საჯარო ლექციები - რატომ ევროპა

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 58

საჯარო ლექციები

რატომ ევროპა
media.org.ge

პროექტი „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“


ხორციელდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ.

პროექტის მხარდამჭერები:
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS,
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID),
შპს „გზები“

პროექტის მედია მხარდამჭერები:


შპს „გაზეთი ბათუმელები“
batumelebi.ge

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის


ტელევიზია და რადიო
ajaratv.ge
batumelebi.ge

„ქართული ლიტერატურა
საბჭოთა კავშირამდედა შემდეგ“ - შეხვედრა
მწერალ დავით გაბუნიასთან ბათუმში
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იწყებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

11 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება შეხვედრა


დრამატურგთან, მწერალ დავით გაბუნიასთან თემაზე – „ქართული ლიტერატურა საბჭოთა
კავშირამდე და შემდეგ”.

დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ზვიად ქორიძე იქნება.

დასწრება თავისუფალია.

პროექტის მენეჯმენტის მხარდაჭერია აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI),


ფინანსური მხარდამჭერები კი არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
და სამშენებლო კომპანია „გზები”.

მისამართი: ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ზ. გამსახურდიას ქუჩა 1/5.

2017 წლის აგვისტო

საჯარო ლექციები
ბათუმელები • Batumelebi.ge

„ქართული ლიტერატურა საბჭოთა


კავშირამდე და შემდეგ“

2017 წლის 15 აგვისტო

საჯარო ლექციები
youtube.com

დავით გაბუნია / ქართული ლიტერატურა საბჭოთა


კავშირამდე და შემდეგ / ჰეშთეგი /

2017 წლის 14 აგვისტო

საჯარო ლექციები
batumelebi.ge

ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური


იარაღი – დისკუსია [ანონსი]
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა
ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

27 აგვისტოს, ბათუმში, თავისუფალ სივრცეში, საღამოს 7 საათზე, გაიმართება


დისკუსია თემაზე:

ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი


მომხსენებელი – გიორგი კიკონიშვილი, ბლოგერი.

მოდერატორი – თომა კაკაბაძე, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი.

მისამართი: ბათუმი. ზვიად გამსახურიას ქუჩა № 6; თავისუფალი სივრცე,


დისკუსიის დაწყების დრო: 27 აგვისტო, 19:00

დასწრება თავისუფალია

2017 წლის 23 აგვისტო

საჯარო ლექციები
ბათუმელები • Batumelebi.ge

ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური


ბრძოლის იარაღი

2017 წლის სექტემბერი

საჯარო ლექციები
batumelebi.ge

„საუბრები ევროპაზე“ ბახმაროში –


დისკუსია ქალთა უფლებებზე
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს
„საუბრები ევროპაზე“.

20 აგვისტოს, ბახმაროში, არტ-კაფეში, დღის პირველ საათზე გაიმართება დისკუსია თემაზე:

ქალთა უფლებები და სოციალური დაცვა საბჭოთა კავშირში, თანამედროვე ევროპასა და


საქართველოში – როგორია ევროპული სტანდარტი?
დისკუსიას გაუძღვება იურისტი და ფსიქოლოგი ანა არგანაშივილი. დისკუსიის მოდერატორი
იქნება ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა.

დისკუსიას კურორტთან ახლოს მცხოვრები მემთეურები დაესწრებიან.

დისკუსიის დაწყების დრო: 13:00 საათი

მისამართი: კურორტი ბახმარო, არტ-კაფე

დასწრება თავისუფალია.

2017 წლის 19 აგვისტო

საჯარო ლექციები
ბათუმელები • Batumelebi.ge

„საუბრები ევროპაზე“ დისკუსიათა ციკლის ფარგლებში, თავისუფალ


ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით დღეს, 20 აგვისტოს,
13:00 საათზე, ბახმაროში, არტ-კაფეში მართავს დისკუსიას.

ტრადიციული ფეისბუქ ივენთის ნაცვლად მოსაწვევები კარდაკარ


დავურიგეთ მემთეურებს შედრეკილის და ზოტიყელის იაილებზე
მცხოვრებთ.

დისკუსია გაიმართება თემაზე: “ქალთა უფლებები და სოციალური


დაცვა საბჭოთა კავშირში, თანამედროვე ევროპასა და საქართველოში -
როგორია ევროპული სტანდარტი? “

დისკუსიას გაუძღვება იურისტი და ფსიქოლოგი ანა არგანაშვილი.


დისკუსიის მოდერატორი - ჟურნალისტი, საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონალური ოფისების მენეჯერი
მალხაზ ჭკადუა.

თუ ბახმაროში ხართ, შემოგვიერთდით.

2017 წლის 20 აგვისტო

საჯარო ლექციები
batumelebi.ge

„საუბრები ევროპაზე“ ბათუმში - გოგი


გვახარიას დისკუსია საბჭოთა კვალის შესახებ
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა
ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

15 სექტემბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, 17:00 საათზე

გაიმართება დისკუსია თემაზე:

„საბჭოთა კვალი პოსტსაბჭოთა საქართველოში“


დისკუსიას გაუძღვება კინომცოდნე გოგი გვახარია.

დისკუსიის მოდერატორი იქნება ჟურნალისტი სალომე ასათიანი.

მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. #21

დასწრება თავისუფალია.

2017 წლის 5 სექტემბერი

საჯარო ლექციები
ბათუმელები • Batumelebi.ge

გოგი გვახარიას ლექცია - „საბჭოთა კვალი


პოსტსაბჭოთა საქართველოში“

2017 წლის 15 სექტემბერი

საჯარო ლექციები
ჰეშთეგი / Hashtag

• ცოცხალი სტალინის ცოცხალი კულტი


• მედიათავისუფლების ცვალებადი ხარისხი
• კულტურის პოლიტიკა და პოლიტიკური კულტურა,
• ევროპა და საქართველო

დღეს გოგი გვახარია და სალომე ასათიანი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან.

2017 წლის სექტემბერი

საჯარო ლექციები
batumelebi.ge

„საუბრები ევროპაზე“ ბათუმში -


სალომე ასათიანის დისკუსია
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს
„საუბრები ევროპაზე“.

16 სექტემბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, 17:00 საათზე

გაიმართება დისკუსია თემაზე:

„დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“ – როგორ გავიგოთ კრიზისი?“


დისკუსიას გაუძღვება ჟურნალისტი სალომე ასათიანი.

დისკუსიის მოდერატორი იქნება კინომცოდნე გოგი გვახარია.

მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. #21

დასწრება თავისუფალია.

2017 წლის 8 სექტემბერი

საჯარო ლექციები
ბათუმელები • Batumelebi.ge

- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით


აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

- დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხე კინომცოდნე


გოგი გვახარიას მანპინძლობდა. ლექციას თემაზე
„საბჭოთა კვალი პოსტსაბჭოთა საქართველოში“ ფართო აუდიტორია
ესწრებოდა.

- დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი სალომე ასათიანი იყო.

2017 წლის 16 სექტემბერი

საჯარო ლექციები
სალომე ასათიანი, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი

batumelebi.ge 2017 წლის 9 ოქტომბერი

დასავლეთი, რუსეთი და
„სიმართლისშემდგომი ეპოქა“: როგორ
გავიგოთ კრიზისი
„ბათუმელები“

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტი­


დასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა
ციკლი „საუბრები ევროპაზე“. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა დისკუსია
თემაზე: „დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“: როგორ გავიგოთ კრიზისი?“
დისკუსიის მომხსენებელი სალომე ასათიანი იყო, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, მოდერატორი
– კინომცოდნე გოგი გვახარია. გთავაზობთ სალომე ასათიანის მოხსენებას.

„დასავლეთში, მის პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ წრეებში, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოდური


სიტყვათშეხამებაა „სიმართლისშემდგომი (post-truth) ეპოქა“. ის მიემართება სპეციფიკურ კლიმატს,
რომელშიც დისკუსია უფრო ემოციების გარშემო მიმდინარეობს, ეყრდნობა ლოზუნგების თუ
ფრაზების ისევ და ისევ გამეორებას – ფაქტებს კი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს არ არის ის
ძველებური და ნაცნობი ვითარება, რომელშიც სიმართლე დისკუსიის და უთანხმოების საგანია, ან
მას მიზანმიმართულად აყალბებენ. „სიმართლე“, როგორც ასეთი, თავადაა ჩაკარგული ხმამაღალ და

საჯარო ლექციები
ემოციურ რიტორიკაში.

დღეს ბევრგან შეხვდებით იმ მოსაზრებასაც, რომ მოქმედებაში მოდის დიდი ავტორის, ჯორჯ
ორუელის დისტოპიური ტექსტი, „1984“ – თავისი ცნობილი „უფროსი ძმით“, ხელოვნური ენით, „ნიუსპიკით“
და საზოგადოების მანიპულაციით. იმასაც ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ამ წიგნზე ძალიან გაიზარდა
მოთხოვნა ინტერნეტსაიტებზე – „ამაზონზე“ და ასე შემდეგ. მაგრამ, ამავე დროს, გვხვდება სხვა, ჩემი
აზრით უფრო ზუსტი შეფასებაც. ჩვენი დღევანდელი კლიმატი ემსგავსება არა იმდენად ორუელიანურს,
რამდენადაც კიდევ ერთი დიდი ბრიტანელი ავტორის, ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილს წიგნში
„მამაცი ახალი სამყარო“. საქმე გვაქვს არა იმ რეალობასთან, რომელშიც ვიღაც ცენზურას გვიწესებს,
კრძალავს წიგნებს და ინფორმაციის გავრცელებას; არამედ რეალობასთან, რომელშიც ამგვარი
ცენზურა აღარცაა საჭირო. წიგნის წაკითხვა აღარავის უნდა, მნიშვნელოვანი და ღირებული ცნობები
ინფორმაციის ოკეანეშია ჩაკარგული – ხოლო სიმართლეს კი არ გვიმალავენ, ის უბრალოდ აქტუალური
აღარ არის.

რუსეთი და პოსტ-სიმართლე
მართლაც – დღევანდელ პოლიტიკურ კლიმატში სიმართლის ბევრს აღარავის სჯერა. დასრულდა
ცივი ომის ეპოქა, როცა ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი დიდი პროექტი, ორი დიდი ნარატივი, ორი
„სიმართლე“ – დასავლეთი და საბჭოეთი. ისიც ვნახეთ, რომ არ გამართლდა ფრენსის ფუკუიამას
ცნობილი თეზისი „ისტორიის დასასრულის“ და ლიბერალური დემოკრატიის განვითარების საბოლოო
ფორმაციად გადაქცევის შესახებ. დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ამერიკის კაპიტალისტური
ელიტა და პოსტსაბჭოთა ოლიგარქია ერთსა და იმავე პიარკომპანიებს ქირაობენ თავიანთი იმიჯის
უკეთ წარმოსაჩენად. ამას კარგად აღწერს საინტერესო ავტორი, პიტერ პომერანცევი თავის წიგნში –
“არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია”. ყველაფერი პიარია – ესაა რუსეთის პოლიტიკურ,
ბიზნეს და სხვა ელიტებში ყველაზე გავრცელებული სენტიმენტი დღეს.

დღეს საქართველოში ბევრს საუბრობენ „რუსულ პროპაგანდაზე“ და მის საფრთხეებზე. თუმცა,


უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროპაგანდაც აღარაა პროპაგანდა მისი კლასიკური, თუნდაც საბჭოთა
მნიშვნელობით. დღეს „პროპაგანდა“ ნიშნავს ბევრი ვერსიის, ბევრი სიმართლის ტირაჟირებას.
პომერანცევი თვლის, რომ რუსეთი დასავლეთს აღარ ეკამათება ალტერნატიული მოდელით თუ
იდეოლოგიით, აღარ უმტკიცებს საკუთარ უპირატესობას – როგორც ეს საბჭოთა დროს იყო. არა –
რუსეთმა კარგად ისწავლა და გადმოიღო საკუთრივ დასავლური ენა, თუ გნებავთ დასავლეთის მედიის
ენა, და ახლა ამ ენას იყენებს დასავლეთის შიგნიდან დასასუსტებლად. რუსეთის სახელმწიფოს
საერთაშორისო ტელეარხი, „რაშა თუდეი“ – ან RT, როგორც მას დღეს ქვია – ღიად აცხადებს, რომ
აჩვენებს დასავლეთის მეინსტრიმული მედიისგან განსხვავებულ „სიმართლეს“. შემთხვევითი არაა, რომ
ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი ცნობილია ფრაზით – „არ არსებობს ობიექტური
ჟურნალისტიკა”.

ვაშინგტონი და „ალტერნატიული ფაქტები“


რა ხდება ამ დროს ვაშინგტონში?

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, „რეალობის“ აღქმის საკითხი ვაშინგტონშიც შეიცვალა.


პრეზიდენტი, როგორც იცით, მეინსტრიმულ, ტრადიციულ მედიას გამუდმებით „ყალბი ნიუსების მედიას“
უწოდებს; ჟურნალისტები კი მის არასწორ, გადაჭარბებულ, მცდარ გამონათქვამებს აანალიზებენ
ლამის ყოველკვირეულად.

ამდენად, ანალიტიკურ წერილებში შეგვხვდებათ მოსაზრება, რომ დღევანდელ დღეს ბრძოლა არა
მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფილოსოფიური და ეპისტემოლოგიურიც კი არის. ძალაუნებურად
ისმის კითხვები – რა არის რეალობა? სად არის რეალობა? როგორ შევთანხმდეთ სიმართლეზე?

საჯარო ლექციები
ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე ვაშინგტონმა წარმოშვა საინტერესო ცნება – „ალტერნატიული
ფაქტები“. მაგალითად, როცა თავად ტრამპმა და მისმა გუნდმა განაცხადეს, რომ მისი ინაუგურაციის
ცერემონიას დაესწრო უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი – ჟურნალისტებმა, ცხადია, მიმართეს ჩვეულ
და დღეს უკვე შესაძლოა ოდნავ რეტროდ ქცეულ მეთოდს, ე.წ. fact-checking-ს, ფაქტების შემოწმებას.
ფაქტებმა აჩვენა, რომ „უპრეცედენტობაზე“ ეს განცხადება ტყუილი იყო – თუმცა ტრამპის მრჩეველმა,
კელიენ კონუეიმ ჟურნალისტს განუცხადა, თქვენ თქვენი ფაქტები გაქვთ, ჩვენ კი ჩვენი „ალტერნატიული
ფაქტებიო“.

ეს ცნება, თუ სიტყვათშეხამება – „ალტერნატიული ფაქტები“ – მალევე იქცა ხუმრობების და შაყირის


მდიდარ წყაროდ. თუმცა, ბევრი გეტყვით, რომ აშკარად კომიკური შინაარსის გარდა, ის სწორედაც
დღევანდელი ეპოქის – სიმართლისშემდგომი ეპოქის – სულისკვეთების გამომხატველია.

პოსტმოდერნული ეპოქა – „სიმართლისშემდგომი ეპოქა“?


ახლა უკვე მოგვიწევს საუბარი ცოტა გავაღრმაოთ და მიზეზებზე დავფიქრდეთ.
რამ გამოიწვია ეს ვითარება?

