Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 23

შებრუნებადი მრავალწევრის გრადიენტის ტოპოლოგიური ხარისხის

ალგებრული გამოთვლა

ნიკოლოზ მაჭავარიანი

სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის


საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე
მათემატიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მინიჭების მოთხოვნის
შესაბამისად

თანამერდოვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები

სამეცნიერო ხელმძღვანელი: გიორგი ხიმშიაშვილი, სრული პროფესორი

თბილისი, 2018

1
სარჩევი

შესავალი ------------------------------------------------------------ 3

0. ძირითადი განმარტებები ------------------------------------- 3


1. ორი ცვლადის მრავალწევრები ------------------------------- 7
1.1 ფერმას პოტენციალი ---------------------------------------7
1.2 მარყუჟი ------------------------------------------------------8
1.3 ჯაჭვი --------------------------------------------------------10
2. სამი ცვლადის მრავალწევრები ------------------------------ 12
2.1 ფერმას პოტენციალი ---------------------------------------12
2.2 ჯაჭვი და ფერმას პოტენციალი ---------------------------13
2.3 მარყუჟი და ფერმას პოტენციალი ----------------------- 14
2.4 მარყუჟი ------------------------------------------------------16
2.5 ჯაჭვი ---------------------------------------------------------18
3. დასკვნა -----------------------------------------------------------20

გამოყენებული ლიტერატურა ------------------------------------ 22

2
შესავალი

კვლევის მიზანია შებრუნებადი პოტენციალების კვაზიერთგვაროვანი ტიპის


დადგენა, ლოკალურ ალგებრაში ბაზისების პოვნა, მაქსიმალური იდეალის
აგება, რომლის კვადრატიც ნულოვანია და მიღებული შედეგების საშუალებით
ტოპოლოგიური ხარისხის გამოთვლა. ასევე, გეგმა მიზნად ისახავს ცვლადთა
სხვადასხვა რაოდენობისთვის ხარისხის სპექტრის პოვნას, მისი ზრდის
ასიმპტოტიკის დადგენასა და შესაბამისი მაგალითების მოყვანას. ძირითადი
შედეგები მიღებული იქნება ორი და სამი ცვლადის შემთხვევებში, თუმცა
აქტუალურია მრავალი ცვადის შემთხვევის ანალიზი და აქამდე მიღებულ
შეფასებებთან შედარება.

0. ძირითადი განმარტებები და თეორემები.

სანამ უშუალოდ კვლევის შედეგებზე გადავალთ, მოვიყვანოთ რამდენიმე


განმარტება და თეორემა, რომელთაც ხშირად გამოვიყენებთ:

განმარტება 1. 𝑃(𝑥1 , 𝑥2 , … , 𝑥𝑛 ) მრავალწევრს ეწოდება კვაზიერთგვაროვანი,


თუკი მოიძებნება ისეთი დადებითი ნამდვილი რიცხვები (წონები):
𝑖 𝑖 𝑖
𝑤1, 𝑤2, … . 𝑤𝑛 , რომ მრავალწევრის თითოეული 𝑥11 𝑥22 … 𝑥𝑛𝑛 მონომისთვის
შესრულდება შემდეგი პირობა : 𝑤1 𝑖1 + 𝑤1 𝑖1 + ⋯+𝑤𝑛 𝑖𝑛 = 1.

განმარტება 2. (𝑎1 , 𝑎2 , … , 𝑎𝑛 ) წერტილს ეწოდება 𝑃(𝑥1 , 𝑥2 , … , 𝑥𝑛 )


მრავალწევრის იზოლირებული განსაკუთრებული წერტილი, თუ

3
𝑔𝑟𝑎𝑑 𝑃(𝑎1 , 𝑎2 , … , 𝑎𝑛 ) = 0 და მოიძებნება (𝑎1 , 𝑎2 , … , 𝑎𝑛 ) წერტილის მიდამო,
სადაც 𝑔𝑟𝑎𝑑 𝑃 არანულოვანია.

განმარტება 3. 𝑃(𝑥1 , 𝑥2 , … , 𝑥𝑛 ) მრავალწევრს ეწოდება შებრუნებადი, თუკი


ის კვაზიერთგვაროვანია ცალსახად განსაზღვრული წონებით, მონომთა
რაოდენობა ემთხვევა ცვლადთა რაოდენობას და (0 , 0 , ... , 0) წერტილი
წარმოადგენს იზოლირებულ განსაკუთრებულობას.

განმარტება 4. 𝑃(𝑥1 , 𝑥2 , … , 𝑥𝑛 ) მრავალწევრის იაკობის იდეალი ეწოდება P-ს


კერძო წარმოებულებისგან გენერირებულ იდეალს 𝑛 ცვლადის ფორმალურ
𝜕𝑃 𝜕𝑃 𝜕𝑃
მწკრივთა რგოლში. (〈 , ,…, 〉) .
𝜕𝑥1 𝜕𝑥2 𝜕𝑥𝑛

განმარტება 5. 𝑃(𝑥1 , 𝑥2 , … , 𝑥𝑛 ) მრავალწევრის ლოკალური ალგებრა


(მილნორის რგოლი) ეწოდება 𝑛 ცვლადის ფორმალურ მწკირვთა ალგებრის
𝜕𝑃 𝜕𝑃 𝜕𝑃
ფაქტორ-ალგებრას იაკობის იდეალით, ანუ 𝐶 [𝑥1 , 𝑥2 , … , 𝑥𝑛 ] / 〈 , ,…, 〉.
𝜕𝑥1 𝜕𝑥2 𝜕𝑥𝑛

𝑎 𝑎 𝑎
განმარტება 6. 𝑊 = 𝑥1 1 𝑥2 +𝑥2 2 𝑥3 + ⋯ + 𝑥𝑛 𝑛 𝑥1 ტიპის შებრუნებად
მრავალწევრს ვუწოდოთ მარყუჟი. [7]

4
𝑎 𝑎 𝑎 𝑎
განმარტება 7. 𝑊 = 𝑥1 1 𝑥2 +𝑥2 2 𝑥3 + ⋯ + 𝑥𝑛−1
𝑛−1
𝑥𝑛 + 𝑥𝑛 𝑛 ტიპის შებრუნებად
მრავალწევრს ვუწოდოთ ჯაჭვი. [7]

𝑎 𝑎
განმარტება 8. 𝑊 = 𝑥1 1 + ⋯ + 𝑥𝑛 𝑛 ტიპის შებრუნებად მრავალწევრს
ვუწოდოთ ფერმას პოტენციალი.

