Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ესპანეთის სამოქალაქო ომი — მასშტაბური კონფლიქტი, რომელიც ესპანეთში

მიმდინარეობდა 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე. კონფლიქტი დაიწყო


მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო
გადატრიალების მოწყობის მცდელობით ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი ჯგუფის მიერ.
ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური
კონფედერაცია (Confederación Española de Derechas Autónomas, ან C.E.D.A), კარლისტები, და
ფაშისტური ფალანგა (Falange Española de las J.O.N.S.).[5] ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალების
გამარჯვებით, რესპუბლიკური მთავრობის დამხობით, და დიქტატურის დამყარებით, გენერალ
ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით. სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია
ფრანკოს რეჟიმის მმართველ პარტიაში გაითქვიფა.[6]

რესპუბლიკელებს (republicanos) მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და მექსიკა, ხოლო


აჯანყებულთა მიმდევრებს, ნაციონალისტებს (nacionales), მხარდაჭერა ჰქონდათ ფაშისტური
იტალიისა და ნაცისტური გერმანიისგან, ასევე ავტორიტარული ესტადო ნოვოს რეჟიმისგან
პორტუგალიაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად ნეიტრალური იყო, ძირითადი
ამერიკული კორპორაციები, როგორიცაა ტექსაკო, ჯენერალ მოტორსი, ფორდ მოტორსი და
ფაირსტოუნი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ნაციონალისტ აჯანყებულებს სატვირთო
მანქანების, საბურავების, სამანქანო ხელსაწყოებისა და საწვავის მუდმივი მიწოდებით.

ომმა უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში მეორე მსოფლიო


ომის წინაპირობებში და განიხილებოდა, როგორც ირიბი ომი საბჭოთა კავშირის კომუნისტებსა
და იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ ფლაგმანებს შორის. კონკრეტულად, ამ ომში
გამოყენებულ იქნა ახალი სატანკო ბრძოლის ტაქტიკა და ქალაქების საჰაერო დაბომბვა
დატერორების მიზნით, რაც გვიანდელი საერთო ევროპული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი
გახდა.

ესპანეთის სამოქალაქო ომს ასევე დაერქვა „პირველი მედია ომი“, ვინაიდან მასში
აქტიურად იყვნენ ჩაბმული მწერლები და ჟურნალისტები.[7] უცხოელ კორესპონდენტთა
შორის, რომლებიც ამ ომს აშუქებდნენ, იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, მართა გელჰორნი და რობერტ
კაპა.

მრავალ სამოქალაქო ომთა მსგავსად, ეს ომიც გამოირჩეოდა ნაციონალისტური


სულისკვეთებითა და პოლიტიკური პათოსით, ისევე როგორც სამხედრო დანაშაულებების
სიმრავლით კონფლიქტის ორივე მხარეს. ესპანეთის სამოქალაქო ომმა მრავალი ოჯახის წევრი,
მეზობელი და მეგობარი დაუპირისპირა ერთმანეთს. მებრძოლთა გარდა, პოლიტიკური და
რელიგიური შეხედულებებისთვის მრავალი სამოქალაქო პირიც იქნა მოკლული, ხოლო 1939
წელს ომის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკელებს დიდი ხნის განმავლობაში დევნიდნენ და
ასამართლებდნენ გამარჯვებული ნაციონალისტები.

ესპანეთის რესპუბლიკის დამარცხების ძირითადი მიზეზები იყო იტალია-გერმანიის


ინტერვენცია და შინაგანი უთანხმოებები რესპუბლიკელთა ბანაკში. ამაში ბრალი მიუძღოდათ
სოციალისტური პარტიის ისეთ ლიდერებს, როგორებიც იყვნენ ლარგო კაბალიერო, პრიეტო,
ბასტეირო და სხვა. ბრალი მიუძღოდათ ანარქო-სინდიკალისტებს, რომელთაც დეზორგანიზაცია
შეჰქონდათ რესპუბლიკელთა საქმიანობაში და კაპიტულანტურად იყვნენ განწყობილი.
ომის დამთავრება მოასწავებდა ესპანეთის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის
9-წლიანი პერიოდის (1931-1939) დასასრულს. ომი იყო ამ რევოლუციის კულმინაცია. ამიტომაც
1939 წელს რესპუბლიკის დაცემა უნდა განიხილებოდეს რევოლუციის მთლიანობაში
გააზრებით.

ფრანკისტების პირველი ნაბიჯები აღინიშნა სასტიკი რეპრესიებით. გაუქმდა ყველა


დემოკრატიული ორგანიზაცია და მონაპოვარი. ქვეყანაში აბსოლუტური ძალაუფლება ხელში
აიღო ფალანგისტთა ლიდერმა 47 წლის გენერალისიმუსმა ფრანსისკო ფრანკომ.

