ შეხედულებებიდან, რომ СNN-ის ინფორმაციები ჰგავდნენ „საღეჭ
რეზინას“ იმ მოტივით, რომ მათ არასანდო ანალიზი ჰქონდათ, ისინი იყვნენ
გადმოცემულნი „ამერიკულ სტილში“- „ფასთ-ფუდით“. „სწრაფი ხელით“
მომზადებული სიუჟეტები გადმოიცემა სწრაფად და მარტივად: „მთელი დღის
მანძილზე - მუსიკალური გადაცემები, სენსაცია, სიახლეები, რეკლამა, ინფორმაცია,
რეკლამა... მაგრამ ფილტრაციაც ხომ აუცილებელია“- ამტკიცებდა Daily Telegraph-ის
ბრიტანელი ჟურნალისტი ამანდა მიტჩისონი.

CNN-ის ინფორმაციები - ესაა რეპორტაჟები მოვლენაზე მეყსეული


რეაგირებისა, აქცენტირება მომხდარზე, ქმედებაზე და არა სიტუაციის ანალიზზე.
როგორც მკვლევარები ამბობდნენ, CNN გვიამბობს არა იმაზე, რაც მოხდა, არამედ რაც
ხდება, „არარედაქტირებული“, „გაუფილტრავი“, ინფორმაცია- ასე ახასიათებდა
ტელეარხის პროდუქტს ამავე ტელეარხის პრეზიდენტი ტომ ჯონსონი. სწორედ
ამიტომ აღმოჩნდებოდა იგი კრიტიკოსების მთავარ სამიზნეში, რომლებიც CNN -ის
მიერ მოვლენის გაშუქების მანერას ადარებდნენ შემეცნების ნიაღვარს.

„სწრაფი ინფორმაციების“ სტილი აიხსნება პირდაპირი მაუწყებლობის


მკაცრი პირობებით. „ნუ დაგავიწყდებათ, რომ NBC-ის აქვს მთელი დღე, რათა
მოამზადოს „22 წუთი ბროკაუსთან“ და მთელი ღამე, რომ დადგას შოუ „დღეს“-
აღნიშნავდა ტომ ჯონსონი. CNN-ს ხშირად არა აქვს დრო მასალის მოსამზადებლად:
24-საათიანი მაუწყებლობა, მასალის მუდმივად განახლების გათვალისწინებით,
გულისხმობს დაძაბულ მუშაობას და პასუხისმგებლობას ზუსტი ინფორმაციისათვის.
ასევე „პოლიტიკური ხაზითაც“ მუშაობს: ბილ კლინთონის პრეზიდენტობისას CNN-
ის აბრევიატურა ასე იშიფრებოდა: მას ეძახდნენ „Clinton News Network“ (“კლინტონის
ინფორმაციული არხი“), რითაც მიუთითებდნენ დემოკრატებისადმი ტელეარხის
19
20

სიმპათიაზე. ძირითადი საბაბი კი საამისოდ არ არსებობს, განა რესპუბლიკელებს CNN


არასოდეს არ „უწევდა რეკლამას“, Fox News-საგან განსხვავებით.

CNN-ის წინააღდეგ არაერთგზის გაულაშქრავთ პოლიტიკური


მექრთამეობის ბრალდებით. მაგალითად, CNN აღმოჩნდა ორმხრივი კრიტიკის
ქარცეცხლში, როდესაც აპირებდა 1996 წელს ბიუროს გახსნას კუბაში. მსოფლიოში
შერცხვენილი კუბელი ლიდერი ფიდელ კასტრო, მიუხედავად ტედ ტერნერთან
მეგობრული კავშირებისა, 2 წლის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, ვიდრე,
საბოლოოდ, არ დათანხმდა. ეს უნდა შესულიყო ისტორიაში: 27 წლის მანძილზე
კასტრო დათანხმდა, რომ გაეხსნათ ამერიკული კორესპონდენტული ბიურო. მას
შემდეგ, რაც 1964 წელს “Associated Press” გამოაგდეს კუბიდან, ნიქსონის
ადმინისტრაციამ დაკეტა ყველა კუბური კორპუნქტი აშშ-ში. კუბა კი ამის პასუხად, არ
რთავდა ნებას ამერიკელ კორესპონდენტებს, რომ დარჩენილიყვნენ ჰავანაში (გარდა
ხანმოკლე ვიზიტებისა) კასტროს შეთანხმების მიღწევის შემდგომ, CNN შეეჯახა აშშ-ს
ხელისუფლების წინააღმდეგობას. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ კუბის
წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ იძლეოდნენ ამ ნაბიჯის გადადგმის
საშუალებას, მაგრამ CNN-ის თხოვნა გადაიხედებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მას
შესწევდა ძალა, რომ დაეყოლიებინა კუბელი საზოგადოება მაიამიში („პატარა
ჰავანაში“) და ფიდელ კასტროს ყველა მტერი კაპიტოლიუმში. CNN-ის
ხელმძღვანელები ტომ ჯონსონი და ისონ ჯორდანი გაეშურნენ მაიამიში, სადაც მათ
შეხვდათ ქედმაღალი კუბელები, რომლებიც სი-ენ-ენ-ს „კასტროს საინფორმაციო
არხს“ ეძახდნენ. და მაინც, CNN-ის ძალისხმევას ამაოდ მაინც არ ჩაუვლია. ყველასაგან
გასაოცრად, სენატორმა ჯესსი ჰელმსმა მხარი დაუჭირა CNN-ს და განაცხადა, რომ
კუბაში ბიუროს გახსნა ხელს შეუწყობდა კასტროს რეჟიმის ჩამოგდებას. მისი
განცხადებიდან 15 წუთში თეთრმა სახლმა თანხმობა განაცხადა.

მასმედიის მკვლევარების კრიტიკა ეხება ტელეჟურნალისტიკაში


„დამღუპველ გავლენას“: ისინი თვლიან, რომ ინფორმაციების შინაარსები გამოვიდა
სარედაქციო კონტროლისაგან, რამაც შვა სენსაციისადმი სწრაფვა. ძნელია ამას
დაეთანხმო, რადგან სწორედ CNN-მა შვა მისწრაფება ინფორმაციისაკენ,
„ინფოტეიტმენტ“- ესაა საერთო მახასიათებელი მასობრივი ინფორმაციების
საშუალებებისა, რაც გახლავთ შედეგი მის-ის ეკონომიკური თავისებურებებისა-
ინფორმაცია უნდა იყოს მომხიბლველი და იპოვოს მრავალრიცხოვანი „მყიდველი“.
მისწრაფება იმისაკენ, რომ იყო პირველი მოვლენის გაშუქებისას, პრიორიტეტული
ამოცანაა CNN-სთვის და ხშირად სწორედ ამას მივყავართ კურიოზებამდე.
მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს 2000 წელს აშშ-ში CNN არ დაელოდა
ხმების დათვლის საბოლოო შედეგს, გამოაცხადა პრეზიდენტად ჯერ ა. გორი, ხოლო
შემდეგ ჯ. ბუში, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ ის იტყობინებოდა, რომ საჭიროა

20
21

ხმების დათვლა, და რომ გამარჯვებული საპრეზიდენტო არჩევნებში ჯერ კიდევ


უცნობი იყო.