თეორემა-განმარტება 9. თუკი 𝐹: 𝑅 𝑁 → 𝑅𝑁 უწყვეტად დიფერენცირებადი


ასახვაა და 𝑎 = (𝑎1 , 𝑎2 , … , 𝑎𝑛 ) -ს წინასახის ( 𝐹 −1(𝑎) ) თითოეული 𝑏 =
(𝑏1 , 𝑏2 , … , 𝑏𝑛 ) წერტილისთვის იაკობის დეტერმინანტი ( 𝐽[𝐹(𝑏)] )
არანულოვანია, მაშინ ∑ 𝑠𝑔𝑛( 𝐽[𝐹 (𝑏)] ) - მუდმივია და ტოლია 𝐹 ასახვის
ტოპოლოგიური ხარისხის. [1]

თეორემა 1. თუ 𝑃(𝑥1 , 𝑥2 , … , 𝑥𝑛 ) შებრუნებადი პოტენციალია წონებით


𝑤1 , 𝑤2 , … , 𝑤𝑛 , მაშინ ლოკალური ალგებრის ბაზისი სასრულგანზომილებიანია
(1−𝑤𝑖 )
და განზომილება გამოითვლება ფორმულით :  = ∏𝑛𝑖=1 . [1]
𝑤𝑖

თეორემა 2. 𝑃(𝑥1 , 𝑥2 , … , 𝑥𝑛 ) კვაზიერთგვაროვანი ასახვის ტოპოლოგიური


ხარისხი გამოითვლება ფორმულით : | | =  −2𝐷𝑖𝑚 𝐼 , სადაც 𝐼 არის
მაქსიმალური იდეალი, რომელის კვადრატიც ნულოვანია. (შევნიშნოთ, რომ
2𝐷𝑖𝑚 𝐼 ≤  ) . [8]

5
თეორემა 3. შებრუნებადი მრავალწევრი წარმოდგინდება მარყუჟის , ჯაჭვის
და ფერმას პოტენციალების განცალებად ჯამად. [7]

თეორემა 4. (სარდის თეორემა) თუ F : 𝑅𝑛 → 𝑅𝑛 უწყვეტად დიფერენცირებადი


ასახვაა, ხოლო 𝐵 იმ წერტილთა სიმრავლე, რომლისთვისაც 𝐹-ის იაკობის
დეტერმინანტი ნულოვანია (𝐽[𝐹(𝑏)] = 0), მაშინ 𝐹 (𝐵) სიმრავლე 0 ზომისაა.

თეორემა 5. (ჰოვანსკის შეფასება) ვთქვათ F : 𝑅 𝑛 → 𝑅𝑛 ასახვის კომპონენტები


ერთგვაროვანი მრავალწევრებია ხარისხებით 𝑚1 , 𝑚2 , … , 𝑚𝑛 . Π - თი
აღვნიშნოთ მთელკოორდინატიან წერტილთა ბადე 𝑅𝑛 -ში, რომლისთვისაც
სრულდება პირობა : 0 ≤ 𝑦𝑖 ≤ 𝑚𝑖 − 1 . 𝑑 იყოს Π - ს ცენტრალური კვეთაში
1
მდებარე წერტილების რაოდენობა (ანუ 𝑦1 + 𝑦2 + ⋯ + 𝑦𝑛 = (𝑚1 + 𝑚2 + ⋯ +
2
𝑚𝑛 − 𝑛) −ის ამონახსნთა რაოდენობა). თუკი F-ს გააჩნია იზოლირებული
განსაკუთრებულობა 0-ში, მაშინ F - ის ტოპოლოგიური ხარისხი არ აღემატება
𝑑-ს და შეფასება ზუსტია. [6]

ლემა 1. აქვე მოვიყვანოთ ცნობილი ლემა კომბინატორიკიდან: 𝑦1 + 𝑦2 + ⋯ +


𝑦𝑛 = 𝑚 განტოლების მთელ არაუარყოფით ამონახსნთა რაოდენობაა (𝑚+𝑛−1
𝑛−1
).

6
1. ორი ცვლადის შებრუნებადი მრავალწევრის ტოპოლოგიური ხარისხი.

1) 𝑃 ( 𝑥, 𝑦) = 𝑥 𝑎 + 𝑦 𝑏 (ფერმას პოტენციალი)
𝑎−1
𝑔𝑟𝑎𝑑 P = ( 𝑎𝑥 , 𝑏𝑦 𝑏−1 )
1 1
წონები : ( , )
𝑎 𝑏
1−𝑤1 1−𝑤2
= = (𝑎 − 1)(𝑏 − 1).
𝑤1 𝑤2
ბაზისი ლოკალურ ალგებრაში : {𝑥 𝑚 𝑦 𝑛 | 𝑚 ≤ (𝑎 − 2), 𝑛 ≤ (𝑏 − 2)}

0 = 𝑥 𝑎−1 = 𝑦 𝑏−1 .
ვიპოვოთ ტოპოლოგიური ხარისხის სპექტრი:

ა)  ლუწია. ზოგადობის შეუზღუდავად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ 2 | (𝑎 −


1).
(𝑎−1)
ვაჩვენოთ, რომ 𝐼 ={ 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 | 𝑚 ≥ } . ადვილი შესამოწმებელია, რომ 𝐼2 = 0
2
(𝐼 -ს ორი ელემენტის გამრავლებისას 𝑥 − ის ხარისხი იქნება არანაკლები
(𝑎 − 1) -ზე, (ხოლო 𝑎𝑥 𝑎−1 = 0 ) . 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  => ბაზისი მეტ ელემენტს არ
შეიცავს , ე.ი  = 0 .

ბ)  კენტია. (2 | 𝑎 , 2|𝑏) ვაჩვენოთ, რომ | | = 1 .


𝑎 𝑎 𝑏
𝐼 ={ 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 | 𝑚 ≥ } + { 𝑥 2 −1 𝑦 𝑛 | 𝑛≥ }. 𝐼2 = 0 , რადგან თუკი ერთი
2 2
კლასიდან აღებულ ორ ელემენტს გავამრავლებთ, ან 𝑥 − ის ხარისხი გახდება
არანაკლები 𝑎 − ზე , ან 𝑦 − ის ხარისხი - არანაკლები 𝑏 − ზე, ხოლო თუკი
თითო ელემენტს ამოვარჩევთ თითო კლასიდან, 𝑥 − ის ხარისხი გახდება
არანაკლები (𝑎 − 1) -ზე. თითოეულ შემთხვევაში ნამრავლი იქნება 0 . =>
2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  − 1 => | | = 1 .

7
2) 𝑃 ( 𝑥, 𝑦) = 𝑥 𝑎 𝑦 + 𝑦 𝑏 𝑥 (მარყუჟი)
𝑎−1
𝑔𝑟𝑎𝑑 P = ( 𝑎𝑥 𝑦 + 𝑦 , 𝑏𝑦 𝑏−1 𝑥 + 𝑥 𝑎 )
𝑏

𝑏−1 𝑎−1
წონები : ( , )
𝑎𝑏−1 𝑎𝑏−1
1−𝑤1 1−𝑤2
= = 𝑎𝑏.
𝑤1 𝑤2
ბაზისი ლოკალურ ალგებრაში : {𝑥 𝑚 𝑦 𝑛 | 𝑚 ≤ (𝑎 − 1), 𝑛 ≤ (𝑏 − 1)}

ვაჩვენოთ, რომ 𝑥 𝑎 𝑦 = 0 = 𝑦 𝑏 𝑥.

𝑎𝑥 𝑎−1 𝑦 + 𝑦 𝑏 = 0 = 𝑏𝑦 𝑏−1 𝑥 + 𝑥 𝑎 => 𝑥 (𝑎𝑥 𝑎−1 𝑦 + 𝑦 𝑏 ) − 𝑎𝑦(𝑏𝑦 𝑏−1 𝑥 + 𝑥 𝑎 ) =


0 =>

=> (𝑎𝑏 − 1)𝑦 𝑏 𝑥 = 0 => 𝑦 𝑏 𝑥 = 0 . ანალოგიურად ვაჩვენებთ ,რომ 𝑥 𝑎 𝑦 = 0.