ამ კითხვაზე, ცხადია, ერთი პასუხი არ არსებობს. მაგრამ დღეს ბევრ ავტორთან თუ ანალიტიკოსთან
ნახავთ საკმაოდ ირონიულ, თუ მწარე ვარაუდს – რომ ვითარება, რომელშიც აღარ არსებობს
ღირებულებრივი ან იდეოლოგიური სიმყარე და რომლითაც პირველ რიგში მემარჯვენე პოპულისტი
ფიგურები სარგებლობენ, არის პარადოქსული და ერთგვარად პერვერსიული შედეგი ფენომენისა,
რომელსაც პოსტმოდერნულობის სახელით ვიცნობთ.

ბევრი ავტორი სწორედ პოსტმოდერნულობას, ან უფრო ზუსტად პოსტმოდერნიზმის თეორიას


მიიჩნევს ყველაზე ეფექტურ ანალიტიკურ საშუალებად დღევანდელი ვითარების ასახსნელად.
თეორიის, რომელიც 1970-იან და 1980-იან წლებში შეიმუშავეს მოაზროვნეებმა – მათ შორის ფრედერიკ
ჯეიმსონმა, ჟან-ფრანსუა ლიოტარმა, ჟან ბოდრიარმა და სხვებმა. ჯეიმსონი, მაგალითად, ადრეულ
1980-იან წლებში ამბობდა, რომ ეკონომიკური გლობალიზმი ბიძგს მისცემდა კულტურულ ეპოქას,
რომელშიც განმსაზღვრელი ძალა პოპულისტური იერსახეები იქნებოდა.

ცხადია, პოსტმოდერნული მდგომარეობა არსაიდან არ გაჩენილა და მას თავისი ისტორია აქვს. ის


ამოიზარდა „მოდერნულობიდან” – რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება ევროპულ განმანათლებლობას.
Sapere aude – გაბედე აზროვნება, შემეცნება – როგორც ვიცით, განმანათლებლობის მთავარი პრინციპი
იყო. ეს იყო უზარმაზარი მასშტაბის, ემანსიპატორული, ჰუმანისტური პროექტი, რომელსაც უდიდესი
პოზიტიური ცვლილებები მოჰყვა დასავლეთში.

თუმცა, შემდეგ დადგა ურთულესი ეპოქა – მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი და მისი ტრაგიკული
გამოცდილება, როცა ფაშიზმის და საბჭოთა სოციალიზმის სახით, ერთმანეთს ებრძოდა ორი დიდი,
ტოტალური და ტოტალიტარული პროექტი. არსებობს მოსაზრება – რომელსაც მეც ვიზიარებ – რომ
პოსტმოდერნული ფილოსოფიის განვითარებას დასავლეთში ბიძგი სწორედ ამ გამოცდილებამ მისცა.
ამ ფილოსოფიას საფუძვლად დაედო მორალური პრინციპი, რომ ადამიანს, კაცობრიობას, აღარასოდეს
უნდა დაეჯერებინა, აღარ უნდა ერწმუნა ტოტალური იდეოლოგიებისა, რომლებიც სიმართლის ერთ
ტოტალურ, აბსოლუტურ ვერსიას გვთავაზობდნენ და ყველა სხვა სიმართლეს გამორიცხავდნენ.
იელის უნივერსიტეტის პროფესორი, მარსი შორი ამას მოსწრებულად აჯამებს – თუ მოდენულობამ
ღმერთს, რელიგიას და დოგმებს შეხედა სკეფსისით და ადამიანს უთხრა, თავად იაზროვნეო,
პოსტმოდერნულობამ უკვე კითხვა დაუსვა იდეოლოგიებს, რომლებიც, თავიანთი ტოტალური ბუნებით,
„ღმერთის“ ჩანაცვლებას მიელტვოდნენ – რიტუალების, წესრიგის, ბელადის კულტის და ბევრი სხვა
ელემენტის ფორმით.

ბრიტანელი ისტორიკოსი და, ჩემი აზრით, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და

საჯარო ლექციები
ღრმა მოაზროვნე, ტონი ჯატი წერდა – პოსტმოდერნულობა არა მხოლოდ ძველ სიმყარეებს უთხრის
ძირს, არამედ საკუთრივ სიმყარის შესაძლებლობასო. ამით ადამიანს მართლაც დიდი და უპრეცედენტო
თავისუფლება მიენიჭა. ყველას თავისი სიმართლე აქვს, ყველას თავისი ცხოვრების წესი აქვს, ყველას
თავისი, სხვების ეკვივალენტური მსოფლმხედველობა აქვს – დიდი ნარატივების და გრანდიოზული
იდეოლოგიების ეპოქა დასრულდა.

და სწორედ აქ მივადექით დღევანდელ პარადოქსულ ვითარებას და მთავარ სირთულეს. სადღაც,


რაღაც მომენტში, რაღაც მონაკვეთში მოხდა თვისებრივი ცვლილება. ერთი სიმართლის არ არსებობით,
ამ სხვადასხვა სიმართლეების მიღმა ისეთი ფუნდამენტური საკითხებიც გაბუნდოვანდა, როგორებიცაა:
რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის კარგი პოლიტიკა, ან პოლიტიკა – ზოგადად. სიმართლე თუ აღარ
არსებობს, ყველას თუ თავის სიმართლე აქვს, მაშინ უკვე მთავარი არის ის, თუ ვინ უკეთესად წარმოაჩენს
თავის სიმართლეს – ვის უკეთესი „პიარი“ ექნება. და „სიმართლისშემდგომი ეპოქაც“ სწორედ ეს არის –
შენ შენი ფაქტები გაქვს, მე ჩემი ალტერნატიული ფაქტები. რუსეთშიც, როგორც პომერანცევი აღწერს,
არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია. მთავარი – და ყველაფერი – არის პიარი.

ამდენად, პარადოქსულად – და ალბათ სევდისმომგვრელად – პოსტმოდერნულმა კლიმატმა


დიდწილად ალბათ მართლაც წარმოშვა მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსების ახალი ტალღა.

საუბრები ევროპაზე

ლიბერალური დემოკრატია ნაციონალისტური


პოპულიზმის აღზევების პირობებში

მაგრამ მაინც, რამ გამოიწვია ის, რომ ფილოსოფია, რომელიც დაიბადა გრანდიოზული
იდეოლოგიების, დიდი ნარატივების, რეალობის ტოტალური ინტერპრეტაციების წინააღმდეგ,
რომელსაც ადამიანისთვის თავისუფლება უნდა მოეტანა – მოგვევლინა ინსტრუმენტად მემარჯვენე
პოპულისტი ძალების ხელში?

საჯარო ლექციები
დისკუსია

სწორედ ეს არის ის კითხვები, რომლებზეც პასუხებს ვეძებთ, ან უნდა ვეძებდეთ. და ჯერჯერობით არ


გვაქვს.

ისიც აშკარაა, რომ ამ კლიმატმა – ასევე პარადოქსულად – საკუთრივ ლიბერალური დემოკრატია


დააყენა დარტყმის ქვეშ. ფორმაცია, თუ წესრიგი, რომელიც მიიჩნეოდა ოპტიმალურ მოდელად
სწორედ მეტაიდეოლოგიებისგან თუ ტოტალიტარიზმისგან დაცვის თვალსაზრისით. გავრცელებული
განსაზღვრებით, ლიბერალურ დემოკრატიას – განსხვავებით, ვთქვათ, ფაშიზმისგან, ან კომუნიზმისგან –
არ აქვს პრეტენზია ერთიანი, ტოტალური გადაწყვეტა მოუძებნოს სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ,
საზოგადოებრივ პრობლემებს, კონფლიქტებს. ის ვერ აღმოფხვრის საზოგადოების გამხლეჩ ეკონომიკურ,
სოციალურ, იდეოლოგიურ ფაქტორებს – მეტიც, აღიარებს, რომ ეს ფაქტორები არსებობდა, არსებობს
და იარსებებს. ლიბერალური დემოკრატია უბრალოდ ამ ფაქტორებს აკონტროლებს, არეგულირებს,
გარკვეულ ჩარჩოს უძებნის და ადამიანთა თანაცხოვრების ოპტიმალურ მოდელს გვთავაზობს.

დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, დასავლეთში არ წყდება დისკუსიები, წერილები თუ განცხადებები,


რომ საფრთხის ქვეშაა სწორედ ის ლიბერალური კონსენსუსი, რომელიც დასავლეთში მეორე მსოფლიო
ომის შემდგომ პერიოდში იყო დამკვიდრებული. აშშ-ის არჩევნები ამის ყველაზე მკაფიო სიმპტომი იყო
– თუმცა პროცესი ახლა არ დაწყებულა. პოპულისტები, “ხალხის” სახელით მოლაპარაკე რეაქციონერები
ბევრგან ძლიერდებიან – იქნება ეს ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, უნგრეთი, თუ სხვა.

ბრიტანელი ისტორიკოსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოტი გარტონ ეში,


მაგალითად, ახლახან წერდა:

„გამოწვევა უკვე აშკარაა – ჩვენ ვდგავართ ანტი-გლობალიზაციის გლობალიზაციის წინაშე;


პოპულისტების სახალხო ფრონტის წინაშე; ნაციონალისტების ინტერნაციონალის წინაშე”. და დასძენდა –
„უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ბრძოლისათვის, შესაძლოა მთელი თაობის მომცველი ბრძოლისათვის.
ეს ჯერ კიდევ არ არის „პოსტ-ლიბერალური” მსოფლიო, მაგრამ შესაძლოა ასეთი გახდეს“.

საჯარო ლექციები
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პროცესები – რასაც გარტონ ეში ნაციონალისტური პოპულიზმის
მომძლავრებას უწოდებს – თავისი ტალღური, ერთიანი ფორმით წარსულის მოვლენებსაც შეგვახსენებს.
აქამდეც ბევრჯერ მომხდარა, რომ ერთი და იგივე ფენომენი, ერთდროულად, სხვადასხვა ეროვნულ
თუ რეგიონულ განზომილებაში იჩენდა თავს. 1990-იანებში საქმე გვქონდა გლობალიზებულ
ლიბერალიზმთან – უფრო ზუსტად კი ნეოლიბერალიზმთან; 1930-იანებში და 40-იანებში – ფაშიზმთან
და კომუნიზმთან; მეცხრამეტე საუკუნეში იმპერიალიზმთან. ამდენად, ეს არ არის პირველი შემთხვევა,
როცა გარკვეული ფორმაცია, თუ ტენდენცია გლობალურ კონტურებს იძენს.

დღეს უკვე დაახლოებით მეოთხედი საუკუნეა გასული ბერლინის კედლის და შემდეგ უკვე საბჭოთა
კავშირის დანგრევიდან. იმ პერიოდიდან, როცა აკადემიაც და სამოქალაქო სივრცეც მოიცვა
ოპტიმისტურმა განაცხადებმა დემოკრატიის გამარჯვების შესახებ. დასაწყისში ფრენსის ფუკუიამა
ვახსენე – ამ ტალღის ერთ-ერთი მედროშე, თავისი პოზიციით, რომ დასავლური ლიბერალური
დემოკრატია ბოლოს მმართველობის ყველა ფორმას დაამარცხებდა და ეს, შესაძლოა, კაცობრიობის
პოლიტიკური და სოციო-კულტურული განვითარების საბოლოო ეტაპი გამხდარიყო. თუმცა ფუკუიამა
არ ყოფილა მარტო და მის კონცეფციებზე გაცილებით უფრო სწორხაზოვანი მოსაზრებებიც უხვად
გვხვდებოდა, მაგალითად ე.წ. „გარდამავალი პერიოდის“ – ანუ „ტრანზიციის“ – შესახებ. ოპტიმიზმით
გაჯერებული მოსაზრებები, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები გადავიდოდნენ ავტორიტარიზმიდან
დემოკრატიაზე, გეგმიური ეკონომიკიდან საბაზროზე და ასე შემდეგ.

ახლა – როცა უკვე ისტორიის დასასრულის დასასრულის, თუ „სიმართლისშემდგომ“ ეპოქაში ვართ


და ვიცით, რომ ლიბერალური დემოკრატია არათუ არ გავრცელდა, ის საკუთრივ დასავლეთშიც
დარტყმის ქვეშაა, კიდევ უფრო მეტად ფასობს ის მოაზროვნეები, რომლებიც 1990-იან წლებშიც
ფრთხილად ეკიდებოდნენ რეალობას. დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა ფუკუიამამ ჯერ სტატია და
შემდეგ უკვე წიგნი გამოაქვეყნა, ისტორიკოსმა მარკ მეზაუერმა ევროპაზე დაწერა წიგნი, რომელსაც,
ნიშანდობლივად და არატიპურად, უწოდა “„ბნელი კონტინენტი“. ამ წიგნში ისტორიკოსი გვეუბნება, რომ
ევროპაში დემოკრატიის გამარჯვება ფაშიზმზე და კომუნიზმზე არ იყო თავიდანვე ცხადი და გარდაუვალი
– ეს მოიტანა ბედნიერმა შემთხვევითობამ. მაზოუერი გვაჩვენებს, რაოდენ გავრცელებული იყო ფაშიზმი
გერმანიის, იტალიის და ესპანეთის მიღმა, რამდენ ქვეყანაში ჰქონდა მას ფეხი მოკიდებული, მათ
შორის ინტელექტუალურ ელიტებში, მათ შორის კულტურულ ფორმებში. ავტორი გვაფრთხილებს – ნუ
მივეცემით თვითტკბობას, ნუ გავხდებით პასიურები და ნუ ჩავთვლით, რომ ლიბერალური დემოკრატია
არის, ასე ვთქვათ, მყარი მოცემულობა და მას ვერაფერი ვეღარ დაემუქრება. „ყველა იდეოლოგიას
ახასიათებს თავისი უტოპიის ისტორიის დასასრულად წარმოჩინება – უნივერსალური კომუნიზმი
იქნებოდა ეს, გლობალური რეიხი თუ გლობალური დემოკრატია. წარსული იკითხება აწმყოს ჩარჩოში –
და, მაგალითად, ვასკვნით, რომ დემოკრატია ძალიან მყარადაა ჩაქსოვილი ევროპის წიაღში, მხოლოდ
იმიტომ, რომ ცივი ომი დასრულდა ისე, როგორც დასრულდა“- წერს ის.

„ევროპული ღირებულებები“, რა თქმა უნდა გულისხმობს დემოკრატიულ ღირებულებებს. თუმცა,


ევროპის წიაღში იშვა ასევე დესტრუქციული იდეები და ფორმაციებიც, ფაშიზმის და ნაციზმის სახით
– როგორც აჯანყება და თავდასხმა განმანათლებლობის იდეალებზე, როგორც ევროპის ჰუმანისტური,
რაციონალისტური და ოპტიმისტური მემკვიდრეობის უარყოფა და „რასობრივი სიწმინდის“ იდეაზე
დაფუძნებული, დანაშაულებრივი და კაცთმოძულე იდეოლოგია. (და, სხვათა შორის, ევროპის ნაყოფია
მარქსიზმიც, როგორც განმანათლებლობის პარადიგმის ერთ-ერთი ვარიაცია, რომელიც ადამიანის
ემანსიპაციის მთავარ დაბრკოლებას კაპიტალისტურ ეკონომიკაში ხედავდა).

