Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 6

ლიზინგი

გიორგაძე მარიამი
ლიზინგი არის როგორც იურიდიული ასევე ეკონომიკური მნიშველობის ფორმაა ,
რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში , როგორც „ფინანსურ
იჯარას“ და მეოცე საუკუნიდან მიიღო უკვე ოფიციალური ფორმა .
ლიზინგი დღესდღეისობით დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
ფორმაა , ხელმისაწვდომი როგორც იურიდიული , ასევე ფიზიკური პირებისთვის და
მსოფლიოში აქტივების დიდი ნაწილი სწორედ ლიზინგით იყიდება. ამას განაპირობებს
ისიც , რომ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან შედარებით , როგორიცაა მაგ. სესხი უფრო
მარტივია ამ გზით ქონების შეძენა . როგორც სალიზინგო კომპანიები აყალიბებენ ,
ლიზინგის უპირატესობები სესხთან შედარებით არის : 1. მეტად ხელმისაწვდომია ,
2.არ მოითხოვება გირაო , 3.მოქნილი გადახდები , 3.შემცირებული საგადასახადო
ხარჯები , 4.მეტი საბრუნავი ფულადი სახსრები

„ლიზინგის მუშაობის ძირითადი პრინციპი: სალიზინგო კომპანია შეისყიდის


თქვენთვის სასურველ აქტივს ადგილობრივი ან უცხოელი მომწოდებლისგან /
მწარმოებლისგან და ყოველთვიური სალიზინგო საზღაურების გადახდის
სანაცვლოდ გადმოგცემთ მას სარგებლობაში; ლიზინგის ვადის ბოლოს კი, როცა
ყველა გადასახადი გექნებათ დაფარული, აღნიშნული აქტივი ავტომატურად
გადმოვა თქვენს საკუთრებაში.“

სალიზინგო კომპანიების ძირითადი ნაწილი ითვალისწინებს ლიზინგის


სხვადასხვა სახეობას , თუმცა ბაზარზე არის ისეთებიც , რომელთა სფეროც
მხოლოდ ავტო ლიზინგით შემოიფარგლება.
ქვემოთ გავნიხილავ ლიზინგის სხვადასხვა სახეებს , სადაც კვლევის ძირითადი
კომპანიებია : „თიბისის ლიზინგი“ , „საქართველოს სალიზინგო კომპანია“,“ბი
ეიჩ ელ ლიზინგი“.

ფინანსური ლიზინგი :
„საქართველოს სალიზინგო კომპანია „
ფინანსური ლიზინგის საშუალებით ფინანსდება მანქანა-დანადგარის ან
ნებისმიერი მოძრავი აქტივის შეძენა, სალიზინგო ვადის ბოლოს კი აღნიშნული
აქტივი გადადის ლიზინგის მიმღების, მფლობელობაში. არც დამატებითი
უზრუნველყოფა და არც ფინანსური მონაცემების დეტალური გადამოწმებაა
საჭირო.
აღნიშნული კომპანია საჭიროებს , წინასწარ განაცხადის შევსებას და
დოკუმენტაციის წარდგენას და მხოლოდ ამის შემდეგ ინდივიდუალურად
განსაზღვრავს ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელ პირობებს .
1. ინფორმაცია აქტივის შესახებ, რომლის შეძენაც გინდათ ან რომლის
უზრუნველყოფითაც გადაწყვიტეთ თანხის მიღება(ფოტოები და დეტალური
მონაცემები)
2. ; მცირე გეგმა, თუ როგორ აპირებთ შესაძენი აქტივის ან მიღებული თანხის
გამოყენებას და
3. მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი შემოსავლების შესახებ.(შედარების აქტი
საგადასახადოდან ბოლო 12 თვის მითითებით და ამონაწერი მიმდებარე
ანგარიშებიდან)
ასევე ითვალისწინებს თანამონაწილეობას 20 %-ს პირველადი შენატანის სახით.
„თიბისი ლიზინგი“

„სს „თიბისი ლიზინგი“ შეისყიდის თქვენ მიერ შერჩეულ კონკრეტულ აქტივს


(მანქანა-დანადგარი, სხვადასხვა ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალება და ა.შ) და
სარგებლობაში გადმოგეცემთ თქვენ ყოველთვიური სალიზინგო გადასახადების
სანაცვლოდ. აქტივი არის თიბისი ლიზინგის სახელზე, და გადაეცემა
სარგებლობაში კლიენტს.“

აქტივი შეიძლება იყოს როგორც ახალი ,ასევე მეორადი . ასევე დაწესებულია


დაფინანსების მინიმუმი და მაქსიმუმი ($25,000 - $ 1,500,000) , დრო რომლის
პერიოდშიც მოქმედებს ლიზინგის ხელშეკრულება არის 12 დან - 60 თვემდე . ამ
შემთხვევაში ვალუტაში გათვალისწინებულია , როგორც ლარი , ევრო , ასევე დოლარიც.
თანამონაწილეობა კი მერყეობს 20%-30% - მდე . აღნიშნული კომპანია ფინანსურ
ლიზინგთან დაკავშირებით წინასწარ მონაცემების ანალიზს არ საჭიროებს .
აუცილებელია ლიზინგის საგნის დაზღვევა.

