Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

ფოტო ეკრანზე, კაკაბაძის იმერეთის, სიმღერა იმერეთზე.

საბა კვახაჯელიძე
დედამიწის ზურგზე ძნელად თუ შეხვდება ადამიანი საქართველოზე ლამაზ და მრავალფეროვან ქვეყანას, აქ
ყველაფერია, იმისათვის რომ ადამნმა სამყარო შეიცნოს, აქ ყველაფერია წარსულის სიდიადეც და აწმყოს
მშვენირებაც, აქ ყველაფერია მტაც, ზღვაც, უძირო ცისფერი ზეცა და თვალუწყდენელი ფერადი მინდვრებიც, აქ
არის იმერეთიც... ერთერთი ყველაზე ლამაზი მხარე დედამიწაზე

ქეთი ქოჩიაშვილი
იმერეთი ყველაზე სტუმართმოყვარე მხარეა, ამაყი და მითოსური… სამხრეთული ტემპერამენტით, ისტორიისა
და აწმყოს განსაკუთრებული ნაზავით, ნიჭიერებითა და თეატრალობით გამორჩეული, ეროვნული
ტრადიციების პატივისმცემელი და ერთგულად მატარებელი…

გიორგი ჯუღელი
იმერეთი ორ ნაწილად იყოფა: ზემო და ქვემო იმერეთად. აქ ადამიანს ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში
უცხოვრია. ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა "აბრეშუმის დიდი გზა", რომლითაც აღმოსავლეთისა
და დასავლეთის ქვეყნები ერთმანეთს უკავშირდებიოდნენ. ამ მხარის ღირშესანიშნაობებია: მოწამეთა,
ბაგრატის, გელათის მონასტერი და აკადემია, უბისის და კარუგდებლის ტაძრები, კაცხის სვეტი.

ლიზი მაკარიძე
ასევე სამსაფეხუროვანი ჩანჩქერი, ვანის ნაქალაქარი, საკაჟიის, ყუმისთავის და ჭახათის
გამოქვაბულები,სათაფლიის კარსტული მღვიმე, შორაპნის ციხე. იმერეთი განთქმულია თავისი
სტუმართმოყვარეობით, აქ სტუმართან დახვედრა უდიდესი პასუხისმგებლობაა.მასპინძელი ცდილობს
სტუმარს ყველანაირად პატივი სცეს. ასეთია იმერლების ტრადიცია და კულტურა.

ანანო არჩვაძე

შენ არ იცი აქ ყვირილა რატომ ყვირის


ან გვირილი ძეძვში რატომ იმალება,
არ გსმენია შორეული ხმა საყვირის
არ გინახავს შავი ოქროს ელვარება.
სუროს ბაწრით კლდიდან კლდეზე ფრთხილად გახვალ,
როს ქარაფთან საალერსოდ ქარი გიწვევს
დამერწმუნე ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ
მერე მჯერა ვერასოდეს დაივიწყებ.
ანი ბრეგვაძე - - დაუვიწყარ იმერეთში უამრავი გენიოსი აღიზარდა, რომელტც მერე გაალამაზეს და შეავსეს
ქართული კულტურა, დღეს ყველაზე აღიარებულ და საყვარელ იმერელ პოეტებსა და მწერლებს გავიხსენებთ,
რომელთა გარესეც ქართული ლიტერატურა სრულიად წარმოუდგენელია.
აკაკის ფოტო
გიორგი გაბეხაძე
შეუძლებელია ისაუბრო იმერეთზე და არ გაგახსენდეს ყველასათვის საყვარელი პოეტი, სახალხო მგოსანი აკაკი
წერეთელი, რომელიც 1840 წლის 9 ივნისს დაიბადა, საჩხერეში, სოფელ სხვიტორში როსტომ წერეთლის
ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა
ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.ლექსების წერა აკაკი წერეთელმა
ბავშვობაში დაიწყო ის სიცოცხლეშივე იქცა სახალხო პოეტად.
სესილი მორალიშვილი
ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა;
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.
ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათავხედია:
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია.
ენაც მას ამბობს, რაც სმენას
სხვისაგან გაუგონია;
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია!
თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუაკაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.
ანი ბრეგვაძე - ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…
ვიცინი, აღარ ვტირი მე.
ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ
გამოდით, თქვენი ჭირიმე!…
ბევრი რამ მითქვამს… რომ მეთქვა,
დავიმახინჯე პირი მე!..
ახლა არ გვგლეჯენ ენასა, -
სთქვით რამე, თქვენი ჭირიმე!
“ასჯერ გაზომეთ და ერთჯერ
გამოსჭერთ,” ახლაც ვყვირი მე.
ნუ აჩქარდებით! ნურც შიშობთ,
გამტკიცდით, თქვენი ჭირიმე!
ბევრი ვეცადე, ძირმწარეს
ვერ გავუთხარე ძირი მე.
ახლა კი თქვენი ჯერია,
დაჰბარეთ, თქვენი ჭირიმე!
ნუ გამიმტყუნებთ იმედსა,
ხომ ხედავთ, აღარ ვტირი მე!
დრო მოდის - ერთად ვიცინოთ!
ვიცინოთ, თქვენი ჭირიმე

