Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 22

14.

6 ავტომატური სპრინკლერები(წყლისმფრქვევი),
წყლის ჭავლის გამშვები და სახანძრო სტანდარტული
სისტემები (წყლისმფრქვევი მილების)
A. სისტემის დაყენება: „მარიოტ ინტერნაციონალი“-ის საკუთრება
უზრუნველყოფილი უნდა იყოს სრული ჰიდრავლიკური სისტემების კომბინაციით,
ავტომატური სპრინკლერებით, 1 ტიპის სახანძრო სტანდარტული სისტემებით ან/ და
მაღალწნევიანი წყლის ჭავლის სისტემებით, ან/და “minimax minifog econaqua” 1
ტიპის სტანდარტული სახანძრო სისტემებით, განლაგებული იატაკიდან.

1. მშენებლობის კვალი: სპრინკლერების დამონტაჟების არეალს არ უნდა


ეტყობოდეს მშენებლობის კვალი, სუსტი ჩრდილების ჩათვლით NFPA 13
მოთხოვნების შესაბამისად.
2. პარკინგის სტრუქტურები:
3. სამეჯლისო(ბოლრუმი) და გამოფენის დარბაზები: დამონატაჟებული
სპრინკლერების სისტემა თანხმობაში უნდა მოდიოდეს ჩვეულებრივ რისკის
შემცველ 1 ჯგუფთან.
4. დამხმარე შენობები: დამხმარე შენობები რომლებიც დაკავებულია,
უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპრინკლერების სისტემით, მათ შორის ისეთი
შენობები რომლებსაც აქვს მნიშვნელოვანი სისტემური დატვირთვა ან
აფერხებენ საქმეს დაზიანების შემთხვევაში. მაგალითად:
 გოლფის კლუბი
 გოლფის აღჭურვილობის შემნახველი შენობა
 გოლფის მანქანების შემნახველი შენობა
 სილით(ქვიშით) დაფარული სახურავიანი შენობა
 აუზიანი შენობები, შემნახველი ოთახებით

პატარა შენობები( 9.3 კვ.მ ნაკლები) , რომლებიც სხვა შენობიდან 9


მეტრის მოშორებით დგანან, არ მოითხოვს სპრინკლერების სისტემის
დამონტაჟებას. მაგალითად:
 ფანჩატური
 გოლფის დასასვენებელი ადგილები
 პლიაჟის საჩრდილებლები(ტენტები)
5. მოწყობილობებიანი ოთახები: ელექტრონული, სატელეფონო, მექანიკური და
კომპიუტერული ოთახები უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპრინკლერების
სისტემებით.
6. ნავმისადგომები და სატვირთოს ბაზები: უზრუნველყოფილი უნდა იყოს
სპრინკლერების სისტემით. იმ შემთხვევაში თუ ობიექტზე ყინავს- მშრალი
ცეცხლმაქრი სპრინკლერების სისტემის მონტაჟია საჭირო.
7. მაცივარი და გამაგრილებელი მოწყობილობები: ყენდება მშრალი ცეცხლმაქრი
სპრინკლერების სისტემა, რომელიც მარაგდება სველი წესის სპრინკლერების
არეალიდან(მიბმულია).
8. სასტუმრო ოთახის კარადები და საკუჭნაო: სპრინკლერების დამონატაჟება არაა
საჭირო- ტანსაცმელების, ქსოვილების კარადებში და საკუჭნაოში სადაც
სივრცე არ აღემატება 2.2 კვ.მ და განზომილება 0.9 მ. -ს , ან არეალები სადაც
სივრცე 1,1 კვ. მ.-ამდეა. ხოლო კარადები ან საკუჭნაოები სარეცხი მანქანებით,
საშრობებით, წყლის გამაცხელებებლებით ან სხვა ტიპის ელემენტებით
საჭიროებენ სპრინკლერთა სისტემის მონტაჟს.
9. სასტუმრო ოთახები და აბაზანები: სპრინკლერების მონტაჟი არაა
სავალდებულო აბაზანებში მათი მდებარეობის მიუხედავად თუ აბაზანის
მოცულობა არაა 5.10 კვ.მ მეტი, ხოლო თუ აბაზანის კაბინა არის წვადი
მასალის, პლასმასის და სხვ. მაშინ სპრინკლერების სისტემის მონტაჟი
აუცილებელია.
10. სანაპირო არეალები: თუ პროექტი ზღვის ნაპირთან განლაგებულია 16
კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე, მაშინ ექსტერიერის(გარე სისტემების)
სპრინკლერები და ცეცხლმაქრი მოწყობილობები უნდა იყოს მდგრადი
კოროზიისადმი(უჟანგავი).

B. დიზაინის მოთხოვნები:
1. სტანდარტები: NFPA 13,14, 1142 და 20.
2. წყლის მიწოდების წყარო: წარმოდგენილი უნდა იყოს დინების(ნაკადის)
ტესტები და დოკუმენტაცია. უზრუნველყოფილი წყლის საიმედო წყარო,
რაოდენობა და წნევა მუნიციპალური რეზერვუარიდან. თუ
მუნიციპალური რეზერვუარი არაა ხელმისაწვდომი ცისტერნებიდან და
ტანკერებიდან.
3. უსაფრთხოების ფაქტორი: 10% ჰიდრავლიკური უსაფრთხოების ფაქტორი
უნდა იყოს აყვანილი მაქსიმუმამდე 0.7 bar -ამდე სპრინკლერებისა და
ცეცხლმაქრი სისტემებისათვის.
4. წნევის(წყლის) მარეგულირებელი სარქველები:
a. იმისათვის რომ სისტემის მუშაობაში ხშირი ჩარევა არ იყოს საჭირო,
სისტემა უნდა იყოს დაგეგმარებული მაღალ 12 bar წნევაზე, წნევის
შემამცირებელი სარქველების გამოყენების გარეშე. თუ წნევის
შემამცირებელი სარქველების გამოყენება აუცილებელია ის უნდა მოხდეს
FLS სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად.
b. წნევის მარეგულირებელი სარქველები უნდა იყოს წნევის
დასარეგულირებლად და არა დინების(ნაკადის) შესაზღუდავად.
სტაბილური და ცვლადი(ნარჩენი) წნევები არ უნდა აჭარბებდეს 12 bar-ს.

