აფრიკული ცხელება

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

African swine fever (ASF) – ღორის აფრიკული ცხელება

რა არის ღორის აფრიკული ცხელება (ჭირი) ?

ღორის აფრიკული ცხელება გადამდები, ჰემორაგიული დაავადებაა.


აღნიშნული დაავადებით ინფიცირდება როგორც შინაური, ასევე გარეული ღორები და
ერთნაირად მოქმედებს ნებისმიერი ასაკის ცხოველზე.

დაავადებას იწვევს Asfarviridae – ოჯახის, დნმ–ის შემცველი ვირუსი.

დასნებოვნებულ ცხოველს აღენიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, მადის დაკარგვა,


სისხლდენა და სისხლის ჩაქცევა კანსა და შინაგან ორგანოებში. ცხოველის სიკვდილს იწვევს
2–10 დღეში და სიკვდილიანობა თითქმის 100% ა.

საიდან გავრცელდა დაავადება ?

აფრიკული ცხელების გავრცელების ძირითადი ენდემური არეალი აფრიკის კონტინენტია,


ევროპაში კი ენდემური მხოლოდ იტალიაა. თუმცა დაავადებამ იფეთქა აფრიკის გარეთაც, მათ
შორის საქართველოში 2007 წელს და კარიბის ქვეყნებში.

ბრაზილიაში გავრცელდა (1978-1981) და ჰაიტი (1978-1984)

აფრიკული ცხელება გამოჩნდა 1960 წელს ესპანეთი, პორტუგალია და სარდინია.


დაავადება 1993 წელს და პორტუგალიიდან აღმოიფხვრა

ესპანეთში 1995 წელს, მაგრამ კვლავ რჩება სარდინიაში (იტალია).

ბელგიაში (1985) და ნიდერლანდებიდან (1986) წარმატებით აღმოიფხვრა.

როგორ ვრცელდება აფრიკული ცხელება ?

დაავადება ვრცელდება ჯანმთელი ღორის დასნებოვნებულთან კონტაქტით, ასევე


დაავადებული ხორცის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანისას, ამასთანავე დაავადება
შეიძლება გადაიტანონ მწერებმა, ტკიპებმა და ძაღლებმაც კი.
დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ღორით და მისი დაკვლის პროდუქტებით უკონტროლო
ვაჭრობა, დაინფიცირებული ინვენტარი, ტრანსპორტი, ადამიანი და სხვა ვეტ-სანიტარული
წესების დარღვევა. დაავადების აღმძვრელის წყაროა ავადმყოფი და ავადმყოფობამოხდილი
შინაური და გარეული ღორი, ვირუსის გადაცემის ფაქტორებია: დაინფიცირებული ქვეშსაფენი,
ღორის პროდუქტები და ნედლეული, საკვები, წყალი, დაავადებული ცხოველის დაზიანებული
კანი და ლორწოვანი გარსი, დაავადება ვრცელდება აეროგენული გზით. დიაგნოზი ისმება
ეპიზოოტოლოგიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების, პათოლოგიურ ანატომიური
ცვლილებების და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე. დაავადების შემთხვევაში
ღორს ეწყება ქოშინი, ტემპერატურა ადის 42 გრადუსამდე, ეკარგება მადა, უვითარედება უკანა
კიდურების დამბლა, სისხლიანი ფაღარათი, ცხვირიდან სისხლიანი გამონადენი, ყურებსა და
დინგზე კანი ულურჯდება. ღორის ორგანიზმში მოხვედრისას ვირუსი გროვდება ლიმფურ
კვანძებში და აზიანებს ლიმფური უჯრედებით მდიდარ ორგანოებს, ღვიძლს, ელენთას,
ფილტვებს, ძვლის ტვინს. ეპიზოოტიის დასაწყისში დაავადება მიმდინარეობს მწვავედ. ასეთ
დროს ცხოველი კვდება სისხლმბადი და სისხლის მიმოქცევის ორგანოების დაზიანების შედეგად.

დაავადების გავრცელების შესაზღუდად უნდა მოხდეს დაავადებაზე ეჭვმიტანილი ღორების


იზოლაცია. დაავადებულთა განადგურება უსისხლო მეთოდით და ჩამარხვა, საღორისა და
ინვენტარის დეზინფექცია.

ყველა ღონისძიებების ჩატარებიდან 30 დღის შემდეგ კარანტინის მოხსნა შესაძლებელია ხოლო


ყოფილ ეპიზოოტიურ კერაში და პირველ საშიშროების ქვეშ მყოფ ზონაში ჯანმრთელი ღორების
შეყვანა შეიძლება დაავადების ლიკვიდაციიდან ერთი წლის შემდეგ.

ბრძოლის ღონისძიებები ღორის აფრიკული ცხელების დიაგნოზის დადგენის შემდეგ:


მეურნეობა, რაიონი, რეგიონი ცხადდება არაკეთილსაიმედო და წესდება კარანტინი.
დაუყოვნებლივ იკრძალება ღორის ყიდვა-გაყიდვა, სადგომიდან გამოყვანა და თვითნებური
დაკვლა. ღორების მთელი სულადობა იკვლება უსისხლო მეთოდით და იმარხება. ეპიზოოტიურ
კერაში არსებული ლეში, ნაკელი, საკვების ნარჩენი, ტარა, საკვებური იწვება ადგილზე. უწვი
ნარჩენი ჩაიფლობა ორმოში 2 მეტრის სიღრმეში. ტარდება სადგომის ბაკის და სხვა ადგილების
სამჯერადი დეზინფექცია:
1. ცხოველის მოსპობის შემდეგ.
2. მექანიკური გაწმენდა-დასუფთავების შემდეგ.
3. კარანტინის მოხსნის შემდეგ.
კერიდან 150-200 კილომეტრზე ტარდება შემზღუდველი ღონისძიებები.

დაავადება არ ვრცელდება ადამიანებზე.

You might also like