Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 24

საგა რაგნარ ტყავისშარვლიანზე და მის შვილებზე

1. ჰეიმირი და ასლაუგი

და აი, ჰეიმირმა ჰლიუმდალირიდან შეიტყო ახალი ამბები, სიგურდისა და ბრუნჰილდეს


სიკვდილის შესახებ, ამ დროს მათი ქალიშვილი, მისი აღზრდილი ასლაუგი მხოლოდ 3
ზამთრის იყო. მან იცოდა, რომ გოგონას გვარის ამოწყვეტას შეეცდებოდნენ. იგი ისე დარდობდა
ასლაუგზე, რომ უკვე აღარც ძალაუფლებ აინტერესებდა და აღარც ქონება. ჰეიმირმა იცოდა, რომ
გოგონას აქ ვერ დაიცავდა და ბრძანება გასცა არფა დაემზადებინათ (!) სადაც მოახერხებდა
ასლაუგისა და მასთან ერთად ოქრო-ვერცხლის დამალვას. ამის შემდეგ ჰეიმირმა მოგზაურობა
დაიწყო, მრავალი მიწა მოიარა და საბოლოოდ მიადგა ჩრდილოეთის ქვეყნებს.
მისი არფა იმდენად ოსტატურად იყო დამზადებული რომ მარტივად შეიძლება მისი დაშლა და
კვლავ აწყობა. დღისით, როდესაც მდინარის პირას იყო და ირგვლივ არც ხუტორი (მცირე
დასახლება) და არც არავინ არ იყო დაშლიდა არფას და გოგონას აბანავებდა, თან ღვინიან ხახვს
(!) აჭმევდა, ამ ხახვის უპირატესობა კი ისაა რომ ადამიანს დიდხანს შეუძლია იკვებოს მარტო ამ
საკვების, ხვა არაფერი რომ არ მიიღოს. როდესაც ასლაუგი ტიროდა, ჰეიმირი არფაზე უკრავდა
და გოგონა წყნარდებოდა, რადგან ჰეიმირი არაჩვეულებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული,
რითაც იგი იმ დროს განთქმული იყო. გარდა ამისა არფაში ასევე უამრავი ძვირფასი ქსოვილი და
ოქრო ინახებოდა.
ჰეიმირი მოგზაურობდა მანამ, სანამ არ მიადგა ნორვეგიას, იგი პატარა ხუტორში მივიდა
მოხუცთან რომელსაც აკი ერქვა.. აკის ჰყავდა ცოლი, სახელად გრიმა. ხუტორში მეტი არავინ
იყო, იმ დღეს აკი ტყეში წავიდა, გრიმა კი სახლში დარჩა. ჰეიმირი მასთან მივიდა, მიესალმა და
უთხრა რომ ღატაკი იყო და მოხუცს თავშესაფარი სთხოვა. ქალმა უპასუხა რომ იგი ცოტას
მიიღებდა მაგრამ კარგად მიიღებდა თუ კი მათთან დარჩენას გადაწყვეტდა. დღის ბოლოს კი
ჰეიმირმა უთხრა რომ მისთვის ყველაზე კარგი იქნებოდა თუ ცეცხლს დაუნთებდნენ და
დასაძინებლად გაუშვებდნენ,რათა კარგად გამოეძინა.
ქალმა ცეცხლი დაანთო და არფა იქვე სკამზე შემოდო, სანამ თბებოდნენ მოხუცმა ბევრ
სისულელეზე ისაუბრა, თან თვალს არფას აპარებდა, სადაც ძვირფას ქსოვილს ხედავდა, შემდეგ
კი შემთხვევით ჰეიმირის ბეჭედს მოჰკრა თვალი, თუმცა კი ჰეიმირს ღარიბულად ეცვა. როდესაც
გათბა, ივახშმეს და ჰეიმირმა ადგილი სთხოვა დასაძინებლად.
გრიმამ კი უთხრა რომ უკეთესი იქნებოდ მას გარეთ დაეძინა:
"აჯობებს გარეთ დაიძინო, რადგან მე და ჩემი ქმარი ბევრს ვლაყბობთ როდესაც ბრუნდება."
ჰეიმირმა ყურად იღო მოხუცი რჩევა, არფა აიღო და მოხუცს გაჰყვა, რომელიც ბეღელისკე
წარუძღვა მას, საძინებელი მიუთითა და სასიამოვნო ძილი უსურვა. როდესაც მოხუცი წავიდა და
თავისი საქმით გაერთო ჰეიმირმა მხოლოდ მაშინ დაიძინა.
აკი საღამო დაბრუნდა შინ, გრიმას კი იმის ნახევარიც არ ჰქონდა გაკეთებული რაც უნდა
გაეკეთებინა, რაზეც მოხუცი გაუნაწყენდა ცოლს, სხვა რა საქმე უნდა გქონოდა გარდა ამისიო.
აკი ძალიან განაწყენდა, იგი წუწუნებდა, რადგან იგი ყოველდღე ბევრს ცდილობდა და იმაზე
მეტსაც კი აკეთებდა ვიდრე შეეძლო, მისი ცოლი კი პირიქით თითქმის არაფერს არ აკეთებდა.
"ნუ გამიბრაზდები" - უპასუხა მას გრიმამ, - ახლა შენ სულ მცირედით შეგიძლია ისეთი რამი
გაკეთება რაც ჩვენ სამუდამოდ გაგვაბედნიერებს."
"ეგ როგორ ? " - ჰკითხა დაბნეულა აკიმ
"ერთი კაცო მოვიდა თავშესაფარი მთხოვა, მგონია რომ ის დიდი თანხით მოგზაურობს, ვფიქრობ
გმირი იყო ოდესღაც და ახლა ყველაფერს თავი დაანება, თუმცა მისი ძალა არ მინახავ, ერთი კი
ის ვიცი რომ ძალიან დაღლილი იყო და ალბათ უკვე სძინავს."
- არამგონია გონივრული იყოს იმ ხალხის გაყიდვა ვინც აქ მოდის, - მიუგო აკიმ
- შენ უბრალოდ ისე დიდხანს იყავი არარაობა, რომ შენი თვალები ყველაფერს აზვიადებენ. ან
მოკლავ მას, ან ის გახდება ჩემი ქმარი და აქედან გაგაგდებთ. შემიძლია ისიც მოგიყვე თუ რაზე
მესაუბრებოდა, მაგრამ შენთვის ალბათ ესეც ნაკლებად მნიშვნელოვანია. ძალიან ტკბილად
მესაუბრებოდა, მგონი უმჯობესიც კი იქნებაის გახდეს ჩემი ქმარი, ენ კი ან მოგკლავთ ან
სახლიდან გაგაგდებ ისე თუ არ მოიქცევი როგორც მე მინდა. - მიუგო მას გრიმამ.
როგორც ამბობენ, ქმარი ცოლის მორჩილი იყო და საბოლოოდ დაემორჩილა, აიღო სეკირა და
კარგად გალესა, როდესაც მზად იყო გრიმამ იქ მიიყვანა სადაც ჰეიმირს ეძინა - ბეღელიდან
ხმამაღალი ხვრინვის ხმა ისმოდა.
ცოლმა კი ქმარს ურჩია მაშინვე გაქცეულიყო თუ მი დაჭერას დააპირებდა, თითქოს მისი
ეშინოდა.
ქალმა არფა აიღო და სწრაფად გამოიქცა, კაცი იმ ადგილთან მივიდა სადაც ჰეიმირს ეძინა და
სეკირა ისე ძლირად დაარტყა, რომ დიდი ჭრილობა მიაყენა. ჭრილობისგან ჰეიმირს გამოეღვიძა,
ისეთი ძლიერი იყო მისი კრუნჩხვები რომ, სახლის ბოძებმა რყევა დაიწყო და მალევე ჩამოიშალა,
მიწაც ზანზარებდა და ასე აღესრულა ჰეიმირი.
მოხუცი ცოლთან დაბრუნდა:
- და მაინც ერთი პერიოდი ეჭვიც შემეპარა როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ეს ადამიანი
ძალიან ძლიერი იყო, იმედია ახლა ის ჰელშია.
ქალმა კი თავი შეიქო, ჩემი დამსახურებაა ეს ყველაფერიო:
- იმედია ახლა ძალიან გავმდიდრდებით, მოდი შევამოწმოთ.
ქალმა კვლავ დაანთო ცეცხლი, შეეცადა არფა გაეხსნა მაგრამ არაფერი გამოუვიდა და
იძულებული გახდა გაეტეხა. არფა გაიხსნა და პირველი რაც ქალმა დაინახა ულამაზესი გოგონა
იყო, რომლის მსგავსიც მას აქამდე არ ენახა და მასთან ერთად უამრავი ოქრო-ვერცხლი.

- როგორც ხშირად ხდება ასეთ შემთხვევებში ისეა ახლაც, როდესაც გაყიდი მას ვინც გენდობა, აი
ახლაც მესამე, ზემდეტი მოლაპარაკე გაჩნდა, - წარმოთქვა აკიმ
- ეს ის არაა რასაც მე მოველოდი, მაგრამ მოდი მაინც ნუ ვიწუწუნებთ, - მიუგო მას ცოლმა

გრიმამ ბავშვს მის წარმომავლობაზე ჰკითხა მაგრამ გოგონამ ვერაფერი უპასუხა, რადგან მას ჯერ
ლაპარაკი არ ჰქონდა ნასწავლი.

- დიდი დანაშაული ჩავიდინეთ, ახლა ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა, რა უნდა ვუყოთ ამ


ბავშვს ? - იკითხა მოხუცმა

- ეს ისედაც ნათელია, მე მას დედაჩემის მსგავსად კრაკას (ყორანი) დავარქმევ, - მიუგო ქალმა

- და ბავშვს რა ვუყოთ ?

- შესანიშნავი იდეა მაქვს, ვიშვილოთ ის და ვთქვათ რომ ჩვენი შვილია.

- ამას არავინ არ დაიჯერებს, ეს ბავშვი ძალიან ლამაზია, ჩვენ კი შეუხედავები ვართ. არავინ
დაიჯერებს რომ ჩვენნაირებს ასეთი შვილი ეყოლათ, - მიუგო მოხუცმა.
- რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ, რაიმე ეშმაკობას. თავს გადავპარსავ, დეგიოტით (?) დავზელ
და კიდევ რაიმეს ვიზამ რომ რაც შეიძლება ნაკლები თმა ამოუვიდეს. თან სულ კაპიუშონს
ატარებდეს იქნება და არც კარგი ტანსაცმელი ექნება. შეიძლება ხალხმა ისიც დაიჯეროს რომ
ოდესღაც ახალგაზდობაში მეც ვიყავი ლამაზი, ის კი ყველაზე აშინელ სამუშაოებს გააკეთებს.
მოხუცები ფიქრობდნენ, რადგან გოგონა ვერ მეტყველებდა მის კითხვებზეც არ იქნებოდა
პასუხის გაცემა საჭირო, მალე ყველაფერი ისე გაკეთდა როგორც დედაბერს ჰქონდა
ჩაფიქრებული და ასე იზრდებოდა გოგონა საშინელ სიღარიბეში.

2. თორა მთის ირემლაღი*

ჰერუდი** - ასე ერქვა გიოტლანდის ყოვლისშემძლე და ცნობილ იარლს. მას ჰყავდა ცოლი და
ქალიშვილი თორა. იგი ძალიან ლამაზი გოგონა იყო და ამავდროულად ძალიან კარგად
აღზრდილი. თორას მეტსახელად მთის ირემლაღი შეარქვეს, რადგანაც ყველა ქალს სჯობნიდა
მისი სილამაზით, ისევე როგორც ირემი სჯობს სხვა ცხოველებს. იარლს თავისი ქალიშვილი
ძალიან უყვარდა და მისი სამყოფელიც თავისთან ახლოს გააკეთებინა, გარშემო კი ღობე
შემოარტყა. იარლი გოგონა ყოველდღე ახალ გასართობს უგზავნიდა და ცდილობდა ამით
დიდხანს დაეტოვებინა იგი თავისთან.
ერთხელაც იარლმა ქალიშვილს უჩვეულო სილამაზის გველი აჩუქა, რომელიც თორას ძალიან
მოეწონა და იფნის ზარდახშაში ჩასვა, ქვემოთ კი ოქრო დაუფინა. გველი ზარდახშაში დიდხანს
არ გაჩერებულა, იგი სწრაფად იზრდებოდა და მისთვის უჩვეულოდ დიდი გაიზარდა, ამასთან
ერთად იზრდებოდა მის ქვეშ დაფენილი ოქროც, გველი ჯერ ზარდახშის ირგვლივ იწვა, შემდეგ
კი ისე გაიზარდა რომ უკვე თორას სამყოფელშიც ვეღარ ეტეოდა და მის ირგვლივ დაწვა, ისე რომ
მისი თავი და კუდი ერთმანეთს ეხებოდა, მასთან ურთიერთობაც გართულდა, ვერავინ მიდიოდა
თორას სამყოფელში გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც გველს აჭმევდა, თუმცა გველის მადაც
ზომასთან ერთად იზრდებოდა.
იარლ ჰერუდმა ეს მავნებლობად ჩათვალა და შემდეგი რამ მოიფიქრა, ის ვინც გველს მოკლავდა
თორას ცოლად შეირთავდა და არ ექნებოდა არანაირი მნიშვნელობა თუ ვინ იქნებოდა ეს და
გველის ქვეშ დაფენილი ოქროც მისი გახდებოდა. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა მაგრამ
გველთან შებრძოლება ჯერაც ვერავის გაებედა..