5. საკონტროლო სარქველები: უნდა უზრუნველყოფდნენ ქვემოთ


ჩამოთვლილს:
a. ყველა სარქველს უნდა ჰქონდეს საკონტროლო სიგნალის გამშვები
მოწყობილობა(ტამპერ სვიჩი)
b. დაცულობა: სარქველები არ უნდა განლაგდეს ხალხისთვის ხელმისაწვდომ
ადგილას(გარდა სპეც პერსონალისა)
 ხალხის თავშეყრის არეალებში ან ისეთ ადგილას რომელთან შეხებაც
უწევს დამსვენებელს ოთახი უნდა იყოს ჩაკეტილი, წვდომა მხოლოდ
კომპედენტურ თანამშრომელს უნდა შეეძლოს.
 ბექ-ოფისში : ამ შემთხვევაშიც ტექნიკური ოთახის კარებები უნდა იყოს
ჩაკეტილი და მასზე წვდომა მხოლოდ კომპედენტურ თანამშრომელს
შეეძლოს.
c. წვდომა: სარქველებიანი ოთახი უნდა იყოს მოსახერხებელ ადგილას
როგორც ბექოფისიდან ისე კიბეების შემთხვევაში, რათა წვდომა
პერსონალის მიერ მოხდეს სწრაფად.

6. ჩამკეტი სარქველი: ჩამკეტი სარქველის არსებობა აუცილებელია, რადგან


იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ სართულზე ჩაირთვება
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და ამოქმედდება სპრინკლერები, ჩაკეტოს
და სხვა სართულებზე არ მოხდეს მათი ავტომატური ჩართვა
7. წყლის ნაკადის სენსორები:იიწყებენ მოქმედებას 30 წამიდან 60 წამამდე
პერიოდში.
8. CPVC მილები და აქსესუარები: საჭიროების შემთხვევაში მონტაჟდება
მწარმოებლის მიერ მოცემული სპეციფიკაციის მიხედვით. გამოიყენება
ქიმიურად თავსებადი ნივთიერებები.
9. წყლის რეზერვუარი:
a. თუ სახანძრო და შიდა მოხმარების წყლის რეზერვუარები(ცისტერნები)
ერთადაა განლაგებული, მაშინ შიდა მოხმარების რეზერვუარი უნდა
განლაგდეს სახანძრო რეზერვუარის ზემოდან, რათა თავიდან ავირიდოთ
წყლის გაფლანგვა და დაჭიროების შემთხვევაში მისი საკმარისად არ ქონა.
b. მოთხოვნები და მითითებები წყლის რეზერვიუარის ინსტალაციის და
მონიტორინგისთვის NFPA

10. განალაგეთ პომპების დრაივერები, სახანძრო პომპები, სახანძრო პომპის


მაკონტროლებლები და ენერგიის მიმწოდებლები( ნორმალური და
მზადყოფნის რეჟიმში მყოფი) წყალდიდობისგან და ქარიშხლისაგან
წინასწარ გათვლილ მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილას, NFPA 20 ის
ინსტალაციის სტანდარტების შესაბამისად.
11. ზონირება (დაყოფა) დაყავით და დააჯგუფეთ ყველა სართული ზონებად.
მაგალითად იხ. სექცია 14.15 ის დიაგრამები.
a. დაბალსართულიანი შენობები: ყოველი ზონა(მონაკვეთი)
უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკონტროლო სარქველით, წყლის ნაკადის
სენსორებით და საკონტროლო წყლის გამშვები მოწყობილობით, რომელსაც
მონიტორინგს გაუწვს ხანძრის განგაშის მანიშნებელი სისტემა.
b. მაღალსართულიანი შენობა: სასტუმრო ოთახის და საცხოვრებელი ზონის
სპრინკლერების მილების ქსელი უნდა შეერთდეს თითოეულ სართულზე-
საკონტროლო სარქველთან, ჩამკეტ სარქველთან,წყლის ნაკადის
სენსორებთან და წყლის საკონტროლო გამშევებ მოწყობილობასთან.
c. სხვენი : სხვენის სივრცეს უნდა ეჭიროს მისთვის დათმობილი ადგილი,
რომელიც გამოყოფილი იქნება ქვედა სართულისაგან სრულად.

12. მიკრობიოლოგიურად გამოწვეული კოროზია(ჟანგვა) MIC მითითებული


RFPA 13 მოთხოვნებში.

C. სველი წესის სპრინკლერების სისტემა: ამ სისტემებით


უზრუნველყოფილია საცხოვრებელი სივრცეები, როგორიცაა სასტუმრო ოთახები,
კორიდორები, რესტორნები, სამეჯლისო დარბაზები, შეხვედრების საკომფერენციო
ოთახები, სახალხო და ბექოფისის სივრცეები.

1. წვადი კაბელები თუ ისინი არ არიან იზოლირებულნი არ ითვლება მისაღებად ამ


ტერიტორიებისთვის

2. ანტიფრიზი(სითხის სახით) სისტემები არაა ნებადართული.

D. მშრალი წესის სპრინკლერების სისტემა: ამ სისტემებით


უზრუნველყოფილია სხვენის და ისეთ სივრცეები, რომლებიც არ
თბება და გაყინვის ალბათობა დიდია.
1. მშრალი წესის (ტიპის) სპრინკლერები, რომელიც მარაგდება სველი წესის
სპრინკლერების სისტემიდან მონტაჟდება პატარა გათბობის არმქონე არეალებში.

2. ანტიფრიზი(სითხის სახით) არაა ნებადართული

3. გამოიყენეთ მილების აღრიცხვის სია 40. სიაში უნდა შედიოდეს მილების


გადაბმის წერტილების სამუხლეები, შუა სადებები(პრაგლატკები). უნდა შეიქმნას
დაქსელვის მოედანი, გათბობის არეალების ჩათვლით.

4. სარქველების ტესტირება უნდა მოხდეს ისეთი წესით, რომელიც უზრუნველყოფს


წყლის მიწოდებას დისტანციური მართვისას წყალსადინარი კომპლექტისთვის,
სარქველის გახსნიდან(ამოქმედებიდან) 60 წამის განმავლობაში.

E. ჩამკეტი სარქველები და წყალსადინარი კომპლექტი:


სექცია 14.15 იხილეთ საჩვენებელი დიაგრამები.

1. წყალსადინარი მილი: მასალა უნდა იყოს მყარი მეტალი ან CPVC, ხოლო განლაგება
გრაუნდ ნაწილში უნდა მოხდეს(სარდაფი) , რადგან სადინარის დაცლის შემთხვევაში
არ მოხდეს ექსტერიერის და საფარის დაზიანება.

2. წვდომა: ხილული და ადვილად მისადგომი უნდა იყოს როგორც ბექჰაუსიდან ისე


კიბეების შემთხვევაში.

