პოლიტიკა 2

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 77

პოლიტიკა 2 (ჰეივუდი)

IX თავი
„ეკონომიკა და საზოგადოება „
ეკონოიკური სისტემა-ორგანიზმების იმგვარი ფორმაა,რომელიც
საქონლისა და მომსახურების წარმოებას,დანაწილებას და გაცვლას
უწყობს ხელს. მარქსისტები უწ. „წარმოების სახეობებს“
ბაზარი- სავაჭრო გაცვლა-გამოცვლის იმგვარი სისტემა, რომელის
მყიდველსა და მიმწოდებელს ერთმანეთთან აკავშირებს. ბაზარს
არეგულირებს ფასების ცვლა,რაც „საბაზრო ძალების „ წონასწორობის
ანარეკლია.
სახელმწიფო სოციალიზმი-როდესაც სახელმწიფო საზოგადოების
ეკონომიკურ ცხოვრებას აკონტროლებს და წარმართავს, თეორიულად
ხალხის ინტერესების შესაბამისად .(ადამ სმიტი „მკაცრი მეცნიერება“...
ცნობილი თხზულება „ერთა სიმდიდრე“ )
კაპიტალისტური(მემარჯვენეობა) და სოციალისტური(მემარცხენეობა)
ეკონომიკა:
კაპიტალისტური ეკონომიკა-კაპიტალისტური ეკონომიკა აქცენტს კერძო
საკუთრებაზე აკეთებს,მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია:
1) გაცვლა-გამოცვლა-იგივე საბაზრო ღირებულება .
2) საწარმოო ქონება კერძო საკუთრებაშია
3) ეკონომიკური ცხოვრება მოთხოვნა-მიწოდების კანონს ემორჩილება
4) მეტი მოგება, მეწარმის დაუღალავი შრომის მოტივაციაა

1
არსებობს კაპიტალიზმის სამი ტიპი:

 საწარმოო კაპიტალიზმი
 სოციალური კაპიტალიზმი
 კოლექტიური კაპიტალიზმი

საწარმოო კაპიტალიზმი-გავრცელებულია ანგლო-ამერიკულ


სამყაროში და აღიარებენ „წმინდა კაპიტალიზმად“ ყველგან
უარყოფილია აშშ-ს გარდა .. ფუძემდებელია ადამ სმიტი და
დევიდ რიკარდო , მისი მთავარი მიზანი საბაზრო
კონკურენციის შეუქცევადობა და იმ რწმენას ემყარება რომ
ბაზარი თვითრეგულირებადი მექანიზმია( ადამ სმიტის
„უხილავი ხელი“).... ამერიკული ბაზარი მოგებაზეა
ორიენტირებული და უმთავრეს მიზნად შრომის ნაყოფიერებასა
და ეფექტიანობას სახავს. საწარმოო კაპიტალიზმში იკვეთება“
ახალი პოლიტიკური ეკონომიკა“ , რომლის ორი ძირითადი
ნიშანია: ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციური
,მნიშვნელობის ზრდა და ადამიანურ რესურსში ინვესტიციების
დაბანდება .
საწარმოო კაპიტალიზმის ნაკლოვანება- ქონებრივი
უთანასწორობისა და საზოგადოებრივი გათიშულობის
ტენდენციები.
ეკონომიკური გლობალიზაცია-ეროვნული ეკონომიკის
გაერთიანება , გლობალური ეკონომიკის ფარგლებში .

მარკეტიზაცია-სავაჭრო საქონელ ბრუნვასა და მატერიალურ


დაინტერესებაზე აგებულ საბაზრო ურთიერთობათა გავრცობა .
2
სოციალური კაპიტალიზმი- ჩამოყალიბდა ცენტრალურ და
დასავლეთ ევროპაში. მის სამშობლოდ გერმანია ითვლება.
(არის ფრიდრიხ ლისტის პრაგმატული იდეების
განმსაზღვრელი). მხარს უჭერდა პოლიტიკისა და
პოლიტიკური ძალაუფლების ზრდას ეკონომიკაში ,რაც
აუცილებელი იყო უცხოური კონკურენციისგან სუსტი
ინდუსტრიების დასაცავად.ამ კაპიტალიზმის მთავარი იდეააა
საბაზრო კონკურენციის მოთხოვნების შეჯვარება
საზოგადოების თანხმობისა და ერთსულოვნების
საჭიროებასთან. მისი უპირატესობა გამოვლინდა „ ეკონომიკურ
სასწაულსი“,რამაც ნაომარი გერმანია ევროპის მძლავრ
ეკონომიკურ სახელმწიფოდ აქცია.

სოციალური კაპიტალიზმის ნაკლოვანებები-


მოლაპარაკებების,შეთანხმებებისა და აზრთა ხშირი გაზიარების
მიუხედავად გარკვეული სიხისტე მაინც ახასიათებს და ცვლად
საბაზრო მოთხოვნილებებს რთულად ეგუება. სოციალური
დაცვის მაღალი დონე მაღალ გადასახადებსაც განაპირობებს.

სოციალური ბაზარი- ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე


აგებული სისტემა , მთავრობის ჩარევისგან თავისუფალი და იმ
საზოგადოებაში ‘’მუშაობის“ , სადაც ერთიანობა საყოველთაო
კეთილდღეობის მიზანსა და კარგად გაწყობილ საჯარო
სამსახურს ეფუძნება.მოგებაზე გამიზნული.

3
კოლექტიური კაპიტალიზმი- გამოვლინდა იაპონიაშია .
აიტაცეს „ აღმოსავლეთ აზიის ვეფხვებმა“ ... გამოირჩევა
ხანგრძლივ ურთიერთობებზე გათვლილ თანამრომლობისკენ
მიდრეკილებით . ეკონომიკა იმართება არა თავისთავადი
ფასწარმოქმნი მექანიზმებით , არამედ ე.წ . საზიარო ბაზრით
.არსებობს სამინისტრო ,რომელიც ერევა ეკონომიკაში და დიდ
როლს თამაშობს ინვესტიციების მიმართვასა თუ სავაჭრო
გადაწყვეტილებების მიღებაში.

კოლექტიური კაპიტალიზმის ნაკლოვანებები- მძიმე


მოთხოვნები დასაქმებულებს და მათ ოჯახებსაც, გრძელი
სამუშაო დღე, მკაცრად დისციპლინირებული პირობები, რაც
ინდივიდუალიზმის წაშლის საფრთხეს შეიცავს. ასაზრდოებს
ავტორიტარიზმს მაგ. ჩინეთის შემთხვევა, სადაც მზარდი
კაპიტალისტური ეკონომიკა და კომუნისტური მმართველობა
გვერდიგვერდაა .

თავისუფალი ბაზარი- სითყვა-სიტყვით „ნებაზე მიშვება“ ,


სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში ჩაურევლობის პრინციპი..
მასში მთავარი ის არის ,რომ ეკონომიკა უკეთ მუშაობს ,როცა
ხელისუფლება არ ერევა . (საბაზრო კონკურენციის იმედზე )

ჯონ მეინრად კეინზი- ცნობილი ნაშრომი“ მშვიდობის


ეკონომიკური შედეგები“ , უმთავრესი თხზულება „დასაქმების
დაინტერესებისა და ფულის ზოგადი თეორია“

4
მრავალჯერადობის ეფექტი- მექანიზმი ,რომლის მეშვეობითაც
ნებისმიერი ცვლილება ერთიან მოთხოვნაში დიდ გავლენას
ახდენს ეროვნულ შემოსავლებსა და მთლიან ეკონომიკაში
ფულის უფრო მეტი მასის ბრუნვას უზრუნველყოფს.

ორი საპირისპირო ეკონომიკური სტრატეგია: კეინზიანიზმი და


მონეტარიზმი.
კეინზიანიზმი- ეკონომიკური დაღმასვლა გამოიწვია:
უმუშევრობის ზრდამ და ხელისუფლების შემცირებამ, რამაც
თავის მხრივ შეამცირა მოთხოვნაც და მიწოდებაც . ის
აკრიტიკებდა თავისუფალი ბაზრის ორთოდოქსურ
შეხედულებას და ამბობდა რომ როდესაც ხელისუფლება
აკონტროლებს ბაზარს , ხარჯები ხდება მეტად
კონტროლირებადი და სახემწიფო ბიუჯეტია ფინანსური წყარო
,ბიუჯეტის შემოსავალი იზრდება ,რაც იძლევა
.მრავალჯერადობის ეფექტს. მისი სანდოობა შეარყია „
სტაგფლაციამ“( უმუშევრობისა და იმფლაციის ერთდროული
ზრდა)

მონეტარიზმი-პოპულარიზაცია იყო ეკონომიკური


პრიორიტეტების აშკარა გადანაცვლების მიზეზი ,
უმუშევრობის შემცირებიდან იმფლაციის კონტროლის
მიმართულებით. ხელისუფლების უმთავრეს
პასუხისმგებლობად „მყარი ფული“ გამოიკვეთა . მთავრობის
ერთადერთი საზრუნავი იმფლაციის კონტროლი იყო ,
დანარჩენი ხალხსსა და კერძო ბიზნესს მიანდო.

5
სოციალური კაპიტალი- კულტურული და მორალური
რესურსი, რაც საფუძვლად ედება საზოგადოებრივ თანხმობას ,
პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას
.
მილტონ ფრიდმენი-ნაშრომები: “ კაპიტალიზმი და
თავისუფლება“ , „ არჩევანის უფლება“

სოციალიზმი- თანამედროვე სოციალისტები კაპიტალიზმის


არა მოსპობას არამედ რეფორმირებას ისახავენ მიზნად.
ეკონომისტებს სხვადასხვა იდეა ჰქონდათ მათგან ყველაზე
გამორჩეულია მარქსისტული იდეა, თუმცა ასე თუ ისე ყველა
ითვალისწინებს ეკონომიკურ დაგეგმარებას , რომელიც უნდა
შეიცვალოს .
სოციალიზმის ნიშან-თვისებები:
1) სისტემა საქონელს აწარმოებს მოხმარებისთვს,
თეორიულად მაინც ადამიანის მოთხოვნილებათა
დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.
2) საწარმოო საშუალებები უმეტეს წილად საზოგადო და
საერთო საკუთრებაა.
3) ეკონომიკა დაგეგმვას ემყარება, ანუ რესურსების
განაწილების წინასწარ გათვლილ პროცესს.
4) შრომა კოლექტიური ქმედების გამოხატულებაა და
საყოველთაო კეთილდღეობას ისახავს მიზნად .

6
სოცილიზმის მოდელები:

 სახელმწიფო სოციალიზმი
 საბაზრო სოციალიზმი

დაგეგმვა-ეკონომიკის იმგვარი ორგანიზება ,როცა


დასახული ამოცანის შესასრულებლად რესურსები
მიზანმიმართული განაწილება და წარმოებაც, გასაღებაცა
და ვაჭრობაც ნაწილობრივ ან მთლიანად
წინასწარგანსაზღვრულია.

სახემწიფო სოციალიზმი- ამ მოდელს იყენებდა სსრკ,


ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ. ლენინის
პოლიტკური იდეები აღმოიფხვრა და სტალინის
გავრცელდა კომუნისტურ სამყაროში, ეს სისტემა
სახელმწიფოს სრულ კოლექტივიზაციას ემყარებოდა და
პარტიული სახელმწიფო აპარატის ეკონომკური
რესურსების სრულ დაქვემდებარებას
გულისხმობდა.(კრახი განიცადა ) წარმატებები: სსრკ-ს
მრეწველობის განვითარება, მოსპო უბინაობა და სრული
სიღატაკე ,რაც კაპიტალური ქვეყნებისთვის დღემდე
მიუღწევადია.

სახემწიფო სოციალიზმის ნაკლოვანებები: მიუხედავად


იმისა რომ საბჭოთა მშრომელები ყველა დასაქმებული იყო,
სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფილნი იყვნენ ..
ამასთანავე არსებობდა უმრავლესობა ,რომელთაც საქმე არ
ჰქონდათ .ამან გამოიწვია ახალი ფენის წარმოშობა.

7
სახელმწიფო კაპიტალიზმი- სახელმწიფო საკუთრების
სისტემა, როცა ეკონომკიური ძალაუფლების პარტიულ-
სახელისუფლებო ზედა ფენის ხელში მოქცევით
კაპიტალიზმის მახინჯი ანალოგი იქმნება .

საბაზრო სოციალიზმი- საბჭოთა მოდელის ალტერნატივა,


მისი კონკურენციასთან შეჯვარების სურვილიც გაჩნდა
არსებობდა როგორც კოლექტივები ასევე ცალკეულ
მწარმოებლებს მისცეს გამოყოფის უფლება, ასეთი რაღაც
ხდებოდა სსრკ-დან გამოყოფილ ან აჯანყებულ ქვეყნებში,
ასევე გორბაჩოვის პერიოდში სსრკ-შიც.
სახელმწიფო სოციალიზმის მავნე დეფექტების არიდების
საშუალებაა ,მაგრამ სუსტი მოდელი იყო. კრიტიკოსების
აზრით მხოლოდ მოწესრიგებულ ბიზნესს შეუძლია
სასურველი შედეგის მოტანა.არიყო შეთავსებული
საბაზრო დისციპლინასთან, რაც სოციალიზმის მთავარი
უარყოფითი ნიშანია.

ეკონომიკური „მესამე გზა“- მესამე გზად შეიძლება


მივიჩნიოთ ფაშისტური იდეები შეექმნათ კორპორატიზმი.
მათი აზრით ბიზნესი და შრომა ერთი ბუნებრივი ან
სულიერი მთლიანობაა. ორივე ეკონომიკური მოდელი (
სოციალიზმი და კაპიტალიზმი) იდეების შერწყმით
შეიქმნა .( შეიქმნა მწვანეები, ამას შუმახერი „ბუდისტურ
ეკონომიკას უწ.)

შუმახერის ნაშრომი-„ სიმცირის მშვენიერება“

8
ინდუსტრიალიზაცია-ეკონომიკური თეორია ან პრაქტიკა
,რომელიც სრულ მაშტაბიან ქარხნულ წარმოებასა და
კაპიტალის უსასრულო დაგროვებას ეფუძნება .

ინდივიდუალიზმი-გულისხმობს ,რომ ყოველი


პოლიტიკური თეორიისაა თუ სოციალური განმარტების
თავი და თავი კერძო პიროვნებაა.

კოლექტივიზმი-ყურადღებას ერთობლივ ქმედებისაკენ ,


ადამიანთა მიდრეკილებაზე ამახვილებს. მათ სურვილზე
არა ცალ-ცალკე ,არამედ ერთობლივად მიაღწიონ დასახულ
მიზანს.

სოციალური კლასი-მსგავსი საზოგადოებრივი და


ეკონომიკური მდგომარეობით გაერთიანებული ჯგუფია .
კლასობრივი დაყოფა ესაა დაყოფა კაპიტალსა და შრომას
შორის.

საზოგადოება გავლენას ახდენს პოლიტიკაზე:


1) დოვლათისა და სხვა რესურსების განაწილება
განაპირობებს სახელმწიფო ძალაუფლების ხასიათს.
2) საზოგადოება ზეგავლენას ახდენს ადამიანთა
შეხედულებაზე და ზოგადად პოლიტიკურ
კულტურაზე.
3) საზოგადოებრივი დაყოფა და შიდა დაპირისპირებები
განაპირობებს პოლიტიკურ ცვლილებებს, რეფორმებისა
და რევოლუციების სახით.

