Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 57

თემო თექთუმანიძე, ქეთი სირაძე,

ლუკა ბერიანიძე, ბექა მელაძე,


სალომე ფხაკაძე, გიორგი ალფენიძე,
მარიამ ფარნიშვილი, ანი ლომია,
მარი დავარაშვილი, გიორგი ნიაზაშვილი

შესავალი სამართლის ფილოსოფიაში

ლექტორი - გიორგი დავითაშვილი


სემინარის ხელმძღვანელი - სულხან ონიანი
(ფინალური გამოცდა)

თბილისი
2018
თემები წყაროების მიხედვით

1.“თანამდებობის პირთათვის“ და „ხელობათათვის“ თომას მორის


უტოპიის მიხედვით
თომას მორის ნაშრომ „უტოპია“-ს მიხედვით,ყოველი 30 ოჯახი ყოველწლიურად
ირჩევს თნამდედობის პირს,რომელსაც ადრე სიფოგრანტუსი ერქვა,ხოლო ახალ ენაზე
ფილარქოსი ჰქვია.ყოველ ათ სიფოგრანტუსს თავის ოჯახებიანად მეთაურობს
კაცი,რომელსაც ძველებურად ტრანიბორუსი ერქვა,ახლა კი პროტოფილარქოსად
იწოდება.
ყველა სიფოგრანტუსი,ანუ 200 კაცი,ფიცის დადების შემდეგ იმის თაობაზე,რომ
ისინი შეარჩევენ ყველაზე ღირსეულს,მონაწილეობას იღებენ ფარულ
კენჭისყრაში,რომლითაც ისინი შეარჩევენ თავადს,ანუ ბატონს,იმ 4
პიროვნებისგან,რომელსაც მათ ხალხი წარუდგენს.ქალაქის მცხოვრებთა ყოველი
მეოთხედი ირჩევს ერთ ტრანიბორუსს და შუამდგომლობას უწევს სენატში.თუკი
თავადი რაიმე მიდრეკილებას არ გამოავლებს ტირანიის მიმართ,მისი თანამდებობა
ნარჩუნდება სიცოცხლის ბოლომდე.ტრანიბორუსები ყოველ სამ დღეში ან უფრო
მეტჯერ დადიან სათათბიროდ თავადთნ და საზოგადო საქმეებზე ბჭობენ,ყოველგვარ
კერძო კამათს კი მყისიერად შეწყვეტენ,თუკი ასეთი რამ წამოიჭრება.სენატში
სიფოგრანტუსებიდან უნდა იყოს ორი და ყოველდღე სხვადასხვა.სისხლის
სამართლის დანაშაულად მიიჩნევა საზოგადო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება
სენატის ან სახალხო კრების გარეშე.არსებობს დადგენილება,რომ ის
საქმეები,რომლებიც რესპუბლიკას ეხება არ გადაიჭრას მანამ სანამ არ განიხილავს
სენატი ან სახალხო კრება გადაწყვეტილების მიღებამდე სამი დღით
ადრე.ყოველგვარი საქმე,რომელსაც რაიმე არსებითი მნიშვნელობა აქვს ეცნობება
სიფოგრანტუსთა კრებას ,ისინი ,თავის მხრივ,აცნობებენ მას თავიანთ განყოფილებათა
ოჯახებს ,შემდეგ ითათბირებენ ერთმანეთში და თავის გადაწყვეტილებას სენატს
აცნობებენ.ზოგჯერ საქმე გადააქვთ მთელი კუნძულის კრებაზე.სენატს ერთი
საოცარად ღირებული წესი აქვს,არც ერთი შესული წინადადება არ გაარჩიონ იმ
დღეს,როცა იგი პირველად შევა და გადადონ სენატის მორიგ თათბირამდე ,რათა
არავინ წამოროშოს რაც პირზე მოადგება.ასე,რომ არ იყოს კაცი ყოველთვის თავისი
პირველი გადაწყვეტილების დაცვას შეეცდება და არ იფიქრებს იმაზე,თუ რეალურად
რა არგებს სახელმწიფოს.მახინჯი და ცრუ პატივმოყვარეობის გამო იგი
საზოგადოებრივ კეთილდღობას უფრო ადვილად დათმობს,ვიდრე აღიარებს
იმას,რომ მან ნაკლებად იზრუნა იმაზე,რაზეც უნდა ეზრუნა,სახელდობრ,ელაპარაკა
დინჯად და დაფიქრებულად,სანამ პირველ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ყველა ქალსა და მამაკაცს ერთი საქმე აქვს-მიწათმოქმედება,რომლისგანაც არავინ
თავისუფლდება.პირიქით,მას ყველა სწავლობს ნაწილობრივ მოძღვრების
დაუფლების გზით,ნაწილობრივ კი ქალაქის ახლომახლო მინდვრებზე,სადაც ბავშვები
თითქოს სათამაშოდ გაჰყავთ,მაგრამ ისე გამოდის,რომ ისინი არა მხოლოდ
აკვირდებიან გარემოს ,არამედ მუშაობენ კიდეც.
გარდა ამისა, თითოეული სწავლობს ერთ რომელიმე საკუთარ ხელობას(მარტყლის
დართვა,სელის გამოყვანა,ქვისმთლელობა,მელითონეობა და ხის ოსტატთა ხელობა
),ეს ის ძირითადი და აღსანიშნავი ხელობებია,რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ.
ტანსაცმლის შეკერილობა ყოველთვის ერთნაირი,უცვლელი და მუდმივია,შესახედად
მოსაწონი,მოსახერხებელი და სიცხესა და სიცივესთან
შეფარდებული,მაგრამ,აღსანიშნავია ისიც,რომ ტანისამოსი განსხვავებულია
სხვადასხვა სქესის პირთათვის ,როგორც მარტოხელათათვის,ისე
დაქორწინებულებისთვის.ტანსაცმელს თითოეული ოჯახი თავად იმზადებს.
სხვა ხელობებიდან ისინი სწავლობენ კიდევ ერთ რომელიმეს ,სწავლობენ არა მარტო
კაცები,არამედ ქალებიც.ქალები,როგორც შედარებით ფიზიკურად სუსტები,
ამუშავებენ მატყლს,სელს,მამაკაცებს კი ეკისრებათ ძნელი ხელობები.ხშირად ხდება
ხოლმე ისე,რომ ყმაწვილები მამათა ხელობას მისდევენ,უმრავლესობას მისკენ
ბუნებრივი მიდრეკილება აქვს,მაგრამ თუ განსხვავებული მიდრეკილება აღმოაჩნდა
მას ისეთ ოჯახს მიაშველებენ,რომელთა საქმიანობის მიმართაც იგი იჩენს
სიყვარულს.ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ამ დარბაისელის მამა,არამედ სახელმწიფოც
ზრუნავს იმაზე,რომ იგი დარბაისელ და კეთილშობილ ოჯახის უფროსს
ჩააბარონ.როცა ადამიანი ორ ხელობას დაეუფება,საბოლოოდ აირჩევს იმას,რომელიც
მას უფრო მეტად მოსწონს,გარდა იმ შემთხვევისა თუ მეორე სახელმწიფოს უფრო
მეტად არ ესჭიროება.
სიფოგრანტუსთა უმთავრესი ფუნქციაა აკონტროლონ ის ფაქტი,რომ არავინ იჯდეს
უქმად,თითოეული მუშაობდეს თავისი ხელობით,მაგრამ არა ადრე დილიდან გვიან
ღამემდე,რადგან ძალიან არ დაიქანცოს.უტოპიელები დღე-ღამეს ოცდაოთხ თანაბარ
ნაწილად ყოფენ და სამუშაოს მხოლოდ 6 საათს უთმობენ.
შუადღემდე პირველ სამ საათს მუშაობენ,ამის შემდეგ სასადილოდ მიდიან.სადილის
შემდეგ ორი საათი ისვენებენ და შემდგომ ისევ მუშაობენ სამი საათის
განმავლობაში.სამუშაო დღეს ვახშმით ასრულებენ.იქიდან გამომდინარე,რომ
უტოპიელები პირველ საათს შუადღიდან ითვლიან,დაახლოებით რვა საათისთვის
დასაძინებლად მიდიან ,ძილისთვის მათ 8 საათი აქვთ გამოყოფილი.მთელი
დრო,რომელიც რჩებათ უტოპიელები ვალდებულები არიან საკუთრი ხელობისგან
თავისუფლად,მაგრამ აზრიანად გამოიყენონ.ისინი ძირითადად ასეთ დროს
მეცნიერების შესწავლას უთმობენ,ისინი ყოველდღიურად აწყობენ გარიჟრაჟამდე
საჯარო კითხვას ,ამ საქმეს მეცნიერებისთვის საგანგებოდ შერჩეული პიროვნება
უძღვება.სხვადასხვა საჯარო კითხვას საკუთარი ინტერესის შესაბამისად ესწრებიან
ყველა წოდების როგორც ქალი,ისე მამაკაცი,თუკი ვინმე მეცნიერების შესწავლას ამ
დროის ისევ საკუთრი ხელობისთვის დათმობას არჩევს,მას ამაში არავინ შეუშლის
ხელს ,მეტიც მის საქმიანობას სახელმწიფოსთვის სარგებელი მოაქვს და იგი შექებას
იმსახურებეს.
ნავახშმევს უტოპიელები ერთ საათს გართობაში ატარებენ:ზაფხულში
ბაღებში,ხოლო ზამთარში-საერთო დარბაზებში,სადაც სადილობენ.აქ ისინი მუსიკას
უსმენენ და სასიამოვნოდ საუბრობენ.უტოპიელები არც კი ცნობენ კამათლების თამაშს
და მას დამღუპველად მიიჩნევენ,თუმცა მათთან გავრცელებულია ორი
თამაში,რომელიც საკმაოდ წააგავს ჭადრაკს:1.ციფრებით ბრძოლა 2.როდესაც
მანკიერებანი სამხედრო წესით ებრძვიან ღირსებებს.ამ თამაშში მეტად
მოხერხებულადაა მითითებული როგორც მანკიერებათა შორის
განხეთქილებაზე,ასევე, მათ ერთსულოვნებაზე ღირსების წინააღმდეგ.
აქ კიდევ ერთი განსახილველი საკითხია სამუშაოს დროის ფაქტორი,ვინმეს
შეიძლება ეგონოს,რომ ეს სამუშაოს ეს ხანგძლივობა არაა საკმარისი ცხოვრებისთვის
აუცილებელი მარაგის შესაქმნელად,რეალურად კი ის გარკვეულ დანაზოგსაც კი
იძლევა.ამ ყველაფრის ახსნა ძალინ მარტივადაა შესაძლებელი,თუ ავიღებთ ყველა იმ
პიროვნებას, რომელიც უსარგებლო ხელობებითაა დაკავებული,ასევე,უსაქმურებსა და
მცონარობისგან დასავათებულ ხალხს ,რომელთაგან თითოეული სხვისი შრომისგან
შექმნილი სანოვაგით ცოცხლობს,თუკი ამ ხალხს სამუშაოს მივუჩენთ და თანაც
სასარგებლოს,ადვილად შევამჩნევთ,თუ რა ცოტა დრო იქნება საჭირო ყველაფერი იმის
საკმაო და უფრო ჭარბი რაოდენობით საწარმოებლად ,რასაც სარგებლიანობისა და
მიზანშეწონილობის პრინციპები მოითხოვს . ყოველივე ამას უტოპიაში ცხადად
ადასტურებს თვით სინამდვილე.სახელდობრ,იქ მთელ ქალაქში,თავისი ოლქიანად,იმ
მამაკაცებისა და ქალებისგან,რომლებიც თავიანთი ასაკითა და ძალ-ღონით
შრომისათვის ვარგისნი არიან,მხოლოდ ხუთასი კაცი თუა გათავისუფლებული .მათ
შორის სიფოგრანტუსები,რომლებსაც კანონის თანახმად არ აქვთ ვალდებულება
იმუშავონ,მაგრამ ისინი არ არიდებენ შრომას თავს და ამით ცდილობენ
სამაგალითოები იყვნენ მთელი საზოგადოებისთვის.ამავე შეღავათით სარგებლობენ
ისინი,ვისაც ხალხი სასულიერო წოდების შუამდგომლობითა და სიფოგრანტუსთა
ფარული კენჭისყრით სამუდამოდ უბოძებს თავისუფლებას მეცნიერების
საფუძვლიანად შესასწავლად,თუ რომელიმე ამ პირთაგან იმედებს არ გაამართლებს
მას უკან აბრუნებენ ხელოსნებთან და,პირიქით,თუ მუშა ბეჯითად იმეცადინებს მას
ათავისუფლებენ თავისი ხელობიდან და მეცნიერთა რიგში გადაჰყავთ.მეცნიერთა ამ
წოდებიდან ირჩევენ ელჩებს,სასულიერო პირებს,ტრანიბორუსებს,და,ბოლოს,თვით
სახელმწიფოს მეთაურს ,რომელსაც უძველეს ენაზე ბარზანს,ხოლო ახალზე-ადემუსს
უწოდებენ.
ვინაიდან უქმად თითქმის არავინ არ არის და ყველა სასარგებლო ხელობას
მისდევს,ადვილი გამოსათვლელია,თუ რამდენ საჭირო საგანს ქმნიან ისინი და რა
მცირე დროში,აუცილებელ ხელობათა უმრავლესობა მათ გაცილებით ნაკლებ დროს
ართმევს,ვიდრე სხვა ხალხებს.უტოპიელებს ყველაფერი მოწესრიგებული აქვთ,მათ
ძალიან იშვიათად უხდებათ ახალი ნაკვეთის შერჩევა სახლის ასაშენებლად,რადგან
მათში არ არსებობს ის განებივრებული გემოვნების ადამიანი,რომელიც უსაფუძვლოდ
იწუნებს საცხოვრებელს და ახლის სხვაგან ასაშენებლად დიდძალ ფულს
ფლანგავს.უტოპიელების სახელმწიფო კეთილმოწყობით გამოირჩევა ,მუშები არა
მარტო სწრაფად აღადგენენ უკვე დაზიანებულ შენობებს,არამედ ისე აგებენ,რომ
ნაადრევად შეკეთება აღარ დასჭირდეთ.ამიტომ შრომის სულ მცირე დანახარჯებით
შენობები დიდხანს ძლებს და ამ ხელობის მუშები ძნელად შოულობენ
სამუშაოს,მაგრამ ისინი ხშირად იღებენ ბრძნებას,რომ გათალონ და გააპრიალონ
ქვები,რათა საქმე წინ წაიგდონ.
რაც შეხება ტანისამოსს,სამუშაო ტანსაცმელი მათ შვიდ წელს ჰყოფნით,ისინი
კმაყოფილდებიან ერთი თხელი მოსაცმლით,რომელიც 2 წელს ჰყოფნით,ასევე,უნდა
აღინიშნოს,რომ უხეში სამუშაოს დასაფარავი გრძელი მოსასხმის ფერი ერთნაირია და
ესაა ბუნებრივი შალის ფერი. ტილოს ქსოვილში-სითეთრეს,ხოლო შალში-
სისუფთავეს აფასებენ.
უტოპიელების აზრით,რადგან ყველა მათგანი სასარგებლო შრომითაა
დაკავებული,ამიტომ მის შესასრულებლად საკმარისია მხოლოდ მცირე შრომა,მათ
ყველაფერი უხვად აქვთ.ყოველი მოქალაქე უზრუნველყოფილია დროის
მაქსიმალური ოდენობით,რადგან ფიზიკური შრომის შემდეგ დრო გამოიყენოს
სულიერი სიამოვნებისა და განათლებისთის.ამაშია,მათი აზრით,ჰარმონია,ცხოვრების
ბედნიერება.

2.“სისასტიკის, გულმოწყალებისა და კიდევ იმისთვის თუ რა სჯობია -


უყვარდეთ თუ ეშინოდეთ შენი?“ ნიკოლო მაკიაველის „მთავარის“
მიხედვით
ავტორის აზრით, ყოველი მთავარი უნდა ცდილობდეს გულმოწყალე კაცის სახელი
მოიხვეჭოს და არა სასტიკის, მაგრამ უთავოდ არ უნდა იყენებდეს გულმოწყალებას.
მთავარი არაფრად უნდა აგდებდეს გმობას სისასტიკის გამო, თუკი ამის წყალობით
ახერხებს იმას, რომ განხეთქილებისა და განდგომის საშუალება მოუსპოს თავის
ქვეშევრდომთ. რადგან ის, ვისთვისაც ურჩთა დასჯის რამდენიმე მაგალითიც
საკმარისია, გაცილებით უფრო გულმოწყალე იქნება იმაზე, ვინც თავისი მეტისმეტი
გულმოწყალების შედეგად ხელს უწყობს ქვეყნის არევ-დარევას. მთავართა შორის
ყველაზე ძნელად მხოლოდ ახალი მთავარი თუ დააღწევს თავს სასტიკი კაცის სახელს,
ვინაიდან ყოველი ახალი სახელმწიფო ათასნაირი ხიფათითაა სავსე. მთავარი
მალემრწმენი არ უნდა იყოს, დინჯად უნდა არჩევდეს საქმეს და არ უნდა
ესწრაფვოდეს იმას, რომ ქვეშევრდომთა საფრთხობელად იქცეს. კეთილგონიერებითა
და ადამიანურობით უნდა ზომავდეს თითოეულ ნაბიჯს, რათა ქვეშევრდომთამი
ზედმეტმა ნდობამ სიფრთხილე არ დაავიწყოს, ხოლო მეტისმეტი უნდობლობის
შედეგად აუტანელი არ შეიქნეს მათთვის. აქ იბადება კითხვა: რა სჯობს, უყვარდეთ თუ
ეშინოდეთ შენი? რაზედაც პასუხობენ, რომ სასურველია ერთიცა და მეორეც. მაგრამ
რაკი ორივეს შეთავსება ძნელია, ამიტომ, თუკი იძულებული იქნები ერთ-ერთზე უარი
თქვა, გაცილებით გიჯობს, შიშს უნერგავდე ხალხს და არა სიყვარულს, რადგანაც
ადამიანებზე შეიძლება ზოგადად ითქვას, რომ ისინი უმადურნი არიან, მერყევნი,
ორგულნი, ჯაბანნი, ხარბნი; ვიდრე მათი კეთილისმყოფელი ხარ, ისინიც შენნი არიან;
აღგითქვამენ, რომ არაფერს დაიშურებენ შენთვის, მაგრამ ხიფათის
მოახლოებისთანავე ზურგს შეგაქცევენ. და ის მთავარი, ვინც მთლიანად მიენდობა მათ
სიტყვას და ამიტომ სხვა არას იღონებს, განწირულია, ვინაიდან მეგობრობა, რომელსაც
წყალობის ფასად იხვეჭ და არა სულიერი სიდიდისა და კეთილოშობილების შედეგად,
გასაჭირში იარაღად არ გამოგადგება. და ადამიანებიც უფრო თავხედურად იქცევიან
მის მიმართ, ვინც სიყვარულს უნერგავს მათ, ვიდრე მის მიმართ, ვისაც უფრთხიან,
ვინაიდან სიყვარული მხოლოდ მოვალეობის გრძნობაზეა დაფუძნებული, რომელიც,
კაცთა სულმოკლეობის გამო, დაუყოვნლებლივ ქარწყლდება, როგორც კი მას ანგარება
დაუპირისპირდება, მაშინ როდესაც შიშს განაპირობებს ისევ შიში, სასჯელის შიში,
რომელიც გამუდმებით ემუქრება ხალხს. და მაინც, მთავარი ისე უნდა ნერგავდეს შიშს,
რომ თუკი სიყვარულს ვერ მოიხვეჭს, სიძულვილი მაინც აიცილოს თავიდან, ვინაიდან
ისიც დიდი საქმეა, რომ ხალხს ეშინოდეს შენი, მაგრამ არ სძულდე. და მთავარიც
ყოველთვის შესძლებს ამას, თუკი არ ხელყოფს ქვეშევრდომთა სიცოცხლესა და
საკუთრებას. მაშინაც კი, როცა მთავარი ვინმეს სიკვდილით დასჯას აპირებს, მას
შეუძლია სისრულეში მოიყვანოს თავისი განაჩენი, თუკი საამისოდ საკმარისი
სამხილი მოეპოვება, მაგრამ თავი უნდა შეიკავოს სხვისი ქონების ხელყოფისგან,
ვინაიდან ადამიანები უფრო ადვილად ურიგდებიან მამის სიკვდილს, ვიდრე
სამკვიდროს მოშლას. მაგრამ როდესაც მთავარი წინ მიუძღვის მრავალრიცხოვან
ლაშქარს, მაშინ მისთვის მართლაც აუცილებელია, რომ არად აგდებდეს სასტიკი კაცის
სახელს, ვინაიდან ამ სახელის გარეშე ვერ თავისი ლაშქრის ერთსულოვნებას
შეინარჩუნებს და ვერც ბრძოლისუნარიობას. ჰანიბალის წარმატებები და მისი ჯარის
დისციპლინაც სწორედ მისი არაადამიანური სისასტიკის შედეგია. საპირისპირო
შეიძლება ითქვას სციპიონზე, ვისი ლაშქარიც აჯანყდა ესპანეთში, რაც გამოწვეული
იყო სციპიონის მეტისმეტი ლმობიერებით, უფრო მეტ თავისუფლებას რომ ანიჭებდა
ჯარისკაცებს, ვიდრე დასაშვები იყო სამხედრო დისციპლინით. ამრიგად, კაცთა
სიყვარულს მათი ნება-სურვილი განაპირობებს, შიშს კი - მთავრისა. ამიტომ ბრძენი
მთავარი უნდა ეყრდნობოდეს იმას, რაც მასზეა დამოკიდებული, და არა იმას, რაც
სხვის ნებაზე ჰკიდია. მხოლოდ ეგაა, როგორც უკვე ითქვა, იმდენი კი უნდა შეძლოს,
რომ თავიდან აიცილოს სიძულვილი.

3.“როგორ უნდა ესწრაფვოდნენ მთავრები იმას, რომ სანდონი იყვნენ“ -


ნიკოლო მაკიაველის „მთავრის“ მიხედვით.
დროის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დიდი საქმეების აღმასრულებლად
ყოველთვის გვევლინებოდნენ ის მთავრები, რომლებიც ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ
ქვეშევრდომთა ნდობას და თავიანთი ცბიერებით ახერხებდნენ საბოლოოდ აერიათ
მათთვის გზა-კვალი. ასე რომ, ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯაბნიდნენ იმ
მთავრებს, რომლებიც მხოლოდ წესიერებას ემყარებოდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ
არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე - ძალის
მეშვეობით. პირველი ნიშნეულია ადამიანებისთვის, ხოლო მეორე კი მხეცებისთვის.
მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია, ძალაუნებურად უნდა მივმართოთ
ხოლმე მეორეს. ამიტომ მთავრისთვის აუცილებელია, რომ თანაბარი წარმატებით
იბრძოდეს როგორც მხეცი და როგორც კაცი. სწორედ ამნაირი, თუმცაღა შეფარვით
გამოთქმული შეგონებით მიმართავდნენ მთავრებს ძველი მწერლები, რომლებიც
აღნიშნავდნენ, რომ აქილევსს და ძველი დროის ბევრ სხვა მთავრსაც აღსაზრდელად
აბარებდნენ კენტავრ ქირონს, რათა მისი მეთვალყურეობით დავაჟკაცებულიყვნენ. ამ
ნახევრად მხეცისა და ნახევრად კაცის ზედამხედველობას აქ მხოლოდ ის აზრი აქვს,
რომ მთავარი უნდა ითვისებდეს და ისისხლხორცებდეს ორივე ბუნებას, და რომ ერთ
მეორის გარეშე უდღეურია. ამრიგად, თუ მთავარი იძულებული იქნება იბრძოდეს
როგორც მხეცი, ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს,
ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისგან, მელას - მგლებისგან.
მაშასადამე, მელა უნდა იყო, რომ შენიშნო გველი, და ლომი, რომ დაიფრინო მგლები.
იმას, ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს, ბევრი რამ არ ესმის. ამიტომ კეთილგონიერი
მთავარი შეუძლებელია თავისი აღთქმის ერთგული იყოს, თუკი ეს ერთგულება
შეიძლება საზიანო აღოჩნდეს მისთვის, და თუ აღარ არსებობენ მიზეზები, რომლებმაც
ეს აღთქმა დაადებინეს. ყველა კაცი რომ კარგი და კეთილი იყოს, ამნაირი ქცევა
უკეთური იქნებოდა, მაგრამ რაკი ისინი ბოროტნი არიან და გამუდმებით არღვევენ
იმას, რაც აღგითქვეს, შენ რატომღა უნდა უერთგულო შენს აღთქმას მათ მიმართ?
თუმცა აუცილებელია საგულდაგულოდ შენიღბო ეს ბუნება, რისთვისაც დიდი
თვალთმაქცობა და გაქნილობა გმართებს. ადამიანები კი ისე მიამიტნი არიან და
ყოველწამიერ აუცილებლობას ისერიგად დამონებულნი, რომ ცრუს არასდროს
მოაკლდება ხალხი, რომელიც ადვილად გააცურებინებს თავს. ამრიგად, მთავრისთვის
სულაც არ არის აუცილებელი ყველა თვისებას ფლობდეს, მაგრამ დიახაც
აუცილებელია ისე გვაჩვენებდეს თავს, თთქოს მართლაც მათი მფლობელი იყოს.
მეტიც, თუ ფლობ და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ავლენ მათ, ისინი სახიფათონი არიან,
ხოლო თუ თავის მოსაჩვენებლად იყებებ მათ, სასარგებლონი არიან შენთვის. ასე
მაგალითად, სასარგებლოა ხალხს ისე აჩვენებდე თავს თითქოს გულმოწყალე,
სარწმუნო კაცთმოყვარე, მორწმუნე და პატიოსანი კაცი ხარ და არა მარტო აჩვენებდეს,
იყო კიდეც სინამდვილეში. მაგრამ ისე კი უნდა ფლობდე საკუთარ თავს, რომ
საჭიროების შემთხვევაში, შეგეძლოს საპირისპირო თვისებებად გარდაქმნა ისინი.
უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარი და მით უმეტეს, ახალი მთავარი, ვერ უერთგულებს
იმას, რის გამოც ადამიანს კაი კაცად თვლიან, ვინაიდან, სახელმწიფოს
შესანარჩუნებლად, ხშირად იძულებულია იმოქმედოს ერთგულების, მოყვასისადმი
სიყვარულის, ადამიანობის, სარწმუნოების საპირისპიროდ. მაშასადამე, მთავარი
ყოველთვის უნდა ფრთხილობდეს, როცა ვუსმენთ თუ ვუყურებთ მას, სიყვარულის,
პატიოსნების, ადამიანობის, მორწმუნეობის ხორცშესხმულ ხატებად ჩანდეს, რადგან
ადამიანები, საერთოდ, ხედვას უფრო მეტ ანგარიშს უწევენ მსჯელობისას, ვიდრე
შეხების გრძნობას. ყველა ხედავს იმას, რადაც გვაჩვენებ თავს, ცოტა თუ გრძნობს იმას,
რაც ხარ სინამდვილეში და ეს უკანასკნელნი ვერ გაგიბედავენ წინ აღუდგნენ ბრბოს
აზრს, რომელსაც ზურგს უმაგრებს სახელმწიფოს მთელი ძლიერება. ეგეც არ იყოს,
ყველა კაცისა და, მითუმეტეს, მთავართა მოქმედებას, რომელსაც განსასჯელად ვერ
წარუდგენ სასამართლოს, მისი საბოლოო შედეგის მიხედვით აფასებენ. ამიტომ, დაე,
მთავარმა მხოლოდ გამარჯვებისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იზრუნოს, და
საშუალებებს, რომლებითაც ამ მიზანს აღწევენ, ყოველთვის პატიოსნად და ქება-
დიდების ღირსად შერაცხავენ, ვინაიდან ბრბოს მხოლოდ საქმის გარეგნული მხარე და
საბოლოო შედეგი ხიბლავს; ამ ქვეყნად კი ბრბო ყველაფერია, მაშინ როცა ცალკეულ
პიროვნებებს მხოლოდ მაშინ ენიჭებათ ერთგვარი მნიშვნელობა, როცა უმრავლესობამ
აღარ იცის, ვისზე შეაჩეროს არჩევანი.

