Professional Documents
Culture Documents
რეფერატი
რეფერატი
რეფერატი
ოთარი ჯომიდავა
რეფერატი თემაზე:
გადასახადები და დაბეგვრა
მურადი ნარსია
თბილისი
2017
1
თემის გეგმა
1. გადასახადების არსი
2. გადასახადების წარმოშობა-განვითრება
3. გადასახადების სახეები
4. მისი ფუნქცია ქვეყნისთვის
2
გადასახადი — თანხა, რომელსაც კერძო პირი და საწარმო უხდის
სახელმწიფოს. აკრეფილი გადასახადები ისეთ რაიმეზე იხარჯება, რაც მთელი
ქვეყნისთვის სასარგებლოა, მაგალითად, თავდაცვა, არმია, საზღვაო და საჰაერო ფლოტი,
ჯანდაცვა, განათლება და გზები. ერთ-ერთი ძირითადი გადასახადი საშემოსავლო
გადასახადია. მოსახლეობამ თავისი შემოსავალის(გამომუშავებული ფულის) გარკვეული
პროცენტი სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს. დიდი შემოსავლის მოქნე ადამიანი მეტ
საშემოსავლო გადასახადს იხდის. კომპანია მოგებული თანხის შესაბამის პროცენტს
უხდის სახელმწიფოს. ეს იმ პირდაპირი გადასახადების მაგალითია, რომელიც
სავალდებულია კერძო პირისა და საწარმოსათვის. პირდაპირი გადასახადით შეიძლება
დაიბეგროს მემკვიდრეობით მიღებული ქონებაც.
3
გადასახადების ისტორია
4
მიუხედავად იმისა, რომ გადასხადები დაწესებული იყო უძველესი
დროიდან, მისი ოდენობა და მთლიანად საგადასახადო სისტემა, ხშირ
შემთხვევაში, იმ დროს არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებს არ
შეესაბამებოდა. სახელმწიფოებს არ გააჩნდათ გადასახადების აკრეფის
ადმინისტრირების ჩამოყალიბებული მექანიზმები. გადასახადების აკრეფას
აწარმოებდნენ, როგორც სპეციალურად მოწვეული სახელმწიფო მოსამსახურეები,
ასევე რიგითი მოქალაქეები, რომელთაც არ გაააჩნდათ შესაბამისი
კვალიფიკაცია.გადასახადების ამკრეფთა მიერ უფლებების გადამეტების გამოყენების
წინააღმდეგ საბრძოლველად.
1696 წელს ინგლისში შემოირეს გადასახადი ფანჯარაზე ანუ მინის გადასახადი .ღარიბ
მოსახლეობას, რომელიც ბეგარას ვერ იხდიდა, უწევდათ სახლის ფანჯრების აგურით
ამოშენება. ეს უკანონო კანონი სამწუხაროდ დიდხანს გაგრძელდა და მხოლოდ 1851 წლის
24 ივლის გაუქმდა.
5
ბეღურების გაჩანაგების ბეგარა.
6
გადასახადების სახეები
სამართლიანობის პრინციპი
ეფექტიანობის პრინციპი
7
ადგილობრივი გადასახადებია:
I. ქონების გადასახადი
ადგილობრივი გადასახადის შემოღებას ახორციელებს ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი განაკვეთების ფარგლებში, რომლის გადახდაც სავალდებულოა
შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.
გადასახადს გააჩნია ორი ძირითადი ფუნქცია:
ფისკალური ფუნქცია
მარეგულირებელი ფუნქცია
გადასახადების ფისკალური ფუნქციის მეშვეობით ხელისუფლება ახდენს
სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფულადი რესურსების
მობილიზირებას.
მარეგულირებელი ფუნქციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გადასახადების
მეშვეობით ხორციელდება შემოსავლების გადანაწილება, ხდება ცალკეული
ეკონომიკური პროცესების სტიმულირება ან შენელება, ძლიერდება ან სუსტდება
კაპიტალის დაგროვება, იზრდება ან მცირდება მოსახლეობის
მსყიდველობითუნარიანობა. ზემოაღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად
არსებობს მრავალი სახის გადასახადი, რომელიც შესაძლებელია დაიყოს სხვადასხვა
ნიშნის მიხედვით. არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადები.
