ფდგფდგფდგფდგ

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

მიყვარს წერა, ვწერ ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს ეს იშვიათად ხდება, არა იმიტო, რომ სურვილი აღარ

მაქვს, არამედ უბრალოდ არ შემიძლია იმ ყველაფრის ფურცელზე გადმოტანა, რასაც ვგრძნობ, რაც შიგნიდან
მჭამს, რაც იკვებება ჩემი შინაგანი სამყაროთი და ანადგურებს იმ ყველაფერს, რაც იყო, რაც არი და რაც უკვე
აღარ იქნება..

ხშირად ვფიქრობ, რომ რა იყო ეს ყველაფერი.. რა იყო ეს, მართლაც ჩემი ცხოვრება თუ მხოლოდ
საშინელი სიზმარი? თუ ეს ჩემი ცხოვრება იყო, რატომ შევქმენი ჩემი ცხოვრება ასეთი? მე ხომ სრულიად
განსხვავებულზე ვოცნებობდი.. და თუ ეს სიზმარი იყო, რატომ არ გაქრა ის ჩემი გამოღვიძების შემდეგ?
ალბათ ეს ერთიც იყო და მეორეც.. მაგრამ უმეტესწილად მაინც საშინელი სიზმარი, სიზმარი, რომელიც
გამოღვიძების მერეც არ ქრება და ეს ყველაფერი უფრო საშინელი იმით არის, რომ სიზმარში გრძნობ, რომ
სიზმარში ხარ და რაც არ უნდა საშინელი სიზმარი იყოს, იცი რო გაიღვიძებ და ყველაფერი კარგად იქნება, ამ
შემთხვევაში კი საქმე რეალობას ეხება, რეალობას, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო დიდ ზიზღს იწვევს
ჩემში, მეზიზღება ის სამყარო, სადაც არ არი ფერები, სადაც ყველაფერი შავ-თეთრია, სადაც გაღვიძებული
ფიქრობ არა იმას, თუ ცხოვრების მინუს ერთი დღე როგორ გაატარო, არამედ იმას, თუ როგორ გაუძლო,
როგორ იყო ძლიერი, როგორ ატარო ნიღაბი, რომ ვერც ერთმა ადამიანმა ვერ შეძლოს იმის დანახვა რაც შენს
სულში ხდება.. მეზიზღება ეს რეალობის ზიზღიც.. ჩემი სიძლიერე ყოველთვის ჩემს პოფიგიზმში იყო და არა
ზიზღში, ყოველთვის გავურბოდი ვინმეს ან რაიმეს შეზიზღებას, იმიტომ, რომ ვიცი სიძულვილი რას უშვება
ადამიანებს.. ანადგურებს, აქცევს იმად რაც სინამდვილეში არ არის, იმად, რასაც ვერასდროს იფიქრებდა, რომ
გახდებოდა და იმად ვიზეც საკუთარ თავს დავპირდი, რომ არასდროს ვიქცეოდი მაგრამ...

მე არ მქონია მშვიდი და წყნარი ცხოვრება, განგებამ, ბედმა თუ უბრალოდ უიღბლოებამ ამაზე იზრუნა,
ყოველთვის სხვებზე მეტი შეცდომები მქონდა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით შეცდომებზე, დაკვირვებებზე
და ექსპერიმენტებზე ვსწავლობდი, ვიღებდი გამოცდილებას, ვქმნიდი იმ წრეს სიტუაციებისა და
ადამიანებისგან შემდგარს, რომელსაც ყველაფერში და ყველგან ვაკონტროლებდი, ვიმორჩილებდი, თავად
ვწყვეტდი რა მსურდა, როგორ მსურდა, რა უნდა მომხდარიყო და რა უნდა გამეკეთებინა ან ჩემს „მეგობრებს“
გაეკეთებინა, ამ ყველაფრის აშენებას ძალიან დიდი პერიოდი დაჭირდა, ძალიან დიდი საძირკველის შენება
და საბოლოოდ შევქმენი საკუთარი თავი, ამაყი, ამბიციური, პოფიგისტი და ყველაზე მაღლა მდგომი,
ნებისმიერ რამეს, რაც ჩემთვის საფრთხის შემცველი იყო ცინიზმით ვუყურებდი და ვანადგურებდი.. საკუთარ
თავთან მიმართებაში მხოლოდ 1 წესი მქონდა, რომ არასდროს არ მივცემდი უფლებას ვინმეს ან რაიმეს, რომ
ჩემთვის ტკივილი მოეყენება, და ვცხოვრობდი ასე „ბედნიერებად“ არ მაინტერესებდა არც სიყვარული, არც
განშორება, არც დაკარგა, არც მონატრება და არც იმედგაცრუება.. მაგრამ.. როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას და
როგორ უნდა გამოეკვეხოს ყველა სიტუაციაში.. მაგრამ..

