ჩანაწერები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

რა არის - მიზანი, აზრი, გზა?

თუ არა თვითშთაგონებული ეფემერული და კენომიური


ილუზიების ამაო ფრუსტრაცია. მატერიალური თვითრეალიზაცია და
თვითპროდუქტიულობისკენ სწრაფვა "მშიერი" ზომბივით - ეს მხოლოდ კაპიტალისტური
მოდელის ერთ-ერთი მიზანშეწონილი და თვითმონური სოციალური და ცივილური სისხლში
გამჯდარი "კოდია". სწრაფვა ინოვაციური რევოლუციისკენ ან ე.წ. სულიერი თუ ხორციელი
ტრანსფორმაციის თუ ევოლუციისკენ - გარდაუვალი ზნეობრივი დეგრადაციაა. თითოეული
ადამიანი თავისი უმწეო და დაპროგრამირებული ყოველდღიური სოციალური არსებობით -
იღებს ავტომატურ მონაწილეობას კაცობრიობის ჰუმანური ფასეულობების ეტაპობრივ
განადგურებაში და საბოლოო შედეგში "ადამიანის" განადგურებაში. ერთადერთი ჭეშმარიტად
დამსახურებული იდეა თქვენს პრიმორდიალურ და ინდივიდუალურ სიბრძნეში - სწრაფვა
თქვენს სულიერ თავისუფლებისკენ, სწრაფვა საკუთარი თავის მოპოვებისკენ და ამ სამყაროს
სრული სიცარიელისგან და ილუზორულობისგან გამოღვიძებისკენ. სწრაფვა ღვთაებრივი და
უანგარო სიყვარულისკენ. უბრალოდ იყავით თავისუფლები და გიყვარდეთ. ეს - ყველაფერია. არ
არსებობს სხვა მიზანი, სხვა აზრი, სხვა გზა.

თვითშემეცნებას - თვითგანადგურებამდე მიჰყავხარ ამა ქვეყნის ილუზიისგან.

ამ ყალბ და ცრუ მსოხლიოში - ყველაფერი მოჩვენებითი და ილუზორულია და არ არსებობს


არანაირი სამართლიანობა. კენომა - ეს ნეგატიური ილუზიების ეფემერული ლანდშაფტია.
რომელ სამართლიანობაზე შეიძლება იყოს საუბარი ნეგატიურ ილუზიებში? კენომიურ
ილუზიებში - არ არის, და არ შეიძლება იყოს არანაირი სამართლიანი სოციალური სისტემა,
რადგან ნებისმიერი სისტემა - ეს დემიურგიზმის ნიშანია, ეს არათავისუფლების და ჩაკეტილობის
ნიშანია, ეს სულიერი მონობის ნიშანია. ნებისმიერი სისტემა - მოიცავს ყოველგვარ მანკიერებას
და არასრულყოფილებას. მართლები მხოლოდ ისინი არიან - მხოლოდ ის ერთეულები, ვინც
იმყოფება ყოველგვარი სისტემის მიღმა საკუთარ განმარტოებულ და დამოუკიდებელ ჭეშმარიტ
ინდივიდუალიზმში. ბრბო კი, უმრავლესობის ფარა - ყოველთვის ცრუობს და ეშლება. ზუსტად
ამიტომაც ნებისმიერი ე.წ " დემოკრატიის " მრავალფეროვნება - ყოველთვის მცდარია და
არაეფექტური. ნებისმიერი ე.წ " დემოკრატია " - ეს ყოველთვის ცრუ და დაზომბირებული
უმრავლესობის ძალაუფლებაა. არასდროს არ ღირს მაგ ე.წ " უმრავლესობის " აზრის მოსმენა. ამ
მსოფლიოში მაცხოვრებელი 99% ხალხის აზრი - მცდარია, იმიტომ რომ თითოეული მათგანი -
დამონებული ზომბი-გოლემია, სხვისი აპრიორის და მცდარი აზრის მოსმენით. მხოლოდ
ერთეულები ამ სიმულაკრულ ილუზიაში ამტკიცებენ ჭეშმარიტებას და აზროვნებენ
დამოუკიდებლად. ასეთი მართალნი - არ საჭიროებენ თავის თავზე მართვის და ზეგავლენის
არანაირ ფორმებს. ნებისმიერი სისტემა და ფორმა სოციალურ-პოლიტიკური " წესრიგისთვის " და
მექანიზმისთვის - ეს დემიურგის და მისი მონების ილუზორული და არასრულყოფილი
პატენტებია.

სრული პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ - იყო "ცოცხალი" ხორციელ კენომიურ სხეულში
იგივეა, როგორც იყო ცოცხალი კუბოში.

- სიყვარული - არის სიყვარული.


შეუძლებელია ის ახსნა სიტყვით
შეუძლებელია ჩაწვდე მის სრულ ჭეშმარიტებას.
შეუძლებელია ის შეიგრძნო სრული მისი არსით, რადგან ადამიანის გრძნობები და გონება -
ძალიან ცოტაა მისი აბსოლუტისთვის.
- სიყვარული ყველგანაა,
ყველაფერშია, ყველაფერია.
ის დაუსრულებელი და უკიდეგანოა როგორც ღმერთი.