შესაბამისად, შეცდა თავად ისტორიაც – მეცნიერება – როცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად, შერჩევით


ამბად გადაიქცა. „აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ წარსულიდან მხოლოდ კარგი ავიღოთ და მას
ვუწოდოთ ჩვენი მემკვიდრეობა. … ცუდი უარვყოთ, ჩავთვალოთ უსიცოცხლო ტვირთად, რომელსაც დრო
თავისთავად მისცემს დავიწყებას“ – წერდა ჰანა არენდტი. ბოლო ათწლეულებში, როცა მსოფლიოც
და საკუთრივ დასავლეთიც ლაპარაკობდნენ „დასავლურ ღირებულებებზე“, ავტომატურად მხოლოდ
კარგი იგულისხმებოდა – ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, დემოკრატია. ფაშიზმი ჩაითვალა
აბერაციად, პათოლოგიად, გამონაკლისად – მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ მომკვდარა მეორე მსოფლიო
ომის დასრულებასთან ერთად, ბერლინის ნანგრევებში. ისტორია, როგორც გვითხრეს, პირველ ჯერზე
ტრაგედიის, შემდეგ კი ფარსის სახით მეორდება. და ჯერ კიდევ არ ვიცით, კონკრეტულად რას მოგვიტანს

საჯარო ლექციები
პოპულისტი ნაციონალისტი ფიგურების აღზევება, ამ თვალსაზრისით.

ამ იდეოლოგიური კრიზისით, რომელიც დადგა დღეს დასავლეთში, ძალიან ოსტატურად სარგებლობს


რუსეთი. მისთვის დიდი გამართლებაა რაც ახლა ხდება – მაგალითად ის, რაც ჯერ კიდევ ერთი წლის
წინ წარმოუდგენელი იქნებოდა: ამერიკაში ღია დემონსტრაციას აწყობენ თეთრკანიანთა რასის
უპირატესობის იდეის მიმდევრები, ღიად სკანდირებენ ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებებს.
ცხადია, პუტინის რუსეთი იტყვის – აი, ხომ ხედავთ რა ხდება, ამ ლიბერალებს თავისით ჩამოექცათ
თავზე მთელი წესრიგიო. ეს ძალიან ცუდი და ჩვენთვის განსაკუთრებით არახელსაყრელი ვითარებაა.

როგორ გავიგოთ კრიზისი: კულტურული და


ეკონომიკური პასუხები
და მაინც, როგორ გავიგოთ კრიზისი? კიდევ რა არის ის ფაქტორები, რომლებმაც
დღევანდელ ცვლილებებს მისცა ბიძგი? რამ მოიყვანა დონალდ ტრამპი
ხელისუფლებაში?

ამ კითხვებზე გაცემული პასუხები ორ ძირითად კატეგორიამდე დადის. ერთია, პირობითად,


კულტურული ფაქტორებით ახსნა – რომ ამ ცვლილებებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თეთრკანიანი
კაცების სიბრაზე თუ შედარებით დაბალი კლასების რეაქცია ლიბერალურ, მულტიკულტურულ ამერიკაზე,
ელიტის ქედმაღლობაზე, მათი პრობლემების სისტემატურ უგულებელყოფაზე. მაგრამ ასევე – და, ალბათ,
კიდევ უფრო მეტად – მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორებიც – გლობალიზაციის და სამუშაოს
ავტომატიზაციის შედეგად უმუშევრად დარჩენილი და მარგინალიზებული ხალხის უკმაყოფილება,
ბრაზი და სისტემის მიმართ პროტესტი. ავტომატიზაციამ და კაპიტალის გლობალურმა მოძრაობამ
მოიტანა ის, რომ დაიკარგა ბევრი სამუშაო ადგილი, მანქანათმშენებლობა სხვაგან გადავიდა.
უამრავი მოქალაქე დარჩა სამსახურის გარეშე. მეორე მსოფლიო ომისშემდგომი კეთილდღეობა და
ფენომენალური ეკონომიკური ზრდა მოგონებად იქცა – მუშათა კლასი ახლა უმუშევარია, უიმედოდაა
და არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ხოლო ტრამპი, მოგეხსენებათ, საარჩევნო კამპანიისას აქტიურად
გამოდიოდა სამუშაო ადგილების ამერიკაში დაბრუნების პირობით.

კრიზისი და სოციალური უსამართლობა: სიმართლესთან დაბრუნება?

ამდენად, დღევანდელი კრიზისის გასაგებად მნიშვნელოვანია იმ კლიმატის გააზრება, რომელიც


დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-სა და ბრიტანეთში დამკვიდრდა 1970-იანი და 1980-იანი წლებიდან
– და რომელსაც ნეოლიბერალიზმის, ან საბაზრო ფუნდამენტალიზმის სახელებით ვიცნობთ.

იმაზე, რომ ეს ეკონომიკური კლიმატი ადრე თუ გვიან საფრთხეს შეუქმნიდა დემოკრატიულ კულტურას,
ზემოთ უკვე ნახსენები ავტორი, ტონი ჯატიც წერდა, ბევრ სხვა მოაზროვნესთან ერთად. პრობლემების
სათავედ ჯატი ორი მთავარი ფაქტორის ერთობლიობას მიიჩნევდა – ზედმეტ ოპტიმიზმს „თავისუფალი
ბაზრის“, თუ დაურეგულირებელი კაპიტალიზმის მიმართ და გადაჭარბებულ სკეფსისს სახელმწიფოს
როლთან მიმართებით. ამ იდეოლოგიური კონფიგურაციების აქტუალიზაცია, წერს ჯატი, დასავლეთის
უახლესი ისტორიის ნაყოფია – 1970-იანი და 80-იანი წლებიდან განვითარებული პროცესების. მანამდე,
დასავლეთის საზოგადოებები სხვა ტრაექტორიით მოძრაობდნენ – უთანასწორობას ამცირებდნენ
პროგრესული გადასახადების, მთავრობის მიერ ღარიბებზე გაცემული დახმარებების და სოციალური
მომსახურების მეშვეობით. ცხადია, ეს სხვადასხვანაირი ფორმით ხდებოდა – სკანდინავიის ქვეყნები
ბევრად უფრო იყვნენ ორიენტირებული თანასწორობაზე, ვიდრე სამხრეთ ევროპის სახელმწიფოები,
ბრიტანეთი ან აშშ. მაგრამ პრინციპი, რომ მოქალაქეებს შორის უთანასწორობის მაღალი დონე მთელი
საზოგადოებისთვის არის საზიანო და ვითარების გამოსწორებაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს,
მეტნაკლები ინტენსივობით ყველგან იჩენდა თავს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვითარება თვისებრივად შეიცვალა – განსაკუთრებით აშშ-სა


და დიდ ბრიტანეთში, რომლებსაც ჯატი „დერეგულირებული საბაზრო კაპიტალიზმის ეპიცენტრებად“

საჯარო ლექციები
მოიხსენიებს, რეიგან-თეტჩერის მმართველობის შედეგად. სახელმწიფოს ვალდებულებებს დიდწილად
გამოაკლდა სოციალური უთანასწორობის შემსუბუქება, მაგალითად, პროგრესული გადასახადების
დაწესებით და სიმდიდრის გადანაწილების გზით. ამის ნაცვლად, უპირატესობა საბაზრო ძალებს
მიენიჭა – პოზიციას, რომ შეძლებულთა ხელში სიმდიდრის მაქსიმალური კონცენტრაცია გამოიწვევდა
მეწარმეობის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას – და, ამის შედეგად, სიმდიდრე თავად
„ჩააღწევდა“ ქვემოთ, ნაკლებშემოსავლიან ფენებამდე. არ დავბეგროთ მდიდრები, რათა კიდევ უფრო
გამდიდრდნენ – შემდეგ მდიდარი შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, ეს იყო ლოგიკა.

მაგრამ ამ ლოგიკამ არ გაამართლა. უთანასწორობა კი არ შემცირდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა.


ნეოლიბერალური ეკონომიკის კრიტიკას დღეს უკვე ისეთ მეინსტრიმულ ტრანსნაციონალურ
ორგანიზაციებთან წაიკითხავთ, როგორიცაა, მაგალითად, მსოფლიო ბანკი. დღეს ვიცით, რომ
მსოფლიოში 62 უმდიდრესი მილიარდერი იმავე მოცულობის ქონებას ფლობს, რომელსაც მსოფლიოს
მოსახლეობის ღარიბი ნახევარი. ცხადია, რომ ეკონომიკურმა ლიბერალიზმმა ახეირა ელიტები – ახლა
უკვე გლობალიზებული ელიტები.

კიდევ ერთი მოაზროვნის სახელი უნდა ვახსენო აქ – გაშპარ მიკლოშ ტამაში, ძალიან საინტერესო
უნგრელი ფილოსოფოსი, გამოდის ერთგვარად უჩვეულო ახსნით – რომ ლიბერალური დემოკრატიის
კრიზისი, რომელსაც ტამაში შეუქცევადად მიიჩნევს, მოიტანა სოციალიზმის სიკვდილმა. ლიბერალური
დემოკრატიის გადარჩენისთვის აუცილებელი იყო მუშათა მოძრაობის არსებობა და სოციალ-
დემოკრატიის სახით მიღწეული, სტაბილური და მდგრადი კომპრომისი. ტამაშის ინტერპრეტაციაში,
მეოცე საუკუნეში ერთმანეთს ეჯიბრებოდა არა თავისუფალი ბაზარი და საბჭოთა გეგმიური დემოკრატია,
არამედ რეფორმირებული, შეზღუდული და რეგულირებული კაპიტალიზმი და საბჭოთა სისტემა.
სოციალიზმის, როგორც ალტერნატივის სიკვდილმა კი ლიბერალურ დემოკრატიას სოციალური
განზომილება გამოაცალა. სუსტდება კეთილდღეობის სისტემის ისეთი საბაზისო ელემენტები,
როგორებიცაა ხელფასები, პენსიები, საჯარო სკოლები, უფასო ჯანდაცვა, საჯარო ტრანსპორტი,
სოციალური საცხოვრებელი და სხვა.

ხშირად ისიც არ ახსოვთ ხოლმე, რომ „თავისუფალი ბაზარი“, როგორც ასეთი, პოლიტიკური და
იურიდიული კონსტრუქტია. მას მოქმედებისთვის სჭირდება სასამართლო სისტემა, პოლიტიკური
კლიმატი; ხშირად მას ძალადობით ამკვიდრებენ – გავიხსენოთ ინდონეზიის, ჩილეს მაგალითები.

გაზეთ „გარდიანის“ კომენტატორის და მკვლევრის, ჯორჯ მონბიოს თქმით, „თავისუფლება”,


რომლის სახელითაც ხორციელდება ეს პოლიტიკა, რეალურად ნიშნავს თავისუფლებას სოციალური
სამართლისგან, გარემოს წინაშე პასუხისმგებლობისგან, გადასახადებისგან. და, საბოლოო ანგარიშით
– თავისუფლებას დემოკრატიისგან.

„ დემოკრატია ვერ იქნება იქ, სადაც ხალხის უმეტესობას ეზღუდება უფლება იყოს თავისუფალი
სიღარიბისგან, შიმშილისგან, სამუშაო ადგილებზე ხიფათისგან და სიკვდილისგან; გარემოს
დაბინძურებისგან; ბანკების უმართავობისგან; სადაც ერთმევა უფლება ჰქონდეს ჯანდაცვა,
განათლება, საკვები და ჭერი. ასეთ ვითარებაში, ვიღებთ მზარდ სიბრაზეს, იმედგაცრუებას,
სასოწარკვეთას, შიშს – რაც ბევრ გამოვლინებას ჰპოვებს, ქმნის ნოყიერ ნიადაგს ნაციონალისტი
პოპულისტი პოლიტიკოსებისთვის და აძლიერებს ქსენოფობიას, უცხოს, მიგრანტების შიშს.

დასავლეთის ქვეყნების მიერ გამოვლილი ტრაექტორია და დღევანდელი ვითარება, ვფიქრობ,


მრავლისმთქმელი გაფრთხილება უნდა იყოს ჩვენთვისაც, საქართველოში, სადაც ჩვენი უამრავი
თანამოქალაქე კვლავ სიღატაკეში და ეკონომიკურ სასოწარკვეთაში ცხოვრობს. ასეთ ვითარებაში
ნებისმიერი „წინსვლა“ მხოლოდ ილუზია შეიძლება იყოს. ლიბერალური დემოკრატია ვერ არსებობს
სოციალური სამართლიანობის გარეშე. და შესაძლოა სწორედ ამის აღიარება, ამ გარემოებაზე შეთანხმება
იყოს ის ერთადერთი გზა, რომელიც „სიმართლისშემდგომ ეპოქაში“ სიმართლესთან დაგვაბრუნებს.

საჯარო ლექციები
batumelebi.ge

„საუბრები ევროპაზე“ - შეხვედრა ლაშა


ბაქრაძესთან კირნათის საჯარო სკოლაში
30 სექტემბერს, 13 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის
საჯარო სკოლაში გაიმართება დისკუსია თემაზე – „რატომ სჭირდება ევროინტეგრაცია
საქართველოს, როგორც თურქეთისა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანას.“ დისკუსიაზე
მომხსენებელი იქნება ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.

შეხვედრის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“. შეხვედრა იმართება


დისკუსიათა ციკლის – „საუბრები ევროპაზე“ – ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი [EWMI],


ფინანსური მხარდამჭერები: ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და
სამშენებლო კომპანია „გზები“.

2017 წლის 29 სექტემბერი

საჯარო ლექციები
ბათუმელები • Batumelebi.ge

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა


ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

- 30 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო


სკოლაში ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე – „რატომ სჭირდება
ევროინტეგრაცია საქართველოს, როგორც თურქეთისა და რუსეთის მოსაზღვრე
ქვეყანას.“

- ლექციამდე ლაშა ბაქარძესთან ინტერვიუ ჩაწერა „ბათუმელებმა“.


სტატიას - ლაშა ბაქრაძე: ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში.

2017 წლის 30 სექტემბერი

საჯარო ლექციები
ჰეშთეგი / Hashtag

ევროპა, როგორც ჩვენი ისტორიული არჩევანი. რატომ არის მნიშვნელოვანი სწრაფვა


ევროპისკენ? - განსაკუთრებით ჩვენისთანა ქვეყნისთვის, რომელიც მსოფლიო
მასშტაბით ერთ-ერთ რთულ რეგიონში მდებარეობს და რა ხდება ჩვენი ქვეყნის
შიგნით, როგორია ან საერთოდ არის თუ არა კულტურული ცხოვრება. რა რესურსს
ხარჯავს სახელმწიფო ამ მიმართულებით. რატომ არ მახვილდება ყურადღება
საარჩევნო პროგრამებში კულტურაზე. რა რეალობის წინაშე ვდგავართ და რა იქნება
ამ ყველაფრის შედეგი...

