II ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 32

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური


ანგარიში
( 29 ოქტომბერი - 19 ნოემბერი )

21 ნოემბერი, 2018

ამ დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მეშვეობით. ანგარიშში
გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ
მთავრობის ან NED-ის შეხედულებებს.
სარჩევი

I. შესავალი.............................................................................................................................................................. 2
II. ძირითადი მიგნებები ...................................................................................................................................... 2
III. რეკომენდაციები ............................................................................................................................................... 4
IV. ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით .................................................. 5
V. მუქარა საპრეზიდენტო კანდიდატისადმი .............................................................................................. 7
VI. პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარა .......................................................... 8
VII. სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება ...................................... 17
VIII. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა .................................................................................................... 18
IX. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება .......................................................................................... 22
X. წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებისთვის ხელის შეშლა ............................................. 25
XI. სააგიტაციო მასალების დაზიანება ......................................................................................................... 26
XII. ახალი პოლიტიკური საზოგადოებრივი მოძრაობები ..................................................................... 27
XIII. საარჩევნო ადმინისტრაცია ........................................................................................................................ 29
XIV. დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ........................................................................... 30
XV. სადამკვირვებლო მისია და მეთოდოლოგია ..................................................................................... 31

1
I. შესავალი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2018 წლის


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას არჩევნების
პირველი ტურის გამართვის მომდევნო დღიდან ახორციელებს. 29 ოქტომბრიდან მონიტორინგში
ჩართულია ორგანიზაციის 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა
(USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით. მეორე ტურის
წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში მოიცავს 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის
ჩათვლით პერიოდს.

II. ძირითადი მიგნებები


მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო პირველ ტურთან შედარებით კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით
და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება. პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში გაზრდილია
აგრესიული რიტორიკა. პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების
მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები ოპოზიციური კანდიდატის
გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ.
მოგვიანებით, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემცველი გზავნილების მიღების შესახებ განაცხადა
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმმა კანდიდატმა. პირველ და მეორე ტურებს
შორის მედია მკვეთრად პოლარიზებულია. მეორე ტურის დასაწყისში ტელეკომპანია იმედმა „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ „საგანგებო რეჟიმში“ გადასვლის
შესახებ გააკეთა განცხადება 1, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მკვეთრად გამოხატავს ოპოზიციური
კანდიდატის მხარდაჭერას.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ზეწოლა/მუქარის 40;


საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის 1; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით
გათავისუფლების 3; ფიზიკური დაპირისპირების 5; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 13;
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 14; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 2;
სააგიტაციო მასალების დაზიანების 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა.

საანგარიშო პერიოდში ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ზეწოლისა და მუქარის ფაქტებმა.


ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ზეწოლა
ხორციელდება როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე,
ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე.
ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის
ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატიურ შეხვედრებს მართავენ მუნიციპალიტეტის საჯარო
მოხელეებთან და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებთან რა დროსაც ისინი თანამშრომლებისგან სალომე
ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სამსახურიდან
გათავისუფლების მუქარას. საგულისხმოა, რომ ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები, რომლებიც ზეწოლა-
მუქარის ფაქტების შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს მიმართავენ, ითხოვენ
ანონიმურობის დაცვას, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის ან სხვა სახის ანგარიშსწორების.

1 ტელეკომპანია „იმედი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, პირველი არხი, 30 ოქტომბერი 2018, https://bit.ly/2Fz9Tmm
2
ანგარიშში მოყვანილი ფაქტები, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებსა თუ რიგით მოქალაქეებზე
განხორციელებული ზეწოლა-მუქარის გარდა შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების
ნიშნებსაც, ვინაიდან უმრავლეს შემთხვევაში ზეწოლა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან
თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით ხორციელდება

მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები, რომელსაც პირველ


ტურში ადგილი არ ჰქონია. 4 შემთხვევაში ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ოპოზიციური
პარტიების აქტივისტებზე და მათ მხარდამჭერებზე, ხოლო ერთ შემთხვევაში, პირს ფიზიკურად გრიგოლ
ვაშაძისთვის ხმის არმიცემის გამო დაუპირისპირდნენ.

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან


გათავისუფლების ფაქტები, რასაც პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას ადგილი არ ჰქონია.

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბის ამომრჩევლის მოსყიდვის სახე აქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას 600,000
მოქალაქისთვის ჯამში მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების განულების
შესახებ. აღნიშნული პროგრამის გარდა, ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, სხვადასხვა
მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ გარკვეული
თანხების შეთავაზების ფაქტები.

მასშტაბური სახე მიიღო საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან


სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაპირებებმა. საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა დაანონსეს ახალი პროექტები, რომლებიც მიზნად
კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს. ახალი
ინიციატივების დაანონსების მასშტაბი და დრო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს პროექტები არჩევნების
პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება და მათი მიზანი არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის
მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა. ამდენად, ეს
ინიციატივები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნებს შეიცავს.

წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის


შეშლის ცალკეული ფაქტები როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის კამპანიის
მიმდინარეობისას. სალომე ზურაბიშვილს ხელის შეშლასთან ერთად შეურაცყოფაც მიაყენეს.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას გააქტიურდა 5


საზოგადოებრივი მოძრაობა რომელთა მიზანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო
კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს. აღნიშნული
მოძრაობები დაკავებული არიან სხვადასხვა ღონისძიებებისა და საგიტაციო აქიტოვების ორგანიზებით,
რაც აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულობის განხორციელება სალომე
ზურაბიშვილის სასარგებლოდ. მოძრაობის წევრებს გააჩნიათ გაცხადებული საარჩევნო მიზნები,
კერძოდ, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის განზრახვა და პოლიტიკური რეალობის
შენარჩუნებისაკენ მისწრაფება, რისთვისაც იყენებენ შესაბამის ფინანსურ რესურსებს და გასწევენ
მომსახურებას. მათი ქმედებები გამოიხატება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი
დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ღია მხარდაჭერაში და „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებაში. „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის თანახმად, ფინანსური გამჭვირვალობის
ვალდებულება ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და
რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.

3
III. რეკომენდაციები
ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირებს
• საჯაროდ გაემიჯნონ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და ამომრჩევლის
სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს; მოუწოდონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და
აქტივისტებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ყველა
მცდელობა.
• საარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ ახალი მასშტაბური ინიციატივების, სოციალური და
ინფრასტრუქტურული პროექტების დაანონსებისგან. დაიცვან ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის
მოთხოვნები და მკაფიოდ გამიჯნონ სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის საარჩევნო
აქტივობები.

სამართალდამცავ ორგანოებს
• შეისწავლონ, გამოიძიონ და სათანადო სამართლებრივი რეაგირება იქონიონ სავარაუდოდ
პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე.
• დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ პირველ და მეორე ტურებს შორის
პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატზე
განხორციელებული მუქარის ფაქტი და საზოგადოებას გააცნონ გამოძიების შედეგები.

პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს


• საარჩევნო კამპანიაში არ დაუშვან სიძულვილის ენის გამოყენება, აგრესიული რიტორიკა და
მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს.
• თავი შეიკავონ ოპონენტი პარტიების/კანდიდატების საჯარო შეხვედრებზე საკუთარი
მხარდამჭერების მობილიზებისა და დასწრებისგან; დაძაბულობისა და ფიზიკური
დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვან საკუთარი მხარდამჭერების მიერ სხვა
საარჩევნო სუბიექტების შეხვედრებისა და კამპანიური აქტივობებისთვის ხელშეშლა.
• აღკვეთონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარი ფორმები, რომელიც წარმოქმნის
ამომრჩევლის მოსყიდვის რისკებს.
• მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს არ დააზიანონ კონკურენტების სააგიტაციო მასალები.
• არჩევნების დღეს უბნებზე თავი შეიკავონ კოორდინატორთა მობილიზებისა და ამომრჩევლებზე
ზეწოლისგან.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს


• აღკვეთონ ზეწოლისა და იძულების პრაქტიკა საჯარო სამსახურში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული
პირებისთვის.
• დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი - არ დაუშვან სამსახურეობრივად დაქვემდებარებული
პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვა და მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო თუ
ადამიანური რესურსების გამოყენება პარტიული ინტერესების გასატარებლად.
• არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციის გაწევა სამუშაო საათებში.
• უზრუნველყონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული
მოხელეებისათვის საარჩევნო პერიოდში მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ
ინფორმაციის მიწოდება.

4
IV. ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით

ახალქალაქი

30 ოქტომბერს ახალქალაქის მაჟორიტარის ენზელ მკოიანის ნათესავები და მისი მხარდამჭერები თავს


დაესხნენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებს, თავდასხმის შედეგად გაერთიანებული
ოპოზიციის 4 წევრი სხვადასხვა დაზიანებით ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ენზელ მკოიანის შვილი,


ძმა და ძმისშვილები 30-მდე ადამიანთან ერთად შევარდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში და
ცემეს მელიქ რაისიანი, მისი შვილი - აშოტ რაისიანი და გაერთიანებული ოპოზიციის სამი სხვა წევრი.
აშოტ რაისიანის თქმით, მას ურტყეს თოფის კონდახი, მისივე თქმით, მკოიანის ხალხი შეიარაღებული
იყო ხელკეტებითა და ჯოხებით. გაერთიანებული ოპოზიციის წევრების ინფორმაციით ენზელ მკოიანი
ავტომანქანიდან არ გადმოსულა. ის თავის შვილთან და „ქართული ოცნების“ წევრებთან, შვილის
მეგობრებთან ერთად სოფელი ხოსპიოს გზაზე დახვდა ენმ-ის წევრს, მიხეილ აღაბაბიანს, რომელსაც
ფიზიკურად გაუსწორდნენ. აშოტ რაისიანის ინფორმაციით ადგილზე იმყოფებოდა ენზელ მკოიანის ძმა,
მარტუნ მკოიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.

მარტუნ მკოიანმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ რეალურად კონფლიქტი


დაიწყო შუაღამეს 02:30 საათზე, როდესაც მელიქ რაისიანის უმცროსი შვილი მიხეილ აღაბაბიანთან და
სხვა მეგობრებთან ერთად ენზელ მკოიანის ბენზინ-გასამართ სადგურზე შევარდა, დაიწყო ჩხუბი და
ჩამოგლიჯეს სალომე ზურაბიშვილის პლაკატები. ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლების
ინფორმაციით, რაისიანის შვილი იმუქრებოდა, რომ თუ 2 დეკემბერს „5“ ნომერს არ შემოხაზავდნენ,
ბენზინგასამართ სადგურებს ააფეთქებდა. მარტუნ მკოიანის ინფორმაციით ამ ინციდენტის ამსახველი
ვიდეო კადრები არსებობს და ის მიაწვდის დაინტერესებულ პირებს.