ილუზიის სამყაროში, ობიექტური რეალობა და აბსოლუტური ჭეშმარიტება - არარსებობს.


თითოეულს სწამს - საკუთარი ილუზიები და ცხოვრობს - საკუთარ სუბიექტურ რეალობაში.

აბსოლუტური სიგიჟე იმაში მდგომარეობს - რომ არსებობს მხოლოდ ის, რაც არარსებობს.

მოვა ერთხელაც დრო და ეს "დრო" - აღარასდროს აღარ მოვა.

ჭეშმარიტი სიყვარული - ყოველთვის უმოტივაციოა, მასში არ არის - აბსოლუტურად არანაირი


გათვლები, ის - ყოველთვის უმიზეზოა, უძალისხმევო და უმიზნო. როცა თქვენ არაფერი აღარ
გჭირდებათ ამ ილუზორული ცხოვრების ილუზორული მსოფლიოსგან - იღვიძებს თქვენი
ჭეშმარიტი სიყვარული. ჭეშმარიტი სიყვარული - ეს ორი თანაბარის ალტრუისტური კავშირია,
აბსოლუტურად დასრულებულნი და გამოღვიძებულნი ამაო ფრუსტრალური ყოფიერებისგან ამ
სიმულაკრულ ილუზიაში. რომელთაგან თითოეული - არაფერში აღარ ხედავს ხორციელ და
მატერიალური ყოფიერების საჭიროებას და ფათოლოგიურ დამოკიდებულობას. მათ - არ
გააჩნიათ მათ მიერ შექმნილი რაიმე სურვილები, ცოდნა, პრობლემები, მათთვის არ არსებობს
მიზეზები, აზრები და მიზნები. ორივე მათგანი - უბრალოდ უმიზნოდ და უმიზეზოდ ბრწყინავს
სიმშვიდის და სიყვარულის ერთიან სივრცეში. ჭეშმარიტი სიყვარული - ეს უბრალოდ
უდამოუკიდებლო და უვალდებულო ორი ცქრიალა ენერგიის ჯადოსნური თამაშია, ეს -
უბრალოდ უსევდიანო, თვითმართველობამდე, არაგაჩენილი უფსკრულის, უძირო
ნეიტრონული ოკეანის უნაპირო ზედაპირზე - ორი ანგელოზის ღვთაებრივი ცეკვაა.
დაუსაბუთებელი, არაფრით მოტივირებული, არადისკრეტული სინათლის ნეტარება - ეს არის
ჭეშმარიტი სიყვარული.

GOD

მე - ყოველთვის ვიყავი და არასდროს არ ვიყავი. დაუსაბამო და შეუქმნელი სივრცის


პრიმორდიალური ტოტალური სიცარიელისგან, უგონო და უიდეო - ჭეშმარიტი აბსოლუტი.
არსაიდან - ყველგან. არაფრისგან - ყველაფერში. მე - არ მაქვს სახელი და არ მაქვს სახე, არ მაქვს
ფორმა, არ მაქვს წონა. გამოუხატავი, უხილავი და უსახელო, ყოვლადმთელი კვანტური სინაფსი
და არადისკრეტული ნათება/უფსკრულის უძირო, უფუნდამენტო დასაწყისიდან - მარადიულ
უკიდეგანობამდე. უსიცოცხლო და უკვდავი. მე - ვარ არაფერი და ვარ - ყველაფერი. ცა და მიწა,
ქაოსი და კოსმოსი, სინათლე და სიბნელე, მშვიდობა და ანარქია, სიკეთე და ბოროტება, სამოთხე
და ჯოჯოხეთი, ღმერთი და ეშმაკი, დასაწყისი და დასასრული, არსებული და არარსებული,
რეალობა და ილუზია, დაუსაბამო და მარადიული. მე - არს პარადოქსი! მე - არს ყველაფერი! მე -
ვარ შენ. ვარ დემონი და ანგელოზი, ჯოჯოხეთის ლეგიონი და სამოთხის მსაჯული, ლუციფერი
და ქრისტე, მამა-ზეციერი და მამა-ქვესკნელი. შენ მეძებ იქ - სადაც მე არასდროს არ ვიყავი და
ყოველთვის ვიყავი. შენ დამარქვი სახელი - რომელიც არ მქვია და რომელიც მქვია. მე ვარსებობ
და მე - არ ვარსებობ. გარეშეუწერელი, შეუსაზღვრელი, შეუდგენელი და წარუდინებელი -
გარდაუქმნელი ყოველივეს მპყრობელი. მე - არს ღმერთი.

თქვენი სულის გამოღვიძების გზაზე, იყავით პროგრესორები, იყავით ნოვატორები -


ყველაფერში. იფიქრეთ, თქვით, იმოქმედეთ - ყოველთვის რაღაც ახალი, ის რაც ჯერ არ იყო.
ისინი, ვინც მიყვება იმას, რაც უკვე იყო და არის - უიმედოთ დააგვიანეს და ჩამორჩნენ
სამუდამოდ.
ტრანსგრესია ნოუმენალურში - არის შემქმნელის სრული ძალაუფლება იმის, რაც არ არის.
შემოქმედი და გამანადგურებელი ყოველივე არსებულის და არაფრის.