4. როგორია ბედისწერის გავლენა კაცთა ცხოვრებაზე და როგორ შეიძლება


წინ აღუდგე მას (ნიკოლო მაკიაველის „მთავარის“ მიხედვით)
ადრეული ბურჟუაზიის თვალსაჩინო წარმომადგენელია იტალიელი ნიკოლო
მაკიაველი, რომელმაც პოლიტიკური საკითხების კვლევას მიუძღვნა თავისი ერთ-
ერთი ფუნდამენტური ნაშრომი „მთავარი“.
მაკიაველი საუბრობს ბედისწერის გავლენასა და მისი დათრგუნვის
შესაძლებლობებზე. ის მკაფიოდ აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში გაბატონებულია
მოსაზრება, თითქოს სამყაროში მიმდინარე მოვლენებს სრულად წარმართავს ღმერთი
და ბედისწერა. თავის მხრივ, ხალხს არა თუ რამის შეცვლა შეუძლია, არამედ ის
სრულიად უმწეოა განგების წინაშე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იქნება, თუ
ყველაფერს მივანდობთ განგებას და შედეგად ადამიანთა გარჯაც უსაფუძვლო
აღმოჩნდება. მიუხედავად ამისა, მაკიაველი თვლის, რომ არასწორია საზოგადოების
თავისუფალი ნების უგულვებელყოფა. ცხადია, ის აღიარებს ბედისწერის გარკვეულ
გავლენას და ამტკიცებს, რომ ჩვენი ცხოვრების ნახევარს სწორედ ეს უკანასკნელი
განსაზღვრავს, თუმცა, ამავე დროს დარჩენილ ნახევარს ადამიანები თავად განაგებენ.
მეტი სიცხადისთვის, მაკიაველი ბედისწერას ადარებს ბობოქარ მდინარეს, რომელიც
გამძვინვარებული გადალახავს ნაპირებს, წალეკავს ხეობებს, თხრის ხეებს, ანგრევს
შენობებს. შედეგად, არავის ძალუძს წინ აღუდგეს მის მძვინვარებას და ამიტომ ყველა
გაურბის. მაგრამ, უდავოა, რომ მშვიდობიანობის ჟამს, ხალხს შეუძლია მიიღოს ისეთი
ზომები, რომელიც ზემოთ მოცემულ მძიმე შედეგებს ააცილებს თავიდან. მაგალითად,
აღმართონ მიწაყრილები, ჯებირები, კაშხალები. შედეგად, მდინარე წყალდიდობისას
ან თავის კალაპოტში დარჩება, ან კიდევ მისი მძვინვარება ძველებურად მძაფრი და
ყოვლისმმუსვრელი აღარ იქნება. ასევეა ბედისწერაც, იგი თავის ძალმოსილებას
ავლენს იქ, სადაც არავის უზრუნვია იმაზე, რომ მისთვის საწინააღმდეგო ძალა
დაეხვედრებინა. მაგალითად, იტალია წარმოადგენს უჯებირო და უკაშხალო არეალს,
სადაც თავსდატეხილმა ქაოსმა საბედისწერო ცვლილებები განაპირობა. იმ
შემთხვევაში, თუ ის ისეთივე დაცული და მომზადებული იქნება
„წყალდიდობისთვის“, როგორც ამას ახერხებს გერმანია და საფრანგეთი, მაშინ დიდია
ალბათობა, რომ იგი თავსდატეხილ არეულობას თავიდან აიცილებდა.
ასევე, მაკიაველი ავითარებს საინტერესო შეხედულებას - რატომ იღუპება ის
მთავარი, რომელიც, თითქოს, ჯერ კიდევ გუშინ ბედნიერი იყო და ამავდროულად მას
საკუთარ თვისებებსა და აზრებში არაფერი შეუცვლია. როგორც წესი, მთავარი,
რომელიც სრულიად ბედისწერას არის მინდობილი, იღუპება მაშინვე, როდესაც ბედი
მას ოდნავ ზურგს შეაქცევს, რადგან არ შესწევს დამოუკიდებელი, თავდაჯერებული
მოქმედების უნარი. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია,
რომ ადამინის ქმედებები შეესაბამებოდეს დროს, ანუ ცხოვრება მისგან მოითხოვდეს,
სწორედ იმ ნაბიჯებს, რასაც იგი ახორციელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ
უბედურ ადამიანს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ერთიდაიგივე მიზნისკენ კერძოდ,
სიმდიდრისა და სიდიდისკენ ადამიანები სხვადასხვა გზით ესწრაფვიან.
მაგალითისთვის, ნაწილი მათგანი ამჯობინებს სიფრთხილეს და მოთმინებას, ნაწილი
-სულსწრაფობას. მათ შორის, ისინი ხშირად მიმართავენ ძალადობას, ცბიერებას.
შედეგად, მიზანს აღწევს ის, ვისი არჩეული გზაც უფრო მეტად შეესაბება დროის
მოთხოვნებს. ამითვე აიხსნება, ერთგვარი ცხოვრებისეული პარადოქსი, რომ ორი
ფრთხილი და წინდახედული ადამიანიდან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი მიდის
დასახულ მიზნამდე.
აქვე მაკიაველი გვთავაზობს კეთილდღეობის ფორმულას, როდესაც ფრთხილ
ადამიანს ხელს უწყობს ცხოვრებისეული გარემოებები, იმდენად, რომ სწორედ
ფრთხილი და წინდახედული სვლებია საჭირო ბედნიერებისთვის, კეთილდღეობაც
არ აყოვნებს. ხოლო თუ მისი მოქმედებები და დრო აღარ არის თანხვედრაში, ის უკვე
უძლურია შეცვალოს თავისი ქმედებების გეზი და ხასიათი - გადავიდევს იმ ჯიქურ
მოქმედებაზე, რომელიც სჭირდება დროებას. შესაბისად, გარდაუვალია მისი
დაღუპვა. თუმცა, გარდა ფრთხილი ბუნების ადამიანისა, ზოგადად, რთულია
მოიძებნოს ისეთი კეთილგონიერი კაცი, რომელიც მუდმივად შეძლებს ფეხი აუწყოს
დროის მოთხოვნებს. რამეთუ, ერთი მხრივ, რთულია ბუნებრივი მიდრეკილებების
დათრგუნვა და შინაგანი იდენტურობის უკუგდება, ხოლო, მეორე მხრივ, ვინაიდან,
ერთი გზით ის ყოველთვის აღწევდა წარმატებას, უჭირს დაარწმუნოს საკუთარი თავი,
რომ მისგან გადაუხვიოს.
რომის პაპი იულიუს II, ყოველთვის სულსწრაფ და ჯიქურ მოქმედებებს არჩევდა.
საბედნიეროდ, დროებაც მისგან სწორედ ამას ითხოვდა და შესაბამისად, წარმატებაც
მუდამ თან ახლდა. მოულოდნელი იყო იულიუსის გალაშქრება ბოლონიის
წინააღმდეგ, რადგან ჯერ კიდევ შესაძლებელად მიაჩნდათ მშვიდობიანი
მოლაპარაკებების წყალობით მიეღწიათ მიზნისთვის. თუმცა მან პირდაპირ განიზრახა
დაეწყო საომარი მოქმედებები და თავადვე ჩაუდგა ლაშქარს სათავეში. თავისი თამამი
ნაბიჯებით მიაღწია, იმას რასაც ვერ შეძლებდა ვერცერთი ადამიანური სიბრძნით
შეპყრობილი მღვდელმთავარი. რადგან პაპს რომიდან დაძვრა რომ გადაედო, იქამდე
სანამ არ დაიდებოდა ყველა მშვიდობიანი ხელშეკრულება და არ მოწესრიგდებოდა
ვითარება, მას აუცილებლად ჩაუვარდებოდა კოვზი ნაცარში. აქვე უნდა ითქვას, რომ
იულიუსის დაუმარცხებლობა შესაბამისი დროების დამსახურებაც არის, რამეთუ მისი
მოღვაწეობის ჟამს არასდროს ყოფილა საჭირო ფრთხილი და წინდახედული , ნელი
ნაბიჯებით სვლა. ასეთი ფაქტის წინაშე დადგომისთანავე ის მაშინვე დაკარგავდა
წარმატებას, ვინაიდან იგი ვერ შეძლებდა გადაეხვია იმ გზიდან, რომელიც მისმა
ბუნებამ აირჩია. მნიშვნელოვიანია, რომ ნიკოლო მაკიაველი უპირატესობას ანიჭებს
იყო ბუნებით მამაცი და შეუპოვარი, ვიდრე მოკრძალებული. გამომდინარე იქიდან,
რომ ის ბედისწერას ქალის მსგავსია.. შესაბამისად, მის მოსათვინიერებლად ადამიანმა
არ უნდა დაიშუროს მუჯლუგუნი და წიხლი, რათა მარტივად დაიმორჩილოს იგი.
(ჰმ?!) ამასთან, ბედისწერა, ისევე, როგორც ქალი, ამჯობინებს სიჭაბუკეს, რადგან ის
გაცილებით უფრო თამამია და მეტი თავდაჯერებულობით მბრძანებლობს მასზე.

5.კაცთა მოდგმის ბუნებით მდგომარეობაზე, მის ბედნიერებასა და


უბედურებასთან კავშირში ჰობსის „ლევიათანის“ მიხედვით.
თომას ჰობსის აზრით, ადამიანები ბუნებამ გონებრივი თუ ფიზიკური უნარების
მხრივ თანასწორი შექმნა, და მაშინაც როდესაც ერთი ადამიანი მეორეზე აშკარად
ღონიერი და გონებაგახსნილია, საბოლოოდ ინდივიდები მაინც იმდენად არ
განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ შეუძლებელია ერთ ადამიანს ისეთი სიკეთე
ჰქონდეს, რაზეც სხვას პრეტენზია ვერ ექნება. სხეულის ძალაც რომ ავიღოთ, ის
ყველაზე სუსტსაც საკმარისი აქვს იმისთვის, რომ ყველაზე ღონიერი მოკლას, თუკი
რაიმე ხერხს მიმართავს, ან იმას შეეკვრება, ვისაც ეს ღონიერი ადამიანი ასევე
საფრთხეს უქმნის.
რაც შეეხება ადამიანთა გონებრივ შესაძლებლობებს, სიტყვის ხელოვნება და ზოგადი
და უეჭველი წესებით ხელმძღვანელობის უნარი ( მეცნიერება) ძალიან ცოტას აქვს.
ადამიანის ეს უნარი არ არის თანდაყოლილი და პიროვნება მას სხვადასხვა საგნებზე
დაკვირვებითა და გამოცდილების ხარჯზე იძენს. ამის ნათელი მაგალითია
კეთილგონიერება. ჰობსი ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებში მეტად ხედავს
თანასწორობას ვიდრე ფიზიკურში. მისი აზრით კეთილგონიერება მხოლოდ
გამოცდილების შედეგია და ადამიანები იმდენად თანასწორები არიან, რომ თუ ისინი
ერთსა და იმავე საქმიანობას ეწევიან, კეთილგონიერებასაც თანაბრად იძენენ. ასეთი
თანასწორობის დანახვას ხელს უშლის მხოლოდ გაზვიადებული წარმოდგენ საკუთარ
სიბრძეზე, რაც ადამიანს აფიქრებინებს, რომ სხვა ადამიანებს, მდაბიოებს სიბრძნის
აღემატება. მდაბიოებში კი ადამიანი მოიაზრებს ყველას საკუთარისა თავისა და
რამდენიმე ადამიანის გარდა, ვისაც სახელის თუ ხშირი ურთიერთობების გამო მეტად
აფასებს. ადამიანს შეუძლია აღიაროს სხვა კონკრეტული ინდივიდების დიდი
გონებრივი შესაძლებლობები, თუმცა მას უჭირს დაჯერება რომ სხვა მრავალი მასავით
გონიერია. ამის მიზეზი ისაა რომ საკუთარ ჭკუას უშუალოდ ვაფასებთ, სხვებისას
შორიდან. ეს ადასტურებს იმას, რომ ადამიანები ამ მხრივ უფრო თანასწორები არიან
ვიდრე არათანასწორნი.
უნარების თანასწორობიდან გამომდინარეობს მიზნების მიღწევის თანაბარი
იმედიც. თუ ორი კაცი მოინდომებს ერთსა და იმავე საგანს, რომელსაც ორივე ერთად
ვერ ფლობს, ისინი სამტროდ გადაეკიდებიან ერთმანეთს. შესაბამისად ადამიანები,
როდესაც მიზნების მიღწევას ესწრაფვიან, რაც ან თვითგადარჩენა ან სიამოვნებაა,
ერთამენთის განადგურებასა და დამორჩილებას ცდილობენ. თავდასხმელი
ვარაუდობს, რომ მხოლოდ ადამიანის წინააღმდეგობა ექნება დასაძლევი. შედეგად
ადამიანები ცხოვრობენ მუდმივი საფრთხის ქვეშ და დაცულობის განცდაც არ აქვთ.
თითოეული ადამიანი პირადი უსაფრთხოების მოსაპოვებლად ცდილობს, რომ რაც
შეიძლება მეტი ადამიანი დაიმორჩილოს, სანამ დამმუქრებელი არავინ დარჩება. ასეთი
ქცევა განპირობებულია საკუთარი თავის დაცვის მიზნით, თუმცა არიან ადამიანები,
რომლებიც ცდებიან ამ მიზანს და საკუთარი ძალის დემონსტრირება სიამოვნებას
ანიჭებთ. ამის გამო ის ხალხიც, რომელთაც მშვიდად ცხოვრება სურთ საკუთარ
საზღვრებში და მხოლოდ თავდაცვით არიან დაკავებული, თავს ასე დიდხანს ვერ
გაიტანს და ისიც იძულებული გახდება სხვების დამორჩილებაზე იზრუნოს. ჰობსის
აზრით, სახელმწიფოში უნდა არსებობდეს კაცთა დამაოკებელი ძალა, რათა აიძულოს
სხვები მეტი პატივისცემით მოეპყრან ერთმანეთს. ზოგს დასჯის, სხვებს კი მაგალითს
აჩვენებს. ამრიგად ადამიანის ბუნებაში კონფლიქტის სამ ძირითად წყაროს
ვპოულობთ : შეჯიბრს, შიშსა და პატივმოყვარეობას. პირველ შემთხვევაში ადამიანის
ძალადობას იყენებს მოხვეჭისთვის, იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს, მათ ცოლ-შვილსა
და ნახირს დაეპატრონოს; მეორე შემთხვევაში თავის დასაცავად. ხოლო მესამეში კი ის
სახელის გამო ესხმის სხვა თავს, ძალადობას იყენებს ისეთი წვრილმანებისთვის,
როგორიცაა სიტყვა, ღიმილი განსხვავებული აზრი ან უპატივისცემლობა, რომელიც ან
მისკენ ან მისი ახლობლებისკენაა მიმართული. ჰობსის აზრით, როდესაც ადამიანებს
არ აქვთ საერთო ძალაუფლება, რომელიც ყველას მოწიწების მდგომარეობაში
ამყოფებს, ისინი ომად წოდებულ ვითარებაში არიან და ეს ომი არის ყველა კაცისა
ყველა სხვა კაცის წინააღმდეგ. ომი არ გახლავთ მხოლოდ ბრძოლისა თუ შერკინების
ერთი აქტი, ის ხანგრძლივი სისხლიანი პროცესი. ომის არსია არა მხოლოდ ბრძოლა,
არამედ გამოხატული მზაობა ბრძოლისთვის მთელი იმ დროის განმავლობაში,
როდესაც მისგან დაცული არ ვართ. ყველა სხვა დროს კი მშვიდობა ჰქვია. მუდმივი
ომის პირობებში, როდესაც ადამიანის ერთადერთ საზრუნავს თავდაცვა ან თავდასხმა
წარმოადგენს, არავინ შრომობს, რადგან მისი ნაყოფი გაურკვეველია. შესაბამისად არ
ხდება მიწის დამუშავება, არ მისდევენ ზღვაოსნობას, არ ვითარდება ხელოვნება და
მეცნიერება, ადამიანებს მუდმივად ეშინიათ ძალადობრივი სიკვდილის. კაცის
ცხოვრება ეულია, ღარიბი, მწირი, ცხოველური და მოკლე.
ჰობსი ამბობს, რომ ბევრი არ დაუჯერებს მის დასკვნებს და გაუკვირდებათ, რომ
ბუნება ადამიანებს ასე აცალკევებს ადამიანებს ერთმანეთის განადგურებისკენ
მოუწოდებს. თუმცა ჰობსი ამბობს, რომ ასეთი ადამიანი თავის ცხოვრებას
დააკვირდეს. სამოგზაუროდ ის იარაღს იღებს, ძილის წინ კარს კეტავს, სკივრს
ბოქლომს ადებს, ყოველივე ამას კი ადამიანები აკეთებენ იმის მიუხედავად, რომ
ქვეყანაში არსებობს კანონები და და შეიარაღებული ოფიცრები, რომლებიც
დამნაშავეებს პასუხს აგებინებენ. ამ დროს ადამიანი კაცთა მოდგმას უყენებს ისეთივე
ბრალდებებს, რასაც ჰობსი. ის ამბობს, რომ ადამიანის სურვილები და ვნებები
თავისთავად ცოდნა არ არის, თუ ჩამდენმა არ იცის, რომ ეს კანონით იკრძალება.
მაგრამ მას ეს ვერ ეცოდინება, სანამ კანონები არ შეიქმნება, ხოლო კანონების
შესაქმნებლად ადამიანები უნდა შეთანხმდნენ თუ ვის ეკუთვნის მათი დაწერა.
ჰობსის თქმით, მას სჯერა, რომ მთელი მსოფლიო ომის მდგომარეობაში არასდროს
ყოფილა, თუმცა ბევრგან ადამიანებს ამგვარად უწევთ ცხოვრება. ჰობსს ამერიკის
ველური ტომები მაგალითი მოჰყავს, რომელთაც არ ჰყავს მთავრობა, თუ გვარის
წინამძღოლებს არ ჩავთვლით. მათი ცხოვრება კი დღესაც ცხოველურია. ჰობსი
საუბრობს ადამიანთა მიერ მთავრობის შიშის არ ქონაზე, მაგალითად მოჰყავს
მშვიდობიანი ცხოვრების სამოქალაქო ომით შეცვლა, რასაც შედეგად მშვიდობიანი
ხელისუფლების პირობებს შეჩვეულ ადამიანთა ცხოვრების გადაგვარება მოჰყვება.
ჰობსის თქმით, ადამიანთა ძალმომრეულ ბუნებაზე მეტყველებს მუდმივი
დაპირისპირებები სხვადასხვა მეფეებს შორის, საზღვრებზე აგებული ციხესიმაგრეები,
მათი გარნიზონები, თოფები და მეზობლის ზურგში გაგზავნილი მსტოვრები. ეს
საომარი დგომია. თუმცა რადგან მეფეები თავიანთი ქვეშევრდომების გარჯას იცავენ,
ეს დაპირისპირება ცალკეულ ადამიანებს არ აუბედურებს.
ყოველი ადამიანის ყველა სხვის წინააღმდეგ ომის მდგომარეობიდან
გამომდინარებს ის, რომ მასში უსამართლო ვერაფერი იქნება. იქ სადაც არ არსებობს
საერთო ხელისუფლება და არ არსებობს კანონი, სამართლიანობისა და
უსამართლობის ცნებები პირობითია. ომში ორი ყველაზე დიდი სიქველე ძალა და
ეშმაკობაა. სამართლიანობა და უსამართლობა კი არც სხეულებრივი და არც გონებრივი
უნარია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მარტო მცხოვრებ ადამიანსაც ისევე ექნებოდა,
როგორც შეგრძნებები და ვნებები. სამართლიანობის შეგრძნება მხოლოდ
საზოგადოებაში მცხოვრებ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. გარდა სამართლიანობისა და
უსამართლობისა, ასეთ პირობებში ვერ იარსებებს კერძო საკუთრება. ნივთი ადამიანის
საკუთრება იქნება მისი მოპოვებიდან შენარჩუნებამდე.
ბუნება აყენებს ადამიანს ამ ცუდ მდგომარეობაში, თუმცა ის გამოსვლის შანსაც
ტოვებს, რაც ნაწილობრივ ვნებებს, ნაწილობრივ კი გონებას ემყარება. ვნებები,
რომლებიც ადამიანს მშვიდობისკენ უბიძგებს, არის სიკვდილის შიში, კომფორტული
ცხოვრებისთვის საჭირო ნივთების ქონის სურვილი და იმედი, რომ საკუთარი გარჯით
შეიძლება მათი მოპოვება. გონება კი სთავაზობს მშვიდობის გამოსადეგ პირობებს,
რომელთა შესახებ ადამიანებს შეთანხმება შეეძლებათ. ამ პირობებს ჰობსი ბუნებით
კანონებს უწოდებს.

6.პირველი და მეორე ბუნებითი კანონებისა და ხელშეკრულების შესახებ


ჰობსის „ლევიათანის“ მიხედვით
ბუნებითი უფლება, რომელსაც ავტორები ჩვეულებრივ jus natural-ს უწოდებენ, არის
ადამიანის თავისუფლება, გამოიყენოს საკუთარი ძალა ისე , როგორც სურს , საკუთარი
ბუნების ანუ სიცოცხლის შესანარჩუნებლად და , შესაბამისად , მოიმოქმედოს
ნებისმიერი რამ , რაც , მისი მოსაზრებითა და განსჯით , ამ მიზნის მიღწევის
საუკეთესო გზაა.
თავისულფება, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით, გულისხმობს გარე
შეზრუდვების არარსებობას. ასეთი შეზღუდვები ნაწილობრივ ართმევს ადამიანს
შესაძლებლობას , გააკეთოს ის , რაც სურს , მაგრამ ხელს ვერ შეუშლის , გამოიყენოს
დარჩენილი შესაძლებლობები ისე , როგორც მისი განსჯა და გონება უკარნახებს.
თუმცა თავისუფლებაზე საუბრისას საჭიროა კარგად დავინახოთ განსხვავება
უფლებასა და კანონს შორის. მათი გარჩევა აუცილებელია რადგან უფლება რამის
გაკეთებისა ან რაიმესგან თავის შეკავებისა ეს თავისუფლებაა , ხოლო კანონი
გვავალდებულებს და გვიდგენს ქცევის წესს . ასე რომ კანონი და უფლება ისევე
განსხვავდება ერთმანეთისგან , როგორც მოვალეობა და თავისუფლება , რომელნიც არ
შეიძლება ერთსა და იმავე საგანთან მიმართებაში გავაიგივოთ.
როგორც ვიცით კაცის მდგომარეობა არის ომი ყველა სხვის წინააღმდეგ , ხოლო ამ
დროს ყველა თავისი გონების კარნახს მისდევს და შესაბამისად რადგან გონების
კარნახს მისდევს არ ეკრძალება არანაირი ქმედება რაც თავისი სიცოცხლის
შესანარჩუნებლადაა საჭირო და აუცილებელი , მათ შორის სხვისი სხეულის
დაზიანება , აქედან გამომდინარე ვერავინ იქნება დარწმუნებული , რომ იმდენ ხანს
იცოცხლებს , რამდენიცს მისთვის ბუნებას დაუდგენია. აქედან გამომდინარეობს
მოთხოვნა ან გონების ზოგადი წესი , რომ ყოველი კაცი უნდა ესწრაფვოდეს მშვიდობას
, რამდენადაც მისი მოპოვების იმედი აქვს , თუ მას არ შეუძლია მშვიდობის მოპოვება
მაშინ უნდა ეძიოს და გამოიყენოს ომის ყველა ხერხი. ამ წესის პირველი ნაწილი
შეიცავს პირველ და ძირეულ ბუნებით კანონს, რაც გულისხმობს მშვიდობის ძიებას და
მიშ შესაფერის ქცევას ; მეორე კი ბუნებითი უფლების შეჯამებაა და ამბობს , რომ
ნებისმიერი საშუალებით შეგვიძილა თავდაცვა.
ბუნების ამ პირველი ძირეული კანონიდან რომელიც ყველა ადამიანისგან
მშვიდობის ძიებას მოითხოვს , გამომდინარეობს მეორე კანონი : თუ სხვებსაც
აღმოაჩნდათ იგივე სურვილი , ადამიანი მზად უნდა იყოს ხელი აიღოს თავის
საყოველთაო უფლებაზე და იმდენი თავისუფლებით დაკმაყოფილდეს , რამდენსაც ის
სხვა ადამიანებში საკუთარი თავისთვის დაუშვებდა . მაგრამ თუ სხვა ადამიანები არ
იტყვიან მასსავით უარს თავის უფლებაზე მაშინ ვერცერთ ადამიანეს ვერ მოვთხოვთ
დათმოს თავისი რადგან ამ დროს ის მძარცველთა წინააღმდეგ დაუცველი რჩება .
კაცის მიერ რაიმე უფლებაზე უარის თქმა ნიშნავს , რომ იგი უარს ამბობს
თავისუფლებაზე ხელი შეუშალოს სხვას , იგივე უფლება თავის სასკიეთოდ
გამოიყენოს. ის ვინც უარს ამბობს რაიმე უფლებაზე ამით ის კი არ ანიჭებს ვინმეს
რაიმე უფლებას არამედ წინ აღარ აღუდგება მას , საშუალებას აძლევს მისივე ძირეული
უფლება მისგან დაუბრკოლებლად გამოიყენოს .
უფლების დათმობა ხდება უფლებაზე ხელის აღებით ან გადაცემით , ხელი აღება
ნიშნავს , რომ მას არ აინტერესებს ვინ იხეირებს ამით , ხოლო გადაცემა ნიშნავს
როდესაც პირი საკუთარი სურვილით სხვას გადასცემს ამ უფლებას და სარგებელი
რომელიმე პიროვნებისთვის აქვს განსაზღვრული , როდესაც ის ამ უფლებას
გამოიყენებს ამის შემდეგ მას აღარ აქვს უფლება ხელი აიღოს მის გადაწყვეტილებაზე
და ხელი შეუშალოს მათ განახორციელონ მინიჭებული უფლება . ესეთი ქცევა გავს
კამათის დროს იმის უარყოფას რასაც თავიდან გამალებით ამტკიცებდი . ადამიანი
უფლებას თმობს ან სიტყვით ან მოქმედებით ან ორივეთი ერთად . უფლების სხვის
სასარგებლოდ დათმობა ყოველთვის ემსახურება იმ მიზანს , რომ დამთმობმა ამით
შემდგომში გარკვეული სარგებელი მიიღოს თუმცა ყოველთვის ეს სარგებელი ღიად
არ ჩანს და ზოგჯერ სრულაც უცნობი რჩება , არის უფლებები რასაც კაცი ფიზიკურად
ვერ დათმობს მაგალითად თავდასხმისგან თავდაცვის უფლება , რადგან გაუგებარია
რატომ არ შეიძლება ადამიანს უნდოდეს თავის დაცვა . უფლების ურთიერთგადაცემა
არის ის რასაც ხელშეკრულებას ეძახიან.

