Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 16

,,mocartis efeqti,,

ლექტორი:თეა გოგოტიშვილი

სტუდენტი:ნუნუ ზაქარეიშვილი

1
სარჩევი

შესავალი ---------------------------------------------------------------------------------3

მოცარტის ბიოგრაფიული ცნობები-------------------------------------------3-4

მოცარტის მუსიკის გავლენა ადამიანის ფიზიოლოგიაზე------------------5-7

მოცარტის მუსიკის გავლენა ბავშვებზე---------------------------------------7-8

მოცარტის მუსიკის საოცარი თვისებები და საინტერესო ფაქტები-------8-10

"რექვიემი" – მოცარტის ხელოვნების მწვერვალი---------------------------10

კვლევა---------------------------------------------------------------------------11-15

ბიბლიოგრაფია------------------------------------------------------------------16

2
,,მოცარტის ეფექტი’’

მედიკოსები აღიარებენ, რომ მუსიკოთერაპია ადამიანის ჯანმრთელობაზე დიდ


გავლენას ახდენს. სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები ადამიანის ჯანმრთელობის
გაუმჯობესებაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, თუმცა ყველაზე ეფექტური
კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და მუსიკაა.

ავსტრიელი კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკას ყველაზე


ძლიერი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. უფრო მეტიც, ამ
კომპზიტორის მუსიკალურ ქმნილებებს შეუძლია ადამიანი ბევრი სხვადასხვა
დაავადებისგან განკურნოს. ამას მთელი მსოფლიოს მეცნიერების, მედიკოსების და
ფსიქოლოგების მრავალრიცხოვანი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევა
ადასტურებს.

მოცარტის ბიოგრაფიული ცნობები

უნიკალური ავსტრიელი კომპოზიტორის, მოცარტის ცხოვრება საოცარი და


უჩვეულო იყო. მან მხოლოდ 36 წელი იცხოვრა, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა
კი საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია. მან შექმნა 50-მდე სიმფონია, 19 ოპერა,
სონატები, კვარტეტები, კვინტეტები და სხვა ჟანრის მრავალი ნაწარმოები.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა 1756 წლის 27 იანვარს, ძველებურ ძალიან


ლამაზ მთაგორიან ქალაქ ზალცბურგში, მუსიკოსის ოჯახში. შეამჩნია თუ არა მამამ
შვილის ნიჭი, მაშინვე შეუდგა მის მეცადინეობას. 4 წლის ვოლფგანგი უკვე
საკლავისინო კონცერტის შეთხზვას ცდილობს. მამა გადაწყვეტს ბიჭისა და
ქალიშვილის საკონცერტო მოგზაურობაში წაყვანას. 6 წლის მუსიკოსი მიემგზავრება
მსოფლიოს დასაპყრობად. მოცარტების ოჯახი ეწვია ჯერ მიუნხენს, ვენას, შემდეგ
პარიზს, ლონდონს, ამსტერდამს, ჟენევას.

მოგზაურობა რომელიც 4 წელს გრძელდებოდა ტრიუმფალურ სვლად იქცა.


ვოლფგანგს XVII საუკუნის სასწაულს უწოდებდნენ. მოცარტების სახელმოხვეჭილი,
ბედნიერი, მაგრამ დაღლილი ოჯახი მშობლიურ ზალცბურგში 1766 წელს დაბრუნდა.
მაგრამ სანატრელი დასვენება დიდხანს არ გაგრძელებულა. მამა შეუდგა შვილის
მზადებას ახალი გამოსვლებისათვის. დაიწყო გაძლიერებული მეცადინეობა
კომპოზიციაში, მუშაობდა საკონცერტო არიებზეც. ვოლფგანგი სწავლობდა აგრეთვე
არითმეტიკას, გეოგრაფიას, ხატვას, ისტორიას, უცხოენებიდან: ფრანგულს,
ინგლისურს, ლათინურს, იტალიურს. მამამ გადაწყვიტა შვილი იტალიაში წაეყვანა.
სამი წლის განმავლობაში (1770 – 1773) მამა და შვილი ეწვივნენ რომს, მილანს,
ნეაპოლს, ვენეციას, ამჯერად უკვე 14 წლის მუსიკოსი მეორედ განიცდიდა ტრიუმფს.
იტალიაში ყოფნის დროს მან გააფართოვა თავისი ცოდნა. წარმატებებმა ყოველგვარ

3
მოლოდინს გადააჭარბა. უკან დაბრუნებულებს ქალაქი გულცივად დახვდათ.
მოხუცი თავადი, რომელიც მოწყალებით იყო განწყობილი მოცარტების მიმართ,
გარდაიცვალა. ზალცბურგის ახალი მმართველი კი ძალაუფლების მოყვარე და
სასტიკი აღმოჩნდა. გრაფის თვალში მოცარტი ჩვეულებრივი მოსამსახურე იყო, იგი
მოცარტისგან სრულ მორჩილებას მოითხოვდა. მოსამსახურის მდგომარეობა
შეურაცხყოფდა მას, ამიტომ იგი დედათან ერთად პარიზში გაემგზავრა. ამ დროს ის
უკვე 22 წლისიყო. თავს იმით ირჩენდა, რომ მუსიკის გაკვეთილებს ატარებდა. ამას
დაემატა დედის ავადმყოფობა და სიკვდილი. სასოწარკვეთილი მოცარტი
ზალცბურგში ბრუნდება. გრაფი კოლორედი მას დიდი სისასტიკით ექცეოდა,
ამცირებდა, მოსამსახურეებთან ერთად ასადილებდა.