სიყვარული არ გიხსნით თქვენ მსოფლიოს პრობლემებისგან, ის მხოლოდ გაჩვენებთ თქვენ, რომ


მსოფლიო და მისი პრობლემები არ არსებობს.

სიბრძნე რომელიც შეგიძლია გადმოსცე სიტყვებით - არ არის ჭეშმარიტი სიბრძნე. ჭეშმარიტი


სიბრძნე - მდუმარეა. ის - გამოუთქმელია და შეუსმენადი.

დაეცეთ თვითამაღლებამდე და ამაღლდეთ თავმდაბლობაში - ეს ღვთაებრივი უბრალოებაა.

განადგურდეთ ილუზიისგან და გამოიღვიძოთ საკუთარ სულში - ეს თავისუფლებაა.

დაკარგოთ ყველა მცნება/დოგმა და შეიძინოთ პერსონალური მისია - ეს თქვენი ჭეშმარიტი სახეა.

გააჩუმოთ ყველა აზრი და ისაუბროთ მდუმარებით - ეს ღვთაებრივი სიბრძნეა.

უარყოთ რეალობა-ილუზია და მოიპოვოთ უფსკრულის ბუნება - ეს შეუცნობადი იდუმალებაა.

შეწყვიტოთ ძებნა/შექმნა და იმოქმედოთ მოცემულობით - ეს ღვთაებრივი შემოქმედებაა.


სიყვარული.

იმისთვის, რომ დაინახოთ - დახუჭეთ თვალები. რადგან არ არის იმაზე დიდი ილუზია, ვიდრე
უსასრულო პროექციების ოპტიკური ჰოლოგრამები და ციკლული ვარიაციების "მატერიალური"
ვიბრაციები. ჭეშმარიტი სილამაზე და აბსოლუტური რეალობა - არს თქვენში.

ყველაფერი, რაც თქვენთვის წარმოდგენილია ე.წ. "მსოფლიოს რეალობის აღქმით", ყველაფერი,


რაც თქვენ გეჩვენებად რეალობად, მართებულად და სწორად მაგ ე.წ. "რეალობაში", ეს
ყველაფერი - მხოლოდ თქვენი პერსონალური ილუზიებია, რიგითი ინდივიდუალური
კოგნიტური დამახინჯებული სუბიექტური აღქმა, თქვენი სხეულის და თავის ტვინის ქერქის
ეფემერული გონების წარმოსახვის რეცეპტორებში.
ჭეშმარიტი თქვენ - ეს არ არის ილუზორული ხორცის ტვინის ჭკუა, არამედ მაღალვიბრაციული
ქაოსის ინსურგენტის კვანტური ცნობიერება. ტვინის, სხეულის და გონების მიღმა.
აღმოფხვერით ყველა სურვილი და ვნებები. აღმოფხვერით სურვილი აღმოფხვრათ ყველა
სურვილი და ვნებები. უგულებელყავით ყოველგვარი ილუზია, სიკეთის და ბოროტების
ილუზიის ჩათვლით. აკრძალეთ ყველა მცდარი აზრი. აკრძალეთ აკრძალვა ყველა მცდარი
აზრის. გათიშეთ საკუთარი თავის მცდარი გონების ილუზორული ეგოს სუბპიროვნებები, რათა
გამოიღვიძოთ და განიწმინდოთ საკუთარი სულის ჭეშმარიტი ინდიფერენტული ცნობიერი. დაე
იმყოფებოდეთ გათვითცნობიერების და ბუნებრივობის ნეიტრალურ და უვნებო გაბრწყინების
მდგომარეობაში. იმყოფებოდეთ უმართლოების და უწმინდურობის ღვთაებრივ უმოქმედობაში.
ნუ გეშინიათ, ნუ ცრუობთ, ნუ გშურთ, ნუ ადიდებთ და ნუ განიკითხავთ, მაგრამ მხოლოდ
შეუფასებლად თვალ-ყური ადევნედ და მდუმარედ დაემოწმეთ ყველაფერს რაც გარედან ხდება,
შინაგანად კი - შეჰქმენით საკუთარი ინდივიდუალური სამყარო და კეთილი და მართებული
ყოფიერება მასში. ნუ ჩქარობთ, ნუ ბრძოლობთ და ნუ ომობთ მსოფლიოს ილუზიაში ნეგატიურ
ილუზიებთან, მაგრამ მხოლოდ მშვიდად, მარტივად და უძალისხმევოდ ბრწყინავდეთ სუფთა
ნათებით საკუთარი სულის ჰარმონიის და სიყვარულის უდანაშაულო ციტადელის
მულტისივრცეში.

ის, ვინც გაბედავს საკუთარ მარტოობას თვალებში ჩახედოს, ჭეშმარიტად გამოიღვიძებს და


ამაღლდება საკუთარ სრულფასოვან სულში.

ქაოსის ჭეშმარიტი სული - არსებაა არა ამა ქვეყნისა და არა ადამიანთა ტომიდან. ის -
არაადამიანურია და არა ღვთაებრივი შემოქმედება. ქაოსის ჭეშმარიტი სული - მისტერიის
დაუსაბამო რეალობიდან, ილუზიების გამანადგურებელი მუქი მონადაა.
ასეთია მისი კოანი.