7.ბუნების კანონები მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით.


ბუნების კანონები ყველა სხვა კანონს წინ უძღვიან და გამომდინარეობენ ჩვენი
არსების აღნაგობიდან. ბუნების კანონების კარგად შესასწავლად საჭიროა ადამიანის
განხილვა სახელმწიფომდე არსებულ მდგომარეობაში. შემოქმედის იდეის
მატარებელი კანონი უპირველსია ბუნების კანონთა შორის.
ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი პირველ რიგში საკუთარი თავის დაცვაზე
ფიქრობს, და არა საკუთარი თავის წარმომავლობაზე. არსებობის დაცვისკენ
მოტივირებული ადამიანი გრძნობს თავის სისუსტეს,მშიშარაა, ის თავს სხვებზე
უძლურად გრძნობს და არა თანასწორად, ამიტომ უცხოა მისთვის სხვებზე თავდასხმა.
შესაბამისად, მშვიდობა ადამიანის პირველი ბუნებითი კანონია. მონტესკიეს
მიხედვით ჰობსი ცდება, როცა ამბობს,რომ პირველყოფილ ადამიანებს ერთმანეთზე
ბატონობის სურვილი ამოძრავებთ. ეს სურვილი იმდენად რთული და სხვა იდეებზე
დამოკიდებულია,რომ პირველადი ვერ იქნება.
უძლურების გრძნობას ადამიანში მოთხოვნილებების გრძნობაც უერთდება.
ამრიგად მეორე ბუნების კანონი ადამიანს საკვების საძებრად უბიძგებს.
მართალია შიში აიძულებს ადამიანს, გაექცეს სხვას, მაგრამ ორმხრივი შიში,
პირიქით, აახლოვებს ადამიანებს. ადამიანებს ამოძრავებთ ერთმანეთის მიმართ
იმგვარი სიამოვნებაც, რომელიც ცხოველს აქვს თავისის მსგავსის დანახვისას; ასევე
დამაახლოვებელია ადამიანებისთვის ის მომხიბვლელობაც, რომელიც ორი სქესის
სხვაობას მოჰყვება თან. ამგვარად მესამე ბუნების კანონი არის ის ბუნებრივი ვედრება,
რომლითაც ადამიანები ერთურთს მიმართავენ.
ადამიანებს ცხოველებისგან განსხვავებით შემეცნების უნარიც აქვთ, რომლითაც
ისინი ერთმანეთს შორის კავშირს კიდევ უფრო მეტად ამყარებენ. შემეცნება იწვევს
ადამიანებში გაერთიანების მოტივის ჩანერგვას, ამიტომ, მეოთხე ბუნების კანონი
საზოგადოებად ცხოვრების სურვილია.

8. ინგლისის სახელმწიფო წყობა (ხელისუფლების დანაწილების


პრინციპი) მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით.
ყოველ სახელმწიფოში სამი სახის ხელისუფლებაა: 1.კანონმდებელი
ხელისუფლება, 2.აღმასრულებელი ხელისუფლება, 3.სამართალზე დამოკიდებული
საქმეთა ხელისუფლება. პირველის ძალით ხელმწიფე ან მაგისტრატი ქმნის დროებით
ან სამუდამო კანონებს, ასწორებს და აუქმებს მათ. მეორე წყვეტს ომისა და ზავის
საკითხებს, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ღებულობს ელჩებს. მესამე სჯის
დამნაშავეებს და განიკითხავს კერძო პირთა უთანხმოებას.
მოქალაქეთათვის პოლიტიკური თავისუფლება ის სულიერი სიმშვიდეა,
რომელიც თითოეულის უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს. თავისუფლების
არსებობისთვის აუცილებელია ისეთი მმართველობა, როცა ერთ მოქალაქეს მეორეს
შიში არ ექნება. შესაბამისად, თავისუფლება არ გვექნება, თუ ერთი პიროვნების ხელში
მოექცევა კანონმდებელი და აღმასრულებლი ხელისუფლება, რადგან ის ტირანიის
განხორციელებისთვის შექმნის ტირანულ კანონებს. თავისუფლება არც იმ
შემთხვევაში გვექნება თუ სასამართო ხელისუფლება განცალკევებული არ იქნება სხვა
ორი ხელისუფლებისგან. აღნიშნულს ადასტურებს თურქეთის დესპოტური
მმართველობა, სადაც სამივე ხელისუფლებას სულთანი ახორციელებს. განვიხილოთ
სამივე ხელისუფლება ცალ-ცალკე.
ვინაიდან თავისუფალ სახელმწიფოში ყოველი ადამიანი, რომელიც თავისუფალი
სულის მქონედ ითვლება, თვითონ უნდა განაგებდეს თავის თავს, კანონმდებელი
ხელისუფლება იქ მთელს ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. მაგრამ, ვინაიდან ეს
შეუძლებელია დიდ სახელმწიფოში, ხოლო პატარა სახელმწიფოში ბევრს
უხერხულობასთანაა დაკავშირებული, საჭიროა, რომ ხალხმა წარმომადგენლობის
მეშვეობით აკეთოს ის, რისი გაკეთებაც თვითონ არ ძალუძს. ამისთვის აუცლიბელია,
რომ ყოველი დიდი დასახლებული ადგილის მცხოვრებლებმა თვითონ არჩიონ
წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ შებოჭილნი
ამომრჩეველთა მითითებებით, რადგან ეს სერიოზულ დაყოვნებას, კრიზისს
გამოიწვევდა. ასევე კანონმდებელ ხელისუფლებას არ უნდა მივანდოთ აქტიური
გადაწყვეტილებების მიღება. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოში ყოველთვის
არსებობენ თავიანთი წარმომავლობით, სიმდიდრითა და ღირსებით გამორჩეული
ადამიანები, აუცილებელია ისინი წარმოდგენილნი იყვენე კანონმდებელ
ხელისუფლებაში. მათ უნდა შექმნან განსაკუთრებული კორპუსი, რომელსაც უფლება
ექნება შეაჩეროს ხალხის წამოწყებები, როგორც, ხალხს აქვს უფლება მათი
წამოწყებების შეჩერებისა. საყურადღებოა, რომ თავისუფლება ვერ იარსებებს თუ
კანონმდებელი კორპუსი დიდი ხნის განმავლობაში არ შეიკრიბება, თუმცა არც მისი
მუდმივი შეკრებაა საჭირო.
აღმასრულებელი ხელისუფლება მონარქის ხელში უნდა იყოს, რადგან
მმართველობის ეს მხარე, რომელიც თითქმის ყოველთვის საჭიროებს სწრაფ ქმედებას
უკეთ სრულება, ვიდრე მრავლის მიერ. თავისუფალ სახელმწიფოში აღმასრულებელ
ხელისუფლებას უნდა ქონდეს უფლებაცა და უნარიც შეამოწმოს, თუ როგორ
ხორციელდება კანონმდებელი ხელისუფლების მიერ შექმნილი კანონები. მონარქს
საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა კანონმდებელ ხელისუფლებაში
მხოლოდ აკრძალვის უფლებით უნდა გააჩნდეს. იმისთვის, რომ აღმასრულებელმა
ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ხალხის ჩაგვრა, აუცილებელია მისდამი
დაქვემდებარებული არმიები ხალხისგან შედგებოდეს და ხალხის სულისკვეთებით
იყოს გამსჭვალული.
სასამართლო ხელისუფლება უნდა ეძლეოდეს არა მუდმივ სენატს, არამედ იგი უნდა
ხორციელდებოდეს ხალხის წრიდან არჩეული პირების მიერ წლის გარკვეულ დროს
და კანონით დადგენილი წესით. სასამართლო ძალაუფლება არ უნდა იყოს
დაკავშრებული რაიმე წოდებასთან ან პროფესიასთან. აუცილებელია, რომ დიდი
ბრალდების შემთხვევაში დამნაშავე კანონის თანახმად ირჩევდეს მოსამართლეს ან
იმდენის აცილების უფლება ჰქონდეს, რომ ბოლოს მის მიერ არჩეულები დარჩნენ.
საჭიროა, რომ მოსამართლე და დამნაშავე ერთი სოციალური მდგომარეობისა ან
თანასწორნი იყვნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებები იმდენად უცვლელი უნდა
იყოს, რომ ყოველთვის კანონის ზუსტ ტექსტს წარმოადგენდნენ. სასამართლო
ხელისუფლება განცალკევებული უნდა იყოს როგორც კანონმდებელი, ისე
აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, მაგრამ არსებობს სამი გამონაკლისი, რომელიც
გამომდინარეობს დამნაშავე პირის ინტერესებიდან.
1.იქიდან გამომდინარე, რომ დიდებული ყოველთვის შურის საგანია, მას
ჩვეულებრივი სასამართლოს მაგივრად კანონმდებელი ხელისუფლების ის ნაწილი
უნდა ასამართლებდეს, რომელიც შედგება კეთილშობილთაგან.
2.შეიძლება კანონი ზოგჯერ მეტისმეტად მკაცრი იყოს. ასეთ შემთხევევაში
სასამართლო მოვალეობა თავის თავზე უნდა აიღოს კანონმდებელი ხელისუფლების
კეთილშობილთა ნაწილმა, რომელიც შეარბილებდა კანონს თვით კანონისავე
სასარგებლოდ.
3.ხალხის ღირსებისა და კერძო პირების უსაფრთხოების დასაცავად საჭიროა, რომ
ხალხის კანონმდებელი ნაწილი ბრალდებას აყენებდეს წარჩინეულთა ნაწილის და არა
ჩვეულებრივი სასამართლოს წინაშე.

თემები სახელმძღვანელოს მიხედვით

1.რომაელი სტოელების პოლიტიკური და სამართლებრივი


შეხედულებები.
რომაული სტოიციზმის ძირითადი წარმომადგენლები იყვნენ სენეკა, ეპიქტეტე და
მარკუს ავრელიუსი.
სენეკა იყო სენატორი, იმპერატორ ნერონის აღმზრდელი და წამყვანი
სახელმწიფო მოღვაწე, მისმა პოლიტიკურმა ინტრიგებმა იგი იძულებით
თვითმკვლელობამდე მიიყვანა. (თავისი სასტიკი მოწაფის ბრძანებით). ის სხვა
სტოელებთან შედარებით უფრო თანმიმდევრულად იცავდა ყველა ადამიანის
სულიერი თავისუფლების იდეას, მათი საზოგადოებრივი მდგომარეობის
მიუხედავად.
მისი აზრით, მონობის ობიექტი შეიძლება მხოლოდ ადამიანის სხეული იყოს და არა
მისი სულიერი ნაწილი. იგი აღნიშნავდა, რომ მონობა მთელ პიროვნებაზე კი არ
ვრცელდება, არამედ მისი საუკეთესო ნაწილი მონობისგან თავისუფალია მონობისგან,
სული საკუთარი თავის მეუფეა და მხოლოდ სხეული ეკუთვნის ბატონს. მონები
უთანასწორდებიან სხვა ადამიანებს და მათთვის ისეთივე სულიერი თვისებებია
დამახასიათებელი, როგორიც ყველა სხვისთვის.
ის არ უარყოფს მონობას, როგორც სოციალურ-პოლიტიკურ ინსტიტუტს, თუმცა
იცავს მონის ადამიანურ ღირსებას და მის მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებას
ქადაგებს. რომაულმა სტოიციზმმა პირველად შეხედა მონას, როგორც სრულფასოვან
ადამიანს.
სენეკას აზრით, ბედისწერის გავლენის ქვეშ ყველა ადამიანი ერთნაირადაა და ამ
გაგებით, ყველა მათგანი თანასწორია.
ის ყველა მიზეზთა მიზეზად ბედისწერას თვლიდა. ის ფიქრობდა, რომ ადამიანებს
არ ძალუძთ შეცვალონ ურთიერთობანი, მათ მხოლოდ შეუძლიათ ვაჟკაცურად
გადაიტანონ ის, რასაც ბედისწერა მოუვლენთ.
სენეკას თანახმად, სამყარო ბუნებითი სახელმწიფოა თავისი ბუნებითი სამართლით.
ამ სახელმწიფოს წევრებად ბუნებითი კანონით ითვლება ყველა ადამიანი, აღიარებენ
ისინი ამას თუ არა. ცალკეული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები კი შემთხვევითნი
არიან და მნიშვნელობა აქვთ არა მთელი კაცობრიობისთვის, არამედ ადამიანთა
შეზღუდული რაოდენობისთვის.
მსგავს იდეებს ავითარებდა რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსიც. მისი იდეა
სახელმწიფოს შესახებ გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მართვა თანასწორობის,
თანასწორუფლებიანობისპ რინციპებით უნდა ხდებოდეს და რომლისთვისაც
უმთავრესი ქვეშევრდომთა თავისუფლებაა.

2.ციცერონის და რომაელი იურისტების სამართლებრივი შეხედულებანი.


ძველი რომის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი
ეკავათ რომაელ იურისტებს. მათ კონსულტაციებისთვის მიმართავდნენ კერძო და
თანანმდებობის პირები, იმპერატორის ჩათვლით. მათ კონსულტაციებს, ანუ
სახელმძღვანელო განმარტებებს სავალდებულო ძალა ჰქონდათ. მათ ხშირად ეკავათ
საპასუხისმგებლო პოსტები და ზოგიერთი მათგანი იმპერატორის შემდეგ პირველი
პირიც კი იყო. (მაგ: ულპიანე).
რომის იურისპრუდენციამ თავისი განვითარების უმაღლეს დონეს პრინციპატის
დროს მიაღწია, რომელიც რესპულიკურ საბურველში გახვეულ ფაქტობრივ
მონარქიულ წყობილებას წარმოადგენდა.
რომაელი იურისტები პრაქტიკულ საკითხებთან ერთად ცდილობდნენ გადაეჭრათ
სამართლის ზოგადი თეორიის საკითხებიც. რომაელმა იურისტებმა სამართალი სამ
ნაწილად დაყვეს:
1) ბუნებითი სამართალი.- რომელიც გამომდინარეობს ბუნებიდან და აწესებს არა
მარტო ადამიანთა, არამედ ცხოველთა ქცევის წესებსაც.
2) ხალხთა სამართალი. - რომლითაც რეგულირდებოდა რომის იმპერიაში შემავალი
არარომაელი მოსახლეობის სხვადასხვა სახის ურთიერთობები, გამომდინარეობდა
ბუნებითი გონიდან და უნივერსალური ხასიათი ჰქონდა.
3) ცივილური სამართალი.- ის პოზიტიური სამართალი, რომელიც შედგენილი იყო
მხოლოდ რომაელ მოქალაქეთათვის და რომლითაც რომის მოქალაქეთა
მრავალმხრივი ურთიერთობები რეგულირდებოდა.
რომაელი იურისტები ცდილობდნენ მოეხდინათ სამართლის წყაროების
კლასიფიკაცია.
სამართლის დაყოფა საჯარო და კერძო სამართლად პირველად რომაელმა
იურისტებმა შემოიღეს.
რომის იურისპრუდენციაში მწვავედ იყო დასმული მონობის სამართლებრივი
მოწესრიგების საკითხი. ამ საკითხში რომაელ იურისტებს აზრთა სხვადასხვაობა
ჰქონდათ.
რომაელმა იურისტებმა საფუძვლიანად დაამუშავეს კერძო საკუთრების
ინსტიტუტთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ მათი გადაწყვეტისას მათ შორის
გათიშვა მოხდა. მათ შორის აზრთა სხვადასხვაობას აქვს ადგილი ასევე შრომის
საკითხზე.
ციცერონი გამოჩენილი ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე იყო. მას რამდენიმე
ცნობილი ნაშრომი ეკუთვნის, ესენია : „სახელმწიფოს შესახებ“; „კანონების შესახებ“;
„მოვალეობათა შესახებ“. ციცერონის მოძღვრებას საფუძვლად უდევს პლატონის,
არისტოტელეს, პოლიბიოსისა და სტოელების თეორიული მოსაზრებანი.
ციცერონი სახელმწიფოს განმარტავს, როგორც ხალხის საქმეს, მაგრამ ადამიანთა
ყოველგვარ ურთიერთობას ხალხად როდი მიიჩნევს. მისი აზრით ხალხი, ადამიანთა
ისეთი გაერთიანებაა, რომელიც დაფუძნებულია სამართლის ერთობასა და საერთო
სარგებლიანობაზე. იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სახელმწიფო ძალმომრეობას
ემყარება და ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ძალმომრეობასა და თვითნებობას
ეფუძნება, მაშინ სახელმწიფო საერთოდ არ არსებობს. მისი აზრით, სახელმწიფო
სწორედ სამართლიანობაზეა დაფუძნებული და არა ძალმომრეობაზე. ის არ ფიქრობს,
რომ სახელმწიფო ხელშეკრულების საფუძველზეა წარმოქმნილი. მისი აზრით,
სახელმწიფო იმის შედეგია, რომ ადამიანებს ერთად ცხოვრებისა და ურთიერთობის
ჩვევა აქვთ. მისი აზრით, ყველა სახელმწიფოს დანიშნულება მოქალაქეთა ქონებრივი
ინტერესების დაცვაა.
ის უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს შერეულ ფორმას, ანუ იზიარებს
პოლიბიოსის შეხედულებას. ის ასევე მომხრეა ისეთი სახელმწიფო წყობილებისა,
რომელშიც უმაღლესი ხელისუფლება გადაეცემოდა სახელმწიფოს გადამრჩენელს და
რომელსაც იმედით შეხედავდნენ, როგორც სენატის წევრები, ისე სხვებიც, და ამ
სიტყვებიდან აშკარად ჩანს ციცერონის მხარდაჭერა და სიმპატიები მონარქიისადმი.
ის ასევე ემხრობა სტოელთა მოსაზრებებს და ასაბუთებს, რომ პოზიტიური
სამართალი ბუნებითი სამართლის შედეგია. ციცერონი ერთმანეთისგან ასხვავებს
სამართლიან და უსამართლო ომებს, ანუ რომლებიც უმიზეზოდ და გამოუცხადებლად
წარმოებს. ის რომის პოზიტიურ სამართალს ბუნებითი სამართლის ნაწილად თვლის.
3. თომა აკვინელის შეხედულებები სახელმწიფოსა და სამართალზე
IX-X საუკუნეებში ევროპაში განვითარდა ერთ-ერთი წამყვანი ღვთისმეტყველური
ფილოსოფიური მიმდინარეობა სქოლასტიკა. მისი მიზანი იყო ქრისტიანული
რწმენის, უფრო ზუსტად, კათოლიციზმის რაციონალური დასაბუთება. სწორედ
ამიტომ, იგი უშვებდა ქრისტიანული სწავლების გააზრებას, როგორც თეოლოგიური,
ისე ფილოსოფიური კუთხით. სქოლასტიკოსებმა წინ წამოწიეს ისეთი თემები,
როგორიცაა რელიგიის და მეცნიერების, გონების და რწმენის ურთიერთობა.
აღსანიშნავია, რომ მათთვის იდეოლოგიურად დიდ ავტორიტეტებს წარმოადგენდნენ
ანტიკური ხანის მოაზროვნეები, განსაკუთრებით კი არისტოტელე.
სქოლასტიკოსთა წრის საპატიო წარმომადგენელი იყო მე-13 საუკუნეში მოღვაწე
გავლენიანი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი თომა აკვინელი. იგი ეკლესიის
ავტორიტეტთა მეშვეობით ასაბუთებდა რელიგიურ დოგმატთა ჭეშმარიტებას და
სამართლიანობას. აკვინელის მოძღვრების ქვაკუთხედად შესაძლებელია მივიჩნიოთ
რწმენისა და გონების ჰარმონიული თანხვედრა, სადაც წამყვანია რწმენა, ხოლო გონება
ემორჩილება მას. მისი შეხედულებები მოცემულია შემდეგ შრომებში : „თეოლოგიის
ჯამი“, „ღვთისმეტყველებათა სუმა“, „მთავართა მართვის შესახებ“ .
თომა აკვინელი აღიარებს და იცავს ადამიანთა შორის ბუნებრივ უთანასწორობას.
ის ამართლებს ფეოდალურ იერარქიას და თვლის, რომ მიწათმოქმედები და გლეხობა,
რომლებიც ყოველდღიურ სარჩოს მიწაზე მუშაობით მოიპოვებენ, ასევე ხელოსნები -
ყველაზე ჩამორჩენელი ხალხია, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოების უმდაბლეს
ჯგუფს და დაუშვებელია მათი მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში. რაც შეეხება
საშუალო ფენას, თომას აზრით, მათი გვაროვნული მისწრაფები მიმართულია
სიკეთიკსკენ და მასში იგი აერთიანებს მეომრებს, მოსამართლეებს,
ადმინისტრატორებს, აზნაურებს. აღსანიშნავია, რომ აკვინელი იზიარებს
არისტოტელეს შეხედულებას და მიიჩნევს, რომ მონობა მუდმივი მოვლენაა და მისი
არსებობა აუცილებელია საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, ის ცალსახად ავითარებს
აზრს, რომ დაბალი თანამდებობები უნდა ემორჩილებოდნენ იერარქიულად მათზე
მაღლა მდგომ თანამდებობებს, თუმცა აუცილებელია დაცული იყოს მორჩილების
ფარგლები.
განსხვავებით არისტოტელესგან, რომელიც თვლიდა, რომ სახელმწიფოს
დანიშნულებაა ადამიანისთვის სიკეთის მინიჭება, თომა მიუთითებს, რომ ამ
უკანასკნელის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიისა და ღმერთის შემწეობით.
მეტიც, მისი აზრით, წარმოუდგენელია ადამიანი მიწიერ ცხოვრებაში ეზიაროს სრულ
ბედნიერებას.
აქვე უნდა ითქვას, რომ თომა აკვინელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო
ხელისუფლებისადმი მორჩილებას, რომელსაც ადამიანები უსიტყვოდ უნდა
ახორციელებდნენ. ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ურთიერთობას ის
მეტაფორულად ადარებს სამყაროს და ღმერთს, ადამიანის სხეულსა და სულს. მას
დაუშვებლად მიაჩნია მეფის მოკვლა, რადგან ფიქრობს, რომ აღნიშნული ფაქტი
სახელმწიფოსთვის საზიაონოა თუმცა თვლის რომ ნებადართული და სამართლიანია
სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლა, მათ შორის აჯანყებაც, მაგრამ მხოლოდ
განსაზღვრულ შემთხვევებში. კერძოდ, მაშინ, როდესაც :
• ხელისუფლება უკანონოდ არის ხელში ჩაგდებული
• ხელისუფლება ბოროტად გამოიყენება
• ირღვევა ღვთიური, უფრო ზუსტად კი, საეკლესიო კანონები
თომა აკვინელი იცნობს მმართველობის დემოკრატიულ, ოლიგარქიულ,
არისტოკრტიულ, მონარქიულ და შერეულ (არისტოკრატიისა და დემოკრატიის
შერწყმა) ფორმებს. მათ შორის უპირატესობას ანიჭებს მონარქიას და ასაბუთებს, რომ
მონარქი არა მხოლოდ თავისი სახელმწიფოს მმართველია, არამედ მთავარი
შემოქმედიც არის. რაც გულისხმობს, რომ სწორედ მისი ნებით ხდება ქმედითი
სახელმწიფოს მართვის ყველა არსებითი მექანიზმი, შედეგად, მონარქიული
სახელმწიფო ერთპიროვნული მმართველის წყალობით მუდმივად
სიცოცხლისუნარიანია. ხოლო იქ, სადაც არ არის მონარქია და ძალაუფლება ეკუთვნის
ხალხს, მუდმივი ანარქია და განუკითხაობა სუფევს. აკვინელის აზრით, მონარქი
სახელმწიფოსთვის იგივეა, რაც გული ადამიანის ორგანიზმში, ღმერთი-სამყაროში.
თომა აკვინელი უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს სასულიერო ხელისუფლებას,
საერო ხელისუფლებასთან შედარებით. მეტიც, ისევე, როგორც ნეტარი ავგუსტინე, ის
მოითხოვს ერეტიკოსთა შეუბრალებლად მოკვეთას, რადგან ისინი ჯიუტად უარყოფენ
და ეჭვქვეშ აყენებენ ქრისტიანულ ჭეშმარიტებას - ფაქტობრივად რყვნიან რწმენას.
ამიტომ, ისევე, როგორც სახელმწიფო სჯის ყალბი ფულის მჭრელებს, ჩადენილი საერო
დანაშაულისთვის, ბუნებრივია ერეტიკოსთა დასჯაც მათ მიერ განხორციელებული
მძიმე სასულიერო დანაშაულებრივი ქმედებისთვის, მათ შორის უკიდურესი ფორმით
- ინკვიზიციით.
აკვინელი საინტერესო შეხედულებას ავითარებს სამართლიანობის შესახებ. ის
ერთმანეთთან აიგივებს სამართალსა და მორალს. კანონებს კი, 4 კატეგორიად ყოფს.
• მუდმივი კანონები
• ბუნებითი კანონები
• ხალხთა კანონები
• ღვთაებრივი კანონები
მუდმივი კანონი არის ღვთაებრივი გონი, რომელიც მართავს სამყაროს. ის
საფუძველთა საფუძველია ბუნებაში არსებული ყველა კანონისა და
კანონზომიერებისა, რომელიც გარეგნულ გამოხატულებას ბუნებრივ მოვლენებში
პოულობს.
ბუნებითი კანონი, მუდმივი კანონის ვიწრო სახეა და ვრცელდება არა მთლიანად
სამყაროზე, არამედ მხოლოდ მის ორგანულ ნაწილზე (ყველა ცოცხალ არსებაზე). ამ
კანონების მეშვეობით ხდება ბავშვების დაბადება და აღზრდა, ადამიანები ადგენენ
სხვა კანონებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ბუნებით კანონებს ეყრდნობა
მორალური ნორმები.
ხალხთა კანონი დადებითი სამართალია. მაგალითად,მკვლელობისთვის დასჯის
მოთხოვნა მოცემულია ადამიანთა კანონში, თუმცა მისი ხარისხი დგინდება
პოზიტიური სამართლით. შესაძლებელია ბუნებითი და ადამიანთა სამართალი არ
დაემთხვეს ერთმანეთს. აკვინელი, ისევე, როგორც რომაელი იურისტები, განასხვავებს
ხალხთა და პოზიტიურ (ცივილურ) სამართალს. მისი თქმით, ეს უკანასკნელი
ვრცელდება მხოლოდ განსაზღვრულ სახელმწიფოში, თავისი სპეციფიკური ნიშნებით.
რაც შეეხება ღვთაებრივ კანონს, ეს არის წმინდა წერილის გამოხატულება და მისი
დანიშნულებაა, გამოასწოროს, ცვლილებები შეიტანოს ადამიანთა კანონში .
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აკვინელი კერძო საკუთრების მომხრეა. მისი აზრით ის არ
ეწინააღმდეგება ბუნებით კანონებს, თუმცა ის მევახშეობასა და სესხზე პროცენტის
აღებას დიდ ცოდვად თვლის და მკაცრად უარყოფს მათ.
ამრიგად, თომა აკვინელემა ქრისტისნული რელიგიური მოძღრებების
რაციონალურ, გონივრულ განვითარებაში დიდი კვალი დატოვა, რაშიც უდავოა
ანტიკურ მოაზროვნეთა ფასდაუდებელი წვლილი.

