ცვლილებები საპროცესოში

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

96-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ


და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა
დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან
სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც
მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა
სამხედრო მოსამსახურემ გასცა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ
გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი.“.

142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახლო ნათესავებს − შვილებს, მინდობით აღსაზრდელებს, შვილიშვილებს, დებს, ძმებს,


მშობლებს, მშვილებლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, პაპებს, ბებიებს;“.

1873 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე, გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად
ცნობისა, შვილად აყვანის გაუქმებისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის
უფლების ჩამორთმევისა;“.

191-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ


განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს
გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას,
გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც
კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს
განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი
ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული
გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის
შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება
სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა
სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს
საბოლოო გადაწყვეტილებაზე.“.
194-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რომელიც უნდა


უპასუხებდეს ამ კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელშიც
მითითებული უნდა იყოს, უზრუნველყოფის რომელი კონკრეტული ღონისძიება შეარჩია
სასამართლომ. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაში ასევე მითითებული უნდა
იყოს უზრუნველყოფილი სარჩელის ფასი.“.

კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1961 მუხლი:

„მუხლი 1961 . სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და ყადაღადადებული ქონების


გამიჯვნა

1. ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის


ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ
შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით
სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.

2. მოპასუხეს ასევე შეუძლია სასამართლოს მიმართოს ყადაღადადებული ქონების


გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის შესახებ განცხადებით.

3. სასამართლო უზრუნველყოფის საგნის შეცვლისა და ყადაღადადებული ქონების


გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის საკითხს განიხილავს განცხადების
შეტანიდან 5 დღის ვადაში ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის
დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და
ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ
აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვას და გადაწყვეტას.

4. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა შესაძლებელია და


გამიჯვნის შედეგად მიღებული ქონება საკმარისია სარჩელის უზრუნველსაყოფად, მას
გამოაქვს ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინება.

5. თუ მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება რეგისტრაციას ექვემდებარება, სარეგისტრაციო


მონაცემებში უნდა აღინიშნოს უზრუნველყოფილი სარჩელის ფასი.“.

197-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების,


სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის
საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე
შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება არ
შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის
გადაცემის მომენტიდან.“.
მე-14 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;

ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე


გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის და ქონების უპატრონოდ ცნობის
საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს;“.

მე-16 მუხლის: მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „

2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება


ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება
უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევისა.“;

მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების,


მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების −
კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული
ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან,
სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.

25-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს 3 მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14


მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება
არ აღემატება 20 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ
გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე,
აგრეთვე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება
ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლემ.“.

103-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს


დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით
დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი
მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების
გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით.“.

1971 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს
მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების
საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნება მხოლოდ სასამართლო განჩინება საქმის
დამოწმებულ ასლებთან ან ელექტრონულ საქმის მასალებთან ერთად, ხოლო საქმის
მასალების დედნები სასამართლოში დარჩება და საქმის სასამართლო გააგრძელებს საერთო
წესით.“.

199-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც


მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია უზრუნველყოს
მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ
ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო
დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების
შესახებ, რომელიც ექვემდებარება საჩივრის ფორმით გასაჩივრებას. განჩინების გასაჩივრების
ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.“.

მუხლი 365. სააპელაციო საჩივრის ღირებულება


+
სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ
შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება
განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით
შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

You might also like