Professional Documents
Culture Documents
თბილისის გარემოსდაცვითი პრობლემები და გამოწვევები - თინათინ ხიმშიაშვილი
თბილისის გარემოსდაცვითი პრობლემები და გამოწვევები - თინათინ ხიმშიაშვილი
პრობლემები და გამოწვევები
თინათინ ხიმშიაშვილი
პროექტი „ქალაქი ახლოდან~ ხორციელდება თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მიერ აღ-
მოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და-
ფინანსებით. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის არქიტექტურის ბიენალე. ის
შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.
კვლევის ავტორი:
თინათინ ხიმშიაშვილი
რა მდგომარეობაშია ქალაქის ბუნებრივი გარემო? როგორ აისახება თბილისის გარემოს მდგომა-
რეობა თითოეულ ჩვენგანზე? და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ბუნებრივი გარემოს მდგომარე-
ობა თბილისში?
თბილისი რთული რელიეფის ქალაქია, ქედებს შორის მოქცეული, მდინარის პირას ჩამოყალიბე-
ბული. მისი მარჯვენა სანაპირო უშუალოდ მთათა ციცაბო კალთებს ერწყმის, ხოლო მარცხენა
– გავაკებულია და შედარებით დაბალი მთებითაა შემოსაზღვრული. ეს ორი სანაპირო „დაღარუ-
ლია~ მცირე ხევებითა და ხეობებით, რომლებიც მდინარე მტკვარს უერთდებიან. თბილისის ტე-
რიტორიის 20%-ზე მეტი, 12 000 ჰა, დაფარულია ტყეებით. მნიშვნელოვანი ფართობი უკავიათ
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა (დაახლოვებით 2800 ჰა) და ველებს, რომლებიც ისტორი-
ულად სათიბ-საძოვრებად გამოიყენება.
3
რადიაციული რეჟიმი
მზის რადიაცია თბილისის კონტინენტალურ-სუბტროპიკული კლიმატისათვის, წარმოადგენს
მთავარ კლიმატწარმომქნელ ფაქტორს4. სწორედ მზის სხივების ენერგია, განსაზღვრავს ჰაერის
ტემპერატურული რეჟიმის, ატმოსფერული ცირკულაციის, აორთქლებისა და ლანდშაფტ-რელი-
ეფური წარმონაქმნების შემდგომ ფორმებს.
ქარის რეჟიმი
თბილისის ქარის რეჟიმი ზოგადცირკულაციურ პროცესთან ერთად, ვითარდება სუბტროპიკულ
სარტყელსა და ზომიერ განედებში, განპირობებულია ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობით და
ოროგრაფიული პირობებით.
4
ქალაქის აერაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ადგილობრივ მთა-ხეობათა ქარებს, მკვეთრად გა-
მოხატულს წლის თბილ დროს (IV-X თვეები)6. ქარის საშუალო სიჩქარე დიდად იცვლება რელიეფის
დამოკიდებულებით. მისი სიდიდე ქალაქის ტერიტორიაზე მერყეობს 2,2-დან 5 მ/წმ-მდე. ამასთან უმ-
ცირესი მნიშვნელობები აღინიშნება ქალაქის ცენტრალურ და განაშენიანებულ ნაწილებში.
ნახაზი (2) – მთა – ხეობათა ქარი დღისით მთა ხეობათა ქარი ღამით
ტენიანობის რეჟიმი
საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა თბილისში იცვლება 66-69%-ის ფარგლებში და აქვს
კონტინენტალური ხასიათი, ფარდობითი ტენიანობის წლიური ამპლიტუდა შეადგენს 18-20%-ს.
ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა თბილისში შეადგენს 540 მმ, ამასთან მათი 75% წლის
თბილ პერიოდზე მოდის ნისლიანობა. ნისლიანი დღეების საშუალო წლიური რიცხვი ქალაქის
ცენტრში შეადგენს 19 დღეს. ნისლის სიხშირის ყველაზე დიდი განმეორადობა თბილისში აღი-
ნიშნება წელიწადის ცივ დროს, განსაკუთრებით ზამთარში. ნისლიანობის ახალი მონაცემები არ
არსებობს, წლების შკალა და ცვლილები რომ ვნახოთ, საინჟინრო კლიმატოლოგიის სამეცნიერო
კათედრა უნდა აღდგეს და მოხდეს მონაცემთა ხელახალი კვლევა და შეგროვება.