4 რეფორმაციის მომხრეთა პოლიტიკური მოძღვრებები.


მე-16 საუკუნის დასაწყისში გერმანიაში ფეოდალური წყობის რღვევის პროცესი
მიმდინარეობდა. ამასთან კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ფართოდ გაიშალა
სხვადასხვა ოპოზიციური წრეების მოძრაობა. ეს მოძრაობა ცნობილია რეფორმაციის
სახელწოდებით. ამ დროს ჩამოყალიბდა ორი ოპოზიციური ბანაკი: 1) ლუთერანები
2)რევოლუციური , გლეხურ-პლებეური .
მარტინულ ლუთერი რეფორმაციის მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელია
ლუთერი აცხადებდა , რომ საკელსიო კანონების შესრულების მოთხოვნა მოგონილია
სამღვდელოების მიერ, რათა ხალხი მორჩილებაში ჰყავდეთ , ამასთან იგი სულაც არ
უარყოფს რელიაგიას , პირიქით ის ღმერთის ერთგული რჩება ბოლომდე და
მუდმივად ცდილობს გაილაშქროს საეკლესიო ავტორიტეტების წინააღმდეგ , ასევე ის
თვლიდა , რომ წმინდა აღთქმა ყველას თავისებურად ესმის და მისი განმარტების
უფლება ყველას შეუძლია , ის მიუთითებს , რომ რწმენა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
ლუთერი გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას ეკლესიისა და სახელმწიფოს
ურთიერთდამოკიდებულების შესახებ , მისი აზრით სახელმწიფო უნდა დაეხმაროს
ეკლესიას და თავისმხრივ ქრისტიანები უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდნენ
ხელისუფლებას. ლუთერი ადრე აშკარად მოუწოდებდა ხალხს კარდინალების ,
ეპისკოპოსებისა და პაპების დათრგუნვისკენ თუმცა შემდეგ პოზიცია შეიცვალა და
ონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას ქადაგებდა 1525 წლის გლეხთა ომის დროს
კი ის გლეხების მკაცრად დათრგუნვის მომხრედ გვეცხადება . ის უარყოფით
განწყობილებას გამოხატავს ზოგადად რევოლუციებისადმი . ლუთერი საბოლოოდ
ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთერთდამოკიდებულებაზე ამბობს , რომ ეკლესია
უნდა ემორჩილებოდეს სახელმწიფოს . ეკლესია არ უნდა ერეოდეს საერო საქმეებში .
თომას მიუნცერი
ის გლეხთა ომის იდეოლოგი იყო ის ჯერ კიდევ 15 წლის იყო როდესაც
ჩამოაყალიბა საიდუმლო კავშირი კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ . 1520 წელს ის
გაემგზავრა ცვიკაუში , სადაც ფართოდ იყო გავრცელებული ანაბაბტისტური
მოძღვრება , რომლებიც ქონებრივ თანასწორობასა და პრიმიტიულ-გათანასწორებითი
კომუნიზმის იდეებს ქადაგებდნენ, ამასთან ისინი მოითხოვდნენ თემების შექმნაას ,
რომელშიც არ იქნებოდნენ მდიდრები და ყველა თანაბარ პირობებში იცხოვრებდა
მიუნცერი მათ ემხრობოდა მიუნცერი არა მარტო ეკლესიის არამედ არსებული
წესწყობილების წინააღმდეგაც გამოდიოდა . ის სოფელ-სოფელ დადიოდა და გლეხებს
შეიარაღებისაკენ და აჯანყებისაკენ მოუწოდებდა იგი ავითარებს ისეთ პროგრამას
რომელიც უტოპიურ სოციალიზმს ემსგავსება ამან დააჩქარა განხეთქილება
ლუთერთან . გლეხური რევოლუციის შემდგომ ბელადი მიუნცერი ტყვედ ჩავარდა და
სიკვდილით დასაჯეს. მიუნცერი აკრიტიკებდა არა მარტო ეკლესიას არამედ
მთლიანად ქრისტიანობას . იგი აღიარებდა , რომ ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი იყო
და უარყოფდა მის ღვთიურ წარმომავლობას ამასთან მას არ სჯეროდა იმქვეყნიური
ცხოვრების . იქიდან გამომდინარე , რომ ის ქრისტეს ჩვეულებრივ ადამიანად
მიიჩნევდა ის ფიქრობდა , რომ იგი უნდა მიგვეჩნია დიდ მასწავლებლად და
წინასწარმეტყველად და არა ღმერთად .
ჟან კალვინი
რეფორმაციის თვალსაჩინო წარმომადგენელია ჟან კალვინი შვეიცარიაში
დამკვიდრების შემდგომ მან გამოაქვეყნა ღვთისმეტყველური ტრაქტატი“რჩევა-
დარიგებანი ქრისტიანულ სარწმუნოებაში“ . კალვინის თხზულების ქვაკუთხედი არის
დოგმატი ღვთაებრივი წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ ის ფიქრობდა , რომ
ღმერთმა წინასწარ განუსაზღვრა ხალხის ერთ კატეგორიას გადარჩენა , მეორეთ კი
უპირობო განადგურება და ადამიანებს არ ძალუძთ ამის შეცვლა მათ ძალუძთ
მიხვდნენ რომელ კატეგორიას განეკუთვნებიან იმისდა მიხედვით როგორ მიდის მათი
ცხოვრება თუ მათი სამსახური კარგად მიდის , გამოირჩევიან სათნოებით , სიკეთით ,
კეთილგანწყობით ისიენი პირველ კატეგორიაში არიან თუ პირიქით მეორეში .
კალვინიზმი ქადაგებდა დაუცხრომელ სიყვარულს თავიანთი პროფესიისა რაც მათ
ღმერთმა განუსაზღვრა და ძალიან უარყოფითი დამოკიდებულებაა გამოხატული
ყოველგვარი მფლანგველობისა და სიამოვნებისადმი. კალვინის რეფორმის მიხედვით
ეკლესიას ხელმძღვანელობდნენ უხუცესები (პრესვიტერები) , რომლებიც ირჩეოდნენ
მდიდარი ერისკაცებისაგან და აგრეთვე მქადაგებლები , რომლებსაც არ ჰქონდათ
სპეციალური სასულიერო წოდება და რელიგიურ ფუნქციებს ასრულებდნენ , როგორც
სამსახურეობრივ მოვალეობას . პრესვიტერები მქადაგებლებთან ერთად
წარმოადგენდნენ კონსისტორიას , რომლიც განაგებდა თემის რელიგიურ ცხოვრებას .
კალვინი მუდმივად აკრიტიკებდა ფეოდალურ-მონარქიულ წრეებს , ძალადობას ,
თვითნებობას . კალვინიზმს გამოარჩევდა ის , რომ უსასტიკესად იყო განწყობილი
ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობისადმი . კალვინიზმმა მნიშვნელოვანი როლი
ითამაშა ისტორიაში .

5. ჟან ბოდენის პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებანი.


XVI საუკუნის საფრანგეთში ბურჟუაზიისა და აბსოლუტიზმის იდეოლოგიად
გვევლინება ჯან ბოდენი(1530-1596).ბოდენის პოლიტიკური შეხედულებანი
გადმოცემულია მის მრავალრიცხოვან შრომებში,რომელთაგან ყველაზე
მნიშვნელოვანია მისი შრომა-„ექვსი წიგნის რესპუბლიკის შესახებ“.ეს წიგნი
გამოქვეყნდა 1576წელს,მასში ავტორი ცდილობს ჩამოაყალიბოს სახელმწიფოსა და
სამართლის შესახებ მოძღვრება საერთო ინტერესების შესაბამისად.ე.ი. მისი
მოძღვრებები სახელმწიფოსა და სამართალის შესახებ მთლიანად თავისუფალია
რელიგიური დოგმატების ზეგავლენისაგან.ზემოაღნიშნულ ნაწარმოებებში ბოდენი
აღადგენს არისტოტელეს მოძღვრებას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გეოგრაფიული
გარემოს აქტიური ზეგავლენის შესახებ.
ამ შრომებში ბოდენი მოითითებს,რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზემოქმედების
გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს კლიმატი.მაგალითად,ჩრთილოეთის მხარის
კლიმატი მხარს უწყობს ადამიანში მამაცობის გრძნობის გამომუშავებას და სწორედ
ამით უნდა აიხსნას ის გარემოება,რომ ჩრთილოეთის ხალხები ყალიბდებიან
გარკვეულ სამხედრო ორგანიზაციად და მუდმივ ომის საფრთხეს ქმნიან.
რაც შეეხება სამხრეთის კლიმატს, იგი ხელს უწყობს ადამიანის გონებრივ
განვითარებას.სწორედ ამიტომ უძველესი დროიდან სამხრეთის ქვეყნებში ყვავის
მეცნიერება.ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში განსაკუთრებით იგრძნობა
ადამიანთა დაიტერესება პოლიტიკით და ორატორული ხელოვნებით.გარდა
ამისა,ბოდენის აზრით, ყველაზე დიდ ზეგავლენას საზოგადროებრივ ცხოვრებაზე
ახდენს კანონიერება და ზნეობა
ბოდენი განიხილავს სახელმწიფოს წარმოშობი საფუძვლებსაც.მისი აზრით
სახელმწიფოს წარმოშობის საფუძველი ოჯახია.ბოდენი აკეთებს დასკვნას ,რომ
სახელმწიფო არის გაზრდილი ოჯახი,თუმცა ბოდენი აქვე აღნიშნავს რომ ოჯახი და
სახელმწიფო იდენტური ცნებები არ არის.განსხვაებები:
1)საზოგადოების პირველი დამახსითებელი თავისებურება,რომლითაც იგი
განსხვავდება ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ყველა საზოგადოებრივი
ერთეულებისგან,არის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.
2)სუვერენულ სახელმწიფო ხელისუფლებას აქვს მუდმივი ხასიათი.
3)სუვერენული სახელმწიფოებრივი ხელისუფლება შეუზღუდავია,რაც ნიშნავ
იმას,რომ სახელმწიფო ხელისუფლება ყველა კანონზე მაღლა დგას.
ბოდენი არ თვლის, რომ სახელმწიფო ხელისფულების სუვერენიტეტი მუდამ
შეიძლება იყოს შეუზღუდავი.შესაბამისად ბოდენი საუბრობს შეზღუდვის
ფაქტორებზე:1)ასეთი ფაქტორია ბუნებითი კანონები,სახელმწიფოს მიერ შედგენილი
ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ბუნებით კანონებს.2)სახელმწიფო
ხელისფულებას ზღუდავს ასევე კერძო საკუთრების არსებობა საზოგადოებაში.
ბოდენის პოლიტიკურ იდელას წარმოადგენს ძლიერი ცენტრალიზებული
სახელმწიფო.ბოდენის აზრით ხელისფულება ყოველთვის ერთ პირს ან ერთ
რომელიმე კრებას უნდა ეკუთვნოდეს,რაც შეეხება სახელმწიფოს შერეულ ფორმას
ბოდენის აზრით, იგი ფიქციურია.
თავის შრომებში ბოდენი ყურადრებას აქცევს სახელმწიფოს ფორმების
საკითხს.დემოკრატიის შესახებ იგი უარყოფითად არის განწყობილი.მისი
მტკიცებით,ხალხს რომ ხელისუფლება ჩაუვარდეს ხელში,საზოგადოებაში
აუცილებლად არანრქია იქნება.არც არისტოკრატიული მმართველობის ფორმაა
ბოდენისათვის მისაღები,რადგან ამ ფომას არ შეუძლია იხსანას საზოგადოება
რევოლუციისაგან.ბოდენისათვის ერთადერთი მისაღები მმართველობის ფორმა
მონარქიაა.აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბოდენი მონარქიის რამდენიმე სახეს
განასხვავებს: 1) კანონიერი მონარქია, 2)სენიორალური მონარქია,როდესაც
ძალადობრივი გზით ხელისუფლება მონარქიას აქვს დაკავებული, 3)ტირანია,
მონარქიის შერყვნილი ფორმა.

6. იდეალური საზოგადოებრივი წყობილება ტომაზო კამპანელას „მზის


ქალაქის“ მიხედვით
ტომაზო კაპანელა უტოპიური სოციალიზმის ერთ–ერთი ფუძემდებელია. მან
მოღვაწეობა 20 წლის ასაკში დაიწყო, ის პოლიტიკური საზოგადოების აქტიური წევრი
იყო, ესპანეთის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების გამო დააპატიმრეს კიდეც, და
მან ციხეში 27 დაჰყო.
„მზის ქალაქი“ უტოპიური იდეების შემცველი ნაწარმოებია.მისი მთავარი
პერსონაჟი მოგზაურია, რომელიც გამოგონილ კუნძულ ტაპრობანაზე ცხოვრობს და ამ
კუნძულს ეწოდება „მზის ქალაქი“. აქ არ არსებობს კერძო საკუთრება, შრომა
ყველასთვის სავალდებულოა, საკუთარ საქმიანობას პირები ირჩევენ თავიანთი
შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით, მაგრამ მიწათმოქმედება,
მესაქონლეობა და სამხედრო საქმე ყველასთვის სავალდებულოა. სამხედრო საქმე
როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის სავალდებულოა. უფრო მძიმე
სამუშაოები, მაგალითად მჭედლობა, პრესტიჟულ საქმედ ითვლება. კამპანელა
მონობის წინააღმდეგია, „მზის ქალაქშიც“ ნივთები ემსხურებიან ადამიანებს, და არა
პირიქით.
მაღალი თანამდებობის პირების არჩევა/შეცვლა ხდება „დიდი საბჭოს სხდომაზე“,
რომელიც თვეში 2–ჯერ ტარდება და რომელსაც ქალაქის 20 წლამდე მიღწეული ყველა
მცხოვრები ესწრება.
პოლიტიკური ორგანიზაციის საკითხში კამპანელას მოწონებას თეოკრატიული
მმართველობა იმსახურებს. იდეალური სახელმწიფოს სათავეში დგას სასულიერო
ერთმმართველი – „მზე“. მას ემსახურება:
1) პონი – ძალა – ხელმძღვანელობს ომისა და მშვიდობის საქმეს;
2) სინი – სიბრძნე – ხელმძღვანელობს მეცნიერებასა და ხელოვნებას;
3) მორი – სიყვარული – გამრავლებას,აღზრდას,მედიცინას, მიწათმოქმედებას...
„მზის ქალაქის“ კანონები ცოტა,მარტივის და გასაგებია, სამართალწარმოებაც საჯარო
და სიტყვიერია.
კამპანელა დანაშაულს და ცოდვას, მორალს და სამართალს არ ასხვავებს
ერთმანეთისგან; ამიტომ „მზის ქალაქში“ სულმოკლეობისთვის,სიხარბისა და
სიამაყისთვისაც სჯიან ადამიანებს, მართლმსაჯულებას კი სასულიერო პირები
ახორციელებენ.
„მზის ქალაქში“ ციხეები არ არის, აქ მკაცრი სასჯელებია: სიკვდილით დასჯა,
ასოთმოკვეთა,გაძევება, საზოგადოებიდან გარიყვა და ა.შ. პირისთვის სასჯელის
შეფარდებამდე მას არწმუნებენ,რომ ის დამნაშავეა და აიძულებენ თავად მოითხოვოს
დასჯა. განზრახი დანაშაულებისთვის გამოიყენება ტალიონის პრინციპი.

7. ჰუგო გროციუსის შეხედულებები სახელმწიფოსა და სამართალზე.


ჰუგო გროციუსი პირველი მოაზროვნე იყო, რომელმაც სცადა ბუნებითი სამართლის
იდეების სისტემურად ჩამოყალიბება და გადმოცემა. მისი შეხედულებების
ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ნიდერლანდების ბურჟუაზიულმა
რევოლუციამ, რომელიც წარმოებდა ამ პერიოდში ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ
ნიდერლანდელი ხალხის გასათავისუფლებლად.
1625 წელს გროციუსმა პარიზში დაწერა ცნობილი ნაშრომი "ომისა და მშვიდობის
უფლების შესახებ", რომელიც მიუძღვნა საერთაშორისო სამართლის საკითხებს. ამ
შრომაში მას უნდა გადაეწყვიტა საკითხი ზოგადად სამართლის შესახებ და
საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტის-სახელმწიფოს შესახებ. გროციუსი
ფეოდალური წარმოდგენების საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ სამართალი
ღმერთის ნებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ ადამიანის ბუნებიდან. რადგანაც
ადამიანს აქვს მიდრეკილება საზოგადოებისკენ და ზოგადად ადამიანებისკენ,
გროციუსის აზრით, სწორედ ეს მიდრეკილებაა სამართლის წყარო. ამრიგად, ავტორი
იმ დასკვნამდე მიდის, რომ სამართალი დაფუძნებულია თვით ადამიანის ბუნებაში და
არსებობს მიუხედავად ადამიანთა მიერ დადგენილი კანონებისა.
გროციუსის აზრით, ადამიანის საზოგადოებისკენ სწრაფვა გამომდინარეობს რიგი
მოთხოვნებიდან, ესენია: სხვისი ქონებისაგან თავის შეკავება, მიღებული სხვისი
ნივთის უკან დაბრუნება, ზარალის ანაზღაურება თუ ის მისი ბრალითაა მიყენებული
და სხვა. ყოველივე ამას გროციუსი ბუნებითი სამართლის ნორმებად მიიჩნევს.
მიუხედავად იმისა, რომ გროციუსი სამართლის პირველწყაროდ თვლიდა ადამიანის
ბუნებას, იგი არ უარყოფდა ღმერთის არსებობას და ბუნებითი სამართლის გვერდით
ღვთიურ სამართალსაც უშვებდა. იგი ასევე იცნობს ადამიანურ სამართალსაც,
რომელსაც ის ორ ნაწილად ჰყოფს: 1.ქვეყნის შიგნით მოქმედი სამართალი და 2.
ხალხებს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი სამართალი. მისი აზრით,
ღვთიური და ადამიანთა სამართალი ცვალებადია, ხოლო ბუნებითი სამართალი
უცვლელი და მისი შეცვლა არ შეუძლია თავად ღმერთსაც კი.
ამრიგად, ჰუგო გროციუსმა, მართალია გაიმეორა ანტიკურ მოაზროვნეთა
შეხედულებანი ბუნებით სამართალზე, თუმცა მთელი რიგი განმასხვავებელი
ნიშნებით. კერძოდ, სტოელებისა და რომაელი იურისტებისაგან განსხვავებით იგი
ასაბუთებს, რომ ბუნებითი სამართალი ადამიანის გონიერი ბუნებიდან
გამომდინარეობს. ასევე მან გაანთავისუფლა იურიდიული მეცნიერება ღმერთის
მეურვეობისაგან და მის მოძღვრებაში შეინიშნება იურიდიული მსოფლმხედველობის
ჩასახვის ნიშნები.
რაც შეეხება სახელმწიფოს, გროციუსის აზრით, სახელმწიფო არის ორგანიზაცია
"საერთო სარგებლიანობის" მოსატანად, "თავისუფალ ადამიანთა კავშირი საერთო
სარგებლიანობისა და უფლებების დასაცავად". სახელმწიფო ადამიანთა შეგნებული
მოღვაწეობის შედეგია, რომელიც შეიქმნა ხელშეკრულების დადებით. გროიუსის
აზრით, სუვერენიტეტის მატარებელია არა ხალხი, არამედ ხელმწიფე.
საინტერესოა მისი აზრი კერძო საკუთრების წარმოშობის საკითხზე. მისი აზრით,
კერძო საკუთრება წარმოიშვა ადამიანთა შეთანხმების შედეგად. კერძოდ ერთისმხრივ
უშუალოდ აშკარა შეთანხმებითა და ქონების გაყოფის გზით, მეორე მხრივ საკუთარი
ნებით ქონებისა და მამულების დაუფლების გზით. საკუთრების უფლებას გროციუსის
განმარტავს, როგორც ნივთის განკარგვის ან გასხვისების შესაძლებლობას.
გროციუსის მოსაზრებანი საერთაშორისო სამართლის საკითხებზე მეტად
საინეტერსოა. იგი მოითხოვდა საომარი მოქმედებების ჰუმარური წესების შემოღებას.
კერძოდ, ადამიანურად მოპყრობოდნენ სამხედრო ტყვეებს, შეებრალებინათ ბავშვები
და ქალები.იგი უარყოფს აზრს, რომ საერთაშორისო ურთიერთობაში ძალა
განსაზღვრავს ყველაფერს. მისი აზრით, საერთაშორისო ურთიერთობებს საფუძვლად
უნდა ედოთ სამართალი და სამართლიანობა.
მიუხედავად იმისა, რომ მის მოძღვრებაში ბუნებითი სამართლის თეორიამ
სრულყოფილი სახე ვერ მიიღო, მისმა იდეებმა დიდი გავლენა იქონიეს იურიდიულ
მეცნიერებაზე, კერძოდ საერთაშორისო სამართლის განვითარებაზე.

8.ჯონ ლოკის პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებანი


მე-17 საუკუნის ინგლისის რევოლუცია დამთავრდა ბურჟუაზიასა და
თავადაზნაურობას შორის კომპრომისით.ამ კომპრომისით შქმნილი ბლოკის მომხრე
იყო ჯონ ლოკი,რომელიც იცავდა ინგლისის კონსტიტუციურ მონარქიას,რომელიც
1688 წლის გადატრიალების შედეგად ჩამოყალიბდა.
ლოკი ბურჟუაზიის იდეოლოგია,რომელიც ბუნებითი სამართლის იდეებს
ქადაგებს და აკრიტიკებს ფეოდალიზმს.მისთვის ადამიანთა ბუნებითი
მდგომარეობა თავისუფლებისა და თანასწორობის სამყაროა ,სადაც ადამიანები
თავისუფლად განაგებენ საკუთარ თავს ,ქონებას,ყველა თანასწორუფლებიანია.ჯონ
ლოკი ეწინააღმდეგება ჰობზის მოსაზრებებს და მიიჩნევს,რომ ბუნებითი
მდგომარეობის დროს სრულიად არ ჰქონია ადგილი ომებს ,რადგან იგი აუცილებლად
ერთი ადამიანის მიერ მეორის დაპყრობით დასრულდებოდა,რასაც ადგილი არ
ჰქონია.
ჯონ ლოკი კერძო საკუთრებას მიიჩნევს ერთ-ერთ ბუნებით
მოვლენად.მისი აზრით,კერძო საკუთრება წარმოიშვა ჯერ კიდევ სახელმწიფოს
წარმოშობამდე და იგი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არსებობს.იგი მიიჩნევს,რომ
ადამიანთა ბუნებრივი მდგომარეობის დროს თავისუფლება არსებობდა,მაგრამ მასაც
და კერძო საკუთრებასაც გარკვეული საფრთხე ემუქრებოდა,სწორედ
ამიტომ,ადამიანებმა თავიანთი უფლებების ნაწილი ნებაყოფლობით დათმეს და
სახელმწიფოს გადასცეს,ჰობზისგან განსხვავებით, ლოკს არ მიაჩნია სწორად,რომ
ადამიანებმა საკუთარი უფლებები მთლიანად სახელმწიფოს გადასცეს,მისი
აზრით,გადასცეს იმ მოცულობით,რაც საჭირო იყო მშვიდობის
დასამყარებლად.იგი,ასევე,ასაბუთბს,რომ აბსოლუტური მონარქია არ შეესაბამება
ბუნებით მოთხოვნებს და ამიტომ იგი შეზღუდულ კონსტიტუციურ მონარქიას უჭერს
მხარს.
პოლიტიკურ ლიტერატურაში კონსტიტუციური მონარქიის დასასაბუთებლად ჯონ
ლოკმა პირველმა წამოაყენა იდეა ხელისუფლების დანაწილების
შესახებ,მონტესკიემ კი იგი შემდგომში განავითარა.
ჯონ ლოკის მიხედვით,უნდა განვასხვაოთ სამი სახის ხელისუფლება:
1.საკანონმდებლო-ახორციელებს პარლამენტი,რომელიც გამოსცემს კანონებს.
2.აღმასრულებელი-ახორციელებს მთავრობა,რომელიც ასრულებს მათ.
3.საკავშირო,ანუ ფედერაციული-ახორციელებს განსაკუთრებული
ორგანოები,რომლებიც განაგებენ საგარეო პოლიტიკის საკითხებს.
ლოკთან სასამართლო ხელისუფლება შთანთმულია აღმასრულებელი
ხელისუფლების მიერ.უმაღლესია საკანონმდებლო ხელისუფლება ,მაგრამ იგი არ არის
უმაღლესი და აბსოლუტური,იგი არ უნდა ეხებოდეს ადამიანის ძირითად უფლებებს
მაგ: მას არ შეუძლია გადასახადების დაწესება ხალხის თანხმობის
გარეშე.ხელისუფლების დანაწილების თეორია ინგლისის ბურჯუაზიისა და
თავადაზნაურობის მორიგების მაჩვენებელია.
ჯონ ლოკს დასაშვებად მიაჩნია ხელისუფლები მიმართ წინააღდეგობის გაწევა
,კერძოდ,მონარქის მიმართ,როცა იგი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს .ერთი
სიტყვით,ჯონ ლოკი მომხრეა და ამართლებს სახელმწიფო გადატრიალებას.

