Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №4
2018 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო
ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს
დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა
სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ48“ პუნქტი:

„ჰ48) თვითმფრინავის კლასი – ერთპილოტიანი თვითმფრინავები, რომელთაც არ ესაჭიროებათ ტიპის


ოსტატობა;“

2. მე-12 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) I-IV თანრიგის სხ-ის პილოტი შეიძლება გახდეს უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს
პილოტ-ინსტრუქტორის რანგში ნაფრენი არანაკლებ 200 სთ, ხოლო V თანრიგის თვითმფრინავის ტიპზე ან
კლასზე პილოტ-ინსტრუქტორად ნაფრენი აქვს არანაკლებ 50 სთ, ხოლო შვეულმფრენზე არანაკლებ 50
მარშრუტის სექტორი და/ან 25 სთ;“

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პილოტ-ინსტრუქტორი და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი V თანრიგის თვითმფრინავის სხვა კლასზე


გადასწავლებისას გახდება პილოტ-ინსტრუქტორი ან უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი თვითმფრინავის
აღნიშნულ კლასზე, თუ აკმაყოფილებს ამ წესის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“

3. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების თანრიგები, ტიპები და კლასები

1. ამ წესის მიზნებისათვის, სამოქალაქო სხ-ები, მაქსიმალური ასაფრენი მასის მიხედვით, იყოფა ხუთ
თანრიგად:

ა) I თანრიგი – მაქსიმალური ასაფრენი მასა > 201 ტ;

ბ) II თანრიგი – 101 ტ ≤ მაქსიმალური ასაფრენი მასა ≤ 200 ტ;

გ) III თანრიგი – 21 ტ ≤ მაქსიმალური ასაფრენი მასა ≤ 100 ტ;

დ) IV თანრიგი – 5,7 ტ ≤ მაქსიმალური ასაფრენი მასა ≤ 20 ტ;

ე) V თანრიგი – მაქსიმალური ასაფრენი მასა ≤ 5,7ტ.

2. ამ წესის მიზნებისათვის ყველა თვითმფრინავი და შვეულმფრენი იყოფა ტიპად, გარდა ამ მუხლის მე-3

http://www.matsne.gov.ge 31015000054066016132
პუნქტით გათვალისწინებული თვითმფრინავებისა.

3. თვითმფრინავები იყოფა შემდეგ კლასებად:

ა) თვითმფრინავი, რომელიც სერტიფიცირებულია ერთი პილოტით საფრენად და რომელსაც აქვს ერთი


დგუშიანი ძრავი.

შენიშვნა: მოწმობაში აღნიშნება – SEP(Land/Sea)

ბ) თვითმფრინავი, რომელიც სერტიფიცირებულია ერთი პილოტით საფრენად და რომელსაც აქვს ორი


დგუშიანი ძრავი.

შენიშვნა: მოწმობაში აღინიშნება – MEP(Land/Sea)

4. ერთი და იმავე კლასის თვითმფრინავის სხვადასხვა მოდიფიკაციებზე ფრენის დაწყებამდე პილოტი


ვალდებულია პილოტ ინსტრუქტორთან გაიაროს ამ მოდიფიკაციის თვითმფრინავზე თეორიული და
საფრენოსნო მომზადება არანაკლებ ერთი საათისა.

შენიშვნა: მომზადების შესახებ ჩანაწერი აისახება პილოტის საფრენოსნო წიგნაკში, რომელსაც ხელს აწერს
ინსტრუქტორი.“

4. 35-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პილოტი, ბორტინჟინერი და ბორტოპერატორი უფლებამოსილია იფრინოს სხ-ის სამ ტიპზე ან/და კლასზე,
მათი სახეობის მიუხედავად.“.

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საჰაერო ხომალდის სხვა ტიპზე ან კლასზე უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ფუნქციის


განსახორციელებლად, უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-12 მუხლის მე-5
პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნას და უნდა ჰქონდეს სააგენტოს პილოტ-ინსპექტორის ან სააგენტოს მიერ
უფლებამოსილი უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მიერ ჩატარებული კომპეტენციის შეფასება სხ-ის ამ ტიპზე
ან კლასზე.

6. 44-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავიასპეციალისტებზე გაცემული მოწმობების აღრიცხვას და მონაცემთა ბაზას სააგენტო აწარმოებს


ელექტრონულად.’’.

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. ამოღებულ იქნეს წესის დანართი №7.


მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის
გურამ ჯალაღონია
სააგენტოს დირექტორი

http://www.matsne.gov.ge 31015000054066016132

You might also like