6 ნახაზი (2) მთა - ხეობათა ქარი დღისით მთა ხეობათა ქარი ღამით
7 წყარო
8 მ. ბოკერია „საჰაერო აუზი~ ქ. თბილისი 1992 წ.
5
საჰაერო აუზის მდგომარეობა
ტრანსპორტის წილი ქალაქში გამაბინძურებელი ნივთიერებების ჯამურ გამონაბოლქვში შეად-
გენს 85%-ზე მეტს(ცხრილი, მონაცემები, წლები)9. გამონაბოლქვ აირებში აზოტის ჟანგი 0,05%-
ია, ნახშირწყალბადის ჟანგი 0,06%, გოგირდის ჟანგი 0,004% და ჰაერის გამაბინძურებელ პრი-
ორიტეტულ ნივთიერებებად მიჩნეულია მტვერი, გოგირდოვანი აირი, აგრეთვე რიგი ლითონური
ელემენტები, რომელთა შორის გამოირჩევიან ტყვია, ქრომი, მანგანუმი, ვანადიუმი და სხვები
(ნივთიერებების რუკა უბნებით)10.
ცხრილი (2)
9 მოსაძიებელია
10 მოსაძიებელია
11 წყარო და წლები
12 ჰიდროლოგიის საქართველოს რესპუბლიკური სამმართველო. „ატმოსფერული ჰაერის გაბინძურების და ატმოსფეროში მავნე
ნივთიერებების გამობოლქვის ყოველწლიური~ 1989 წლისათვის 65გვ.
13 ცხრილი (2) ნახაზი (3.4.5.6)
6
7
8
თბილისის ბუნებრივ-კლიმატური რუკის14 მიხედვით თბილისში არის ათი15 ბუნებრივ კლიმატური
ზონა16.
14 გ. ჭირაქაძე, მ. კორძახია „საქართველოს კლიმატის შესწავლის ისტორიისთვის~. გეოგრაფიის ინსტიტუტის ნაშრომი 1943 წ.
15 გლდანი-დიღმის მიკრორაიონი, მდ. მტკვრის ხეობა დიღმისა და 300 არაგველის ხიდებს შორის, საბურთალო, ვაკე და მისი
მიმდებარე მთაწმინდის, უძოს, თაბორის და თელეთის კალთე, ქალაქის ცენტრი ვარანცოვის ხიდიდან მეტეხის ხიდამდე, დიდუბე-
ღრმაღელე და მისი მიმდებარე ლოტკინის მთის კალთები, მახათას მთა, ისანი-ნავთლუღი-სოღალუღი-სამგორი, თბილისის ზღვის
მიმდებარე ტერიტორია.
16 ნახაზი (7)
9
შედეგად, მრავალი ტერიტორია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება,
თანდათანობით იფარება ქაოტური ინდივიდუალური საცხოვრებელი განაშენიანებით, ყოველგ-
ვარი ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის გარეშე, რაც იწვევს სავარგულების ხარისხის გაუ-
არესებისა თუ გარემოსდაცვითი ფუნქციების შესუსტებას. ეს ტენდენცია ახალისებს სასოფლო
მიწების შემდგომ დანაწევრებას. მიწები იყიდება ინდივიდუალური საცხოვრებლების ასაშენებ-
ლად, ამას არც არსებული რეგულაციები არ ზღუდავს.
აეროფოტო დიღმის ჭალების. ზემოთ – კუნძული 2010 წელს, ქვემოთ, იგივე სივრცე 2016 წელს
17 CENN-ის კვლევა: „ქ. თბილისის მდებარეობისთვის დამახასიათებელი საშიში (სტიქიური) ბუნებრივი პროცესები~
10
ცნობისთვის:
მხოლოდ დიღმის ჭალებში, ყოველწლიურად რამდენიმე ჰექტარი ბუნებრივი სივრცე ქრება: კუნ-
ძულებით, მრავალწლოვანი ტყეებით და ბუნებრივი ჭაობებით დაფარული (ჭალები ერთისმხ-
რივ ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცხელ წერტილს, ცხოველთა და მცენარეთა საბინადროს
ხოლო მეორეს მხრივ, გარემოსდაცვით სივრცეს, მდინარის შეტბორვის არეალს წარმოადგენენ).
