Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ცოტნე კვანტალიანი

ნაციონალიზმი

ნაციონალიზმი არის იდეოლოგია რომლის მიხედვითაც ერთი კონკრეტული


ერი არის საზოგადოების ქვაკუთხედი. ნაციონალისტისთვის დამახასიათებელია
საკუთარი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ხასიათის ლოიალურობა. მკვლევარები
ძირითადად ნაციონალიზმს ორ შტოდ ყოფენ : სამოქალაქოდ და ეთნიკურად.
ეროვნული იდენტურობის განცდა რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხნის წინათ
არსებობდა, მაგრამ ნაციონალიზმი კლასიკური სახით ჩამოყალიბებას იწყებს მე-18
საუკუნის ბოლოდან. ფრანგული და ამერიკული რევოლუციები მე-18 საუკუნეში
შეიძლება ნაციონალიზმის პირველ „მანიფესტაციად“ მივიჩნიოთ. ამის შემდეგ,
კერძოდ მე-19 საუკუნეში უკვე ევროპაში გაჩნდნენ ნაციონალისტურ მოტივებზე
დაფუძნებული ძალები, რის შედეგადაც გაჩნდა გერმანიისა და იტალიის
სახელმწიფოები. 20 საუკუნეში კი ნაციონალიზმი აზიაში და აფრიკაშიც გავრცელდა.
გარდა იმისა, რომ ნაციონალიზმი ურთულესი და რთულად
საწინასწარმეტყველო იდეოლოგიაა, ის ზოგჯერ საშიშიც კი არის და ამის
მაგალითებია პირველი და მეორე მსოფლიო ომი, რომლებიც ნაციონალისტური
მოტივებით დაიწყო. ნაციონალიზმი საერთაშორისო საზოგადოების
განვითარებისთვის მამუხრეწებელი და ნეგატიური ფაქტორია. მასობრივი
ტურიზმის განუხრელი ზრდა, ინფორმაციის გაცვლის გლობალიზაცია და
საერთაშორისო ვაჭრობის არნახული განვითარება, კოსმოპოლიტების აზრით
დააკნინებდა ნაციონალიზმს და სუვერენული სახელმწიფოების როლს, შექმნიდა
ახალ მსოფლიო კულტურას და ადამიანებში პატარა ეროვნული ერთეულებისადმი
კუთვნილების შეგძნებას შეასუსტებდა მაგრამ დღეისთვის ცხადია, რომ ეს ხედვა
რეალობასთან ახლოს არ არის. ნაციონალიზმის შედეგებია სეპარატიზმი, არსებული
სახელმწიფოების დაქუცმაცება, პატარ-პატარა ქვეყნების რიცხვის ზრდა, რისი
მაგალითებიც თანამედროვე ეპოქაშიც გვაქს.

უნდა აღინიშნოს, რომ გლობალიზაციის ხანაში ნაციონალიზმი თითქოს უნდა


დამარცხებულიყო თუმცა ფაქტია, რომ ასე არ მოხდა. გლობალიზაციის პროცესებმა
გვაჩვენა, რომ ნაციონალიზმი მართლაც ურთულესი მოვლენაა.

ბიბლიოგრაფია :

1. https://edition.cnn.com/2018/10/23/politics/nationalism-explainer-trnd/index.html
(ბოლოს ნანახია 10.12.2018)

2. https://www.britannica.com/topic/nationalism (ბოლოს ნანახია : 10.12.2018)

3. ალექსანდრე რონდელი, საერთაშორისო ურთიერთობები, თბილისი: “ნეკერი”,


მესამე გამოცემა, 2006.

You might also like