9
4) საზოადოებრივი სტრუქტურა მოქმედებს პოლიტიკურ
გადაწყვეტილებებზე, ანუ იმაზე ,ვინ ვის აძლევს ხმას ,
ვინ რომელ პარტიაში ერთიანდება და ა.შ.

სტატუსი-ესაა პიროვნები ადგილი გარკვეულ


იერარქიულ რუკაზე,რა როლი ,უფლებები და
მოვალეობები გამოარჩვს მას სხვა იმავე კიბეზე მდგომი
ადამიანისაგან. რამდენიმე სტატუსი ისეთი ფაქტორების
ერთობლიობაა ,როგორებიცაა ღირსება, პრესტიჟი,
გავლენა და ძალაუფლება.

ჯონ კენეთ გელბრაითი- ნაშრომები: „დოვლათიანი


საზოგაფდოება“, „ ახალი ინდუსტრიული სახელმწიფო“
და „ დაკმაყოფილების კულტურა“

დეინდუსტრიალიზაცია-წარმოების ბაზრის საერთო


შემცირების პროცესი ეკონომიკაში, რაც მძიმე
მრეწველობის დაგმობით გამოიხატება.

„ქვედა ფენა“- ტერმინი საკმაოდ ბუნდოვანია და


პოლიტიკური გაგებით წინააღმდეგობრივი, მასში
მოიაზრება ის ადამიანები ,ვისაც მრავალი ყოფითი
პრობლემა აწუხებს. ისინი სოციალურადაც გარიყულნი
არიან,თუმცა მემარჯვენეები მათ უხერხემლობას
უკავშირებენ.სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება

10
პრობლემას კიარ აგვარებს, არამედ ამწვავებს.(ქვედა
ფენა- მარტოხელა დედები, უმამო
ბავშვები)მემარცხენეები ქვედა ფენას გლობალური
ეკონომიკის სტრუქტურულ უთანასწორობისა და
ცვალებადი წონასწორობის შედეგად განიხილავენ.

რიჩარდ პერსტინის წიგნი-„ გაუსის მრუდი...“

რასა-ნაშრომები: გობინოს „საკაცობრიო რასების


უთანასწორობის თაობაზე „ ჩემბერლენის „ XIX საუკუნის
ქვაკუთხედი“
იმ ფიზიოლოგიური და გენეტიკური ნიშნების
ერთობლიობა ,რომლითაც ადამიანთა ერთი ჯგუფი
ვითომდა ბიოლოგიურად განსხვავდებოდეს მეორისგან
(მაგ. კანის ფერი ...)

სქესი-გენდერი, თუმცა ეს ცნება ყოველდღიურ ხმარებაში


ხშირად ერთმანეთის ნაცვლად გამოიყენება მათ შორის
სხვაობა მნიშვნელოვანია. სოციალურ და პოლიტიკურ
თეორიებში გენდერის ცნება მამაკაცებს და ქალებს შორის
არსებულ სოციო-კულტურულ სხვაობებს გულისხმობ ,
ხოლო ცნება სქესი ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებულ
ბიოლოგიურ სხვაობებს.

11
X თავი
პოლიტიკური კულტურა, თვითგამორკვევა და
ლეგიტიმურობა.

პოლიტიკური კულტურა-ფართო გაგებით კულტურა


ადამიანთა ცხოვრების წესია, ის ყოველთვის იმას
გულისხმობს რაც თაობიდან თაობას სწავლით გადაეცემა
და არა გენეტიკურად, თუმცა პოლიტოლოგები ამ ცნებას
უფრო ვიწრო გაგებით ადამიანთა ფსიქოლოგიური
ორიენტაციის აღსანიშნავად ხმარობენ,ხოლო პოლიტიკურ
კულტურას გარკვეული შეხედულებებით, სიმბოლოებითა
და ღირებულებებით გამოხატულ დამოკიდებულებად
მიიჩნევენ: პარტიების, ხელისუფლებისა თუ
კონსტიტუციის .სხვადასხვა მოაზროვნეს მასთან
დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება აქვს . მათგან
ყველაზე სწორია პოლიტიკური კულტურა, როგორც
საზოგადოების განწყობა. ამ თემაზე ბევრი კამათობს და
სწორედ ამ კამათში წარმოიშვა განსხვავებული
მოსაზრებები ,მათ შორის მასმედიის როლზე , თუ
რამდენად შეუძლია ხელისუფლებას ინფორმაციის
მეშვეობით მანიპულირება.

პოლიტიკური კულტურის სამი ტიპი:


 თანამონაწილეობის
 ქვეშევრდომების
 კუთხურობის განცდის

12
თანამონაწილე- მოქალაქე პოლიტიკას დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს მართვაში ხალხის მონაწილეობას
სასურველადაც მიიჩნევს და შედეგის მომტანადაც.

ქვეშევრდომი-მოქალაქე უფრო პასიურია და იმთავითვე


აღიარებს ხელისუბლების ზემოქმედების ძალაზე და
შეზღუდულ შესაძლებლობას.

კუთხურობის განცდის- გამორჩეულ ამომრჩეველს


საერთოდ არ გააჩნია მოქალაქეობრივი განცდა და
საკუთარ თავს არა მთე ერთ , არამედ მხოლოდ თავისი
კუთხით წარმომადგენლებთან აიგივებს.

ელმონდი და ვერბი : „მთვლემარე ძაღლის თეორია“-


საზოგადოების ნაკლებად აქტიურობა მათი კმაყოფილების
მიმანიშნებელია .

ჰეგემონია-სიტყვასიტყვით „წინამძღოლაბა“ როგორც


პოლიტიკური ტერმინი გულისხმობს ამა თუ იმ სისტემის ერთ-
ერთი ელემენტის უპირატესობას ყველა დანარჩენებთან
მიმართებით. ის ასევე ასახავს გაბატონებული კლასის უნარს,
მიიმხროს დაბალი ფენები.
13
ბურჟუაზიული იდეოლოგია-მარქსისტული კლიშე ,რომლითაც
ის იდეები და თეორიები აღინიშნება,თთქოსდა
კაპიტალისტური საზოგადოების წიინააღმდეგობებს ,რომ
ნიღბავს და ბურჟაზიიის ინტერესებს ემსახურება.

მარქსის კულტურის თეორიები:


1) კულტურა არსებითად კლასობრივია( ერთი და იმავე
კლასის წევრები მსგავსი გამოცდილების არიან და მსგავსი
ინტერესები აქვთ)
2) რამდენად მოქმედებს მარქსისტული იდეოლოგია
საზოგადოებაზე (დაბალ ფენებს აყვარებენ საკუთარ ფენას
პრპაგანდულად)

ანტონიო გრამში-ნაშრომი: „ციხის ჩანაწერები“

სოციალური კაპიტალი-კულტურული და მორალური


ფაქტორების ის ერთობლიობა ,რაც დოვლათის წარმოქმნას
უწყობს ხელს. ეკონომიკური კაპიტალის მსგავსად ისიც
შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, როგორც წესი
განათლების დონისა და მოქალაქეობრივი აქტივობის
შესაბამისად .

რობერტ პატნემი-ნაშრომი „ მარტო კაცი სუფრასთან..“

14
მაიკლ ოკშოტი-ნაშრომი „ ადამიანურ ურთიერთობათა
თაობაზე“

პოსტმატერიალიზმი-ეს არის თეორია , რომელიც


პოლიტიკური შეხედულებებისა და ღირებულებების
რაობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით
განიხილავს ის ემყარება ებრაჰან მასლოუსეულ „
მოთხოვნათა იერარქია“ სადაც თავსი მხრივ დაფასებასა და
თვითდამკვიდრებას მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ლეგიტიმურობა- სიტყვასიტყვით „კანონიერად ცნობა“.


ფათო გაგებით იგი ძალაუფლებას ხელისუფლებად
გარდაქმნის , უბრალოდ კანონიერისაგან ის იმით
განსხვავდება , რომ ეს უკანასკნელი ხელისუფლების
უპირობოდ პატივისცემას და მოქალაქეთა მხრიდან მის
მორჩილებას არ გულისხმობს .

მაქს ვებერი - ნაშრომები: „ პროტესტანტული ეთიკა და


კაპიტალიზმის არსი“ , „ რელიგიის სოციოლოგია“, „
ეკონომიკა და საზოგადოება“

ძალაუფლების ლეგიტიმაცია-ლეგიტიმურობის ,როგორც


სოციოლოგიური ფენომენის კვლევას სათავე ვებერმა
დაუდო . მას სურდა „ ბატონობის სისტემა“ გარკვეულ

15
კატეგორიებში მოექცია. მან შექმნა სამი იდეალური ტიპი,
რაც მისი აზრით პოლიტიკური მმართველობი უაღრესად
რთული ბუნების ამოხსნაში უნდა დახმარებოდა . ეს
ტიპები ავტორიტეტის სამ ხასიათს ააშკარავებს:
1) ტრადიციულს
2)ქარიზმატულს
3)კანონიერ-რაციონალურს

ტრადიცია-ყველაფერი რაც თაობიდან თაობას გადაეცემა .


ტრადიცია იმით განსხვავდება რეტროგადობისაგან , რომ
უწყვეტ კავშირს ინარჩუნებს წარსულთან და „ საათის უკან
გადაწევას“ არ სცდილობს. ის ხელს უწყობს ,რომ ხალხმა
შეინარჩუნოს მოწიწება, პატივისცემა და მოვალეობა
მმართველისადმი.

ქარიზმატულობა- გულისხმობს ადამიანის პიროვნულ ხიბლს.


ამგვარი ლიდერი სტატუსის თანამდებობის და
საზოგადობრივი მდგომარეობის მიუხედავად უშუალოდ
მიმართავს თავის მიმდევრებს ,როგორც სახალხო გმირი ან
წმინდანი . ქარიზმა- თავდაპირველად საღვრთისმეტყველო
ცნება იყო და ღვთიურ მადსლს აღნიშნავდა, როგორც
სოციოპოლიტიკური ფენომენი ის ხიბლსა თუ პიროვნლ
მიმზიდველობას ნიშნავს.

16
კანონიერ- რაციონალური-ხელისუფლებას კანონების ნათლად
და იურიდიულად ჩამოყალიბებულ კოდექსთან აკავშირებს ,
ვებერის აზრით ასეთი ავტერიტეტი ხელისუფლების ტიპური
ფორმა სახელმწიფოთა დიდ უმრავლესობაში . საბოლოო ჯამში
პრეზიდენტის , პრემიერ მინისტრისა თუ მთავრობის წევრების
ძალუფლება დადგენილი კონსტიტუციური ნორმებითაა
განპირობებული .

იურგენ ჰაბერმასი-ნაშრომი: „ თეორია და პრაქტიკა“, „ გზა


გონიერ საზოგადოებისაკენ“, „ კომუნიკატიური
დამაჯერებლობის თეორია“. თეორიები: „ ფრანგფურტის
სკოლის“, „ კომუნიკატიური ქმედების“

ბითემი ხელისუფლების კანონიერებას მხოლოდ სამი პირობის


დაცვის შემთხვევაში აღიარებს :
1) მმართველობა დადგენილ წეს-კანონებს უნდა მისდებდეს
2) ეს კანონები სამართლიანად უნდა ცნონ,როგორც
მმართველმა ისე მმართულმა უმრავლესობამ
3) ლეგიტიმურობა უნდა გამოვლინდეს მმართულთა
უპირობო თანხმობის სახით .

ლეგიტიმაციის პროცესის ორი მთავარი ნიშანთვისება :


1)არჩევნებისა და პარტიული კონკურენციის არსებობა

17
2)კონსტიტუციური ნორმებით განსაზღვრული ხალხისთვის
სასურველი მმართველობის ფორმა
ლეგიტიმაციის კრიზისი-ნეო-მარქსისტები ლეგიტიმაციიას
„ბურჟაზიულ მითად“ ნათლავენ. ფიქრობენ ,რომ ის ართულებს
პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას .

რევოლუცია-ძირისძირში ციკლურ ცვლილებებს ნიშნავს .


სიტყვასიტყვით არის“ ბრუნვა-ტრიალი“.თანამედროვე
კონცეფციით ნიშნავს შორს მიმავალ ცვლილებებს არსებული
წესრიგის მსხვრევასა და ახლით შეცვლას. არ არის
სავალდებული ყოველთის ძალადობრივი იყოს,ის არა მხოლოდ
ელიტას ცვლის ,არამედ შეუძლია ძირეულ ცვლილებების
გამოწვევა და მთლიანი სისტემის შეცვლა .

საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ფასკალური


კრიზისი- კრიზისი სახელმწიფოს ფინანსურ სისტემაში, როცა
სოციალური ხარჯების ზრდა საგადასახადო შემოსავლების
კლებას ემთხვევა.

18
IX თავი
მაგშტადტი
პოლიტიკური სოციალიზაცია

მოქალაქეობა- გულისხმობს სახემწიფოში და საზოგადოებაში


არსებული წესების, მოლოდინის , ნორმების თანახმად
მოქცევას. კარგი მოქალაქეობის არსებული კრიტერიუმები
შესაძლოა ძლიერ განსხვავდებოდეს სხვადასხვა ერში ,რადგან
კარგ მოქალაქეს განსაზღვრავს კანონები,რეჟიმები და წესები,
მაგრამ კარგი პიროვნების ზნეობრივი სახე მყარია და
ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმის მოთხოვნების მაღლა დგას.
(ამერიკაში მოქალაქეები ყველაზე თავისუფლად არიან
ამიტომაც სურთ რომ ამერიკის მოქალაქეები გახდნენ ... )
ავტორიტარულ სახელმწიფოში ცხოვრობენ რომელიღაც
კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ემორჩილებიან
კანონებს. თუკი ისინი სისტემის მიმართ დამთმობნი არიან
მთავრობა მათ არ აწუხებს.
ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ცდილობენ შეცვალონ
საზოგადოება და ჩამოაყალიბონ ახალი ტიპის მოქალაქე , ისი
ნებისმიერ მორალურად მიუღებელ ბრძანებასაც კი
შეასრულებენ .
დემოკრატიულ საზოგადოებაში კარგ მოქალაქედ ითვლება ის
ვიც კარგ მაგალითს იძლევა და პატივს სცემს სხვებს

19
კლასიკური ხედვა- მის თანახმად მოქალაქეობა მხოლოდ
ნაწილობრივ არის დაკავშირებული დაბადების ფაქტთან და
გეოგრაფიასთან. მოქალაქის უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს
წარმოადგენს საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად და
უანგაროდ მონაწილეობა.მოქალაქეობის ცნება განუყოფელი
ნაწილია პიროვნული ღირსების იდეის მას უნდა მოექცნენ,
როგორც თავისუფალ და თანასწორ პიროვნებას.

პოლიტიკური სოციალიზაცია-ეწ. პროცესს , რომლითაც


ადამიანი იძულებული ხდება იფიქროს საზოგადოებრივად
მიღებული ფორმით და კერძოდ პოლიტიკური სოციალიზაცია
არის პროცესი , რომელშიც მოქალაქეს უყალიბდება
ღირებულებები, შეხედულებები და აზრები , რომელთა
საშუალებითაც მათ შეუძლიათ პოლიტიკურ სისტემას
დაეხმარონ. ყოველი თვითკმარი საზოგადოება მოქალაქეს
ჩაუნერგავს გარკვეულ ძირითად ღირებულებებს. პოლიტიკური
შეხედულებებისჩამოყალიბების პროცესი ოჯახში იწყება.