სუსტმა სარედაქციო კონტროლმა შეიძლება მიგვიყვანოს უკიდურესად


არასასურველ შედეგებამდე. რეპორტაჟი „სიკვდილის ველი“ იყო ამერიკული რაზმის
„ტეილუინდის“ (Tailwind- თანამგზავრი ქარი) შესახებ დაოსში, რომელიც იქცა
რვათვიანი ჟურნალისტური გამოძიების საგნად და გამოვიდა ახალი გადაცემის
პირველ გამოცემაში ჟურნალ „ტაიმთან“ ერთად- Newsstand 1998 წლის 7 ივნისს. მასში
გაცხადებული იყო, რომ 1970 წელს დაოსში ამერიკულმა სამხეროებმა საიდუმლო
მისიის „ტეილუინდის“ შესრულების დროს გამოიყენეს ნერვულ-პარალიტიკური
აირი ზარინი მოქალაქეთა და ამერიკელ დეზერტირთა გასანადგურებლად.

ამ პროგრამის გამოსვლის შემდგომ CNN-სა და Time-ს თავს დაესხა


კრიტიკის ქარცეცხლი. გავლენიანი პოლიტიკოსები, სამხედროები, მაყურებლები არ
იჯერებდნენ ამ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს. CNN-ის თანამშრომლები
იყვნენ შეძრწუნებულნი მოვლენის ასეთი შემობრუნებით, რითაც მათ ტელეკომპანიის
რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. CNN-მა დაიქირავა დამოუკიდებელი
იურისტი ფ. აბრამსი, რომელმაც აწარმოა დაწვრილებითი გამოკვლევა ვერსიებისა და
გამოიტანა ვერდიქტი, დაადანაშაულა CNN-ის პროდიუსერები „წინასწარგანზრახულ
ფალსიფიკაციაში“.

„ტეილუინდი“ იქცა სი-ენ-ენ-ისათვის სერიოზულ გაკვეთილად. მსგავსი


პროგრამები საჭიროებდნენ სარედაქციო კონტროლს, კონსულტანტების მიზიდვას,
ფაქტობრივი ინფორმაციის შემოწმებას. ბოლო წლებში CNN-ის პოლიტიკაში
კორექტივები შეიტანეს. ხელმძღვანელობას, რომელიც დაინიშნა კომპანიის America
Online Time Warner-ის მიერ, თავის კონტროლქვეშ ჰყავდა აყვანილი ზოგიერთი
მოვლენის გაშუქება. მაგალითდ, აშშ-ში ტერაქტების შემდგომ, ანტიტერორისტული
კამპანიის გაშუქებისას ავღანეთში, CNN-მა მიიღო მკაცრი მითითება: არ მოახდინოს

21
22

მაყურებლის დეზინფორმაცია, არ გახდეს იძულებითი ტრიბუნა „თალიბანის“


მოძრაობის ლიდერებისა და მომხრეებისათვის. ამგვარად, CNN-ის მისია არამარტო
ინფორმაციაა, არამედ აქცენტების განხილვა. მემორანდუმი გამოუშვეს
უკეთესობისთვის, მაგრამ თავად ეს პრეცენდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს CNN-
ის დამოუკიდებლობას. მსოფლიო გლობალური ტელეარხების სამყარო ახალ ეპოქაში
შედის: სახელმწიფოები მიისწრაფვიან დაამყარონ მკაცრი კონტროლი ინფორმაციაზე
საერთაშორისო ტერორიზმის გამოწვევის პირობებში.

22
23

BBC-World

ბი-ბი-სი- მსოფლიოს დაწინაურება მსოფლიო ბაზარზე:


არცთუ ისე მარტივი გზა

თუკი CNN-ის ქსელი „აღმოცენდა“ ყველასთვის უცნობი


ტელეკომპანიისაგან და თავად შეიქმნა, როგორც სახელგანთქმული, BBC World ატარებს
მარკას მსოფლიოში მიღებული და აღიარებული ტელე და რადიოსამსახურისას. BBC
ეროვნული სიამაყეა დიდი ბრიტანეთისა 1927 წლიდან, -მას შემდეგ, რაც ჯონ რეიტმა
დააფუძნა ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია, BBC დომინირებს დიდი
ბრიტანეთის ეროვნულ მედიაბაზარზე.BBC World-ის ცენტრალური სტუდია
განლაგებულია ლონდონში და აღჭურვილია უკანასკნელი ტექნიკით- ბრიტანული
სამაუწყებლო კორპორაცია გახდა პირველი ტელეკომპანია, რომლის „საინფორმაციო
რედაქცია“ სრულადაა აღჭურვილი ციფრული ტექნიკით.

BBC World იყენებს ბი-ბი-სი-ნიუსის რესურსებს, რომელიც არის BBC-ს


ქვეგანყოფილება და რომლის შტატში მუშაობს დაახლოებით 250 საკუთარი
კორესპონდენტი და 2000 ჟურნალისტი საზღვრებს გარეთ. 2/3 მთელი რადიო და
სატელევიზიო ინფორმაციებისა იწარმოება ბი-ბი-სი-ნიუსში, რომელიც
პასუხისმგებელია ინფორმაციული „პაკეტების„ გავრცელებისათვის BBC ყველა რადიო
და ტელესამსახურში, მათ შორის, რადიომაუწყებლობის მსოფლიო სამსახურისა და
BBC World -თვის.

საერთაშორისო ინფორმაციულ ბაზარზე BBC World-ის მაუწყებლობის


დასაწყისად მიიჩნევენ 1991 წლის ოქტომბერს. მაშინ არხი იწოდებოდა ასე: BBC World
სატელევიზიო სამსახური და ვრცელდებოდა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. CNN
ტრიუმფმა და მაღალმა რეიტინგმა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის გაშუქებისას,

23
24

ხელი შეუწყო გლობალური მოცულობის კონკურენტული ტელეარხების გამოჩენას. ეს


გახდა სტიმული იმისა, რომ აემოქმედებინათ BBC-ის საერთაშორისო სამსახური.

ბრიტანულ კორპორაციას უთუოდ უნდა დაეკავებინა წამყვანი პოზიციები


მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ახალ ბაზარზე, მითუმეტეს, რომ
რადიოტალღებზე მსოფლიო პოპულარობა მას უკვე დიდი ხნის მოპოვებული ჰქ
ონდა- საყოველთაო მსოფლიო რადიომაუწყებლობის სამსახური BBC მუშაობს 1930-
იანი წლებიდან და სუბსიდირებულია სამინისტროსაგან (საგარეო საქმეთა
სამინისტრო). აქ კი ისმის კითხვა: მაშ, რატომ დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა ასე გვიან
გლობალური მაუწყებლობა?