ჩემი „მე“-ში პირველი ბზარები ანუკიმ შეიტანა, გოგო, რომელიც თავისი უბრალოებით და
ემოციურობით გამოჩნდა ჩემი ცხოვრების გზაზე.. ანუკი თუ შეიძლება ითქვას, ჩემი პირველი სიყვარული
იყო, ჯერ კიდევ გამოუცდელი მე, ვმოქმედებდი ბრმად და გაუთვიცნობიერებლად, არ ვიცოდი ზოგადად რა
იყო სიყვარული და რა შეიძლებოდა მას კარგი ან ცუდი მოეტანა ვინმესთვის.. ანუკიში ყველაზე მეტად მისი
უბრალოება, ბავშვური ხასიათი და ემოციურობა მომწონდა.. მასთან მიმართებაში ალბათ არ ვიყავი ის, ვინც
სინამდვილეში ვიყავი, ან უბრალოდ ანუკი არ მიყვარდა იმდენად ძლიერად, რომ მისთვის ჩემი ნამდვილი
სახე მეჩვენებინა, უფრო ვანახებდი იმას, რაც მინდოდა რომ დაენახა.. მაგრამ მან შესძლო ის, რაც მანამდე
ვერავინ.. ჩემს ცხოვრებაში ახალი ფერები შემოიტანა.. ანუკიმდე არ ვიცოდი ზოგადად თუ არსებობდა
ემოციური თვალსაზრისით ძლიერები ფერები, ფერები, რომლებზეც შეგეძლო იდიოტივით გაღიმებულს
საათობით გეფიქრა, საათობით ვინმესთან ტელეფონზე ჩამოკიდებული ყოფილიყავი, ან ტელეფონის ეკრანი
გაგეცვითა მესიჯობით, დილიდან საღამომდე უბრალოდ კარგ ხასიათზე ყოფილიყავი და გყვარებოდა
ამინდი, მუსიკა, გარემო, ადამიანები.. ანუკიმდე იყვნენ ადამიანები, ვინც ცდილობდნენ ჩემში ეს ყველაფერი
გამოეწვიათ, მაგრამ მათ აკლდათ რაღაც, რაღაც რასაც მათში ვერ ვხედავდი ან არ მინდოდა, რომ დამენახა..
მათთან ჩემი ურთიერთობა, ან უბრალოდ გართობით შემოიფარგლებოდა, სადაც ვამპირივით ემოციებით
ვიკვებებობდი, ან ურალოდ ცხოველურ ინსტიქტებს ვიკმაყოფილებდი, ან უბრალოდ ექსპერიმენტების
თვალსაზრისით ვსწავლობდი, თუ სადამდე შეეძლო შეეტოპა შეყვარებულ ადამიანს. მაგრამ ანუკისთან
მიმართებაში არასდროს არ გამჩენია სურვილი მისთვის ან რაიმე დამეშავებინა, ან რაიმე კონკრეტული
მიზნისთვის გამომეყენებინა, მომწონდა გოგო, რომელსაც უბრალოდ ჩემი დანახვისას თვალები უბრწყინავდა,
რომელიც ბატივით იბნეოდა, როცა ვუახლოვდებოდი და რომელიც თავის მეგობრებს ჩემთან გატარებულ
მომენტებით ყურებს უჭედავდა.. ერთმანეთის დაკარგვა იმდენად ჩვენი ბრალი არ იყო, რამდენადაც მისი
სამეგობრო წრის, ძნელია სიყვარულის შენება, როცა ირგვლივ მყოფები თავისი შეხედულებით გგრუზავენ და
გიქიქინებენ.. ანუკი არ იყო ძლიერი პიროვნება, ადვილად ექცეოდა სხვისი ზეგავლენის ქვეშ, საბოლოოდ
მოხდა ისე, რომ რაც თანდათან წინ მიდიოდა, დაიწყო უკან-უკან სვლა.. ანუკის დაკარგვამ ჩემში ის სისასტიკე
რაც იყო და რასაც არასდროს ვიმჩნევდი, უფრო გაამძაფრა, გამწარებულმა და დანაკარგით განადგურებულმა,
სამაგიერო იმათ გადავუხადე, ვისაც ამ ყველაფერში წვლილი მიუძღოდა, საბოლოოდ ჩემი ამ საქციელით,
მინიმუმ ოთხი პიროვნება დავაზიანე, ორი, ვინც დამნაშავეები იყვნენ, (ამაზე გული დიდად არ მწყდება)
საკუთარი თავი, იმიტო, რომ ყველაფერთან ერთად ის ლამაზი ფერები, რაც ანუკისთან მაკავშირებდა
დავამახინჯე და თავად ანუკი.. ვერ ვიტყვი, რომ დრო რო დამაბრუნებინა, უკეთესად მოვიქცეოდი და არ
ვითამაშებდი იმ ორი ადამიანის გრძნობებით და არ გამოვიყენებდი მათ საკუთარი შავ-ბნელი მიზნებისთვის,
მაგრამ ცხოვრების იმ ეტაპზე იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ დღეის გადმოსახედიდანაც ვფიქრობ, რომ
სხვაგვარად მოქცევას უბრალოდ ვერ შევძლებდი..

