Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

დამეთანხმებით, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში,

მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, სერიოზული პრობლემები არსებობს.


საქართველოში ქალებმა უკვე მიიღეს მრავალი უფლება, თუმცა, ეს უფლებები,
როგორიცაა თანასწორობა, განათლების მიღების, შრომის უფლება ხშირად ირღვევა
საზოგადოებაში არსებული ისეთი სტერეოტიპების გამო, როგორიცაა „ქალი ვიცი მე
„კუხნაში“ და ა.შ. დიდ პრობლემას წარმოადგენს ოჯახური ძალადობაც, სადაც
ხშირად მსხვერპლის როლში ქალი გვევლინება, ქალი, რომელიც ვერ ხვდება, რომ
მოთმენით ყოველთვის ვერ მოიგებს.
ნათელია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არაა მზად წამყვანი, ლიდერი
ქალების მისაღებად და ფურცელზე დაწერილი კანონები რჩება ფურცელზე
დაწერილად. ვფიქრობ, სახელმწიფოს წამყვანი როლი აკისრია ქალების გაძლიერების
კუთხით და უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქალების
სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, რისთვისაც დიდი ძალისხმევაა საჭირო.
ვისურვებდი ისეთი პროგრამების არსებობას, სადაც ქალებს შეეძლებოდათ
თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენა და თვითრეალიზაცია. რა
თქმა უნდა, ასეთი პროგრამები არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ცოტა და
ბევრისთვის მიუწვდომელი. უფრო მეტია საჭირო! დღეს მობილურს ყველა იყენებს
და ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ისეთი აპლიკაციის შექმნა, რომლის მეშვეობითაც
ყველას მიუწვდებოდა ხელი ისეთ თემებზე, როგორიცაა ქალის როლი
საზოგადოებაში, ძალადობა და მისგან დაცვის მექანიზმები, მეწარმეობა და ბიზნეს-
სტარტაპები, წარმატებული ქალების ისტორია, შეძლებდა დაკავშირებას
ფსიქოლოგებთან, ინფორმაციის მიღებას იმ პროგრამებზე, რომლის ძირითადი
სამიზნე ჯგუფი ქალები არიან. შეხვედრები და ტრენინგები, მეტი საინფორმაციო,
სოციალური კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, ახალ-ახალი
ინიციატივა, მეტი ჩართულობა და მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან - აი, რა
გვჭირდება ჩვენ!

სახელი, გვარი: ევა გუმაშვილი


მისამართი: ახმეტის რ-ნ სოფ. დუისი
ელ. ფოსტა: evagumashvili@gmail.com
ტელ: 571-20-29-81
სკოლა: დუისის საჯარო სკოლა

You might also like