განვითარების 10 ძლიერი გაკვეთილი ნაპოლეონ ჰილისგან

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

1.

წარმოსახვა ეს არის ძალა


«ყველა შესვენება, რომლებიც ცხოვრებაში გჭირდებათ, გაატარეთ თქვენს
წარმოსახვასთან ერთად, ის არის თქვენი გონების სახელოსნო, რომელსაც შეუძლია
თქვენი გონებრივი ენერგია აქციოს მიღწევად და სიმდიდრედ».

თქვენ არ უნდა იჯდეთ ხელებჩამოშვებული მაშინ, როცა საქმისგან თავისუფალი


ხართ. სამუშაოს შორის პერიოდში თქვენ გჭირდებათ ძალები სრულად. იყენებთ თუ
არა მათ? იყენებთ თუ არა ასეთ შეუფასებელ ნიჭს, როგორიცაა წარმოსახვა,
იმისათვის, რომ შექმნათ თქვენი ოცნების ცხოვრება? ფიქრობთ თუ არა თქვენს
ოცნებებსა და სურვილებზე დღე და ღამე? ნაპოლეონ ჰილმა თქვა: «მოეფერეთ და
მოუფრთხილდით საკუთარ ოცნებებს და სურვილებს, რადგან ისინი თქვენი
სულიერი შვილები და საბოლოო წარმატების საწინდარია».

2. ფიქრების გამეორება აუცილებელია


«ნებისმიერი იდეა, გეგმა ან მიზანი შეიძლება ამოტივტივდეს თქვენს გონებაში
ფიქრების გამეორებით».
საკუთარ თავში იდეის ჩადების საუკეთესო საშუალება არის ფიქრების გამეორება.
განმეორებადი ფიქრების შექმნის საუკეთესო საშუალება კი იმაზე გამუდმებით
საუბარია, რისი არსებობაც გსურთ საკუთარ გონებაში. იყავით საკუთარი გონების
კარიბჭის მცველი, ნუ მისცემთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს გავლენა
მოახდინონ თქვენს გონებაზე, არავინ არ იცის რა მოსავალს მოიტანს ეს. აიღეთ
პასუხისმგებლობა საკუთარ გონებაზე, მიიზიდეთ ის, რისი ქონა და ნახვაც გსურთ
და რაც ეფუძნება თქვენს ოცნებებს და სურვილებს.

3.მძიმე სამუშაო აუცილებელია


«დიდი და პატარა პასუხისმგებლობა არასოდეს გვხვდება ერთად».
ნაპოლეონ ჰილმა თქვა: «დიადი მიღწევები, როგორც წესი, იბადება დიდი
მსხვერპლისგან და არასოდეს წარმოადგენენ ეგოიზმის შედეგს». ყველა ჩვენგანს
რაღაც გვინდა არაფრისგან, სამწუხაროდ ეს არ მუშაობს. დიად მიღწევებს ბევრი
შრომა და დიდი მსხვერპლი სჭირდება. მაგრამ დარწმუნებული იყავით,
გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმატების ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე
წარუმატებლობის. თუ ახლა იტანჯებით, მომავალში ბედნიერებით შეგეცვლებათ ეს.

4. გეგმა კრიტიკულია
«შექმენით გარკვეული გეგმა თქვენი სურვილის ასასრულებლად და მაშინვე
მიჰყევით მას, მიუხედავად იმისა, ხარ თუ თუ არა მზად ამისთვის».

გეგმა უბრალოდ აუცილებელია, ის უნდა გაწეროთ გარკვევით, რადგან შემდეგ


იხელმძღვანელოთ ამ გაწერილი პუნქტებით. ნაპოლეონ ჰილმა თქვა: «ჯერ მოდის
აზრი, შემდეგ უნდა მოხდეს ამ აზრის ორგანიზება იდეად და გეგმად, შემდეგ იქცეს
რეალობად. თქვენ ვერ წაიწევთ წინ წარმატებისკენ, თუ არ იცით როგორ უნდა
მიხვიდეთ იქამდე».
5.თქვენ უნდა გააკეთოთ სვლა
«ყოველთვის დგება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის ჯერი».
შეწყვიტეთ ლოდინი და დაიწყეთ მოძრაობა. ეს თქვენი სვლაა. შემდეგ, როცა ამ
ნაბიჯს გადადგამთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგათ,
კიდევ და კიდევ. ბურთი ისევ თქვენს ხელშია და თქვენ ან უნდა ელოდოთ, ან წინ
იმოძრაოთ მანამ, სანამ დანიშნულების პუნქტთან არ მიხვალთ.