მარტუნ მკოიანის თქმით, ისინი არ აპირებდნენ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან ფიზიკურ


დაპირისპირებას და უარყოფს იარაღის და ხელკეტის ქონას.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 239-ე მუხლის II, III ნაწილით, რომელიც გულისხმობს ხულიგნობას
ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.

ახალქალაქი

7 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტი, რემო პოღოსიანი გადაიყვანეს ახალქალაქის


რაიონულ საავადმყოფოში. მას თავზე 2 ჭრილობა ჰქონდა. გაერთიანებული ოპოზიციის ახალქალაქის
შტაბის უფროსმა, აშოტ რაისიანმა განაცხადა, რომ აქტივისტი რემო პოღოსიანი პოლიტიკური ნიშნით
ცემეს, თუმცა თავად პოღოსიანმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ არავის
უცემია, ოჯახში საშემოდგომო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც დაეცა და დაშავდა.

აშოტ რაისიანი აცხადებს, რომ რემო პოღოსიანმა ინციდენტიდან 5 წუთში დაურეკა და უთხრა, რომ
სოფლის გზაზე დახვდა რამდენიმე პირი და თავში ხელკეტი ჩაარტყეს, თან ეკითხებოდნენ იყო თუ არა
„5 ნომრიდან“ და მანაც დაუდასტურა. აშოტ რაისიანის ინფორმაციით პოღოსიანმა 20 წუთში გადათქვა
თავდაპირველად მიწოდებული ინფორმაცია და თქვა, რომ სახლში დაეცა და დაზიანდა. რაისიანი
აცხადებს, რომ რემო პოღოსიანი სავარაუდოდ დააშინეს.

განსხვავებულ ვერსიას ასახელებს „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ნაირი ირიციანი, რომლის
ინფორმაციითაც, ახალქალაქში ტარდება რაიონული ჩემპიონატი ფეხბურთში და ერთ-ერთი თამაშის
5
დასრულებიდან 5 წუთში მოხდა შელაპარაკება, თუმცა არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება მხარეებს
შორის არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ რემო პოღოსიანი 2 ოქტომბერს ახალქალაქში დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე


ზურაბიშვილის ვიზიტის დღეს კანდიდატის საწინააღმდეგო გამოსვლაში იღებდა მონაწილეობას. ის
ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტი ყოფილიყო. პოღოსიანი ასევე
„რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S“-ის რესპონდენტიც იყო და ტელეკომპანიასთან საუბრობდა დეპუტატ
ენზელ მკოიანის კლანის და კორუფციული სისტემის შესახებ ახალქალაქში.

რემო პოღოსიანის დაზიანებებზე ახალქალაქს რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი ალექსანდრე


თოროიანი ამბობს, რომ დაზიანებები დაცემის შედეგადაა მიღებული.

კასპი

29 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით 2 კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურში, გრიგოლ ვაშაძის


მხარდამჭერი - ალიოშა გულიოღლი თანასოფლელებმა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა - გულო
ბაირამოვმა და გურაზა ბაირამოვმა სცემეს. ნაცემი ალიოშა გულიოღლი, კასპში მედალფას კლინიკაში
გადაიყვანეს. დაზარალებულს მედიკოსებმა, თავის ტრავმა (ტვინის შერყევა) დაუდგინეს.

თავდაპირველად კონფლიქტი გულო ბაირამოვსა და ალიოშა გულიოღლის შორის არჩევნების დღეს, 28


ოქტომბერს დაიწყო. სოფელ ხიდისყურის ცენტრში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გულო
ბაირამოვმა, თანასოფლელებთან ერთად ალიოშა გულიოღლის როგორც გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერს
შეაგინეს.

28 ოქტომბერს თანასოფლელებს შორის დაწყებული სიტყვიერი კონფლიქტი 29 ოქტომბერს სოფელ


ხიდისყურის ცენტრში გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გულო ბაირამოვს მისი
შვილიშვილი გურაზა ბაირამოვი გამოესარჩლა, ორივე ერთად კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ ალიოშა
გულიოღლის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

სიღნაღი

6 ნოემბრის ღამის საათებში, სოფელ ბოდბეში „ევროპული საქართველოს“ აქტივისტს, ბესიკ


ლაზარიაშვილს თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი. პარტიის ინფორმაციით, უცნობი პირები
ლაზარიაშვილს სიტყვიერ შეურაცყოფასაც აყენებდნენ და მოითხოვდნენ მეორე ტურისთვის
პოლიტიკური აქტივობა შეეწყვიტა.

თავად ბესიკ ლაზარიაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისგან და


დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისგან თავს იკავებს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

2 ხიდისყურში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერს სცემეს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, 29 ოქტომბერი 2018,
https://bit.ly/2OVAx8B
6
გურჯაანი

13 ნოემბერს, ადილობრივი მედიასაშუალება „სპექტრის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია 3, რომ სოფელ


ვეჯინში მცხოვრებმა გულნაზი ცანკაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა მასზე
განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტის გამო. გულნაზი ცანკაშვილის განცხადებით მასზე
ფიზიკური ძალადობა განახორციელეს შვილმა და რძალმა, იმ მიზეზით, რომ მან 28 ოქტომბერს ხმა
სალომე ზურაბიშვილს მისცა. გულნაზი ცანკაშვილის თქმით მისმა რძალმა ნათია ყარაულაშვილმა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილისგან აიღო გარკვეული
თანხა ხმების სანაცვლოდ და როდესაც გაიგო რომ გულნაზი ცანკაშვილმა ხმა გრიგოლ ვაშაძეს არ მისცა
სცემა მას და უკბინა.

ენმ-ის კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი უარყოფს ფულის გადაცემის ფაქტს და აცხადებს, რომ
ფაქტი პროვოცირებულია გურჯაანის საკრებულოში სოფელ ვეჯინის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ
მუხულიშვილის მიერ. ბრალდებას ასევე უარყოფს გულნაზი ცანკაშვილის რძალი, ნათია ყარაულაშვილი
და შვილი, დავით ცანკაშვილი. ამ ინციდენტში რაიმე ფორმით მონაწილეობას უარყოფს ზურაბ
მუხულიშვილიც.

აღსანიშნავია, რომ ოჯახური დაპირისპირება გულნაზი ცანკაშვილს, მის შვილსა და რძალს შორის
მრავალი წელია მიმდინარეობს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლით.

V. მუქარა საპრეზიდენტო კანდიდატისადმი

12 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის


კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ
განხორციელებული მუქარის შესახებ. კონკრეტულად, იგი საუბრობდა 9, 10 და 11 ნოემბერს მისი და
მისი შვილებისთვის გაგზავნილ მოკლე ტექტურ და ხმოვან შეტყობინებებზე, რომელშიც მათ
სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

კანდიდატის განცხადებით, მუქარა რეალური იყო ვინაიდან, მისი თქმით, მუქარის ავტორები
იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც ყოფილი სამხედროები, რომლებიც, საკუთარი სტატუსებიდან
გამომდინარე, დაკავშირებულნი არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.

აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით 4.

3 ოჯახური ძალადობა ვეჯინში, სპექტრი, 13 ნოემბერი 2018, https://bit.ly/2Q68oQO


4 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, 12 ნოემბერი 2018, https://bit.ly/2DA1mgs
7
VI. პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარა
მარნეული
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა ნოვრუზ მეხტიევმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე
გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 12 ნოემბერს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა მისი ძმა ქუჩაში
გააჩერა და უთხრა, რომ „ძალიან წინ მიდიოდნენ“. პოლიციელმა ჯიბიდან ამოიღო მეხტიევის ოჯახის
წევრების სია პირადი მონაცემებით და უთხრა, რომ ამ სიაში მითითებული ერთ-ერთი პიროვნების მეორე
ტურამდე დაკავებას ავალებენ.

13 ნოემბერს ერთ-ერთ ჩინოვნიკი მივიდა მეხტიევის ძმასთან და შესთავაზა, რომ მოუგვარდებოდათ


პრობლემები, რომელსიც სოფლის მეჩეთს აქვს თუ „48 ნომერთან ითანამშრომლებდნენ“.

14 ნოემბერს სხვა ჩინოვნიკი მივიდა მეხტიევის მამასთან და უთხრა, რომ ან „48 ნომრის“ აგიტატორად
უნდა იმუშაონ ან არცერთ პარტიასთან არ უნდა ითანამშრომლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ
კუთვნილ მაღაზიას და ჩაიხანას შემოსავლების სამინისტრო დააჯარიმებს ან დაკეტავს. მეტი
დამაჯერებლობისთვის მეხტიევის მამას უთხრეს, რომ შემოსავლების სამსახური იმ დღესაც აპირებდა
მისვლას, თუმცა ჯერ „დალაპარაკება“ შესთავაზეს.

ახალქალაქი
18 ნოემბერს, ახალქალაქის ცენტრში გაიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მინისტრებისა და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების აქცია-შეხვედრა მოსახლეობასთან სალომე
ზურაბიშვილის მხარდასაჭერად.

17 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის მიერ ახალქალაქის პედაგოგებთან საუბრისას


გამოიკვეთა რომ სკოლის დირექტორებმა გააკეთეს წინასწარ სიები და იმ პედაგოგებს მოაწერინეს ხელი,
ვინც დაესწრებოდა 18 ნოემბერს შეხვედრას, ხოლო თუ არ დაესწრებოდნენ, შეექმნებოდათ პრობლემები
სამსახურში. გარდა ამისა, ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსმა თერეზა ჩივჩიანმა დირექტორებს
მისცა დავალება, რომ ფოტო გადაეღოთ ამ შეხვედრაზე.

თერეზა ჩივჩიანმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას დავალების გაცემა უარყო


და განაცხადა, რომ შეხვედრა იმართება არასამუშაო დღეს და მას არ აქვს უფლება სკოლების
თანამშრომლებს რამე დაავალდებულოს და თან დასძინა რომ, იშვიათად ტარდება ახალქალაქში
კონცერტი და მოსახლეობა სიხარულით მივა ამ კონცერტზე.

აბაშა
12 ნოემბერს, აბაშაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია,
რომლის ხელმძღვანელობით მერიის თანამშრომლებს დაავალეს კარდაკარ პრინციპით შეხვედროდნენ
მოსახლეობას და მკაცრად მოეწოდებინათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ. იმავე დღეს საჯარო
მოხელეებმა კარდარ შეხვედრები ამომრჩეველთან მართლაც გამართეს.

ორმა საჯარო მოხელემ ზეწოლისა და გაცემული დავალების შესახებ „სამართლიანი არჩევნების“


დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია თუმცა სახელისა და გვარის გასაჯაროვებას არ თანხმდებიან,
რადგან შიშობენ, რომ ამ შემთხვევაში სამსახურს დაკარგავენ.