ბრიტანული მაუწყებლობა საერთაშორისო აუდიტორიაზე გასვლის იდეას


ჯერ კიდევ 1968 წლიდან ინახავდა, მაგრამ არ შეეძლო მისი რეალიზაცია. რადგან
თანამგზავრულ არხებზე დაწესებული იყო მაღალი გადასახადი. 1986 წელს BBC-მ
გააკეთა განაცხადი უცხოურ საქმეთა სამინისტროში თხოვნით, რომ გამოეყოთ
მისთვის, როგორც საერთაშორისო მაუწყებლისათვის, წელიწადში, დაახლოებით, 8
მილიონი ფუნტი სტერლინგი, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. ერთი წლის შემდეგ ბი-ბი-
სი-მ თხოვნა გაიმეორა, მაგრამ გაანახევრა წინათ გამოთხოვილი თანხის რაოდენობა,
თუმცა პასუხი უცხოურ საქმეთა სამინისტროდან კვლავ უარყოფითი აღმოჩნდა.
ცხადია, არავითარი იდეური წინააღდეგობა ტელეარხისადმი არ არსებობდა:
კორპორაციას შეეძლო ესარგებლა შიდა რესურსებით თავისი იდეის
ხორცშესასხმელად. მაშინ კორპორაციამ ერთ-ერთ ბანკთან შეთანხმების საფუძველზე
დაწერა მოღვაწეობის ბიზნეს-გეგმა ნახევრადსაკაბელო კორპორაციისათვის. ამ
ძალისხმევის შედეგად, 1987 წელს გამოვიდა BBC TV Europe-სთვის გადაცემათა
ნაზავი, რომელიც ვრცელდებოდა თანამგზავრის საშუალებით ევროპის საკაბელო
სისტემებზე.

BBC -ს ხანგრძლივი წინაღობა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის ყოფილი


პრემიერ-მინისტრის_ მარგარეტ ტეტჩერის სახელს. ტეტჩერი ხშირად უკმაყოფილო
იყო ამ ტელეარხისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაცემებში მოვლენები ისე არ
გადაიცემოდა, როგორც მას ეს სურდა. მაგალითად, ფოლკლენდის კუნძულებისათვის
არგენტინასთან ომის დროს, ტეტჩერი, უბრალოდ, შეძრწუნებული იყო BBC-ის

24
25

რეპორტაჟით და ადანაშაულებდა ბრიტანულ კორპორაციას მემარცხენეობაში. მისი


აღშფოთება გამოიწვია, ასევე, ჩრდილოეთ ირლანდიაში მოვლენების გაშუქებამ. „დიდ
ბრიტანეთში ხელისუფლების აზრს BBC-ზე აქვს ისეთი მნიშვნელობა, რომელსაც ვერც
გაიაზრებენ აშშ-ში, სადაც მაუწყებლები დაცულნი არიან პოლიტიკური
ზეგავლენისაგან კონსტიტუციით“- აღნიშნავს ჟურნალ Economist-ის მიმომხილველი
ჯონ ჰაილიმანი, - BBC-ს პოლიტიკური იმუნიტეტი არსებობს მხოლოდ თეორიაში,
თუმცა ხელისუფლების მცდელობა იმისაკენ, რომ პირდაპირ მოახდინოს გავლენა
ცალკეულ პროგრამებზე, ძალიან იშვიათია. თუმცა, ამასთან BBC უნდა უძლებდეს
მუდმივად არსებულ პოლიტიკურ წნეხს, რაც მოქმედებს კორპორაციის მართვის
სისტემაზე. (2003 წლის ივლისში სკანდალი ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის
ირგვლივ, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ პირველ თავში, მცდელობა ხელისუფლებისა
იმისაკენ, რომ დაესვა BBC თავის ადგილზე, პოლიტიკური დაშინება და მუქარები,
რომ გადაეხედათ BBC-ის ქარტია- ნათელი დადასტურებაა ჰაილიმანის სიტყვებისა).

ტეტჩერი საკმაოდ გულგრილად ეკიდებოდა BBC WOrld Service-ის


საინფორმაციო რადიოსამსახურს და არ მიისწრაფვოდა იმისაკენ, რომ დაეჭირა მხარი
BBC გლობალური მაუწყებლობის იდეისათვის. მარგარეტ ტეტჩერის ყოფილი პირადი
მდივანი სართაშორისო საქმეებში მაიკლ ალექსანდრე ჯერ კიდევ 1981 წელში
ცდილობდა დაერწმუნებინა ის, რომ საჭირო იყო სატელევიზიო მაუწყებლობის
საერთაშორისო სამსახურის დაარსება, რომელსაც სუბსიდირებას გაუწევდნენ
საზოგადოებრივი ფონდები. ტეტჩერი, ერთის მხრივ, თვლიდა, რომ არხი უნდა
ყოფილიყო კომერციული ან საერთოდ არ უნდა ეარსება.

იმ მიზეზთა შრის, რომელიც ხელს უშიდა BBC-ს საერთაშორისო ბაზარზე


გასვლას, მკვლევარები აღნიშნავენ აგრეთვე ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის
პრობლემებს, რომლებიც წარმოშობილი იყო კომერციულ ტელევიზიასთან
კონკურენციით. შედეგად, BBC-მ არამარტო დაკარგა დრო, არამედ ასევე დაუთმო

25
26

„მოღვაწეობის ველი“ CNN-ს, BBC World-ის მთავარ კონკურენტს გლობალურ


საინფორმაციო ტელებაზარზე.

1990 წელს დაწყებულმა ბრიტანულმა ტელე და რადიომაუწყებლობის


კომერციალიზაციამ განაპირობა ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის
კომერციული მოღვაწეობის გაფართოება. ასე რომ, კომერციულ საწყისებზე, 1991
წლიდან BBC World Service Television-მა თანდათან დაიწყო მსოფლიოს დაპყრობა.

ტელეარხი გამოუშვეს პირველად აზიურ ბაზარზე რიჩარდ ლის


დახმარებით, რომელიც იყო STAR TV-ის ხელმძღვანელი ჰონკონგში. (ლი ასევე
ცდილობდა გასულიყო CNN-ზეც, მაგრამ მისი წინადადება არ მიიღეს. STAR_ს სურდა
მკაცრად გაეკონტროლებინა რეკლამა და მიეღო ძალიან დიდი წილი
შემოსვალებისგან). მაუწყებლობის პირველი წელი აღმოჩნდა ტელევიზიისათვის
ძალიან წარმატებული.

BBC World Service-მა მიიღო 7,5 მილიონი აბონენტი. 1992 წელს დაიწყო
მაუწყებლობა აფრიკაში: მარტო ჰანაში პირველი ნახევარწლიანი ტრანსლაციის დროს
BBC World Service TELEVIsion-ის ხელისმომწერი იყო ქვეყნის ოჯახთა 20%.

