Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

ავტოსატრანსპორტო საშუალებების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების

სატენდერო კომისიის სხდომის

ოქმი №14

ქ.თბილისი 8 ივლისი, 2019 წელი

სხდომას ესწრებოდნენ:

ლევან რაზმაძე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო


კომისიის თავმჯდომარე;

ილია ბეგიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის


მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გიორგი პატარიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის


წევრი;

ნინო ენუქიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის


მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ლევან კაკავა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის


წევრი;

ნოდარ ხადური - სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი.

სხდომის მდივანი:

ქეთევან ქადაგიძე – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უფროსი ექპერტ-კონსულტანტი


კონსოლიდირებული შესყიდვების სფეროში.

დღის წესრიგი:

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით განსაზღვრული III


კლასის მსუბუქი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების კონსოლიდირებულ ტენდერში
(CON190000362) გამარჯვებულის გამოვლენა.
განიხილეს:

სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ, სატენდერო კომისიის წევრებს


მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

2019 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121


დადგენილებით განსაზღვრული III კლასის მსუბუქი გამავლობის სატრანსპორტო
საშუალებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში
(CON190000362) უმცირესი ფასის მქონე სატენდერო წინადადება 9,563,000.00 (ცხრა მილიონ
ხუთას სამოცდასამი) ლარი წარმოადგინა სს „ფრანს ავტომ“.

სატენდერო კომისიამ განიხილა სს „ფრანს ავტოს“ მიერ წარმოდგენილი სატენდერო


წინადადება და 2019 წლის 3 ივლისის #11 ოქმის საფუძველზე პრეტენდენტს მოსთხოვა
დაზუსტებული სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #2-ის წარმოდგენა. სს „ფრანს ავტომ“
დადგენილ ვადაში ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგინდა
მოთხოვნილი ინფორმაცია.

სატენდერო კომისიამ განიხილია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სს


„ფრანს ავტოს“ მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული სატენდერო წინადადება და
მიიჩნია, რომ იგი სრულად აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ
მოთხოვნებს.

სატენდერო დოკუმენტაციის 10.4.2 პუნქტის შესაბამისად, გამარჯვებულად


ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე
დაბალ ჯამურ ღირებულებას და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო
დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სატენდერო კომისიამ


მიზანშეწონილად ჩათვალა, სს „ფრანს ავტო“ გამოვლინდეს კონსოლიდირებულ
ტენდერში (CON190000362) გამარჯვებულად.

აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.

სატენდერო კომისიამ დაადგინა:

1. სატენდერო დოკუმენტაციის 10.4.2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014


წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით განსაზღვრული III კლასის მსუბუქი გამავლობის
სატრანსპორტო საშუალებების 2019 წლის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ
კონსოლიდირებულ ტენდერში (CON190000362) სს „ფრანს ავტო“ გამოვლინდეს
გამარჯვებულად.

2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით განსაზღვრული III


კლასის მსუბუქი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების 2019 წლის შესყიდვის მიზნით
გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის (CON190000362) ფარგლებში შემსყიდველ
ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება, გამარჯვებულ პრეტენდენტთან გააფორმონ შესაბამისი
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები.

3. დაევალოს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, წინამდებარე ოქმის სატენდერო


კომისიის წევრებთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეთანხმებიდან არაუგვიანეს 1
სამუშაო დღეში, ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსოს წინამდებარე ოქმი.

ოქმის რედაქცია შეთანხმებულია კომისიის წევრებთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

You might also like