1781 წელს ის ვენაში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.


გერმანული თეატრის შეკვეთით მან დაწერა კომიკური ოპერა „სერალიდან
მოტაცება“. კიდევ უფრო მეტ ოსტატობას მოცარტმა შემდგომ სამ ოპერაში მიაღწია.
ესენია: „ფიგაროს ქორწინება“, „დონ ჟუანი“ და „ჯადოსნური ფლეიტა“. ამ წლებში მან
ოსტატობის მწვერვალს მიაღწია. 1788 წლის ზაფხულის განმავლობაში, მან სამი
უკანასკნელი და საუკეთესო სიმფონია დაწერა, არანაკლებ მნიშვნელოვანი.

“ჯადოსანური ფლეიტის” პრემიერიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს


იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.

მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ციებცხელება იყო პირველი


დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე
სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან.
ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ,
კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა (მოწამლა).

თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის


ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი,
რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.

ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტი ბოლო
შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცა ვებერს ეუბნება, რომ იგი
დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.

მოცარტი დასაფლავებულია ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.

4
მოცარტის მუსიკის გავლენა ადამიანის ფიზიოლოგიაზე

1993 წელს ნევროლოგმა ფრანკ როშემ, ვისკონსინის შტატის უნივერსიტეტიდან,


მსოფლიოში პირველმა აღმოაჩინა მოცარტის მუსიკის უჩვეულო გავლენა ადამიანის
ფიზიოლოგიაზე. მისმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას განსაკუთრებით პოზიტიური
გავლენა აქვს თავის ტვინის მუშაობაზე.

1995 წელს ფსიქოლოგმა ფრენსის რაუშერმა ჩაატარა ექსპერიმენტი ვირთხებზე (ამ


ცხოველებს, რამდენადაც ცნობილია, არ გააჩნიათ რაიმე სახის ემოციური რეაქცია
მუსიკაზე). ჯგუფი, რომელიც 30 ვირთხისგან შედგებოდა, ოთახში მოათავსეს, სადაც
2 თვის მანძილზე დღეში 12 საათი ერთი და იგივე ნაწარმოები – მოცარტის სონატა
დო მაჟორი ჟღერდა. როგორც აღმოჩნდა, ამის შემდეგ ვირთხები ლაბირინთს
საშუალოდ 27%-ით უფრო სწრაფად გარბოდნენ და 37%-ით ნაკლებ შეცდომას
უშვებდნენ, ვიდრე ის 80 ვირთხა, რომლებიც იმ 2 თვის მანძილზე ბუნებრივ ხმაურში
ან სიწყნარეში ვითარდებოდა. აღნიშნული ექსპერიმენტი იმ ფაქტს ამტკიცებს, რომ
უნივერსალურ "მექანიზმს" ცოცხალ ორგანიზმზე, გააჩნია დომინანტური -
ნეირობიოლოგიური გავლენა, და არა ემოციური.

ამერიკელმა მეცნიერმა გორდონ შოუმ და მისმა კოლეგამ კალიფორნიის


უნივერსიტეტიდან ნეიროლოგმა მარკ ბოდნერმა თავის ტვინის მაგნიტო
რეზონანსული სკანირება მოახდინეს, იმ მიზნით რომ პაციენტის ტვინის იმ
ნაწილების აქტივობის სურათი მიეღოთ, რომელიც რეაგირებას მოახდენდა
მოცარტის, ბეთჰოვენის და 30-იანი წლების პოპ-მუსიკაზე. როგორც ელოდნენ, ყველა
ზემოთ აღნიშნულმა მუსიკამ თავის ტვინის ქერქის იმ ნაწილის აქტივაცია მოახდინა,
რომელიც ხმის ტალღების მიერ გამოწვეული ჰაერის ვიბრაციას აღიქვამს, ზოგჯერ
ტვინის იმ ნაწილების აღგზნებას იწვევდა, რომელიც ემოციებთან არის კავშირში.
თუმცა, მხოლოდ მოცარტის მუსიკამ მოახდინა თავის ტვინის ქერქის პრაქტიკულად
ყველა ნაწილის აქტივაცია. მ. ბოდნერმა აღნიშნა, რომ ადამიანს, რომელიც ამ მუსიკას
უსმენს პრაქტიკულად თავის ტვინის ქერქი "უბრწყინავს."