„ბი ეიჩ ელ ლიზინგი“


„მიიღეთ დაფინანსება მანქანა-დანადგარის, ტექნიკის შესაძენად. ძირითადი
საშუალებების ლიზინგი საშუალებას გაძლევთ მარტივად შეიძინოთ აქტივი თქვენი
ბიზნესისთვის. ‘’ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ შეისყიდის თქვენს მიერ შერჩეულ აქტივს და
სარგებლობაში გადმოგცემთ ყოველთვიური სალიზინგო გადასახადების სანაცვლოდ.
ლიზინგის ვადის ბოლოს აქტივი თქვენს საკუთრებაში დარჩება.“

ლიზინგის მოცულობა შეადგენს 5 ათასიდან - 500 ათასამდე (ლარს , ევროს ,


დოლარს), ლიზინგის ხელშეკრულების პერიოდი 6 თვიდან - 60 თვემდე .ეს
კომპანია ყოველთვიურ გადასახადთან ერთად შესაძლებლობას აძლევს
ლიზინგის მიმღებს , გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი შეადგინოს.
თანამონაწილეობა 20 % იდან იწყება და ასევე სავალდებულოა ლიზინგის საგნის
დაზღვევაც.

საოპერაციო ლიზინგი

„ საქართველოს სალიზინგო კომპანია“

„საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიებისთვის,


რომელთაც დიდი ავტოპარკი აქვთ და მისი განახლება ყოველ 3-5 წელიწადში
ერთხელ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ან მისთვის, ვისაც მუდმივად
ახალი ავტომობილით სარგებლობა სურს და ყოველ 2-3 წელიწადში აახლებს მას.
საოპერაციო ლიზინგით შესაძლებელია მინიმალური თანამონაწილეობით
სასურველი ავტომობილით სარგებლობა და ვადის ბოლოს მისი მარტივად
დაბრუნება ახლით ჩანაცვლების მიზნით.“
„თი ბი სი ლიზინგი“
„საოპერაციო ლიზინგი არის პროდუქტი, რომლის დროსაც ლიზინგით გადაცემული
ქონება ვადის ბოლოს არ გადადის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში და უბრუნდება
ლიზინგის გამცემს, ამასთან მხარეთა შეთანხმების საფძველზე ლიზინგის გადასახადი
შეიძლება შეიცავდეს ყველა იმ სერვისს რომელიც დაკავშრებულია ლიზინგით
გადაცემული ქონების მოვლა-შენახვასთან ან/და სრულფასოვან ექსპლუატაციასთან.“

აღნიშნულ შემთხვევაში ეს კომპანია ითვალისწინებს მონაცემების წინასწარ


გადამოწმებას ,კერძოდ კი საკრედიტო და შემოსავლების დოკუმენტაცია.
დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალურად , ვადა შეადგენს 36-60
თვემდე , მონაწილეობის მაქსიმალური ზღვარი არის 10 % . „ თი ბი სი ლიზინგს“
გათვალისწინებული აქვს დასაფინანსებელი ლიზინგის საგანი : ახალი მსუბუქი
ავტომობილები და სატვირთოები 2.5 ტ. ტვირთამწეობამდე.
ლიზინგის ვადის ბოლოს საგანი უბრუნდება მიმღებს , ან სურვილის შემთხვევაში
ნაცვლდება ახალი ავტომობილით.

ავტო ლიზინგი

„თი ბი სი ლიზინგი „
აღნიშნულ კომპანიას აქვს ორი სახის ავტო ლიზინგი :
ახალი - ლიზინგის მაქსიმალურ თანხას შეადგენს 300 ათასი აშშ დოლარი
,დაფინანსების ვალუტა შეიძლება იყოს ლარი , ევრო და დოლარი .ასევე ლიზინგის
ხელშეკრულების ვადა 3 – 72 თვემდეა გათვალისწინებული. თანამონაწილეობა
შეადგენს 10%-ს. საშეღავათო პერიოდი (რომლის განმავლობაშიც არ ერიცხება
გადასახადის პროცენტი ) განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ბანკი ამ შემთხვევაში ითხოვს მხოლოდ საკრედიტო ისტორიას ანალიზისთვის.
მეორადი -ლიზინგის თანხა - 10 ათასიდან -150 ათას დოლარამდე , ვალუტა როგორც
ლარი , დოლარი ,ისე ევრო.
ხელშეკრულების ვადა შეადგენს 3 -36 თვეს.თანამონაწილეობა 20% -დან , საშეღავათო
პერიოდი ინდივიდუალურად განისაზღვრება .ასევე მიმწეოდებელს ირჩევს თვითონ
მიმღები და მიმწოდებელი შეიძლება თვითონ „თი ბი სი ლიზინგიც“ იყოს.
ამ შემთხვევაში კომპანია საჭიროებს როგორც საკრედიტო ისტორიას , ისე
შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