3. რაგნარი ამარცხებს გველს

ამავე პერიოდში დანიას მართავდა სიგურდ ბეჭედი. იგი ყოვლისშემძლე კონუნგი იყო, სახელი
კი მან ჰარალდ მებრძოლ კბილთან ბრძოლაში გაითქვა, სადაც ჰარალდი მის წინაშე დაეცა,
სიგურდმა კი სახელი ჩრდილოეთის ქვეყნებში გაითქვა.
სიგურდს ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელსაც რაგნარი ერქვა. ის მაღალი, ლამაზი შესახედაობის და
ძალიან გონიერი იყო, საკუთარ ხალხთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ
მტრების მიმართ დაუნდობელი იყო. როდესაც იგი წამოიზარდა, მან ძლიერი ჯარი შეკრიბა,
ხომალდები ააგო და ისეთი ძლიერი მებრძოლი გახდა რომ მისი დარი არსად მოიძებნებოდა.
იარლს ჰერუდის დაპირების შესახებ მალე რაგნარის შესახებაც გახდა ცნობილი, მაგრამ თავი ისე
დაიჭირა თითქოს წარმოდგენაც არ ჰქონდა ამ ამბის შესახებ. მან ტყავის შარვლის და ქურქი
შეკერვა ბრძანა, როდესაც ტანსაცმელი გაამზადეს მან ის გადამალა.
ერთ ზაფხულს, რაგნარი თავისი არმიით გიოტლანდისკენ დაიძრა, ხომალდი მოფარებულში
დამალა და ღუზა იარლის სამფლობელოს მახლობლად ჩაუშვა. აქ მხოლოდ 1 ღამე დარჩა,
დილით ადრიანად, რაგნარმა დამალული ტანსაცმელი ჩაიცვა, გრძელი შუბი აიღო და ბანაკი
დატოვა. წამოსვლამდე შუბს ლურსმანი მოაძრო, რომლითაც შუბის წვერი ტარზე იყო
დამაგრებული. იარლის ქალაქს იგი დილაადრიან მიადგა, ჯერ ყველას ეძინა. რაგნარი თორას
სამყოფელისკენ გაემართა, რომლის ირგვლივაც გველი მოკალათებულიყო, მან ძლიერად ჩასცა
შუბი, შემდეგ მეორედ და გველს ორი ჭრილობა მიაყენა. მეორე ჭრილობა ქედზე მიაყენა, რის
გამოც შუბს წვერი მოძვრა და სასიკვდილო ჭრილობის გამო გველი საშინლად იკლაკნებოდა, ისე
ძლიერ რომ ირგვლივ ყველაფერი აზანზარდა. რაგნარი მაშინვე გაეცალა იქაურობას, გველის
სისხლის რამდენიმე წვეთით კი მოისვარა მაგრამ ეს საშიში არ იყო რადგან მას სწორედ
ტანსაცმელი იცავდა. მალე გველის გამოწვეულ ხმაურზე თორა სამყოფელში ყველას გაეღვიძა და
გარეთ გამოცვივდნენ. თორა მაღალი მამაკაცი შეამჩნია, რომელიც სამყოფელიდან მიდიოდა,
სახელი ჰკითხა და შემდეგი პასუხი მიიღო:
" ჩემი სასახელო ცხოვრება საფრთხეში ჩავაგდე ლამაზსახიანო ქალბატონო, ჩემი თხუთმეტი
ზამთარი. თავს დავესხი ხმელეთის თევზს (გველს). უსამართლო იქნებოდა ჩემთვის სწრაფი
სიკვდილი, უდაბნოს ორაგული (გველი) გულში რომ არ დამეჭრა."
ამის შემდეგ მამაკაცმა სამყოფელი დატოვა და ისე რომ არავის აღარ დალაპარაკებია. წასვლისას
მან ჭრილობაში ჩარჩენილი შუბის ტარი თან წაიღო. მისი ნათქვამიდან თორა მიხვდა რომ იგი
მის ჩადენილ საქმესა და მის ასაკზე ესაუბრებოდა. ამ ყველაფერმა თორა ძალიან ჩააფიქრა, ვინ
იყო ეს ადამიანი ? საერთოდ მოკვდავი თუ იყო ? ასეთი სიმაღლე ამ ასაკისთვის
გადამეტებულად მიაჩნდა და როგორც ამბობენ უფრო ურჩხულებს შეესაბამება. მალე იგი
სამყოფელში დაბრუნდა და დაიძინა.
დილით როდესაც ხალხმა გაიღვიძა და გარეთ გამოვიდნენ ნახეს რომ გველი მოკლული იყო,
ვიღაცას იგი შუბით მოეკლა, რომლის წვერის ჭრილობაში ჩარჩენილიყო. იარლმა შუბიწვერის
გამოძრობა ბრძანა, მაგრამ იგი იმდენად დიდი აღმოჩნდა რომ ცოტა თუ შეძლებდა მის როგორც
იარაღად ისე გამოყენებას. ახლა კი უკვე იარლსაც შეეპარა ეჭვი, იყო თუ არა ეს მოკვდავის მიერ
ჩადენილი. იარლმა მეგობრებთან და ქალიშვილთან ერთად ითათბირა, როგორ მოეძებნათ
უცნობი და ჩადენილის გამო ჯილდო მიეცათ.
თორამ გამოთქვა აზრი რომ მრავალრიცხოვანი შეკრება მოეწყოთ:
"მოიწვიეთ ყველა, ყველა ვისაც იარლი გაბრაზება და წყენინება არ სურს და მათ შორის თუ
იქნება ის ადამიანი ვინც გველი მოკლა, იგი მოარგებს შუბისწვერ ტარს.
იარლს ეს აზრი ძალიან მოეწონა და დაიმედდა, გადაწყვიტეს შეკრების დღე და საბოლოოდ
უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი..

4. რაგნარი ცოლად ირთავს თორას

მალე თინგის* შესახებ რაგნარის ბანაკშიც შეიტყვეს. რაგნარი თავის ხალხთან ერთად გაემართა
შეკრების ადგილისკენ, თუმცა მოშორებით დადგომა არჩია, რადგან იქ ჩვეულებრივზე მეტი
ხალხი შეკრებილიყო. როცა ხალხი ძალიან მომრავლდა იარლი წამოდგა და საუბარი დაიწყო.
პირველ რიგში მან მადლობა გადაუხადა ყველას, რადგან დააფასეს მისი სურვილი და
აქ მოვიდნენ, შემდეგ იმ ადამიანზე ისაუბრა რომელმაც გველი მოკლა და შუბის წვერი
ჭრილობაში დატოვა: " გველი მკვდარია, იმ ადამიანმა, რომელმაც ეს გმირობა ჩაიდინა
შუბისწვერი ადგილზე დატოვა. თუ ის ახლა აქაა თინგზე, მაშინ გამოვიდე, შუბისტარი წვერს
მოარგოს და დაამტკიცოს სიტყვები ამით. ამის შემდეგ კი მე ჩემს პირობას შევასრულებ
მიუხედავად ამ ადამიანის წარმომავლობისა."
თავისი გამოსვლა იარლ ჰერუდმა შუბისწვერის შემოტანის ბრძანებით დაასრულა, იგი თინგზე
მყოფთათვის სათითაოდ უნდა მიეტანათ და ენახათ თუ მოერგებოდა ტარი. ასეც მოხდა,
დაიწყეს შემოწმება მაგრამ შესაფერისი არავინ ჩანდა. საბოლოოდ იმ ადგილსაც მიაღწიეს სადაც
რაგნარი იდგა. რაგნარმა აღიარა და შუბისწვერს ტარიც მოარგო. ხალხმა საბოლოოდ სეიტყო მ
გმირობის ჩამდენის ვინაობა, ამან კი რაგნარს სახელი გაუთქვა ჩრდილოეთის ქვეყნებში. რაგნარი
თორასკენ გაემართა, იარლმა დაპირებული სიტყვა შეასრულა და აღსანიშნავად დიდი ნადიმი
გაიმართა, ამ ნადიმზე კი რაგნარმა თორაზე იქორწინა.
როდესაც ნადიმი დასრულდა, რაგნარი უკან დაბრუნდა და მართვას შეუდგა, ცოლიც მან ძალიან
შეიყვარა. რაგნარს და თორას ორი ვაჟი ჰყავდათ: უფროს ვაჟს ეირიკი ერქვა, უმცროს კი აგნარი.
ისინი მამის მსგავსად მაღლები და ლამაზები იყვნენ, ასევე იმ დროს მცხოვრებ ხალხზე
გაცილებით ძლიერები იყვნენ და ბევრი რამით იყვნენ გატაცებულნი.
მალე თორა ავად გახდა და ცოტახანში გარდაიცვალა. რაგნარმა მისი სიკვდილი რთულად
გადაიტანა, მან არ ისურვა დარჩენა და ქვეყნის მართვა, მმართველობა სანდო ხალხს და მის
შვილებს ჩააბარა და თვითონ ძველს საქმიანობას დაუბრუნდა: კვლავ დაიწყო ლაშქრობები,
სადაც არ უნდა მისულიყო იგი ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა.....

5. რაგნარი და კრაკა

ჯერ კიდევ ზაფხული იყო, როდესაც რაგნარი თავისი ხომალდებით ნორვეგიისკენ გაემართა, იქ
მას უამრავი ახლობელი და მეგობარი ჰყავდა, რომელთა ნახვის დიდი სურვილი ჰქონდა.
მოსაღამოებულზე, რაგნარის ხომალდები ნავსადგურს მიადგნენ, რომლის მახლობლადაც იყო
ხუტორი სახელად სპანჰარჰეიდი და გადაწყვიტეს ღუზა აქვე ჩაეშვათ. დილაადრიან
მზარეულები გემიდან გადავიდნენ რათა პური გამოეცხოთ, როდესაც ხუტორი შეამჩნიეს იქ
მისვლა ამჯობინეს. როდესაც სახლს მიუახლოვდნენ მოხუცი შეამჩნიეს და სახელი ჰკითხეს.
- ჩემი სახელი მეტად უცნაურია, გრიმა მქვია, თქვენ ვინ ხართ ? - შეეკითხა მოხუცი.
პასუხად მოხუცმა მიიღო ის რომ ისინი რაგნარ ტყავისშარვლიანის მსახურები იყვნენ და საქმე
ჰქონდათ გასაკეთებელი, რაშიც მოხუციც უნდა დახმარებოდათ.
მოხუცმა იუარა, რის მიზეზადაც თაავისი მოუხერხებელი ხელები დაასახელა:
- ადრე საქმეს მართლაც შესანიშნავად ვაკეთებდი მაგრამ ახლა დავბერდი, მალე ჩემი
ქალიშვილი მოვა და ის დაგეხმარებათ, მას კრაკა ჰქვია, უბრალოდ პრობლემა ის არის რომ მას
ჩემი არ ესმის ხოლმე.
დილით კრაკა ცხვრებთან მივიდა და შეამჩნია რომ ნაპირთან უამრავ ხომალდს მოეყარა თავი.
გოგონა უკან დაბრუნდა და იბანავა, რასაც დედაბერი სასტიკად უკრძალავდა, რადგან არ სურდა
ხალხს მისი სილამაზე დაენახა, ის ხომ ასეთი ლამაზი იყო, გრძელი თმებით რომელიც მიწას
ეხებოდა, ყველა ქალს სჯობნიდა. როდესაც კრაკა შინ დაბრუნდა ხუტორში უცხო ხალხი
შეამჩნია, რომელთაც ცეცხლი გაეჩაღებინათ და საქმეში იყვნენ გართულები. კრაკას სილამაზემ
ისინი საქმეს მოსწყვიტა და გაოცებულები გრიმას მიუბრუნდნენ :
- ნუთუ ეს მართლა შენი ქალიშვილია ?
- რაღა დაგიმალოთ და დიახ, ასეა, ის მართლაც ჩემი ქალიშვილია, - უპასუხა გრიმამ.
- რა უცნაურია, საერთოდ არ ჰგავხართ ერთმანეთს, შენ ასეთი ბოროტი გამომეტყველება გაქვს ,
ის კი ულამაზესია, არაფერი სცხია შენი, - მიუგეს მზარეულებმა
- ახლა მართლაც ასეთი ვარ და შესახედადაც არ ვღირვარ მაგრამ ეს ყველაფერი დროთა
განმავლობაში მოხდა, - მიუგო მათ გრიმამ.
საბოლოოდ მოილაპარაკეს რომ კრაკა მათ დაეხმარებოდა საქმეებში.
კრაკას ცომის მოზელა დაავალეს, მათ კი უნდა გამოეცხოთ, კრაკა ყვეალფერს შესანიშნავად
აკეთებდა, მზარეულები კი მას თვალს ვერ სწყვეტდნენ და ამის გამო საქმე გადაავიწყდათ და
პური დაეწვათ.
როდესაც დაასრულეს და ბანაკში დაბრუნდნენ, ხალხმა დაიწუწუნა, რომ ასე ცუდად
მზარეულებს არასდროს მოემზადებინათ საჭმელი და მათი დასჯა მოითხოვეს. რაგნარი არ
ჩქარობდა, ის მივიდა მზარეულებთან და ჰკითხა თუ რატომ იყო პური აე დამწვარი, მათ კი
მიუგეს რომ ისეთი ლამაზი ქალი ნახეს რომ თვალი ვერ მოსწყვიტეს და საქმე გადაავიწყდათ, ამ
ქალზე ლამაზე მათ არასდროს არავინ ენახათ.
- ახლა ხალხს გავგზავნი და ყველაფერს დაათვალიერებენ, თუ მართლაც ისეა ყვეალფერი
როგორც თქვენ ამბობთ გეპატიებათ თქვენი უყურადღებობა, მაგრამ სულ მცირედითაც რომ არ
იყოს ისეთი სილამაზის როგორც თქვენ ამბობთ სასტიკად დაისჯებით - უთხრა მათ რაგნარმა.
რაგნარმა ხალხი შეარჩია და გაგზავნა, მაგრამ იმ დღეს ისეთი საშინელი ქარი ამოვარდა რომ გზა
ვეღარ განაგრძეს, რაგნარმა კი მათ უთხრა: წადით იმ გოგონასთან და თუ ი მართლა ისეთი
ლამაზია როგორსაც ამბობენ მინდა რომ შემხვდეს და ჩემი გახდეს. მაგრამ როდესაც მოვა არც
ჩაცმული უნდა იყოს და არც შიშველი; არც მაძღარი და არც მშიერი; ნუ მოვა მარტო, მაგრამ
ადამიანს თან ნუ იახლებს.
რაგნარის ხალხი გზას დაადგა და მალევე მიადგნენს გრიმას სახლს და კრაკაც მალევე იხილეს.
მზარეულები არ ცდებოდნენ, ის მართლაც ულამაზესი იყო, ისეთი სილამაზის პატრონი
რომელიც აქამდე არავის ენახა. მათ კრაკას რაგნარის სიტყვები გადასცეს, თუ როგორ უნდა
გამოცხადებულიყო იგი მათ ბატონთან, ამ ყველაფერმა კრაკა ჩააფიქრა, გრიმამ კი ეს
შეუძლებლად ჩათვალა და იფიქრა რომ ეს კონუნგი მთლად დალაგებული ვერ არის ალბათო.
- თუ კონუნგმა ასე თქვა ე.ი. ამის გაკეთება მართლაც შესაძლებელია, მაგრამ დღეს ვერ
მოავხერხებ, ხვალ დილით ადრე მოვალ თქვენს ხომალდებთან, - მიუგო მათ კრაკამ. რაგნარის
ხალხი ბატონთან დაბრუნდა და ყველაფერი მოახსენეს.
დილაადრიან კრაკა მოხუცთან მივიდა: "კონუნგთან წასასვლელად ვემზადები, მაგრამ რაღაცები
მჭირდება, კალმახის საჭერი ბადე ხომ არ გექნება? მას მოვიცვამ და თმებს გავიშლი და არ
გამოვჩნდები შიშველი. ასევე მინდა ხახვი, არ დავნაყრდები და მშიერიც არ ვიქნები. გაცილებით
კი ძაღლი გამაცილებს, ადამიანი თან არ გამომყვება და მარტოც არ ვიქნები."
გრიმა მიხვდა რომ მიუხედავად ყველაფრისა, გოგონას სილამაზესთან ერთად მახვილი ჭკუაც
ჰქონდა. კრაკა გაემგზავრა რაგნართან შესახვედრად და მალევე მიადგა მის ხომალდებს.
ულამაზესი იყო კრაკა, გრძელი ოქროსფერი თმები უბრწყინავდა. იგი რაგნარმა შეამჩნია და
გასძახა ვინ იყო და ვის ეძებდა: " არ მქონდა უფლება ბატონის სურვილს არ დავმორჩილებოდი,
აქ თქვენი სურვილის გამო ვარ, თქვენთან შესახვედრად მოვედი." - უპასუხა ქალმა.
რაგნარმა ხალხი გაგზავნა რათა ის ამოეცილებინათ მის ხომალდზე, მაგრამ კრაკამ მანამ არ
ისურვა ამოსვლა სანამ პირობა არ მიიღო რომ მას და ის მეგზურს არაფერს დაუშავებდნენ,
მხოლოდ ამის შემდეგ ავიდა რაგნარის ხომალდზე. როდესაც რაგნარმა ხელი გაშალა მის
შესახვედრა ძაღლი მას ეცა და ხელზე უკბინა, რის გამოც რაგნარის ხალხმა იგი მაშინვე მოკლა,
ყელზე ზონარი ჩამოაცვეს და ასე გაგუდეს, დადებული პირობა კი რა თქმა უნდა დაირღვა.
რაგნარმა კრაკა გემბანზე გაიყვანა, გვერდით დაისვა და საუბარი დაიწყეს, აშკარა იყო რომ
კონუნგს ქალი ძალიან მოეწონა და ალერსიანი იყო მის მიმართ...

