6 - ბიზნესის ეგოისტური ინტერესები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ბიზნესის ეგოისტური ინტერესები

ბიზნესი წინააღმდეგობრივი, მაგრამ არაწინააღმდეგობრივი ხასიათისაა. მისი ასეთი


თვისება გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოებაში და ბუნებაში არსებული დოვლათი
შეზღუდულია, ხოლო საზოგადოების მოთხოვნილება შეზღუდულ რესურსებზე სწარაფად
მზარდია. ამიტომ ბიზნესს უწევს შეზღუდული რესურსებით შეუზღუდავი
მოთხოვნილებების დაკმაყოფილება . ეს ყველაფერი განაპირობებს ბიზნესის
წინააღმდეგობრივ ხასიათს.

ბიზნესი ეს არის ,,ბრძოლა“ უპირატესობის მოსაპოვებლად. ბიზნესში ნებისმიერი


შეყოვნება უკან სვლას ნიშნავს ამიტომ ამ ,,ბრძოლას“ აქვს შეჯიბრობითობის
სულისკვეთება.ბიზნესის ყველა ეტაპზე შეჯიბრობითობის მამოძრავებელი ინდიკატორებია
ბიზნესის ეგოისტური მიზნები, რომელთაგანაც ჩვენ შეგვიძლია ოთხი ძირითადი
ეგოისტური ინტერესი გამოვყოთ.

1. საკუთრების შენარჩუნება, განმტკიცება და გაფართოება. საკუთრება ეს არის ნებისმიერი


პიროვნებისათვის ან სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ნიშანი, რომელსაც
ეფუძვნება საქმიანი ურთიერთობები.ბიზნეს–საქმიანობის წარმართვა არის მისი
მონაწილეების– ფიზიკური და იურიდიული პირების მნიშვნელოვანი უფლების
რეალიზაცია.ბიზნესში საკუთრების უფლება გულისხმობს მესაკუთრის მიერ მისი
ქონების ფლობას, გამოყენებას და განკარგვას.ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია
საკუთრების განმტკიცება და გაფართოება რაგდან მოგების ერთ– ერთ მნიშვნელოვან
წყაროს წარმოადგენს.
2. კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და ამაღლება.კონკურენტუნარიონობა ნიშნავს
ბაზრის სხვა მოთამაშეებს შორის შედარებით წარმატებულ საქმიანობას, ანუ ბაზრის
უფრო მეტი სეგმენტის დაპყრობას, საქონლის ხარისხისა და შესაბამისად, რეალიზაციის
უფრო მაღალ მაჩვენებელს სხვა ანალოგიურ საბაზრო სუბიექტებთან
შედარებით.საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედებს ე.წ. კონკურენციის კანონი,
რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბაზრის თითოეული მონაწილე ცდილობს
მოიპოვოს უპირატესობა პროდუქციის წარმოების,კაპიტალის გამოყენების და საქონლის
გასაღებისათვის. ყველაფერი ამისათვის ბიზნესი იყენებს კონკურენციის სხვადასხვა
სახეებს მათ შორის კეთილსინდისიერს და ზოგჯერ არაკეთილსინდისიერს.
კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, განმტკიცებას და ამაღლებას საფუძვლად უდევს
ეგოისტური მიზანი_ იარო წინ და დაჩრდილო სხვები.
3. ბიზნესის კიდევ ერთი ეგოისტური მიზანია სწრაფვა გადასახადების შემცირებისკენ.
ბიზნესისათვის გადასახადები მიუღებელი კატეგორიაა. თავისი ნებით არცერთი
ბიზნესი არ გადაიხდიდა გადასახადებს რადგან ეს ამცირებს მოგების რაოდენობას.
მოგება კი ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა.თუმცა სახელმწიფოსათვის გადასახადები
აუცილებელია, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს ბიუჯეტის მთავარ წყაროს.ის
გარემოება, რომ ბიზნესს გააჩნია მისწრაფება გადასახადების შემცირებისაკენ , უკვე
შეიცავს ეგოიზმის ნიშნებს, რადგან იგი საკუთარ შემოსავალსა და მოგებაზეა
ორიენტირებული.
4. დანახარჯების ანაზღაურება და მოგების მაქსიმიზაცია. რა თქმა უნდა ბიზნეს
საქმიანობა წარმოუდგენელია ხარჯების გარეშე, თუმცა შემოსავლებმა უნდა გადაფაროს
დანახარჯი და დარჩეს თანხა მოგების სახით.ბიზნესისს მთავარი ამოცანაა მოგების
მიღება, მაგრამ თუ მოგება ვერ მიიღო ცდილობს მაქსიმალურად აანაზღაუროს
დანახარჯები.ანუ ბიზნესს გააჩნია ორი ამოცანა მაქსიმალური მოგების მიღება ან
დანახარჯების ანაზღაურება( ამოცანა მინიმუმი).

You might also like