გადაცემის სტუმარია: ისტორიკოსი - ლაშა ბაქრაძე

2017 წლის ოქტომბერი

საჯარო ლექციები
ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი

batumelebi.ge 2017 წლის 30 ოქტომბერი

ლაშა ბაქრაძე: ჩვენ წარმოდგენა არ


გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში
ავტორი: ლელა დუმბაძე

რატომ სჭირდება ევროინტეგრაცია საქართველოს როგორც რუსეთის და თურქეთის მოსაზღვრე


ქვეყანას? რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ქვეყანა და როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს
საქართველომ როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში, ასევე დასავლეთთან? ამ
საკითხებზე „ბათუმელები“ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა.
30 სექტემბერს ლაშა ბაქრაძემ ამავე თემაზე წაიკითხა საჯარო ლექცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ კირნათის სკოლაში.

ორი ძლიერი ქვეყანა, – რუსეთი და თურქეთი საქართველოს მეზობელი


სახელმწიფოებია და ეს არის მოცემულობა. ერთი ქვეყანა ოკუპანტია და
მეორე, როგორც ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა,
ავტორიტარიზმის გზას ადგას. ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში რას ნიშნავს
საქართველოსთვის ევროინტეგრაცია?

საქართველოს ყველა მოსაზღვრე ქვეყანა ძალიან მოიკოჭლებს დემოკრატიის სტანდარტების


მიხედვით. ეს არ არის მხოლოდ სრულიად ავტორიტარული რუსეთი და ავტორიტარიზმის გზაზე

საჯარო ლექციები
დამდგარი თურქეთი. ავტორიტარულია ასევე მეზობელი აზერბაიჯანი, კორუფციული და დემოკრატიული
თვალსაზრისით არცთუ ისე წინ წასული სომხეთი. ასეთ გარემოცვაში საქართველოს მდგომარეობა
ძალიან რთულია და კიდევ უარესად გართულდა მას შემდეგ, რაც ეს ახალი ტენდენციები შეინიშნება
თურქეთში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის. ჩვენ ვხედავთ თურქეთის
ზეწოლას სკოლების დახურვაზე ბათუმსა და თბილისში, თურქეთში ეჭვმიტანილი ადამიანის დაკავებას,
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოტაცებას თბილისში და იმასაც ვხედავთ, რომ ამ გამოწვევას
საქართველო ვერ უძლებს.

მეორე მხრივ, ეს გამოწვევა არის დიდი შანსიც, რადგან, სწორედ ამის გამო შეგვიძლია საქართველოში
არსებული ბევრი პრობლემა კრიტიკულად შევაფასოთ. ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველო
ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან ძალიან სერიოზულად გამოირჩევა და ამის გამო დასავლეთის ინტერესი
მზარდია საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს ინტერესი ისეთი მაღალი არ არის,
როგორც ეს ჩვენ გვსურს.

რამ განაპირობა ამ ინტერესის შესუსტება საქართველოს მიმართ და თქვენი


აზრით, როგორია ევროპიდან დანახული საქართველოს პერსპექტივა?

პრობლემა ნაწილობრივ არის ჩვენშიც, ბუნებრივია, მაგრამ ძირითადი პრობლემა ის არის, რომ
სამყარო ძალიან სწრაფი ტემპებით იცვლება.

დასავლეთის ქვეყნებსაც სერიოზული პრობლემები. ავიღოთ გერმანია, ახლახანს არჩევნებზე


ულტრამემარჯვენე თუ პოპულისტურმა პარტიამ ხმების დიდი რაოდენობა მიიღო, ეს რიგით მესამე
პარტიაა ახალ ბუნდესტაგში და ეს არის პრობლემა გერმანიისთვის. მსგავსი პრობლემების წინაშე
დგას დასავლეთის სხვა ქვეყნებიც. ეს არის „ბრექსიტი“, საფრანგეთშიც დავინახეთ როგორი რთული
არჩევნები იყო, მიგრანტების თემაც კარგად იქნა გამოყენებული პოპულისტური პარტიების მხრიდან.
საზოგადოებაში არსებობს შიშები და ეს შიშები, რასაკვირველია, ყოველთვის უსაფუძვლო არ
არის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ტერორისტულ აქტებს, რომელიც ბოლო წლების
განმავლობაში მოხდა. როცა ეს შიშები არსებობს, უფრო ადვილია ექსტრემისტული პარტიებისთვის
მობილიზება. პრობლემები გაჩნდა გერმანია-თურქეთის ურთიერთობებშიც, რომელიც ყოველთვის იყო
თვალსაჩინოდ კეთილგანწყობილი ურთიერთობა მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში და ბევრად
უფრო ადრეც, ახლა კი ეს ურთიერთობები უაღრესად დაძაბულია.

თურქეთში ეს ცვლილებები ხდება გადატრიალების მცდელობის შემდგომ და თურქეთიც ხედავს, რომ


ევროკავშირთან პერსექტივა არ არის და ბუნებრივია, როცა სიტუაცია დაიძაბა, თურქეთსაც დასჭირდა
თანამოაზრე საერთაშორისო პოლიტიკაში.

ამ გლობალური ცვლილებების ფონზე როგორია საქართველოს პერპექტივები


ევროკავშირში?

ძალიან რთული სათქმელია, რადგან როგორ განვითარდება პროცესები, არავინ იცის. მე ადრეც
მითქვამს და შემიძლია გავიმეორო, რომ ჩვენ ვიმყოფებით გარკვეულ დროთა მიჯნაზე, როცა რაღაც
პერიოდი საერთაშორისო პოლიტიკის მთავრდება და რაღაც ახალი უნდა დაიწყოს. ძალიან რთულია
ამ პერიოდში კარგად გააზრება იმის, რა შეიძლება გაკეთდეს და საითკენ უნდა წავიდეს ეს ყველაფერი,
რადგან დასავლეთშიც ძალიან დიდი ორჭოფობის პერიოდი დადგა, თუ საითკენ მიდის საერთოდ
სამყარო.

ჩვენთან მით უმეტეს, როცა პოლიტიკური ელიტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო
მდგომარეობას და ცოდნაც უაღრესად მდარე დონეზეა ამასთან დაკავშირებით.

როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებს საქართველოს


ხელისუფლება რუსეთთან და თურქეთთან მიმართებაში?

საჯარო ლექციები
ქართული პოლიტიკა არის ძალიან მერყევი, ჩვენ ამას ვხედავთ განსაკუთრებით რუსეთთან
მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის, თუნდაც იგივე
საზღვრების გადმოწევით, ჩვენ ვერაფერს ვუპირისპირებთ მას, გარდა შიგადაშიგ საერთაშორისო
ფორუმებზე ხმის ამოღებისა და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ასეთ მდგომარეობაში ძალიან სუსტ
პოზიციას იკავებს.

მაშინ როცა ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოებში გამოჩდნენ პრორუსული


პოლიტიკური ძალები, რომლებიც იკავებენ საპარლამენტო ტრიბუნას, ამავე
დროს ძლიერდება რუსული პროგანდა ქვეყანაში, რა გავლენას მოახდენს ეს
ევროინტეგრაციაზე?

ძალიან ვარდისფერი სათვალეებით უნდა იყოს ადამიანი აღჭურვილი, რომ ამბობდეს რუსული
გავლენები საქართველოში არ არისო. ამაზე დასავლეთის ქვეყნებიც კი ალაპარაკდნენ და სერიოზულად
უყურებენ ამ პრობლემას. საქარველოში მით უმეტეს, როცა ისედაც არსებობდა ნიადაგი პრორუსული
განწყობების და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ძველი რუსული აგენტურა ძალიან კარგად მუშაობს.
ნოსტალგიური განწყობები საბჭოთა კავშირის მიმართ იზრდება და ბუნებრივი ხდება საუბარი, რომ
რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია საქართველოს ბედნიერი მომავალი და ასე შემდეგ. თუმცა
ევროინტეგრაციას ამ პარტიების გაძლიერება იმდენად არ გვაშორებს, რამდენადაც საქართველოში
ეს არ უწყობს ხელს ჯანსაღი პოლიტიკური სიტუაციის შექმნას, თუმცა, ძალიან დიდი ძალა იხარჯება
პრორუსული პოლიტიკის დაბალანსებაში. რასაკვირველია ცუდად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე,
როცა ასეთი ნაციონალისტური მარშები ეწყობა.

„თურქეთს რუსეთი მირჩევნია“- არც თუ ისე იშვიათად ისმის ეს ფრაზა მეზობელი


ქვეყნების შეფასებისას. რა დგას ამის უკან თქვენი აზრით და ზოგადად, რატომ
უნდა ისმებოდეს არჩევანის საკითხი დამოუკიდებელ ქვეყანაში?

ეს არანაირი არჩევანი არ არის. ეს არის რუსეთის მიერ თავსმოხვეული დისკურსი, თითქოს, თუ არა
რუსეთი, მაშინ თურქეთი. ამდენს ვერ ბედავენ ევროპასთან და დასავლეთთან მიმართებაში, მაგრამ
როცა საუბრობენ, თურქეთია ხოლმე წამოწეული წინ. სწორედ ეს არის რუსული დისკურსი, რუსული
პროპაგანდის შედეგი და ამას ჩვენ წლებია ვუყურებთ.

როდესაც ვლაპარაკობთ გუშინ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინვე იწყება საუბარი იმაზე, რომ
თურქეთს ხომ აქვს საქართველოს ტერიტორიები მითვისებული. სად შუა საუკუნეებში წაღებული
საქართველოს ტერიტორიები და სად საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრები,
რომელშიც იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და იმ საზღვრებში არასდროს არ
შედიოდა თუნდაც ძირძველი ქართული ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ არის ისტორიული
ქართული მიწები. აბსურდულია თავისთავად ეს შედარება, მაგრამ ეს მეთოდი საზოგადოების გარკვეულ
წრეებზე მოქმედებს.

ჩვენი არჩევანი გამოხატა ქართულმა საზოგადოებამ რეფერენდუმზე, სადაც მან ხმა მისცა
ევროპასთან ინტეგრაციას. გეტყვით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა
და ეს ცხადზე ცხადია ჩემთვის, მაგრამ თუნდაც ის დაახლოება ევროპასთან, რომელიც მოხდა
ასოცირების ხელშეკრულებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც დიდი გავლენა იქონია თუნდაც
სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებაზე საქართველოში. ასევე, ძალიან დიდ შედეგს მოიტანს, თუკი
ხელისუფლება კარგად გაიგებს და შემდეგ კარგად ახსნის, რა მოგება შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას
თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით ასოცირების ხელშეკრულებით.

თურქეთის ეკონომიკური ზრდა წარმოუდგენლად დიდი ნაბიჯებით, რომელიც 90 – იან წლებში იყო,
სწორედ ამ ასოცირების ხელშეკრულებით მოხდა. პირველ რიგში სოფლის მეურნეობის განვითარებას
შეუწყო ძალიან ხელი. სამწუხაროდ, ჩვენთან ხელისუფლებაც მზად არ არის იმისთვის, რომ

საჯარო ლექციები
საზოგადოებას აუხსნას, რა მოგება შეიძლება ჰქონდეს ამ ხელშეკრულებით და არ იყოს ნოსტალგიური
წარმოდგენა, რომ მანდარინს უკეთესად გაყიდიან რუსეთში.

მანდარინი იქნება ეს თუ თაფლი, თუკი დააკმაყოფილებს სტანდარტს, შეუძლიათ ევროპაშიც


გაყიდონ. ის, რომ ევროპული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს პროდუქტმა საქართველოსაც
ძალიან სჭირდება, რადგან საერთოდ არ არის დაცული ქვეყანაში კვების უსაფრთხოება და საერთოდ
არ ვიცით რას ვჭამთ.

ეს არის გზა საქართველოს ეკონომიკური გაჯანმრთელების, ამის გარეშე საუბარი სუვერენულ


პოლიტიკაზე ყოველთვის იქნება პრობლემატური.

პრორუსული პოლიტიკური ძალები იმაზე აპელირებენ, რომ თუკი კურსს რუსეთისკენ ავიღებთ, ამით
უფრო დაცული იქნება ქვეყნის საზღვრები და რუსეთი დაგვიბრუნებს მიტაცებულ ტერიტორიებს…

როგორც ჩანს საქართველოში მოკლე მეხსიერება აქვთ, რადგან ჩვენ გვაქვს გარკვეული ისტორიული
გამოცდილება და ზუსტად იგივე არგუმენტებით შევიდა საქართველო „ესენგე“-ში. არსებობდა იმედი
დაკარგულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომ თითქოს არსებობდა გარკვეული პერსპექტივა
რუსეთის მხრიდან დათმობების სახით. ჩვენ დავინახეთ, რომ ამან ხელი არ შეუწყო ჩვენი პრობლემების
მოგვარებას და არც შეუწყობს, რადგან ეს არ არის რუსეთის ინტერესებში.

რუსეთი ძალიან მკაცრად მიყვება თავის პოლიტიკას. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს დღესაც
აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ასე ვთქვათ,
გაწერილი პოლიტიკა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და ჩვენ ვხედავთ საშიშროებას, რომელიც
რუსეთიდან მომდინარეობს.

თუმცა, იმასაც უნდა ვხედავდეთ, რომ ეს რიტორიკა არის სრულიად აბსურდული, რადგან რუსეთი
სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ ეკონომიკურად უაღრესად
ჩამორჩენილი ქვეყანაა და საქართველოს მასთან ინტეგრაცია არანაირ ეკონომიკურ სარგებელს არ
მოუტანს.

აძლევს თუ არა საქართველოს ევროპინტეგრაცია რაიმე ტიპის უსაფრთხოების


გარანტიებს და დაცული იქნება თუ არა საქართველოს საზღვრები რუსეთის
შემოჭრისგან?

ევროპასთან მეტი ინტეგრაცია რა თქმა უნდა დაიცავს ჩვენს საზღვრებს, რადგან 2008 წელს, რის
გამოც რუსები არ შემოვიდნენ თბილისში, სწორედ დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა იყო და რომ
არა ეს მხარდაჭერა, არ ვიცით ახლა რა მდგომარეობაში ვიქნებოდით.

ჩვენ უნდა დავინახოთ ის ეკონომიკური მხარდაჭერაც, რომელიც ამის შემდეგ წამოვიდა ევროპიდან.
რომ არა დახმარება, ჩვენ ბევრად დიდ სიდუხჭირეში ვიქნებოდით ომის შემდეგ, ვიდრე დღეს
ვიმყოფებით. ბევრად შეცვლილია დასავლეთის პოლიტიკაც რუსეთთან მიმართებაში. დარწმუნებული
ვარ, ევროპას არ ექნებოდა ის პრობლემები, რომელიც დღეს აქვს, რომ არ ჰქონოდა რუსეთის მიმართ
თვალის დახუჭვის პოლიტიკა. მაგრამ ეს დამოკიდებულება შეცვლილია დღეს და ევროპამ სხვადასხვა
სანქციებით გამოხატა ის, რომ არ შეეგუება რუსეთის ასეთ პოლიტიკას.

რასაკვირველია, ევროპაშიც არიან ისეთი პოლიტიკური ძალები რომლებიც


ითხოვენ, რომ სანქციები აღარ იყოს, მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ იმისათვის,
ევროპამ უფრო მეტი ყურადღება მოგვაქციოს?