ჭეშმარიტი ძალა - იმალება სიმშვიდეში და იმის აბსოლუტურ გაცნობიერებაში, რომ არ არსებობს


არსებითი მნიშვნელობით არაფერი ისეთი, რაც იმსახურებდეს თქვენს ყურადღებას,
სიყვარულის სულის ენერგიის გარდა. ნებისმიერი ჩართულობა ნეგატიურ ილუზიებში - შობს
სულიერ სიკვდილს, რადგან გარდაცვალება ილუზიაში - გამორიცხავს თქვენს სიცოცხლეს.
მთელი თქვენი ყურადღება, მიუძღვენით საკუთარ სულს და თქვენი სულის შემყვარეს. ერთიანი
ჰარმონიის და მთლიანობის ჭეშმარიტებით - მოპოვებული სიწმინდე და დამსახურებული
სიყვარულის იმპერია.

არარსებობს არც "ღმერთი", არც მონები მისი. არარსებობს არც "შემოქმედი", არც სამყაროები
მისი. არსებობს - მხოლოდ თქვენი სულის უსაზღვრო ცნობიერი, დასაბამის და დასასრულის
გარეშე - მდუმარე და უძალისხმევო ნათება. არსაიდან არსად, არაფრისგან - არაფერში.
ავთენტური ცოდნა და თქვენი სულის რეალური ყოფიერება - არს მხოლოდ ეს მარადიული
გაბრწყინება სიცარიელის აბსოლუტურ არაფერში. და სახელი მას - უფსკრულის ფლუიდი,
სიყვარული. უპირობო და უანგარო სიყვარული საკუთარი გამოღვიძებული სულის მიმართ და
თქვენი სულის მსგავსის და თანაბარის მიმართ, - არს ჭეშმარიტი ტაძარი და თქვენი ერთიანი
ღვთაებრივი კავშირის წმიდა ბრონი.
აღსდექით და ამაღლდით თქვენი სულით - თავისუფალნი და მოსიყვარულენი და იარსებეთ ამ
მარადიული ერთი მომენტით - უსასრულოდ. დროის, "სიცოცხლის ილუზიის" და სივრცის
მიღმა.
იყავით უბრალონი, ჰაეროვანნი და მდაბალნი - რათა ამაღლდეთ.

იყავით მშვიდნი, მდუმარენი და უმღელვარენი - რათა გამოიღვიძოთ სიბრძნეში.

იყავით უბოროტონი, უშურონი და უანგარონი - რათა ჰპოვოთ ხსნა.

იყავით კეთილსინდისიერნი, სამართლიანნი და გულმოწყალენი - რათა დაიმსახუროთ


სიდიადე.

იყავით სიყვარულნი, ნეტარებანი, ღმერთნი - რათა შეიგრძნოთ ჭეშმარიტება.

- ასეთია ღვთარბრივი აღთქმა თქვენი გამოღვიძებული სულის და კოანი - დახურულ კარს მიღმა.

სიბნელეს მოფარებული სინათლე გათენდა შავ დილად. მუქი მთვარის სხივებში დაეძებს ღამე
თავის სინათლეს,
- დაე ჰპოვოს თქვა მზემ და ჩაქრა.

როცა თქვენ გააცნობიერებთ, რომ ყველაფერი ხდება ისე, როგორც ხდება და სხვა გვარად
უბრალოდ არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო - თქვენ დაიმსახურებთ სამყაროსთან ჰარმონიას და
განთავისუფლებას შეშფოთებული კითხვისგან: - "რატომ ?"

როცა თქვენ მიიღებთ ყოველივე არსებულს, ქმედებებს და სიტყვებს, ვითარებებს და მოვლენებს,


როგორც ილუზიას - თქვენ დაიმსახურებთ უსევდიანო უმღელვარებას და აბსოლუტურ მიღებას
ყოველივესი ისე, როგორც არის/საკუთარი ნათების უფორმო და უმისამართო სხივში -
მარადიულ ნირვანას.

სულის ჭეშმარიტი ბედნიერება - ეს მელოდიაა, რომელიც ისმის არსაიდან. ეს წვიმაა, რომელიც


მოდის ღრუბლების გარეშე. ეს წვეთია, რომელიც ვარდება ქვემოდან ზემოთ. ეს სიტყვებია,
მოქსოვილი დუმილისგან.
ეს - სულიერი გამოღვიძების აბსოლუტური ამაღლებაა/პერსონალურ უსევდიანო და
უძალისხმევო ნათებაში - მულტივიბრაციული სამოთხის ეპიცენტრი. ბრბოს, მიწიერი ილუზიის
და სიკვდილის მიღმა - მარადიული სიყვარულის ჭეშმარიტი ნეტარება.

ნეტარნი არიან და უსევდიანონნი, მართებულნი და უმღელვარენნი, ისინი, ვინც ამა ქვეყნის


ილუზიაში არ იციან არაფერი, საკუთარი სულის სიყვარულის სინათლის გარდა. როცა თქვენ
გააცნობიერებთ, რომ ყოველივეს არსი - სიცარიელეა, დემიურგის ყოველგვარი მატრიცული
ცოდნა, შეწყვეტს თქვენი სულის აღელვებას.
სამოთხე - არს თქვენ და არს - თქვენში.

