Professional Documents
Culture Documents
კაზუსი (სამოქალაქოს პროცესი)
კაზუსი (სამოქალაქოს პროცესი)
ამოხსნა
კაზუსში მოცემული ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულება არ სრულდება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, ასევე დათქმული დროის
შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელე უფლების დაცვის საპროცესო საშუალდების
რეალიზების მიზნით მიმართავს სასამართლოს.
სსსკ-ს მე-16 მუხლის თანახმად, ვინაიდან სახეზე გვაქვს სასესხო ხელშეკრულება, ვიყენებთ
განსაკუთრებული განსჯადობიათვის დადგენილ დანაწესს რომლის მიხედვითაც,
ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების
შესრულების ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.
გამომდინარე იქედან, რომ სარჩელის ფასი შეადგენს 10.000 ლარს და კაზუსის ფაბულიდან
არ იკვეთება განსჯადობის შემაფერხებელი გარემოება ივარაუდება, რომ კრედიტორმა
მიმართა განსჯად სასამართლოს.
სსსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსამართლეს სარჩელის ჩაბარებიდან მის
მისაღებად აქვს 5 დღანი ვადა.
სსსკ-ს 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილს თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოს
უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების
შესრულების დრო და ადგილი.
სსსკ-ს 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს
სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდათ სასამართლოში
დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
სსსკ-ს 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ადრესატმა ამ კოდექსის 74-ე მუხლის
პირველი ნაწილის გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე,მისი
მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება.
ხოლო, უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო უწყება არ ჩაითვლება
მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება.
როგორც კაზუსიდან ირკვევა, მოპასუხის არყოფნისას მისი ქმარი უარს აცხადებს უწყების
ჩაბარებაზე, სასამართლო კი არ ცდილობს ბელასათვის უწყების ხელმეორედ გაგზავნას, რაც
დარღვევას წარმოადგენს, ასევე შესაძლებელია დართვეული იყოს იმ ვარაუდის
სტანდარტიც, რომ მხარეებს ჰქონდათ დროულად გამოცხადებისა და საქმის
მომზადებისათვის გონივრული ვადა ვინაიდან, 7 დღე რომელშიც ჩედის უწყების ჩბარების
დროც გარკვეულწილად არასაკმარისია შესაბამისი დაცვის მოსამზადებლად.
როგორც კაზუსიდან ჩანს, სხომაზე არ ცხადდდება მოპაუსხე ბელა, ხოლო მოსარჩელე ანრი
შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყეტილების გამოტანაზე.
მოპასუხე ბელას დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბარდება 5 დღის შემდეგ, რაც სსსკ-ს 235-ე
მუხლის შესაბამისია. იგი, ამავე დროს, ასაჩივრებას გადაწყვეტილებას იმ მოტივით რომ მას
საპატიო მიზეზი გააჩნდა და მტკიცებულების სახით წარადგენს ექიმის ცნობას, ასევე
აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მას არ ჩაბარებია უწყება.
სასამართლო იღებს ბელას სარჩელს წარმოწბაში, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების ვადა
დარღვეულია, მაგრამ იღებს წარმოებაში 239-ე მუხლით დაგდენილ დანაწესით.. მართალია,
სასამართლო ამ ნაწილში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. სასამარტლოს გამოაქვს
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ბელას შეეძლებოდა პირველი საუწრებელი
გადაწყვეტილება, რომ დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინა, მეორედ გამოუცხადებლობის
შემთხვევაში გამოეყენებინებინა, სსსკ-ს 242-ე მუხლისა და 366-ე მუხლების შესაბამისად
სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.