ყველა ადამიანს თავისებური გზები აქვს, რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ზოგი ახალ-ახალ
ურთიერთობებს იწყებს, რომ სხვებში პოვონ ის, რაც ერთ დროს მათი სიყვარულის ობიექტში იყო, ან
უბრალოდ სასმელს ეტანებიან, ან.. ან.. ჩემს შემთხვევაში ამას ლამის უნივერსიტეტის 1 სემესტრი დაჭირდა,
საკუთარ თავში ჩაკეტვა და განახლებები, რომელიც დროსთან ერთად, ულევ ენერგიასაც მოითხოვდა..
საბოლოოდ და ბოლომდე ალბათ არა, მოვერიე იმ გამოწვეულ სიცარიელეს, რაც ერთ დროს საყვარელი
ადამიანის დაკარგვამ გამოიწვია, გავაგრძელე ჩვეული ცხოვრება, ჩვეული რიტმით, თუ ანუკიმდე გულის
სიღრმეში ვეძებდი „ადამიანურ ურთიერთობებს“, მაგ დროს უკვე გული მქონდა აცრუებული, ვიცოდი, რომ
ზედმეტად მაცდური და ლამაზი იყო სიყვარული, მაგრამ არ მჭირდებოდა და არ მაინტერესებდა,
ვფიქრობდი, რომ რისკი ზედმეტად დიდი იყო, და არ მაწყობდა კიდევ ერთხელ მიმეცა ვინმესთვის
საშუალება შევეცვალე, თუნდაც უკეთესობისკენ.. მაგრამ მაკლდა, მაკლდა ის ემოციები, რასაც არც თუ ისე
დიდი ხნის უკან ვგრძნობდი და რაც ცხოვრებას მილამაზებდა, ეს ემოციები ჩემთვის ნარკოტიკივით იყო, მე
კიდე ა.წ. უკვე გამოსწორებული ნარკომანივით გავურბოდი სიყვარულის თემას, და ვფიქრობდი, რომ
აღარასდროს მივტრიალდებოდი მაგ მხარეს მაგრამ.. და ეს ის მაგრამ არის, რომელმაც ჩემი ცხოვრება ჰაერში
ამოატრიალა..