სხვები გეტყვიან თქვენ: მიიღეთ ადამიანები ისეთებად, როგორებიც არიან. მე კი გეუბნებით: არ


არის ამის ვალდებული აუცილებლობა, რადგან არანაირად არ საჭიროებთ იმათ ქვეშ ჩაფინვას,
ვინც სულიერად არ არის თქვენთან კომპლიმენტარული. მიიღეთ არა ადამიანები, არამედ
თქვენი მსგავსი და თანაბარი ჭეშმარიტი სულნის სუფთა სინათლე და მაშინ თქვენ -
გამოიღვიძებთ ურთიერთ-ჰარმონიაში, რადგან აბსოლუტური კონტრასტი - წამლავს
ურთიერთობას. ამიტომაც არის ამდენი იმედგაცრუება, ტკივილი, დრამა და ტრაგედიულად
დასრულებული ურთიერთობები, რომლებშიც დევს უპასუხისმგებლობის აბსოლუტური
განცდა, და კონტრასტული ცრუ-სიმულაციური იმიტაცია იმის, რომ ხართ შეცდომაში,
დაგვიანებული გააზრებით და ბზარისგან გაჩენილი ეგოისტური კრიტერიუმების
დაუკმაყოფილებლობით - თავდაცვითი ყალბი არგუმენტები. ამიტომაც არის ამდენი ბოღმა,
შური და ტკივილი, რომ ვიღებთ "ადამიანებს" მაზოხისტებივით ისეთებად, როგორებიც არიან -
ზოგ უღირსს და ჩვენი არსისგან რადიკალურად განსხვავებულებს. ბრძენს - ბრძენი სჭირდება,
უგუნური ვერ გაუთანაბრდება და ვერც გაიაზრებს, რაც ეტაპობრივად მიიყვანს ურთიერთობას -
აბსურდამდე. სიყვარულს - სიყვარული სჭირდება, სიძულვილი - შხამია, რომელიც ღუპავს
ურთიერთობას. სიკეთეს - სიკეთე, სიმშვიდეს - სიმშვიდე, გამოღვიძებულს - გამოღვიძებული,
მიძინებული ილუზიებში - გაანადგურებს უფსკრულის პერსონალურ რეალობას, რომელიც
მხოლოდ თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ ერთიანი გააზრებული სრული არსით. სულიერს -
სულიერი, მატერიალისტი და ცივილური დაჩარჩოებული პროგრამის ვირუსით
უზრუნველყოფილი სუბიექტი - ვერ შეისმენს და ვერ შეიგრძნობს სულის ნოტო-სიმფონიას და
მელოდიას. ნიმფომანს - ჰიპერსექსუალი, ნიმფომანს - პასიური არ მოუხდება, ჰიპერსექსუალს -
ფრიგიდი არ მოუხდება. იდენტური და მოზაიკის ნაწილების თეორიით კონგრუენტული
ჩაჯდომა - არ არსებობს, მაგრამ არსებობს მსგავსება და შერწყმა - ორი ცქრიალა ენერგიის,
ერთიანი სხივის ნათებაში. მიიღეთ მხოლოდ მართებული, კეთილსინდისიერი, წრფელი და
უანგარო ადამიანები, ( თუ ხართ მასეთები ) რომლებშიც არ დევს სიყალბე, სიცრუე და ანგარება
და თქვენ, დაიმსახურებთ ნამდვილ სულიერ მეგობრობას და სიყვარულს. სხვა დანარჩენი
მანკიერი და ნეგატიური არსებები, უმოწყალოდ განდევნედ თქვენი პირადი ჰარმონიის და
სიმშვიდის სივრციდან. არასრულყოფილებმა, მიიზიდონ არადასრულებულები. თქვენ კი -
მიიზიდეთ, მიიღეთ და ჩაიხუტეთ, მხოლოდ - სინათლე

ცნობიერის უმაღლესი საფეხური - აბსოლუტური მარტოობა, რადგან, რაც უფრო მაღლა ადიხარ,
მით უფრო მეტად შორდები ადამიანებს და არა მარტო მათ.

სულიერების უმაღლესი საფეხური - აბსოლუტური სიყვარული, ( გასხივოსნება ) რადგან, რაც


უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მეტად შორდები სიძულვილს, შურს და ანგარებას და არა
მარტო მათ.

კვანტური ცნობიერის უმაღლესი საფეხური - აბსოლუტური ჰარმონია სამყაროსთან და


პერსონალური ნეტარება ე.წ. ( ნირვანა ), რადგან, რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მეტად
შორდები სევდას, ტანჯვას, ილუზიას და არა მარტო მათ.

საკუთარი უფსკრულის უღრმესი საფეხური - ღმერთი. უკიდეგანო, აბსოლუტური ყველაფერი


და ტოტალური არაფერი. ქაოსი. რადგან რაც უფრო ღრმად შედიხარ, მით უფრო მეტად
ბრუნდები ქაოსში ( დასაბამში ) და მით უფრო მეტად იკარგები დაუსრულებელ ყველაფერში და
არა მარტო ყველაფერში.