აეროფოტო: დიღმის ჭალების და ბუნებრივი ჭაოებების სახეცვლილება 2006-2016 წლებში, (ქვედა მარცხენა კუთხეში,
ყოფილი იპოდრომის აეროფოტო, პროპორციების დაცვით, მასშტაბის აღსაქმელად).
დღეს, ჯერ კიდევ აუთვისებელი მდინარისპირა მწვანე სივრცეების ფართობი, უშუალოდ ქალაქის
განაშენიანებულ ნაწილში, მტკვრის სანაპიროებისა და მცირე მდინარეების ჩათვლით, სულ მცი-
რე ორჯერ აღემატება არსებული ურბანული სარეკრეაციო სივრცეების ფართობს. ამ სივრცეების
სარეკრეაციო პოტენციალის გათვალისწინებით, კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ყოველწლი-
ურად, მცირე მდინარეებისა თუ მტკვრისპირას, ჰექტრობით მწვანე ტერიტორია ქრება.
11
რომელიც 400 და 600-ს აღწევს. მწვანე მშენებლობების შემთხვევაში, რომელსაც გვთავაზობს
მწვანე არქიტექტურა, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებული შენობებით შევძლებთ სით-
ბოს კუნძულების შემცირებას. თბილისში ზაფხულში ასფალტი ხურდება მზეზე 440-მდე, ბეტონი
410-მდე, ბალახი 320-მდე.
ეს ფენომენი ყველაზე კარგად აღქმადი მცირე მდინარეთა ხეობებშია, სადაც ტყეების გამაგრი-
ლებელ ეფექტს, მდინარის ფაქტორიც აძლიერებს. მაგალითად: ზაფხულის ცხელ დღეს შეადა-
რეთ ბოტანიკური ბაღის ტემპერატურა, არა მხოლოდ ქალაქის ცხელი ქუჩების, არამედ ურბანუ-
ლი პარკების ხეების ჩრდილქვეშ არსებულ ტემპერატურას. მტკიცების მართებულობაში თავად
დარწმუნდებით. განაშენიანების გარე ლანდშაფტისა და ურბანულ ქსოვილში შემოჭრილი მდი-
ნარეთა ხეობების ეს თვისებები თანამედროვე ქალაქებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ურბანულ
მწვანე სარეკრეაციო სივრცეები, ყველაზე ეფექტურ სისტემას სწორედ ბუნებრივ ლანდშაფტთან
და მდინარეებთან კავშირში ქმნიან.
12
მაშინ, როდესაც თანამედროვე სამყაროში, სარეკრეაციო სივრცეები ბუნებრივ გარემოსთან ერ-
თიანობაში მოიაზრება, თბილისის სარეკრეაციო სისტემა მოწყვეტილია ბუნებრივ ლანდშაფტს.
პარკების მათი დიდი ნაწილი დეკორატიულ, ფორმალიზებულ ხასიათს ატარებს, ხოლო მათი
საერთო ფართობი მეტისმეტად მცირეა (დაახლოვებით 300 ჰა). ეს მოცემულობა ამცირებს იმ
შესაძლო სარგებელს, რისი მოტანაც ბუნებრივი გარემოს სისტემაში ჩართულ სარეკრეაციო სივ-
რცეებს შეუძლიათ (მიკრო კლიმატის შერბილება, ჰაერის გაგრილება, ნიაღვრებისგან ქალაქის
დაცვა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა).
დღეს ქალაქში, მდინარის პირას სულ რამდენიმე პარკი მდებარეობს. მდინარესთან ბუნებრივი
მისასვლელი მხოლოდ ორს ჰქონდა: ბოტანიკური ბაღს – რომელიც განაშენიანებული ნაწილის
გარეთაა და მზიურს, რომელიც, სულ ცოტა ხნის წინ, წყალმოვარდნისგან დაცვის მიზნით, მდინა-
რისგან ბეტონის მაღალი ჯებირით გამიჯნეს.
