Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ცვლილებების მიღების საჭიროება განპირობებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებთან/ოჯახურ


დანაშაულებთან ბრძოლის კიდევ მეტად დახვეწის აუცილებლობით, განსაკუთრებით კი როცა საქმე ეხება
ამგვარი დანაშაულის ჩადენას იარაღის გამოყენებით. საპროკურორო საბჭოს წინაშე საქართველოს
მთავარი პროკურორის 2017 წლის 19 ივლისის ანგარიშის თანახმად „ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა
გაზრდილი ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც ამ დანაშაულის
ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელზეც აისახა. 2014 წელს
ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 550, 2015 წელს - 1066, 2016
წელს - 1356, ხოლო 2017 წელს - 1986 პირის მიმართ“.1 საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა2 ცხადჰყოფს, რომ
ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისი საზიანო შედეგების თავიდან აცილების მიზნით
მოძალადისთვის იარაღთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და
ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვიდან იკვეთება, რომ
როდესაც ოჯახში ძალადობა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მოძალადის მიმართ ბრალდებულად ყოფნის
ეტაპზე შესაძლებელია შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რომელიც იარაღთან დაკავშირებულ
შეზღუდვებს შეიძლება მოიცავდეს. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსი იარაღის ჩამორთმევას
სასჯელის სახედ არ ითვალისწინებს.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში იარაღთან


დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად განსაზღვრის გზით ოჯახში
ძალადობის/ოჯახური დანაშაულების პრევენციის ხელშეწყობა და მისი საზიანო შედეგების თავიდან
აცილება.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილებები,


რომელთა მიხედვით ოჯახში ძალადობის და ოჯახური ძალადობის (ძალადობრივი ხასიათის)
დანაშაულებისთვის, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის, ასევე 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-
ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე-139-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე- 1511, 160-ე, 187-ე, 253-ე და 3811 მუხლების
დამატებით სასჯელად განისაზღვრება იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა.
კანონპროექტის თანახმად იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს პირად
საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო) იარაღის დამზადების,

1საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 2018 წლის 6 თებერვალი, გვ. 41.


2 იხ. „ოჯახში ძალადობა - მოძალადის მიმართ იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვები და აკრძალვები - საქართველოსა და
საერთაშორისო კანონმდებლობის მიმოხილვა“ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი, 2018 წ.). კვლევაში
განხილულია სახელმწიფოთა პრაქტიკა: ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, პოლონეთი, ესპანეთი, ხორვატია, თურქეთი,
სლოვენია, კანადა, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, მალტა, ალბანეთი.
შეძენის, შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლების შეზღუდვას ან/და აკრძალვას. მნიშვნელოვანია,
რომ კანონპროექტის თანახმად იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით
სასჯელად დანიშვნისას არ არის აუცილებელი, იარაღი წარმოადგენდეს დანაშაულის საგანს ან
დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა სასჯელად
შეიძლება დაინიშნოს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების


გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას.


ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.


ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების


აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც


ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა


და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის


დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან


დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან


დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან


კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,


ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:

საკანონმდებლო ცვლილებები კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის წარედგინა სისხლის


სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციას (United
Nations Entity for Gender Equality and the Empowerment of Women). წარდგენილი რედაქციები ასახავს
სამართალდამცავი ორგანოებიდან, ასევე საბჭოს სხვა წევრებისგან შემოსულ სხვადასხვა მოსაზრებას.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხრიდან შენიშვნები არ გამოთქმულა.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის


შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.

You might also like