Jansagi Kveba

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

II სემესტრის

საინტერესო და
შთამბეჭდავი ფურცლები

ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი
ქეთევან მუმლაძე
64 და 73 კლასები

პროექტი-კონკურსი: ,,ჩვენ ვსწავლობთ ,,ვეფხისტყაოსანს!“ შოთა


რუსთაველის იუბილის 850 წლისთავთან დაკავშირებით.

მიზანი:
პროექტი-კონკურსი მოიცავდა რამდენიმე ნომინაციას (გეგმა-პროექტი თან
ერთვის) - სახალისო, აქტიური და შემეცნებითი პროცესი აღმოჩნდა. მთავარი პირობა
კი 15 სტროფის დაზეპირება გახდა თითოეული მონაწილისათვის + სურვილისამებრ.

მოსწავლეები გუნდური პრინციპით (4 გუნდი შედგა) მუშაობდნენ წინასწარ.


მეშვიდეკლასელები ლიდერობდნენ და ეხმარებოდნენ მეექვსეკლასელებს.
ღონისძიების დღეს (ჩატარდა ტექნოლოგიების ოთახში) გამოიფინა პლაკატები,
,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, ,,ვეფხისტყაოსნის“ გამოცემები... მოეწყო
ესთეტიკურად ოთახი, სპეციალური ჟიური მუშაობდა ფილოლოგებისა და
უფროსკლასელების მონაწილეობით, გვესწრებოდა დირექციის წარმომადგენლები.

შედეგი:
ეს დღეს შედგა.
სახალისოდ აზარტულად და პროდუქტიულად ჩაიარა.

 მოსწავლეებს გამოუმუშავდათ გუნდური მუშაობის პრინციპი,


თანამშრომლობითი უნარ-ჩვევა;
 გამომეტყველებით კითხვის უნარი;
 გამოუმუშავდათ პატივისცემა და მოკრძალება ღირსეული წინაპრების მიმართ;
 გააცნობიერეს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა;
 საკუთარი ცოდნის გამოვლენა-დასაბუთება საკონკურსო პირობებში;
 შედეგი -
წაკითხულის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა.
 პროცესი -
მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს შოთა რუსთაველის ბიოგრაფიული
მასალები, ,,ვეფხისტყაოსანზე“ ინფორმაცია, შეისწავლეს სტრიქონები,
შეადგინეს კროსვორდი, შექმნეს სლაიდ-შოუ, შეისწავლეს აფორიზმები,
გააკეთეს პლაკატები...(გამოიყენეს კლასგარეშე ინფორმაცია);
 მოხდა მოსწავლეთა სტიმული-წახალისება სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით.
83 კლასი
კლასის მიერ მოხდა დათო ტურაშვილის წიგნის ,,ჯინსების თაობის“ წაკითხვა.

მოვაწყვეთ წიგნის განხილვა კლასში, რომელშიც აქტიურად ჩაება სუსტი


მოსწავლეებიც კი.

დავგეგმეთ თავისუფალ თეატრში სპექტაკლზე დასწრება, მაგრამ, სამწუხაროდ,


თეატრი დაიკეტა სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო და ეს სიამოვნება
მომავლისთვის გადავდეთ.

თუმცაღა, ეს დანაკლისი შევივსეთ კინოფილმით.

10 მაისს მოვაწყეთ კოლექტიური დასწრება კინოთეატრ რუსთაველში კინოფილმის


პრემიერაზე: ,,მძევლები“.

მოსწავლეებს დააინტერესათ კინოსიუჟეტმა. ცოცხლად აღიქვეს მომხდარი


მოვლენები საბჭოთა კავშირის ეპოქისა.

მეორე დღეს კი, კლასში მოვახდინეთ კინოსურათის განხილვა. ვისაუბრეთ


რეჟისორის ჩანაფიქრზე, სამსახიობო ოსტატობაზე, ეპიზოდების
განსაკუთრებულობაზე, დაიწერა შთაბეჭდილებები. მშობლებთან თანამშრომლობით
შედგა ეს დღეც!

მიზანი:
 ჩაწვდნენ მოსწავლეები მწერლისა და კინორეჟისორის ჩანაფიქრს, მიზანს...
 აღიქვან ისტორიულ-პოლიტიკური პროცესები...
 განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა,
მოსმენა, საუბარი);
 გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა.

შედეგი:
მოსწავლეებს განუვითარდათ საკუთარი აზრის დასაბუთების უნარ-ჩვევები.
91 კლასი
პროექტი: ჩატარდა 27.04.17წ
ლიტერატურული სალონი: ,,სიყვარულო, ათასი წლის მზეთუნახავო“
(პოეზიის საათი - ლიტერატურული თეატრი)

ამ დღეს სკოლას პოეტები სტუმრობდნენ - თანამედროვე პოეზიის ღირსეული


წარმომადგენლები - ახალგაზრდებიცა და გამოცდილებიც.

ეს დღე ნამდვილად იქცა პოეზიის დღე სასწაულად, სიყვარულის დღე


სასწაულადაც!

სალონი ჰგავდა ჭავჭავაძეებისა და ორბელიანების სალონს დეკორაციებით,


ესთეტიზმით, შესაფერისი სამოსით, მუსიკალური გაფორმებით...

