Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

მარადიულობა და “ჯოკონდა”

ლეონარდო და ვინჩმა, როგორც მხატვარმა, ბრძენმა შემოქმედმა, მეცნიერმა და პიროვნებამ,


სრულყოფილად ალბათ თვითონაც არ იცოდა, თუ როგორი უნიკალური სულიერი განძი შეუქმნა
კაცობრიობას (ადამიანი და მისგან მომდინარე გენიაც ხომ უფლის საიდუმლოებითაა მოცული).

“ჯოკონდას” სრული შეფასება მხოლოდ ღმერთის აღმატებულობაშია, ანუ სამყაროს საკვირველ


წესრიგში. ჩვენ კი “ჯოკონდას” განვიხილავთ ნაწარმოების ვირტუოზული შესრულებისა და
უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ყოველივე მისი ნაწილობრივ
შესწავლისთვისაც უმნიშვნელოა.

ლეონარდოს “ჯოკონდა” უხილავად მოდიოდა, მილიონობით წლის წინათ, საჰარის


გამოქვაბულის კედლის მხატვრობის შექმნის დღიდან. დასაშვებია უფრო შორეული
წარსულიდანაც კი. მათმა კვალმა, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია ისტორიის
მეხსიერებითაც. “ჯოკონდას” სულიერი საკვები, უხილავად მოჟონავდა ესპანეთში აღმოჩენილი
პირველყოფილი ადამიანის გამოქვაბულის უხსოვარი დროის და ჟამთა სვლისაგან ჩაჟანგული,
სრულიად არქაული შედევრ ფრესკებიდან. (უპირველესი შემოქმედებითი ნიჭი და კოსმიური
სახე მხატვრობით დაიწყო და განვითარდა ადამიანში).

“ჯოკონდა” მრავალმხრივ მწიფდებოდა კაცობრიობასთან ერთად და მისი მობრძანების ერთ-ერთ


უმთავრესსა და ბედნიერ ხანას ორი ათასწლეულის შუა საუკუნეებში დაესვა სევდისმომგვრელი
და უხილავი მრავალწერტილი. მაგრამ, ხელოვნებაში ყველაფერი მოძრაობს და უწყვეტად
გრძელდება უსასრულო მხატვრული იმპროვიზაციებით. ხოლო “ჯოკონდას” შემოქმედებითი
დონე როდის გადადგამს სიახლის ნაბიჯებს ეს მხოლოდ დრომ იცის და უფალმა. ლეონარდო და
ვინჩის ამ სურათს შექმნისას სამყაროს უმტკიცესი ზეკანონიკური დისციპლინა მართავდა,
ღმერთის უშუალო ჩარევით. სურათი “ჯოკონდა” მთლიანი ვარსკვლავეთის უდიდესი
კოსმიური ნიჭია და მხოლოდ ღვთიური შესაძლებლობის განუსაზღვრელობაა. “ჯოკონდა”,
სევდისმომგვრელად, ჩვენგან დამოუკიდებელია, უფალივით შორეულია და საკვირველად
ყველასთან უახლოესიც. ესე იგი, “ჯოკონდას”, სრული ვინაობა და არსებობა, მაინც განზე
მდგომი უცნაური მარტოობაა თავისი თვალუწვდენელი სიმაღლიდან გამომდინარე. “ჯოკონდა”
მთლიანი სამყაროს სრული საკუთრებაა და მისი კოსმიური საგანძურია, რომელიც
განუსაზღვრელი დროით მობარებულია ბოროტებით სავსე პლანეტაზე. მილიონობით წლის
წინათ პირველყოფილმა ადამიანმა თავისი ველური განვითარება ფარული ღიმილით დაიწყო.
განვლო ისევ დიდმა დრომ და, მღვიმეების ხმას მიმსგავსებული უცხო ბგერები წარმოთქვა;
შემდეგ სტიქიური მოვლენის მიმანიშნებელი სიტყვები, მერე ურთიერთობის დამაკავშირებელი
ყრუ ხმოვანი გადაძახილები – შიშის, სიხარულისა და ფიზიკური ტკივილებიდან გამომდინარე.
სულიერი ღელვა ადამიანებისთვის ძალიან შორეული და უცნობი იყო, თუმცა ფარულად ის
ფორმაც არსებობდა მათში…

ღიმილი? მრავალსახოვანია: კეთილი ღიმილი, ორაზროვანი, მძაფრი, უცნაურად შორეული და


მეტყველი, შინაგანად გამოუცნობი და შიშისმომგვრელი, ცინიკური, ღვთიური თვისებების
მქონე და არსებობს ადამიანის მკურნალი ღიმილიც.