მარი ბუსკივაძე
აკაკი მთელი სიცოცხლე სულით და გულით ემსახურა საყვარელ სამშობლოს, გახდა მრავალი კეთილი
წამოწყების ავტორი, თავისი პოეზიით თუ საზოგადოებრივი საქმიანობით მუდმივად ცდილობდა ერში
პატრიოტული სულისკვეთების დანერგვას. აკაკის ლექსები შეიყვარა მკითხველმა და ბევრ მათგანზე სიმღერაც
კი შეიქმნა.
სიმღერა - ჩონგური საქართველოა
დავით კლდიაშვილის ფოტო
ლუკა ბოჭორიშვილი
1862 წელს ლიტერატურის ფორტუნამ კვლავ იმერეთში შეისვენა და ამჯერად ჩვენს რაიონს მოჰხედა მოწყალე
ტვალით, თერჯოლაში, სოფელ ზედა სიმონეთსი აზნაურის ოჯახში ისვა დავით კლდიაშვილი, შემდეგში
უდიდესი ქართველი მწერალი.დავითმა იმერეთს თითქოს სარკე დაუდგა და შიგ ჩაახედა, საოცარი სიზუსტით
გადმოსცა გაღატაკებული და მაინც კუდაბზიკა იმერელი აზნაურების სახე, მათი გასაჭირი და იმდროინდელი
ყოფა, რაც მკითხველს ხან იუმორის განწყობას უქმნის, ხან კი პირიქით საოცარ სევდას იწვევს მასში.

გიორგი ჯუღელი
გალაკტიონი ასე ახასიათებდა მწერალს „როდესაც ხელთ ვიღებთ დავით კლდიაშვილის წიგნს, არ შეიძლება არ
გავიფიქრო: აი, კლდიაშვილი, თავისებური კოლორიტით მწერალი. დავით კლდიაშვილი რომ არა ,
დაუხატველი დარჩებოდა მსოფლიო ლიტერატურაში სოლომონ მორბელაძე. ვერც ერთი მწერალი ვერ
მოისაზრებდა გამოესახა ბეკინა, და ერთადერთი მთელ შავი ზღვის პირზე დარისპანი, რომელიც მოგზაურობს
თავისი ურყევი მიზნით. დავით კლდიაშვილი რომ არა, დაუხატველი დარჩებოდა კაროჟანა, მშვენიერზე
მშვენიერი კაროჟანა“

(უკან გადის დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმუს და პერსონაჟების ვიდეო კოლაჟი).