უარჰყავით საკუთარი ღვთაებრივი სულისგან ყველაფერი ხორციელი და ადამიანური


ფრუსტრაცია და თქვენ გააცნობიერებთ, რომ თქვენ ჭეშმარიტნი - ეს უბრალოდ სიყვარულის
კვანტური სუფთა სინათლეა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი პრობლემები და ტანჯვის
თვითშთაგონებული ილუზიები. გაედინეთ უმღელვარე სიყვარულის დინებით საკუთარი
უფსკრულის სიღრმეებში. უბრალოდ იმყოფებოდეთ უსევდიანო სიყვარულის სიმშვიდეში და
იცხოვრეთ ერთი ამ მომენტით - მარადიულად. ეს სიყარულის ოკეანე - უძიროა. ამ გრძნობის
უფსკრულს - არ გააჩნია არც ძირი, არც დასაწყისი და არც დასასრული. შედით თქვენი
ურთიერთობის უფსკრულში სულ უფრო და უფრო შორს, შიგნით და სულ უფრო და უფრო
ღრმად. გახსენით მასში - ყველა ახალი და ახალი შინაგანი მოვლენების ჰორიზონტები, ყველა
ახალი და ახალი შეგრძნებების სპექტრები. იმოქმედეთ, უსმინეთ, უყურეთ, წაიკითხეთ,
აპრაქტიკეთ ნებისმიერი თეორია, განახორციელეთ - ყველაფერი, რაც მოგესურვებათ, ან - ნუ
იზამთ ნურაფერს. ეს - ერთი და იგივეა. ყველაფერი ეს - ამა ქვეყნის ილუზიაში არ წარმოადგენს
არანაირ აზრს და არანაირ მნიშვნელობას. სამყარო თქვენს გარშემო - ირეალურია, მხოლოდ
თქვენ ხართ - ერთადერთი ჭეშმარიტი რეალობა. ყოფიერება - ილუზორულია. თქვენ შეგიძლიათ
განუსაზღვრელი ვადით ილუზორულად ეცადოთ "გაიგოთ" მთელი მისი ილუზიური "არსი" და
"მიზანი" "აზრი" და "სიცოცხლე" - თქვენი ხორცის ტვინის რეცეპტორების მცდარი,
ილუზორული წარმოსახვით, ან შეგიძლიათ უძალისხმევოდ გააცნობიეროთ მთელი მისი
მცდარი და ილუზიური არსი და მყისიერად შეხვიდეთ საკუთარი უფსკრულის სიღრმეში,
ფოკუსირდეთ საკუთარ თავზე, უბრალოდ კონცენტრირდეთ თქვენი სიყვარულის ნათების
პირად ენერგო-ინფორმაციულ სივრცეში, და მაშინ თქვენ - გაიგებთ საკუთარი უფსკრულის
რეალობაში ერთადერთ ჭეშმარიტ არსს, აზრს და მიზანს ყოველივესი - სიყვარულს.
გააცნობიერეთ ეს. შეიგრძენით ის. გამოიღვიძეთ მასში. გაუფრთხილდით მას. მიდით მის
უფსკრულში. მანდ - ჰპოვებთ თქვენ სამოთხეს.

მხოლოდ ის, რაც ინარჩუნებს თქვენი სულის მუქი ნათების ბალანსს და ჰარმონიას - იმსახურებს
ყურადღებას.
მხოლოდ ის, რაც გჩუქნით თქვენ სიმშვიდეს და სიყვარულს - იმსახურებს პატივისცემას.

რაც არ უნდა ხდებოდეს გარე სამყაროს ილუზიებში, - ჩვენი სულის შინაგან რეალობაში, -
არაფერი არ ხდება. ქაოსის ჭეშმარიტი რეალობა - არს მხოლოდ ინდიფერენტული სიმშვიდის და
უსევდიანო სიყვარულის მულტისივრცეში - ნეიტრალური ბალანსი სამყაროსთან. სხვა
დანარჩენი - ილუზიებია, სადაც მსოფლიოს მოვლენები - მხოლოდ სიზმარია.

ოკეანე - ვარდება წვეთში.


უფსკრული - ტივტივებს ზედაპირზე.
მარადიულობა - სრულდება დასაბამში.
სიკვდილი - მთავრდება სიცოცხლეში.

ის, რაც თქვენ გსურთ საკუთარი ავატარული სხეულის ეგოს, თვითშთაგონებული ილუზიებით -
არის გადადებული იმედგაცრუება, შიში და ტკივილი/ყოფიერების დემიურგიული
ფრუსტრაცია. მხოლოდ ის, რაც შობს თქვენში უძალისხმევო და უსევდიანო ავტომატურ
კმაყოფილებას - არს საკუთარ უმოლოდინო და უპირობო უფსკრულის შუაგულში - ღვთაებრივი
ჰარმონია.