8
ზუგდიდი
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისთვის ერთ-ერთი პედაგოგის მიერ მიწოდებული
ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მასწავლებლებს მერის
წარმომადგენლისგან, მერაბ თორდიასგან მიღებული აქვთ დავალება, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო
უბანზე მისვლისა და ხმის მიცემის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაკეთებული
არჩევანის გასწვრივ ბიულეტენში უნდა მიაწერონ თავისი გვარის პირველი ასო

ხაშური
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულმა
პირებმა აცნობეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ხაშურის მონაკვეთზე მუშაობენ სამსახურიდან
გაგდებით ემუქრებიან თუ ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას სალომე ზურაბიშვილს
არ მისცემენ. დამკვირვებლისთვის ასევე ცნობილია რომ თანამშრომლებს 23 ნოემბერს გიორგობის
დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიის სახით 300-300 ლარს დაპირდნენ. პრემია აღნიშნულ
დღესასწაულთან დაკავშირებით მათ ბოლო რამდენიმე წელია არ მიუღიათ.

ბორჯომი
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ბორჯომში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში
დასაქმებულებს დავალებული აქვთ მეორე ტურში არჩევნებზე მისვლა და „ქართული ოცნების“ მიერ
მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ აგიტატორებს აქვთ ამომრჩეველთა ერთიანი სიები, მისამართების
მიხედვით, სადაც მითითებულია თუ ვინ იყო არჩევნების პირველ ტურზე და ვინ არა. აღნიშნულიდან
გამომდინარე, საჯარო მოხელეებზე გაიცემა მკაცრი დავალებები, რომ ოჯახის ყველა წევრი
საარჩევნო უბანზე მიიყვანონ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად.

ქუთაისი
30 ოქტომბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან
ზეწოლის გამო დაიხურა დამოუკიდებელი მედია-სააგენტო „იმერეთი ნიუსი“. სააგენტოს
დამფუძნებელი, კოტე ცირეკიძე, რომლის დედა ელეონორა არჩაია ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა, აცხადებს, რომ ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი
იობაშვილისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ მისი და მისი
ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული პირდაპირი და ირიბი მუქარის ფაქტების გამო იძულებული
გახდა დროებით შეაჩეროს „იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს“ ფუნქციონირება. 5

ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „იმერეთი ნიუსზე“


განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შესახებ ბრალდებებს საგანგებო ბრიფინგით უპასუხა. ვიცე–მერი
უარყოფს სააგენტოს მიმართ ზეწოლას და აცხადებს, რომ თუ სააგენტოს მფლობელი მტკიცებულებას
წარმოადგენს, იგი მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს. 6 მოგვიანებით, მედია-სააგენტოს დამფუძნებელმა
კოტე ცირეკიძემ ზეწოლის კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა. 7

5 რატომ დაიხურა „იმერეთი ნიუსი“, ქუთაისი პოსტი, 30 ოქტომბერი 2018, https://bit.ly/2Qgg2YZ


6 ვიცე-მერი „იმერეთი ნიუსის“ მიმართ შესაძლო ზეწოლაზე, ქუთაისი პოსტი, 30 ოქტომბერი 2018, https://bit.ly/2qXMalL
7 „იმერეთი ნიუსის“ მფლობელი ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს ასაჯაროვებს, ნიუპრესი, 30 ოქტომბერი 2018,

https://bit.ly/2A5r8FT
9
ხულო
29 ოქტომბერს, ხულოს #12 და #7 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა საოლქო საარჩევნო
კომისიას გათავისუფლების თხოვნით მიმართეს. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი
დამკვირვებლის ინფორმაციით #7 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს, რომელიც
ამავდროულად პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შტაბსაც წარმოადგენს,
კოორდინატორის პოზიციაზე დასაქმებული ყავს ადგილობრივი კადრი - ედნარ ბოლქვაძე. 28
ოქტომბერს უბნის შედეგების შეჯამების შემდეგ ედნარ ბოლქვაძე შტაბში დაიბარეს და უსაყვედურეს
სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ უბანზე არასაკმარისი რაოდენობის ხმების გამო. ედნარ
ბოლქვაძემ დაბალი მხარდაჭერა კომისიის თავმჯდომარეს თენგიზ მეხეშიძეს დააბრალა.
დამკვირვებლის ინფორმაციით, 29 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ შტაბში ორივე მათგანი დაიბარეს და
უსაყვედურეს. #7 საუბნო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ მეხეშიძე აცხადებს, რომ დაიღალა და აღარ
სურს ამ სფეროში მუშაობა. მან დაუდასტურა „სამართლიან არჩევნებს“, რომ ოლქს მიმართა დაკავებული
პოზიციიდან გათავისუფლების მიზნით.

მარნეული
მარნეულის „ქართული ოცნების“ თანამშრომლებისა და აქტივისტების მიერ, „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ აქტივისტებზე ხორციელდება ზეწოლა. კერძოდ სტუდენტებს ეუბნებიან, რომ თუ
აღნიშნული პარტიაში გაგრძელებენ აქტივობას, კომპანია „სოკარი“ მათი სწავლის საფასურს აღარ
გადაიხდის. აღნიშნული ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მარნეულში
მცხოვრებმა ორმა სტუდენტმა მიაწოდა.

საგარეჯო
6 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა, გარსევან ბუხნიკაშვილმა „სამართლიანი
არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ საგარეჯოს მერის წარმომადგენლებს და მერიის
სამსახურების უფროსებს უკვე დაწერილი აქვთ განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე,
კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე. მისი თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი წააგებს
საპრეზიდენტო არჩევნებს, ზემოთ ხსენებული პირები დატოვებენ დაკავებულ თანამდებობებს.

ახალციხე
14 ნოემბერს, „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხეში, ვალეს საბავშვო
ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებებზე მოაწერინეს
ხელი, ასევე, არჩევნებზე მისვლა და „48 ნომრის“ შემოხაზვა მოსთხოვეს. „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებელი დაუკავშირდა ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომელს ინფორმაციის გადასამოწმებლად.
მან აღნიშნული ფაქტი უარყო და თქვა რომ ამ საკითხზე ჟურნალისტთან არ უსაუბრია თუმცა
დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, დოკუმენტაცია ორგანიზაციულ
ცვლილებას ეხებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ბაღების გაეთიანება სახელს იცვლის აღნიშნული. ვალეს
ბაღის სხვა თანამშრომლებიც იმავეს ამბობენ და უარყოფენ ზეწოლის ფაქტს.

ქარელი
13 ნოემბერს ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასების გაზრდას დაპირდნენ
სანაცვლოდ კი უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარი უნდა დაუჭირონ. „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებლის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყველა თანამშრომელს პირადი ნომრები გამოართვეს და

10
ასვე მოსთხოვს ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც. ინფორმაცია
„სამართლიან არჩევნებს“ ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა დაუდასტურეს, თუმცა სამსახურის დაკარგვის
შიშით ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

ხაშური
ხაშურში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
მეხანძრე-მაშველებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ და საარჩევნო უბნიდან
სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის დამადასტურებელი ფოტო მასალის გამოტანას სთხოვენ.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან ერთ-ერთმა მეხანძრემ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.
ერთ-ერთ მეხანძრეს კი მმართველი პარტიის წარმომადგენელი შეპირდა შესაბამისი ტელეფონით
უზრუნველყოფას, რათა ფოტოს გადაღება შეძლოს.

ჩოხატაური
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს, ჩოხატაურის მერიის ერთ-ერთმა
თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია რომ მერიის ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებს ავალებენ,
რომ იმუშაონ კარდაკარ და მეორე ტურში დადონ მაქსიმალური შედეგი, რათა მათმა ნათესავებმა თუ
ოჯახის წევრებმა, რომლებმაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მხარი არ დაუჭირა
სალომე ზურაბიშვილს, ხმა მისცეს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, მათ შეექმნებათ პრობლემები.

გორი
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, საჯარო სამსახურებში ხელძღვანელები
თანამშრომლებს სთხოვენ ხალხში აწარმოონ კამპანია, რომ თუ არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებს სალომე
ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე ფორმით დაბრუნდება ხელისუფლებაში, ისინი
აუცილებლად მიმართავენ რევანშს და გარდაუვალი იქნება სამოქალაქო ომი. მოხელეებს კამპანიის
გაწევას სამუშაო საათებში არ ავალებენ, მაგრამ სთხოვენ ამ სახით გაავრცელონ ინფორმაცია ნაცნობებსა
და ახლობლებთან.

სიღნაღი
სიღნაღის სოფლების ტერიტორიულ ორგანოებში, იმართება პარტია „ქართული ოცნების“
წარმომადგენელთა შეხვედრები სკოლების დირექტორებთან, საბავშვო ბაღების და სოფლის
ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთმა სოფლის ბიბლიოთეკარმა „სამართლიანი
არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას დაურეკა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა და
უთხრა, რომ მისულიყო მერის წარმომადგენელთან და ის მისცემდა კონკრეტულ დავალებას თუ რა უნდა
გააკეთოს წინასაარჩევნოდ.

გურჯაანი
„გურჯაანის ნაყინის“ ქარხნის მეპატრონე გურამ ბერიკაშვილი, რომელიც მმართველი პარტიის მიერ
მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მომხრე და „ქართული ოცნების“
აქტივისტია, მის კუთვნილ კომპანიაში დასაქმებულ ამომრჩევლებს და მათი ოჯახის წევრებს სალომე
ზურაბიშვილის მხარდაჭერას ავალებს. ერთ-ერთი თანამშრომელი „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებელს ფაქტის განსაჯაროებაზე თავდაპირველად დასთანხმდა, თუმცა გარკვეული პერიოდის
11
შემდეგ თავი შეიკავა, იმ მიზეზით, რომ მას არ უნდა ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის
პრობლემების შექმნა.

აბაშა
8 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელმა დავით დარცმელიძემ
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ ძველ აბაშაში, ეწერში და ასევე ქალაქის რიგ
უბნებზე, ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ თუ ისინი და მათი ოჯახის წევრები არჩევნებზე მისვლას არ
აპირებენ, გადასცემენ მათ პირადობის მოწმობები, რომელსაც დაუბრუნებენ არჩევნების შემდეგ.

მეორე შემთხვევაში ამომრჩეველს პირდებიან გარკვული რაოდენობის თანხას, რომლის სანაცვლოდ მან
უბანზე უნდა მიიყვანოს 10 ამომრჩეველი. ამის დასადასტურებლად პირის მიერ მიყვანილმა
ამომრჩეველმა ბიულეტენში სალომე ზურაბიშვილის რიგითი ნომრის გასწვრივ უნდა გააკეთოს წინასწარ
შეთანხმებული მინიშნება - ციფრი ან რამე ნიშნული. ენმ-ის წარმომადგენელი ითხოვს, რომ ბიულეტენი
საეჭვო მინიშნებების აღმოჩენის შემთხვევაში ჩაითვალოს ბათილად.

ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კოორდინატორების, სოფლებში მერის
წარმომადგენლების და საკრებულოში სოფლის დეპუტატების მხრიდან ოპოზიციურად განწყობილი
მოქალაქეების მიმართ მიმდინარეობს მუქარა-ზეწოლა. ზეწოლა ასევე ხორციელდება ბაგა-ბაღის
ხელძღვანელებზე და თანამშრომლებზე. ზეწოლის შესახებ ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“
გრძელვადიან დამკვირვებელს მიაწოდა რამდენიმე მოქალაქემ და ერთ-ერთმა ბაღის მასწავლებელმა.

ხულო
ენმ-ს ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი ჯორბენაძის ინფორმაციით, 13 ნოემბერს, გვიან
ღამით ხულოში იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე და სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - ვახტანგ გომელაური. აღნიშნულთან დაკავშირებით ენმ-ს და
ხულოს საკრებულოს წევრმა ოთარ შაინიძემ 13 ნოემბერს, 20:21 საათზე ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის
დროს ისაუბრეს, თუმცა არც გომელაური და არც რიჟვაძე, ვიდეოში არ ჩანს

ენმ-ს ხულოს ორგანიზაციის ინფორმაციით, გომელაური, რიჟვაძე და ბოლქვაძე ქართული ოცნების


კოორდინატორებს შეხვდნენ და პასუხი მოთხოვეს პირველ ტურში ვერმიღებული ხმების გამო, ასევე
მოთხოვეს მათ ამომრჩევლებზე გაცემული თანხების უკან დაბრუნება. ჯორბენაძის მტკიცებით, მათ
მიმართა რამდენიმე კოორდინატორმა და ის სიაც მიაწოდა, რომლის მიხედვითაც ხმების სანაცვლოდ
გაცემული თანხის უკან დაბრუნება მოითხოვეს. აღნიშნული კოორდინატორების ვინაობას ენმ არ
ასახელებს. აღნიშნული ფაქტი აჭარის ტელევიზიისა და TV25-ის მიერ გაშუქდა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი რამდენიმე კოორდინატორს დაუკავშირდა. ისინი


გომელაურთან შეხვედრას და ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე საუბარს უარყოფენ. „ქართული ოცნების“
შტაბის ხელმძღვანელი, ანზორ ბოლქვაძე ადასტურებს, რომ გომელაური ნამდვილად ესტუმრა, მაგრამ
ირწმუნება, რომ მათი შეხვედრის მიზანი და თემა საარჩევნო საკითხები არ ყოფილა.

გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებზე ხორციელდება ზეწოლა, კერძოდ ისინი
მუნიციპალიტეტის ხელმძვანელობამ გააფრთხილა, რომ თუ მათ საარჩევნო უბანზე სალომე

12
ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს, სამსახურებს დაემშვიდობებიან. „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებელს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო მოხელეებმა, რომელთაც ანონიმურობის
დაცვა ითხოვეს.

ხაშური
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა რომ ხაშურის ერთ-ერთ საბავშვო
ბაღში აღმზრდელები მშობლებს პირადობის მოწმობების ასლებს თხოვენ. მშობლის კითხვაზე, თუ
რატომ არის საჭირო პირადობის მოწმობის მიტანა სააღმზრდელო დაწესებულებაში ბაღის
თანამშრომელმა არ უპასუხა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. მშობელს ეჭვი აქვს რომ ფაქტი
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.

ქარელი
13 ნოემბერს ქარელის მერმა საბავშვო ბაღების დირექტორებთან თათბირი გამართა. როგორც
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ერთ-ერთმა ბაგა-ბაღის დირექტორმა აცნობა, მერმა
შეკრებილებს უთხრა, რომ ზეპირად იცის ვისი ოჯახის წევრებმა ვის მისცეს ხმა და იანვრიდან მოხსნის
ყველას ვინც ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს. თავად ქარელის მერი ბაგა-ბაღის დირექტორებზე
მუქარას უარყოფს და აცხადებს რომ შეხვედრაზე მსგავსი შინაარსის საუბარი არ ყოფილა.

ჩოხატაური
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ს
თანამშრომელმა პირად საუბარში უთხრა, რომ მისი მეუღლის მიმართ, რომელიც გაერთიანებული
ოპოზიციის კანდიდატს უჭერს მხარს ძალოვანი უწყების თანამშრომლები ახორციელებენ
ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნული პიროვნება, ხმამაღლა და ღიად ვერ
საუბრობს, რადგან ეშინია სამსახურის დაკარგვის.

ფოთი
6 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა, რომ
ფოთის ოლქის #16 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს მანანა ქაბზინაძეს, რომელიც ამავდროულად ა(ა)იპ
სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამსახურის თანამშრომელია ფოთის მერმა არჩევნების შემდგომ
დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება. #16 უბანზე
გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უბანზე ქაბზინაძემ წილისყრის გარეშე გადაანაწილა კომისიის წევრთა
ფუნქციები და დაარღვია საარჩევნო კოდექსი, რაზეც საჩივარი დაწერა საპრეზიდენტო კანდიდატის
გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენელმა, დათო ხომერიკმა. ამ ფაქტზე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიას
ქაბზინაძისთვის პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაუკავშირდა მანანა ქაბზინაძეს, რომელიც უარყოფს


დისციპლინარული პასუხისმგებლობის არჩევნების გამო დაკისრებას.

ჩოხატაური
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საოლქო
კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ხორციელდება ზეწოლა ხელისუფლების
13
წარმომადგენლების მხრიდან. ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა განაცხადა, რომ ის ისეთი
წნეხის ქვეშ იმყოფება, შესაძლებელია უარი თქვას მეორე ტურზე კომისიის წევრობაზე.

გურჯაანი
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გურჯაანის უფასო სასადილოს
დირექტორის ზაზა ჯადუგიშვილის დავალებით ხდება სასადილოს ბენეფიციარების გამოკითხვა თუ ვის
აძლევენ ხმას და დგება სიები. პიროვნება, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია „სამართლიანი
არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა, ანონიმურობის დაცვას ითხოვს.

გორი
ნოემბრის დასაწყისში, გორში, სავარაუდოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები რეკავდენ სახლის
ტელეფონის ნომრებზე და აწარმოებდნენ გამოკითხვას: იყვნენ თუ არა არჩევნებზე, ვის მისცეს ხმა და
ერთი შეხედვით დაზუსტების მიზნით ეკითხებოდნენ კვლავ მუშაობს თუ არა ის სამსახურში
(სამსახურის მითითებით), სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ ამომრჩეველს შექმნოდა განცდა თითქოს ამ
პირებისთვის მისი პერსონალური ინფორმაცია ცნობილია.

გურჯაანი
გურჯაანის მერიის თანამშრომლები ადგილობრივი ამომრჩევლების სატელეფონო გამოკითხვას
აწარმოებენ, რომლის ფარგლებშიც ეკითხებიან, თუ ვის აძლევენ ხმას. პირი, რომელმაც ინფორმაცია
დამკვირვებელს მიაწოდა ანონიმურობის დაცვას ითხოვს.

ქარელი
ქარელის „ქართული ოცნების“ შტაბში თითქმის ყოველდღიურად იმართება შეხვედრები პარტიის
მხარდამჭერებთან. როგორც „სამართლიანი არჩევნებისთვის“ გახდა ცნობილი შეხვედრებს ქარელის
ორგანიზაცის თავმჯდომარე ზაზა გულიაშვილი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ
თანამშრომლებთანაც მართავს. იგი განსაკუთრებულად აქტიურად ხვდება მუნიციპალიტეტის სპორტის
სფეროში მოქმედ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომლებს. შეხვედრების დროს მათ აძლევენ
ინსტრუქციას არჩევნების მეორე ტურზე ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ და ამის გაკეთება
ახლობლებსა და ნათესავებსაც სთხოვონ.

ხაშური
10 ნოემბერს, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 5 წლის თავის აღსანიშნავად სამონასტრო
კომპლექს ბანას ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს, სასულიერო პირები და
მრევლი შეიკრიბა სხვადასხვა ეპარქიიდან. ტრაპეზის შემდეგ სუფრასთან სასულიერო პირები მრევლს
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილისთვის სთხოვდნენ.
ინფორმაცია ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მრევლმა მიაწოდა.

ხარაგაული
13 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით გველესიანი „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებელს დაუკავშირდა და უთხრა, რომ სოფელ უბისაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
კოორდინატორი, დავით მახათაძე საუბნო კომისიის თავმჯდომარეს - ბესო სახვაძეს დაემუქრა.

14
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ბესო სახვაძემ უთხრა, რომ მას 9 ნოემბერს დაუკავშირდა
დავით მახათაძე და მოსთხოვა მისი შვილი, ბექა მახათაძე შეეყვანა საარჩევნო სიაში. ბესო სახვაძის
თქმით, იგი მახათაძეს დაპირდა საკითხის საოლქო კომისიაში გარკვევას, თუმცა 10 ნოემბერს მახათაძე
კვლავ დაუკავშირდა მას და ფიზიკური შეურაცყოფით (ცხვირ-პირის დამტვრევით) დაემუქრა.

სახვაძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა მსგავსი ფაქტის განმეორების
შემთხვევაში უჩივლებს ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორს - დავით მახათაძეს.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა დამკვირვებელს განუცხადა, რომ ბექა მახათაძეს ჰქონდა
ვადაგასული პირადობის მოწმობა, რომელიც შეცვალა 25 ოქტომბერს და შესაბამისად, ის მეორე
ტურისთვის შეძლებს ხმის მიცემას.

კასპი
კასპის რაიონის სოფელ თელიანში მცხოვრები გაერთანებული ოპოზიციის მხარდამჭერი მაია
სიდამონიძის თქმით, სოფლის კლუბის დირექტორი ჟანა ტაგვიაშვილი შეშის ვაუჩერებს მხოლოდ მის
მომხრეებს - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უნაწილებს, ოპოზიციის მხარდამჭერებს კი უარით
ისტუმრებს. მაია სიდამონიძეს გრიგოლ ვაშაძის მომხრეების დაჩაგვრის სხვა მაგალითიც მოყავს,
კერძოდ, ამბობს, რომ გარე განათების ნათურები მთავარ ქუჩაზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“
მხარდამჭერების სახლების წინ დაამონტაჟეს.

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, მიხეილ კელაპტრიშვილის თქმით, შეშის ვაუჩერები სოფელ


თელიანის მოსახლეობის ძირითად ნაწილს გადაეცა. დარჩენილია მხოლოდ რვა მოსახლე, რომელთა
შორის ასევე არიან „ქართული ოცნების“ მომხრები. შეშის ვაუჩერების დარიგება 15 ნოემბერს
დასრულდება, ხოლო იმ სახლების წინ, სადაც გარე განათების ნათურები არ დამონტაჟეს თავის დროზეც
არ იყო გარე განათების სანათურო ბოძი და რომ პოლიტიკური კუთვნილება არაფერ შუაშია. კასპის მერის
გადაწყვეტილებით დარჩენილი უბნები სოფელ თვალადში უახლოეს პერიოდში განათდება.