9. ჟან ჟაკ რუსოს პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებები


ჟან ჟაკ რუსო (1712-1778) - ჟენევაში მესაათის ოჯახში დაებადა, 16 წლისამ ევროპის
ქვეყნებში დაიწყო მოგზაურობა და მრავალი სხვადასხვა პროფესიაც შეითავსა. რუსო
გვევლინება საფრანგეთის წვრილი ბურჟუაზიის იდეოლოგად, რომლის იდეებმაც
დიდი როლის შეასრულეს საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის
მომზადებისა თუ მიმდინარეობის პროცესში. რუსოს პირველი წარმატება მოუტანა
კონკურსისთვის წარდგენილმა ნაშრომმა : „ ხელს უწყობს თუ არა მეცნიერებისა და
ხელოვნების აღმავლობა მორალის გაუმჯობესებას? „ გარდა ამისა ცნობილია რუსოს
სხვა შრომები : „ ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობა და მათი მიზეზები“;
„ახალი ელიოზა“, „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“ „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“.
რუსოს შრომებში მოცემულია ფეოდალური ჩაგვრის, მეფის ხელისუფლების
დესპოტიზმისა და ჩამორჩენილობის წინააღმდეგ პროტესტი.
თავის პირველ შრომაში რუსო ავითარებს პარადოქსულ თეზისს, რომლის
მიხედვითაც მეცნიერებასა და ხელოვნებას სარგებელი კი არ მოაქვს, არამედ ყრვნის
ადამიანს. ცოდნა საზიანოა, კულტურას არ მოაქვს ბედნიერება. რუსოს აზრით
ბოროტების წყარო სიმდიდრეა და სწორედ სიმდიდრე ავითარებს მეცნიერებასა და
ხელოვნებას. რუსოს თეორიის უკან კაპიტალიზმისგან განადგურებული ხელოსნები,
წვრილი ბურჟუები დგანან. რუსო აიდეალებს პატრიარქალური ურთიერთობებს. მას
აშინებს ეკონომიკური განვითარების ფართო გაქანება.
რუსოს აზრით, სახელმწიფოს წარმოშობამდე არსებობდა ადამიანთა ბუნებრივი
მდგომარეობა, რომელშიც ყველა ადამიანი თანასწორი იყო. ამ დროს არ არსებობდა
კერძო საკუთრება და პოლიტიკური ხელისუფლება, შესაბამისად ადამიანიც კეთილი
და სამართლიანი იყო. პოლიტიკურმა დაწესებულებამ აქცია ადამიანი ბოროტ
არსებად.
რუსოს აზრით საწარმოო იარაღების გამოგონებამ ადამიანთა განცალკევება
გამოიწვია, მათ ცალკე იწყეს მიწის დამუშავება, რის შედეგადაც კერძო საკუთრება
წარმოიშვა. კერძო საკუთრებამ ორი დაპირისპირებული მდიდრების და ღარიბების
ფენა წარმოშვა, თუმცა მათ ერთმანეთი კი არ გაუნადგურებიათ, არამედ სახელმწიფო
შექმნეს. შესაბამისად სახელმწიფო ადამიანთა შემოქმედების პროდუქტი და
ხელშეკრულების შედეგია. რუსო პრობლემების გადაჭრის გზად სახელმწიფოს
დანგრევას და ისევ ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებას არ მიიჩნევს. მისი აზრით
ადამიანებმა უნდა შექმნან ისეთი სახელმწიფო სადაც ყველა თანასწორი იქნება. ასეთ
სახელმწიფოდ რუსოს დემოკრატიული სახელმწიფო მიაჩნია, რომელშიც
კანონმდებლობას შეიმუშავებს მთელი ხალხი და მასში გამოხატული იქნება საერთო.
ასეთ კანონებს,როგორც საკუთარ ნების გამოხატულებას, ხალხი ნებაყოფლობით
შეასრულებს.
რუსოს მიზანშეწონილად მიაჩნია ხალხი აჯანღება საზოგადოებრივი
ხელშეკრულების დარღვევის, მის შეუსრულებლობისას. რუსო, როგორც საფრანგეთის
წვრილი ბურჟუაზიის იდეოლოგი, ამართლებს საფრანგეთის ბურჟუაზიულ
რევოლუციას. რუსოს განუყოფელი სუვერენიტეტის მომხრეა, მისი აზრით
სახელმწიფოში სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს. იგი ეწინააღმდეგება მონტესტკიეს
ხელისუფლების დანაწილების საკითხში.
რუსო სახალხო წარმომადგენლობის წინააღმდეგია. მისი აზრით, თითოეული
ადამიანი პირადად უნდა მონაწილეობდეს ხელისუფლების განხორციელებაში.
დეპუტატების გადაწყვეტილება ხალხმა უნდა დაამტკიცოს. სახელმწიფოს
წყობილების მხრივ რუსოს იდეალია პატარა პატრიარქალური სახელმწიფო, რომლის
პროტოტიპად ასახელებს ძველ ბერძნულ დემოკრატიას.
მმართველობის მხრივ რუსო ერთმანეთისგან არჩევს: 1) მონარქიას, სადაც ერთ პირს
აქვს ხელისუფლება; 2) არისტოკრატია, ანუ რამდენიმე პირის გამგებლობა;
3)დემოკრატია, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება და აღმასრულებელი
ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის.
რუსო ოცნებობდა ისეთ საზოგადოებაზე, სადაც არ იქნებოდნენ არც მდიდრები და
არც ღარიბები, მაგრამ შენარჩუნებული იქნებოდა კერძო საკუთრება, ე.ი რუსო არა
კერძო საკუთრების, არამედ ფუფუნებისა და განცხრომის წინააღმდეგია. რუსო
თვლიდა, რომ ამგვარი საზოგადოების მოწყობა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ასეთი
საზოგადოების მოწყობის გზებსა და საშუალებებზე არ მიუთითებს.

10) სამართლის ისტორიული სკოლა.


სამართლის ისტორიული სკოლის სახელწოდებით ცნობილი მოძღვრება
გერმანიაში წარმოიშვა. იგი საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის იდეების
დაგმობის გამოხატულებას წარმოადგენდა.
მე-18 ს-ის დასარულსა და მე-19 ს-ის დასაწყისში გერმანია თავისი ეკონომიკური
მდგომარეობითა და პოლიტიკური წყობით დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე
ჩამორჩენილ ქვეყანას წარმოადგენდა. გერმანიაში სრულად იყო შემონახული
ფეოდალურ-ბატონყმური მეურნების წესი და კაპიტალისტური წყობილების ჩასახვის
პროცესიც საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა. სწორედ ამის გამო აღნიშნული პერიოდის
გერმანიის ბურჟუაზია მეტად სუსტი იყო. გერმანია პოლიტიკური წყობით
წარმოადგენდა დაქუცმაცებულ სახელმწიფოს, რომელშიც სამხედრო პირებისა და
ბიუროკრატიის პოლიციური რეჟიმი სუფევდა.
სამართლის ისტორიული სკოლის დამაარსებლად მიაჩნიათ გუსტავ ჰუგო. იგი
თავის ნაშრომში „ბუნებითი სამართლის სახელმძღვანელო, როგორც დადებითი
სამართლის ფილოსოფია“ აზრს, იმის შესახებ, თითქოს სამართალს ზემოდან ჩარევის
გზით ქმნიან, „იურიდულ ცრურწმენად“ განიხილავს. ჰუგო კანონთან ერთად
სამართლის წყაროდ ასევე მიიჩნევს ადათობრივ სამართალს, პრეტორულ სამართალსა
და სხვას. მისი აზრით, სამართალი ენისა და ჩვევების მსგავსად ყალიბდება.
სამართლის წარმოქმნას ჰუგო ადარებს თამაშობების წესების წარმოშობას, როდესაც
წესები მხარეთა შეთანხმების გარეშე პრაქტიკის ჩამოყალიბების შედეგად მტკიცედ
დგინდება. ჰუგოს შეხედულებები ემსახურებოდა დაუწერელი ფეოდალური
სამართლის დაცვას და შესაბამისად ასაბუთებდა ადათობრივი სამართლის
უპირატესობას პოზიტიურ სამართალზე იმ არგუმენტით, რომ ხშირად ადამიანებს
კანონები არც კი წაუკითხავთ. იგი მონობას იმით ამართლებს, რომ მონობა არსებობდა
ათასწლობით თვით ყველაზე „განათლებული“ ხალხებს შორისაც და მოწონებული
იყო ბრძენი ადამიანების მიერ.
ჰუგოს იდეები განავითარა კარლ სავინიმ, რომელიც ავტორია 6 ტომიანი შრომისა
„თანამედროვე რომის სამართლის სისტემა“. სავინის თავისი შეხედულებების
ჩამოსაყალიბებლად ბიძგი მისცა გერმანელი იურისტის ტიბოს მიერ გამოცემულმა
შრომამ, რომელშიც იგი მოითხოვდა ერთიანი გერმანული კოდექსის შექმნასა, რაც
შეცვლიდა ადათობრივ სამართალს და დაიცავდა ფეოდალურ ურთიერთობებს.
სავინიმ ტიბოს წინააღმდეგ გამოცემული ბროშურით გააკრიტიკა ტიბო და
დაადანაშაულა ისტორიული წარსულის უარყოფისთვის. სავინის აზრით, სამართალს
ენისა და ჩვევების მსგავსად გააჩნია კონკრეტული ხალხისთვის დამახასითებელი
ნიშნები და მას ხალხის შეგნების ნაწილად განიხილავს. ამასთან, სავინი
საკანონმდებლო შემოქმედების წინააღმდეგია. იგი ვერ უარყოფს იურისტების როლს
სამართლის შემუშავებისას და სამართალს ორ ნაწილად ყოფს: ბუნებრივი სამართალი
და მეცნიერული სამართალი. სავინის მოძღვრება წინააღმდეგობებითაა სავსე.
მაგალითად, სამართალი მას მიაჩნია დამოუკიდებელ სუბიექტურ მოვლენად, თუმცა
მისი განვითარება შეიძლება იურისტთა ჩარევის გზით, ამასთან იურისთა ჩარევას
სავინის არასასურველად მიაჩნია.
სამართლის ისტორიული სკოლის იდეებს იცავდა გეორგ ფრიდრიხ პუხტა,
რომელმაც საკუთარი შეხედულებები ჩამოაყალიბა ნაშრომში „ადათობრივი
სამართალი“. პუხტა არ ცნობს საზოგადოების კლასობრიობას და სამართალს ხალხის
სულის პროდუქტად განიხილავს. პუხტას აზრით, ადათი არის სამართლის პირველი
და ნამდვილი წყარო. პუხტა ავითარებს აზრს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და
სამართალი ერთი და იმავე მიზეზებით წარმოიშვა, რადგან ორივეს საფუძვლად
უდევს „სახალხო სული“. საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსაც და სამართალსაც
ღვთაებრივი წარმოშობა აქვს - დაასკვნის პუხტა.
შემდგომში სამართლის ისტორიული სკოლის ზოგიერთი დებულება ახლებურად
იქნა გამოყენებული. მაგალითად, გერმანელმა ფაშიტებდა გამოიყენეს ამ სკოლისთვის
დამახასიათებელი ნაციონალურობა, ხოლო ამერიკელმა იურისტებმა სამართლის
განსაზღვრისას ყურადღება მიაქციეს ფაქტობრივ მდგომარეობას და არა სამართლის
ნორმას.

11. აშშ-ს პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებების ზოგადი


დახასიათება.
თანამედროვე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ინგლისური
კოლონიები XVII-XVIII საუკუნეებში შეიქმნა. კოლონიების უმრავლესობა უშუალოდ
დაქვემდებარებული იყო ინგლისის სამეფო ტახტს და იმართებოდა ინგლისის მიერ
დანიშნული გუბერნატორების მეშვეობით. მეტროპოლია ყველა სფეროში ძალზედ
ზღუდავდა კოლონისტებს. XVIII საუკუნის 70-იან წლებში ამერიკულ კოლონიებსა
და მეტროპოლიას შორის წინააღმდეგობა ძალზედ გამწვავდა, რასაც მოჰყვა 1775-83
წლის ომი. რაც შეეხება იდეურ ბრძოლას, იგი უფრო ადრე დაიწყო და 60-იან წლებში
საკმაოდ აქტიური ხასიათი მიიღო. კოლონისტები მოითხოვდნენ მხოლოდ
კოლონიების პოლიტიკურ-სამართლებრივი რეჟიმის გათანაბრებას იმ რეჟიმთან,
რომელიც ინგლისში არსებობდა.
მათი მოთხოვნები 70-იან წლებში უფრო რადიკალური გახდა. ამ მოთხოვნების
დასაბუთება ხდებოდა ბუნებით-სამართლებრივი დოქტრინის საფუძველზე. სწორედ
ბუნებით-სამართლებრივი არგუმენტაცია დაედო საფუძვლად 1776 წლის 4 ივლისის
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელიც
დაწერა ტ.ჯეფერსონმა, ბ.ფრანკლინმა და ჯ.ადამსმა. სწორედ ამ დეკლარაციით
აღიარა ინგლისმა ამერიკის დამოუკიდებლობა.
დეკლარაციის ჯეფერსონისეულ ვარიანტში ადამიანის განუსხვისებელი
უფლებების დასაბუთებაა მოცემული. აქ აღნიშნულია, რომ ადამიანები თანასწორნი
არიან. ღმერთების მიერ აქვთ მინიჭებული განსაზღვრული უფლებები, მაგ:
სიცოცხლის, თავისუფლების, ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება და სხვა. ამ
უფლებების უზრუნველსაყოფად ადამიანები ქმნიან მთავრობებს, რომლებიც თავის
თავზე იღებენ სამართლიანი ხელისუფლების განხორციელებას. თუ მართველობის
რომელიმე ფორმა არღვევს ამ პრინციპებს, მაშინ ხალხს აქვს უფლება შეცვალოს იგი და
დაამყაროს ისეთი სამთავრებო ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს მათ
უშიშროებასა და ბედნიერებას. უმნიშვნელო და წარმავალი მიზეზების გამო
მართველობის ფორმათა ცვლა მიზანშეუწონელია. როდესაც აშკარა ხდება
ხელისუფლების განზრახვა აბსოლუტური დესპოტიზმისა, ასეთი ხელისუფლების
დამხობა ხალხის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა.
მოგვიანებით გამოცხადდა სახალხო სუვერენიტეტის კონსტიტუციური პრინციპი
და აგრეთვე ხალხის პოლიტიკური თვითგამორკვევის და დამოუკიდებლად
არსებობის უფლება . სწორედ ამით იქნა დასაბუთებული კონსტიტუციაში ამერიკელი
ხალხის უფლება შეექმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო. კონსტიტუციაში
გამოცხადდა ასევე ხელისუფლების დანაწილების პრინციპი -საკანონმდებლო,
აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ჯ.ადამსმა ამ დოქტრინას დაუმატა
"ურთიერთშეკავებისა და შეწონასწორების" იდეა, რომლის თანახმადაც შტოებს შორის
წონასწორობის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ მათ განცალკევება, არამედ მათი
უფლებამოსილებების ნაწილობრივ შეთავსებაც. მაგალითად, თუ აღმასრულებელი
ხელისუფლება მთლიანად იქნება ჩამოშორებული საკანონმდებლო ფუნქციების
შესრულებისაგან, წარმოიქმნება მისი წინააღმდეგობა საკანონმდებლო
ხელისუფლებასთან. სასამართლო ხელისუფლება კი ვერ შეასრულებს შუამავლის
როლს, რადგან მას ერთ-ერთი ხელისუფლება შეავიწროვებს. ამიტომ, თითოეულ შტოს
აქვს უფლება ზემოქმედება მოახდინოს სხვა შტოებზე , გაანეიტრალოს მისი
არაკონსტიტუციური ზემოქმედებანი და სხვა..კერძოდ, ეს გამოიხატება პრეზიდენტის
უფლებაში- ვეტო დაადოს საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღრებულ კანონს,
ხოლო კონგრესს კი პირიქით-უფლება აქვს ეს ვეტო დაძლიოს.
მე-19 საუკუნეში ამერიკაში სამოქალაქო ომი და მონობის გაუქმება მოხდა და
პოლიტიკურ-სამართლებრივი აზროვნების თვალსაზრისით სიახლე
ნაკლებმნიშვნელოვანი იყო-ო ამბობენ^^

12. იერინგის მოძღვრება სახელმწიფოსა და სამართალზე.


XIX საუკუნის II ნახევრის ევროპული იურისპოდენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო
ფიგურა იყო გერმანელი იურისტი რუდოლფ ფონ იერინგი.აღსანიშნავია,რომ
იერინგის შემოქმედებაში განასხავვებენ ორ პერიოდს.პირველი გრძელდებოდა XIX
საუკუნის 50_იან წლებამდე.ამ დროს იერინგი ემხრობოდა „ცნებათა
იურისპოდენციას“.ეს მიმდინარეობა თავის ძირითად საქმიანობად მიიჩნევდა
ზოგადი ცნებებიდან კონკრეტული სამართლებრივი დებულებების გამოყვანას და
სწორედ ცნებებში ხედავდა ცოდნის ძირითად წყაროს.ამ მიმდინარეობის
მიმდინარეები სამართლის მეციერებაში,იერინგის სიტყვებით,რომ ვთქვათ,
თვლიდნენ, რომ ცნებები პროდუქტიულნი არიან, ისინი კომბინირებენ და ამის
შემდეგ ქმნიან ახალ ცნებებს.
იერინგმა უარყო „ცნებათა იურისპოდენცია“ და XIX საუკუნის 50_იან წლებიდან
დაიწყო შემუშავება „ინტერესთა იურისპოდენციისა“.იგი ატარებდა აზრს,რომ
ლოგიკურის კულტი ტეორიტიკოსი იურისტისათვის სრულიად უადგილოა,რადგან
სამართალმცოდნეობა მათემატიკა არ არის და მასში პრიორიტეტი ლოგიკას არ უნდა
ჰქონდეს.საკუთრივ ლოგიკა კი არ უნდა იყოს სამართალმცოდნეობის ობიექტი,
არამედ ცხოვრებისეული ღირებულებები,ადამიანთა რეალური ინტერესები.იერინგი
ყურედრებას აქცევდა არა სამართლის ლოგიკურ და ფლიქოლოგიურ ასპექტს,არამედ
მის სოციოლოგიურ-პრაგმატულ მომენტებსაც.
იერინგი სამართალს ორგანიზმს ადარებს და მას ბუნების პროდუქტის ყველა
თვისებას ანიჭებს:ინდივიდუალურობის,საკუთარი თავიდან ზრდის და ა.შ. ამას
გარდა იერინგი აღნიშნავს , რომ თითოეული ორგანიზმი შეიძლება დაექვემდებაროს
ორმაგ გამოკვლევას: ანატომიურსა და ფიზიოლოგიურს.პირველის საგანია მისი
შემადგენელი ელემენტებისა და მათი ურთიერთობა ერთმანეთთან,
ე.ი.სტრუქურა,მეორისა-მისი ფუნქციები.იერინგი მიზნად ისახავს ორივე ამ
გამოკვევის ჩატარებას სამართლის მიმართ.ამ მიზნის რეალიზაციისას იერინგი
განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამართლის ფუნქციის კვლევას,რადგან
თვლის,რომ ნებისმიერ ორგანიზმში ფუნქციები მისი მიზნების მატარებელნი
არიან(სამართლის მიზანიც ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის).
თავის მეორე ნაშრომში იერინგი უფრო დეტალურად განიხილას სამართლის
ზოგად ცნებას.ამ ნაშრომში მას წამოყენებული აქვს ტელეოლოგიური
თეორია,რომლის მიხედვითაც არ არსებობს რაიმე მოქმედება საერთო მიზნის
გარეშე.სამართლი ტელეოლოგიურ მიდგომას იერინგი მიჰყავს საკითხის დასმამდე,
თუ კონკრეტულად ვინ არის სამართლის შემქმნელი,იგი ხომ ცარიელ ადგილზე არ
წარმოქმნილა.
სამართალი იერინგის აზრით,საზოგადოების მიერ იქმნება.საზოგადოებას
განმარტავს,როგორც ადამიანთა ერთობლივი მოქმედების სფეროს,რომლებიც
ერთიანდებიან საერთო მიზნისათვის .ამ სფეროში თითოეული მოქმედებს
სხვისთვის,მოქმედებს ასევე თავისთვის ,ხოლო საკუთარი თავისთვის მოქმედებით
იგი,ამსათანავე მოქმედებს სხვებისთვის.მაგრამ იერინგთან სამართლის შემქნელად
გვევლინება არა ყოველგვარი,არამედ მხოლოდ სახელმწიფოებრივად ორგანიზებული
საზოგადოება.ასეთ საზოგადოებას თავში უდგას სახელმწიფო აპარატი,რომელიც
საბოლოო ჯამში ქმნის სამართალს.იერინგი მიუთითებს, რომ „სახელმწიფო-
სამართლის ერთადერთი წყაროა“.
იერინგი არსებითად არ მიჯნავს სამართალსა და კანონს.ხშირად იგი ამ მოვლენებს
იდენტურად თვლის,მაგრამ სინამდვილეში ისინი ასეთნი არ არიან.უმრავლეს მისი
მსჯელობა მიმართულია კანონისადმი და არა სამართლისადმი.მნიშვნელოვანია
საკითხი სამართლისა და თანაფარდობაზეც.სახელმწიფო იერინგის მტკიცებით,არის
სოციალური იძულების ორგანიზაცია.ეს ორგანიზაცია არა მარტო ქმნის, არამედ
მართავს კიდეც მას.სამართალზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი
ამოცანაა.სამართალი არ უპირისპირდება სახელმწიფოს,არამედ არის მასზე
მთლიანად დამოკიდებული დანამატი.ამასთან დაკავშირებით იერინგი
აღნისნავს,რომ სამართალი ხელისუფლების გარეშე მოკლებულია ყოველგვარ
რეალობას.
იერინგის აზრით,თავდაპირველად სამართალს ცალმხრივი იძულებითი ხასიათი
ჰქონდა.იგი მიმართული იყო ქვეშევდომებისადმი,რათ აღკვეთილიყო მათი
ზღვარგადაცილებული ზრუნვა კერძო ინტერესებისადმი.შემდგომში სამართალმა
თანდათანობით შეიძინა ორმხრივი სავალდებულო ძალა-იგი სავალდებულო გახდა
თვით სახელმწიფო ხელისუფლებისათვის.იერინგი თვლის,რომ ზრუნვა
თვითშენარჩუნებისათვის აიძულებს ხელისუფლებას დაემორჩილოს სამართალს.
იერინგი სახელმწიფოსაგან არც ელის და არც მოითხოვს კანონების პედანტურ
დაცვას.მას ესმის,რომ კანონით სახელმწიფო თავს იზღუდავს.იერინგი სვამს
კითხვას,თუ რამდენად არის ეს აუცილებელი და აუცილებელია თუ არა ეს ყველა
შემთხვევში.ამ კითხვაზე პასუხი არ არის სამართლისა და კანონის
სასრგებლობ.იქ,სადაც გარემოებები აიძულებენ სახელმწიფო ხელისფულებას
არჩევანი გააკეთოს საზოგადოებასა და სამართალს შორის,სახელმწიფო,იერინგის
მტკიცებით,არა მარტო უფლებამოსილია,არამედ ვადებულია გასწიროს სამართალი
დაგადაარჩინოს საზოგადოება.