13
გათვალისწინებით შექმნილი იქნეს გამწვანების განვითარებული სისტემა დასვენების სხვა-
დასხვაგვარი ფორმებით, ყოველდღიური დასვენების ფუნქციები თავის თავზე უნდა აიღონ
ეზოსპირა გამწვანებულმა მონაკვეთებმა, რომლებიც შეიძლება პრაქტიკაში დაინერგოს
• თბილისის 2017-2030 წლის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმაში~ არაა ცალკე გამოყოფილი
და დაგეგმილი მწვანე ლანდშაფტის დაგეგმა-დაპროექტება, სარეკრიაციო სივრცეების და
მშენებლობის რეგულაციების თანამედროვე მიდგომები20.
14
გარემოსდაცვითი მართვის გაუმჯობესების გარეშე მოსალოდნელია გაგრძელდეს გარემოს დეგ-
რადაციით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის მაღალი დონე.
მწვანე ნარგავები თბილისში, განსაკუთრებით მათი პატარა მასივები და რიგითი ნარგავები (ცენ-
ტრალურ რაიონებში), ძლიერ დაბეჩავებული არიან უარყოფითი კომპლექსების: საჰაერო აუზისა
და ნიადაგის გაბინძურებით, ფიზიკური დატვირთვებით და ელექტრო-მაგნიტური გამოსხივებით,
საკვები ნივთიერებების გაღარიბებით, ტყვიითა და სხვა შხამიანი ნივთიერებებით.
ინდიკატორები
თბილისის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად აუცილებელია შემდეგი პრობ-
ლემების გადაჭრა:
26 სასწავლო პროგრამები და კურსები მწვანე შენობების შესახებ. მწვანე მშენებლობის საბჭო 2014 წ.
15
2. მრავალსართულიანი შენობები აფერხებენ გაბატონებულ ქარებს (მრავალსართულიანი განა-
შენიანება გააუარესებს ბუნებრივი განიავების პროცეს და ჰაერის ხარისხს)
27 გენგემა
28 ნიუ-იორკის ჰაილაინის დეკორატიული პარკი
16
ბა უფრო მეტი დეტალიზებით თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმით» განსაზღვრული
მიზნების და ამოცანების მიმართ29.
ვისთვისაც ბუნებრივი გარემოს თავისთავადი ფასეულობა არც ისე მყარ არგუმენტს წარმოად-
გენს, საინტერესო იქნება იმის მოსმენა, რომ თბილისის ტყეები, ველები აგრო-კულტურული სა-
ვარგულები, წყალჭარბი ჰაბიტატები თუ ურბანული გამწვანებული სივრცეები, ერთიან ბუნებრივ
და ნახევრად-ბუნებრივ სისტემას ქმნიან, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქალაქი ნიაღვრული პრო-
ცესებისგან, მოამარაგოს მისი გრილი ჰაერის ნაკადებით, დადებითი გავლენა მოახდინოს ქალა-
ქის მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე და სხვა.
ცნობისთვის:
აგრო-კულტურული სავარგულები მოსული ნალექების დაახლოვებით 90%-ს შთანთქავენ ან
ააორთქლებენ, ტყეები – 98%-ს ხოლო ქალაქის ურბანულ ნაწილში მოსული ნალექების 50%-ზე
მეტი, ნიაღვრად იქცევა, ანუ შემოგარენის ბუნებრივი ლანდშაფტების ნაცვლად, განაშენიანება
რომ გვქონდეს, თბილისში, (ქალაქში, რომელიც მთის ფერდობებს შორის, ქვაბულის ფქკერზეა
მოქცეული), ყოველი წვიმიანი საღამო, საბედისწერო კატასტროფად იქცეოდა (რისი სამწუხარო
ნიშნებიც, ბოლო ათწლეულებია, სახეზეა).
17
პრობლემის გადასაწყვეტად ევროპული ქალაქები იყენებენ მწვანე რეკრიაციულ სივრცეებს,
რათა აქციონ გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ინოვაციურ შესაძ-
ლებლობებად და მედეგობის32 გაძლიერებად. ამგვარი მიდგომების გამოყენებით და მწვანე რეკ-
რიაციული სივრცეების გზით შესაძლებელია ბუნების პროცესების დაბრუნება ქალაქებში ადგი-
ლობრივად ადაპტირებული, რესურს-ეფექტიანი და სისტემური ჩარევის გზით.
