Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 5

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის ს.

ქვემო ალვანის საჯარო სკოლის უცხო ენების


კათედრის სხდომის
ოქმი № 1

ქ. ახმეტა. სოფელი ქვემო ალვანი


05.09.2019 წ.

სხდომის დაწყების დრო: 12 სთ

სხდომას ესწრებოდნენ:
დირექტორი: ბატონი იური მრელაშვილი
დირექტორის მოადგილე: თინათინ თორღვაიძე
კათედრის წევრები: მუსლიმატ აგამეტოვა
ნინა ბაიძე
სოფიო დარჩიაშვილი
ნინო ჯიჯურიძე
თამუნა შავხელიშვილი

სხდომა გახსნა დირექტორის მოადგილემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი
და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

მომხრე - 5
წინააღმდეგი- 0

დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

დღის წესრიგი:
1. კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;
2. კათედრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
3. გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების შერჩევა;
4. პედაგოგთა საათების საორიენტაციო განაწილება;
5. სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;

საკითხი N1.კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა


მომხსენებელი: სსიპ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე.
მოისმინეს: ქალბატონმა თინათინმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა
კათედრის მუშაობის პრინციპები და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ
ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-3
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი
სასწავლო წლის ვადით.

შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს


კათედრის თავმჯდომარე. კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა
არჩეულ იქნეს მდივანი. ქ-ნ თინათინმა დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის
ფუნქციები, მათ შორის კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება,
ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის
კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული
განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება;

ქალბატონმა თინათინმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ისიც, რომ საქართველოს


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით
დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია
ზედიზედ სამჯერ და მოუწოდა კათედრის წევრებს წამოეყენებინათ თავიანთი
კანდიდატურები.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ნინა ბაიძემ და ნინო ჯიჯურიემ -


მასწავლებელმა ნინა ბაიძემ უცხო ენების კათედრის თავმჯდომარედ დაასახელა მუსლიმატ
აგამეტოვა, ხოლო მდივნად სოფიო დარჩიაშვილი. მან ხაზი გაუსვა დასახელებული
კანდიდატების განათლებას, გამოცდილებას, მათ კვალიფიციურობასა და დასაკავებელ
თანამდებობებთან შესაბამისობას.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:


სასწავლო წლის ვადით უცხო ენების კათედრის თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს
მუსლიმატ აგამეტოვა - კათედრის მდივნად სოფიო დარჩიაშვილი.

მომხრე - 5
წინააღმდეგი- 0

საკითხი N2. კათედრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება


მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე - მუსლიმსტ აგამეტოვა.
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა
თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-5
პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.

კათედრის ეფექტურად მუშაობისათვის საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო


გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში
განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების პერიოდი. მან კათედრის
წევრებს გააცნო 2019-2020 სასწავლო წლის კათედრის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.
აზრი გამოთქვა: სოფიო დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა
კათედრაში გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას და ასევე
მიმართულებას ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა.

სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის


სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 5
წინააღმდეგი- 0

დაადგინეს: დამტკიცდეს უცხო ენების კათედრის 2019-2020 სასწავლო წლის სამოქმედო


გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.

საკითხი N3. გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევა


მომხსენებელი: სსიპ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის კათედრის თავმჯდომა მუსლიმატ
აგამეტოვა.

მოისმინეს: ქალბატონმა მუსლიმატ აგამეტოვამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N 36/ნ
ბრძანების დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ,,შერჩეული გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელო კონკრეტულ სკოლაში მოქმედებს არჩევიდან 5 წლის განმავლობაში’’. სსიპ
ქვემო ალვანის საჯარო სკოლამ 2013-2014 და 2015-2016 სასწავლო წელს აირჩია
გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლითაც უნდა ასწავლონ 5 წლის განმავლობაში.
შესაბამისად 2018-2019 სასწავლო წლისთვის ვადა გაუვიდა I-VI კლასის გრიფირებულ
სახელმძღვანელოებს, რომელიც უცვლელად დატოვა სკოლამ ახალი სახელმძღვანელოების
არსებობის გამო.
რაც შეეხება VII-XII კლასის სახელმძღვანელოებს, კათედრის სხდომის წევრებმა ერთხმად
გადაწყვიტეს, ასევე უცვლელად დარჩეს VII-XII კლასის გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოების ნუსხაც და 2019-2020 სასწავლო წლისათვის სწავლება განახორციელონ
იგივე გრიფირებული სახელმძღვანელოებით.