ამ დღეს წინ უძღოდა სამზადისი, კერძოდ, მთელი წლის მანძილზე თანამედროვე


პოეზიის შესწავლა...

ეს პროცესი იყო.

მიზანი კი :
 კლასიკოსთა უამრავი შედევრის გაცნობა და დასწავლა (მათ შორის
საზღვარგარეთული ლიტერატურიდან);
 გამოჩენილ პოეტთა, მწერალთა სასიყვარულო ისტორიების, სასიყვარულო
წერილების, შესაბამისად, ურთიერთობების გაცნობა...

შედეგი :
 მოსწავლეებმა გააცნობიერეს ეროვნული კულტურა, პოეზია, როგორც
ხელოვნების დარგი, როგორც ერის თვითგამოხატვის, აზრის გამოხატვის
საშუალება;
 მოსწავლეებს გამოუმუშავდათ გამომეტყველებითი კითხვის უნარი,
არტისტიზმი;
 გარკვეულ გარემოში ინტეგრირების უნარი. საკუთარი ცოდნის ნიჭისა და
განათლების წარმოჩენა - სიმღერაში, ცეკვაში, მუსიკაში...
 ესთეტიზმის შეგრძნება - დეკორაციების შექმნა გემოვნებით; (ხელოვნება)
 მუშაობის უნარი გუნდური პრინციპით;
 თანამშრომლობის უნარი - მასწავლებელთან, მშობელთან, თანაკლასელთან;
 გამოჩენილ ადამიანთა სიყვარული ისტორიების გაცნობა და დასწავლა;

 გაშუქდა გაზეთში ,,ლიტერატურული საქართველო“;


 შეფასდა მაღალ დონეზე ადგილზეც და სოციალურ ქსელშიც, რითაც
გაიცნო დაინტერესებულმა საზოგადოებამ.

* * *
,,ჩვენ ერთად ვუყვარდით შოთას, ვაჟას, ბესიკს, გალაკტიონს, კონსტანტინეს...
გვიყვარდა ყველას ერთად, გვიყვარდა ცალ-ცალკე, გვიყვარდა ყველა და ყველაფერი“
- ელენე ასლანიკაშვილი, 91 კლასის მოსწავლე.
! კიდევ ერთი უჩვეულო დღის შესახებ
ერთობლივი
გაკვეთილი:

პოეზიის საათი პოეტ გაგა გომართელთან.


სკოლის ისტორიის ფურცლებს ახალი მიემატა, პირველი ფურცელი... გაკვეთილის
დაგეგმვა და წარმართვა მასწავლებელთან და პოეტთან ერთად. კიდევ ერთი პოეზიის
საათი, კიდევ ერთი შეხვედრა მუსიკასთან, სილამაზესთან წრფელ გრძნობებთან,
ესთეტიზმთან...

კიდევ ერთხელ აღმაფრენა, ღიმილი და ტაში...

ერთმანეთს შეერწყა მოსწავლეთა და პოეტის შემოქმედებითი წუთები...

ასე დაიწყო მეგობრობა!


* * *
უჩვეულო სიტუაციაში ჩატარდა ლიტერატურულ მუსიკალური კომპოზიცია:
,,შემინახე დედაო მიწავ“ გოდერძი ჩოხელის პოეზიის მიხედვით.
მწერალ ნინო ზედალაშვილის წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით. (ჩატარდა
27.05.17წ. სდასუს უნივერსიტეტის დარბაზში)

მონაწილეობდნენ 91 და 111-2 კლასების მოსწავლეები. მომზადდა უმოკლეს ვადაში.


ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავი კარგად გავართით და დარბაზის დიდი
მოწონება დავიმსახურეთ. დარბაზი კი შედგებოდა ცნობილი მოღვაწეეებისაგან -
მწერლების, რეჟისორების, ჟურნალისტების, პედაგოგებისაგან... გოდერძი ჩოხელის
ოჯახის წევრებისაგან, სასულიერო პირებისაგან.

საღამო გაშუქდა პრესასა და ტელევიზიაში (,,იმედის“ ტელევიზია, საპატრიარქოს


არხი ,,ერთსულოვნება“).

მწერალმა ნინო ზედალაშვილმა და გოდერძი ჩოხელის მეუღლემ ქალბატონმა


ნინო მელაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს სკოლას, პედაგოგსა და
მოსწავლეებს; გამოიკვეთა ინტერესი სკოლის მიმართაც.

,,თქვენისთანა პედაგოგები გადაარჩენენ საქართველოს“ - ასეთი ჩემთვის


ამაღელვებელი განცხადება გააკეთა ჩემზე ამ ლამაზმა ქალბატონმა და ამით კიდევ
ერთხელ დამავალა, მეტი პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ვემსახურო ჩემს
საქმეს.

! ჩემი მუშაობა ამოირჩევა მრავალფეროვნებით, ესთეტიზმით,

პროდუქტიულობით, ორგანიზებულობით, შემოქმედებითობით, მხიარული


დღეებითა და მუდმივი ენთუზიაზმით...

მადლობა ჩემს მოსწავლეებს!

ესეცაა,

გამოვარჩიე მხოლოდ მაშტაბური ღონისძიებები, დანარჩენი, ჩვეულებრივ,


საკლასო ოთახში...

You might also like