„ ბი ეიჩ ელ ლიზინგი“

აღნიშნული კომპანია ადგენს ლიზინგის მიმღებისთვის ასაკობრივ ზღვარს -21 წელს.


საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციები :

• პირადობის მოწმობა;
• მართვის მოწმობა;
• ტექნიკური პასპორტი;
• შესაძენი ავტომობილის ფოტოები ან ლინკი

ლიზინგის თანხა მხოლოდ ლარში შეიძლება იყოს განსაზღვრული და შეადგენს 5-250


ათას ლარამდე. ასევე თანამონაწილება განისაზღვრება მანქანის ტიპის მიხედვით -
ჩვეულებრივისთვის -15% -დან , ხოლო ჰიბრიდისთვის - 10 % -დან .გადახდის გრაფიკი
ამ შემთხვევაში ყოველთვიურია. ასევე აუცილებელია დაზღვევაც.
„ტურბო ლიზინგი“
ლიზინგის ხელშეკრულების დადებისთვის განსაზღვრავს შემდეგ წინაპირობებს :
მომხმარებელი უნდა იყოს 21 დან 65 წლამდე ასაკის, უნდა იქონიოს პირადობის
მოწმობა და უფლებამოსილი მძღოლის მართვის მოწმობა
ასევე , თანხა გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში და გადახდა ხდება
ყოველთვიურად.
ავტომობილის დაზღვევა ხდება ინდივიდუალურად,მიმღებზე მორგებული
პირობის შესაბამისად , დაზღვევის თანხა დაითვლება ლიზინგის გაცემის
მომენტში.
ლიზინგის ხელშეკრულების პერიოდი მიმღები ვერ შეძლებს გამცემის წინასწარი
დასტურის გარეშე ავტომობილის გამოყვანას საჯარიმო სადგომიდან (ასეთის
საჭიროების შემთხვევაში), ასევე ვერ შეძლებს ავტომობილით ქვეყნის საზღვრის
გადაკვეთას , თუ არ აქვს ამაზე გამცემის დასტური , რისთვისაც საჭიროა
მოითხოვოს სასურველი შეზღუდვის ერთჯერადად გაუქმება აღნიშნული
კომპანიის სერვისცენტრში.
„სითი ლიზინგი „
აღნიშნული კომპანია არ საჭიროებს არც დაზღვევას არც მონაცემების წინასწარ
გადამოწმებას
ავტოლიზინგით სარგებლობისთვის საჭიროა ავტომანქანა იყოს მინიმუმ 2000
წლის გამოშვების .
მიმღები შეიძლება იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული პირი , ხეკშეკრულების ვადა 3-
დან - 24 თვემდე.
ზუსტი პირობების განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად და განისაზღვრება
ავტომობილის მოდელის , ასაკის და მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამასთან ერთად კომპანია არ ითვალისწინებს თანამონაწილეობის პროცენტს.
თუ დაფინანსებული თანხა არ ყოფნის საგნის საფასურს , დანარჩენ თანხას
თვითნ მიმწოდებელს უხდის გამცემი.
ხელშეკრულების ფორმა არის სტანდარტული და ინდივიდუალურად პირობები
მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში განისაზღვრება , ძირითადად კი ბანკი აწესებს
ზღვრულ ოდენობებს (მაქს და მინ ) . ლიზინგის ხელშეკრულება ზოგადად
შეიძლება დაიდოს სრულწლოვანების ასაკს მიღწეულ , ქმედუნარიან პირთან ,
თუმცა ბაზარზე დამკვიდრებულია ავტო ლიზინგთან დაკავშირებული ასაკობრივის
ზღვარი ( 21 წელი) . ამასთან ერთად მომხმარებელს (შემდგომში ლიზინგის
მიმღებს) ზოგიერთ შემთხვევაში მოეთხოვება სხვადასხვა დოკუმენტაციის
წარდგენა , რომელთა საფუძველზეც კომპანია აკეთებს ამ მონაცემების ანალიზს და
მხოლოდ ამის შემდეგ ადგენენ დადებს თუ არა კომპანია ამ პირთან სალიზინგო
ხელშეკრულებას და განსაზღვრავენ ხელშეკრულების ძირითად პირობებს .

You might also like