You are on page 1of 1

ქალბატონი Kempf წარმოშობით დანიელია. 2010 წლიდან ის იტალიის მოქალაქეა.

Kempf
მუშაობს სლოვენიაში, ქალაქ ლუბლიანაში, ჰილტონის ქსელის სასტუმროში დამლაგებელის
ასისტენტის პოზიციაზე კვირაში ორჯერ საღამოს 21 საათიდან 23 საათამდე. მისი
ანაზღაურება შეადგენს კვირაში 15 ევროსა და 33 ცენტს, რაც თვეში სლოვენიაში საარსებო
მინიმუმზე 10 - ჯერ დაბალია. ქალბატონ Kempf – ს სურს გაიგრძელოს რეზიდონტობის
მოწმობა სლოვენიაში იმ საფუძვლით, რომ ის დასაქმებულია. ქ. ლუბლიანის იუსტიციის
სააგენტოს ხელმძღვანელის მათეო ბუნდერლას გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა
რეზიდენტობის გაგრძელებაზე. შეაფასეთ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის
თავისუფლებებთან მიმართებაში და ამოხსენით კაზუსი სისტემურად.

ქალბატონი დონატელა კალფა იტალიის მოქალაქეა და ზაფხულობით საბერძნეთში კუნძულ


კრეტაზე სასტუმროში ასრულებს მენეჯერის მოვალეოებს.

ქალბატონ კალფას საბერძნეთში ყოფნის დროს სამართალდამცავებმა აღმოუჩინეს 100 გრ


მარიხუანა. საბერძნეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ქალბატონი კალფას მიმართ აღიძრა
სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა, შენახვა
მოხმარების ფაქტზე და სასჯელის ზომად გამოყენებული იქნა ქვეყნიდან გაძევება და მისთვის
მთელი სიცოცხლის განმავლობაში საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.

ქალბატონი დონატელა წუხს და იმავდროულად მიიჩნევს, რომ საბერძნეთის


კანონმდებლობით ირღვევა მისთვის მუშახელის გადაადგილების თავისუფლება დაცული
ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულებით, რადგან ის ვეღარ შეძლებს ზაფხულობით
საბერძნეთში ჩასვლას. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ქალბატონ დონატელას
მიუთითებს საბრძნეთის კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც საბერძნეთის
ტერიტორიაზე შესვლის უფლება მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენის გამო აეკრძალა. საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის
ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში კი ვკითხულობთ რომ ის იქნება გარანტი იმის რომ
საბერძნეთის ტერიტორიაზე ქალბატონი დონატელას მსგავსი „ბარიგები“ არათუ ვერ
ისარგებლებენ ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მომსახურების, დაფუძნების თავისუფლებით არამედ სამუდამოდ
აეკრძალოთ საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება.

საქმე წინასწარი პროცედურის ფარგლებში განსახილველად გადაეცა მართლმსაჯულების


სასამართლოს. სასამართლოს პოზიციიდან გამომდინარე შეაფასეთ კაზუსი და ამოხსენით
სისტემურად.

You might also like