გამოჩნდი შენ.. შენ, სხვებისთვის ამაყი, საკუთარ თავზე შეყვარებული სწერვა „დედოფალი“, ადამიანი,
რომელზეც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ რაიმეს ვიგრძნობდი.. შენ მანამდე ვერ აღგიქვამდი როგორც გოგოდ,
არ იწვევდი ჩემში სიმპატიებს, დაჟე „ჩემი გარეგნული იდეალის“ პარამეტრებშიც არ ჯდებოდი.. მე და შენ
როგორც ასეთი (რაც ბევრჯერ მითქვამს) მეგობრობა არ გვაკავშირებდა, ან როგორ შეიძლება თვეში ერთი ორ
მიმოწერას, მეგობრობა უწოდო, ჩვენ უბრალოდ კარგი ნაცნობები ვიყავით, ნაცნობები, რომლებიც
სინამდვილეში საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს..
პირველი ნიშნები ბათუმში შევამჩნიე, როცა უბრალოდ ჩემმა ჩამოსვლამ შენზე ემოციურად იმოქმედა
და ერთი ჩვეულებრივი, არაფრისგან განსხვავებული დღე გაგილამაზა.. მე თითქმის ყოველთვის ვგრძნობ, თუ
რას გრძნობს ადამიანი, ვხვდები რას ფიქრობს და რა უდევს გულში.. მაგ დღეს პირველად შემოგხედე
ინტერესის თვალით, ვიგრძენი შენგან ის მუხტი რაც მოდიოდა, და ამავდროულად მიკვირდა, თუ რისგან იყო
ეს გამოწვეული.. მე და შენ ხომ ერთმანეთს თითქმის საერთოდ არ ვიცნობდით, არ იცოდი/ვიცოდი რა
გიყვარდა, რა მოგწონდა, რა გსიამოვნებდა, რომელი იყო შენი საყვარელი ფერი, საყვარელი ნაწარმოები ან
მწერალი, რა მუსიკას უსმენდი.. და მაინც ვიგრძენი ის, რომ ჩემი ნახვით ბედნიერი იყავი.. მაგ დღეს
პირველად დავსვი შენთან მიმართებაში კითხვა რატომ? ალბათ გემახსოვრება, მაგ მომენტის მერე მომავალი
ორი კვირა საერთოდ აორთქლებული რომ ვიყავი არამარტო შენი ცხოვრებიდან არამედ ყველაფრიდან,
უბრალოდ ვფიქრობდი, და ვცდილობდი ამომეხსნა ამოცანა და ამავდროულად „გამეთვალა“ ის წარსულის
მომავლის დღეები, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყო..

ბათუმში დანახული იმდენად არ მიმაჩნია ყველაფრის საწყის წერტილად, რამდენადაც ამ ყველაფრის


მეორე შეხვედრა, შეხვედრა, რომლის დროსაც კვლავ ვხედავდი შენს აციმციმებულ თვალებს, მცირედ
დაბნეულობას, უბრალოდ კარგ ხასიათს.. და იმ დღეს პირველად გამოვუტყდი საკუთარ თავს, რომ შენს
მიმართ რაღაც გამაჩნია, შენში დავინახე ის, რაც ერთ დროს ჩემს საყვარელ ადამიანში იყო... სხვებთან თუ
ამაყი იყავი, ჩემთან უბრალო ადამიანად რჩებოდი, სხვებთან თუ ცივი იყავი, ჩემთან ემოციური, უბრალო და
თბილი.. ეხლა ვფიქრობ, ვიხსენებ იმ მომენტებს, და ვხვდები, რომ ალბათ ყველაზე ძვირფასი მომენტი იყო
ჩემთვის, შენი გაღიმებულ-გაცისკროვნებული სახე, მოციმციმე თვალები და სურნელი, რომელიც პირველი
ჩახუტებისას ვიგრძენი.. ხშირად მიფიქრია ამ მომენტებზე და იმ მომენტებზეც, რომელიც ამ შეხვედრის მერე
იყო, და ყოველთვის ვუსვამდი საკუთარ თავს შეკითხვას, ეს მართლა იყო თუ უბრალოდ ჩემი წარმოსახვა
იდიოტურად და სასტიკად გამეხუმრა?