ოჯახი-ზოგიერთი მთავრობა მხარში უდგას და მფარველობს


ოჯახს , ზოგი კი გულგრილადაა განწყობილი და ცდილობს
ნიადაგი გამოაცალოს, რადგან ოჯახური კავშირებიდან
გამომდინარე სიყვარულსა და ერთგულებას სახელმწიფოსთვის
ძირგამომთხრელად მიიჩნევენ.

სოციალური კლასი და უმცირესობის სტატუსი- მაღალი ფენის


ბავშვების პოლიტიკაში ჩაბმის ალბათობა უფრო მაღალია ,

20
დაბალი ფენები კი ნაკლებად ინფორმირებულნი არიან მსგავსი
ტიპის ღონისძიებებზე.

გენდერი და პოლიტიკა - ქალებს და მამაკაცებს


მმართველობისა და პოლიტიკის განსხვავებული ხედვა აქვთ .
საქმე გვაქვს გენდერულ განსხვავებაზე .

რელიგია-ეკლესიაც და სახელმწიფოც საკუთარ თავს მორალურ


ავტორიტეტის წყაროდ წარმოადგენს , რის გამოც მათ
სოციალიზაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭებათ. რელიგიას საზოგადოებაში ლეგიტიმუტობა აქვს ..
მაგ. ისლამური ფუნდამენტალიზმი რომელიც დიდ გავლენას
ახდენს საზოგადოებაზე.

სკოლა და სამოქალაქო განათლება-ახალგაზრდებში


საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებათა და
შეხედულებათა ჩანერგვაში უმნიშვნელოვანეს როლს
ასრულებს.განათლების მაღალი დონე დაკავშირებული იმ
სეგნებასთან ,რომ ადამიანს შეუძლია გავლენა მოახდინოს
ხელისუფლებაზე .

უმაღლესი განათლების გავლენა- ამ დროს განსაკუთრებულად


ვითარდება ადამიანის კრიტიკული აზროვნება. ლიბერალური
განათლების მომხრეები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ

21
ხელოვნებას და მეცნიერების მარადიულ შეკითხვას და აცნობენ
დიად იდეებს.

თანატოლები-ცნება ყურადღებას ამახვილებს პიროვნებათა


მიდრეკილებაზე თავი გააიგივონ თავის მსგავს ადამიანთა
ჯგუფებთან.

მასმედია-არადემოკრატიულ სახელმწიფოში თითქმის


ყოველთვის სახელმწიფოს მფლობელობაში და მის მიერ
კონტროლირდება. ხოლო დემოკრატიულ
სახელმწიფოშიპირიქით. სატელევიზიო რეკლამები უფრო
პოპულარული ხდება ვიდრე გაზეთები.

კანონი-კანონში ზოგიერთ საზოგადოებაში უკვე ასახულია


ღირებულებები და შეხედულებები , მაგრამ კანონი ასევე
ეხმარება ამ ღირებულებებისა და შეხედულებების
ფორმირებასაც. ზოგიერთი კანონი ემსახურება
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ზოგიერთი კრძალავს ...

პოლიტიკური სოციალიზაციის მარცხი-ზოგჯერ სახელმწიფო


ვერ ახერხებს მრავალეთნიკური ერის , ერთი თემის წევრებად
გაერთიანება.

22
ჰეივუდი
თავი 12
პოლიტიკური წარმომადგენლობა, არჩევნები და ხმის მიცემა.

კენ ლინგვისტონი- „ხმის მიცემა რომ რამეს ცვლიდეს ვინ


დაგვაცლიდა“

პოლიტიკური წარმომადგენლობა-როგორც პოლიტიკური


პრინციპი , წარმომადგენლობა საზოგადოებრივი საქმიანობის
ისეთი ფორმაა , როდესაც პიროვნება ან ჯგუფი ადამიანთა
უფრო დიდი რაოდენობის სახელით ლაპარაკობს ან მოქმედებს
დემოკრატიისგან ის იმით განსხვავდება , რომ თუკი ის
აღიარებს მიჯნას მმართველთა და მმართულთ შორის
დემოკრატია მისი კლასიკური ფორმით ამ მიჯნის გაუქმებასა
და სახალხო მმართველოდის დამკვიდრებას ესწრაფვის , თუმცა
წარმომადგენლობითი დემოკრატიაც შესაძლოა
დემოკრატიული მმართველობის შზღუდულ და არაპირდაპირ
ფორმად მოგვევლინოს, თუკი ისეთ კავშირს დაამყარებს
მმართველთა და მმართულთ შორის , როცა ხალხს საკუთარი
თავის გამოხატვისა და ინტერესთა დაცვის შესაძლებლობა
ეძლევა .

23
პოლიტიკური წარმომადგენლობის თეორიები :
 მინდობილობითი
 დელეგირებითი
 მანდატობრივი
 იგივეობრივი

მინდობილობითი მოდელი: ედმუნდ ბერსკის სიტყვიდან


მომდინარეობს . მისი აზრით წარმომადგენლობის არსი ნდობის
გამომცხადებელთა სამსახურში მდგომარეობდა - ნათელი
გონებითა და მტკიცე რწმენით მოქმედებაში , ანუ
წარმომადგენლობა ზნეობრივი ვალდებულებაა ვისაც გონე
უჭრის და ბედმა გაუღიმა შესაბამისი განათლებაც მიიღო ,
საკუთარი მდგომარეობა სწორედაც , რომ ბედისაგან
დაჩაგრულთა ინტერესების დასაცავად უნდა გამოიყენოს ამ
ხედვას ელიტისტური აზროვნების ელფერი დაჰკრავს.
იგულისხმება რომ არჩეულთ უკეთ ესმით , რა სურს ,
რაჭირდება ხალხს ვიდრე ამომრჩეველს . ჯ. ს. მილმა წამოაყენა
„არათანაბარი ხმის წესის“ თეორია . სხვადასხვა კლასის ხმას
სხვადასხვა ღირებულება ჰქონდა . განათლებულს 4-5,
ოსტატებს და ხელოსნებს 2-3, რიგით მუშებს 1 .

დელეგირებითი მოდელი: პეინმა წამოაყენა თავის პაფლეტში „


საღი აზრი“. დელეგატი ის არჩეული პირია , რომელიც
უშუალოდ მითითებით და სხვისი სახელით მოქმედებს , სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ იგი უბრალოდ სხვისი შხედულების

24
გამხმოვანებელია და უფლება არ აქვს საკუთარი მოსაზრებები
და სიმპათიები გაახმოვანოს , ამის ნათელი მაგალითია
რომელიმე ფირმის წარმომადგენელი ან ფირმის ელჩი ,
რომელსაც საკუთარი სახელით საუბარი ეკრძალება . ამ
მოდელის მომხრეები მასში პოლიტიკოსთა მიერ მისი
წარმომადგენლიშ შეხედულებების მაქსიმალურად უკეთ
გამოხატვის მექანიზმს ხედავდა , მისთვის დამახასიათებელია „
ხშირ ურთიერთმონაცვლეობა“ წარმომადგენლებსა და
წარმდგენთ შორის და ეს მონაცვლეობა არჩევნების გზით
გამოიხატება. მას ნაკლოვანებებიც გააჩნია : წარმომადგენელთა
სრულ ანგარიშვალდებულებას წარმდგენთა მიმართ
კონფლიქტებამდე მივჰყავართ .

ალტრუიზმი- სხვათა კეთილდღეობაზე ზრუნვა , რაც საერთო


სიკეთის გააზრებაზეა დამოკიდებული .

რეფერენდუმი: ღირსებები და ნაკლოვანებები- ხმის მიცემის


იმგვარი ფორმაა , როდესაც ამომრჩეველს შეუძლია საკუთარი
აზრი გამოხატოს ამა თუ იმ კონკრეტულ საზოოგადობისათვის
საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით . არჩევნებისაგან
იმით განნსხვავდება , რომ არ ისახავს მიზნად ხელისუფლების
ამა თუ იმ შტოს დაკომპლექტებას და შეუძლია ეღჯერადად
უშუალოდ მოახდინოს ზეგავლენა ქვეყნის პოლიტიკურ
კურსზე , ის შეიძლება კრძალავდეს რაიმეს ან გარკვეული
რჩევის მიცემას ისახავდეს მიზნად .

25
ღირსებები- მისი საშუალებით შეიძლება გაირკვეს რამდენად
მყარია ხელისუფლება და რამდენად ერთგულებს
საზოგადოებრივ აზრს ,ხელს უწყობს პოლიტიკურ
თანამონაწილეობას და უფრო გათვითცნობიერებულ
ამომრჩევლის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, განამტკიცებს
ლეიტიმურობას საზოგადოებისთვის ყველა საჭირბოროტო
საკითხზე აზრის გამოთქმის შესაძლებლობით , ის შეიძლება
უმთავრეს კონსტიტუციურ საკითხების მომგვარებლად იქცეს ,
ასევე საზოგადოების განწყობის საზომად იმ პრობლემებთან
დაკავშირებით რაზეც ძირითადი პარტიები არჩევნების დროს
ყურადღებას არ ამახვილებენ .
ნაკლოვანებები- პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება
გაუთვითცნობიერებელ და გამოუცდელ ხალხს უწევს, ვინც
ადვილად ექცევა მედიისა და სხვათა გავლენის ქვეშ , იგი
მხოლოდ დროის ერთ მონაკვეთში არსებულ საზოგადობის
განწყობას ასახავს , პოლიტიკოსებს აძლევს პოლიტიკური
აქცენტებით მანიპულირების საშუალებას და რთულ
გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს ,
პოლიტიკური საკითხების გამარტივება ახასიათებს და
პასუხების შესაძლებლობა მხოლოდ ჰო და არამდე დაჰყავს .

მანდატობრივი მოდელი- მინდობილობითი და


დელეგირებითი მოდელები თანამედროვე პარტიის
ჩამოყალიბებამდე შეიქმნა და ორივე მათგანი
წარმომადგენლებს დამოუკიდებელ პირებად განიხილავდა
დღეს იშვიათად ირჩევენ ინდივიდუალურ პირებს საკუთარი
26
უნარისა და ღირსებების საფუძველზე მათ საკუთარი
პარტიების ჯარისკაცებად მიიჩნევენ და მთლიან პარტიას
უჭერენ მხარს. გაჩნდა ახალი თეორია მანდატობრივი მოდელი
, რომლის მიხედვითაც არჩევნების მოგებით ესა თუ ის პარტია
სახალხო მანდატს იღებს და უფლებამოსილია ის პოლიტიკა
თუ პროგრამა განახორციელოს რასაც ხალსხს სთავაზობდა . ეს
მოდელი წინაპირობაა პარტიული ერთობის, პოლიტიკოსები
ამომრჩევლის ინტერესს არა მის მაგივრად განსჯის, არამედ
საკუთარ პარტიებსა და მათი პოლიტიკური ხაზის
ერთგულებით . მომხრეები ამტკიცებენ , რომ არჩევანი პარტიის
რაციონალური პოლიტიკისა და პროგრამის საფუძველზე
კეთდება , თუმცა მათი ნება ამ შემთხვევაშიც საკამათოა ,
რადგან ამა თუ იმ უპირატესობას მისი ლიდერის მიმართ
სიმპათიითა თუ სხვადასხვა „ ირაციონალური“ ფაქტორების
ზეგავლენით აძლევს , საერთოდაც პარტიისთვის მიცემული ხმა
მისი დებულების მხარდაჭერაა და არა მთლიანი პროგრამის
.გამოიყენება მხოლოდ მაჟორიტარულ სისტემებში . თუმცა
იკარგება ძალა თუკი პარტია ხმების 50% ნაკლებს აგროვებს .

ჯოზეფ შუმპიტერი- „ ეკონომიკური განვითარების თეორია „ „


ბიზნესის ციკლები“ , „ კაპიტალიზმი, სოციალიზმი და
დემოკრატია „

მანდატი - ესაა ზემდგომი მითითება ან დავალება , რომლის


შსრულებაც სავალდებულოა „ სახალხო მანდატის“ იდეა
მომდინარეობს არჩევნებში გამარჯვებული პარტიის
განცხადებებიდან , რომ მისი წინასაარჩევნო დაპირებები
27
ხალხის მიერ იქნა გაზიარებული და შესაბამისად
უფლებამოსილებაც შეიძინა , მანდატის ცნება
პასუხისმგებლობით განმსჭვაკლული პარტიული
მმართველობის გაარანტიაა , რამდენადაც სახელისუფლებო
პარტიას მხოლოდ მინიჭებული მანდატის შესაბამისად
შეუძლია მოქმედება- ეს „ პოლიტიკური მანდატია“ , თუმცა
არსებობს „ სახელისუფლებო“ და კონკრეტულ ლიდერებთან
მიმართებაში „ პიროვნული მანდატიც“ ოღონდ ძნელი
სათქმელია როგორ შეიძლება შიზღუდოს პოლიტიკოსთა
უფლებები მათი ხელისუფლებაში მოსვლლის შემდეგ .

იგივეობრივი მოდელი- ამ მოდელისთვის უმთავრესი ის კი


არაა რა ნიშნით აირჩევიან წარმომადგენლები , არამედ
რამდენად იგივდებიან ისინი საკუთარ ამომრჩეველთან .
ამრიგად წარმომადგენლობითი ხელისუფლება მთლიანი
ხელისუფლების შემცირებული ასლია მასში შემავალი ყოველი
ჯგუფისა და სეგმეტის წევრებს აერთიანებს კლასობრივი ,
სქესობრივი, რელიგიური , ეთნიკური , ასაკობრივი ცენზის
მიუხედავად და რაოდენობრივადაც საზოგადოებაში არსებული
ვითარების პროპორციული უნდა იყოს . „ მიკროკოსმური“
წარმომადგენლობის ეს იდეა , როგორც წესი სოციალისტებს და
რადიკალურად განწყობილ მოაზროვნეებს ხიბლავს ,
ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს , რომ თუ ქალი ქალის
ინტერესებს დაიცავს , კაცი კაცის ,მაში ვინ დაიცავს მთლიანი
საზოგადოების ინტერესებს .

28
არჩევნები- დემოკრატიას თეორეტიკოსების ნაწილი აიგივებს
არჩევნებთან , არჩევნებს განსხვავებული ფორმები აქვს
:არჩევნებში მნიშვნელოვანია რომელი ინსტიტუტები და
თანამდებობები უნდა იყოს არჩევითი , ვინ ითვლება
ამომრჩევლად , სად და როგორ აძლევენ ხმას , კონკრეტულია
არჩევნები თუ არა , როგორ იმართება არჩევნები.