6. რაგნარი ცოლად ირთავს კრაკას (ასლაუგს)

აშკარა იყო რომ რაგნარი კრაკას სილამაზით მოხიბლული იყო და გოგონას მასთან ერთად
გამგზავრება შესთავაზა, მაგრამ კრაკამ მას უარი უთხრა და შინ მშვიდობით დაბრუნება სურდა.
მაშინ რაგნარმა მას ღამის გათევა შესთავაზა ხომალდზე, ამაზეც უარი მიიღო და სანამ თავის
ჩაფიქრებულ ლაშქრობას არ დაასრულებდა მანამდე არც გამოვიდოდა არაფერი, მერე კი იქნებ
რაგნარს სხვანაირად შეეხედა სიტუაციისთვის.
მაშინ რაგნარმა თავის ხაზიანადარს დაუძახა და ოქროს პერანგი მოატანინა, რომელიც თორას
ეკუთვნოდა, მის გარდაცვლილ მეუღლეს და რაგნარმა იგი კრაკას შესთავაზა: " გსურს დაეუფლო
პერანგს რომელიც თორა ირემლაღს ეკუთვნოდა ? ჩემი აზრით ის შენ ძალიან დაგამშვენებს"..
- არა, არ მსურს მივიღო ეს ვერცხლის პერანგი, არ მინდა მდიდრულად ჩავიცვა მანამ სანამ
დედაბერთან ერთად ვცხოვრობ. ახლა კი უმჯობესი იქნება შინ დავბრუნდე, ხოლო თუ ისევ
გსურთ თქვენთან ერთად რომ გავემგზავრო შეგიძლიათ ხალხი გამომაყოლოთ" - მიუგო რაგნარს
კრაკამ.
კრაკა შინ დაბრუნდა. რაგნარმა და მისმა ხალხმა კი როგორც კი ზურგის ქარმა დაუბერა მაშინვე
დაპოვეს ნავსადგური და დასახული მიზნისკენ დაიძრნენ, შემდეგ კი გარკვეული დროის სემდეგ
რაგნარი ისევ უკან დაბრუნდა. რაგნარმა ხალხი გაგზავნა კრაკასთან რომ მასთან მისულიყო,
მაგრამ კრაკამ განაცხადა რომ დილამდე ვერ მოახერხებდა მასთან მისვლას. დილით იგი ადრე
ადგა და მოხუცების საწოლისკენ გაემართა, იკითხა ეღვიძათ თუ არა მათ. მოხუცებს ეღვიძათ და
დაინტერესდნენ კიდეც თუ რა უნდოდა გოგონას.
" იმის სათქმელად მოვედი რომ გავემზადე და მივდივარ! ვიცი რომ ჩემი აღმზრდელი ჰეიმირი
მოკალით, ამის გამო თქვენთვის მხოლოდ ცუდი უნდა მინდოდეს მაგრამ არაფერს გავაკეთებ
მხოლოდ იმიტომ რომ თქვენთან ერთად ამდენ ხანს ვცხოვრობდი. უბრალოდ იცოდეთ რომ
თქვენთვის ყოველი დღე საშინელი იქნება, მისი მომდევნო კი წინაზე უარესი, უკანასკნელი დღე
კი ყველაზე საშინელი." - ეს უთხრა კრაკამ მათ და ნავსადგურისკენ გაემართა, სადაც დიდი
სითბოთი მიიღეს. ამინდიც მშვენიერი იყო. საღამოს, როდესაც საწოლები გაამზადეს, რაგნარმა
განაცხადა რომ მას კრაკასთან ერთად სურდა ძილი, რაზეც ქალმა იუარა: " მე მინდა რომ ჯერ
ვიქორწინოთ, როგორც კი შენს სახელმწიფოში დავბრუნდებით, ეს დიდი პატივი იქნება როგორც
ჩემთვის, ასევე შენთვისაც და ჩვენი შთამომავლებისთვისაც, თუ რა თქმა უნდა გვეყოლებიან
ისინი."
რაგნარმა დააკმაყოფილა კრაკას თხოვნა და შინისკენ გაემგზავრნენ, გზა დიდი იყო, მაგრამ
მშვიდობიანად იმგზავრეს და შინ დაბრუნებულ რაგნარს დიდი ზეიმითა და ადიმით დახვდნენ,
სადაც როგორც მის სადღეგრძელოებს ისე მისი ქორწილისას სვამდნენ.
პირველ ღამეს როდესაც ისინი დაწვნენ, რაგნრას ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულება სურდა,
მაგრამ კრაკამ შეაჩერა,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი რამ მოხდებოდა თუ მას არ
დაუჯერებდა. რაგნარს არ სჯეროდა ამ ყველაფრის, მაგრამ მაინც ჰკითხა თუ რამდენ ხანს უნდა
ყოფილიყო ასე.
" 3 ღამე უნდა ვიყოთ ასე, ერთად ვიქნებით მაგრამ ჩვენ ჩვენს სამყოფელში, მანამ სანამ ღმერთებს
მსხვერპლს შევწირავთ. შენ კი ძალიან ჩქარობ იმის ჩასახვას, რომელიც უძვლო გახდება."
მიუხედავად ამ სიტყვებისა, რაგნარმა კრაკას მაინც არ დაუჯერა და თავისი საქმე შეასრულა..

7. რაგნარის შვილები

დრო გადიოდა.. რაგნარი და კრაკა ბედნიერები იყვნენ და ერთმანეთი უყვარდათ. კრაკა


შეუძლოდ იყო, იგი ორსულად აღმოჩნდა და ვაჟი გააჩინა. ჩვილს წყალი აპკურეს და სახელიც
დაარქვეს აივარი (ან ივარი).. ბიჭი უძვლო აღმოჩნდა - იმ ადგილას სადაც ძვალი უნდა
ყოფილიყო თითქოს მხოლოდ ხრტილი იყო. როდესაც იგი წამოიზარდა და ჯერ კიდევ
ახალგაზრდა იყო მისი სიმაღლის არავინ მოიძებნებოდა, სილამაზითაც გამოირჩეოდა აივარი და
სიბრძნითაც, ძნელად თუ მოიძებნებოდა ვინმე მისი შესადარი. ბედმა რაგნარს კიდევ აჩუქა
შვილები. მეორე ვაჟს ბიორნი ერქვა, მესამეს ხვიტსერკი, მეოთხეს კი რიონგვალდი. ისინი მამის
და უფროსი ძმის მსგავსად ძალიან ძლიერები და ლამაზები იყვნენ, თუ რამეს ჩაიფიქრებდნენ
აუცილებლად ასრულებდნენ და ძალიან ჩახედულებიც იყვნენ ყველა ხელობაში. სადაც არ უნდა
წასულიყვნენ აივარი მათ საკაცით დაჰყავდათ, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება არ
შეეძლო, აივარი კი ძლიან საჭირო იყო, რადგან მისგან ბრძნულ რჩევებს ისმენდნენ.
რაგნარს წინა ქორწინებიდანაც ჰყავდა ვაჟები, თორა ირემლაღთან ეირიკი და აგნარი, რომლებიც
უკვე გაზრდილიყვნენ, დაკაცებულიყვნენ და სახელიც მოეხვეჭათ საკუთარი მამაცობით. ისინი
ყოველ ზაფხულს აწყობდნენ სამხედრო გასვლებს და სახელს უფროდაუფრო იხვეჭდნენ.
ერთხელაც აივარი მის ძმებთან ხვიტსეკთან და ბიორნთან საუბრობდა, სადაც დაიწუწუნა,
როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს, ჩვენი ძმები მოგზაურობენ სახელს იხვეჭენ, ჩვენ კი
სახლში ვსხედვართ და არაფერს ვაკეთებთო. აივარის ეს სიტყვები ძმებსაც ჩაუჯდათ ჭკუაში.
- მინდა ხომალდები და კარგად შეიარაღებული ხალხი მოგვცენ, ჩვენც წავალთ მოგზაურობაში
და ფულს და სახელს მოვიხვეჭთ, თუ რა თქმა უნდა მოვახერხებთ, - თქვა აივარმა.
როდესაც ძმებმა მოილაპარაკეს და გადაწყვეტილება მიიღეს, ამის შესახებ რაგნარს აცნობეს:
სურდათ მიეღოთ ხომალდები და ძარცვაში გაწაფული ხალხი, რომლებიც ყველაფრისთვის მზად
იქნებოდნენ. რაგნარმა ვაჟებს თხოვნა შეუსრულა და როგორც კი ხომალდები გამზადდა მათაც
მალევე დატოვეს ქვეყანა. სადაც არ უნდა მისულიყვნენ "რაგნარსონები" იღბალი ყველგან მათ
მხარეს იყო, ისინი ყველგან იმარჯვებდნენ და ძალიან მალე მოახერხეს ფულისა და გაცილებით
დიდი ჯარის შეკრება. აივარს კი ამბიცია გაეზარდა, იგი არ კმაყოფილდებოდა მიღწეულით,
ახლა იმ მხარეში წასვლა მოისურვა სადაც მათზე გაცილებით ძლიერებს შეხვდებოდნენ და
თავიანთ სიმამაცეს გამოცდიდნენ. ძმები დაინტერესდნენ იცოდა თუ არა აივარმა ასეთი
ადგილი.
- არის ერთი ადგილი, რომელსაც ჰვიტაბიორი ეწოდება, იქ მსხვერპლშეწირვები სრულდება,
ბევრმა მოისურვა მისი აღება მაგრამ ჯერაც ვერავის მოუხერხებია, - უპასუხა მათ აივარმა.
ჰვიტაბიორის აღება თავის დროზე რაგნარმაც სცადა, თუმცა იქ შექმნილი სირთულეების გამო
იძულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო ხელცარიელი.
- ასეთი ძლიერი ჯარი ჰყავთ ? თუ არის კიდევ რაიმე სხვა საშიშროება ? ,- იკითხეს ძმებმა.
აივარმა თქვა რომ იქ უამრავი ხალხი ცხოვრობდა, ტარდებოდა უამრავი მსხვერპლშეწირვა იმ
ადამიანებით რომლებიც ამ ადგილის დასაპყრობად მიდიოდნენ. ძმები აივარს ენდობოდნენ და
ამიტომ მას ანდეს გადაწყვეტილების მიღება, მას კი როგორც სჩანს უკვე გადაეწყვიტა იქ
გამგზავრება, რადგან ძალიან სურდა გამოეცადა მისი სიმამაცე აჯობებდა თუ ადგილობრივების
მსხვერპლშეწირვა..

8. რაგნარსონების ლაშქრობა ჰვიტაბიორში

აივარმა გადაწყვეტილება არ შეცვალა ხომალდები ჰვიტაბიორისკენ დაიძრნენ. როდესაც


დანიშნულების ადგილზე მივიდნენ და ხმელეთზე გადმოვიდნენ უსაფრთხოების მიზნით
ხალხის ნაწილი ხომალდების სადარაჯოდ დატოვეს. ძმებთაგან უმცროსი რიონგვალდი იყო,
რომლის თან წაყვანაც არ ისურვეს, რადგან ფიქრობდნენ რომ ის ძლიან ახალგაზრდა იყო იმ
ხიფათისთვის რაც იქ ელოდათ. ნაწილი დარჩა. წასვლამდე კი აივარმა საფრთხეზე ისაუბრა,
ხალხს 2 პირუტყვი ჰყავს, 2 ძროხა და იქ მისული მის აღებას იმიტომ ვერ ახერხებს რომ მათ
ბღავილს და მათ ტროლურ ბუნებას ვერ უძლებენო.: რაც შეიძლება მყარად იდექით შიშმა რომც
მოგიცვათ მაინც..
ჯარი დაეწყო და ქალაქისკენ დაიძრა. როდესაც უკვე მიუახლოვდნენ სწორედ ის ორი ძროხა
დაინახეს კარიბჭესთან რომლისაც ადგილობრივებს ეიმედებოდათ, მტრის დანახვაზე მათ
ძროხები აუშვეს და ისინიც ცოფიანებივით მოსწყდნნენ ადგილს და საშინელი ბღავილით
გამოიქცნენ. აივარიც ბრძოლის ველზე იყო, აქ ის ფარით მოასვენეს, ძროხების შემხედვარემ მან
ისრები ითხოვა. აივარმა მშვილდი მოზიდა და სანამ გაშმაგებული ცხოველები მის ხალხამდე
მოაღწევდნენ მანამ ორივე დახოცა. პირველი სირთულე დაძლეულ იქნა, ამან კი აივარის ხალხს
მეტი მხნეობა შემატა.
სანამ აივარი დანარჩენებთან ერთად ქალაქს უტევდა, რიონგვალდი დარჩენილებთან ერთად
ხომალდებს დარაჯობდა და სიტყვით მიმართა მათ: " ბედნიერია ის ხალხი, რომელთაც ისეთი
გასართობი აქვთ როგორიც ჩემს ძმებს. მაგრამ ისინი წინ არიან, მე კი უკან დამტოვეს და ამით
მხოლოდ ისინი მიიღებენ დიდებას. ამიტომ ჩვენ ახლა ხმელეთზე გადავალთ."
ასეც მოიქცნენ. ისინი მალევე მივიდნენ შეტაკების ადგილზე და სასტიკ ბრძოლაში ჩაებნენ,
თუმცა რიონგვალდი ამ ბრძოლაში დაეცა. ძმები კი გაშმაგებით იბრძოდნენ და ქალაქშიც
შეიჭრნენ. მოსახლეობა თავს გაქცევით შველოდა, თუმცა მათ მდევრები დაადევნეს. მდევრებს
ბიორნი მიუძღოდა წინ, თუმცა ისინი მალევე დაბრუნდნენ უკან: " ჩვენ გავიმარჯვეთ! საშინელი
ყვირილი მოვაწყვეთ გნიპაფორდში, სიმართლეს გეტყვით, ჩვენი ხმლები მეტი იყო მათსაზე,
ჩვენმა ბიჭებმა ხმლები არ დაინდეს!"
ძმებმა ყველაფერი ძვირფასი, რისი წამოღებაც კი შესაძლებელი იყო წამოიღეს. ქალაქში ყოველი
სახლი გადაწვეს, კედლები დაანგრიეს, შემდეგ ხომალდებში დაბრუნდნენ და იქაურობას
გაეცალნენ..