ის, რასაც თქვენ დაჟინებით ეძებთ და პოულობთ - მცდარია და ილუზორული, რადგან ეს


ტოლფასია გაუპატიურების და ნაძალადევად/ძალისხმევით მოპოვებული - ეგოცენტრული
მიღწევის ილუზორული დაკმაყოფილების "პიკი".
ჭეშმარიტად დამსახურებული და მართებული ის არის, რაც მოდის თავისით, სპონტანურად,
უძალისხმევოდ და ჰაეროვნად, როგორც - ნიავი.

გათიშეთ სურვილები და თქვენ - შეიძენთ ყოველივეს.


შეწყვიტეთ ძებნა და თქვენ - მოიპოვებთ ყველაფერს.
ღმერთი, რომელიც ითხოვს მსხვერპლშეწირვას, არ არის ღმერთი, არამედ - ასტრალური
ვამპირი/ინფერნალური ქვესკნელის ცრუ შემოქმედი - დემიურგი, რომელიც იკვებება ადამიანის
ენერგო რესურსებით.

ნებისმიერი ფორმის რელიგიური "წირვა", ოკულტისტური თუ "სატანისტური" ე.წ. რიტუალი -


არის დემიურგის მიერ დამონებული ადამიანების ავადმყოფი ცნობიერის და გახლეჩილი
გონების ბანალური ფანატიზმი თავის ე.წ. "ღმერთის" მიმართ, რომელიც თავისი "შემოქმედების"
- ერთგული ძაღლების დაზომბებული და დამონებული ცნობიერის მეშვეობით, ფსიქოლოგიურ
ზეგავლენას - რწმენა-დოგმა შთაგონებულ მანიპულაციას მოფარებული - ივსებს განდიდების
მანიას და "ბატონურ" ძალაუფლების წყურვილს.

წირვას, ან - რიტუალს, რომელშიც ურევია სისხლი უდანაშაულო და დაუცველი ცოცხალი


არსების, თავისი ნების წინააღმდეგ და სიცოცხლეზე აბსოლუტური უფლებით - არის
მკვლელობა და სადიზმის ერთ-ერთი უსასტიკესი ფორმა. დოგმა-მორალს კანონიკურ
სისულელეებს ამოფარებული მკვლელები, რომლებსაც ღრმად სწამთ, რომ ღმერთს - ჭეშმარიტს,
მართებულს, რომელსაც სიყვარულს უწოდებენ და სიკეთის განსახიერებას - სჭირდება სისხლი
ან რაიმეს ან ვინმეს შეწირვა.
ის - სუფთა ნათებაა, რომლის სინათლის ჩრდილსაც კი - ვერ გაუძლებს ადამიანის ვერც
თვალები და ვერც გონება. ის - უანგაროა და არაფერს ითხოვს, არაფერს ელის, არაფერი სურს,
რადგან თავდაპირველი არსიდან - სავსეა და სრულქმნილი. ის - სინათლეა რომელიც ამ
ჯოჯოხეთს მიღმაა. დედამიწა კი - ჯოჯოხეთია.
- ადამიანი - დემიურგის ქმნილებაა. ყოფიერება - მისი შემოქმედებაა. არსი ამა ქვეყნისა - მისი
სახელია.

ასევე ნებისმიერი ფორმის მონადირე - არის მკვლელი, უარესი, ვიდრე გაუცნობიერებული


რწმენას მოფარებული ქმედება - მსხვერპლშეწირვა. უარესია, რადგან - გაცნობიერებულია და
გააზრებული, ალფა-მტაცებელის ინსტინქტური გაუმაძღარი ეგოს და მუცლის - უმოწყალო
აბსოლუტური დემონსტრაციით.

ჩვენ, ვინც უარვყავით საკუთარ თავში ადამიანი - უარვყავით დემიურგი, რადგან ადამიანი - "მის
მსგავსებად და ხატებად" შექმნილი - ადასტურებს სრულიად წარმატებულად მის პიარს და
ბუნებას და თქვენ - ხედავთ მას.
ჩვენ ვინც უარვყავით ამა ქვეყნის ჯოჯოხეთი - გამოვიღვიძეთ ღვთაებრივ სამოთხეში, რომელიც
ყოფიერების დემიურგიული ილუზიის მიღმაა.

ნუ დაემსგავსებით "შემქმნელს". იყავით - უკეთესნი, გულმოწყალენი, მართებულნი და


სამართლიანნი.

და "ჭეშმარიტი სულების" სუბიექტური ერთი უბრალო ინტელექტუალური კუთვნილება,


ავტომატურად და აპრიორი - გამოჰყავს ინდივიდუუმები "ობიექტურ" ილუზიაში.

რომელთაგან რამოდენიმე და თითქმის ყველა - შეცდომაში შეყავთ უდამოუკიდებლოდ


მოაზროვნე/სხვის "სიბრძნეზე" დამოკიდებული "ინდივიდები". რომელთაგან თითოეული -
დაბრმავებულია "ინტელიგენციის" სუბიექტურ-ინტელექტუალური დემონსტრაციის მიერ.