დ. ჰიუჯესმა უნიკალური ექსპერიმენტი ჩაატარა 36 პაციენტზე, რომელებიც


ეპილეფსიის მძიმე ფორმით იყვნენ დაავადებულნი, მუდმივად შეტევებით
იტანჯებოდნენ. ავადმყოფებზე დაკვირვების პროცესში მეცნიერი მოცარტის მუსიკას
რთავდა და ტვინის ენცეფალოგრამას ადარებდა მუსიკის ჩართვამდე და მის მერე. 29
პაციენტის ტვინის აქტივობა, ეპილეფსიის შეტევის დროს უფრო სუსტდებოდა და
იშვიათი ხდებოდა მალევე მუსიკის ჩართვიდან (ეს შედეგები ობიექტურია). 36–დან
29 შემთხვევაში ნამდვილად დაეხმარა (შეტევები უფრო მცირდებოდა და მშვიდი

5
ხასიათი ჰქონდა). ამ გზით დ. ჰიუჯესი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მოცარტის
მოსმენის შემდეგ ტვინის აღმგზნები ელექტრონული ტალღების რაოდენობა და
ამპლიტუდა მცირდება. ამასთან, ის ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც
მოცარტის ნაცვლად იგივე პაციენტები სხვა კლასიკოსი კომპოზიტორების
ნაწარმოებებს უსმენდნენ, ან სრულ სიჩუმეს, მათ არანაირი გაუმჯობესება არ
აღენიშნებოდათ.

მოცარტის მუსიკის სამკურნალო მოქმედება სხვა ფაქტორებთან ერთად


განპირობებულია კიდევ იმით, რომ მასში ბევრია მაღალი სიხშირის ბგერები. პირველ
რიგში, ეს ბგერები შუა ყურის კუნთს აძლიერებს. ამასთან, ბგერები 3000 ჰერციდან
8000 ჰერცამდემდე სიხშირით, იწვევს ყველაზე დიდ რეზონანსს თავის ტვინის ქერქში
( ეს პირდაპირ ახდენს აზროვნების სტიმულირებას და აუმჯობესებს მეხსიერებას).
ზუსტად მაღალი სიხშირის ბგერების სიმრავლის გამო მოცარტის ნაწარმოებები
წარმოადგენს ძლიერ ენერგეტიკულ მუხტს არა მხოლოდ თავის ტვინისთვის, არამედ
მთელი ორგანიზმისთვის. ამ კომპოზიტორის მუსიკა არ აიძულებს ტვინს "დაიძაბოს,
" გაარჩიოს რთული მუსიკალური ბგერები რომელიც წარმოდგენილია, მაგალითად,
ბახის და ბეთჰოვენის ნაწარმოებებში. მოცარტის მუსიკა გენიალურად მარტივი,
სუფთა, ნათელი, გულწრფელია.

თურქი მეცნიერების აზრით, რომლებიც "მოცარტის ეფექტს" იკვლევდნენ, ამ


კომპოზიტორის სონეტებში ყველა მუსიკალური სიხშირეა წარმოდგენილი, რომელიც
აქტიურად მოქმედებს სმენაზე (ეს ნიშნავს – თავის ტვინზე). ეს მეცნიერები ამ
კვლევით მრავალი წლის მანძილზე იყვნენ დაკავებულნი და იმ დასკვნამდე
მივიდნენ, რომ მოცარტის მუსიკა საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა აუტიზმისა
და დისლექსიის დროს. თურქი მეცნიერები არც თუ უსაფუძვლოდ ამტკიცებენ, რომ
მათი აღმოჩენა შესაძლოა ნამდვილი გარღვევა იყოს ამ ორი დაავადების
მკურნალობის პროცესში.

XX საუკუნის 2-ე ნახევარში მეცნიერმა და მკვლევარმა დონ ქემპბელმა დაწერა წიგნი


"მოცარტის ეფექტი, " რომელიც ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოს ბევრ
ქვეყანაში. იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ როკსა და პოპ-მუსიკას
უსმენდნენ, მოცარტის მოსმენის დიდი სურვილი გაუჩნდათ, ამასთან, არა
განათლების მიღების მიზნით, არამედ იმიტომ რომ განკურნებულიყვნენ და უფრო
ჭკვიანები გამხდარიყვნენ. სამედიცინო და ფსიქოლოგიურმა კვლევებმა, რომელსაც
მეცნიერი დ. ქემპბელი და მისი კოლეგები 20 წელის მანძილზე ატარებდნენ,
დაამტკიცა რომ მოცარტის მუსიკას აშკარა სასარგებლო ეფექტი გააჩნია ადამიანის
ჯანმრთელობასა და გონებრივ შესაძლებლობებზე. "მოცარტის ეფექტი" – ასე დაარქვა

6
დ. კემპბელმა ზოგადად მუსიკის (ნებისმიერის, აუცილებელი არ არის იყოს მოცარტი
ან კლასიკური ნაწარმოები) გავლენას ადამიანზე. ვიწრო გაგებით კი ტერმინი
"მოცარტის ეფექტი" ეხება უშუალოდ ადამიანის ორგანიზმზე მოცარტის მუსიკის
ზეგავლენას.