ვიპოვოთ ტოპოლოგიური ხარისხი:


𝑎
ა) 2| 𝑎 . ვაჩვენოთ, რომ | | ≤ 2 . 𝐼 ={ 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 | 𝑚 ≥ , 𝑛 ≥ 1 } + { 𝑥 𝑚 𝑦 𝑏−1 | 1 ≤
2
𝑎
𝑚 ≤ }. პირველი მაგალითის მსგავსად შეიძლება ჩვენება, რომ 𝐼2 = 0. 2𝐷𝑖𝑚 𝐼
2
=  −2 => | | ≤ 2 . განვიხილოთ 𝑃(𝑥, 𝑦) = 𝑥 2 𝑦 + 𝑥𝑦 2 და ვაჩვენოთ, რომ
| | = 2. 𝑔𝑟𝑎𝑑 P = =( 2𝑥 𝑦 + 𝑦 2 , 2𝑦𝑥 + 𝑥 2 ) , ხოლო 𝐽(𝑔𝑟𝑎𝑑 𝑃) =
2𝑦 2𝑦 + 2𝑥
| | = 4(𝑥𝑦 − (𝑥 + 𝑦)2 ) . შევნიშნოთ, რომ 𝐽 <0(𝐽=
2𝑦 + 2𝑥 2𝑥
(𝑥−𝑦)2 𝑥 2 +𝑦2
−4 ( + ) ). 𝑔𝑟𝑎𝑑 P = ( 3 , 3 ) აქვს ორი ამონახსნი და რადგან 𝐽 < 0 ,
2 2
განმარტება 9-ის თანახმად  = −2.
(𝑎−1)
𝑎+1 𝑏+1
ბ) 2| (𝑎𝑏 − 1) . 𝐼 ={ 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 | 𝑚 ≥ , 𝑛 ≥ 1 }+{𝑥 2 𝑦𝑛 | 𝑛 ≥ } + {𝑥 𝑚 𝑦 𝑏−1 |
2 2
𝑎−1 𝑎−1 𝑏−1
1≤𝑚< } + {𝑥 𝑎−1 + √𝑏 𝑥 2 𝑦 2 } . საინტერესოა 𝐼 –ის ბოლო ელემენტი,
2
რომელიც წარმოდგინდება ბაზისის ორი ელემენტის ჯამის სახით. ვაჩვენოთ,
რომ მისი კვადრატი ნულოვანია და 𝐼 –ის სხვა ელემენტებზე ნამრავლიც 0-ს
მოგვცემს.

8
𝑎−1 𝑏−1
(𝑥 𝑎−1 + √𝑏 𝑥 2 𝑦 2 )2 = 𝑥 2𝑎−2 + 0 + 𝑏 𝑥 𝑎−1 𝑦 𝑏−1 = 𝑥 2𝑎−2 + (−𝑥 𝑎 ∗ 𝑥 𝑎−2 ) = 0 .

(0 = 𝑏𝑦 𝑏−1 𝑥 + 𝑥 𝑎 => 𝑏𝑦 𝑏−1 𝑥 = −𝑥 𝑎 )

თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ 𝑎 = 3, 𝑏 = 3 შემთხვევა:

𝑥𝑦 𝑥 2𝑦 𝑥 2𝑦 𝑥 2𝑦 2

𝑥𝑦 𝑥 2𝑦 2 0 0 0

𝑥 2𝑦 0 0 0 0

𝑥 2𝑦 0 0 0 0

𝑥 2𝑦 0 0 0 0

ცხრილიდან ჩანს, რომ ბაზისიდან შეგვიძლია ავირჩიოთ მხოლოდ სამი


ელემენტი, რომელთა გენერირებული იდეალის კვდარატი ნულოვანია.

თუმცა ( 𝑥 2 + √3 𝑥𝑦)2 = 𝑥 4 + 3𝑥 2 𝑦 2 = −3𝑥 2 𝑦 2 + 3𝑥 2 𝑦 2 = 0 (რადგან 3𝑦 2 𝑥 +


𝑥3 = 0 )

ადვილი შესამჩნევია, რომ ( 𝑥 2 + √3 𝑥𝑦) -ის ნამრავლი აქამდე შერჩეულ


ელემენტებთან გვაძლევს 0-ს. => 2𝐷𝑖𝑚 𝐼 = 8 , ხოლო  = 9. ზოგად
შემთხვევაში :

2𝐷𝑖𝑚 𝐼 = 𝑎𝑏 − 1 =  − 1 =>  = 1.

9
3) 𝑃 ( 𝑥, 𝑦) = 𝑥 𝑎 𝑦 + 𝑦 𝑏 (ჯაჭვი)
𝑔𝑟𝑎𝑑 P = ( 𝑎𝑥 𝑎−1 𝑦, 𝑏𝑦 𝑏−1 + 𝑥 𝑎 )
𝑏−1 1
წონები : ( , )
𝑎𝑏 𝑏
1−𝑤1 1−𝑤2
= = (𝑎 − 1)𝑏 + 1.
𝑤1 𝑤2
ბაზისი ლოკალურ ალგებრაში : {𝑥 𝑚 𝑦 𝑛 | 𝑚 ≤ (𝑎 − 2), 𝑛 ≤ (𝑏 − 1)} + {𝑥 𝑎 }.

ვაჩვენოთ, რომ 𝑥 𝑎−1 𝑦 = 0 = 𝑦 𝑏 .


𝑎𝑥 𝑎−1 𝑦 = 0 = 𝑏𝑦 𝑏−1 + 𝑥 𝑎 . 𝑥 (𝑎𝑥 𝑎−1 𝑦) − 𝑎𝑦(𝑏𝑦 𝑏−1 + 𝑥 𝑎 ) = 0 =>
=> 𝑎𝑏 𝑦 𝑏 = 0 => 𝑦 𝑏 = 0

ვიპოვოთ ტოპოლოგიური ხარისხი :


𝑏
ა) 2| 𝑏. 𝐼 ={ 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 | , 𝑛 ≥ } 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  − 1 =>  = 1.
2

𝑎−1 𝑎−1
ბ) 2| (𝑎 − 1). 𝐼 ={ 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 | 𝑚 ≥ , 𝑛 ≥ 1 } + { 𝑥 𝑚 𝑦 𝑏−1 | , 𝑚 ≤ } 𝐼2 = 0 ,
2 2
რადგან პირველი კლასის ელემენტების ნამრავლში 𝑥 -ის ხარისხი ≥ 𝑎 − 1 , 𝑦 -
ის ხარისხი დადებითია, ხოლო მეორე კლასის ელემენტების სხვა წევრებზე
ნამრავლში 𝑦 - ის ხარისხი ≥ 𝑏 . ყველა შემთხვევაში ვიღებთ 0-ს. => 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =
−1 =>  = 1.

𝑏+1 𝑏−1 𝑎
გ) 2| (𝑎 − 1)𝑏 + 1. . 𝐼 ={ 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 | 𝑛 ≥ } + { 𝑥𝑚𝑦 2 | 𝑚 ≥ } + {𝑥 𝑎 +
2 2
𝑏−1 𝑎
√𝑏 𝑦 𝑥 } . მარყუჟის შემთხვევის მსგავსად, მაქსიმალურ იდეალში შედის
2 2

ელემენტი, რომელიც წარმოდგინება ორი საბაზისო ელემენტის ჯამის სახით.