მე ვიტყოდი, რომ ძალიან ცოტას. ფაქტობრივად არაფერს. თითზე ჩამოსათვლელია საქართველოს

საჯარო ლექციები
საელჩოები, რომლებიც ამ თემატიკასთან დაკავშირებით ესაუბრებიან იქაურ პოლიტიკოსებს.
საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბევრად უფრო აქტიური უნდა გახდეს და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ
ეკონომიკასთან მიმართებაში, რადგან საქართველოს ეკონომიკა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის
დასავლეთისთვის.

მაშინ რითი ვართ ევროპისთვის მნიშვნელოვანი?

ჩემი აზრით, სწორედ იმით, რომ რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით ყველაზე სამაგალითო
ქვეყანა ვართ და ვფიქრობ, ამას აფასებენ დასავლეთში. ამ ერთადერთი მნიშვნელოვანი რესურსის
გამოყენება კიდევ უფრო მეტად შეუძლია საქართველოს და ეს იქნებოდა ძალიან სწორი საგარეო
პოლიტიკა.

როგორი უნდა იყოს ჩვენი როლი მეზობლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით?


ჩვენ ამბებიც კი არ ვიცით, თუნდაც თურქეთის ან სომხეთის. თუ არის აქტიურობა
საჭირო და რა მიმართულებით უნდა გავაქტიურდეთ?

დიახ, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება ჩვენს სამეზობლოში. უბრალო მაგალითს მოვიყვან,
გერმანიაში მიმდინარე არჩევნებზეც კი ძალიან მცირეა ჩვენგან გამოხმაურება, მაშინ როცა ანალიზია
საჭირო და გაგება იმ პროცესებისა, რაც იქ ხდება.

ეს გვაჩვენებს იმას, რომ ჩვენ საკუთარ თავს ვერ აღვიქვამთ როგორც საერთაშორისო სუბიექტს და
ინტერესი და ცოდნა, თუ რა ხდება უცხოეთში, ჩვენთან არის ძალიან დაბალ დონეზე.

ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნების შესახებ უფრო მეტი ვიცოდეთ.
თუნდაც რუსეთის შესახებ და არა მხოლოდ ის, რასაც რუსული არხები გვთავაზობენ. ამაზე უნდა
იწერებოდეს უფრო მეტი და ნორმალური მედია, რომელიც ჯერ კიდევ შემოგვრჩა, უფრო მეტ ყურადღებას
უნდა ამახვილებდეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

ჩვენი მეზობელი ქვეყნების კულტურული ცხოვრების შესახებ კიდევ უფრო ნაკლებად ვიცით
და სრულიად გამოთიშული ვართ პროცესებიდან. კარგი იქნება უფრო მეტი ნათარგმნი მასალები
იბეჭდებოდეს ქართულ ჟურნალებში, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, როგორ წერს ამ პროცესებზე
იქაური მედია და როგორ ხედავენ პრობლემებს.

საჯარო ლექციები
batumelebi.ge

„რატომ გვჭირდება მამაცი ქალები“ -


რუსუდან გოცირიძის საჯარო ლექცია
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა
ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

8 დეკემბერს, აჭარაში, ჩაქვის #1 საჯარო სკოლაში და ქედაში, დემოკრატიის ინსტიტუტის


ქედის ოფისში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე
წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „რატომ გვჭირდება მამაცი ქალები“ .

ლექციების დაწყების დრო:

ჩაქვის #1 საჯარო სკოლა, დასაწყისი: 10:00 საათი

ქედა, დემოკრატიის ინსტიტუტის ქედის ოფისი, ტბელ აბუსერიძის #10 დასაწყისი: 14:00
საათი

2017 წლის 6 დეკემბერი

საჯარო ლექციები
ბათუმელები • Batumelebi.ge

რატომ გვჭირდება მამაცი ქალები - რუსუდან


გოცირიძის საჯარო ლექცია
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით აგძელებს
დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“ - დღეს, 8 დეკემბერს, ჩაქვის #1
საჯარო სკოლაში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან
გოცირიძემ / Rusudan Gotsiridze წაიკითხა ლექცია თემაზე - „რატომ გვჭირდება
მამაცი ქალები“ - დისკუსიას მოდერაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა
- საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა/ Malk-
haz Chkadua უწევდა - ლექციას ჩაქვის#1 საჯარო სკოლის მოსწავლეები
ესწრებოდნენ. EWMI Access თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

2017 წლის 8 დეკემბერი

საჯარო ლექციები
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი/Independent Journalists’ House

შეხვედრა რუსუდან გოცირიძესთან


9 დეკემბერს ორგანიზაციის მოხალისეებისთვის გაიმართა შეხვედრა ევანგელურ-
ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსთან - რუსუდან გოცირიძესთან. შეხვედრაზე
სტუმარმა ისაუბრა თემაზე: რატომ გვჭირდება მამაცი ქალები. როგორ მოქმედებს
კულტურული წნეხი ქალებზე და რა შედეგებს იღებს საზოგადოება ამ მხრივ.
მოხალისეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს. “თავისუფალ
ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს
„ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“, რომლის ფარგლებში
იმართება დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“

2017 წლის 10 დეკემბერი


საჯარო ლექციები
ჰეშთეგი / Hashtag

„ვიდრე ინდივიდის დონეზე არ დავა ეს სამყარო, რომ ადამიანები


ძვირფასები ვართ არა იმიტომ რომ ამ ტომისა და ამ გვარისა ვართ, არამედ
იმიტომ რომ - ესა ვარ, ეს შემიძლია, ეს მეთქმის, ამ ტკივლის და ამ სიხარულს
ვატარებ, მე მგონი ძალიან გაგვიჭირდება ბევრი რამ“

რუსუდან გოცირიძე - საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის


ეპისკოპოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი.

2017 წლის დეკემბერი

საჯარო ლექციები
რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი

batumelebi.ge 2017 წლის 10 დეკემბერი

რატომ გვჭირდება მამაცი ქალები –


ინტერვიუ რუსუდან გოცირიძესთან
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური


დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა ციკლი – „საუბრები
ევროპაზე“. 8-9 დეკემბერს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ჩაქვსა
და ბათუმში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „რატომ გვჭირდება მამაცი ქალები”. ინტერვიუ რუსუდან
გოცირიძესთან “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისემ, ერეკლე ნოღაიდელმა ჩაწერა.

მეუფე რუსუდან, ვადევნებთ თვალ-ყურს თქვენს შეხვედრებს ბოლო ორი დღის განმავლობაში და
საუბარიც იმ თემით მინდა დავიწყო, რაზეც თქვენ გქონდათ შეხვედრები ბათუმსა და ჩაქვში. რატომ
გვჭირდება მამაცი ქალები? ამ კითხვაზე თქვენი პასუხი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ თქვენ
ხართ ერთადერთი ადამიანი საქართველოდან, რომელიც 2014 წელს აშშ-ში, მიშელ ობამამ „მამაცი ქალის“
წოდებით დააჯილდოვა.

სხვათა შორის, როდესაც ამ ჯილდოს სახელის ქართულ ვერსიაზე ვფიქრობდით, არ მოიძებნა სხვა
სიტყვა, რომელიც გამოხატავდა ზუსტად მას. „მამაცი“ – ეტიმოლოგია ამ სიტყვისა თითქოს გულისხმობს,
რომ მამაკაცური უნდა იყოს, გამბედავი და ვაჟკაცური, ანუ ამ სიტყვის ფუძე არის მასკულინური. გვჭირდება
არა მამაკაცური ქალები, არა ქალები, რომლებიც რაც შეიძლება მეტად დაემსგავსებიან კაცებს, არამედ
გვჭირდება გაბედული ქალები, ქალები, რომლებიც არ გაუჩუმდებიან ბევრ ისეთ კულტურულ წნეხს, რომელიც

საჯარო ლექციები
ჩემი მშობლების თაობისთვის ნორმალური იყო. დღეს დადგა პერიოდი, როდესაც თანასწორობა არის ერთ-
ერთი ყველაზე უფრო ღირებული ფასეულობა ჩვენი ცივილიზაციისთვის. და, რა თქმა უნდა, გვჭირდება რაც
შეიძლება მეტი გაბედული ქალიც და კაციც, რომლებიც ამ თანასწორობას გვერდით დაუდგებიან.

ადამიანები 18 წლის ასაკში ვიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ რისი კეთება გვსურს ცხოვრებაში. მაგალითად,
როცა ჟურნალისტობა უნდა ჩემს ასაკში ადამიანს, მას ჰყავს ფავორიტი ჟურნალისტი, რომლისგანაც
მაგალითს იღებს. ასევე ჰყავს ჟურნალისტი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემსგავსოს/
მიბაძოს. თქვენ გაუკაფავი გზის გავლა მოგიწიათ – თქვენამდე არც ერთი ქალი საქართველოში ამბიონზე
არ მდგარა. რთულია ეს გზა თქვენთვის?

მისაბაძი ადამიანი სასულიერო პირისთვის ძალიან ბევრია. თუ გენდერულ ჭრილში განვიხილავთ თემას,
როდესაც არ გყავს მისაბაძი მაგალითი, ეს მოვლენა თავისთავად არის გამოწვევებით სავსე, რთული და
თან იოლიც, იმიტომ რომ არ გიწევს რაღაცების ნგრევა. ნგრევის დროს იმდენი ენერგია იხარჯება, რომ
ადამიანს ახლის საშენებლად აღარ ყოფნის ძალა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, როცა თვითონ უნდა
შექმნა კულტურაში – ქალი სასულიერო პირი.

რამდენად იღებს ქართული საზოგადოება თქვენს რელიგიურ თემს?

ბაპტისტური ეკლესიის მიმართ ქართული საზოგადოება არც ნამეტანი მიუღებლობით გამოირჩევა


და არც ნამეტანი მიმღებლობით. როგორც უჭირს ჩვენს საზოგადოებას განსხვავებულის აღქმა/მიღება,
ისევე უჭირს რელიგიური მრავალფეროვნების მიღებაც. მიუღებლობის და განსხვავებულისადმი
მტრული დამოკიდებულების მთავარი მიზეზი არის არცოდნა, რომ არ იცი ვინ არიან, არ იცი რას უნდა
ელოდე, ამის გამო არის ძალიან ბევრი საშიში მითი. ამ მითებს იყენებენ პოლიტიკურადაც. ასე ხდებოდა
საბჭოთა კავშირის დროსაც. ზოგადად, მითოლოგიზირებული იყო რელიგიური უმცირესობების ცხოვრება,
თეოლოგია, ეკლესიოლოგია 90-იან წლებშიც, როდესაც თითქოს რელიგიის თავისუფლების რაღაც
ელემენტები გაჩნდა. რაც უფრო მატულობს ინფორმაციულობა, მით უფრო იკლებს მიუღებლობაც.

როგორ ფიქრობთ, საზოგადოებას რატომ ეშინია განსხვავებულის, საიდან მოდის


ეს შიშები?

ვფიქრობ, ჩვენს ასეთი დამოკიდებულებაზე საუბრისას, ვერ ავარიდებთ თავს საბჭოთა კავშირის
გამოცდილებას, იმ ფასეულობებს. ეს ყველაფერი იმდენად ჩაიკირა ჩვენს ცნობიერებაში, რომ უკვე
ვეღარ ვასხვავებთ ეს საბჭოთა კავშირმა “ჩაგვილაგა” გონებაში თუ ეს ავთენტურად ქართულია. ასე რომ,
ყველა “ბედნიერებასთან” ერთად საბჭოთა გამოცდილებაც აქვს ჩვენს საზოგადოებას. თუმცაღა, საბჭოთა
გამოცდილებამდეც ერთის მხრივ ვართ ძალიან პატარა ერი, მეორეს მხრივ ვართ ერი, რომელიც ყველაზე
მეტჯერაა დარბეული და განადგურებული. შიში უცხოს მიმართ, სავარაუდოდ, არის ამ ისტორიული
გამოცდილების ბრალი. ვფიქრობ, ისტორიულად რომ გვყოლოდა მტერი ქრისტიანული ერი, მივხვდებოდით,
რომ რელიგია არაფერ შუაში არ არის, როცა სახელმწიფო-სახელმწიფოს ებრძვის. მაშინ მივხვდებოდით,
რომ რელიგიური იდენტობა განსხვავდება შენი სახელმწიფოებრივი კუთვნილებისგან. დღეს ქართველობა
კონკრეტულ რამეებს ნიშნავს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელობა ქართველობისა არის ის, რომ თუ ხარ
ქართველი, შენ აუცილებლად უნდა იყო ქრისტიანი, აუცილებლად უნდა იყო მართლმადიდებელი და,
სამწუხაროდ, შენი “ქართველობა” ხდება რაღაცნაირად სტერილური მოვლენა. მგონი “შიშები” სწორედ ამ
ისტორიული გამოცდილების ბრალია.

დღეს ვხვდებით სასულიერო პირებს, რომლებიც ხშირად არაჯანსაღი


დამოკიდებულებით გამოირჩევიან და მიდიან სარწმუნოების წინააღმდეგაც,
მაგალითად, მაშინ, როცა ყვირიან, რომ განსხვავებული მოსაზრებები უნდა
ჩავკლათ, ჩავქოლოთ ისინი, ვინც არ გვეთანხმებიან. საიდან მოდის მათგან ეს
აგრესია მაშინ, როცა ღმერთი მიტევებასა და სიყვარულს ქადაგებს? რა შედეგები
შეიძლება მოჰყვეს ამას?

საჯარო ლექციები
ამას რა შედეგების მოტანაც შეუძლია, ვხედავთ უკვე. საზოგადოება, არის ძალიან რელიგიური,
რელიგიურ ინსტიტუციების მიმართ ნდობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ძალადობა და ის აგრესია, რაც
ამ საზოგადოებაშია, ამისი მიზეზები უნდა ვეძიოთ იმ რელიგიურ სწავლებებში, რომლებიც ამ ქვეყანაში
არის. ერთი კონკრეტული რელიგიური დენომინაცია რაოდენობრივად ძალიან დიდია და მათი “‘მესიჯები”,
ქადაგებები კარგად ჩანს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რელიგიური უმცირესობის მქადაგებლები დიდად
არ განსხვავდებიან იმ ნათქვამებისგან, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ. სამწუხაროდ, ეს არის თეოლოგიური
განათლების სიმცირის ბრალი. სახარბიელო სიტუაცია არც სასულიერო სასწავლებლებში არ გვაქვს. იქ
სადაც განათლებული მორწმუნე მიდის, ვერ აიტანს ისეთ ქადაგებას, რომელზეც იოლად ხალისობს ხოლმე
საზოგადოება. განათლების პრობლემა გვხვდება ყველაგან.

ხშირად ამბობთ, რომ „ის შეშინებული რუსუდანი ყოველთვის გეუბნებათ: იქნებ


არ ღირდეს, იქნებ თავი შევიკავო, იქნებ არ ვთქვა და კიდევ ბევრი იქნებ…“ არის
თემები, რომლებზეც გინდათ ხმამაღლა საუბარი, მაგრამ სასულიერო შესამოსელი
არ გაძლევთ ამის საშუალებას?