ვენის ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ელექტროენცეფალოგრამის


დახმარებით შეძლეს დაედგინათ რამდენად დიდხანს გრძელდება "მოცარტის
ეფექტი" მსმენელზე. შედეგად დაასკვნეს, რომ ზოგიერთი ადამიანის ტვინზე მუსიკის
სასარგებლო გავლენა კომპოზიციის დასრულებისთანავე წყდებოდა. ზოგიერთებში
ეს ეფექტი კიდევ 3 წუთის მანძილზე გრძელდებოდა, შემდეგ კი ტვინი თავდაპირველ
(მოსმენამდე) მდგომარეობას უბრუნდებოდა.

მოცარტის მუსიკის გავლენა ბავშვებზე

მოცარტი ყველაზე შესაფერისი კომპოზიტორია ბავშვებისთვის. უამრავმა


სამეცნიერო კვლევამ, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარდა, დაამტკაცა
რომ ჰარმონიულ, ნათელ და გენიალურად მარტივ მოცარტის მუსიკას უძლიერესი
პოზიტიური გავლენა აქვს ბავშვის ფსიქიკაზე, ინტელექტსა და შემოქმედებით
უნარზე. მოცარტი, რომელიც დაბადებიდან გენიოსი იყო, 4 წლის ასაკში გახდა
კომპოზიტორი და შესაძლოა ამ ფაქტორმა მოიტანა მის მუსიკაში სუფთა ბავშვური
აღქმა, რომელსაც ქვეცნობიერად მისი შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელი
გრძნობს, მათ შორის ყველაზე პატარა მსმენელიც.

როგორც მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტმა აჩვენა, თავის ტვინის მუშაობის


გაუმჯობესება მოცარტის მუსიკის ზეგავლენით ზრდასრულებში, როგორც წესი,
დროებით ხასიათს ატარებს, რამდენადაც ზრდასრული ადამიანის ტვინში
ნეირონული კავშირები – ე.წ. სინაფსები – უკვე ჩამოყალიბებულია. ამაზე
დაყრდნობით ზოგიერთი მეცნიერი გამოთქვამს აზრს, რომ შესაძლოა ბავშვებში,
ახლად ჩამოყალიბებული ნეირონული კავშირების გამო, მოცარტის მუსიკის მოსმენამ
შესაძლოა არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ აზროვნების პროცესის ხანგრძლივი,
მდგრადი გაუმჯობესება გამოიწვიოს.

ბავშვები, რომლებიც 2 წლის მანძილზე იღებდნენ მუსიკის გაკვეთილებს,


მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ სივრცითი აზროვნების უნარი, ამასთან, ეს ეფექტი
არ გამქრალა დროთა განმავლობაში. ამ ფაქტზე დაყრდნობით ფ. რაუშერმა
"რევოლუციური ჰიპოთეზა წამოაყენა – მუსიკას შეუძლია სტრუქტურული
ზეგავლენა მოახდინოს ნეირონული ჯაჭვის წარმოქმნაზე ბავშვის ტვინში. ამ
წინადადებიდან ის დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ კომპეტენტურად შერჩეული
7
მუსიკის ზეგავლენას ბავშვებზე შეუძლია, პირველ რიგში, თერაპიული კუთხით იყოს
უფრო ეფექტური (ყველა ასპექტში), ვიდრე ზრდასრულებზე. მეორე რიგში,
გაცილებით უფრო სწრაფად ვიდრე ზრდასრულ ადამიანებში, განავითაროს ძლიერი
ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც აქტიურად იმუშავებს მთელი
ცხოვრების მანძილზე. და ბოლოს (პირველ და მეორე დასკვნებზე დაყრდნობით), –
გახდეს ტრადიციული ფსიქოტროპული ქიმიოპრეპარატების ალტერნატივა

რუსეთის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა


დოქტორმა ვ. მოროზოვმა ფსიქოლოგებთან ერთად საინტერესო ექსპერიმენტი
ჩაატარა მოსკოვის ერთ-ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში – პატარებს
სთხოვეს სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას დაეხატათ
არარეალური, მათ მიერ გამოგონილი ცხოველები; ამის მერე მეცნიერებმა ნახატების
მიხედვით განსაზღვრეს თუ რა ემოცია გამოიწვია ამა თუ იმ მუსიკამ თითოეულ
ბავშვში. აღმოჩნდა რომ, როდესაც მოცარტის მუსიკა ჟღერდა, ცხოველები, ბავშვების
მიერ დახატულ სურათებზე, იყვნენ პატარები, საყვარლები და უწყინარები. რაც
შეეხება როკ-მუსიკას, ამ შემთხვევაში ბავშვებმა დახატეს საშინელი და მახინჯი
ცხოველები, პირდაღებული, უზარმაზარი ეშვებითა და ბასრი კლანჭებით.