ისტერნ ქერვის ბაღი წარმოადგენს საჯარო მწვანეთა რეკრიაციულ სივრცეს, რომელიც შექმ-
ნილია ლონდონს ცენტრში, ერთერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ არეალში. ეს არის სამე-
ზობლო მწვანე რეკრიაციული სივრცე, რომელიც ღიაა მოსახლეობისთვის კვირის შვიდივე დღეს
და მთელი წლის განმავლობაში. იგი მოიცავს მცენარეების მრავალფეროვნებას, უზრუნველ-
ყოფს ბიომრავალფეროვნებას და ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ადგილობრივი თემების-
თვის. ბაღი ასევე უზრუნველყოფს სოციალურ სივრცეს და წარმოადგენს ადგილობრივი თემის
შეკრების ადგილს. ამგვარად, ბაღს მოაქვს მრავალი სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური
32 Ressiliant cities
33 (ევროკავშირი 2015) ?? წყარო
34 (Urban Green Infrastructure - UGI)
35 წყაროა მისათითებელი
36 ბუნებაზე დაფუძვნებული მიდგომები აღმაშენაბლის გამზირის შიდა ბაღების განახლების კონცეფცია
37 გაეროს ჰაბიტატი
38 http://dalstongarden.org/
18
და ჯანმრთელობის დაცვის სარგებელი ადგილობრივი მოსახლეობის ყველა ფენისთვის. ბაღის
ფუნქციონირებას უზრუნველყოფს მოხალისეთა ფართო ქსელი. მოხალისეები წარმართავენ სა-
ზოგადოების ჩართულობის და სოციალურ იზოლაციასთან ბრძოლის ღონისძიებების პროგრამას,
რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მეზობლების ურთიერთდაკავშირებას.
სათემო ბაღი შეიქმნა ყოფილ სარკინიგზო ეზოში. ის ღიაა ვიზიტებისთვის და ასევე შესაძლებე-
ლია სივრცის ქირაობა წვეულებების მოსაწყობად. მოწყობილია პიცის ღუმელი და პატარა ყავის
დახლები და მცირე ზომის თავშესაფრები, რომლებიც დაგეგმილ იქნა ობიექტის განვითარების
პროცესშივე39. სწორედ ეს თემა არის კარგად დავიწყებული ძველი. ძველი თბილისის ეზოებში და
მოედნებზე ხდებოდა ასეთი შეკრებები.
მწვანე საცხოვრისი, მობილური მწვანე ოთახი და ზაქსენჰაიმის ხმაურის ბარიერის კედელი კომ-
პანია „ჰელიქს პფლანცენის40~ მიერ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში შემუშავებულ იქნა ინოვაცი-
ური მრავალფუნქციური ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომა, რომლის დანიშნულებაა კლიმატის
ცვლილებებთან ადაპტაცია.
„მწვანე შენობა~ შტუტგარტის რეგიონის გაერთიანების41 მიერ პილოტის სახით შემუშავებულ იქნა
სამგანზომილებიანი მოდულური მწვანეთ სივრცე, რომელიც შეიძლება მოეწყოს მაღალი სიმჭიდ-
როვის არეალებში, რათა მოხერხდეს ურბანული სივრცეების მწვანე ლანდაშაფტების დაგეგმის
და სამშენებლო ნორმატივების ადაპტირება კლიმატის ცვლილებებისადმი. აღნიშნული მიზნად
ისახავდა მწვანე მშენებლობაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას, რომელიც საშუალებას
მისცემდა ადგილობრივ მოსახლეობას თავი დაეცვა ზაფხულის ცხელი დღეებისგან და დახშულ
ურბანულ მშენებლობებისგან. მწვანე შენობა მოწყობილ იქნა და დაიმკვიდრა თავი როგორც მიმ-
ზიდველმა ღია სივრცემ, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეებს ახალი მოსასვენებელი ადგი-
ლით მჭიდროდ დასახლებული ურბანული ქსოვილის ფარგლებში. მწვანე შენობა უზრუნველყოფს
მრავალფეროვანი სარგებელის მიღებას, მათ შორის: ურბანული სივრცის გაგრილება, ბიომრა-
ვალფეროვნება, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და მიმზიდველი სოციალური
გარემოს შექმნა. გრძელვადიან პერსპექტივაში, ლუდვიგსბურგი აღნიშნულით პოპულარიზაციას
უწევს კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის საუკეთესო პრაქტიკას, რაც გარკვეულწილად
ხელს უწყობს ადგილობრივი კლიმატის შერბილებას და ურბანული სითბური კუნძულის ეფექტის
შემცირებას42. მობილური მწვანე საცხოვრებელი ოთახი – ლუდვიგსბურგის მწვანე საცხოვრისის
წარმატებულ მაგალითზე დაყრდნობით, „ჰელიქს პფლანცენმა~ შეიმუშავა მწვანე საცხოვრებელი
ოთახის მობილური ვერსია. მობილურმა მწვანე ოთახმა შემოიარა მრავალი ევროპული ქალაქი,
სადაც იგი განთავსდებოდა ხალხმრავალი ივენთებისას და მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის
არეალებში საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, რითაც ხერხდებოდა ურ-
ბანულ სივრცეებში მწვანე რეკრიაციული სივრცეების სარგებლიანობის პოპულარიზაცია.