ნია ძიძიშვილი
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ,
დავბადოთ მგოსნად
და უთუოდ -
საქართვალოში...
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.
გალაკტიონის ფოტო
ირაკლი ნებიერიძე
ის ღამე 1891 წლის 17 ნოემბერი გახლდათ. ვანის რაიონში, სოფელ ჭვიშში ვასილ ტაბიძის ოჯახში დაიბადა
სწორედ პოეტთა მეფე გალაკტიონ ტაბიძე, მომავალმა პოეტმა კარგი განათლება მიიღო, სწავლობდა ქუთაისის
სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდგომ - თბილისის სასულიერო სემინარიაში.
მარი რობაქიძე
აჰა, ის კუთხე, ის არემარე,
სადაც ოცნება გვირგვინებს ჰქმნიდა,
სად სიყმაწვილე სწრაფი, ვით ტალღა,
ვით ტალღა სწრაფი, გაქრა, წავიდა!..
აჰა, ის მთები, ცად აზიდულნი,
მუდმივი თოვლით მოსილი მთები!
წავიდა, გაქრა სულყველაფერი,
როგორც ზვირთები, როგორც ზვირთები!
აი, ტყე, სადაც ვხეტიალობდი,
მთის ნიავივით თავისუფალი...
სადაც ყმაწვილურ აღტაცებაში
ხარობდა გული, ხარობდა თვალი!
დათო ხუჯაძე
გთხოვ, დამიბრუნე ჩემი სამშობლო,
სადაც მალხენდა ოცნება ყრმობის,
სადაც არ ვგრძნობდი, თუ რას ნიშნავდა:
ფიქრი სირცხვილის, ფიქრი მონობის.
სადაც ფრთასუბუქ ღამის სიოსთან
შემეძლო ფიქრის წრფელად განდობა...
ოჰ, დამიბრუნე ჩემი სამშობლო,
ჩემი სპეტაკი ახალგაზრდობა!
ანანო არჩვაძე
ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.
ვერც ძილის დროს ნაზი ოხვრა და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
ლუკა ბოჭორიშვილი დიდი ნიჭის მქონე პოეტი მალე შეიყვარა და აღიარა საქართველომ, თუმცა ასეთი
უდიდესი თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული
კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც. გალაკტიონმა პოეზია კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა, მისი
ლექსები გაჟღენთილია უდიდესი პატრიოტიზმითა და შემართებით.
გიორგი ჯუღელი
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე – რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.
გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.
აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ… ვწუხვარ და მენანება!
ნინუცა ტალახაძე სამშობლოს წინსვლა გასაკვირველი,
მზის მხურვალება გარს რომ ავლია,
აი, პირველი, აი, პირველი -
რის სიყვარულიც მე მისწავლია.
შენს გამარჯვებას, ჩანგო, მოველი!
ოჰ, შენთან დღენი ჩემნი წარვლიან,
მედგარი ბრძოლა! აი, ყოველი,
რის სიყვარულიც მე მისწავლია.
გავშლი ძვირფასი ლექსების კონებს:
რა სიუხვეა! რა სიმრავლეა!
გადამასწავლოს - ნურავინ ჰგონებს -
რის სიყვარულიც მე მისწავლია!
საბა კვახაჯელიძე
ჭვიშში ტაბიძეების დიდებულ ეზოს მხოლოდ ერთი გენიოსი არ გაუზრდია, ამ ეზომ მეორე დიდი პოეტიც
აღზარდა ტიციან ტაბიძე, დაიბადა 1893 წლის 21 მარტს, განატლება მანაც ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში
მიიღო. ლექსების წერა სიჭაბუკეშივე დაიწყო.
ტიციანის ფოტო
მარი რობაქიძე
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
ანანო არჩვაძე
პოეტი ჩანაწერებში იხსენებს ,,პირველად მამამ ამოიკითხა ჩემს თვალებში სევდა, როცა ჭადრაკს ვთამაშობდით
და მაშინ მივხვდი, რომ წარსული სევდამ მოქარგა და უხილავი ჯაჭვით გადაება მას მომავალი. პირველად
ვკითხე მაშინ სამშობლო ცას, სად წავიდა ჩემი ბავშვობის ლხენა და - პირველად დატოვა ცამ უპასუხოდ ჩემი
კითხვა…

