სუმომანთა კლუბი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

სუმომანთა კლუბი
წესდება

მუხლი 1
ზოგადი დებულებები

1.1. სუმომანთა კლუბი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის


შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის
მომენტიდან.
1.3. საზოგადოების სახელწოდება ქართულად: სუმომანთა კლუბი
1.4. საზოგადოების სახელწოდება ინგლისურად: -----------------------------------
(აბრევიატურა -------).
1.5. სამართლებრივი ფორმა - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირი.
1.6. იურიდიული მისამართი: თამარაშვილი 13 ა, ბინა 28
1.7. საწარმოს ელექტრონული ფოსტის მისამართი: ---------------------------------
1.8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის
(ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების)
მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა
და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს
არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი
ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე
პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

1.9. საზოგადოების საქმიანობის მიზნები:


----------------------------------------------
-------------------------------------------------------
-------------------------------------------------------
-------------------------------------------------------

1.10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია:


1. ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან
მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის
შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს,
შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის
დაუშვებელია.
2. მიიღოს მატერიალური დახმარება, შემოწირულობები, მემკვიდრეობა;
3. საქმიანობისათვის საჭიროებისათვის შეიძინოს მატერიალური და
არამატერიალური ქონება, ფასიანი ქაღალდები;
4. შეიძინოს სატრანსპორო საშუალებები;
5. აწარმოოს სადილერო საქმიანობა;
6. აწარმოოს მაღაზია;
7. მოაწყოს აუქციონები;
8. შექმნას ფონდი;
9. დააწესოს საწევრო გადასახადი;
10. გასცეს სერტიფიკატი;
11. უფლება აქვს დაიქირავოს მუშაკი.

1.11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში


არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის
ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას
ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

მუხლი 2
საზოგადოების დამფუძნებლები

2.1. საზოგადოების დამფუძნებლები:

1. -----------------------------------------------
(სახელი/გვარი/პირადი ნომერი/საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

2. -----------------------------------------------
(სახელი/გვარი/პირადი ნომერი/საცხოვრებელი ადგილის მისამართი)
3. -----------------------------------------------
(სახელი/გვარი/პირადი ნომერი/საცხოვრებელი ადგილის მისამართი)
4.- -----------------------------------------------
(სახელი/გვარი/პირადი ნომერი/საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

4. -----------------------------------------------
(სახელი/გვარი/პირადი ნომერი/საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

5. -----------------------------------------------
(სახელი/გვარი/პირადი ნომერი/საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

6. -----------------------------------------------
(სახელი/გვარი/პირადი ნომერი/საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

7. -----------------------------------------------
(სახელი/გვარი/პირადი ნომერი/საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

8. -----------------------------------------------
(სახელი/გვარი/პირადი ნომერი/საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

9. -----------------------------------------------
(სახელი/გვარი/პირადი ნომერი/საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

მუხლი 3
საზოგადოების მართვა

3.1. საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს


დამფუძნებელთა საერთო კრება. დამფუძნებელთა კრების კომპეტენციას
განეკუთვნება შემდეგი საკითხები და არა მხოლოდ:
3.1.1. კლუბის მიზნებიდან გამომდინარე კლუბის საქმიანობის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება;
3.1.2. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება;
3.1.3. კლუბის მიერ ვალდებულების აღება, ქონების რეალიზაცია, უფლებრივად
დატვირთვა და გასხვისება;
3.1.4. ქონების შეძენა, სხვა ორგანიზაციებში გაწევრიანება ან
პარტნიორად/დამფუძნებლად შესვლა;
3.1.5. კლუბის წესდებისა და შინაგანაწესის დამტკიცება, ცვლილება;
3.1.6. კლუბის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის დანიშვნა;
3.1.7. კლუბის თანამშრომელთა მიღება, მათთან ხელშეკრულების გაფორმება,
საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება;
3.1.8. კლუბის და მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების
რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია;
3.2. დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევის უფლება აქვს როგორც
დამფუძნებლებს, აგრეთვე საზოგადოების ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენოლბაზე უფლებამოსილ პირს. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია
თუ მას ესწრება დამფუძნებელთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ კონკრეტულ საკითხს
მხარს დაუჭერს კრებაზე დამსწრე დამფუძნებლების სრული შემადგენლობა.