1937 წლის აპრილს, ფრანკომ შეძლო გაეერთიანებინა იდეოლოგიურად ერთმანეთისთვის


მიუღებელი ნაციონალ სინდიკალისტური ფალანგა (მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკური
პარტია, დაფუძნებულია ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერას მიერ) და კარლისტ მონარქისტული
პარტიები ერთ პარტიაში მისი მმართველობის ქვეშ, რასაც დაერქვა Falange Española
Tradicionalista y de las Juntas de Ofensiva Nacional-Sindicalista (FET y de las JONS), რომელიც გახდა
ერთადერთი ლეგალური პარტია 1939 წელს. ფალანგისტების ჰიმნი, სახით მზისკენ (ესპ.Cara al
Sol) გახდა ნახევრად ეროვნული ჰიმნი ფრანკოს რეჟიმის დამყარებამდე.

ახალმა პოლიტიკურმა ფორმაციამ დააშოშმინა პრო-ნაცისტი ფალანგისტები,


იმავდროულად კი ასუსტებდა მათ ანტიგერმანელ კარლისტებთან მიმართებაში. ფრანკოს სიძე,
რამონ სერანო სუნერი, რომელიც იყო მისი პოლიტიკური მრჩეველი, შეძლო გადაეკიდა
სხვადასხვა პარტიები ერთმანეთის წინააღმდეგ ფრანკოს ქვეშ რათა შთაენთქათ ნებისმიერი
კონფრონტაცია ფრანკოს წინააღმდეგ. საჭიროების მომენტში მან პარტიიდან გარიცხა კიდეც
წამყვანი წევრები, კარლისტი მანუელ ფალ კონდე და ფალანგისტი მანუელ ჰედილა რათა
უზრუნველეყო ფრანკოს პოლიტიკური მომავალი. ფრანკომ ასევე დააშოშმინა კარლისტები
როდესაც პროპაგანდამ გაატარა რესპუბლიკელების ანტიკლერიკანიზმის დაგმობის პოლიტიკა,
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა "ომის წამებულებზე". მაშინ როდესაც რესპუბლიკური
ძალები ომს უწოდებდნენ ფაშიზმისგან ქვეყნის დაცვის ბრძოლას, ფრანკომ თავისი თავი
წარმოსახა როგორც "ქრისტიანული ევროპის" დამცველი "ათეისტური კომუნიზმისგან".

1937 წლიდან, ყველა სასიკვდილო განაჩენი ხელმოწერილი იყო ფრანკოს მიერ.

რაც შეეხება უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, მიუხედავად ადოლფ


ჰიტლერის მრავალი მცდელობისა, რომ ესპანეთი ჩაება მეორე მსოფლიო ომში, ომის მთელი
მსვლელობის განმავლობაში ესპანეთი უმეტესად ინარჩუნება ნეიტრალიტეტს, მიუხედავად
დიდი გავლენისა გერმანიის მხრიდან და აგრეთვე ფრანკოსა და სხვა ფაშისტური სინდიკატების
იდეოლოგიური მსგავსებისა. ადოლფ ჰიტლერი პირადადაც შეხვდა ფრანკოს, თუმცა მისგან
თანხმობა ვერ მიიღო გიბრალტარის აღების გეგმაში ესპანეთის მონაწილეობაზე. ერთადერთ
გამონაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ ცისფერი დივიზია, რომელიც ფაშისტების მხარდამხად
იბრძოდა ომის მსვლელობისას, თუმცა მას შემდეგ, რაც 1942 წელს იტალიაში ჩამოაგდეს
მუსოლინის რეჟიმი, ისინი ფრანკომ უკან გამოიწვია და ესპანეთში დააბრუნა. ჰიტლერმა ერთი
პერიოდი სცადა ცისფერი დივიზიის გენერალი ფრანკოს წინააღმდეგ გამოყენება, რათა
ხელისუფლებაში მოეყვანა მისადმი მორჩილი ხელისუფლება, საქმე იქამდე მივიდა, რომ ორივე
ქვეყანამ ერთმანეთის საზღვრებთან მობილიზება გაუკეთეს შეიარაღებულ ძალებს ასევე 1942
წელს. გერმანიის მიერ 1940 წელს საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, ესპანეთი გარკვეულწილად
გერმანიის მხარეს გადაიხარა. მაგალითად, გერმანულ და იტალიურ გემებს უფლება ჰქონდათ
ესპანური პორტები გამოეყენებინათ. თუმცა, 1943 წელს ეპსანეთი ისევ დაუბრუნდა
ნეიტრალიტეტს.

საერთო ჯამში, მეორე მსოფლიო ომის მსველობისას ფრანკომ შეძლოა და არ ჩაება ომში
ნაცისტების მხარეს. მიუხედავად პერიოდულად სიტუაციის გაუარესებისა, გენერალი
მუდმივად ახერხებდა უშუალოდ საომარი მდგომარეობისგან თავის დაძვრენას. ამის ნათელი
მაგალითია ფრანსისკო ფრანკოსა და ებრაელების ურთიერთბოა. ფრანკომ ადოლფ ჰიტლერის
უდიდესი ზეწოლის შემდეგ მაინც დახუჭა თვალები გერმანიიდან დევნილი ებრაელების
შემოდინებაზე და ასევე უარი უთხრა ჰიტლერს ანტისემიტური კანონების მიღებაზე, საერთო
ჯამში ფრანკოს დიდი მოღვაწეობის შედეგად გადარჩა 60 000 ებრაელი. ამ მიზეზით ფრანსისკო
ფრანკო შესულია ერთ ერთ ყველაზე საპატივცემულო ადამიანად თანამედროვე ისრაელის
ისტორიაში, მიუხედავად ჰიტლერთან გარკვეული თანამშრომლობისა.

