Wigni 4 Nawili 2

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 27 მაისი 2016

მუხლი 516. ცნება

1. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება,


თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის
ხელშეკრულებას.

2. უპირატესი შესყიდვის უფლება არც სხვა პირს გადაეცემა და არც მემკვიდრეობით


გადადის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

I. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 1
1. უპირატესი შესყიდვის უფლების მიზანი .......................................................................................... 1
2. უპირატესი შესყიდვის უფლების სამართლებრივი ბუნება ............................................................ 2
3. უპირატესი შესყიდვის უფლების საგანი ............................................................................................ 2
4. უპირატესი შესყიდვის უფლების საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ..... 2
ა) წინაპირობები .......................................................................................................................................... 2
ბ) მესამე პირთან გარიგების დადება ...................................................................................................... 2
5. უპირატესი შესყიდვის უფლების განკარგვისა/გადაცემის შეზღუდვა ......................................... 3
6. ნასყიდობის ხელშეკრულება თუ ნებისმიერი განკარგვა? ................................................................... 3

I. შემადგენლობა

1. უპირატესი შესყიდვის უფლების მიზანი


უპირატესი შესყიდვის უფლება წარმოიშობა კანონით (მაგალითისათვის სკ-ის 933-ე და 1
959-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან ხელშეკრულების საფუძველზე.1

უპირატესი შესყიდვის უფლება ზღუდავს მესაკუთრეს, რომელიც იღებს უპირატესი


შესყიდვის უფლებით „დატვირთული“ ნივთის განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას.2
ის ვალდებულია, ნივთის განკარგვის შესახებ შეატყობინოს უპირატესი შესყიდვის
უფლების მქონე პირს და, მისი სურვილის შემთხვევაში, სწორედ მას მიჰყიდოს ნივთი.
ამ ურთიერთობისათვის დამახასიათებელია, რომ მესაკუთრეს გასხვისების გეგმა მესამე
პირთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო მოლაპარაკებებით დაკონკრეტებული.

უპირატესი შესყიდვის უფლება ემსახურება ამ უფლების მქონე პირის 2


განსაკუთრებული ინტერესის დაცვას, თუმცა არ ანიჭებს მას ცალმხრივი ნების
გამოვლენით ნივთის შეძენის უფლებას.3 განსაკუთრებული ინტერესი განსხვავებულია
დამქირავებლის ან მოიჯარის მიერ ნივთის შეძენის მიმართ4 და პარტნიორებისა —
საწარმოს წილის შეძენის მიმართ.5 თუმცა პრინციპი ერთია, მყიდველს აქვს

1 ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.


78.
2 Gierke, Deutsches Privatrecht, Band 3, Schuldrecht, 1917, S. 508.
3 MüKo/Westermann, 6. Aufl., 2012, § 463, Rn. 1.
4 Faust, in Beck OK BGB, § 463, Rn. 8.

5 შდრ. MüKo/Westermann, 6. Aufl., 2012, § 463, Rn. 1; განსაკუთრებით ხშირად უპირატესი შესყიდვის

უფლება სწორედ უძრავი ქონებისა და საწარმოს შემთხვევებში გამოიყენება, იხ. Staudinger, Schermaier, §
463, Rn. 4
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 27 მაისი 2016

განსაკუთრებული ინტერესი ნასყიდობის საგნის მიმართ და ეს ან ხელშეკრულებით ან


კანონით არის უზრუნველყოფილი.

2. უპირატესი შესყიდვის უფლების სამართლებრივი ბუნება


3 უპირატესი შესყიდვის უფლების სამართლებრივი ბუნება სადავოა გერმანულ
იურიდიულ ლიტერატურაში. კერძოდ განიხილება ალტერნატივები, რომ ეს არის
აღმჭურვლი უფლება რომელიც გარკვეული პირობის დადგომაზეა დამოკიდებული.
სახელშეკრულებო პირობით გათვალისწინებული უპირატესი შესყიდვის უფლების
შემთხვევაში, ის ასევე განიხილება, როგორც ორმაგად პირობადებული გარიგება.
კერძოდ, მესაკუთრის მიერ მესამე პირთან განსაზღვრული პირობებით ნასყიდობის
ხელშეკრულების დადებისას წარმოიშობა უპირატესი შესყიდვის უფლება, ხოლო
უფლებამოსილი პირის მიერ ამ უფლების რეალიზებით იდება ნასყიდობის
ხელშეკრულება.6 ამ დისკუსიას პრაქტიკული მნიშვნელობა ნაკლებად აქვს, თუმცა
გასაზიარებელია მიდგომა, იგი პირობაზე დამოკიდებულ, აღმჭურველ უფლებად
ჩაითვალოს.7

3. უპირატესი შესყიდვის უფლების საგანი


4 უპირატესი შესყიდვის უფლების საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი სამართლებრივი
სიკეთე, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს.8 თუ
უპირატესი შესყიდვის უფლება ნასყიდობის „საგნის“ მხოლოდ ნაწილზე ვრცელდება,
ასეთ შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია გამოიყენოს საკუთარი უფლება და
მოითხოვოს ნივთის იმ ნაწილის გამოყოფა, რომლის მიმართაც მას აქვს შესაბამისი
მოთხოვნის უფლება.9

4. უპირატესი შესყიდვის უფლების საფუძველზე დადებული ნასყიდობის


ხელშეკრულება

ა) წინაპირობები
5 უპირატესი შესყიდვის უფლების საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადება
შემდეგი წინაპირობებისაგან შედგება: უპირატესი შესყიდვის უფლება უნდა
არსებობდეს კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე; უპირატესი შესყიდვის
უფლების გამოყენების შემთხვევა უნდა დადგეს, კერძოდ ვალდებულ პირსა და მესამე
პირს შორის უნდა არსებობდეს ნასყიდობის ხელშეკრულება; უპირატესი შესყიდვის
უფლება უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიერ.10