მუხლი 4
საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

4.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის


ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს,
„იოკოძუნას“ წარმოადგენს _ ------------------------------------------------------------
(სახელი/გვარი/პირადი ნომერი/საცხოვრებელი ადგილის მისამართი).
4.2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს
უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას. იოკოძუნა თავის
ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას ახორციელებს მხოლოდ
საზოგადოების მიმდინარე საკითხების ფარგლებში კლუბის წესდებისა და
შინაგანაწესის შესაბამისად.
4.3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას
მესამე პირებთან ურთიერთობაში. დირექტორს გააჩნია ერთპიროვნული
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
4.4. უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორს აქვს უფლება
საზოგადოების სახელით დადოს გარიგებები, აწარმოოს მოლაპარაკებები,
გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ/მოპასუხედ, განახორციელოს
მოქმედება, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს და არ აყენებს
საზოგადოებას ზიანს.
4.4. დამფუძნებელთა კრებას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს
იოკოძუნა, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.
4.5. იოკოძუნა ვალდებულია, თავისი საქმიანობა განახორციელოს
ჯეროვნად და კანონდმებლობის, ასევე საზოგადოების წესდების/შინაგანაწესის
სრული დაცვით.
4.6. იოკოძუნა ვალდებულია კალენდარულ წელიწადში ერთხელ
საზოგადოების დამფუძნებელთა კრებას წარუდგინოს საზოგადოების
საქმიანობის ანგარიში;
.

მუხლი 5
წევრთა უფლებები და მოვალეობები

5.1. წევრად მიღება:

5.1.1. ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც


იზიარებს კლუბის მიზნებს და ამოცანებს;
5.1.2. ორგანიზაციის წევრად მიღების საკითხს წყვეტს დამფუძნებელთა კრება.

5.2. წევრობის შეწყვეტა:

5.2.1. ორგანიზაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება შემდეგ შემთხვევებში:


ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი მხარდაჭერის მიმღებ პირად
ცნობისას;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად
აღიარებისას;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;
ე)გარდაცვალებისას.
5.2.2. კლუბის დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით წევრი შეძლება
გაირიცხოს საზოგადოებიდან, თუკი ის სისტემატურად არღვევს წესდებით
მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს ან/და თავისი ქმედებით
ეწინააღმდეგება ორგანიზაციის საქმიანობას, მიზნებსა და ამოცანებს.

5.3. წევრის უფლება-მოვალეობებია:

5.3.1. არჩეულ იქნას ხელმძღვანელ და სხვა ორგანოებში;


5.3.2. მონაწილეობა მიიღოს პროგრამებში, პროექტებში, ორგანიზაციის
წარმოებაში არსებულ საქმეებსა და სხვა ღონისძიებებში;
5.3.3. მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და ისარგებლოს
ორგანიზაციაში დაცული ინფორმაციით;
5.3.4. გავიდეს წევრობიდან.
5.3.5. ორგანიზაციის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას ორგანიზაციის წესდება, შინაგანაწესი;
ბ) გაუფრთხილდეს ორგანიზაციის სახელს, საქმიან რეპუტაციას და ქონებას;
გ) დადგენილ ვადაში გადაიხადოს საწევრო გადასახადი.
მუხლი 6
საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

6.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის


რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
დამფუძნებელთა კრება.
6.3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები,
დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში,
დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს
უფლებამოსილ პირებს.
6.4. გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების
შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი
დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
6.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე
უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის დამფუძნებლები. არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების
განხორციელებას;
ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
პირს.
6.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების
განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
6.7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების
მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ
ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი
მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია
ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს
გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების
რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
6.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების
მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული
ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

მუხლი 7
დასკვნითი დებულებები

7.1. წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა შეთანხმება) ძალაში


შედის ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
7.2. თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა შეთანხმების) რომელიმე
დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა
დებულებების ნამდვილობაზე.
7.3 ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის
არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

__________________________ /________________________/
(დამფუძნებლის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

__________________________ /________________________/
(დამფუძნებლის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

__________________________ /________________________/
(დამფუძნებლის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

__________________________ /________________________/
(დამფუძნებლის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

__________________________ /________________________/
(დამფუძნებლის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

__________________________ /________________________/
(დამფუძნებლის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

__________________________ /________________________/
(დამფუძნებლის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

__________________________ /________________________/
(დამფუძნებლის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
__________________________ /________________________/
(დამფუძნებლის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

You might also like