ომის პერიოდიდანმე ფრანკომ დაიწყო ფაშისტური პარტიის, ანუ ესპანური ფალანგის


გავლენის შემცირება, ხოლო ომის შემდეგ პარტიის საქმე მხოლოდ სოციალურო საქმით
შემოიფარგლებოდა მსგავსად საბჭოთა პროპკავშირებისა, პარტიის სახელი შეიცვალა და
დაერქვა ნაციონალური მოძრაობა. ცივი ომის დაწყებისთანავე, ესპანეთი გარკვეულწილად
მიდიოდა დემოკრატიისაკენ. შესაძლოა ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ ფრანკომ შეინარჩუნა ხელისუფლება თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში
იმყოფებოდა საერთაშორისო იზოლაციაში. მსოფლიო ომის შემდეგ ფრანკოს ინიციატივით
გატარდა ეროვნული შერიგების პოლიტიკა, რაც გამოიხატა მემორიალში, რომელიც მიეძღვნა
ყველა დაღუპულს სამოქალაქო ომში. თვალსაჩინოა, რომ გენერალმა უფრო ლოიალურ შიდა
პოლიტიკას მოჰკიდა ხელი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ მის სიკვდილამდე მაინც
გრძელდებოდა პოლიტიკური რეპრესიები მემარცხენეების, ბასკი და კატალონიელი
სეპარატისტების წინააღმდეგ.

50-იანი წლების შუა პერიოდიდან ფრანსისკო ფრანკოს ესპანეთი კიდევ და კიდევ მეტად
უმზადებდა საძირკველს დემოკრატიას. ამ პერიოდიდან დაიწყო ესპანური ეკონომიკური
საოცრება, ესპანეთი გამოვიდა ევროპის ერთ ერთი უაღარიბესი ქვეყნის მდგომარეობიდან და
შემდგომ წლებში დაიკავა მეორე ადგილი ეკონომიკური განვითარების ტემპებით. 60-იანი
წლების დასასრულს დაიწყო პოლიტიკური რეფორმები, მიღებულ იქნა კანონი პრესის
თავისუფლების და არაპოლიტიკური შეკრებების შესახებ. ასევე მირებულ იქნა კანონი
ადამიანის უფლებების შესახებ, რამაც საფუძველი მოუმზადა ქვეყანას მშვიდობიანად
გადასულიყო კონსტიტუციურ მონარქიაზე. მთელი ეს დრო 1947 წლიდან მოყოლებული
ესპანეთი ითვლებოდა მონარქიულ ქვეყნად მეფის ვაკანტური ადგილით, ბოლო პერიოდში
ფრანკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეფე მისი სიკვდილის შემდეგ უნდა გამხდარიყო პრინცი
ხუან კარლოსი, რაც განხორციელდა 1975 წელს. ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა პირველმა
დაასრულა ქვეყის ავტორიტარულიდან დემოკრატიულ რეჟიმზე ქვეყნის გადაყვანის პროცესი.

1973 წელს ფრანკომ თავისი ნებით დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი. ფრანსისკო
ფრანკო დაკრძალულია მადრიდში დაცემულთა ველზე, რომელიც ეძღვნება ესპანეთის
სამოქალაქო ომში დაღუპულ ადამიანებს და რომელიც შეიქმნა სპეციალურად ფრანკოსთვის.

დასარულს, შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოცე საუკუნეში ესპანეთი ისევე
ჩაება ფაშიზმში, როგორც ეს სხვა ბევრი ქვეყნისმაგალითზე მოხდა, თუმცა მათგან განსხვავებით,
გენერალ ფრანკოს დამსახურებით ესპანეთმა ჯერ თავიდან აიცილა მეორე მსოფლიო ომში
აქტიურად ჩაბმა, რაც იმის ფონზე, რომ გერმანიამ თითქმის მთელი ევროპა დაიპყო, მათ შორის
ესპანეთის უახლოესი მეზობლის - საფრანგეთის ჩათვლით, დიდ მიხწევად შეგვიძლია
ჩავთვალოთ. ასევე გამოსარჩევია ფრანკოს მმართველობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ,
რომელმაც დემოკრატიისკენ და მეტი ლოიალურობისკენ გათვლილი რეფორმები გაატარა.
ალბათ, სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ესპანეთში ფაშიზმი ყველაზე დიდხანს
შენარჩუნდა და ფრანკომ ძალაუფლება მეორე მსოფლიო ომის შემდგომაც შეინარჩუნა.

You might also like