3. განლაგება: არ დაამონტაჟოთ დასრულებულ ტერიტორიებზე(არეალებში. მაგ:


სასტუმრო ოთახი, კორიდორი და ა.შ)

4. დაბალსართულიანი შენობის შემთხვევაში: მონტაჟდება შენობის უკიდურეს


დისტანციურ წერტილში სასტუმრო ოთახისგან მოშორებით, ამ შემთხვევაშიც მყარი
მეტალის მილისაგან.
5. მაღალსართულიანი შენობების შემთხვევაში:

a. სასტუმრო ოთახი და საცხოვრებელი სართულები: მონტაჟდება ყოველი კიბის ქვეშ.

b. არასასტუმრო ოთახები და სართულები: მონტაჟდება სივრცის უკიდურეს


ნაწილში, ერთი საკონტროლო სარქველით.

c. საჭიროა დიდი სივრცეებზე განლაგებული სპრინკლერის სისტემების


დაბოლოების ტესტირება(გამოცდა).

F. სპრინკლერები(წყალმფრქვევები): სწრაფი რეაგირების სპრინკლერები


57 C და 77 C ყენდება ყველგან, სასტუმრო და პაბლიქ არეალებში. დახურული ტიპის
სპრინკლერები არაა ნებადართული. ქვემოთ ჩამოთვლილ ცხრილში მოცემულია რა
ტიპის სპრინკლერები, რა სივრცეებში ყენდება ისინი და რა ტემპერატურაზეა
გათვლილი:

ოთახი/სივრცე სპრინკლერის ტიპი ტემპერატურა

სწრაფმოქმედი- 100 C
სხვენის სისტემა ვენტილაციით
141 C
სწრაფმოქმედი-ვენტილაციის
გარეშე

მშრალი ტიპის ცეცხლმაქრი სწრაფმოქმედი- - 100 C


სისტემები ვენტილაციით(თავისუფალი
სივრცეებისთვის)

სწრაფმოქმედი-
ვენტილაციის გარეშე 141 C

მექანიკური/ელექტრონული სწრაფმოქმედი 68/77 C


აივანი(წვადი,აალებადი) სწრაფმოქმედი- უჟანგავი, 100 C
მშრალი ტიპის

სადრბაზოები სწრაფმოქმედი,უჟანგავი, 100 C


მშრალი ტიპის

პარკინგის ადგილები სწრაფმოქმედი 68/77 C

ლიფტის მოწყობილობა სწრაფმოქმედი 100 C

შიდა საცურაო აუზები სწრაფმოქმედი-უჟანგავი 68/77 C

საუნა/ორთქლის ოთახები, სწრაფმოქმედი-უჟანგავი 141 C


საშრობი

დიდი სწრაფმოქმედი-მშრალი 74 C
მაცივრები/საყინულეები ტიპის

სამზარეულოები სწრაფმოქმედი 79/107 C

საწყობი(სთორი) სწრაფი მოქმედების 68/77 C

G. სპრინკლერებიის კოორდინაცია(მდებარეობა):
1. სპრინკლერების დამონტაჟება უნდა მოხდეს მწარმოებლის მიერ მოცემული
სტანდარტების შესაბამისი დაშრებით კედლიდან და ჭერიდან.

2. სასტუმრო ოთახებსა და სახალხო სივრცეებში სპრინკლერები უნდა დაყენდეს


წინასწარ გამოთვლილი კოორდინატებით, რომ არ მოხდეს დანიშნულებათა აღრევა.

3. კორიდორებში სპრინკლერები უნდა განლაგდეს ცენტრში მთლიან სიგრძეზე.

4. ჭერზე რომელიც მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით, სპრინკლერები უნდა


განლაგდეს პილის ცენტრში.

14.7 სახანძრო განგაშის სისტემა


A. მოთხოვნები: „მარიოტ ინტერნაციონალი“ უზრუნველყოფილი უნდა იყოს
ცენტრალური სახანძრო სისტემებით, აღჭურვილობის მთლიანი ქსელი კი
შეძენილია, მხოლოდ მარიოტის ნდობით აღჭურვილი გამყიდველი კომპანიისგან.

1. სტანდარტები: NFPA 72

2. შენობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს განგაშის სიგნალის დამფიქსირებელი


ჭკვიანი სისტემებით.

3. ზედამხედველობის სამსახური: ზედამხედველობის სამსახური მუშაობს მარიოტის


სტანდარტების შესაბამისად, იღებს და იწერს სახანძრო განგაშის სიგნალებს და
საჭიროების შემთხვევაში უკავშირდება ადგილობრივ სახანძრო სამსახურს.

4. კამპუსის ტიპის საიტები: არის ჭკვიანი ქსელური სისტემა, რომელიც იღებს


სახანძრო სიგნალს და იტყობინება სიგნალის ზუსტ ადგილმდებარეობას.

5. ტესტირება: სისტემის ტესტირებისას უნდა მოხდეს სახანძრო სისტემის კონტროლ


პანელის ჩამოთვლილი პუნქტების შემოწმება მარიოტის მოთხოვნილი
სტანდარტების შესაბამისად.

a. ინდივიდუალური გამთიშავი ღილაკები ტესტირებისათვის:

 აუდიო სასიგნალო სირენები და ვიზუალური ხანძრის მანიშნებელი


ნათურები(იმპულსური ნათურები)
 კარის ჩამკეტ-გამღები მექანიზმები
 ლიფტის უკან გახმობის სერვისი
 გაგრილების სისტემები(აჰუ)
c. ხანძრის მანიშნებელი სენსიტიური მოწყობილობის
ტესტირება(მუშაობისუნარიანობის შემოწმება) FACP.

6. ექსტერიერი და გაუნიავებელი (კონდიცირების არმქონე) არეალები: შენობა


რომელიც მდებარეობს ზღვის ნაპირას, 16 კილომეტრზე ახლოს, უნდა იყოს
უზრუნველყოფილი NEMA ტენიანობის მიმართ მდგრადი, ელექტრო
გამანაწილებელი კარადებით, ყველა მოწყობილობა უნდა იყოს სანდო და
გამოცდილი (კოროზიამდგრადი).