1995 წლის იანვარში BBC World-მა დაიწო მაუწყებლობა ევროპასა,


ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთში. ამ გზით შეიცვალა BBC World Service
Television.(BBC TV Europe-ს არხი, რომელიც ტრანსლირებდა ევროპაში გასართბ
პროგრამებსაც 1987 წლიდან, გადაიქცა 24-საათიან ევროპულ BBC Prime-ად. 1995-1999
წლებში მოხდა მიზანმიმართული წინსვლა კომპანიისა მსოფლიოს ბაზარზე: 2000
წლისათვის ტელეარხი გადაიცემოდა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე,
მოიცავდა თავის მაუწყებლობით 167 მილიონ სახლის მესაკუთრეს, რომელთაგან 71
მილიონი ხელისმომწერი ღებულობდა პროგრამებს 24 საათის განმავლობაში, ხოლო
96 მილიონი- არასრული 24 საათის მანძილზე.

არხის თანამგზავრული გადაცემისას ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად,


ტაივანსა, კანადასა, აშშ-ში BBC World-მა დადო შეთანხმება კომპანიებთან საკაბელო
არხით ტრანსლიაციისა. 1998-1999 წლებში აღინიშნება ტელეარხის არსებითი
26
27

მიღწევებით. შეთანხმებამ ნიუ-იორკის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან- WLIW-21


ნება დართო, რომ არხის ინფორმაციის ტრანსლირება მომხდარიყო აშშ-ს 72
სადგურთან, რითაც მოაუწყებლობამ ოჯახთა 50% მოიცვა. 1999 წელს ჩრდ. ამერიკამ
მიიღო BBC America-ინფორმაციულ-გასართობი არხი, BBC World-ის სიახლეების
დაიჯესტი და BBC-ის საზოგადოებრივი არხების გადაცემები და ფილმები. კანადაში
BBC World-ის გადაცემები ვრცელდება იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც
დაიდო თანამგზავრული ტელევიზიის სამსახურის Bell Express Vu-სა და 24-საათიანი
მაუწყებლობის LOO TV და Show Cable-თან. BBC World-ის ინფორმაციებს უჩვენებს
აგრეთვე კანადის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კორპორაცია საკაბელო არხზე -
News World.

„ევროპის მასმედია და მარკეტინგის მიმოხილვამ 1999 წელს უჩვენა, რომ


BBC World-ის მაყურებელთა რიცხვი ევროპაში გაიზარდა 3-ჯერ ერთი წლის
მანძილზე- (1997-1998 ), რის შედეგადაც აუდიტორია მთავარი მენეჯერებისა და
ბიზნესმენებისა გაიზარდა ორჯერ, გაიხსნა ახალი წარმომადგენლობები ნიუ-იორკსა,
სინგაპურსა და ჰონ-კონგში. ლათინურ ამერიკაში, სადაც ტელესამსახური 1996
წლიდან მაუწყებლობს, BBC World-ის აუდიტორიამ შეადგინა 3,2 მილიონი
მაყურებელი 1999 წლისათვის.

27
28

BBC World-ის განვითარების არსებითი თარიღები

1991 წლის ოქტომბერი- BBC World Service Television იწყებს მაუწყებლობას აზიასა და
ახლო აღმოსავლეთში.

დეკემბერი, 1992 წ. - კომპანია MUltichoice-ს კომპანიის თანაშემწეობით ტელეარხს


უშვებენ აფრიკაში.

იანვარი, 1995 წელი- სახელწოდებით BBC World ტელეარხი მაუწყებლობს ევროპისა და


ინდოეთის და ახლო და აღმოსავლეთის ქვეყნებში.

აპრილი, 1996 წელი, BBC World გადაიცემა თანამგზავრებით- Pan Am Sat 4 და Pan Am
Sat2- აზიასა და ახლო აღოსავლეთში.

ნოემბერი, 1996 წელი,- BBC World -ს უშვებენ ლათინურ ამერიკაში Pan Am Sat3-ისა და
DTHის მეშვეობით.

ოქტომბერი, 1998წ.- BBC World მაუწყებლობს იმ რედაქციით, რომელიც სრულიად


აღჭურვილია ციფრული ტექნიკით.

28
29

ნოემბერი, 1998 წ. - ევროპაში BBC World გადაიცემა თანამგზავრით Hot Bird 5.

1999წ. - BBC World-ს აუდიტორია ჩრდილოეთ ამერიკაში 3-ჯერ იზრდება.

ოქტომბერი, 2001წ. - იქმნება BBC World-ს ლათინოამერიკული სამსახური, რომლის


მაუწყებლობას თან სდევს ტიტრები ესპანურ ენაზე.

მარტი, 2002 წელი, - BBC World ხელს აწერს ხელშეკრულებას იაპონურ


კორპორაციასთან Satellite News Corporation, რომელიც პასუხისმგებელი იქნება
ტელეარხის პროგრამების გავრცელებაზე იაპონიის ტერიტორიაზე.

ივლისი, 2002 წელი- ხელმოწერილია შეთანხმება ერთ-ერთ წამყვან მექსიკურ არხთან


Canal 22, რომლის თანახმადაც BBC World პროგრამები გადაიცემა ტიტრებით ესპანურ
ენაზე.

თებერვალი, 2003 წელი, BBC World რუსეთშია, რუსულ ენაზე ნათრგმნი პროგრამები
გადაიცემა ОТВ-ს არხზე ეკატერინბურგსა და სვერდლოვსკის ოლქში.

29
30

BBC World-ის ფინანსური პრობლემები და ბრიტანული


სამაუწყებლო კორპორაციის რესტრუქტურიზაცია

BBC World დიდი ხნის მანძილზე განიცდიდა მატერიალურ სიდუხჭირეს. „BBC


World-ის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არხი მთიანად ეყრდნობა კომერციულ
შემოსავალს“- ამბობდა ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტი ტორან დუგლასი, რომელიც
შენიშნავდა, რომ 1998 წლისათვის დანაკარგებმა შეადგინა 26 მილიონი დოლარი იმ
ბიუჯეტიდან, რომლის განკარგულებაში იყო 42 მილიონი დოლარი.

1999 წლის შემოდგომაზე ბევრი მედიამაგნატი თვლიდა, რომ BBC World-ს


დახურვის რეალური საფრთხე დაემუქრა. სექტემბერში არხის ხელმძღვანელობამ 50
სამუშაო ადგილი შეამცირა, ასევე ცნობილი გახდა 2 ანალიტიკური პროგრამის
დახურვა 2000 წლის აპრილში. ისეთი ანალიტიკური გადაცემები, როგორებიც იყო
„მსოფლიო დღეს“ და „ევროპა პირდაპირ ეთერში“ შეცვალეს ფინანსური და
სპორტული სიახლეების გაფართოებული გამოშვებებით.