მოცარტის მუსიკის საოცარი თვისებები და საინტერესო ფაქტები

 მოცარტის მუსიკა აძლიერებს გონებრივ აქტივობას და ინტელექტუალურ


დონეს ამაღლებს – გაარკვიეს შეერტებული შტატებისა და ბულგარეთის
მეცნიერებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. სტანდარტული "IQ ტესტები"
აფიქსირებს ინტელექტის ამაღლებას მხოლოდ ამ გენიალური კომპოზიტორის
მუსიკის მოსმენის შემდეგ. ამერიკელი მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ
მოცარტის ნაწარმოების მხოლოდ 10 წუთიანმა მოსმენა ადამიანებში
ინტელექტის კოეფიციენტს საშუალოდ 8-10 ერთეულით ამაღლებს.
 ადამიანები, რომლებიც ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯებიან, აუმჯობესებენ
უნარ ჩვევებს მოცარტის სონეტების (ორი ფორტეპიანოსთვის დო-მაჟორი)
რეგულარული მოსმენით.
 მოცარტის ნაწარმოებები, ისე როგორც სხვა არცერთი მუსიკა, დიდ გავლენას
ახდენს მთელ რიგ სერიოზულ დაავადებაზე, მათ შორისაა ეპილეფსიაც.
მეცნიერებმა ექსპერიმენტული გზით დაადგინეს, რომ მოცარტის სონეტების
ბგერებს (განსაკუთრებით სონეტი К 448) უნარი აქვს შეაჩეროს ეპილეპტიკური
შეტევები (ეპილეპტიკური შეტევების რაოდენობა).

8
 ერთ ექსპერიმენტში, რომელსაც პროფესორი ჯონსონ ჯენკინსი(აშშ) ატარებდა,
ავადმყოფებს, რომლებიც სერიოზული ნევროლოგიური დაავადებებით
იტანჯებოდნენ, ინდივიდუალურად მოასმენინეს მოცარტის ერთ-ერთი
ნაწარმოების მხოლოდ 10 წუთიანი ფრაგმენტი, ამის შემდეგ პრაქტიკულად
ყველა ამ ადამიანს რაღაც დროის მანძილზე შესამჩნევად გაუუმჯობესდათ
ხელის დახვეწილი მოძრაობები.
 შვეციის კლინიკებში ახალდაბადებულებს მოცარტის მუსიკას ასმენინებენ,
რადგან შვედი მეცნიერები და ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ
ეს დაეხმარა ქვეყანაში მკვეთრად დაეწიათ ბავშვთა ნაადრევი სიკვდილიანობა.
 მსოფლიო დონის ავტორიტეტული სპეციალისტების მტკიცებით, მოცარტის
მუსიკა ნებისმიერი სულიერი პრობლემებისგან გათავისუფლებაში ეხმარება,
აუმჯობესებს მეტყველებასა და სმენას. თუ ჭამის დროს ყოველდღიურად
მოცარტის წყნარ მუსიკას მოუსმენთ – საჭმლის მონელებასთან
დაკავშირებული ბევრი პრობლემა გაქრება.
 მოცარტის დიდ თაყვანისმცემელთა შორისაა ცნობილი ექიმი-
ოტოლარინგოლოგი ალფრედ ტომატისი (პარიზი, საფრანგეთი). ერთ-ერთი
მისი პაციენტი ახალგაზრდა ჟერარ დეპარდიე იყო – მომავალი გამოჩენილი
ფრანგი კინომსახიობი. იმ დროს – XX საუკუნის 60-იან წლებში – ახალგაზრდა
და ჯერ კიდევ არავისთვის ცნობილი მსახიობი პარიზის დასაპყრობად ჩავიდა,
მას ამისთვის ყველა შანსი ჰქონდა, რომ არა სერიოზული პრობლემები
მეტყველებასა (ძლიერი ენის ბორძიკი) და მეხსიერებასთან დაკავშირებით. ა.
ტომატისმა პირვლივე სამედიცინო დათვალიერების მერე განსაზღვრა, რომ მას
სერიოზული პრობლემები ჰქონდა მარჯვენა ყურთან დაკავშირებით და ურჩია
რამდენიმე თვის მანძილზე ყოველდღიურად 2 საათი ესმინა მოცარტის
მუსიკისთვის. ამ მუსიკათერაპიის დამოუკიდებელი სეანსების შედეგი
გასაოცარი აღმოჩნდა! ჟერარ დეპარდიე სრულიად და სამუდამოდ
გათავისუფლადა მარჯვენა ყურის დეფექტის, ენის ბორძიკისა და
მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემისგან, რამაც საშუალება მისცა
მსოფლიო მასშტაბის დიდი მსახიობი გამხდარიყო. თავად ჟერარ დეპარდიემ
საოცარი გამოჯანმრთელებიდან წლების შემდეგ ასეთი რამ თქვა:
"ტომატისთან შეხვედრამდე მე არც კი შემეძლო წინადადება ბოლომდე მეთქვა.
ის დამეხმარა, რომ ჩემი აზრების დასრულება შემძლებოდა, მასწავლა სინთეზი
და გაგება თავად აზროვნების პროცესისა.