B. კვამლის(ბოლის) დეტექტორების სისტემა:


1. სასტუმრო ოთახები, კომპლექტური და საძინებელი ოთახები:
უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ 24 ვოლტიანი კვამლის დეტექტორებით და
ქვემოთ ჩამოთვლილი ტიპების მოწყობილობებით:

a. ფოტოელექტრონული ტიპის სენსორებით

b. ხმოვანფუძიანი დეტექტორები: ხმის სიმძლავრე მინიმუმ 75-85 დეციბელი.

c. ხანძრის მანიშნებელი ხმოვანფუძიანი დეტექტორი უნდა აქტივდებოდეს კვამლის


ზღვრული დონის დადგომიდან მყისიერად, ოთახში განგაშის ატეხის და კონტროლ
პანელისთვის სიგნალის მიწოდების სახით.

d. კვამლის სენსორს უნდა ჰქონდეს ორი რეჟიმი, ნორმალური და განგაშის.

e. კომპლექსური და საძინებელი ოთახები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ


შემდეგი სისტემებით:

 სისტემური კვამლის(ბოლის) სენსორები ყველა ცალკეულ საძინებელ ოთახში,


საცხოვრებელ სივრცეში და შემოსასვლელებში(საძინებლების, სასტუმრო
ოთახების).
 ერთ სივრცეში რამდენიმე უნდა იყოს რამდენიმე კვამლის დეტექტორის
(ხმოვანფუძიანი) კომპლექტი.

f. ცრუ განგაშების თავიდან ასაცილებლად კვამლის (ორთქლის) დეტექტორები


არ უნდა დამონტაჟდეს სამზარეულოს და აბაზანის მახლობლად.

g. კვამლის დეტექტორები მონტაჟდება ჭერის ყველაზე მაღალ წერტილში


ოთახში.
2. საერთო სივრცეები, კორიდორები და მსგავსი არეალები: კვამლის სენსორ
დეტექტორები უნდა დამონტაჟდეს არეალებში :

a. სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილ ადგილებში.

b. კვამლის გამწოვი აპარატი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს სხვა


მოწყობილობების მახასიათებლებთან მოცემულ მოდულზე,

c. მაღალსართულიან შენობებში, მონტაჟდება საკვანძო არეალებში.

3. კვამლის სენსორების სისტემის სენსორები:

a. უზრუნველყავით რომ ჩამრთველ გამომრთველი ღილაკები და ინდიკატორის


ციმციმა ხელმისაწვდომი იყოს იატაკის დონიდან.

b. AHU(აჰუები)-ში დაღმავალი აირის წნევა უნდა იყოს 945 l/s(2000 cfm)

c. ოპერირება: კვამლის სენსორები სახანძრო განგაშის ჩართვისას ავტომატურად


თიშავს აჰუს(AHU), მაგრამ არ ააქტიურებს კვამლის გამწოვ სისტემას.

C. ნახშირბადის(მხუთავი აირი CO) დეტექტორები:


მონტაჟდება ხმოვანფუძიანი CO დეტექტორები, რომლებიც
დაკავშირებულია FACP სიგნალის გამშვებ
მოწყობილობასთან.
1. საერთო სივრცეები: საერთო სივრცეებში და ოთახებში მონტაჟდება
გამონაბოლქვის გამწოვი მექანიზმები და აღჭურვილობები.

2. სახანძრო ოთახები.: მონტაჟდება CO გამონაბოლქვის გამწოვი სისტემები.

D. სახანძრო სისტემის მექანიკური გამშვები: თუ არ არსებობს


დამატებით სხვა ტიპის მოთხოვნა, მონტაჟდება მიმღებ დესკთან.

E. მეხანძრეთა კომუნიკაციის სისტემა: სახელმწიფო მოთხოვნების


შესაბამისად.

F. სიგნალის გამშვები მოწყობილობები: უზრუნველყავით ხმოვანი


შეტყობინების გამშვები მოწყობილობები(სპიკერები, ბუკები და ა.შ) და
ვიზუალური შემტყობინებლები( იმპულსური ნათურები და სხვა) ქვემოთ
ჩამოთვლილ მდებარეობებზე:
1. სასტუმრო ოთახები, კომპლექსური ოთახები და სხვა მრავალფუნქციური
ოთახები: აუდიო შემტყობინებლები მონტაჟდება ჩამოთვლილი სივრცეების
ცალკეულ ოთახებში ინდივიდუალურად.

2. სასტუმრო დანიშნულების მქონე ოთახები, კომპლექსური ოთახები ან


სარეზიდენციო ოთახები: აუდიო და ვიზუალური შემტყობინებლები
მონტაჟდება ჩამოთვლილი სივრცეების ცალკეულ ოთახებში ინდივიდუალურად.

a. იმპულსური ნათურები უნდა დამონტაჟდეს ყველა ოთახში, მიმართული უნდა


იყოს საწოლის და საშხაპე ოთახებისაკენ და გააქტიურდეს შემდეგ შემთხვევებში:

 თუ ოთახში ჩაირთვება კვამლის და ნახშირბადის დეტექტორები.


 თუ შენობაში ჩაირთვება სახანძრო განგაში.

b.იმპულსური ნათურის მახასიათებლები:

 177 candela( სინათლის ძალი ერთეული)- 61 სმ ფარგლებში


დაშორებული ჭერიდან.
 110 candela- 61 სმ-ზე მეტი დაშორება ჭერიდან.

3. სახალხო სივრცეები, კორიდორები : უზრუნველყავით ხანძრის მანიშნებელი


აუდიო და ვიზუალური მოწყობილობებით.

G. საგანგებო სიტუაციების შეტყობინების სისტემები:


1. დაბალსართულიან შენობებში: ავტომატური სასიგნალო ხმოვანი სისტემა( სამ
იმპულსიანი დროითი სქემით)

2. მექანიზმების ნაწილების კვანძი(კომპლექტი) 300 მეტი შემავალი დეტალით:


მონტაჟდება წრიული ტონური სიგნალის და ავტომატური წინასწარ ჩაწერილი
უწყვეტი ხმოვანი შეტყობინების გამშვები მოწყობილობები.

3. მაღალსართულიანი შენობები: უწყვეტი წრიული ტონური სიგნალის და წინასწარ


ჩაწერილი ხმოვანი შეტყობინების გამშვები მოწყობილობები.

H. ანუნციატორი: ინდიკატორი-მოწყობილობა რომელიც ვიზუალურად


გვიჩვენებს, სასტუმროს შემთხვევაში, სად რომელ ოთახში და რა ტიპის სასიგნალო
მოწყობილობა ირთვება. მონტაჟდება მიმღებში, დესკთან, დაცვასთან და ა.შ.
I. კარის ჩამკეტ-გამღები მექანიზმი: საგანგაშო სიგნალის ჩართვისას კარების(ების)
ავტომატურად გაღების მექანიზმი მოცემულ ტერიტორიაზე(ზონაში).