მაუწყებლობის არხების თავიდან გადახედვამ წარმოშვა იმის შიში, რომ ეს


იქნებოდა „დასასრულის დასაწყისი“. BBC World-ის ფინანსურმა რყევამ გამოიწვია
ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი. ინტერნეტში გახსნილი იყო სპეციალური საიტი
მოწოდებით: „დაგვეხმარეთ BBC World-ის გადარჩენაში!“- აქ მოდიოდა მაყურებლების
თანაგრძნობით სავსე გამოხმაურებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ინფორმაციების საერთაშორისო არხები არ აკეთებენ ფულს, СNN ინტერნაციონალი
(ანუ საერთაშორისო) ღებულობს ფინანსურ მხარდაჭერას СNN-ის საინფორმაციო
არხისაგან აშშ-ში, Deuche Welle სუბსიდირებულია გერმანული ხელისუფლებისაგან“-
ნათქვამია გაზეთ „ინდეფენდენტის“ 1999 წლის ნომრის ერთ-ერთ წერილში, ვინ
გადაარჩენს BBC World-ს, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო
ტელემაუწყებლობის სამსახურს? ამ მიზნით, 1999 წლის დეკემბერში გაცხარდა
დებატები ბრიტანულ პარლამენტში.

30
31

განსაკუთრებული უმაყოფილება გამოიწვია BBC World–ის ანალიტიკური


პროგრამების შემცირებამ, რომლებიც წარმოადგენდნენ „უნიკალურ სავაჭრო
შემოთავაზებებს“. მალკოლმ ბრიუსმა, თემთა პალატის წარმომადგენელმა ლიბერალ-
დემოკრატებისაგან, სიტყვით მიმართა პარლამენტს. მიკლ ალექსანდრემ განაცხდა,
რომ ანალიტიკური პროგრამები- ეს სწორედ ისაა, რაც ძირეულად განასხვავებს BBC
World –ს CNN-საგან. იმავდროულად, სწორედ ამ გადაცემის გამო ინტერესდებიან
რეკლამის დამკვეთნი ამ არხით. ეს ინტერესი აიხსნება იმით, რომ ანალიტიკური
გადაცემები მათთვის „ოპტიმალური„ არჩევანია, ერთის მხრივ, ობიექტური
ანალიზით გავლენა მოახდინონ პოტენციურ აუდიტორიაზე (რომელიც შეიძლება
განაწყენდეს, კარი მიიხუროს), თუმცაღა, ნორმან ბეიკერმა, თემთა პალატის
წარმომადგენელმა ლიბერალ-დემოკრატებიდან გამოხატა საპირისპირო მოსაზრება:
სწორედ პროგრამის სტრუქტურის ცვლა ბუმერანგივით დაუბრუნდებოდა(და ნაცარს
შეაყრიდა) რეკლამის დამკვეთებს, რომელთც „მთავარი კოზირი“ ეჭირა ხელში.

BBC Worldwide Ltd-მ, პირიქით, განაცხადა, რომ არხის ქსელების გადახედვა-


მკაფიო საბაზრო წინადადებაა, რომელიც გაზრდის აუდიტორიას და მიიზიდავს
რეკლამის დამკვეთებს.

პარლამენტის დისკუსიაზე წარმოჩინდა უმთავრესი შეხედულებები, ისინი


მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ სუბსიდია მიეცათ ტელესამსახურისათვის,
რომელმაც, მათი აზრით, ითამაშა შეუფასებელი როლი პლანეტის მკვიდრთა
ობიექტური ინფორმაციით უზრუნველყოფაში. „ჩვენი პრობლემა - ესაა რეალური
კონფლიქტი კომერციულ გავლენასა და საზოგადოებრივ პოლიტიკას შორის“-
განაცხადა მალკოლმ ბრიუსმა. სხვებს მიაჩნდათ, რომ BBC World უნდა გაეშვათ
ბრიტანეთში BBC News 24-ის მსგავსად (BBC World არ გადაიცემა ქვეყნის
ტერიტორიაზე), დაეწესებინათ საბონენტო გადასახადი, რაც მისცემდა მათ
შემოსავლის დამატებით წყაროს. მესამენი ამბობდნენ, რომ BBC World თავისი
მაუწყებლობის ხასიათით შეესაბამება რადიომაუწყებლობის მსოფლიო სამსახურს,
ამიტომ ის უნდა გადაეცათ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ.

31
32

მეოთხენი კი ამბობდნენ, რომ BBC Worldwide Ltd-ს (რომლის კომპეტენციაში


იმყოფებოდა BBC World), არასაკმარის კომერციულ სტრატეგიაშია და მოითხოვდნენ,
რომ შეეცვალათ სიტუაცია. და ბოლოს, გამოითქვა მითითებები იმასთაან
დაკავშირებით, რომ აღნიშნული მდგომარეობა ვიღაცისთვის იყო სასარგებლო: თუ
არა, მაშინ რატომ უკეთებდა იგნორირებას შექმნილ მდგომარეობას BBC World-ს
ხელისუფლება და საგარეო საქმეთა სამინისტრო?!

ისინი მოუწოდებდნენ პრემიერ-მინისტრს- ტონი ბლეარს, რომ ჩარეულიყო ამ


საქმეში, ისინი იშველიებდნენ ნატოს წარმომადგენლის, ჯ. შეას სიტყვებს:
„უგუნურება იქნებოდა დასუსტება BBC World-სა სწორედ იმ მომენტში, როცა მან
დაამტკიცა თავისი რეპუტაცია: ბრიტანულმა არხმა შეცვალა CNN ტელეეკრანებზე,
თეთრ სახლსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, ვაშინგტონში.“

იან რიჩარდსონმა B.W.S.-სა და BBC Worldის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა


განაცხადა, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა გაეცათ სახელმწიფო
დახმარება გრანტის სახით - 50 ფუნტი სტერლინგის ოდენობით და მისი აზრით, ეს
საკმარისი იქნებოდა, რომ შეეჩერებინათ არხის პროგრამების შემცირება და ეს
ყოველივე ხელს შეუწყობდა „ბი-ბი-სი უერლდის“ რეგიონებში გავრცელებას.
რიჩარდსონმა მიუთითა იმაზეც, რომ საერთაშორისო ბი-ბი-სი სამაუწყებლო
სამსახურები - ესაა მუდმივი შეხსენება იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ფლობს
პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ ძალას, მიუხედავად იმისა,
რომ მას ჰყავს განსაკუთრებულად არამრავალრიცხოვანი მოსახლეობა და აქვს
მოკრძალებული გეოგრაფიული მოცულობა. და ყველაფერი უნდა გაკეთდეს
იმისათვის, რომ მიეცეს BBC World-ს შესაძლებლობა, რომ იყოს ფლაგმანი
ჟურნალისტური საზოგადოების თავისუფლებისა და დემოკრატიული იდეებისა, იმ
დროს, როცა CNN, მისი აზრით, წარმოადგენს „ვიწრო, სრულიად ამერიკულ
შეხედულებას მსოფლიო მოვლენებზე“.

