შუკალსკი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

შუკალსკი სტანისლავ

სტანისლავ შუკალსკი პოლონელ-ამერიკელი მხატვარია.


ის მოდერნიზმის ერთ-ერთი კულმინაციაა აღმოსავლეთ-
ევროპულ ხელოვნებაში.სამწუხაროდ, მისი პერსონა ნაკლებადაა
ცნობილი დედამიწის მაშტაბით, თუმცა ეს უკანასკნელი
სტანისლავის სიდიადეს არაფერს აკლებს. გენიოსის ამოსავალი
წერტილი ხელოვნებაში, პოლონური მითოსი გალხდათ. ის
ოცნებობდა, შეექმნა ისეთი ნამუშევრები, რომელებიც
შემდგომში შეძლებდნენ პოლონელი ხალხის გაერთიანებას.
სწორედ ამიტომ, მის შემოქმედებაში ნაციონალისტური ხაზი
მკვეთრადაა გამოხატული. სხვამხრივ, მონუმენტურობა,
ფორმის ინდივიდუალური აღქმა, მოძრაობაში მოყვანილი ფიგურები და ზე-ესთეტიური
კომპოზიციები შუკალსკის, როგორც ხელოვანის, დამახასიათებელი შტრიხებია.

არსებობს რიგი მოსაზრებები, რომლებიც ამტკიცებენ,


რომ სტანისლავი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო.
ამის მიზეზად გადამეტებულ ნაციონალიზმს, ფაშიზმისა და
ანტისემიტიზმის მხარდაჭერას ასახელებენ. თითქოს ამ
პოზიციებში არაფერია ისეთი, რაც მის ფსიქიკურ გადაცდენას
დაამტკიცებდა, მაგრამ ხშირად გენიოსი საკუთარ
მოსაზრებებს (განსაკუთრებითსიცოცხლის ბოლო წლებში)
იმდენად ირაციონალური არგუმენტებით ამაგრებდა, რომ
მოსაუბრეს უჭირდა მთხრობელის ადეკვატურად აღქმა.

შუკალსკი 1893 წლის 13 დეკებერს დაიბადა პოლონეთში,


რიგითი მშრომელების ოჯახში. 1906 წელს მისი ოჯახი
ჩიკაგოში მიდის ამერიკული ოცნების ასახდენად.
ამ დროისთვის ის 13 წლისაა. ახალ ქვეყანაში ვუნდერკინდს
უჩნდება სწავლის დაუოკებელი სურვილი და ლოკალური სახელოვნებო სკოლის გამოცდაზე
გადის. მცირე ასაკის მიუხედავად, მას მაინც იღებენ ჩიკაგოს სამხატვრო აკადემიაში.
მიზეზად სტანისლავის განსაკუთრებულ ხედვას და ფიგურების ინდივიდუალიზმს
ასახელებენ.

ამერიკის სახელოვნებო უნივერსიტეტში მიღება ერთ-ერთი უცნაური თავია შუკალსკის


ცხოვრებაში. პოლონელი ფიქრობდა, რომ ნატურა კლავდა ხელოვანში ინდივიდუალიზმს.
ამიტომ, გამოცდაზე დაყენებული მოდელის მხოლოდ მუხლები დახატა. ამ უკანასკნელით
ამერიკელი პედაგოგები აღფრთოვანდნენ, თუმცა შემდგომში, ამავე
მიზეზის გამო, მოქანდაკის და დეკანატის ურთიერთობა დაიძაბა (ის
სწავლის პროცესში უარს ამბობდა ნატურასთან მუშაობაზე).
შუკალსკის მოუხდა სასწავლების დატოვება, მიღებიდან 1 წლის
თავზე.

უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ, ის პოლონეთს უბრუნდება და


ვარშავის სახელოვნებო აკადემიაში აგრძელებს სწავლას. აქ
პროფესორები უფრო მომთმენები აღმოჩნდენ ვიდრე ჩიკაგოში.
ამიტომ, სტანისლავი ახერხებს დიპლომის მიღებას. (ვარშავის
სახელოვნებო სკოლაშიც არავის ქონია პრობლემა მის ასაკთან. ის უყოყმანოდ აიყვანეს.)

განათლების მიღების შემდეგ შუკალსკი ისევ ამერიკას უბრუნდება. ჩასვლიდან რამდნიმე


წლის შემდეგ ქორწინდება ახალგაზრდა, შეძლებული ოჯახის შვილზე, მხატვარ ჰელენ
უოლკერზე.