ბევრი ასეთი თემა არ არსებობს. მე როდესაც “შეშინებული რუსუდანი” მეუბნება – მოდი იქნებ
გავჩერდეთო, არის არა ის საკითხები, რომელზე საუბარიც, მაგალითად, შესამოსელის გამო გამიჭირდება,
არამედ, ვფიქრობ, თუ რამდენად დროულია ახლა ამის თქმა ჩემგან, ვის ატკენს, ვის დაანგრევს… ყველა
ნათქვამს აქვს მახვილის ძალა და ეს მახვილი თუ არ მიმართე სწორად, შეიძლება დააზიანო ის, ვისი
გაფრთხილებაც გჭირდება. ვფიქრობ, რომ სასულიერო პირის შესამოსელი ჩემს ნათქვამებს კიდევ უფრო
მეტ მხნეობას ჰმატებს. სასულიერო პირის როლში როდესაც ვარ, გაცილებით მხნე არის ის “შეშინებული
რუსუდანი”, ვიდრე ამ როლს მიღმა.

ყოველთვის აქტიურად იცავთ ქალთა უფლებებს და ხართ ფემინისტი. პირველად


როდის გაგიჩნდათ საქართველოში მცხოვრები ქალების სიჩუმის მიმართ
პროტესტი?

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ხდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ, აი ისე, როგორც აკვარელში ხატვის დროს
შეიძლება მოხდეს. როცა პირველად ქალთა მიმართ ძალადობის აქციაზე გამოვჩნდი, უკვე ანაფორა მეცვა.
საქმე ის არის, რომ მე ჩემი მოღვაწეობა ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ დავიწყე არა როგორც სასულიერო
პირმა, არამედ როგორც ქალთა უფლებების აქტივისტმა. ჩემმა ეპისკოპოსობამდელმა საქმიანობამ
ჩამომაყალიბა ფემინისტად, ეს არ იყო უცხო ჩემთვის, უბრალოდ, ამ ყველაფერს სხვა სახელები ერქვა
ჩემს რელიგიაში.

ხშირად გვსმენია მოსაზრება, რომ კაცისადმი ქალის მორჩილება ქრისტიანულ


თემში ან ადრეული ქორწინება მუსლიმურ თემში რელიგიური დოგმებით
არის გამოწვეული. რა ქმნის ასეთ წარმოდგენებს და რატომ გვიჭირს მათი
უგულვებელყოფა?

რელიგია ბევრად სხვა რამაა და რწმენა სულ სხვა. საქმე ის არის, რომ რელიგიური განწყობები,
დოგმები, წარმოდგენები ყოველთვის არის კონკრეტული კულტურის პროდუქტი. სამწუხაროდ, რელიგიებს
ეშინიათ ამის აღიარება, რადგან ჰგონიათ, თუ კი ამას აღიარებენ, ამით ეჭქვეშ დააყენებენ უზენაესის
მარადიულობას. არადა ღვთის მარადიულობა სულ სხვა რამ არის, რელიგიური დოგმების მარადიულობა
კი, სულ სხვა რამეა. ყველა ეტაპზე რელიგია ცდილობდა თავისი კულტურის გამოწვევებისთვის თვალებში
ჩაეხედა და რამე სახეირო გაეკეთებინა. სამწუხაროდ, გადიოდა საუკუნეები და ის, რაც 5-7 საუკუნის უკან
ჯანსაღი მოვლენა იყო, დღევანდელი გადმოსახედიდან საშინლად ჩანს. პრობლემა ის არის, როცა 21-ე
საუკუნეში ძვ.წ მე-7 საუკუნის კულტურულ რეცეპტებს ვარგებთ ადამიანებს. ჩემთვის ზუსტად აქ არის
პრობლემა.

საჯარო ლექციები
რუსუდან გოცირიძის საჯარო ლექცია ჩაქვის საჯარო სკოლაში

როგორ შეიძლება დაიმსხვრეს სტერეოტიპი ქალისა და მამაკაცის


უთანასწორობაზე?

“ერთი დღე” ასე უცებ არ გათენდება, ამ დღემ გათენება უკვე დაიწყო. ეს ფოკუსების სამყარო არ არის,
ეს არის განვითარების სამყარო. მე შორს ვარ იმ განცდიდან, თითქოს დრო თავისით მოიტანს რამეს.
დროს თავისით არასდროს არაფერი მოუტანია, თუ იქ ადამიანის ძალისხმევა არ იქნებოდა. განათლება,
განათლება და განათლება. ინფორმირებულობას არ ვგულისხმობ და რატომ – მე თუ მინდა, რომ
დავამტკიცო – დედამიწა არის ბრტყელი, უამრავ ინფორმაციას დავდებ და შევეცდები, რომ დავამტკიცო.
განათლება არის სხვა რამე. განათლება არის ძიება, აღმოჩენები, კითხვების დასმა და პასუხის ძიება და
სხვა. აი, ამ განათლებაზეა ლაპარაკი. როგორც რელიგიურზე, ისე საეროზე.

ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალური და მძიმე თემა ორ მოზარდს ეხება,


რომლებიც თანატოლებთან შელაპარაკებისას დაიღუპნენ. უამრავი გამოხმაურება
წავიკითხე, მათ შორის თქვენიც – თქვით, რომ გლადოატორების, ანუ პედაგოგების
იმედად ვტოვებთ შვილებსო. შეიძლება ითქვას, რომ მომხდარი ყველას ბრალია?

ამ ორი ბავშვის სიცოცხლე რომ არ დასრულებულიყო, ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებდით ცხოვრებას


იმ ბავშვების გვერდით, რომლებიც არ იხოცებიან, მაგრამ ისეთივე დასახიჩრებულები დადიან, როგორც
ის ორი ბავშვი დაასახიჩრეს. იმის მისახვედრად, რომ მოძალადე საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მაინც
და მაინც უნდა დავინახოთ სისხლი. ფორმულა, – ვინც უფრო მეტად აგრესიულია, ვინც უფრო დაჯაბნის
ვინმეს, ის გაიტანს თავს ყოველდღიურობაში -ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. საზოგადოებაა
დამნაშავე, ოღონდ ეს საზოგადოება სხვაგან კი არ ზის, არამედ ეს საზოგადოება ვართ ჩვენ. მე ვარ
საზოგადოება, სკოლაა საზოგადოება, მედიაა საზოგადოება, ოჯახია საზოგადოება, ქუჩაა საზოგადოება. ამ

საჯარო ლექციები
საზოგადოებაზე მარტივია საუბარი, რადგან როცა იწყება თემაზე საუბარი, მაშინვე ვემიჯნებით, როგორც
მართალი ადამიანი. ჩავჯდებით სავარძელში და ვისაუბრებთ ცუდ საზოგადოებაზე. ხშირად ვერც ვხვდებით,
თუ როგორ ვატარებთ ამ ძალადობრივ ფასეულობებს, როგორ ვქადაგებთ ამ ძალადობას. ეს შეგვიძლია
თვალებაცრემლებულ დედებს მოვკითხოთ, რადგან ჩვენ ვზრდით ჩვენს შვილებს. თუ არა მშობელს, აბა
ვის გადააქვს ის ფასეულობები თაობიდან თაობაზე?! თუ გვინდა, რომ გვყავდეს შვილები, რომლებსაც არ
დაჩაგრავენ და რომლებიც არ დაჩაგრავენ, უნდა ვასწავლოთ სხვა რამე.

სოციალურ ქსელში ამ ფაქტის შემდეგ ინტერნეტ მომხმარებლების დიდი ნაწილი


აზიარებდა ფოტოს წარწერით „დააბრუნეთ ღმერთი სკოლებში“. ამ მოთხოვნის
მთავარი მესიჯად აღიქმება არა სხვადასხვა რელიგიის, ხარისხიანი თეოლოგიური
განათლების მიღება, არამედ ითხოვენ ხატებს, ნაკურთხ საკლასო ოთახებს და
ლოცვებს გაკვეთილის დაწყების წინ. რამდენად ადეკვატურია ეს მოთხოვნა? არის
რელიგიური დოგმატიკის ადგილი სკოლაში?

კანონის მიხედვით, სკოლა არის ჩვენს ქვეყანაში რელიგიისაგან თავისუფალი სივრცე, ოღონდ მხოლოდ
კანონის დონეზე. კანონის დონეზე, იმიტომ არის დარჩენილი, რომ ნებისმიერ სკოლაში წააწყდებით
ხატების კუთხეს ან ნაკურთხ საკლასო ოთახებს, თუ სკოლა ყოჩაღია შეიძლება სკოლის ეზოშიც ჰქონდეთ
ეკლესია… ღმერთი ასე არ ბრუნდება არსად, ღმერთს ვერ გამოაბამ ჯაჭვს. ტაძრების შენებით, კუთხეების
მოწყობით და, საერთოდ, საკმეველს არ დასდევს ღმერთი. ღმერთი ასე არ ბრუნდება არსად. ღმერთი უნდა
დავაბრუნოთ ადამიანების გულებში. ოღონდ ღმერთი არა, როგორც რომელიმე კონკრეტული “პარტიის
ლიდერი”, არამედ უნდა დავაბრუნოთ ღმერთი, რომელსაც ჰქვია სიყვარული, თანაგრძნობა და მიტევება.
ბავშვებს ვასწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული. ასეთი ღმერთის დაბრუნებაზე ორი ხელით
თანახმა ვარ…

ბოლო პერიოდში გააქტიურებულია ანტიდასავლური პროპაგანდა. ის აღწევს


მედიის, სოციალური ქსელების გზით ჩვენს ყოველდღიურობაში. მუდმივად
ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი ერთმორწმუნეა და ევროპული ღირებულებები
თავსმოხვეული. ცხადია, თქვენ დასავლეთისკენ იყურებით. რატომ ფიქრობთ, რომ
საქართველოს ადგილი ევროპაშია?

იმიტომ, რომ ეს ქვეყანა, რომლის შვილიც ვარ, მეამაყება. რაც მეჩემება არის ზუსტად დასავლური
ფასეულობები. ის, რაზეც თქვენ მესაუბრებით, არ არის ფილოსოფიური პრობლემა, ეს არის პოლიტიკური
პრობლემა, ეს არის რუსული პროპაგანდის შედეგი. გული მისკდება, როცა ჩემი შვილების თაობა უსმენს
რუსულ რეპს. ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური გემოვნების პრობლემა, ეს არის იდეოლოგიის პრობლემა.
ის, რასაც ეს ბავშვები ეზიარებიან ჩრდილოელი მეზობლისგან. “დოსტოევსკებზე” აღარავინ ლაპარაკობს.
სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვების ნაწილი ძალიან ლაღად გრძნობენ თავს რუსული პროპაგანდის სივრცეში.
ეს ნამდვილად ჩემი თაობის ბრალია. გააჩნია, რომელ ფანჯარას გაუღებს მშობელი შვილს და რომელ
ჰაერს ასუნთქებს მას. ჩემთვის ევროპა ღირებული არის, იმიტომ რომ მყავს: ვაჟა, ილია, რუსთაველი მყავს;
იმიტომ რომ ჩემმა ქვეყანამ თავის დროზე ორიენტირი აიღო დასავლეთზე. ჩემთვის ეს არის დასავლეთი
და ეს არის ევროპა.

რას ეტყვით ადამიანებს, რომლებიც კითხულობენ ამ სტატიას, რომლებიც


არიან რელიგიური, ეთნიკური ან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები,
რომლებიც არიან ჩაგვრისა და ძალადობის მსხვერპლნი?

ყველაზე რთული კითხვა ეს არის. არავის არ აქვს მეორე ადამიანის დაჩაგვრის უფლება. არავის ჩაგვრა
არ არის და არც უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი. ადამიანებს ამის გააზრება სჭირდებათ. ძალადობის ქვეშ
მყოფი ადამიანები ხშირ შემთხვევაში იმიტომ კი არ დუმდებიან, რომ გაბედულება აკლიათ, უბრალოდ, მათ
ეს ნორმად მიაჩნიათ. არავინ არ უნდა იჩაგრებოდეს და თუკი ვინმე იჩაგრება ან სტკივა, ის უნდა მივიდეს იმ
დასკვნამდე, რომ ეს უნდა იყოს გაზრდის მამოტივირებელი და არა კიდევ უფრო ჩაგრულის კანში ყოფნისა
და ჩაკეტვის.

საჯარო ლექციები
batumelebi.ge

ზვიად ქორიძის საჯარო ლექცია ბათუმსა


და თხილნარში
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა
ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

14 -15 ნოემბერს თხილნარის #1 საჯარო სკოლასა და ბათუმის შოთა რუსთაველის


სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას თემაზე – „რატომ მივდივართ დასავლეთში“ ,
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე წაიკითხავს.

14 ნოემბერი, თხილნარის #1 საჯარო სკოლა, სოფელი თხილნარი

დისკუსიის დაწყების დრო: 14:00

15 ნოემბერი, ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ),


131 აუდიტორია

დისკუსიის დაწყების დრო: 13:00

2017 წლის 13 ნოემბერი

საჯარო ლექციები
ბათუმელები • Batumelebi.ge

ზვიად ქორიძის ლექცია თხილნარის საჯარო


სკოლაშიალბომებიზვიად ქორიძის ლექცია
თხილნარის საჯარო სკოლაში
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით აგძელებს დისკუსიათა
ციკლს „საუბრები ევროპაზე“ - დღეს, 14 ნოემბერს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ / Zvi-
ad Koridze ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილნარის #1 საჯარო სკოლაში
წაიკითხა ლექცია თემაზე „რატომ მივდივართ დასავლეთში“ - დისკუსიას მოდერაციას
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე /
Natia Kapanadze უწევდა - ლექციას თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლეები და
სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ. EWMI Access თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

2017 წლის 14 ნოემბერი


საჯარო ლექციები
ბათუმელები • Batumelebi.ge

„რატომ მივდივართ დასავლეთში“ - ზვიად ქორიძის


ლექცია ბსუ-ში
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით აგძელებს
დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“ - დღეს, 15 ნოემბერს, ჟურნალისტმა
ზვიად ქორიძემ / Zviad Koridze ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია თემაზე „რატომ მივდივართ დასავლეთში“
- დისკუსიას მოდერაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”
რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა / Malkhaz Chkadua უწევდა
EWMI Access თავისუფალ ჟურნალისტთა სახლ

2017 წლის 15 ნოემბერი


საჯარო ლექციები
ჰეშთეგი / Hashtag

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე - წინასაარჩევნო პროცესებში


მედიის როლზე, დემოკრატიული არჩევნების გამოწვევებსა
და ერთი ამომრჩევლის ხმის მნიშვნელობაზე.

2017 წლის ოქტომბერი

საჯარო ლექციები
დავით გაბუნია, მწერალი

batumelebi.ge 2017 წლის 18 ნოემბერი

ზვიად ქორიძე: რატომ მივდივართ


დასავლეთში
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს


„ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება
დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“. 14-15 ნოემბერს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ თხილნარის
N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე – „რატომ მივდივართ დასავლეთში“.

გთავაზობთ ლექციის ნაწყვეტს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეხება.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი:

„მთავარი ევროპული ღირებულება ეს არის თანასწორობა. დღეს, 21-ე საუკუნეში, შეიძლება


გაგვიჩნდეს დილემა – არის კი ყველა ადამიანი თანასწორი? ვიღაცა ვიღაცაზე უპირატესია, ვიღაცა
ვიღაცაზე წარჩინებულია. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამ მთავარ ქართულ კონცეპტს, ჩვენ
ვშორდებით.