32
33

დისკუსია პარლამენტში მაშინ დამთავრდა შემდეგი ვერდიქტის გამოტანით,


რომელშიც არ შეიძლება ჩერიოს ხელისუფლება. სახელმწიფოს არ შესწევს ძალა, რომ
გაატაროს საზოგადოებრივ-ფინანსური მხარდაჭერა მის მიმართ, დააწესოს
სააბონენტო გადასახადი ან დახმარების ხელი გაუწოდოს საპარლამენტო გრანტის
გამოყოფის სახით, გამოქვითოს სააბონენტო გადასახადი. BBC World-მა უნდა
გაამართლოს თავისი წარმატება გლობალური აუდიტორიის მიზიდვით.

დებატებმა პარლამენტსა და პრესაში წამოჭრეს ისეთი მთავარი საკითხები,


როგორიცაა: საინფორმაციო არხების დაფინანსება, თვითშეფასება და სარგებელი,
ასევე მზარდი გავლენა გლობალურ საინფორმაციო არხებზე მსოფლიოს რეგიონებში
მკაცრი კონკურენციის პირობებში. მიუხედავად მრავალრიცხოვანი აუდიტორიისა,
ბიუროს ქსელებისა და საკუთარი კორესპონდენტების შენახვა უცხოეთში მოითხოვს
მსხვილ ფინანსურ საშუალებებს.

BBC World-მა გადაიტანა 2 მსხვილი ეტაპი ბრიტანული სამაუწყებლო


კორპორაციის კონკურენციისა. პირველი ეტაპი იყო 1994 წელს, როცა ბრიტანულმა
სამაუწყებლო კორპორაციამ გადახედა საერთაშორისო მაუწყებლობის სისტემას იმ
მიზნით, რომ კოორდინაცია მოეხდინა საერთაშორისო და კომერციული საქმიანობისა,

33
34

BBC-ს კორპორაციამ შექმნა მსოფლიო სამსახური, რომელიც აერთიანებდა BBC-ს


უცხოურ მაუწყებლობას და BBC Worldwide Ltd-ს კომპანიას სამი კომერციული
განყოფილებით: ტელევიზია, საგამომცემლო საქმიანობა და განათლება. BBC-ის
საერთაშორისო ტელევიზია დაკავებულია კომერციული სატელევიზიო პროექტებით
და ითვლება ერთ-ერთ მთავარ მაუწყებლად და ტელეპროგრამების მიმწოდებლად
მსოფლიო ბაზარზე.

BBC World საერთაშორისო ტელევიზიის მთავარი სამსახური იმყოფებოდა


კომპანია BBC Worldwide Ltd-ს კომპანიის სრული კომპეტენციის ქვეშ, როგორც
„დაიბარა“ მარგარეტ ტეტჩერმა, ეს მთლიანად კომერციული ტელეარხია, რომელიც
ფინანსდება რეკლამისა და ხელისმომწერთა საშუალებით.

1995 წლიდან BBC World-ის თანამფლობელად ითვლებოდა კერძო


საგამომცემლო კომპანია Pearson & programming, რომელმაც ჩადო 30 მლნ ფუნტი
სტერლინგი BBC Worldსა და BBC Prime-ში, თუმცა შემდგომ მისი ფონდები მოიხსნა
თვლიან, რომ ეს მოხდა ახალი გენერალური დირექტორის _გრეტა დაიკის ჩარევის
გარეშე.

რესტრუქტურიზაციის მეორე ეტაპი 2001 წლის ოქტომბერში განვლო


მაუწყებლობამ, როდესაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ ერთ
განყოფილებაში გააერთიანა შემდეგი საინფორმაციო სამსახურები: BBC World service
და BBC Online საინფორმაციო სამსახურები. ეს მოხდა აშშ-ს 2001 წლის 11 სექტემბრის
მოვლენების გავლენით. (ზუსტად ტერორისტული აქტების შემდგომ აშშ-ში BBC
America-ს არხზე დროებით გაუშვეს BBC World--ის სრულფორმატული ვერსია. BBC
World-ის ცალკეული საინფორმაციო გამოშვებების ტრანსლაცია დაიწყო
შეერთებული შტატების 134). BBC -ის გენერალურმა დირექტორმა გრეგ დაიკმა
განაცხადა, რომ BBC-ის როლი მსოფლიოში არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი
და აუცილებელი, როგორც დღეს.

BBC-ის გლობალური სამსახურის ინტეგრაცია, ცხადია, უფრო გაამყარებს


ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის იმიჯს მსოფლიოში. BBC-ის გლობალური
სამსახური რეორგანიზაცია ტოვებს გაურკვეველს BBC World-ის ფინანსური
უზრუნველყოფის პირობებს. დღეისათვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ BBC World
რჩება კომერციულ ტელეარხად. ამგვარად, ხელისუფალთა სტრატეგია და
დამოკიდებულება „ბი-ბი-სი უერლდისადმი“ ჯერ-ჯერობით არ შეცვლილა.

34
35

BBC World-ის ინფორმაციული პოლიტიკა

BBC World- პირდაპირი მემკვიდრეა ბრიტანული სამაუწყებლო


კორპორაციისა „დეიდები“, როგორც მას ეძახიან გაერთიანებული სამეფოს
მაცხოვრებლები. დღეს BBC-ს პრიორიტეტებში შედის არამრატო ტრაвიციული
ამოცანები „გაართოს, ინფორმაცია მიაწოდოს, ასწავლოს“, არამედ კიდევ
„გაამდიდროს“ ინფორმაციით აუდიტორია.

მიუხედავად იმისა, რომ BBC World წარმო


დგენს მაუწყებლობის კომერციულ სამსახურს, ის მისდევს მაღალ სარედაქციო
იდეებს და სტანდარტებს, რომლის წყალობით ბრიტანულმა სამაუწყებლო

35
36

კორპორაციამ მოიპოვა ავტორიტეტი. კომენტარებისა და ანალიტიკური


მიმოხილვების ხარისხი, ობიექტურობა, სიზუსტე და მიუკერძოებლობა
იზიდავს მაყურებლებს მთელს მსოფლიოში.

რეალურად, BBC - ესაა დაიჯესტი საინფორმაციო პროგრამებისა,


რომლებსაც ქმნის საერთაშორისო ტელესამსახურის შტატი BBC News-ის
რესურსების, ანალიტიკური პროგრამებისა და დოკუმენტური ფილმების
მეშვეობით, რომლებიც გადაიცემა, ასევე, BBC-ის საზოგადოებრივ არხებზე.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის ინფორმაციული პოლიტიკა
იქმნებოდა რამდენიმე ათწლეულის მანძილზე. ბოლო დროს, მზარდი
კონკურენციის რეალიებმა და ბაზრის მოთხოვნილებებმა შექმნეს სირთულეები
BBC-სთვის. ზემოთმოტანილ ცხრილში შეიძლება განვიხილოთ BBCWOrld-ის
მენეჯმენტის სუსტი და ძლიერი მხარეები:

მიუხედავად მმართველობაში შექმნილი პრობლემებისა, რაც ახასიათებს


მრავალ კომპანიას, არსებობს BBC World-ის წარმატების გასაღები. იგი
მდგომარეობს BBC World-ის მთავარ კონცეფციაში- საინფორმაციო
პროგრამების ხარისხზე, ანალიტიკის მაღალ დონესა, მოვლენის მრავალმხრივ
ნტერპრეტაციასა, ჟურნალისტებისა და წამყვანების კომპეტენციაში.