9. ასლაუგის წარმომავლობის გაცხადება

ამ პერიოდში შვედეთს მართავდა კონუნგი ეისტეინი. მას ჰყავდა ცოლი და ულამაზესი


ქალიშვილი სახელად ინგიბიორგი. ეისტეინი საკმაოდ ძლიერი, ბოროტი მაგრამ ამავდროულად
ძალიან ჭკვიანი კონუნგი იყო და საკმაოდ დიდი ჯარიც ჰყავდა. იგი უპსალში ცხოვრობდა.
კონუნგი გულმოდგინე წარმართი იყო და უპსალში იმ დროისთვის იმდენი მსხვერპლშეწირვა
ტარდებოდა რამდენიც არსად, ჩრდილოეთის არცერთ ქვეყანაში. მათ განსაკუთრებით ერთი
ძროხის სწამდათ, რომელსაც სიბილია ერქვა: კონუნგი შეჩვეული იყო, რომ როდესაც სალაშქროდ
მიდიოდა ძროხას ჯარს წინ გააყოლებდა ხოლმე და მტერი მის ღმუილს ვერ უძლებდა, გონება
ებინდებოდათ და ერთმანეთის წინააღმდეგ იწყებდნენ ბრძოლას. შვედები უარს აცხადებდნენ
დანიელებისთვის ფულის გადახდაზე, რადგან გათამამებულები იყვნენ იმით, რომ ასეთი ძალის
წინააღმდეგ ბრძოლას ვერავინ ბედავდა.
ეისტეინი ყველაფერთან ერთად კარგი მეგობარიც იყო, იგი უამრავ კონუნგთან მეგობრობდა და
როგორც ამბობდნენ ეისტეინსა და რაგნარს შორის დიდებული მეგობრობა არსებობდა, ისინი
ყოველ ზაფხულს სტუმრობდნენ ერთმანეთს და დიდ ნადიმებს მართავდნენ ხოლმე.
ერთ ზაფხულსაც რაგნარი უნდა სწვეოდა ეისტეინს, ისიც გაემგზავრა. რაგნარი და მისი ხალხი
უპსალში დიდი პატივით მიიღეს. რაგნარს და ეისტეინს, ეისტეინის ქალიშვილი ინგიბიორგი
ემსახურებოდა. რაგნარის ხალხში კი ჩურჩული და გადალაპარაკება ატყდა, ისინი თვლიდნენ
რომ არავინ იმსახურებდა მის ქმრობას რაგნარზე მეტად, რომ არა ღატაკის ქალი, რომელზეც
რაგნარი იყო დაქორწინებული. რაგნარის ხალხში გამოიძებნა ისეთი რომელმაც ეს ყველაფერი
ხმამაღლა წარმოთქვა, საბოლოოდ ისე გადაწყდა, რომ რაგნარს შეჰპირდნენ მის გაყოლებას.
როდესაც ნადიმი დასრულდა, რაგნარი შინ დასაბრუნებლად გაემზადა, მისი მოგზაურობა
ნაყოფიერი იყო და ინ ბრუნდებოდა. გზად არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა სანამ ქალაქ არ
გამოსცდნენ. მათ ტყე უნდა გადაევლოთ გზად, როდესაც ტყეში შევიდნენ რაგნარმა ყველა
გააფრთხილა ვინც მასთან ერთად იყო შვედეთში წამოული, რომ კრინტიც კი არ უნდა დაეძრათ
მისი მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ეისტეინი ქალიშვილზე, რაგნარი სასტიკად დაიმუქრა,
ვინც კი თუნდაც სიტყვას წარმოთქვამდა ამის შესახებ სიცოცხლით აგებდა პასუხს.
როდესაც რაგნარში შინ დაბრუნდა ხალხი მას სიხარულით მიეგება და ნადიმიც გამართეს.
რაგნარი შემაღლებულზე ჩამოჯდა, თავის ადგილას, მალე სამყოფელში კრაკაც შემოვიდა,
მუხლებზე ჩამოუჯდა, ყელზე მიეალერსა და ჰკითხა თუ რა იახლეები იყო შვედეთში.
ხალხი ქეიფს განაგრძობდა, ბევრი დალიეს და გვიან დაიშალნენ. რაგნარი და კრაკაც
განარტოვდნენ, კრაკამ ისევ ჰკითხა მას თუ რა ხდებოდა შვედეთში მაგრამ რაგნარმა ისევ
არაფერი უპაუხა. კრაკას ქმართან საუბარი სურდა მაგრამ რაგნარმა განაცხადა დაღლილი ვარ
მოგზაურობით და დაძინება მსურსო.
- თუ ასეა, მე მოგიყვები სიახლეებს, რადგანაც შენ არაფრის თქმა არ გსურს, - მიუგო მას კრაკამ.
- სიახლე რომელიც შეეხება კონუნგს, რომელსაც ქალს შეჰპირდნენ, მაგრამ როგორც ამბობენ მას
უკვე ჰყავს სხვა.
- ეს ვინ გითხრა ? - უსიამოვნოდ იკითხა რაგნარმა.
- შენი ხალხი არაფერ შუაშია, მათ კრინტიც არ დაუძრავთ. გახსოვს თქვენს მახლობლად ხეზე
რომ სამი ჩიტი ისხდა, მათ მითხრეს მის შესახებ და ჩემი რჩევა იქნება უარი თქვა შენს
ჩანაფიქრზე. მე მოგიყვები თუ ვინ არიან ჩემი მშობლები, მე არ ვარ იმ ღატაკი ქალის შვილი.
მამაჩემი დიდებული, შესანიშნავი მამაკაცი იყო, რთულად თუ ნახავდი მის დარს,დედაჩემი კი
ულამაზესი და ძალიან ბრძენი ქალი, რომლის სახელსაც არ დაივიწყებენ სამყარო ბოლომდე.
რაგნარი ცოტა გაოცებული ჩანდა, მან ჰკითხა ვინ იყვნენ მისი მშობლები თუ ის ღატაკი ხალხი
არა რომელთანაც ერთად იგი სპანჰარჰეიდში ცხოვრობდა.
- ზიგფრიდ ფაფნირის მკვლელი და ბრუნჰილდე, - უპაუხა კრაკამ.
- მეეჭვება რომ მათ ქალიშვილისთვის კრაკა დაერქმიათ, ან ისეთ სიღარიბეში გაზრდილიყო
როგორიც სპანჰარჰეიდში ვნახე, -მიუგო რაგნარმა.
კრაკამ ამბის მოყოლა დაიწყო, თუ როგორ შეხვდნენ ზიგფრიდი და ბრუნჰილდე მთაზე, სადაც
იგი ჩაისახა.
- როდესაც დავიბადე სახელად ალაუგი მიწოდეს და არა კრაკა.
შემდეგ კი ჰეიმირისა და მოხუცებთან მმისი მოხვედრის ამბავიც უამბო რაგნარს.
რაგნარი დაეჭვდა, იგი არ უჯერებდა კრაკას.
- თავს ისევ შეუძლოდ ვგრძნობ. სავარაუდოდ ისევ ფეხმძიმედ ვარ და ბიჭს ვატარებ მუცლით,
რომელიც ნიშნით დაიბადება: მისი თვალს თითქოს გველი ჰყავს შემოხვეულიო. ამიტომ გთხოვ,
თუ ეს გამართლდა, ნუ წახვალ შვედეთში ეისტეინის ქალიშვილზე დასაქორწინებლად, ხოლო
თუ ასე არ მოხდება, მაინ ისე მოიქეცი როგორც მოგესურვება. ბიჭს კი მამაჩემის პატივსაცემად
მის სახელს ვუწოდებ,- მიუგო ასლაუგმა რაგნარს.
ასლაუგი მართლაც ფეხმძიმედ აღმოჩნდა და ვაჟი გააჩინა. მსახურებს ჩვილი რაგნართან მიყვანა
უბრძანა.
რაგნარმა ჩვილი შეათვალიერა, მსახურებმა კი სახელზე ჰკითხეს:
- მას ზიგფრიდი (სიგურდი) ერქმევა, იგი შესანიშნავად იბრძოლებ, იქნება დედის მსგავსი და
ოდინის სისხლის..

რაგნარმა თითიდან ოქროს ბეჭედი მოიხსნა და ჩვილისკენ გაიწოდა, მაგრამ ჩვილმა ბეჭედს
ხელი ჰკრა და რაგნარმა ეს იმის ნიშნად ჩათვალა, რომ მას ოქრო შესძულდებოდა. ბავშვი
სამყოფელში დააბრუნეს.
მალე რაგნარის შვედეთში გამგზავრების დრო ახლოვდებოდა. მალე ყველასთვის გახდა
ცნობილი ასლაუგის წარმომავლობის შესახებ ცნობილი და ყველამ გაიგო რომ ის ზიგფრიდ
ფაფნირის მკვლელისა და ბრუნჰილდეს ქალიშვილი იყო..

10. ეირიკისა და აგნარის დაღუპვა, ასლაუგის შუღლი

დრო სწრაფად გადიოდა, რაგნარის უპსალში მისვლის დღემაც მოაწია, ის კი არსად ჩანდა.
კონუნგმა ეისტეინმა ჩათვალა, რომ ამ ქცევით რაგნარმა ისიც და მისი ქალიშვილიც შეურაცხყო
და ამიერიდან კონუნგების მეგობრობას ბოლო მოეღო. ეს ამბავი რაგნარსონები ყურამდეც
მივიდა, ეირიკი და აგნარი ერთმანეთში საუბრობდნენ და გეგმებს აწყობდნენ, რომ რაც შეიძლება
დიდი ჯარს მოუყრიდნენ თავს და შვედეთში ილაშქრებდნენ. ასეც მოიქცნენ, ჯარი შეკრიბეს,
ხომალდები გაამზადეს.ხომალდების წყალში ჩაშვებისას უბედური შემთხვევა მოხდა: აგნარის
ხომალდი მოწყდა და ქვეშ ერთი ადამიანი მოიყოლა, რომელიც მაშინვე დაიღუპა, ეს ცუდის
ნიშნად ჩათვალეს და არ სურდათ ამ ფაქტს ლაშქრობისთვის ხელი შეეშალა.
როდესაც უკვე ყველაფერი გაამზადეს სალაშქროდაც წავიდნენ. შვედეთი, მათ კონუნგის
ტერიტორიაზე მისვლისთანაზე საშინლად ააწიოკეს. აადგილობრივმა მოსახლეობამ როგორც კი
შეამჩნია ისინი მაშინვე უპსალში გაგზავნეს ცნობა მტრის შემოჭრის შესახებ. ეისტეინმა მაშინვე
მაცნეები გაგაზავნა მთელს სამეფოში და სასწრაფოდ შეკრიბა ძალიან ძლიერი ჯარი. ეისტეინი
ჯარს გამოუძღვა სანამ ტყეს არ მიადგა, სადაც ბანაკი დასცა. კონუნგმა ძროხა სიბილია წაიყვანა
თან, თუმცა წასვლამდე მას უამრავი მხვერპლი შესწირა.
როდესაც ტყეს მიადგნენ კონუნგმა საუბარი დაიწყო:
- ცნობა მოვიდა, რომ რაგნარის შვილები მინდორზე არიან დაბანაკებულები, ამ ტყის მიღმა,
ასევე დამიდასტურეს რომ მათი ხალხი ჩემის მესამედიც კი არაა. ჯარის ნაწილები მალე
დაეწყობა, შეტევაზე კი მხოლოდ მესამედი გადავა, ისინი თავდაჯერებულები არიან და მთელი
ძალით წამოვლენ შეტევაზე, ჩვენ კი ამ დროს მათ ალყაში მოვიქცევთ, წინ კი ძროხა
წარუძღვებათ, ისინი ვერ გაუძლებენ მის ღმუილს..
ყველაფერი ისე მოხდა როგორც კონუნგმა ივარაუდა, ძმებმა მცირე ჯარი რომ დაინახხეს
იფიქრეს რომ სულ ეს იყო მისი ჯარი და მთელი ძალით შეუტიეს. შუა ბრძოლაში კონუნგ
ეისტეინის ჯარის დანარჩენი ნაწილი გამოვიდა ტყიდან, რომელთაც წინ ძროხა მოუძღოდათ
საშინელი ღმუილით, მისი ხმა იმდენად შემზარავი იყო რომ რაგნარსონების მეომრებზე
საშინლად იმოქმედა და გონებაარეულებმა ერთმანეთის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, მხოლოდ
ძმებმა მოახერხეს საღი აზრის შენარჩუნება და ბრძოლის გაგრძელება. ამ დღეს ძროხამ ბევრი
იმსხვერპლა თავისი რქებით, ძმები ბოლომდე იბრძოდნენ და არ ნებდებოდნენ მაგრამ
საბოლოოდ ისინიც უძლურნი აღმოჩნდნენ წარმართული ღვთაების წინაშე.
ძმები წინა ხაზზე იბრძოდნენ და არაერთხელ გაარღვიეს ეისტეინის ჯარის წინახაზი.. ძმათაგან
პირველი აგნარი დაეცა. ამის შემხედვარე ეირიკმა უფრო მხნედ განაგრძო ბრძოლა, ახლა მითვის
უკვე აზრი აღარ ჰქონდა ბრძოლას ცოცხალი გადაურჩებოდა თუ ვერა. საბოლოოდ ისიც
უძლური აღმოჩნდა და ეირიკი შეიპყრეს.
კონუნგმა ეისტეინმა ბრძოლის შეწყვეტა ბრძანა და ეირიკს ეწყალება შესთავაზა:
- შეგიწყალებ, თან ამავდროულად ჩემს ქალისვილსაც მოგათხოვებ..
ეირიკმა არაფრის გაგონება არ ისურვა:
- არ ვაპირებ ჩემი ძმის სისხლი ქალით და ქორწინებით გამოვისყიდო. მხოლოდ იმას ვითხოვ
რომ ის გადარჩენილი ხალხი, რომელიც ჩემს მხარეს იბრძოდა შეიწყალო და გაათავისუფლო.
მსურს შუბი მიწას ჩასცენ, მსურს სიკვდილს ფეხზე მდგარი შევხვდე..
კონუნგი დათანხმდა, თუმცა კი იმედგაცრუებული იყო რადგან ეს არცერთისთვის არ
წარმოადგენდა მომგებიან გადაწყვეტილებას.
ეირიკი გაჭირვებით წამოდგა და მიწაში ჩასობილ შუბებთან მივიდა, შემდეგ თითიდან ბეჭედი
მოიზრო და შეწყალებულებისკენ მოისროლა, მათ ის ასლაუგისთვის უნდა მიეტანათ: გადაეცით
ჩემს დედინაცვალს ჩემი უკანასკნელი სიტყვები და მიუტანეთ ბეჭედი ჩემი.
ეირიკი გაჭირვებით გაიმართა და ჰაერსი თვალი ყვავს მოჰკრა, იგი გმირულად დაიღუპა. მისი
შეწყალებული მებრძოლები კი შეუსვენებლად მოდიოდნენ სანამ რაგნარის სახლს არ მიადგნენ.
რაგნარი კონუნგების კრებაზე იყო, მაცნეები შუაღამისას მოვიდნენ და ასლაუგს შეხვდნენ.
ასლაუგის ტახტის წინაშე მათ ქედი მოიდრიკეს და საკადრისად მიესალმნენ, რაზეც ასლაუგმა
სალამითვე უპასუხა. ასლაუგს თმა გაეშალა და დასავარცხნად ემზადებოდა, მან ჰკითხა
უცნობებს თუ ვინ იყვნენ ისინი, მეომრებიდან ერთ-ერთი გამოვიდა და თქვა რომ ისინი
ეირიკისა და აგნარის მეომრები იყვნენ.
- რა ამბები მოიტანეთ თქვენი კონუნგუსთვის ? - იკიითხა ასლაუგმა
- ცუდი ამბები გვაქვს მოტანილი, რაგნარისა და თორას ვაჟები დაიღუპნენ, კონუნგ ეისტეინთან
ბრძოლაში, - მიუგო ასლაუგს მეომარმა.
ასლაუგმა ყველაფრის დეტალურად მოყოლა ითხოვა, მას გადასცეს ეირიკის ბეჭედი და ამბის
დასრულების შემდეგ იგი სისხლივით წითელი ცრემლების ატირდა, ეს იყო ერთადერთი
შემთხვევა როდესაც ასლაუგი ატირებული ნახეს.
ასლაუგმა განცხადა რომ ამს არ შეეძლო შურისძიება მანამ სანამ რაგნარი არ მისი რომელიმე ვაჟი
არ დაბრუნდებოდა შინ.
- თქვენ აქ დარჩით, მაგრამ არც იფიქროთ შურისძიებაზე მიბიძგოთ ისინი სულ მთლად ჩემი
ვაჟებიც რომ იყვნენ.
მეომრები დარჩნენ. აივარი და მისი ძმები კი შინ რაგნარზე ადრე დაბრუნდნენ და მათ სანახავად
ასლაუგი მივიდა, ამ დროს სიგურდი მხოლოდ 3 ზამთრისა იყო. ძმებმა ასლაუგი სიხარულით
მიიღეს და ახალი ამბები გამოჰკითხეს, ჯერ ძმებმა თქვეს რომ რიონგვალდი დაიღუპა, თუმცა
ასლაუგზე ამ ამბავს დიდად არ უმოქმედია: დიდი ხანია მე ჩემმა შვილებმა დამტოვეს და
ზღვაში გავიდნენ, რიონგვალდმა ფარი აიღო და სისხლით შეღება იგი, ახლა ჩემი შვილი
უშიშრად არის ოდინის გვერდით.. არ ვიცი როგორ უნდა ეცხოვრა მას უფრო მეტი დიდებით.
ახლა ძმებს დააინტერესა ახალმა ამბებმა:
- თქვენი ძმები, აგნარი და ეირიკი დაიღუპნენ, დაეცნენ მეომრები რომლებიც იყვნენ
საუკეთესონი. არ იქნება საკვირველი თუ თქვენ შურისძიებას გადაწყვეტთ მათ გამო, ასევე
მსურს ჩემი დახმარება შემოგთავაზოთ , რათა ეს არ იყო უბრალო შურისძიება.
აივარს ეს იდეა დიდად არ მოსწონებია:
- ნამდვილად არ მსურს შვედეთში ლაშქრობა და კონუნგ ეისტეინთან და მის წარმართობასთან
დაპირისპირება.
ალსაუგი ცდილობდა მათ გადარწმუნებას, მაგრამ აივარი ყველას ნაცვლად საუბრობდა და
ლაშქრობის წინააღმდეგი იყო.
ასლაუგი მაინც თავისას განაგრძობდა:
- არ დაგტოვებდნენ თქვენ თქვენი ძმები ასე მათ ზე ადრე რომ დაღუპულიყავით..
- არ ვარ დარწმუნებული აქედან რა გამოვა, - კვლავ ორჭოფობდა აივარი, მითუმეტეს მგონი
კარგად ვერ იაზრებ თუ იქ რა გველოდება.
- მე თუ არ ვიცი შენ შეგიძლია მოგვიყვე თუ რა სიძნელეებს უნდა ველოდოთ იქ, - მიუგო
ასლაუგმა.
- კონუნგის წარმართობა ძალიან ძლიერი და სისხლიანია, რთულია მას წინა აღუდგე, მსგავსი
აქამდე არსად ყოფილა.
მათ სწამთ თავიანთი მსხვერპლშეწირვის, ჰყავთ დიდი ძროხა, რომელსაც სიბილია ეწოდება. ის
იმდენად დიდი ძლიერია რომ ცოტა თუ აღუდგება წინ, თან მეეჭვება მხოლოდ ამით
დაკმაყოფილდნენ, სანამ კონუნგამდე მივაღწევთ ტროლის ნაშიერებთანაც მოგვიწევს შებმა
სავრაუდოდ, მე კი არ მსურს საკუთარი და ჯარი საფრთხის წინაშე დავაყენო.
- შენ იმაზე უნდა დაფიქრდე, რომ შეიძლება აღარ იყო ღირსი მამაკაცი გერქვას, - ეს იყო
ასლაუგის ბოლო სიტყვა, მას ბოლო იმედი გადაეწურა და გაცლა დააპირა.
ამ დროს პატარა სიგურდმა წამოიწყო საუბარი:
- მე მინდა რაღაცის თქმა დედა, მაგრამ მეეჭვება მათ პასუხზე იმოქმედოს.
თუ შენ მართლა გული გწყდება ძმების სიკვდილზე მაშინ მესამე ღამეს ჩვენ გავემგზავრებით,
მაგრამ იცოდე წინ დიდი გზა გველის.
პატარა სიგურდის სიტყვებმა ძმებს განწყობა შეუცვალა.
- შენ ჩემი სურვილის შესრულება გსურს შვილო, - თქვაასლაუგმა, მაგრამ შენი ძმების
დახმარების გარეშე ამ ყველაფერს აზრი არ ექნება.
პირველი ბიორნი წამოდგა, ის თანახმა იყო გამგზავრებაზე, ხვიტსერკმა კი დრო ითხოვა პასუხის
მოსაფიქრებლად, თუმცა აივარს გადაწყვეტილება უკვე მიეღო: ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ
ლაშქრობისთვის მოსამზადებლად, თუ კი გავიმარჯვებთ აღარ დაგვჭირდება მათი
მოფრთხილება.
ასლაუგი კმაყოფილი იყო ძმების გადაწყვეტილებით და მალევე დაბრუნდა უკან.