“ჯოკონდას” ბრძნულსა და სამყაროსეულ ღიმილში კი ადამიანის უმთავრესი და უპირველესი


ღვთიური ნიშანია ჩაქსოვილი. მილიონობით წლის წინანდელმა ამ ფსიქოლოგიურმა ფორმამ,
საბოლოოდ “ჯოკონდამდე” სრული ფორმით მიაღწია და მარადიულობაში გაირინდა.

“ჯოკონდა”, ვერცერთ ცივილიზებულ, უმაღლეს ეშელონებში თუ კვარცხლბეკზე ადგილს ვერ


პოულობს და ვერ ეგუება, ეს იქნება ლუვრში, – პრადოს მუზეუმი, ვატიკანი თუ ერმიტაჟი.
“ჯოკონდა” თითქოსდა ჩვენი პლანეტის კოსმიური პატიმარია, თავისი პირველობით და
განმარტოებულობით. “ჯოკონდა”, არასოდეს მოკვდება და არც წაიშლება, რადგან ის სამყაროს
ნიჭის სიმბოლო და მისი სრული განზომილებაა, საერთოდ, ყოველი დროის შედევრის საზომი
და ციურ მწვერვალზე მდგომი ქმნილებაა. ყოველი სარწმუნოებრივი სიბრძნის მთლიანობის
სურათი “ჯოკონდასთანაა” თავმოყრილი, უფრო სამყაროს – ზეუფლის სულიერი და გონებრივი
მთლიანობაა.

ყველაზე განაპირა გალაქტიკიდან მისი მონათესავე ვარსკვლავი რომ ჩამობრძანდეს


“ჯოკონდასთან” ის უცილობლად კოსმიურად დაიჩოქებს მის წინაშე, ხოლო სამყაროს
სხვადასხვა მოცულობის და ფერის მზეები, მისი ხილვით აღტაცებულნი, გაკვირვებულნი და
კმაყოფილნი უმალ დაუბრუნდებიან თავიანთ საუფლოს და შორეული სივრციდან მათი მზერა
და მზრუნველი ყურადღება არ მოაკლდება “ჯოკონდას”.

“ჯოკონდა” ადამიანთა მოდგმის შესაძლებლობის სულიერი და გონებრივი შემოქმედებითი


ანგარიშია სამყაროს წინაშე და მხოლოდ ისაა უდიდესი ხატთაგანი უფლისა და სრულყოფილი
სახე ადამიანისა. ამ შემთხვევაში “ჯოკონდა” მხოლოდ უფლისმიერი ხედვა, დანახვა და
აზროვნებაა; ლეონარდო და ვინჩი კი როგორც მხატვარი, მორჩილი შეგირდი და პატიოსანი
შემსრულებელია სამყაროს პატრონისა.

რატომ მოაკვდინა ფიზიკურად ყოველი დროის უდიდესი მაესტრო ზე ძალამ?


რატომ?!.

თუ “ჯოკონდას” შექმნით მის ავტორს მაღალმა ღმერთმა უკვდავება უბოძა? როგორც


მოგახსენეთ, “ჯოკონდა” უსასრულობის სახეა ადამიანის ნიჭისა. ასევე ის, უცხო, ჩაუწვდომელი,
ურთულესი გამოცანაა და მაინც, მზესავით, მთვარესავით და მოხეტიალე ვარსკვლავებივით
ახლობელი და მშობლიურია ყოველი ადამიანისათვის.

“ჯოკონდაში” ბიბლიური უნაკლო ქადაგებაა ოთხივე წმიდა სახარებისა და კაცობრიობის


ნებისმიერი სარწმუნოების მთავარი და დადებით აზროვნებათა ფორმაა წარმოდგენილი, რათა
ის სრულყოფილი შემოქმედების კოსმიური ბეჭედ-სახეა…