14.8 მექანიკური კვამლის მაკონტროლებელი სისტემები


A. დაყენება: უზრუნველყავით მექანიკური კვამლის კონტროლის სისტემა
ისეთი ტექნოლოგიით, რომ ხანძრის შემთხვევაში საფრთხის არეალიდან მოხდეს
კვამლის გაწოვა, ხოლო საევაკუაციო გასასვლელებზე და კიბეებზე მოხდეს
ჟანგბადის მიწოდება( წნევით დაპრესვა). კვამლის კონტროლის სისტემების
კოორდინირება უნდა მოხდეს მოდული 15 ის შესაბამისად.

B. სისტემა და ლოკაცია(მდებარეობა): ქვემოთ ჩამოთვლილი სისტემები ყენდება


მითითებულ ადგილბეში(ლოკაციებზე):

 კვამლის გამწოვი- საერთო(სახალხო) სივრცეებში- გასასვლელებთან


 კვამლის გამწოვი- კორიდორებში
 ჰაერის კომპრესორი(წნევით დამწოლი, გადამტანი)- სათადარიგო
გასასვლელებში, კიბეებზე.

C. სტანდარტები: NFPA 92
D. შენობის კონფიგურიაცია (შემადგენელი კომპონენტების განლაგების
სისტემა):

1. მაღალსართულიანი შენობები: ასეთი შენობებისთვის სავალდებულოა


მექანიკური კვამლის გამწოვი სისტემების ქონა.

2. ცენტრალური შესასვლელი(ატრიუმი): FLS მოთხოვნილი სტანდარტების


შესაბამისად, მონტაჟდება კვამლის(ბოლის) კონტროლის სისტემა.

E. მისაღებლობა(შესაბამისობა): მთლიანი კვამლის(გამონაბოლქვის)


მაკონტროლებელი სისტემის დამონტაჟება უნდა მოხდეს FLS სტანდარტების
შესაბამისად.

F. გამონაბოლქვის(კვამლის) გამწოვი სისტემის კონფიგურაცია


((შემადგენელი კომპონენტების განლაგების სისტემა):
1. ზონები: თითოეული სივრცე უნდა იყოს აღებული ცალკე ინდივიდუალ
სახანძრო და გამონაბოლქვის ზონებად.

2. მოცულობა: ადგილებში სადაც საჭიროა კვამლის გამწოვი სისტემების


არსებობა, უზრუნველყავით მინიმუმ 10-12 ჯერ გამოცვლა ყოველ საათში.

a. უფრო დიდ სივრცეებში, როგორიცაა ატრიუმი და გამოფენის დარბაზები,


ჰაერის ცვლა უნდა მოხდეს მეტი ინტენსივობით.

b. იხელმძღვანელეთ FLS სტანდარტებით სპეციფიკური კრიტერიუმების


შემთხვევაში.

c. სივრცის მოცულობის გასაზომად გამოიყენება ფილიდან ფილამდე გაზომვის


მეთოდი.

3. შესავსები (საკომპენსაციო, დასამატებელი) ჰაერი: უზრუნველყოფილი უნდა


იყოს საკომპენსაციო აირის მოცულობა ყველა სივრცისათვის, ასევე აირის
მექანიკური მომარაგება უნდა იყოს არანაკლები გაწოვის 70%-ისა.

4. გარშემომდენიანი ვენტილაციის სისტემა(გარედან აირის შემომტანი):


უზრუნველყავით ძლიერი გარშემომდენიანი(გარედან აირის შემომტანი)
ვენტილაციის სისტემა თითოეულ ზონაში. ესეთი ტიპის ვენტილაციის სისტემა
არაა ნებადართული ხანძრის დროს(ითიშება).

5. ამორტიზატორები(დამპერები): კვამლის გამწოვი სისტემა უნდა მუშობდეს


ნაკლები ენერგიის გამბნევ(მხარჯავ) ავტომატური გადატვირთვის უნარის მქონე
ძრავზე. სხვა ტიპის ძრავები არაა ნებადართული.

6. კონფიგურაცია: განაცალკევეთ ჰაერის შემტანი და გამწოვი მომჯნავე გრილები


ერთმანეთისაგან, რათა არ მოხდეს ბოლის უკან შემოსვლა.

G. საერთო გასასვლელი სივრცეები: უზრუნველყავით ძლიერი


გამწოვი სისტემა შემდეგი ზონებისთვის: ლობი, ძირითადი
შემოსასვლელი(ატრიუმი), მრავალფუნქციური სივრცეები, კორიდორები და სხვა
ტიპის გასასვლელები.

1. ოპერირების თანმიმდევრობა- საერთო(საზოგადო) სივრცეები:


a. სიგნალი: კვამლის(ბოლის) გამწოვი აქტიურდება ავტომატურად სახანძრო
პანელიდან, როცა მოცემული არეალიში ირთვება სახანძრო კვამლის სენსორი.
b. კვამლის(ბოლის) გამწოვი ვენტილატორი: გაწოვის(დაცლის) დამპერი
ბოლომდე იღება და ვენტილატორი იწყებს გამონაბოლქვის სრულ გაწოვას.
(100% ამდე)
c. HVAC სისტემა- დახურულ სივრცეებში: იმ ზონებისთვის, რომელთათვისას
შემავსებელი აირი არ არის ადვილად ხელმისაწვდომი (სამეჯლისო დარბაზი,
საკომფერენციო და ა.შ) HVAC სისტემის ამორტიზატორი, რომელიც
ემსახურება კვამლის(გამონაბოლქვის) გაწოვას იწყებს სხვა რეჟიმში მუშაობას.
გამწოვი სარქველი იხურება და მომმარაგებელი ვენტილიატორი ამცირებს
აირის გარედან შემოტანას 50% ამდე.
d. სხვა არეალები: მომმარაგებელი, ჰაერის მაბრუნებელი და გამწოვი
ვენტილატორები სხვა არეალებში მუშაობენ სტანდარტულ სამუშაო რეჟიმში.

H. სასტუმრო კორიდორები: თითოეული სართულის კორიდორში


მონტაჟდება მექანიკური გამონაბოლქვის გამწოვი მილდგარი ჩამკეტი
ამორტიზატორებით(დამპერებით).

1. მოცულობა: სტანდარტული ზომის ჭერზე დასამონტაჟებელი გამწოვი


ვენტილატორები ყველა სართულზე.

2. დაშორება (დისტანცია): მაქსიმალური ჰორიზონტალური დისტანცია ჰაერის


შემომტან და გამწოვ მოწყობილობებს შორის 30 მ.