პირდაპირი გადასახადი წესდება უშუალოდ შემოსავალზე ან ქონებაზე, რასაც
დაბეგვრის პირდაპირ ფორმას უწოდებენ. ამ სახის გადასახადებს მიეკუთვნება:
საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გულისხმობს ფიზიკური პირის შემოსავლის
დაბეგვრას. მოქმედი კანონმდებლობით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი
განსაზღვრულია 25 პროცენტით; რაც შეეეხება დივიდენდებიდან და პროცენტებიდან
მიღებულ შემოსავლებს, იბეგრება – 10 პროცენტით.
მოგების გადასახადი, რომლითაც იბეგრება იურიდიული პირის მოგება. მოქმედი
კანონმდებლობით აღნიშნული გადასახადის განაკვეთი განსაზღვრულია 15
პროცენტით.
ქონების გადასახადი, რომელიც გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების
საკუთრებაში არსებული ქონების დაბეგვრას. მოქმედი კანონმდებლობით
8
დაწესებული გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვარი – 1 პროცენტამდე. აღნიშნული
ზღვრის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა უფლებამოსილია თვითონ
განსაზღვროს მის ტერიტორიაზე გადასახადის განაკვეთი.
არაპირდაპირი გადასახადი წამოადგენს დაბეგვრის ისეთ ფორმას, როდესაც
კანონმდებლობით დადგენილ გადასახადს საქონლის ან მომსახურების შეძენისას
იხდის მომხმარებელი. ამ ტიპის გადასახადები შედიან საქონლის ფასში ან
მომსახურების ტარიფში და საქონლის მფლობელს საქონლის რეალიზაციიდან
მიღებული გადასახადის ოდენობა შეაქვს ბიუჯეტში. არაპირდაპირ გადასახადებს
მიეკუთვნება:
აქციზი – დაწესებულია ცალკეულ საქონელზე და კანონმდებლობით იხდის
საქონლის მწარმოებელი ან იმპორტიორი. აქციზის გადასახადის განაკვეთი
განსხვავებულია საქონლის სახეობების მიხედვით
დამატებული ღირებულების გადასახადი – დაწესებულია საქონლისა და
მომსახურების ყველა სახეობაზე (თუ განთავისუფლებული არ არის
კანონმდებლობით) და გადაიხდება საქონლის ბრუნვის ნებისმიერ ეტაპზე.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დღგ-ს განაკვეთი განსაზღვრულია
18 პროცენტით.
საბაჟო გადასახადი – განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობით და
გადაიხდება საქონლის იმპორტიორის მიერ. იგი წარმოადგენს სახელმწიფო
ბიუჯეტში სავალდებულო შენატანს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის
გადაადგილებისათვის და გამოითვლება საქონლის სახეობისა და საბაჟო
ღირებულების მიხედვით.
იმის მიხედვით, თუ ვინ განსაზღვრავს ამა, თუ იმ გადასახადის დაწესებას ან/და
შემოღებას, განასხვავებენ საერთო-სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ
გადასახადებს.
9
დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)
პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი
უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ქვემოთ
აღნიშნული შემთხვვისა), ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად
და იგი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების
მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის
საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს
საშემოსავლო გადასახადი
რეზიდენტი ფიზიკური პირი, ანუ პირი რომელიც ფაქტობრივად იმყოფება
საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12
კალენდარული თვის პერიოდში
არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში
არსებული გადახდის წყაროდან
აქციზის გადასახადი
აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც:
აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში;
ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში;
ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს;
ახორციელებს ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას;
ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას.
მოგების გადასახადი
l. რეზიდენტი საწარმო;
ll. არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს
მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში
არსებული წყაროდან.
lll. არარეზიდენტი პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, ეწევა ეკონომიკურ
საქმიანობას საქართველოში და არ დაასაბუთებს თავის თანამფლობელობას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით.
10
ქონების გადასახადი
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადი:
საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობა,
შენობა-ნაგებობა ან მათ ნაწილი), იახტები (კატარღებზე), შვეულმფრენები,
თვითმფრინავები;
არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონება;
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად
საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე
მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
იმპორტის გადასახადი
იმპორტის გადასახადის განაკვეთებია 5%, 12% ან ფიქსირებული საქონლის
სახეობების მიხედვით
იმპორტის გადასახადის 12%-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება
11
გამოყენებული მასალები:
Web გვერდები:
დამატებითი მასალები
გამოყენებული ლიტერატურა
12