11. ასლაუგისა და რაგნარსონების ლაშქრობა

სიგურდს ჰყავდა აღმზრდელი, რომელიც ჩახედული იყო საბრძოლო საქმეში და მან ითავა
ხომალდების მომზადება და ხალხის შეკრება. მან ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად გააკეთა რომ
უკვე 3 დღეში სიგურდს ჰყავდა სრულად გამზადებული ჯარი და 5 ხომალდი. მეხუთე ღამეს,
ხვიტსერკს და ბიორნს 14 ხომალდი გაემზადებინათ, აივარს 10 ხომალდი ჰყავდამზად, მათი
საუბრის მეშვიდე ღამეს კი ასლაუგიც მზად იყო ასევე 10 ხომალდით.
როდესაც ყველაფერი მზად იყო ისინი შეიკრიბნენ იმის განსახილველად თუ ვის რამდენი
მეომარი ჰყავდა. აივარმა განაცხადა რომ მან უკვე გაგზავნა ხმელეთზე "რაინდების არმია"
(ორიგინალში მოხსენიებულია როგორც riddaralið რაც ნიშნავს რაინდთა არმიას, მაგრამ
რაინდობა არ უკავშირდება ამ პერიოდს).

- რომ ვიცოდე ხმელეთზე ბრძოლა რაიმე შედეგის მომტანი იყოს აუცილებლად გაცილებით მეტ
ხალხს გავგზავნიდი - თქვა ასლაუგმა

- ამის გამო ნუ შევფერხდებით, - ჩაერია საუბარში აივარი, - სჯობს ახლავე დავიძრათ იმ ძალით
რაც გვყავს..

- მგონი მე ყველაზე უკეთ ვიცი თუ როგორია შურისძიება და მეც მაქვს წამოსვლის სურვილი, -
განაცხადა ასლაუგმა
- მართალი ხარ, - მიუგო აივარმა, - მაგრამ შენ არ წამოხვალ ჩვენი ხომალდებით, თუ ნამდვილად
გსურს წამოსვლა იმ ჯარს გაჰყვები რომელიც ხმელეთით მიდის..

ასლაუგი დათანხმდა აივარის შემოთავაზებას. მას კი ამ ლაშქრობაში რანდალინი უწოდეს.


ორივე ნაწილი, ხმელეთზეც და წყალზეც ერთად დაიძრა, წასვლამდე კი აივარმა შეხვედრის
ადგილი დათქვა.
მოგზაურობამ პრობლემების გარეშე ჩაიარა, ისინი დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე
შეხვდნენ ერთმანეთს და შეიჭრნენ კონუნგ ეისტეინის სამფლობელოში, ძმებმა ერთიანად
მოაოხრეს შვედეთი, ისინი გზად ყველაფერს წვამდნენ და აცარიელებდნენ, უფრო მეტიც
ცოცხალს არავის ტოვებდნენ და გზად შემხვდერ ყველა სულიერს ანადგურებდნენ.

12. კონუნგ ეისტეინის სიკვდილი

ცუდმა ამბებმა კონუნგამდე მალევე მიაღწია, მას შეატყობინეს რომ დიდი ჯარი შესეოდა
შვედეთს და მიწასთან ასწორებდნენ ყველაფერს, მათ გავლილ ადგილას 1 სახლიც კი არ
რჩებოდა მთელი.
ეისტეინს არ გასჭირვებია იმის მიხვედრა თუ ვინ იქნებოდნენ ეს ვიკინგები, მან სასწრაფოდ
გაგზავნა მაცნეები ჯარის შესაკრებად, უნდა გამოსულიყო ყველა ვისაც მისი დახმარება სურდა
და ვისაც ფარის ხელში ჭერა შეეძლო.
- მსურს სიბილიაც თან წავიყვანო, ის წარუძღვება ჩვენს ჯარს, დარწმუნებული ვარ ყველაფერი
ისე მოხდება როგორც წინა ჯერზე: ისინი ამჯერადაც ვერ გაუძლებენ მის ღმუილს, მინდა
გავამხნევო ჩემი მეომრები რათა მათ მამაცურად იბრძოლონ და განდევნონ ეს დიდი და
მრისხანე არმია, - განაცხადა კონუნგმა..
ეისტეინის ჯარი საომრად განლაგდა, წინ კი ძროხა გამოვიდა. სიბილიამ ამოიგმინა და საშინელი
ღრიალით დაიძრა მოწინააღმდეგის ჯარისკენ. აივარმა როგორც კი შეამჩნია სიბილია, რომელიც
აუტანელ ხმას გამოსცემდა მაშინვე გასცა ბრძანება იარაღებით ხმაური აეტეხათ მეომრებს, რათა
იარაღის ჟღარუნს ძროხის აუტანელი ღმუილი დაეხშო..
- როგორც კი ძროხა მოგვიახლოვდება მისკენ მისროლეთ, ან მას მოვკლავ ან მე მოვკვდები,
თქვენ კი მანამ დიდი ხე მოძებნეთ და ისრის მაგვარი დაამზადეთ, - უბრძანა აივარმა მის
მხლებლებს, რომლებიც მას დაატარებდნენ..
ისრები მალევე დაამზადეს და აივარს მიუტანეს, მაგრამ ერთი შეხედვით ეს მყარი ხის ნაჭრები
თითქოს იარაღად ნაკლებად ვარგისი იყო. აივარმა ყოველი მეომარი გაამხნევა და მოუწოდა მათ
მთელი სიმამაცით ებრძოლათ. ამასობაში სიბილიაც გამოჩნდა, მისი ღრიალი იმდენად საშინელი
იყო რომ მეომრებს ჟრუანტელმა დაუარა და ყოველივეს ერთმანეთთან ბრძოლის სურვილი
გაუჩინნა, მხოლოდ ძმები ინარჩუნებდნენ საღ აზრს.
აივარმა უზარმაზარი იფნის ისრები ისე მოზიდა თითქოს უბრალო პატარა ჯოხები ყოფილიყო.
ისრები ელვის სისწრაფით გავარდნენ სიბილიასკენ, თითქოს აივარს მშვილდი კი არა არბალეტი
ჰქონდა ხელთ, ძროხას ორივე თვალში მოხვდა ისრები.. ძროხამ წაიბორძიკა, შენელდა და წაიქცა,
თუმცა ღმმუილს განაგრძობდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ იყო ეს იმდენად შემაძრწუნებელი
როგორც რამდენიმე წუთის წინ.. აივარმა ბრძანა სიბილიასკენ ესროლათ იგი, მხლებლებს იგი
ძალიან მსუბუქი ეჩვენათ, თითქოს ჩვილი ისროლესო, მაგრამ როგორც კი აივარი სიბილიას
ქედზემოექცა თითქოს კლდე დაეცაო ძროხა ძვლებში გადატყდა და ადგილზე მოკვდა...
აივარი წამოაყენეს, მისი ხმა თითქოს ყოველი მეომრის ყურამდე აღწევდა, ამის შემდეგ კი
ირგვლივ სიწყნარემ დაისადგურა. რაგნარსონების ჯარმა ერთმანეთთან ბრძოლა შეწყვიტა,
შუღლი და მტრობა რითიც წამის წინ ავსებდა მათ სრულიად გაქრა, არავინ დაშავებულა, რადგან
დიდხანს არ იბრძოდნენ, აივარმა დროულად მოახერხა სიბილიას მოკვლა..
- ახლა, როცა ძროხა უკვე მკვდარია, ვგონებ მათ უკვე აღარ აქვთ ბრძოლის სურვილი, -
კმაყოფილებით წარმოთქვა აივარმა..
ორივე მხარე საბრძოლოდ გაემზადა და მალევე დაიწყეს სისხლიანი, ხელჩართული ბრძოლა,
რომელიც იმდენად დაუნდობელი იყო რომ მსგავსი არავის არაფერი ენახა.. ხვიტსერკი და
ბიორნი შეუბრალებლად იბრძოდნენ, ვერავინ აღუდგა მათ წინ.. ეისტეინის ჯარი გატყდა..
უმეტესობა ბრძოლაში დაეცა, ნაწილმა გაქცევით უშველა თავს, ხოლო მცირედი ნაწილი კვლავ
განაგრძობდა ბრძოლას.. ბოლომდე იბრძოდა კონუნგიც, რომელიც საბოლოოდ ბრძოლაში დაეცა
და ამით ბრძოლაც დასრულდა... ძმებმა გაიმარჯვეს... ეისტეინის გადარჩენილი მეომრები
შეიწყალეს..
აივარი კმაყოფილი იყო, მაგრამ ამ ადგილის სწრაფად დატოვება სურდა:
- უმჯობესია მალე დავტოვოთ აქაურობა, არ მსურს იმ ადგილის ძარცვა რომელსაც მბრძანებელი
აღარ ჰყავს, იქით წასვლას ვარჩევ სადაც ძლიერი ძალები გველოდება...
ძმების ჯარებმა მალე დატოვეს შვედეთი, მათ მალევე გამოჰყვა რანდალინი ჯარის დანარჩენ
ნაწილთან ერთად.