ჩვენ ვამბობთ, რომ „გვაქვს უთვალავი ფერითა“ – ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ჩვენ ვამბობთ, რომ არა,
ამ ფერებში არის ზოგი ფერი, რომელიც არის ჩვენთვის მიუღებელი. მაშინ, რატომ არ თქვა შოთამ ასე?
და ამ კონცეპტით ხომ არ არის ზუსტადაც ის ევროპული რენესანსის სრულუფლებიანი წევრი? მერე ამაზე,

საჯარო ლექციები
თანასწორობასა და სრულყოფილებაზე დაეფუძნა, მთელი იტალიური რენესანსი. ნახეთ ლეონარდო და
ვინჩი, ნახეთ ტიციანი და თქვენ ზუსტად ნახავთ – აქ მთავარი სწორედ თანასწორობის იდეაა.

როცა არის თანასწორობის იდეა ამოსავალი წერტილი, როცა ყველანი ვართ თანასწორი ჩვენს
უფლებებში, როცა ყველანი ვართ თანასწორნი ჩვენს საწყის პოზიციებზე, მერე, რა თქმა უნდა, ზოგი
მივაღწევთ მეტ წარმატებას, ზოგი ნაკლებს. ზოგი მეტად გამოაჩენს თავის უნარებს, ზოგი ნაკლებად.
მთავარია, სასტარტო პირობები იყოს თანასწორი. თანასწორობა უზრუნველყოფილია ღვთისგან. ჩვენ
უზრუნველყოფთ მერე, ვინ უფრო ძლიერები ვართ, ვინ უფრო წარმატებული და ვინმეს ხომ არ აქვს
წართმეული უფლება იზრუნოს და მიისწრაფოდეს ბედნიერებისკენ. აი, ეს არის მთავარი ამოცანა, ეს
უფლება არ წაგვართვას არავინ. თორემ შეიძლება ვიღაცამ მიაღწიოს ამ ბედნიერებას და ვიღაცამ
შეიძლება ვერ. ან შეიძლება ჩათვალოს, რომ რასაც მიაღწია, ესაა ბედნიერება.

მეორე ევროპული კონცეპტი თანასწორობასთან ერთად ეს არის კონკურენცია. ჩვენ ყველანი ვართ
ერთმანეთთან კონკურენციაში. ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ვეჯიბრებით. ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს
ცოდნის მიღებაში, ვეჯიბრებით შრომის უნარებში, ვეჯიბრებით ერთმანეთს სმაში, წიგნის კითხვაში,
სიმაღლეზე ხტომაში, ყველაფერში ვეჯიბრებით. გამომდინარე იქიდან, რომ ვართ ადამიანები, ჩვენი
სწრაფვა არის მიზნისკენ, რომელიც არის ბედნიერება და ნებისმიერი თქვენგანი მიისწრაფვის
ბედნიერებისკენ.

მთავარი ევროპული, მთავარი დასავლური ღირებულება არის რა – რისთვის დაიბადა ადამიანი?


რატომ გაჩნდა? იმიტომ, რომ მან იპოვოს გზა ბედნიერებისკენ. ჩაკეტილობის მომხრეები,
საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც, ბევრგან, გვეუბნებიან – შენ რომ დაიბადე უკვე ეს არის
ბედნიერება და ამით დაკმაყოფილდი.

არ ვახდენ სრულ საკრალიზაციას რუსთაველის, მაგრამ ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ქართული
ტექსტი და იქ ბედნიერებისკენ სწრაფვას ყველაფერს ანაცვალებენ. ყველა მატერიალიზებული,
არამატერიალიზებული ღირებულება დასთმო ავთანდილმა იმიტომ, რომ მას თავისი პერსონალური
ბედნიერება ეპოვა. ამას ყველა ვერ დათმობს. ამ ადამიანმა ეს დათმო და ჩვენ გვეუბნება რუსთაველი,
რომ ამისთვის უნდა იყო ადამიანი მზად. შეიძლება ვიღაცისთვის ბედნიერების საზომია დღეში
სამჯერადი კვება, ვიღაცისთვის ბედნიერების საზომია კარგი ლიტერატურის წაკითხვა, ვიღაცისთვის,
უბრალოდ, სეირნობა ღამის ქალაქში. მაგრამ შენ რასაც აკეთებ, რისი გაკეთებაც გინდა, რაც შენ
სიამოვნებას განიჭებს და რაც შენ სოციალურ მდგრადობას უზრუნველყოფს, ეს არის ბედნიერებისკენ
სწრაფვა.

კონკურენცია თანამედროვე ბიზნეს გაგებით, ხშირ შემთხვევაში არ აღიქმება ფილოსოფიურ


ღირებულებად. ბევრი ასპექტია – განვითარება, წინსვლა, ეკონომიკური აღმავლობა, კეთილდღეობა.
აი, ის არის ტერმინები, რომელზეც გვახსენდება ევროპა. კონკურენცია არის ის სივრცე, ის რეჟიმი,
როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებით უკეთესი მომავლისთვის. როცა კონკურენცია არის განათლებაში,
როდესაც ერთმანეთს ვეჯიბრებით ცოდნის მიღებაში, ხვალ ერთმანეთს შევეჯიბრებით ბიზნესის
კეთებაში. ოღონდ ჩვენ კონკურენტულ გარემოში ვებრძვით ერთმანეთს.

კონკურენციის პირობის საპირწონედ საქართველოში ასახელებენ პატრონს. თუ პატრონი არ გყავს,


ვერ მიაღწევ ვერაფერსო – ამბობენ. ეს არის სწორედ მთავარი პარადიგმა, რომელზეც უნდა ვიფიქროთ.
აი, სად ვართ. ზღვარზე ვართ ევროპულ სივრცეში თუ არ ვართ ევროპულ სივრცეში. „პატრონის ყოლა“
– ეს არის შუა საუკუნეობრივი გადმონაშთი. ეს არის ის განზომილება, რომელიც არსებობს მაშინ,
როდესაც რაღაცა ჯგუფი ადამიანების არის უუფლებო. ბუნებრივია, შენ ეძებ პატრონს იმისათვის,
რომ კი არ ისწავლო, არამედ დაამთავრო უმაღლესი. შენ ეძებ პატრონს იმისათვის, რომ იმუშაო. კი
არ იმუშაო, ეძებ პატრონს იმისათვის, რომ დასაქმდე. მუშაობა და დასაქმება არის სხვადასხვა რამ.
სამუშაოს უფლება არის უფლება და მე ეს უფლება უნდა განვახორციელო, აღვასრულო. დასაქმება არ
არის უფლება. დასაქმება არის ნება ვიღაცის.

ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ დისკურსშიც არსებობს.

საჯარო ლექციები
შეხვედრის მონაწილეები

პოლიტიკოსი მოდის და გეუბნება არჩევნებზე – მომეცი ხმა და დაგასაქმებ. მე რა მჭირს შენი


დასასაქმებელი. თუ შენ ავითარებ კონკურენციას განათლებაში, ბიზნესში, მერე ეს ავტომატურად
წარმოშობს კონკურენციას პოლიტიკაში. ჩვენ რატომ არ გვაქვს კონკურენტული პოლიტიკური სივრცე?
იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური სივრცეც არის მონოპოლიზირებული პატრონების მიერ. პატრონს ეძებს
პოლიტიკური სივრცე. ერთს ნუ გამოვყოფთ პერსონალურად. ბოლო ოთხი ფორმაცია ჩვენი მთავრობისა
– არის პატრონის ძიება. როგორც კი დავკარგეთ ერთი პატრონი – საბჭოთა კავშირის სახით, მას მერე
ვეძებთ სულ პატრონს. ეს თუ არა ვინ? – ეს კითხვა ისმოდა გამსახურდიას დროს, შევარდნაძის დროს,
სააკაშვილის დროსაც და ახლაც ეს კითხვა ისმის.

ეს კონკურენცია ვიღაცის მოწოდება კი არ არის, რომ ასე იცხოვრო. ეს არის ჩვენი ნება, რომ
განვავითაროთ შეჯიბრებითობა და ამასობაში თვითონ ჩვენ განვვითარდეთ. ვიდრე იყო კონკურენცია
ჩვენში, ვითარდებოდა ეკონომიკა, ვითარდებოდა პოლიტიკა.

როგორც კი ეს შეიზღუდა, მოისპო – ჩვენ ისევ აღმოვჩნდით პატრონის ძიების პირობებში. ეს ისევ
მოირღვა და ვართ დამოკიდებული იმაზე, რას იტყვის პატრონო. როდესაც ჩვენ ვართ დამოკიდებული
პატრონზე, როდესაც ჩვენი კეთილდღეობა არის დამოკიდებული რას იტყვის პატრონი, მაშინ ჩემი
უფლებებიც იკარგება. რაღა ფასი აქვს ჩემს უფლებას, პატრონმა თუ უნდა გადაწყვიტოს ჩემი მომავალი.
და აქ ვშორდებით ჩვენ ევროპას. აქ გვაქვს ყველაზე სერიოზული პრობლემა, როდესაც ვსაუბრობთ
ევროპულ და ქართულ ღირებულებებზე და ვამბობთ, რომ ამათ შორის ტოლობის ნიშანი არ არის. ამ
დროს აბსოლუტურად ტოლობის ნიშანია ჩვენს ღირებულებებს შორის.

ის, ვინც ევროპაში დაუშვა ეს კაზუსი და ეძება პატრონი, მანაც შექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა,
თავისთვისაც და მთელი ევროპული ცივილიზაციისთვის. ევროპა ეს არის ცივილიზაცია და ჩვენ ამ
ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი ვართ. რაც ევროპულმა ცივილიზაციამ შეცდომა დაუშვა და
მიიღო ჰიტლერი, მიიღო მუსოლინი, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაცაა. ისევე როგორც გერმანელის,
ფრანგის პასუხისმგებლობაცაა, რომ ევროპულ სივრცეში არსებობდა სტალინი. ეს ზოგადი პრობლემაა
– მთელი ცივილიზაცია სადღაც უშვებს შეცდომას, როდესაც ამბობს უარს თანასწორობის იდეალებზე
და უარს კონკურენციის იდეაზე და იღებს პატრონს“.

საჯარო ლექციები
batumelebi.ge

ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია


ბათუმსა და მარადიდში
“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს
„საუბრები ევროპაზე“.

24 -25 ნოემბერს მარადიდის საჯარო სკოლასა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო


უნივერსიტეტში საჯარო ლექციას კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი წაიკითხავს.

ლექციის თემა: კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები

24 ნოემბერი, სოფელი მარადიდი, მარადიდის საჯარო სკოლა.

დისკუსიის დაწყების დრო: 14:00 საათი

25 ნოემბერი, ბათუმი – ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დისკუსიის დაწყების დრო: 13:00 საათი. მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა #37

პროექტი „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ხოციელდება თავისუფალ


ჟურნალისტთა სახლის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-
ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური
დახმარებით.

2017 წლის 20 ნოემბერი

საჯარო ლექციები
ბათუმელები • Batumelebi.ge

ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია მარადიდში


„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით
აგძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“ - დღეს, 24
ნოემბერს, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა/ Tsira Elisashvili სოფელ
მარადიდის საჯარო სკოლაში წაიკითხა ლექცია თემაზე „კულტურული
მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები“ - დისკუსიას
მოდერაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”
რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა / Malkhaz Chkadua
უწევდა EWMI Access თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

2017 წლის 24 ნოემბერი

საჯარო ლექციები
ბათუმელები • Batumelebi.ge

ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია ბათუმის


ხელოვნების უნივერსიტეტში
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით აგძელებს
დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“ - დღეს, 25 ნოემბერს,
კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში
სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის
საერო და სასულიერო ასპექტები“. პროექტი „ანტიდასავლური
დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ხორციელდება „თავისუფალ
ჟურნალისტთა სახლის“ მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის
ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

2017 წლის 25 ნოემბერი


საჯარო ლექციები
batumelebi.ge 2017 წლის 28 ნოემბერი

კულტურული მემკვიდრეობის საერო


და სასულიერო ასპექტები
„ბათუმელები“

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ACCESS-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს


„ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა
ციკლი „საუბრები ევროპაზე“. 24-25 ნოემბერს კულტუროლოგმა, ცირა ელისაშვილმა, მარადიდის საჯარო
სკოლასა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია თემაზე – „კულტურული
მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები“.

გთავაზობთ ლექციის ნაწყვეტს.

ცირა ელისაშვილი:

არსებობს კულტურის ზოგადი და კონკრეტული აღქმა. თუ ვიტყვით – მე მომწონს დასავლური ან


აღმოსავლური კულტურა, ეს ცოტა ზოგადი განაცხადია. მაგრამ შესაძლებელია დავაკონკრეტოთ და
ვთქვათ, რომ აი, ევროპულ კულტურაში მომწონს გერმანული კულტურა და აქ უკვე კონკრეტიკაზეა აქცენტი
გაკეთებული. კულტურა არის ყოფითი, ყოველდღიური მოვლენა. იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა
აქვს რა ტემბრით, რა რეგისტრში გესაუბრებით ახლა მე თქვენ. შესაძლებელია სხვა შემთხვევაში ეს

შეხვედრის მონაწილეები

საჯარო ლექციები
ცირა ელისაშვილი, კულტუროლოგი

ტემბრი ყოფილიყო ან უფრო მკაცრი, ან უფრო მაღალი და ამ თვალსაზრისით არ შემდგარიყო კავშირი


ჩვენ შორის. ანუ არსებობს საუბრის კულტურა, არსებობს სმენის კულტურა, არსებობს ჭამის (როგორ
ვჭამთ) და კვების (რას ვჭამთ) კულტურა და არსებობს შინაგანი კულტურა, რომელიც არსად ასე გაწერილი
არ არის, მაგრამ ეს არის მარეგულირებელი ჩარჩო, რომლითაც ინდივიდუალურად თითოეული ჩვენგანი
კონკრეტულ რეგულაციას უწესებს საკუთარ თავს და რაც რაღაცის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, ან
პირიქით, რაღაცის გაკეთების უფლებას არ გვაძლევს.