ძველბერძნული ანტიკური ხელოვნება, ფილოსოფია და მეცნიერება, კაცობრიობის ერთ-ერთი


ცივილიზაციის, კერძოდ, ხელოვნების ისტორიის უკიდეგანო ოკეანეში უმშვენიერეს კუნძულად
აღმოცენდა და მისი სრული აყვავებისა თუ აღზევების პერიოდში, დრომ და ადამიანის
საშინელმა, ბოროტმა ძალამ დაანგრია, დაამსხვრია, უთვალავი შედევრი, გაანადგურა და ერთ-
ერთი უძლიერესი ცივილიზაციის ზესვლა გაყინა ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს,
რაფაელის და სხვათა მოსვლამდე. სამწუხაროდ, მათ შემდეგ პლანეტაზე ისევ დიდი პაუზა და
კოსმიური გონების გამყინვარებაა. დროთა სვლას თავისი სიახლეები მოაქვს და პლანეტაზე
გონებრივი, სულიერი და ნიჭის გამოღვიძება მერამდენედ განახლდა: ამ ნათელ დროს,
კაცობრიობას მოევლინა მუსიკის სფეროში ბეთჰოვენი, მოცარტი, ბახი, ვერდი, პუჩინი, ბიზე,
ჩაიკოვსკი, შოპენი და მრავალი სხვა, მაშინვე იფეთქა ახალი მიმდევრობის პოეზიამ, პროზამ,
მეცნიერებამ და თეატრალურმა ხელოვნებამ. მათმა გამოცხადებამ სრულიად ახალი
ცივილიზაცია მოიტანა ხელოვნების ყველა სფეროში. ეჭვსგარეშეა, ამ უდიდეს შემოქმედებით
კოსმიურ მანქანას უცნაურად მართავდა ყოველი დროის ტიტანი საოცრება, ანტიკური
ქანდაკების მედროშის, ფიდიასისეული შინაგანი და მარად მოუსვენარი სულის დინამიკა.
შემდეგ ამას მოჰყვა გარდუვალი მცირე შესვენება ხელოვნების საყოველთაო განვითარებაში.
განვლო ნიჭის მოდუნების დრომ და კაცობრიობას ახალმა, გენიით გაჯერებულმა ნიავმა ისევ
გადაუქროლა და მხოლოდ პარიზში ჩამოასახლა იმპრესიონისტების და პოსტიმპრესიონისტების
ჯანსაღი პლეადა.

ოდითგანვე ასე ყოფილა დაკანონებული, სამყაროს ცისფერ გამჭვირვალე წიგნში – დაზგური


ფერწერისა და ქანდაკების მეშვეობით იწყება ხელოვნებაში ნოვატორული ფორმების აღმოჩენა.
განა ასე არ დაიწყეს ჩვენმა პირქუშმა და უმეტყველო შორეულმა წინაპრებმა ბუნების
მოვლენების და ცხოველების გამოსახვა გამოქვაბულის კედლებზე, ველური კერიის ცეცხლზე
გამომწვარი თიხის ფხვნილისაგან შემზადებული უკვდავი ფერების მეშვეობით?!.

მოგვიანევბით ფერწერული სიახლეები მოიტანეს სეზანმა, ვან გოგმა, გოგენმა, რენუარმა მანემ,
დეგამ, მონემ და სხვა მრავალმა. მათ გვერდით ხელოვნების დიდ სივრცეში მოგვევლინნენ
უდიდესი მოქანდაკეები როდენი, დესარო, მაიოლი, ბურდელი, მური, ცატკინი. უფრო და უფრო
გაირღვა კოსმიური სივრცე და აბობოქრდნენ პიკასო, კანდინსკი, მალევიჩი, შაგალი, მირო,
სალვადორ დალი, ჟორჟ რუო, სუტინი, დერენი, ლარიონოვი, მოდილიანი, ფიროსმანაშვილი,
სარიანი, დიუფი და მრავალი სხვა. ხელოვნების სიახლეთა ბოლო პერიოდი პიკასოს უსაშველო
ქარბორბალათი დასრულდა: მიწყნარდა კოსმიური ღელვა და სულიერი ბობოქრობა. ამჟამად
მათ უმდიდრეს გალერეებში აღზრდილი ინდივიდი მხატვრები აქა-იქ მეტეორებივით თუ
გაიელვებენ ხელოვნების ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე…

სამყაროს და დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების ნიჭის განვითარება და წინსვლა თავის


ღვთიურ მისიას აგრძელებს და ის უსასრულოა…

უმკაცრესი კანონებიდან გამომდინარე, ჩვენი და მომავალი თაობები ათეული წლების


განმავლობაში ვერ იხილავენ ალბათ ახალ ძვრებს და დიდ შემოქმედებით მოვლენებს
ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, უდიდეს ნიჭთა დაქუხებას, რომელიც ზეძალებისაგან იქნება
მომწიფებული. უთუოდ ისევ და ისევ კოსმიური კანონიკური მოძრაობა მოამზადებს სრულიად
ახალ ცივილიზაციას. სამწუხაროდ, სატანას თილისმამ თუ არ მოსპო ყველაფერი,მასაც ხომ
არსებობის მარადიული ჯურღმულეთი გააჩნია, მაგრამ გენიალური რუსთაველისა არ იყოს,
“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”. ესეც ხომ სამყაროს რაობის უცვლელი და
მარადიული კანონია…