13. რაგნარსონები იპყრობენ ვეველსბურგს

ეისტეინის დამარცხებისა და მისი სამეფოს დაწიოკების შემდეგ ძმებმა ახალი სამიზნე აარჩიეს -
სუდრიკი (Suðrríki - სიტყვასიტყვით სამხრეთ იმპერია, იგულისხმება ცენტრალური და სამხრეთ
ევროპა). სიგურდ გველისთვალა, რანდალინის (ასლაუგის) ვაჟი უკვე წამოზრდილიყო, იგი
ძმებთან ერთად დადიოდა ლაშქრობებზე. ძმები ერთმანეთის მიყოლებით ლაშქრობდნენ დიდ
ქალაქებში და ყოველგვარი ზედმეტი დაბრკოლების გარეშე იღებდნენ მათ..
ერთხელაც ძმებმა ერთი ხალხმრავალი, მდიდარი და კარგად დაცული ქალაქის შესახებ
შეიტყვეს. აივარს მაშინვე გაუჩნდა ამ ქალაქში ლაშქრობის სურვილი.. მის მმართველს ვეველი
ერქვა, მისი სახელიდან გამომდინარე კი ქალაქს ვეველსბურგი ეწოდებოდა.. ძმები ქალაქისკენ
დაიძრნენ დიდი ლაშქრით, გზად მათ რამდენიმე ქალაქი მოაოხრეს და ვეველსბურგსაც
მიადგენენ.. ვეველი ქალაქში არ აღმოჩნდა, მასთან ერთად არც არმია...
არმია ქალაქის ირგვლივ დაბანაკდა... პირველი დღე სიწყნარე იყო, ძმებმა მოლაპარაკება
გამართეს ქალაქის მოსახლეობასთან, შეთავაზება კი იყო შემდეგნაირი: ან ისინი უბრძოლველად
დათმობდნენ ქალაქს და ყოველი მათგანი შეწყალებული იქნებოდა, ან ძმები ბრძოლით
აიღებდნენ მას და არავის შეიწყალებდნენ..
მოსახლეობის პასუხმა არ დააგვიანა, ისინი სასტიკ უარზე იყვნენ:
- სანამ ეს მოხდება თქვენი თავის გამოცდა მოგიწევთ, გვანახეთ რამდენად მამაცები ხართ..
მეორე დღესვე ძმებმა იერიში მიიტანეს ქალაქზე მაგრამ უშედეგოდ, უკან დაიხიეს და ალყა
შემოარტყეს.. ალყა ნახევარ თვეს გრძელებოდა, ამ დროის მანძილზე ყოველდღე იყო ახალი
მცდელობები ქალაქის აღების ახალი გზებით, მაგრამ ყოველივე ამაო იყო, ქალაქი მყარად იდგა
და შედეგი არაფერს მოჰქონდა.. ძმებმა საბოლოო უკანდახევა გადაწყვიტეს... ქალაქის
მოსახლეობამ რომ ნახა მტრის ჯარი იყრებოდა და წასვლას აპირებდა, ქალაქის კედლებზე
გამოვიდა და ძვირფასი ქსოვილებისა და ფერადი ნაჭრების ფრიალი დაიწყო, გამოიტანეს
ქალაქის საგანძურიც.. შემდეგ ერთ-ერთი გამოვიდა სიტყვით:
- ჩვენ გვეგონა რომ ისინი რაგნარის ვილები იყვნენ, მათი ჯარი კი მამაცი ეომრებისგან
შედგებოდა, თურმე ისინი არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან..
ამის შემდეგ მათ ფარები მოიმარჯვეს და იარაღის ჟღარუნს მოჰყვნენ მათ გასაღიზიანებლად...
ამ სიტყვების მოსმენამ აივარზე მძიმედ იმოქმედა, თითქოს სხეულს მოსწყდა, არც მოძრაობა
შეეძლო და არც საუბარი.. იძულებული გახდნენ დალოდებოდნენ შედეგს: გადარჩებოდა თუ არა
იგი... მთელი ღამე მას ხმა არ ამოუღია, მეორე დღეს კი მასთან მყოფ ხალხს ბიორნის,
ხვიტსერკის და სიგურდის მოყვანა უბრძანა, განაცხადა რომ ბრძენ ხალხთან სურდა საუბარი..
როცა ყველა ბელადი შეიკრიბა, აივარმა მათ ჰკითხა აქვთ თუ არა რაიმე გეგმა, რაიმე
განსხვავებული, ისეთი რომ მათ გამარჯვება მოუტანოს..
გეგმა არავის აღმოაჩნდა, მათ განაცხადეს რომ არ ფლობენ იმხელა სიბრძნეს რომ მოიფიქრონ
ისეთი ეშმაკობა რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვონ.. ყველა აივარის იმედად იყო, როგორც
სხვა შემთხვევებში მისგან ელოდნენ რჩევას...
- თავში ერთი აზრი მომივიდა, ასეთი რამ კი ჩვენ ჯერც არ გვიცდია... აქვე ახლოს ტყეა, ახლა
უკვე ღამეა, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ბანაკიდან ტყეში შესვლა, ბანაკს კი დავტოვებთ
ასე.. როდესაც ტყეში შევალთ ყოველი გააკეთებს შეშის შეკვრას, როდესაც მორვჩებით მალულად
მივალთ ქალაქის კედლებთან ყოველი მხრიდან და დავანთებთ დიდ კოცონს, კვამლი მათ ხელს
შეუშლით, ჩვენ კი კატაპულტებს მოვამზადებთ და შევამოწმებთ რამდენად გამძლეა მათი
კედლები, - შესთავაზა მათ იდეა აივარმა..
აივარის იდეა მოიწონეს და განხორციელებას შეუდგნენ, ტყეშისაკმარისი რაოდენობის შეშა
მოაგროვეს, ქალაქის კედლეს მიუახლოვდნენ და დიდი კოცონი დაანთეს. კოცონი დიდი
იმდენად დიდი გამოცდგა რომ ქალაქის კედლები მთლიანად მოიცვა კვამლმა... აივარმა
სასწრაფოდ ბრძანა კატაპულტების გამოყენება და ამან გაამართლა, კედელში უზარმაზარი
"ხვრელი" გაჩნდა და ლაშქარი მას მიაწყდა... თანასწორ ბრძოლაში ქალაქის მოსახლეობამ ძმების
ჯარს წინაარმდეგობა ვერ გაუწია, ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი გაიქცა, გაქცევა ვინც ვერ მოასწრო
ისინი კი უკლებლიბ ყველა ამოხოცეს.. ძმებმა ქალაქი გაძარცვეს, წამოიღეს ყველაფერი რაც კი
ძვირფასად ჩათვალეს და წამოსვლის წინ ქალაქი ცეცხლს მისცეს.

14. რაგნარსონების ბრძოლა სუდრიკში

ვეველსბურგი რაგნარსონებმა გადაწვეს და მალევე დატოვეს იქაურობა.. ისინი ახალი ქალაქისკენ


გაემართნენ, სახელწოდებით - ლუნა..
ძმებმა თითქმის მთელი სუდრიკი დალაშქრეს, გზად შემხვედრ ყოველ ქალაქს ანადგურებდნენ
და წვამდნენ, მათ სახელი ისე გათქვეს რომ ბავშვიც კი არ მოიძებნებოდა ისეთი რომელსაც მათ
შესახებ არ გაეგონა. ძმებს ახალი ქალაქის, რომაბორგის (Rómaborg, რომი) დალაშქვრის
სურვილი გაუჩნდათ, რადგანაც მოისმინეს რომ ეს ქალაქი ძალიან დიდი, ძლიერი და მდიდარი
იყო. პრობლემას მხოლოდ ის ქმნიდა, რომ ძმებმა არ იცოდნენ ქალაქამდე მისვლას რამდენი
დრო დასჭირდებოდა, მათი არმია კი უზარმაზარი იყო, რაც მის სურსათით მომარაგებას
ართულებდა. ამიტომაც ძმებმა ლუნაში დაბანაკება და ლაშქრობის დაგეგმვა გადაწყვიტეს..
მათ ბანაკში ერთი უცნობი გამოჩნდა, რომლის ამბებიც მაშინვე გამოიკითხეს, უცნობმა კი მათ
მიუგო რომ ის ერთი უბრალო ღარიბი ადამიანი იყო და მთელი ცხოვრება მოგზაურობაში
გაეტარებინა.. ძმებს კი ეს პასუხი ერთგვარად ესიამოვნათ კიდეც:'' ენ ალბათ ბევრს მოგზაურობ,
ბევრიც გეცოდინება,, შეიძლება დაგვეხმარო კიდეც საჭირო ინფორმაციის მიღებაში"..
- იქნებ მითხრათ რომელ მიწებს გულისხმობთ, სანამ კონკრეტულად არ მეტყვით ვშიშობ
ვერაფრით დაგეხმარებით, - მიუგო მათ უცნობმა.
- რომაბორგი! ჩვენი მიზანი რომაბორგია! , - ერთხმად მიუგეს ძმებმა..
- ერთ რამეს გეტყვით, ალბათ შეამჩნიეთ ჩემი რკინის ფეხსაცმელები, რომლებიც საკმაოდ
მოძველებულია, მეორე წყვილი რომელიც ზურგზე მაქვს მოკიდებული ისინიც საკმაოდ
შელახულია. როდესაც აქედან წავედი ისინი მეცვა რომლებიც ახლა ზურგზე მაქვს
მოკიდებული, წასვლისას ორივე ახალი იყო, მას შემდეგ კი მე მუდამ გზაში ვარ, - მიუგო მათ
უცნობმა
ძმები მიხვდნენ უცნობი რასაც გულისხმობდა, შეუძლებელი გამოდიოდა მათი რომაბორგში
ლაშქრობა და მათაც გადაიფიქრეს.. შემოაბრუნეს ლაშქარი და სხვა ქალაქებს შეესივნენ, მათ
უამრავი ქალაქი დალაშქრეს და მოახორეს, მათ შორის კი ბევრი იყო ისეთი რომელიც მანამ
არავის აუღია.

15. კონუნგ რაგნარის სიკვდილი ინგლისში

სანამ ძმები სუდრიკში მოგზაურობდნენ და არბევდნენ ქალაქებს, რაგნარი საკუთარ სამეფოში


იყო, არც მან და არც რანდალინმა (ასლაუგი) არ იცოდნენ ბიჭების ადგილსამყოფელი. მხოლოდ
ჭორები ესმოდათ მათ საქმეებზე, რომ ისინი დაუმარცხებლად აგრძელებნდნენ გზას და რომ
მათი მსგავსი ვერსად მოინახებოდა.. რაგნარი ამ ყველაფერმა ჩააფიქრა, მასაც სურდა კვლავ
დაბრუნებოდა ლაშქრობებს, თან ინტერესი ჰკლავდა, თვითონაც სურდა მსგავსი
წარმატებისთვის მიეღწია. რაგნარმა თავისთან ხელოსნები დაიბარა და უბრძანა ტყეში
წასულიყვნენ მასალის გასამზადებლად, მათ ორი სავაჭრო ხომალდი უნდა აეგოთ, იეტი
ხომალდები რომელთა მსგავსიც ჯერ ჩრდილოეთის მიწაზე არავის აუგია, თან ბრძანება გასცა
მთელს სამეფოში დაეწყოთ იარაღის შეკრება.. რაგნარის ჩანაფიქრზე ხმა მალე გავრცელდა, მას
ლაშქრობა ქვეყნის საზღვრებიდან საკმაოდ მოშორებით ჰქონდა გადაწყვეტილი ამ ამბავმა
მალევე მიაღწია სამეფოს ყოველ წერტილს. ამ ახალმა ამბავმა ხალხი და რაგნარს
დაქვემდებარებული კონუნგები ცოტა არ იყოს შეაშინა, მათ არ სურდათ ასე შორს ლაშქრობა,
რადგან ეშინოდათ რომ დაკარგავდნენ საკუთარ სამეფოებს. კონუნგებმა საზღვრებზე ყარაული
რაზმები დააყენეს რათა მზად ყოფილიყვნენ თუ რაგნარი მათთან სტუმრობას გადაწყვეტდა.
რაგნარის ამ გადაწყვეტილებამ რანდალინიც დააინტერესა და ჰკითხა ქმარს თუ რას აპირებდა,
საითკენ სურდა ლაშქრობა, რჩევაც მისცა:

- ლაშქრობა რომელიც გადაწყვიტე არ მეჩვენება უსაფრთხოდ. უმჯობესია უფრო მეტი ხომალდი


წაიყვანო და პატარა ზომის..

- ამაში არაა დიდება, - მიუგო მას რაგნარმა, - ფაქტია ბევრი ხომალდით მიწების დაპყრობის მეტი
შანსია, მაგრამ არ არსებობს მსგავსი შემთხვევა რომ ვინმეს ორი ხომალდით დაეპყროს ისეტი
ქვეყანა როგორიც ინგლისია.. ხოლო თუ მოხდა ისე რომ დავმარცხდი, პირიქით, კარგიც იქნება
რომ ცოტა ხომალდი მეყოლება.

- ჩემი აზრით კი ნაკლები დანახარჯი იქნებოდა ამ მცირე და ბევრი ხომალდებით რომ წახვიდე.
რომ მოხდეს ისე რომ შენი ხომალდი ჩაიძიროს და ხალხი გადარჩეს, მათ რომც მოახერხონ
ინგლისის მიწამდე მიღწევა ისინი მაშინვე დანებდებიან თუ ადგილობრივი არმია მიუსწრებს
მათ. ამიტომ მაინც გირჩევ უფრო გრძელი გემებით წახვიდე ვიდრე ამ სავაჭროთი, - არ იშლიდა
თავისას რანდალინი..

- ამ საქმისთვის ოქრო არაა დასანანი,არც მეომრების რაოდენობას აქვ მნიშვნელობა, მთავარია


მათი სიმამაცე.
რაგნარის ბრძანებით ლაშქარი მალე შეიკრიბა, ხომალდები მთლიანად გაივსო.. ამინდი
სესაფერისი იყო, ხომალდები უკვე მზად იყვნენ გასასვლელად, რანდალინმა რაგნარი
ხომალდამდე მიაცილა, მადლობა გადაუხადა ნაჩუქარი პერანგისთვის და სამადლობელოსაც
დაჰპირდა და პერანგი გაუწოდა, რომელიც ნაცრისფერი იყო, ნაქარგების გარეშე.
რაგნარმა საჩუქარი მიიღო. ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ, აშკარა იყო რომ ძალიან უჭირდა
ორივეს დაშორება.
ხომალდები მალევე გაუდგნენ გზას ინგლისისკენ. მოგზაურობა საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა,
ძლიერი ზურგის ქარი ქროდა, რაც ხელს უწყობდა ხომალდებს მაგრამ როგორც კი ინგლისის
ნაპირებს მიაღწიეს ორივე ხომალდი დაიმსხვრა და ჩაიძირა, თუმცა მიუხედვად ამისა რაგნარის
ხალხმა მოასწრო ხმელეთზე გამოსვლა და იარაღი გადარჩენა.. არმიამ მალევე დაიწყო
მოქმედება: არ ჰქონდა მათთვის მნიშვნელობა მხირე დასახლება იქნებოდა ეს, სოფელი თუ ციხე-
სიმაგრე, ისინი უკლებლივ ყველაფერს ანადგურებდნენ..
ამ პერიოდში ინგლისს მართავდა მეფე სახელად ელა. ელას განაგონი ჰქონდა ამბები რაგნარის
სესახებ და როგორც კი შეიტყო რომ მან დატოვა საკუთარი მიწები ხალხი გაამზადა რათა
ზუსტად სცოდნოდა როდის მოადგებოდა რაგნარი მის მიწებს. გაგზავნილი ხალხი ამლევე
დაბრუნდა და მოახსენეს ყველაფერი მტერზე, ელამ ბრძანება გასცა გამოსულიყო ყველა ვისაც
ფარის ხელში ჭერა, ცხენზე ჯირითი და ბრძოლა შეეძლო, მან საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯარი
შეკრიბა და საბრძოლველადაც მოემზადა..
ბრძოლის წინ ელამ საკუთარ მეომრებს მიმართა:
- თუ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და თქვენ რაგნარს ამოიცნობთ, ნუ მოკლავთ მას! მას
ეყოლება შვილები რომლებიც შურის საძიებლად მოვლენ, ამიტომ ნუ აღმართავთ მის
წინააღმდეგ იარაღს!
საბრძოლველად რაგნარიც გაემზადა, მან რანდალინის ნაჩუქარი პერანგი ჩაიცვა, შეირაღდა
შუბით რომლითაც თორა ირემლაღის გველი განგმირა, რომლის წინააღმდეგ გამოვლაც ვერავინ
გაბედა, თავზე კი მხოლოდ მუზარადი ეხურა..
რაგნარის არმია მცირე იყო ელასთან შედარებით, ამიტომ ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა,
რაგნარის არმიამ დიდი დანაკარგი ნახა. რაგნარი შეუპოვრად იბრძოდა, მის პერანგს ვერანაირი
იარაღი ვერაფერს აკლებდა, არაერთხელ გაარღვია მტრის წინა ხაზი, მას სხეულზე ნაკაწრიც კი
არ ჰქონდა. რაგნარი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ მისი მებრძოლები ერთიმეორის მიყოლებით
ეცემოდნენ და საბოლოოდ რაგნარს ფარებით შემოარტყეს ალყა.. იგი დაატყვევეს...
რაგნარს ბევრი შეკითხვა დაუსვეს, თუმცა კონუნგი დუმილს ამჯობინებდა და ხმას არ იღებდა..
ელა ამ ყველაფერმა ძალიან გააბრაზა:
- ამ ადამიანისთვის უმჯობესი იქნება თუ გვეტყვის ვინაა.. წაიყვანეთ და გველებით სავსე
ორმოში ჩააგდეთ მანამ სანამ არ გვეტყვის ვინაა, თუ ის მართლაც რაგნარია მაშინვე ამოიყვანეთ..
ბრძანება მაშინვე შეასრულეს და რაგნარი ორმოში ჩააგდეს, მაგრამ გველები მას ახლოსაც არ
მიეკარნენ..
ხალხზე ეს ყველაფერი ძალიან მოქმედება:
- ეს ადამიანი ძალიან ძლიერია, ჯერ იყო ბრძოლაში ვერცერთმა იარაღმა ვერ იაყენა ჭრილობა,
ახლა კი გველებიც არ ეკარებიან..
ელმა მისთვის ტანსაცმლის გახდა ბრძანა, როგორც კი მას ტანსაცმელი გახადეს გველები მაშინვე
დაესივნენ..
- როდესაც გოჭები შეიტყობენ ბებერი ტახის ამბავს ისინი მოვლენ! (იგულისხმება
რაგნარსონების შურისძიება რაგნარის გამო)..