აი, ამ კულტურის ერთ-ერთი ნაწილი არის უკვე გამომსახველობითი შინაარსის კულტურა, რომელსაც
კულტურულ მემკვიდრეობას ვეძახით. კულტურული მემკვიდრეობა ეს არის კულტურის მხოლოდ ერთი
სახე. კულტურულ მემკვიდრეობაში უამრავი შრეა. ეს არის მატერიალური კულტურა, არამატერიალური
კულტურა. ეს არის ბუნების ძეგლი, ადამიანის ხელით შექმნილი ძეგლები, ეს არის მოძრავი და უძრავი
ძეგლები. დღეს არქიტექტურულ ძეგლებზე გავაკეთებ აქცენტს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი
გამოწვევაა. მნიშვნელოვანი თემაა, როგორ ვითარდება ქალაქი ან სოფლის ტიპის დასახლება. შეიძლება
დავიწყოთ წიგნის კითხვა, არ მოგვეწონოს და დავხუროთ. შეიძლება კინოფილმის ნახვა გადავწყვიტოთ,
ასევე არ მოგვეწონოს და გადავრთოთ სხვა არხზე, მაგრამ არქიტექტურა არის ის, რომელზედაც
თვალს ვერ დახუჭავ და რომელსაც ვერც დახურავ, იმიტომ, რომ ის ურბანულ გარემოშია. ამიტომ არის
მნიშვნელოვანი, როგორ ვითარდება, მაგალითად, ქალაქი, რამდენად ღირებულია ის არქიტექტურა,
რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, თუნდაც თანამედროვეობაში, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სარკე, ეს არის ის,
რისი იგნორირებაც, ვიზუალური იგნორირება უბრალოდ ფიზიკურად ვერ ხერხდება. აი, ამ არქიტექტურული
კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის ერთი ნაწილი არის საკულტო ნაგებობები. მაგრამ ჩვენ რაღაც,
ზოგად ცნებებზე უნდა შევთანხმდეთ და შეიძლება მერე სხვადასხვა პოზიციაზე დავრჩეთ. მაგრამ ზოგადი
ცნება ნიშნავს იმას, რომ კულტურული მემკვიდრეობისათვის არ არსებობს ფუნქციური დანიშნულების
მიხედვით ღირებული ძეგლი.

საჯარო ლექციები
ზოგადად, რა არის არქიტექტურული მემკვიდრეობა? არქიტექტურული მემკვიდრება არის რაიმე
სახის მემკვიდრეობა, რომელსაც გააჩნია ისტორიული, კულტურული, მონუმენტური, საინჟინრო ან რაიმე
სხვა სახის ღირებულება. მაგრამ ამ ჩამონათვალში არ ფიგურირებს სიტყვა ფუნქცია. კულტურული
მემკვიდრეობის ფუნქციური დანიშნულება თავად ძეგლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის.

როდესაც ურბანულ მემკვიდრეობაზე ვსაუბრობთ, ან ზოგადად, არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე,


პირველი, რაც ახსენდებათ, მაინც არის სასულიერო ნაგებობები. ეს შეიძლება იყოს მეჩეთი, ეს შეიძლება
იყოს სინაგოგა, კათოლიკური, მართლმადიდებლური ეკლესიები. ეს რაღაც ინფორმაცია ეტყობა ჩვენში
დალექილია და პირველი მოდის წინ.

საქართველოს ერთ-ერთმა კულტურის მინისტრმა სრულიად გულწრფელად დასვა შეკითხვა ერთ-


ერთ შეხვედრაზე. „ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდეს
სვეტიცხოველს და ამავე დროს რაღაც შენობას თბილისში, რომელი შენობაც არის საცხოვრებელი
სახლიცო“.

მისი ეს პოზიცია იყო სრულიად გულწრფელი, მაგრამ ჩვენ, ვინც იქ ვისხედით, შევშფოთდით, სხვა
თვალსაზრისით, რომ ის იყო კულტურის მინისტრი, რომლის მთავარი ვალდებულება იყო, კულტურული
მემკვიდრეობის დაცვა და პირიქით, მისთვის უნდა ყოფილიყო ყველაზე ნათლად განსაზღვრული, რომ
ძეგლის ფუნქციური დაყოფა არ შეიძლება.

იუნესკოში საქართველოდან იყო შესული სამი ძეგლი. ეს იყო მცხეთის ისტორიული მონუმენტები –
მცხეთის ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი და სამთავრო. სოფელი სვანეთში, ჩაჟაში, რომელიც ევროპაში
ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. გელათის სამონასტრო კომპლექსი და ბაგრატის საკათედრო
ტაძარი, ერთ ძეგლად იყო შესული.

რატომ ვაკეთებთ აქცენტს ამაზე და რატომ ვამბობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ობიექტის ფუნქციურ
დანიშნულებას. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ მისი არქიტექტურული ღირებულება. ბაგრატი იუნესკოში
იყო შესული უფუნქციოდ. ის არ იყო ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. ამ შემთხვევაში
მას არ ჰქონდა მონოლითური, ერთიანი სახე, ის იყო ნაშთის სახით წარმოდგენილი. მაგრამ მსოფლიო
მემკვიდრეობის კონვენციამ აღიარა მისი უნივერსალური ღირებულება და თქვა, რომ იმ 1200
ძეგლიდან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ჩემს სიაში არის შეყვანილი, ბაგრატი იმსახურებს, იყოს ამ
შემადგენლობაში. თუმცა მაშინ, როდესაც ჩვენ მას დავუბრუნეთ ე.წ. ისტორიული ფუნქცია და ვაქციეთ
ეკლესიად, გადავხურეთ ის როგორც ეკლესიის ხუროთმოძღვრებისთვის იყო საჭირო და მივეცით ერთიანი
ფორმა, იუნესკომ განაცხადა, რომ ბაგრატი აღარ არის მისი ინტერესის სფერო და იღებს მას მსოფლიო
მემკვიდრეობის ნუსხიდან. აქ საუბარია იმაზე, რომ თუნდაც ისტორიულად, ამა თუ იმ შენობას, თავის დროზე
ჰქონდა მკვეთრად წარმოსახული საკულტო ნაგებობის ელფერი. ფუნქცია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა
შემთხვევაში ჩვენ ამ ფუნქციიდან უნდა ამოვიდეთ. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბევრი ძეგლი, რომლებსაც
ფუნქცია დაკარგული აქვთ, მაგალითად, ციხე-სიმაგრეები, კონკრეტული საფორტიფიკაციო ნაგებობები
ახლა უკვე არის ამ ფუნქციის გარეშე. მაგრამ როგორც ისტორიულ შენობებს, მათ დღემდე აქტუალობა და
მნიშვნელობა არ დაუკარგავთ.

ანუ სინაგოგა არ ნიშნავს იმას, რომ მაინცადამაინც მოქმედი იყოს, ისე როგორც ეკლესია, ისევე
როგორც მეჩეთი და განსაკუთრებით ეს უნდა გვესმოდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო.

ისეთ საქართველოში, რომელსაც აქვს დედაქალაქი თბილისის სახით და ისეთ ქალაქში, რომელიც
ქმნის განსხვავებულ კულტურას. თბილისური კულტურა სხვა არის, ზოგად ქართული კულტურა სხვა
არის. რა თქმა უნდა, ეს მისი განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ასეთი იდენტური ცნება, რომელიც აიგივებს
თბილისურ კულტურასა და ზოგად ქართულ კულტურას შორის, ეს მახასიათებლები ერთნაირი არ არის.

თბილისი იყო ტოლერანტობის ძალიან კარგი მაგალითი. მართლა ერთი ფეხის ნაბიჯზე ნახავდით

საჯარო ლექციები
საჯარო ლექცია მარადიდის სკოლაში

კათოლიკურ ეკლესიას, მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეს შეიძლებოდა ყოფილიყო – ბერძნული,


ქართული, რუსული ეკლესია. ვხვდებოდით სომხურ, გრიგორიანულ ეკლესიას და მეჩეთს. ასევემე მინდა
ყურადღება გავამახვილო, ერთ ძეგლზე, ბეთლემის უბანში, გომის ქუჩა #3-ში დგას მეხუთე საუკუნის ძეგლი,
რომელსაც ჰქვია ათეშგა. ათეშგაჰ – ეს არის ცეცხლის ადგილი, თარგმანში. ეს არის ზოროასტრიზმის
ტაძარი, იმიტომ, რომ ისლამი მეშვიდე საუკუნის რელიგიაა და მანამდე რაც არსებობდა, რითიც შემოვიდნენ
სპარსელები, ეს იყო ცეცხლთაყვანისმცელობა და აი, ამ ტიპის ნაგებობა, რომელზედაც ისტორიულ
წყაროებში წერია, რომ ვახტანგ გორგასლის კარზე იჯდა სპარსი ეპისკოპოსი, ამ საკულტო ნაგებობის
ქურუმზეა საუბარი, ეს ძეგლიც თბილისის ტერიტორიაზე არსებობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ამ ტიპის ძეგლები, მაგრამ თუ რაიმე მიზეზის გამო ფუნქცია
დაკარგულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფუნქციის დაკარგვის შემთხვევაში კნინდება ასეთი ძეგლების
ისტორიული სახე და დანიშნულება. არ გამიგოთ ისე, მომხრე ვარ, რომ ზოგადად ამ ძეგლებს ფუნქცია
საერთოდ არ ჰქონდეს, ასე არაა, მაგრამ თუ რეალობა უკვე არსებობს ისეთი, როგორიც გვაქვს, ამ
შემთხვევაში საფრთხილოა ფუნქციის თემა, იმიტომ, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა ბაგრატის ტაძართან
მიმართებაში.

არსებობს გრანადის ქარტია, ევროპული ქარტია არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ,


სადაც პირდაპირ წერია, რომ არქიტექტურული მემკვიდრეობის ფასეულობაზე, მის როლსა და მის
მნიშვნელობაზე საუბარი უნდა იყოს სასკოლო ასაკიდან. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე თბილისის
სკოლების მაგალითზე შემიძლია საუბარი, ვერ გეტყვით ვერც ერთ სკოლას, სადაც ეს თემა, როგორც
გაკვეთილების კურსი, იყოს ინტეგრირებული კურიკულუმში. უფრო მეტიც, საბაკალავრო დონეზეც კი ეს თემა
არ განიხილება, უკვე უმაღლესი სასწავლებლის დარგში. ერთადერთი, საქართველოს საზოგადოებრივ
საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ამ კურსს ვუკითხავთ მომავალ საჯარო მოხელეებს. ამ კურსს ჰქვია კულტურული
მემკვიდრეობა და ურბანული პოლიტიკა. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

საჯარო ლექციები
ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი არ არის,
როდესაც ისტორიულ ძეგლს, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა ეკლესიის ფუნქცია, რომელიც წარმოადგენს
ბიზანტიური კულტურის ძალიან მნიშვნელოვან ნიმუშს და მერე საუკუნეთა მანძილზე იყო იგივე ეკლესია
მეჩეთად გადაკეთებული, მაშინ როდესაც დადგა საკითხი – რა უნდა გავაკეთოთ, უნდა დავუბრუნოთ
ის ეკლესიას, თუ უნდა დაუბრუნდეს ის მუსლიმან თემს, აი, ამ შემთხვევაში მაშინდელმა პოლიტიკურმა
მოღვაწემ, ეს არის ათათურქი, მიიღო ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება – მან აღიარა ორივე
კონფესიის არსებობის უფლება, მაგრამ იმიტომ, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში არ გადაზრდილიყო „აია
სოფიას“ კუთვნილების საკითხი, მან მიიღო გადაწყვეტილება და „აია სოფია“ დღეს არის მუზეუმი. აი, ეს
არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ არსებობს რაიმე კამათის საგანი ძეგლთან მიმართებაში, მიღებული
იქნას სწორი გადაწყვეტილება. უფრო მეტი მნახველი ჰყავს აია სოფიას, როგორც მუზეუმს ფუნქციური
დანიშნულებით, ვიდრე ეყოლებოდა მაშინ, როცა ის იქნებოდა ან მეჩეთი, ან ეკლესია. ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი, ძალიან საფრთხილო, ძალიან დელიკატური თემა, სადაც დაფიქრება გვმართებს.

ამდენად, უნდა ვაღიაროთ, რომ ძეგლს შეიძლება ჰქონდეს სასულიერო ან პოლიტიკური კონტექსტი და
ეს საინტერესო იყოს ძეგლის ისტორიისათვის, მაგრამ ამ კონტექსტმა, ან ამ კონტექსტის უქონლობამ ვერ
უნდა მოახდინოს გავლენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნივერსალობასა და ღირებულებაზე.
ვინაიდან, სასულიერო ფუნქციის დაკარგვის შემთხვევაშიც ობიექტის მნიშვნელობა არ კნინდება. ძეგლი
რჩება საერო ობიექტად და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგნად.

საჯარო ლექციები
batumelebi.ge

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის


საჯარო ლექციები ბათუმში
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ACCESS-ის მხარდაჭერით, აგრძელებს დისკუსიათა ციკლს
„საუბრები ევროპაზე“. 15 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის 120-ე აუდიტორიაში საჯარო ლექციას „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“
მკვლევრები წაიკითხავენ.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის


მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის ლექციას თემაზე: “1920-იანი წლები – გარდამავალი პერიოდი
ტრადიციული საზოგადოებიდან მოდერნულობისკენ”.

ასევე ლექციას წაიკითხავს დავით ჯიშკარიანი თემაზე: “მეხსიერების ტრეპანაცია და რეპრესიები,


როგორც მრავალშრიანი აქტორი სოციალური ინჟინერიის”.

დასწრება თავისუფალია.

საჯარო ლექციების შემდეგ უნივერსიტეტში გაიმართება გამოფენა პირველი რესპუბლიკისა


და საბჭოთა რეპრესიების შესახებ. გამოფენა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და “საბჭოთა
წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მიერაა ორგანიზებული. გამოფენის პარალელურად გაიმართება
ესეების კონკურს -“რატომ ევროპა” – გამარჯვებულთა დაჯილდოება.

2017 წლის 13 დეკემბერი

საჯარო ლექციები
ბათუმელები • Batumelebi.ge

„საბჭოთა წარსულის კვლევის


ლაბორატორიის“ საჯარო ლექცია ბსუ-ში
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ACCESS-ის მხარდაჭერით დღეს დასკვნითი
დისკუსია გამართა. დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“ ბათუმის შოთა
რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საბჭოთა წარსულის კვლევის
ლაბორატორიის“ საჯარო ლექციით დამთავრდა. Aslan Chanidze Irakli Khvadagiani
Malkhaz Chkadua Natia Kapanadze EWMI Access Mzia Amaglobeli Manana Qveliashvili
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი/Independent Journalists’ House
2017 წლის 15 დეკემბერი

საჯარო ლექციები
ჰეშთეგი / Hashtag

#ძალაევროპაშია & #საუბრებიევროპაზე - პროექტები, რომელიც


სულ უფრო მეტად გვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან.

სტუმარი: მალხაზ ჭკადუა / „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს


რეგიონული ოფისების მენეჯერი
2017 წლის სექტემბერი

ჰეშთეგი / Hashtag

არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე


რუსეთში“ - რითი საზრდოობს რუსული პროპაგანდა და როგორ ვრცელდება ის ჯერ
რუსეთში და შემდეგ მთელ მსოფლიოში. „ჩვენ არ გავიმეორებთ საბჭოთა კავშირის
შეცდომას, ჩვენი მედია არასდროს იქნება მოსაწყენი“ - ნარატივი რომელიც დღითიდღე
უფრო ძლიერდება და მეტად საშიშ სახეს იღებს.

სტუმარი: მალხაზ ჭკადუა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ - ს


დასავლეთ რეგიონის ოფისების მენეჯერი
2017 წლის დეკემბერი

საჯარო ლექციები
media.org.ge

პროექტი „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“


ხორციელდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ.

პროექტის მხარდამჭერები:
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS,
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID),
შპს „გზები“

პროექტის მედია მხარდამჭერები:


შპს „გაზეთი ბათუმელები“
batumelebi.ge

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის


ტელევიზია და რადიო
ajaratv.ge

You might also like