შენ არ იცი რამდენად ძლიერი ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან რომ არ შემყვარებოდი, ვარწმუნებდი
თავს, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანდა, ალბათ წინასწარ ვგრძნობდი იმ ძლიერ ტკივილს, რომელიც შენი
წასვლით იქნებოდა გამოწვეული, მაგრამ იმდენად მაცდური იყავი ჩემთვის, იმდენად ლამაზ ფერებს
მპირდებოდა ცხოვრება იმ მომავალი პერიოდის განმავლობაში, რომელსაც შენთან ერთად გავატარებდი, რომ
ვერ ვუთხარი უარი.. ზოგი ფიქრობს, რომ სიყვარული ერთი დანახვისთანავე ჩნდება, მაგრამ ასე არ არის..
ადამიანი, რეალურად მაშინ გიყვარდება, როცა საკუთარ თავს უღიარებ, რომ გიყვარს.. ერთ მშვენიერ (ან
არამშვენიერ) დღეს შეიძლება გაიღვიძო და უბრალოდ შენთვის, ჩუმად ან გულში წარმოთქვა, უკვე გვიანია, მე
ის მიყვარს..

დავმარცხდი, არასდროს არ დამავიწყდება იმ დღის შეგრძნებები, როცა შენთვის სიყვარულის ახსნის


წერილს ვწერდი, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, იდიოტივით, შეშლილივით აცახცახებული ოთახიდან
ოთახში დავდიოდი და ვეძებდი სიტყვებს, სიტყვებს, რომლებსაც შეეძლო იმ ყველაფრის აღწერა, რაც შემს
გულში ხდებოდა, მინდოდა რაც შეიძლება უფრო ძლიერი სიტყვა მეპოვა ჩემი სიყვარულის აღსაგწერად, რაც
შეიძლება ემოციური კომბინაციები მომეფიქრებინა, საბოლოოდ დავწერე წერილი, რომლის დაწერასაც,
ჯობდა ალბათ პირდაპირ ანდერძი დამეწერა).. მარტივია, ადამიანთან ურთიერთობა, მანამ სანამ სიყვარულში
გამოუტყდები, სიტყვები მე შენ მიყვარხარ, არ არი მარტო რაღაცის აღმნიშვნელი უბრალო სიტყვები, ეს უფრო
პირობაა, პირობა, რომელსაც აძლევ სხვას და აძლევ საკუთარ თავსაც და თავადვე იკეთებ იმ ჯაჭვებს,
რომელიც შეიძლება ვეღარასდროს მოიხსნა, მაგრამ ღმერთო რა მაცდურია ის ამაღელვებელი მომენტები, რა
გემრიელია ეს ღერი-ღერზე მოწეული სიგარეტი და რა შვების მომტანია ის ჰაერი, რომელსაც მძიმედ
ისუნთქავ.. და შენ გახსოვს ჩემი აკანკალებული ხმით ნათქვამი პირველი მე შენ მიყვარხარ..?
ჩემი ცხოვრება სამად იყოფა, სანამ შენ გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა გამოჩნდი, და როცა
დაგკარგე.. შენი დაკარგვა არ მომხდარა სწრაფად, ეს უფრო ძალიან ხანგრძლივ პროცესს გავდა, პროცესს,
რომლის გასაჩერებლად ყველაფერს ვაკეთებდი, ღამეებს ვათენებდი იმაზე ფიქრით თუ შემდეგი რა ნაბიჯი
უნდა გადამედგა, ანბანის ალფავიტიც არ მეყოფა იმდენი გეგმა მქონდა შემუშავებული, რომ ეს შედეგი არ
დამგარიყო, მაგრამ წასვლა გინდოდა, ყოველი ნახვის დროს ვხვდებოდი, რომ უფრო და უფრო მიდიოდი და
უფრო და უფრო გკარგავდი და არ შემეძლო შენი შეჩერება, არ შემეძლო შენთვის ის სიყვარული მომეთხოვა,
რომელიც არ გქონდა.. ვიცი ჩვენი ურთიერთობის დროს, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, ძალიან ბევრი
ისეთი რაღაც გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა, არ გავაკეთე ის რაც უნდა გამეკეთებინა, ვთქვი ის რაც არ
უნდა მეთქვა, არ ვთქვი ის რაც უნდა მეთქვა მაგრამ.. ძნელია იყო მშვიდი, წყნარი და მომავალს უყურებდე
იმედით, როცა უყურებ ადამიანს და ხვდები, რომ ნელ-ნელა კარგავ.. შენ ამაში არ გადანაშაულებ, ორივემ ერთ
დროულად გავუღეთ კარი ახალ გრძნობებს, მაგრამ შენ მალევე დახურე, მე კი.. შეგიყვარე ისე, როგორც
შენამდე არავინ.. უბრალოდ..