თუმცა მიუხედავად ამისა, ამ სიტყვებმა საბოლოოდ ვერ დაარწმუნა ირგვლივ მყოფნი ეს


მართლაც რაგნარი იყო თუ რომელიმე სხვა კონუნგი.
- 8 უდიდესი ბრძოლა მქონდა, სახელგანთქმული და ყველასთვის ცნობილი.. ბევრი იყო
დაჭრილი ჩემს მიერ.. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ჩემი სიკვდილის მიზეზი გველი
იქნებოდა, მაგრამ ხშირად ისე ხდება როგორც არ ველით..
"აჭყვიტინდებიან" გოჭები როდესაც ბებერი ტახის შესახებ შეიტყობენ, მე კი აქ ამ არსებებთან
აღმომხდება სული..
რაგნარი გარდაიცვალა და იგი ორმოდან ამოასვენეს, ელა მიხვდა რომ ის ნამდვილად რაგნარი
იყო.. ელამ იცოდა რომ მას უკვე დიდი საფრთხე ელოდა, ახლა ფრთხილად მოქმედება
მართებდა, რადგან მნიშვნელოვანი იყო ის თუ ძმები როგორ მიიღებდნენ მამის სიკვდილს და
როგორ მოიქცეოდნენ შემდეგში.. ბევრი ფიქრის შემდეგ ელამ ხომალდის გამზადება ბრძანა,
შეარჩია ბრძენი და ერთგული კაცი, მისცა მას ჯარი და აივართან გაგზავნა, რათა ძმებისთვის
მამის დაღუპვა ეცნობებინა.. წასვლის მოსურნენი კი ცოტანი იყვნენ, რადგან უიმედოდ
ეჩვენებოდათ ეს მოგზაურობა..
- მნიშვნელოვანია ჩვენთვის თუ როგორ მიიღებს თითოეული ძმა ამ ამბავს, თქვენ მალევე უნდა
დაბრუნდეთ უკან, როგორც კი ამის საშუალებას ზურგის ქარი მოგცემთ, - ბრძანა ელამ.
მან ბრძანა მიეცათ მოგზაურებისთვის ყვეალფერი რაც კი გზად დასჭირდებოდათ. ისინი მალე
გავიდნენ და მშვიდობით ჩააღწიეს კიდეც დანიშნულ ადგილამდე.

16. რაგნარსონები და კონუნგი ელა

სუდრიკის მოოხრების შემდეგ რაგნარსონები ჩრდილოეთის მიწებისკენ დაიძრნენ, მათ


საკუთარი სამეფოს ნახვაც სურდათ, რომელსაც რაგნარი მართავდა, მათ არ იცოდნენ როგორ
დასრულდა რაგნარის ლაშქრობა ინგლისში და ძალიან აინტერესებდათ ახალი ამბების გაგება..
ისინი სამხრეთიდან უკანა გზაზე დაბრუნდნენ, თუმცა გზად პრობლემებს წააწყდნენ: როგორც
კი მათი მოახლოების ამბავს გებულობდა ხალხი მაშინვე ტოვებდა დასახლებას და ჯარს
სურსათის პრობლემა შეექმნა.
დანიაში ისინი კონუნგ ელას გამოგზავნილ ხალხზე ადრე მოვიდნენ. ელას ხალხს ცოტა
შეაგვიანდა, ისინი ქალაქში მაშინ მოვიდნენ როდესაც რაგნარსონები ნადიმს მართავდნენ,
წარსდგნენ მათ წინაშე, ტახტზე კი აივარი იჯდა.. სიგურდ გველისთვალა და ხვიტსერკ მამაცი
ჰნეფტაფლს (სკანდინავიური სამაგიდო თამაში) თამაშობდნენ, ბიორნ რკინისგვერდაც (ან
რკინისფერდა) იქვე იყო და შუბით ერთობოდა..
ელას ხალხი წასრდგა მის წინაშე და მიესალმა მას. აივარმა სალამს სალამითვე უპასუხა და
ჰკითხა თუ რა უნდოდათ მათ ამ მიწაზე.. მათი ხელმძღვანელი წინ გამოვიდა და უთხრა, რომ
ისინი ინგლისელები იყვნენ, ელასგან გამოგზავნილნი და აქ მათი მამის, კონუნგ რაგნარის
სიკვდილის შესატყობინებლად იყვნენ მოსულები.
ძმებმა მაშინვე მიატოვეს გასართობი.. აივარმა მათ დეტალურად გამოჰკითხა თუ რა შეემთხვა
რაგნარს და როგორ დაიღუპა იგი..
მაცნეებმა თხრობა დაიწყეს რაგნარის მოსვლიდან მის სიკვდილამდე დეტალურად მოუყვნენ
ყველაფერი.
როდესაც თხრობა რაგნარის უკანასკნელ სიტყვებამდე მივიდა: "აჭყვიტინდებიან გოჭები"... ამბის
დასრულების შემდეგ ბიორნი ძალიან გაბრაზებული იყო, მან შუბი შუაზე გადატეხა,
ხვიტსერკიც გაბრაზებული იყო, მან მაგიდაზე ფიგურას ისე ძლიერ დააჭირა რომ ხელიდან
სისხლი წასკდა, სიგურდს ხელში დანა ეჭირა და ფრჩხილებს იჭრიდა, როდესაც ამბავი
ბოლომდე მოისმინდა დანა თითქმის ძვლამდე შეერჭო მაგრამ მას რეაქცია არ ჰქონია.. აივარი
მათ ყურდღებით უსმენდა, სახე ხან უწითლდებოდა, ხან უშავდებოდა, ხანაც
ფერმკრთალდებოდა,, აშკარა იყო რომ ძლივს ახერხებდა ბრაზის შეკავებას..
ხვიტსერკმა ვეღარ მოითმინა, მას სასწრაფოდ უნდოდა შურისძიება, დაწყებას კი მაცნეების
დახოცვით სთავაზობდა..
" ასე არ მოხდება!", - განაცხადა აივარმა, - ისინი აქედან მშვიდობით წავლენ საითაც
მოესურვებათ, ხოლო თუ რაიმე სჭირდებათ მე მომმართავენ ამის შესახებ..
მაცნეებმა თავიანთი მოვალეობა შეასრულეს, როგორც კი შესაფერი დრო მიეცათ ისინი ზღვაში
გავიდნენ.. პრობლემები არც უკანა გზაზე არ შექმნილა, მშვიდობიანად მივიდნენ ინგლისის
ნაპირებამდე და ელას ყველაფერი დეტალურად მოახსენეს, თუ როგორ მიიღო თითოეულმა
შვილმა მამის სიკვდილი..
- როგორც თქვენი სიტყვებიდან ჩანს საშიში არაფერია თუ აივარს არ ჩავთვლით. სხვების გულში
სიკეთე ჩანს, მოვახერხებთ ჩვენ სამეფოს მათგან დაცვას, - განაცხადა ელამ..
ელამ მოქმედება მალევე დაიწყო, მან ბრძანება გასცა რომ დაწყებულიყო შემოწმებები
სანაპიროებზე, რათა ვერცერთი არმია მოულოდნელად ვერ მოდგომოდა ნაპირს.
მაცნეების წასვლის შემდეგ ძმები შეიკრიბნენ და დაიწყეს მსჯელობა თუ როგორ მოქცეულიყვნენ
და როგორ ეძიათ შური მამის სიკვდილის გამო..
" მე არ ვაპირებ ამ საქმეში მონაწილეობის მიღებას და ჯარის შეკრებას, რაგნარი ისე მოიქცა
როგორც ამას ვვარაუდობდი, - განაცხადა აივარმა, - იგი დასაწყისშივე ცუდად მოემზადა ამ
საქმისთვის, მას არანაირი უთანხმოება არ ჰქონია მეფე ელასთან, ასე ხშირად ხდება, როდესაც
ვინმე ზედმეტად გამოავლენს გულმოდგინებას ხშირად სწორედ ასე ასრულებს -სირცხვილით!
თუ ელა მშვიდობას შემომთავაზებს მე მას მივიღებ"..
აივარის ამ სიტყვებმა ძმები განარისხა, ისინი ძალიან გაბრაზდნენ ძმის ასეთ გულცივობაზე:
" ჩვენ ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ, ბევრი უდანაშაული დაიხოცა ამ ბრძოლებში,, იტყვიან რომ
ხელები მუხლებიდან გვეზრდება რომ შური არ ვიძიეთ მამის მკვლელობის გამო.. ჩვენ არ
დავუშვეთ იგივე შეცდომებს, უკეთ მოვამზადებთ ყოველ ხომალდს რომელსაც ზღვაში გასვლა
შეუძლია.. დიდ ჯარს შევკრებთ, ყველა გამოვა რომელიც ფარის ჭერას შეძლებს"..
- გარდა ჩემი ხომალდებისა!, - აივარი უარს ამბობდა საკუთარი ხომალდების გამზადებაზე..
ძმები ვერაფერს გახდნენ, აივარი უარს ამბობდა ლაშქრობაზე და მისი ჯარის გარეშე ძმებს
აშკარად მცირე ხალხი აღმოაჩნდათ, თუმცა მაინც გაემზადნენ და ლაშქრობაში წავიდნენ.
ინგლისის ნაპირთან გამოჩენისთავანე ელამ უკვე იცოდა მათი მოსვლის ამბავი და სასწრაფოდ
ბრძანა ჯარის შეკრება.. ელამ ამჯერადაც ძალიან დიდი ჯარი შეკრიბა და ძმებს სწრაფადვე
შეუტია, ბრძოლა არ გაგრძელებულა დიდხანს, ძმები გაიქცნენ , ელამ გაიმარჯვა!
აივარი ამ ბრძოლაში არ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მას არ სურდა უკან დაბრუნება.. ელა
გაქცეულებს დაედევნა..აივარს კი ელასთან მოლაპარაკება სურდა, უმჯობესია თუ ახლა
მშვიდობას მივიღებთ ვიდრე კიდევ ერთხელ დავმარცხდებითო.
ხვიტსერკი ძალიან გაბრაზდა:
" არ ვაპირებ შენთან ერთად მსგავს რამეში მონაწილეობის მიღებას! არ ვაპირებ მამის სიკვდილში
ფულის აღებას!"
აივარი არ აპირებდა მათთან ერთად კან დაბრუნებას:
" დაბრუნდით მაგრამ ჩემს "მოძრავ" საკუთრებას გამომიგზავნით მაშინვე როგორც კი გეყვით"
აივარი ჩამოსცილდა ძმებს, კეთილი გზა უსურვა და ელასკენ გაემართა, მიესალმა მას და სიტყვა
წარმოთქვა:
"მე მოვედი მშვიდობისთვის, საკითხების განსახილველად.. არაფერი მაქვს თქვენთან გასაყოფი,
გარდა იმ პატივისა რომელსაც გაიმეტებთ, არ ვაპირებ თქვენს ან ჩემს გამო ჩემი ხალხის
დაკარგვას"..
"ბევრი ამბობს შენზე რომ არ შეიძლება შენი ნდობა, გეხერხება კარგად საუბარი, მაგრამ ხშირად
სხვას ფიქრობ, ჩვენთვის მაინც უმჯობესი იქნება თუ გიფრთხოდეთ შენც და შენს ძმებსაც" -
მიუგო მას ელამ.
" შენგან მხოლოდ მცირედს ვითხოვ, ისიც იმას რასაც შენ გაიმეტებ, სანაცვლოდ კი ფიც დავდებ
რომ შენს წინააღმდეგ არასდროს გამოვალ", - მიუგო აივარმა
ელა მზად იყო მისთვის მოესმინდა თუ რა სურდა რაგნარსონს:
"მე მინდა რომ მომცე იმდენი მიწა, რომელსაც ხარის ტყავი "ეყოფა", სხვას არაფერს გთხოვ, თუ
ასე არ გააკეთებ ჩავთვლი რომ პატივს არ მცემ", - განაცხადა აივარმა
ელა ორჭოფობდა, მაგრამ დათანხმდა საბოლოოდ:
"არ ვიცი რა მოჰყვება ამას, შეიძლება ამითაც კი ბევრი რამ დავკარგო მაგრამ მაინც გავაკეთებ თუ
შენს ერთგულების ფიცს მივიღებ.. არ მეშინია შენი ძმების თუ შენ ჩემი ერთგული იქნები".