3. ზონები: თუ კორიდორები კარით იყოფა ორ ან მეტ ნაწილად, უზრუნვეყავით


ცალკეული ნაწილები ცალკეული გამწოვი სისტემებით.

4. ოპერირების თანმიმდევრობა: სასტუმრო სივრცის კორიდორები:

a. აქტიურდება ავტომატურად კვამლის სენსორების ჩართვისას და წყლის ტივტივა


დეტექტორების გააქტიურებისას.

b. სახანძრო სიგნალის ჩართვისას კვამლის გამწოვი ვინტილატორები ირთვება


მითითებულ სექციაში, ხოლო სხვა სექციებში რჩება დახურულ მდგომარეობაში.

c. გამწოვი დამპერი იხსნება მთლიანად და ირთვება კვამლის გამწოვი


ვენტილატორი.

d. სასტუმრო კორიდორებში და სასტუმრო ოთახებში გარე გამწოვი სისტემა (სისტემა


რომელსაც აირი შემოაქვს გარედან DOAS) მუშაობას აგრძელებს ძვეულებრივ
რეჟიმში.
e. თუ გამოყენებადი, მეორე ხარისხოვან სასტუმრო კორიდორში ირთვება დაწნევითი
გამწოვი ვენტილიატორები, მაშინ სასტუმრო კორიდორებში და სასტუმრო ოთახში
DOAS-ი ითიშება.

f. სასტუმრო ოთახების სართულები: გამწოვი ვენტილატორები, მათ შორის ისინიც


რომლებიც დაყენებულია მომსახურების, ელექტრო სისტემების ოთახებში და
ნომრების სააბაზანოებში აგრძელებენ მუშაობას ნორმალურ რეჟიმში.

I. კიბეებზე დაწნევით ჰაერის მიწოდება/ კვამლგაუმტარი(გამძლე) გარსაცმი,


კორპუსი: სახანძრო სიტუაციისას კიბებიის განიავება უნდა ხდებოდეს
შეუზღუდავად NFPA 101 სტანდარტებთან შესაბამისად.
1. ბუნებრივი ვენტილაცია:
a. იხსნება კიბეებთან მდებარე განიავების წერტლები(მაგ: ფანჯრები)
b. იხსნება აივანი ან ვესტიბიული

2. ვესტიბიულის მექანიკური განიავება: ვესტიბიული უნდა განიავდეს


არანაკლებ ერთხელ წუთში ხოლო ჰაერის გაწოვის მაჩვენებელი 150% ნაკლები
არ უნდა იყოს.
3. მექანიკური დაწნევით (წნევით) ჰაერის მიწოდება:

a. სისტემის კონფიგურაცია: ქვემოთ ჩამოთვლილია კიბის დაახლოებითი


სიმაღლეები და ტიპიური ვიზუალური მახასიათებლები ვინტილატორების
და გამწოვი მილსადენების:
 10 უჯრიანი (საფეხურიანი, შემნახავიანი): ერთი გამწოვი წერტილი.
 10 დან 20 უჯრიანი: ერთი გამწოვი კიბის თავში ერთიც ბოლოში.
 20 და მეტ უჯრიანი: ერთი ან მეტი გამწოვის სისტემა რომელშიც
ჩართული იქნება ყოველ მესამე საფეხურზე დამატებითი გამწოვი
მოწყობილობა.

b. ვენტილატორი:
 ტიპი(სახეობა, კატეგორია): უზრუნველყავით ისეთი ვენტილატორები,
რომელთაც აქვთ ცვლადი სიხშირის ამძრავი. განსაზღვრეთ ერთი
დანიშნულების წერტილი ტესტირებისას სადაც ყველა კარი დახურული
იქნება.
 მოცულობა: ზომა რომელიც 1700 მეტკუბ/ საათში განიავებას მოახდენს.
 მომმარაგებელი დამპერი: ძრავზე მომუშავე (ოპერირებადი) ნაკლები
ენერგიის გამბნევი.
c. საანგარიშო (მაქსიმალური) წნევა: არანაკლები ვიდრე 2.5 N m 2 (0.05 inch
w. c)
4. სხვა კრიტერიუმები:
a. კარებები: მაქსიმალური კარის წონა საევაკუაციო გასასვლელებისთვის 13.50 კგ
b. ოპერირების თანმიმდევრობა:
 ინიცირება(წამოწყება): სისტემა აქტიურდება ავტომატურად სახანძრო
კონტროლ პანელიდან წამოსული სიგნალის საფუძველზე.
 ერთდანიშნულებიანი, ფუნქციური კვამლის სენსორი: ისეთი
არეალებისთვის, რომლებიც არაა აღჭურვილი სრული კვამლის
დეტექტორების კომპლექტით, უზრუნველყავით კვამლის დეტექტორით,
რომელიც დამონტაჟდება კართან ახლოს და იქნება სისტემასი ჩართული.
 კვების(მომარაგების) დამპერი: აქტივაციამდე კვების დამპერი იება
სრულად და იწყება კიბეების დაწნევით განიავება.

J. ბექ-ოფისის არეალები: უზრუნველყავით


გამონაბოლქვის(კვამლის) ცონტროლ სისტემები მხოლოდ იქ სადაც
ადგილობრივი იურისდიქცია მოითხოვს.

K. კვამლის კონტროლ პანელი: კვამლის კონტროლ პანელი უნდა


იყოს ხელის ამძრავიანი, ამნთები ნათურით უზრუნველყოფილი (ეღი
ნათურა თითოული ცალკეული ზონისათვის).
1. მდებარეობა:კვამლის კონტროლ პანელი განლაგდება მთავარ სახანძრო
განგაშის კონტროლ პანელთან ერთად.
2. ენერგია(ძალა): უზრუნველყავით ყველა ოპერაციის
განსახორციელებელი საჭირო შიდა ენერგიით. ვოლტაჟი უნდა იყოს
ისეთივე როგორიც ხანძრის მანიშნებელი კონტროლ პანელისა.
3. ხელით მართვის რეჟიმი: ხელით აქტიურდება კვამლის კონტროლის
რეჟიმი.
4. გამორთული მდგომარეობა: გამორთვისას ხურავს ყველა ტიპის
ოპერაციას და ბრუნდება ჩვეულებრივ (ნორმალურ) რეჟიმში.
5. ავტომატური მდგომარეობა: შემოსული მანიშნებელი სიგნალის
მიხედვით ან მოქმედებს ჩვეულებრივ რეჟიმში ან რთავს კვამლის
კონტროლის მოდულს.
L. სახანძრო განგაშის მატრიცა: იხილეთ მატრიცა მოცემული
მოდულის ბოლოს.