𝑏−1 𝑎
ვაჩვენოთ, რომ მისი კვადრატი ნულოვანია. (𝑥 𝑎 + √𝑏 𝑦 2 𝑥 2 )2 = 𝑥 2𝑎 + 0 +
𝑏𝑦 𝑏−1 𝑥 𝑎 = 𝑥 2𝑎 + (−𝑥 𝑎 )𝑥 𝑎 = 0 . მარტივად შეიძლება იმის დანახვაც, რომ 𝐼 -ის
სხვა ელემენტებზე გამრავლებით მივიღებთ 0-ს. => 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  =>  = 0.

10
ამით ამოვწურეთ ორცვლადიანი შებრუნებადი მრავალწევრის შემთხვევები.
საინტერესოა მიღებული შედეგების შედარება აქამდე არსებულ შეფასებასთან.
ჩვენ მიერ არჩეული თემის გარშემო ცნობილი შედეგები აქვს მიღებული ა.
ჰოვანსკის. მან ასახვების შედარებით ფართო კლასისთვის მიიღო ზუსტი
შეფასება (იხ. თეორემა 5). ამ შეფასების მიხედვით, ასახვის ტოპოლოგიური
ხარისხი, მასში შემავალ მრავალწევრთა ხარისხის მატებასთან ერთად საკმაოდ
სწრაფად იზრდება (მოიცემა შემდეგი სახით : (𝑚+𝑛−1
𝑛−1
). იხ. ლემა 1).
ბუნებრივია, ჩვენ მიერ განხილული ვიწრო კლასისთვის, შეფასება აღარაა
ზუსტი. შებრუნებადი მრავალწევრების შემთხვევაში მაქსიმალური ხარისხი
მივიღეთ 2, ხოლო ჰოვანსკის შეფასების მიხედვით ხარისხმა შეიძლება
გადააჭარბოს ნებისმიერ რიცხვს.

სანამ გადავალეთ სამი ცვლადის შებრუნებული მრავალწევრების


შემთხვევაზე , მოკლედ შევაჯამოთ მიღებული შედეგები :

აქამდე განვიხილეთ ორი ცვლადის შებრუნებადი მრავალწევრის ყველა


შემთხვევა (მარყუჟი, ჯაჭვი და ფერმას პოტენციალი) , ვიპოვეთ
კვაზიერთგვაროვანი წონები, გამოვთვალეთ გრადიენტული ასახვის
ლოკალური ალგებრის განზომილება და ბაზისები, ავაგეთ მაქსიმალური
იდეალი , რომლის კვადრატის ნულოვანია და თეორემა 2-ის დახმარებით
გამოვთვალეთ თითოეული მრავალწევრის ტოპოლოგიური ხარისხი.
აღმოჩნდა, რომ ხარისხის (მოდულის) სპექტრია 0, 1 და 2. მაქსიმალური
ხარისხი მიიღება მარყუჟის შემთხვევაში (მოვიყვანეთ შესაბამისი
მაგალითიც). სხვა მრავალწევრებისთვის, ტოპოლოგიური ხარისხი ტოლია
ლოკალური ალგებრის ბაზისში შემავალ ელემენტთა რაოდენობის 2-ზე
გაყოფისას მიღებული ნაშთის. მიღებული შედეგები საგრძნობლად
განსხვავდება ჰოვანსკის შეფასებებისაგან , რადგანაც ჩვენი განხილვის საგანი
არის ასახვების გაცილებით ვიწრო კლასი.

11
2. სამი ცვლადის შებრუნებადი მრავალწევრის ტოპოლოგიური ხარისხი.

1) 𝑃( 𝑥, 𝑦, 𝑧 ) = 𝑥 𝑎 + 𝑦 𝑏 + 𝑧 𝑐 (ფერმას პოტენციალი)

𝑔𝑟𝑎𝑑 P = ( 𝑎𝑥 𝑎−1 , 𝑏𝑦 𝑏−1 , 𝑐𝑧 𝑐−1)


1 1 1
წონები : ( , , )
𝑎 𝑏 𝑐
1−𝑤1 1−𝑤2 1−𝑤3
= = (𝑎 − 1)(𝑏 − 1)(𝑐 − 1).
𝑤1 𝑤2 𝑤3
ბაზისი ლოკალურ ალგებრაში : {𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑚 ≤ (𝑎 − 2), 𝑛 ≤ (𝑏 − 2), 𝑘 ≤
(𝑐 − 2) }

0 = 𝑥 𝑎−1 = 𝑦 𝑏−1 = 𝑧 𝑐−1


ვიპოვოთ ტოპოლოგიური ხარისხი :
(𝑎−1)
ა) 2| 𝑎 − 1 . 𝐼 = { 𝑥 𝑚 𝑦𝑛𝑧𝑘 |𝑚 ≥ } 𝐼2 = 0 , რადგან ნებისმიერ ორი
2
ელემენტის ნამრავლში 𝑥 − ის ხარისხი აჭარბებს 𝑎 − 2 -ს , ხოლო 0 = 𝑥 𝑎−1 =>
=> 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  =>  = 0.
𝑎 𝑎
ბ) 2| (𝑎 − 1)(𝑏 − 1)(𝑐 − 1) + 1. 𝐼 = { 𝑥 𝑚𝑦𝑛𝑧𝑘 | 𝑚 ≥ } + { 𝑥 2−1 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑛 ≥
2
𝑏 𝑎 𝑏 𝑐
−1 −1
} + {𝑥 2 𝑦 2 𝑧𝑘 | 𝑘 ≥ } . 𝐼2 = 0 , რადგან ცალკეულ კლასში შემავალი
2 2
ელემენტების ერთმანეთზე გამრავლებით ან 𝑥-ის ხარისხია ≥ 𝑎 − 1 − ზე, ან
𝑦-ის ხარისხია ≥ 𝑏 − 1 − ზე ან 𝑧-ის ≥ 𝑐 − 1 − ზე. ანალოგიურად სხვადასხვა
კლასის ელემენტების ნამრავლიც 0 - ის ტოლია. => 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  − 1 =>
=>  = 1.

2) 𝑃( 𝑥, 𝑦, 𝑧 ) = 𝑥 𝑎 + 𝑦 𝑏 + 𝑧 𝑐 𝑦 (ჯაჭვი და ფერმას პოტენციალი)

𝑔𝑟𝑎𝑑 P = ( 𝑎𝑥 𝑎−1 , 𝑏𝑦 𝑏−1 + 𝑧 𝑐 , 𝑐𝑧 𝑐−1 𝑦)


1 1 𝑏−1
წონები : ( , , )
𝑎 𝑏 𝑏𝑐
1−𝑤1 1−𝑤2 1−𝑤3
= = (𝑎 − 1)(𝑏𝑐 − 𝑏 + 1) .
𝑤1 𝑤2 𝑤3

12
ბაზისი ლოკალურ ალგებრაში : {𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑚 ≤ (𝑎 − 2), 𝑛 ≤ (𝑏 − 1), 𝑘 ≤
(𝑐 − 2)} + {𝑧 𝑐−1 𝑥 𝑚 | 𝑚 ≤ 𝑎 − 2}

ვაჩვენოთ, რომ 0 = 𝑥 𝑎−1 = 𝑦 𝑏 = 𝑧 𝑐−1 𝑦.