არჩევნების დანიშნულება- ჰაროპისა მილერის აზრით არსებობს


ორი განსხვავებული შეხედულება კონკრეტულ არჩევნებთან
დაკავშირებით : გავრცელებული მოსაზრებით ის მექანიზმია,
რომლითაც პოლიტიკოსებს პასუხი მოეკითხებათ ,
ვალდებულებაც ეკისრებათ საზოგადოებრივი თანხმობის
პოლიტიკა გაატარონ , ამ შემთხვევაში არჩევნების
ეტაპობრიობაზე მახვილდება ყურადღება - მხარდაჭერის
მოპოვება, არჩევნებში გამარჯვება, მთავრობის დაკომპლექტება
, პოლიტიკური კურსის გატარება და ა. შ . მეორემხრივ -
თეოერეტიკოსების მიერ გამოთქმული რადიკალური
მოსაზრებების თანახმად ( მაგ. გინზბერგი) არჩევნების იარაღია
, ხელისუფლებათა და პოლიტელიტების ხელშო რითაც
მოსახლეობას აკონტროლებენ და მას მორჩილ მასად აქცევენ .
ამ შემთხვევაში ეტაპობრივი ფუნქციები ყირაზე დგება - ჯერ
ლეგიტიმურობის განაღდება , საზოგადოებრივი აზრის
ფორმირება, ელიტის გაძლიერება . არჩევნები არცერთი ამ
ნიშანთვისების გამტარებელი არაა , ისინი არც საზოგადოებრივ
ანგარიშვალდებულების მატარებელია , არც მოსახლეობის

29
კონტროლის , ის ერთმანეთზე ზემოქმედების საშუალებას
აძლევს ხელისუფლებასაც და ხალხსაც , ელიტასაც და მასასაც .
უმთავრესი ვალდებულებებიაა;
პოლიტიკოსების შერჩევა - ამ პერიოდში ცდილობენ პარტიები
პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას . აქ მნიშვნელოვანი
ქარიზმა , ჭერმეტყველება, შესაბამისი ქცევა და არა
სპეციალური ცოდნა- გამოცდილება .
მთავრობის ჩამოყალიბება- არჩევნების გზით ყველა შტოს
მხოლოდ სამ ქვეყანაში აკომპლექტებენ აშშ-ში , ვენესუელასა
და საფრანგეთში . სხვაგან არჩევნების შემდგომი
მოლაპარაკებების გზით წყდება ეს საკითხი , პროპორციული
წარმომადგენლობის გამოყენებით.

წარმომადგენლობის უზრუნველყოფა- არჩევნებია საშუალება


რითაც საზოგადოების მოთხოვნა ხელისუფლებამდე მიდის ,
თუმცა როცა იმედი არ უმართლდებათ შემდეგ არჩევნებს
ელოდებიან . არჩეული ხელისუფლება არსად არის მთლიანი
საზოგადოების სარკე .

პოლიტიკაზე ზეგავლენა- არჩევნები აიძულებს ხელისუფლებას


თავი შეიკავონ არაპოპულარული პოლიტიკის გატარებისაგან ,
უშუალოდ პოლიტიკაზე ისინი მხოლოდ განსაკუთრებულ
შემთხვევებში ზემოქმედენ , როდესაც მთავარი განმსაზღვრელი
ერთი კონკრეტული საკითხი ხდება .ხელისუფლების
პოლიტიკა ეკონომიკის მდგომარეობის ანარეკლია.

30
ამომრჩეველთა გათვითცნობიერება- წინასაარჩევნო კამპანიის
დროს ამომრჩეველს ზღვა ინფორმაცია მიეწოდება სხვადასხვა
საკითხთან დაკავშირებით , თუმცა მაშინ ათვიცნობიერებენ ამ
ინფორმაციას , როცა უშუალოდ მათი ინტერესები ღვივდება და
ჯანსაღი აზრის გაცვლა- გამოცვლა მიმდინარეობს და არ
იწვევს აპათიასა და გაუცხოებას , თუმცა პარტიებს ხალხის
დარწმუნება უნდათ და არა გათვიცნობიერება , ამიტომ
ზოგრჯელ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

ლეგიტიმურობის განაღდება- მიუხედავად წყვეტს თუ არა


რამეს არჩევნები მისი ჩატარება აუცილებელია მმართველის
ლეგიტიმურობის დასაცავად და მასში გამარჯვება ყველაფრის
მიუხედავად საზოგადოების თანხმობად შეიძლება ჩაითვალოს
.

ელიტების გაძლირება- არჩევნები შეიძლება ელიტების მიერ


მასების გაკონტროლების და მანიპულირების საშუალებად
მიიჩნევა , სწორედ ამაზე ამბობდა პრუდონი - ხმის მიცემის
საყოველთაო უფლება იგივე კონტრევოლუციააო . არჩევნებით
ხალხს უჩნდება განცდა რომ ხელისუფლებას თავის ჭკუაზე
ატარებს .

31
საარჩევნო სისტემები: ღირსებები და ნაკლოვანებები .
საარჩევნო სისტემა არჩევნების ჩატარების წესთა ერთობლიობაა
, ისინი რამდენიმე თვალსაზრისით განსხვავდებიან :
1)არჩევანის გაკეთება კანდიტატებს შორის უწევს, ზოგჯერ
პარტიათაშორის .
2) ზოგრჯერ ერთ კანდიტატს ირჩევენ , ზოგრჯერ რამდენიმეს-
რიგობის მიხედვით.
3)ამომრჩეველი ზოგ ქვეყანაში საარჩევნო უბნად ან ოლქად
ჯგუფდება .ამგვარ ჯგუფებს ერთი ან რამდენიმე
წარმომადგენლის არჩევა შეუძლია .
4) კანდიდატის ასარჩევად საჭირო მხარდაჭერის დონე უბრალო
უმრავლესობით , აბსოლიტური უმრავლესობით , ან ქვოტით
განისაზღვრება ...

სისემები ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს როგორ იქცევა ხმა


მანდატად .-
1) არსებობს მაჟორიტარული სისტემა , როცა
მრავალრიცხოვანი პარტიები პროპორციულად მეტ ადგილს
იღებენ არჩევნებში მოპოვებული ხმების პროპორციასთან
შედარებით , ეს ზრდის პარტიის შანსებს უმრავლესობით
მოვიდეს პარლამენტში.
2) არსებობს ასევე პროპორციული სისტემა , რომელიც
მიღებულ ხმებსა და პარტიის მიერ საკანომდებლო
ორგანოში დაკავებულ ადგილებს შორის თანასწორ ან

32
შედარებით თანასწორ პროპორციას უზრუნველყოფენ . ამ
შემთხვევაში პარტია რომელიც ხმებიდ 45 %-ს იღებს
მანდატების იმდენივე პროცენტის მფლობელი ხდება . ეს
სისტემა ნაკლებად სავარაუდოს ხდის ერთპარტიულ
მმართველობას და მრავალპარტიულობას , გულისხმობს
კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას.

პროპორციული წარმომადგენლობა - გულისხმობს რომ


პარტიები ამომრჩევლის საყოველთაო მხარდაჭერის
პროპორციულად იქნას წარმოდგენილი და მიღებული
ადგილების %-ლი მაჩვენებელი ხმების მიღებული პროცენტის
თანაზომიერი უნდა იყოს. პროპორციული წესით არჩევის
რამდენიმე მექანიზმი არსებობს : ყველაზე ცნობილია
პარტიული სიების სისტემა და შერეული სისტემა .ზოგრჯერ
არცისე მკაფიო ზღვარია გავლებული პროპორციულ და
მაჟორიტარულ სისტემებს შორის . მაგ . ბრიტანეთში
პროპორციული სისტემა პარტიების წარმომადგენლობას .
გულისხმობს და არა ინდივიდუალური კანდიტატების.

მაჟორიტარული სისტემის ნაკლოვანება იმაში მგომარეობს, რომ


წარმომადგენლობითი ფუნქციებიხალხის იმედგაცრუებას
იწვევს ხოლმე .პარტიის წარმომადგენლობა არა შეესატყვისება
ამომრჩევლის აქტიურობას . ორპარტიული სისტემა და
ერთპარტიული მთავრობა მაჟორიტარული მიკერძოების
შედეგია და ხალხის რეალურ განწყობას სულაც არ ასახავს.

33
ორტურიანი სისტემა - (საფრანგეთში) . ეკუთვნის
მაჟორიტარულ ტიპს . დამახასიათებელი ნიშნებია:
1) ერთ კანდიტატს ირჩევენ ერთ მანდატიან ოლქში
2) პირველ ტურში გასამარჯვებლად კანდიტატს
აბსოლიტური უმრავლესობა ესაჭიროება .
3) პირველ ტურში ვერ გამარჯვების შემთხვევაში ინიშნება
მეორე ტური .
უპირატესობები:
1) არჩევანის მეტ საშუალებას იძლევა , პირველში შეუძლია
გულის კარნახს მიენდოს ამომრჩეველი მეორეში კი
გონებით აირჩიოს.
2) რადგან უმრავლესობის მხარდაჭერითაა გამარჯვება
შსაძლებელი კანდიტატები ყველას გულის მოგებას
შეეცდებიან .
3) მეტი ალბათობა მტკიცე და მდგრადი ხელისუფლების
მიღების .
ნაკლოვანებები:
1) რადგან ნაწილობრივ პროპორციულია ბევრის სიმპათიას
უგულვებელყოფს „ მესამე“ პარტიისთვის
არასამართლიანია.
2) მეორე ტურში ხმების მოსაპოვებლად ვაჭრობა-
გარიგებების გამო პარტიამ შეიძლება საკუთარ პრინციპებს
გადაუხვიოს .
3) მეორე ტურის გამო შეიძლება ამომრჩეველს
პოლიტიკისადმი ინტერესი გაუნელდეს .

34
ერთწევრიანი სისტემა - „ ერთი გამარჯვებულის
პრინციპი“ გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში,
ინდოეთში და ა.შ . არის მაჟორიტარული სისტემის ტიპი .
დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია:
1) ქვეყანა თანაბარი ზომის ერთმანდატიან ოლქებად
იყოფა .
2) ჯვრის დასმით ამომრჩეველი ერთ კანდიდატს აძლევს
ხმას .
3) კანდიდატს გამარჯვებისთვის უბრალოდ სხვაზე მეტი
ხმის დაგროვება სჭირდება .

უპირატესობები:
1) ხმის მიცემის შემდეგ ეს სისტემა უშუალო კავშირს
ამყარებს ამომრჩეველსა და არჩეულს შორის .
2) იგი სთავაზობს ხალხს შესაძლო მმართველი პარტიების
არჩევას .
3) მისი წაყალობით ხელისუფლება ამომრჩევლის
უპირობო მანდატს ეუფლება უმრავლესობის
მხარდაჭერით .
4) ხელს უწყობს უკიდურესობის თავიდან არიდებას,
რადგან რადიკალური პარტიების მოსვლას უშლის ხელს
.
5) უზრუნველყოფს მტკიცე და შედეგიან მმართველობას ,
რადგან ერთი პარტია არის წარმომადგენლობით
ორგანოში.

35
6) იშვიათად მთავრდება კრახით, რადგან შინაგანი
დაპირისპირება მთავრობას ხშირი ცვლის საშუალებას
არ აძლევს .

ნაკლოვანებები:
1) ბევრი ამომრჩევლის ხმა იკარგება
2) ხმები ამ დროს იფანტება კიდეც , რადგან მომცრო
პარტიების მხარდაჭერა საერთოდ არსად არ აისახება .
3) ბიპოლარული ტენდენციების გამო მხოლოდ შეზღუდულ
არჩევანს გვთავაზობს ( ორი ძირითადი პარტია ჰყავთ)
4) უბრალო უმრავლესობის გამო ეჭქვეშ აყენებს მთავრობის
კანონიერებას , რომელიც შიძლება უმრავლესობის
მხარდაჭერით არ სარგებლობდეს .
5) იწვევს დესტაბილიზაციას (ხელისუფლების შეცვლამ
შეიძლება პოლიტიკური კურსის რადიკალური ცვლილება
გამოიწვიოს )
6) მივყავართ არაანგარიშვალდებული მმართველობისკენ ,
რადგან საკანომდებლო ხელისუფლება აღმასრულებელი
ხელისუფლების გავლენის ქვეშ ექცევა.
7) ზღუდავს კანდიდატთა მრავალფეროვნებას , რადგან
ამომრჩეველთა არჩევანი გაუთვალისწინებელი რჩება .

პირველი ხმის დეფერენცირებული მიცემა , მეორე ერთი


დამატებითი ხმის მიცემა - პირველი გამოიყენება ავსტრალიაში
, მეორე გაერთიანებულ სამეფოებში ლონდონის მერის
არჩევისას. ეკუთვნის მაჟრიტარულ ტიპს. ნიშნები:

36
ერთმანდატიანი ოლქი , ხმის მიცემა შერჩევითია , პირველ
შემთხვევაში რიგობის მიხედვით ანიჭებს უპირატესობას
ამომრჩეველი, მეორე ვარიანტში ყველა მისაღების გარდა კიდევ
ერთი კანდიდატის შემოხაზვის უფლება აქვთ ., საერთო ხმები
50% უნდა დააგროვოს გამარჯვებულმა ,ხმები პირველი
ადგილის მიხედვით ითვლება , თუ ვერცერთი ვერ დააგროვებს
50%-ს დაბალხმიანები ეთშბიან და მათი ხმები
პროპორციულად ნაწილდება . იქამდე გრძელდება ეს პროცესი
სანამ ერთერთის უპირატესობა არ გამოიკვეთება . მეორეს
შემთხვევაში ორი ძირითადი პარტია რჩება დანარჩენი კი
ეთიშება .

უპირატესობები:
1) ერთპარტიული სისტემისგან განსხვავებით ნაკლები ხმა
იკარგება .
2) მეორე ტურის სიტემისგან განსხვავებით კანდიტატებს
შორის ურთიერთგარიგება არ მოქმედებს შედეგზე.
3) იმისდა მიუხედავდ, რომ კანდიდატს 50%-ი სჭირდება
ერთპარტიული უმრავლესობის მმართველობა
გამორიცხული არაა .
ნაკლოვანებები:
1) ერთ პარტიულ სისტემასთან შედარებით მთლიანად
პროპორციული არ არის . მოსალოდნელია დიდი
პარტიების სასარგებლოდ მიკერძოება .
2) შედეგზე შეიძლება ამომრჩეველმა იმოქმედოს , ვინც
ექსტრემალისტურ მიმართულების პარტიას უჭერს მხარს.

37
3) გამარჯვებული კანდიდატები შეიძლება არც აღმოჩნდნენ
პირველი ადგილის ამღებნი , უბრალოდ ნაკლებად
არაპოპულარულთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ .

შერეული სისტემა - გამოყენება გერმანიაში , იტალიაში,


რუსეთში, ახალ ზელანდიასა და გაერთიანებულ სამეფოებში
შოტლენდიისა და უელსის ასამმბლეის არჩევისას . ტიპი
პროპორციული. ძირითადი ნიშან-თვისებები:
1)მანდატების გარკვეული რაოდენობა , ერთ მანდატიან
ოლქებში ერთი გამარჯვებულის პრინციპით ნაწილდება .,
2) დარჩენილი მანდატები ნაწილდება პარტიული სიების
მიხედვით .,
3) ამომრჩეველი ორჯერ აძლევს ხმას , ერთხელ კანდიდატს ,
ერთხელ პარტიულ სიას.,

უპირატესობები;
1) ამგვარი სისტემა ამომრჩევლის კერძო ინტერესებსა და
საარჩევნო სამართლიანობას აბალანსებს . ხოლო
პარტიული სიის არსებობა საკანომდებლო ორგანოში
პროპორციულ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს .
2) სისტემის სრული პროპორციულობა ერთპარტიული
მმართველობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს .
3) ამომრჩეველს შეუძლია ერთი პარტიის წარმომადგენელს
დაუჭიროს მხარი და სხვა პარტიას მისცეს ხმა .

