Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

რუსთაველის თეატრი.

თეატრი კორნელი ტატიშჩევისა და ალექსანდრე შიმკევიჩის


პროექტის მიხედვით ეკლექტიზებულ ბაროკოს სტილში 1899-1901 წლებში "არტისტუ-
ლი საზოგადოებისათვის" აშენდა. 1949 წლის 9 ივნისს თეატრი დაიწვა, გადარჩა მხო-
ლოდ პროსპექტზე გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით, შენობა მალევე
აღადგინეს. მისი კომპლექსური რეკონსტრუქცია 1982-87 წლები ჩატარდა. სარესტავრა-
ციო საქმეს სათავეში არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი ჩაუდგა. თეატრის ფასადმა -
პირვანდელი სახე დაიბრუნა. ამჟამად თეატრს სამი უახლესი აპარატურით აღჭურვილი
დარბაზი აქვს: დიდი (786 ადგილი), მცირე (300 ადგილი) და ექსპერიმენტული (182
ადგილი), ასევე საკონფერენციო და სხვა სახის ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დი-
დი "სამეჯლისო დარბაზი", "მცირე ფოიე" და "პატარა სასტუმრო ოთახი".

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის


მშენებლობა 1847 წელს დაიწყო და ოთხი წლის განმავლობაში შენდებოდა. 1851 წელს
ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის არისტოკრატები მთელი ღამის განმავ-
ლობაში ზეიმობდნენ ოპერის გახსნას. შენობა 800 მაყურებელს იტევდა და თავისი არ-
ქიტექტურით ევროპის თეატრებისგან განსხვავებული და გამორჩეული იყო. სამწუხა-
როდ, ოპერისა და ბალეტის ძველი შენობა ხანძარმა გაანადგურა. ახალი ოპერისა და ბა-
ლეტის შენობის მშენებლობა 16 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და 1896 წელს
დასრულდა. ღია კონკურსზე წარმოდგენილი ოთხი პროექტიდან, პეტერბურგელი არ-
ქიტექტორის, ვალენტინ შრეტერის პროექტმა გაიმარჯვა.

კონსერვატორია. არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის მიერ მოდერნის სტილში დაპ-


როექტებულ ულამაზეს შენობაში 1904 წლიდან ქალაქის ყველაზე უძველესი მუსიკა-
ლური სასწავლებელი იყო განთავსებული. 1917 წელს შენობა ახლად დაარსებულ კონ-
სერვატორიას გადაეცა.

მწერალთა სახლი. ერთ-ერთი უძველესი შენობა, არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად


მიჩნეული, სოლოლაკში მდებარე მწერალთა კავშირის სახლია. შენობა 1928 წლამდე
ღვინის ქარხნის მფლობელისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი
სახლი იყო. შენობა 1905 წელს არქიტექტორმა კორნელი ტატიშჩევმა ააშენა. მავრიტანუ-
ლი დარბაზი, სპარსული ოთახი ბუხრითა და ჭრელი ჭერით, ფანჯრებისა და კარების
ფერადი მინები, ლამაზი ხის კიბე საოცარ ჰარმონიას ქმნის.

უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის მთავარი, პირველი კორპუსი ექვსი წლის განმავლობა-


ში შემოწირულობებით შენდებოდა. მშენებლობა 1900 წლის ოქტომბერში დაიწყეს და
1906 წელს დაასრულეს. შენობის დაპროექტება ახალგაზრდა არქიტექტორ სიმონ
კლდიაშვილს დაავალეს. კავკასიაში, პირველი უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს
დაარსდა".

საკრებულო. თბილისის საკრებულოს შენობა XIX საუკუნის დასაწყისშია აგებული. შე-


ნობამ მას შემდეგ მრავალჯერ განიცადა რეკონსტრუქცია. ორსართულიანი ნაგებობის
პირველ სართულზე, 1879 წლამდე ქალაქის პოლიციის განყოფილება იყო განთავსებუ-
ლი, მეორე სართული ქალაქის მთავარი პოლიციის კანცელარიას ეკავა. 1882-1884
წლებში შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. არქიტექტორმა პავლე შტერნმა შენობა ერ-
თი სართულით აამაღლა. 1886 წელს აშენდა სხდომის დარბაზი, რომელსაც "წითელ
დარბაზს" უწოდებენ".

უზენაესი სასამართლო. საქართველოს უზენაესი სასამართლო კლასიკური არქიტექტუ-


რული ხელოვნების ნიმუშია, რომელიც 1894 წელს არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევი-
ჩის პროექტით აშენდა და მისი ფუნქცია თავიდანვე განსაზღვრული იყო. ორი ურთიერ-
თპარალელური კორპუსი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ შენობას მთლიანო-
ბაში ჯვრის ფორმა აქვს.

მარჯანიშვილის თეატრი. 1901 წელს ძმებმა ზუბალაშვილებმა, მამის ხსოვნის პატივსა-


ცემად მიიღეს გადაწყვეტილება,
საკუთარი სახსრებით აეშენებინათ სახალხო სახლი. თეატრის მშენებლობა 1902 წლის 7
ნოემბერს დაიწყო, არქიტექტორ კრიჩინსკის პროექტით და 1907 წელს დასრულდა,
თუმცა ის 1909 წელს გახსნეს. შენობის საძირკველში ჩატანებულია ლითონის ფირფიტა,
რუსული წარწერით: "კ.ი".. 1930 წელს სახალხო სახლში, ბინა დაიდო კოტე მარჯანიშ-
ვილის მიერ ქუთაისში დაარსებულმა მეორე სახელმწიფო ქართულმა თეატრმა. მარჯა-
ნიშვილის გარდაცვალების შემდეგ 1933 წელს, სახალხო სახლს კოტე მარჯანიშვილის
სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა.

ცირკი. ცირკი არქიტექტორების ნიკოლოზ ნეპრინცევის, ვლადიმერ ურუშაძისა და სტე-


ფანე სატუნცის პროექტით 1940 წელს აშენდა. 2000-ადგილიანი მაყურებელთა დარბა-
ზი საყრდენი სვეტების გარეშეა. ეს ქმნის სივრცისა და კომპაქტურობის შთაბეჭდილე-
ბას. შენობა წრიული ფორმისაა და ჰორიზონტალის მიხედვით, სამ ნაწილად იყოფა.

დინამო-არენა. სტადიონის პირველი პროექტი 1932-1935 წლებში განხორციელდა არ-


ჩილ ქურდიანისა და ჰენრიხ გრინევსკის თანამონაწილეობით. იმ პერიოდის თბილი-
სისთვის ეს იყო სრულიად ახალი ტიპის ნაგებობა. 35.000 გულშემატკივრისთვის გათ-
ვალისწინებული სტადიონი მაყურებელს ვერ იტევდა. მიუხედავად ამისა, სტადიონმა
პირველადი სახით თითქმის 40 წელი იარსება. ახალი სტადიონი 80 000 მაყურებელზეა
გათვლილი. 59 კიბე-გასასვლელი სტადიონის 10-15 წუთში დაცლას უზრუნველყოფს.
იმ შემთხვევაში, თუ სტადიონის ყველა სკამს ერთ მწკრივად განვალაგებთ, ის დაახლო-
ებით 25 კილომეტრზე გაიჭიმება. ოდნავ ოვალური, თასისებური სტადიონის ტრიბუნე-
ბი 40 მეტრ სიმაღლეზე ადის.

You might also like