0 = 𝑏𝑦 𝑏−1 + 𝑧 𝑐 = 𝑐𝑧 𝑐−1 𝑦 => 0 = 𝑐𝑦(𝑦 𝑏−1 + 𝑧 𝑐 ) − 𝑧(𝑐𝑧 𝑐−1 𝑦) = 𝑐𝑦 𝑏 => 𝑦 𝑏 = 0

ვიპოვოთ ტოპოლოგიური ხარისხი :


𝑎−1
ა) 2 | 𝑎 − 1 . 𝐼 = { 𝑥 𝑚𝑦𝑛 𝑧𝑘 | 𝑚 ≥ } 𝐼2 = 0 , რადგან ნებისმიერ ორი
2
ელემენტის ნამრავლში 𝑥 − ის ხარისხი ≥ 𝑎 − 1. => 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  =>  = 0.
𝑏 𝑎
ბ) 2 | 𝑏 . 𝐼 = { 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑛≥ } + { 𝑥 𝑚 𝑧 𝑐−1 | 𝑚 ≥ } 𝐼2 = 0 , რადგან
2 2
ნებისმიერ ორი ელემენტის ნამრავლში ან 𝑦 − ის ხარისხი ≥ 𝑏 , ან 𝑧 - ის
ხარისხი აღემატება 𝑐 − 2 და 𝑦 - ის 0-ს. => 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  − 1 =>  = 1.

𝑏+1 𝑏−1 𝑐−1 𝑎


გ) 2 | 𝑐 − 1 . 𝐼 = { 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑛 ≥ } + { 𝑥 𝑚𝑦 2 𝑧𝑘 | 𝑘 ≥ } + {𝑥 𝑚 𝑧 𝑐−1 | 𝑚 ≥
2 2 2
2
} 𝐼 = 0 , რადგან ნებისმიერ ორი ელემენტის ნამრავლში ან 𝑦 − ის ხარისხი
≥ 𝑏 , ან 𝑧 - ის ხარისხი აღემატება 𝑐 − 2 და 𝑦 - ის 0-ს, ან 𝑥 –ის 𝑎 − 1-ს =>
2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  − 1 => =>  = 1.

დ) 2 | 𝑎 , 2| (𝑏 + 1), 2 | 𝑐 . ეს შემთხვევა გამოვიკვლიოთ განმარტება 9-ის


დახმარებით.

𝑎(𝑎 − 1)𝑥 𝑎−2 0 0


𝐽 (𝑔𝑟𝑎𝑑 𝑃) = | 0 𝑏(𝑏 − 1)𝑦 𝑏−2 𝑐𝑧 𝑐−1 |
0 𝑐𝑧 𝑐−1 𝑐(𝑐 − 1)𝑧 𝑐−2 𝑦

𝐽 = 𝑎𝑏𝑐 (𝑎 − 1)(𝑏 − 1)(𝑐 − 1)𝑥 𝑎−2 𝑦 𝑏−1 𝑧 𝑐−2 − 𝑎 (𝑎 − 1)𝑐 2 𝑥 𝑎−2 𝑧 2𝑐−2

რადგან 𝑥 𝑎−2 > 0 , 𝑧 𝑐−2 > 0, 𝑎 (𝑎 − 1)𝑐 > 0 , 𝑠𝑔𝑛(𝐽) = 𝑠𝑔𝑛(𝑏(𝑏 − 1)(𝑐 − 1)𝑦 𝑏−1 −
𝑐𝑧 𝑐 ).

განვიხილოთ სისტემა:

13
𝑎𝑥 𝑎−1 = 𝑎
𝑏−1
{𝑏𝑦 + 𝑧𝑐 = 𝑏 + 1
𝑧 𝑐−1 𝑦 = 1

(თეორემა 4 - ის თანახმად , (𝑎, 𝑏 + 1,1) წერტილის წინასახე 1 ალბათობით


იქნება არაგადაგვარებული (არანულოვანი იაკობიანით) წერტილი).

რადგან 𝑥 = 1 და 𝑠𝑔𝑛(𝐽)- ზე 𝑥 გავლენას არ ახდენს, შეგვიძლია გამოვიკვლიოთ


მხოლოდ y და z ცვლადების შესაძლო მნიშვნელობები და გამოვთვალოთ
იაკობიანის სიგნატურა. მესამე ტოლობიდან 𝑦 = 𝑧 1−𝑐 . შევიტანოთ მეორე
ტოლობაში:

𝑏 𝑧 (1−𝑐)(𝑏−1) + 𝑧 𝑐 – (𝑏 + 1) = 0. განვიხილოთ ფუნქცია :

𝑓(𝑧) = 𝑏 𝑧 (1−𝑐)(𝑏−1) + 𝑧 𝑐 – (𝑏 + 1).

𝑓 ′(𝑧) = 𝑏(𝑏 − 1)(1 − 𝑐 )𝑧 (1−𝑐)(𝑏−1)−1 + 𝑐𝑧 𝑐−1 .

𝑓 ′(𝑧) = 0 = > 𝑐𝑧 (𝑐−1)𝑏+1 = 𝑏 (𝑏 − 1)(𝑐 − 1) , რაც ნიშნავს, რომ ფუნქციას აქვს


ერთადერთი დადებითი კრიტიკული წერტილი. საშუალო მნიშვნელობის
თეორემის ძალით 𝑓(𝑧) - ს ვერ ექნება 2 დადებით ამონახსნზე მეტი. 𝑓(1) =
0 , 𝑓 (𝑏) > 0 => ფუნქციას ექნება მეორე ამონახსნი (1,𝑏)-ში (კრიტიკული
წერტილი ამონახსნებს შორის იქნება). რადგან ფუნქცია უწყვეტად
წარმოებადია 𝑓 ′(1) < 0 და 𝑓 ′ (𝑢) > 0 (სადაც 𝑢 მეორე ამონახსნია ). შევნიშნოთ,
რომ 𝑠𝑔𝑛 (𝑧 𝑓 ′ (𝑧)) = −𝑠𝑔𝑛(𝐽) , რაც ნიშნავს რომ იაკობიანის სიგნატურები
იქნება მოპირდაპირე ნიშნის. უარყოფითი 𝑧 -სთვისაც ანალოგიური
მსჯელობით მივიღებთ, რომ 2 ამონახსი იქნება დადებითი ნიშნის და 2
უარყოფითი. განმარტება 9- ის თანახმად ტოპოლოგიური ხარისხი იქნება 0 .

3) 𝑃( 𝑥, 𝑦, 𝑧 ) = 𝑥 𝑎 + 𝑦 𝑏 𝑧 + 𝑧 𝑐 𝑦 (მარყუჟი და ფერმას პოტენციალი)

𝑔𝑟𝑎𝑑 P = ( 𝑎𝑥 𝑎−1 , 𝑏𝑦 𝑏−1 𝑧 + 𝑧 𝑐 , 𝑐𝑧 𝑐−1 𝑦 + 𝑦 𝑏 )


1 𝑐−1 𝑏−1
წონები : ( , , )
𝑎 𝑏𝑐−1 𝑏𝑐−1
1−𝑤1 1−𝑤2 1−𝑤3
= = (𝑎 − 1)𝑏𝑐 .
𝑤1 𝑤2 𝑤3

14
ბაზისი ლოკალურ ალგებრაში : {𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑚 ≤ (𝑎 − 2), 𝑛 ≤ (𝑏 − 1), 𝑘 ≤
(𝑐 − 1)}

ვაჩვენოთ, რომ 0 = 𝑥 𝑎−1 = 𝑦 𝑏 𝑧 = 𝑧 𝑐 𝑦.

