Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10.

/ 1 ქ / 1.როგორ ახსნით შუშანიკის საქციელს პურობაზე?


1.შუშანიკი თავშეუკავებელია;
2.შუშანიკი უკომპრომისოა,ვარსქენის საქმეებს არ ეზიარება;
3.შუშანიკი გულისწყრომას გამოხატავს ქალთა უუფლებობის გამო;
4.შუშანიკი გაბრაზებას გამოხატავს ჯოჯიკის ცოლის მიმართ.
/1ქ/ 2.ქვემოთ ჩამოთვლილ პერსონაჟთაგან რომელი მივიჩნიოთ ,,საწუთროს კაცად’’ და ,,სოფლის მოყვარედ’’?
1. შუშანიკი; 2. ვარსქენი; 3.იაკობი; 4.აფოცი.
/1ქ/ 3. სად არის დამარხული ვარსქენის დედა?
1.ჰერეთში; 2. ურდში; 3.ირანში; 4.არაბეთში.
/1ქ/ 4.რატომ ბრუნდება შუშანიკი სასახლეში?
1.კვლავ დედოფლობა სურს;
2.პიტიახშის მიგზავნილებმა დაიყოლიეს;
3.შეგნებულად მიდის განსაცდელთან შესახვედრად;
4.შვილებმა დაიყოლიეს;
/1ქ/ 5.საიდან ვიცით,რომ,, შუშანიკის წამების“ ავტორს იაკობი ერქვა?
1.თვით ნაწარმოებიდან; 2. ქართლის ცხოვრებიდან;
3.მეცნიერთა ჰიპოთეზაა; 4.სომხური წყაროებიდან.
/3ქ/ 6.გაიხსენეთ იაკობ ხუცესისა და შუშანიკის პირველი საუბარი.უპასუხეთ კითხვებს:
1.რა სულიერი საშიშროების /ხიფათის/ შესახებ აფრთხილებს იაკობი შუშანიკს? /1ქ/
2.რაში არ დაეთანხმა იაკობი შუშანიკს? /1ქ/
3.თქვენ ეთანხმებით შუშანიკს?
/2ქ/ 7.გაიხსენეთ ვარსქენისა და ხუცესების საუბარი.უპასუხეთ კითხვებს:
1.როგორ შეხვდა პიტიახში ხუცესებს? /1ქ/
2.რაში დაადანაშაულა ვარსქენმა შუშანიკი? /1ქ/

You might also like