6. არასოდეს მისცეთ უფლება მარცხს რომ გაგაჩეროთ


«ედისონმა მარცხი განიცადა 10 000-ჯერ სანამ მოახდენდა ელექტრო ნათურის
სრულყოფას. არ გაჩერდეთ მაშინაც კი, თუ გამუდმებით წარუმატებლობა გაქვთ».
თუ თავიდან რამე არ გამოგდით, ამაში გასაოცარი არაფერია – კიდევ სცადეთ და არ
გაჩერდეთ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.

7. მარცხი – ეს ნიშანია
«როცა მარცხს განიცდით, მიიღეთ ეს როგორც ნიშანი იმისა, რომ თქვენი გეგმები არ
მუშაობს, გადაგეგმეთ და ისევ სცადეთ მიზნის მიღწევა».

აუცილებელი არ არის მიზანზე უარი თქვათ, უბრალოდ სტრატეგია შეცვალეთ.


გამოიყენეთ შეტყობინება, რომელიც მარცხით მიიღეთ, შეიტანეთ ცვლილებები
საკუთარ გეგმებში და გააგრძელეთ მუშაობა მიზნის მისაღწევად. გეგმები ცვალეთ
მანამ, სანამ სასურველ შედეგებამდე არ მიხვალთ.

8. წარმოიდგინეთ როგორ იზიდავთ კეთილდღეობას


«ზუსტად ისე, როგორც თქვენს თვალებს სჭირდება სინათლე იმისათვის, რომ
დაინახოთ, გონებასაც სჭირდება წარმოსახვა და წარმოდგენა – იმისათვის, რომ
ნაყოფი და შედეგი მოიტანოს».

რენდი გეიჯმა თქვა: «ფულადი სახსრების უკმარისობა მანამ გექნებათ, სანამ


დეფიციტზე იფიქრებთ, წარმოიდგინეთ როგორ იზიდავთ კეთილდღეობას
ფიზიკურ სამყაროში». თუ გამდიდრება გსურთ, სიმდიდრე ჯერ საკუთარ გონებაში
უნდა დაინახოთ. დაიმახსოვრეთ – «სანამ მიაღწევთ, ჯერ უნდა დაინახოთ».

9. თქვენ უნდა გქონდეთ განსაზღვრული მიზანი


«არსებობს ადამიანის ერთი თვისება, რომელიც აუცილებელია რომ გქონდეთ
გამარჯვებისთვის – ეს არის განსაზღვრული მიზნები, რისი მიღწევა და ქონა
გსურთ».

თქვენ უნდა იცოდეთ რა გინდათ და უნდა გქონდეთ ძლიერი სურვილი მის


მისაღებად. ეს მარტივია. იცით რა გინდათ? «ზუსტად» იცით რა გინდათ? არის თუ
არა თქვენში ამ ყველაფრის მიღების ძლიერი სურვილი? თქვენ არასოდეს არ უნდა
იფიქროთ შემდეგნაირად: «ცუდი არ იქნებოდა რომ მქონდეს…». თქვენ უნდა
ისურვოთ ძლიერ! ნაპოლეონ ჰილმა თქვა: «მომავლის სურათი გქონდეთ გარკვევით
დახატული და მაგრად მოეჭიდეთ ამ ყველაფრის მიღების შინაგან სურვილს და
აუცილებლად წახვალთ ამ მიმართულებით».
10. იყავით «თვითმრჩეველი»
«საკუთარი თავისთვის რჩევების მიცემის შესაძლებლობა დიდწილად
დამოკიდებულია იმის უნარზე, თუ რამდენად შეგიძლიათ ყურადღების
კონცენტრირება კონკრეტულ სურვილზე მანამ, სანამ ეს სურვილი არ გახდება
ძლიერი აკვიატებული იდეა».

საკუთარი თავისთვის რჩევების მიცემა არის ფიქრების გამეორება საკუთარი


თავისთვის. სიტყვა «თვითმრჩეველი» უნდა გახდეს თქვენი ყოველდღიური
ლექსიკის ნაწილი. ამ მეთოდის ეფექტური გამოყენება მდგომარეობს აფირმაციების
გამეორებაში, რომლებიც გამოხატავენ იმას, თუ რისი ჩანერგვა გსურთ საკუთარ
ქვეცნობიერში. ნაპოლეონ ჰილმა თქვა: «როცა თქვენი სურვილები საკმაოდ ძლიერია,
ზეადამიანური ძალით ივსებით წარმატების მიღწევის გზაზე». ყველა ადამიანი
ფლობს ამ ძალებს, უბრალოდ უნდა დარწმუნდეთ, რომ სწორად იყენებთ.

www.b2p.ge

You might also like