ბ) მესამე პირთან გარიგების დადება


6 მუხლის ფორმულირება „მესამე პირთან დებს გარიგებას“ ორგვარად შეიძლება
განიმარტოს. შესაძლებელია მესამე პირთან წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებების
წარმოება საკმარისად ჩაითვალოს უპირატესი შესყიდვის უფლების წარმოშობის

6 შდრ. MüKo/Westermann, 6. Aufl., 2012, § 463, Rn. 7; Faust, in Beck OK BGB, § 463, Rn. 9.
7 Gierke, Deutsches Privatrecht, Band 3, Schuldrecht, 1917, S. 507.
8 Faust, in Beck OK BGB, § 463, Rn. 10.

9 Faust, in Beck OK BGB, § 463, Rn. 12.

10 Dernburg, die Schuldverhältnisse nach dem Rechte des Deutschen Reichs und Preussens, 4. Aufl., Band 2,

Einzelne Obligationen, 1909, S. 119


2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 27 მაისი 2016

თვალსაზრისით. თუმცა, გამყიდველის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისაგან


დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია ფორმულირების უფრო ვიწრო განმარტება. ასეთ
შემთხვევაში უპირატესი შესყიდვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ მესაკუთრესა და
მესამე პირს შორის ხელშეკრულების სათანადო ფორმით დადების შემთხვევაში.11 მესამე
პირთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, სასურველია, დაიდოს გადადების
პირობით, კერძოდ მისი მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებული
იქნება უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის მიერ შესაბამისი უფლების
გამოყენებაზე.

5. უპირატესი შესყიდვის უფლების განკარგვისა/გადაცემის შეზღუდვა


უპირატესი შესყიდვის უფლება შეუზღუდავია დროში, თუმცა 516-ე მუხლის მე-2 7
ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლების გადაცემა სხვა პირებზე, მათ შორის
მემკვიდრეობით.12 მოწესრიგება დისპოზიციური ხასიათისაა, შესაბამისად მხარეთა
შორის განსხვავებული შეთანხმების არსებობა დასაშვებია.

მოწესრიგების მიზანი უპირატესი შესყიდვის უფლების თავისებურებით აიხსნება. 8


როგორც წესი უპირატესი შესყიდვის უფლება უფლებამოსილი პირის პირად ინტერესს
ემსახურება და გამართლებულია, ის ავტომატურად არ გადავიდეს მემკვიდრეზე ან
ნებისმიერ ახალ შემძენზე.13 იმ შემთხვევაში, თუ ეს ინტერესი მემკვიდრეებისა თუ სხვა
პირებისათვის იარსებებს, ამის შესახებ მხარეები ხელშეკრულებით უნდა შეთანხმდნენ.

გასათვალისწინებელია, რომ უპირატესი შესყიდვის უფლების გადაცემის შეზღუდვა 9


ვრცელდება მხოლოდ თავად უპირატესი შესყიდვის უფლებაზე და არა ამ უფლების
განხორციელების შედეგად წარმოშობილ მოთხოვნებზე.14

6. ნასყიდობის ხელშეკრულება თუ ნებისმიერი განკარგვა?

მიზანშეწონილია, მესამე პირთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, როგორც 10


უპირატესი შესყიდვის უფლების წარმოშობის წინაპირობა ნასყიდობის
ხელშეკრულების მსგავს, ნებისმიერ სასყიდლიან ხელშეკრულებაზე გავრცელდეს.15
თუმცა ცხადია, ასეთად არ ჩაითვლება ჩუქება.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების 11


შეფასება იმგვარი უნდა მოხდეს, რომ გამოირიცხოს გამყიდველის მიერ უპირატესი
შესყიდვის უფლების მქონე პირის ინტერესების უგულვებელყოფა და უპირატესი
შესყიდვის უფლების მომწესრიგებელი ნორმებისათვის გვერდის ავლა.16 შესაბამისად
ხელშეკრულება, რომელიც ნასყიდობის საგნის გადაცემის სანაცვლოდ საფასურის
ნაცვლად სხვა საპასუხო ვალდებულებას ითვალისწინებს (მაგ. გაცვლა), რომლის

11 Faust, in Beck OK BGB, § 463, Rn. 13.


12 შდრ. Faust, in Beck OK BGB, § 463, Rn. 16; Dernburg, die Schuldverhältnisse nach dem Rechte des Deutschen
Reichs und Preussens, 4. Aufl., Band 2, Einzelne Obligationen, 1909, S. 120
13 Faust, in Beck OK BGB, § 473, Rn. 1.

14 Faust, in Beck OK BGB, § 473, Rn. 2.

15 Schermaier, in Staudiner BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 463, Rn. 10.

16 Schermaier, in Staudiner BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 463, Rn. 27.

3
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 27 მაისი 2016

შესრულებაც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია, უპირატესი


შესყიდვის უფლების წარმოშობის წინაპირობად უნდა ჩაითვალოს და გავრცელდეს
შესაბამისი წესი.17

12 ამასთან, ვალდებული პირის მიერ ხელშეკრულების ტიპის შერჩევა იმ მიზნით, რომ


უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს გაურთულდეს ან შეუძლებელი გახდეს
უფლების გამოყენება, გერმანულ სამართალში ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებად და
შესაბამისად ბათილად ითვლება.18

17 Schermaier, in Staudiner BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 463, Rn. 19, 20, 27.
18 Schermaier, in Staudiner BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 463, Rn. 23.
4
სოფიო ჩაჩავა

You might also like