Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

N 3833 3833-07-2-201810121423

12/10/2018

,,მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ მკვლევარს

ქალბატონ სალომე კვირიკაშვილს

ქალბატონო სალომე,

თქვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის (წერილი N 10.64) პასუხად გაცნობებთ,


რომ კულტურული, რელიგიური, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების
დაფინანსებისთვის გაწეულია შემდეგი ხარჯები:

-1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ანიმატორთა შოუსათვის,


რომელიც ჩატარდა ქ. ცაგერსა და სოფ. ორბელში, დაიხარჯა 1300 (ათას სამასი) ლარი.

თანხა ჩაერიცხა ინდ. მეწარმე ნათელა აბჟანდაძე-არსენიძეს.

-ფესტივალი ,,არტ-გენის“ დასავლეთ საქართველოს დასკვნითი ღონისძიებებისათვის


დაიხარჯა 16000(თექვსმეტი ათასი) ლარი. თანხა ჩაერიცხა ა(ა)იპი ,,არტ-გენს“.

-ქ. ამბროლაურში ფოლკლორულ ფესტივალ ,,ფუძეობაზე“ ცაგერის მუნიციპალიტეტის


ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენის ორგანიზებისათვის დაიხარჯა 1500(ათას
ხუთასი)

ჩაერიცხა ინდ. მეწარმე სოფო კოპალიანს.

-რელიგიური დღესასწაულებიდან თებერვალში მაქსიმობის დღესასწაულისათვის


დაიხარჯა 6000(ექვსი ათასი) ლარი. თანხა ჩაერიცხა ცაგერი-ლენტეხის ეპარქიას.

-მაქსიმობის დღესასწაულისათვის აგვისტოში დაიხარჯა 6000(ექვსი ათასი) ლარი. თანხა


ჩაერიცხა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას.

-ახალგაზრდული ღონისძიებების კუთხით მოეწყო შეხვედრა ცაგერისა და ლენტეხის


მიტროპოლიტ სტეფანესთან. ორგანიზებისთვის დაიხარჯა 100(ასი) ლარი.

-9 აპრილის ღონისძიების მოწყობისათვის-100(ასი) ლარი(გვირგვინი, ყვავილები,


სანთლები).
-ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიების მოწყობისათვის-100(ასი)
ლარი(გვირგვინის, ყვავილების, სანთლების შესაძენად).

-2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ზურაბ ეფაძის საფლავისადმი პატივის მიგება-
100(ასი) ლარი.(გვირგვინი, ყვავილები, სანთლები).

-ახალგაზრდობისადმი სხვადასხვა პროექტში ხელშეწყობის პროგრამა(ლიდერთა


ზამთრის სკოლა, არაფორმალური განათლება, კურსები ეკონომიკაში, ეკოლოგიაში,
იურისპრუდენციაში)-ურეკში ტრანსპორტირებისათვის 400(ოთხასი) ლარი ჩაერიცხა
ინდ. მეწარმე გოჩა ხმელიძეს.

-საქართველოს 2017-2018 წლის ჩემპიონის ფრენბურთში, ცაგერის ფრენბურთელთა


გუნდის საზეიმო ღონისძიებისათვის დაიხარჯა 1000(ათასი) ლარი.

-სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ შეჯიბრებებში გუნდების


მივლინებისათვის და სპორტული ფორმების შეძენისათვის დაიხარჯა 832(რვაას
ოცდათორმეტი) ლარი.

-კალენდარული გეგმის მიხედვით მინი-ფეხბურთელთა ტურნირებზე ქ. ცაგერსა და სოფ.


ორბელში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდების ფულადი პრიზებისათვის
დაიხარჯა 500(ხუთასი) ლარი. თანხა ჩაერიცხა ალპანის, საირმის, ცაგერის ,,ხვამლის“ და
ქვედა ცაგერის გუნდებს.

-სამოყვარულო ფეხბურთში მუნიციპალიტეტის გუნდის რეგიონალურ შეჯიბრებებზე


მონაწილეობისათვის ტრანსპორტირებაზე დაიხარჯა 520(ხუთას ოცი) ლარი. თანხა
ჩაერიცხა ინდ. მეწარმე ,,ალექსანდრე ფუტკარაძეს“.

-მთლიანად აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსებისათვის დახარჯულმა თანხამ


შეადგინა 34452(ოცდათოთხმეტი ათას ოთხას ორმოცდათორმეტი) ლარი.

ავთანდილ უგრეხელიძე

მუნიციპალიტეტის მერი
.

You might also like