ორქულიანი კითხვები სახელმძღვანელოს მიხედვით

1.რა განსხვავებაა ძველი ბერძენის თუ ძველი რომაელის ინდივიდუალურ


თავისუფლებასა და ახალი დროის ევროპელის ინდივიდუალურ თავისუფლებას შორის
ბენჟამენ კონსტანის მიხედვით.
ძველი ბერძნებისა და რომაელებისთვის თავისუფლება ხორციელდება
კოლექტიური უმაღლესი ხელისუფლების სახით, რათა თითოეულ მოქალაქეს
უშუალოდ მიეღო მონაწილეობა სახელმწიფო საქმეებში, მაგრამ ამ თავისუფლებასთან
ერთად, ინდივიდი თითქმის მთლიანად საჯარო ხელისუფლებაზე იყო
დამოკიდებული და ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გამოვლენისათვის
საშუალება ფაქტობრივად არ ჰქონდა. ხოლო თანამედროვე ევროპელისთვის
თავისუფლება, ესაა პირადი დამოუკიდებლობა, უშიშროება, სამოქალაქო
თავისუფლება, სახელმწიფოს მართვაზე ზეგავლენის მოხდენის უფლება.
2.სახელმწიფო ფორმის საკითხი ბენჟამინ კონსტანის მიხედვით. ხელისუფლების
დანაწილება, პარლამენტის სტრუქტურა.
კონსტანტის აზრით, თანამედროვე სახელმწიფოს ფორმა უნდა იყოს
კონსტიტუციური მონარქია, სადაც კონტიტუციური მონარქი „ნეიტრალური
ხელისუფლებაა“ და საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო
ხელისუფლების გარეთაა, ამასთან - ზემოთაც. ის ვალდებულია უზრუნველყოს მათი
ერთიანობა და ნორმალური საქმიანობა. მისი აზრით პარლამენტი ორპალატიანი უნდა
იყოს, ზედა პალატას მემკვიდრეობითი პირები უნდა შეადგენდნენ, ხოლოდ ქვედას კი
- ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები.
3.დემოკრატიის განმარტება ალექსის დე ტოკვილის მიხედვით.
ალექსის დე ტოკვილი ძირითადად დემოკრატიის საკითხს განიხილავს,მიიჩნევს
მას ეპოქის ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენად და განმარტავს ფართოდ. მისთვის
დემოკრატია არის საზოგადოებრივი წყობა, რომელიც ფეოდალიზმის საწინააღმდეგო
მოვლენაა და რომელიც არ იცნობს საზოგადოების მაღალ და დაბალ კლასებს შორის
საზღვრებს. ამავე დროს, იგი პოლიტიკური ფორმულაა. დემოკრატიის საფუძველი
თანასწორობის პრინციპია, რომელიც თანდათან მყარდება. ამ პროცესს საყოველთაო
ხასიათი აქვს და ყოველდღე სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული
ადამიანთა ნებაზე.
4.რას ნიშნავს თანასწორობა ალექსის დე ტოკვილის მიხედვით?
თანასწორობა, ტოკვილის გაგებით, სხვადასხვა ინდივიდთა თანაბარი
საზოგადოებრივი მდგომარეობაა, მათი ერთნაირი სასტარტო შესაძლებლობები
ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.თუმცა, იგი აღნიშნავდა, რომ
თანასწორობის რეალური არსებობა ავტომატურად არ უზრუნველყოფს
თავისუფლებას, პოიროვნების ავტონომიას.
5.რატომ ანიჭებენ უპირატესობას ადამიანები თანასწორობას თავისუფლებასთან
შედარებით ალექსის დე ტოკვილის მიხედვით?
ტოკვილის მტკიცებით, ადამიანები თანასწორობას ამჯობინებენ თავისუფლებასს.
თანასწორობა მათთვის უფრო ადვილი აღსაქმელია,ხოლო თავისუფლება, მეტადრე
პოლიტიკური, ადამიანებისაგან გარკვეულ დაძაბულობას მოითხოვს. თავისუფლების
პირობებში ადამიანებმა დამოუკიდებლად უნდა განაგონ საკუთარი ბედი, გააკეთონ
არჩევანი, პასუხი აგონ თავიანთ მოქმედებებსა და შედეგებზე. შესაბამისად,
თავისუფლება გარკვეული ტვირთია და მისი უპირატესობა მაშინვე არ ჩანს,
ხალხისთვის კი ყველაზე რთულია ისწავლონ თავისუფლად ცხოვრება.
6. რომელი პოლიიტიკურ-იურიდიული ინსტიტუტები უწყობენ ხელს ინდივიდის და
საზოგადოების თავისუფლებას ალექსის დე ტოკვილის მიხედვით?
ასეთ ინსტიტუტებს მიეკუთვნება: ხელისუფლების დანაწილება, ადგილობრივი
თვითმმართველობა, რასაც ტოკვილი სახალხო სუვერენიტეტის წყაროდ მიიჩნევს,
თუმცა იქვე მიუთითებს, რომ ეს სუვერენიტეტი უსაზღვრო არ უნდა იყოს, სადაც
ხდება ამ საზღვრების გადაცილება, მყარდება ტირანია, ხოლო უმრავლესობის
ტირანია არაფრით არაა უკეთესი ერთი პირის ტირანიაზე.
7.ჰუმბოლტის ლიბერალური კონცეფციის მიხედვით რისგან უნდა იკავებდეს თავს
სახელმწიფო და რით უნდა შემოიფარგლოს მოქალაქეებთან მიმართებაში?
ჰუმბოლდტის აზრით სახელმწიფო თავს უნდა იკავებდეს მოქალაქეთა
კეთილდღეობაზე ყოველგვარი ზრუნვისგან. ეს ეხება მოქალაქის სამეურნეო
წარმატებას, პროდუქტებით მომარაგებას, საზოგადოებრივ კარიერას, მათ ზნეობას,
ფიზიკურ ჯანმრთელობას, პირად ცხოვრებას. სახელმწიფო უნდა შემოიფარგლოს
მოქალაქეთა როგორც შინა, ისე საგარეო უშიშროების დაცვით.
8.რატომ თვლის საჭიროდ ჰუმბოლტი სახელმწიფოს მხრიდან მოქმედების მკვეთრ
შეზღუდვას?
ჰუმბოლდტი საჭიროდ თვლის სახელმწიფოს მხრიდან მოქმედების მკვეთრ
შეზღუდვას, რადგან ადამიანთა გაერთიანება ერთ სოციალურ კავშირად,
ჰუმბოლდტის მიხედვით, ადამიანთა საქმიანობის მრავალფეროვნებას წარმოშობს,
ასეთ ვითარებაში ყალიბდება პიროვნება, რომელსაც პირადი ღირსების გრძნობა და
თავისუფლება აქვს. ის სხვებისგან განსახვავებული ინდივიდია, რომელსაც ბევრის
მიღწევა შეუძლია, უმაღლეს ხელისუფლებას კი სახელმწიფოს მეშვეობით სურს
ყველას ერთ თარგზე მორგება, ადამიანთა უნიფიცირება.
9.რატომ არის საჭირო ჰუმბოლტის მიხედვით სახელმწიფოს მხრიდან ადამიანებზე
მამობრივი ზრუნვის მისიის თავის ტავზე აღება?
განსაკუთრებით საშიშია პიროვნებისა და ერისათვის, როდესაც სახელმწიფო
ადამიანთა მამობრივი ზრუნვის მისიას თავის თავზე იღებს. ჰუბოლდტი თვლის, რომ
ასეთ პირობებში აღზრდილი მოქალაქე მუდმივად ელოდება დახმარებას
სახელმწიფოს მხრიდან. საბოლოო ჯამში, ეს მოვლენა პიროვნების, მოქალაქის
უმოქმედობას იწვევს, ამასთან, ასუსტების ინდივიდის ენერგიასა და ნებას, გადააჩვევს
პრობლემათა დამოუკიდებელ გადაწყვეტას, საკუთარი ძალებით სიძლენეების
დაძლევას. ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ინდივიდის ზნეობაზე და რაც
მთავარია, ამცირებს ერის ძალას.
10. როგორ მოვლენებად განიხილავს მარქსიზმი სახელმწიფოსა და სამართალს
ეკონომიკურ ბაზასთან მიმართებაში.
მარქსიზმს საფუძვლად უდევს ისტორიული მატერიალიზმის იდეები და
კლასობრივი მიდგომა, ხოლო სახელმწიფო განიხილება, როგორც ეკონომიკურად
გაბატონებული ფენის იარაღი. მისი თავისებურებანი კი უპირველესად
განისაზღვრება საზოგადოების ეკონომიკით მისი ისტორიული განვითარების
განსაზღვრულს ეტაპზე. ისტორიული მატერიალისტური თეორია სახელმწიფოსა და
სამართალს განიხილავს, როგორც ზედნაშენურ მოვლენებს საზოგადოების
ეკონომიკურ სტრუქტურასთან მიმართებით. ეს ზედნაშენი მოვლენები ეფუძნება
მატერიალურ ურთიერთობებს, დაყრდნობილია რეალურ ბაზისზე და
დამოკიდებულაი მასზე.
„რეალური ბაზისი“, საწარმოო ურთიერთობანი არამხოლოდ საფუძვლად უდევს
პოლიტიკურ და იურიდიულ ზედნაშენს, არამედ განსაზღვრავს კიდეც მას: ყველა
ისტორიული მოვლენის ძირითადი მოვლენის მიზეზი და მამოძრავებელი ძალა
მდგომარეობს საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაში. მარქსი და ენგელსი
ყოველი საზოგადოებრივი ფორმაციის განვითარებას ხსნიან მხოლოდ და მხოლოდ
საწარმოო ურთიერთობებით და აკვირდებიან ამ საწარმოო ურთიერთობების
შესაბამის ზედნაშენურ მოვლენებს. მარქსი თვლიდა, რომ წარმოების, გაცვლისა და
მოხმარების განსაზღვრულ საფეხურებს შეესაბამედა განსაზღვრული
საზოგადოებრივი საზოგადოება, ხოლო განსაზღვრულ სამოქალაქო საზოგადოებას კი
შეესაბამება განსაზღვრული პოლიტიკური წყობა, რომელიც სამოქალაქო
საზოგადოების მხოლოდ ოფიციალური გამოხატულებაა.
მარქსი ამტკიცებს, რომ „რეალური ბაზისი“, ეკონომიკა ყოველთვის პირველადი და
განმსაზღვრელი მომენტია პოლიტიკური და იურიდიული ზედნაშენებისთვის. ეს
საყოველთაო კანონია. მისი კონკრეტული გამოვლინებები კი ეპოქების მიხედვით
იცვლება. მარქსის თქმით, ერთი და იგივე ეკონომიკური წყობილებაც კი
განსხვავებულ ეპოქაში შეიძლება განსხვავებული ზედნაშენების განმაპირობებელი
გახდეს. საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში თვით ეკონომიკის მდგომარეობა იცვლება,
რის შედეგადაც ერთი და იგივე ეკონომიკური ბაზისი თავის გამოვლინებასაც და ასევე
თავის გავლენასაც ზედნაშენურ მოვლენებზე ურიცხვი ვარიაციებით ახდენს.
ზედნაშენური დაწესებულებების ეკონომიკური ბაზისით განსაზღვრის იდეა,
მარქსიზმის მიხედვით, უშუალოდ დაკავშირებულია ზედნაშენის -სახელმწიფოს
განსაკუთრებით კი სამართლის - შეფარდებითი დამოუკიდებლობისა და მუდმივი
აქტივობის იდეასთან. ორივე ეს იდეა ბუნებრივად ავსებს ერთმანეთს: მათი
ერთიანობა ქმნის კლასობრივი საზოგადოების პოლიტიკურ-იურიდული სისტემებისა
და სოციალურ-ეკონომიკური თანაფარდობის თეორიულ მოდელს.
11.სახელმწიფოს წარმოშობა მარქსიზმის მიხედვით
სახელმწიფოსა და სამართლის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი
მარქსიზმის მიხედვით მათი კლასობრივი ხასიათია. მარქსიზმის მიხედვით,
სახელმწიფო ჩნდება სწორედ კლასების გაჩენის შემდეგ. პირველყოფილ
საზოგადოებაში, მარქსიზმის შესაბამისად, არ არის ჯერ კლასებად დაყოფა, რადგანაც
არ არსებობს სათანადო ეკონომიკური საფუძვლბი, ამიტომ არც სახელმწიფო
არსებობს. პირველყოფილი საზოგადოების ეკონომიკური განვითარების გარკვეულ
ეტაპზე ხდება საზოგადოების გათიშვა კლასებად, რის შემდეგაც სახელმწიფო უკვე
აუცილებლობას წარმოადგენს, რადგანაც ამ კლასებს შორის არსებობს
ანტაგონისტური წინააღმდეგობა და სახელმწიფო საჭირო ხდება, ამასთან, იგი იქმნება,
როგორც გაბატონებული კლასის იარაღი სხვა კლასების დასათრგუნავად.
საზოგადოების კლასებად დაყოფის პირობებში პოლიტიკური და იურიდიული
ზედნაშენის მოქმედებას განსაზღვრავს გაბატონებული კლასის ინტერესები. ეს
ინტერესები გამოიხატება როგორც ერთი მხრივ ზედნაშენის მიერ წმინდა იძულებითი
აქციების განხორცილებაში, რაც განპირობებულია კლასობრივი ანტაგონიზმით,
ხოლო მეორე მხრივ ასევე მის მიერ საერთო საქმეების შესრულებაშიც, რაც
საზოგადოების ბუნებიდან გამომდინარეობს.
მაქსიზმი სახელმწიფოსა და სამართლის ამ ორივე როლს განიხილავს ურყევ
ერთიანობაში. საერთო საქმიანობის გაძღოლაც და გაბატონებული კლასის
ინტერესებში კლასობრივ მოწინააღმდეგეთა დათრგუნვა არ არის პარალელური
პროცესები, მათ მრავალი ურთიერთშესახები წერტილი აქვთ.
მარქსიზმის მიხედვით, კლასობრივ საზოგადოებაში არ არსებობს სახელმწიფოს
კლასობრივად ნეიტრალური ფუნქცია, მაქსიზმში კლასობრივი ბრძოლა
ანტაგონისტურ კლასებად დაყოფილი საზოგადოების ყოფიერების კანონზომიერებაა.
საზოგადოების ცხოვრებაში ნებისმიერ სოციალური მოვლენა აიხსნება კლასობრივი
ბრძოლის კონტექსტით. ამის გამო სახელმწიფოს აპარატი გადაიქცევა
დაწესებულებად, რომელიც ლეგიტიმურად ახორციელებს მიზანდასახულ
ძალადობას საზოგადოებაში.
„კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ აღნიშნულია, რომ პროლეტარიატი, მას
შემდეგ რაც პოლიტიკურ ბატონობას მიაღწევს, განახორციელებს დესპოტურ ჩარევას
საკუთრების უფლებასა და ბურჟუაზიულ საწარმოო ურთიერთობებში. საბოლოოდ კი
წარმოების ყველა იარაღს თავს მოუყრის სახელმწიფოს ხელში. პროლეტარიატი,
როგორ გაბატონებული კლასი, აუქმებს ძველ საწარმოო ურთიერთობებს, სანამ მთელი
წარმოებია თავს არ მოიყრის „ინდივიდთა ასოციაციის“ ხელში, საჯარო ხელისუფლება
კი შეინარჩუნებს პოლიტიკურ ხასიათს. პოლიტიკური ხელისუფლება კი ეს არის ერთი
კლასის ორგანიზებული ძალადობა მეორეზე, დათრგუნვის მიზნით.
12.რას გულისხმობს „ცნებათა იურსპრუდენცია“, რომელსაც ემხრობოდა რ. იერინგი მე-
19 ს-ის 50-იან წლებამდე?
აღსანიშნავია,რომ იერინგის შემოქმედებაში განასხავვებენ ორ პერიოდს.პირველი
გრძელდებოდა XIX საუკუნის 50_იან წლებამდე.ამ დროს იერინგი ემხრობოდა
„ცნებათა იურისპოდენციას“.ეს მიმდინარეობა თავის ძირითად საქმიანობად
მიიჩნევდა ზოგადი ცნებებიდან კონკრეტული სამართლებრივი დებულებების
გამოყვანას და სწორედ ცნებებში ხედავდა ცოდნის ძირითად წყაროს.ამ
მიმდინარეობის მიმდინარეები სამართლის მეციერებაში,იერინგის სიტყვებით,რომ
ვთქვათ, თვლიდნენ, რომ ცნებები პროდუქტიულნი არიან, ისინი კომბინირებენ და
ამის შემდეგ ქმნიან ახალ ცნებებს.
13.რა კონცეფციის შემუშავება დაიწყო რ. იერინგმა მე-19 ს-ის 50-იანი წლებიდან და რა
უნდა იყოს სამართლმცოდნეობის ობიექტი მისი აზრით?
აღსანიშნავია,რომ იერინგის შემოქმედებაში განასხავვებენ ორ პერიოდს.პირველი
გრძელდებოდა XIX საუკუნის 50_იან წლებამდე.ამ დროს იერინგი ემხრობოდა
„ცნებათა იურისპოდენციას“.იერინგმა უარყო „ცნებათა იურისპოდენცია“ და XIX
საუკუნის 50_იან წლებიდან დაიწყო შემუშავება „ინტერესთა იურისპოდენციისა“.იგი
ატარებდა აზრს,რომ ლოგიკურის კულტი ტეორიტიკოსი იურისტისათვის სრულიად
უადგილოა,რადგან სამართალმცოდნეობა მათემატიკა არ არის და მასში პრიორიტეტი
ლოგიკას არ უნდა ჰქონდეს.საკუთრივ ლოგიკა კი არ უნდა იყოს
სამართალმცოდნეობის ობიექტი, არამედ ცხოვრებისეული
ღირებულებები,ადამიანთა რეალური ინტერესები.იერინგი ყურედრებას აქცევდა არა
სამართლის ლოგიკურ და ფლიქოლოგიურ ასპექტს,არამედ მის სოციოლოგიურ-
პრაგმატულ მომენტებსაც.
14.რა სახის გამოკვლევებს ექვემდებარება სამართალი, როგორც ადამიანის ორგანიზმი
და რა არის ამ გამოკვლევათა საგანი რ. იერინგის მიხედვით?
იერინგი სამართალს ორგანიზმს ადარებს და მას ბუნების პროდუქტის ყველა
თვისებას ანიჭებს:ინდივიდუალურობის,საკუთარი თავიდან ზრდის და ა.შ.ამას
გარდა იერინგი აღნიშნავს , რომ თითოეული ორგანიზმი შეიძლება დაექვემდებაროს
ორმაგ გამოკვლევას: ანატომიურსა და ფიზიოლოგიურს.პირველის საგანია მისი
შემადგენელი ელემენტებისა და მათი ურთიერთობა ერთმანეთთან,
ე.ი.სტრუქურა,მეორისა-მისი ფუნქციები.იერინგი მიზნად ისახავს ორივე ამ
გამოკვევის ჩატარებას სამართლის მიმართ.ამ მიზნის რეალიზაციისას იერინგი
განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამართლის ფუნქციის კვლევას,რადგან
თვლის,რომ ნებისმიერ ორგანიზმში ფუნქციები მისი მიზნების მატარებელნი
არიან(სამართლის მიზანიც ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის).
15.სახელმწიფოსა და სამართლის თანაფარდობა რ. იერინგის მიხედვით.
იერინგი არსებითად არ მიჯნავს სამართალსა და კანონს.ხშირად იგი ამ მოვლენებს
იდენტურად თვლის,მაგრამ სინამდვილეში ისინი ასეთნი არ არიან.უმრავლეს მისი
მსჯელობა მიმართულია კანონისადმი და არა სამართლისადმი.მნიშვნელოვანია
საკითხი სამართლისა და თანაფარდობაზეც.სახელმწიფო იერინგის მტკიცებით,არის
სოციალური იძულების ორგანიზაცია.ეს ორგანიზაცია არა მარტო ქმნის, არამედ
მართავს კიდეც მას.სამართალზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი
ამოცანაა.სამართალი არ უპირისპირდება სახელმწიფოს,არამედ არის მასზე
მთლიანად დამოკიდებული დანამატი.ამასთან დაკავშირებით იერინგი
აღნისნავს,რომ სამართალი ხელისუფლების გარეშე მოკლებულია ყოველგვარ
რეალობას.
16.სამართლის ცალმხრივად და ორმხივარ სავალდებულო (იძულებითი) ხასიათი რ.
იერინგის მიხედვით. რატომ შეიძინა სამართალმა დროთა განმავლობაში ორმხრივად
სავალდებულო ხასიათი?
იერინგის აზრით,თავდაპირველად სამართალს ცალმხრივი იძულებითი ხასიათი
ჰქონდა.იგი მიმართული იყო ქვეშევდომებისადმი,რათ აღკვეთილიყო მათი
ზღვარგადაცილებული ზრუნვა კერძო ინტერესებისადმი.შემდგომში სამართალმა
თანდათანობით შეიძინა ორმხრივი სავალდებულო ძალა-იგი სავალდებულო გახდა
თვით სახელმწიფო ხელისუფლებისათვის.იერინგი თვლის,რომ ზრუნვა
თვითშენარჩუნებისათვის აიძულებს ხელისუფლებას დაემორჩილოს სამართალს.
17.რა არის სოციალური ცხოვრების ძირითადი ფაქტორი გუმპლოვიჩის მიხედვით,
რაში გამოიხატება იგი?
გუმპლოვიჩის მიხედვით, ბრძოლა არსებობისათვის წარმოადგენს სოციალური
ცხოვრების ძირითად ფაქტორს, სახელმწიფო მთლიანად მოქცეულია ამ ფაქტორის
მოქმედების სფეროში. პრაქტიკულად იგი გამოიხატება ადამიანთა სხვადასხვა
ჯგუფებს შორის ბრძოლაში. თითოეული ჯგუფი მიისწრაფვის დაიმორჩილოს სხვა
ჯგუფი და დაამყაროს მასზე თავისი ბატონობა. ისტორიის უმაღლესი კანონი ასეთია:
ძლიერები ამარცხებენ სუსტებს, ძლიერები დაუყოვნებლივ ერთიანდებიან, რომ
ერთობლივად დაძლიონ მესამე და ა.შ.
18.დაასახელეთ ადამიანთა შორის ბრძოლის ორი მიზეზი გუმპლოვიჩის მიხედვით.
ადამიანთა ჯგუფებს შორის მუდმივიდ ულმობელი ბრძოლის მიზეზად,
გუმპლოვიჩი, ერთი მხრივ, ასახელებს მათ შორის რასობრივ განსხვავებას, ხოლო,
მეორე მხრივ, სოციალური კონფლიქტების მიზეზად იგი მიიჩნევს ადამიანთა
სწრაფვას თავისი მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
19.სახელმწიფოს წარმოშობა გუმპლოვიჩის მიხედვით.
გუმპლოვიჩი თვლიდა, რომ სახელმწიფო წარმოიშობა ადამიანთა ერთი
ჯგუფის(სუსტები, დამარცხებულები) მეორეს(ძლიერები, გამარჯვებულები) მიერ
დამორჩილების შედეგად, როგორც დამორჩილებულებზე ბატონობის შენარჩუნების
საშუალება.
20.გუმპლოვიჩის შეხედულება სამართლის მიხედვით.
გუმპლოვიჩის მიერ სამართლის საკითხების ინტერპრეტაცია სახელმწიფოზე მის
შეხედულებებს ეფუძნება. გუმპლოვიჩის აზრით, სამართლის შექმნაში გადამწყვეტი
როლი სახელმწიფოს ეკუთვნის. სახელმწიფომდელ მდგომარეობაში არ იყო
არავითარი სამართალი. მხოლოდ მაშინ, როდესაც ზნეობრიობა კრისტალიზირდება
სახელმწიფო კანონებში, იგი იქცევა სამართლად, ეს უკანასკნელი კი თავის
დაბადებასაც და შემდგომ არსებობასაც სახელმწიფოს უნდა უმადლოდეს.
21. სამართლის შტამლერისეული განმარტება
სახელმწიფოს ფუნდამენტი, საფუძველი და წინაპირობა სამართალია.
შეუძლებელია სახელმწიფოს ცნების ფორმულირება სამართლის ცნების
წინამძღვრების გარეშე. სამართალი არის ადამიანთა სოციალური ცხოვრების ურღვევი
თვითნებური რეგულირება.
22. რას გულისხმობს სამართლის ურღვევობა შტამლერის მიხედვით.
ვინც ნორმა დაადგინა, თვითონაც უნდა იყოს შეზღუდული ამ ნორმით. სწორედ
მანამ არსებობს სამართალი, სანამ ასეთი დამოკიდებულება თანაბრად არსებობს
დაქვემდებარებულისთვისაც და ნორმის დამდგენისთვისაც, სანამ იგი ერთნაირად
სავალდებულოა ორივესთვის.
23.რას გულისხმობს ტერმინი „თვითნებური“ სამართლის შტამლერისეულ
განმარტებაში. (ზნეობის ნორმებისა და სამართლის გამიჯვნიდან გამომდინარე).
ზნეობის ნორმების აღსრულება ადამიანებზეა დამოკიდებული, ხოლო
სამართლებრივი რეგულირება კი, როგორც განმარტებიდან ჩანს, „თვითნებურია“, ანუ
ზემოქმედებს სამართლისადმი დაქვემდებარებულ ინდივიდებზე იმისდა
მიუხედავად, ისინი თანახმანი არიან ამისა თუ არა.
24.სახელმწიფოს და სამართლის თანაფარდობა შტამლერის მიხედვით.
ეს შეხედულება პრინციპულად განსხვავდება იერინგის პოზიციისგან. შტამლერის
აზრით, იურიდიული ნორმები წარმოიშობიან, დგინდებიან და იწყებენ მოქმედებას
სახელმწიფოებრივი ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად.
25. ადამიანთა განუსხვისებელი უფლებების დასაბუთება აშშ-ს დამოუკიდებლობის
დეკლარაციაში, მათი ჩამონათვალი, ხელისუფლების შეცვლიდა და გაუქმების
უფლების დასაბუთება.
დეკლარაციის ჯეფერსონისეულ ვარიანტში ადამიანის განუსხვისებელი
უფლებების დასაბუთებაა მოცემული. აქ აღნიშნულია, რომ ადამიანები თანასწორნი
არიან. ღმერთების მიერ აქვთ მინიჭებული განსაზღვრული უფლებები, მაგ:
სიცოცხლის, თავისუფლების, ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება და სხვა. ამ
უფლებების უზრუნველსაყოფად ადამიანები ქმნიან მთავრობებს, რომლებიც თავის
თავზე იღებენ სამართლიანი ხელისუფლების განხორციელებას. თუ მართველობის
რომელიმე ფორმა არღვევს ამ პრინციპებს, მაშინ ხალხს აქვს უფლება შეცვალოს იგი და
დაამყაროს ისეთი სამთავრებო ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს მათ
უშიშროებასა და ბედნიერებას. უმნიშვნელო და წარმავალი მიზეზების გამო
მართველობის ფორმათა ცვლა მიზანშეუწონელია. როდესაც აშკარა ხდება
ხელისუფლების განზრახვა აბსოლუტური დესპოტიზმისა, ასეთი ხელისუფლების
დამხობა ხალხის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა.
26.ხელისუფლებათა ურთიერთშეეკვაებისა და შეწონასწორების სისტემა აშშ-ს
კონსტიტუციით.
ამერიკის კონსტიტუციაში გამოცხადდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი -
საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ჯ.ადამსმა ამ
დოქტრინას დაუმატა "ურთიერთშეკავებისა და შეწონასწორების" იდეა, რომლის
თანახმადაც შტოებს შორის წონასწორობის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ მათ
განცალკევება, არამედ მათი უფლებამოსილებების ნაწილობრივ შეთავსებაც.
მაგალითად, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად იქნება ჩამოშორებული
საკანონმდებლო ფუნქციების შესრულებისაგან, წარმოიქმნება მისი წინააღმდეგობა
საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. სასამართლო ხელისუფლება კი ვერ
შეასრულებს შუამავლის როლს, რადგან მას ერთ-ერთი ხელისუფლება შეავიწროვებს.
ამიტომ, თითოეულ შტოს აქვს უფლება ზემოქმედება მოახდინოს სხვა შტოებზე ,
გაანეიტრალოს მისი არაკონსტიტუციური ზემოქმედებანი და სხვა..კერძოდ, ეს
გამოიხატება პრეზიდენტის უფლებაში- ვეტო დაადოს საკანონმდებლო
ხელისუფლების მიერ მიღრებულ კანონს, ხოლო კონგრესს კი პირიქით-უფლება აქვს
ეს ვეტო დაძლიოს.
27. ჰოუმრულის იდეა და მისი დასაბუთება ფრანკლინის მიხედვით.
ჰოუმრულის იდეა, ესაა ჩრდილოამერიკული პროვინციების თვითმმართველობისა
და პოლიტიკური თვითგამორკვევის იდეა. მისი მტკიცებით, ინგლისელთა ემიგრაცია
ამერიკაში ნიშნავდა მათი მხრიდან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას ინგლისის
კანონებთან და კონსტიტუციასთან, ამის გამო კოლონისტები აღარა უნდა
ჩათვლილიყვნენ ბრიტანეთის ქვეშემრდომებად და არ უნდა დამორჩილებოდნენ
ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებებს.
28.მონარქიის კრიტიკა ტომას პეინის მიერ.
პეინი მკვეთრად აკრიტიკებს მმართველობის მონარქიულ ფორმას და მიუთითებს,
რომ იგი ადამიანის ღირსების პირდაპირი დამცირებაა, არღვევს ადამიანის უფლებებსა
და თავისუფლებებს, ეს არის ძალადობა პიროვნების მიმართ. ინგლისისა და სხვა
ქვეყნების ისტორიული გამოცდილების განხილვისას, აღნიშნავს, რომ მონარქიამ,
რომელიც მემკვიდრეობითია და გულისხმობს, რომ ხშირად სამეფო ტახტს იკავებს
უნიჭო და მმართველობისთვის გამოუსადეგარი პიროვნება, სისხლითა და ფერფლით
დაფარა არა მარტო ინგლისი, არამედ მთელი მსოფლიო. თავისუფალ ხალხს არ უნდა
ჰყავდეს სხვა მონარქი, გარდა კანონისა, რომელშიც ხალხის ნებაა გამოხატული.
29.ჯეფერსონის მიერ აშშ–ის კონსტიტუციის კრიტიკა (რა მიაჩნია მას კონსტიტუციის
ნაკლად)
ის 1787 წლის კონსტიტუციის დიდ ნაკლად თვლიდა მასში უფლებათა შესახებ
ბილის არარსებობას, რომ არ არის გარანტირებული სიტყვის, პრესის, აღმსარებლობის
თავისუფლება (ეს უკაკანასკნელი უფლება მისი აზრით ბუნებითი უფლება იყო,
რომლის დარღვევაც ამის გამო არცერთ მთავრობას არ შეეძლო). ჯეფერსონი
უარყოფითად აფასებდა იმასაც, რომ კონსტიტუციის მიხედვით, აშშ–ის პრეზიდენტი
შეიძლებოდა ხელმეორედ ყოფილიყო არჩეული განუსაზღვრელი დროით, რაც
მუდმივი მონარქიის დამყარების საფრთხეს ქმნიდა.
30. რა არის კანონი ჰოლმზის მიხედვით?
კანონი, ეს მხოლოდ კანონმდებლის აზრია სამართლის შესახებ. ეს აზრი არ არის
ჭეშმარიტი სამართალი, ესაა მხოლოდ ვარაუდი იმ საკითხზე, რომელზედაც
სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
31. რა არის სამართალი ჰოლმზის მიხედვით?
სამართალი, ესაა წინასწარგანჭვრეტა, თუ როგორ იმოქმედებს სასამართლო
პრაქტიკში კანონი. სამართალი არის არა ნორმები, არამედ გადაწყვეტილებანი
მიღებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
32. რა ფაზებისგან (ეპოქებისგან) შედგება განვლილი ისტორიული ციკლი ჯ.ვიკოს
მიხედვით?
ვიკოს აზრით, განვლილი ისტორიული ციკლი შეიცავს სამ ფაზას: მისი საწყისი
სტადიაა ღვთაებრივი, ღმერთების ეპოქა. ისტორიული ციკლის მეორე ფაზაა გმირთა
ეპოქა, მესამე, საბოლოო ფაზა კი - ადამიანთა ეპოქა.
33. დაახასიათეთ ღმერთების ეპოქა ჯ.ვიკოს მიხედვით
ღვთაებრივი, ანუ ღმერთების ეპოქა, ისტორიული ციკლის საწყისი სტადიაა. აქ არ
გვაქვს სახელმწიფოებრიობა, იურიდიული ნორმები. კანონებად ითვლება
მისტერიები და სამისნოთა წინასწარმეტყველებანი, რომლებიც ადამიანებს ღმერთის
ნებას ატყობინებენ. საზოგადოებას მართავენ ქურუმები. სახელმწიფოს წარმოშობა
განპირობებულია არა ინდივიდთა სუბიექტური განზრახულობით, არამედ
ობიექტური აუცილებლობით.
34. დაახასიათეთ გმირთა ეპოქა ჯ.ვიკოს მიხედვით
ისტორიული ციკლის მეორე ფაზაა გმირთა ეპოქა. აქ სახელმწიფო არსებობს,
როგორც არისტოკრატიის ხელისუფლება, რომელიც კარნახობს ანგარებით
გაჯერებულ სამართლებრივ ნორმებს და სასტიკად, დაუნდობლად თრგუნავს
პლებეებს. აქ სამართალი უხეში ძალის სამართალია.
35. დაახასიათეთ ადამიანთა ეპოქა ჯ.ვიკოს მიხედვით
ადამიანთა ეპოქა მესამე, საბოლოო ფაზაა. მისთვის დამახასიათებელია
რესპუბლიკურ-დემოკრატიული წყობილებები, ანდა წაარმომადგენლობითი
მონარქიები ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც
უზრუნველყოფენ სახალხო სუვერენიტეტს. კანონები აქ მოქნილად უთავსებენ
ერთმანეთს კერძო და საერთო ინტერესებს, ადამიანებს შორის კი იურიდიულ
თანასწორობას ადგენენ.
36. დაასახელეთ სამართლის ისტორიული სკოლის წარმომადგენლები?
დამაარსებელი გუსტავ ჰუგო, ჰუგოს იდეების განმავითარებელი კარლ სავინი და
სავინის მიმდევარი გეორგ ფრიდრიხ პუხტა.
37. სამართლის წარმოშობის საკითხი გუსტავ ჰუგოს მიხედვით.
გუსტავ ჰუგო აზრს, იმის შესახებ, თითქოს სამართალს ზემოდან ჩარევის გზით
ქმნიან, „იურიდულ ცრურწმენად“ განიხილავს. იგი კანონთან ერთად სამართლის
წყაროდ ასევე მიიჩნევს ადათობრივ სამართალს, პრეტორულ სამართალსა და სხვას.
მისი აზრით, სამართალი ენისა და ჩვევების მსგავსად ყალიბდება. სამართლის
წარმოქმნას ჰუგო ადარებს თამაშობების წესების წარმოშობას, როდესაც წესები
მხარეთა შეთანხმების გარეშე პრაქტიკის ჩამოყალიბების შედეგად მტკიცედ
დგინდება.
38. სავინის შეხედულება სამართალზე.
სავინის აზრით, სამართალს, ენისა და ჩვევების მსგავსად, გააჩნია კონკრეტული
ხალხისთვის დამახასითებელი ნიშნები და მას ხალხის შეგნების ნაწილად
განიხილავს. ამასთან, სავინი საკანონმდებლო შემოქმედების წინააღმდეგია და
თვლის, რომ სამართალი მუდმივად და კანონზომიერად ვითარდება. იგი ვერ
უარყოფს იურისტების როლს სამართლის შემუშავებისას და სამართალს ორ ნაწილად
ყოფს: ბუნებრივი სამართალი და მეცნიერული სამართალი.
39. პუხტას შეხედულება სამართალზე.
პუხტა ასაბუთებდა, რომ სამართალი ხალხის სულის პროდუქტია და მას ხალხის
საერთო შეგნების გამოვლინებად განიხილავდა. მისი აზრით, ადათი არის სამართლის
პირველი და ნამდვილი წყარო. პუხტა ავითარებს აზრს, რომლის მიხედვითაც
სახელმწიფო და სამართალი ერთი და იმავე მიზეზებით წარმოიშვა, რადგან ორივეს
საფუძვლად უდევს „სახალხო სული“. საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსაც და
სამართალსაც ღვთაებრივი წარმოშობა აქვს - დაასკვნის პუხტა.
40.სამართლის განმარტება კანტის მიხედვით (ობიექტური და სუბიექტური
თვალსაზრისით)
გერმანული იდეალიზმის ფუძემდებელი იმანუელ კანტი სამართლის განმარტების
ობიექტურ და სუბიექტურ გაგებას გვთავაზობს. კანტის აზრით, სამართალი
ობიექტურად წარმოადგენს გარკვეულ პირობათა ერთობლიობას, რომლის მიხედვით,
ერთი ადამიანის თვითნებობა შეთანხმებული უნდა იყოს მეორე ადამიანის
თვითნებობასთან. ხოლო სუბიექტურად, მოქმედებს შემდეგი პრინციპი : მოიქეცი ან
იმოქმედე ისე, რომ შენი თვითნებობის თავისუფლება შეთანხმებული იყოს
თითოეული ადამიანის თავისუფლებასთან. მარტივად, რომ ვთქვათ, საუბარია
ცნობილ ფორმულაზე - იქ მთავრდება ერთი ადამიანის თავისუფლება, სადაც იწყება
სხვისი.
41. მმართველობის ფორმის კლასიფიკაცია კანტის მიხედვით
გერმანელი იდეალიზმის ფუძემდებელი იმანუელ კანტი სახელმწიფო
მმართველობის კლასიფიკაციას საფუძვლად უდებს ორ ძირითად ნიშანს :
• კანონმდებლობის შემმუშავებელ პირთა რაოდენობა
• ხელისუფლების დანაწილების პრინციპის არსებობა/არარსებობა
პირველი ნიშნის მიხედვით კანტი იცნობს მმართველობის რამდენიმე ფორმას.
კერძოდ, ავტოკრატიას, ანუ აბსოლუტური მონარქიას, არისტოკრატიას და
დემოკრატიას. ამასთან, იგი განარჩევს მმართველობის დესპოტურ და რესპუბლიკურ
ფორმას და ადგენს, რომ ამ უკანასკნელში, განსხვავებით დესპოტიისგან, მოქმედებს
ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ადგილი არ აქვს რომელიმე მმართველი
რგოლის მიერ ხელისუფლების უზურპაციას.
თავის მხრივ, კანტი იწონებს აბსოლუტური მონარქიის მმართველობის ფორმას.