ჩოხატაური
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სამმა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა განუცხადა, რომ
„ქართული ოცნების“ კოორდინატორები და მერის წარმომადგენლები მათ ოჯახებს დახმარების მოხსნით
ემუქრებიან, თუ ისინი მეორე ტურში მხარს არ დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილს.

ოზურგეთი
სოფელ დვაბზუს „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორი, რომელმაც ანონიმურობა ითხოვა,
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან
300 ლარი შესთავაზეს, რათა მმართველი პარტის მხარდასაჭერად იმუშაოს.

ჩოხატაური
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“
კოორდინატორები, აქტივისტები და აგიტატორები დადიან სოფლებში, კარდაკარ და მოუწოდებენ
პენსიონრებს მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოჯახის წევრებს,
რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო თუ კერძო სექტორში, შეექმნებათ პრობლემები. ერთ-ერთმა
პენსიონერმა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,

15
სოფლის დეპუტატმა მას მოუწოდა არჩევნებზე მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის, წინაამდეგ
შემთხვევაში ის მაინც გაიგებდა თუ ვის მისცა ხმა.

ოზურგეთი
სოფელ ლიხაურის რამდენიმე მკვიდრმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ
ყოფილი პატიმრები, კახა ურუშაძე, ვინმე ჭელიძე და ცეცხლაძე მოსახლეობაში დადიან და „ქართული
ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პრობლემების
შექმნას პირდებიან.

ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზეწოლა ხორციელდება იმ მოქალაქეებზე რომლებიც წარსულში იყვნენ
ნასამართლევი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, აგრეთვე იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც სასჯელს
იხდიდნენ გარკვეული დანაშაულებისთვის. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მოიკვლია და
გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია. რამდენიმე ადამიანმა დაუდასტურა, რომ ნამდვილად
ხორციელდება ზეწოლა ახალგაზრდებზე ეგრეთ წოდებული „ძველი ბიჭების“ მხრიდან, რომლებიც
მოუწოდებენ ახალგაზრდებს, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს. ასევე, „სამართლიანი
არჩევნები“-ს დამკვირვებელს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მის
შვილზე, რომელიც წარსულში იყო ნასამართლევი ხორციელდება ზეწოლა „ქართული ოცნების“
აგიტატორების მხრიდან.

ბათუმი
ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, რომელიც მეპატრონეს გაქირავებული აქვს,
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ იმის გასარკვევად თუ რატომ ვერ მიიღო მონაწილეობა
არჩევნებში ბინის მეპატრონემ; ამჟამად სად იმყოფება და მიიღებს თუ არაა მონაწილეობას მეორე ტურში.
მოცემულ შემთხვევაში ჩნდება კითხვის ნიშნები, საიდან ჰქონდათ კოორდინატორებს ინფორმაცია ბინის
მეპატრონის არჩევნებზე არგამოცხადების შესახებ.

ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“
კოორდინატორები და სოფლის დეპუტატები, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირდებიან
სოციალური დახმარების დანიშვნას, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ. „სამართლიანი
არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია და რამდენიმე მოქალაქემ პირად
საუბარში დაუდასტურა, რომ მერის წარმომადგენლები და სოფლის დეპუტატები ნამდვილად
მოუწოდებენ მათ მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, ხოლო სანაცვლოდ მათ 1 იანვრიდან
დაენიშნებათ სოციალური დახმარება, რისთვისაც მათ მერიას განცხადებით უნდა მიმართონ.

16
VII. სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
გურჯაანი
ვეჯინის საბავშვო ბაღის მენეჯერი თამარ სიბაშვილი 7 ნოემბერს სამსახურიდან აუდიტის სამსახურის
დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც ბაღის შესამოწმებლად წინა დღეს შევიდა.
გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში საფუძვლად მითითებულია მოვალეობის არაჯეროვანი
შესრულება. თამარ სიბაშვილის თქმით, გათავისუფლების მიზეზად დაასახელეს საბავშვო ბაღში
უსაფრთხოების და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დარღვევა, რასაც გარკვეულწილად ეთანხმება,
მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს ნორმები დარღვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან
საბავშვო ბაღის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა და ფართი არ იძლევა ამ ნორმების დაცვის
შესაძლებლობას.

თამარ სიბაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან აცხადებს, რომ რეალურად მისი


სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, კერძოდ, გურჯაანის საკრებულოს
თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და მერი - არჩილ ხანდამაშვილი მას ყოფილი ხელისუფლების კადრად
და მხარდამჭერად აღიქვამენ. ასევე, მან არ გასწია აქტიური აგიტაციაა წინასაარჩევნოდ სალომე
ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. მას აგრეთვე ბრალს დებენ, რომ არჩევნების პირველ ტურზე სოფელ
ვეჯინის უბნებზე გრიგოლ ვაშაძის მიერ მოპოვებული ხმათა უპირატესობით გახარებულმა, საზეიმო
განწყობის გამოსახატად საბავშვო ბაღში ტორტი მიიტანა.

საგულისხმოა, რომ 27 ოქტომბერს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გადაიცა სიუჟეტი
ფარული აუდიო ჩანაწერის შესახებ, სადაც მერის წარმომადგენელი სოფელ ვეჯინში, გურჯაანის
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და საჯარო სკოლის დირექტორი საუბრობენ, რომ არჩევნების
დღეს საარჩევნო უბნებზე მისულმა ამომრჩევლებმა ერთ-ერთ კომისიის წევრს უნდა დაანახონ
ბიულეტენში გაკეთებული არჩევანი. აღიშნული ფაქტის ჩაწერა და გავრცელება ბრალდება თამარ
სიბაშვილს.

სიბაშვილი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და სასამართლოში


ასაჩივრებს.

კასპი
7 ნოემბერს თბილისის კეთილმოწყობის სამსახურიდან გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტი
ჯამბულ სოინოღლი გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად თბილისის კეთილმოწყობის
სამსახურის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან ერთი საათით ადრე წასვლა დაასახელა. სოინოღლის
თქმით, იგი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე
ის სოფელ ხიდისყურში გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორი იყო.

ჯამბულ სოინოღლი წლების განმავლობაში თბილისის დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ


მუშაობდა, მას შენიშვნა და გაფრთხილება არასდროს ჰქონდა მიღებული.

ახალციხე
დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, მანანა ეგიდხანიშვილი აცხადებს, რომ სამსახურიდან
პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მისი თქმით 30 ოქტომბერს დაუკავშირდნენ და სამსახურიდან
გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს. მიზეზად ის გაერთიანებული ოპოზიციის სასარგებლოდ მის
აქტივობას ასახელებს.

17
დასუფთავების სამსახურის განცხადებით კი, მანანა ეგიდხანიშვილს ხელშეკრულების ვადა 30
ოქტომბერს ამოეწურა და გასაგრძელებლად მასვე უნდა მიემართა წინააღმდეგ შემთხვევაში ის
სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვლებოდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დასუფთავების სამსახურმა მანანა ეგიდხანიშვილს გაუგრძელა შრომით


ხელშეკრულება. მანანა ეგიდხანიშვილი ხელშეკრულების გაგრძელებას ფაქტის გასაჯაროებით ხსნის.

VIII. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

საქართველოს მთავრობის განცხადება ფონდ „ქართუს“ მიერ მოქალაქეთათვის ვალების


განულების შესახებ

19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა 8, რომ ნახევარ


მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება. პრემიერის თქმით „საუბარია 600,000 მოქალაქის
ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ,
რომელიც ჯამში შეადგენს, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით,
ეს მილიარდ ნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს“. მისივე განცხადებით, ეს პროცესი
დაიწყება 15 დეკემბერს და დასრულდება 31 დეკემბერს, რითაც 600,000 მოქალაქე და მათი ოჯახები 31
დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს.

ამავე დღეს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით 9 ე.წ. შავ სიაში მყოფი დაახლოებთ
600,000 ადამიანის ვალს სრულად დაფარავს ფონდი „ქართუ“. ეს შეეხება ადამიანებს, რომლებმაც ერთი
წლის განმავლობაში ვერ გადაიხადეს კრედიტი და მათ მიერ აღებული სესხის ძირი თანხა არ აღემატება
2,000 ლარს.

ხელისუფლების მიერ გახმოვანებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას და


მიმართულია მეორე ტურზე მმართველი პარტიის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ
ამომრჩეველთა პოზიტიურად განსაწყობად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ამომრჩეველთა
მოსყიდვის ფაქტი უპრეცენდენტო შემთხვევას წარმოადგენს.

აბაშა
ადგილობრივი მცხოვრები მიხეილ უჩანეიშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან
საუბრისას აცხადებს, რომ სოფლის დეპუტატმა აბაშის საკრებულოში ავთო გუნიამ მას 50 ლარი
შესთავაზა თუ ის და მისი ოჯახის წევრები არჩევნების მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს
დაუჭერდნენ. ავთო გუნია დამკვირვებელთან სატელეფონო საუბრისას ფულის დაპირებას ხმის მიცემის
სანაცვლოდ უარყოფს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ენმ-ის წევრმა, ანზორ ბარბაქაძემ ორგანიზაციის დამკვირვებელს


განუცხადა, რომ მოსახლეობას ურიგებენ და ოჯახებში მიაქვთ ინერტული მასალა - ხრეში; ასევე
მოსახლეობას უხდიან დენისა და გაზის გადასახადებს.

8 ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება – ბახტაძე, ნეტგაზეთი, 19 ნოემერი 2018,
http://netgazeti.ge/news/320491/
9 ფინანსთა მინისტრი: 600000 ადამიანის საბანკო ვალის ტვირთი ქართუ ჯგუფმა იკისრა, On.ge, 19 ნოემბერი 2018,

http://go.on.ge/wd1
18
გარდაბანი
16 ნოემბერს, გარდაბანში ვინმე ნათიკ სადიკოვი და მისი ბიძაშვილი, ხალხს ურიგებდნენ კარტოფილსა
და ხახვს. იქ მისულ მოსახლეობას „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ჰკითხა, თუ ვინ
არიგებდა ამ პროდუქტებს. ზოგმა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ზოგმა „ნაციონალური მოძრაობა“.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გაბილ გასანოვის თქმით, პროდუქტის დარიგება
მაჟორიტარი დეპუტატის სავალან მირზოევის დავალებით და დაფინანსებით ხდება „ქართული
ოცნების“ მხარდასაჭერად.