იხილეთ ბმული:
https://www.google.com/search?biw=1405&bih=714&tbm=isch&sa=1&ei=9y4lXL3-POjErgTQmJuAC
w&q=Helix+Pflanzen&oq=Helix+Pflanzen&gs_l=img.3..0j0i24l7.102308.102308..104708...0.0..0.127.
127.0j1......1....1j2..gws-wiz-img.PrJtz4e5pIk
„ზაქსენჰაიმის ხმაურის ბარიერის კედელი~ – „ჰელიქს პფლანცენმა~ ასევე შეიმუშავა მწვანე ხმა-
ურის ბარიერი, როგორც ნაწილი ზაქსენჰაიმის ახალი საბინაო განვითარების პროექტისა. მოეწყო
39 http://dalstongarden.org/
40 Helix Pflanzen
41 The Verband Region Stuttgart - VRS
42 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ http://www.turas-cities.org/blog/52 და დანართში
19
557 კვ. მ. ჯამური ფართობის მქონე ვერტიკალური მწვანე ჰაბიტატი 49 კვ. მ. ფართობის მქონე
მცირე მონაკვეთზე.
43 Hedera helix
44 Parthenocissus quinquefolia
45 https://en.parisinfo.com/discovering-paris/major-events/paris-plages
20
ნად ისახავს დასვენების, ბუნებასთან და ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ შესაძლებ-
ლობების შექმნას მდინარის გასწვრივ, სადაც ევაპოტრანსპირაციის მაღალი მაჩვენებლები უზ-
რუნველყოფს თერმული სტრესისგან გათავისუფლებას ურბანული სითბური კუნძულის ეფექტის
შერბილებით. „მდინარე ვარტას განვითარების სტრატეგიის~ ფარგლებში, პოზნანი, პოლონეთი,
მდინარე ვარტას ნაპირებზე განვითარდა მუნიციპალური ურბანული პლაჟების შესაძლებლობე-
ბის მთელი სერია.
ცნობისთვის:
მერსერის ყოველწლიური ცხოვრების ხარისხის კვლევებში, 10 კატეგორიაში 39 ფაქტორია დაჯ-
გუფებული, რომელიც 230 ქალაქს მოიცავს და საერთაშორისო ადამიანური რესურსების მობი-
ლობის შეფასების მიზნით, ცხოვრების ხარისხი ფასდება. თბილისის მაჩვენებელი მოცემული
კრიტერიუმების მიხედვით ძალზედ დაბალია, თბილისსი 230 ქალაქიდან 188 ადგილს იკავებს.
46 Chwaliszewo
47 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით და იხილეთ ასევე „განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი~ დანართში 6.