მართალია, აღიარებს მისი დესპოტიზმში გადახრის საფრთხეს, თუმცა მიიჩნევს, რომ
გონიერ და დიდსულოვან მეფეს ამის თავიდან აცილება შეუძლია. ამასთან,
საფუძვლიანი რეფორმების გატარების შედეგად შესაძლებელია აბსოლუტურმა
მონარქიამ კონსტიტუციური მონარქიის ჩარჩოებში გადაინაცვლოს.
42. ლეგალური და მორალური ქცევები კანტის მიხედვით
იმანუელ კანტი, სამართლის განმარტებისას, განარჩევს ლეგალურ და მორალურ
ქცევას. მისი აზრით, ლეგალურია ქცევა, რომელიც შეთანხმებულია იურიდიულ
ნორმასთან, ანუ საუბარია ქცევაზე, რომელიც ნებადართულია ან, სულ მცირე, არ
არის აკრძალული კანონით. ხოლო მორალური ქცევა მოითხოვს მორალური კანონის
შესრულებას შინაგანი ვალდებულების შეგრძნების საფუძველზე. მას, განსხვავებით
სამართლისგან, არ ახასიათებს იძულება და ემყარება პასუხისმგებლობის შინაგან
თავისუფალ შეგნებას. აქედან გამომდინარე, კანტისეული სამართლი განხილულია,
მორალისგან გამიჯნულად, როგორც ერთგვარი ქცევის რეგულატორი,
რომლისთვისაც ქცევის მოტივი თუ სხვა სუბიექტური ნიშანი არ არის რელევანტური.
43. დანაშაულის და სასჯელის კანტისეული გაგება
სისხლის სამართალში იმანუელ კანტი გვევლინება სამართლის კლასიკური
სკოლის იდეების აშკარა გამომხატველად. ის თვლის, რომ დანაშაული არის
სამართლიანობის დარღვევა, ხოლო სასჯელი ემსახურება ამ უკანასკნელის აღდგენას.
მისთვის, ისევე როგორც კლასიკური სკოლის წარმომადგენლებისთვის, სისხლის
სამართლის კანონი იმპერატიული ხასიათისაა, რაც თავისთავად გულისხმობს მის
შესრულებას. კანტის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დანაშაულებრივ ქმედებას
შეეფარდოს თავისი პროპორციული სასჯელი, რათა სამართლიანობის იდეა და სხვა
დანაშაულებრივი ქმედების პრევენცია სიცოცხლისუნარიანი იყოს სისტემაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება ე.წ. „დაუსჯელობის სინდრომს“ და
შედეგად, დაისადგურებს მუდმივი ანარქია და შესაძლებელია, დედამიწაზე სულაც
აღარ ღირდეს სიცოცხლე. მეტი სიცხადისთვის, კანტი იშველიებს შემდეგ მაგალითს :
თუ კუნძულის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს კუნძულის მიტოვება და ამასთან მათ
ჰყავთ ციხეში მოთავსებული მკვლელი, უმჯობესია სიკვდილით დასაჯონ იგი და ისე
დატოვონ კუნძული, რათა საზოგადოებაში არ გაჩნდეს დამნაშავის დაუსჯელობის
შეგრძნება, რომელიც აუცილებლად აღმოჩნდება სხვა დანაშაულებრივი ქმედების
ჩადენის საფუძველი.
44.კანტის მიერ შემუშავებული სახელმწიფოთა (ხალხთა) შორის მშვიდობის
უზრუნველყოფის პ პროექტი
მნიშვნელოვანია იმანუელ კანტის პროგრესული შეხედულებები საერთაშორისო
სამართალში. მისი აზრით, სამართლიანია თავდაცვითი ომები, რადგან, როგორც წესი,
ისინი ემსახურება დამოუკიდებლობის აღდგენას. ხოლო, ზოგადად, კანტი თვლის,
რომ ომის ერთადერთი მიზანი მშვიდობიანობის აღდგენა უნდა იყოს, რადგან
კაცობრიობა მუდმივად ისწრაფვის „ მუდმივი მშვიდობისკენ“. თავის მხრივ, მან ერთ-
ერთ სტატიაში გამოაქვეყნა პროექტი სახელმწიფოთა (ხალხთა) შორის მუდმივი
მშვიდობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, იგი თვლის, რომ ამის მისაღწევად,
უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოთა შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულება
მშვიდობიანი თანაარსებობის ხელისშემშლელი მიზეზების აღსაკვეთად, ხოლო
შემდეგ საბოლოო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შეიქმნება სახელმწიფოთა
კავშირი და განისაზღვრება თითოეული სახელმწიფოს მმართველობის ფორმა.
აღსანიშნავია, რომ იმანუელ კანტი ავითარებდა სახელმწიფოთა ფედერაციის შექმნის
იდეას, სადაც ყველა სახელმწიფოს მოწყობა იქნებოდა რესპუბლიკური.
45.სამართლის ცნება ვიწრო და ფართო გაგებით ჰეგელის მიხედვით
ჰეგელი ერთმანეთისგან განასხვავებს სამართალს ორი გაგებით ვიწრო და ფართო .
ვიწრო გაგებით სამართალი ანუ აბსტრაქტული სამართალი არეგულირებს ადამიანთა
ურთიერთობებს ანუ უფრო კონკრეტულად მათ დამოკიდებულებას ნივთებთან ,
ხოლო სამართალი ფართო გაგებით მოიცავს საზოგადოებრივ ურთიერთობათა მთელ
სფეროს იგი მოიცავს სახელმწიფოსაც და მსოფლიო ისტორიასაც.
46.რას ნიშნავს აბსტრაქტული სამართალი ჰეგელის მიხედვით?
აბსტრაქტული სამართლის შესახებ ჰეგელი გადმოგვცემს ბურჟუაზიულ იდეებს.
მაგალითად , კერძო საკუთრებას იგი ადმიანისაგან მოუწყვეტლად , განუშორებლად
აცხადებს. ჰეგელი იცავდა არსებულ უთანასწორობას და მიუთითებდა, რომ
ადამიანები შეიძლება მხოლოდ იურიდიულად იყვნენ თანასწორნი , ადმიანთა
ფაქტობრივი უთანასწორობის მიზეზი თვით ადამიანთა შორის განსხვავებაა
47.მორალისა და ზნეობის გაგება ჰეგელთან.
მორალი და ზნეობა ერთმანეთს არ ემთხვევა ჰეგელის აზრით , მორალი არის
პირისს მიერ სიკეთისა და ბოროტების სუბიექტური შეფასება , ხოლო ზნეობა ის
წესრიგია , რომელიც მყარდება ადამიანთა სხვადასხვა ურთიერთობის შედეგად ,
მაგალითად ოჯახში , საზოგადოებაში , სახელმწიფოში .
48.დანაშაულისა და სასჯელის ჰეგელისეული გაგება.
ჰეგელი ეხება სამართალდარღვევის მიზეზებს და მიუთითებს , რომ აქ კერძო ნება
ეწინააღმდეგება საერთო ნებას , რითაც ირღვევა სამართალი . დანაშაული სამართლის
უარყოფას წარმოადგენს და ამ უარყოფის აღდგენა ისევ სამართლის უარყოფის
უარყოფით შეიძლება ანუ სასჯელით . ჰეგელი სასჯელს უწოდებს როგორც
თვითმიზანს და უარყოფს შეხედულებას , რომლის მიხედვით სასჯელი არის
დაშინება ან გამოსწორების საშუალება . ჰეგელის აზრით სასჯელი სამაგიეროს
მიზღვაა , ამასთან ის უარყოფს ტალიონის პრინციპს .
49. რას ეძღვნება გროციუსის ნაშრომი „თავისუფალი ზღვა“?
1609 წელს გროციუსმა დაწერა ნაშრომი „თავისუფალი ზღვა“,რომელშიც
ჰოლანდიელთა თავისუფლად ნაოსნობის სამართლიანობას ასაბუთებდა ,იგი
მიმართული იყო ესპანელების წინააღმდეგ,რომლებიც ასაბუთებდნენ,რომ ესპანეთს
ზღვაში განუყოფელი ნაოსნობის უფლება თვით რომის პაპმა მისცა.გროციუსმა
გაილაშქრა ინგლისის წინააღმდეგაც,რომელიც ასევე ზღვაზე განუყოფელი ნაოსნობის
უფლებას იჩემებდა.
50. რა მოთხოვნებიდან გამომდინარეობს ადამიანების სწრაფვა საზოგადოებისკენ,რაც
ადამიანის ბუნებაშია ჩადებულ,გროციუსის მიხედვით?
გროციუსის მიხედვით,ადამიანის საზოგადოებისაკენ სწრაფვა,რაც მის ბუნებაშია
ჩადებული,გამომდინარეობს რიგი მოთხოვნებიდან,ესენია:სხვისი ქონებისაგან თავის
შეკავება,მიღებული სხვისი ნივთის უკან დაბრუნება,პირობის შესრულება,ზარალის
ანაზღაურება,თუ ის ჩვენი ბრალითაა მიყენებული,ასევე, ადამიანებისთვის შესაბამისი
სასჯელის მიზღვა.ყოველივე ამას გროციუსი ბუნებითი სამართლის ნორმებად
მიიჩნევს.
51.რა არის სახელმწიფო გროციუსის მიხედვით და რის საფუძველზე წარმოიშობა იგი?
ჰუგო გროციუსის აზრით,სახელმწიფო არის ორგანიზაცია „საერთო
სარგებლიანობის“ მოსატანად.იგი ასე განმარტავს სახელმწიფოს:“სახელმწიფო არის
თავისუფალ ადამიანთა კავშირი საერთო სარგებლობისა და უფლებების
დასაცავად“.ამრიგად,გროციუსის მიხედვით,სახელმწიფო ადამიანთა შეგნებული
მოღვაწეობის შედეგია ,რომელიც შეიქმნა ხელშეკრულების დადებით.ეს შეხედულება
სახელმწიფოს ხელშეკრულებით წარმოშობაზე ტიპურია ბუნებითი სამართლის
სკოლისათვის.
52.გროციუსი კერძო საკუთრების წარმოშობის შესახებ
გროციუსის აზრით,კერძო საკუთრება წარმოიშვა ადამიანთა შეთანხმების
შედეგად,ერთი მხრივ,აშკარად შეთნხმებისა და ქონების გაყოფის გზით,მეორე
მხრივ,უსიტყვოდ,ე.ი. საკუთარი ნებით ქონებისა თუ მამულების დაუფლების
გზით.ამდენად,საკუთრების უფლება,რადგან ადამიანის ნებიდან გამომდინარეობს,-
ადამიანის ნების გარეშე სხვისი საკუთრების დაუფლება,-
არამართლზომიერია.საკუთრების უფლებას გროციუსი განმარტავს,როგორც ნივთის
განკარგვის ან გასხვისების შესაძლებლობას.
53.სახელმწიფო ხელისუფლების საზღვრების საკითხი სპინოზას მიხედვით.
სპინოზა სახელმწიფო ხელისულფლების ფარგლებზე საუბრისას პირველი არკვევს
რომელ ბუნებით უფლებებს ვერ შეეხება სახელმწიფო . მისი აზრით სახელმწიფო არ
უნდა ჩაერიოს და არ უნდა ხელყოს ადამიანის აზრი და რელიგიური თავისუფლება ,
სხვა ადგილას სპინოზა მოითხოვს რომ რელიგიურ თავისუფლებას გარკვეული
ფარგლები ჰქონდეს . სპინოზა აკრიტიკებს ეკლესიის მსახურთ მათ ის ბრალს დებს
თავისუფალი აზროვნების ჩახშობაში . სპიონზა მოითხოვდა განათლების მიღების
შემოღებას რაც საფუძველს შექმნიდა მეცნიერების განივთარებისათვის.
54.ინდეპენდენტთა შეხედულებები სახელმწიფოსა და სამართალზე
მე-17 საუკუნეში ინგლისში ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში მეფის
ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღდეგეებს ანუ რევოლუციურ ბანაკს შორის
იდეოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობდა. რევოლუციური ბანაკის ერთ-ერთი
ყველაზე გავლენიანი ინდეპენდენტთა პარტია იყო, რომელიც უმთავრესად საშუალო
ბურჟუაზიისა და ახალი თავადაზნაურობის ინტერესებს გამოხატავდა. მათი
მოძღვრება წარმოადგენდა პურიტანიზმის ანუ რელიგიური მოძღვრების ერთ-ერთ
მიმდინარეობას, რომელიც ფეოდალური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ინდეპენდენტები რელიგიურ თავისუფლებას მოითხოვდნენ. ისინი არ იყვნენ
რესპუბლიკის მომხრეები და კონსტიტუციურ მონარქიას უჭერდნენ მხარს.
ინდეპენდენტთა ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ჯოლ მილტონი და ოლჯერონ
სიდნეი. არც ერთი მათგანი არ იყო სახელმწიფოს დემოკრატიული ფორმის
თანმიმდევრული მომხრე. ისინი გამოხატავდნენ საშუალო და მსხვილი ბურჟუაზიის
ინტერესებს, ასევე რევოლუციისადმი მიმხრობილ თავადაზნაურობის ინტერესებსა
და პარტიის იდეოლოგიის მსგავსად კომპრომისს და კონსტიტუციური მონარქიის
დამარებას ემხრობოდნენ.
55. ლეველერების შეხედულებები სახელმწიფოსა და სამართალზე
წვრილი ბურჟუაზიისა და გლეხობის ინტერესებს გამოხატვდა ლეველერების ანუ
გამთანასწორებლების პარტია, რომელიც ინდეპენდენტთა მარცხენა ფრთიდან
წარმოიშვა. მათი ცნობილი წარმომადგენელი იყო ჯონ ლილბერნი. ლილბერნი
ქადაგებდა, რომ სახელმწიფო ხელშეკრულების გზითაა წარმოშობილი, ამდენად, მისი
აზრით, თავისუფალმა ინგლისელმა ხალხმა უნდა აღკვეთოს მთავრობის თვითნებობა.
ლილბერნი მოითხოვს მთავრობის წევრთა ანგარიშგებას პარლამენტისადმი. იგი
წინააღდმეგია ზედა პალატის არსებობისა, რომელსაც ინგლისის საზოგადოების
განვითარების მუხრუჭად თვლიდა. ლილბერნი საყოველთაო არჩევნების მომხრედ
გვევლინება. მისი აზრით, საარჩევნო უფლება არამარტო სამხედროებს ან სპეციალური
გადასახადის გადამხდელებს უნდა ჰქონდეთ, არამედ ყველა მოქალაქეს, ვისაც
გარკვეული ასაკი შეუსრულდა. ლილბერნი ასევე მოითხოვდა რელიგიური
თავისუფლებას. სისხლის სამართალში ის აყენებდა პრინციპს: „არ არსებობს
დანაშაული კანონის გარეშე“. იგი მოითხოვდა კანონის წინაშე ყველას თანასწორობას.
მოითხოვდა სასამართლოს ბურჟუაზიულ პრინციპებზე აგებას, რომლის მიხედვით
სასამართლოში მართლმსაჯულებას 12 მსაჯული განახორციელებდა. ლილბერნი და
ლეველერები მოითხოვდნენ თანასწორობას პოლიტიკური უფლებების და არა
საკუთრების თანასწორობის ხაზით. ლილბერნი პირდაპირ მიუთითებს, რომ
პარლამენტს არ აქვს უფლება მოქალაქეთა ქონებრივი გათანასწორების. ლეველერები
ინდენპენდენტებისგან განსხვავებით მთლიანად უარყოფდნენ ფეოდალებთან
შეთანხმებას და მოითხოვდნენ დემოკრატიის პრინციპების გატარებას.
მე-17 საუკუნის ინგლისში უღარიბესი გლეხობისა და პროლეტარიატის
იდეოლოგად გვევლინებიან ე.წ ჭეშმარიტი ლეველერები ანუ დიგერები, რომლებიც
მოითხოვდნენ საკუთრების გაუქმებას, მათ შორის მიწაზეც. ისინი აღნიშნავდნენ, რომ
არავის უნდა გააჩნდეს იმაზე მეტი მიწა, რისი დამუშავებაც მას და მის ოჯახს შეუძლია.
მოითხოვდნენ შეწყვეტილიყო მიწების ყიდვა-გაყიდვა, რადგან კერძო საკუთრებამ
მიიყვანა ადამიანები ძარცვამდე და მკვლელობებამდე. მათ ჩამოაყალიბეს ახალი
საზოგადოება, რომელშიც ყველა შრომობს და ყველა თანაბრად იღებს აუცილებელს.
56.ჯონ ლოკი ბუნებითი მდგომარეობის შესახებ
ლოკის აზრით,ადამიანთა ბუნებითი მდგომარეობა თავისუფლებისა და
თანასწორობის სამყაროა ,სადაც ადამიანები თავისუფლად განაგებენ საკუთარ თავს
,ქონებას,ყველა თანასწორუფლებიანია.ჯონ ლოკი ეწინააღმდეგება ჰობზის
მოსაზრებებს და მიიჩნევს,რომ ბუნებითი მდგომარეობის დროს სრულიად არ ჰქონია
ადგილი ომებს ,რადგან იგი აუცილებლად ერთი ადამიანის მიერ მეორის დაპყრობით
დასრულდებოდა,რასაც იმ დროს ადგილი არ ჰქონია.ჯონ ლოკი კერძო საკუთრებას
მიიჩნევს ერთ-ერთ ბუნებით მოვლენად.მისი აზრით,კერძო საკუთრება წარმოიშვა
ჯერ კიდევ სახელმწიფოს წარმოშობამდე და იგი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად
არსებობს.იგი მიიჩნევს,რომ ადამიანთა ბუნებრივი მდგომარეობის დროს
თავისუფლება არსებობდა,მაგრამ მასაც და კერძო საკუთრებასაც გარკვეული საფრთხე
ემუქრებოდა,სწორედ ამიტომ,ადამიანებმა თავიანთი უფლებების ნაწილი
ნებაყოფლობით დათმეს და სახელმწიფოს გადასცეს,ჰობზისგან განსხვავებით, ლოკს
არ მიაჩნია სწორად,რომ ადამიანებმა საკუთარი უფლებები მთლიანად სახელმწიფოს
გადასცეს,მისი აზრით,გადასცეს იმ მოცულობით,რაც საჭირო იყო მშვიდობის
დასამყარებლად.იგი,ასევე,ასაბუთბს,რომ აბსოლუტური მონარქია არ შეესაბამება
ბუნებით მოთხოვნებს და ამიტომ იგი შეზღუდულ კონსტიტუციურ მონარქიას უჭერს
მხარს.
57.ჯონ ლოკისეული ხელისუფლების დანაწილების თეორია
პოლიტიკურ ლიტერატურაში კონსტიტუციური მონარქიის დასასაბუთებლად ჯონ
ლოკმა პირველმა წამოაყენა იდეა ხელისუფლების დანაწილების შესახებ,მონტესკიემ
კი იგი შემდგომში განავითარა.
ჯონ ლოკის მიხედვით,უნდა განვასხვაოთ სამი სახის ხელისუფლება:
1.საკანონმდებლო-ახორციელებს პარლამენტი,რომელიც გამოსცემს კანონებს.
2.აღმასრულებელი-ახორციელებს მთავრობა,რომელიც ასრულებს მათ.
3.საკავშირო,ანუ ფედერაციული-ახორციელებს განსაკუთრებული
ორგანოები,რომლებიც განაგებენ საგარეო პოლიტიკის საკითხებს.
ლოკთან სასამართლო ხელისუფლება შთანთმულია აღმასრულებელი
ხელისუფლების მიერ.უმაღლესია საკანონმდებლო ხელისუფლება ,მაგრამ იგი არ
არის უმაღლესი და აბსოლუტური,იგი არ უნდა ეხებოდეს ადამიანის ძირითად
უფლებებს მაგ: მას არ შეუძლია გადასახადების დაწესება ხალხის თანხმობის
გარეშე.ხელისუფლების დანაწილების თეორია ინგლისის ბურჯუაზიისა და
თავადაზნაურობის მორიგების მაჩვენებელია.
58.კლიმატისა და ნიადაგის ნაყოფიერების გავლენა კანონმდებლობაზე მონტესკიეს
მიხედვით.
მონტესკიე ცდილობს დაასაბუთოს კლიმატის გავლენა სახელმწიფოზე და
ადამიანზე და ის ფიქრობს , რომ კანონმდებელმა ამას ანგარიში უნდა გაუწიოს
მაგალითად სამხრეთში ცხელი კლიმატია ამიტომ ამ ადგილებში სიზარმაცე სუფევს ,
ამის გამო კანონებმა ისინი უნდა დააშინოს და აიძულოს იმუშაონ . მისი აზრით
სამხრეთში ადგილი უნდა ჰქონდეს მონობას და ასევე მიიჩნევს , რომ სამხრეთში
დესპოტიზმი ადვილად ვითარდება მსგავს მიდგომას ავითარებდნენ ჟან ბოდენი და
არისტოტელე. მონტესკიე ყურადღებას ამახვილებს ასევე ნიადაგის ნაყოფიერებაზე
მისი აზრით ნაყოფიერი ნიადაგი ხელს უწყობს დამორჩილებას , რადგან აქ ხალხს სხვა
დრო არ აქვს იმის გარდა , რომ მუდმივად ამუშაონ მიწა და ადვილად არგავენ
თავისუფლებას ხოლო უნაყოფო ნიადაგი ხელს უწყობს თავისუფლებას რადგან მასზე
მცხოვრებნი ადამიანები იძულებულნი არიან თვითონ დამოუკიდებლად მოიპოვონ
სარჩო , უნაყოფო ნიადაგი ადამიანებს აწრთობს , ხდის მათ მამაცს , მეომარს .
59.რა შემთხვევაში თვლის შესაძლებლად თომა აკვინელი სახელმწიფო ხელისუფლების
წინააღმდეგ აჯანყების მოწყობას?
ცნობილი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი თომა აკვინელი დიდ მნიშვნელობას
ანიჭებს სახელმწიფო ხელისუფლებისადმი ხალხთა მორჩილებას. მას დაუშვებლად
მიაჩნია მეფის მოკვლა, რადგან ფიქრობს, რომ აღნიშნული ფაქტი სახელმწიფოსთვის
საზიაონოა თუმცა თვლის რომ ნებადართული და სამართლიანია სახელმწიფოს
წინააღმდეგ გამოსვლა, მათ შორის აჯანყებაც, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულ
შემთხვევებში. კერძოდ, მაშინ, როდესაც :
• ხელისუფლება უკანონოდ არის ხელში ჩაგდებული
• ხელისუფლება ბოროტად გამოიყენება
• ირღვევა ღვთიური, უფრო ზუსტად კი, საეკლესიო კანონები
60.თომა აკვინელი სახელმწიფოს ფორმების შესახებ. მონარქიის უპირატესობის
დასაბუთება.
თომა აკვინელი იცნობს მმართველობის დემოკრატიულ, ოლიგარქიულ,
არისტოკრტიულ, მონარქიულ და შერეულ (დემოკრატიის და არისტოკრატიის
შერწყმის შედეგი) ფორმებს. მათ შორის უპირატესობას ანიჭებს მონარქიას და
ასაბუთებს, რომ მონარქია, განსხვავებით დემოკრატიისგან მმართველობის
შედარებით მარტივი ფორმაა, რადგან მონარქი არა მხოლოდ თავისი სახელმწიფოს
მმართველია, არამედ მთავარი შემოქმედიც არის. ეს გულისხმობს, რომ სწორედ მისი
ნებით ხდება ქმედითი სახელმწიფოს მართვის ყველა არსებითი მექანიზმი, შედეგად,
მონარქიული სახელმწიფო ერთპიროვნული მმართველის წყალობით მუდმივად
სიცოცხლისუნარიანია. ხოლო იქ, სადაც არ არის მონარქია და ძალაუფლება ეკუთვნის
ხალხს, მუდმივი ანარქია და განუკითხაობა სუფევს. აკვინელის აზრით, მონარქი
სახელმწიფოსთვის იგივეა, რაც გული ადამიანის ორგანიზმში, ღმერთი-სამყაროში.
61. კანონთა სახეები (კატეგორიები) და მათი არსი თომა აკვინელის მიხედვით.
თომა აკვინელი საინტერესო შეხედულებას ავითარებს სამართლიანობის შესახებ. ის
ერთმანეთთან აიგივებს სამართალსა და მორალს. კანონებს კი, 4 კატეგორიად ყოფს.
• მუდმივი კანონები
• ბუნებითი კანონები
• ხალხთა კანონები
• ღვთაებრივი კანონები
მუდმივი კანონი არის ღვთაებრივი გონი, რომელიც მართავს სამყაროს. ის
საფუძველთა საფუძველია ბუნებაში არსებული ყველა კანონისა და
კანონზომიერებისა, რომელიც გარეგნულ გამოხატულებას ბუნებრივ მოვლენებში
პოულობს.
ბუნებითი კანონი, მუდმივი კანონის ვიწრო სახეა და ვრცელდება არა მთლიანად
სამყაროზე, არამედ მხოლოდ მის ორგანულ ნაწილზე (ყველა ცოცხალ არსებაზე). ამ
კანონების მეშვეობით ხდება ბავშვების დაბადება და აღზრდა, ადამიანები ადგენენ
სხვა კანონებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ბუნებით კანონებს ეყრდნობა
მორალური ნორმები.
ხალხთა კანონი დადებითი სამართალია. მაგალითად, მკვლელობისთვის დასჯის
მოთხოვნა მოცემულია ადამიანთა კანონში, თუმცა მისი ხარისხი დგინდება
პოზიტიური სამართლით. შესაძლებელია ბუნებითი და ადამიანთა სამართალი არ
დაემთხვეს ერთმანეთს. აკვინელი, ისევე, როგორც რომაელი იურისტები, განასხვავებს
ხალხთა და პოზიტიურ (ცივილურ) სამართალს. მისი თქმით, ეს უკანასკნელი
ვრცელდება მხოლოდ განსაზღვრულ სახელმწიფოში, თავისი სპეციფიკური ნიშნებით.
რაც შეეხება ღვთაებრივ კანონს, ეს არის წმინდა წერილის გამოხატულება და მისი
დანიშნულებაა, გამოასწოროს, ცვლილებები შეიტანოს ადამიანთა კანონში
62.მარსილიო პადუელის შეხედულებანი სახელმწიფოსა და სამართალზე
პადუელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფოს,მისი აზრით,სახელმწიფოს
დანიშნულებაა ,რომ მისი ყველა წევრი ფიზიკურად და სულიერად ბედნიერი
იყოს.სახელმწიფოს წარმოშობას წინ უძღოდა ოჯახი,გვარი,ტომი და
ქალაქი.პადუელის აზრით,საკანონმდებლო უფლება უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ
ხალხს.მმართველობის უმჯობეს ფორმად მას მონარქია მიაჩნია.პადუელი
ერთმანეთისაგან ასხვავებს მემკვიდრეობით და არჩევით მონარქიას.უპირატესობას
იგი არჩევით მონარქიას ანიჭებს.პადუელის აზრით,სახელმწიფოში შენარჩუნებული
უნდა იყოს შემდეგი წოდებები: მიწათმოქმედთა, ხელოსანთა, ვაჭართა, სასულიერო,
ადმინისტრაციული და სამხედრო წოდებები. ე.ი. სულ ექვსი.
პადუელი გამოთქვამს თავის მოსაზრებებს იურიდიული და რელიგიური კანონების
შესახებ.მისი აზრით,სამღვდელოება არ უნდა აიძულებდეს ხალხს რელიგიური
კანონების შესრულებას,არამედ უნდა მიმართავდეს დარწმუნების მეთოდს.მისი
აზრით,სახარება კანონი კი არ არის,არამედ სწავლებაა,მოძღვრებაა.ამდენად,რწმენის
ფარგლებში იძულება საჭირო არ არის.რელიგიური კანონები რწმენის სფეროში შედის
და მას ხალხი ნებაყოფლობით უნდა ასრულებდეს.(მარსილიო პადუელი წინ უსწრებს
თავის ეპოქას,როცა რწმენისა და სინდისის თავისუფლებაზე ქადაგებს).
63.ჟან კალვინი ღვთაებრივი წინასწარგანზრახულობის დოგმატის შესახებ და ამ
დოგამტიდან გამომდინარე ვალდებულებები.
რეფორმაციის თვალსაჩინო წარმომადგენელია ჟან კალვინი შვეიცარიაში
დამკვიდრების შემდგომ მან გამოაქვეყნა ღვთისმეტყველური ტრაქტატი“რჩევა-
დარიგებანი ქრისტიანულ სარწმუნოებაში“ . კალვინის თხზულების ქვაკუთხედი არის
დოგმატი ღვთაებრივი წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ ის ფიქრობდა , რომ
ღმერთმა წინასწარ განუსაზღვრა ხალხის ერთ კატეგორიას გადარჩენა , მეორეთ კი
უპირობო განადგურება და ადამიანებს არ ძალუძთ ამის შეცვლა მათ ძალუძთ
მიხვდნენ რომელ კატეგორიას განეკუთვნებიან იმისდა მიხედვით როგორ მიდის მათი
ცხოვრება თუ მათი სამსახური კარგად მიდის , გამოირჩევიან სათნოებით , სიკეთით ,
კეთილგანწყობით ისიენი პირველ კატეგორიაში არიან თუ პირიქით მეორეში
64.თემების საეკლესიო მმართველობა ჟან კალვინის საეკლესიო რეფორმის შედეგად.
კალვინის რეფორმის მიხედვით ეკლესიას ხელმძღვანელობდნენ უხუცესები
(პრესვიტერები) , რომლებიც ირჩეოდნენ მდიდარი ერისკაცებისაგან და აგრეთვე
მქადაგებლები , რომლებსაც არ ჰქონდათ სპეციალური სასულიერო წოდება და
რელიგიურ ფუნქციებს ასრულებდნენ , როგორც სამსახურეობრივ მოვალეობას .
პრესვიტერები მქადაგებლებთან ერთად წარმოადგენდნენ კონსისტორიას , რომლიც
განაგებდა თემის რელიგიურ ცხოვრებას.
65.კლიმატის გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ჟან ბოდენის მიხედვით.
ბოდენი აღადგენს არისტოტელეს მოძღვრებას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე
გეოგრაფიული გარემოს აქტიური ზეგავლენის შესახებ. შრომებში ბოდენი
მოუთითებს,რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზემოქმედების გადამწყვეტ ფაქტორს
წარმოადგენს კლიმატი.მაგალითად,ჩრთილოეთის მხარის კლიმატი მხარს უწყობს
ადამიანში მამაცობის გრძნობის გამომუშავებას და სწორედ ამით უნდა აიხსნას ის
გარემოება,რომ ჩრთილოეთის ხალხები ყალიბდებიან გარკვეულ სამხედრო
ორგანიზაციად და მუდმივ ომის საფრთხეს ქმნიან. რაც შეეხება სამხრეთის კლიმატს,
იგი ხელს უწყობს ადამიანის გონებრივ განვითარებას.სწორედ ამიტომ უძველესი
დროიდან სამხრეთის ქვეყნებში ყვავის მეცნიერება.ზომიერი კლიმატის მქონე
ქვეყნებში განსაკუთრებით იგრძნობა ადამიანთა დაიტერესება პოლიტიკით და
ორატორული ხელოვნებით.გარდა ამისა,ბოდენის აზრით, ყველაზე დიდ ზეგავლენას
საზოგადროებრივ ცხოვრებაზე ახდენს კანონიერება და ზნეობა
66.ოჯახი როგორც სახელმწიფს საფუძველი ჟან ბოდენის მიხედვით,სახელმწიფოსა და
ოჯახის განსხავვებები.
ბოდენი განიხილავს სახელმწიფოს წარმოშობი საფუძვლებსაც.მისი აზრით
სახელმწიფოს წარმოშობის საფუძველი ოჯახია.ბოდენი აკეთებს დასკვნას ,რომ
სახელმწიფო არის გაზრდილი ოჯახი,თუმცა ბოდენი აქვე აღნიშნავს რომ ოჯახი და
სახელმწიფო იდენტური ცნებები არ არის.განსხვაებები:
1)საზოგადოების პირველი დამახსითებელი თავისებურება,რომლითაც იგი
განსხვავდება ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ყველა საზოგადოებრივი
ერთეულებისგან,არის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.
2)სუვერენულ სახელმწიფო ხელისუფლებას აქვს მუდმივი ხასიათი.
3)სუვერენული სახელმწიფოებრივი ხელისუფლება შეუზღუდავია,რაც ნიშნავ
იმას,რომ სახელმწიფო ხელისუფლება ყველა კანონზე მაღლა დგას.
67.სახელმწიფო ხელისუფლების შემზღუდველი ფაქტორები ჟან ბოდენის მიხედვით.
ბოდენი არ თვლის, რომ სახელმწიფო ხელისფულების სუვერენიტეტი მუდამ
შეიძლება იყოს შეუზღუდავი.შესაბამისად ბოდენი საუბრობს შეზღუდვის
ფაქტორებზე:1)ასეთი ფაქტორია ბუნებითი კანონები,სახელმწიფოს მიერ შედგენილი
ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ბუნებით კანონებს.2)სახელმწიფო
ხელისფულებას ზღუდავს ასევე კერძო საკუთრების არსებობა საზოგადოებაში.
68.ჟან ბოდენი სახელმწიფო ფორმების შესახებ,მისი დამოკიდებულება ამ
ფორმებისადმი.
თავის შრომებში ბოდენი ყურადრებას აქცევს სახელმწიფოს ფორმების
საკითხს.დემოკრატიის შესახებ იგი უარყოფითად არის განწყობილი.მისი
მტკიცებით,ხალხს რომ ხელისუფლება ჩაუვარდეს ხელში,საზოგადოებაში
აუცილებლად არანრქია იქნება.არც არისტოკრატიული მმართველობის ფორმაა
ბოდენისათვის მისაღები,რადგან ამ ფომას არ შეუძლია იხსანას საზოგადოება
რევოლუციისაგან.ბოდენისათვის ერთადერთი მისაღები მმართველობის ფორმა
მონარქიაა.აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბოდენი მონარქიის რამდენიმე სახეს
განასხვავებს:1) კანონიერი მონარქია,2)სენიორალური მონარქია,როდესაც
ძალადობრივი გზით ხელისუფლება მონარქიას აქვს
დაკავებული,3)ტირანია,მონარქიის შერყვნილი ფორმა.
69. პოლიბიოსის შეხედულებანი სახელმწიფოს შესახებ
პოლიბიოსი მოღვაწეობდა ძველი ბერძნული სახელმწიფოების დაქვეითების
პერიოდში. მას ეკუთვნის შრომა „ მსოფლიოს ისტორია“. პოლიბიოსი გამოთქვამს
მოსაზრებას საზოგადოების ციკლური ანუ წრიული განვითარების შესახებ.
პოლიბიოსი მიუთითებს, რომ ყოველი სახელმწიფო განიცდის აღმოცენება -
განვითარებას, აყვავებასა და დაცემას. ამ გადასვლებს თან ახლავს სახელმწიფოს
ფორმათა ცვალებადობა. პოლიბიოსი ასე აყალიბებს სახელმწიფო ფორმების
ცვალებადობას: პირველად ყალიბდება მონარქია, რომელსაც ცვლის ტირანია და
რომელიც ძალადობით ხასიათდება. ტირანიას ცვლის არისტოკრატია, რომელიც
პოლიბიოსის აზრით, სახელმწიფოს აყვავების მაჩვენებელია. მაგრამ შემდეგში
ადამიანთა ზნეობის დაქვეითების გამო არისტოკრატიას ოლიგარქია ცვლის,
რომელშიც სახელმწიფოს ერთი მუჭა მდიდრები განაგებენ. ოლიგარიქას ცვლის
დემოკრატია, რომელიც მისი აზრით სახელმწიფოს რყევის მაჩვენებელია, რადგან
მართალია თავდაპირველად ხალხის ფართო მასები განაგებენ სახელმწიფოს, მაგრამ
შემდგომ სხვის ხარჯზე ცხოვრებას მიჩვეული ბრბო ირჩევს ბელადად პატივმოყვარე
პიროვნებას, დემაგოგს, თვითონ ხალხი კი განზე დგება საზოგადოების მართვისგან.
საბოლოოდ დემოკრატია გადაგვარდება ოხლოკრატიად. პოლიბიოსი ასევე
გამოთქვამს მოსაზრებას სახელმწიფოს „შერეული“ ფორმის შესახებ, რომელიც შეიცავს
მონარქიის, არისტოკრატიისა და დემოკრატიის ელემენტებს.
70. ავგუსტინეს შეხედულებანი სახელმწიფოსა და სამართალზე
რომის იმპერიის დაცემის ეპოქაში დიდი მოვლენა იყო რომის იმპერატორების მიერ
ქრისტიანობის სახლემწიფო რელიგიად გამოცხადება. ქრისტიანობის პოლიტიკური
დოქტრინა დასრულებული სახით ჩამოყალიბებულია ნეტარი ავგუსტინეს შრომებში.
ავგუსტინეს ძირითადი ნაშრომია „ღვთიური ქალაქის შესახებ“, სადაც
ჩამოყალიბებულია მოძვრება ორი ქალაქის შესახებ. ამ ნაშრომში ავგუსტინე
ასაბუთებდა ადამიანთა აუცილებელ მორჩილებას ეკლესიისადმი. იგი მიუთითებდა,
რომ მართალია ადამიანი თავისუფალი იბადება და მას თავისუფლება გააჩნია, მაგრამ
ეს გამოიხატება მხოლოდ მისწრაფებაში ჩაიდინოს ცოდვები. ცოდვებისგან ხსნა
შეიძლება მხოლოდ ღმერთის წყალობით, რომელიც მხოლოდ რჩეულებს ეძლევათ.
ავგუსტინეს აზრით, საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა: რჩეულებად და
განწირულებად. საზოგადოების ორ ნაწილად დაყოფა დაედო საფუძვლად
ავგუსტინეს შეხედულებებს სახელმწიფოსა და სამართალზე. ავგუსტინეს აზრით,
სახელმწიფო არის ადამიანთა გაერთიანება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული
საზოგადოებრივი კავშირით. ავგუსტინე ორგვარს ქალაქს, სახელმწიფოს იცნობს,
კერძოდ მიწიერსა და ღვთაებრივს. მიწიერი მისი აზრით ძალადობის, ძალის
გამოხატულებაა და არაფრით არ განსხვავდება იგი ყაჩაღთა ბრძოლისგან. ავგუსტინეს
აზრით, მხოლოდ ღვთაებრივი სახელმწიფო, ანუ ეკლესია არის ჭეშმარიტი
სიმართლის გამტარებელი და დამცველი. ავგუსტინეს აზრით, კაცობრიობის ისტორია
ამ ორი სახელმწიფოს განვითარების ისტორიაა. მას აქვს შეხედულებები მონობის
შესახებაც. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მონობა უსამართლობაა, ის
დაწესებულია ცოდვების საზღაურად ამიტომ მან უნდა იარსებოს. ავგუსტინე
მოითხოვს, რომ სახელმწიფო ემსახურებოდეს ეკლესიას, მკაცრად სჯიდეს საეკლესიო
წესების დამრღვევებს, ერეტიკოსებს და ა.შ. ავგუსტინე თეორია შემდგომში რომაული
კათოლიკური ეკლესიის მიერ საერო ფეოდალებთან საბრძოლველად იქნა
გამოყენებული.