38
4) ითვალისწინებს, რომ წარმომადგენლობითი ორგანოსა და
აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობა
ერთმანეთისგან განსხვავდება , ორივე თავისებურ უნარსა
და გამოცდილებას მოითხოვს .
ნაკლოვანებები:
1) ერთ მანდატიანი ოლქების დატოვება სრულ
პროპორციულობას უშლის ხელს .
2) წარმომადგენელთა ორ ტიპს გვთავაზობს , ერთი
ამომრჩევლის წინაშეა პასუხისმგებელი, მეორეს
მინისტრთა სავარძლის პოზიცია ხიბლავს .
3) არჩეულ კანდიდატს ბევრად უფრო მეტი ამომრჩევლის
ინტერესის დაცვა უხდება .
4) პარტიული პოლიტიკა უფრო მკაცრი და
ცენტრალიზებულია , პარტია წყვეტს ვინ იყაროს კენჭი
ინდივიდუალურად და ვინ შეიყვანოს სიაში და რა
რიგითობით .

პარტიული სიების სისტემა - გამოიყენება ბელგიაში ,


ისრაელში, ლუქსემბურგში, შვეიცარიასა და
ევროპარლამენტში, ტიპი არის პროპორციული. ნიშან-
თვისებები:
1)ან მთელი ქვეყანა ერთ ოლქად განიხილება , ან
რეგიონალურიის პარტიული სიების შემთხვევაში იქმნება
რამდენიმე მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი .
2) პარტიები საკუთარი კანდიდატების სიას წარუდგენენ
ამომრჩეველს უპირატესი თანმიმდევრობის ნიშნით .,
3) ამომრჩეველი პარტიას აძლევს ხმას და არა კანდიდატს .,

39
4) პარტიები მიღებულოი ხმების პირდაპირ
პროპორციულად ირიგებენ საპარლამენტო მანდატს და
ადგილებსაც სიის მიხედვით ინაწილებენ .,
5) შეილება დაწესდეს ზღვარი , რათა გამოირიცხოს მცირე
რიცხოვანი ექსტრემალური პარტიების წარმომადგენლები
.

უპირატესობები:
1) წმინდა პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა ,
რომელიც ყველა პარტიისადმი სამართლიანია.
2) ხელს უწყობს ამომრჩეველს , რომ მხოლოდ კუთხური
ინტერესთ არ შემოიფარგლოს.
3) პარტიულ სიაში მოხვედრის შემთხვევაში ქალებს და
უმცირესობის წარმომადგენლებს მეტი შესაძლებლობა
ეძლევათ .
4) პატარ-პატარა პარტიათა სიმრავლე ხელს უწყობს
მოლაპარაკებებისა და შთანხმების მნიშვნელობას .

ნაკლოვანებები:
1) პატარ-პატარა პარტიების არსებობამ შეიძლება სუსტი და
არამყარი ხელისუფლება წარმოშვას.
2) არ არსებობს უშუალო კავშირი ამომრჩეველსა და
ამორჩეულს შორის .
3) პარტიულ სიაში მოხვედრილი არაპოპულარული
კანდიდატების გამოხმობა შეუძლებელია .

40
4) პარტიები ცენტრალიზებულად იმართებიან , რადგან სიის
ლიდერი ამტკიცებს და დაწინაურების იმედით
ერთგულებას ავლენენ ხოლმე .

პროპორციული სისტემა - პროპორციული სისტემა მეტად


წარმომადგენლობითია , თუმცა მასში შეიძლება შეიქმნას
კოალიციური მთავრობა . რომლებსაც საერთო ჯამში 50%-ზე
მეტი ხმა აქვთ , მაგრამ გამორიცხული არ არის , რომ წამყვანი
პარტიის გავლენის ქვეშ მოექცნენ . მისი დამცველები
ამტკიცებენ , რომ საკუთარი პოლიტიკის გამტარებელი
მთავრობა დიდი ვერაფერი ხეირია და კრიტიკულ აზრს
ზღუდავს და არ არის გავჭვირვალე. ფართო კოალიცია
შეიძლება უფრო პასუხობდეს საზოგადოების მოთხოვნებს .
ძლიერი მმართველობა სახელისუფლებო პოლიტიკის
სრულყოფას უნდა გულისხმობდეს და არა საკუთარი ვადის
ბოლომდე მიტანას .

მაჟორიტარული სისტემა - ამომრჩევლის ნებას შეიძლება


შედეგი არ პასუხობდეს . მისი დამცველები ამბობენ , რომ მყარი
და შედეგიანი მმართველობის წინაპირობაა ეს სისტემა და ამით
ამართლებენ პროპორციულობის ნაკლებობას .
ერთპარტიულობით ხელისუფლებაში სიმშვიდეს უსვამენ ხაზს
და მშვიდობიანად ჩამთავრებას მმართვის ვადის. კოალიციურ
მთავრობაზე ამბობენ , რომ ხშირად უწევთ სხვადასხვა აზრთა
შეჯახება და ხშირი განხეთქილებაა მასში , რის გამოც ხშირად
ფუნქციონირებას ამთავრებენ . ამის მაგალითია იტალია .

41
რა მოაქვს არჩევნებს - საზოგადოებას უჩნდება განცდა , რომ
გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე და ირჩევს ვინ
იქნება ხელისუფლების სათავეში , ის ამძაფრებს მედიის
საქმიანობას , პოლიტიკოსების აზრით არჩევნები
საზოგადოებრივი ინტერესების ნათელი
გამოხატულებაა.პოლიტოლოგთა აზრით კი , ხალხის
ცვალებადობის გამოხატულება. იმის გამო რომ ყველას
ერთნაირი ხედვა არ გააჩნია არჩევნები უმრავლესობის ნების
ანარეკლია და არა ყველას . დაუნსი თავის წიგნში მიიჩნევს რომ
არჩევნები ამომრჩეველთა კერძო ინტერესის გამოხატულებაა .

ენტონი დაუნსი - წიგნი „ დემოკრატიის ეკონომიკური


თეორია’“

საზოგადო ინტერესი - საყოველთაო ან კოლექტიური


ინტერესები , რაც მთლიანად საზოგადოებისთვისაა
სასარგებლო , ამასთან დაკავშირებით ორი შეხედულება
არსებობს: ერთის თანახმად გამიჯნულია საზოგადო და კერძო
ინტერესები საზოგადოებრივი არის უზენაესი და ზნეობრივად
აღმატებული კერძოსთან შედარებით . მეორეს მიხედვით
მხოლოდ კერძო ინტერესი არსებობს და საზოგადო ინტერესიც
კერძოა , რადგან ყოველი პიროვნებისთვის ასასრგებლოდ
მიჩნეული ინტერესების ჯამია . ლიბერალი
ინდივიდუალისტები საერთოდ უარყოფენ საზოგადო
ინტერესების ცნებას .

42
როგორ და რატო ვაძლევთ ხმას :- ხალხის უმთავრესი მოთხოვაა
მატერიალურად უზრუნველყოფა , ამიტომაც ხელისუფლებაც
და მონაწილე პარტიებიც ეკონომიკას ყოველთვის გამოყოფენ .
თარიღი წინასწარ ცნობილია ამიტომ ყოველთვის იცის
ხელისუფლებამ , როდის შემობრუნდეს ხალხისკენ . ყველაზე
დიდი მნიშვნელობა ლიდერს ენიჭება , წინა სარჩევნო კამპანია
განსაკუთრებით დიდხანს გრძელდება რომ გავლენა მოახდინონ
ხალხზე , მედიამ კი შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს
ხალხის გადაწყვეტილებაზე . პსიქოლოგიური ,
სოციოლოგიური , ეკონომიკური და იდეოლოგიური გავლენის
მეშვეობით , რომლებიც არჩევნებს ახლავს გამოიკვეთა
არჩევნების ოთხი ძირითადი მოდელი . ესენია:
 პარტიაზე ორიენტირებული
 სოციოლოგიური
 ხელსაყრელი არჩევანის
 იდეოლოგიური

„ერთგულთა „ გაუცხოება - ეს ის შემთხვევაა , როცა პარტიის


მომხრე ადამიანებს გული უცრუვდებათ და აქტიურად აღარ
მონაწილეობენ არჩევნებში , ამის გამო შეიძლება ძველმა
პარტიებმა დათმონ პოზიციები და ახალი პარტიები
გამოვიდნენ ასპარესზე, ამის მიზეზად შეიძლება იქცეს
მოსახლეობის მეტი გათვითცნობიერება , გეოგრაფიული და
სოციალური მობილურობის ზრდა, ტელევიზიის , როგორც
პოლიტიკური ინფორმაციის ძირითადი წყაროს მზარდი
გავლენა .

43
პარტიაზე ორიენტირებული მოდელი-ამ შემთხვევაში
ამომრჩეველი განიხილება , როგორც პარტიასთან
ფსიქოლოგიურად გაიგივებული პიროვნება და მისი
ხანგრძლივი მხარდამჭერი , ვინც ამ პარტიას თავისად მიიჩნევს
. ხმის მიცემა უბრალოდ ერთგულების გამოვლინებაა და
მედიას და სხვადასხვა კამპანიებს ნაკლები როლი ენიჭება .
ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ ბოლო დროს
ერთგულთა გაუცხოება ხდება ,მაგ . აშშ-ში და ბრიტანეთში ორ
ძირითად პარტიას ხმების რაოდენობა შეუმცირდა , ხოლო
მესამეს გაეზარდა .

სოციოლოგიური მოდელი- ეს მოდელი ამომრჩევლის


გადაწყვეტილებას ჯგუფურ კუთვნილებას უკავშირებს . ანუ
არჩევანი იმ ჯგუფის ეკონომიკური და სოციალური
მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება , რომელსაც ესა
თუ ის ადამიანი წარმოადგენს , ამ შემთხვევაში
არამემკვიდრეობიტ მიღებული პარტიისადმი ფსიქოლოგიური
ერთგულება გამოდის წინა პლანზე , არამდე სოციალური
ნიშანი , რაც თავის მხრივს საზოგადოებაში არსებულ დაყოფისა
თუ დაძაბულობის ანარეკლია. დაყოფა უმთავრესად
კლასობრივი, სქესობრივი, ეთნიკური , რელიგიური და
კუთხურობის ნიშნით ხდება .

ხელსაყრელი არჩევანის მოდელი- ამგვარ მოდელში


სახელისუფლებო პარტიის ქმედებატა ამპმრჩევლის მიერ

44
შეფასებას ხედავს ზოგი , ზოგიც კი ამომრჩეველს
სუპერმარკეტში შესულთ ადარებს . „ მომგებიანი თემების „
მნიშვნელობაა ხაზგასმული , პარტია ცდილობს ამომრჩეველს
მათ ინტერესებზე მორგებული კამპანია შესთავაზოს . ამ
მოდელის შექმნა ერთგულ მხარდაჭერთა კლებას და
კლასობრივ გაუცხოებას მოჰყვა . სისუსტე ისაა , რომ
კონკრეტულ ამომრჩეველს მისი საზოგადოებრივი თუ
სოციალური კონტექსტიდან მოწყვეტილად განიხილავს .

იდეოლოგიური მოდელი- შედარებიტ რადიკალური


შეხედულებაა არჩევნების მოდელთან დაკავშირებით . ხაზს
უსვამს რამდენად ზემოქმედებს პიროვნების არჩევანზე
იდეოლოგიური ზეგავლენა თუ პირდაპირი წნეხი.
სოციოლოგიურის მზგვსად აქაც არჩევანის გაკეთება
სოციალურ კიბეზე ადამიანის მიერ დაკავებული
მდგომარეობის გამოვლინებად მიიჩნევა , თუმცა განსხვავებით
მისგან ყურადღებას ამახვილებს რამდენადაა განპირობებული
პიროვნების მიერ საკუთარი მდგომარეობის შეფასება
განათლების სისტემის , ხელისუფლების და რაც მთავარია
მასმედიის გავლენით . ადრე თუ მედია მხოლოდ ამძაფრებდა
მოსახლეობის დამოკიდებულებას ახლა მან შეიზლება დიდი
გავლენა მოახდინოს და საერთოდ დაამახინჯოს პოლიტიკური
განწყობილება , კონკრეტული იდეოლოგია აქვთ პარტიებს და
არააქვთ უფლება , რომ ამ იდეოლოგიას გადაუხვიონ , ამიტომ
საარჩევნო პროცესი არა არსებულის გაუმჯობესებას , არამედ
არსებულის შენარჩუნებას ემსახურება . სისუსტე ისაა, რომ არ

45
ითვალისწინებს ცალკეული პიროვნების მოსაზრებებს და მის
კერძო ინტერესებს სრულიად უგულველყოფს .

მომგებიანი თემები _ არჩევა იმისდა მიხედვით რამდენად


თანმხვედრია ამა თუ იმ პარტიის პროგრამა პიროვნების კერძო
ინტერესებთან .

13თავი
ჰეივუდი
პარტიები და პარტიული სისტემებ
თანამედროვე პოლიტიკური პარტოიები არ არსებობს იქ, სადაც
ტირანია , დიქტატურა და სამხედრო რეჟიმია .

პოლიტიკური პარტია- არჩევნების ან რაიმე სხვა გზით


სახელისუფლებო ძალაუფლების მოპოვების გზით ,
სახელისუფლებო ძაუფლების მოპოვების მიზნით
გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფია .
ნიშან- თვისებები :
1) მიზნად ისახავს ძალაუფლების მოპოვებას
46
2) ორგანიზებული გაერთიანებები და „ საბუთიანი „
წევრებისგან შედგება .
3) საკითხთა ფართო წრე აინტერესებთ და ცდილობენ
სახელისუფლებო პოლიტიკის ყველა ძირითადი
მიმართულება მოიცვან .
4) განსხვავებული ხარისხით , მაგრამ მაინც ყოველი
კონკრეტული პარტია გაზიარებული პოლიტიკური
სიმპათიებისა და ერთგვაროვანი იდეოლოგიური მრწამსის
გამომხატველია .

პარტიული პოლიტიკა- პოლიტიკური პარტიები


სახელმწიფოთა უდიდეს უმრავლესობაში და პოლიტიკური
სისტემების უმეტოსობაში არსებობს . შეიძლება იყოს
ავტორიტარულიც და დემოკრატიულიც , ძალაუფლებას
ესწრაფოდეს არჩევნების ან რევოლუციის გზით , ატარებდეს
მემარცხენე, მემარჯვენე თუ ცენტრისტულ იდეოლოგიას , ან
საერთოდ შორს იდგეს პოლიტიკისგან.

ფრაქცია , ფრაქციონალიზმი- ფრაქცია და პარტია თავიდან


ერთი და იგივე მნიშვნელობით მოიხმარებოდა , დღესდღებით
ფრაქცია არის მცირე ჯგუფები , რომლებიც უფრო დიდ
გაერთიანებაში პარტიაში გვხვდება და იდეოლოგიურად
პარტიის მისწრაფებებს არ ეწინააღმდეგება . ფრანქციონალიზმი
კი ან ფრანქციებად რღვევას ანდა მძაფრ ფრაქციათაშორის
დაპირისპირებას ნიშნავს .