საბა არჩვაძე
პოეტის ცხოვრება მართლაც ხანმოკლე აღმოჩნდა, ის საბჭოთა რეჟიმს ემსხვერპლა, თუმცა სიცოცხლეშივე
მოახერხა დიდი პოეტების გვერდით დამდგარიყო და მკითხველის გული დაეპყრო საოცარი, გულწრფელი და
პატრიოტული ლექსებით.
მარი სახელაშვილი - მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი
ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება.
ათასი გული ერთად რომ მქონდეს,
ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,
ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,
მახსენე კაცად, როცა დაგჭირდე.
ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,
არც სიკვდილისთვის დაგემდურები.
ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
სინდისით აღარ მოეთხოვება,
დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი,
მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას.
დათო ხუჯაძე
თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.
ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზედ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს!
სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.
გიორგი ყაზაიშვილი - ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.
სჯობს აღარ გვქონდეს სულაც სამშობლო,
ანდა არ იყოს ასე ლამაზი!
– სხვა საქართველო მაინც სად არი?
რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა?
ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,
ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?
დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი;
– მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!
ირაკლი ნებიერიძე - პოეტი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ თბილისში გაიზარდა, თუმცა წარმოშობით იმერელი
იყო და ხშირად სტუმრობდა კიდეც საყვარელ იმერეთს. შოთა ნიშნიანიძე მეოცე საუკუნის ერთერთი უდიდესი
პოეტია, დაიბადა 1929 წლის 18 მარტს, თბილისში.

შოთას ფოტო

მარიამ რობაქიძე
ბავშვობაში გაზაფხულზე
მივდიოდი ერთხელ ტყეში,
არაფერი ამნაირი
არ მინახავს მე ჩემს დღეში.
ტყე გალობდა გუგუ-გუგუ,
ტია-ტია, ჟრიკ-ჟრიკ, ჟრიკ-ჟრიკ...
აპრილი კი მართლა ჰგავდა
სამოთხიდან მოსულ შიკრიკს,
უცებ ხის ტოტს გამოვედე -
გავილუმპე თბილი ლეშხით,
ტანში გამცრა... გამაჟრჟოლა
და მოიღო გულმაც რეჩხი,
ავიხადე, თავზე მადგა ჩიტის
ბუდე-
უფლის პეშვი...
არაფერი ამნაირი
არ მიგრძვნია მე ჩემს დღეში...
საბა კვახაჯელიძე
სკოლაში სწავლის პერიოდშიც კი შოთას უკვე ჰქონდა რამოდენიმე ღირებული ლექსი, რომლებიც პრესაში
დაიბეჭდა და მალე მიიპყრო მკითხველის ყურადღება. ხალხმა მალე შეიყვარა ნიშნიანიძის საოცრად ლამაზი,
უშუალო და ემოციური პოეზია, რომელშიც განსაკუთრებით კარგად ჩანს იმერეთის სიყვარული და მონატრება.
გიორგი ყაზაიშვილი
გიორგობის თვეში
ნუნუა წვიმს ჩვენში,
გალეშილი ოჩოკოჩი დაჩინდრიკობს ტყეში,
გარბიან და გამორბიან გზები ალთაბალთას
და ღლაბუცობს ოჩოკოჩი ოქროსთმიან ალთან.
რა ხანია არღნის ხმები აღარ ესმის იმერეთს,
დოლ-გარმონით აფიცხებენ მაჭახელა სიმღერებს.
მაშ, არღანო, ძველებური ჰანგი დასხლიტე,
გაიხსენე სახლიკაცთა ომში წასვლის დღე…
გიორგობის თვეში
გულს გაუდის რეჩხი,
გინდ ყოფილხარ იმერეთში, გინდა – სამოთხეში.
გიორგი გაბეხაძე
იმ დღეს ღვინო მოიწყურა ნაღვლიანმა გლეხკაცმა,
მერე არღანს ეკურკურა და ცხენივით შეკაზმა,
გადავარდა.. სოფელ-სოფელ დაიარა მოყვრები,
იქეიფა, მოიოხრა გული მოსაოხები.
არ დაღლილა არც სიმღერით, არც ხუმრობა-ხარხარით;
აჭახჭახა, აზლუქუნა, აღრიალა არღანი…
გიორგობის თვეში
გულს გაუდის რეჩხი,
გინდ ჩასულხარ იმერეთში, გინდა – სამოთხეში…