ქალბატონმა მუსლიმატ აგამეტოვამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით
დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით,
მასწავლებელს უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის „ა“ და „ბ“
ქვეპუნტებით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გარდა, სწავლებისას დამატებითი
რესურსის სახით გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:


2019-2020 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი გრიფირებული და დამხმარე
სახელმძღვანელოების ნუსხა განისაზღვროს დანართი N2 შესაბამისად.

მომხრე - 5
წინააღმდეგი- 0

საკითხი N4. პედაგოგთა საათების საორიენტაციო განაწილება


მომხსენებელი: სსიპ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი - ბატონი იური
მრელაშვილი

მოისმინეს: ბატონმა იური მრელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო


პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა კათედრის
წევრებს შენიშვნების შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.

კათედრის წევრები გაეცნენ სავარაუდო საათობრივ ბადეს და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა პედაგოგთა საათების გადანაწილების


საკითხი.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:


პედაგოგთა საათები განაწილდეს შემდეგნაირად:
ნინა ბაოძე კვირაში 17 სთ.
სოფიო დარჩიაშვილი კვირაში 17 სთ.
ნინო ჯიჯურიძე კვირაში სთ.
მუსლიმატ აგამეტოვა კვირაში18 სთ.
თამუნა შავხელიშვილი 10 სთ

მომხრე - 5
წინააღმდეგი- 0

საკითხი N5. სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების


განხორციელება
მომხსენებელი: სსიპ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის უცხო ენების კათედრის
თავმჯდომარე მუსლიმატ აგამეტოვა
მოისმინეს: ქალბატონმა მუსლიმატ აგამეტოვამ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ
შეახსენა სკოლის მიზნები, კათედრის როლი სკოლის განვითარებაში, კათედრის წევრთა
ფუნქციები.
სასწავლო პროცესის დასაწყებად სკოლის დირექციის მიერ ყველა პირობაა შექმნილი.
შესაბამისად, სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა
მასწავლებელთა მხრიდან სამუშაო პროცესის აქტიურად წარმართვა და პროექტების
შემუშავება, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები.
მან ასევე ისაუბრა კოორდინირებული მუშაობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ
წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების
სწავლების კოორდინირება. კათედრა მიმდინარე სასწავლო წელს გეგმავს სხვადასხვა
თემებზე ღია და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას, რაშიც სასურველია
თითოეული მასწავლებელი ჩაერთოს და სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე
აქტივობა განახორციელოს.

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს დაავალა ერთობლივად შეიმუშაონ 2019-2020


სასწავლო წლის განმავლობაში განსახორცელებელი აქტივობების/ღონისძიებების გეგმები.

აზრი გამოთქვა: თამუნა შავხელიშვილმა აღნიშნა, რომ ღია გაკვეთილის ჩატარებისას


მოსწავლეები ეჩვევიან დამსწრე საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენას, ეს ხელს უწყობს
პრეზენტაციის უნარის გამომუშავებას. ღია გაკვეთილის დროს მოსწავლე კონკრეტულ
თემაზე ახდენს კონცენტრირებას და მეტად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
ამასთანავე კლასი აქტიური ხდება ჯგუფური მუშაობის თვალსაზრისითაც.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ აღნიშნული


საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია


სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

მომხრე - 5
წინააღმდეგი- 0

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით


სხდომა დაიხურა.

სხდომის დასრულების დრო: 2 სთ

კათედრის თავმჯდომარე: მუსლიმატ აგამეტოვა.

მდივანი: სოფიო დარჩიაშვილი .

You might also like