47
პარტიათა ტიპები:
საკადრო და სახალხო პარტიები
წარმომადგენლობითი და ე.წ“ დამრაზმავი „პარტიები
კონსტიტუციური და რევოლუციური პარტიები
მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები

საკადრო და სახალხო პარტიები - ტერმინი საკადრო პარტია


თავიდან ნიშნავდა წარჩინებულთა გაერთიანებას და მასობრივი
ორგანიზაციის შექმნას არ ისახავდა მიზნად . ჩამოყალიბდა
საპარლამენტო ფრაქციების საფუძველზე , დღესდღეობით
კადრი პარტიის ფროფესიონალ წევრთა მიმართებაში იხმარება.
მაგ. სსრკ კომპარტია, ნაცისტური პარტია, ფაშისტური პარტია-
საკადრო პარტიებია. მასში ელიტას გადამწყვეტი როლი
ენიჭება, გასაწევრიანებლად შემოღებულია მკაცრი
კრიტერიუმები.
სახალხო პარტიისთვის კი მნიშვნელოვანია რაც შეიძლება
მეტი მომხრეს მოძებნა და ფართო საარჩევნო საყრდენის შექმნა .
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ევროპული ტიპის
სოციალისტური ძირითადად მუშათა კლასის მხარდაჭერაზე
ორიენტირებული გერმანიის სოციალ- დემოკრატიული და
ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიები . დემოკრატიულობის
მიუხედავად ცოტა წევრს ეძლევა პარტიაში გადაწყვეტილების
მიღების საშუალება .

48
ოტო კირხამელი- „ განურჩევლად შემკრებთა „ რის მიხედვითაც
ხალხის გულის მოსაგებად პარტიები ხშირად თმობენ
იდეოლოგიურ პრინციპებს , კლასიკური ტიპის სახალხო
პარტიას ლიდერის პიროვნულობაზე გადააქ ყურადღე და
აკნინებს ცალკეულ წევრთა როლს.

წარმომადგენლობითი და „დამრაზმავი“ პარტიები- პარტიები


ამ ნიშნით დაჰყო ზიგმუნდ ნოიმანმა. წარმომადგენლობითი
ისეთი პარტიებია , რომლებიც მთავარ მიზნად არჩევნებში
მიღებული ხმების დაცვას ისახავს . ისინი საზოგადოების აზრის
ფორმირებას კი არა ასახვას ცდილობენ . ისინი პრინციპზე
მაღლა პრაგმატიზმს , ხოლო ხალხის მობილიზებაზე წინ
საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევას აყენებენ. ჯოზეფ
შუმპიტერი და ენტონ დაუნსი ამ პარტიებთან მიმართებაში
გონივრული არჩევანის მოდელს იშველიებენ .

გონივრული არჩევანი-პოლიტიკის ერთგვარი გაგება , რაც იმ


მოსაზრებას ემყარება , რომ ყოველი პიროვნება საკუთარი
მოსაზრების გაცნობიერების კარნახით მოქმედებს , ( იგევე
პოლიტიკის „ეკონომიკური“ თეორია)

დამრაზმავი პარტიები პოლიტიკურ სტრატეგიად არა


საზოგადოების განწყობაზე პასუხს არამედ ამ განწყობის შქმნას
ირჩევენ. მათ სურთ დარაზმონ , გაათვითცნობიერონ და
აღაგზნონ მასები და არა უბრალოდ გამოეპასუხონ მათ
49
მოთხოვნას. ეს სტრატეგია გამოიყენა ტეტჩერმა . საარჩევნო
კამპანიების დროს ბევრს საუბრობენ ისეთ თემებზე , რომლებიც
საზოგადოების კეთილდღეობის საწინდარია.

კონსტიტუციური და რევოლუციური პარტიები-


კონსტიტუციური პარტიები აღიარებენ სხვა პარტიათა
პრეტენზიებს და უფლებებს, შესაბამისად შეზღუდვის
ფარგლებში მოქმედებენ. საკამათოს არ ხდიან დაყოფას
პარტიასა და სახელმწიფოს შორის . ცნობენ და პატივს ცემენ
საარჩევნო კონკურენციის პირობებს.
რევოლუციური პარტიები არის სისტემასა თუ
კონსტიტუციას დაპირისპირებული ორგანიზაციები . ისინი
ხელისუფლებაში მოსასვლელად დაუმორჩილებლობასა და
სახალხო აჯანყებას არ ერიდებიან და არც ვითომ კანონიერ
საშუალებებს , რასაც ნაცისტებმა და ფაშისტებმა მიმართეს
.როდესაც ძალაუფლებას იგდებენ ხელში უცილობლად ერთ
მმართველ პარტიებად ყალიბდებიან. თავს აიგივებენ
სახელმწიფო მანქანასთან .

მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები-პარტიები


იდეოლოგიური მიმართულებითაც განსხვავდებიან და
მემარჯვენე მემარცხენე ნიშნით ჯგუფდებიან. მემარცხენე
პარტიებს პროგრესულს, სოციალისტურს და კომუნისტურს უწ.
მიდრეკილია ცვლილებებისკენ, ახასიათებს სოციალური
50
რეფორმები , ასევე სრულმაშტაბიანი ეკონომიკური
გარდაქმნები . მხარდაჭერები უფრო ღარიბები და უუფლებოები
არიან .
მემარჯვენეები კონსერვატული და ფაშისტური ყაიდის
არიან , არ უყვართ ცვლილებები . მათ მხარდამჭერებში
მატერიალურად უზრუნველყოფილი კლასი მოიაზრება ,
ცდილობენ არსებული სოციალური წესრიგის შენარჩუნებას .
მათი გამიჯვნა ან გამარტივებული ხედვის მაგალითია ან
შეცდომა . ხმებზე ნადირობამ მათ შორის კონკურენცია
შეარბილა და მათ იდეოლოგიურ პრინციპებიდან გადაახვევინა
, ესეთი პოლარიზებული დაყოფა ხშირია , თუმცა ამ დაყოფას
გაქრობის საფრთხე ემუქრება . მითითებების წამოწევით ,
როგორიც არის გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვა ან
ფემინიზმი .

პოლიტიკური სპექტრი- მემარცხენეობა-მემარჯვენეობად


დაყოფა პოლიტიკური სპექტრის ყველაზე იოლია
პოლიტიკური იდეოლოგიებისა და შეხედულებების
წარმოსაჩენად . მოდის საფრანგეთის რევოლუციის დროიდან ,
როცა სხდომაზე განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფები
დარბაზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დასხდნენ
შესაბამისად ამ ტერმინებს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ,
თუმცა განსხვავებულ დამოკიდებულებას წარმოადგენს ორივე
სახელმწიფოს ეკონომიკისა და პოლიტიკური რაობის თაობაზე.

51
მემარცხენეობის ნიშნები: თავისუფლება ; თანასწორობა ; ძმობა ;
უფლებები ; პროგრესი ; რეფორმიზი და ინტერნაციონალიზმი .

მემარჯვენეობის ნიშნები : ავტორიტეტი; იერარქია; წესრიგი;


მოვალეობები; ტრადიცია; რეაქციონიზმი და ნაციონალიზმი .

პარტიათა დანიშნულება - უმთავრეს დანიშნულებად


სახელისუფლებო თანამდებობების შევსება და ძალაუფლების
შენარჩუნება ითვლება , თუმცა მათი ზეგავლენა პოლიტიკურ
სისტემაზე გაცილებით უფრო ფართო და მრავალფეროვანია.
ზოგადი ფუნქციები :
1) წარმომადგენლობითობა ;
2) პოლიტიკური ელიტის შექმნა-შევსება;
3) მიზნის გამოკვეთა ;
4) პოლიტიკური ინტერესების განსაზღვრა ;
5) უღთიერთობათა დამყარება და მობილიზაცია:
6) მთავრობის ფორმირება .

წარმომადგენლობითობა - მისი მეშვეობით პარტიებს


შეუძლიათ , როგორც საკუთარი წევრების ისე ამომრჩეველთა
აზრის გაგებაცა და გამოხატვაც . ენტონი დაუნსის აზრით
პოლიტიკური ბაზარი ეკონომიკურ ბაზარს გავს ,
პოლიტიკოსები მეწარმეების მზგავსად მოგებაზე არიან
ორიენტირებული და მეტი და მეტი ხმის მოხვეჭას ცდილობენ .

52
შიდა პარტიული არჩევნები- პროცედურა, როცა პარტია თავის
რიგებიდან მომავალ ოფიციალურ არჩევნებში წარსადგენ
კანდიდატებს ირჩევენ . განასხვავებენ დახურულ და ღია
პრაიმერებს . დახურულში მონაწილეობის მიღება მხოლოდ
პარტიის რეგისტრირებულ მხარდაჭერებს ეძლევათ მეორეში კი
ყველას . ორიენტირებულია უფრო კანდიდატზე ვიდრე
პარტიაზე. (პრაიმერი )

პოლიტიკური ელიტის შექმნა- შევსება - ნებისმიერი პარტია


მოვალეა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერი შესთავაზოს ,
გამონაკლისების გარდა . არჩევნებში პარტიის ლიდერი
ძირითადად არის პრეზიდენტი , ხოლო საპარლამენტოში
პრემიერ მინისტრი.

მიზნის განსაზღვრა- პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ იმ


საშუალებებს რითაც საზოგადოება თავის პოლიტიკურ ნებას
გამოხატავს და ხშირად მის აღსრულებასაც უზრუნველყოფს. ამ
როლს პარტიები იმიტომ ასრულებენ , რომ ხალხის მხარდაჭერა
მოიპოვონ . ეს როლი ყველაზე უფრო საპარლამენტო სისტემაში
ჩანს , ისინი თავად ნერგავენ საკუთარ პოლიტიკას . მეტი
ყურადღება პიროვნებასა და იმიჯზეა გადატანილი ,რადგან
გაიზარდა პარტიათა რაოდენობა . მათი პროგრამა იმ
პერიოდიდან გამომდინარე იწერება .

53
ოლიგარქიის რკინის კანონი - ოლიგარქია მცირეთა
მმართველობა ან ბატონობა . მიხელსის მიერ დადგენილი „
ოლიგარქიის რკინის კანონის „ თანახმად ყველა პოლიტიკურ
ორგანიზაციას ოლიგარქიულობისაკენ მიდრეკილება აქვს . ამ
კანონის სასარგებლოდ შემდეგი საბუთები მოიტანა :
1) ელიტის წევრებს მეტი ცოდნა- გამოცდილება გააჩნიათ
სხვებთან შედარებით .
2) ლიდერები მომხრეთა ჯგუფს ქმნიან და ხელისუფლების
შენარჩუნების გარანტს იძენენ .
3) ორგანიზაციის რიგით წევრებს გულგრილობა ახასიათებს,
შესაბამისად ზემოდ მდგომებს უსიტყვო მორჩილება
ახასიათებთ .

პოლიტიკური ინტერესების გამოკვეთა- მიზნის


გამოსახატად პარტიას ხელს უწყობს საზოგადოებაში
არსებული განსხვავებული ინტერესების გამოკვეთა და
შეჯერება . სწორედ ამის მეშვეობით ახმოვანებენ და იცავენ
საკუთარ ინტერესებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში
. საარჩევნო კონკურენციის გამო მსგავსი მოქმედება უწევთ
კონსტიტუციურ პარტიებსაც , ასევე მონოპოლისტურ
პარტიებს , სახელმწიფო აპარატთან და ეკონომიკასთან
მჭიდრო კავშირის გამო .

ურთიერთობათა დამყარება და მობილიზაცია-


შიდაპარტიული დისკუსიებისა და საარჩევნო კამპანიების
მეშვეობით პარტიები პოლიტიკური გათვიცნობიერებისა
54
და ურთიერთობათა დამყარების მნიშვნელოვან ფაქტორად
მიიჩნევა , მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
საკითხები , რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგს
განსაზღვრავს . მონოპოლისტური პარტიების შემთხვევაში
დაუფარავად სჩანს იდეოლოგიის პრპაგანდა . პარტიები
არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ , როცა
საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს თამაშის
დემოკრატიული წესებით დაცვის მაგალითს აძლევენ და
ამგვარად არსებული რეჟიმის მხარდაჭერას
უზრუნველყოფენ .

მთავრობის ფორმირება - ამბობენ , რომ პარტიების


არარსებობის შემთხვევაში საზოგადოებები უმართავი
გახდებოდა , მაგრამ პარტიები მთავრობის ჩამოყალიბებას
უზრუნველყოფენ და საპარლამენტო სისტემაში
პარტიული მმართველობის მოდელი მოქმედებს. სწორედ
ისინი მატებენ ხელისუფლებას სიმყარისა და მთლიანობის
ხარისხს , მითუმეტეს თუ საერთო მიდრეკილება
ახასიათებთ . ისინი უზრუნველყოფენ თანამშრომლობას
ხელისუფლების ორ შტოს შორის საპარლამენტო
სისტემაში, ამის წინა პირობაა ხელისუფლების
დაკომპლექტება საკანომდებლო ორგანოში
უმრავლესობით მოსული პარტიისა თუ პარტიების მიერ ,
საპრეზიდენტო სისტემაში კი აღმასრულებელი
ხელისუფლების მეთაურს გავლენისა თუ კონტროლის
სერიოზული ბერკეტები სწორედ პარტიული მხარდაჭერის
იმედად გააჩნია .

55
პარტიული დემოკრატია- სახალხო მმართველობის ფორმა
, სადაც შუამავლად პარტია მოიაზრება , როგორც
დემოკრატიული ინსტიტუტი , ამ მიზნის მიღწევა
ორგვარად შეიძლება შიდა პარტიული დემოკრატიით ,
როცა პარტიის შიგნით ძალაუფლება თანაბრადაა
გადანაწილებული და მეორე შემთხვევაში კი სწორედ
დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე . პოლიტიკის
განსაზღვრის უფლება პარტიის არჩეულ და შესაბამისად
საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ წევრთა
პრეროგატივაა .

მოუზეს ოსტროგოვსკი-„დემოკრატი და პოლიტიკურ


პარტიათა ორგანიზება „ ის ამტკიცებდა , რომ ვიწრო წრის
გავლენამ თანდათანობით რიგითი წევრების კერძო
ინტერესები გადაფარა .

რობერტ მიშელი -„ პოლიტიკური პარტიები „ მისი ფრაზა -


ვამბობ ორგანიზაცია , ვგულისხმოგ ოლიგარქიას. მისი
აზრით მთელი ძალაუფლება მცირე მმართველ ჯგუფს
ეკუთვნის .

პარტიული მანქანის პოლიტიკა-პოლიტიკური მმართვის


იმგვარი სტილი , როცა პარტიული ბოსები“ მამა-
მარჩენლის „ პოზიციიდან აკონტროლებს
მრავალრიცხოვან ორგანიზაციებს .

56
პარტიული თავყრილობები /კოკუსები -სადაც საარჩევნო
კანდიდატები დგინდება ანდა საკანომდებლო ინიციები
მუშავდება ოფიციალურ პროცესუალურ განხილვამდე .

საამომრჩევლო კოლეგია-არაპირდაპირი საარჩევნო


მექანიზმი პარტიული თუ საზოგადოებრივი
თანამდებობების დაკომპლექტებაზე პასუხისმგებელ
პირთა გაერთიანება .

დემოკრატიული ცენტრალიზმი-პარტიული
ორგანიზაციის ლენინური პრინციპი , რომელიც სასურველ
წონასწორობას ემყარება , აზრის თავისუფლებასა და მყარ
კორდინირებულ მოქმედებას შორის .

პარტიული სისტემები - პარტიათა შორის


ურთიერთდამოკიდებულების შედეგია . ერთმანეთისგან
განსხვავდება მასში შემავალი მებრძოლი პარტიების
რაოდენობა . დუვერჟემ განასხვავა „ ერთპარტიული“ .
„ორპარტიული“ და „მრავალპარტიული“ სისტემები .
როდესაც ურთიერთობა წესრიგითა და სტაბილურობის
გარკვეული ხარისხით არ გამოირჩევა , პარტიული სისტემა
ჩანასახოვარ მდგომარეობაშია ან ერთი პარტია მეორეთი
ნაცვლდება .