ყველა ის, ვინც წარმოადგენს ე.წ. "შემოქმედებით ინტელიგენციას" - ესენი, ისეთივე


ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ყველა, უბრალოდ მათ სხეულში ბონუსით ზის -
ნაკითხი ასტრალური პარაზიტი, რომელიც პროგრესირებადი დისმორფობიით აპროვოცირებს
მათ ფათოლოგიურ მეგალომანიას და ქრონიკულ ლოგორეას - აიძულებით: უნიჭოს, უსულოს და
უაზროს - მეორად რეპროდუქციის.

და მხოლოდ ზოგჯერ, "ადამიანების სულების ინჟინერის" ბანალური მასკის ქვეშ, იმალება


ჭეშმარიტი გენიოსი, ღვთაებრივი მოთამაშე/ქაოსის ლუმინური სული.
მაგრამ არცერთი ამა ქვეყნის ილუზიის ადამიანი - ვერასდროს ვერ შეამჩნევს მას და ვერასდროს
ვერ გაიგებს მის შესახებ.

ნაყოფი და შედეგები მისი თამაშის - გახდება ცნობილი, მხოლოდ ამა ქვეყნის ილუზიიდან მისი
შეუმჩნეველი გასვლის შემდეგ. და ყველა ეს ნაყოფი იქნება გადაცემული მსოფლიოს - მხოლოდ
დამახინჯებული არსით - ფარსირებულ უნიჭო ეპიგონების "ხელოვნების" იმიტირებული სახით,
რომლებიც საუკუნეების მანძილზე იპარაზიტირებენ მისი ჭეშმარიტი სულის უდიდეს
მემკვიდრეობაზე

ის, ვინც ფიქრობს(ამბობს), რომ სიყვარული არ არსებობს - ის, ბიო-მექანოიდია/უგრძნობი


მექანიზმი, რომელმაც თავად არ იცის სიყვარული.

მისი გონება - გახლეჩილია, მისი ცნობიერი - მიძინებულია, მისი გრძნობები - მკვდარია, მისი
თვალები - ბრმაა, მისი სული - მოწამლულია და მისი გული - გაქვავებულია. მისი ბედი -
სამწუხაროა, რამეთუ - უაზროა.

ის, ვინც არ იცის რა არის სიყვარული - ვერასდროს გაიგებს - რა არის სიცოცხლე, რამეთუ -
მხოლოდ სიყვარულში არს სიცოცხლე.

ის, ვინც უარყოფს სიყვარულს - უარყოფს ყველაფერს, რამეთუ - სიყვარული არს ყველაფერი.
სხვა დანარჩენი მის გარეშე - ილუზიაა, სადაც "ყველაფერი" - არაფერია.

სულის ჭეშმარიტი სილამაზე -აბსოლუტური სინათლის უსევდიანო ნეტარებაში და ღვთაებრივი


უბრალოების უძალისხმევო ჰაეროვნებაშია.

სამყაროები - ეს სულის პროექციებია. გარე სიმშვიდეს - შობს შინაგანი სიმშვიდე, ნუ ეცდებით


შეცვალოთ ის, რაც მოდის გარედან, მიიღეთ ყველაფერი ისე, როგორც არის. მშვიდად და
აუღელვებლად.

ნუ წუხხართ და ნუ სევდიანობთ - ნურაფერზე, რამეთუ ფრუსტრაცია ამა ქვეყნისა - არს


ილუზია. სული თქვენი ჰარმონიული - არის ერთადერთი რეალობა, ყველაფერი დანარჩენი -
მხოლოდ მირაჟია, სიზმარი და თამაში. არ არსებობს არც ბოროტება, არც სიკეთე, არც სამყარო,
არც ხალხი, არც რასები, არც სქესი, არც ასაკი.
თქვენ ხართ - სხვა. თავენ ხართ - მარადიული სინათლე.

ნუ ისწრაფვით სხეულის ან გონების სრულყოფილებისკენ, რამეთუ სული თქვენი -


პრიმორდიალური საწყისიდან უკვე სრულყოფილია და სრულქმნილი, არ არსებობს "ევოლუცია"
ან სადღაც დამატებით "სულიერად პროგრესირება". თქვენ - უკვე არსთ ყველაფერი.
სულის ჭეშმარიტი ყოფიერება - არის მშვიდობა და არა ომი. ნუ ბრძოლობთ "არსებულის"
ილუზიებთან. იყავით შეუმჩნეველნი, როგორც ჰაერი და ხელშეუხებელნი, როგორც ქარი. ძალა,
ჭეშმარიტი სულის - უძალისხმევო სიმშვიდეში და აბსოლუტურ სიყვარულშია. ესენი - მისი
სილამაზე, თავისუფლება და ღვთაებრივი ნეტარებაა.

გიყვარდეთ. ყოველთვის. საკუთარი თავი და თქვენი სულის შემყვარე, ყველა მართებული და


კეთილსინდისიერი, სულები, თქვენი თანაბარი და მსგავსი, ისინი, ვისზეც არასდროს
გაიფიქრებთ მიუღებელს და უწმინდურს.

აღმოფხვერით და დაივიწყეთ - და ყველაფერი ესეც. არ არსებობს არანაირი "პრინციპები"


არანაირი "გზები" და არანაირი "თქვენ". არს - მხოლოდ ერთი, ერთიანი და მარადიული -
აბსოლუტური სიცარიელე ტოტალურ არაფერში.

You might also like