0 = 𝑎𝑥 𝑎−1 = 𝑏𝑦 𝑏−1 𝑧 + 𝑧 𝑐 = 𝑐𝑧 𝑐−1 𝑦 + 𝑦 𝑏 , 𝑦 (𝑏𝑦 𝑏−1 𝑧 + 𝑧 𝑐 ) − 𝑧(𝑧 𝑐−1 𝑦 + 𝑦 𝑏 ) = 0

=> (𝑏 − 1)𝑦 𝑏 𝑧 = 0

ანალოგიურად მივიღებთ, რომ 𝑧 𝑐 𝑦 = 0

ვიპოვოთ ტოპოლოგიური ხარისხის სპექტრი :


𝑎−1
ა) 2 | 𝑎 − 1 . 𝐼 = { 𝑥 𝑚𝑦𝑛 𝑧𝑘 | 𝑚 ≥ } 𝐼2 = 0 , რადგან ნებისმიერ ორი
2
ელემენტის ნამრავლში 𝑥 − ის ხარისხი ≥ 𝑎 − 1. 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  =>  = 0.

ბ) 2 | 𝑏 . შევნიშნოთ, რომ ორი ცვლადის მარყუჟს დაემატა 𝑥 𝑎 (ფერმას


პოტენციალი).

თუკი შევეცდებით ტოპოლოგური ხარისხის გამოთვლას განმარტება 9-ს


საშუალებით , ერთი განტოლება იქნება 𝑎 𝑥 𝑎−1 = 𝐴 სახის (ცალსახად
განსაზღვრული ამონახსნით) და იაკობის მატრიცის პირველ სვეტში შევა
მხოლოდ 𝑎 (𝑎 − 1)𝑥 𝑎−2 წევრი და დანარჩენგან გვექნება 0 -ები. მარტივი
დასანახია, რომ ტოპოლოგიური ხარისხის მოდული იგივე დარჩება , რაც
ორცვლადიანი მარყუჟის შემთხვევაში. (𝑎(𝑎 − 1)𝑥 𝑎−2 ან ყველა იაკობიანს
შეუცვლის ნიშანს ან არცერთს) რადგან მარყუჟისთვის მაქსიმალური ხარისხი
იყო 2 - ის ტოლი, ამ შემთხვევაშიც სპექტრი არ შეიცვლება (იქნება 0 ან 2).  =
2 - ის მაგალითი იქნება :

𝑃 = 𝑥 4 + 𝑦 2𝑧 + 𝑧 2 𝑦 .

15
გ) 2 |  +1 . როგორც წინა შემთხვევის განხილვისას ვაჩვენეთ,
ტოპოლოგიური ხარისხის მოდული იგივე დარჩება, რაც გვექნებოდა
ორცვლადიანი მარყუჟის შემთხვევაში. => | | = 1 .

4) 𝑃( 𝑥, 𝑦, 𝑧 ) = 𝑥 𝑎 𝑦 + 𝑦 𝑏 𝑧 + 𝑧 𝑐 𝑥 (მარყუჟი)
𝑔𝑟𝑎𝑑 P = ( 𝑎𝑥 𝑎−1 𝑦 + 𝑧 𝑐 , 𝑏𝑦 𝑏−1 𝑧 + 𝑥 𝑎 , 𝑐𝑧 𝑐−1𝑥 + 𝑦 𝑏 )
𝑏𝑐−𝑐+1 𝑎𝑐−𝑎+1 𝑎𝑏−𝑏+1
წონები : ( , , )
𝑎𝑏𝑐+1 𝑎𝑏𝑐+1 𝑎𝑏𝑐+1
1−𝑤1 1−𝑤2 1−𝑤3
= = 𝑎𝑏𝑐 .
𝑤1 𝑤2 𝑤3
ბაზისი ლოკალურ ალგებრაში : {𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑚 ≤ (𝑎 − 1), 𝑛 ≤ (𝑏 − 1), 𝑘 ≤
(𝑐 − 1)}

ვაჩვენოთ, რომ 0 = 𝑥 𝑎 𝑦 = 𝑦 𝑏 𝑧 = 𝑧 𝑐 𝑥

0 = 𝑎𝑥 𝑎−1 𝑦 + 𝑧 𝑐 = 𝑏𝑦 𝑏−1 𝑧 + 𝑥 𝑎 = 𝑐𝑧 𝑐−1 𝑥 + 𝑦 𝑏 , 𝑐𝑥 (𝑎𝑥 𝑎−1 𝑦 + 𝑧 𝑐 ) − 𝑧(𝑐𝑧 𝑐−1 𝑥 + 𝑦 𝑏 )

= 𝑎𝑐𝑥 𝑎 𝑦 − 𝑦 𝑏 𝑧 = 0, ასევე 𝑦(𝑏𝑦 𝑏−1 𝑧 + 𝑥 𝑎 ) = 0 => (𝑎𝑐 + 1)𝑦 𝑏 𝑧 = 0 => 𝑦 𝑏 𝑧 = 0

ანალოგიურად მტკიცდება სხვა შემთხვევებიც.

ვიპოვოთ ტოპოლოგიური ხარისხის სპექტრი :


𝑎 𝑎
ა) 2 | 𝑎 . 𝐼 = { 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑚≥ , 𝑛 ≥ 1 } + { 𝑥 𝑚 𝑦 𝑏−1 𝑧 𝑘 | 𝑚< ,𝑘 ≥ 1 }
2 2
𝑎
+{ 𝑥 𝑚 𝑧 𝑐−1 | 𝑚≥ } 𝐼2 = 0 , რადგან ნებისმიერი ორი ელემენტის
2
ნამრავლში ან 𝑥 - ის ხარისხი გახდება ≥ 𝑎 − 1 და 𝑦 -ის დადებითი, ან y ის
ხარისხი იქნება არანაკლები 𝑏 -ზე და 𝑧 - ის დადებითი, ანდა 𝑧 –ის ხარისხი
იქნება არანაკლები 𝑐- ზე და 𝑥- ის დადებითი. ყველა შემთხვევაში ნამრავლი
იქნება 0 - ის ტოლი. => 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  =>  = 0.

16
ბ) 2|  + 1 . ბაზისის ელემენტების ჩასაწერად გამოვიყენოთ აღნიშვნები :
𝑎+1
„ ≥ “-ით აღვნიშნოთ 𝑥 𝑚≥ 2 (ანალოგიურად 𝑦 და 𝑧 ცვლადებისთვის)
𝑎−1
„ =“- ით აღვნიშნოთ 𝑥 𝑚= 2 (ანალოგიურად 𝑦 და 𝑧 ცვლადებისთვის)
𝑎−1
„ < “- ით აღვნიშნოთ 𝑥 𝑚< 2 (ანალოგიურად 𝑦 და 𝑧 ცვლადებისთვის)
𝑎+1 𝑏−1
მაგ. „ (≥, =, <) “ - ჩანაწერში ვიგულისხმებთ {𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑚 ≥ ,𝑛 = ,𝑘 <
2 2
𝑐−1
}-ს.
2

ბაზისში შევა შემდეგი სიმრავლეები : (≥, ≥, ≥), (≥, ≥, <), (≥, <, ≥), (<, ≥, ≥), (≥, ≥
, =), (≥, =, ≥), (=, ≥, ≥),(≥, =, <),(<, ≥, =),(=, <, ≥), (≥, =, =),(=, ≥, =),(=, =, ≥).