57
თანამედროვე პოლიტიკაში ოთხი ძირითადი პარტიული
სისტემაა :
ერთპარტიულისისტემა
ორპარტიული სისტემა
წამყვანი პარტიის სისტემა
მრავალპარტიული სისტემა

ერთპარტიული სისტემა - როდესაც მონოპოლისტური


პარტიები წარმატებით ახერხებენ მუდმივი
ხელისუფლების შენარჩუნება . არსებობს ორი
განსხვავებული ტიპი :
1) სოციალიზმის იმგვარ რეჟიმებში გვხვდება , სადაც
მმართველი კომუნისტური პარტიები საზოგადოებრივი
ცხოვრების ყველა ინსტიტუტსა და სფეროს განაგებდნენ
. არიან მკაცრად იდეოლოგიზირებული და
დემოკრატიის ცენტრალიზმის პრინციპზე აგებული .
2) მეორე ტიპი გავრცელდა განვითარებად სამყაროს
ქვეყნებში , სადაც სახელმწიფოს გამთლიანების
მოთხოვნა გაჩნდა . ჩვეულებრივ ერთი ქარიზმატული
ლიდერი ყავთ და იდეოლოგიაც ამ ლიდერის მიზნის
გამოხატულებაა. სუსტი პარტიები ყავთ , რის გამოც
მონოპოლისტური ავტორიტარიზმის მმართველობა
ხდება .

58
ორპარტიული სისტემა - კლასიკური გაგებით სამი ნიშან-
თვისება ახასიათებს .
1) სხვა პარტიების არსებობის შემთხვევაშიც კი ორი
ძირითადი პარტია ახერხებს გავლენის მოპოვებას .
2) ერთი ხდება მმართველი პარტია უმრავლესობით მეორე კი
ოპოზიციის როლს კისრულობს .
3) ძალაუფლება ხელიდან ხელში გადადის ამ ორ პარტიას
შორის .
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია აშშ და დიდი
ბრიტანეთი . მისი უპირატესობა ისაა , რომ შესაძლებელს
ხდის პარტიულ მმართველობას , რაც ვითომდა
ხელისუფლების მეტი პასუხისმგებლობით ხასიათდება .
პარტიებს გამოაქვთ ორი განსხვავებული პროგრამა ,
ამომრჩეველს სჯერა , რომ კონკურენციის ხარჯზე მეტად
შეასრულებენ დაპირებებს და ქიშპის დროს ძლიერი და
ანგარიშვალდებული ხელისუფლება ყალიბდება ,
მოდუნების საშუალება არასდროს ეძლევათ , თუმცა
თავისი ნაკლიც გააჩნია პერიოდულად შეიძლება
უკიდურესი დაძაბულობის მიზეზი გახდეს , მაგალითია
გაერთიანებული სამეფოების. ამიტომ ისინი ცდილობენ
მსგავსი პროგრამა შესთავაზონ ამომრჩეველს .

პარტიული მმართველობა - სისტემა , როდესაც ერთ


კონკრეტულ პარტიას შეუძლია მთავრობის ფორმირებაც
და პოლიტიკური პროგრამის განხორციელებაც .
ახასიათებს შემდეგი ნიშან-თვისებები: მკაფიო
პროგრამებით წარსდგებიან ამომრჩევლის წინაშე ,
59
მმაღტველი პარტია უფლებამოსილია სახალხო
მხარდაჭერის პრეტენზია იქონიოს, ამომრჩევლის წინაშე
პასუხისმგებლობას ხელისუფლების
ანგარიშვალდებულება და ოპოზიციის არსებობა
განაპირობებს .

წამყვან პარტიათა სისტემა-არ უნდა აგვერიოს


ერთპარტიულ სისტემებში , რადგან კონკურენცია გააჩნია ,
თუმცა ამისდა მიუხედავად მაინც ერთი ძირითადი
პარტია იმარჯვებს . მაგალითი იაპონია. , სადაც 38 წელი
იყო პარტია პარლამენტში . ამ პერიოდში მოხდა იაპონური
ეკონომიკური სასწაული, ინდონეზიაშიც იყო მსგავსი და
საუკეთესო გამოხატულება კი იყო შვედეთში , სადაც
სოციალ-დემოკრატიულ შრომის პარტიამ 65 წლის
განმავლობაში შეინარჩუნა ძალაუფლება .
დამახასიათებელია კონკურენციიდან ყურადღების
გადატანა შიდა ფრანქციულ დაპირისპირებებზე.
ნებისმიერ პარტიას ჰყავს თავისი მხარდამჭერი , მაგრამ
წამყვან პარტიას ყველა ალმაცერად უყურებს , იმიტომ რომ
ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტიის გაიგივება
ახასიათებს , რითაც კონსტიტუციური გარანტიები
ილახება , დიდი ხანი პარტიის ყოფნა ხელისუფლებაში მის
გახრწნასაც გამოიწვევს, მათ არჩევნებისაც არარ ეშინიათ .
ამ სისტემაში ოპოზიცია სუსტი და არაეფექტურია ,
ყურადღებას აღარ აქცევენ კრიტიკას , რაც წარუმატებელი
ხელისუფლების შეცვლას უდევს სათავეს .

60
ევროსკეპტიციზმი-ევროპასთან შემდგომი იტეგრაციის
წინააღმდგომა , დამოუკიდებლობასა და ეროვნულ
თვითმყოფადობაზე აქცენტირებით .

კოალაცია- პოლიტიკურ კონკურენტთა დაჯგუფება , რასაც


საერთო საფრთხის განცდა გამოიწვევს . იმის საფუძველზე
იქმნება, რომ პარტიებმა ერთმანეთს არ წაართვან ხმები და
მიაღწიონ მაქსიმალურ წარმატებას .

მრავალპარტიული სისტემა- ორზე მეტი პარტიის


კონკურენცია , რაც ამცირებს ერთპარტიული
მმართველობის შესაძლებლობას და კოალიციური
მმართველობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს . ამის
მაგალითია გერმანია და იტალია . განასხვავებენ ორ ტიპს
ამ სისტემაში : ზომიერი და პოლარიზებული
პლურალისტული მოდელი .
1) ზომიერი პრულარიზმი არსებობს ბელგიაში ,
ჰოლანდიასა და ნორვეგიაში , სადაც იდეოლოგიური
განსხვავება პარტიებს შორის მცირეა .
2) პოლარიზებული პლურალისტური კი თავს იჩენს იქ
სადაც იდეოლოგიური უთანხმოება მკვეთრია . მაგ .
იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი.
ამგვარი სისტემის ძლიერი სახე ის არის , რომ
შეთანხმება მოლაპარაკების შდეგად მიიიღება , ასევე
იდეოლოგიურ რადიკალიზმს უშლის ხელს
მრავალპარტიული სისტემა . ნაკლოვანება კი ის არის ,
რომ მოლაპარაკებებმა შეიძლება თვეები გასტანოს,

61
გარდა ამისა ამგვარად შეკრებილი მთავრობა
არამდგრადია და ხშირი კინკლაობა მიმდინარეობს .

კნინდება თუ არა პარტიათა როლი? - ტომას ჯეფერსონი


აკრიტიკებდა პარტიებს და ფრანქციებს , რადგან მათში
საზოგადოების მთლიანობის დამანგრეველ ძალას
ხედავდა . ჯ.ს. მილიც აკრიტიკებდა პარტიებს , რადგან
თავისუფლებისა და პიროვნული პასუხისმგებლობის
შეზღუდვის იარაღს ხედავდა , შედეგად დაკნინდა
პარტიათა როლი , რადგან ზოგრჯერ უპერსპექტიო
საქმიანობას ეწევიან .საზოგადოება თანდათან უფრო
რთული სამართავი ხდება .

14 თავი
ჰეივუდი
ჯგუფები, ინტერესები და საზოგადოებრივი მორაობები
.
„ ათი მოლაყბე მეტს ხმაურობს ხოლმე , ვიდრე
ათასობით მდუმარე“ - ნაპოლეონი

62
20 საუკუნის ბოლოდან ყალიბდება სხვადასხვა
საკითხზე მიმართული პროტესტული ჯგუფები ,
დღემდე კამათობენი ამ ჯგუფების მნიშვნელობებზე .

ჯგუფური პოლიტიკა- ინტერეს-ჯგუფები უმთავრესი


მეკავშირის ფუნქციას ასრულებენ ხელისუფლებასა და
დანარჩენ საზოგადოებას შორის , თუმცა პოლიტიკური
პარტიებისგან განსხვავებით მკაფიო პოზიციას იკავებენ
და კონკრეტულ ფენას წარმოადგენენ .

ჯგუფური სახეობები: სახეობებს ყოფენ მათი


შემადგენლობისა და ინტერესების მიხედვით ანუ
რასთან ასოცირდებიან ისინი და რა ინტერესები
ამოძრავებთ . სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ :
წარმომავლობითი ჯგუფები
ინსტიტუციური ჯგუფები
ასოცირებული ჯგუფები

წარმომავლობითი ჯგუფები- მისი მთავარი


მახასიათებელი ისაა , რომ ოჯახური, გვარულ-
ტომობრივი ეთნიკური ნიშნით ყალიბდება და საერთო
მემკვიდრეობისა და ტრადიციული კავშირების
საფუძველზე იქმნება , მაგ . აფრიკის ჯგუფები ან
რელიგიური ჯგუფები .

63
ინსტიტუციური ჯგუფები- ძირითადად
სახელისუფლებო მანქანის ნაწილია რის მეშვეობითაც
ცდილობენ საკუთარი გავლენა გააძლიერონ ამის
მაგალითია ბიუროკრატია და სამხედრო წრეები
.ავტორიტარულ და ტოტალიტარულ სახელმწიფოებში
ცდილობენ საკუთარი ინტერესის გამოხატვას , მაგ.
სტალინურ სსრკ-ში ხშირად იყო ბიუროკრატიულ და
სამხედრო ელიტებს შორის დაპირისპირება,
დემოკრატიულ სისტემაშიც არსებობს ეს ჯგუფები .
ზოგი ამტკიცებს , რომ სამინისტროების
დეპარტამენტებისა და სააგენტოების კერძო
ინტერესები განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებსო .

ასოცირებული ჯგუფები- იქმნება ხალხის


ნებაყოფლობითი გაერთიანებით, რომლებსაც საერთო
მიზანი აქვთ , რაც უფრო განვითარებულია სახემწიფო
მით უფრო მეტი ჯგუფი არის . ინდუსტრიალიზაცია
ხელს უწყობს მეტ სოციალურ განშრევებას და
განსხვავებული ინტერესების გაჩენას , ხალხს ახალი
ინტერესი უჩნდება და კონკრეტული მიზნით
ერთიანდება . ინტერესთ ჯგუფად ვერ ჩავთვლით იმას
ვინც პოლიტიკური რეჟმის ნგრევას ისახავს მიზნად და
არა მასზე ზემოქმედებას .ორ ძირითად ნაწილად
შეიძლება დავყოთ : სექტორული და საინიციატივო
ჯგუფები და შიდა და გარე ჯგუფები .
სექტორული ჯგუფები საკუთარი წევრების
მატერიალური ინტერესების დასაცავად იქმნება , მაგ .

64
ბიზნეს კორპორაციები, სავაჭრო ასოციაციები .
ნებისმიერი ამგვარი ჯგუფი საზოგადოების ამა თუ იმ
სექტორს წარმოადგენს: მუშებს, მეწარმეებს,
მომხმარებლებს და ა.შ . მათთვის გადამწყვეტია
საკუთარი წევრების კეთილდღეობა და არა მთელი
საზოგადოების .
საპირისპირო საინიციატივო ჯგუფები იქმნება
თანაზიარი ღირებულებების, იდეალებისა თუ
ინტერესთა გასახმოვანებლად. მაგ. რაც ეხება სქესს,
აბორტს, გარემოს დაბინძურებას . ამგვარი ჯგუფები
უკვე საზოგადოებრივ ინტერესს ეხმიანება , ხშირად მათ
არასამთავრობო ორგანიზაციებად იხსენიებენ .
კლასიფიკაციის მეორე სისტემა შიდა და გარე
ჯგუფების განსხვავებას ეხმიანება , შიდა ჯგუფები
მუდმივად პრივილეგიებით სარგებლობენ ,
ხელისუფლებასთან კავშირი აქთ დამყარებული,
ხელისუფლებაც შეიძლება დაინტერესებული იყოს
მათით , ხოლო გარე ჯგუფები პირიქით
ხელისუფლების ყურადღების ნაკლოვანებას განიცდიან
. თითქოს სახელი ამ ჯგუფების სისუსტეზე მიუთითებს
, რაც მათ უბიძგებს გარეთ გასვლისკენ და პოლიტიკურ
პროცესებზე გავლენის მოხდენისკენ .

ინტერეს ჯგუფი- ადამიანთა ის კავშირი რომელიც


ხელისუფლების პოლიტიკასა თუ ქქმედებებზე
ზეგავლენას ისახავს მიზნად , თუმცა არ ცდილობს
ძალაუფლების მოპოვებას .

65
უშუალო ზემოქმედება- პოლიტიკური ქმედებაა ,
რომელიც კონსტიტუციურ და საკანომდებლო ჩარჩოებს
სცდება , შიძლება იყოს პასიური ან მძიმე ტერორიზმის
სახით .

არასამთავრობო ორგანიზაცია- კერძო არა კომერციული


ჯგუფი ან ორგანიზაცია , რომელიც საკუთარი მიზნის
მიღწევას არაძალადობრივი გზით ცდილობს. მათი
დანიშნულებაა პროექტების შექმნა და განხორციელება ,
ზოგიერთს სათათბიროფორმაც აქვს მინიჭებული.

ჯგუფური პოლიტიკის მოდელები: ჯგუფების


დანიშნული კონკრეტული პოლიტიკური კულტურის,
პარტიული სისტემისა თუ ინსტიტუციური მოწყობის
ანარეკლია . ინტერესე ჯგუფთა პოლიტიკისათვის
ყველაზე მნიშვნელოვანი სამი პოლიტიკური
სისტემისთვის დამახასიათებელი ხედვაა :
პრულარიზმი
კორპორატივიზმი
ახალი მემარჯვენეობა

პრულარისტული მოდელი-ეს თეორია ხაზს უსვამს


ჯგუფის უნარს ხელისუფლებისგანაც დაიცვას
პიროვნება და დემოკრატიულ
ანგარიშვალდებულებასაც მეტი წონა შესძინოს , ის

66
გულისხმობს პოლიტიკური ძალაუფლების დაყოფას და
გადანაწილებას . ის შექმნა არტურ ბენტლიმ პირველად
თავის ნაშრომში ‘ მართვის პროცესი“ საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ჯგუფების არსებობა რობერტ დალიმაც
აღნიშნა , როდესაც თქვა , რომ ჯგუფის სწორი
მოქმედებით შეიძლება გავლენა მოახდინო
პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ამ ხედვას
აკრიტიკებენ მარქსისტები და ელიტისტები და არ
თვლიან ,რომ ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს , მათ
ეხმიანება ჩარლზ ლინდბლომი ნაშრომში „ პოლიტიკა
და თავისუფალი ბაზარი“ .