ბაზრის გამოწვევები BBC World-ის სტრატეგიული სუსტი მხარეები


გადაწყვეტილება

მზარდი კონკურენცია ინოვაციური, ბიუროკრატიული


მაღალხარისხიანნი დაბრკოლებები, სუსტი
პროგრამების შექმნა, ძლიერი მარკეტინგი
ბრენდინგი

ფინანსური პრესინგი კომერციული აქტიურობა, ცენტრალიზებული


ეფექტურობა საქმიანი მმართველობა,
გადაწყვეტილებებისა არასასიამოვნო
კლიმატი
აქციონერებისთვის

იმის გათვალისწინებით, რომ BBC World-ის კომერციული სტრატეგია


დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა მის სუსტ წერტილად, გადაცემებისა და
პროგრამების ხარისხი რჩებოდა იგივე დონედ.
36
37

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია მუდმივად სწავლობს აუდიტორიას


და გამომდინარე კვლევის შედეგებიდან, იგი უსახავს თავის საინფორმაციო
სამსახურს ახალ ამოცანებს, 2000 წელს მათ შორის სახეზეა შემდეგი:

 მაყურებლის ინტერესების გათვალისწინებით, მოიმატოს გაშუქებული


მოვლენების რიცხვმა, ამასთანავე, არ გააშუქოს ტაბლოიდური
ინფორმაცია და არც „ფსევდოინფორმაცია“.
 ინფორმაცია უნდა იყოს მნიშვნელოვანი: უნდა მიიტანონ
მკითხველებამდე მოვლენების მნიშვნელობა და აუცილებლობა, ანუ
აუხსნან ის, თუ როგორ შეიძლება ამ მოვლენამ იმოქმედოს მის
ცხოვრებაზე.
 მოვლენის გაშუქება უნდა მოხდეს მაღალ დონეზე: სერიოზულად და
კარგად გააზრებულად.
 მოიზიდონ ახალგაზრდა აუდიტორია საინფორმაციო პროგრამებით.
 იბრძოლოს ენის სიწმინდისა და სიცხადისათვის.

BBC World იცავს წესდებას, რომელიც დაიწერა „ბრიტანული კორპორაციის


გადაცემების შემქმნელთა მიერ“. ფაქტების კომენტარებისაგან გამიჯნვა ერთ-
ერთი მთავარი კრიტერიუმია BBC World-ის მაუწყებლობაში. „ფაქტები წმინდაა
და კომენტარი- თავისუფალი“- ამბობს BBC-ის წესდება. მხოლოდ ამ წესის
შესრულება დაეხმარება ჟურნალისტს დაიცვას აუცილებელი სიზუსტე და
შეინარჩუნოს რეპუტაცია, მიკერძოების ბრალდების წარდგენის შემთხვევაშიც
კი.

რეპორტაჟების ბალანსირება არ ნიშნავს იმას, რომ BBC ემხრობა


საყოველთაოდ მიღებულ მოსაზრებებს პრობლემისადმი. პირიქით,
კორესპონდენტებსა და მიმომხილველებს ხანდახან უწევთ გამოწვევა მიიღონ
„პოპულარული ჭეშმარიტებისაგან და ისაუბრონ ისეთ საკითხზე, რომელიც
ყოველთვის არაა მიღებული აუდიტორიისათვის“. ამასთან, BBC
ჟურნალისტებს აკრძალული აქვთ ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრება
საზოგადოებრივ პრობლემებზე. საინფორმაციო რეპორტაჟი უნდა აიგოს იმ

37
38

კუთხით, რომ აუდიტორიამ თავად გამოიტანოს დასკვნები მიღებული


ინფორმაციიდან. რეპორტაჟის ყველა მტკიცებულება უნდა ამოდიოდეს
უკლებლივ ფაქტობრივი მასალისაგან.

1999 წლის ბოლოს ჯონ სიმპსონმა, რედაქტორმა და კორესპონდენტმა BBC-


ის საერთაშორისო მოვლენების განყოფილებისა, გადაწყვიტა, გადაეღო ფილმი
კორუფციაზე. კონკრეტული მაგალითის ძიებაში, რომელიც საფუძვლად უნდა
დადებოდა ფილმს, მან მიმართა ინტერპოლს, სადაც მას შესთავაზეს გამოძიების
წარმოება უნგრეთში. ის გაემგზავრა უნგრეთში და გადაიღო ფილმი ნავთობის
კონტრაბანდულ გაყიდვაზე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. იმან, რომ
პოლიციელებსა და პოლიტიკოსებს არ ეშინოდათ ამაზე საუბარი და
თავისუფლად გამოდიოდნენ კამერის წინ, სიმფსონზე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა. ფილმმა, რომელიც გადიოდა BBC World-ზე, უნგრეთში ნამდვილი
სენსაცია გამოიწვია. უნგრეთის ხელისუფლებამ მაშინვე დაადანაშაულა BBC
ფაქტების დამახინჯებაში და დაემუქრა სასამართლოში ჩივილით. თუმცა,
ამგვარი პოზიცია იყო არაუმეტეს ბლეფისა, რამდენადაც ფილმი იყო აგებული
მხლოდ ფაქტებზე: მასში არ იყო არც შეცდომა, არც ყალბი დასაბუთება.
რასაკვირველია, ფილმის ჩვენება იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ოცნებებს
ამყარებდა EC-ში შესვლაზე და სწრაფ მიღებაზე, ბუნებრივია, იწვევდა უბრალო
მოქალაქეებისა და სამთავრობო ჩინოვნიკების სამართლიან აღშფოთებას,
რომლებიც თვლიდნენ, რომ „ბინძური თეთრეულის“ რეცხვა ძალუმად
შერყვნიდა იმ სახელმწიფოს რეპუტაციას, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა
ევროპული ალიანსის წევრობაზე.“შეუძლებელია ყველა ასიამოვნო“-
კომენტირებდა ფილმის რეზონანსზე ჯ. სიმპსონი- ტელევიზია არ გამოდგება
განზოგადებისათვის, მისი ძალა კონკრეტულ მაგალითშია“.