48 ცნობილია როგორც Berlin’s Biotope Area Factor - BAF, ან კიდევ როგორც Biotop Flächenfaktor - BFF
49 ბიოტოპური სივრცეების ფაქტორების ქეიზი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://ecodistr-ict.eu/wiki/berlin-green-module-baf/
21
სათანადოდ შემუშავების და განთავსების პირობებში „ურბანულ მწვანე რეკრიაციულ სივრცეებს~
შესწევს უნარი განავითაროს მწვანე რეკრიაციული სივრცეები ურბანიზაციის იმ ურთიერთდა-
კავშირებული პროცესების გადასაწყვეტად, რომლებიც ყველა საჯარო ორგანოს ინტერესის სფე-
როს წარმოადგენს. აღნიშნული მოიცავს წყალდიდობის, ურბანული სითბური კუნძულის ეფექტის,
ჰაერის ხარისხის, რეციკლირების, ბიომრავალფეროვნების და თემების ჯანმრთელობის და კე-
თილდღეობის დაცვის საკითხებს.
22
რე დაინტერესებულმა ჯგუფებმა იციან, როგორც, მაგალითად, მწყემსებმა, საძოვრების შესახებ,
ხოლო ზოგ შემთხვევაში – თითქმის არავინ არაფერი იცის – მაგალითად, გვირაბებში მიმავალი
მცირე მდინარეების შესახებ. ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანას აქვს ვალდებუ-
ლება მოვამზადოთ მდინარეეების ინტეგრირებული მართვის გეგმები.
(კარგი არგუმენტი და უფრო მკვეთრად უნდა იყოს წარმოჩენილი). რთულია ვამტკიცოთ, რომ
ადექვატური ზონირებით, აუცილებლად დავიცავთ გარემოს დეგრადაციისგან, თუმცა, თბილი-
სის მოქმედი გენერალური გეგმის რუკაზე დაყრდნობით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ
თუკი ბუნებრივი გარემოს ობიექტების დაცვითი რეჟიმები არ არის ასახული, ამ ობიეტებს აღარ-
ავინ იცავს.
ამ მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, სანამ გარემოსთვის უკვე მიყენებული ზიანის აღმოფხვ-
რას დავიწყებთ, მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ თუ სად გადის ქალაქის განაშენიანებული ტერი-
ტორიის საზღვარი, სად სრულდება „სამშენებლო~ ზონა, რომლის იქითაც, ბუნებრივი ლანდშაფ-
ტია, ნებისმიერი ტიპის განაშენიანებისგან მკაცრად დაცული. ეს საზღვარი და რეჟიმები, სწორედ
გენ-გეგმის ზონირების რუკაზე უნდა აისახოს.
23
თბილისის უწყვეტად განაშენიანებული ნაწილი და ბუნებრივი ლანდშაფტი-არასამშენებლო სივრცე. მიწათსარგებლო-
ბის კონცეფცია, კონცეფტუალური მიდგომა – „მწვანე ქალაქი~
• ქალაქის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 12 000 ჰა უკავიათ, თუმცა მათ არ გააჩნიათ დადგენი-
ლი საზღვრები და სტატუსი. მათი ნაწილი, მოქმედ გენერალურ გეგმაში, ასახულია იმ ტიპის
ზონებით, რომლებიც არ კრძალავენ მშენებლობას. ტყეებს თბილისის ტერიტორიაზე „მწვანე
ნარგავები~ ეწოდებათ, მათზე არ ვრცელდება „ტყის კოდექსის~ შესაბამისი რეგულაციები.
24
მიმოხილული სივრცეების ინვენტარიზაცია არ განხორციელებულა,( სატყეო ტერიტორიების ინ-
ვენტარიზაცია) ხოლო რუკებზე, როგორც წესი, ან სამუშაო მონაცემები იყო დატანილი ან მო-
ნაცემების მოპოვება უშუალოდ ველზე გასვლით, აეროფოტოზე მუშაობით და სხვა მეთოდებით
გვიხდებოდა. (ტყეები, აგრო-კულტურული სავარგულები, თბილისის მცირე მდინარეთა ის ნაწი-
ლები, რომლებიც გვირაბებშია მოქცეული, ასევე, ურბანული სარეკრეაციო სივრცეები და სხვა).
აღნიშნული ხარვეზების სრულად აღმოსაფხვრელად, სამომავლოდ, აუცილებელია არაერთი
კვლევის განხორციელება.
25
ფოტოზე: საცხოვრებელი კომპლექსი ლისის მიმდებარედ, ყოფილი ტყის ფონდის ტერიტორიაზე
• ჰაერის დაბინძურება;
• შენობების ენერგოეფექტურობა;
• ურბანული მწვანეთა სივრცის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება;
• მდგრადი სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა;
• მწვანე სივრცეების კარგვა;
• ურბანული სითბური კუნძულიები;
• განახლებადი ენერგიის მცირე ინიციატივების საჭიროება.