კორპორატისტული მოდელი - ეს სოციალური თეორია


ხელისუფლებასთან ურთიერთობაში გარკვეული
ჯგუფების გამორჩეულ მდგომარეობაზე აკეთებს
აქცენთს , საჯარო პოლიტიკის ჩამოყალიბების
საშუალებას აძლევს მათ , ზოგის აზრით მის გაჩენას
ისტორიული და პოლიტიკური გარემოებები უწყობს
ხელს. კორპორატივიზმა თანდათანობით შეამცირა
ჯგუფების რაოდენობა და არჩევანი , რომელთაც
ხელისუფლებაში მიესვლებოდათ , იგი უპირატესობას
ეკონომიკურ და ფუნქციონალურ ჯგუფებს ანიჭებს ,
ამას კი სამწევრიანობამდე მივჰყავართ , რის შედეგადაც
საინიციატივო ჯგუფები თამაშ გარეთ რჩებიან . მეორე
პრობემა ისაა, რომ პრულარისტულისგან განსხვავებით
კორპორატივიზმი ინტერეს ჯგუფებს ხელმძღვანელთა
მიერ იერარქიულად აწყობილ და მართულ

67
გაერთიანებად მიიჩნევს . არაერთხელ გამოითქვა
შეშფოთება თითქოს კორპორატივიზმი
წარმომადგენლობით დემოკრატიას უქმნის საფრთხეს ,
მაშინ როცა პრულარიზმი დამატებით სტიმულს აძლევს
. ხელისუფლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების
მიღებისას შეიძლება ამ ჯგუფის გავლენის ქვეშ მოექცეს
, ამ სიტუაციის წინაღმდეგ გამოდის ახალი
მემარჯვენეობის მოდელი .

კორპორატივიზმი-ორგანიზებ ინტერესთა
გათვალისწინება მართვის პროცესში, ორგვარი სახე
აქვს .ავტორიტარული, რომელიც მჭიდროდ
დაკავშირებული იდეოლოგიაა თუ ეკონომიკური
მოდელია, ახასიათებს პოლიტიკაში ჩარევა და
პროპკავშირთა შევიწროება . მეორე არის ლიბერალური
, ითვალისწინებს ორგანიზებულ ინტერესთა
ინსტიტუციონალურ მონაწილეობას ,
ავტორიტარულისგან განსხვავებით ის ინტერეს
ჯგუფებს აძლიერებს და არა ხელისუფლებას .

სამწევრიანობა- ხელისუფლები, ბიზნესისა და


პროპგაერთიანების კავშირი ერთობლივი სათატბიროს
ასმოქმედებლად .

68
საზოგადოებრივი არჩევანი - გონივრული არჩევანის
ერთ-ერთი განშტოებაა , მისი მთავარი დებულების
თანახმად პოლიტიკურ საკითხებში გარკვევა უფრო
იოლი ხდება თუკი ადამიანთა ქცევას მათი გონივრული
კერძო ინტერესების მოტივებით ავხსნით . გააჩნია
საზოგადოებრივი ხასიათი .

ახალი მემარჯვენეობის მოდელი - ისინი ნებისმიერ


ჯგუფს ეჭვის თვალით უყურებენ . უპირატესობას
ანიჭებს კერძო ინიციატივასა და მეწარმეობაზე
აღმოცენებულ საბაზრო ეკონომიკას . მანკურ ოლსუნმა
ნაშრომში „ სახელმწიფოს აღზევება და დაცემა“
შეისწავლა ინტერეს ჯგუფთა საქმიანობა და აღნიშნა
მათი როლი ეკონომიკურ საქმიანობაში . ამით
ხელმძღვანელობენ ახალი მემარჯვენეები და ამის გამო
გააქმეს რამოდენიმე ჯგუფი .

ინტერეს ჯგუფების ღირსებები და ნაკლოვანებები :


ღირსებები:
1) პოლიტიკური პარტიების მიერ უყურადღებოდ
დატოვებული შეხედულებების წინ წამოწევა .
2) კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა საზოგადოების
გათვითცნობიერებას უწყობს ხელს.
3) აფართოებს პოლიტიკურ თანამონაწილეობის არეალს
.
4) აკონტროლებენ ხელისუფლებას და სახელმწიფოს .

69
5) ხელისუფლებას და ხალხს შორის მუდმივ კავშირს
უზრუნველყოფენ.

ნაკლოვანებები:
1) პოლიტიკური უთანასწორობისკენაა მიმართული.
2) დაინტერესებულია უფრო კერძოთი და არა საზოგადოთ .
3) ძალაუფლება არალეგიტიმურია.
4) ცდილობენ პოლიტიკური პროცესი ჩაკეტილად და
გასაიდუმლოებულად აქციონ .

ჯგუფების გავლენას განსაზღვრავს 4 ძირითადი ფაქტორი:


პოლიტიკური კუტურა
ინსტიტუციონალური სტრუქტურა
პარტიული სისტემის ხასიათი
საჯარო პოლიტიკის თავისებურება

პოლიტიკური კულტურა- ორი მიზეზის გამოა გადამწყვეტი ,


განსაზღვრავს რამდენად კანონიერია თუ უკანონოა ესა თუ ის
ჯგუფი და რამდენად მოისურვებს ხალხი ამ ჯგუფში
გაერთიანებას . ზოგ შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფო
ჩანასახშივე ახსობდეს მათ მოქმედებას , მაგ. სამხედრო
ჯგუფების შემთხვევაში . ზოგიერთი ქვეყანა პირიქით ითხოვს
შეიქმნას ჯგუფები ზოგიერთი ქვეყანა კი ეჭვის თვალით

70
უყურებს ჯგუფურ მოქმედებებს , როგორც ქვეყნის ერთიანობის
საფრთხეს.

ინსტიტუციონალური სტრუქტურა- განსაზღვრავს, რამდენად


მაღალია ჯგუფის მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში ,
ჯგუფები ცდილობენ პოლიტიკური ძალაუფლების შეკვეცას ,
თუმცა ხელისუფლებას შეუძლია არჩევანი გააკეთოს გაუწიოს
თუ არა ანგაროში ჯგუფს ,მაგ. ტეტჩერიზმის დროს ჯგუფებმა
დიდი გავლენა მოახდინეს . ამერიკა ორპალატიანი სისტემის
გამო ხშირად ხდება ჯგუფური წნეხის ქვეშ . ამგვარი ვითარება
მეტი ჯგუფის გაჩენას უწყობს ხელს , რაც საფრთხეს ქმნის
თვითგანადგურების , როცა შეუძლია ერთმანეთის აქტიობა
გააბათილონ . ჯგუფები ზოგრჯერ ერთმანეთის მეტოქეებად
გვევლინებიან, ამიტომ ცდილობენ ხელისუფლებაში საკუთარი
ადგილის გამყარებას.

პარტიული სისტემა-ჯგუფურ პოლიტიკაზე გავლენას ახდენს


პარტიული სისტემა . მმართველი პარტიის ინტერესებიდან
გამომდინარე ცდილობენ საკუთარი ინტერესების ლობირებას ,
მრავალპარტიულ სისტემაში განსაკუთრებით უფრო ნოყიერი
ნიადაგი აქვთ , რადგან ხელისუფლებასთან შეხების მეტი
შესაძლებლობა აქვთ .

71
საჯარო პოლიტიკის თავისებურება- ჯგუფზე ახდენს გავლენას
კერძოდ რამდენად აქტიურად ერევა სახელმწიფო ეკონომიკურ
და საზოგადოებრივ ცხოვრებაში , როგორც წესი
ინტერვენციონიზმი და კორპორატივიზმი წყვილად
მოქმედებენ , ასეთ შემთხვევაში ჯგუფები ყველაზე ხშირად
ერევიან პოლიტიკურ ცხოვრებაში , ოფიციალურ სახეს
წარმოადგენენ ზოგრჯერ სხვადასხვა საქმიანობაში.

მონიზმი-ერთადერთი თეორიისა და ფასეულობის რწმენა


პოლიტიკურად მისი გამოვლინება იძულებითი მორჩილებაა
უნიტარული ძალაუფლებისა .ეს მოძღვრება ტოტალიტარული
ბუნებისაა.

ინტერვენციონიზმი- ხელისუფლების პოლიტიკა მიმართული


ეკონომიკის მასიმალურად კონტროლირებისა და მართვისკენ ,
უფრო ზოგადი გაგებით სხვის საქმეში ჩარევის პოლიტიკა.

რესურსები ,რომლებიც განსაზღვრავს ჯგუფის პოლიტიკურ


სტრატეგიას :
1) ჯგუფისა და მისი მიზნებისადმი საზოგადოების
თანაგრძნობა.
2) წევრთა რაოდენობა
3) ფინანსური შესაძლებლობები
4) უნარი , გარკვეული სანქციები გამოიყენოს
ხელისუფლების გადაწყვეტილების გადასასინჯათ

72
5) პირადი თუ ინსტიტუციონალური კავშირები პოლიტიკურ
პარტიებთან.

ჯგუფები საკუთარი გავლენის გაფართოებას ცდილობე


შემდეგი მეთოდებით:
1) ბიუროკრატია
2) საკანომდებლო ორგანოები
3) სასამართლოები
4) პოლიტიკური პარტიები
5) მასმედია
6) ზეეროვნული ორგანიზაციები

1) ცდილობენ საკუთარი აქტივობა ბიუროკრატიულად


მიმართონ , მოლაპარაკებები არაფორმარულია და
საზოგადოებისთვის გაუმჭირვალე . როცა მოლაპარაკებებს
მაღალჩინოსნებთან ატარებენ და მათ თანხმობას იღებენ
თვლიან , რომ სახელმწიფოს თანხმობასაც მიიღებენ..
2) საკანომდებლო ორგანოს მეშვეობით ცდილობენ საკუთარი
გავლენის გაფართოებას, ამას ლობირებას უწ.
საკანომდებლო ორგანოს მნიშვნელობა ორ ფაქტორზეა
დამოკიდებული: რა როლს თამაშობს პოლიტიკურ
სისტემაში და რა დონით განსაზღვრავს პოლიტიკურ
კურსს და მეორე რამდენად ძლიერი პარტიული სისტემაა .

73
3) კანომდებლობის უკვე მკაცრად დადგენილ ჩარჩოებში
უნდა დარჩნენ სასამართლოები იმ სისტემაში , სადაც
ინტერეს ჯგუფთა ყურადღება მართმსაჯულების
ორგანოების მიმართ მინიმალურია. ხოლო სადაც
კონსტიტუცია არსებობს მართმსაჯულებას დიდი
ყურადღება ექცევა , ანუ ისინი ძირითადად მათი
კანონების დადასტურებას მოითხოვენ.
4) ზოგრჯერ ისე მჭიდროდ არიან დაკავშირებული , რომ
საზოგადოებრივი მოძრაობის ორ განშტოებას ემსგავსებიან
, ზოგრჯერ კი მათი ურთიერთობა შეიძლება პრაგმატული
იყოს .მაგ. დააფინანსოს საარჩევნო კამპანიები , რადგან
შემდეგ მათ ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება.
5) ჯგუფები , რომლებიც არაპირდაპირი გზით ცდილობენ
ხელისუფლების ზემოქმედება იქონიონ განსხვავებულ
მეთოდებს მიმართავენ ხოლმე , მაგ. პეტიციებს, სანქციებს,
დემონსტრაციებს. პოლიტიკის ამგვარი ფორმა
დამახასითებელი იყო პროფესიული კავშირებისთვის . 20
საუკუნის ბოლოს ჯგუფებში სხვა სტილი დაინერგა უფრო
მშვიდობის გარემოს იყენებდნენ .
6) ინტერეს ჯგუფთა აქტიურობა აძლიერებს ეროვნულ
ორგანიზაციებს , ყველაზე მეტად გარემოს დაცვის
ორგანიზაციას აუწყვეს ფეხი , მათ სხვადასხვა სფეროში
გადაწყვეტილება არასახელმწიფო დონეზე, არამედ
ევროკავშირის დონეზე მიიღეს .

ლობირება-საკუტარი წარმომადგენლის მეშვეობით


პოლიტიკოსს საკუთარი მოსაზრებები თუ მოთხოვნები

74
მიაწოდო . თავად ლობი იგივე ინტერეს ჯგუფია , რომელიც
საჯარო პოლიტიკაზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად .
ლობისტი პროფესიონალი მომგვარებელია , რომლებსაც
ჯგუფები ზოგრჯერ ქირაობენ .

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა- ეს იმგვარი ქმედებაა , როცა


სარწმუნოებრივი , ზნეობრივი თუ პოლიტიკური პრინციპების
მოშველიებით კანონის დაღვევა სურთ . მაგ. ღია თუ საჯარო
აქცია .

საზოგადოებრივი მოძრაობები-ესაა ერთობლივი მოქმედების


კონკრეტული ფორმა , როდესაც საქმიანობის მოტივაცია
წევრთა შინაგანი მოთხოვნით აიხსნება . არ ახასიათებს მკაცრი
ჩარჩოები , წევრობაც ნებაყოფლობითია, ქუჩის აქციებისგან
იმიტ განსხვავდება რომ დაგეგმილი ქმედებაა და შეიძლება
პოლიტიკური პარტიებიც ჩაითრიონ .

ახალი მოძრაობები-მათ სოციალური მდგომარეობის


გაუმჯობესებაზე მეტად ცხოვრების საკითხის ხარისხი
აინტერესებთ , მაგ . ქალთა უფლებების შესახებ .
ტრადდიციული მოძრაობები იშვიათად იბრძოდნენ
მხარდამხარ , ახლები კი ერთ ჩარჩოში მოიაზრებიან , ისინი
საზოგადოებაში დადგენილ წესებს უპირისპირდებიან და

75
ლიბერალისტურ თვისებებს გამოხატავენ. ასევე იმით
განსხვავდებიან,რომ ერთობლივი გადაწყვეტილებით
გამოირჩევა. ერიხ ბრომი და ჰანა არენტი აკრიტიკებდნენ ამგვარ
მოძრაობებს , რადგან თავისუფლებისგან გაქცევის სურვილის
მიმანიშნებელია.

ახალი მემარცხენეობა- იმ თეორეტიკოსებსა და


ინტელეტუალურ მოძრაობებს აერთიანებს , რომლებიც
სოციალისტური სოფმხედველობისთვის ახალი ძალის
შთაბერვას ცდილობდნენ და განვიტარებულ საზოგადოებას
აკრიტიკებდნენ . უარყო ძველი მემარცხენეობის ორი
ალტერნატივა, საბჭოთა ტიპის სოციალიზმი და დასავლური
სოციალური დემოკრატია.

ნაუმი კლაინი-ნაშრომი „ ყრუ კედლები და ღია სარკმელები“ .

მასობრივი საზოადოება - საზოგადოება ,რომელსაც


კულტუურული და პოლიტიკური ფესვების არარსებობა
ახასიათებს . ხაზს უსვამს თანამედროვე საზოგადოებაში
გაჩენილ პესიმისტურ ტენდენციებს .

76
პოსტინდუსტრიული საზოგადოება- საზოგადოება , რომელიც
უკვე აღარაა დამოკიდებული მანუფაქტორულ
წარმომავლობაზე და ცოდნასა და კომუნიკაციაზე აკეთებს
აქცენტს , იგივე ინფორმაციული საზოგადოება.

10 თავი
მაგშტადტი
პოლიტიკური მონაწილეობა

77

You might also like