9
 მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია შემთხვევა, როდესაც მოცარტის მუსიკამ
ადამიანს სიცოცხლე "აჩუქა." 78 წლის მძიმე ავადმყოფმა, მარშალმა რიშელიე
ლუი ფრანსუა დე ვინრომ, სიკვდილის წინ მოითხოვა მისი უკანასკნელი
სურვილი აღესრულებინათ – მისი საყვარელი მოცარტის კონცერტი
მოესმენინებინათ. მას შემდეგ რაც მუსიკა აჟღერდა, ნამდვილი სასწაული
მოხდა! სიკვდილმა უკან დაიხია, ყველას თვალწინ მარშალმა
გამოჯანმრთელება დაიწყო. ამ ადამიანში რაღაც გაურკვეველი, მისტიური
საშუალებით სიცოცხლის ძალა დაბრუნდა. საბოლოოდ, ის გამოჯანმრთელდა
და კიდევ 14 წელი იცოცხლა; გარდაიცვალა 92 წლის ასაკში.

"რექვიემი" – მოცარტის ხელოვნების მწვერვალი

"რექვიემი" (სრული საერთაშორისო სახელწოდება – "Requiem in D-minor, K 626")


გენიალურობის მწვერვალი ყველა ასპექტში. კომპოზიტორი სასიკვდილოდ ავად იყო
როდესაც ამ ნაწარმოებს ქმნიდა, მისი დასრულება ვერ მოასწრო. "რექვიემის"
ფინალური ნაწილი მისმა მეგობარმა და მოსწავლემ, ფრანც ზიუსმაიერმა დაასრულა
(მეხსიერებით), რომელიც ავადმყოფის საწოლს არ მოშორებია და მოსმენილი ჰქონდა
ნაწარმოების ეს ნაწილი თავად კომპოზიტორისგან. "რექვიემთან" ერთად მოცარტი
ასრულებდა თავის უკანასკნელ ოპერას "ჯადოსნური ფლეიტა."

შეკვეთა "რექვიემზე" მოცარტმა შავ მოსასხამში გამოწყობილი იდუმალი კაცისგან


მიიღო, რომელმაც თავისი სახელის დასახელება არ ისურვა. შემდგომში გაირკვა, რომ
ის გრაფ ვალზეგას მსახური იყო. გრაფს სურდა "რექვიემი" თავისი გარდაცვლილი
მეუღლისთვის შეესრულებინა). მოცარტი არც შემკვეთს იცნობდა და არც მისი მიზნის
შესახებ იცოდა რამე.

მოცარტის "რექვიემი" – ეს გენიალური ხორცშესხმაა დარდის, სიყვარულისა და


რწმენის (როგორც მინიმუმი)... სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, მოცარტის
მეგობრებმა "რექვიემიდან" რამდენიმე ნაწყვეტი შეასრულეს მისთვის

"ლაკრიმოზა, " სრული დასახელება "Lacrimosa dies illa" – ასე ეწოდება "რექვიემის"
ყველაზე გენიალურ, ლამაზ და ძლიერ ნაწილს ( ასე აფასებს "ლაკრიმოზას"
აბსოლუტურად ყველა სპეციალისტი და მოცარტის შემოქმედების
თაყვანისმცემელი). ძალიან ბევრი "ლაკრიმოზას, " მასთან ერთად კი რექვიემს,
მსოფლიო კლასიკური მუსიკის მიუღწეველ მწვერვალს უწოდებს

კვლევა

10
შესავალი

რა არის შფოთვა?

ფსიქოლოგების აზრით ღელვა (შფოთვა) - ადამიანის მნიშვნელოვანი ემოციური


მდგომარეობაა, რომელიც წარმოიშვება მოსალოდნელი და გაურკვეველი საფრთხის
მოლოდინის შედეგად და ვლინდება ვითარების არასასიკეთოდ განვითარების
პროგნოზირების შემთხვევაში. შიშისგან განსხვავებით, რომელიც წარმოადგენს
რეაქციას კონკრეტულ საფრთხეზე, ღელვა დაკავშირებულია გაუთვითცნობიერებელ,
დიფუზურ, არაობიექტურ საფრთხესთან, ხოლო შიში - აშკარა, რეალურ მუქარასთან.
ზ. ფროიდს მიაჩნდა, რომ ღელვა (ანუ შფოთვა) ასრულებს სიგნალის ფუნქციას და
ინტენსიური იმპულსების სახით აფრთხილებს „ეგო“- ს მოახლოებული საფრთხის
თაობაზე. საპასუხოთ კი „ეგო“ იყენებს დამცავ მექანიზმებს: განდევნა-
გადაადგილებას, პროექციას, ჩანაცვლებას, რაციონალიზაციას და სხვას.
იმავდროულად დამცავი მექანიზმები მოქმედებენ გაუთვითცნობიერებელ დონეზე
და იწვევენ ინდივიდის მიერ რეალობის არარეალურ, დამახინჯებულ აღქმას.