14.9 ტიპი 1- გამწოვის ქოლგა & სამზარეულო დანადგარების


ცეცხლქრობის სისტემა

A. დაყენება: უზრუნველყავით ხანძარსაწინააღმდეგო დაწნევთი


სისტემა გამწოვი ქოლგებისათვის და სამზარეულოს დანადგარების
ცეცხლმქრობი სისტემა საკვების გამზადების ადგილებისთვის(
გაზქურა, ღუმელი და ა.შ) . კოორდინირება უნდა მოხდეს <10>, <15B> ,
<15C> მოდულებთან.
1. ჩამხშობი სისტემა: “ ANSUL PIRANHA” & “CAPTIVEAIRE CORE” ტიპის
ცეცხლმაქრი სისტემები.
B. ოპერირების თანმიმდევრობა: გამწოვი ქოლგა და
სამზარეულოს დანადგარების ცეცხლმქრობი სისტემა ახორცელებს
შემდეგს:
1. განგაშის სიგნალი: აგზავნის ხანძრის მანიშნებელ სიგნალს FACP-ში.
2. გაზი(აირი): ავტომატურად აქტიურდება სოლენოიდი, რომელიც კეტავს
სამზარეულოში მიმავალ მილებში გაზს.
3. ენერგია: განგაშის სიგნალის ჩართვისას ავტომატურად ითიშება ყველა
ტიპის ენერგია გარდა კვამლის გამწოვი სისტემის მკვებავი ენერგიისა.

14.10 სასწრაფო დახმარების ელექტრონული სისტემა <15>

A. სტანდარტები: NFPA 110, NFPA 70 (NEC), NFPA 101


B. სისტემური მოთხოვნები: იმ შემთხვევაში თუ იქნება
ნორმალურზე დაბალი ენერგია, მისი მიწოდების დონე არ უნდა დაეცეს
და უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარეზერვო განსაკუთრებული
სიტუაციებისათვის განკუთვნილი ენერგიით.
 ენერგიის ერთი წყაროდან მეორე წყარომდე ტრანსფერს არ უნდა
სჭირდებოდეს 10 წამზე მეტი დრო.
 დამატებითი (ექსტრემალურ სიტუაციებში ენერგიის მართვის)
ინფორმაციებისათვის იხილეთ მოდული <15>.

C. ექსტრემალური სიტუაციებისას განათება:


ექსტრემალურ სიტუაციებში უნდა განათდეს შემდეგი
არეალები და ნიშნები:

 გასასვლელის მანიშნებლები
 საევაკუაციო გზა და კიბეები
 საევაკუაციო გეგმის ნახაზი (კარებები, გასასვლელები)
 საკომფერენციო ოთახები, სამეჯლისო ოთახები, გამოფენის დარბაზები
 რესტორნები, ლაუნჯები
 საზოგადო კიბეები და საფეხურები
 სატელეფონო აღჭურვილობის ოთახი
 მექანიკური, ელექტრონული და ლიფტის ოთახები
 საერთო ტვალეტები
 სახანძრო პომპების/ სპრინკლერების მილდგარების ოთახები
 სამზარეულოები
 სამრეცხაო
 მიმღები დესკი
 თანამშრომელთა კაფეტერია/ დასასვენებელი ოთახი
 დასაქმებულთა ლოკერები და საპირფარეშო
 ფიტნეს ცენტრი
 საინჟინრო ოფისი
 ადმინისტრაციული ოფისი
 PABX&AYS ოთახები
 დაცვის ოფისი
 პარკინგის სტრუქტურები
 შიდა საცურაო აუზები
 სპის ოთახები
 ხანძარსაწინააღმდეგო ოთახი

14.11 ლიფტის ხელახლა ხმობა(გამოძახება, რექოლი) & მეხანძრეთა მოქმედება


A. ASME A17.1: ხანძრის შემთხვევაში ლიფტის ხელახალი გამოძახების და
მეხანძრეთა მოქმედების ოპერაციები ხანძრისას. იხილეთ მოდული <12>.

14.12 ცენტრალური საკონტროლო სადგური(სახანძრო)

A. მაღალსართულიანი შენობების შემთხვევაში: მდებარეობს სახელმწიფო


ნორმებით განსაზღვრულ შესაბამის ადგილას.

14.13 საევაკუაციო გასასვლელები

A. სტანდარტები: სტანდარტები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს NFPA 101-


სიცოცხლის უსაფრთხოების კოდთან. ჰორიზონტალური ჭრილის
გასასვლელები ნებადართული არაა.
B. სასტუმრო არეალის კორიდორები: <7> შესაბამისობაში უნდა მოდიოდნენ
შემდეგთან:
1. გასასვლელები: ორი ან მეტი დისტანციური გასასვლელები
2. მეორე გასასვლელის არმქონე კორიდორი არ უნდა იყოს 15.24 მეტრზე
მეტი.
3. საერთო საევაკუაციო გზის შემთხევაშიც ლიმიტი 15.24 მეტრია

C. შეკრების ადგილები: <3> <6>


1. ოთახებისკენ მიმავალი დატვირთული მოძრაობის გზები:

a. სამეჯლისო დარბაზები, საკომფერენციო ოთახები, გამოფენის დარბაზები: 0.65


m2 ით დაკავებული.
b. რესტორანი, ლაუნჯი, შეხვედრების ოთახები: 1.4 m2 ით დაკავებული.

2. დიზაინის(აგებულების) მოთხოვნები:

a. ჩიხით დაბოლოებული (მკვდარი დაბოლოება) კორიდორის ლიმიტი: 6.10 მ.