ორქულიანი კითხვები წყაროების მიხედვით

1.სამი სხვადასხვა მმართველობის ბუნება მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით.


არსებობს სამი სახის მმართველობა: რესპუბლიკური, მონარქიული და დესპოტური.
რესპუბლიკური მმართველობისას უმაღლესი ძალაუფლება მთელი ხალხის ან
მხოლოდ მისი ერთი ნაწილის ხელშია. მონარქიული მმართველობის დროს ერთი
ადამიანი მართავას, მაგრამ მართავს დადგენილი და მყარი კანონებით, მაშინ როდესაც
დესპოტური მმართველობის დროს ერთი ადამიანი ყოველგვარი წესისა და კანონის
გარეშე განაგებს ყველაფერს თავისი სურვილებისა და კაპრიზების მიხედვით.
2.რესპუბლიკური მმართველობა და დემოკრატიისთვის დამახასიათებელი კანონები
მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით.
როცა რესპუბლიკაში უმაღლესი ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის, მაშინ სახეზეა
დემოკრატია. თუ იგი ხალხის ნაწილს ეკუთვნის, მაშინ ასეთ მმართველობას
არისტოკრატია ეწოდება. დემოკრატიის დროს ხალხი ზოგი მხრივ მონარქია, ზოგი
მხრივ კი ქვეშევრდომი. იგი მონარქია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც აქვს საარჩევნო
ხმები, რომლებითაც გამოხატავს თავის ნებას. კანონები, რომლებითაც განსაზღვრავენ
საარჩევნო ხმას, ამ მმართველობის ძირითადი კანონებია, რადგან რესპუბლიკისთვის
მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ როგორ, ვის მიერ, ვისთვის და რაზე უნდა იქნეს
მიცებული ხმა.
3.არისტოკრატიული წყობის დამახასიათებელი კანონები მონტესკიეს „კანონთა გონის“
მიხედვით.
არისტოკრატიული წყობის დროს უმაღლესი ძალაუფლება გარკვეული
რაოდენობის ადამიანთა ხელშია. ეს პირები ადგენენ კანონებს და აიძულებენ სხვებს
მათ განხორციელებას. აქ არჩევნები არ ხორციელდება წილისყრით და შურს იწვევს არა
მმართველობითი ფუნქცია, არამედ წარჩინებულობა. როდესაც წარჩინებულები
რიცხობრივად მრავალნი არიან, მაშინ საჭიროა სენატის არსებობა იმ საქმეების
მოსაწესრიგებლად, რომელთა გადაჭრა წარჩინებულთა კორპუსს არ ძალუძს. ამ
შემთხვევაში არისტოკრატია გარკვეული აზრით, წარმოადგენს სენატს,
წარჩინებულთა კორპუსი - დემოკრატიას, ხალხი კი არარაა. სენატორებს არ უნდა
ჰქონდეთ უფლება, თავისი ნებით შეავსონ მათი ადგილები, ვინც სენატს აკლია. ეს
გამოიწვევდა მათ მიერ ძალაუფლების გამუდმებულ ბოროტად გამოყენებას.
4.დესპოტური სახელმწიფოს შესაბამისი კანონები მონტესკიეს „კანონთა გონის“
მიხედვით.
ადამიანი, რომელსაც მისი ხუთივე გრძნობა ეუბნება, რომ იგი ყველაფერია, ხოლო
დანარჩენი კი არაფერი, ჩვეულებრივ, ზარმაცი, უვიცი და ავხორცი ხდება. ის თავს
ანებებს საქმეებს. მაგრამ, თუ საქმეები ბევრს მიანდო, ეს გამოიწვევს მათ შორის კამათს
და დაიწყება ბრძოლა „პირველი მონის“ ადგილის დასაკავებლად. ამიტომ ადვილია
ხელმწიფემ ყველაფერი მიანდოს ერთ ვეზირს, რომელსაც მისი თანაბარი
ძალაუფლება ექნება. ვეზირის დაყენება ასეთი სახელმწიფოს ძირითადი კანონია.
5.რა არის თავისუფლება მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით?
მართალია, დემოკრატიებში ხალხს, ერთი შეხედვით, შეუძლია აკეთოს ის, რაც
სურს, მაგრამ პოლიტიკური თავისუფლება სრულებითაც არ მდგომარეობს იმის
კეთებაში, რაც მოგვესურვება. უნდა გავარკვიოთ, რა არის დამოუკიდებლობა და რა
არის თავისუფლება. თავისუფლება იმის კეთების უფლებაა, რაც კანონით დასაშვებია.
და თუ მოქალაქეს შეუძლია აკეთოს ის, რასაც კანონები კრძალავენ, მაშინ მას აღარ
ექნება თავისუფლება, რადგან იგივე შესაძლებლობა სხვებსაც ექნებათ.

You might also like