17 ნოემბერს პროდუქტის დარიგება კვლავ გაგრძელდა. დამკვირვებელმა იქ მყოფ პირებს თავი


წარუდგინა როგორც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი და იკითხა, ვისი ორგანიზებით
რიგდებოდა დახმარება. თავიდან მას აგრესიით უპასუხეს, რომ თუ პროდუქტი უნდოდა აეღო და
ორგანიზატორებს ნუ კითხულობდა. მოგვიანებით მას ესაუბრა ამ საქმის ორგანიზატორი ნათიკ
სადიკოვი. სადიკოვი ამბობს, რომ ის არის ბიზნესმენი რომელსაც ეცოდება მოსახლეობა და სურს
დაეხმაროს მათ პროდუქტით. მან ასევე აღნიშნა რომ შემდგომშიც დაეხმარება მოსახლეობას შაქრით და
სხვა პროდუქტებით. მისი თქმით ის არცერთ პარტიას არ ეკუთვნის, სესხი აიღო ბანკიდან რომ
მოსახლეობას დახმარებოდა. დამკვირვებლის კითხვაზე, თუ რატომ ინიშნავდნენ პროდუქტის მიმღების
სახელს, გვარს და პირად ნომრებს, უპასუხა, რომ მონაცემები სხვა პროდუქტების მათთვის დარიგების
მიზნით სჭირდებათ.

ნათიკ სადიკოვმა საუბრისას დამკვირვებელს აჩვენა ფოტო სურათი და კითხა თუ ამოიცნობდა მას
ფოტოზე. მისი თქმით ფოტოზე ქურდული სამყაროს წარმომადგენელიც არის ასახული, რომელთანაც
მას აქვს კავშირი.

მარნეული
მარნეულის სოფლებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიას ტკბილეულით
გაშლილი სუფრის თანხლებით მართავენ. მსგავსი შეხვედრის ფოტოებს პარლამენტის წევრი რუსლან
გაჯიევი თავის ფეისბუქ პროფილზე აქვეყნებს. ფოტოებზე ასახულია გაშლილი სუფრა, ჩაი, ტკბილეული
და ა.შ.

ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ
პირადობის მოწმობები ან აქვთ ვადაგასული პირადობის მოწმობები, „ქართული ოცნების“
წარმომადგენლები, აქტივისტები და აგიტატორები სთავაზობენ თანხის გადახდას პირადობის
მოწმობების ასაღებად. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა აღნიშნული
ინფორმაცია და ერთ-ერთმა მოქალაქემ დაადასტურა, რომ მას შესთავაზეს პირადობის მოწმობის
ასაღებად თანხის გადახდა, იმ შემთხვევაში თუ ის მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს.

გორი
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან პირად საუბარში კონკრეტული პირები საუბრობენ
იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ კოორდინატორები პირდებიან 30 ლარს
იმის სანაცვლოდ, რომ არჩევნებზე მივიდნენ. სავარაუდოდ, ასეთი მუშაობა მიმდინარეობს მათთან ვინც
არჩევნებზე ზოგადად არ დადის.

19
გურჯაანი
გურჯაანში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით „ქართული ოცნების“
აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს სთავაზობენ 50 ლარს არჩევნების მეორე
ტურის კენჭისყრის დღისთვის მათი პირადობის მოწმობების სანაცვლოდ.

ლაგოდეხი
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით ერთ-ერთმა ოჯახმა მიიღო შეთავაზება, რომ
სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემულ თითო ხმაში ოჯახი მიიღებდა 50 ლარს. სხვა ოჯახმა
მუნიციპალიტეტისგან დახმარების სახით მიიღო ჩვილის პამპერსები.

ფოთი
10 ნოემბერს ფოთის პოლიკლინიკაში სამედიცინო კომპანია „ევექსის“ ორგანიზებით მუნიციპალიტეტის
მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის


ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ქირურგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი,
ალერგოლოგი, დერმატოლოგი, ნეფროლოგი და გასტროენტეროლოგი შედიოდა. ექიმებთან
კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ლაბორატორიული და
ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აღნიშული აქციის მიმდინარეობას გაეცნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,


ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პარლამენტის
წევრი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა
კურდღელია, მერის მოადგილეები კოტე თოფურია და მამუკა პაპასკირი.

ბათუმი
9 და 10 ნოემბერს, ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე მდებარე ოფთალმოლოგიურ კლინიკაში, უფასო
ოფთალმოლოგიური აქცია მიმდინარეობდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს სკრინინგი
კერატოკონუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

ფოთი
13 ნოემბერს, 22:26-ზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაალ
კვინჩიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნა ინფორმაცია „დასაქმების რეალური შანსი“ სადაც ის
18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ეძებენ სამსახურს, მოუწოდებს დასაქმების პროგრამაში
მონაწილეობისთვის. ამ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ დასაქმება მოხდება ფოთში არსებულ
დაწესებულებებში. 10

10 ზაალ კვინჩიას პოსტი დასაქმების შეტავაზებასთან დაკავშირებით:

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=727123920986342&id=100010662219008
20
მცხეთა
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მცხეთაში მოსახლეობას წყლის
დავალიანებას უნულებენ. მოქალაქეს რომელმაც აღნიშნული ფაქტი დამკვირვებელს მიაწოდა ვინაობის
გამხელა არ სურს.

ფოთი
18 ნოემბერს, 13 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალთაყვის უბნის ტერიტორიულ სამსახურში
სოციალურად დაუცველთათვის ხდებოდა მეორადი ტანსაცმლის გაცემა. როგორც აღნიშნავდნენ
„ქართულ ოცნებას“ მალთაყვის მუნიციპალიტეტში, წინასწარ გაწერილი სიის მიხედვით უნდა
დაერიგებინა მეორადი ტანსაცმლის ფუთები. ამის თაობაზე გაიგეს ახლოს მცხოვრებმა შეჭირვებულმა
პირებმა, რომელბიც შეიკრიბნენ და ითხოვდნენ აღნისნული დახმარება მათთვისაც გაეწიათ. როგორც
ინფორმაცია გავრცელდა, მუნიციპალიტეტის მალთაყვის ტერიტორიული ორგანოს ხემძღვანელობამ
კარები ჩაკეტა და სხვა პირებს უარი უთხრა დახმარებაზე. მათ განაცხადეს, რომ ფუთებს მხოლოდ სიებში
მყოფ პირებზე გასცემდნენ, რასაც შემდგომ პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეებმა კარები შეამტვრიეს და
ფუთების წაღება შეძლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა ადგილზე გადაამოწმა


ინფორმაცია. მისი მისვლის მომინტისთვის შენობაში ფუთები აღარ იყო და ტერიტორიული ორგანოს
ოფისში მოქალაქეებიც არ იმყოფებოდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი ესაუბრა
ტერიოტორიული ორგანოს ხელმძღვანელს უჩა დოლიძეს, რომელმაც აღნიშნული ფაქტის სისწორე
უარყო. როგორც მან განმარტა, მოქალაქეებისთვის ფუთების მიღება არ შეუზღუდავთ და არც წინასწარი
სიები ჰქონიათ. ის აღნიშნავს, რომ ამ სახის დახმარება წელიწადში რამოდენიმეჯერ აქვთ და ესეც მორიგ
დახმარებას წარმოადგენდა, რომელიც კერძო პირმა ოფშორული ზონიდან გადმოსცათ.

როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტეს კომპანიამ „კავლატექსი“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს


უსასყიდლოდ გადმოსცა მეორადი ტანსაცმელი (60 ტონა). ტვირთის გადმოცემა ხდება ეტაპობრივად. 40
ტონა უკვე დაურიგდა სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას. მათ ინფრომაციით, ფუთები მთელი
წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მიერ რეგულარულად ნაწილდებოდა და ამ პროცესს საარჩევნო
კამპანიასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

21
IX. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასების გაზრდას დაპირდნენ, სანაცვლოდ
კი უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარი უნდა დაუჭირონ. „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებლის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყველა თანამშრომლებს პირადი ნომრები გამოართვეს და
ასევე მოსთხოვეს ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც. ინფორმაცია
„სამართლიან არჩევნებს“ ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა დაუდასტურეს, თუმცა სამსახურის დაკარგვის
შიშით ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

ხაშური
8 ნოემბერს ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი საბავშვო ბაღებსა და ა(ა)იპებში დასაქმებულებს
ხელფასების 20%-ით გაზრდას შეპირდა. ხაშურის მერმა ხელფასების 20%-ით მატების შესახებ
ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელსაც დაუდასტურა. გურასპაშვილმა განაცხადა,
რომ გაზრდილ სახელფასო სარგოს ისინი იანვრიდან მიიღებენ.

მე-7 საბავშვო ბაღის დირექტორი, ლიანა საბანაძე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან


საუბრისას აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ხელფასების მომატებას შეეხებოდა და მერს
თანამშრომლებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არ მოუთხოვია. 11

ქარელი
ქარელის მერმა ბაგა-ბაღების დირექტორებთან შეხვედრა ჩაატარა, სადაც მათ ხელფასის მომატებასთან
ერთად დაჰპირდა რომ მუშაობისთვის უკეთეს პირობებს შეუქმნიდა და უფრო მეტ დამლაგებლებსაც
აიყვანდნენ, რაც შრომას შეამსუბუქებდა. ეს ინფორმაცია დამკვირვებელს ბაგა-ბაღების დირექტორებმა
მიაწოდეს თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით ვინაობის გამხელა არ ისურვეს. მათივე განცხადებით
ბაგა ბაღების გაერთიანების გამგეები თათბირებს ატარებენ და თანამშრომლებს მუნიციპალიტეტში
განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე უყვებიან. შეხვედრებზე შეკრებილებს ასევე ეუბნებიან,
რომ იმისთვის რომ მეტი გაკეთდეს, თითოეულმა თანამშრომელმა ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა
მისცეს.

სამხედრო მოსამსახურეებს, სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის შემადგენლობას


ხელფასები გაეზრდებათ
8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძის განცხადებით 12, 2019-2020 წლებში 7,526 სამხედრო
მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება. 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250
ლარით გაეზრდებათ ასევე შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების
მომსახურე პერსონალს, რაც დაახლოებით 2900 ადამიანია. 1-ელი იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა
სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც.

11 https://www.youtube.com/watch?v=W7M_aD-qXk8
12 მამუკა ბახტაძის ბრიფინგი, 8 ნოემბერი 2018, https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/videos/498442463986072/
22
სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს
ხელფასი გაეზრდებათ
ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა 13, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით,
2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და
გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო
ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და
მეტს.

მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ დანამატი გაეზრდებათ


ამჟამად უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები 320-ლარიან დანამატს იღებენ, ხოლო მომავალი
წლის ბიუჯეტით თანხა 150 ლარით გაიზრდება14. დანამატის ზრდა 2020-2021 სასწავლო წელსაც
იგეგმება.