ხიფათის წყაროში გაურკვევლობის გამო, ადამიანი ხშირად სუბიექტურად აფასებს


შექმნილ ვითარებას და მღელვარებას განიცდის, როგოც კონკრეტულ სიტუაციაში
პირადი უსუსურობისა და გარეშე ფაქტორების წინაშე საკუთარი უძლურობის
შედეგს. ფსიქოლოგიურ დონეზე ღელვა (შფოთვა) აღიქმება, როგორც დაძაბულობა,
ნერვიულობა და გაურკვევლობის, მოახლოებული მარცხის, გადაწყვეტილების
მიღების შეუძლებლობის განცდა, რიგ შემთხვევაში ის იწვევს ადამიანის
არაადეკვატურ ქცევას ან ქმედებას და ხდება ყოვლად გაუმართლებელი მარცხის
მიზეზი.

სპილბერგის ტესტი. I ნაწილი. სიტუაციური შფოთვის შკალა

ტესტი "სპილბერგის შფოთვის შკალა" - შედგენილია ცნობილი ამერიკელი


ფსიქოლოგის, პროფესორ ჩარლზ დონალდ სპილბერგის მიერ. ტესტი შედგება ორი
ნაწილისაგან. თითოეული ნაწილი შეიცავს 20 შეკითხვას. პირველი ნაწილი ზომავს
სიტუაციურ შფოთვებს, მეორე პიროვნულ შფოთვებს.

კვლევის მიზანი:

11
ჩემი კვლევის მიზანია დამედგინა თუ როგორ იმოქმედებდა მოცარტის მუსიკა
ადამიანის შფოთვაზე? რამდენად შეამცირებდა კლასიკური მოცარტის მუსიკა
სიტუაციურ შფოთვას .

ჰიპოთეზა:

ცდის პირებს რომლებსაც აღენიშნებოდათ მაალი შფოთვის დონე მოცარტის მუსიკის


მოსმენის შემდეგ სიტუაციური შფოთვის დონე შეუმცირდებოდათ.

ინსტრუქცია:

შევარჩიე 10 ცდის პირი , რომლებიც მუშაობდნენ სტრესულ ან ნაკლებად სტრესულ


გარემოში. კვლევის დაწყებამდე მათ ვუთხარი რომ კვლევას ვატარებდი იმის
დასადგენათ თუ როგორ მოქმედებს მოცარტუის მუსიკა შფოთვის დონეზე. შემდეგ
მოკლედ ავუხსენი თუ რა იყო შფოთვა . ეს ინფორმაცია მათ გადავუგზავნე
ელექტრონულად. ასევე ავუხსენი რომ დაცული იქნებოდა მათი
კონფიდეციალურობაგადავუგზავნე სპილბერგის ტესტის პირველი ნაწილი და
ვთხოვე დღის ბოლოს გადმოეგზავნათ ჩემთვის პასუხები. ამის შემდეგ ვთხოვე ათივე
ცდის პირს სამშაბათიდან შესვენებაზე, თავისუფალ დროს და ძილის წინ (ორშაბათ
დღეს )მოესმინათ მოცარტის მუსიკათა ნაკრებს და გავუგზავნე შესაბამისი ,,ლინკი’’.
სამშაბათ საღამოს ,მას შემდეგ რაც მთელი დღე უსმენდნენ მოცარტს, შევხვდი მათ.
შეხვედრის ადგილი იყო ჩემი სახლი და მათ კიდევ ერთხელ მოვასმენინე მოცარტის
მუსიკა ამ ჯერად შევარჩიე მოცარტის სიმფონია 25 მინორში.

ინსტრუქცია ცდის პირებისთვის

ყურადღებით წაიკითხეთ ყოველი ქვემოთმოყვანილი წინადადება და მონიშნეთ


შესაბამისი გრაფა, იმის მიხედვით თუ როგორ გრძნობთ თავს მოცემულ სიტუაციაში.
კითხვებზე დიდხანს არ დაფიქრდეთ, რადგან სწორი და არასწორი პასუხები არ
არსებობ

12
კვლევის მეთოდები:

ასაკობრივი ჯგუფი: 23-24 წლამდე ცდის პირები.

შერჩევა :არაალბათური-შევარჩიე ჩემს ოფისში მომუშავე 5 ცდის პირი ასევე ჩემი 3


მეგობარი რომლებიც მუშაობენ და 2 ცდის პირი რომლებიც მუშაობენ
სტამბაში(სტრესულ გარემოში). ასევე ცდის პირები შევარჩიე ადგილმდებარეობსი
მიხედვით , ყველა მათგანი ცხოვრობს რუსთავში,რადგან შემძლებოდა საბოლოო
კვლევა ჩამეტარებინა საღამოს პირადად.

რაოდენობა: სულ 10 ცდის პირი . 8 მდედრობითი და 2 მამრობითი .

