21843 გიორგი იაგანაშვილი ჰანა არენდტი 29271 454955067 PDF

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

ჰანა არენდტი „ტოტალიტარული მოძრაობა“

გიორგი იაგანაშვილი

ჰანა არენდტი იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფილოსოფოსი და


მოაზროვნე, რომელიც თავის ნაშრომში განიხილავს ტოტალიტარიზმს და მის
მაინკიერ სახეს, ამ ნაშრომით ჰანა არენდტმა ფაქტობრივად დაანახა საზოგადოებას
თუ რაოდენ ცუდია ის მდგომარეობა, რასაც ტოტალიტარიზმი ჰქვია. მისი აზრით ამ
სისტემის დროს აგიტაცია- პროპაგანდა ხდებოდა, რაც ძირითდად მიმართული იყო
ელიტის წარმომადგენლებისკენ და იმ ბრბოსკენ, რომლებიც ამ სისტემაში დადებითის
ძებნას ცდილობდა, ასეთი ადამიანები ძირითადად შეჩვეული არიან სხვისი გავლების
ქვეშ ყოფნას. ტოტალიტარიზმის რეჟიმი მიხვდა, რომ მხოლოდ აგიტაციებითა და
პროპაგანდით მათი სისტემის დამკვიდრება რთული იქნებოდა, ამიტომაც საჭირო
გახდა სხვა უკიდურესი ზომების გატარება. ეს ზომები კი გამოიხატა საზოგადოების
დატერორებაში. საზოგადოებაში უკვე ჩნდება შიშის გრძნობა, მათზე ხორციელდება
ინდოქტრინაცია და საზოგადოებას წართმეული აქვს ყოველგვარი იმედი და
ცდილობენ მმართველი ძალის მიერ დადგენილ დოგმებს დაემორჩილონ. არ
დამორჩილების შემთხვევაში კი მათ მიმართ ხორციელდებოდა დევნა და ხშირად
მათი სიცოცხლე სიკვდილითაც მთავრდებოდა ამიტომაც არ უღირდათ წასულიყვნენ
სისტემის წინააღმდეგ და დუმდნენ, ვითომ მათ ირგვლივ ყველაფერი იდეალურად
იყო. სწორედ ასეთ ილუზიურ ცხოვრებაში უწევდათ ტოტალიტარიზმის დროს
არსებობა, რომლის დროსაც მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა
სფეროს კონტროლი პერმანენტულად მიმდინარეობდა. იზღუდებოდა სიტვისა და
გამოხატვის თავისუფლება. იტყოდნენ უმუშევრობა არ არის ჩვენს ქვეყანაში მაშინ,
როდესაც საზოგადოება შიმშილით იხოცებოდა. ჰანა არენდტის აზრით,
განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოშიც კი არსებობს ხალხის მანიპულაცია,
მაგრამ ეს განსაკუთრებულად გამოიხატა ტოტალიტარული რეჟიმის დროს. იგი
ყოველთვის ცდილობს საზოგადოების ტვინის გამორეცხვას და მიაჩნია, რომ
ძალადობრივი მეთოდებით მარტივად დაამყარებს საზოგადოებრივ მორჩილებას, ეს
ასეც მოხდა. ამ სისტემამ მარტივად მოახერხა და საზოგადოების უმეტესი ნაწილი
უფუნქციო არსებებად გადააქცია. ტოტალიტარიზმის დროს მმართველმა ხელი უნდა
აიყოს საკუთარ სინდისსა და ზნეობაზე, მისი მთავარი მიზანი მხოლოდ
საზოგადოებრივი კონტროლის დამყარება წარმოადგენს. ტოტალიტარულმა
ორგანიზაციებმა ჩაანაცვლეს მანამდე არსებული ორგანიზაციები. იქმნებოდა
ფაქტობრივად ძველის ანალოგიური ახალი ორგანიზაციები, ხალხს ინდოქტრინაციის
გზით აიძულებდნენ ამ ახალი ორგანიზაციებით ესარგებლათ და არჩევანი
საშუალებას უზუდავდნენ. სწორედ ამის გამო მოხდა ძველი ორგანიზაციების
გაუქმება, ამით რეჟიმს კიდევ უფრო გაუმარტივდა საქმე, რადგან სწორედ მის ხელში
აღმოჩნდა ყველა ის სფერო, რომელზე გაბატონებაც თავად ამ სისტემას ჰქონდა. ამან
კიდევ უფრო დააჩქარა ტოტალიტარიზმის ფესვების გადგმა და მმართველებს ახალი
შესაძლებლობების უნარი მისცა. ბევრისთვის ტოტალიტარული სისტემა მოსაწონი და
მისაღები იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საღ აზრს მოკლებულია. მათ მიაჩნიათ, რომ
საჭიროების შემთხვევაში კაცის კვლაც მისაღები იყო. ასეთი ადამიანები ძირითადად
ფანატიკოსები არიან, რადგან მათ არ შეუძლიათ დაინახონ მინუსი, ამით თავს
იტყუებენ, მაგრამ მაინც მიაჩნიათ რომ არჩეულ სისტემას ქვეყნის პროგრესი შეუძლია.
არენდტს მაგალითად მოჰყავს სტალინისა და ჰიტლერის მმართველობა. მათი სიტყვა
თითქოს ყოველთვის საღი და ჭეშმარიტი აზრის მატარებელია, ამიტომაც უმეტეს
ნაწილს სჯეროდა მათი აზრისა და შეხედულებების, იმდენად ძლიერად იყვნენ
ილუზიებში, რომ მიჩნდათ მათი ეს სისტემა არა მხოლოდ მათ ქვეყანაში, არამედ
მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო.

საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ, რომ ჰანა არენდტის ეს ნაშრომი ზუსტად და


სიღრმისეულად განიხილავს იმ მანკიერებებს, რასაც სწორედ ტოტალიტარული
სისტემა ჩადიოდა.
გამოყენებული ლიტერატურა:

არენდტი, ჰანა. „ტოტალიტარული მოძრაობა“. წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 2. 341-417. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
2018

You might also like