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც ბავშვები


იზრდებიან, ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ
2 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა 15, რომ სოციალურად
დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ
მეტ დახმარებას. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურად დაუცველი
ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა 16.

სოციალურად დაუცველებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება შეუნარჩუნდებათ


2 ნოემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა 17, რომ უმოკლეს ვადებში იგეგმება
დადგენილების შემუშავება, რომლის თანახმადაც, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის
დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარება, მეორე წლის
განმავლობაში კი არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.

2020 წლისთვის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს


ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება
მამუკა ბახტაძის განცხადებით 18, 2013 წლიდან დღემდე 1,634 სამხედრო პირის ოჯახის ბინით
უზრუნველყოფა მოხდა, დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით
საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება
ცენტრალური და თავდაცვის უწყებების ბიუჯეტებიდან თანხების მობილიზება.

13 სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ, იმედი, 6 ნოემბერი


2018, https://bit.ly/2DxRkfK
14 მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ, 2019 წელს დანამატი გაეზრდებათ, იმედი, 5 ნოემბერი 2018,

https://bit.ly/2qZEWNT
15 მამუკა ბახტაძის ბრიფინგი, 2 ნოემბერი 2018, https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/videos/490515731442983/
16 სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა, იმედი, 2 ნოემბერი 2018,

https://bit.ly/2zjFlzi
17 დავით სერგეენკოს განცხადება, პირველი არხი, 2 ნოემბერი 2018, https://bit.ly/2PJQ28P
18 ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები

გაეზრდებათ, ინტერპრესნიუსი, 8 ნოემბერი 2018, https://bit.ly/2KkurxG


23
ტყიბული
16 ივლისს ტყიბულში აფეთქებისა და 5 მუშის გარდაცვალების შემდეგ მინდელის სახელობის შახტი
გამოძიების დასრულებამდე და ექსპერტიზის ჩატარებამდე დაიხურა. მაშინ მეშახტეებს პრემიერ-
მინისტრმა განუცხადა, რომ დასაქმებულები ანაზღაურებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებდნენ. 2 ნოემბერს,
როგორც თავად ამბობენ, მეშახტეებს შახტის მმართველი კომპანიის „საქნახშირის“ ხელმძღვანელებმა
აცნობეს, რომ საწარმოო პროცესის შეწყვეტის გამო ხელფასს ვეღარ გადაუხდიან, რასაც მათი მხრიდან
პროტესტი მოჰყვა. 19 იმავე დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი
ქობულიამ განაცხადა, რომ მეშახტეები ექსპერტიზის დასრულებამდე ხელფასს ჩვეულ რეჟიმში
მიიღებენ.

წყალტუბო, ზუგდიდი
1 ნოემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან
დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოსა და ზუგდიდში
იგეგმება 9 კორპუსის მშენებლობა 780 დევნილი ოჯახისთვის 20. პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში
დამონტაჟდება წყლისა და გაზის გამათბობლები, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, სკვერები,
მოსასვენებელი ადგილები და ბავშვთა გასართობი მოედნები. ასევე, დაგეგმილია საცხოვრებელ
სახლებთან მისასვლელი გზების და ავტოსადგომების მოწყობა

თელავი
3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თელავში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ე.წ.
„ლეგონის” ბინები იქ მცხოვრებ ადამიანებს უახლოეს პერიოდში საკუთრებაში გადაეცემათ.
ტელეკომპანია იმედის ცნობით, დაგეგმილია საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანაც, რის შემდეგაც
ბინებს მოსახლეობას ეტაპობრივად გადასცემენ. 21

რუსთავი
რუსთავში მე-6 და მე-11 მიკრო რაიონების საერთო საცხოვრებლის მობინადრეებს ბინები საკუთრებაში
სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემათ. 22 5 ნოემბერს, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა
და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ქონების
გადაცემის დეტალებზე ესაუბრნენ.

სამეგრელოს გაზიფიცირება სრულად 2 წელიწადში დასრულდება


8 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ
სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას განაცხადა, რომ სამეგრელო ორ წელიწადში სრულად იქნება
გაზიფიცირებული. 23

19 ტყიბულელი მეშახტეები სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ, რადიო თავისუფლება, 2 ნოემბერი 2018,
https://www.radiotavisupleba.ge/a/29579041.html
20 წყალტუბოსა და ზუგდიდში დევნილთათვის 9 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, საქართველოს რეგიონული

განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, 1 ნოებმერი 2018, https://bit.ly/2S54XqS


21 ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები მოსახლეობას დაუკანონდება, იმედი, 3 ნოემბერი 2018,

https://bit.ly/2OTTRTi
22 რუსთავში ბინების დაკანონება მოხდება, ინფო რუსთავი, 5 ნოემბერი 2018, https://bit.ly/2FzFdkQ
23 ნათია თურნავას განცხადება, ipress, 8 ნოემბერი 2018, https://bit.ly/2DPQcoH

24
X. წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებისთვის ხელის შეშლა
ქარელი
8 ნოემბერს, პრეზიდენტობის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე
ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა სადაც მავთულხლართები 2008
წლის შემდეგ არის გავლებული, თუმცა რუსმა სამხედროებმა ე.წ. „საზღვრის“ ბოძების მონტაჟი დანარჩენ
პერიმეტრზე რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.

სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ


ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოქალაქეების მშვიდობიანი და ღირსეული
ყოფა უნდა უზრუნველყოს.

პრეზიდენტობის კანდიდატს საოკუპაციო ხაზთან „ანტი-საოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა ლანა


ღვინჯილიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნეტგაზეთის ინფორმაციით ღვინჯილია სააკაშვილის
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია. 24

გლდანი
5 ნოემბერს, საღამოს საათებში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შეხვედრა
ჰქონდა გლდანის რაიონის მოსახლეობასთან. ის გადაადგილდებოდა ახმეტელის მეტროს მიმდებარე
ტერიტორიაზე და მოქალაქეებს და მოვაჭრეებს ესაუბრებოდა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა.
ენმ-ს გლდანის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გოჩა კოკაიამ „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებელს განუცხადა, რომ ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო შეხვედრის ხელის შეშლის ფაქტს. მისი
თქმით, გრიგოლ ვაშაძეს ხელს უშლიდა ჯგუფი შეძახილებით „არა მიშა“. ამ ჯგუფიდან მან ამოიცნო
შალვა კუჭაშვილი, რომელიც თავს აქტივისტს უწოდებს და რომელიც, გოჩა კოკაიას განმარტებით,
შემჩნეულია მსგავს ქმედებებში მთელი თბილისის მასშტაბით. კოკაია ამბობს, რომ აღნიშნული ჯგუფი
ჯერ შეიკრიბა „ქართული ოცნების“ გლდანის ოფისთან და შემდეგ გადაინაცვლა გრიგოლ ვაშაძის
შეხვედრაზე. კოკაიას თქმით, აქტივისტები იქცეოდნენ გამომწვევად და ცდილობდნენ ენმ-ს
პროვოცირებას. შეხვედრაზე სიტყვიერი ან ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.

24 სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ატოცში და ხელის შეშლა: http://netgazeti.ge/news/317945/


25
XI. სააგიტაციო მასალების დაზიანება
ახალქალაქი
29 ოქტომბრის ღამით, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ მხარდამჭერებმა ერთ-ერთ
ბენზინ-გასამართ სადგურზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატები დააზიანეს და ჩამოხიეს.

გლდანი
გლდანის პირველ მიკრო-რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებასთან განთავსებულ
სალომე ზურაბიშვილის ბილბორდს დაუდგენელმა პირმა წითელი საღებავი შეასხა. „ქართული ოცნების“
გლდანის ოფისში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია თუ ვინ დააზიანა მათი მხარდაჭერილი
კანდიდატის სააგიტაციო მასალა.

სიღნაღი
10 ნოემბერს ღამის საათებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის კედლიდან ჩამოხიეს
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატი. როგორც ენმ-ს სიღნაღის ორგანიზაციის
თავმჯდომარე, გიორგი ბაბაკიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას
განაცხადა, მან შუაღამის 01:30 საათზე დატოვა ოფისი და დილით მოსულს პლაკატი ჩამოხეული დახვდა.

გორი
გორში მასობრივად არის დაზიანებული გრიგოლ ვაშაძის პლაკატები. წითლად აწერია „KGB“ და
„აგენტი“. ასევე, დატანილია სხვადასხვა სახის ილუსტრაციები.

ბაღდათი
ბაღდათში სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატზე გადაკრულია მინერალური წყლის „საირმეს“
რეკლამა.

ქუთაისი
ქუთაისში ე.წ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ენმ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ
ვაშაძის პლაკატები დააზიანეს. პლაკატებზე გაკეთებულია სხვადასხვა სახის წარწერები. ენმ-ს
წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ორგანიზაციის დამკვირვებელს უთხრა, რომ სააგიტაციო მასალა
დააზიანა კახაბერ აბზიანიძემ, რომელიც მისი თქმით მოძრაობა „არა მიშას“ ოფისის ხელმძღვანელია.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ესაუბრა კახაბერ აბზიანიძეს, რომელიც აცხადებს, რომ


ტერიტორია, რომელზეც პლაკატებია გაკრული მის საკუთრებას წარმოადგენს და მის კუთვნილ
ტერიტორიაზე პლაკატების გაკვრა პროვოკაციის მიზნით მოხდა. აბზიანიძე უარყოფს, რომ ის მოძრაობა
„არა მიშას“ ოფისის ხელმძღვანელია, თუმცა ამბობს, რომ მოძრაობის იდეებს იზიარებს.

26
XII. ახალი პოლიტიკური საზოგადოებრივი მოძრაობები

საზოგადოებრივი მოძრაობა „ მე ვიცავ თავისუფლებას“


7 ნოემბერს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის,
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მოძრაობის „მე ვიცავ
თავისუფლებას“ ფარგლებში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აქტიურად მოუწოდებდნენ
მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი დაეჭირათ პრეზიდენტობის კანდიდატის,
სალომე ზურაბიშვილისთვის. აქციის მთავარი მესიჯი იყო „არა ნაციზმს“ რითაც ისინი საზოგადოებას
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.
აქციის მიმდინარეობისას მოძრაობის წევრებმა მოსახლეობას სამოქმედო გეგმა გააცნეს და ასევე
დაანონსეს აქციები რეგიონებში. 25

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,გაბრაზებული ბათუმელი“


8 ნოემბერს, ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებმა მოძრაობის პრეზენტაცია
გამართეს. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერენ
თვლიან, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგა და „არ დაუშვებენ წარსულის დაბრუნებას“. ამავე დღეს
მოძრაობის წევრებმა დაანონსეს მასშტაბური შეხვედრა 18 ნოემბრისთვის. 26

საზოგადოებრივი მოძრაობა „მართალი არჩევანი“


9 ნოემბერს, ზუგდიდის ყოფილმა დეპუტატმა, გოჩა ფიფიამ ახალი მოძრაობა „მართალი არჩევანი“
ჩამოაყალიბა. ფიფიას განცხადებით, მოძრაობის მიზანია დაეხმაროს მოსახლეობას სწორი არჩევანის
გაკეთებაში. 27 მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოჩა ფიფიამ „ნაციონალურ მოძრაობას“
ნაცისტური პარტია უწოდა და სწორედ, აღნიშნული აზროვნების დამარცხება მიიჩნია მოძრაობის მთავარ
ამოცანად.