შევნიშნოთ, რომ თუკი ასე ჩაწერილი ელემენტების გამრავლებისას რომელიმე


ადგილას მოხვდა ≥ და ≥ , ან ≥ და = ერთად, მაშინ ნამრავლში მივიღებთ 𝑎, 𝑏
ან 𝑐 -ზე არანაკლებ ხარისხს (შესაბამისად 𝑥, 𝑦 და 𝑧 ცვლადების) . ასევე თუკი
შემდეგი ცვლადის ხარისხი (ციკლური მიმდევრობით) დადებითი გამოვიდა
(ანუ ორივე ელემენტში არ გვხვდება < ერთად) , მაშინ ასეთი ელემენტების
ნამრავლი მოგვცემს ნულს. უშუალო შემოწმებით შეგვიძლია დავრწმუნდეთ,
რომ ნებისმიერი ორი ელემენტის ნამრავლი გამოვა ნული და ჯამურად
−1
აღებული ელემენტების რაოდენობა იქნება => 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  − 1 =>
2

=>  = 1.

5) 𝑃( 𝑥, 𝑦, 𝑧 ) = 𝑥 𝑎 + 𝑦 𝑏 𝑧 + 𝑧 𝑐 𝑥 (ჯაჭვი)
𝑔𝑟𝑎𝑑 P = ( 𝑎𝑥 𝑎−1 + 𝑧 𝑐 , 𝑏𝑦 𝑏−1 𝑧 , 𝑐𝑧 𝑐−1 𝑥 + 𝑦 𝑏 )
1 𝑎𝑐−𝑎+1 𝑎−1
წონები : ( , , )
𝑎 𝑎𝑏𝑐 𝑎𝑐

17
1−𝑤1 1−𝑤2 1−𝑤3
= = 𝑎𝑐(𝑏 − 1) + 𝑎 − 1 .
𝑤1 𝑤2 𝑤3
ბაზისი ლოკალურ ალგებრაში : {𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑚 ≤ (𝑎 − 1), 𝑛 ≤ (𝑏 − 2), 𝑘 ≤
(𝑐 − 1)}
+ {𝑥 𝑚 𝑦 𝑏−1 | 𝑚 ≤ (𝑎 − 2)}

ვაჩვენოთ, რომ 𝑥 𝑎 = 𝑦 𝑏−1 𝑧 = 𝑧 𝑐 𝑥 .


0 = 𝑎𝑥 𝑎−1 + 𝑧 𝑐 = 𝑏𝑦 𝑏−1 𝑧 = 𝑐𝑧 𝑐−1 𝑥 + 𝑦 𝑏 => 𝑏𝑧(𝑐𝑧 𝑐−1𝑥 + 𝑦 𝑏 ) − 𝑦 ( 𝑏𝑦 𝑏−1 𝑧) =
= 0 => 𝑏𝑐𝑧 𝑐 𝑥 = 0 => 𝑧 𝑐 𝑥 = 0.
ანალოგიურად შეგვიძლია ჩვენება, რომ 𝑥 𝑎 = 0
ვიპოვოთ ხარისხის სპექტრი :

𝑎
ა) 2 | 𝑎 . 𝐼 = { 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑚 ≥ } 𝐼2 = 0 , რადგან ნებისმიერი ორი ელემენტის
2
ნამრავლში 𝑥- ის ხარისხი იქნება 𝑎 -ზე არანაკლები. => 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  − 1 =>

=>  = 1.

𝑎+1 𝑎−1 𝑐
ბ) 2 | 𝑐 . 𝐼 = { 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑚 ≥ }+ {𝑥 2 𝑦𝑛𝑧𝑘 | 𝑘≥ } + { 𝑥 𝑚 𝑦 𝑏−1 | 𝑚 ≥
2 2
𝑎−1
} 𝐼2 = 0 , რადგან ნებისმიერი ორი ელემენტის ნამრავლში ან 𝑥- ის
2
ხარისხი იქნება 𝑎 -ზე არანაკლები, ან 𝑦 -ის 𝑏 − 1 -ზე არანაკლები და 𝑧 - ის
დადებითი, ან z- ის 𝑐-ზე არანაკლები და 𝑥 -ის ხარისხი დადებითი.

2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  =>  = 0.
𝑏−1 𝑎−1 𝑏−1
გ) 2| 𝑏 − 1 . 𝐼 = { 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑛 ≥ , 𝑘 ≥ 1 } + { 𝑥𝑚𝑦𝑛 | 𝑚 ≥ , 𝑛≥ }+
2 2 2
𝑎+1 𝑏−1 𝑎−1
{ 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑐−1 | 𝑚≥ ,𝑛 < } + {𝑥 𝑚 𝑦 𝑏−1 | 𝑚 ≥ } ამ შემთხვევაშიც
2 2 2
შეგვიძლია ცალკეული კლასების ელემენტების განხილვით ვაჩვენოთ, რომ
აღებული იდეალის კვადრატი ნულოვანია და 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  =>  = 1.
(𝑎−1)
𝑎+1 𝑐+1
დ) 2| 𝑎(𝑏 − 1)c+1 . 𝐼 = { 𝑥 𝑚 𝑦 𝑛 𝑧 𝑘 | 𝑛 ≥ }+ {𝑥 2 𝑦𝑛𝑧𝑘 | 𝑘≥ } +
2 2
𝑎−1 𝑎−1 𝑐−1 𝑏
{ 𝑥 𝑚 𝑦 𝑏−1 | 𝑚≥ } +{ 𝑥 2 𝑦𝑛 𝑧 2 |𝑛 ≥ } წინა შემთხვევების
2 2
ანალოგიურად მტკიცდება, რომ 𝐼2 = 0 => 2𝐷𝑖𝑚 𝐼 =  − 1 =>  = 1.

18
ამით ამოვწურეთ სამი ცვლადის შებრუნებადი მრავალწევრების
შემთხვევები. ისევე როგორც ორი ცვლადის შემთხვევაში, ჰოვანსკის შეფასება
მნიშვნელოვნად სცდება ჩვენ მიერ მიღებულ შედეგებს, რადგან განხილული
კლასი გაცილებით ვიწროა. სამი ცვლადისთვის მაქსიმალური ხარისხი
გამოვიდა კვლავ 2 , მაშინ როდესაც ჰოვანსკის შეფასებით, ხარისხმა შეიძლება
ნებისმიერ მნიშვნელობას გადააჭარბოს. ახლა კი შევაჯამოთ სამი
ცვლადისთვის მიღებული შედეგები:

ჩვენ განვიხილეთ სამი ცვლადის ყველა შესაძლო შებრუნებადი


მრავალწევრი, ვიპოვეთ კვაზიერთგვაროვანი წონები და თეორემა 1 - ის
გამოყენებით გამოვთვალეთ ლოკალური ალგებრის საბაზისო ელემენტების
რაოდენობა. ასევე ლოკალურ ალგებრაში ვიპოვეთ ბაზისები და ავაგეთ
მაქსიმალური იდეალი, რომლის კვადრატიც ნულოვანია. თეორემა 2- ის
გამოყენებით გამოვთვალეთ ასახვის ტოპოლოგიური ხარისხი, რომლის
შესაძლო მნიშვნელობებია 0,1 და 2. საინტერესოა, რომ 1 ცვლადის დამატებამ
სპექტრი არ შეცვალა. მაქსიმალური ხარისხი კვლავ მიიღწევა მარყუჟის ტიპის
პოტენციალისა და ფერმას ტოპენციალის ჯამის განხილვისას. სხვა
შემთხვევებში შებრუნებადი მრავალწევრის ხარისხი უტოლდება ლოკალური
ალგებრის საბაზისო ელემენტთა რაოდენობის 2-ზე გაყოფისას მიღებულ
ნაშთს. როგორც მოსალოდნელი იყო, ჰოვანსკის შეფასება არ არის ზუსტი ჩვენ
მიერ განხილული ვიწრო კლასისთვის.