BBC ყოველთვის განსხვავდებოდა აუდიტორიისადმი მაღალი


ინტერესით, თავისი პასუხისმგებლობით იმ პროგრამებისა და ეფექტებისადმი,
რომლებიც კი მათ ჰქონიათ. BBC-ს საერთაშორისო რეპორტაჟებში იშვიათად
შეიძლება ნახოთ (წააწყდეთ) ძალადობის სცენები, ხოლო თუკი მათი
დემონსტრაცია ხდება, იგი უკიდურესად კორექტულია. „ინფორმაციებში
38
39

გაშუქებული სიკვდილი რეალურია. არსებობს სულ მცირე საფუძველი იმისა,


რომ გავამართლოთ ტელევიზიით გასული ჩამოხრჩობისა და სხვა ამგვარი
სცენები, რომელშიც კვდებიან ადამიანები“ - წერია BBC-ის წესდებაში,
რომელსაც ეწოდება „BBC-ის პროგრამების შემქმნელთა ხელმძღვანელობის
წესდება“.

დეტალურადაა დამუშავებული ინსტრუქცია ძალადობასთან


ასოცირებული გადაცემების გაშვებასთან დაკავშირებით. იგი რეკომენდაციას
იძლევა, რომ განმეორებით არ გაუშვან მსგავსი სცენები საინფორმაციო
გამოშვებებში. ასე უფრთხილდება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია
თავის მაყურებელს სენსიბილიზაციისაგან, მომხდარისადმი მომატებული
მგრძნობელობისაგან.(რასაკვირველია, BBC-სთვის იქნებოდა სავსებით
მიუღებელი, რომ გაეშუქებინა „ნორდ ოსტის“ მძევალთა გათავისუფლების
ოპერაცია მოსკოვში 2002 წლის ოქტომბერში ისე, როგორც ამას აკეთებდა
რუსული ტელევიზია, რომელიც მთელი დღის მანძილზე უჩვენებდა დაღუპულ
ტერორისტებსა და მსხვილი პლანით აფიქსირებდა დახოცილთა გვამებს.

ანალიტიკური გადაცემები - თვისობრივი „კოზირია“ BBC World-


ისათვის. სტუდიაში იწვევენ მთავარ ექსპერტებს, პოლიტიკოსებს,
დიპლომატებს, დგება ტელეხიდები, თუკი დავუშვათ, საჭიროა პოლიტიკოსი
ანალიტიკოსის თვალსაზრისი ვაშინგტონიდან. BBC-მ შეიმუშავა მეთოდი
ინფორმაციის ყველა წყაროს ფილტრაციისა, მიუხედავად იმისა, სამთავრობოა
ეს ინფორმაცია თუ ეს გამონათქვამია მორიგი მოქალაქისა, - ყველაფერი
ფასდება BBC-ში მკაფიოდ, ზუსტად და ობიექტურად. სადავო საკითხებს
წყვეტენ კონსულტანტები და რედაქტორები, სპეციალიზირებულნი სხვადასხვა
სფეროში. შემთხვევითი არ არის ის, რომ ბი-ბი-სი-ს დევიზია: „გავიგოთ
ყველაფერი, რაც ხდება და მოვლენებს მივანიჭოთ მნიშვნელობა“.

39
40

BBC World-ის საინფორმაციო პროგრამების წამყვანები- ავტორიტეტული


პროფესიონალები არიან, რომლებიც დიდი ხანია იქცნენ ცნობად სახეებად. ნიკ
გოუინგი- ცნობილი მედიაანალიტიკოსი, რომელიც აანალიზებდა
საერთაშორისო სიახლეების გავლენის სფეციფიკას პოლიტიკის
ჩამოყალიბებაზე. სტივენ კოული, ლიზ დუსეტი, ჯონ სიმპსონი- ბრიტანული
ჟურნალისტიკის ვეტერანები არიან. BBC World-ის მუდმივ პროგრამებში
შეიძლება გამოვყოთ: „სერიოზული საუბარი ტიმ სებასტიანთან“,
„კორესპონდენტი“, „რეპორტიორები“, „გადაცემის ყუთი“, „საუბრები კონოზე“.

BBC World-ის ჟურნალისტურ შემოქმედებას საფუძვლად უდევს


მიუკერძოებლობა და სიზუსტე. სწორედ ეს ხარისხი იქცა „სავიზიტო ბარათად“
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციისათვის. მაღალი დონის
რედაქტორული კონტროლი უზრუნველყოფს საინფორმაციო რეპორტაჟების
ფილტრაციას.

აისახება თუ არა ეს მასალის ობიექტურობაზე?- ბევრ შემთხვევაში- არა.


ბი-ბი-სი-ს უნიკალურობა იმაშია, რომ არხმა დაიკავა პოზიციები
ინფორმაციულ ბაზარზე პრაქტიკულად კომერციული პარტნიორების
დახმარების გარეშე, რაშიც ის უნდა უმადლოდეს თანამშრომელთა
ჟურნალისტურ ოსტატობას.

დიდი ხნის მანძილზე ბიბისი-ს მისამართით კრიტიკის პოვნა არც თუ ისე


იოლი საქმე გახლდათ. ეს სავსებით გასაგებია. მასმედიის ამერიკელი
მკვლევარები, როგორც წესი, იკვლევდნენ „თავის„ მრავალრიცხოვან
საინფორმაციო საშუალებებს და არ უთმობდნენ ყურადღებას BBC World-ის
ტელევიზიას. ბრიტანელი ანალიტიკოსები ადექვატურად ვერ წყვეტენ ამ
პრობლემას, რადგან იგი არ გადაიცემა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

ცხადია, BBC World-ის კრიტიკა უთუოდ ძნელია იმ მიზეზითაც, რომ


საკმაოდ მაღალია ნიში ჟურნალისტური ხელოვნებისა და იმთავითვე
შეუდარებელია მისი სტილი. 2003 წელს ერაყის ომის გაშუქების დროს იგი
მაინც მოექცა კრიტიკოსთა სამიზნეში, რამდენადაც, თუკი სამთავრობო
ჩინოვნიკები ბრალს სდებდნენ მას ანტისამხედრო განწყობილების
თავსმოხვევაში, არაბული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები
აკრიტიკებდნენ მას დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ინტერესების
მხარდაჭერაში.

მართალია, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ტელევიზია


„დაგვიანებით„ მოვიდა გლობალური ტელეარხების საინფორმაციო ბაზარზე,
რომლის ნიშაც დააფუძნა სი-ენ-ენ-მა, BBC Wolrd-ის პირველი და მომდევნო
ნაბიჯები გლობალურ მაუწყებლობაში აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული: მან
40
41

მოიგო პოპულარობა აზიასა და აფრიკაში, თავისი ავტორიტეტით ევროპაში მან


მოახერხა მრავალმილიონიანი აუდიტორიის მიზიდვა. BBC–ის პროგრამების
ხარისხი უკონკურენტოა: სისუფთავე და ლაკონურობა წამყვანების ენისა და
კორესპონდენტებისა- ეტალონი ბრიტანული ინგლისურისა,- ბევრის მხრივ,
ესაა შედეგი BBC-ს მრავალმხრივი ინფორმაციული მოღვაწეობისა.

41
42

42

You might also like