Professional Documents
Culture Documents
აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
html
ყველაფერ იმას, რაც ვარ ან რასაც ვიმედოვნებ რომ ვიქნები, ჩემს ანგელოზ დედას ვუმადლი.
(რედაქციის შენიშვნა: ლინკოლნი 9 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა).
დარწმუნებული იყავი, რომ შენს ფეხებს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე
შეგიძლია მყარად დადგე.
ადამიანის ხასიათი ხეს წააგავს, რეპუტაცია კი ჩრდილს. ჩრდილი ისაა, რასაც ჩვენ მასზე
ვფიქრობთ, ხე კი ნამდვილი რამ.
მე არ ვიცი ვინ იყო ბაბუაჩემი. გაცილებით მეტად ის მაწუხებს ვიცოდე, თუ ვინ იქნება მისი
შვილიშვილი.
მიყვარს იმ კაცის ნახვა ვინც ამაყობს იმ ადგილით, სადაც თავად ცხოვრობს. მიყვარს იმის
ყურებაც როცა თავად ადგილი ამაყობს მისი გაზრდილი კაცით.
მოვემზადები და ერთ მშვენიერ დღეს ჩემი დროც დადგება.
უმჯობესია მდუმარე იყოთ და ჩათვალონ რომ სულელი ხართ, ვიდრე დააღოთ პირი და
მართლა სისულელეები წამოროშოთ.
თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდა რომ კაცის ნამდვილი
ხასიათი გამოსცადო, მას ძალაუფლება უნდა მისცე.
როცა კარგ რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს, ცუდად. ესაა ჩემი რელიგია.