ორი და სამი ცვლადისთვის მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება


ვივარაუდოთ , რომ ლუწ ცვლადთა რაოდენობისთვის ტოპოლოგიური
ხარისხი შესაძლოა არ აღემატებოდეს 𝑛 - ს ( განცალებადი მარყუჟების ჯამი
გვაძლევს სწორედ 𝑛-ს) , ხოლო კენტი შემთხვევისთვის ზუსტი შეფასება
შეიძლება იყოს 𝑛 − 1 (მაგალითის აგება შესაძლებელია მარყუჟებისა და
ფერმას პოტენციალის ჯამის სახით). ჩვენ უკვე ვაჩვენეთ , რომ ფერმას
პოტენციალის დამატება სპექტრს არ ზრდის და თუკი სრული მარყუჟისთვის
და ჯაჭვისთვის დამტკიცდება ეს დებულება, თეორემა 3 - ის გამოყენებით და
მათემატიკური ინდუქციით, ზოგადი 𝑛- სთვისაც დავასაბუთებთ, რომ ჩვენი
ვარაუდი გვაძლევს ზუსტ შეფასებას.

19
3. დასკვნა

ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიემართება 2 და 3 ცვლადის შებრუნებად


მრავალწევრებს , თუმცა არის მჭიდრო კავშირი იზოლირებული
განსაკუთრებულობების რამდენიმე მნიშვნელოვან კლასთან, მაგალითად, ვ.
არნოლდის ([1]) კლასიფიცირებულ მარტივ და უნიმოდალურ
განსაკუთრებულობებთან. [1] - ში მოცემულ ერთერთ ცხრილში აღწერილია
მილნორის ალგებრის ბაზისების მონომები. ჩვენი შედეგები აზოგადებს [1] -ში
მოცემულ მარტივი და უნიმოდალური იზოლირებული
განსაკუთრებულობების მონომიალურ ბაზისებზე მიღებულ შედეგებს.

ჩვენი შედეგების გამოყენება ასევე შეიძლება მარტივი განსაკუთრებულობის


ლის ალგებრის შესახებ ა. ელაშვილის და გ.ხიმშიაშვილის ([3]) მიღებული
შედეგების განსაზოგადებლად. კერძოდ, როგორც [3]-ში არის ნაჩვენები, ლის
ალგებრები შეიძლება ალგორითმულად გამოითვალოს მონომიალური
ბაზისების საშუალებით. ამ მეთოდისა და ჩვენი დასკვნების შერწმით
შესაძლებელია [3] - ში მიღებული რეზულტატების გაღრმავება.

მიღებული შედეგების კიდევ ერთი გამოყენება დაკავშირებულია ჯ.


მაზერის და ს. იაუს ცნობილ თეორემასთან [9]. თეორემიდან გამომდინარეობს,
რომ შებრუნებადი მრავალწევრების კლასიფიკაცია შეიძლება მილნორის
ალგებრის საშუალებით. კერძოდ, შებრუნებადი პოტენციალების განტოლების
პოვნა შესაძლებელია მათი ლის ალგებრის მეშვეობით. ერთგვაროვანი
შებრუნებადი მრავალწევრების შემთხვევაში კი ეს შესაძლებელია [4]- ში
აღწერილი მეთოდის გამოყენებით.

შებრუნებად მრავალწევრებზე მიღებული შედეგები დაკავშირებულია


ლოკალური დონის წირებისთვის ეილერის მახასიათებელის გამოთვლასთან.
[5]- ში მიღებული შედეგების უკეთ წარმოსადგენად შემოვიტანოთ რამდენიმე
აღნიშნვა. ვთქვათ 𝐹 არის 𝑛 ცვლადის ერთგვაროვანი 𝑑 ხარისხის მრავალწევრი
და 0 -ში აქვს იზოლირებული განსაკუთრებულობა. 𝑑𝑒𝑔 𝐹 - ით აღვნიშნოთ

20
𝑔𝑟𝑎𝑑 𝐹 - ის ლოკალური ხარისხი. 𝑋(𝑎, 𝑟) იყოს {𝐹 = 𝑎} დონის ზედაპირის
კვეთა 𝑟 რადიუსის ბირთვთან . 𝑃 (𝑛, 𝑑) ით აღვნიშნოთ ე.წ პეტროვსკის
რიცხვი , რომელიც შემდეგნაირად არის განმარტებული : თუ 𝑛 და 𝑑 კენტებია
𝑃(𝑛, 𝑑) = 0, წინააღმდეგ შემთხვევაში 𝑃(𝑛, 𝑘) ტოლია არაუარყოფითი მთელი
𝑛(𝑑−2)
რიცხვების რაოდენობის, რომელთა ჯამიც -ია. [5]- ში ნაჩვენებია, რომ
2
საკმარისად მცირე 𝑎, 𝑟 > 0-სთვის 𝑋(𝑎, 𝑟)-ის ეილერის მახასიათებელი ტოლია
(−1)𝑛 – 𝑑𝑒𝑔 𝐹-ის. ასევე, [7]-ში ნაჩვენებია, რომ 𝑑𝑒𝑔 𝐹 ≤ 𝑃(𝑛, 𝑑) და შეფასება
ზუსტია. შევნიშნოთ, რომ ჩვენი შეფასებები ბევრად მცირეა, რაც ნიშნავს, რომ
შებრუნებადი მრავალწევრების ტოპოლოგია ზოგად ერთგვაროვან
ჰიპერზედაპირებთან შედარებით გაცილებით მარტივია.

21
გამოყენებული ლიტერატურა :

1. Arnol'd V., Varchenko A., Gusein-Zade S. (2005) Singularities of differentiable


mappings. Spinger, Berlin-New-York.

2. Eisenbud D., Levine H. (1977) An algebraic formula for the degree of a C ∞ map
germ. Ann. Math. 106, 1: 19-38.

3. Elashvili A., Khimshiashvili G. (2006) Lie algebras of simple hypersurfae


singularities. J. Lie Theory 16, 621-649.

4. Isaev A., Kruzhilin N. (2014) Explicit reconstruction of homogeneous isolated


hypersuface singularities form their Milnor algebras. Proc. Amer. Math. Soc. 142,
581-590.

5. Khimshiashvili G. (1977) O lokal'noi stepeni gladkogo otobrazhenia. Soobshch.


Akad. Nauk Gruzii 85, 2: 309-312 (in Russian).

6. Khovansky A. (1979) Index of a polynomial vector field. Funct. Anal. Appl. 13,
1: 38-45.

7. Krawitz M., Priddis N., Acosta P., Bergin N., Rathnakumara H. (2010) FJRW
rings and mirror symmetry. Commun. Math. Phys. 296, no.1, 145-174.

8. Kreuzer M., Skarke H. (1992) On the classification of quasihomogeneous


functions. Commun. Math. Phys. 150, 137-147.

9. Mather J., Yau S. S.-T. (1982) Classification of isolated hypersurface

22
23

You might also like