საზოგადოებრივი მოძრაობა „არა მიშას, არა ნაცებს“


12 ნოემბერს, ქუთაისში საზოგადოებრივმა მოძრაობამ „არა მიშას, არა ნაცებს“ ორი ოფისი გახსნა.
მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების
ხელშეშლაა. 28

მოძრაობის ოფისში იმყოფებოდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი, რომელმაც დასვა


შეკითხვა ორგანიზაციის დაფინანსების წყაროს შესახებ, რაზეც იქ მყოფმა პირებმა უთხრეს, რომ
მოძრაობა „თითოეული მათგანის ჯიბიდან ფინანსდება“. როდესაც დამკვირვებელმა იკითხა ვინ იყო
მოძრაობის ხელმძღვანელი. ადგილზე მყოფი პირები გაღიზიანდნენ და გამოხატეს აგრესია
დამკვირვებლის მიმართ.

25 მოძრაობა "მე ვიცავ თავისუფლებას" აქციებს რეგიონებშიც გამართავს, ტაბულა, 7 ნოემბერი 2018, http://tbl.ge/38oe
26 ბათუმში მოძრაობა „გაბრაზებული ბათუმელები“ დაარსდა, პრესა.ჯი, 8 ნოემბერი 2018, http://presa.ge/?m=politics&AID=70297
27 ყოფილი მაჟორიტარი ზუგდიდელებს „მართალი არჩევანის“ გაკეთებაში დახმარებას სთავაზობს, ლაივპრესი, 9 ნოემბერი

2018, https://bit.ly/2Bme2G2
28 ქუთაისში საარჩევნო შტაბები გაიხსნა, ტოპ ნიუს, 12 ნოემბერი 2018, http://topnews.com.ge/news/15127

27
საზოგადოებრივი მოძრაობა „არა ნაციზმს“
14 ნოემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „არა ნაციზმს“ დაფუძნდა, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში
ტრანსპორტირების უზრუნველყოფა შესთავაზა იმ მოქალაქეებს, ვინც რეგიონებში ჩასვლას და ხმის
მიცემას ვერ შეძლებდა. მოძრაობის წევრების განცხადებით, მეორე ტურის წინ რადიკალურად შეიცვალა
საზოგადოების განწყობები და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი რის გამოც შეიქმნა
მოძრაობა. 29

ხაშური
ხაშურში „ქართული ოცნების“ რამდენიმე ოფისი ფუნქციონირებს. ერთი ცენტრალური შტაბი, რომელიც
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდეც იყო გახსნილი, ხოლო დანარჩენი ე.წ. „კონსპირაციული“
შტაბებია. ერთ-ერთი ასეთ შტაბი ხაშურის ყოფილმა მაჟორიტარ დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა თავის
სასტუმრო „ივერიაში“ გახსნა. აქ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები ყოველ საღამოს იკრიბებიან,
თუმცა რაზე საუბრობენ და რა სტრატეგია აქვთ მეორე ტურისთვის ან რატომ გაიხსნა ალტერნატიული
საარჩევნო შტაბები ამ კითხვებზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არ უპასუხეს. კიდევ ერთი
საარჩევნო „კონსპირაციული“ შტაბი ხაშურის მოქმედმა მაჟორიტარმა სიმონ ნოზაძემ ლომოურის ქუჩაზე
გახსნა ნათესავის სახლში, სადაც არანაირი მანიშნებელი არ არის იმის რომ იქ სალომე ზურაბიშვილის
საარჩევნო შტაბია. კიდევ ერთი შტაბი დაბა სურამში რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა საუბნო საარჩევნო კომისიების სამაგიდო სიები გადაიღო.
ასევე ერთ შტაბი აქვს გახსნილი არასამთავრობო ორგანიზაცია „იმედის ხიდი“-ს ხელმძღვანელს.
ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჩამოყალიბდა. მისი ხელმძღვანელი
ტელეკომპანია „დიას“ ჟურნალისტი გივი ლიჩელია, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებელთან აცხადებს რომ ორგანიზაციის მიზანი მუნიციპალიტეტში პრობლემების
იდენტიფიცირებაა, თუმცა არ უარყოფს რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს
უჭერს. ლიჩელი მოსახლობასაც ხვდება და ზურაბიშვილის მხარდაჭერას თხოვს.

29 მოძრაობა „არა ნაციზმს" ტრანსპორტით უზრუნველყოფას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, ვინც მეორე ტურში რეგიონებში

ჩასვლას და ხმის მიცემას ვერ ახერხებს, ინტერპრესნიუსი, 14 ნოემბერი 2018, https://bit.ly/2KlhWC4


28
XIII. საარჩევნო ადმინისტრაცია

ცესკოს მიერ საარჩევნო თარიღის განსაზღვრა


არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების 30 მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
კენჭისყრის დღე სამუშაო კვირაში, ოთხშაბათს 28 ნოემბერს დანიშნა. ამასთან ცესკოს გადაწყვეტილებით
კენჭისყრის პროცესი საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე
გაგრძელდება.

მოცემული გადაწყვეტილებით საარჩევნო ადმინისტრაციამ მხედველობაში არ მიიღო საზღვარგარეთ


მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში შეუქმნა რა
მათ ხელოვნური ბარიერი არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით. მათ მიერვე შექმნილი პრობლემით
გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკომ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო 24
საათამდე გაახანგრძლივა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ეს შეღავათი იყოს იმ ამომრჩევლებისთვის,
რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ და სხვა ქალაქში უნდა წავიდნენ ხმის მისაცემად.

გარდა ამისა, ამ რეგულაციის მიღებით ცესკო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და


საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია, ვინაიდან კოდექსით ცალსახად არის განსაზღვრული,
რომ საარჩევნო უბნები იხურება 20 საათზე. ამ წესიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ის
შემთხვევა, როდესაც 20 საათისთვის უბანთან რიგში მდგომ ამომრჩევლებს უფლება ეძლევათ
მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. სხვა გამონაკლისი კანონმდებლობით დაშვებული არ არის.

ამასთანავე, ცესკოს მიერ მეორე ტურის თარიღის გამოცხადებამდე, ეს თარიღი გააჟღერა თბილისის
მერმა, კახა კალაძემ. მანამდე არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დაანონსდა ორი
გამომსვლელის მიერ თელავში, მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ გამართულ შეხვედრაზე.
აღნიშნული ფაქტები შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები
ცესკოს მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღებამდე ფლობდნენ არჩევნების თარიღის შესახებ
ინფორმაციას. აღნიშნული ფაქტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აჩენს ეჭვებს ცესკოს წევრების
პოლიტიკური მიკერძოებულობის შესახებ, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო ადმინისტრაციის
რეპუტაციაზე.

საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საზღვარგარეთის უბნებზე კენჭისყრის პროცესის


ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით „სამართლიანმა არჩევნებმა“ და
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ
ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

30საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის თარიღად არასამუშაო დღე უნდა განისაზღვროს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების
ერთობლივი განცხადება, ISFED, 14 ნოემბერი 2018, http://www.isfed.ge/main/1444/geo/
29
XIV. დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლა

ლანჩხუთი
17 ნოემბერს, ლანჩხუთში, ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში, გაერთიანებული ოპოზიციის
წარმომადგენლებმა: პაატა ბურჭულაძემ, ნიკა მაჭუტაძემ და ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს რაიონული
ორგანიზაციის ხელმძღვანელთან კახაბერ ასკურავასთან და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის
აქტივისტებთან ერთად მხარდამჭერებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა
გამართეს. შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 200-მდე ამომრჩეველი ესწრებოდა, 12 საათის ნაცვლად 40
წუთის დაგვიანებით დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე, დარბაზში მონიტორინგის მიზნით მყოფი
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომელსაც ორი დღით ადრე აცნობეს
ბურჭულაძის რაიონში სტუმრობის ვიზიტის, მოსახლეობასთან მისი შეხვედრის თარიღისა და დროის
შესახებ, იქვე მყოფ ენმ-ს წარმომადგენელს გივი ცინცაძეს შეხვედრის დაგვიანების მიზეზზე ესაუბრა.

12 საათსა და 50 წუთზე სარიტუალო დარბაზის შენობის შესასვლელში პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთი


სამაუწყებლო ტელევიზიის ჟურნალისტმა ინტერვიუს ჩაწერის მიზნით შეაყოვნა და რამოდენიმე
კითხვითაც მიმართა, რამაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის უკმაყოფილება გამოიწვია.
ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მხრიდან მედიიის მიმართ შეურაცხმყოფელ
ფრაზებსაც ჰქონდა ადგილი: „თქვენი ნარკომანი ხელმძღვანელი“, „თქვენ არა ხართ ტელევიზია“, „ესენი
ჩვენთან არ უნდა შემოვიდნენ“ - ამბობდა ასკურავა, რომელმაც შენობაში შესვლის და შეხვედრაზე
დასწრების უფლება მედიასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს -
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელსაც არ მისცა, რის შემდეგაც შეხვედრა
დახურულად გამოაცხადეს და კარი ჩაკეტეს.

30
XV. სადამკვირვებლო მისია და მეთოდოლოგია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მეორე ტურის


წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 70-მდე გრძელვადიანი
დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვების ძირითადი მიმართულებები მოიცავს შემდეგ


საკითხებს:
● საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა;
● საარჩევნო სუბიექტების საჯარო შეხვედრები და პოლიტიკური საქმიანობა;
● ზეწოლა/მუქარის ან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების
შემთხვევები;
● ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები;
● ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები და სხვ.

მონიტორინგის პროცესში, ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული


დაწესებულებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, ასევე, უშუალოდ, საარჩევნო სუბიექტებისგან,
მედია-საშუალებებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მოქალაქეებისგან მიღებული
ინფორმაცია. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მოპოვებული თითოეული ფაქტი მოწმდება უშუალო
თვითმხილველებთან და შემთხვევის მონაწილე მხარეებთან.

„სამართლიანი არჩევნები“ პერიოდულად ახდენს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო


პერიოდში გამოვლენილი დარღვევებისა და დაფიქსირებული ტენდენციების შესახებ განცხადებებისა
და ანგარიშების მეშვეობით.

„სამართლიანი არჩევნები“ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას ახორციელებს


შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული
წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით.

31

You might also like