მილიონობით წლის წინ, სტიქიის გავლენით პირქუშმა ადამიანმა, მზისაგან შეიძინა და ისწავლა
სიკეთე და ღიმილი. ნებისმიერი სარწმუნოების პირველმა სახემაც მზისაგან მიიღო მთავარი
სულიერი საზრდო. ესე იგი, კაშკაშა მზიანმა გარემომ გააღიმა და ასე გაჩნდა ადამიანის პირველი
ღიმილი. (ზოგიერთ ცხოველსაც გააჩნია ერთსახოვანი ღიმილის საწყისი ფორმა და იქვე
შეჩერებულია ყოველგვარი განვითარების გარეშე სამუდამოდ). როგორც მოგახსენეთ,
“ჯოკონდაში”, ადამიანის პირველშობილი ღიმილის უცნაური სახეცაა აღბეჭდილი. ამ
ზექმნილება ნაწარმოებში, მარადიულობისსიღრმეებიდან მომდინარე, მომავლის უსასრულო
სახეა. აწმყო აქ, ოქროს ღერძია ყოველივესი.
დიდი მაესტროს მეშვეობით, ადამიანის უცნაურობებით სავსე ბუნების, სპირალურად
განვითარებისათვის დამახასიათებელი, ღრმა ფსიქოლოგიური და საღი ემოციით დამუხტული
სურათია შექმნილი. მათგან ძირითადს დავასახელებ: სევდა, ტერენტი გრანელისეული
მელანქოლია, სიხარული, დრამა, წუხილი, კოსმიური ზნე; კომედია, დროებითობის და
წარმავლობის შეგრძნების მწარე განცდა. სულიერი და ფიზიკური მრავალსახოვანი ტკივილი –
ყოველივე ეს ნათლადაა აღბეჭდილი “ჯოკონდას” ღიმილში და მაინც მწარედ, შორს გამჭოლად
გვეჩვენება ის. რათა ეს ღრმა ფსიქოლოგიური სურათი, თავად სამყაროს უსასრულო ღიმილის
ფორმაცაა. ამ შემთხვევაში მხატვარი, ადამიანებს ერთი მისხალითაც კი არ დასცინის და არც
ამცირებს. პორტრეტი, მრავალ კითხვებდასმული, უღიმის დროის საშინელ სამსჯავროს,
დამთრგუნველად უღიმის სატანისმიერ ტანჯვისმომგვრელ ქმედებას. იღიმება თავად ავტორის
ცხოვრებისეულ ჭირ-ვარამზე, რომელიც უთანასწოროა ბუნების მოვლენებთან და გაუთავებელი
ბრძოლაა ისედაც ხანმოკლე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. “ჯოკონდა” იღიმება მძიმე სტიქიურ
მოვლენებზე, ბოროტ ადამიანებზე, შესაძლოა სამყაროს შემქმნელ უზენაესზეც, მის გამოუცნობ
რაობაზე, ასევე კოსმიური საიდუმლოებებით მოცულ, უხილავსა და მძაფრ მოვლენებზე.

სიხარული და სიამოვნება ძალიან ცოტაა დედამიწაზე, უფრო ავადმყოფობა, მოურჩენელი ჭირი,


მტრობა, შური, ღალატი და ურთიერთშორის სიძულვილია გავრცელებული: სიკვდილის
უსარსულო თარეში და მრავალღმერთიანობის სიმძიმით შექმნილმა მწარე განცდამ, დარდმა,
ნაღველმა და შეურიგებლობამ (ნეტა ვის უნდა გადავაბრალოთ ეს ყოვლად შეუთავსებელი
უჭკუობა?). ლეონარდო და ვინჩს შეაქმნევინა კაცობრიობის ერთ-ერთი საიდუმლოებებით სავსე,
ფსიქოლოგიურად ურთულესი, ღიმილიანი პორტრეტი და ხელთუხლებელი ხატი “ჯოკონდა”.

ჩვენს პლანეტაზე, ადამიანის ჩამობრძანების ხნიდან, ვინ იცის მერამდენედ მწიფდებოდა და


ინგრეოდა, შორეული და უახლოესი ცივილიზაციები. ბოლო ცივილიზაციის ხელოვნების და
კულტურის მთავარმა ეპიცენტრმა ევროპის კონტინენტზე იჩინა თავი და ამ საკვირველი ბედის
წყალობით მზე-სურათი, ბედნიერ იტალიაში დაიბადა…

შეუდარებელი მაესტროს გონებიდან და უძლიერესი სულიდან ღვთიური შედევრის დაბადება,


წმინდა კოსმიური მოვლენაა, რომელიც ისრაელის მიწაზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ
უფლის შობას უტოლდება…

You might also like