ღმერთო.. დღემდე არ მესმის, როგორ შეძელი გაჩუმება, როდესაც იცოდი, რომ შენი ხმა, ჩემთვის ჰაერზე
მნიშვნელოვანი იყო? დავიჯერო, არც ერთხელ, თუნდაც ღამით, არ გიფიქრია, იმაზე თუ რას ვგრძნობდი, მე
როცა გვერდით არ მყავდი? არ მესმის და ვერ ვხვდები, ადამიანი, რომელიც ჩემი დანახვისას ხელები
გიკანკალებდა და ადგილს ვერ პოულობდი, როგორ გაუძელი ამდენი ხანი, რომ ერთხელაც არ გაგხსენებივარ?
როგორ? ან როგორ შეძელი გაჩუმება მაშინ, როცა ტელეფონზე ჩემი სმს ი შემოგდიოდა? ნუთუ არაფერს
გრძნობდი და უბრალოდ ტელეფონს გვერდით დებდი და აგრძელებდი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში? ნუთუ ის
ვინც იმ დროს შენს გვერდით იყო ფარავდა და აფერმკრთალებდა იმ ყველაფერს, რასაც ერთმანეთის მიმართ
ვგრძნობდით?

დღემდე მიყვარხარ.. იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე ოდესმე.. იცი, როგორ მინდოდა შენი შეზიზღება?
როგორ მინდოდა, რომ შენთვის სამაგიერო გადამეხადა და გამვხდარიყავი იმაზე სასტიკი, ვიდრე ისტორიაში
არსებული რომელიმე უსასტიკესი პერსონაჟი.. მაგრამ ვერ შევძელი, მივეჩვიე იმ ცხოვრებას და იმ
სიცარიელეს, რომელიც შენი წასვლის შემდეგ გაჩნდა, მაგრამ ვერ დაგივიწყე.. მინდა იმ გრძნობის აღწერა,
რომელიც მონატრებით, ტკივილით, იმედგაცრუებით, სიძულვილით და სიხარულითაა გაჯერებული, მაგრამ
შეუძლებელია, ქვეყანაზე არც ერთ ენას არ შეუძლია გადმოსცეს ის, რასაც ვგრძნობ, ვერც ერთი მიახლოებითი
სიტყვა ვერ გადმოგცემს ჩემს გრძნობებს.. არ ვიცი რა გავაკეთო, არც შენი დაბრუნება არ შემიძლია იმ
ყველაფრის მერე რაც იყო, და არც ის შემიძლია, რომ ყველაფერი დავივიწყო და ცხოვრება განვაგრძო.. ან
რომელ ცხოვრებაზეა ლაპარაკი? მე ხომ ჩემი ყველა ოცნება, სურვილი თუ რეალობა შენ დაგიკავშირე და
მათში გაგაერთიანე.. მეგონა, რომ დრო თავისას იზავდა და ეს ყველაფერი რასაც ჩემში ვატარებ ნელ-ნელა
მიჩუმდებოდა, მაგრამ არაა, ა.წ. უკვე წლები აღარ შველის.. დავიჯერო ათწლეულები ჭირდება?
ათწლებულები ჭირდება იმას, რომ გაქრეს, ის რაც იყო, რაც არი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და რაც
არასდროს არ იქნება?

ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული და ის მტკივა, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი შემთხვევითობა
ყოფილიყო, შეუძლებელია ორი ასე რადიკალურად, ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნებები, ერთმანეთს
გადაყროდნენ და რაღაცის შენება დაეწყოთ.. შეუძლებელია ეს, არ ვიცი რა დავარქვა, ბედი, ბედისწერა, ან
უბრალოდ იუმორისტი ღმერთის შეთითხნილი მოთხრობა არ ყოფილიყო, რომლის დასრულებაც დაეზარა..

You might also like