26
რეკომენდაციები:
მწვანე ლანდშაფტების დაგეგმარებისას განისაზღვროს ლანდშაფტურ-ეკოლოგიური სტრუქტუ-
რა და დინამიკა ბუნებრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.
გეგმარებაზე დატანილი უნდა იყოს აერაციის მოდულები, ზონალურად გამოყოფილი უნდა იყოს
მწვანე რეკრიაციული პრიორიტეტულობის იერარქია უბნების მიხედვით. კონკრეტულად როგორ?
• თბილისის პირობებში გრძივი და განივი ქუჩების ქსელის შექმნა, რაც შესაძლებელს გახდის
მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ქალაქის განიავება, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მიზან-
შეწონილ და ხელსაყრელ გადაწყვეტილებას.
• კერძოდ, ვარაზის ხევი ბოლომდე უნდა ჩადიოდეს. მთაწმინდის ქუჩებს უნდა ქონდეს მტკვარ-
თან ჩამოსასვლელი. ჯანაშიას ქუჩა მთახეობათა ქარებს ატარებდა მდინარემდე, მაღლივი
შენობებით ჩაიკეტა. ბარნოვზე და მცხეთის ქუჩაზე იგივე მდომარეობაა არ უშვებენ სუფ-
თა ჰაერის ნაკადებს. ბილტმორი ჰაერის ნაკადი. დავითის წინ ზაფხულში სითბოს კუნძულის
გაჩენის გამო გარშემო მოსახლეობა უჩივის სახლს რომ შეფუთონ მწვანე მასალით რადგან
ზაფხული პერიოდში მოსახლეობას გაუსალისი მდგომარეობა აქვს, რომლისაც თვალნათლივ
ამტკიცებენ ყველა სახლში გაქრა მცერნარეები.
• გრძივი და განივი ქუჩებისა და მწვანე დერეფნების ქსელის შექმნა შესაძლებელს გახდის ქა-
ლაქის ცენტრალური ნაწილის განიავებას.
27
• თბილისის საქალაქო საზღვრების ფარგლებში მწვანე ნარგავების განაწილების არათანაბრო-
ბა, აგრეთვე პარკებს, ბაღებს, სკვერებს, ხეივნებს, ხეებს და დანარჩენ მწვანე ნარგავებს შო-
რის კავშირების ფუნქციონალური კომპოზიციების ზემოაღნიშნული არყოფნა გავლენას ახ-
დენს არამარტო ქალაქის ლანდშაფტზე, არამედ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე მთლიანობაში,
ვინაიდან ვრცელი მწვანე ნარგავების უქონლობა იწვევს შემდეგ არახელსაყრელ მოვლენებს:
გვალვიან კლიმატს, დიდ ქარიანობას ახალ კვარტლებში, ნიადაგის გამტვერიანებას, ქალაქის
ჰაერის გაბინძურების მაღალ დონეს.
• დაემატოს საფეხმავლო მწვანე ბილიკი. ეს ბილიკი უნდა დაუკავშირდეს მდინარის პირს, რათა
ვერტიკალური განიავება მოხდეს ამ უბნის.
28
დასკვნა
• ჩამოყალიბდეს ეროვნულ დონეზე ლანდშაფტური მართვის პრიორიტეტული ინსტრუმენტი.
• შემუშავდეს მწვანე კანონი (მწვანე საზღვრები, სკვერები, ბაღები, ხეივნები და სხვა), განისაზ-
ღვროს საერთო სარგებლობის მწვანე სივრცეები.
• დარგთაშორისი თანამშრომლობა.
29
• დაინერგოს მწვანე გეგმარების მონიტორინგისა და ინფორმაციული სისტემები 2018-2020 წ
განმავლობაში.
30
ლიტერატურა
1. ვ.ყავრიშვილი. თბილისის მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება. თბილისი. 1965
წ. 102 გვ.
12. „სასწავლო პროგრამები და კურსები მწვანე შენობების შესახებ~. მწვანე მშენებლობის საბჭო
2014 წ.
31
32