b. საერთო საევაკუაციო გზის ლიმიტი ამ შეთხვევაში: 6.10 მ.
c. სახანძრო პანიკისას გასასვლელები: უზრუნველყავით გასასვლელი კარით
რომელიც ხელის კვრით იღება, ის უნდა აბოლოვებდეს კორიდორს, რომელში
გავლაც ერთდროულად 99 კაცს შეუძლია
d. დისტანციური საევაკუაციო გასასვლელები: ისეთი მთავარი გზისთვის,
რომლის ტევადობა ხანძრის შემთხევაში 49 პერსონაზე მეტია, საჭიროა ორი ან
მეტი დისტანციური საევაკუაციო გასასვლელი. დაშორება გასასვლელებს
შორის უნდა იყოს მთლიანი სივრცის დიაგონალის მინიმუმ 1/3 ტოლი.
e. კარის გამღებ- ჩამკეტი მექანიზმი: მექანიზმის არსებობა სავალდებულოა ისეთ
კარზე რომელიც მდებარეობს- საერთო სივრციდან შეკრების(თავშეყრის)
ოთახების მიმართულებით და რომლის მოცულობაც 65 მ2 დიდია.
ელექტრომაგნიტური კარის გამღებ- ჩამკეტი მექანიზმი დაკავშირებულია
სახანძრო განგაშის კონტროლ პანელთან, საიდანაც სიგნალის მიღების
შემთხვევაში ავტომატურად აქტიურდება გამღები მექანიზმი.
f. ჟალუზის (პანელური) ტიპის კარებები: ასეთი ტიპის კარები არ ითვლება
გასასვლელად, თუ იგი პირდაპირ არ არის დაკავშირებული (პირდაპირ არ
გადის) საევაკუაციო გასასვლელთან.
g. სამზარეულო არეალები: საევაკუაციო გასასვლელი, რომლიც გადის
სამზარეულოს გავლით არეალზე არ კვალიფიცირდება როგორც გასასვლელი.
h. საბანკეტო დარბაზის სკამები: უზრუნველყავით სკამების ერთმანეთთან
დაკავშირების ჩამკეტი მექანიზმი, რადგან სახანძრო განაშის პანიკის ატეხვის
შემთხვევასი თავიდან ავირიდოთ სკამების მიმოფანტავ მწკრივიდან და
დაბრკოლების შექმნა. მექანიზი სავალდებულოა ისეთი დარბაზებისთვის,
რომელთა ტევადობა 200 პერსონაზე მეტია.

D. საევაკუაციო გასასვლელების მოცულობა:

1. კიბეები:
a. 7.6 მმ გაბარიტული ზომა ერთ პერსონაზე.
b. 1120 მმ ზე განიერი კიბეებისთვის, გამოიყენეთ შემდეგი გამოთვლის
ფორმულა:

C=146.7+(Wn-44/0.218)

C= ტევადობა, გამტარუნარიანობა, პერსონებით გამოსახული


Wn= კიბის ნორმალური სიგანე

2. კარებები, დონის შემადგენელი კომპონენეტები, ანდუსები: 5მმ ტევადობა


ერთ პერსონაზე.

E. მულტიფუნქციური დანიშნულების გასასვლელები:


მოერიდეთ საევაკაციო გასასვლელების დატვირთვას სხვადასხვა
ფუნქციებით, თუ სხვაგვარად არ ხერხდება და ხდება საევაკუაციო
გასასვლელების გამოყენება მულტიფუნქციურად, იმოქმედეთ FLS
სტანდარტებთან შესაბამისად. <1>
F. ექსტერიერის(გარე) გასასვლელი ბილიკები:
უზრუნველყავით მყარი ზედაპირის მქონე გარე ბილიკები, მოთხოვნილი
ზომების მიხედვით, რომლის განი არ იქნება 90 სმ-ზე ნაკლები. ბილიკები
უნდა უერთდებოდნენ მთავარ გზას.
G. საევაკუაციო სიმბოლიკა(ფირნიში): <GR> ყენდება სასტუმრო
ოთახებში და სხვა სივრცეებში FLS სტანდარტების მოთხოვნების
შესაბამისად.
H. სიმბოლიკა(ფირნიში) კიბეებზე: საევაკუაციო
სიმბოლიკა(ფირნიში) ყენდება კიბის ყოველ პლატფორმაზე, ყველა
დონეზე.
I. საევაკუაციო გასასვლელების ნახევარი მაინც, პირდაპირ უნდა გადიოდეს
შენობის გარეთა სივრცეში.
J. საევაკუაციო გეგმა და გასასვლელები: საევაკუაციო გეგმის და
გასასვლელების სიმბოლიკა(ფირნიშები) - რაოდენობა და
ადგილმდებარეობები:
1. ისეთ კორიდორებში, ან სივრცეებში, სადაც ტევადობა 49 კაცზე მეტია-
მონტაჟდება მინიმუმ ორი 2 ფირნიში, რომელიც ადვილი დასანახია
სივრცის სხვადასხვა არეალიდან.
2. საევაკუაციო ფირნიშები, ასევე მიმართულების მაჩვენებლები მონტაჟდება
უშუალო გასასვლელისგან მოშორებით და ზუსტად ანიშნებს გასასვლელის
მდებარეობაზე.
3. საევაკაციო გასასვლელის მანიშნებელი ფირნიშები ყენდება სხვა
სიმბოლიკუს პერპენდიკულარულად სივრცეში.
K. კარებები: კიბის და გასასვლელი კარებები არ უნდა იყოს ჩაკეტილ
მდგომარეობაში. ხოლო კარებები რომლებიც უშუალოდ გადის გარეთ, ისე
უნდა იყოს მოწყობილი რომ შიდა სივრციდან გასვლის შეფერხება არ
ხდებოდეს, მაგრამ შესაძლებელი იყოს გარედან შემოსვლის შეზღუდვა.
L. კიბის მოაჯირები(ხელის მოსაკიდებლები): უზრუნველყავით
მოაჯირები კიბის ორივე მხარეს. იხილეთ მოდული <16>

14.14 აღჭურვილობის(მოწყობილობების) მოთხოვნები

A. ცეცხლმედეგობის შეფასება: ცეცხლმედეგობაზე უნდა შეფასდეს-


კედლები, კარებები, შახტები, კიბეები, იატაკი და ჭერი. ხოლო აალების
დონეები უნდა შეფასდეს შემდეგისთვის: ავეჯი, ხალიჩები, ფარდები და
სხვა, ეს ყველაფერი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს NFPA 101
სტანდარტთან.
B. სახანძრო ოთახი: FLS სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისად.
C. სანაგვე ბუნკერები: შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს NFPA 82, NFPA
101, NFPA 13 სტანდარტების მოთხოვნებთან.

1. ბუკერის მილის მოცულობა მინიმუმ 90 სანტიმეტრი უნდა იყოს.


2. კონსტრუქცია: მეტალის ცეცხლგამძლე კონსტრუქცია.
3. ბუნკერებზე ყენდება ჟალუზის ტიპის (ასაწევ ჩასაწევი) ცეცხლგამძლე
მეტალის კარი.
4. ოთახი რომელშიდაც ჩადის ბუნკერის დაბოლოება: ეს ოთახიც
უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცეცხლმედეგი სისტემით და კარით.
5. სპრინკლერები: მონტაჟდება ბუნკერების დასაწყისში და დაბოლოებებზე,
ასევე საერთო ნაგვის ოთახში.

You might also like