1923 წელს პოლონეთის მთავრობა მას სთხოვს


დაბრუნდეს უკან, იმ მიზნით, რომ მოაწყოს
საკუთარი სტუდია, რასაც სტანისლავი დიდი
სიამოვნებით თანხმდება. ის ჩადის სამშობლოში და
იწყებს ახალი ენერგიით მუშაობას. პარალელურ
რეჟიმში ასწავლის უნივერსიტეტში. აქ საინტერესო
ის არის, რომ პროფესორი ახალგაზრდებს უნერგავს
ნაციონალისტური მხატვრობის (სლავური
მხატვრობის) იდეას და დასავლური ხელოვნების
დემონიზებას ახდენს. ამდროისთვის შუკალსკის
ეჩვენებოდა, თითქოს ევროპამ კულტურული
ჰეგომონია მოიპოვა მთელ სამყაროზე.

1940 წელს შუკალსკის უჩნდება უცნაური აკვიატება, რომელსაც


თვითონ “ცერსიტიზმს“ უწოდებს. ამ აზრის გაჩენამდე, ის დიდი
ხანი იკვლევდა ევროპელების და სლავი ხალხის ისტორიას. მან
შემდგომში დაწერა წიგნი მსგავსი სახლეწოდებით,
სადაც საკუთარი, ას ორმოცდახუთი ილუსტრაცია გამოყენა.
მათ შორის, მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომიც (აქვე უნდა
ითქვას, რომ სკოლაში სწავლის დროს, შუკალსკიმ საკუთარი
ანბანი შექმნა, რომელსაც აქტიურად იყენებდა საკუთარი
ჩანაწერებისთვის.)
ცერისტიზმი:

ადამიანი-ცხოველები ცხოვრობდნენ პასკის


კუნძულზე. თავდაპირველად მათში არ იყო
კანიბალიზმი, მაგრამ დროთა განმალობაში,
მამარებმა დაიწყეს სხვა მისი მსგავსი არსებების
ტვინების ჭამა. შემდგომში ისინი
დამოკიდებულნი გახდნენ მასზე ისე, როგორც
ნარკოტიკზე. პროტო-ადამიანები თავს ესხმოდნენ
ორგანიზებულად სუსტ ტომებს. მამაკაცებს
ჭამდნენ, ხოლო მდედრებზე ძალოდბნენ. ამის
შედეგად, მამრების გონება განვითარდა და
შედარებით, უფრო გონიერი გახდა, განსხვავებით ქალის ტვინისგან. ეს
უკანასკნელნი უარს აცხადებდნენ „ადამიანების“ ჭამაზე.

ასევე, ამ მოსაზრების თანახმად, თავდაპირველად არსებობდა უნივერსალური ენა,


რომელიც ძალიან მიახლოებული იყო სლავურთან, ხოლო ბაბილონი, ეს იყო
ადგილი, რომელიც ითარგმნება როგორც „ქალისგან ნაშობი“.

მეორე მსოფლიო ომის დროს, შუკალსკის


სახელოსნო იბომბება და მისი ძირითადი
ნამუშევრები ნადგურდება. გულაცრუებული
შუკალსკი ისევ ამერიკაში გარბის, საკუთარ
მეუღლესთან ერთად.

მისი შემდგომი ცხოვრება საკმაოდ დრამატულად


ვითარდება. ის ყველასგან მივიწყებული რჩება
საკუთარ სახლში, თუმცა სიცოხლის ბოლო
წლებში გაიცნობს ახალაგზარდა კოლექციონერს
და მასთან მეგობრობას იწყებს. შემდეგ მისი
სანაცნობო უფრო ფართოვდება და ამერიკელ
შემოქმედთა ჯგუფს ეცნობა, ის მათ უკითხავს
სხავადასხვა ტიპის ლექციებს. უყვება საკუთარ
იდეებსა და ნაშრომებზე. ერთ-ერთი მათგანი
დოკუმენტურ ფილმს იღებს სტანისლავზე,
რომლითაც ინტერესდება ლეონარდო დიკაპრიო. მისი მფარველობის ქვეშ,
ნეთფლიქსი აქვეყნებს ფილმს, “Sturglle:the life and lost art of zukalski“, სადაც
აღწერილია მისი ცხოვრება. ფილმში უშუალოდ სკულპტორი საუბრობს, როგორც
საკუთარ თავზე, ისე შემოქმედებაზე.

სტანისლავ შუკალსკის სხვა ნამუშევრები:

You might also like