ქეთი ქოჩიაშვილი
იქ, იმერეთში ტყემლები ბოლავს,
აქ კი წრიალებს ჩემი ოთახი.
მე შევიშლები ამ მარტის ბოლოს,
მე შევიშლები… ოღონდ ცოტახნით.
მოზიდეთ მთების ეს თოვლ-ყინული,
ეს გაუშლელი ფოთლის სინედლე,
თქეში და თქეში კოკისპირული,
სულის ვარვარი რომ გამინელდეს.
სულ ერთი ბეწო, ერთი ნამცეცი
ყელზე დამადგა სიტყვა ფხიანი _
მე სასულეში გადამცდა ლექსი
მიშველეთ, სული მხდება ხრიალით.
ღმერთო, ერთხელაც მომეც იღბალი,
გადავიტანო წუთი უკვდავი,
იქნებ როგორმე ამოვიბღავლო
ლექსი _ ეს ჩემი სულთამხუთავი.
სიმღერა ,,იმერეთო, იმერეთო!“

ირაკლი ნებიერიძე
1929 წლის 12 აპრილმა პოეზიის სამყაროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელი შეემატა, ისევ იმერეთში
დასახლდა მუზა, ამჯერად საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში, სადაც პოეტი მუხრან მაჭავარიანი დაიბადა.
ცოტა პოეტი თუ დაიკვეხნის ისეტი დიდებული, პატრიოტული და შთამბეჭდავი ლექსებით, როგორიც
მუხრანმა აჩუქა ქართულ პოეზიას.

მუხრანის ფოტო
-
ლიზი მაკარიძე
როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.
ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა
მარიამ ბუსკივაძე
შენ _
სისხლო ჩემო _
სად არ დაღვრილო...
შენ –
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი...
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, _
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ _
სისხლო ჩემო _
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი...
ხანძთა...
ვარძია
და ისიც, _
რაც მტერს წარუტაცნია.
შენ _
სისხლო Dჩემო _
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება _
ვცდილობ-გაშორო, _
რაც შემიძლია.
შენ _
სისხლო ჩემო_
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო...
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, _
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.
საბა არჩვაძე
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -
რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!
იმერეთზე კოლაჟი ლამაზი
ლუკა ბოჭორიშვილი
”მასპინძელო” - უდროო დროს ძახილი აღვიძებს ქოხმახს და აღარ მთავრდება ხვევნა-კოცნა, ათასი დაფიცება,
მაგრამ... ლაფაროში მაინც ისმის ქათმის კრიახი, მჭადის მცხობლის ხელების ტყაპატყუპი და გაუთავებელი
”მიირთვი ბატონო, ახლა ბოდიში, სხვა დროს სხვანაირად დაგხვდებით”. იმერეთია ეს ბატონებო, იმერეთი...

მარიამ ბუსკივაძე
როცა თბილისიდან წამოსული მატარებელი წიფის გვირაბს მოაკივლებს ფხიზლდება იმერეთი, ფეხქვეშ ეგება
ყველა მგზავრს, ეპატიჟება და ამბავს უყვება თავის თავზე. თუ გული გაქვს არ შეიძლება გულმა რეჩხი არ გიყოს
და ამ კუთხის შნო არ გენიშნოს. სიყვარულს დაეძებთ ბატონებო? ჩამობრძანდით იმერეთში და იპოვნით,
აუცილებლად იპოვნით... მინდორ-ველად მიმობნეული მარჯნისფერი ყვავილი ხელში აიღეთ და
ჩასჩურჩულეთ : საპოვნელა მაპოვნინეეე . . . "
სიმღერა ,,ოქტომბეში“

You might also like