მონაცემთა ანალიზი:

სპილბერგის ტესტი გვაძლევს არარიცხობრივ შედეგებს . ტესტის დასრულების


შემდეგ სამი შესაძლო შედეგია: შფოთვის დაბალი, საშუალო და მაღალი დონეები.
დავალაგე ცდის პირები შედეგების მიხედვით და განმეორებით ტესტის ჩატარების
შემდეგ შევადარე მათ ახალი შედეგები ძველ შედეგებს. კვლევა გამომივიდა
თვისობრივი .

კვლევის შედეგები:

ცდის პირებიდან პირველად სპილბერგის ტესტის გაკეთების შედეგად მივიღე


შემდეგი მონაცემები: 3 ცდის პირს აღენიშნებოდათ შფოთვის დაბალი დონე , 5 ცდის
პირს სტრესის საშალო დონე,ბოლო 2 ცდის პირს სტრესის მაღალი დონე. ცდის
პირებმა არ იცოდნენ მათი შედეგები . სამშაბათ საღამოს მოცარტის მუსიკის
მოსმენის შემდეგ მათ ისევ ჩავუტარე სპილბერგის ტესტი ახლა უკვე პირადად. ამის
შემდეგ მივიღე შემდეგი: იმ ცდის პირებს რომლებსაც ქონდათ დაბალი შფოთვის
დონე იგივე შედეგები ქონდათ . 5 ცდის პირიდან 2 ცდის პირს ქონდა შეცვლილი
შფოთვის დონე საშუალოდან დაბლი. და 3 მათგანს ისევ საშუალო შფოთვის დონე
ქონდათ . ხოლო 2 ცდის პირიდან 2ივე მათგანს აღენიშნათ საშუალო შფოთვის დონე.
კვლევაში სქესთაშორის განსხვავების დადგენა შეუძლებელი იყო მათი არათანაბარი
რაოდენობის გამო.

მონაცემები გრაფიკულად:

13
5

0
დაბალი კვლევა 1
საშუალო
მაღალი კვლევა 1
კვლევა2

დასკვნა:

საბოლოო მონაცემების განხილვის შედეგად შესაძლებელია ვთქვათ რომ ჩემი


ჰიპოთეზა დადასტურდა. მოცარტის მუსიკა ახდენს შფოთვაზე დადებით გავლენას.

ნაკლი:

კვლევის ნაკლია რომ მოწმდება მხოლოდ სიტუაციური შფოთვა. ასევე ცდის პირების
რაოდენობა და მათი შერჩევის არაალბათური მეთოდი შეიძლება ჩაითვალოს
კვლევის ნაკლად რადგან ყველა მათგანი ჩემი მეგობარია და შესაძლებელია კვლევის
მიზნის ცოდნამ იმოქმედა მათ პასუხებზე. ასევე მეორე კვლევის დროს მათ
პასუხებზე შეიძლება ემოქმედა იმ გარემოებას რომ ისინი არა სამსახურში არამედ
მეგობარებთან ერთად თბილ გარემოში იმყოფებოდნნე და აღარ გრძნობდნენ თავს
აღელვებულად. ამ კვლევაში არ მქონდა გარეშე ფაქტორების გამორიცხვის
შესაძლებლობა და კარგი იქნებოდა საკონტროლო ჯგუფიც მყოლოდა რომლებიც არ
მოუსმენდნე მოცარტის მუსიკას , და უბრალოდ სამუშაო გარემოდან მეგობრის
სახლში ყოფნა თუ მოახდენდა გავლენას მათ შფოთვაზე. საინტერესო იქნებოდა
მეკვლია განსხვავება ბიჭებსა და გოგოენებს შორის და სხვადასხვა ასაკობრივ
ჯგუფებზე.

14
რეკომენდაცია:

პირებს, შფოთვის მაღალი შეფასებით უნდა განუვითარდეთ თვითდაჯერების და


წარმატების გრძნობა. მათ უნდა გადაიტანონ აქცენტი გარე მოთხოვნილებებზე,
კატეგორიულობაზე, დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ მოცემული ამოცანის დასახვის
გააზრებულ ქმედებას და მისი ქვეამოცანების კონკრეტულ დაგეგმვას. დაბალი
შფოთვის მაჩვენებლიანი კატეგორიისთვის, პირიქით, საჭიროა აქტივობის მომატება,
ქმედითობის მოტივირებული კომპონენტების ხაზგასმა, დაინტერესებულობის
გამოღვიძება, სხვადასხვა პრობლემების მოწესრიგებაში პასუხისმგებლობის
გრძნობის აღძვრა.

15
ბიბლიოგრაფია

1) intermedia.ge/ სტატია/72974

2) W.A. Mozart Author:Hermann Abert.

3) https://ka.wikipedia.org/

4) http://www.fondpr.ru/articles/19/Yeffekt_Mocarta.html

5)სტატია : Ал. Бухбиндер-Эффект Моцарта

6) http://herba.ge

16

You might also like