17. კონუნგ ელას მკვლელობა

ელამ და აივარმა მოილაპარაკეს: აივარი არ დაეხმარებოდა ძმებს კონუნგის წინააღმდეგ


ბრძოლაში და არც რაიმე რჩევას მისცემდა მის საზიანოდ, მან ფიცი დადო, სანაცვლოდ კი
ინგლისში იმ ტერიტორიას მიიღებდა რომელსაც ხარის ბეწვი "გასწვდებოდა"..
აივარმა ხარის ტყავი ჯერ დაასველებინა, შემდეგ კი სამჯერ დააჭიმინა. ამის შემდეგ მან ბრძანა
ტყავი რაც შეიძლება წვრილ ნაჭრებად დაეჭრათ და ბეწვი გაეცალათ.. ამის შემდეგ ბრძანა ტყავის
ნაჭრები მინდორზე დაეწყო, რომელიც იმხელა ტერიტორიას წარმოადგენდა თავისუფლად
დაეტეოდა იქ მთლიანი ქალაქი და მართლაც მან აქ დაიწყო სქელი კედლების შენება, მოიწვია
უამრავი ხელოსანი და ამ მინდორზე უამრავი სახლი ააშენებინა.. ამ ადგილს კი ლუნდუნაბორგი
(ლონდონი; მსგავსს ისტორიას ვხვდებით მეორე საგაშიც, ოღონდ იქ ფიგურირებს ქალაქი
იორვიკი, თანამედროვე იორკი) ეწოდება და ის ყველაზე ცნობილი ქალაქია მთელს
ჩრდილოეთში..
აივარმა ამ ქალაქის მშენებლობისთვის არაფერი დაინანა, სურდა დიდი და ძლიერი ქალაქი
დაეარსებინა, მისი სიბრძნის შესახებ ხმები საკმაოდ შორს წასულიყო და მსთან უამრავი ხალხი
მოდიოდა რჩევის საკითხავად თუ რთული საქმეების გადაწყვეტაში დახმარების სათხოვნელად..
აივარც ეხმარებოდა მათ, გულისყურით უსმენდა და რჩევებს აძლევდა, მალე ყველამ შეიყვარა
იგი და ყველას დაუმეგობრდა.. მეფე ელასაც ეხმარებოდა, მას ურო გაუიოლდა ქვეყნის მართვა
და აივარს მიანდო რამდენიმე საქმე, თვითონ კი ასეთ რამეებზე ფიქრი აღარ უწევდა..
მალე აივარმა დიდი ძალაუფლება მოიპოვა, ქვეყანა დაწყნარდა, ირწმუნეს მისი მშვიდობიანი
ზრახვები, აივარმა კი ამ დროს მალულად გაგზავნა ძმებთან კაცი რომ მათ როცა იგი ეტყოდა
გამოეგზავნათ იმდენი ოქრო-ვერცხლი რამდენსაც მოითხოვდა.. მაცნეები მივიდნენ ძმებთან და
მოახსენეს აივარის ბრძანება, აუხსნეს როგორი სიტუაცია იყო ქვეყანაში, რომ ყველაფერი
დაწყნარდა და არავისეჭვი არ ჰქონდა აივარის ჩანაფიქრსა და ეშმაკობაზე.. ძმები მიხვდნენ
აივარის ჩანაფიქრს, იმასაც მიხვდნენ რმ მათი ძმა ოდნავადაც კი არ შეცვლილა.. ძმები ისე
მოიქცნენ როგორც აივარს სურდა, გაუგზავნეს დიდძალი ოქრო-ვერცხლი.. აივარს კი საკმაოდ
ვერაგული გეგმა მოეფიქრებინა, მან ეს ფული წარჩინებულებს დაურიგა და ამით ისინი
მოისყიდა, თავის მხარეს გადმოიბირა და მათაც ერთგულება აღუთქვეს იმ შემთხვევაშიც კი თუ
ის საომარ მოქმედებებს დაიწყებდა..
შემდეგი სვლა ისევ ძმებთან ხალხის გაგზავნა იყო, ამჯერად მათ ჯარის შეკრება დაავალა,
გამოეყვანათ ყველა ვისაც ბრძოლა შეეძლო.. ძმები აივარს ჩანაფიქრს მიუხვდნენ, მიხვდნენ რომ
აივარი მათ ლაშქრობაზე დიდ იმედებს ამყარებდა და მათაც დაიწყეს ჯარის შეკრება: დანიიდან,
გიოტლანდიდან და სხვა ყველა მიწიდან სადაც კი მათი ძალაუფლება ვრცელდებოდა,, შედეგად
კი საკმაოდ დიდი ლაშქარი შეკრიბეს და ეს მხოლოდ მეომრები, არ ითვლებოდნენ უბრალო
გლეხები.. ძმები ჩქარობდნენ, სწრაფად გამოემართნენ ხომალდებით ინგლისისკენ,
მოცურავდნენ დღედაღამ რათა დროულად ჩამოსულიყვნენ და არ დაეგვიანათ..
ჯარის მოახლოების შესახებ მალე ელასაც აცნობეს, ისიც სწრაფადვე შეუდგა დასახვედრად
მომზადებას მაგრამ შეკრებილი ლაშქარი მცირე აღმოჩნდა, უმეტესი ნაწილი აივარს მოესყიდა..
აივარი მალე ელას წინაშე წარსდგა და მოახსენა რომ მზად იყო თავისი პირობა შეესრულებინა:
- მე არ შემიძლია რამე ვუბრძანო ჩემს ძმებს, მაგრამ შევხვდები მათ და დაველაპარაკები, იქნებ
დავითანხმო რომ უარი თქვან ლაშქრობაზე და აღარ მოიტანონ ისეთი ზიანი როგორც წინა
ჯერზე..
ელა უყუყმანოდ დათანხმდა. აივარიც სწრაფად გაემართა ძმებთან შესახვედრად და დაიწყო
მათი წაქეზება, რომ მათ რაც შეიძლება კარგად და აევე წრაფად მიეტანათ იერიში, თან
შეატყობინა რომ კონუნგს მცირე ლაშქარი ჰყავდა..
თუმცა ძმებს აივარის წაქეზება დიდად არც ჭირდებოდა, ისინი ისედაც მოტივირებულნი იყვნენ
და რევანშის სურვილიც კლავდათ..
აივარი ელასთან დაბრუნდა და მოახსენა რომ ჩემი ძმები იმდენად გაბრაზებულები და
აღშფოთებულები არიან არც მოისურვეს ჩემი მოსმენა და კვლავ გადაუწყვეტიათ ლაშქრობაო,
თან დაამატა როდესაც სიტყვა ჩამოვაგდე მშვიდობაზე ყვირილი ატეხეს და წამოვედი, თუმცა
ჩემს სიტყვას შევასრულებ და არ ჩავერევი ბრძოლაში, ჩემი ჯარით თვალს მივადევნებ
მოვლენების განვითარებასო..
ელას სხვა გზა აღარც ჰქონდა დარჩენილი და საბრძოლველად ის ჯარი გაიყვანა რისი
მოგროვებაც მოახერხა, საპასუხოდ კი მრავალრიცხოვანი არმია გამოვიდა ძმებისა, რომლებსაც
ერთი სული ჰქონდათ ბრძოლის დაწყებისა..
აივარმა ბრზოლის დაწყებამდე რჩევა მისცა ელას:
- დროა სასწრაფოდ დააწყო ჯარი, რადგან საცაა სასტიკ სეტევაზე გადმოვლენ ჩემი ძმები..
ელამ ჯარი განალაგა მაგრამ სიმცირე იგრძნობოდა, ბრძოლაც მალევე დაიწყო, რომელიც მეტად
სასტიკი გამოდგა, ბრძოლის დასაწყისშივე რაგნარსონებმა ის უპირატესობა რაც ხელთ ჰქონდათ
კარგად გამოიყენეს და ამას ასევე თავიანთი მამაცური ბრძოლა ემატებოდა.. შედეგი კი ის იყო
რომ ელა დამარცხდა! მისი ჯარის ნაწილებმა თავს გაქცევით უშველეს, გაიქცა ელაც, მაგრამ იგი
მალევე შეიპყრეს..
მალე აივარიც გამოჩნდა! მას უკვე მოეფიქრებინა ელასთვის სასჯელი:
- გავიხსენოთ როგორ დასაჯა მან მამაჩვვენი! ახლა ის ყველაფრისთვის გადაიხდის.. ის დაისჯება
სისხლიანი არწივით, რიტუალს კი ჩაატარებს ის ადამიანი, რომელიც ყველაზე ცუდად ფლობს
დანასა და ნაჯახს..
რიტუალისთვის შეარჩიეს მსგავსი ადამიანი, მანაც აივარის ბრძანება შეასრულა, მაგრამ იმდენად
იყო ელა დასერილი რომ რიტუალს ბოლომდე ვერ გაუძლო და სული დასრულებამდე
განუტევა..
ელას სიკვდილით ძმებმა ჩათვალეს რომ მამის სიკვდილის გამო მათ იძიეს შური.. აივარი
თანახმა იყო ძმებისთვის საკუთარი სამფლობელოები დაეთმო, სანაცვლოდ კი მას ინგლისში
დარჩენა სურდა.

18. რაგნარსონების აღსასრული

ელას სიკვდილის შემდეგ ძმების გზები გაიყარა. ბიორნი, ხვიტსერკი და სიგურდი უკან
დაბრუნდნენ, საკუთარ სახელმწიფოში, აივარი კი როგორც მოლაპარაკებულნი იყვნენ ინგლისში
დარჩა. ამის შემდეგ ძმები ცოტათი დაცხრნენ, ისინი უფრო მცირე ლაშქრით იბრძოდნენ
სხვადასხვა მიწებზე. დრო კი გადიოდა, რანდალინსაც ასაკი შეეპარა.
ხვიტსერკმა აუსტვრვეგში მოაწყო ლაშქრობა, მაგრამ იქ იმდენად დიდ წინააღმდეგობას
გადააწყდა რომ გამკლავება ვერ მოახერხა და ტყვედ ჩავარდა. ტყვედ ჩავარდნილმა ხვიტსერკმა
სიკვდილი თვითონვე აირჩია: მან დიდი კოცონი დაანთებინა, რომელიც მთლიანად ადამიანის
თავებისგან იყო და ზედვე დააწვევინა თავი. ასე აღესრულა ხვიტსერკ რაგნარსონი. მამაცი
შვილის ჩრდილოეთში დაღუპვამ რანდალინს გული ძალიან დასწყვიტა, თუმცა მეორე მხრივ
ამაყობდა რომ ასეთი გმირული აღსასრული აირჩია ხვიტსერკმა..
სიგურდ გველისთვალას კი დიდი შთამომავლობა ეყოლა, მისი ქალიშვილი რანგჰილდე იყო
ჰარალდ ლამაზთმიანის დედა, ჰარალდი კი ითვლება ერთიანი ნორვეგიის პირველ მეფედ.
აივარი ინგლისში იყო და იქვე გარდაიცვალა ავადმყოფობით (აივარის ინგლისში ყოფნის შესახებ
ცნობები ანგლო-საქსურ ქრონიკებში ქრება 870 წლიდან, 873 წლიდან კი ინგლისში ალფრედ
დიდი მეფობს). სიკვდილის წინ კი მან ისურვა იმ ადგილზე წაეყვანათ რომელიც ყველაზე
დაუცველი იყო, რათა აქ მოსულთ ამ ადგილასაც ვერ მოეხერხებინათ გამარჯვება. როდესაც
გარდაიცვალა გააკეთეს ისე როგორც სურდა დაასვენეს ყორღანში. ამბობენ რომ სიგურდის ვაჟმა
ჰარალდმა ინგლისში ლაშქრობისას ეს ყორღანი მოინახულა და იგი ამ ლაშქრობაში დაეცა.
როდესაც ვილჰიალმ "ბასტარდი" (იგივე ვილჰელმ დამპყრობელი) ინგლისში შევიდა მან
ამოთხარა აივარის ყორღანი და აღმოაჩინა მისი უხრწნელი სხეული. მან აივარის სხეული
კოცონზე დააწვევინა და ამის შემდეგ ინგლისში გაილაშქრა, წარმატებითაც.
დიდი შთამომავლობა ჰყავდა ბიორნ რკინისფერდასაც (ან რკინისგვერდა). მის შთამომავლობას
ეკუთვნოდა თორდი.
რაგნარსონების სიკვდილის შემდეგ მათი ხალხი მიმოიფანტა და სხვადასხვა გზით წავიდნენ,
თუმცა ისინი არავის დამორჩილებიან, ორი ადამიანი სამოგზაუროდ წავიდა, რათა მოეძებნათ
ისეთი მმართველი რომელთან სამსახურიც სამარცხვინო არ იქნებოდა.

19. რაგნარის ხალხი

ერთხელ მოხდა ისე, რომ რომელიღაც კონუნგი გარდაიცვალა. მას ორი ვაჟი ჰყავდა, რომელთაც
გადაწყვიტეს მამის საპატივცემულოდ დაკრძალვის დიდი დღესასწაული გაემართათ, მოეწვიათ
ისინი ვინც ამ ამბის შესახებ სამი ზამთრის მანძილზე შეიტყობდა, აქედან გამომდინარე ე ამბავი
მალე გავრცელდა. სამი ზამთრის მანძილზე ემზადებოდნენ ძმები ამ დღესასწაულისთვის და
როდესაც მოვიდა მესამე წლის ზაფხული, როცა უნდა გამართულიყო ნადიმი უამრავ ხალხს
მოეყარა თავი, წარმოდგენაც კი რთულია იმდენი ვინმე შეკრებილიყო, დარბაზები ზღვა ხალხით
იყო სავსე და გარეთაც არ იყო ხალხის ტევა.
პირველი დღე უკვე იწურებოდა როდესაც დარბაზში მაღალი მამაკაცი შემოვიდა, ჩაცმულობაზე
ეტყობოდა რომ მდიდარ ხალხთან იყო ნასამსახური, ძმებს წარუდგა და თავაზიანად იკითხა თუ
სად მიუჩენდნენ მას ადგილს. ძმებს მოეწონათ უცნობი და მახლობლად შემაღლებულ ადგილას
მიუჩინეს ადგილი სადაც მან ორი კაცის ადგილი წაიღო და სასმელი მიართვეს, მაგრამ არცერთი
ყანწი არ აღმოჩნდა იმ ზომის მას რომ ერთი ჩასუნთქვით არ გამოეცალა.
მალე დარბაზში მეორე უცნობი გამოჩნდა, პირველზე გაცილებით მაღალი, მასაც მუქი
კაპიუშონი მოეხურა, ისიც წარსდგა ახალგაზრდა კონუნგების წინაშე, მიესალმა მათ და ადგილი
ითხოვა, ძმებმა მასაც შემაღლებულზე, კარისგან მოშორებით მიუჩინეს ადგილი. ამ ორმა
უცნობმა კი ერთბაშად 5 კაცის ადგილი დაიკავა. პირველმა სმას მოუკლო, მეორე კი ერთიმეორის
მიყოლებით ცლიდა ყანწებს და მალე სიმთვრალეც შეეპარა, მეზობელსაც თავხედურად ექცეოდა
ა მალევე ზურგი აქცია. პირველმა მეორეს მხარზე დაჰკრა ხელი და ერთად დალევა შესთავაზა
თან ჰკითხა ვინ იყო, საიდან მოსული, რა ენახა და რით ჰქონდა სახელი განთქმული. მეორეს არ
მოეწონა პირველი უცნობის ასეთი ქცევა და უხეშად მიმართა: გაჩუმდი მეზობელო და ხმას ნუ
ამოიღებ, ნუ გამაბრაზებ, იოლად შემიძლია შენი დამარცხება.
მათი კამათი დიდხანს გაგრძელდა სანამ ბოლოს ერთმანეთი არ იცნეს: ისინი ორივე ბიორნის
ლაშქარში იყვნენ, ხანდახან კი რაგნარის ლაშქარშიც უწევდათ ბრძოლა. ამ ამბით ორივემ
გაიხარა და ერთად განაგრძეს სმა..

დასასრული

20. ეგმუნდ დანიელი

ცხოვრობდა ერთი კაცი სახელად ეგმუნდი, რომელსაც მეტსახელად ეგმუნდ დანიელი შეარქვეს.
ერთხელ იგი 5 ხომალდით გაემგზავრა მოგზაურობაში და შეჩერდა კუნძულ სამსიოზე (სამხრეთ
კატეგატი), მუნარვაგში. როგორც ამბობენ მზარეულები ნაპირზე გადავიდნენ საჭმლის
მოსამზადებლად, დანარჩენები კი ტყეში შევიდნენ რაიმე გასართობი მოსაძებნად, იქ კი 40
საჟენის (1 საჟენი = 216 სმ) სიმაღლის, მთლიანად ხავსით დაფარული ხის "ადამიანი"
აღმოაჩინეს. ხალხში დიდი ინტერესი გამოიწვია ამან, დაინტერესდნენ ვინ ეთაყვანებოდა ამ
ღმერთს. ამ დროს კი უეცრად ხის ადამიანი ალაპარაკდა:
"ეს იყო ძველისძელად, როდესაც გზაზე ხომალდებით ჰეკლინგის შვილები გამოჩნდნენ, მაშინ
გავხდი მე სამყაროს მმართველი. ამიტომაც დააყენეს მეომრები სამხრეთით სოლთან რაგნარის
შვილებმა. მაშინ შემწირა მე მსხვერპლად მე ხალხმა, მომკლეს კუნძულ სამსიოს სამხრეთით. იქ
დამავალეს აქ დგომა სანამ ნაპირები გაძლებდნენ. და ვდგავარ აქ ხავსმორეული, თავზე
ღრუბლები დაცურავენ , ტანს კი არც კანი და არც ტანსაცმელი არ მიფარავს"
ეგმუნდის ხალხმა ეს ისტორია მეტად საინტერესოდ და გასაოცრად ჩათვალა, უკან
დაბრუნებულებმა კი ძალიან მალე გაავრცელეს და ქვეყანას მოსდეს..

You might also like