კაზუსი 1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ფოკლკლენდის კონფლიქტი

1982 წლის 2-3 აპრილს არგენტინამ თავისი სამხედრო შენაერთები გადასხა ფოლკლენდის
(მალვინის) კუნძულებზე* და დაიპყრო ისტორიული კუთვნილების საბაბით. 1982 წლის 3
აპრილს გაერო-ს უშიშროების საბჭომ №502 რეზოლუციით არგენტინა აგრესორად გამოაცხადა
(5 მუდმივი წევრიდან საწინააღმდეგო ხმა არცერთს არ მიუცია) და მოითხოვა ჯარების
სასწრაფოდ გაყვანა ყველა დაპყრობილი კუნძულიდან. არგენტინამ უარყო უშიშროების საბჭოს
მოთხოვნა. აშშ სახელმწიფო მდივნის ა.ჰეიგის საშუამავლო მოქმედებამ შედეგი ვერ გამოიღო და
მარცხით დამთავრდა არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთდაუთმობლობის გამო,
რის შემდეგაც აშშ-მ დიდი ბრიტანეთისათვის თავისი მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. გაერო-ს
წესდების 51-ე მუხლზე და იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ უშიშროების საბჭომ არგენტინა
აგრესორად გამოაცხადა, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება თავისი ეროვნული
ძალებით გამკლავებოდა არგენტინის აგრესიას. 12 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ფოლკლენდის
კუნძულების ბლოკადა და მის ირგვლივ 200 მილი საბრძოლო მოქმედების ზონად გამოაცხადა.
სწრაფი საბრძოლო მანევრების შედეგად ამ უკანასკნელმა აშშ მხარდაჭერით სამხედრო მარცხი
მიაყენა არგენტინას, რომელმაც 1982 წლის 14 ივნისს კაპიტულაცია გამოაცხადა. ფოლკლენდის
კუნძულები კვლავ ბრიტანეთის ჯარებმა დაიკავეს.

 იმსჯელეთ და მიეცით სამართლებრივი შეფასება სახელმწიფოთა ქმედებას;


საერთაშორისო სამართლის რომელი პრინციპები დაირღვა.

* ფოლკლენდის ანუ მალვინის კუნძულები ატლანტიკის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.


კუნძულები XVI საუკუნეში აღმოაჩინეს ევროპელებმა, ხოლო ტერიტორიის კოლონიზაცია 1764 წლიდან
დაიწყო. XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან კუნძულები არგენტინის კონტროლის ქვეშ გადავიდა, ხოლო
მოგვიანებით, 1833 წლიდან იგი ბრიტანელებმა დაიპყრეს, რასაც არგენტინა ვერ შეეგუა, არ ცნობდა
ბრიტანულ კონტროლსა და სუვერენულ უფლებას კუნძულების მფლობელობაზე და მათ არგენტინის
საკუთრებად მიიჩნევდა, რასაც აღნიშნული შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. დღეისათვის
კუნძულების ერთადერთი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი პორტ-სტენლია(ყოფილი
პუერტო-არგენტინო).

You might also like